Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ჩვენი სახლის ყვავილები VII


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Dec 2018, 00:22
რადგანაც არავინ ჩქარობთ თავს უფლებას მიცემ მე გავხსნა ახალი თემა



წინა თემის ლინკი: https://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34684825

Posted by: Master_Nick 15 Dec 2018, 09:10
გილოცავთ ახალ თემას ჩემი ეზოდან, გვიანი შემოდგომა

user posted image

Posted by: *WASP* 15 Dec 2018, 20:17
Master_Nick

მოწითალო ფოთლები რომ აქვს, ეგ რა მცენარეა?

Posted by: ia-viola 15 Dec 2018, 20:55
გილოცავთ ახალ თემას.

ესრც ჩემი ტიტველი ჩიტა ვაშლა.

user posted image

Posted by: Master_Nick 15 Dec 2018, 22:28
QUOTE (*WASP* @ 15 Dec 2018, 20:17 )
Master_Nick

მოწითალო ფოთლები რომ აქვს, ეგ რა მცენარეა?

დეკორატიული კოწახურებია, პატარები იყვნენ და კარგად წამოიზარდნენ, გასხვლა უყვართ ძალიანsmile.gif
user posted image
* * *
ia-viola
ხვალ დავხედავ ჩემს ჩიტა ვაშლას, ეს ნაყოფი ყინვაში სცვივა თუ რჩება დიდი ხანი?

Posted by: ia-viola 15 Dec 2018, 23:21
Master_Nick
ცვივა. 1-2 მიწაში ჩავფალი. ეგება და ამოვიდეს გაზაფხულზე. wink.gif

Posted by: Master_Nick 16 Dec 2018, 12:56
ia-viola
ჩემთან ზამთარი სულ არ იგრძნობა. სიმწვანეში ვართ. ნაძვის ხეც მზად არის მოსართავად bis.gif
user posted image
user posted image
user posted image
წელს რა ექსპერიმენტებიც გავაკეთე ყველაფერმა იმუშავა, სასუქი იარა მილა კოლპლექსი ქლორის გარეშე არის სუპერ კომპლექსი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Dec 2018, 20:31
Master_Nick
ეზო უდოდ კარგია თვალში ცუდად მომხვდა ღობე კარგი იქნებოდა მაგის გადაღებვა და შემდეგ მიგეშვა რამე მაგალითად მხვიარა წვრილი ვარდი ან კოლხური სურო ან ტრიფოლიატი ტერიტორიულად გააჩნია პრინციპში სად ხარ

Posted by: Master_Nick 16 Dec 2018, 20:51
M-A-S-E-R-A-T-I
კი გეთანხმები სრულიად, მაგის გარდა გაზი გაიყვანეს წელს და დამიმახინჯეს წინა ხედი მილებით facepalm.gif , რაღაცა უნდა მოუხერხო აუცილებლად. ამ ღობის ჩანაცვლებას ვგეგმავ მწვანე ცოცხალი ღობით, დროის ამბავიაsmile.gif
წინა მხარეს, რკინები უნდა ავიღო და ასეთი რამე მინდა თუ გამომივიდა
user posted image
გვერდებზე კიდევ სუროები მაქვს ჩარგული და კარგად მიდის საქმე, 2-3 წელიწადში დაფარავს სეტკას

Posted by: ia-viola 17 Dec 2018, 00:12
Master_Nick
ცოცხალი ღობე ძალიან მაგარი იქნება. ლამაზი გამოვა.

ველოდებით მორთულ ნაძვის ხეს.

Posted by: *WASP* 17 Dec 2018, 08:02
ia-viola

ჩიტავაშლას ნაყოფი იჭმევა?

პიტნას ისე რამხელა ქოთანი დასჭირდება?

Master_Nick

ლამაზია. მერე კენჭებში რო ჩაცვივა ეგ ფოთლების ნაწილი, კიდე უფრო ლამაზი იქნება.

Posted by: ia-viola 17 Dec 2018, 09:35
*WASP*
აქ დაწერეს, გვიჭამიაო. მე არ გამირისკავს. wink.gif

ხო. ქოთანას რაც შეეხება, ალბათ უმჯობესია ე.წ ეზოს ქოთანი იყიდო, გრძელები რომ არის, ყავისფერი ფერის.

Posted by: sophka 17 Dec 2018, 12:23
Master_Nick
მშურს შენიი :დ
ამ ვერცხლისფერ ნაძვს თუ რაც არის, არ რთავ? ლამაზი იქნება ძალიანsmile.gif

*WASP*
მე ვჭამე biggrin.gif
ისე, შხამიანი მცენარე არაა, იჭმევაო ნაყოფი, წავიკითხე რომელიღაც რუსულ საიტზე, მაგრამ არ ჭამენ იმიტომ რომ არაფერი სასარგებლო თვისებაც არ აქვს და არც გემო აქვს.
წითელი კუნელი თუ გაგისინჯავს, მის გემოს ჰგავს დაახლოებით, ოღონდ უგემური კუნელი რომ შეგხვდება ისეთსbiggrin.gif

თუმცა მისი ღეროები და ფოთლები სამკურნალოდ გამოიყენება.


Posted by: banzai74 17 Dec 2018, 13:37
პიტნა გავახარე როგორც იქნა.user posted image

Posted by: Master_Nick 17 Dec 2018, 18:37
sophka
ia-viola
ნახვის ხის მორთვა ჩემი შვილის პრეროგატივაა,

ამ ეონიმუსმა ნაყოფი გამოიღო, ესეთი რამე წელს პირველად დაემართა, ეს ნაყოფი რომ დავთესო არ ამოვა ნეტა?
user posted image

banzai74
ყოჩაღ შენ!!! რამდენ ხანში ამოვიდა ?

Posted by: ia-viola 17 Dec 2018, 20:03
Master_Nick
მე ყველაფრს მიწაში ვტენი. დათესე შენც. ეგება და ამოვიდეს.

ბროწეულები დავთესე, კაკალი და ჩიტა ვაშლა.

კურკაზე ამოსული გარგრები მაქვს და მუშმალა. ბონსაის უნდა შევეჭიდო. wink.gif

Posted by: banzai74 17 Dec 2018, 20:08
Master_Nick
დამბალ ბამბაზე გავაღვივე თესლები და მერე გადავიტანე მიწიან ქოთანში და მეორე დღეს ამოვიდა. მანამდე პირდაპირ მიწაში დავთესე და არ ამოვიდა.

Posted by: Master_Nick 17 Dec 2018, 21:39
ia-viola
მე ეგრე რაც დავთესე არაფერი ამოვიდაsmile.gif ამასაც ვცდი აბა

banzai74
კარგი რამე მოგიფიქრებია,
up.gif up.gif

Posted by: ia-viola 18 Dec 2018, 10:05
banzai74
QUOTE
დამბალ ბამბაზე გავაღვივე თესლები და მერე გადავიტანე მიწიან ქოთანში დ


ერთი უნდა ვცადო ეგ მეთოდი. კარგი აზრია.

მე ქრიზანთემები დავაკალმე და ყველამ გაიხარა. ადვილად ხარობს. ახლა ვფიქრობ ხომ არ დავუარო ამ ყვავილების მაღზიებს და სხვადასხვა ჯიშები მოვამრავლო. wink.gif

Posted by: *WASP* 18 Dec 2018, 13:36
ia-viola

ია, რამე ასეთი მაღალი ქოთანი უნდა? https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/pots-for-plants/plastic-pots/plastic-flower-pot-prosperplast-tubus-slim-shine-white-dtus150s-s449-15-cm/

Posted by: ia-viola 18 Dec 2018, 13:44
*WASP*
ნწ. რამე ესეთი

user posted image

იმ ქოთნის ფასად ესეთი 2 ან 3 მოგივა.

პიტნას დაბალი ფესვი აქვს, ღრმად არ მიდის, უფრო განზე უყვარს გასვლა. ამიტომ, ქოთან ი ისეთი უნდა შეურციო, გვერდზე ადივლად რომ გავიდეს.

Posted by: Universe 18 Dec 2018, 14:22
წინა თემის ლინკი რატომ არ მუშაობს?

Posted by: banzai74 18 Dec 2018, 14:28
ვარდის დაფესვიანება უნდა ვცადო, შარშან ერთი ძირი ძლივს გავახარე და ვინმემ თუ იცით ყველაზე გამართლებული მეთოდი რომელია smile.gif

Posted by: ia-viola 18 Dec 2018, 14:37
banzai74
მე მამაპაპური მეთოდი მომწონს.

მიჭაში 2-3 კვირტზე, მიწის ზემოთ 3-4 კვირტი და თავზე ქილა.

Posted by: *WASP* 18 Dec 2018, 16:35
ia-viola

მადლობა, გავითვალისწინებ. ზამთარში იზრდება ისე? მზიანი ადგილი უნდა თუ ნახევრად ჩრდილიც შეიძლება?

Posted by: banzai74 18 Dec 2018, 16:37
ia-viola

მადლობა,

პიტნის ქოთანზეც გავითვალისწინებ თქვენს რჩევასsmile.gif

Posted by: ia-viola 18 Dec 2018, 16:49
banzai74
*WASP*
გაიხარეთ.
bis.gif jump.gif bis.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Dec 2018, 17:31
Master_Nick
აუცილებლად გაითვალისწინე კლიმატის სფეციფიკა ყველა კლიმატში კიპარისი არ არი ისეთივე ეფექტური როგორიც ფოტოზეა ძირითადად მშრალი ჰავა და ნაკლები ტენი უყვარს

Posted by: anni_dembo 18 Dec 2018, 21:14
ორქიდეასს თუ სჭირდება "ტორფი" და რამდენი დაახლოებით?..

Posted by: ia-viola 18 Dec 2018, 21:47
anni_dembo
მე ვურევ ხოლმე, ოღონდ ძალიან ცოტას. უმნიშვნელოდ.

ისე, ბევრი არ ურევს. და მხოლოდ თავის ნიადაგში ყავს.

მე ვიმეტიჩრე და რავი, გაამართლა და არ გაუპროტესტებია. wink.gif

Posted by: Master_Nick 18 Dec 2018, 23:14
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 18 Dec 2018, 17:31 )
Master_Nick
აუცილებლად გაითვალისწინე კლიმატის სფეციფიკა ყველა კლიმატში კიპარისი არ არი ისეთივე ეფექტური როგორიც ფოტოზეა ძირითადად მშრალი ჰავა და ნაკლები ტენი უყვარს

მადლობა გავითვალისწინებ, ადგილი მშრალი და ნაკლებად ტენიანია, მისაქცილეთან არის ახლოს. ეს კიპარისებიც უამრავი ჯიშია, შენ ხომ არ იცი კონკრეტული სახეობა რომ მირჩიო? მცხეთის სალობიეს აქვს ეგეთი კიპარისების ღობე, ჯიში არ ვიცი ოღონდ რომელია.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Dec 2018, 12:27
Master_Nick
QUOTE
მადლობა გავითვალისწინებ, ადგილი მშრალი და ნაკლებად ტენიანია, მისაქცილეთან არის ახლოს. ეს კიპარისებიც უამრავი ჯიშია, შენ ხომ არ იცი კონკრეტული სახეობა რომ მირჩიო? მცხეთის სალობიეს აქვს ეგეთი კიპარისების ღობე, ჯიში არ ვიცი ოღონდ რომელია.

/ტუია ბიოტა/ ამ სახელით მოძებნი მგონი ნებისმიერ სანერგეს ექნება

Posted by: Master_Nick 23 Dec 2018, 09:53
M-A-S-E-R-A-T-I
ოკ, მექნება მხედველობაში.

ამასწინათ ყურადღება მივაქციე თბილისის აეროპორტის გზაზე, შუაში გამყოფ ზოლში საინტერესო მწვანე ღობეს, ხომ არ იცით რა მცენარეა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Dec 2018, 12:34
Master_Nick
QUOTE
ამასწინათ ყურადღება მივაქციე თბილისის აეროპორტის გზაზე, შუაში გამყოფ ზოლში საინტერესო მწვანე ღობეს, ხომ არ იცით რა მცენარეა?

ჯებოტანიკს აქვს ეგ მცენარე pyracantha დაგუგლე ამ სახელით

Posted by: Master_Nick 27 Dec 2018, 11:54
ჩემთან მშვენიერი თოვლია, საგუნდაო დღეა
user posted image

Posted by: ia-viola 28 Dec 2018, 22:40
მერე რა რომ ზამთარია.
user posted image

Posted by: anni_dembo 29 Dec 2018, 13:32
QUOTE
მერე რა რომ ზამთარია.
user posted image


up.gif love.gif

Posted by: ia-viola 29 Dec 2018, 14:35
ნამდვილი, ტყის ყოჩIვარდაც მიყვავდება. დღEს ვნახე კოკორი ამოუტანია.
bis.gif
რო გაყვავდება, დავდებ ფოტოს. smile.gif

Posted by: Master_Nick 29 Dec 2018, 19:54
ia-viola
მოკლედ შენ აღარ ხუმრობsmile.gif უფრო სწორედ შენი ყვავილები არ იმჩნევენ ზამთრის სიცივეს.
ჩემთან მუხლამდე თოვლია, დღეს ისე გავიჭედე მანქანით რომ ........................................ lol.gif

Posted by: ia-viola 29 Dec 2018, 22:18
Master_Nick

თოვლი კაია. უფ, მომენატრა თოვლში გატანტალება.

ხოო, რაღაცეებს ველოდები კიდევ. ორქიები ერთად იფეთქებენ. wink.gif

Posted by: ia-viola 31 Dec 2018, 13:17
დღეს შემომეყიდა.

user posted image

ხომ არ იცით რა ქვია?

Master_Nick
შენ ხარ წიწვოვანების უსტაბაში.

Posted by: Master_Nick 31 Dec 2018, 19:51
ia-viola
კარგი რამე გიყიდია, კონკრეტულად ამ ჯიშის სახელი არ ვიცი, მაგრამ juniperus ოჯახიდან არის

Posted by: ia-viola 31 Dec 2018, 22:37
ესეც უკვე გადარგული და მორთულ-მოკაზმული.

user posted image


ხოდა ახალ წელს გილოცავთ ყველას. მშვიდობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ყველასთვის.

Posted by: Master_Nick 1 Jan 2019, 16:29
ia-viola
მშვენივრად მოგიკაზმიაsmile.gif გილოცავ ახალ 2019 წელს, წარმატებების და სიმშვიდის წელი ყოფილიყოს!!!
user posted image

Posted by: *WASP* 1 Jan 2019, 19:36
QUOTE (ia-viola @ 31 Dec 2018, 13:17 )
დღეს შემომეყიდა.

user posted image

ხომ არ იცით რა ქვია?

Master_Nick
შენ ხარ წიწვოვანების უსტაბაში.

რამენიმე წლის წინ ვიყიდე ეგეთი და მომყიდეს როგორც "კანადური ჯუჯა ნაძვი" ეხლაც ვიყიდე ერთი ცალი.

სახლში შემოვიყვანე ჩემი ორი ნაწვი და მოვკაზმე. სითბოში რამე ხო არ მოუვათ კიდე ერთი ორი კვირა რო მყავდნენ?

Posted by: ia-viola 1 Jan 2019, 21:17
Master_Nick
ეგ შენი ეზოს ნაძვია? რა ლამაზია.


*WASP*
ორი კვირაში არ მგონია რამე დაემართოთ. მარა თნ იმას ვფიქრობ,მერე სიცივეში უცბად სიცივეში გატანით არ დაისტრესოს. ხო არ ჯობია გაზაფხულამდე დავტოვოთ.


Posted by: Master_Nick 1 Jan 2019, 21:49
ia-viola
არა ჩემი ნაძვი არ არის, ფოტო ნეტიდან არისsmile.gif

Posted by: *WASP* 2 Jan 2019, 03:55
ia-viola
QUOTE
ორი კვირაში არ მგონია რამე დაემართოთ. მარა თნ იმას ვფიქრობ,მერე სიცივეში უცბად სიცივეში გატანით არ დაისტრესოს. ხო არ ჯობია გაზაფხულამდე დავტოვოთ.


სახლში ცხელა და მაგიტო მედარდება ცოტა.

არამგონია დაისტრესოს და გარეთ რამე მოუვიდეთ. მახსოვს ეგენი -20 თუ -40 გრადუსს უძლებენ.

ეს ჩემი ჯუნგლები ზაფხულში

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ia-viola 2 Jan 2019, 10:23
*WASP*
არა, სხვა რამ ვიგულისხმე.

როცა ნელ-ნელა ეჩვევა სიცივეს სხვაა. ეგრე მყავს გარეთ ჩემი კვიპო.

მარა როცა გარკვეული პერიოდი სახლის ტემპერატურაზეა და მერე ყინვასი მოუეწევს გარეთ ყოფნა, მგონია რომ სტრესულ იქნება მისთვის.
ამიტომ, ჩემსას ამ წელს გამოვაზამთრებ და იქითა წლიდან უკვეგ არეთ გამოვაზამთრებ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Jan 2019, 12:29


სადღაც მწერების და სუკულენტებს შორის თემაში უნდა დამედო user.gif

Posted by: Master_Nick 2 Jan 2019, 14:09
*WASP*
რა კარგად მოწყობილი აივანი გქონია შენsmile.gif მეორე ფოტოზე ქვევით შავ ქოთნებში რა მცენარეა?

Posted by: <<Innamorata>> 2 Jan 2019, 15:20
აქაც დავდებ მორთულ მოკაზმულს: )))))


user posted image

*WASP*

რა ლამაზია შენი აივანი: )

Posted by: s@likun@ 2 Jan 2019, 17:23
user posted image

ულამაზესიFერისკაკტუსივიყიდეთ ^^


Posted by: Master_Nick 2 Jan 2019, 18:59
s@likun@
რა საოცარი ფერია, ბუნებრივია? up.gif

Posted by: *WASP* 2 Jan 2019, 19:03
ia-viola

მგონია, ისეთი ამტანები არიან, რო არაფერი მოუვათ.

Master_Nick

მადლობა. ბრიკორამაში ვიყიდე მინდვრის ყვავილების და ბალახის თესლელები და მანდაც ცოტა დავთესე. პატარა ქოთანი აღმოჩნდა და ადგილი არ ეყოთ. მაგ ადგილას ეხლა ვერცხლისფერი ფუმფულა ნაძვის მოყვანა მინდა და ვერადა ვერ მოვიცალე. არადა, ფაბრიკაში პლენტ შოპი როა, მითხრეს რო ბევრი აქვთ და ჯერ ვერ გავედ.

<<Innamorata>>

მადლობა. შენც როგორი ლამაზი ნაძვი გყოლია.

ესეც ზაფხულის სხვა ფოტოები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Master_Nick 2 Jan 2019, 19:07
*WASP*
ვა ყოჩაღ შენ, მაგას გვიმალავდი? ისე მომავალ წელს მეც უნდა ვიყიდო ეგ თესლები, სულ მაინტერესებდა თუ ამოდიოდნენ და შენ მთელი ქოთნები დაგიტვირთია up.gif
პეტუნიები მეც მაქვს და ძალიან მოგვწონს ყველას.
ფოტოებს სპოილერში რატომ სვამ? დადე რა პირდაპირ.
ფაბრიკის ინფო დადე რა მერე აქაც, მეც მინდა ვერცხლისფერების დამატება
* * *
<<Innamorata>>
შენ რა სერიოზული ნაძვის ხე გქონია, ძალიან ლამაზია!!! up.gif რა ჯიშია ხომ არ იცი? ეზოსთვის მინდა ეგეთი wink.gif

Posted by: s@likun@ 2 Jan 2019, 21:13
Master_Nick
კი ბუნებრივია ^^
სურათში კიდე არ ჩანს რა საოცარი Fერია^^

*WASP*
აუ მეც მინდა ეგეთი აივანი ❤️

Posted by: *WASP* 2 Jan 2019, 22:30
Master_Nick

მადლობა.

ვინჩესტერი გადამეწვა და ონლაინ შენახული რა ფაილებიც მქონდა, მანდ აღმოვაჩინე ეს სურათები.

ამოდიან, მარა დიდად კმაყოფილი არ ვარ. გაზაფხულისკე ვაპირებ მწვანილების დათესვას. საჭმელზე და სალათებზე რო იყოს საკმარისი. ლიმონიც გაასწორებდა.

ხუთ დღეში ასე ამოვიდნენ
user posted image

მერე უკვე დიდები გახდნენ, მარა იდეაში ფერადი ყვავილები უნდა ამოსულიყო. შეიძლება პატარა ქოთანია მაგისთვის ან ბევრი თესლი ჩავყარე. ამ ქოთაში გაზონის დათესვა მინდოდა. ზაფხულში აივანზე ვმუშაობ ხოლმე და მეთქი დავნამავ გაზონს და მერე ფეხებს ჩავაწყობ. სიგრილე და რამე :დ

user posted image

კიდე იკეაში ჭერზე დასაკიდი 5 ქოთანი ვიყიდე. მანდ პეტუნიები და კალიბრაჰოა უნდა ჩავრგა... მოკლედ, გაზაფხულისთვის დიდი გეგმები მაქ.

რაც შეეხება ფაბრიკას, მანდ არი მაღაზია "პლენტ შოპი". რამდენიმე დღის წინ მითხრეს, ბევრი ვერცხლიფერი ნაძვი გვაქვს და ფასები 70 ლარიდან იწყებაო. მოტანის სერვისიც აქვთ, მარა, ვფიქრობ, ადგილზე შერჩევა ჯობია. მანქანით ჯერ არავის მივყავარ მანდ და ჯერ ვერ მივედი.

s@likun@
ვაა, ეგეთი ლამაზი კაქტუსი პირველად ვნახე love.gif

Posted by: sophka 2 Jan 2019, 23:05
*WASP*
რა კარგი აივანი გაქვსsmile.gif
გაზაფხულის დიდი გეგმები მეც მიყვარს...

მწვანილი მქონდა შარშან ზაფხულს, ქინძი, რეჰანი, შაშკვლავი.
მიკროქინძები ძალიან კარგად ვიხმარე სადილებში, სხვებიც, უბრალოდ გავზარდე ცოტა მეტად რეჰანი და თესლები შევინახე, მაგრამ არ ამოვიდნენ მერე რომ
დავთესეsmile.gif რაღაც არასწორად გავაკეთე ალბათ...

user posted image

user posted image

user posted image


გილოცავთ ყველას ახალ წელს!
მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული დაგვბედებოდეს!

Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 08:16
sophka

მადლობა დიდი.

რა კარგად ამოგსვლია მწვანილები, განსაკუთრებით, ქინძი. რამე სასუქს ხო არ უმატებდი?

მე ოხრახუში მქონდა დარგული და კარგად ვიყენებდი. სალათებში ძალიან არომატული იყო. დიდი ფესვი ქონია და, მგონია, ვერტიკაული ქოთანი უფრო მოუხდება. ქინძს და რაჰანის დიდი ფესვები აქვთ?

Posted by: sophka 3 Jan 2019, 09:08
*WASP*
ქინძი არ გამიზრდია დიდი, ასევე ვხმარობდი, ცოტა ოდნავ მოზრდილებსაც...
ფესვი დიდი არ ჰქონდა, არაფერი დამიმატებია... სასუქები არ მიყვარს.
მიწას მხოლოდ დამწვარი ნაკელი აქვს გარეული...

ქინძი მოვაბნიე ბევრი და ყველა ამოვიდა, არ გავმარგლე, ეგრევე დვტოვე...
კი სურნელიც და გემოც აშკარად განსხვავებული იყო და არომარული ბევრად... ვიდრე ნაყიდი...
წელს აგარაკზე გადავინაცლებ, გავზრდი არეალს:დ

Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 20:35
sophka

მშვენიერი. არც მე მიყვარს სასუქებით გაზრდილი.

მინდა რამე ლამაზი მოწნული კალათები ვიყიდო და მანდ დავთესო. ხო ამოვა?

Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 20:40
s@likun@
მართლა საოცარი ფერი აქვს, სად იყიდე?

ვერცხლისფერ ნაძვზე ზომას გააჩნია, თუ მოზრდილი ზომაა მითითებული ფასი ოკ-ია, საინტერესოა რა ჯიში აქვთ, ეგ ბევრნაირია ძალიან. მე ყველაზე მეტად picea pungens blue diamond მომწონს

Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 20:48
Master_Nick

QUOTE
picea pungens blue diamond

ორივე შეფერილობა აქვს? თუ წიწვი იცვლის ფერს?

https://cdn.shopify.com/s/files/1/0496/1269/products/piceabluediamond_1024x1024.jpg?v=1514232759

https://i.pinimg.com/originals/7a/32/04/7a32042a9b3c8bf47089c8f4637bdc8c.jpg

Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 20:53
*WASP*
მეორე შეფერილობა უფრო აქვს, აი ეს ჩემი ვარსკვლავი რეალში ასეთიაsmile.gif
მზე უყვარს ძალიან, რაც მეტად არის მზეზე, მით უფრო ,,ცისფრდება" smile.gif
user posted image

Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 20:56
Master_Nick


კაი ვინმეა. დახრილია მარჯვნივ თუ მეჩვენება?

Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 21:01
*WASP*
კი ცოტათი დახრილია, გაზაფხულიდან გავასწორებsmile.gif ეს ჯიში თუ აქვთ ფაბრიკაში საინტერესოა,
ბევრს ვნახულობ ამ ბოლო დროს, მაგრამ სხვა ჯიშებია, თან ტოტების განაწილება აქვთ რაც ვნახე რაღაც ქაოსური, ზოგს მარჯვნივ აკლია ტოტები და ზოგს მარცხნივsmile.gif

Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 21:18
Master_Nick

ფაბრიკაში მგონი ყველა ესეთი იქნება https://www.facebook.com/PlantShop.ge/photos/a.743790712441519/1182884165198836/?type=3&theater

ტოტების შეკრეჭა და ფორმის მიცემა შესაძლებელია.

Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 21:29
*WASP*
ეგ რაც ფოტეზე უდევთ არის Picea pungens glauca(Colorado Blue Spruce), სხვა მასტია, უფრო გრძელი ტოტებით ვიდრე დაიმონდი, შეფერილობაც სხვანაირი უხდება მაგას რეალში. თუმცა ულამაზესია ესეც, ფასიც იმ ზომის ნაძვზე რაც უდევთ მშვენიერია.
user posted image

Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 21:34
Master_Nick

გასაგებია. და ვერცხლისფერი ყველაზე კომპაქტური ფორმის რომელია?

Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 21:39
*WASP*
ყველაზე კომპაქტური picea pungens blue diamond -ია, მე ეს ჯიში მომწონს ყველაზე მეტად, თუმცა გემოვნების ამბავიაsmile.gif
user posted image

Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 22:07
Master_Nick

ეხლა რაღაც დავფიქრდი და მგონი აზრი აღარ აქვს ფაბრიკაში წასვლას თუ ესეთი გრძელი ტოტები აქვთ.

Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 22:13
*WASP*
ნახვას წინ არაფერი უდგას, აივნისთვის გინდა თუ ეზოში? ესეც ლამაზია, მე თავიდან დაიმონდი ვიყიდე და მინდა იგივე დავამატო, ერთი პერიოდი ბევრი შემოიტანეს ეს დაიმონდი თბილისში, ეხლა დეფიციტშია ან ისეთ ფასებს ადებენ რომ სასწაულიაsmile.gif

Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 22:24
Master_Nick

აივნისთვის მინდა. ეზოიანი სახლი არ აქვს. უბრალოდ, თუ ტოტები ძალიან განზე ეზრდება, ადგილის პრობლემა მექნება.

კიდე მინდა რამე ლამაზი ქოთნების კონსტრუცქიის მსგავსი რო რამდენიმე სახეობის მწვანილი დავთესო.

Posted by: sophka 3 Jan 2019, 22:59
*WASP*
კი, როგორ არა. ცოტა ღრმა იყოს და განიერი...
ყველგან ამოდიან:დ


რა ვუშველო, რა უნდა ვერ მივხვდი... რა ყვავილია ეგეც არ ვიცი.
მეზობელმა ზაფხულში მომცა ტოტები, გავახარე, დავაფესვიანე, კარგად იყო, გაიზარდა, ახალი ფოთლები ამოუვიდა, მაგრამ რამდენიმე კვირაა სცვივა ფოთლები თანდათან და ცარიელი ღერო დარჩა. ბოლო ფოთლებიც უჭკნებაsad.gif
user posted image


Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 23:07
sophka


რაღაც პატარა მოწნული კალათა მაქვს და ერთი მანდ მოვსინჯავ თუ ამოვა.

მაგ ფოტოთი გუგლი ვერაფერს პოულობს. თუ მეზობელმაც არ იცის რა მცენარეა, დიდ მცენარეზე სურათი გადააღებინე და ასე ურო მოიძებნება.

Posted by: <<Innamorata>> 3 Jan 2019, 23:15
Master_Nick
ხო ძაან ლამაზია, ფოტოზე ფერი არ ჩანს,როგორც მახოსოვს შენც გაქვს აგარაკზე ასეთი: ))))



*WASP*
მადლობა: ))




ახლა ის მითხარით გვიმრას რა გავუკეთო? სულ დასცვივდა ფოთლები:// ადრე სხვა სახლში მქონდა და მგონი ჩემთან არ მოსწონს://

Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 23:53
<<Innamorata>>
მე სხვა ჯიში მაქვს, ეს შენი მუქი მწვანეა, ძალიან მომწონს.

გვიმრაზე მე ცუდი გამოცდილება მაქვს, ვერაფრით გავახარე, ნესტიანი ადგილი და ჩრდილი უყვარს. მშრალ ჰავაზე უჭირს ძალიან.
* * *

*WASP*
აივნისთვის თუ გინდა აიღე ფაბრიკიდან გლაუკა. მაგას თავს აჭრიან, სხლავენ და ბონსაიდ აკეთებენ, სასწაული გამოდის, ნახე ნეტში ბევრია ფოტოები.

sophka
ეგ ვერ მოსვლია კარგი ამბავი, ეგ მცენარე სამთო ქიმიასთან უნდა მიიტანო და ქიმიოთერაპია დასჭირდება

Posted by: *WASP* 4 Jan 2019, 06:16
Master_Nick

მაგაზე ადრე მიფიქრია ისე. კენწეროს რო აჭრი, სიმაღლეში აღარ იზრდება, ხო?

ხო არ იცი მოწნული კალათები სად იყიდება? ისე, რო დიდი არჩევანი იყოს.

Posted by: Master_Nick 4 Jan 2019, 08:23
*WASP*
კი კენწეროს აჭრიან და იჯუჯება მერე, სიგანეში გადის, ფორმებს აძლევ შენთვის სასურველს და ძალიან ლამაზია. აივნისთვის ზუსტად რომ ზედგამოჭრილია.

მოწნულ კალათებზე ინფო არ მაქვს.

Posted by: *WASP* 4 Jan 2019, 08:49
Master_Nick

უნდა ჩავუჯდე ბონსაი ვიდეოებს.

Posted by: ia-viola 4 Jan 2019, 10:17
*WASP*
ფბ-ზე ნახე ეს გვერდი.
https://www.facebook.com/bonsai.meskhi/

აი ეს ადამიანი არის ბონსაების ღმერთი.

მე მყავს რამდენიმე ნერგი, ოღონდ ჯუჯა ხეს უფრო დავარქმევდი ვიდრე ბონსაებს. ა კაცის დონემდე ვერასდროს ავალ. მემგონი სასწავლო ჯგუფებიც კი აქვს

Posted by: sophka 4 Jan 2019, 14:46
*WASP*
კი იქნება ალბათ ჰიპერმარკეტებში: :დომინო, ბრიკორამა, გორგია
Master_Nick
იმედია გადარჩება.
მადლობაა.




Posted by: ia-viola 4 Jan 2019, 16:02
ახალი ნაძვი, სულ რაღაც 12 ლარად.

არ ვჩერდები, დავაადდი.

Master_Nick როგორ ვუშველო თავს? biggrin.gif

ჭუჭყიან ქოთანს არ ვიმჩნევთ. მერე გადავიტან ისეთ ნიადაგსა და ქოთანში, როგორიც ეკადრება.
user posted image

Posted by: Master_Nick 4 Jan 2019, 16:34
ia-viola
ვერ უშველი თავს, არც უნდა უშველო, სასარგებლოა biggrin.gif
გორგიაში შეიძინე ეგ კონიკა? კიდევ არის საინტერესო მცენარეები?

Posted by: ia-viola 4 Jan 2019, 17:40
Master_Nick
კი, გორგიაში.

რაღაცეები არის კი. ის გრძელწიწვა მომწონს საშონლად მარა ჯერ ოჯახში ვერ შევიტან. დედაჩემი მართლა მისვრის ჩემი ნაძვებიან, ქოთნებიან წიწვებიანად. biggrin.gif

Posted by: Likri 4 Jan 2019, 17:46
s@likun@
QUOTE
ულამაზესიFერისკაკტუსივიყიდეთ ^^

ძალიან ლამაზი ფერია,სად შეიძინეთ მასეთი ლამაზი ფერი?

Posted by: banzai74 4 Jan 2019, 17:55
ia-viola

ერთი წელია მყავს, პირდაპირ მზის სხივებს მოარიდე, ჩემი ცოტა დაწვა მზემ.

Posted by: *WASP* 4 Jan 2019, 20:14
ia-viola

ადრე ძალინ მომწონდა ბონსაი და თვითონ მისი იდეა, თუმცა გუშინ ვიდეოებს ჩავუჯექი და მგონია, რო რაღაც არაა სწორი ასე მოქცევა.

ვფირობ, ამ შემთხვევაში, ბუნება უნდა მივიღოთ ისეთი, როგორც არის და თუ რომელიმე მცენარე „მეგობრად“ მოგვყავს მასზე ზრუნვის ვალდებულებასაც ვიღებთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი მგონია მიიღო ისეთი, როგორიც არის და არ შეუსაბამო შენს ესტეტიკურ წარმოდგენებს და ამით არ იძალადო, როგორც მშვობლები ძალადობენ საკუთარ შვილებზე, როცა ცდილობენ მათი ნების და არჩევანის საწინააღმდეგოდ ბავშვების ცხოვრების "სწორ" კალაპოტში მოქცევს.

მცენარეებისგან ისედაც ბევრ სარგებელს ვიღებთ: საკვებს, ჟანგბადს, ქსოვილს და ა.შ. მგონია, მადლიერების და „პატივისცემის“ სახით მაინც არ უნდა შევუცვალოთ იერი და მინიატურულ ქოთნებში არ უნდა გამოვკეტოთ.

ამ გადასახედიდან, ბონსაი ზოოპარკის/ცირკის კონცეფციას მაგონებს თავისი ეგოისტური საწყისებით, როცა ცხოველებს ბუნებრივ პირობებს წყვეტენ და გალიებში ფულის საშოვნელად კეტავენ.

ბოლოს რაც იყიდე, წინაზე ხო ეგეთივე უფრო პატარა გქონდა ნაყიდი? გორგიაში ვერცხლიფერი ნაძვები ხო არ შეგიმჩნევია?

Posted by: s@likun@ 5 Jan 2019, 00:53
Likri
დომინოში ვიყიდე ^^

----------------------------------------

Posted by: ia-viola 5 Jan 2019, 11:46
banzai74
მადლობა რჩევისთვის. კი ვიცი, ეგ დროებითი ადგილია. მივხედავ ნაახალწლევს.

*WASP*
მეც მასე ვფიქრობდი, მარა მთლად მასეც არაა. მთელი მეცნიერებაა და ხელოვნება.

ესეც ჩემი ყვავილები.

user posted image

user posted image

user posted image


და აი ისიც. თვით ყოჩივარდა, როგორც დაგპირდით.

user posted image

Posted by: Likri 5 Jan 2019, 12:13
s@likun@
QUOTE
Likri
დომინოში ვიყიდე ^^

ვიყიდი აუცილებლად,რომ დავწექი,მეფიქრებოდა მაგაზე biggrin.gif ძაან ლამაზია

მადლობა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jan 2019, 13:47

* * *
user posted image
user posted image

წელს მასიურად ყვავილობს ყველგან კრასულა
ესეც ჩემი
user.gif

Posted by: Master_Nick 6 Jan 2019, 18:00
M-A-S-E-R-A-T-I
up.gif მაგარია, ეს კრასულა ეხლა ყვავის???

ia-viola
შენთან გაზაფხული მოსულა, გილოცავ! bis.gif

დღეს დომინოს დახურულ ბაღში ასეთ კაქტუსების მრავალფეროვნებას გადავაწყდი.
user posted image
user posted image

ღია ბაღში არ უნდა შევსულიყავი facepalm.gif
მოსვენება დავკარგე ისეთი რამეები ვნახე, გაზაფხული მაინც იდგეს.


* * *
*WASP*
გლაუკებია ბევრნაირი, დაიმონდები არ ააქვთ, თუმცა ესენიც ძალიან მომწონს
აი ეს მეორე ფოტოზე რაც არის, ასეთი შეგიძლია შექმნა გლაუკასგან, მონდომების ამბავია და ნებისყოფა გინდა, ნელა იზრდაბა ძალიანsmile.gif შენს აივანს ძალიან მოუხდებაsmile.gif
user posted image
user posted image

Posted by: ia-viola 6 Jan 2019, 18:59
Master_Nick
აუ რა სილამაზეებია.

ბოლო დღეებია ერთი ფიქრი ამეკვიატა. მცხეთაში ერთ კონკრეტულ ადგილას ვიცი დიდი ცისფერი ნაძვები. საოცრად მიყვარს ეგ ხეებ, ბავშვობას, მოგონებებს და ყველაფერ საუკეთესოს რომ მახსენებს . ხოდა ვიფიქრე სადმე ძირში გირჩი ეგდება და ხომ არ წამომეღო. ჩავთესავდი, ამოვიდოდა და ჩემი საყვარელი ნაძვის ,,შვილი'' მეყოლებოდა სახლში.

Posted by: Master_Nick 7 Jan 2019, 11:46
ia-viola
მსგავსი ფიქრი დიდი ხანი მქონდა აკვიატებული. რაჭაში ბევრია ეგეთი ვერცხლისფერი ნაძვი. უფრო მეტიც, სოფლებში აგროვებენ გირჩებს და მერე ევროპაში იყიდება თესლი საშობაო ნაძვის ხეებისთვის wink.gif ეგეთი გირჩების მოპოვება უმარტივესია მაგრამ ნელა იზრდება ძალიან. აი ზემოთ რომ ფოტო დავდე გლაუკების, ეგენი მინიმუმ 5 და მეტი წლის არის.

Posted by: ia-viola 7 Jan 2019, 17:23
Master_Nick
ხო მარა, საკუთარი ხელით გაზრდილს სხვა მუღამი აქვს.
მით უმეტეს დათესილს და მერე ამოსულს.

მოკლედ, ვიფიქრებ მე ამაზე და გირჩებს მოვზიდავ სახლში.
ეგ კი არა, ჩემ მეზობელს ამ ახალ წელს ერთი ფიალა რკო ქონდა. უკვე შევიპირე რომ არ გადაყაროს. ეგება და პატარა მუხები ამოვიდეს. wink.gif

ეგრე, ჩემი მეგობარია, იმასაც უყვარს ყვავილები და უკვე გაზრდილებს ყიდულობს, დიდებს. მე ის უფრო მიყვარს, პატარა ნერგს რომ ვიყიდი და მერე ვზრდი. ან გადასაგდებად გამზადებუულს რომ გამოვაცოცხლებ. ნხევარზე მეტი ეგეთები მყავს ან გამყიდველისგან ნაჩუქარი ან ჩამოფასებული. biggrin.gif

Posted by: Master_Nick 7 Jan 2019, 23:53
ia-viola
მე ჯერ ვერ მივედი დათესვა/ამოსვლის ეტაპზეsmile.gif უპირატესობას უკვე გახარებულების გაზრდა პატრონობას ვანიჭებ, ისე ეს ვერცხლისფერი რაც მაქვს, ერთი ციდა იყო რომ ვიყიდე, დამშვენდა და გალამაზდა კარგი პატრონის ხელშიsmile.gif რაც მე მაგას დავფოფინებ biggrin.gif

Posted by: ia-viola 9 Jan 2019, 11:37
Master_Nick
რატო არა რა. მართლა რასაც ზედ ყვები მაგას.

აუ ის გრძელწიწვა ნაძვიც მომწონს. მარა იმაზე მეფიქრება, ჯერ მიწა რ მაქვს და ქოთნებში როდემდე მყავდეს, მეცოდებიან. sad.gif

QUOTE
მე ჯერ ვერ მივედი დათესვა/ამოსვლის ეტაპზე უპირატესობას უკვე გახარებულების გაზრდა პატრონობას ვანიჭებ,


არა, თავის მუღამი აქვს როცა შენი გახარებულია. ერთი ვარდი მყავს მასეთი, ვარდებიდან პირველი, ჩემი დაკალმებულია და განსაკუთრებულად მიყვარს. თან მივლინებით ვიყავი და სამი დღე წყლიანი ბოთლით ვატარე მაგის ტოტი. wink.gif

Posted by: Frankens†ein 9 Jan 2019, 13:09
ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა მარიხუანას მოყვანა, პირადი მოხმარებისთვის.
არის სადმე ფლორისტების რჩევები, როგორ უნდა მოვიყვანოთ მარიხუანა სახლის ბუნებრივ პირობებში?
რა ინტენსივობით უნდა მოირწყას, რა სასუქით უნდა გავამდიდროთ მიწა, ზედმეტი ფოთლები რა ნიშნით მოვაცილოთ და ა.შ...

Posted by: ia-viola 9 Jan 2019, 15:01
Frankens†ein
შენ შეკითხვაზე უფრო უსათაუროში გიპსუხებენ. ასე მგონია. wink.gif

ჩვენ აქ მცენარეები გვიყვრს, მარა ეგეთ ხიხია რაღაცეებზე არ ვსაუბრობთ ხოლმე. wink.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jan 2019, 20:28
Frankens†ein
ადგილი სწორედ მიგითითეს, მომავალში ამ განყოფილებაში თავი შეიკავე მსგავსი კითხვებისგან

Posted by: Frankens†ein 9 Jan 2019, 21:25
M-A-S-E-R-A-T-I
რამე უტაქტო ან არათემატური კითხვა დავსვი?

ia-viola
QUOTE
შენ შეკითხვაზე უფრო უსათაუროში გიპსუხებენ. ასე მგონია.

პროფესიონალი ფლორისტის რჩევა მაინტერესებდა.
გლეხური მეთოდები მეც ვიცი.
QUOTE
ხიხია

როგორც იქნა დაადგა ჩვენს ქვეყანასაც საშველი და უკვე საკანონმდებლო დონეზე დადგინდა, რომ პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას მიღება არანაირად არაა ნარკომანია, კრიმინალი თუ რაიმე სხვა ამორალური ქმედება.
განვითარებულ ქვეყნებში სრულწლოვანი ადამიანები ისევე მოიხმარენ მარიხუანას განტვირთვისთვის, როგორც მაგალითად ჭიქა ღვინოს...

ახალგაზრდა ადამიანებისგან მიკვირს ხოლმე, დემონიზებული როა ეს თემა.


ნება თქვენია, აღარ შეგაწყენთ თავს.

Posted by: Master_Nick 9 Jan 2019, 22:33
Frankens†ein
ჩვენ განტვირთვისთვის მარიხუანის მოხმარებას, მცენარეებთან ურთიერთობა ან თუნდაც ჭიქა ღვინო გვირჩევნია, ინდივიდუალურია ეს ყველაფერი და რა შუაშია დემონიზაცია.
რეალურად მე ჩემი ცხოვრების მანძილზე მარიხუანის რეგულარული მოხმარებისგან შემდგომში უფრო დამძიმებული ხალხი მეტი მინახია ვიდრე განტვირთული და განვითარებული, 43 წლის ვარsmile.gif

ia-viola
მე შენამდე ბევრი მაკლია, ყოველთვის ყველაფერი მეჩქარებაsmile.gif
ეს რა მცენარეა ხომ არ იცი?

user posted image

Posted by: FANNIE 9 Jan 2019, 23:17
Frankens†ein
ნიადაგი კაი დრენაჟით,წყალი უყვარს ოღონდ დამდგარი არა, ph ანუ მჟავიანობა 7 ზე უნდა იყოს ნიადაგში, მე პირადად hp მზომი მაქვს გარდენიას გამო და შეგიძლია გამოწერო ამაზონიდან ან ალიექსპრწსიდან, პლუს ბაზისური მიკროელემენტები ჭირდება ზრდის პროცესში ეგეც მზა იყიდება დომინოში და ეგეთ ადგილებში სადაც შეგიძლია მიწაც შეიძინო ამისთვის. ცხოვრებაში არ მომიწევია, არც ვაპირებ, საერთოდ ეს თემა არ მაინტერესებდა არასდროს არც მცენარედ მყავს აბა თუ მიხვდები საიდან გავიგე რა უყვარს კანაფს? lol.gif



Master_Nick


ხელოვნურია ხო? რა ნაზია მეყოლებოდა სიამოვნებით love.gif


ერთი სული მაქვს როდის მოვა გაზაფხული რომ ჩემი ნეკერჩხლები აყვავდნენ, ალუბალიც გაიფურჩქნოს, გაზაფხულის სველი მიწის თბილი სურნელი მენატრება user.gif


QUOTE
რამე უტაქტო ან არათემატური კითხვა დავსვი?

+1

ისე მართლა არათემატური რა იკითხა? lol.gifფლორისტებთანაც თუ წავაწყდებოდი ტაბუირებულ თემებს არ მეგონა...
ფრანკენშტაინ ბრო, მერი შელი უფრო კაი ტიპშა იყო თუ მერი უოლსონკრაფტი? boli.gifაი კაკ რაზ დაბოლილზე საღლიცინო თემაა lol.gif

Posted by: max-14 10 Jan 2019, 00:29
QUOTE
დღეს დომინოს დახურულ ბაღში ასეთ კაქტუსების მრავალფეროვნებას გადავაწყდი.

ლამაზი კაქტუსებია,რა ღირდა?

Posted by: Sargerass 10 Jan 2019, 00:57
გამარჯობაა <3 ალოე ვეროლოგი ხართ აქ ვინმე? biggrin.gif გთხოვთ მასწავლოთ როგორ მოვუარო <3 და როგორ იკლონება ხომ არ იცით? ერთი ცოტა დიდი ვიყიდე, მეორე პატარას კი ტერმიტები გაუჩნდა და დალპა სულ..მაინტერესებს ღეროთი თუ დავკლონავ? ინტერნეტში ხან ასე წერია, ხან ისე და დავიბენი..გამოცდილება კი არ მაქვს ჯერ.

Posted by: ia-viola 10 Jan 2019, 09:48
Frankens†ein
არ გვიწყინო ფრანკე, wink.gif ამ განყ-ში და კონკრეტულად ამ თემაში სულ სხვასნაირი მუხტია, დანარჩემი ფორუმისგან განსხვავებით. თან ხალხი აქ ისეთ დონეზეა ასული, უკვე ორქების გამრავლებას, ბონსაების გამოყვანას და ა.შ. გეგმავს. რა მარიხუანა? wink.gif

თან რა შუაშია დემონიზაცია? ხიხიობა ცოტა იუმორით იყო ნათქვამი, არაფერი პირადული. wink.gif

დეკრიმინალიზაცია კი ბატონო, მარა მე პირადად ვემიჯნები დანარჩენ ყველაფერს, მათ შორის მოყვანასა და მოვლას. თან, რაღა ახალგაზრდა, 36-ე წელში გადავდივარ უკვე. wink.gif

FANNIE
ტაბუირება არაფერ შუაშია. + ამას სახლის ყვავილებთან რა საერთო აქვს მარიხუანას? wink.gif თან ვფიქრობ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უსათაუროში უფრო გამოცდილი ხალხი პოსტავს და ფრანკესთვის ცინიზმის მიზნით არ მიმითითებია უსათაურო.

Master_Nick
ეგ ხელოვნურს კი გავს ისე.
მარა მაგდაგვარი მცენარე მაქვს, ოღონდ ვარჯის გარშე. wink.gif თან ორნაირი: მოვარდისფრო და მოწითალო.

user posted image

ახლა უფრო ვიდზეა და წითელი უფრო კარგი ტიპია. wink.gif გარეთ მყავს. facepalm.gif
* * *
Sargerass
ალოე მიკუთვნება სუკულენტებს.
რახან აქვს ხორციანი და წვნიანი ფოთლები, არ უყვარს ხშირი მორწყვა და ბევრი წყალი.

Posted by: Frankens†ein 10 Jan 2019, 17:19
ia-viola
QUOTE
არ გვიწყინო ფრანკე

არ გიწყენთ, უბრალოდ იმედი გამიცრუვდა.
პროფესიონალურ რჩევებს ველოდი.

QUOTE
დეკრიმინალიზაცია კი ბატონო, მარა მე პირადად ვემიჯნები დანარჩენ ყველაფერს, მათ შორის მოყვანასა და მოვლას

არასწორი მიდგომაა.
თუ არ მოვიყვანეთ/მოვუარეთ, გამოდის რომ შავი ბაზარი უდა ვაცოცხლოთ და შავ ბაზარზე შევიძინოთ მარიხუანა,

QUOTE
თან, რაღა ახალგაზრდა, 36-ე წელში გადავდივარ უკვე. 

მარიხუანასადმი მიდგომების ცვლილებასთან ერთად ასაკთან მიდგომებიც შეიცვალა.
30 წლამდე გოგოა, 40 წლამდე ახალგაზრდა ქალი...


QUOTE
თან ხალხი აქ ისეთ დონეზეა ასული, უკვე ორქების გამრავლებას, ბონსაების გამოყვანას და ა.შ. გეგმავს. რა მარიხუანა?

სხვათა შორის მარიხუანას მოვლასაც განსაკუთრებული ცოდნა და შრომა სჭირდება.
ჩათესო და ამოვიდეს, არაა ეგრე.
კი არის ერთწლიანი კულტურა, მაგრამ მწვანილი არაა.
ესთეტიურადაც ლამაზია.

Posted by: Master_Nick 10 Jan 2019, 17:41
max-14
კაქტუსების ფასი 10 ლარიდან იწყებოდა და ზევით, 25-30 ლარი ღირდა დიდები რომლებიც არის.

ia-viola
არ არის ხელოვნური, ბუნებრივია - განახებთ რეალში გაზაფხულზე wink.gif


Frankens†ein
რა ღირს ეხლა მარიხუანა ბაზარზე? ადვილად ხელმისაწვდომია თუ ჩალიჩი უნდა?

Posted by: ia-viola 10 Jan 2019, 17:52
Frankens†ein
ეე ფრანკე, მინდ გითხრა რომ იმედები გამიცრუე, შენზე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, შენ კიდევ ფორუმელთა უმრავლესობასავით სიტყვებზე გამოკიდება გვყარებია. ;/

ალბათ გაგიცრუეთ იმედები. მარა ლოგიკურ კავშირში მაინც არაა მარიხუანა - ჩვენი სახლის ყვავილებთან.
მით უმეტეს, აქ მცენარეებს ჩვენ ესთეტიური სიამოვნებისთვის ვუვლით მხოლოდდამხოლოდ. გვაქვს საერთო ინტერესები ვუზიარებთ გამოცდილებებს და ა.შ.

თან ამ ჯგუფში უფრო ღვინისა და ლუდის მოყვარული ხალხი ვართ, ასე რომ მარიხუანასთნ დაკავშირებით არ გამოგადგებით. smile.gif სწორედ მაგიტომ გითხარი, ზედა სართულებზე იკითხე ეგ ამბავი თქო. wink.gif

რაც შეეხება შენ მიდგომას, ვფიქრობ რომ ე.წ. პიარის მსხვერპლი ხარ. აქ შავ ბაზარზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე რომ: თუ ადამიანი ეწევა არ დაიჭირო და არ დააპატიმრო. ვფიქრობ, შენთვის რთული არ უნდა იყოს იმის დანახვა თუ რა განსხვავებაა დეკრიმინალიაციასა და ლეგალიზაციას შორის. wink.gif ,,შუა უზის დიდი მზღვარი''.
ასე რომ მარიხუნაზე ამ თემაში საკითხი ამოვწურეთ. თუ სხვა მცენარის მოვლასთან, ჯიშთAნ და ა.შ. კითხვები გაგიჩნდება, აქ ვართ ჭირიმე. wink.gif


Posted by: anni_dembo 10 Jan 2019, 20:37
biggrin.gif:D:D
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Master_Nick 10 Jan 2019, 22:33
ia-viola
აბა ეს მცენარე თუ იცი შენ? ესეთი მინდა და რა ვქნა სად ვიპოვი?

Posted by: sophka 10 Jan 2019, 22:57
Master_Nick
გლიცინია თბილისშიც უამრავია. ძლიერი თავბრუდამხვევი სურნელით.
http://greengarden.ge/index.php?run=product/product&id=2813

უი, დავძებნე რამდენი ყოფილა :დ
http://greengarden.ge/index.php?run=cart/home

სხვადასხვა ფერის და სახეობის.

Posted by: Frankens†ein 11 Jan 2019, 10:56
ia-viola
ბოდიშს გიხდით, თუ გაწყენინეთ smile.gif

Posted by: Master_Nick 11 Jan 2019, 12:44
sophka
ვაუ, მთელი ფერთა გამა ჰქონიათ, ვიცი ეგ მაღაზია, ადრე არ ჰქონდათ და ეტყობა ახალი დამატებული აქვთ, მადლობა ინფისთვის.

Posted by: FANNIE 11 Jan 2019, 15:15
მე მყავს გლიცინია უკან ეზოში, სახლზე მინდა აყვეს და ვეჩალიჩები იზრდება ნელ ნელა და ვუთითებ "გზას" როგორ გაიზარდოს, ქუთაისში გორაზე რამდენიმე ქუჩაა სადაც გადმოკიდებულია ხოლმე ღობეებზე ჭიშკრებზე, საოცრებაა ყვავილობის დროს სურნელი ფერები ვგიჟდები ისეთი ლამაზია love.gif

Posted by: sophka 11 Jan 2019, 21:04
Master_Nick
ხო, ოღონდ მოარიდე სხვა ყვავილებს, პარაზიტი ვინმეა:დ ჩაგრავს სხვებს სიახლოვეს :დ :დ

FANNIE
კი, ძალიან ლამაზია, ოღონდ მე მისი სურნელი ალერგიას მაძლევს ცუდად მხდის.


ჩემი უსახელო ყვავილი გადარჩა, გაბრაზება-მოფერებამ უშველა და ადგილის შეცვლამ, პირდაპირ მზეზე, ფანჯარასთან მივაბრძანე, ღეროზე ფოთლები გამოიბა ახალი bis.gif bis.gif
და იოდიანი წყალი მასწავლა მეზობელმა, იმით მოვრწყე...

Posted by: Master_Nick 11 Jan 2019, 21:08
sophka
ვა ეგეთი აგრესიული სურნელი აქვს? მეც ვერ ვიტან ეგეთ მძაფრ სურნელს, ისე ძალიან ლამაზია,

იოდიანი წყალში ფესვში დაუსხი? პირველად გავიგე ეგეთი მეთოდი

Posted by: sophka 11 Jan 2019, 21:29
Master_Nick
ფესვში რა, ისე, ყვავილს არ მივაკარე, მიწაზე დავასხი.
რავიცი, სულ ასე ვრწყავო ხოლმე ორ კვირაში ერთხელო და კი აქვს ედემი:დ :დ

ჩემთვის მძაფრია მისი სურნელი, ზოგისთვის არა...

ვის როგორ მოსწონს, მე ალერგიული ვარ ზოგიერთ მცენარეებზე და ამიტომ.

Posted by: FANNIE 11 Jan 2019, 21:53
sophka
QUOTE
კი, ძალიან ლამაზია, ოღონდ მე მისი სურნელი ალერგიას მაძლევს ცუდად მხდის.

ჰო მესმის, მე ეგრე ბალბებზე და მაგნოლიაზე მემართება გულისრევა, ნარცისზე კიდევ, ალაბთ იმიტომ რომ ბავშვობაში თამაშისას ამ მცენარეების ფოთლებისგან და ყვავილებისგან ვითომ-ვითომ სალათებს ვაკეთებდი და განასინჯიც მაქვს მიწასთან ერთად. არ ვიყავი მერე კარგად მახსოვს lol.gif facepalm.gif

და ჰო გლიცინიასაც ტკბილი ცოტა მძიმე სურნელი აქვს მაგრამ ისეთი მძიმე არა როგორიც მაგნოლიას ან ბალბას მაგალითად ან ჟასმინს smile.gif

Posted by: *WASP* 13 Jan 2019, 12:58
ia-viola

გორგიაში მოვხვდი და პიტნა ვიყიდე. თუ არ გაამართლა, ჩემთვის ხო გექნება შემონახული? კიდე ერთი კვიპაროსიც მივაყოლე. სალათის ფერის არი და ლიმონის მსგავსი სურნელი აქვს.

Master_Nick

დიდად არ მომეწონა ფერი. შენსას არ შეედრება. შორი რო არ იყოს, წავიდოდი. ტაქსით წასვლას აზრზი არ აქვს. მინიმუმ 40 ლარი დამეხარჯება იქ მისასვლელად და უკან წამოსასვლელად. ღირს ისე წასვლა?

sophka

ეხლა დავთესე მწვანილები: ოხრახუში, ქინძი, რეჰანი და სალათა. შენ სად გქონდა თესლები ნაყიდი? ტარხუნა და კამაც ხო არ გყავს მოყვანილი?

Posted by: Master_Nick 13 Jan 2019, 13:30
sophka
მძაფრი სურნელი მეც არ მიყვარს, ამის გამო მხვიარა ჟასმინზე ვთქვი უარი, ეგეც ძალიან ლამაზია ღიბეებზე მაგრამ აგრესიული სურნელი აქვს. ამ გლიცინიას დავრგავ გაზაფხულზე.


* * *
*WASP*
კი დაიმონდის ფერთან განსხვავებულია, სად ცხოვრობ შენ? ეს დომინოს ბაღი ვარკეთილისკენ არის, ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ გინდა ყიდვა მე გიყიდი და მოგაწვდი არ მოგერიდოს, მე მოგზაურობა მიყვარს და ხან სად ვარ და ხან სად კიდევ, სადმე გადავიკვეთებით bis.gif

Posted by: Sxl 13 Jan 2019, 15:36
გამარჯობათ, ამას ქვედა ფოთლები რო დავაჭრა შეიძლება? ვერ წევს მაღლა იმ დიდ ფოთლებს და ჩამოშვებული აქვს დაბლა, თან ქვემოდან ახალი ღეროები ამოიყარა და იმათაც ფარავენ ის ფოთლები.
user posted image
და ოთახში უნდა შევიტანო ზამთრის პერიოდში, თუ იყოს გარეთ?
ეს ორიც ოთახში თუ გარეთ?
user posted image

Posted by: sophka 13 Jan 2019, 17:14
FANNIE
აუ, მე ბალბა ძალიან მიყვარს:დ საცოდავ ყვავილს ვაწვალებ, ფოთლებს ვუსრეს, იმდენად მომწონს მისი სურნელი:დ :დ
მაგნოლია ჩემთვისაც მძიმე და უსიამოვნო.

*WASP*
წარმატებებიი....
თესლები დეიდაჩემის იყო, მან გამომატანა სოფლიდან და ყველა ამოვიდა.
პიტნა ვერ გავახარე ერთი ეგაა, ნერგებით... უნდა თესლი ვიყიდო, დავთესო და ისე მოვუარო...
კამა კი და კარგი იყო, ცოტა მქონდა. ტარხუნა და სხვა რაღაცეები არ მიცდია.
აი, გაზაფხულზე ვაპირებ დათესვა-დარგვას რაღაცეებისას აგარაკზე.
პატარა ბოსტანი უნდა გავაკეთო rolleyes.gif

Master_Nick
მხვიარა ჟასმინის სურნელი განსხვავდება ბუჩქი ჟასმინისგან ანუ? ტანდაბალი ბუჩქები ბევრია ბოტანიკურში და მომწონს.
მიყვარს მისი სურნელიც და ჩაიც, ვგიჟდები:დ :დ



Sxl
ცოცხალი, ჯანსაღი ფოთლების დაჭრა, მოცილება, დატეხვა, რავიცი ცოდო არაა? ჰა?
რა ყვავილებია,სახელწოდება თუ იცი დაძებნე რა პირობებში ცოცხლობენ და როგორ უნდა მოუარო.
სანწუხაროდ, არ ვიცი, თორემ დაგეხმარებოდი.

Posted by: Master_Nick 13 Jan 2019, 20:26
sophka
ლოკალურად ბუჩქში ჟასმინი ოკ-ია, თუმცა ღობეებზე მასიურად რომ გამემრავლებინა ჩემთვის სურნელი ზედმეტად მძაფრია, ამიტომ სუროზე შევაჩერე არჩევანი,
ჟასმინის ჩაიც არ შედის ჩემს ფავორიტებში wink.gif

Sxl
კი მოაჭერი თავისუფლად, ზედმეტია ეგ დიდი ფოთლები, სიმაღლეშიც ძალიან მაღალია, მე გადავჭრიდი შუაზეsmile.gif თუ გაზრდა გინდა გვერდზე პატარა სარით დაიჭირე თორემ გადატყდება, ქოთანს თუ შეუცვლი და უფრო დიდში გადაიტან მაღალს აჯობებსsmile.gif
გქონდეს გარეთ, არ არის დიდი ყინვები, თბილისში თუ ხარ მითუმეტეს.

Posted by: ia-viola 13 Jan 2019, 21:12
*WASP*
ჩემნაირი პიტნა არ აქვთ. wink.gif გულის პიტნას რომ ეძახიან ის მაქვვს მე. smile.gif

Posted by: Sxl 14 Jan 2019, 00:41
Master_Nick
აჰა გასაგებია მადლობა. კი დიდ ქოთანში გადავიტან მალე. გადაჭრაც შემიძლია ანუ ხო არ გააფუჭებს? თან ზემოთ რაღაცნაერი კვირტებივით გამოიტანა თითქოს საყვავილედ.

Posted by: FANNIE 14 Jan 2019, 00:47
Sxl
რატომ გადაგაქვს ჯერ დიდ ქოთანში? დააცადე მარტამდე ან აპრილამდე, ახლა მოსვენების პერიოდი აქვს და მიეცი ამის საშუალება რომ გაზაფხულიდან გამოღვიძებისთანავე გაიჯეჯილოსsmile.gif მე შენ ადგილას არ გადავჭრიდი , პაწუკა ნერგები თავად იპოვიან გზას და გადარგვისას მერეც შეძლებ თუ რამე, ვარჯი არ მგონია მაგ მცენარემ გაიკეთოს სამკურნალო კალანჰოეს გაქვს თითქოს მაგრამ ფერი აქვს სხვა...

მარჯვნივ დაბლა ფოტოზე მგონი მუშმალაა ეგ ღია გრუნტში იზრდება უპრობლემოდ, მარცხენა რაღაც უდაბნოს მცენარის ტიპაჟია ალბათ ჯობია შინ იყოს ისე როგორც ეს კალანჰოეს "ბიძაშვილი"

Posted by: Sxl 14 Jan 2019, 00:49
FANNIE
კი დავაცდი არ ვიცი როდისაა სწორი გადარგვა. აპრილში გადავიტან მაშინ.

Posted by: *WASP* 14 Jan 2019, 03:01
Master_Nick

მადლობა დიდი. მთლად ასეც ვერ შეგაწუხებ. დიღმის მასივში ვარ და დიდი გზა უწევს. როცა დრო მაქვს ხოლმე უმეტესად მეზარება, როცა მინდა, მაშინ ბევრი სამუშაო და ასე ვერა და ვერ მივედი.

მოგზაურობა მეც მიყვარს. ბავშვობაში მახსოვს მატარებლით რო დავყავდი მშობლებს, სულ ფანჯარაში ვიყურებოდი და ძალიან მსიამოვნებდა. მიყვარს ლიანდაგების სუნი და რკინიგზის ხმა.

sophka

არადა ვიდეოებში ამბობენ ძალიან მარტივად მრავლდებაო. კამაც შემიძლია მოვჭრა რამდენიც დამჭირდება და მერე ისევ ამოვა, ხო?
https://www.youtube.com/watch?v=KLtn6Po-404
https://www.youtube.com/watch?v=zyIGQGtL2yw

ამაში გადავრგე. რაღაც გამოვა.

user posted image

ia-viola
QUOTE
ჩემნაირი პიტნა არ აქვთ.  გულის პიტნას რომ ეძახიან ის მაქვვს მე.


მშვენიერი. მერე შენსას დავთესავ. რავ ვიყიდე, მაგის იმედი დიდად არ მაქ. თან დიდად არომატულიც არ არი. მაინცდამაინც ფოთოლი უნდა დასრისო...

Posted by: ia-viola 14 Jan 2019, 09:39
*WASP*
გორგიაში ეგენი იმდენად არ გვანან პიტნას, რომ პატარა ფოთლის ნაწილი მოვწყვიტე და ჩუმად მოვსრისე ხელში, რომ დავრწმუნებულიყავი მაგათ პიტნობაში. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
თავიდან ვერბენა მეგონა lol.gif lol.gif

ხოო, მრთლა ახალ წელს გილოცავთ ყველას.

user posted image
* * *
*WASP*
უკან დრაცენას და ფიკუსს ვხედავ. wink.gif

დრაცენების გურუ ვარ. სამნაირი მყავს და ველურებივით არიან. ახლაც კი იზრდებიან, რა ზამთარი და რა მოსვენების პერიოდი. biggrin.gif
* * *
Sxl
შენ ადგილ;ზე მუშმალას დავტოვებდი გარეთ მხოლოდ.

იმას ყინვამ დაჰკრა და მაგიტომ ქვს ეგეთი ფოთლები.
მასტენიკს დაუჯერე. კარგი რჩევები მოგცა. wink.gif

Posted by: ilia132 14 Jan 2019, 14:27
მოგესალმებით მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს და თქვენი დახმარება მჭირდება.
სამსახურში გვაქვს ბევრი ყვავილები, აქედან ორს ასეთი რაღაც დაემართა და რისი ბრალია ვერ გავიგეთ. იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ რა ჭირს და რითი შეიძლება რო ეშველოს?
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Sxl 14 Jan 2019, 15:07
ia-viola
გასაგებია მადლობა.
მოკლედ აპრილამდე შევიტან ოთახში ამათ. მერე დიდ ქოთანში გადავრგავ იმ მაღალს, რამე სარსაც ჩავურჭობ რო არ მოტყდეს.
დაბლა ფოთლები დავაჭერი და უკეთესია მგონი, მთავარია არ გახმეს.

კიდე ერთი რაღაც მინდოდა მეკითხა, აივანზე რო მიდგას ერთი მხრიდან ურტყავს ხოლმე მზე სულ და იმ მხარეს ტრიალდებიან/იხრებიან მცენარეები, მერე მეორე მხარეს ვატრიალებ ხოლმე რო სწორად გაიზარდოს. ჰოდა ეგრე უნდა ვქნა თუ რამე სხვა ხერხიც არის?

Posted by: ia-viola 14 Jan 2019, 15:59
Sxl
მე ეგრე ვატრიალე ხოლმე. smile.gif

Posted by: Master_Nick 14 Jan 2019, 22:44
*WASP*
მე ვიფიქრე თბილისიდან 150-200 კმ -ით იყავი დაშორებული old.gif დიღმიდან დომინომდე გასვლა არ უნდა დაგეზაროსsmile.gif
ეს მოწნული ქოთანი მომეწონა და სად შეიძინე?

Posted by: *WASP* 15 Jan 2019, 04:37
ia-viola

რავი, ცოტა იმედებს ვამყარებ. იქნებ გაიზარდონ. მერე შენც ხო მომცემ და ეგ იქნება...

ჩემს დრაცენას ფოთლის წვერები გაუხმა. მზის პირდაპირ სხივებს მოვაცილე და წყალს ვაპკურებ ხოლმე. სხვა რამე უნდა?

Master_Nick

დაზარებაზეც არ არი. სამსახურში საგიჟეთია ხოლმე და გვიანობამდე ვმუშაობ. ხოდა როცა ვამთავრებ, მაშინ ალბათ იხურება კიდეც. თან სხვა ათასი საქმე... თუმცა რაღაც პონტშიც დაზარების ამბავიც არი. მეზარება მარტო გასვლა...

ქოთანი გორგიაში. რამის დასარგავად მარტო ასეთი მოვნახე. სხვანაირი მოწნული კალათები არ ქონდათ ან მე ვერ ვიპოვე.

Posted by: ia-viola 15 Jan 2019, 09:33
*WASP*
ვფიქრობ გამომშრალი ჰაერის ბრალი უნდა იყოს.
ხო, დანამვა ისედაც უყვარს მაგას.
მე კიდევ ზაფხულობით ქვედა ფოთლებს ვაცლი ხოლმე, რაც სულ ძირში აქვს, ასე 2-3 წყებაზე და ნერგი უფრო ძლიერდება მსხვილდება კიდეც და სიმაღლეშიც მიდის.
კდევ მიწას ვუფხვიერებ და ბანანის ქერქის ნაყენიც მოწონს.

მზეს რაც შეეხბა, ზაფხულობით დილის მზის სხივები ხვდება, ზამთრობით - შუა დღის. ისეთი მდებაეობა აქვთ ასე უწევთ. ხოდა, კი არიან გაკაჟებულები. biggrin.gif


***
ზოგადად, ამ ბოლო დროს არ მომწონს გორგიას ქოთნები. ქოთნის შერჩევის ჩემეული კრიტერიუმები მაქვს. biggrin.gif
არ მიყვარს ე.წ. ჩასადგმელი ქოთნები, აი ისეთები გარედან რომ ლამაზია და ამ ლამაზ ფასადურ ქოთანში შიგნით მეორე უსახური ქოთანი რომ იდგმევა. აუცილებელია ქოთანს ძირი ქონდეს რომ წყლის ოდენობა ვაკონტროლო. და არიან მცენარეები, რომლებიც ძირშI დასხმას ვერ იტანენ და მაინცდამაინც თეფშზე უნდა დაუსხა წყალი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩAსადგმელი ქოთნები უვარგისია

Posted by: *WASP* 15 Jan 2019, 17:56
ia-viola

და ეგ მომხმარი წვერები არ მოვაჭრა? და მაგ ფოთლებს რო აცლი, მერე მაგ ადგილას სხვა ფოთლები ამოდიან?

გადარგვის მერე ბიოჰუმუსი დავასხი. მეთქი კარგ სამეს ვიზამ. რამე ხო არ გავაფუჭე?

გთხოვ, შემახსენე ბანანის ქერქისგან როგორ აკეთებ ნაყენს და როდის უსხამ ხოლმე.

გორგიაში კარგი ქოთნები არ არქვთ. კარგი და ლამაზი ქოთანი ან უნდა დაამზადებინო, ან ცოტა მეტი გადაიხადო.

Posted by: ia-viola 15 Jan 2019, 21:24
*WASP*
რას ამბობ. 1 და 2 მცენარე რო მქონდეს გადაიხდი და იყიდი ძვირიან ქოთნებს, მარა საერთო ჯამში 100 ქოთანზე მეტს ვუვლი.
მილიონერი რო გავხდები, მერე შევუძენ ექსკლუზიურ ქოთნებს. biggrin.gif biggrin.gif

ძირში რო ვაცლი, ახლები კი არ ამოდის, ღერო უმსხვილდება და სიმაღლეში მიდის. ოღონდ გაზაფხულობით და ზაფხულობით ვშვრები ხოლმე მაგას.

ბანანს რაც შეეხება, ერთ ბანანის ქერქს ვასხავ 1 ლიტრ წყალს და სამი დღე ვტოვებ სიბნელეში, მერე ქერქს ვიღებ, ზემოდან ვამატებ 2 ლიტრ წყალს და მაგით ვრწყავ.

ბიოჰომუსი არ მიხმარია, მარა ძალიან მომწონს ლიგნოგუმატი.

Posted by: *WASP* 16 Jan 2019, 04:25
ia-viola

მერე ზემოთ არ ემატება ფოთლები? ჩემსას სამი მწკრივი რო მოვაცალო, უეჭველი გამელოტდება.

მაგ ნაყენს გაზაფხულობით აკეთებ? ერთ მცენარეს რამდენჯერ უსხამ?

ამდენ ქოთანს სად ტევ და როგორ უვლი? ძაან ბევრია. მგონია, რო ძალიან დამღლელი იქნება.

Posted by: ia-viola 16 Jan 2019, 09:41
*WASP*
ჩემები დიდი ვირები არიან უკვე, მაგათ რა გამელოტებთ. biggrin.gif

ნაყენს ვუსხამ 2-3 თვეში ერთხელ.


ზოგი ეზოსია და ახლაც გარეთ მყავს. ვარდებიც კი ქოთნებში მყავს. wink.gif

სახლში რაცაა სტელაჟი მაქვს სპეციალური და იმაზე ვტევ. სახლში კი მიპროტესტებენ, მარა რო გვავდებიან მერე მოსწონთ.
ახლა ციკლამ გაიგიჟა თავი. ფოთლებზე მტი ყვვილები აქვს. არადა მთელი შემოდგომა მეგონა რომ მოკვდებოდა. wink.gif

აი ჩემი ტრიო. ეს ზაფხულის ფოტოა და რეალურად ახლა უფრო მაგარ ვიდზე არიან.
user posted image

Posted by: *WASP* 16 Jan 2019, 19:28
ia-viola


კერძო სახლი კაია. <3

ხო, რაღაც ჩამოწეულივით აქვთ ფოთლები. ეგ რის გამო მოსდით?

მივადგე ჩემებს და დავაძრო ფოთლები?

დავაბრუნე ჩემი ნაძვები გარეთ.

user posted image

Posted by: ia-viola 16 Jan 2019, 21:19
*WASP*
ეზო არგია, როცა მარტო ცხოვრობ.
მარა კორპუსს მაინც ეს მირჩევნია. მე როცა არ ვარ სახლში, მეზობლები უვლიან ხოლმე.


ეს ზაფხულის ფოტოა და დასიცხულები არიან.
ჯერ არ დააცალო, აცალე. გაზაფხულის ბოლოს. ბევრი კი არ დააცალო, ქვედა წყება. smile.gif

აი ამ წამს გადავუღე

user posted image


მე რაც სახლში მყავდა, დავტოვე. და ერტი ისრდაც გარეთ იყო.

Posted by: ტუზ❤️ 17 Jan 2019, 00:32
ტორფი რა ღირს და სად შევიძინო? help.gifhelp.gif

Posted by: ia-viola 17 Jan 2019, 10:53
ტუზ❤️
სამთო ქიმიასთან.
1. ,,გორგიაში''
2. ,,ჩემ მამულში''
3. მიმდებარე მაღაზიებში.

Posted by: Sargerass 17 Jan 2019, 17:52
მეგობრებო ბონსაი აკაცია რაში ჯობია გადავრგა?

http://d.radikal.ru/d38/1901/76/dd5f024eecec.jpg

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Jan 2019, 02:45
Sargerass
QUOTE
მეგობრებო ბონსაი აკაცია რაში ჯობია გადავრგა?

სადაც არი იქვე რომ დატოვო?

Posted by: Master_Nick 20 Jan 2019, 14:39
ასეთი ბზები ხომ არ გაქვთ ვინმეს,? მაინტერესებს რამდენად გამომდგარია ჩვენს პირობებში
user posted image

Posted by: CanterburyTales 21 Jan 2019, 09:51


ნაძვები მაქვს სამი.
მომწონს.


Posted by: ia-viola 21 Jan 2019, 13:54
Master_Nick
ფოტოზე კარგად არ ჩანს.
მარა თუ ის არის რაც მე მგონია, მაშინ გეტყვი რომ გადასარევად ძლებს. მე ქოთანში მყავს და კია დიდებულად. შარშან იყვავილა კიდეც.

Posted by: Master_Nick 21 Jan 2019, 18:12
ia-viola
buxus sempervirens - ია. ძალიან მომეწონა, დეკორატიული კუთხეების გასალამაზებლად კარგი რამე ჩანს, ფასიც ოკ- ია.
user posted image

Posted by: ia-viola 21 Jan 2019, 22:39

Master_Nick
არა, ეს სხვა ვინმეა. მარა ლამაზი კია. smile.gif

Posted by: *WASP* 22 Jan 2019, 07:08
რელიგიური კონოტაციის გამო არასდროს მომწონდა ბზა.

ისე, ჰაერის დამატენიანებელს ხო არ იყენებთ?

Posted by: ia-viola 22 Jan 2019, 11:33
*WASP*
ტოტებს რომ გლეჯენ ეგ არც მე მომწონს.
პირველად ქოთნით რომ მივათრიე ბზა ტაძარში - ბზობას, ყველა მეკითხებოდა სად იშოვეო, მეორე წელს უკვე მეორე ჯიშის ბზა მივათრიე, ასევე ქოთნით, ერთმა-ორმა მომბაძა. აი უკვე მესამე წელს გაცილებით მეტნი ვიყავით. wink.gif
ჩემმა ორმა ბზამ თავისი საქმე გააკეთა. + ამას ფბ-ს ფოტო, გულისამაჩუყებელი კომენტარით.

აი ასე ნელ-ნელა კეთდება საქმე. wink.gif

მაგ აპარატის ყიდვა მინდა ისე, ჩვენთვისაც კარგია ჰაერის დამატენიანებელი, განსაკუთრებით ზამთარში.

ჩემ ბზებს ფოთლებს ვუნამავ ხოლმე.

Posted by: Master_Nick 22 Jan 2019, 17:35
ia-viola
კი მეც ძალიან მომეწონა, საგაზაფხულოდ ვიყიდი ალბათ და ვნახოთ ჩვენს კლიმატს როგორ შეეგუება

Posted by: Universe 22 Jan 2019, 18:26
რა შეფერილობის აზლია შეგხვედრიათ ჩვენთან, სად იყიდება და ოთახში რამდენად კარგად ხარობს თუ იცით?

Posted by: ia-viola 22 Jan 2019, 19:35
Universe
მე ორჯერ მქონდა და ორივეჯერ მომიკვდა. ხოდა შევეშვი.

ბაცი ვარდისფერი იყო ჩემები.

და მგონია რომ არასწორი მოვლის ბრალი იყო. რაღაც ვერ ვქენი სწორად.

ჯეობოტანიკშიც იყიდებოდა, მეეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
ჩემ ერთ ნაცნობსაც ქონდა და იმასაც მოუკვდა.

თუმცა, ყვავილნარის ჯგუფში ამბპბენ რომ დიდი ხანია აქვთ. ისე, დასავლეთ საქართველოში ეზოებშიც ხარობს.

Posted by: Universe 22 Jan 2019, 20:40
ia-viola
QUOTE
მე ორჯერ მქონდა და ორივეჯერ მომიკვდა.

ჰო, ნეტშიც წერენ ოთახის პირობებში უჭრსო. მაინც გადავამოწმე თქვენთან.

ისე, მონარინჯისფრო ხომ არ შეგხვედრია სადმე?

Posted by: *WASP* 22 Jan 2019, 20:59
ia-viola

თვითონ ეგ მცენარე არ მომწონს.

ამ დღეებში ვაპირებ მაგ აპარატის ყიდვას.

ესენი ნახე რა დღეში არიან https://www.facebook.com/bbc/videos/2037160796303036/UzpfSTEwMDAwMjU2NzI5ODA3MzoxOTIxNTA2NDQxMjc4MjQ3/

Posted by: ia-viola 22 Jan 2019, 22:12
*WASP*
რა ჯდება ეგ აპარატი? მერე დაგვაკვალინე რა.

ეს ვიდეო არ მქონდა ნანახი. wink.gif ერთმანეთთან საუბრისა რა გითხრა, მარა ადამიანენის განწყობას მართლა გრძნობს მცენარე.



Universe
ნწ.
მხოლოდ მოვარდისფრო და თეთრი.

Posted by: aktrisa 23 Jan 2019, 10:38
დედა მიზრდიდა მცენარეს ( სახელი არ ვიცი) და როცა წამოვიღე სახლში ნელნელა შევატყვე რომ მოიწყინა, არც წყალს ვაკლებდი არც მზეს, მაგრამ ისე ჩამოყარა ფოთლები გული მომიკვდა.. ავდექი და ისევ უკან მივუტანე და გამოცოცხლდაო მითხრა ))) არ ვიცი რამ განაპირობა ეს მაგრამ აშკარად ჩემთან არ მოეწონა

Posted by: Poppysmic 24 Jan 2019, 13:03
დავაფესვიანე ავოკადო და უკვე 20 სმ და ცოტა მეტისაც გაიზარდა.

ახლაა რა ვუყო? როგორ ქოთანში გადავრგო და როგორი მიწა შევურჩიო?

სახლის როგორი პირობები უნდა შევუქმნა ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Jan 2019, 14:26
Poppysmic
QUOTE
დავაფესვიანე ავოკადო და უკვე 20 სმ და ცოტა მეტისაც გაიზარდა.

დაფესვიანება ყველაზე მარტივია შემდეგი ბედი უკვე დილემაა, ნაყოფს ოთახის პირობებში არასდროს მოგცემთ, მაგრამ როგორც დეკორატიული მცენარე შეგიძლიათ თავისუფლად იყოლიოთ , განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება საკმარისია ნოყიერი ტყის მიწა ზომიერი მორწყვა და კარგი განათება

Posted by: ia-viola 26 Jan 2019, 11:11
აი ჩემ ნაძვს საერთოდ არ აინტერესებს ზამთარი და იანვარი.

ახალი წლუს მერე გაიზარდა ასე

user posted image

Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 11:56
M-A-S-E-R-A-T-I
და დანარჩენებო, ხომ არ იცით ეს რისი ბრალია?

user posted image

Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 12:59
ia-viola
რა გაპრიალებული ფოთლებია, რამეთი წმინდავ?smile.gif სოკოა დიდი ალბათობით

ბოჰემური რაფსოდია ნახე?

Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 15:16
Master_Nick
არა, რითი უნდა გავწმინდო. ეგეთია უბრალოდ.

ფბ ჯგუფში მითხრეს ზედმეტი წყლის ბრალიაო.და რავი აბა. შევუმცირებ მორწყვას.

4 წელია მყავს და რო გაფუჭდეს, დამწყდება გული. სულ პატარა ტოტიდან გავზარდე.

არა არ მინახავს'. არადა მინდა. ქვინი ჩემთვის... . უფ.... . იფ.....

ესეც ჩემი ველურების ნაწილი

user posted image

user posted image

Posted by: sophka 27 Jan 2019, 17:37
ia-viola
დრაცენა სულ მინდა და თან არა, რომ არ ყვავილობს.

მე რომ მაქვს კოლეუსი რქმევია და გამოკეთდა, ასე უხმებოდა ფოთლები.
user posted image


ვარდი ვიყიდე და იმედია გაიხარებს აივანზე, მზე დიდად არ უდგება და ცოტა მეფიქრება ერთზე.
მეორე ძაან კარგ მზიან ადგილას იქნება:დ

user posted image

Master_Nick
ვერცხლისფერი ლავანდა ვნახე ჯეობოტანიკში შენსას ჰგავსsmile.gif




Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 17:53
ia-viola
ამ ზამთარში რას რწყავ ამისთანას??? old.gif
ზამთარში გარეთ ხშირად რწყავ მცენარეებს?

ნახე რაფსოდია, მე მაგრად ვისიამოვნე, ფრედი გააცოცხლა მალეკმა bis.gif

sophka
ჩემი ლავანდა განსაკუთრებული ფერია, აქ თბილისში ეგეთი ფერი იშვიათად მინახია. შეიძლება შემოიტანეს,
კიდევ რა ნახე გეობოტანიკში,? საინტერესო რამეები აქვთ მანდ, ეს ყვითელი ვარდი მანდ შეიძინე, ძალიან მაგარია up.gif

Posted by: sophka 27 Jan 2019, 18:27
Master_Nick
ვერცხლისფერი იყო კი, როგორ არ გადავუღე ფოტო, ხელი არ მეყო თორემ მაგის ყიდვასაც ვაპირებდი,
მერე გავივლი არ მეჩქარება მაინც აივარნზე უნდა მყავდეს.

კი მანდ ვიყიდე, ბეგონიები ჰქონდათ, იები, ქრიზანთემები მოყვავილე.
პეტუნიები, დრაცენა, აზალია და ორქიდეები.
ბევრი რაღაცეები.

უბრალოდ, მართლა უჟმური და სიტყვაძუნწი კონსულტანტები არიან, არავინ ნორმალურად არაფერს გიხსნის.

user posted image
user posted image
ესენი მინდოდა და ვერ ავარჩიე რომელი.
გადავიფიქრე მერე ყიდვა.
რამე ეზოსი მირჩევნია



Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 18:44
sophka
ეს ანთურიუმი ძალიან ლამაზია, მაგრამ ოთახის არის მეც როგორც ვიცი, დიდი ფოფინი დასჭირდება მაგასsmile.gif ია-ვიოლას ეცოდინება მაგის კაპრიზებიsmile.gif
user posted image
მეც ვემზადები საგაზაფხულოდ, რამე ახლები მინდა ეზოსთვის, მალე მოვიდეს გაზაფხული ერთი სული მაქვსsmile.gif

Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 18:44
Master_Nick
ხო აუცილებლად უნდა ვნახო.

რავი, რო უშრება მიწა, მაშინ ვრწყავ.

გარე, ამინდენს გააჩნია. მიწის ტენიანობისა და ამინდების მიხედვით.

აბა ამ ყვავილს რა უცნაურობაშ შეამჩნევტ? მე მგვანან ჩემი მცენარეები, ჩემნაიღი უკუღმართები არიან.

user posted image
* * *
sophka
Master_Nick

ეგ არის მცენარე, რომელსაც ვეღ დავუმუღამე.
ერთი მქონდა, იშვიათი ჯიშის, აი რაც წითელია, ყვავილი, მწვანე ქონდა. მომიკვდა, რამის თან გადავყევი. ახლა სხვა მაქვს პატარა ნერგი, სიმწრით ცოცხლობს.მეორენაირად მამაკაცურ ბედნიერებასაც ეძახიან.


* * *
sophka
ისე მიყვარს დრაცენა, ვის რად უნდა მაგის ყვავილი.
კი აქვს, მარა შეუმჩნეველი.

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: sophka 27 Jan 2019, 19:16
Master_Nick
აი, მეც. შევხედე ლამაზია, მომეწონასავით და მივხვდი, რომ არა.
არაა საჩემო, რაღაცნაირია რა. სულ ოთახში უნდა გყავდეს, ადგილის შეცვლა არ უყვარს და ამბავი.
ia-viola
აუ, კი.
დრაცენა მეც მომწონს, ვიყიდი მერე აუცილებლად. კარგი ვინმეა.

ორი კოკორი შეეზარდა ერთმანეთს თუ რა:დ სიამის ტყუპებივით :დ
რა კარგები არიან, სახლში გყავს ვარდიც?
კონსულტანტმა აივანზე დატოვე სახლში არ შეიყვანოო.

მე როზმარინი მინდა ვიყიდო.
და ბოლქვები მინდა კიდევ, ორთაჭალის ქუჩაზეა ჰოლანდიური ეზო, შევიარო ერთ დღეს უნდა.




Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 19:58
sophka
ორთაჭალის ქუჩაზე ჰოლანდიური ეზო რა ადგილას არის?
* * *
ia-viola
რა უცნაურობას აბა? ერთ მცენარეზე ორი ფერის ვარდი რომ გაქვს?smile.gif

Posted by: sophka 27 Jan 2019, 20:31
Master_Nick

ორთაჭალის ქ.#5 არც მე ვყოფილვარ. ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ გორგსალიდან როგორც კი ახვალ მალევე უნდა იყოს. რუკა მიჩვენებს ასე:დ
ბოლქვები აქვთ ბევრი, გეორინის და ბაიას ბოლქვები მინდა მე.
ისე ნარცისები, შროშანები, ტიტებიც და სხვებიც აქვთ.

user posted image

user posted image
ესენი მინდა.

მოვედი მადაზე და ეშხში შევედი, საგაზაფხულოდ.

Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 21:06
sophka
bis.gif მოხვედი ხომ მადაზე? ეგრე სცოდნია მცენარეებით/ ხეებით დაინტერესებას. შენ ეხლა წარმოიდგინე განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი რომ გქონდეს რეებს გააკეთებდი? ჩვენ კიდევ ერთი კაცის მიერ ხეების წინ და უკან ტარება ახირებად მივიჩნიეთ wink.gif მასშტაბებია მანდ გრანდიოზული
bis.gif

ვნახავ ორთაჭალის ჰოლანდიურ ეზოს, ახლოს არის ჩემთან და დავდებ დეტალურ ინფოს

Posted by: sophka 27 Jan 2019, 21:22
Master_Nick
აუ, კიი....
მაგრამ მე ხეებს უკვე გაზრდილს არ გადავიტან-გადმოვიტანდი:დ :დ
ახალს რომ დარგავ ან დათეს და შენვე იზრუნებ მასზე ეს უფრო მომწონს.

ამიტომ მინდა ბოლქვები და თესლებიი, მიწა და ადგილი მინდა და ბევრი ფული:დ
ვაიმეე, რამდენ რამეს გავაკეთებდიი...

კარგიი, ველოდებით ინფოს შენგან. მინტერესებს მეც ძაან როგორია და გორგასლის 52-შიც არის რაღაც სანერგე, თუ იცი.


Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 21:38
Master_Nick
ნწ.
ერთ გვირგვინზე ორი კოკორია. :დდდ

Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 21:39
sophka
გორგასლის 52 ში უდიდესი სანერგეა, ,,გამწვანება კრწანისი" ნამყოფი ვარ ბევრჯერ, თუმცა ჩემთვის ძვირი სანერგეა, ეგ ადგილი სართიჭალის ,,აგრომაქს დეკორით" ჩავანაცვლე. ცოტა შორის არის თბილისიდან მაგრამ ფასებით უფრო დემოკრატიულია.

წელს მე ხეებზე მეტად დეკორატიულ ბუჩქებზე/მცენარეებზე და ეზოს ყვავილებზე გავაკეთებ აქცენტს, ხეებით უკვე გავამწვანე ეზო და აწი გაზრდას დაველოდებიsmile.gif

Posted by: sophka 27 Jan 2019, 21:58
Master_Nick
ia-viola
გამოვიცანი მეე :დ

აუ, ძვირი თუა შენთვის, ჩემთვის ხომ იქნება და იქნება.
აღარ მივალ მანდ.
ჰოლანდიურის ფასები ნორმალური მომეჩვენა და ვნახოთ რა იქნება.

Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 22:12
sophka
ხოო, სიამის ტყუპები არიან. wink.gif ერთ გვირგვინში ორი კოკორი.პ ირველად ვნახე ასეთი რამ.

ეგ ვარდი განსაკუთრებულად მიყვარს. ჩემი დაკალმეებულია და ვარდებიდან - პირველი. <3 არა, ეზოში მყვას. უბრალოდ შევაჭერი ყვავილი. ვერ გაყვავდა, სითბო არ ყოფნის. მაინც გასასხვლელია ეგ.

ქვემოთ რომ დადე, მემგონი ეგ ჯუჯა გეორგინაა. მეც მყავს. დეკემბრამდე ყვაოდა. smile.gif

ისე, მცენარეებმა ასე იცის ჩათრევა. მერე სულ გინდება რომ ყველა და ყველაფერი გყავდეს. wink.gif გაციებით მეტია, ვიდრე ჰობი. დღს 44-5 საათი დამჭირდა მოსავლელად. სანამ გაზაფხული მოვა, ხომ უნდა მოვამზადო ნელ-ნელა. wink.gif


Posted by: *WASP* 27 Jan 2019, 22:14
QUOTE (ia-viola @ 26 Jan 2019, 11:11 )
აი ჩემ ნაძვს საერთოდ არ აინტერესებს ზამთარი და იანვარი.

ახალი წლუს მერე გაიზარდა ასე

user posted image

ვა, რამხელა წიწვები ამოყარა...

ეგენი კარგად იზრდებიან. მე მქონდა ასეთი და ნახე ორ წელში როგორი ფუმფულა გახდა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ჰაერის დამატენიანებელი ვიყიდე. მოგიყვები გურჯისტანულ გამოცდილებას.

მოკლედ, არსებობს რამდენიმე ტიპის დამატენიანებელი: ულტრაბგერითი, ორთქლის, "ჰაერის მრეცხავი" და კიდე რაღაც ტიპის.

ულტრაბგერითი - ღირს ცოტა, თუ უაზრო ფუნციების მქონეს არ შეარჩევ. სჭირდება ყოველდღიური მოვლა, წლის გამოცვლა და თეთრი ძმრით დეზინფექციისთვის დამუშავება. თუ კარგად არ მოუარე, დატენიანბის ნაცვლად ჰაერს დაგიბინძურებს და ბაქტერიებს გაავრცელებს. ამ ტიპის დამატენიანებელს სჭირდება გამოხდილი წყალი. სახლის პირობებში მსგავსის მიღება რთულია, ამიტომ ყიდვა დაგჭრდება. ონკანის წყალს მოყვება მინერალები და სხვა ნივთიერებები. ხოდა, დამატენიანებელი წყალთან ერთად ჰაერში წყალში შემავალ ნივთიერებებსაც აფრქვევს და შედეგად ავეჯზე წარმოიქმნება თეთრი ნადები. ამბობენ შეიძლება ეს ნადები სასუნთ გზებშიც შევიდეს. ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით მაინც ჯობია რო გამოხდილი წყალი გამოიყენო და სათანადოდ მოუარო.

ხარჯები: თუ არ აქვს ფილტრები, ეს ხარჯი მოხსნილია. დენს ცოტას მოიხმარს, მარა გამოხდილი წყალი ძვირი ჯდება. დღეში დაახლოებით დაგჭირდება სულ მცირე 5ლ წყალი (ჩემი გათვლებით). ერთი ლიტრი ღირს 65 თეთრი. 5 ლიტრი დღეში გამოდის 3.25 ლარი, თვეში - 97.5 ლარი. ძვირი გამოდის, რადგან დიდად ვერ ცვლის ჰაერის ტენიანობას და უფრო ლოკალურად, ორი მეტრის რადიუსში კარგად ატენიანებს და დანარჩენ სივრცეში - ნაკლებად.

ორთქლის - ბაქტერიებს კლავს და ამ მხრივ საშიში არ არის, თუმცა ზაფხულში ცუდია იმიტომ, რომ ცხელ ორთქლს უშვებს. არაა რეკომენდებული იმ შემთხვევაში თუ სახლში გყავს პატარები ან შინაური ცხოვლებე (შესაძლო დამწვრობის პონტში). ბევრ ელ. ენერგიას მოიხმარს და ამ მხრივ გაგყიდის.

"ჰაერის მრეცხავები" - როგორც გავარკვიე, ყველაზე კარგი ამ ტიპის დამატენიანებლები ყოფილა. ჰაერს ბუნებრივად ატენიანებს (60% მეტად არ აწევს) და ამავდროულად ჰაერს წვრილი/მსხვილი ნაგვისგან წმენდს. მეორე ფუნქციის გადასარეავად მუშაობის დიდად არ მჯერა, თუმცა ამბობენ რო დატენიანება ნამდვილად კარგად და თანაბრად გამოსდის. დენს ცოტას წვავს, და როგორც ვიცი, სპეციალური წყალი არ სჭირდება.

ამ ტიპის დამატენიანებლები სხვებთან შედარებით ძვირი ღირს.

მე აქ ვიყიდე 2 ულტრაბგერითი დამატენიანებელი. უკმაყოფილო ვარ. იმის ილუზია არ მექნებოდა, რომ 145 ლარად კარგი ხარისხის იქნებოდა, თუმცა... მოკლედ, როცა აპარატბს დავაკვირდი, რაღაც ხმარების ნიშნები ქონდათ. სადღაც გაცვეთილი, შიგნით რაღაც მოტეხილი. მანამ კურიერს გამოატანეს, შეამოწმეს და ყუთში სულ წყალი იყო ჩასხმული. ტეხავს ეგეთი რამეები. მეორედ მაგათთან ხო აღარაფერს იყიდი?... ეჭვი მაქ, დახლზე რაც ედოთ, ის გამოატანეს.

მითხრეს ერთი 3 ლიტრიანი არის და მეორე 2.5. არადა გაცილებით ნაკლები წყალი ეტევა ორივეში. ჩართვამდე ვერ დავამუშავე თეთრი ძმრით, ხოდა რამდენიმე საათში დამეწყო ცემინება და გავთიშე. ეხლა შენახული მაქვს. მერე თეთრ ძმარს რო ვიყიდი, მაგით დავამუშავებ და ვნახოთ რა იქნება. ისე, სამომავლოდ ჰაერის მრეცხავის ყიდვა მინდა. რაც დავსერჩე, ორ ბრენდ აქებენ: Boneco (შვეიცარია) და Venta (გერმანია). ვენტათი უფრო კმაყოფილები არიან.

Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 22:31
*WASP*
გაიხარე.
შენ სერიოზულად გამოგიკვლევია ეგ თემა.

QUOTE
"ჰაერის მრეცხავები" -

გავითვალისწინებ. ეგ ჩვენთვისაც კარგია, განსაკუთრებით გაზის გამათბობელები ვისაც გვაქვს.

ხოო, ის მეორე, კვიპაროსმაც გამოყო თავი. გაგანია იანვარში არ დაიწყეს გაზრდა. კაი ეს პატარა სახლში მყავს და თბილადაა. ის კვიპაროსი რამ გადარია. თებერვლის მეშინია. :/

Posted by: *WASP* 27 Jan 2019, 22:46
ia-viola

QUOTE
გაზის გამათბობელები ვისაც გვაქვს.


ამასთან ფრთხილად იყავი რა.

ხო, ნუ რაც გავარკვიე ჰაერის მრეცხავია ყველაზე კარგი. აქ მგონი ვენტა არ იყიდება და რო გამოიწერო, სადთაც 450-650 დოლარი დაჯდება ალბათ თავისი განბაჟებეთ და სხვა ხარჯებით. მარა, მგონია, რო ღირს, განსაკუთრებით ცივ სეზონზე. ისე, მგონი ზაფხულშიც რთავენ. კონდინციონერი ჰაერს აშრობსო. ხოდა ეს ტენიანი ჰაერი განსაკუთრებით კარგი ვირუსების დროს. დაავადებიბი ნაკლებად გადადის.

ჰიდრომეტრი ვიყიდე. 30% ყოფილა თურმე ჩემთან ტენიანობა. დიდი რადიოატორის მთელ ფართზე რო დადო სველი ტილოები, ტენიანობა მაქსიმუმ 5%-ით იწევს.

რა გაშინებს? ეგენი ყინვებს ხო უძლებენ? ის მეორე გაზაფხულზე გაუშვი გარეთ. მე შიგნით რო მყავდა ნაძვები 2 კვირით, რაღაც სულ მეშინოდა. მეთქი რამე არ მოუვიდეთ. გარეთ რო გავიყვანე, მერე რაღაც უფრო კარგად არიან.

Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 23:39
*WASP*
რავი , ლონგვია და ნახევარზე კარები სულ ღია მაქვს. იმას არ ვთვლი რამდენჯერ უწევს კარებს გაღბა-დაკეტვა. თან იმ დღეს იყვნენ დაა შეამოწმეს. smile.gif

ხო, მეც გარეთ მინდა გავსვა, მარა ისე წამოყარა ტოტები ამ ერთ ტვეში, აღარ შევუცვალე ადგილი. გაზაფხულიდან რომ გავსვამ გარეთ,მერე დავტოვებ და დავტოვებ.

Posted by: *WASP* 28 Jan 2019, 08:42
ia-viola
QUOTE
რავი , ლონგვია და ნახევარზე კარები სულ ღია მაქვს. იმას არ ვთვლი რამდენჯერ უწევს კარებს გაღბა-დაკეტვა. თან იმ დღეს იყვნენ დაა შეამოწმეს.


მაინც არ მომწონს ეგ გამათბობლები. მერე აუცილებლად ცენტრალური გათბობა დააყენე. თანაბარი ტემპერატურა გექნება ყველგან და გადასახადი იგივე მოგივა ნაკლები თუ არა.

Posted by: ia-viola 29 Jan 2019, 10:45
ესეც ჩემი ყოჩივარდები.
როგორ მიყვარს.

user posted image

Posted by: *WASP* 31 Jan 2019, 06:17
ვინმეს პეტუნიები თესლებით ხო არ მოგიყვანიათ?

ეს თესლები ვნახე ბრიკორამას საიტზე. ხო არ იცით ვარგა თუ არა?

https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-ampelnaia-triumf-smes-evro-0.1-g/

https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-unikum-smes-evro-0.2-g/

https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-elitsort-%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B3%D0%BE-%D1%841-%D0%B3%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%B4%D0%B8%D1%84%D0%BB%D0%BE%D1%80%D0%B0-%D0%BA%D1%80%D0%B0%D1%81%D0%BD%D0%B0%D1%8F-20-pc/

https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-elitsort-%D1%81%D0%B0%D0%BC%D0%B1%D0%B0-%D1%841-%D0%BA%D0%B0%D1%81%D0%BA%D0%B0%D0%B4%D0%BD%D0%B0%D1%8F-%D1%81%D0%BC%D0%B5%D1%81%D1%8C-5-pc/

https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-elitsort-%D0%BC%D0%B0%D0%BC%D0%B1%D0%BE-%D1%841-%D0%BC%D1%83%D0%BB%D1%8C%D1%82%D0%B8%D1%84%D0%BB%D0%BE%D1%80%D0%B0-%D0%BA%D1%80%D0%B0%D1%81%D0%BD%D0%B0%D1%8F-20-pc/

https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-elitsort-%D0%BC%D0%B8%D1%80%D0%B0%D0%B6-%D1%841-%D0%BC%D1%83%D0%BB%D1%8C%D1%82%D1%84%D0%BB%D0%BE%D1%80%D0%B0-%D0%B6%D0%B5%D0%BB%D1%82%D0%B0%D1%8F-20-pc/

https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-elitsort-%D0%BB%D0%B0%D0%BC%D0%B1%D0%B0%D0%B4%D0%B0-f1-%D0%BF%D0%BB%D0%B0%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%BD%D0%BE%D0%B5-%D1%83%D1%82%D1%80%D0%BE-20-pc/

Posted by: ia-viola 31 Jan 2019, 10:24
*WASP*

ზოგადად პეტუნია ძნელი მოსაყვანია. რომ დაიყვავილა, ტიპებმა თესლი აიღეს, მარა მერე ვერ მოიყვანეს.

მარა დათესვასაც თვის მუღმი აქვს. პირდაპირ მიწაში რომ ჩაყარო თესლი არ ამოვა. ქვიშის, მიწის და პერლიტის კომბინაცია უნდა. + დათბუნება. მე მასე ამოვიყვანე ადენიუმი. wink.gif

Posted by: *WASP* 31 Jan 2019, 13:45
ia-viola

ვიდეოებს გადავხედე და მთლად ეგრე რთულიც არ ყოფილა. მინათებას გავუკეთებდი ერთადერთი და ეგაა. ვფიქრობ, რეებიც დავლინკე ყველა ვიყიდო და კასეტებში დავთესო.

მინიმუმ 10 პეტუნია მინდა. შარშან 30-40 ლარი ღირდა ერთი. ხოდა სადღაც 300+ ლარის ამბავია. ამიტო დათესვა უნდა ვცადო.

ტუიები გამიყავისფერდა და წესიერ ფერს როდის მიიღებენ ხო არ იცი?

Posted by: ia-viola 31 Jan 2019, 14:46
*WASP*
ტუიები არ მყავს და არ ვიცი მაგათი ზნე და ხასიათი.

აი ამ ინსტრუქციას მივყევი ადენიუმზე და გაამარტლა. ვფიქრობ რომ პეტუნიაზეც ეგრე იქნება.

ადენიუმის დათესვა

1. დადგით თბილ ადგილას პატარა ჯამი და ჩაყარეთ ადენიუმის თესლები თბილ წყალში (30 გრადუსიანი) 2-3 საათით. ცხელი არ მოგივიდეთ წყალი თორემ მოიხარშება biggrin.gif
2. ერთჯერად ჭიქებს გაუხვრიტეთ ძირი რამდენიმე ადგილზე. ძირი დაფარეთ დატეხილი პენოპლასტით (თეთრი ქაფი, რომელიც მოყვება სხვადასხვა ტექნიკის ყუთს)
3. ტყის მსუბუქ მიწას (ან სუბსტრატს) შეურიეთ ცოტა ქვიშა და პერლიტი (იყიდება ისნის სათბურში და დიდუბის მეტროს წინ სუპერმარკეტი გორგია რომაა მაგის მარცხენა მხარეს მეორე თუ მესამე მცენარეთა დაცვის მაღაზიაში, შეიძლება სამთო ქიმიასთან მდებარე სხვა მცენარეთა დაცვის მაღაზიებშიც იყიდებოდეს. მიწის ეს ნარევი ჩაყარეთ ჭიქებში და კარგად დანამეთ, მაგრამ არ იყოს ძალიან სველი.
4. დადეთ მიწაზე თესლი და თითით ან პატარა ჯოხის დახმარებით მიწა მიაფარეთ თხლად მხოლოდ თესლის ნახევარს. ეს ჭიქები მოათავსეთ პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერში ან გამჭვირვალე ცელოფნის პარკში და მოუკარით თავი. დადეთ თბილ და მზიან ადგილას, სადაც დღისით ტემპერატურა იქნება დაახლოებით 25 გრადუსი.
5. დანამეთ დაახლოებით 3 დღეში ერთხელ ტანსაცმლის სანამით ან სხვა შესასხურებელი აპარატით, როდესაც მიწის ზედაპირი ოდნავ შეშრება. თუ ჰერმეტულ კონტეინერში გექნებათ მორწყვა უფრო იშვიათად დასჭირდება, არ დაუშვათ რომ მიწა გამოშრეს ან წყალი ჩაუდგეს.
6. დათესეთ რაც შეიძლება მალე, რომ თესლი არ გამოშრეს. გამომშრალ თესლს ნაკლები შანსი აქვს ამოსვლის.
7. თუ სწორად მიყვებით ინსტრუქციას თქვენი ადენიუმები ნამდვილად გაგახარებენ <3

Posted by: *WASP* 1 Feb 2019, 05:14
ia-viola

მადლობა.

შენ როდის დათესე? მინათებას უკეთებდი?

Posted by: ia-viola 1 Feb 2019, 11:14
*WASP*
რამდენიმე წლის წინ.

არა, მზიან ფანჯარაზე მედგა მხოლოდ, ერთჯეღად ჭიქაში ჩათესილი და მეორე ჭიქა ზედ. ეგ იყო მაგის დათბუნება.

ესეც ჩემი ბალბიკო

user posted image




Posted by: ako_chumbura 1 Feb 2019, 17:33
ia-viola
ვაკე საბურთალოზე პატარა ყვავილებია მაღაზია გაქვს?

Posted by: ia-viola 1 Feb 2019, 17:50
ako_chumbura
არა, მაღაზია არ მაქვს სამწუხაროდ. sad.gif არც ორანჟერეა sad.gif

სიამოვნებით მექნებოდა საკუთარი ორანჟერეა-მაღაზია და ლამაზად მოვლილი ბაღი. wink.gif

Posted by: *WASP* 1 Feb 2019, 18:56
ia-viola


ვა, კაია. ყოჩაღ შენ.

ეხლა დავფიქრდი და მგონია ცოტა საწვალებელი იქნება თესლებით და კასეტებით მოყვანა. ხო არ იცი სადმე ნერგები თუ იყიდება?

Posted by: ia-viola 1 Feb 2019, 19:35
*WASP*

გაიხარე. მადლობა.

აუ, მემგონი დიდი შეცდომა დავუშვი. ვარდები ყვაოდნენ და ზოგი კოკორი გასაშლელი იყო, სიცივეში ვეღარ მოერია და წავაჭერი. ახლა რომ მოყინოს, ნერგს გამიფუჭებს. ეს როგორ დამემართა. sad.gif

ჯეო ბოტანიკი. მანდ ვყიდულობ ხოლმე. თან ნორმალური ფასებია.

სასწავლებელია, მარა თავის მუღამი აქვს მაგასაც.

Posted by: -Ivar- 1 Feb 2019, 20:34
მეგობრებო, რას მირჩევთ სად ჯობია ყვავილებისთვის წამლების ყიდვა - სოკოს საწინააღმდეგო წამლის, ნაცრის საწინააღმდეგო საშუალების და ასე. სად არის ფართო და კარგი არჩევანი?

user posted image

Posted by: ia-viola 1 Feb 2019, 21:49
-Ivar-
მე ,,ჩემ მამულში'' ვყიდულობ ხოლმე, სამთო ქიმიის გვერდით, მეტრო დიდუბის მოპირდაპირე მხარეს. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა მაღაზიებშიც შეიძლება შეძენა.

Posted by: -Ivar- 1 Feb 2019, 22:48
ia-viola
მადლობა. თუ იცით არის მანდ იმის საშუალება, რომ ფოტო ვაჩვენო მცენარის რა ჭირს და ისე შემირჩიონ წამალი?

Posted by: ia-viola 1 Feb 2019, 23:03
-Ivar-
კი, როგორ არა.
კონსულტაცია უფასოა. დაგაკვალიანებენ.

Posted by: *WASP* 2 Feb 2019, 03:36
ia-viola

მიწის დეზინფექციაზე რამე ხო არ გსმენია? გავიგე მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენ ხოლემე (ღუმელში ან ორთქლით). ხო არ გიცდია და, საერთოდ, რას ფიქრობ ამაზე?

Posted by: ia-viola 2 Feb 2019, 09:32
*WASP*
გამიგია, მარა არ მიცდია.
ნამეტანი არაფერი ვარგა. smile.gif

ეგეთი რამეების დროს, მგონია რომ სასარგებლო მიკროორგანიზმებიც იღუპება. ყველაფერს თავის ფუნქცია აქვს.

ეგ კი არა, ჭიაყელებსაც კი არ ვხიცავ და ეზოს ქოთნებში ვუშვებ.
biggrin.gif

თავადაც ვიცი, ცოტა დაჩოჩებულუ რო მაქვს. არ შეიმჩნიოთ.
lol.gif lol.gif

Posted by: Master_Nick 2 Feb 2019, 13:54
ia-viola
დღეს დავასრულე ახალი ტერასების კეთება სადაც გაზაფხულზე ქაოსურად უნდა დავთესო ნაირ ნაირი ყვავილები და რეებს მირჩევ, პორტულაკების თესლი შენზეა, სხვა იდეებიც გამოუშვი wink.gif
user posted image
ეხლა ეს ზედა მიწის ნაწილი უნდა გადავბარო, გავწმინდო სარეველისგან და საგაზაფხულოდ ყვავილებისთვის მოვამზადო.
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Feb 2019, 14:27
Master_Nick
QUOTE
დღეს დავასრულე ახალი ტერასების კეთება სადაც გაზაფხულზე ქაოსურად უნდა დავთესო ნაირ ნაირი ყვავილები და რეებს მირჩევ, პორტულაკების თესლი შენზეა, სხვა იდეებიც გამოუშვი 

პორტულაკებისთვის ცოდვაა ეგ ადგილი რამე მაღალი ყვავილოვანი ერთ ან ორწლიანები გაუშვი, დომინოს თელსებს გირჩევდი ხარისხი უკეთესია ვიდრე გორგიასი ნებისმიერ ვარიანტში დააკვირდი ვადას ცოტა ნაკელი და ტორფიც შეგეტანა მთლად კამფეტი იქნება, დინამოსთან აწი გიორგინების ფესვებს გამოიტანენ ეგეც წავა

Posted by: ia-viola 2 Feb 2019, 14:33
Master_Nick
ტიტებიც კარგი იქნებოდა ისე და ნარცისები.

პორტულაკები და დევისპურები ჩემზეა. ეგენი ქოთანშიც გადასარევად არიან.

ესეც ჩემი კამელუა. შევარდისფრდა უკვე.

user posted image

Posted by: Master_Nick 2 Feb 2019, 18:22
M-A-S-E-R-A-T-I
ეს ქრიზანთემები მომწონს ძალიან,
user posted image იმედია გავახარებ.
დომინოს მივაკითხავ აუცილებლად, ნაკელზე სოფელში უკვე მივეცი შეკვეთა, ტორფი რა რაოდენობით უნდა შევიტანო?
ეხლა დავბარავ მიწას და გავწმინდავ სარეველისგან, თებერვლის ბოლოს დავთესო თუ ადრეა ?


ia-viola
ტიტა და ნარცისიც ძალიან კარგი იქნება
up.gif თესლით გავახარებ ნეტა?
შენი კამელუა გაზაფხულს გრძნობს wink.gif
ეს ჩემი ჩინური იასამანია, კვირტები გამოიტანა, ემზადება ესეც ასაფეთქებლად
user posted image

Posted by: *WASP* 2 Feb 2019, 19:29
ia-viola

რავი, ერთმა ისე გამოიდო თავი დეზინფექცია სჭირდებაო, ეგრევე კერხერის მომზადება კინაღამ დავიწყე. biggrin.gif მერე მეც ვიფიქრე, რო თუ ასე თერმულად დამუშავდება, მერე მაგ მიწაში სასარგებლო რაღა შენარჩუნდება მეთქი. ბევრი თესლი ვიყიდე და მაინც მოვსინჯავ აბა დათესვას.

Master_Nick

პეტუნიების დარგვა არ გინდა?

Posted by: ia-viola 2 Feb 2019, 20:00
*WASP*
ისე, შარშან ვიყიდე ასტრები, დიდუბის მეტროსთან ხელზე. ამოვიდნენ და იყვავილეს კიდეც. ეგენი პირდაპირ, ღია გრუნტში ჩავთესე.
მოკლედ ცდად ღირს.

არა, მთლად მასეც არაა საქმე. რახან ამუშავებენმიწას, ე.ი. რაღაც აზრი აქვს. უბრალოდ მე არ მიყვარა ზედმეტი მატრაკვეცობები. smile.gif

Posted by: Master_Nick 2 Feb 2019, 21:02
*WASP*
პეტუნიები სხვა ადგილას უნდა დავთესო, შარშანდელი ადგილის შეცვლა არ მინდა smile.gif წელს იმის ინტერესი უფრო მაქვს თესლიდან როგორ გავახარო ყვავილები.

Posted by: *WASP* 3 Feb 2019, 00:41
ia-viola

თესლებზე ეგრე არისო უკეთესი და რავი. მეც მეზარება ისე მსგავსი რამეები.

Master_Nick

ხო, მეც რაღაც მაგ განწყობაზე დავდექი. ათამდე თესლის პაკეტი ვიყიდე და ორშაბათიდან უნდა დავიწყო დათესვა. ვნახოთ ერთი რა გამოვა.

Posted by: Master_Nick 3 Feb 2019, 10:10
*WASP*
ეხლა დათესვა ადრე ხომ არ არის? თუმცა თბილისში მშვენიერი სითბოებია, დაწერე მერე შედეგებზე, მეც დავწერ მოგვიანებით, ჩემთან ჯერ ყინვებია.
თესლები სად იყიდე?

Posted by: ia-viola 3 Feb 2019, 11:51
*WASP*

რა ათასამდე? გვტროლავ? biggrin.gif lol.gif
თუ მილიონერი ხარ?

მეორე ვარიანტი ჯობს და ვიღაც მილიონეღი ტიპი ჩემგან რომ წაიღებს ერთ ძირ ე.წ. გულის პიტნას ამ გაზაფხულზე.
lol.gif lol.gif lol.gif

ესეც ჩემი სამსახურის ნაძვიკო, ოღონდ უკვე გაპრანჭულ ქოთანში.

user posted image

Posted by: Master_Nick 3 Feb 2019, 14:10
ia-viola
რას ერჩი ათამდეო დაწერა კაცმა biggrin.gif რა ღირს ეგ თესლები, ძვირია?

Posted by: ia-viola 3 Feb 2019, 18:44
Master_Nick
*WASP*

ათასამდე წავიკითხე, უკაცრავად.
lol.gif lol.gif biggrin.gif


ახლა ამოყვეს თავები. რო წამოიზრდება გადავრგავ ეგრევე თქვენთვის
rolleyes.gif

Posted by: Master_Nick 3 Feb 2019, 21:23
ia-viola
შენ სამსახურშიც გყავს მცენარეები??? ნამეტანი გაპრანჭული ქოთანი კი შეგირჩევია ნაძვისთVის,
კიდევ აქვთ ეგ ნაძვები?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Feb 2019, 21:45
Master_Nick
QUOTE
ეს ქრიზანთემები მომწონს ძალიან,

ქრიზანთემები სადღაც შემოდგომის ბოლოსაა მხოლოდ კარგი მანანმდე უბრალოდ მწვანე ბუჩქია, ეხლა ათასგვარი ყვავილებია ჰიბრიდები მთელი ზაფხული რო ყვავილობს მოიძიე ინტერნეტში ძაან მაგარი რამეებია ეხლა ყველას რა გაიხსენებს ტორფი და ნაკელით რაც მეტს გააჯერებ მიწას მით უკეთესი, დათესვის დრო კი პაკეტზევე აქვს მიწერილი ისე კი აპირილის შუა რიცხვებამდე ნუ იჩქარებ დაელოდე დათბობას რომ ღამით არ გაყინოს

Posted by: ia-viola 3 Feb 2019, 21:49
Master_Nick
იმ დღეს კი ვიყავი, მარა არ მიმიქცევია ყურადღება. რაღაცეები ქონდათ, მარა ჯიშები არ ვიცი. ახლები მოიტანეს რაღაცეები.

ხო მეტყობა როგორი ყურადღებიანიც ვარ, ათის მაგივრად ათასი წავიკითხე. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: *WASP* 4 Feb 2019, 03:43
ia-viola

biggrin.gif

QUOTE
მეორე ვარიანტი ჯობს და ვიღაც მილიონეღი ტიპი ჩემგან რომ წაიღებს ერთ ძირ ე.წ. გულის პიტნას ამ გაზაფხულზე.


biggrin.gif

ნეტა მეც მქონდეს და შენც.

Master_Nick

QUOTE
ეხლა დათესვა ადრე ხომ არ არის?


არა. იანვარშიც თესავენ ხოლმე და, მგონი, ნოემბერშიც. მანამ თესლი ამოვა, 20 გრადუსი სითბო უნდა და განათება. ხოდა, იმედია ეხლა დათელი აპრილში უკვე კარგები იქნებიან. მაინც, მოსინჯვად ღირს. საკუთარ მოყვანილს სხვა მუღამი აქ და მაგიტომ მინდა რო მოვსინჯო.

თუ სადმე ცივ ადგილას ხარ, სახლში შემოიტანე სითბოში და დღის განათება გაუკეთე.

თესლები დომინოში ვიყიდე. არა, ძვირი არაა. სადღაც 2 ლარიადან მაქსიმუმ 7 ლარამდე. https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/

Posted by: ia-viola 5 Feb 2019, 12:31
ესრც ჩემი. შემეყიდა. ვნახოთ რა ამოვა და რა გამოვა

user posted image

Posted by: Master_Nick 5 Feb 2019, 21:08
*WASP*
ia-viola
მომავალ უქმეებზე მივდივარ მეც დომინოში, ბრიკორამაში იყიდება თესლები თუ იცით?
* * *
ia-viola
ლამაზი ყვავილებია up.gif ამითი მოფენილი ტერასა წარმოიდგინე რა

Posted by: ia-viola 5 Feb 2019, 23:01
Master_Nick
ესენი გორგიაში ვიყიდე.

ბრიკორამაში არც ვყოფილვარ. დომინო ჩემგან ძალიან შორია და ფეხით (საზ. ტრანსპორტით) წაჩაქჩაქება მეზარება.

აბაა. სასწაული იქნება. ესეთი ვარდისფერიც იყო. და საერთოდ, იმდენნარი ვერსიებია და იმდენნაირი ჯიში . უუუუფ. თან ძვირიც არ ღირს რა.

ეზო მინდაააააააა jump.gif jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: Master_Nick 5 Feb 2019, 23:23
ia-viola
ერთმანეთში უნდა აურიო ეს იისფერი და ვარდისფერი, მერე ნახე შენ ფერების ამბავიsmile.gif მე ეგეთი ქაოსი უნდა შევქმნა ახალ ტერასებზე


Posted by: ia-viola 6 Feb 2019, 00:16
Master_Nick

ზოგად არ მიყვარს არევა. ცალცალკე მქონდა ფერებში დევისპირები და თესლებსაც ცალცალკე ვინახავდი.

მარა თვითონ აირივნენ. ერთმანეთის ქოთნებში ამოვიდნენ. გავბრაზდი და მეღე ერთად შევინახე ყველა ფერი.
* * *
ვინმემ შემაჩერეთ.
facepalm.gif

user posted image
* * *
Master_Nick

QUOTE
კიდევ აქვთ ეგ ნაძვები?


დღეს ვნახე და აქვთ კონიკები. smile.gif

Posted by: Master_Nick 6 Feb 2019, 16:55
ia-viola
შენ მე ვიცი რაც შეგაჩერებს lol.gif ეზო გჭირდება 500-600 კვ.მ მიწის ნაკვეთით, შეჩერდები lol.gif

ეგ სხვადასხვა ფერები შეიძლება ნაწილ ნაწილ დათესო და ლამაზი ხალიჩის მსგავსი კომპოზიცია შექმნა, მოკლედ უკიდეგანო ფანტაზიებისთვის ვრცელი არეალი გჭირდება!

პატარა კონიკებია ხომ? ჩემთვის დევისპირას თესლები ხომ გაქვს შენახული???

Posted by: ia-viola 6 Feb 2019, 17:06
Master_Nick
დევისპირაც და პორტულაკიც.
ოღოონდ დევისპირას თესლის ფერები ავურიე როგორც ზემოთ დავწერე. wink.gif აზრი არ ქონდა, მაინც თავის ჭკუაზე ამოდის და....

თუ გინდა ერთ ძირ გულის პიტნას ნერგსაც მოგცემ. მერე გამრავლდება თავისით. wink.gif

Posted by: Master_Nick 6 Feb 2019, 17:10
ia-viola
ოკ. ეგრე არეული მინდა, როდიდან მირჩევ დათესვას? მარტის შუა რიცხვებში ვფიქრობ მე, მანამდე მიწას კარგად მოვამზადებ. პიტნაზეც არ გეტყვი უარს, დავრგავ შენს სახელზე.

Posted by: ia-viola 6 Feb 2019, 17:16
Master_Nick
რავი, ალბათ მასე, როგორც შენ ვარაუდობ. ძველი სტილით რომ შემოვა გაზაფხული.

QUOTE
ეზო გჭირდება 500-600 კვ.მ მიწის ნაკვეთით, შეჩერდები


აუცილებლად მექნება ეზოიანი სახლი. რომ მექნება ეგ ზუსტად ვიცი. მარა კონკრეტულად როდის ეგ უკვე აღარ ვიცი. wink.gif

Posted by: Master_Nick 6 Feb 2019, 17:22
chest.gif ოკ. უნდა გქონდეს აუცილებლად! ეს პორტულაკები/ დევისპირა დათესვიდან რამდენ ხანში ამოვა?

Posted by: ia-viola 6 Feb 2019, 17:29
Master_Nick
როგორც ყველა თესლი სადღც 1 ან 2 კვირაში. გაჩნია ამინდებს.

Posted by: *WASP* 7 Feb 2019, 06:34
Master_Nick
QUOTE
მომავალ უქმეებზე მივდივარ მეც დომინოში, ბრიკორამაში იყიდება თესლები თუ იცით?


ბრიკორამაში ადრე ქონდათ და ახლაც ექნებათ. ძირითადად, ბოსტნეულის თესლები იყო. დომინოში მგონია უფრო მეტი იქნება.

დომინოში თუ წახვალ, გთხოვ, თუ შეამჩნევ მოწნულ კალათებს და ლამაზ თიხის ქოთდებს, გამაგებინე რა.

რამე ასეთი მინდა ორი ცალი და ჯერ ვიცი აქ სად შეიძლება ვიყიდო

მარცხნიდან პირველი
user posted image

ეს მწვანეც კაია
user posted image

არც ესაა ცუდი
user posted image

Posted by: Master_Nick 7 Feb 2019, 09:27
*WASP*
ok კალათებს და ქოთნებს დავძებნი, ჩაგიგდებ აქ ფოტოებს.

Posted by: ia-viola 7 Feb 2019, 09:58
*WASP*
დომინოს საიტზე ვიყავი და ქონდათ საინტერესო ქოთნები. smile.gif
სხვადასხვა ფერის. მოწნულებზე არ მიმიქცევია ყურადღება და ფერადები თიხისების ნადვილად ქონდათ.

Posted by: Master_Nick 7 Feb 2019, 10:41
*WASP*
შარშან ჩამოვასხით ცემენტისგან ასეთი ქოთნები. თუ მოგწონს შეგიძლია სცადო შენც,
user posted image
* * *
ia-viola
შენ შემიფასე აბა ნახელავი biggrin.gif ქოთნების ექსპერტი ხარ

Posted by: ia-viola 7 Feb 2019, 11:43
Master_Nick
აუ მაგრად მომწონს.

ეგ ტექნიკა ვნახე კიდეც იუთუბზე. ვიფიქრე ხომ არ ვცადოთქო. ეგ ტექნიკაც და მეორეც, ტილოს რომ ავლებენ ცემენტის ხსნარში და მერე სასურველ ფორმას რომ აძლევენ,
დეკორატიული თვალსაზრისით ძალიან ლამაზებია, ვფიქრობ ეზოსთვის იდეალური იქნება.

აი ნესტს რამდენად უძლებს?

Posted by: Master_Nick 7 Feb 2019, 13:00
ia-viola
დიახ ეგ ტექნიკა ავითვისე შარშან, ცემენტში ამოვლებული ტილოების ქოთნები ჯერ კიდევ შარშან დავამზადე smile.gif აგერ გენაცვალე ნაირ ნაირი.lol.gif ჩემს დას დაუმზადე აივნისთვის
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

ესენი კიდევ ჩემს მეგობარს დავუმზადე სასტუმროსთვის და დღეს ასე გამოიყურებიან
user posted image

სცადე შენც აუცილებლად, შენი ქოთნების კოლექციას ერთი ორად გაამრავალფეროვნებს, თან მანდ ფერების კომბინაცია შეგიძლია საღებავებით, ხომ ხვდები?

Posted by: ia-viola 7 Feb 2019, 22:44
Master_Nick
კიი.
ცდად ღირს ნამდვილად.
რომ დავაპირებ, მერე დეტალებში ჩაგეძიები. smile.gif
დათბეს ერთი ნორმალურად რომ ავფუსფუსდე მეც. smile.gif

Posted by: *WASP* 8 Feb 2019, 00:56
Master_Nick
QUOTE
ok კალათებს და ქოთნებს დავძებნი, ჩაგიგდებ აქ ფოტოებს.


დიდი მადლობა. love.gif

ვაა, რა კარგი ქოთნები გაგიკეთებია. ლამაზებია. მგონია, ეგენი უფრო ეზოს მოუხდება.

ia-viola
ძაან ბანძი საიტი აქვთ და არც აახლებენ. რაც უდევთ ეგენი როგორც მახსოვს პატარებია. თან ეგეთი მკვეთრი ფერის არ მინდა. ორი დიდი ქოთანი მინდა. მოწნულს ვიყიდდი და პეტუნიებს დავთესავდი მანდ. დიდ ფართში მაგრად გაიზრდებიან და ყვავილობაც ლამაზი იქნება.

Posted by: ia-viola 8 Feb 2019, 10:31
*WASP*
დიდ ქოთნებში რად გინდა პეტუნიები?

მგონია, რომ დაბალ ძირიანი და განიერი ქოთნები უფრო მოუხდება.

აი მე რას ვაპირებ.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2240688839311906&set=oa.2092414130843648&type=3&theater&ifg=1

wink.gif
ჩემი შეჩერება შეუძლებელია. სახლშI ჯერ არ იციან. smile.gif

Posted by: -Ivar- 8 Feb 2019, 16:46
მეგობრებო, ვარდები გაქვთ, როგორ უვლით, როდის სხლავთ?
გამომწვარ ნაკელზე მითხრეს ძალიან უხდებაო და სად ყიდულობთ (თუ ყიდულობთ) ? smile.gif


Posted by: *WASP* 9 Feb 2019, 07:29
ia-viola


რაც უფრო დიდი ფართი ექნებათ, მით უფრო დიდები ხდებიან და უხვად ყვავილობენ. ამიტო მინდა ერთი-ორი მოზრდილი კალათა,

ნახე, ამან რამხელები გაზარდა. მაგის ნახევარიც რო მოვიდეს, კარგი იქნება. https://www.youtube.com/watch?v=vy11tXJwGdc&t=17s

შენი ლინკი არ იხსნება.

-Ivar-

ვარდების ამბები ყველაზე კარგად ia-viola - მ იცის.

Posted by: ia-viola 9 Feb 2019, 18:25
*WASP*
QUOTE
ვარდების ამბები ყველაზე კარგად ia-viola - მ იცის.

კარგად ცოდნისა რა მოგახსენო, მეც დამუღამების პროცესში ვარ, მარა რაც ვიცი, გავუზიარებ. wink.gif

-Ivar-
ჯერ გასხვლა ადრეა. რადგან რომ მოყინოს, შეიძლება ნერგი გააფუჭოს.

დამწვარ ნაკელს რაც შეეხება, ჩემ ვარდებს ცოტა ნაკლეიც აქვთ და ცოტა ტორფიც.

აი მავნებლები და დაავადებებია, ჩემი ნერვები რომ შეიწირა, თორემ ნიადაგებში ძალიან უპრეტენზიოა. smile.gif


***
ერტი სული მაქვს ჩემი ნერგები ვნახო. ნეტა რას შვრებიან, როგორ გაიხარეას.
უუფ, დროზე მოვიდეს რა გაზაფხუკი, დავიღალე უკვე. smile.gif

Posted by: -Ivar- 9 Feb 2019, 19:10
ia-viola
გამომწვარ ნაკელს სად ყიდულობთ?
პარაზიტებზე და ნაცარზე ვამუშავებ პერიოდულად და მაგ მხრივ არაუშავთ რა smile.gif

Posted by: ia-viola 9 Feb 2019, 19:18
*WASP*
ფართე - კი ბატონო ,მაგრამ დიდსა და მაღალს აზრი არ აქვს.
* * *
-Ivar-
მე სოფლიდან ჩამომოტანეს ადრე.
და ახლა რას ვიზამ არ ვიცი. ისევ ვიღაცას უნდა ვთხოვო. smile.gif biggrin.gif facepalm.gif

თავად რომელ პრეპარატებს იყენებ მავნებლებსა და დაავადებებზე?

Posted by: *WASP* 9 Feb 2019, 22:16
ia-viola

წინა წელს რო დაავადდა ჩემი ვარდი, ორი მესამედის მოჭრას ვაპირებდი და მერე გავანებე თავი. ახლა ძალიან ინტენსიურად ამოყარა ახალი განშტოებები. დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით რამე უნდა ამ ეტაპზე?

ერთი კომპანია ვნახე. მზა ჩითილები გვაქვსო და მანდ რამე ხო არ გიყიდია? ვიფიქრე, თუ თესლებით ვერ გავზარდე, ამათთან იქნებ ვიყიდო... http://mzachitili.ge/ყვავილე...

Posted by: ia-viola 9 Feb 2019, 22:58
*WASP*
მანდედან არ მიყიდია არაფერი. მე ძირითადად ვყიდულობ: გორგიაში, გეობოტანიკში, ჩემ სამსახურთან - მეყვავილესგან და ფბ-ს ყვავილნარის ჯგუფიდან - თუ რამე მომეწონა.
რავი, პროფილაქტიკისთვის შეწამვლა არ მივარს. რა საჭიროა ზედმეტად წამლების და პრეპარატების მიღება. მერე წამალ დამოკიდებული ხდება და იმუნიტეტი სუსტი ექნება და ადვილად დაზიანდება.

ადამიანებივით არიან ესენიც. wink.gif

Posted by: *WASP* 10 Feb 2019, 07:31
ia-viola
QUOTE
რავი, პროფილაქტიკისთვის შეწამვლა არ მივარს. რა საჭიროა ზედმეტად წამლების და პრეპარატების მიღება. მერე წამალ დამოკიდებული ხდება და იმუნიტეტი სუსტი ექნება და ადვილად დაზიანდება.



სადღაც გავიგე, პირიქით უნდაო....

ამ ტიპის ქოთანი ხო არ გქონია?

პეტუნიებისთვის მინდა და რაღაც მგონია, რო შუაში დაბალი იქნება და მანდ ვერ დაირგვება. თუ დარგავ და მერე ფესვები თვითონ წავა ქვედა განყოფილებებში?

user posted image

Posted by: ia-viola 10 Feb 2019, 14:58
*WASP*
აი ინდივიდუალურია რა ეგეც.
მაგ: ჩემი დაქალია, ერთ დაცემინებაზე ხუთ წამალს სვამს, მე - წრლიწადი უსე შრიძლება გავიდეს, მედიკამენტს არ მივეკარო.
ხოდა ზრუნვის ობიექტებზეც გადაგვაქვს იგივე დამოკიდებულება. smile.gif

არ მქონია მასეთი ქოთანი. რასაც ამბობ, ლოგიკურია. smile.gif

***
ჩემმა ჰორტემ დაიწყო გამოღვიძება. იჰუუუუ

user posted image

რაც მაგ ფოტოზეა, სამივე მაქვს. smile.gif

Posted by: Master_Nick 10 Feb 2019, 22:32
ia-viola
ჰორტეს ამბავი ძალიან მაინტერესებს, ჩემსკენ ჯერ ძვრა არ ააქვს.

Posted by: ia-viola 11 Feb 2019, 10:11
Master_Nick
ხო, ამან იანვრიდან დაიწყო, უფრო და უფრო აფუსფუსდა. wink.gif

კამელია უნდა ნახო რა დღეშია.

ქოთანში მაგ დღეში არიან და ღია გრუნტში რას იზამდნენ. biggrin.gif

Posted by: nia4u 11 Feb 2019, 12:27
*WASP*
ძაან მომწონს ეგ ქოთნები...
ორ რიგად ჩარგავ აქეთ-იქით, შუაში ვერ ჩაირგვება...

Posted by: ia-viola 11 Feb 2019, 14:08
ამოვიდნეეენ
jump.gif jump.gif jump.gif

ახლა ესენი თუ ისე გაყვავდნენ, რაც პაკეტზე ეხატა, იუჰუუუუ

user posted image

Posted by: *WASP* 11 Feb 2019, 20:40
nia4u

გქონია ეგეთი ქოთნები?

ia-viola

ერთი ვიდეოში ვნახე როცა თხელი ღეროები აქვთ, მაში ზემოდან მიწას აცრიან ცოტას. რამე განათება გაუკეთე?

Posted by: nia4u 12 Feb 2019, 00:16
*WASP*
არ მქონია, მაგრამ მომწონს ძაან.
დომინოში ვნახე, თუ სწორად მახსოვს...

Posted by: ia-viola 12 Feb 2019, 12:05
*WASP*
nia4u
გორგიაშიც აქვთ. smile.gif

*WASP*
ეგენი ცუდ პირობებში მყავს. მზის შუქი არ უდგება ფაქტიურად და ოთAხის განათების იმედად არიან. უბრალოდ ჩავყარე თესლი, რომ მიწა არ იყოს მოტიტვლებული.
არც ველოდი რომ ამოვიდოდა.
აიმეორე პაპრტიაზე კი დიდ იმედებს ვამყარებ. smile.gif

Posted by: Master_Nick 12 Feb 2019, 21:46
ia-viola
დათესვიდან რა ვადაში ამოვიდნენ?

Posted by: ia-viola 12 Feb 2019, 22:40
Master_Nick
ოთხ დღეში.

იმედია ბალახი არაააა.

მეორე პარტია კარგ ადგილას არის. მზიან, ნათელ და თბილ ოთახში დგას ქოთნები. პარასკევს დათესილებს, დღეს წვერები ქონდათ ამოყოფილი.

Posted by: Master_Nick 12 Feb 2019, 23:58
ia-viola
ვა მაგარია, ასე მოკლე ვადაში თუ ამოდისsmile.gif ისე მე კოინდარზე მომივიდა ეგრე, სამთო ქიმიასთან ვიყიდე თესლი და კოინდარის პროვოკაცია ამოვიდა facepalm.gif მერე დომინოში ავიღე სტადიონის ბალახი და სულ სხვა ხარისხის ბალახი მივიღე. იმ დღიდან ჭკუა ვისწავლე და დომინოს გარდა კოინდარის თესლს სხვაგან აღარ ვყიდულობ

Posted by: ia-viola 13 Feb 2019, 09:52
Master_Nick
გამოდგომაზეა რა.

აი ახლა, ნახევარ საათში ციკლამენის თესლი უნდა ვიყიდო, 14 სხვადასხვა ფერის.
bis.gif

მაგ გოგსგან რაც ვიყიდე, ყველაფერი მაგარი იყო.
ერთი სული მაქვს. wink.gif

Posted by: ASIA 14 Feb 2019, 20:36
წითელფოთლებიანი ჭანჭყატი მინდა.

სად იყიდება და რა ღირს ნეტაააავ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Feb 2019, 21:20
ვერ გავაგებინე ამათ რო ზამთარია user.gif

Posted by: Master_Nick 14 Feb 2019, 23:45
M-A-S-E-R-A-T-I
up.gif მაგარია, გაზაფხულზეც ასეთები არიან ესენი?

ხომ არ იცით კედელზე ვერცხლისფერი ფოთოლით რა მცენარეა?
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Feb 2019, 01:06
Master_Nick
QUOTE
მაგარია, გაზაფხულზეც ასეთები არიან ესენი?

ესენი ყოველთვის ესეთები არიან

QUOTE
ხომ არ იცით კედელზე ვერცხლისფერი ფოთოლით რა მცენარეა?

ჭრელი ალოკაზიაა უფრო პატარები არ ვიცი ვერ ვხედავ მგონი ფიტტონიებია, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი

Posted by: Master_Nick 15 Feb 2019, 22:43
M-A-S-E-R-A-T-I
ტროპიკული მცენარე ყოფილა, მუდმივი სითბო უნდა ამას არა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Feb 2019, 00:32
Master_Nick
QUOTE
ტროპიკული მცენარე ყოფილა, მუდმივი სითბო უნდა ამას არა?

არ მყოლია მაგრამ წერენ რომ კი და საკმაოდ მაღალი ტემპერატურის

Posted by: ia-viola 16 Feb 2019, 10:46
ესეც ჩემი კამელია. ჯერჯერობით მხოლოდ ორი კოკორი.

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 16 Feb 2019, 20:30
დღეს ეს პრიმულები ვიყიდე, ხვალ მიწაში უნდა გადავიტანო.
user posted image
user posted image

ia-viola
დომინოში ყვავილების თელსების ისეთი არჩევანია, საიდან დავიწყო აღარ ვიცი bis.gif
კასეტებში თუ გაგიხარებია შენ თესლი?
* * *
*WASP*
დომინოს ქოთნებს კითხულობდი, რა გითხრა არ ვიცი ......
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: ia-viola 16 Feb 2019, 22:03
Master_Nick
აუ რა ლამაზებია. ძალიან მოუხდება შენ ტერასებს. smile.gif

რა ფასებია ამ დომინაში, რა უბდურებაა. ქოთნებია ბოლობოლო. შემთთ ხომ არ გიკითხავს, თირკმელს ადგილზევე ჩაიბარებენ თუ ...


ნწ. კასეტებში არ გამიხარებია. მე ვთესავ ერთჯერად, პენოპლასტიან ჭიქებში - პერლიტიან მიწაში. დღეს გავამზადე ჭიქები, ციკლამინა უნდა დავთესო.



Posted by: Master_Nick 16 Feb 2019, 22:19
ia-viola
კი კარგებია, ხვალ გადავრგავ ტერასებზე.
კასეტებიც შევიძინე, უნდა ვცადო აუცილებლად, მჯერა რომ გამომივა smile.gif

ქოთნების ფასები მე არ მაღელვებს, ჩემი ჰენდ მეიდ ქოთნები ყველაფერს მირჩევნია biggrin.gif

Posted by: sophka 17 Feb 2019, 13:21
რა კარგი ქოთნებია, რა ფასი აქვს მართლა, რა არის.

მინდა მეც თესლები.
ვეღარ გავაღწიე, სულ გადარბენებზე ვარ.

ia-viola
რა ლამაზია.
მინდა, მეც უნდა ვიყიდო კამელია.
შემოდგომიდან მოყოლებული შემეყარა ქოთნის ყვავილების სენი.
:დ :დ

ჩემი ბალბა აყვავდა ისევsmile.gif
თეთრს უჭირს ცოტა.


Posted by: Master_Nick 17 Feb 2019, 16:58
ამ მცენარესთან ხომ არ გქონიათ ვინმეს შეხება? მაინტერესებს ჩვენს პირობებს როგორ ეგუება, დაავადებების მიმართ როგორია და ა.შ.
Nandina Firepower
user posted image
user posted image
* * *
sophka
დიდი ქოთნები მოგეწონა? პატარებს არ აქვს ცუდი ფასი, აი დიდებზე რა გითხრა აბა, მე რომ ვაკეთებ ჩემს ქოთნებს 5-6 ლარი თვითღირებულება კი გამოდის, ჩემს შრომას თუ არ ჩავთვლიsmile.gif

Posted by: sophka 17 Feb 2019, 17:57
Master_Nick
დიდი კი,
უჰ, შენი ქოთნები მშვენიერია.
შრომაა ძვირი რაც ფასობს:დ

ხარ თესვა-რგვაში ხომ?! კარგიაა, მეც დავიწყებ ნელ-ნელა.


Posted by: Master_Nick 17 Feb 2019, 18:15
sophka
დომინოს დიდი ქოთნები ძვირია, მე მგონი სიძვირეს მასალა განაპირობებს.
დღეს მქონდა გეგმაში თესვა - რგვა, მაგრამ ამ ქარის გადამკიდე ვერაფერი გავაკეთე და დავბრუნდი უკან თბილისში facepalm.gif

Posted by: ia-viola 17 Feb 2019, 19:57
sophka
[quote]

[quote]რა ლამაზია.
მინდა, მეც უნდა ვიყიდო კამელია.[/quote]
300-მდე ჯიში ყოფილა. wink.gif ძალიან ლამაზია. ყველა კოკორი რომ გაიშლება, მერე უფრო სასწაული იქნება. smile.gif მარა სურნელი არ აქვს. rolleyes.gif
იმედია ამ ქარებს მშვიდობით გადავიტანთ და არ დააგლეჯს ფურცლებს. smile.gif

[quote]შემოდგომიდან მოყოლებული შემეყარა ქოთნის ყვავილების სენი.[/quote]
ჯერ სად ხარ. მე დავიწყე ,,1-2 ქოთანი და მეტით არა'' და კი ავედი ამასობაში 100 ქოთნამდე. biggrin.gif მერე დაავადებასავით არის.
ჩემი ბალბიკოებიც ყვავის. თან გარეთ დავტოვე, არ შემომიტანია. მხოლოდ ცელოფანი აქვთ გადაფარებული. smile.gif

***
თუ მანდამაინც ძალაინ გაპრანჭული ქოთნები არ გინდათ, ე.წ. ლარიან მაღAზიებში შეიძლება დიდი ზომის ქოთნების შეძენა 3 ლარად. smile.gif უფრო დიდის - 5 ლარად.

Posted by: ia-viola 23 Feb 2019, 11:18
user posted image

user posted image

სულ კაეები და სულ ჩემები

Posted by: *WASP* 25 Feb 2019, 03:48
Master_Nick


მადლობა. love.gif რამდენი გადაგიღია. ზოგი კარგი ფორმის არი, მარა ზედაპირი არ მომწონს. იმ ქოთანს რო ვყიდულობდი, მაშინვე უნდა ამეღო მეორე. ძაან შევცდი რო არ ვიყიდე...

დღეს ვიყავი გეობოტანიკში. ძალიან არ მომეწონა. განსაკუთრებით პერსონალი. თავი ორღობეში მეგონა. მეორედ მანდ შანსი არაა მივიდე. ვიღაც ერთი შემთხვდა. ძალიან არასასიამოვნო და არაკომპეტენტური.

Posted by: Master_Nick 25 Feb 2019, 23:47
*WASP*
რა მადლობა, თუ რამით შემეძლება მიგულე შენს გვერდით,

smile.gif გეობიტანიკში გოგო იყო გამყიდველი? ძლივს გავაღიმე ეგ გოგო facepalm.gif თანხას სადაც იხდი - ის გამყიდველიც მაგარი ბლატნოია,
ახალი მცენარეები აქვთ მიღებული?

Posted by: *WASP* 26 Feb 2019, 19:18
Master_Nick

მადლობა, კიდევ ერთხე.

კი, ვიღაც გოგო იყო. არადა მისვლამდე დავრეკე და ვიღაც თითქოს ადეკვატურმა ბიჭმა მიპასუხა.

მოლარე ძალიან საშინელი იყო. რამის ყიდვის სურვლი ეგრევე დამიკარგრა.

დიდად არაფერი აქვთ. ალბათ აპრილისკენ იქნება. ქოთნებიც არ ქონდათ. გარეთ უდევთ წვიმაში და ტალახში.

გთხოვ, შემახსენე შენ რომელ სასუქს უკეთებ წიწვოვანებს. მაგას სადმე დიდუბეში ვიყიდი?

Posted by: Master_Nick 26 Feb 2019, 21:19
*WASP*
მე ვიყენებ Yara mila complex ქლორის გარეშე და არამარტო წიწვოვნებზე, ფოთლოვანებსაც მაგას ვაყრი და არიან გადარეულები wink.gif აგროსფეროს მაღაზიათა ქსელში იყიდება ეგ სასუქი.

Posted by: *WASP* 27 Feb 2019, 00:06
Master_Nick

http://www.noblex.ge/ge/Products/fertilizers/Granularfertilizers/YaraMila12-11-18

ესაა, ხო? ხანგრძლივი მოქმედების სასუქია? წყალში გახსნა არ უნდა? 25 კგ ძაან დიდი შეფუთვაა. უფრო მცირე ოდენობით არ ყიდიან?

Posted by: Master_Nick 27 Feb 2019, 00:13
*WASP*
ეგ არის, წყალში არ უნდა გახსნა, შემობარულ მიწაში ირგვლივ უნდა მოაყარო და ნელ ნელა დნება, ხანგრძლივი მოქმედებისაა - მე წელიწადში ორჯერ ვიყენებ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე.
მცირე რაოდენობითაც ყიდიან კი.

Posted by: *WASP* 27 Feb 2019, 00:41
Master_Nick

მადლობა. მოვიკითხავ ერთი მაგას. ვარდებზე მასწავლეს სოლინური 20 20 20. ერთი ესეც უნდა მოვსინჯო.

Posted by: ia-viola 28 Feb 2019, 14:25
sophka
აბა თუ მიხვდები ეს რაა?
jump.gif

user posted image

Posted by: sophka 28 Feb 2019, 22:50
ia-viola
ვაიმეე, ჩიტავაშლა?
დააკალმე უკვე, აუ, რა გოგო ხარ!
:*

ჩემი ახალი ბინადარნი, ძალიან ლამაზები და საყვარლები.
მგონი მოსწონთ ჩემთან wink.gif
user posted image

user posted image

user posted image
შემოდგომამდე დავტოვებ აივანზე, ისე მომწონს.
მერე წავიყვან აგარაკზე:დ


Master_Nick
დიდი მადლობაა rolleyes.gif

სასუქის გარეშე ვერ იხარებენ? სჭირდებათ აუცილებლად?




Posted by: Master_Nick 28 Feb 2019, 23:08
sophka
არაფერს, რისი მადლობა,smile.gif
ვა ეს კომბოსტოები რა ყოჩაღად გამოიყურებიან, მიწა კი აკლდა რომ ამოვიღე მიწიდან, მაგრამ გამძლეა მაგარი bis.gif bis.gif
არ უნდა მაგათ არანაირი სასუქი, დატოვე ეგრე როგორც არის.

ლავანდას ბევრი წყალი არ დაუსხა და მზემ უყუროს მაქსიმალურად, ეგ კიდევ უფრო ვერცხლისფერი გახდებაsmile.gif

Posted by: sophka 28 Feb 2019, 23:19
Master_Nick
არაა, ჩემს ყვავილებს არა.
შენს წიწვოვანებზე ვთქვი, სჭირდებათ აუცილებლად სასუქი-თქო?


მე მხოლოდ ბანანით, ფორთოხლის ქერქით, ყავით ვკვებავ ხოლმე.
ხახვის ფოჩების ნაყენიც კარგია.
ნაცარი ძალიან კარგია ნიადაგს ამდიდრებს და თან ზოგიერთ სახეობის მავნებლებსაც ებრძვის.

Posted by: Master_Nick 28 Feb 2019, 23:27
კი ჩემებს აუცილებლად სჭირდებათ, ეხლა მარტის თვეში მივცემ და თავისუფალი ვარ მომავალ წლამდე

ნაცარის, ბანანის, ხახვის ფოჩების და ფორთოხლის ქერქის იმედად მე ვერ ვიქნებიsmile.gif

Posted by: ia-viola 1 Mar 2019, 00:21
sophka
კიი.
იმედია გაიხარებს. სახლში შემოვიყვანე მაინც. ვნახოთ რას იზამს.

Posted by: sophka 1 Mar 2019, 08:57
Master_Nick
აჰაა, რჩევა მიღებულია.
არადა, ასეთ ნაყენებზე დგას ბიოდინამიური მეურნეობა biggrin.gif

ia-viola
კი კი გაიხარებს.


დილა მშვიდობისაა,
გაზაფხულიც შემოვიდაა bis.gif
მაგრამ ისეთი სუსხია:დ



Posted by: Master_Nick 1 Mar 2019, 23:27
sophka
კი ვიცი და გეთანხმები, თუმცა მე რომ შევადარე, სასუქმა ხეების ზრდის კუთხით ფენომენალური შედეგი მომცა,
ბაღჩაში - ბოსტან ვგულისხმობ, ორგანულ ნაკელს ვხმარობ მეც.

Posted by: Johnnie Walker 3 Mar 2019, 10:51
სიმაპტიური ყვავილოვანი (ან უყვავილო) მცოცავი სად ვიყიდო ბინის აივნისათვის, ხომ ვერ მირჩევთ?

ისეთი, რომ ქოთანში გაიხაროს, ცხადია, ქოთანს ნებისმიერი ზომისას შევურჩევ, მთავარია, მცოცავი ლამაზი იყოს და აივანს მოუხდეს.

დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ia-viola 3 Mar 2019, 17:21
sophka

QUOTE
დილა მშვიდობისაა,
გაზაფხულიც შემოვიდაა 
მაგრამ ისეთი სუსხია:დ


დღეს დილით უეჭველი უნდა ვყოფილიყავი თბილისში. ღამის 10 სთ-ზე მომიწია ბათუმიდან გამომგზავრება. ზესტაფონიდან - მცხეთამდე და განსაკუთრებით რიკოთზე ისეთი თოვლი იყო და ისე ბარნიდაა, მასეთი რამ ადრეული ბავშვობის მერე არ მინახავს.
რაღა გასკვირია აქ სუსხი იყოს.

გაიხარა ჩიტავაშლამ. ფოთლები წამოიღო. ეს ტოტი ხომ ოთახში მყავს. wink.gif

Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 17:27
დღეს ვიყავი დომინოს სანერგეში, ბევრი საინტერესო მცენარეა და უფრო მეტს კიდევ ელოდებიან საგაზაფხულოდ,
ყურადღება მიიქცია სანერგეს ბოლოში გატანილმა მცენარეებმა, მათი დიდი ნაწილი ან გამხმარია ან გაურკვეველ მდგომარეობაშია, ცხადია ასეთ მცენარეებზე ფასიც დაკლებულია მნიშვნელოვნად!!!

მოკლედ გავრისკე და ვიყიდე ერთი საკმაოდ საინტერესო ღვია, რომლის მდგომარეობიდან გამოყვანას დიდი მონდომებით შევუდგები, რაც ვნახე თითქო დაავადება არ უნდა სჭირდეს, მე მგონია რომ ქოთნიდან ღია გრუნტში გადარგვამ უნდა გამოაცოცხლოს, მომავალ კვირას გადავიტან მიწაში.

Posted by: ASIA 3 Mar 2019, 17:34
Master_Nick
და რა ღირს ღვია - თუ საიდუმლო არ არის? მეც მინდა რომ მქონდეს და ერთხელაც წამოვალ თბილისში და ვიყიდი, მაგრამ ჯერ ფასებს და ადგილებს დავადგენ

Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 17:41
ASIA
ღვიებს გააჩნია, ძალიან ბევრნაირია, ფასები მერყეობს დაწყებული 15-20 ლარიდან, 100-150 ლარამდე დიაპაზონში. რაც უფრო დიდია მცენარე მით მეტია ფასი, გირჩევ პატარები იყიდო და შენით გაზარდო, სულ სხვა ინტერესი აქვს.


Posted by: ia-viola 3 Mar 2019, 17:41
Johnnie Walker
უყვავილო სუროც შეიძლება. ძალიან ლამაზი ჯიშებია.

მე - მხვიარა ვარდს გირჩევდით. wink.gif

არსებობს 1 ან 2 წლიანი მცენარეებიც. მათი თესლები ყველგან იყიდება. smile.gif

მოკლედ, ბევრი ვარიანტია.

Posted by: ASIA 3 Mar 2019, 18:36
Master_Nick
მადლობა.

რა თქმა უნდა პატარას ვიყიდი - ვიცი რომ ზრდის პროცესი საინტერესოა. თან ფასის გამო მაინც მაგას შევიძენდი ...

Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 18:47
ASIA
up.gif წარმატებები, ეგრე ვიყიდე მეც პატარები და 2-3 წელიწადში ძალიან კარგად წამოვზარდეsmile.gif

Posted by: ASIA 3 Mar 2019, 18:50
Master_Nick


და დომინოს სანერგე სად არის ტერიტორიულად?

Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 18:56
ASIA
ისთ პოინთის ტერიტორიაზეა, ვარკეთილის რომ გასცდები აეროპორტის გზაზე. ეგეთი ღვიები გორგიაშიც (დიდუბეში სამთო ქიმიის შენობის გვერდით) ბევრი იყიდება, სართიჭალაში თუ ჩახვალ იქ საერთოდ დაიკარგები, პოლონელების სანერგეა ,,Agromax Décor"
მოკლედ ღვიების დიდი არჩევანია


Posted by: sophka 3 Mar 2019, 21:06
Master_Nick
აუ, როგორ არ შეეცოდათ ეგ მცენარეები, გასახმობად გაიმეტეს.
ნიკორასი არ იყოს, შემოიტანეს ყვავილები და ისეთ საცოდავ მდგომარეობაშია, არავინ უვლის და გახმება აბა რა იქნებაsad.gif


ia-viola
უიჰ, რა ყოჩაღია... შენ უფრო მეტად...
ძალიან ციოდა კიი, ზამთარმა და გაზაფხულმა გაუცვალეს დრო ერთმანეთს თუ როლები :დ :დ :დ


Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 22:25
sophka
ეგ მცენარეები მოუვლელობის გამო არ უხმებათ, ზოგი ტრანსპორტირების დროს ზიანდება, ზოგს ქარი აფუჭებს, ზოგს დაავადება, ზოგს ქოთნის სივრცე აღარ ყოფნის და მიწაში გადატანა სჭირდება და ა.შ. მაგხელა სანერგეში ეგ დანაკარგი ჩვეულებრივი ამბავია.

მე იმაზე მწყდება გული რომ გახმობამდე არ ყიდიან, ან დაარიგონ უფასოდ ბოლო ბოლო. მოკლედ დღეს ბევრი ვესაუბრე მენეჯერს მაგრამ ...........

Posted by: sophka 3 Mar 2019, 23:03
Master_Nick
გადაყრა ურჩევნიათ, ვიდრე ფასდაკლება გააკეთონ ან ჩამოწერონ სანამ დაკარგავენ სიცოცხლის უნარს.
უყურადღებობაც მოუვლელობაა.
მართლაც, ან დიდი ფასდაკლება გააკეთონ, ან საჩუქრად გადასცენ სკვერებს, ბაღებს, სკოლებს და ა.შ.
მაგრამ...
არაო, ხომ?

Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 23:22
sophka
ფასდაკლებებია ეგეთ მცენარეებზე თუმცა მაინც მაღალია ფასი და რისკი დიდია, მოკლედ გადაყრა ურჩევნიათ იაფად გაყიდვას, 170 ლარიან ნახევრად გამხმარ სპირალის კიპარისში, 75 ლარს არავინ გადაიხდის. შენი დიდი ხათრი გვაქვს მაგრამ არაო lol.gif ხოდა გაბრაზებული წამოვედი, ერთი ღვია მაინც წამოვიღე - გადავარჩენ იმედია.
არადა რა მცენარეებია რომ იცოდე, გული გაგისკდება

Posted by: ASIA 4 Mar 2019, 00:37
QUOTE
, მოკლედ გადაყრა ურჩევნიათ იაფად გაყიდვას, 170 ლარიან ნახევრად გამხმარ სპირალის კიპარისში, 75 ლარს არავინ გადაიხდის. შენი დიდი ხათრი გვაქვს მაგრამ არაო

Master_Nick

ხოდა გადაყარონ . . . ახია მაგათზე . . .

აქაც შარშან გაუფუჭდათ პრიმულები და მაინც ხუთ ლარს იძახდნენ . . .
ამას ბიზნესი არ ქვია - ამას რაღაც სხვა ქვია და არ მინდა დავწერო რაც ...



Posted by: Johnnie Walker 4 Mar 2019, 08:07
ia-viola
QUOTE
მე - მხვიარა ვარდს გირჩევდით

ხოდა სად ვიყიდო ეგ მხვიარა ვარდი-თქო, მაგას ვკითხულობ smile.gif

Posted by: ia-viola 4 Mar 2019, 16:33
Johnnie Walker
იმ დღეს მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდდნენ, რკინის გადსასვლელი ხიდის ქვეშ.

კიდევ,
შაბათ-კვირას არის ხოლმე ყვავილების ყიდვა-გაყიდვა მეტრო ისანთან. იქაც ექნებათ დიდი ალბათობით.
მეტრო დიდუბებსთან საკუთAრი თვალით ვნახე ამ 3 დღის წინ.
* * *
მე მუქნის ხოლმე ჩემი მეყვავილე ეგეტ მცენარეებს. სამი ორქი მაჩუქა მასე, გადავარჩინე და ერთი ცალი_ ორი დღის წინ გამიყვავდა.

Posted by: Master_Nick 4 Mar 2019, 21:37
ASIA
სამწუხაროდ ეგრეა კი, გადაყრა ურჩევნიათ, გული დამეწვა იმხელა გამხმარი ბზების ბუჩქები ვნახე facepalm.gif მოკლედ დაგრუზული წამოვედი იმ დღეს სანერგედან რაsmile.gif
შენ სად ცხოვრობ? თბილისში პრიმულები 1.5 ლარი ღირს რა ამბავია 5 ლარიsmile.gif

Posted by: ASIA 5 Mar 2019, 21:55
Master_Nick

QUOTE
გული დამეწვა იმხელა გამხმარი ბზების ბუჩქები ვნახე


იმიტომ, რომ ყვავილები არ უყვართ - ფული უყვართ მარტო . . და ერთხელაც აღარც ფული ექნებათ და აღარც ყვავილები - აი ასე ...

ზესტაფონში ვცხოვრობ და შარშან ვუთხარი თბილისში ძალიან იაფია და რა ცეცხლს უკიდებთ მეთქი - ხოდა წადი და თბილისში იყიდეო . . . biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Posted by: ia-viola 6 Mar 2019, 12:16
ტერიტორია რომ მქონდეს, სანერგეს გავაკეთებდი აუცილებლად. და ქართული ჯიშის ხეებს გავამრავლებდი, აი ისეთებს, წითელ წიგნში რომ არის შეტანილი უკვე.
რაც გაიყიდებოდა ხომ კარგი, რაც არა და გადავიტანდი ბუნების წიაღში.

ორივე შემთხვევაში გამრავლდებოდა და გადარჩებოდა იშვიათი სახეობა. მეორეს მხრივ კი პოპულარიზაცია და ამბები....


ეჰ, რატომ არ ვარ მეფე გიორგი...

აი გუშინ რას წავაწყდი ფბ-ზე. მე ამ ადამინის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი.
ცოტა ხნით მოგწყვეტთ გლამურსა და სხვის ხმაურიან თუ ფეშენ ცხოვრებას და ამ კაცზე დავწერ. კაცზე რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ თუ იცის და რომლის არც ქუჩა არსებობს ჩვენს დედაქალაქში და არც ძეგლი ჩვენს სამშობლოში.
რომ არა ეს კაცი, სურამი როგორც კლიმატური კურორტი, დღეს არ იარსებებდა.
იცოდით რომ სურამში ბაიათხევის, კვირაცხოვლის და გვერდისუბნის ფერდობები მთლიად ხელოვნური ტყითაა განაშენიანებული და მანდ ეგ უნიკალური ფიჭვი თავისით არ ამოსულა?
ამ კაცმა გააშენა მთლიანად, რასაც 28 წელი მოანდომა და ეს არაა ერთადერთი სიკეთე, რაც გააკეთა თუ დაგვიტოვა.
მთელი ცხოვრება აქტიურ საგანმანათლებლო სამუშაოებს ეწეოდა და ქვეყნის რომელ რეგიონშიც ნიშნავდნენ, იმის გარდა რაც ევალებოდა, (ძირითადად ტყის გაშენება თუ დაცვა), ყველგან სკოლებს და უფასო სამკითხველოებს ხსნიდა და სხვა პრობლემებსაც უგვარებდა მოსახლეობას. ქრონოლოგიურად მივყვები:
1. როგორც კი სატყეო სასწავლებელი დაამთავრა, იმავე წელს დანიშნეს მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწედ. დაინიშნა თუ არა, უფასო სამკითხველოები გახსნა მარტყოფშიც და საგარეჯოშოც, სადაც ადგილობრივი მასწავლებლები ახალგაზრდებს უკითხავდნენ წიგნებს.
2. ამ პერიოდში რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების მინისტრის ბრძანებით გამოიცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ყველას ეძლეოდა ტყის გაჩეხვის უფლება. ამ კაცმა პროტესტი გამოთქვა და “ივერიაშიც” გამოაქვეყნა წერილი, რომ ეს დიდ ზიანს მიაყენებდა საქართველოს ბუნებას. მეფის მოხელეებმა ეს არ აპატიეს, მოხსნეს თანამდებობიდან და გადაიყვანეს ლორეს სატყეოში, რაც მნიშვნელოვან ჩამოქვეითებას ნიშნავდა.
3. ამ ამბავს გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე და “ივერიაში” გამოქვეყნა წერილი, სადაც წერდა რომ ამ კაცს ერთი მომდურებელიც კი არ ყავს რეგიონში და რაც იქ მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში, ტყის გაჩეხვის ერთი ფაქტიც კი არ ყოფილაო. თუ გლეხებს რამე ჭირდებოდათ ტყიდან, მთავრობასთან თვითონ შუამდგომლობდაო. გარდა ამისა საგარეჯოს წიგნთსაცავის გამგეობის წევრია და სულ იმას ცდილობდა, რომ გაემდიდრებინა ეს წიგნთსაცავიო. ასევე გლეხებისთვის იყიდა ვაზის სასხურებელი მანქანა, გოგირდის შესაბერი და შეეძლოთ გლეხებს უფასოდ გამოეყენებინათო. ნეტა რა ავმა ენამ დააშორა ეს სასარგებლო კაცი და ხალხის გულშემატკივარი სოფელსო?
4. ამის შემდეგ ყვარლის სატყეოში გადაიყვანეს და თვითონ სოფელ გავაზში დასახლდა. სოფელს მანამდე სკოლა არ ქონდა და ორი დაწყებითი სკოლა გახსნა, ერთი ბიბლიოთეკა და ააშენა შენობა, სადაც იმართებოდა წარმოდგენები.
5. რადგან სურამიდან იყო, სურამს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ჯერ კიდევ საგარეჯოში ყოფნისას, სურამში გახსნა სამკითხველო და “ივერიაში” გამოაქვეყნა წერილი, სადაც ითხოვდა რომ წიგნებით დახმარებოდნენ ბიბლიოთეკას. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამხილა სურამის მამასახლისი, რომელიც ფულს არ უხდიდა სკოლის მასწავლებლებს.
7. ყვარლის მერე გადაყავთ აბასთუმნის და შემდეგ ბაკურიანის სატყეოში. სოფელ თორში იწყებს ცხოვრებას, სადაც სასმელი წყალი არ არის. მისი მეთაურობით იწყება წყალსადენის გაყვანა, შენდება სკოლა და კეთდება სოფლამდე მისასვლელი საურმე გზა, 14 კილომეტრიანი - თორიდან ბორჯომამდე, რომელსაც ხალხმა მისი გზა დაარქვა.
8. შემდეგ გადადის წაღვერის სატყეოში, სადაც ყველაზე დიდხანს - 8 წელი იმუშავა. პირველ რიგში, ააშენა ორი შენობა, ერთი სკოლისთვის და მეორე მასწავლებლების საცხოვრებელი. მერე შემოიკრიბა ახალგაზრდები, დაიწყო წარმოდგენების გამართვა და შემოსული ფულით ააშენა თეატრის შენობა. მოაწყო ბიბლიოთეკა და სპორტის მოედანი. სამი კილომეტრის მანძილიდან გამოიყვანა სასმელი წყალი, აღმოაჩინა და მოაწყო მჟავე წყლის ახალი კერები. დამსვენებლებისთვის ააშენა ტყე-პარკი. თუ დღეს წაღვერი კურორტია, ამაში დიდი წვლილი მას მიუძღვის.
9. მისი ინიციატივით გამოყოფილი იქნა წაღვერის საუკეთესო კუთხე - კეჩხობი, სადაც გააშენა ტყე და დაგეგმა აგარაკების ასაშენებლად.
10. წაღვერში ყოფნისას ნახანძრალ ადგილებზე 455 ჰექტარ ფართობზე გააშენა ფიჭვის ტყე.
11. ასევე მისი ინიციატივით დაიწყო არქეოლოგიური გათხრები წაღვერში, უზნარიანის ციხის მიდამოებში, სადაც ერთი თვის განმავლობაში აღმოაჩინეს ნივთები ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული თამარის ეპოქით დამთავრებული.
12. შემდეგ გადაიყვანეს ბორჯომის სატყეოში, რომელიც უამრავის მრეწველის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. მოახერხა და თავდაუზოგავი შრომით სრულად გადაარჩინა ეს უნიკალური ტყის მასივი.
13. დააარსა თესლის საშრობი ქარხანა, რომელსაც მთელ საბჭოთა კავშირში ანალოგი არ ქონდა. დაამზადა წიწვოვანთა ჯიშების თესლები, რომელიც ტონობით იგზავნებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპაშიც.
14. მოაწყო სანერგეები აბასთუმანში, წყალტუბოში, ბახმაროში.
15. გააშენა ტყეთა მასივი მცხეთაში და კასპში.
16. შემდეგ გადაიყვანეს სურამის სატყეოში. სადაც ჯერ სანერგე მოაწყო და მერე 131 ჰექტარ ფართობზე გააშენა უნიკალური ჯიშის ფიჭვი (ბაიანთხევის კვირაცხოვლის და გვერდისუბნის სერებზე)
17. გარდა ამ ყველაფრისა, აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან და მუდმივად აქვეყნებდა წერილებს “ივერიაში” “ცნობის ფურცელში” თუ სხვა გაზეთებში. წერდა მოთხრობებსაც, რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
18. პენსიაში გასვლის შემდეგ დაენიშნა პირადი პენსია და დაარსდა მისი სახელობის მედალი საუკეთესო მეტყევეებისთვის. (ეს იყო და ეს მისი ღვაწლის დაფასება)
გარდაიცვალა 1959 წელს და დაკრძალეს სურამში მის მიერვე გაშენებული ბაიანთხევის ტყის დასაწყისში, მისივე მოთხოვნით, სადაც მე პირადად ყოველ წელს მივდივარ ჩემს შვილთან ერთად და სულ ვახსენებ, რომ აქ დიდი ადამიანია დასაფლავებული - მიხეილ მურვანიშვილი.[I]


Posted by: Master_Nick 6 Mar 2019, 21:31
ASIA
ვერაფერს იტყვიsmile.gif ყვავილების გამყიდველებს კარგი მადა ჰქონიათ ზესტაფონში lol.gif სამმაგი ფასია რაც თბილისში ღირს.

ia-viola
ხედავ რამდენი შეძლო ამ ერთმა კაცმა? როგორი მადლიანი კაცი ყოფილა - ეგეთი ადამიანები რომ არ არსებობდნენ დიდი ხანი აღარ ვიარსებებდით ჩვენ,
ჩვენ კიდევ 2-3 ხეს დავრგავთ და ისიც გვეზარება, დრო არ გვაქვს, ხან ხასიათზე არ ვართ, ხანაც ყოფითი საკითხებია მოსაგვარებელი, (ჩემს თავზე ვამბობ ამას პრიველ რიგში) ამასობაში კი დრო გადის!!!

Posted by: ia-viola 7 Mar 2019, 11:47
Master_Nick
აბაა, შენ ეგა თქვი.

არადა სამცხე-ჯავახეთის გზაზე, მოტიტვლებული რომ არის, ადრე უსიერი ტყე ყოფილა და მტერს გადაუწვია. sad.gif ახლაც პოულობენ თურმე ნახანძრალს. მაშინვე ის ადგილი გამახსენდა. wink.gif

რა მაგის პასუხია და, შენი თესლები როდის მიგაქვს? wink.gif
მოკლედ შენთვის, და კიდევ ორისთვის გამზადებული მაქვს რაღაცეები.

sophka
შენი ჩიტა-ვაშლა გაიფოთლა უკვე. wink.gif

***
პიტნა არ დამმვიწყებია მეგობრებო. უბრალოდ ჯერ არ ამოსულა და არ გაუღვიძია.

Posted by: sophka 7 Mar 2019, 12:19
ia-viola
ჩემი ჩიტავაშლა :* გმადლოობ.
სურამზე კი ვიცი, მანდ გავატარე მთელი ბავშვობა, დიდად არ მიყვარს ისე სურამიsmile.gif
დედულეთია, ჩემთვის ჩვეულებრივი ჰაერია მანდ.
თორი ძალიან ლამაზი ადგილია, ისტორიული სოფელი, ველური ბუნება, მაგრამ რად გინდა.
დღესაც არ არის წყალი, ელექტროენერგია და გზაც კი არაა ნორმალური.
ძველი ხის სახლები დგას და
რამდენიმე მოსახლეღა ცხოვრობს, ადრე გადაასახლეს თისელში ძირძველი თორელები და ისევ დაუბრუნდნენ მამა-პაპისეულ კარ-მიდამოს.
დეიდაჩემის ქმარია თორელი, ავდივართ ხოლმე ზაფხულობით.
მზის პანელები დაუმონტაჟეს რამდენიმე წლის წინ ერთი ეგაა.
თამარის ნადარბაზევიაო ამბობენ მანდ.
მიწაა საოცარიი, ყველაფერი ხარობს და მოდის.

Master_Nick
აუ, ხო... უნდა დავრგო სიცოცხლეში ბევრი ხე.
და ბუნებას ნაკლები ზიანი მივაყენო.



Posted by: Master_Nick 7 Mar 2019, 22:13
ia-viola
წავიღებ ახლო მომავალში, ჯერ ცოტა ადრეა, დათბეს კარგად, ჩემთან თოვლი მოვიდეს ლამისsmile.gif
შენ ჩემი ლავანდა არ გინდა?

sophka
კარგ საქმეს იზამ, ხის დარგვა კეთილშობილური საქმეა.

Posted by: ia-viola 8 Mar 2019, 14:00
Master_Nick
როგორ არ მინდა.

ყველაფერი მინდა, რასაც ფესვები აქვს. biggrin.gif

Posted by: Harrison Stafford 8 Mar 2019, 18:07
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

გამარჯობა ყვავილცი
თუ შეგიძლიათ მასწავლეთ ეს ბროწეული როგორ გადარგო ?
ეს მიწა სულ მოვაშორო და ახალში ჩავრგო ? უფრო დიდ ქოთანში გადავრგო ?
მთელი ზამთარია გარეთ მიდგას (ყინვის დროს შემომქონდა სახლში)
ფოთლები არ დაუყრია
რაღაცნაირად მოჭმუჭნული აქვს ფოთლები
მთელი ზამთარია 2 კვირაში 1ხელ ვუსხავდი ბიო ჰუმუსს ასე რომ საკვების ნაკლებობა არ ქონდა givi.gif
წყალსაც ზომიერად ვაძლევდი მიწის გამოშრობის შემდეგ

Posted by: Master_Nick 8 Mar 2019, 23:33
ia-viola
ჩამოვიტან მომავალ კვირაში,smile.gif

ისანში რომ ახსენებ ადგილს სადაც მცენარეებს ყიდიან რა ადგილზეა შეგიძლია უფრო დეტალურად ამიხსნა? დეკორატიული მცენარეებიც იყიდება თუ მარტო ყვავილები აქვთ?


Posted by: ia-viola 9 Mar 2019, 10:18
Master_Nick
მეტროსთან. რაღაც პარკივით რომ არის იქ იდგნენ ხოლმე.
ყველაზე მაგარი რა არის იცი, გადამყიდველები კი არ არიან. ჩვენნაირი ტიპები რა. რაც ეზედმეტებად იმას ყიდიან. შესაბამისად კარგი რამის ჩაგდება შეიძლება ხელში - იაფად. ეზოს მცენარეებიც აქვთ და ოთახის.

ხო შევთანხმდეთ და. სოფკასაც გადავცემ მის კუთვნილ ჩიტავაშლას. wink.gif

Posted by: Master_Nick 9 Mar 2019, 10:21
ia-viola
დილით ადრე მივედი და ვიყიდე საინტერესო რაღაცები, დანარჩენზე ეზოდან მოგახსენებ

Posted by: ia-viola 9 Mar 2019, 14:45
Master_Nick
ეეეე, რა მაგარია.
ამას ქვი საქმე ლაპარაკის ნაცვლად. wink.gif

მე კიდევ, რაც დავპოსტე, ამ დრომდე მოყოლებული ჩემ ყვავილებს და ქოთნებს დავტრიალებდი. რაღცეები დავთესე, რაღაცეები შევსხალი, გადავრგე, დავაკალმე და ა.შ. მოკლედ ერთ ამბებში ვიყავი მეც.

რამდენი ხანია მინდა და ვერ მივაღწიე ისნამდე.

Posted by: Master_Nick 10 Mar 2019, 19:24
ia-viola
აუ მაგარი ადგილი აღმოვაჩინე, მე მეგონა ნამყოფი იყავი, საინტერესო რამეები შევიძინე (სხვადასხვა ფერის გლადიოლუსის ბოლქვები, უცნაური ყვითელი ტიტები, მარწყვის ნერგები და სხვა ყავივლების ბოლქვებიდან ამოსული ჩითილები).
შემდეგ შაბათს ისევ მივალsmile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Mar 2019, 21:05
ia-viola
გირჩევდით იქ გასვლას, ყიდიან ჭაჭის ნარჩენს მიწის და კიდევ რაღაცეების ნარევით ამბობენ რომ ძალიან კარგია მცენარეებისთვის მანდ ვიყო შევიძენდი აუცილებლად ეხლა გაზაფხულზე გადარგვა დაფესვიანებისთვის კარგი კატალიზატორია

Posted by: Master_Nick 10 Mar 2019, 21:44
M-A-S-E-R-A-T-I
ეგ ჭაჭის ნარჩენი მიწა მეც ვნახე იყიდებოდა, მაგრამ თავი შევიკავე, ააქვს ვინმეს გამოცდილება ამ მიწის გამოყენებაზე?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Mar 2019, 23:01
Master_Nick
QUOTE
ეგ ჭაჭის ნარჩენი მიწა მეც ვნახე იყიდებოდა, მაგრამ თავი შევიკავე, ააქვს ვინმეს გამოცდილება ამ მიწის გამოყენებაზე?

აქვს ჩემს მეგობრებს გამოცდილება და აქებენ ეგ არი ცოტა ძვირია და ბათუმამდე მაგას რა ათრევს თორე უეჭველი ვიყიდდი

Posted by: Master_Nick 10 Mar 2019, 23:17
M-A-S-E-R-A-T-I
ოკ. მადლობა, გავითვალისწინებ მომავლისთვის. კახელები ყიდიდნენ გუშინ მაგ მიწას.

Posted by: *WASP* 11 Mar 2019, 05:25
მეგობრებო, ხომ არ იცით ასეთ ქოთანში სწორად როგორ უნდა დარგო მცენარე? შუაში, ტიხარზე რო დავრგო, მგონია პარარა სიმაღლე აქვს ძალიან. გამოდის მარტო გვერდებზე შეიძლება დარგვა?

user posted image

Posted by: ia-viola 11 Mar 2019, 10:46
Master_Nick
M-A-S-E-R-A-T-I
ამ წელს არ ვარ ნამყოფი, თორმ...

ხელფასზე გავალ. უფულოდ რომ გავიდე, ხომ გული უნდა გამისკდეს. smile.gif

რაო? ჭაჭის ნარჩენიო?
ეგ რომელია? რაც ღვინისგან რჩება თუ არაყს რომ ხდიან და რაც მისგან რჩება?



Posted by: Master_Nick 11 Mar 2019, 14:10
ოლა, ეს მცენარე ნეტავ არ მენახა lol.gif იაპონური კომში!
user posted image

Posted by: ia-viola 11 Mar 2019, 16:13
Master_Nick
თუ გინდა იაპონური წითელი ნეკერჩხლის 2ც. თესლს გაჩუქებ. wink.gif

კომში არ მაქვენ, თორემ მასაც გიწილადებდი. wink.gif
მართლა რა ლამაზია.

Posted by: Master_Nick 11 Mar 2019, 17:59
ia-viola
მაგ ნეკერჩხალმა მე ამბები დამმართა გახედვა აღარ მინდა მისკენ lol.gif გაზრდილ მცენარეს ვერაფერი მოვუხერხე და თესლიდან როდის რა იქნება facepalm.gif მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ ეგ არ არის საჩემო. რომელი ჯიშია, ეგ რამოდენიმე სახეობაა, წვრილფოთლიანი მქონდა მე.

ეს კომში მაგარი რამეა, რეალში რაც ვნახე გულში ჩამივარდა ნამეტნავად. იმედია მექნება ეზოში

Posted by: ia-viola 11 Mar 2019, 23:00
Master_Nick
აზრზე არ ვარ. ეგ თესლები გამომიგზავნეს, ნაჩუქარია. wink.gif
მე დავთესე და რა ამოვა, კაცმა არ იცის. wink.gif


ეეეე, თესიდან ამოყვანილს და გაზრდილს თავისი მუღამი აქვს. გარგრები მყავს ასე 2 ცალი. wink.gif ბონსაის სტილში.

Posted by: Master_Nick 11 Mar 2019, 23:33
ia-viola
შენ მაგარი ხარ, მე სად შემიძლია თესლიდან აღმოცენებულ მცენარეს კოჭებში ვუყურო ყოველ წელს რამდენი სმ- ით გაიზარდაwink.gif

ისე იაპონური ნეკერჩხლის ბონსაი იყიდებოდა გეო ბოტანიკში საკმაოდ მისაღებ ფასად,

შენ ჩემი დეკორატიული კომბოსტო გინახია?
user posted image
user posted image

Posted by: ia-viola 12 Mar 2019, 18:53
Master_Nick
აუ რა ლამაზებია. wink.gif


Posted by: sophka 12 Mar 2019, 20:19
აუ, მართლა ძალიან ლამაზია ეს დეკორატიული კომბოსტო.

თესვის დროა, უნდა მოვიცალო, ვეღარ მოვაბი თავი რა..
.
იაპონური კომშიც რა საოცრებაა...


Posted by: Master_Nick 12 Mar 2019, 22:24
sophka
როგორ ხარ? შენი კომბოსტო როგორ გრძნობს თავს გაიარა თბილისის ჰაერზე აკლიმატიზაცია? lol.gif

ეს კომში მართლა საოცარი მცენარეა, უნდა ვიყიდო ერთი ქოთანი, გავამრავლებ და მერე გიწილადებ
* * *
ia-viola
კომშზე გავეცანი ინფორმაციებს, მოკლედ ჩვენს პირობებში უნდა იმუშაოს კარგად, ცოტა ყინვები არ უყვარს, მაგრამ შეფუთვა შველის.

Posted by: sophka 12 Mar 2019, 22:30
Master_Nick
ცოტა მოიწყინეს მგონი, მაგრამ
იმდენს ვეფერები და ველაპარაკები, არ მგონია რამე მოუვიდეთ:დ
თვალი არ ეცეთ biggrin.gif
თესლები ვნახე დომინოს საიტზე და აღარ გვაქვს მარაგშიო:დ

უი, ეს კომში გარდენიასაც ჰქონდა მგონი, თუ მეშლება...
არამიშავს, ალერგია მომეძალა ცოტა:დ დაიწყო სეზონი უკვე biggrin.gif
შენ როგორ ხარ? გამოაცოცხლე ის წიწვოვანი ნერგი? დომინოში რო აიღე?
რას შვრება?





* * *
user posted image
დეკორატიული ბროწეული გარდენიაში აქვთ, ესეც რა ძალიან ლამაზია...

Posted by: Master_Nick 12 Mar 2019, 22:45
sophka
მოვლენ ფორმაში, ნაკლები მიწით მოუწიათ ყოფნა მანქანაში და მაგის ბრალია.

გარდენიას ამბავი არ ვიცი, მე ეს გამწვანება კრწანისის სანერგეში ვნახე.

ის წიწვოვანი ღვია წინა შაბათს გადავრგე მიწაში, ამ უქმეებზე ჩავალ და იმედია უკეთესად იქნება. ესეც გაცოცხლდება აბა რას იზამს.
user posted image

Posted by: *WASP* 13 Mar 2019, 06:35
იმ ქოთნებზე არცერთმა იცით როგორ უნდა დავრგო სწარად?

იასამანი ქოთანში გაიხარებს? ან რამე ჯიში ხო არ იცით სპეციალურად ქოთანში გასაზრდელი რო იყოს. ბონსაის არ ვგულისხმობ.

Posted by: ia-viola 13 Mar 2019, 08:08
user posted image

კამელია <3

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Mar 2019, 22:58
მე თუ რაღაც ამეკვიატა facepalm.gif givi.gif

Posted by: *WASP* 14 Mar 2019, 03:42
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 13 Mar 2019, 22:58 )
მე თუ რაღაც ამეკვიატა facepalm.gif givi.gif

მშვენივრად გამოიყურება.





_______________________

Posted by: Master_Nick 14 Mar 2019, 08:09
ia-viola
კამელიამ გახსნა საგაზაფხულო ყვავილობა? შაბათს ხომ არ მოდიხარ ისნის ბირჟაზე? დილით მივალ მე, რაღაცეები მაქვს საყიდელი

Posted by: holden kolpildi 14 Mar 2019, 12:45
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 13 Mar 2019, 22:58 )
მე თუ რაღაც ამეკვიატა facepalm.gif givi.gif

ჰობიტის სოროს გავს

ლამაზია love.gif

Posted by: sophka 14 Mar 2019, 13:11
*WASP*
მე ვნახე ეგ ქოთნები ბაზარში, დიდად არ მომეწონა:დ
დარგავ მხოლოდ გვერდებზე, შუაში არაა ადგილი ჩასარგავი.
გამყოფია დასაკიდად.

იასამანი არ ვიცი, მაგრამ სცადე, რამე ტანდაბალი ჯიში, რატომაც არა.


Master_Nick
კი გაიხარებს. აუ, მეც მინდა ისანში biggrin.gif
რომ არა სამსახური გავიდოდი.

ia-viola
რა ლამაზიაა <3

Posted by: *WASP* 14 Mar 2019, 16:25
sophka

დიდად მეც არ მომწონს, მარა სხვა ალტერნატივა არ მქონდა. ადრე გავაკეთებინე მოაჯირის ხის ქოთნები შეკვეთით. გინდა თუ არა 10 თუ მინიმუმ 15 წელი გაგიძლებს და არაფერი მოუვაო. ორ კვირაში საღებავი აიტკეჩა და მერე ძირზე ბზარები გაუჩნდა. ვიფიქრე, სიმძიმის გამო არ ჩამოვარდეს და ვინმეს თავზე ან მანქანას არ დაეცეს...

თეთრი ფერის ვიყიდე. ფერებს შორის ყველაზე ნორმალურად ეგ გამოიყურებოდა. თან იაფი ჯდება საკმაოდ. მანდ პეტუნიები რო დაირგვება, იმის იმედი მაქ რო ქოთანს დაფარავს და აღარ გამოჩნდება. :დ

Posted by: ia-viola 14 Mar 2019, 17:41
Master_Nick
თვის ბოლოს. ხელფასამდე შანსი არაა, მანდ მივიდე.
რამე მომეწონოს, იაფად ვნახო და ვერ ვიყიდო, ხო გული უნდა გამისკდეს. biggrin.gif biggrin.gif

აუ ყვითელი იასამანი ვნახე. უუფ კი არა და, იიიფ. ფოტოზე მასეთი იყო და ისე როგორი იქნება.

Posted by: Master_Nick 14 Mar 2019, 20:46
ia-viola
კარგი რაც მომეწონა ყველაფერს კარგი ფასი დაადეს aba.gif არ არის იაფი ადგილი, წინასწარ არასწორი მოლოდინები არ შეიქმნა

Posted by: ia-viola 16 Mar 2019, 15:57
Master_Nick
ოთახის ყვავილებისთვის - ადგილი ფიზიკურად არ მაქვს. თან 16 ჯიშის ციკლამენი დავთესე და შესაბამსიად, ადგილები შევსებულებია. wink.gif
მანდ თუ გავედი, მხოლოდდამხოლოდ ვარდბისთვის. 5 გელა ღირს ძირითდად ვარდიკოები. wink.gif

Posted by: Master_Nick 16 Mar 2019, 20:32
ia-viola
დღეს მეც ნაირ ნაირი ყვავილები დავთესე, ზოგი თესლით და ზოგიც კიდევ ბოლქვებით იყო, რაც ფოტოებზეა, ეგენი თუ ამოვიდა, მაშინ ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოsmile.gif
შენ გეცოდინება, დათესვიდან რამდენ ხანში უნდა ამოვიდის ყვავილი?

ნუ ვარდები შენი სუსტი წერტილია, არადა მე ვერ ვამუღამებ და მომკალი თუ გინდაsmile.gif კი მომწონს მაგრამ მაგათი წამლობის ნერვები არ მაქვს,

Posted by: ia-viola 16 Mar 2019, 20:44
Master_Nick
რავი. სამსახურში რაც დავთესე, მესამე თუ მეოთხე დღეს ამოვიდა.

სახლში რაც დავთესე, სამი კვირის ვადაა ააქვს წესით. არადა ისეთები მაქვს დათესილი, ყველაფერი რომ ამოვიდეს...

უფ....

ჯერ მარტო 16 ფერის ციკლამენი იგივე ყოჩივარდა, იტალიური კვიპაროსი, იაპონური წითელი ნეკერჩხალი, ვისტერია და კიდევ ვინ მოსთვლის....

Posted by: Master_Nick 16 Mar 2019, 22:25
ia-viola
ამ ყვავილებსაც 2 კვირიანი ვადა უწერია, ვნახოთ რა მოხდება ამ 2 კვირაშიsmile.gif

Posted by: ia-viola 19 Mar 2019, 20:58
Master_Nick
რა ქენი? იყიდე ღვიები?

Posted by: Master_Nick 19 Mar 2019, 21:45
ia-viola
smile.gif კი ვიყიდე, ბოლო ეგზემპლიარები ავიღე, ძლივს მივასწარი, ჩემი ფავორიტი ღვიაა


Posted by: ia-viola 19 Mar 2019, 21:46
Master_Nick
არადა გუშინ რამდენი ელაგა. დღეს ორიღა იყო დარჩენილი. კიდევ კარგი ეგ მაინც შეგხვდა და ტყუილად არ გამოხვედი. smile.gif

Posted by: Master_Nick 19 Mar 2019, 21:49
ia-viola
მაგრად იყიდება, ძალიან პოპულარულია ეგ ჯიში, გუშინ ტელეფონით კი ,,დავჯავშნე" მაგრამ სულ ტყუილად facepalm.gif
გამყიდველმა კიდევ შემოვიტანთ ახლო მომავალშიო

Posted by: ia-viola 19 Mar 2019, 22:07
Master_Nick

ეგ რამხელა იზრდება? თუ მაგხელა რჩება?

მე განრთხმული ჯიშიც მომწონს. კარგი დეკორაცია გამოვა.

ახლა ბზებსაც შემოიტანენ სააღდგომოდ. smile.gif და კიდევ ბევრ ჯიშსაც. ახლაა დარგვა-გადარგვის სეზონი. მარა ასე კატასტროფული ტემპით თუგაიყიდებოდა, რას წარმოვიდგენდი. smile.gif

Posted by: Master_Nick 19 Mar 2019, 22:13
ia-viola
ძალიან ნელა იზრდება, ეს ჩემები 3 წელია მაქვს, ვიყიდე დღევანდელი ზომის და 3 წელში აქამდე გაიზარდნენ.
user posted image

Posted by: ia-viola 19 Mar 2019, 22:30
Master_Nick
უკან ტუიებია ხო? ეს როდინდელი ფოტოა? რაღაც მარცხნიდან მეორე რომ არის (შუაში), ფერი არ მომწონს. შეწამლე. გაზაფხულზე ისედაც ჭირდებათ პროფილაქტიკისთვის.

Posted by: Master_Nick 19 Mar 2019, 22:35
ia-viola
კი ტუიებია, ეს გვიანი შემოდგომის ფოტოა, ეხლა გაზაფხულზე აბიბინდებიანsmile.gif გასაკრეჭი და მისახედი მაქვს ყველაფერი, საგაზაფხულო სამუშაოები წინ არის.
ზემოთ ბზები ახსენე და ფასები ხომ არ გახსოვს რა ღირდა?

Posted by: ia-viola 19 Mar 2019, 22:56
Master_Nick
შარშან 2.5. ახლა ისე ამოიყარა შარშანდელმა. wink.gif
შარშაწინ ჩამოწერილი - 1 ლარიც ღირდა. მერე გაუფუჭდათ და გადაყარეს, ისე ვინანე, ნეტა მეყიდა. ხო გადავარჩენდი. თან კოლხური ბზები იყო და 1 ლარი ფაქტიურად ნაჩუქარია.

Posted by: ia-viola 21 Mar 2019, 09:02
აქაც დავდებ ფოტოს. ამ სილამაზისთვის მხოლოდ ფბ არ კმარა.

user posted image

Posted by: Master_Nick 24 Mar 2019, 21:43
ia-viola
ზამთარი დაბრუნდა facepalm.gif თოვლია ჩემთან და წინა კვირას დათესილი ყვავილები იმედია გადამირჩებაfacepalm.gif მე მგონი ვიჩქარე

Posted by: sophka 24 Mar 2019, 22:09
Master_Nick
გადარჩებიან...


ia-viola
რა ლამაზიაა...

მე ჩუტყვავილამ გამომკეტა სახლში რამდენი დღეა უკვე, არადა ამ და იმ შაბათ-კვირას გეგმები მქონდა.
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა-ო დამემართა))

აჰა, ესეც მთვარის მიხედვით დასათეს-დასარგავად კარგი და ცუდი დღეების კალენდარი...
user posted image


Posted by: ia-viola 26 Mar 2019, 10:05
Master_Nick
არ ინერვიულო. არაფერი მოუვათ. პირიქით, ზოგიერთ თესლს რამდენიმე დღე მაცივარშო ინახავენ სპეციალურად. გამოთბება რა.

sophka
რომ გამიხვალ, აი ეს გელოდება. გუშინ მითხრა, როდის წამიყვანს ჩემი სოფკაო და მე ვუთხარი, ცოტა ხანს მოითმინე, გამოკეთდება და წაგიყვანს თქო.

user posted image


Posted by: sophka 26 Mar 2019, 14:39
ia-viola
აუ, რა კარგი ვინმეა, როგორ გამწვანებულა.
როგორ მივხედო? გავაჩერო ჯერ ცოტა ხანს ქოთანში თუ პირდაპირ გადავრგა ღია გრუნტში?

Posted by: ia-viola 26 Mar 2019, 14:57
sophka
მგონი ჯობს რომ გააჩერო. კარგად დაფესვინდეს, მოძლიერდეს ფესვთა სისტემა და მერე გადაიყვანო, შემოდგომით.
წარმოიდგინე ორ თვეში რა ამბები ჩაიდინა. smile.gif ასე ადვილად თუ გაიხარებდა რას წარმოვიდგენდი. თან ეს იმენა შენ სახელზეა. wink.gif

***
მერე კამელიას დაკალმებაც უნდა ვცადო. აბა ვნახოთ თუ გაიხრებს. wink.gif

Posted by: sophka 26 Mar 2019, 15:07
ia-viola
ხო, ეგრე ვიზამ, შემოდგომამდე მეყოლება აივანზე და მერე გადავრგავ.
მართლა რა კარგადაა... შენი დამსახურებაა ეგ.

ვარდებს ხო ახარებ და კამელიაც არ გაგიჭირდება.
ასე მგონია ვარდზე პრეტენზიული არაფერია და.
გაიხარებს რატომ არა))


Posted by: ia-viola 26 Mar 2019, 15:33
sophka
კი როგორ არ ვახარებ. smile.gif wink.gif
ვარდები ჩემი სუსტი წერტილია. ვარდების მანიაკი ვარ ფაქტიურად. biggrin.gif

მარა ძალიან აზიზები არიან. ყოველ სამ თვეში ერთხელ შეწამვლა უნდათ. wink.gif ახლა გადაბუჩქულები არიან.

თუ გინდა გაჩუქებ მაგასაც. wink.gif ჯერ არ მომიხდია თAვი. დასათბურებულები მყავს. wink.gif

Posted by: sophka 26 Mar 2019, 15:50
ia-viola
მახსოვდა რომ ახარებ და ამიტომ გითხარი, კამელიას გაახარებ-თქო.
კი, ძალიან აზიზები არიან, რითი წამლავ?
ჩემს ვარდებსაც მოუწევთ შეწამლვა მგონი,
ყვითელი და თეთრი ფერის ვრდებია ჯუჯა გეობოტანიკიდანbiggrin.gif
აერიათ ეტყობა, ყვითელში 1 თეთრი ვარდიც ურევია:დ
ბებია მინის ქილებს აფარებდა ხოლმე დაკალმებუკებს და ისე ახარებდა.

Posted by: ia-viola 26 Mar 2019, 16:20
sophka
ხოო, მეც ზუსტად მასე, ბებიების მეთოდი უტყუარია. wink.gif ოღონდ მე პლასტმასის ბოთლებს ვაფარებ. wink.gif კატები ვარდებიან ხოლმე სახურავიდან ჩხუბის დროს და რამდენჯერმე გატეხეს ქილა, ნერგიც დააზიანეს. ასე ქილასაც ვიცავ, ნერგსაც და ფისოსაც. biggrin.gif

Posted by: Master_Nick 26 Mar 2019, 17:25
user posted image
ეს ფოტინია დაავადებების მიმართ მდგრადი მცენარეა თუ იცით? თუ ვარდივით თავზე ფოფინი სჭირდება?

Posted by: ASIA 26 Mar 2019, 20:31
[b]Master_Nick[/b
მე ეს ნანდინა მეგონა - ტოტი მაჩუქეს და დიდისამბით ველოდები დაფესვიანებას ...


Posted by: Master_Nick 26 Mar 2019, 21:31
ASIA
არა ნანდინა სხვა მცენარეა, ეს ბევრად უფრო ლამაზი და გრანდიოზულიაsmile.gif

Posted by: ia-viola 26 Mar 2019, 23:41
Master_Nick
რამდენადაც ვიცი მდგრადი და სიცოცხლის უნარიანი.
ბოლო ბოლო ქუჩებსა და გაზონებში ხარობს და ე.ი. დიდი ლაი-ლაი არ ჭირდება. wink.gif

მე პირადად არ მქონია მასთან შეხება. უბრალოდ ლოგიკით ვასკვნი. არ მგონია ქუჩებსა და გაზონებში მაგას დაუწყოს ვინმემ შეწამვლა და ფოფინი.

Posted by: kotcio 26 Mar 2019, 23:41
ia-viola
როგორ დააკალმე ეგ ჩიტავაშლა?

Posted by: GunsN 27 Mar 2019, 12:15
QUOTE (ia-viola @ 5 Feb 2019, 12:31 )
ესრც ჩემი. შემეყიდა. ვნახოთ რა ამოვა და რა გამოვა

user posted image

რამდენ ხანში ამოდის ეს? დათესეთ და უკვე ამოვიდა?

Posted by: ia-viola 27 Mar 2019, 19:46
GunsN
მეოთხე დღეს ამოვიდა. ოღონდ ჯერ არ გაყვავებულა. სუსტი ნერგებია ოღონდ.
* * *
kotcio
QUOTE
როგორ დააკალმე ეგ ჩიტავაშლა?


ირიბად ავაჭერი ტოტი და პირდაპირ ვდურთე ნესტიან მიწასი და რეგულარულად ვრწყავდი.

Posted by: GunsN 28 Mar 2019, 08:29
ia-viola
სად იყიდება? გორგიაში არის თუ იცი?

Posted by: gigaboku 28 Mar 2019, 12:44
გთხოვთ ამიხსნათ რატომ ემართება ასე ყველა ყვავილს?user posted image

Posted by: Master_Nick 29 Mar 2019, 07:20
ვეძებ spirea japonica magic carpet და ხომ არ გეგულებათ სადმე?

Posted by: sophka 29 Mar 2019, 14:00
Master_Nick
გარდენიაში აქვთ, იაპონური გრაკლა ჰქვია თურმე ქართულად, შეიძლება სხვაგანაც ჰქონდეთ.
საშენ მეურნეობაში ან ჰოლანდიურში.

Posted by: Master_Nick 29 Mar 2019, 17:44
sophka
გარდენიაში პრინციპულად აღარ დავდივარ, წარმოუდგენლად გაფრენილი ფასები აქვთ old.gif

Posted by: NIK-001 29 Mar 2019, 22:43
სალამი smile.gif გვიმრას ვეძებ. ან ვიჩუქებ ცოტას.
ადამიანურ ფასად თუ იქნება საკაიფო ქოთანი მთლად უკეთესი. პმ მომწერეთ თუ შეიძლება.

Posted by: Master_Nick 30 Mar 2019, 10:52
sophka
იაპონური გრაკლა სხვა ტიპია მგონი, მე ამას ვეძებდი
user posted image

Posted by: sophka 30 Mar 2019, 22:22
Master_Nick
გრაკლაა არ მეშლება,
გრინგარდენმაც იაპონური გრაკლა ანუ spirea japonica magic carpet არაო და goldflame გვაქვსო. ვარდისფერიო, ჯიშებია განსხვავებული
user posted image
ეს ფოტო გამომიგზავნა.

რასაც შენ ეძებ სახელით ესაა
https://www.gardenia.net/plant/Spiraea-japonica-Magic-Carpet-Walbuma
დიდად არ განსხვავდება მგონი ეს ჯიშები, მაგრამ აი შენი ფოტო და ეს მცენარეები კი განსხვავდება, ეგ ძაან ლამაზია. შეიძლება გაზაფხულის პერიოდშია ასეა,არ ვიცი.
გადავქექე მთელი ინტერნეტ სივრცე:დ :დ






Posted by: Master_Nick 30 Mar 2019, 22:34
sophka
ვინც ეძებს პოულობსო ხომ გაგიგია? რა ფოტოც დავდე ჩემთან არის გადაღებული, მოვაბრძანე დღეს ეს სპირეა, მართლა ძალიან ლამაზია. უამრავი სახეობა ჰქონია სპირეას facepalm.gif
სან ანდრეასის მარწყვები მოვზიდე დღეს კიდევ, ზაფხულში საკუთარი მარწყვი მექნება ეზოში.

შენ როგორ ემზადები საგაზაფხულოდ?

Posted by: sophka 30 Mar 2019, 23:07
Master_Nick
ია-ვიოლას ააჭრევინე შემოდგომას კალმები, გაამრავლებს.
მართლა ლამაზია, ანუ სხვა სახეობაა.
გილოცაავ.
აგარაკზე უნდა გადაიტანო თუ ტოვებ ქოთანში?

მარწყვი ძაან კარგია, უბრალოდ სულ მოვლა უნდა, გამარგვლა და გახშირვა.
ჟოლო, მოცხარი არ გაქვს? მე მინდა ნერგების ყიდვა ქალაქგარეთის სახლისთვის.
მაგრამ ჯერ რაღაცეებია გასაკეთებელი და მაგას ველოდები, ეზო რომ მოვაწესრიგოთ.

აივანზე ქოთანში მწვანილები დავთესე biggrin.gif
უნდა გავიარო სადმე ისე, რაღაცეები კი მინდა აივანს მივამატო.
ხან ავად ყოფნამ და ხან რამ შემიშალა მოკლედ ხელი, ვერ მოვაბი ვერაფერს თავი.

Posted by: Master_Nick 30 Mar 2019, 23:43
sophka
ეს აგარაკზე მიდის, ახალი კომპოზიცია უნდა გავაკეთო და მისთვის მჭირდებოდა,
კალმებით გამრავლება კარგი იდეაა, იას გაკვეთილი უნდა ჩავატარებინო, უნდა ვისწავლო ეგ საქმე.

ჟოლო და მოცხარი არ მაქვს, მარწყვით დავიწყებsmile.gif

Posted by: GunsN 2 Apr 2019, 08:35
გამარჯობა, ეს რა ყვავილია ხო არ იცით და სად შევიძენ?
user posted image
მადლობა

Posted by: ia-viola 2 Apr 2019, 13:14
მოგესალმებით.
აი მეც დავბრუნდიიი. wink.gif

Master_Nick

არ გრცხვენია? ჩიტავაშლა საძებარი უნდა გქონდეს? wink.gif ახლა გადავათვალიეე პოსტები. რამდენიმე პატარა ტოტს აგიჭრი და წამოვა, მალე იზრდება ძალიან. რამდენი ძირი დაგიკალმო?

აი, sophka -ს ჩიტავაშლა უკვე გაიბუჩქა. smile.gif



* * *
GunsN
სხვა ფოტო დადე. ამ ფოტოთი ვერ აღვიქვამ რა მცენარეა.

Posted by: GunsN 2 Apr 2019, 15:02
ia-viola
აბა ასე თუ მიხვდები

user posted image

Posted by: ia-viola 2 Apr 2019, 15:09
GunsN
გორგიაში ქონდათ მაგდაგვარი. სახელი არ მახსოვს. თუ გინდა, ხვალ გადავალ და ვნახავ. smile.gif

Posted by: GunsN 2 Apr 2019, 17:25
ia-viola
ვაიმე არა რას ამბობ, როგორ შეგაწუხებ. რომ მოვხვდები ვნახავ და თუ ძალიან ძვირი არ იქნება შევიძენ.
მადლობა :*

Posted by: ia-viola 2 Apr 2019, 17:44
GunsN
არა, მანდვე ვმუშაობ და შესვენებაზე მანდ ვსეირნობ ხოლმე. სხვა წასასვლელი მაინც არ არის და...
biggrin.gif lol.gif biggrin.gif

Posted by: Master_Nick 2 Apr 2019, 18:17
ia-viola
ია, სპირეას დაკალმებაზე იყო საუბარი, თუმცა ჩიტავაშლაზეც არ ვიტყვი უარს. ზოგადად დაკალმება მინდა რომ ვისწავლო.

ამ სპირეაზეა საუბარი, ძლივს მივაგენი
user posted image

Posted by: ia-viola 2 Apr 2019, 22:18
Master_Nick
ეგ არ მაქვს.
ერთ ტოტს ავაჭრი ჩიტავაშლას და დაგიკალმებ მაშინ. smile.gif

რავი, მე ჩემით ვისწავლე. ირიბად ვჭრი ნედლ ტოტს, ვარჭობ ტენიან მიწაში და რეგულარულად ვრწყავ.
ვრდებს - ვსათბურებ. რავი. ყველაფერმა გაიხარა მასე.
თვით ტირიფის ტოტმაც, რომლითაც ტარხუნა იყო შეკრული. biggrin.gif

Posted by: GunsN 2 Apr 2019, 23:12
ia-viola
უი მართლა?
მაშ კარგი იქნება აბა თუ მოახერხებ დაათვალიერე.
მადლობა

Posted by: ia-viola 4 Apr 2019, 20:29
GunsN
გუშინ ვეღარ მოგწერე. არ იყო მაგდაგვარი მცენარე.

ისე კონსულტანტმა მითხრა,მალე განვაახლებთ და სიახლეებს შემოვიტანთო.

Posted by: GunsN 5 Apr 2019, 09:08
ia-viola
მეც რა მეჩქარება, ცოტა მერე გავივლი.
მადლობა დიდი :*

Posted by: sophka 5 Apr 2019, 09:16
ia-viola
შეგეხმიანები და იმ კვირას როცა მოიცლი წავაცუნცულებ ჩემს ჩიტავაშლას, დიდი მადლობა კიდევ :*
ეგ ხამედორას არ ჰგავს? თუ არ მეშლება
GunsN


Posted by: K1CK3R 5 Apr 2019, 13:14
გამარჯობა,

კარგი მიწა სად უნდა ვიყიდოთ ხომ ვერ მიმასწავლით, აივანზე 19 დიდი ქოთანი უნდა დავდო 70 სმ იანები და იმისთვის მჭირდება

მადლობა

Posted by: GunsN 5 Apr 2019, 14:14
sophka
არ ვიცი მაგრამ კი მივაგენი და ვიყიდე jump.gif
ia-viola
აბა ნახე
user posted image

და ეს მასწავლეთ როგორ ჩავრგო ან თუ ვარგა საერთოდ ეგეც მითხარით, მადლობა
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ia-viola 5 Apr 2019, 14:39
GunsN
თესლებს ყველს ერთი პრინციპით ვტესავ. თანაბრად ვანაწილებ ქოთნის ზედაპირზე და მ ერე დაახლოებით 1 სანთიმეტრზე ვაყრი მიწას. ნიადაგი უნდა იყოს მსუბქი და ფხვიერი.
როგორც წესი თანაბრად და სიმეტრიულად განაწილებული აცაბაცა აამოდის. smile.gif მარა ამოდის.
* * *
sophka

როცა გენებოს. wink.gif დღეს დილით გამოვსვი გარეთ. wink.gif მაგის დედა კარგად გაიბუჩქა. როგორც ჩანს ოთახის ტემპერატურა აღარ მოწონს. wink.gif
მოკლედ შევხმიანდეთ და...

შე კიდევ რას დაგპირდი? პიტნას ჰო? გამახსენე რა. და ბარემ გაგიმზადებ სასაჩუქრე პაკეტს. wink.gif

Posted by: GunsN 5 Apr 2019, 14:54
ia-viola
რო ამოვა მერე უნდა გადაირგოს მიწაში თუ ქოთნებში?

Posted by: sophka 5 Apr 2019, 18:35
GunsN
ისე იყიდე არც იკითხე სახელი? biggrin.gif
გილოცავ,
ეზო თუ გაქვს დათესე პირდაპირ ღია გრუნტში ანუ მიწაში:დ
თუ ბინაში ხარ- ქოთანში.


ia-viola
კი, კი, პიტნას :*
ოკი, შეგეხმიანები.

Posted by: Master_Nick 5 Apr 2019, 19:58
ia-viola
sophka
აბა როგორ ხართ, ჩემთან რა ამბებია რომ იცოდეთ? დათესილი ყვავილების უდიდესმა ნაწილმა ამოსვლა დაიწყო. bis.gif bis.gif bis.gif
2 კვირის თავზე, წვიმების, ქარებისა და თოვლის მიუხედავად ეს ყველაფერი ამოდის, პატარა ბავშვივით მიხარია!
user posted image

Posted by: sophka 5 Apr 2019, 21:01
Master_Nick
აუ, გილოცაავ, მაგარია.
რომ ჩახვალ ფოტოები დაიდოს.
bis.gif bis.gif

აბრდღვიალდება შენი ეზო, ფერად-ფერადი ყვავილებით.

ეზოში ფანჩატურის გაკეთებაზე არ გიფიქრია? პატარა, კოხტა, ყვავილნარში.


Posted by: GunsN 5 Apr 2019, 22:27
sophka
გამოუცდელი ვარ, ეზო კი მაქვს მაგრამ მაინც ქოთანში ჩავთესე, რო ამოვა და მოიზრდება მერე გადავიტან.

Posted by: ia-viola 6 Apr 2019, 14:39
sophka
QUOTE
კი, კი, პიტნას :*


ამოვიდნენ. გადმოგირგავ მაგასაც და მერე თვითონ იცის თვის საქმე. smile.gif

აჰამ. შევხმინდეთ

Posted by: Master_Nick 6 Apr 2019, 17:11
sophka
ფანჩატურის ნაკლებად, უფრო ტერასაზე ვფიქრობ wink.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Apr 2019, 00:02
Master_Nick
ტერიტორიულად სად გაქვს ეგ ეზო?

Posted by: ia-viola 8 Apr 2019, 17:08
Master_Nick
QUOTE
აბა როგორ ხართ, ჩემთან რა ამბებია რომ იცოდეთ? დათესილი ყვავილების უდიდესმა ნაწილმა ამოსვლა დაიწყო.     
2 კვირის თავზე, წვიმების, ქარებისა და თოვლის მიუხედავად ეს ყველაფერი ამოდის, პატარა ბავშვივით მიხარია


ხომ გითხარი ამოვა თქო.
მერე ეს თესლი თAვისით ჩAიყრება და თAვისით ამოვა. ყივა და თოვლი უხდება კიდეც. wink.gif აბა გახარება-აყვავება-გამრავლებაში

Posted by: Master_Nick 8 Apr 2019, 19:17
M-A-S-E-R-A-T-I
ბულაჩაურთან ახლოს ვარ.

ia-viola
არ ვიციდი თოვლი და ყინვა თუ უხდებოდა.

ეს წითელი ხე, რა მცენარეა ვინ მეტყვის
user posted image
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Apr 2019, 20:52
Master_Nick
QUOTE
ბულაჩაურთან ახლოს ვარ.

იქნებ სუკულენტების კუთხეც გეცადათქო ამიტომ გკითხე თუ საკმარისად მაღლა ხარ ზღვის დონიდან შეგიძლია ლამაზი კუთხე მოაწყო თუ შევარდნაძის გარდენიაში გინახავს ძაან ლამაზია და სიმაღეზე კიდევ უფრო ჯანსაღბი და ბუნებრივები იქნება

Posted by: Master_Nick 8 Apr 2019, 21:32
M-A-S-E-R-A-T-I
აუცილებლად მივალ სეკულენტებამდეც, მე მეგონა რომ ეგენი ზამთარს ვერ უძლებდნენ და როგორც ჩანს არ ყოფილა ეგრე,

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Apr 2019, 22:04
Master_Nick
QUOTE
აუცილებლად მივალ სეკულენტებამდეც, მე მეგონა რომ ეგენი ზამთარს ვერ უძლებდნენ და როგორც ჩანს არ ყოფილა ეგრე,

ძალიან ბევრი და საინტერესო სახეობებია სუკულენტების, სედუმების და კაქტუსებისაც კი რომელიც უძლებს მაქაურ და უფრო ძლიერ ყინვებსაც კი


* * *
QUOTE
ეს წითელი ხე, რა მცენარეა ვინ მეტყვის

თუ არ ვცდები ეს ქლიავია მგონი საკურაა მხოლოდ წითელი

Posted by: <<Innamorata>> 12 Apr 2019, 23:10
Master_Nick
ნიკ წამიყვანე შენს სამოთხეშიsmile.gif))))



ყავის ხე გააქვთ ვინმეს?




Posted by: Master_Nick 13 Apr 2019, 07:40
<<Innamorata>>
შენთვის კარები ყოველთვის ღიაა wink.gif ამ ვერცხლისფერმა ვეგეტაცია დაიწყო, ის წითელი რობინიც მაგარი გიჟია lol.gif
user posted image.

წინა სამსახურში, ეზოში გვქონდა ყავის ხე, ისხამდა ნაყოფსაც თუმცა დამწიფებას ვეღარ ასწრებდა

Posted by: <<Innamorata>> 13 Apr 2019, 12:30
Master_Nick
შარშან ამ დროს ვიყიდე,სულ ციცქნა იყო.. რამოდენიმე თვე კარგად იზრდებოდა და ახლა შეჩერდაsad.gif არ ვიცი ასე უნდა იყოს თუ მე ვერ ვუვლი კარგად..


რა სილამაზეებია❤

Posted by: ASIA 14 Apr 2019, 00:49
QUOTE
სუკულენტების კუთხეც გეცადათქო


ბროლის ბალახი - კლას!
ვარდისფერი მაქვს და მუქ ლურჯზე ვოცნებობ! თეთრზეც . .. წითელზეც და საერთოდაც . . .

Posted by: ia-viola 18 Apr 2019, 14:59
sophka
როგორ ხართ აბა?
რას შვრებიან? wink.gif

Posted by: sophka 19 Apr 2019, 22:22
ia-viola
აუ, კარგად ვართ, მადლობაა :*
არ მოუწყენიათ, მოეწონათ ჩემთან მგონი.

თესლები არ დამითესავს ჯერ, ამ
შაბათ-კვირას მოვიცლი.
პიტნაც ძაან ყოჩაღობს. დიდი დიდი მადლობა.
იმდენი რამე დამიგროვეთ :დ ახლა ვფიქრობ რა ვუყო აივანს:დ სად რა დავატიო.



* * *
Master_Nick
როგორ ხარ?
დეკორატიული კომბოსტო რომ აყვავილდა იცი? გამწვანდა, გაიზარდა, გამაღლდა და ყვითელი ყვავილები აქვს.
არადა, ნეტში რაც წავიკითხე, ივლისი-აგვისტოდან ყვავილობენო:დ ნამეტანი გამოიზაფხულა მგონი:დ

user posted image

Posted by: Master_Nick 19 Apr 2019, 22:48
sophka
ვააა რა მაგარია!:) up.gif ჩემთან არ უყვავილია ჯერ, სახლში გაქვს ქოთანში თუ გარეთ? ჩემსკენ ლამის არის თოვლი მოვიდეს ისეთი სიცივეა facepalm.gif

Posted by: sophka 19 Apr 2019, 22:57
Master_Nick
გარეთ აივანზე )) სახლში არც შემომიტანია ჩარგვიდან გარეთ მიდგას.
ხო, ლამაზია, მაგრამ ის ფერადი უფრო მომწონდა biggrin.gif

რა ცუდია, აყვავილდა ლამის ყველაფერი და ეს საშინელი ამინდი, ცოდოებინარიან მცენარეები.


Posted by: Master_Nick 19 Apr 2019, 23:09
sophka
დაიყვავილებს და ისევ გაფერადდებაsmile.gif
ჩემთან რაც დავთესე ყველაფერი ამოვიდა, პირველი თესვა იყო ჩემთვის და არ ველოდი ასე თუ ამოვიდოდა ყველაფერი, წარმომიდგენია ეს ყველაფერი რომ აყვავდება რა იქნებაsmile.gif

ia-viola
სად ხარ შენ დაკარგული? ჩემთან დეკორატიული კუთხე რომ გავაკეთე ნახე?
ბევრი სხვადასხვა მცენარეა ართმანეთში არეული, ეხლა შეწამვლაზე ვფიქრობ რა კოქტეილი გავაკეთო.
ასეთი სქემა მაქვს, რას მეტყვი?:
1) რიდომირგოლდი
2) სტრობსტარი
3) აქტელიკი
ბზები დავრგე წელს ბევრი და მაგათი მეშინია, მზე გამოვა თუ არა უნდა მივხედო საქმეს.

Posted by: sophka 19 Apr 2019, 23:22
Master_Nick
მე ვნახე შენი ეზო და კუთხეც, რა მაგარია. ოქროს ხელები გაქვს.
ძაან ლამაზია.
აუ, კიი... რომ დათეს და ელოდები ამოსვლას,
რამე რომ იხარებს მით უფრო, როგორი განცდაა სიამაყის და სიხარულის.

უი, ჰერბიას პიტნა ვიყიდე რამდენიმე დღის წინ ჩაისთვის და ერთი ტოტი ავიღე, გავაცალე ფოთლები, ცერად მოვაჭერი ღერო და წყალში ჩავდე, დაფესვიანდა biggrin.gif უნდა ვცადო მაგის გახარებაც:დ
მთავარია, ჩავრგო და გამრავლდეს.

გიფსოფილია ჩავთესე ქოთანში და ნეტა თუ ამოვა, ერთწლიანი თესლია, უკრაინული.

Posted by: Master_Nick 20 Apr 2019, 12:23
sophka
მადლობა, კარგი გამოდის კი, ეხლა ღამის განათებებს ვამონტაჟებ.
ამ წვიმიან ამინდში ლონიცერას ბურთის გაკეთება გადავწყვიტე, მავთულისგან ასეთი ბურთი დავწანი, მე მგონი ოკ- ია wink.gif სრულად შეივსება და მერე კრეჭვას დავიწყებ.
Lonitcera nitida
user posted image

Posted by: godless 21 Apr 2019, 02:24
მეგობრებო

ჰორტენზიებს ვერსად ვერ ვიყიდი?

ან ვინმეს ხომ არ გაქვთ დარგული
ნებისმიერი სახის ინფორმაცია გამომადგება

Posted by: Universe 21 Apr 2019, 14:34
ia-viola
როგორ ხარ? smile.gif მგონი ადრე დაწერე, ბზა გავახარე ტოტიდანო. პირდაპირ ქოთანში ჩარგე თუ როგორ დააფესვიანე?

Posted by: Master_Nick 21 Apr 2019, 16:34
QUOTE (godless @ 21 Apr 2019, 02:24 )
მეგობრებო

ჰორტენზიებს ვერსად ვერ ვიყიდი?

ან ვინმეს ხომ არ გაქვთ დარგული
ნებისმიერი სახის  ინფორმაცია გამომადგება

ჩემი გამოცდილებით გეტყვი რომ ჰორტენზიას აღმოსავლეთში უჭირს,
მშრალი ჰავა არ უყვარს და მიწის მიმართაც ძალიან პრეტენზიულია,
თავიდან რომ დავრგე კი იყო ლამაზადsmile.gif ეხლა რადიკალურად სხვანაირიაsmile.gif
user posted image

ყიდვით ბევრგან იყიდება, გააჩნია შენ სად აპირებ დარგვას.

ია ვიოლა არის ჰორტეს პროფესორი, შემოვა და ბევრ სასარგებლო რჩევას მოგცემსsmile.gif

Posted by: godless 21 Apr 2019, 16:52
Master_Nick

ანუ მეგობარს მოსწონს ძალიან და მინდა ვაჩუქო და სადმე შევძლებ ყიდვას?

მე სამეგრელოში მინახავს ძალიან ლამაზი ამ ყვავილების ბუჩქები
ფერად ფერადი love.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Apr 2019, 19:21
godless
ისნის სანერგეში და შევარდნაძის გარდენიაში ვიცი ჰქონდათ შეგიძლია დარეკო გაიგო აქვთ თუ არა Master_Nick ვეთანხმები არ ღირს ამ მცენარის აღმოსავლეთში დარგვა

Posted by: Master_Nick 21 Apr 2019, 19:25
godless
ყიდვას სანერგეებში/საყვავილეებში შეძლებ, ნახე გარდენია, ჯეობოტანიკი, Greengarden.ge
ასევე მინახია თბილისიდან რომ გადიხარ, სანამ კარფურამდე მიხვალ, გზაზე ყიდიან მცენარეებს და მაგათთანაც იპოვი, ჯერ ცოტა ადრეა, 1 კვირაში 10 დღეში აქტიურად გამოეფინებიანsmile.gif
ერთს უნდა შეეგუოთ - ფერის შეცვლას ვერსად გაექცევითsmile.gif

Posted by: godless 21 Apr 2019, 20:58
M-A-S-E-R-A-T-I
Master_Nick




დიდი მადლობა

Posted by: Taisiaa 22 Apr 2019, 00:00
ალოეს როგორ მოვუარო? რა უნდა ვერ გავიგე

კვირაში ერთხელ დაუსხი წყალიო, დამარიგეს
მაგრამ მეტი უნდა აშკარად
მოვუმატე და თითქოს არც ეს მოეწონა, ვერ გამოვაცოცხლე.
რა უნდა ხო არ იცით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Apr 2019, 17:20
Taisiaa
QUOTE
ალოეს როგორ მოვუარო? რა უნდა ვერ გავიგე

კვირაში ერთხელ დაუსხი წყალიო, დამარიგეს
მაგრამ მეტი უნდა აშკარად
მოვუმატე და თითქოს არც ეს მოეწონა, ვერ გამოვაცოცხლე.
რა უნდა ხო არ იცით?

ალოესთვის მნიშვნელოვანია ბევრი სინათლე, მორწყვა ზომიერი

Posted by: Taisiaa 23 Apr 2019, 21:57
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 23 Apr 2019, 17:20 )
Taisiaa
QUOTE
ალოეს როგორ მოვუარო? რა უნდა ვერ გავიგე

კვირაში ერთხელ დაუსხი წყალიო, დამარიგეს
მაგრამ მეტი უნდა აშკარად
მოვუმატე და თითქოს არც ეს მოეწონა, ვერ გამოვაცოცხლე.
რა უნდა ხო არ იცით?

ალოესთვის მნიშვნელოვანია ბევრი სინათლე, მორწყვა ზომიერი

აივანზე გავსვამ მაშინ)) მადლობა.

Posted by: GunsN 25 Apr 2019, 09:51
ამ მცენარეზე რას იტყვით? სად ვიყიდი?

user posted image

Posted by: davita74 27 Apr 2019, 21:00
user posted imageგამარჯობათ. იქნებ დამეხმაროდ და ამიხსნად ეს რა არის და რით შემიძლია მისი მკურნალობა? user posted image user posted image ძალიან მენანება, არ ვიცი რრა ვუყო sad.gif sad.gif

Posted by: S_H_I_N_Y 27 Apr 2019, 22:42
მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება. თბილისში მზიან სახურავზე პატარა ტერასის მოწყობა მინდა, დაახლოებით 20-25 კვადრატულია. რა მცენარეები შეიძლება გავახარო? სირთულეა ის რომ მზეა მუდმივად და ზაფხულში განსაკუთრებით აუტანლად ცხელა. რა არის ამ პირობების გამძლე მცენარეები? love.gif

Posted by: Universe 29 Apr 2019, 13:11
ბაბუაწვერა დავთესე love.gif


davita74
ლპება თუ ხმება? მეც მაქვს. 10 წლის იქნება, ან მეტის. თავიდანვე დიდ ქოთანში ჩავრგეთ და არც გადაგვირგავს. სულ შეავსო ამასობაში, მიწასაც ვერ დაამატებ. მაგრამ ჯანსაღადაა.


S_H_I_N_Y
მშალი და ცხელი ჰავა კაქტუსებისთვისაა. სახურავზე ქარიც არ მოაკლდება.

Posted by: *WASP* 29 Apr 2019, 22:11
მეგოვრებო, ხო არ იცით ეს ხავსის მაგვარი რაღაც ჭიქის კედელზე რატო ჩნდება?

user posted image

S_H_I_N_Y


მშვენიერი ფართია და ძალიან ლამაზად შეგიძლია მოაწყო.

რამე ლამაზი ტენტით რო შექმნა ჩრდილი? ადრე მინდოდა, დავსერჩე და საკმაოდ ლამაზები იყიდება. თან ისეთები, რომლებიც შემდეგ იკეცება. მოლლედ, როცა მოგინდება გადლინდა როცა მოგინდება მარტივად აკეცავ.

Posted by: Master_Nick 30 Apr 2019, 12:08
S_H_I_N_Y
გირჩევდი ლავანდას ბუჩქებს, კოწახურს იგივე barbaris tunberg, სპირეას სხვადასხვა სახეობებს, Juniperius ის უამრავი მზის მოყვარული სახეობაა და ა.შ. დიდი არჩევანია.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Apr 2019, 18:53
*WASP*
QUOTE
მეგოვრებო, ხო არ იცით ეს ხავსის მაგვარი რაღაც ჭიქის კედელზე რატო ჩნდება?

იმიტომ რომ გამჭრვალე შუშაშია ფაქტიურად მაკრო სასათბურე კლიმატია სითბო სინათლე და ტენი

Posted by: *WASP* 1 May 2019, 02:13
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
იმიტომ რომ გამჭრვალე შუშაშია ფაქტიურად მაკრო სასათბურე კლიმატია სითბო სინათლე და ტენი



მართლაც. ეს როგორ ვერ მოვიფიქრე?! მცენარეს ხო არაფერს დაუშავებენ ეგენი? მგონი არ დასჭირდება გადარგვა, ხო?

Posted by: davita74 1 May 2019, 06:57
Universe
ეს 16 წლისაა, არ ვიცი რა ვუშველო

Posted by: ia-viola 2 May 2019, 22:57
აი მეც მოვედიიი და დავბრუნდი.
wink.gif

როგორ ხართ და როგორ არიან თქვენი მცენარეები?

არ გეგონოთ რომ დამავიწყდით, სულ მახსოვხართ, უბრალოდ ვერ მოვიცალე აქაურობისთვის. wink.gif

sophka
მიხარია რომ კარგად არიან და ყოჩაღად. ეგრეც უნდა, აბა რააა. wink.gif
დათესე ის თესლები?


Master_Nick
უუმაგრესია და ძალიან მაგარი შენი კუთხე. smile.gif

კოქტეილს მე ძირითAდად ასე ვაკეთEბ: სამ ჯგუფს ვიყეებ: 1. მავნებლებზე, 2. დაავედებზე და 3. სასუქი სტრესის მოსახსნელად. შენ რაც ჩამოთვალე ეგ პრეპარატები არ ვიცი. არ გამომიცდია.

***
1. ჩემმა ჰორტენზიამ კოკრები გამოიტანა. ისე გამეხარდა რომ რა ვიცი. wink.gif გადაფოთლილი კი იყო, მარა კოკრებს ნამდვილად არ ველოდი. მერე დავდებ ფოტოს. ჯერ არ გადამიღია.

2. დღეს საღამოს ნაძვები და ბზები შევწამლე, და ჯანდაბა. ახლა მოუნდა გაწვიმება. შეშროდა მაინც. sad.gif ტყუილად ვიწვალე ამდენი.



Universe
კი, პირდაპირ მიწაში, მარა მიწა ტენიანი უნდა იყოს და არ უნდა გაუშრეს ფაქტიურად. ტენი მოსწონს რა. წელს ბზობაზე ტოტები ვნახე ქუჩაში დაყრიილი, შემეცოდნენ, წამოვიყვანე და მიწაში ვდურთE. თუ გაიხარეს, მაგარი იქნება.

godless
შარშან მე წამოვიყვანე დასავლეთიდან ჰორტე. თAვიდან ყვავილმა ფერი დაკარგა, მერე დამარიგეს და ნიადაგში ჩვეულებრივი წიწვები შევურიე, გამხმრი და ხიდან ჩამოცვენილი, პროფილაქტიკისთვის ლიმნის ნაჭერიც დავიდე გვერდით.
წელს გაგიჟდა და გადაირია. ხასხასა ფოთლები ამოიყარა და კოკრები აქვს ყველა კვირტში. ანუ ეგუება თბილისის ჰავას. ხო ფოთლების დანამვა უყვარს და ტენი. კიდევ, გიჟდება წვიმის წყალზე. რომ წვიმს, წვიმის წყალს ვაგროვებ ხოლმე და მერე იმით ვრწყავ. smile.gif

Posted by: Master_Nick 2 May 2019, 23:50
ia-viola
ვა სად იყავი რომ არ ჩანდი? მე შეწამვლის პირველი რაუნდი დავასრულე, ეხლა კვირას მეორე ეტაპი მაქვს.
წელს ჩემი საგაზაფხულო დარგვები დასრულდა. wink.gif ბზები რითი შეწამლე?

Posted by: GunsN 4 May 2019, 15:01
ia-viola
კი გავარკვიე, კალმითაც ხარობსო. ჭრელფოთოლა არ ვიცი, ისე კი წავიკითხე ძალიან ბევრი სახეობა არისო

Posted by: borbolia777 4 May 2019, 15:45
მარადმწვანე მცენარეები,ძირითადად წიწვოვანები კალმით თუ ფესვიანდება? და როდისაა ამის სეზონი?

Posted by: Master_Nick 7 May 2019, 08:20
ეს რა მცენარეა ხომ ვერ მეტყვით?
user posted image

Posted by: Master_Nick 8 May 2019, 07:44
*WASP*
კი ეგ არის! up.gif მადლობა.
საკურა ხარობს თბილისში, ბოტანიკურ ბაღშია.

Posted by: sophka 8 May 2019, 15:17
ia-viola
ვიო:* კარგად ვართ, გაიხარეს, ცოტა გვიან დავთესე, მაგრამ ამოყეს წვერი.
როგორ ხარ? ვეღარ იცლი აქაურობისთვის? , მოაკლდი თვალს ყველგან))



კარფურში ნაყიდი გიფსოფილიას თესლი მქონდა, ისინიც ვდურთე მიწაში
იმედია ის იქნება, რაც მინდოდა.
გავახმობ რო გაყვავილდება, შევინახავ, დეკორატიულია
user posted image
ასეთი))


Master_Nick
აკი მოვრჩი წელს "ხვნა-თესვას"-ო :დ
ლამაზია ძაან...
ღვინის ფესტზე არ ადიხარ მთაწმინდაზე 11-ში? შაბათს...


*WASP*
ბოტანიკურის იაპონურ ბაღშია საკურა, როგგორც ნიკამ დაგიწერა, ძაან კარგად გაიხარესო, ყვავილობს ყოველ წელს, მგონი ბათუმშიც დარგეს რამდენიმე წლის წინ, მახსოვს ტენდერიც იყო...
აქ არ მგონია იყიდო და გამოწერით თუ გამოიწერ.


max-14
იქნება დიდუბეში, სამგორში...
ნახე მზაჩითილში. აგლაძეზე აქვთ მაღაზია,

Posted by: kshaneli 8 May 2019, 15:18
Lamazi yvavilebia. Ra kai temaaa shemoval xshirad

Posted by: holden kolpildi 8 May 2019, 15:40
გარდენიას როგორ მოვუარო

ფოთლები გაუღიავდა და დასცვივდა
თან რაღაც ობივით აქვს მოდებული ფოთლებზე

Posted by: Master_Nick 8 May 2019, 16:30
sophka
არა რა მოვრჩი lol.gif შეუძლებელია აქ წერტილის დასმა, 2 ახალი ტერასა რომ გავაკეთე გაზაფხულზე, იმის შევსებაზე ვმუშაობ.

მე და ალკოჰოლი დიდი ხნით დავემშვიდობეთ ერთმანეთსwink.gif ერთის მხრივ კარგიც არის, მცენარეებისთვის მეტი დრო და რესურსი გამონთავისუფლდა bis.gif

Posted by: sophka 8 May 2019, 17:27
holden kolpildi

გადაუღე ფოტო, რასაც ამბობ ნაცარი შეიძლება იყოს.
სოკოვანი დაავადებაა, სათბურების ყვავილს ხშირად ემართებათ, ჩემს ვარდსაც ასე ჰქონდა.
თან ზოგი პაკეტებშია შეფუთული და.
დიდუბესა და ნავთლუღში მცენარეთა დაცვის მაღაზიები სადაცაა იქ იკითხე და მოგცემენ რამეს, შესაწამლად. ფუნგიციდებს
მანამდე შეგიძლია სახლში სოდა + საპნიანი წყლით შეწამლო(4გრ სოდა , 4 გრ. საპონი და 1 ლიტრი წყალი)



Master_Nick
გვანახე აქაც, ტერასები შენი. უჰ, კარგია. წარმატებებიი...
უი, რატომ? კი მართალია თანნახლა სიცხეში ალკოჰოლი ნამეტანია :დ



Posted by: holden kolpildi 8 May 2019, 20:11
sophka
სახლში რომ მივალ გადავუღებ აუცილებლად

საპონი რომელი სარეცხის
მყრალი სუნი რომ აქვს ის თუ ჩვეულებრივი?

და რას შეიძლება გამოეწვია?

სხვებსაც გადაედება?

Posted by: sophka 8 May 2019, 22:23
holden kolpildi
კი, სარეცხი საპონი.
მოაცალე ეგ დაზიანებული ფოთლები და გადაყარე,

და განცალკევებით დადგი, გადაედებათ, სოკოვანი დაავადება გადამდებია.
რაც შეიძლება შორს სხვა ყვავილებისგან.


* * *
ჩემი ლავანდა, ნუკრიანში რომ ვიყიდე, ქოთანში ყვავილობას აპირებს, არადა შარშან ოქტომბერში ისეთი პაწუკა იყო, ახლა გაიზარდა ცოტა.
არ ველოდი, განახებთ მერე ))

Posted by: *WASP* 10 May 2019, 04:35
Master_Nick
sophka


მადლობა. ვის შეიძლება გამოვაწერინო? რამე საიტი არსებობს თუ რომელიმე ორგანიზაციას უნდა შევუკვეთო და ჩამოვატანინო?

Posted by: Master_Nick 10 May 2019, 06:09
*WASP*
სანერგეებს უნდა ჰკითხო, შეიძლება ადგილზეც ჰქონდეთ, თუ არ ექნებათ ჩამოგიტანენ.

Posted by: Harrison Stafford 10 May 2019, 19:28
გამარჯობა
მშვენივრად გამოიფოთლა ჩემი ბროწეული და რას მირჩვეთ მივცე კიდე ბიო ჰუმუსის ნაზავი თუ არ უნდა ზამთრამდე ?!
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 May 2019, 21:08
Harrison Stafford
QUOTE
მშვენივრად გამოიფოთლა ჩემი ბროწეული და რას მირჩვეთ მივცე კიდე ბიო ჰუმუსის ნაზავი თუ არ უნდა ზამთრამდე ?!

თუ უკვე მიეცი ნაყოფის ჩამოყალიბებამდე არ მისცე ისიც ცოტა ბევრი არაა საჭირო უკეთესია ორგანული სასუქი ვიდრე ეგ ბიოჰომუსი ჩემი გამოცდილებით დიდი ვერაფერია

Posted by: nothing_else_matters 11 May 2019, 14:06





ეს მოასმენინეთ თქვენ ყვავილებს და უფრო მალე გაიზრდებიან vis.gif

ასწორებს სიმწვანე და სუფთა ჰაერი love.gif

Posted by: Harrison Stafford 12 May 2019, 00:25
M-A-S-E-R-A-T-I
up.gif up.gif

ისე 1საათიდან საღამომდე სულ მზეშია და ფოთლებს ხო არ დაუწვავს ეხლა ზაფხუLში ??


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 May 2019, 01:01
Harrison Stafford
QUOTE
ისე 1საათიდან საღამომდე სულ მზეშია და ფოთლებს ხო არ დაუწვავს ეხლა ზაფხუLში ??

არა, დილით მორწყე ხოლმე კარგად და საკმარისია არაფერი დაემართება 30 ზემოთ ტემპერატურაზე შეაფარე სადმე

Posted by: Harrison Stafford 12 May 2019, 01:07
M-A-S-E-R-A-T-I
გასაგებია მადლობა

Posted by: ia-viola 15 May 2019, 15:57
sophka
QUOTE
ვეღარ იცლი აქაურობისთვის? , მოაკლდი თვალს ყველგან))

biggrin.gif
ხო, აქეთ-იქით წანწალს მოვანდომე მთელი ეს დრო. ახლა დავუბრუნდი აქაურობას.

მოკლედ, ერთი კვირა ვიყავი წასული და რომ ჩამოვედი, მთელი ეზო გადაყვავებული დამხვდა, რომელი ერთი ფოტო დავდო არ ვიცი. wink.gif
აი რა ცოტა ყოფნის ადამინს სიხარულისთვის.

ეს ჩემი მიხაკები.
user posted image

ყველაზე მეტად კი ჰორტენზიას კოკრები მიხარია. ერთი სული მაქვს როდის გაყვავდება. ვინა თქვა თბილისში არ ხარობსო. არის თუ არა ეს ბილეთი. ჩემი ვარდისფერი დედოფალი. დასავლეთში რომ წავალ, ცისფერიც უნდა წამოვიყვანო

user posted image
* * *
holden kolpildi
გარდენიას უყვარს მჟავე ნიადაგი.
მე ნიადაგში ჩვუყარე წიწვები, ჩვურჭე დაჟანგებული რკინის ნაჭერი და პერიოდულად, ქოთნის კიდეზე ვუდებ ლიმნის ნაჭერს. smile.gif გადასარევადაა და ახალი ფოთლებიც ამოაქვს. აი კოკრებით ჯერ არ გავუხარებივარ. სამაგიეროდ მწვანედ ღაღანებს

Posted by: ia-viola 18 May 2019, 12:04
Master_Nick
აი ის ყვითელი ყაყაჩო, რომ გეუბნებოდი.

ერთად ბევრი რა მაგარი იქნება.

user posted image

Posted by: Master_Nick 19 May 2019, 07:45
ia-viola
ჩემი ჰორტე ასეთ მდგომარეობაშია, კვირტები არ აქვს, მოუწევს თბილისში გადმორგვა.
user posted image

ეს ვერცხლისფერი წელს გადაირია, მუშაობს იარა მილა.
user posted image

Posted by: ia-viola 19 May 2019, 12:25
Master_Nick
ეს ვერცხლისფერი მართლაც რომ ულამაზესია.

ისე გრძელ წიწვა ნაძვისა და ვერცხლისფერის ნერგები კი მინდა.

უი, დღეს უწევს ჩემებს შეწამვლა, გეგმიურად.

აი ჰორტეს რაც შეეხება, ძირში წიწვები დაუყარე და ლიმნის ქერქები. ისე რასაც ვაკვირდები, მაგათ ჩრდილი უყვართ. ჩემი გადავიტანე ჩრდილოეთის მხარეს.


ქოთანს ეგ დადებითი აქვს. დავათრევ ამ ყვავილებს აქეთ-იქით. biggrin.gif ხასიათის მიხედვით.

ეგ კი არა, შარშან კურკები ჩავყარე და ამოვიდნენ: კაკალი, ნუში, გარგარი, ქლიავი და ატამი. ახლა ვფიქრობ მზრდილ ქოთანსი გადავიტანო და ასე 1.5 -2 მ-მდე გავზარდო. მაგრი იქნება. ჩემი წილი ჟანგბადი კი მაქვს ჩემ ეზოში. biggrin.gif

Posted by: Master_Nick 19 May 2019, 14:11
ia-viola
გეგმიურად რამდენჯერ წამლავ? მე სამჯერ უკვე შევწამლე და მეოთხედ გავაკეთო თუ არა ვფიქრობ.

ვერცხლისფერის ანათალს მოგცემ თუ გინდა იქნებ გაახარო, ჰორტე მთლიანად ჩრდილში მყავს, წელს თუ არ გამოიტანა ყვავილი ამოვიღებ, აქ ჩემთან მშრალი ჰავის გამო ვერ ქაჩავს.

Posted by: ia-viola 19 May 2019, 20:16
Master_Nick
10-10 დღიანი შუალედით სამჯერ. ნაძვები, ბზები და ვარდები.

და ეს კურსი წელიწადში 2-ჯერ მაინც ჭირდებათ.

ვა, ნაძვი ტოტით ხარობს? არ ვიცოდი. არ მოაჭრა, ცოდოა. ვიყიდი მერე.

Posted by: Master_Nick 19 May 2019, 22:00
ia-viola
ხარობს რომელია, აი ნახე ეს ვიდეო, წამოგიღებ შენ თუ გააკეთებ, მე მაგის ნერვები არ მაქვსsmile.gif


შეწამვლაზე მეორე რაუნდს როდის იწყებ? ზაფხულში აკეთებ ხომ?

Posted by: ia-viola 19 May 2019, 22:13
Master_Nick
ზოგადად, ვცდილობ ნაკლებად გამოვიყენო პრეპარატები. როგორც მოითხოვს რა. სავარაუდოდ მოუწევს ზაფხულშიც.

მაშინ უარს არ ვიტყვი. მე მაგის მუღამი უფრო მაქვს. მიყვარს დათესვა და დაკალმება.

რა მაგის პასუხია და ერთი გასხვლა ვერ დავამუღამე. არ მომწონს ტოტის შეჭრა რომ მიწევს. არადა აუცილებელია.

Posted by: *WASP* 20 May 2019, 03:26
ia-viola
QUOTE
ვა, ნაძვი ტოტით ხარობს? არ ვიცოდი. არ მოაჭრა, ცოდოა. ვიყიდი მერე.



მოსაჭრელად მეც მენანება რო ვინმემ მოაჭრას. მითხარი მერე სად იყიდი და რამდენიმეს მეც ავიღებ.

Posted by: ia-viola 20 May 2019, 09:15
*WASP*
გორგიაში ქონდათ. ოღონდ ცოტა მეძვირება. დღეს გადავირბენ და გადავხედავ. ისე, ცდად ღირს. ინტერესისი გამო, თპრემ მაგას რავა ვიკადრებდი. biggrin.gif

აი მოჭრაზე ცუდად ვხდები, გასხვლაზეც.


Posted by: Master_Nick 20 May 2019, 10:50
ia-viola
შენ თუ მაგას გაახარებ სადონორე მასალა ჩემზე იყოს wink.gif

ჩემნაირ ვერცხლისფერს აქ ვერ იშოვი, ეს განსაკუთრებული ჯიშია და აღარ შემოდის. ვცადოთ, მომავალ კვირას ჩამოგიტან მასალას. ამ ვიდეოს მიხედვით გააკეთებ?

გასხვლა ყველაფერს უხდება, შენ უნდა ნახო ჩემები წელს გაზაფხულზე რა დღეში ჩავყარე lol.gif დავდებ მეტე ფოტოებს გასხვლამდე და გასხვლის შემდეგ ეფექტებს.

Posted by: ia-viola 20 May 2019, 11:54
Master_Nick
ვიდეოს მიხედვით.

და კიდევ, ვისწავლე, ოსპისგან როგორც მზადდება სტიმულატორი, რომელიც დაფესვიანებას უწყობს ხელს. ხოდა, მაგას გამოვიყენებ. ევროპელი ფერმერები იყენებენ თურმე ამ ოსპის სტიმულატორს.

ხო ვიცი გასხვა აუცილებელია. ვარდები მაგის გარეშე წარმოუდგენელია. ახლა კიდევ სხვა ვიღაცეები მყავს გასასხვლელები, ძალიან აიყარეს ტანები. smile.gif

***
ახლა ბარსელონაში რომ ვიყავი, ორი დიდი წიგნი წამოვიღე მებაღეობაზე. მართალია ესპანურად არის, მარა ილუსტრირებულია და გასაგებად არის ახსნილი. აი ხალხი ხომ დადის შოპინგებზე ტანსაცმლის მაღაზიებში, მე - შევვარდი წიგნების დიდ უშველებელ მაღაზიაში, სადაც ერთი დიდი სექცია მეყვავილეობაზე იყო. უბრალოდ დავჯექი იატაკზე და ისე ვარჩევდი წიგნებს. სამწუხაროდ არცერთი არ იყო ინგლისურ ენაზე. ის წიგნები დავითრიე სადაც მეტი ილუსტრაციები იყო. biggrin.gif
ყველამ მითხრა გაკლლია და დაჩოჩებული გაქვსო. biggrin.gif ჯერ მარტო წონის გამო, რას ათრევდი ამ წიგნებსო. biggrin.gif

მოკლედ, მე გავამზადებ მაშინ სანერგეებისთვის ქოთნებს, რომ როგორც კი ჩამომიტან, ეგრევე ვდურთო მიწაში.

Posted by: *WASP* 20 May 2019, 16:41
ia-viola


მეც ძალიან მინდა. თუ ნახავ, გთხოვ, დაწერე რა.

Posted by: ia-viola 20 May 2019, 16:49
*WASP*
დღეს ვიყავი გადასული. ცისფერი ნაძვი არ ქონდათ. მარტო კონიკები და გლაუკები აქვთ.

Posted by: *WASP* 20 May 2019, 17:45
ia-viola

ნაძვი, ხო მარა ნერგები? ვინმე სხვას ხო არ ექნება ეგენი?

Posted by: ia-viola 20 May 2019, 19:27
*WASP*
აქვთ ნერგები, მარა რამე საინტერესო არა. თან ძალიან ძვირად. არ ღირს მნდ ყიდვა.

Posted by: Master_Nick 20 May 2019, 20:47
ნანდინას და სპირეას სახეობები. ნანდინამ კარგად ვერ იხარა ჩემთან
user posted image

სპირეა კი იდეალურად მოერგო პირობებს
user posted image

Posted by: *WASP* 21 May 2019, 15:09
ia-viola

ასეთები არ იყიდება?

user posted image


Posted by: ia-viola 21 May 2019, 15:47
*WASP*
ნწ.
ახლა მწირი არჩევანი აქვთ ძალიან.

Posted by: *WASP* 21 May 2019, 16:11
*WASP*


არადა ამ დროს უნდა იყოს წესით დიდი არჩევანი...

Posted by: ASIA 21 May 2019, 23:10
Master_Nick
სპირეა - გრაკლა ტოტითაც გადასარევად ხარობს.
ზესტაფონში პარკის ზემოთ ლიანდაგებთან თეთრად ყვაოდაააააააა - ულამაზესი, ხოოოდა შევატეხე ტოტები და მშვენივრად გრძნობენ თავს, ის კი არადა ცხენის წაბლის ტოტებიც ჯერჯერობით კარგად არიან, აი აბრეშუმა აკაციამ მიმტყუნა.


Posted by: Maiko Shamugia 22 May 2019, 04:01
ქოთნებში ზამთარში როგორ ტოვებთ მცენარეებს? მრავალწლიანებზე მაქვს საუბარი. აივნის მოწყობა ავიკვიატე და არ მინდა გამიხმეს ზამთარში მცენარეები

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 May 2019, 10:24
Maiko Shamugia
QUOTE
ქოთნებში ზამთარში როგორ ტოვებთ მცენარეებს? მრავალწლიანებზე მაქვს საუბარი. აივნის მოწყობა ავიკვიატე და არ მინდა გამიხმეს ზამთარში მცენარეები

ალბათ კითხვა მაინც თბილისში მაცხოვრებლებზე იყო გათვლილი მაგრამ პირადი პრაქტიკიდან ბათუმში ბუგენვილიას თბოიზოლაციის ფირფიტებს ვაკრავ ირგვლივ და შემდეგ ცელოფანში ვახვევ მთავარია ფესვები იყოს სითბოში და არ გაიყინოს
ისე კი ალბათ მცენარეზეა დამოკიდებული გააჩნია ზოგს არც არაფერი სჭირდება ზოგიც უმჯობესია შეიფუთოს ან სულაც დახურულ სივრცეში შეიტანო

Posted by: ia-viola 22 May 2019, 15:45
*WASP*
QUOTE
არადა ამ დროს უნდა იყოს წესით დიდი არჩევანი...


შემოაქვთ და ეყიდებათ მალე.

Master_Nick
გუშინ დავაკალმე რამდენიმე კალამი, ვერცხლისფერი ნაძვის ტოტის. ნათესავმა მომიტანა 2 მომცრო ტოტი. თუ გაიხარა, მაგარი იქნება ძალიან.

2-3 თვეში გამოჩნდება შედეგი.
ახლა ოსპის სტიმულატორი უნდა ვცადო. smile.gif
* * *
საღამოს ფოტო სესია.
ჩემი ბუთქუჩუნები.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: DeathListFive 22 May 2019, 21:39
ოთახში მზის გარეშე რომელი ყვავილი გაძლებს? მზე არ უდგება აქეთ

Posted by: ia-viola 22 May 2019, 23:07
DeathListFive
ფანჯარა ხომ აქვს ოთახს?

გვიმრა. მზეზე არ გიჟდება და უყვარს ტენი.

Posted by: DeathListFive 22 May 2019, 23:37
ia-viola
QUOTE
ფანჯარა ხომ აქვს ოთახს?

გვიმრა. მზეზე არ გიჟდება და უყვარს ტენი.

ხო აივანიც მაქვს გვიმრა ესეიგი მადლობა ძაან ლამაია რამდნეიმე მინდა დავდგა სახლში
გარეთ გადატანა დაჭირდება ხოლმე?

Posted by: ia-viola 23 May 2019, 13:57
DeathListFive
ისე, პელარგონიებიც შეიძლება.
* * *
DeathListFive
გვიმრა - მე ზაფხულობით სულ გარეთ მაქვს და ზამთარს შემაქვს ხოლმე სახლში.

დასავლეთში მდინარის და არხების პირასაა და კი გრძნობს თვს გადასარევად

Posted by: Master_Nick 23 May 2019, 15:49
ia-viola
ვიდეოში რომ თეთრი სტიმულატორია, იყიდება ჩვენთან ნეტა?

კვირას ჩამოგიტან მე ჩემს კალმებს, უნდა გაახარო, 5 ლიტრიან კლასტმასებში აპირებ დაკალმებას?

Posted by: ia-viola 23 May 2019, 15:53
Master_Nick
რავი, რაც ვცადე,ზოგი ხუთიანებშია და ზოგი ცალ-ცალკე.
ზოგი დავასათბურე და ზოგი - ბუნების წიაღს მივანდე.
ზოგი ჩრდილში დავდგი და ზოგი დილის მზისსხივზე.

ახლა მანდედან ერთი როგორ არ გაიხარებს.

ჩემი სტიმულატორი დამზადების პროცესშIა და მაგითAც მოვრწყავ. smile.gif

QUOTE
ვიდეოში რომ თეთრი სტიმულატორია, იყიდება ჩვენთან ნეტა?

ეგეთი თუ არა, მაგდაგვარი ხომ იქნება? მარა არ მგონია მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს.
მერე წავიკითხე და ტუიაც მრავლდება თურმე ეგრე. პირდაპირ ჩარგეთ მიწაში, არაფერი უნდაო. smile.gif

წესით, 2 კვირაში შეეტყობა უკვე ნაძვიკოებს, გაიხარს თუ არა.

Posted by: Master_Nick 23 May 2019, 15:53
ASIA
მაგარია, სპირეა მეც ძალიან მომწონს, ლიანდაგებთან რამე ველური ჯიშია თუ დეკორატიული?
* * *
ia-viola
მე მგონი სითბო უნდა მაგას და მუდმივად სინოტივე, ვნახოთ რა გამოვა

Posted by: muhambe 23 May 2019, 20:28
ia-viola
Master_Nick
გამარჯობა. ვერცხლის ფერი ნაძვის დაკალმების დიდი იმედი ნუ გექნებათ. იუთუბზე ბევრი ვიდეოა როგორ არჭობენ მიწაში მაგრამ რეალური შედეგი არავის დაუდია. smile.gif რამდენჯერაც ვცადე არ გამომივიდა. თუმცა აქვე ვიტყვი რომ ღია გრუნტში არ მიცდია და მგონია რომ ეგრე უფრო მეტი შანსი ექნება რადგან ტუიები ვერცერთი გავახარე ჭიქებში დაკალმებით და ღია გრუნტში მიწაში რაც ჩავარჭე პრაქტიკულად ყველამ გაიხარა, მაგანაც და ჭანჭყატმაც. ცოტა ხანში ერთი წელი გავა რაც დავაკალმე, ჭანჭყატებს სერიოზული ზრდა აქვთ მაგრამ ტუიები მაინცდამაინც არ ჩქარობენ ზრდას, თუმცა მწვანედ კი არიან.

Posted by: *WASP* 23 May 2019, 22:08
ამას რა ქვია ხო არ იცით?


user posted image

Master_Nick
QUOTE
ვიდეოში რომ თეთრი სტიმულატორია, იყიდება ჩვენთან ნეტა?


თუ კორნევინს კითხულობ, კი. სამთო ქიმიასთან ყიდიან და ათი ლარი ღირს.

Posted by: ia-viola 23 May 2019, 22:52
muhambe
ცოტა ხანს მეოცნება და გამეხარა, რა იყო.
biggrin.gif lol.gif
ოცნებას კაცი არ მოუკლავს. მჯერა, რომ გაიხარებს.


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 May 2019, 23:14
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: ia-viola 24 May 2019, 12:28
M-A-S-E-R-A-T-I
ლამაზებია.
სუკულენტებს ვერ დავუმეგობრდი. :/
კი მყაბს, მარა სულს ღაფავენ
* * *
Master_Nick

მესამე დღე biggrin.gif

user posted image

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 May 2019, 21:36
ia-viola
QUOTE
სუკულენტებს ვერ დავუმეგობრდი. :/
კი მყაბს, მარა სულს ღაფავენ

ალბათ ზედმეტად უვლი rolleyes.gif

QUOTE
მესამე დღე

ფიქრობ ამ სიცხეში დაფესვიანდება? boli.gif

Posted by: ia-viola 24 May 2019, 22:41
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ალბათ ზედმეტად უვლი

შეიძლება.
არ უნდათ მოვლა? მივყრი სადმე კუთხეში და იყვნენ მაშინ ასე.

QUOTE
ფიქრობ ამ სიცხეში დაფესვიანდება?

რავი. ხომ შეიძლება რომ დაფესვიანდეს?

სიცხე სადაა, ღამე კანკალით დავდივარ ეზოში. biggrin.gif

Posted by: Master_Nick 24 May 2019, 23:00
ia-viola
მაგარია, up.gif ამ უქმეებზე წვიმების გამო თბილისში ვრჩები, მომავალ უქმეებზე ჩამოვიტან ნაძვს.

M-A-S-E-R-A-T-I
კროტონი არ ჩანს სურათზე. ამ სეკულენტებთან მეც პრობლემა მაქვს, წელს ვიყიდე რამოდენიმე და ჩემთან ეზოში ან ჰაერი არ მოსწონთ ან მიწაsmile.gif
რამე განსაკუთრებულ მიწას ან სასუქვს ხომ არ იყენებ?

*WASP*
კი კორნევინზე ვკითხულობდი, მადლობა ინფოსთვის

Posted by: muhambe 24 May 2019, 23:01
ia-viola
თუ სწორად ვარჩევ სოჭებიც დაგირჭვია . მეც ეგრე მქონდა ზუსტად სოჭები და ნაძვები 5 ლიტრიანში. ჩემ გზას გადიხარ. biggrin.gif წარმატებები. smile.gif

Posted by: *WASP* 25 May 2019, 03:03
M-A-S-E-R-A-T-I
ლამაზებია ძალიან.

ia-viola

ზემოთ სურათი რო დავდე, ხო არ იცი ვინაა? გუგლში რაღაც სხვას მიგდებს...

Posted by: ia-viola 25 May 2019, 09:58
*WASP*
ქრიზანთემას გავს და რავი?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 May 2019, 10:14
ia-viola
QUOTE
რავი. ხომ შეიძლება რომ დაფესვიანდეს?

სიცხე სადაა, ღამე კანკალით დავდივარ ეზოში.

იმედია დაფესვიანდებიან, ძაან მომწონს მეც ვერცხლისფერი ნაძვები მაგრამ აქ დასავლეთში ვერ არიან ისეთი ლამაზები როგორც მაქეთ და არც ღირს წვალებად (როგორც ჰორტენზიები მაქეთ))

Master_Nick
QUOTE
კროტონი არ ჩანს სურათზე. ამ სეკულენტებთან მეც პრობლემა მაქვს, წელს ვიყიდე რამოდენიმე და ჩემთან ეზოში ან ჰაერი არ მოსწონთ ან მიწა
რამე განსაკუთრებულ მიწას ან სასუქვს ხომ არ იყენებ?

კროტონი სხვა კუთხეში მაქვს ) გააჩნია რომელი სუკუები იყიდე აი ესენი რაც ფოტოზეა უმრავლესობა გარეთ თავისუფლად უძლებს სიცივეს მაგრამ ცუდად იტანს სიცხეს ესენი სახლი კუთხეშია სადაც მუდმივად მოძრაობს ჰაერი, ასევე მნიშვნელოვანია სწორად შეურჩიო ნიადაგი ფხვიერი ქვიშა და წვრილი ხრეში ცოტა ნოყიერი ტყის მიწაც მაქსიმალურად კარგად რომ ატარებდეს წყალს, სასუქი არ სჭირდებათ



Posted by: ia-viola 25 May 2019, 14:36
ჩემი ნაძვნარი. biggrin.gif

user posted image

user posted image

user posted image
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
ჩემი ჰორტეს ფოტო მედო ზევით. წელს თავი ისახელა. ვნახოთ აბა ბოლომდე თუ გაქაჩავს.


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 May 2019, 14:52
ia-viola
ეს ბოლო ფოტოზე რატოა ესე შეჭრილი?

Posted by: ia-viola 25 May 2019, 19:25
M-A-S-E-R-A-T-I
გამხმარი იყო და მოვაცალე. თან შევწამლე.
ერთი კვირით დავტოვე სამსახურში და ეგრევე მოიწყინა. რა დაემართა ვერ გავიგე.

აი ჩემი ჰორტე ახლა. მეტი რა ქნას ან ამაზე მეტს რას შვრება დასავლეთში. biggrin.gif

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 May 2019, 20:26
ia-viola

QUOTE
ერთი კვირით დავტოვე სამსახურში და ეგრევე მოიწყინა. რა დაემართა ვერ გავიგე.

ჭარბი მორწყვა სავარაუდოდ ისე მაგათაც არ უყვართ ძირში დამდგარი წყალი იქნებ ეს იყო მიზეზი

QUOTE
აი ჩემი ჰორტე ახლა. მეტი რა ქნას ან ამაზე მეტს რას შვრება დასავლეთში.

ოო ეს რიტორიკული კითხვაა იმედია biggrin.gif

Posted by: ia-viola 25 May 2019, 23:05
M-A-S-E-R-A-T-I
ისე, მართლა, ერთი სული მაქვს როდის გაყვავდება.

ნაძვიკო კარგადაა. უბრალოდ ჯეღ ტოტები გაეზარდა და მერე დაუჭკნა. მერე შევწსმლე კუდეც და ახლა არის ყელტიტველა ქათამივით.

Posted by: *WASP* 25 May 2019, 23:27
QUOTE (ia-viola @ 25 May 2019, 14:36 )
ჩემი ნაძვნარი. biggrin.gif

user posted image

user posted image

user posted image
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
ჩემი ჰორტეს ფოტო მედო ზევით. წელს თავი ისახელა. ვნახოთ აბა ბოლომდე თუ გაქაჩავს.

პირველი რა ლამაზია. რა ქვია? love.gif

QUOTE
ქრიზანთემას გავს და რავი?


ხო, ეგ ყოფილა.

Posted by: Hyderabad 26 May 2019, 01:08
QUOTE (*WASP* @ 25 May 2019, 23:27 )
QUOTE (ia-viola @ 25 May 2019, 14:36 )
ჩემი ნაძვნარი. biggrin.gif

user posted image

user posted image

user posted image
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
ჩემი ჰორტეს ფოტო მედო ზევით. წელს თავი ისახელა. ვნახოთ აბა ბოლომდე თუ გაქაჩავს.

პირველი რა ლამაზია. რა ქვია? love.gif

QUOTE
ქრიზანთემას გავს და რავი?


ხო, ეგ ყოფილა.

აუ როგორ მინდა sad.gif

ამას როგორი პირობები უნდა? ვისაც არ დაეზარება იქნებ დაწეროს sad.gif

Posted by: Master_Nick 26 May 2019, 14:39
M-A-S-E-R-A-T-I
დავდებ მოგვიანებით ჩემი სეკუების ფოტოებს, ისანში ვიყიდე შაბათის ბაზრობაზე და რაღაც ვერ არიან ისეთ ფორმაში როგორიც მინდა smile.gif

ia-viola
ნაძვის დაფესვიანებაზე იმედი არ დაკარგო, გამოგივა დარწმუნებული ვარ, იმ კვირაში ახალ მასალას მოგაწვდი - ეს უქმეები თბილისში ვარ. პატარ პატარა ნაყარი ავაწყვიტო თუ ტოტი ჯობია ავაჭრა?
user posted image


რა მაგარი ნაძვები გქონია, ყოჩაღ შენ up.gif მაგრამ ქოთნები მეპატარავება. დიდი ქოთნები სჭირდება უკვე მაგათ. ჰორტეზე ყავივილის ფერი მაინტერესებს როგორი ექნება, რა ფერი იყო შარშან?

Posted by: ia-viola 26 May 2019, 18:20
*WASP*
QUOTE
პირველი რა ლამაზია. რა ქვია?

კვიპაროსია.
ორი წლის წინვიყიდე, 5 ლარად. ერთი მტკველი თუ იქნებოდა. ახლა რავი, იზრდება და იზრდება.

Hyderabad
QUOTE
აუ როგორ მინდა
ამას როგორი პირობები უნდა? ვისაც არ დაეზარება იქნებ დაწეროს


არცერთში არ მაქვს 10 გელაზე მეტი მიცემული. უბრალოდ მერე გაიზარდნენ.
არაფერი განსაკუთრებული მოვლა არ უ ნდა. ჩვეულებრივი ფხვიერი მიწა. ისე ვრწყავ რომ არც ძალიან გაუშრეს და არც ნამეტანი ნესტი მოუვიდეს. და დიდი სიცხეების მერე წიწვებს ვუნამ ხოლმე ნადგამი წყლით და მიდგას ჩრდილის მხარეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი: წელიწადში 2-3-ჯერ ჭირდებათ ხოლმე შეწამვლა მავნებლებსა და დაავადებზე. მთელ ქვეყანასია მოდებული და ესენიც ავადდებიან. თან სახლთან ახლოს დგას დაავდებული წიწვოვანები და ეტყობა ქარს მოაქვს რა ეს დაავადება რავი. ვამზადებ ე.წ. კოქტეილს: ინსქტიცისების, ფუნგიციდების ად მკვებავის და 10-10 დღიანი ინტერვალით ვწამლი. და ესეთი კურის, როგორც ზემოთ დავწერე, წელიწადში 2-3-ჯერ ჭირდება. თავად მიხვდები რა.


Master_Nick
QUOTE
რა მაგარი ნაძვები გქონია, ყოჩაღ შენ  მაგრამ ქოთნები მეპატარავება. დიდი ქოთნები სჭირდება უკვე მაგათ. ჰორტეზე ყავივილის ფერი მაინტერესებს როგორი ექნება, რა ფერი იყო შარშან?

შემოდგომით გადავიყვან დიდ ქოთნებში, ზამთარს წელგამართულები რომ შეხვდნენ. biggrin.gif ვოცო, ცოტა ეგოისტურად ვექცევი, ღია გრუნტი ჯობია, მარა მიწა რომ არ მაქვს რა ვქნა? დამყავს ქოთნებში გამომწყვდეულები. biggrin.gif

ჰორტე შარშან ვარდისფერი იყო. მერე ფერი დაკარგა და ყვავილებს ვირის ფერი დაედოთ. biggrin.gif მერე დავუყარე ზირში წიწვები და ისევ გავარდისფრდა. წელს რას იზამს არ ვიცი. ამ ჰორტეს მთელი ეზო სულს უბერავს. ახლა ამინდი ხომ აირია. პირველი ეგ შემოიტანეს სახლში,სეტყვამ არ დააზიანოსო. biggrin.gif მეიმედებიან. მე რომ არ ვიყო სახლში, პატრონები ყავს. biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ატარ პატარა ნაყარი ავაწყვიტო თუ ტოტი ჯობია ავაჭრა?


მემგონი, პატარ-პატარა ნაყარი ჯობს. ამ დარგულებსაც ყოველდღე დაახლოებით 5 კაცი (ეზოს ბინადრები) ამოწმებს დილა-საღამოს, რა ქნა და როგორ არიანო. ყველანი ჩავითრიე.
jump.gif tan.gif

Posted by: Hyderabad 26 May 2019, 19:50
ia-viola
უღრმესი მადლობა.

Posted by: Master_Nick 26 May 2019, 20:57
ia-viola
ჩემმა ჰორტემაც გამოიტანა კვირტები, თუ ყვავილების ფერიც იგივე შევინარჩუნე, მაშინ ჰორტეს გასაღები აღმოსავლეთში ნაპოვნია.
user posted image
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 27 May 2019, 19:46
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ლბათ კითხვა მაინც თბილისში მაცხოვრებლებზე იყო გათვლილი მაგრამ პირადი პრაქტიკიდან ბათუმში ბუგენვილიას თბოიზოლაციის ფირფიტებს ვაკრავ ირგვლივ და შემდეგ ცელოფანში ვახვევ მთავარია ფესვები იყოს სითბოში და არ გაიყინოს
ისე კი ალბათ მცენარეზეა დამოკიდებული გააჩნია ზოგს არც არაფერი სჭირდება ზოგიც უმჯობესია შეიფუთოს ან სულაც დახურულ სივრცეში შეიტანო

მადლობა. მოწყვით როგორ რწყავთ? თუ საერთოდ არ უნდა?
* * *
Master_Nick
QUOTE
ჩემმა ჰორტემაც გამოიტანა კვირტები, თუ ყვავილების ფერიც იგივე შევინარჩუნე, მაშინ ჰორტეს გასაღები აღმოსავლეთში ნაპოვნია.

ცისფერი თუ გინდა იყოს aluminum sulfate იანი წყლით უნდამორწყათ ვარდისფერი ხდება თუ ლაიმიანი წყლით მორწყავთ და წყალიც არ უნდა იყოს ტუტისკენ გადახრილი.
https://www.amazon.com/Pure-Organic-Ingredients-Acidifier-Treatment/dp/B07532SPM2/ref=sr_1_2_sspa?crid=20XDWHIIH32LC&keywords=aluminum+sulfate&qid=1558972100&s=lawn-garden&sprefix=alum%2Clawngarden%2C273&sr=1-2-spons&psc=1


Posted by: Master_Nick 27 May 2019, 22:25
Maiko Shamugia
ძალიან სასარგებლო ინფო მომეცით, არ ვიცოდი ეს დეტალი, თავიდან რომ დავრგე ცისფერი იყო მერე იცვალა ფერიsmile.gif
user posted image
aluminum sulfate იანი წყალი რას ნიშნავს? როგორ მივიღო?

Posted by: Maiko Shamugia 27 May 2019, 23:30
Master_Nick
ძალიან ლამაზი ბაღი გაქვთ. ლამაზი ფერია ცისფერი. თქვები ეზო იდეების წყაროა. ლანდსაფტურ დიზაინს გადახედეთ ბევრი საინტერესო იდეა და რჩევაა.

პეტუნიების გამოყვანას და მოვლას ვსწავლობ ნელ ნელაsmile.gif) შემდეგი სეზონისთვის ვფიქრობ მზად ვიქნები. წელს გამზადებულებს ვიყიდი. თუმცა ნორმალური ჯიში თუ ვიშოვე აქ არ ვიცი. ვიყიდე 2 ქოთანი და მაინცდამაინც არ მომწონს. უფრო სხვანაირი ჯიში მინდა. თესლებით ვაპირებ მომავალი სეზონისთვის გამოყვანას თუმცა მანამდე სპეციალური საჩითილე განათების თაროს მოწყობა მომიწევს . ეგენი სხვადასხვა ჯიშებია ამპელური, კასკადური, (რომელიც იტოტება და ავანზე გადმოდის) და ჩვეულებრივი ხალიჩისებრი დაფარვით. აქ უმეტეს წილად აზრზე არ არიან. ყვავილია და მორჩა. ინტერესი ნაკლებია.
QUOTE
aluminum sulfate იანი წყალი რას ნიშნავს? როგორ მივიღო?


ლინქი ჩაგიგდეთ ზემოთ . ამაზონზე იყიდება აქაც იქნება აგრომაღაზიაებში სავარაუდოდ. 1 ჩკ 1 ვედრო წყალში უნდა გახსნათ და ეგაა. თუმცა ყველა შეფუთვას თავისი ინსტრუქცია აქვს . ცისფერი ფერისთვის PH ანუ მჟავიანობა მიწის უნდა იყოს 5.2 დან 5.5 მდე. ვარდისფერი რომ გახდეს PH უნდა იყოს 6 დან 6.2 ზე. რომ მორწყავთ მრგვალად შემოუბარეთ და მულჩირება გაუკეთეთ წიწვოვანის ნარჩენებით ( ხმელი წიწვები, გირჩები, სიტრუსების ხმელი კანი, ყავის ნალექიც შეგიძლიათ მოაყაროთ . ) თქვენს ადგილზე მჟავიანობის საზომზეც ვიზრუნებდი.

პ.ს. როდოდენდრონები დარგეთ კიდევ . ულამაზესია. მასაც ჰორტენზიის პირობები უნდა თითქმის.


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 May 2019, 00:56
Maiko Shamugia
QUOTE
მადლობა. მოწყვით როგორ რწყავთ? თუ საერთოდ არ უნდა?

ზამთრის პერიოდში მცენარეებს უმცირებენ ხოლმე მორწყვას თუ გრილ პირობებშია (მოსვენების პერიოდში) სუკულენტებს და კაქტუსებს საერთოდ უნდა შეუწყვიტოთ მორწყვა

Posted by: ia-viola 28 May 2019, 09:39
Maiko Shamugia
QUOTE
ცისფერი თუ გინდა იყოს aluminum sulfate იანი წყლით უნდამორწყათ ვარდისფერი ხდება თუ ლაიმიანი წყლით მორწყავთ და წყალიც არ უნდა იყოს ტუტისკენ გადახრილი.


ჩემებს არაფრით ვრწყავ და ნელ-ნელა კვირტებს ვარდისფერი შეემატა. ერთადერთი რასც ვუკეთებ ისაა, რომ წიწვები აქვს ნიადაგში და ლიმნის ნაჭერს ვუდებ ხოლმე ქოთნისპირას, ვცდილობ პირდაპირ მზის გულზე არ მოხდეს და ვუნამავ ხოლმე ფოთლებს.

არ ვიცოდი ეგ საკითხი. ახლა კარგად ჩავუჯდები ნეტში და ...
მადლობა სასრგებლო ინფორმაციისთვის.

ანუ ის ტიპი ვისგანაც ვიყიდე შარშან ურეკში, ესე რწყავდა თურმე პრეპარატებით, რამდენი უწვალია და მე კიდევ უსინდისოდ 6 გელდ ვიყიდე ამხელა ნერგი.

Posted by: Corvette 28 May 2019, 09:46
დედაჩემის rolleyes.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 28 May 2019, 11:06
Maiko Shamugia
გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს, დიდი მადლობა.

ჩემმა ვეიგელამ ყვავილობა დაიწყო
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 28 May 2019, 12:17
M-A-S-E-R-A-T-I
უღრმესი მადლობა

ia-viola
QUOTE
ანუ ის ტიპი ვისგანაც ვიყიდე შარშან ურეკში, ესე რწყავდა თურმე პრეპარატებით, რამდენი უწვალია და მე კიდევ უსინდისოდ 6 გელდ ვიყიდე ამხელა ნერგი.


შეიძლება იქ ბუნებრივად მჟავე ნიადაგი იყო smile.gif ამათ მზე არ უყვართ. ცისფერ-ვარდისგფერი გახადეთ გარდამავალ ფერებში ლამაზია. ქოთნიან ნაძვებს რორგორ აზამთრებთ ??? მეც შემომეყიდა ერთი ნაძვი ამას წინათ და... facepalm.gif
* * *
Master_Nick
რა უცხო რაღაცეები გაქვთ , არც გამიგია. up.gif ეგ ნაძვი დომინოში ყიდეთ? რა ჯიშია? ჩემსას გავს . ჯუჯააო კი მითხრეს, მაგრამ ისე გამოშალა ფრთები ეჭვი შემეპარა ...

Posted by: Master_Nick 28 May 2019, 22:33
Maiko Shamugia
ეს არის weigela ,,florida Alexandra"
user posted image
ნაძვი დომინოში შევიძინე, ეს არის Picea Abbies Nodifirmis - ჯუჯა ნაძვია smile.gif
user posted image
რამოდენიმე მაქვს ასეთი ადრე ნაყიდი და საკმაოდ კარგად გაიზარდნენsmile.gif ჩვენს პირობებს კარგად ეგუება

Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 00:31
Master_Nick
QUOTE
,florida Alexandra"

ულამაზესია . ბროწეულს გავს love.gif

QUOTE
Picea Abbies Nodifirmis - ჯუჯა ნაძვია


აუ ეს როგორი ბუძგია smile.gif) ჩემი მასეთია??? ესაა ჩემი ნაძვი. მაგხელა რომ გაიზარდოს სად დავტიო fingal.gif


user posted image

user posted image


Posted by: Master_Nick 29 May 2019, 00:41
Maiko Shamugia
კი ეგ არის, გარეთ რომ გაიტანოთ ჰაერზე აჯობებს, რომ გაიზრდება უფრო დიდ ქოთანში მოგიწევთ გადარგვაsmile.gif ჰქონდა ვეგეტაცია?

Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 01:09
Master_Nick
აივანზეა კი. სურათისთვის შემოვიყვანე . პაწაწინა სალათისფერი კვირტებით იყო დაფენილი და ახლა გაშალა ფრთები.

Posted by: Master_Nick 29 May 2019, 08:15
Maiko Shamugia
დაუსრულებია ვეგეტაცია up.gif ესეთი იყო ჩემი დარგვიდან პირველ წელს.
user posted image.
ეხლა ბევრად დიდია და განვითარებული.

Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 09:56

გადავიკითხე ამ ჯიშზე რაღაცეები. წყალჭარბობას განსაკუთრებით ვერ ეგუება. მზეზე რომლებიც არიან უკეთ გამოიყურებიან. 1 მეტრი იზრდება სიმაღლეში თურმე და 2 მეტრი განზე. ბურთის ფორმა რომ მისცე განივი ტოტები მსუბუქ შეკრეჭას ექვემდებარება. უხლებს -40 გრადუსამდე ყინვას. თუმცა არ უყვარს ცხელი ზაფხული ( ეს ცუდია) ჩემიც მასეთი ღია იყო თავიდან და გამუქდა. ძირითადად ჩრდილშია ჩემი. ნელ-ნელა შევაჩვევ მზეს მაშინ. დომინოს მებაღე მზეზე ყველა მცენარესთან მიმართებაში ხელებს ასავსავებს. ნახევრად ჩრდილი აკერია პირზე smile.gif) ლავანდა წამოვიღე გახრიოკებული მაგათგან და ცოტა სული მოითქვა მზეზე. კვირტები დაისხა.


user posted image

Posted by: ia-viola 29 May 2019, 10:23
Maiko Shamugia
QUOTE
. ქოთნიან ნაძვებს რორგორ აზამთრებთ ??? მეც შემომეყიდა ერთი ნაძვი ამას წინათ და... 


ჩვეულებრივად გარეთ არიან. ოღონდ თუ ზაფხულში ჩრდილში მყავს და მზეს ვარიდებ, ზამთარში პირიქით - სამხრეთ მხარეს მიდგას, რომ არ მოაკლდეს მზის სითბო. და კიდევ მკურნალობისა და პროფილაქტიკის პროცედურებს საჭიროებენ სისტემატიურად.

Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 10:25
user posted image

ასეთი ეფექტის მიღწევა მინდა აივანზე. თავიდან რაც ყვავილი იყო და მომეწონა ყველაფრის ყიდვა დავიწყე, მერე მივხვდი რომ არასწორად მივდიოდი. თან პატარა აივანი მაქვს. facepalm.gif
პეტუნიები ვიყიდე მაგრამ ამპელური არაა.

შეცდომებზე ვსწავლობ მოკლედ ნელ- ნელა. იმედია გამომივა.
user posted image
user posted image
* * *
ia-viola
წყალს უსხავ ზამთარში? ჩემი პირველი ზამთარი იქნება და რაღანც პასუხისმგებლობა ავიღე არ მინდა დამეღუპოს.

ეს ჩემი როდოდენდრონი . ერთი პატარა ეზო მეკუთვნის facepalm.gif
* * *
user posted image

დამავიწყდა სურათის ატვირთვა smile.gif)

Posted by: ia-viola 29 May 2019, 11:05
Maiko Shamugia
წყალს აუცილებლად ვუსხამ, ამინდის გატვალისწინებით.
ყინვა არუნ და იყოს, მზიანი დღე, აუცილებლად დილის საათებში, სიცივე რომ გატყდება, რა თქმა უნდა უფრო იშვიათად, ზაფხულთან შედარბით.
ერთელ ბანანის ქერქის ნაყენითაც მოვრწყე.

Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 12:15
ia-viola
გაიხარე დეტალური ახსნისთვის love.gif

Posted by: Master_Nick 29 May 2019, 21:07
Maiko Shamugia
ეს ნაძვი მზეზე გყავდეს არანაირი პრობლემა არ არის, ლავანდას თაკარა მზე უყვარს და ნაკლები წყალი. ზამთარში მე არაფერს არ ვრწყავ.

Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 23:53
ჩვენ მავნებლებმა შემოგვიტიეს. დილით რომ გავედი აივანზე როდოდენდრონის ახალი ყლორტები საშინელ დღეში დამხვდა. გამადიდებლით რომ დავაკვირდი ჭიები აღმოვაჩინე. დილით საპნიანი წყლით გავუწმინდე ფოთლები და მელევე ამოისუნთქა. საღამოს შევწამლე აქტარათი 1 გრ. 0.9 ლ წყალში. ფოთლებზე შესხურებიყ . იმედია მშვიდობიანად გადავიტანთ.
user posted image
Master_Nick
QUOTE
ზამთარში მე არაფერს არ ვრწყავ.


ღია გრუნტში არ უნდა მორწყვა თოვლი, წვიმა ბუნებრივად რწყავს.მაგრამ კონტეინერში ალბათ სულ უწყლობას ვერ გადაიტანს.

* * *
ეს კიდევ ჩემი ახალი პროექტისთვის. მინი საჩითილის მოწყობას ვაპირებ . ინტერნეტში გავიარე მასტერკლასი. შემდეგ სეზონს გამართული ყვავილებით შევხვდები. თარო ჯერ არ მიყიდია. შევარჩიესავით.
user posted image
* * *
ამ ლედნათურის შეერთების სქემას თუ ვინმე დაწერს დიდად დამავალებთ, ვეძებე და ვერ ვიპოვე. თან რამოდენიმე ასეთი ნათურა რომ გადავაერთო ერთმანეთს დავერთი ჩამრთველით ავანთო.

user posted image

Posted by: Maiko Shamugia 31 May 2019, 12:31
რჩევები აივნის ყვავილებისთვის ჩემი გამოცდილებიდან. არ ჩარგოთ ყვავილები თხელ პლასტმასის ქოთნებში. გრუნტი მალე შრება და მცენარე იტანჯება, ისევე როგორც თქვენ მოვლის სირთულით smile.gif . მაგალითისთვის მარჯვენა ქოთანში დარგულ მცენარეს ყოველდღე ვრწყავ. მორწყვის წინ გრუნტი მთლიანად მშრალია. მარცხენა ქოთანში მიწა ნოტიო ძლებს 5 დღემდე. შუა ქოთანში დარგული მცენარის გრუნტში მიწა ნოტიოა 10 დღემსე. ( ქოთანებში ერთნაირი გრუნტია ( უნივერსალური მიწა ყვავილებისთვის. არეულია ვერმიკულიტი)

user posted image

Posted by: ia-viola 31 May 2019, 22:58
ეს მავნებლების შემოსევა რა უბედურებაა. გუშინ მოვრწყე და არაფერი. დღეს რაღაც თეთრფრთიანები ყავდათ შესეული.

მომუწია რიგარეშე შეწამვლა.

Posted by: Maiko Shamugia 1 Jun 2019, 01:16
ia-viola
აუ ეგ ფრთათეთრაა და ცუდია ძაან მგონი. მოარიდე სხვა ქოთნებს . აქაა სტატია ნახე. რომელ მცენარეს გაუჩნდა ?

https://yvavilebismovla.ge/metodebi/150-brdzola-frtatetrastan.html

Posted by: Master_Nick 1 Jun 2019, 16:44
ესეც ჩემი cotinus coguggrya royal purple, დიდი ბიჭია უკვე. bis.gif
user posted image

Posted by: ia-viola 1 Jun 2019, 22:52
ესეც ჩემი ვარდიკოები

user posted image

user posted image


* * *
Maiko Shamugia
პირველივე დღეს ვნახე. ასტრებს გაუჩნდა. დღეს 1-2 დაფრინავდა და კიდევ მივასხურე.
ეგენი თუ კიდევ გადარჩნენ, არ ვიცი.
ისეთი მძაფრი სუნი აწვს, რამისაა მე გავიქცე სახლიდან

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Jun 2019, 23:59
Master_Nick
QUOTE
cotinus coguggrya royal purple,

ეგ იგივეა რაც აი გორის მიმდებარედ ავტობანის გასწვრივ იზრდება თუ რამე სხვა ჯიშია? შემოდგომაზე ძაან ლამაზი რამეა სულ მინდახოლმე წავიყოლო დასავლეთში და ხან ბარი არ მაქვს ხან დრო mo.gif
Maiko Shamugia
მაგათი დახოცვა ალბათ ყველაზე მარტივია ზოგადად მავნებლებს შორის საკმარისი ერთხელა და პროფილაქტიკისთვის 2 ჯერ შეწამლო თუნდაც ყველაზე გავრცელებული "კარატი"-სი ხსნარით უპროპლემოდ გააქრობ, ისე ხანდახან აბანავე ხოლმე მცენარე და დაზღვეული იქნები მეტად

Posted by: Maiko Shamugia 2 Jun 2019, 00:50
Master_Nick
გაიზარდნენ შენი მცენარეები ნელ ნელა. ეს ჩემი დღევანდელი შრომის შედეგი. გადავრგე, ამოისუნთქებენ როგორც იქნა.

user posted image
* * *
ia-viola
რა ლამაზი ვარდები გქონია. დღეს ვიყავი ჯეობოტანიკში და კრწანისის სანერგეში. ჯეობოტანიკში არაფერი მომეწონა სააივნოდ. კრწანისში პეტუნიები ვიყიდე. თურქეთიდან მიიღეს ახალი საქონელი. ტვირთავდნენ დიდ კონტეინერს. ვარდები ჩემ დას შევპირდი და იელის ვარდების სანერგეში წავედი. ვეღარ მივუსწარი 6 ის ნახევრამდე არიანო. ზოგადად ვერაა ჩვენს სანერგეებში საქმე კარგად. მცენარეები მოუვლელები მომეჩვენენ.

M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ისე ხანდახან აბანავე ხოლმე მცენარე და დაზღვეული იქნები მეტად


ეგ კარგი იდეაა. სხვაგანაც წავიკითხე. გავითვალისწინწბ აუცილებლად.

* * *
user posted image


ეს ჩემი "პამოშნიცა" . თუ მწერი დაინახა რამე სასწრაფო წესით იჭერს და ჭამს facepalm.gif

Posted by: sophka 2 Jun 2019, 09:57
გამარჯობა, ხალხნო))
სოოსს, დამეხმარეთ...
Maiko Shamugia
მწერები ახსენეთ, აივანთან ხეა აშკარად დაავადებული, სარეცხს რომ ვკრეფ,
მოყვებიან ბევრი ერთად, რა ვუშველო რით შევწამლო ხე და მერე ჩემს ყვავილებს არ მოაფრინდნენ და თან სარეცხზე არ შემყვეს.
user posted image
user posted image
რამდენი წელია მე ვარ და ეს ხეც აქაა და პირველად ხდება ეს sad.gif

Posted by: Master_Nick 2 Jun 2019, 12:21
M-A-S-E-R-A-T-I
გორისკენ არ დავკვირვებივარ და ვერ გეტყვი რა მცენარეა, ვეფხვის და მოყმის ძეგლთან არის ამ მცენარის დიდი ბუჩქები, საქ ბანკის ჰედ ოფისამდე არ მისული. დეკორატიული თრიმლია.

ia-viola
ფორთოხლისფერი ვარდი მაგარი ფერია up.gif

sophka
გამოიყენე აქტელიკი, ჩემი გამოცდილებით იდეალური პრეპარატია, სუნის არ შეგეშინდეს, ძალიან ცუდი სუნი აქვს.

* * *
Maiko Shamugia
up.gif მშვენიერი კაქტუსები და სეკუები გქონია. კრწანისის სანერგეში მიიღეს ახალი მცენარეები? ხომ არ დაკვირვებიხარ რეები მიიღეს
* * *
ორივე თავიან კიპარისში ჩიტების ბუდეა, ერთში ბარტყებიც დაიჩეკნენ და გასაფრენად ვემზადებით aba.gif bis.gif
user posted image
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 2 Jun 2019, 13:16
sophka
QUOTE
რა ვუშველო რით შევწამლო

კარატე, კონფიდორი , აქტარა ერთერთი აქედან. პერიოდულად უნდა შეცვალოთ შხამქიმიქატს ეჩვევიანო ამბობენ . აქტარა და კონფიდორი დიდუბეში ვიყიდე.. ერთი გორგიადან რომ გამოდიხარ მარჯვნივ მეორე მარცხნივ smile.gif) მანდ ბევრი მაღაზიებია ამ მცენარეთა მოვლის.
Master_Nick


QUOTE
კრწანისის სანერგეში მიიღეს ახალი მცენარეები?


კი დიდ ტრაილერს ცლიდნენ. კვიპაროსები და რავი ბევრი მცენარეებით იყო დატენილი. მე პეტუნიებს ველოდებოდი, ისეთი დასტრესილები მოვიყვანე როდის მოვლენ აზრზე არ ვიცი. ჩახარშულები არიან. ერთმანეთზე ეწყო ტონა მცენარე. ჯერ ძლივს მივაგენი, ადრე პირდაპირ გზიდან მიდიოდი, ახალი გზები რომ გაკეთდა მას მერე არ ვყოფილვარ 2 ჯერ ვურტყი კრუგი სანამ მივაგენიsmile.gif)

ეს ჩემი ჩებრეცი დომინოს სანერგედან. ჯერ ახლა იშლება. მთლიანად გაიასამნისფრდება. მხვიარაა და გადმოვა ძირისკენ.ძალიან მომწონს. აივნის გადაღებვა მინდა და ვერ მოვაბი თავი. მასალები მაქვს და ფეხს ვითრევ . აღარ დამთავრდა 5მ2 ის მოწყობა smile.gif) ამხელა ბაღებს როგორ უმკლავდებით smile.gif)

user posted image

user posted image

ეს ჩემი მოხარშული პეტუნიები, გუშინვე გადავრგე. დღეს უკეთაა ცოტა. 15 ლიტრიან ქოთანში. მეტს ვერ გაქაჩავს ჩემი აივანი თორემ ამათ დიდი ქოთნები უყვართ. მომენტალურად ითვისებენ მიწას ფესვები. არადა 3 ლიტრიანებში იყიდება და ზოგი არ რგავს სახლში მიტანის შემდეგ. მერე უკვირთ რატო ხმებაო. 30 ლიტრიანში 1 მცენარეს რგავენ და ფანტასტიკურად ვითარდებიან.

user posted image
* * *
Master_Nick
ვაიმეე ბარტყი smile.gif ახლა დავაკვირდი ტელეფონიდან ვერ მივაქციე ყურადღება. ნამატს გილოვავთ mus.gif mus.gif mus.gif

Posted by: Master_Nick 2 Jun 2019, 14:18
Maiko Shamugia
ეს ჩებრეცი ძალიან მომეწონა, დიდი ხანია რაც გაქვს? დიდი გაზრდილა, ლათინური დასახელება ხომ არ გახსოვს?

Posted by: Maiko Shamugia 2 Jun 2019, 14:59
Master_Nick
QUOTE
ლათინური დასახელება ხომ არ გახსოვს?


ესაა მაგის ეტიკეტი. წლევანდელია 3 პატარა ბუჩქი ვიყიდე მწვანე ერთი თვის წინ და გაერთიანდა. გუშინ ვათვალიერებდი აღარ ქონდათ. ეზოშიც ძაან ლამაზია. ლანშაფტზე ხმარობენ.

user posted image

* * *
ჩემი მარკიზა smile.gif

user posted image


* * *
ამ მახინას რა მოვუხერხო არ ვიცი. მიუშნოებს მთელ აივანს. რამე იდეა ხომ არ გაქვთ ?

user posted image

Posted by: Harrison Stafford 2 Jun 2019, 16:08
გამარჯობა
ჩემს ბროწეულს რაღაც პატარა მწერები შევნიშნე 1-2 ტოტზე და რა ვუშველო /?

75%იანი საპნიანი წყალი რო მივაპკურო უშველის
ეს მირჩიეს

თუ შეწამვლაც უნდა რამით ?? (თუ კი რომელი შესაწამლი საUალება უნდა გამოვიყენო )

Posted by: Maiko Shamugia 2 Jun 2019, 16:22
Harrison Stafford
უშველის , მაგრამ ალბათ დროებით. სჯობს შეწამლოთ ქიმიურით. კარატე, ან კონფიდორი ან აქტარა. ან რამე მსგავსით . 10 დღის შემდეგ ისევ იმეორებენ შეწამვლას.

user posted image
* * *
ჩემმა ლავანდამ როგორ გაშალა ფრთები <3 ველოდები როგორი გაიშლება .

user posted image
* * *
ეს კიდევ ერთი ჩემი ბინადარი კრწანისიდან. ჯერ აზრზე მოსვლას ვაცდი და შემდეგ დავიწყებთ კვებას და გადავიკიდებით აივანზე smile.gif იმედი მაქვს ყვავილებით გადაიპენტება.

user posted image

Posted by: ia-viola 2 Jun 2019, 18:06
მაშინ როდესაც ჩემი მთელი სადაქალო სოციალურ ქსელებში ქმარ-შვილუს ფოტოებს აზიარებს, მე ყოველდღე ყვავილების ფოტოებს ვდებ: გაყვავდა, კვირტი გამოუტანა, გაიხარა და ა.შ.
არ ვარ კაათ biggrin.gif
ესეც ჩემი.ორქი და ადენიუმი

user posted image
'user posted image

ორივე განსაკუთრებულად მიყვარს. ადენიუმი ჩემუ დათესილ გახარებულია, ორქი კუდევ გადააგდეს, როგორც გამხმარი და გადავარჩინე ნაგავს.

Posted by: Master_Nick 2 Jun 2019, 18:10
Maiko Shamugia
მე როგორც ვიცი პეტუნიები მანდვე გამოყავთ სათბურებში , იმპორტულია ეგენიც? სპირალის ტიპის კიპარისებისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალი?

ეს Thymus Praecox რა მაგარი მცენარე ყოფილა, არ ვიცოდე დღემდე მისი არსებობა
user posted image
* * *
ia-viola
შენ რომ თესლები მომეცი იმაში პიტნაც ხომ არ ერია? პიტნის შემოტევა მაქვს იმდენი ამოვიდაsmile.gif

Posted by: Harrison Stafford 2 Jun 2019, 18:30
Maiko Shamugia
ეს საპნიანი წყალი რა ინტენსივობით მივაპკურო , თუ შეგიძლიათ რო მითხრათ ?

შესაწამლს მერე ვიყიდი სამთოქიმიასთან და ხო ეცოდინებათ მოხმარების წესი ? biggrin.gif

Posted by: Maiko Shamugia 2 Jun 2019, 19:17
Master_Nick
QUOTE
მე როგორც ვიცი პეტუნიები მანდვე გამოყავთ სათბურებში , იმპორტულია ეგენიც? სპირალის ტიპის კიპარისებისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალი?


სპირალისებურისთვია არა მგონია, ჩვეულებრივებს ზიდავდნენ. მაგრამ ნახევარი კონტეინერი იყო დაცლილი . ერთმანეთზე ეწყო ყველა მცენარე. შიგნით რა ხდებოდა არ ვიცი . ეს პეტუნიებიც თურქულია კი, მუყაოს ყუთებში იყო შეფუთული და მარკირებული. მაგრამ რაოდენობაში არ ქონდათ ბევრი შეკვეთილი ეს პეტუნიები. თავიანთი თითო ყვავილიანი ჩითილები ძლივს ავარჩიე 4 ცალი თითო ერთ ლარად smile.gif. კვება მივეცი უკვე ამ ჩითილებს, ვნახოთ თუ ფოთლოვანი მასიური ნაწილი გავზარდე , გაამართლებს. ყვავილები ეგრევე დავაწყვიტე ძალა რომ არ წაართვას.

QUOTE
ეს Thymus Praecox რა მაგარი მცენარე ყოფილა, არ ვიცოდე დღემდე მისი არსებობა


ჰო ლამაზად იზრდება რაღაც. ქონდარია დეკორატიული.


Harrison Stafford


QUOTE
ეს საპნიანი წყალი რა ინტენსივობით მივაპკურო , თუ შეგიძლიათ რო მითხრათ


ალბათ კვირაში 2 ჯერ სანამ გაქრება. უნდა დააკვირდე. მე თავიდან რომ არაფერი მქონდა ფოთლები საპნიანი წყლით გავუწმინდე და ფოთლები ეგრევე გაშალა. მერე ეგ ქიმია შევასხი და საპნიანი წყალი აღარ დამჭირვებია. ქიმიას დოზები ზედაც აწერია.

ia-viola
რა ლამაზი ორქედეა გყავს. სამზარეულოს ფანჯარასთან მაქვს ნანახი. დასაკიდ საყვავილეებში . სასწაულ აურას და დიზაინს ქმნიდა.

Posted by: Harrison Stafford 2 Jun 2019, 19:20
Maiko Shamugia
გასაგებია
გმადლობ

Posted by: sophka 3 Jun 2019, 09:01
Master_Nick
Maiko Shamugia
გავივლი ვიყიდი მაგ ყველაფერს. აი, იმხელა ხეს რანაირად მოვერევი არ ვიცი.
მეოთხე სართულიდან მივასხურავ ფოთლებს და ძირშიც შევწამლავ.

დიდი დიდი მადლობაა <3

user posted image

Posted by: FANNIE 3 Jun 2019, 18:21
QUOTE
მაშინ როდესაც ჩემი მთელი სადაქალო სოციალურ ქსელებში ქმარ-შვილუს ფოტოებს აზიარებს, მე ყოველდღე ყვავილების ფოტოებს ვდებ: გაყვავდა, კვირტი გამოუტანა, გაიხარა და ა.შ.
არ ვარ კაათ

lol.gif

ნაცნობი სიტუაცია givi.gif


იელის ვარდები ვის გაქვთ? კარგად იხარებს თქვენთან?

Posted by: max-14 6 Jun 2019, 18:21
''მზაჩითილს'' ააქვს კარგი ფასდაკლება ქოთნის მცენარეებზე

Posted by: Maiko Shamugia 7 Jun 2019, 08:44
max-14
რა კარგი მეურნეობა ჩანს. არასდროს შემინიშნავს მეგალაინთან ამხელა სათბურები. მადლობა ინფორმაციისთვის. შევივლი აუცილებლად .

უი აგლაძის 37. მეგალაინამდე არმისული ვახუშტის ხიდიდან. მანდ კნაუფის მაღაზია იყო ხოლმე. გააუქმეს ეგ მაღაზია ? ეს რაღაც ახალია. და ეტიკეტზეც ვიცანი ეს ბრენდი. ბოსტნეულს ვყიდულობ ხოლმე ხშირად , განსაკუთრებით კიტრს და პომიდორს.

Posted by: ia-viola 7 Jun 2019, 12:01
ესეც ჩემი ჰორტეზა

user posted image

აი ეს კი ის ნაძვებია, ჩვენ რომ ვიცით. მემგონი რაღაც იმედი არის. სასიკეთოდ საეჭვოდ მწვანეა. smile.gif

user posted image



Maiko Shamugia
მადლობა. რამდენიმე ორქი მყავს. მართლა ძალიან ლამაზები არიან.

Master_Nick
აუ არ ვიცი, ასე მუზანმიმართუკად აღ ამირევია, მარა შეიძლება თესლი მოყვა. ხომ იცი პატარა ადგილი რომ მაქჩს, ყველაფერი ერთმანეთში ირევა. ისე ფრთხილად იყავი, არ დაჩაგროს სცვები, პუტნა ველურია ცოტა.


sophka
ამოვიდნენ თესლები? როგორ ხართ აბა?

Posted by: Maiko Shamugia 7 Jun 2019, 19:39
ia-viola
ვაიმე რამდენი ყვავილი გაქვს smile.gif სად ტევ ამ ყველაფერს ? smile.gif მე დღეს აგარაკზე გავაგზავნე ბევრი მცენარე. ნელ ნელა ჩამოვყალიბდი რა უნდა მყავდეს აივანზე.

მგონი პეტუნიები დავიმეგობრე. მესმის ნელ-ნელა რა უნდათ და რაც სურვილებს ვუსრულებ იზრდებიან და მახარებენ.
user posted image

ეს ჩემი ბეგონიები. ამათი ჯერ მთლად არ მესმის კარგად. smile.gif

user posted image

Posted by: Master_Nick 7 Jun 2019, 22:05
ia-viola
ვააა მაგარია, ფერი უფრო გაუმუქდება თუ ეგ არის რაც არის?
ეს ნაძვები ამ სიცხეში ეგეთი ჩახუთული უნდა იყოს?


Maiko Shamugia
up.gif up.gif ეს პეტუნიები მზის მოყვარულები არიან?

Posted by: Maiko Shamugia 7 Jun 2019, 22:22
Master_Nick

კი მზე უყვართ, წყალი და კარგი კვება. ღორმუცელები არიან. ერთ დასხმაზე წყალი მეორეზე კვება და ასე მონაცვლეობით. ასევე დიდ ქოთანი სჭირდებათ. ესენი 8 ლიტრიან ქოთნებში არიან. არის ჯიშები 30 ლიტრიანი სჭირდებათ რომ თავის თავი აჩვენონ . მაგალითად ამპელური ტაიფუნი. ეგაა აქ ჯიშების გარკვევა რთულია. რას ყიდიან ვერ გეუბნებიან .

Posted by: Master_Nick 7 Jun 2019, 22:33
Maiko Shamugia
გამწვანება კრწანისში იყიდე? ეგეთი ფერის პეტუნიები არ მინახია, იმპორტირებულია ალბათ. ხვალ მივდივარ მეც კრწანისშიsmile.gif
კვებას რას აძლევ?

Posted by: Maiko Shamugia 7 Jun 2019, 22:50
Master_Nick


QUOTE
გამწვანება კრწანისში იყიდე?


არა ეს ერთი ბრიკორამაში ვიყიდე და მეორე გორგიაში სადღაც მაისის შუა რიცხვებში. მას მერე არ მინახავს არც მე. კრწანისში რაც ვიყიდე ჯერ აზრზე მოდიან ახლახანს დავუწყე კვება იმათ. ამათი პიკი ივლისის ბოლოსთვისაა , სადღაც მაგ დროს არიან ზრდასრულები. ისე მუქ ფერებს უფრო მკვეთრი სუნი აქვთ. ღია ფერებს არა.

კვებაზე ჯერ ექსპერიმენტებს ვატარებ smile.gif გამოწერილი მაქვს სასუქები, რომელსაც ველოდები. ამ ეტაპზე ფერტიკა ლუქსით ვკვებავ დღეგამოშვებით. ასევე 2 კვირაში ერთხელ ვახმარ HB 101-ს. პლიუს ნიადაგში გადარეული მაქვს ოსმოკოტი.

user posted image


user posted image

Posted by: Master_Nick 7 Jun 2019, 23:17
Maiko Shamugia
სერიოზულ კვებაზე გყოლია, დღეგამოშვებით კვება ზედმეტი ხომ არ არის? რა სასუქები გაქვს გამოწერილი?

Posted by: Maiko Shamugia 7 Jun 2019, 23:31
Master_Nick
არა არ არის ზედმეტი. მთელი აკადემია დავამთავრე ამათ მოვლა განვითარებაზე ინტერნეტ საიტებიდან. გააჩნია რა სტადიაზეა ყვავილი. როცა ასე ინტენსიურად დაიწყებს ყავაილობას და ფოთლოვანი მასა გაძლიერებული აქვს უკვე სერიოზულ კვებას ითხოვს.

სასუქები ესენი
https://www.amazon.com/gp/product/B00D8NPPJC/ref=ppx_yo_dt_b_asin_image_o03_s00?ie=UTF8&psc=1

https://www.amazon.com/gp/product/B004ZKKE70/ref=ppx_yo_dt_b_asin_image_o05_s00?ie=UTF8&psc=1

https://www.amazon.com/gp/product/B01ACEG30O/ref=ppx_yo_dt_b_asin_image_o04_s00?ie=UTF8&psc=1

https://www.amazon.com/Miracle-Gro-160101-Water-Soluble-Purpose-24-8-16/dp/B00GWJRU38/ref=sr_1_9?keywords=Miracle-Gro+Water+Soluble+All+Purpose+Plant+Food&qid=1559935835&s=lawn-garden&sr=1-9

Posted by: Master_Nick 7 Jun 2019, 23:46
Maiko Shamugia
ხეებს მე გაზაფხულზე და შემოდგომაზე ვაძლევ სასუქს და მერე პერიოდულად ბიოდეპოზიტით ვრწყავ 2 კვირაში ერთხელ.
კარგი გამოცდილება გქონია, ეს სასუქები ვინმემ გირჩია თუ შენით მოიძიე?

Posted by: Maiko Shamugia 8 Jun 2019, 00:10
Master_Nick
ხეებს კი ძირითადად მასე კვებავენ. ყველა მცენარეს თავის მიდგომა აქვს. ეს ერთწლიანია და მთელი ციკლი ერთ წელში უნდა მოასწროს. განვითარებისთვის აზოტი, ყვავილობისთვის ფოსფორი და კალიუმი.

მოვიძიე. ამ საუკუნეში საბედნიეროდ არ ჭირს ეგ თემა smile.gif უამრავი მასალაა. ეს ერთ-ერთი



* * *
Master_Nick
QUOTE
პერიოდულად ბიოდეპოზიტით ვრწყავ 2 კვირაში ერთხელ.

ამ ბიოდეპოზიტის კმაყოფილი ხარ ? მე არ ემხვედრია ეგ სასუქი.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jun 2019, 15:24
ტყუილად არ ვიტოპავე ჭაობში ამის გულისთვის user.gif

user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: Master_Nick 8 Jun 2019, 15:39
Maiko Shamugia
კი ბიოდეპოზიტის ძალიან კმაყოფილი ვარ, ორგანული თხევადი სასუქია, ჰუმუსური კონცენტრატი, წყალში იხსნება და ამინომჟავებისა და მთელი რიგი ელემენტების ბალანსირებულ კომპლექსია. დომინოში იყიდება.

M-A-S-E-R-A-T-I
ძალიან მაგარია, რა მცენარეა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jun 2019, 18:33
Master_Nick
QUOTE
ძალიან მაგარია, რა მცენარეა?

წყლის შროშანი – დუმფარა

Posted by: ia-viola 8 Jun 2019, 23:04
M-A-S-E-R-A-T-I
მესამე წელია მყავს და არ ყვავის ჩემი. თესლით ამოვუდა და არის ასე . ზამთარში იძინებს და გაზაფხულზე ამოდის ხელახლა.

Master_Nick
ზოგი თავმოხდილი მყავს, ზოგი დასათბურებული. ყველაზე მაგრად დახურული რაცაზმ ისინი არიან,.

Posted by: sophka 8 Jun 2019, 23:56
ia-viola
ვერ ვართ კარგად, ხომ ამოვიდნენ, გამიხარდა იზრდებოდა და ერთ დილასაც ვნახე ჩაწოლილი,
დაცვენილი ძირს, მტრედები მყავს და ვიფიქრე ხომ არ გადაქელესთქო, მაღალზე მედო, ან არ ვიიცი რა დაემართათ. sad.gif
ერთი კვირის წინ მეორე პირი დავთესე ჯერ არ ამოსულან, შენი თესლები რაც მორჩენილი მქონდა.

გიფსოფილიებიც ხო დავთესე და სულ სამი ძირი შერჩა.
იმედია გაიხარებენ.
ისე გავბრაზდი, რო აწი სულ თესლებს ვიყიდი, ასე გავახარებ ყვავილებსsad.gif

სამაგიეროდ პიტნა გამრავლდა მეზობლებს ყოველ საღამოს ვჩუქნი ახალ-ახალ ღეროებს ჩაისთვის:*



* * *
M-A-S-E-R-A-T-I
რა კარგი ვინმეა, როგორ ყვავის.
მიყვარს დუმფარები. როგორ გაახარე სახლის პირობებში? ჩვეულებრივ წყალშია თუ რამე სხვაცაა


Posted by: Maiko Shamugia 9 Jun 2019, 16:43
ჩემი შაბათ კვირის ნაშრომი ჩემი დის ეზოში. მცდელბა კომუნისტური გაზონების გაევროპელობის. ჩემმა სიძემ ბუზღუნით ამიკლო. ძლივს ჩავზიდე მასალბი და მცენარეები დატენილი მანქანით . ბოლოს მგონი მოეწონათ. old.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image




* * *
user posted image

user posted image

user posted image

* * *
2 დღისთვის არაუშავს. ჯერ კიდევ ბევრი აკლია მაგრამ, ცოტა მაინც გამოიხედა თვალებში. ლაივში უკეთესია. ასევე დავრგე ოსტინის ვარდები იელიდან . რომლის შდეგი მოგვიანებით გვექნება. მულჩი დამაკლდა და გამოვასწორებ.

user posted image
* * *

ეს ოქროსფერი ღვია.

user posted image
* * *
ქვები მოვზიდე და სწორხაზოვანი გაზონი შევცვალე. გამოწეულ ნაწილში დავყარე მიწა, რომელიც ასევე მოვიტანე ტყიდან. გირჩებიც ტყეში ევაგროვეთ.
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ტყუილად არ ვიტოპავე ჭაობში ამის გულისთვის 



უულამაზესია. გამიგია ერთი დღე ყვავის მხოლოდო. მართალია?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jun 2019, 19:16
ia-viola
QUOTE
მესამე წელია მყავს და არ ყვავის ჩემი. თესლით ამოვუდა და არის ასე . ზამთარში იძინებს და გაზაფხულზე ამოდის ხელახლა.

ალბათ ჯერ პატარაა გაიზრდება და იყვავილებს აუცილებლად

sophka
QUOTE
მიყვარს დუმფარები. როგორ გაახარე სახლის პირობებში? ჩვეულებრივ წყალშია თუ რამე სხვაცაა


ფესვი აქვს როგორც ჯინჯერს წყალში ვიპოვე და დავაფესვიანე არაფერი არ უნდა განსაკუთრებული მარტივია საკმაოდ

Maiko Shamugia
QUOTE
უულამაზესია. გამიგია ერთი დღე ყვავის მხოლოდო. მართალია?


არა რამოდენიმე დღე ყვავილობს ღამით წყალქვეშ ჩადის დილით ამოდის და იშლება

Posted by: Master_Nick 9 Jun 2019, 22:46
Maiko Shamugia
მაგრად გიშრომია, ყოჩაღ შენ!!! ეს გირჩების კომპოზიცია საიდან მოიფიქრე, სადმე ნახე? ეს მულჩა სადაურია? რაღაც ზედმეტად დიდი ნატეხები მეჩვენება თუ მართლა დიდებიაsmile.gif ოქროსფერ ღვიას მულჩა ძალიან მოუხდა up.gif

დღეს მეც მაგრად ვიშრომე, დიდი ჯაფა დამადგა lol.gif

Posted by: Maiko Shamugia 10 Jun 2019, 00:32
Master_Nick
გირჩებით მულჩირება ინტერნეტში ვნახე. პატარა გირჩები შევაგროვე , დიდები უხეშად გამოჩნდება. მულჩა გორგიაში ვიყიდე , იმპორტირებულია მგონი ბალტიისპირეთის. გორგიაში ბევრი ლამაზი და უცხო ყვავილი აქვთ შემოტანილი. შევლა ღირს.
აბა ნაშრომი. გვაჩვენეთ ფლიიზ smile.gif

Posted by: Master_Nick 10 Jun 2019, 11:19
Maiko Shamugia
მე დომინოს მულჩას ვხმარობ, უფრო წვრილი ფრაქციაა, გორგიასი მსხვილი ყოფილა. საინტერესოა რომელი ჯობია?
ეზო გავკრიჭე, სარეველები გავმარგლე და მოვრწყე ყველაფერი. აგერ ნაშრომიც.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 11 Jun 2019, 01:39
Master_Nick
ვახ, ვახ ფორმირებას იწყებს უკვე შენი ბაღი. მულჩის ზომებს მეც ახლა დავაკვირდი. შინაარსობრივად არ ვიცი, მაგრამ ვიზუალურად წვრილი უფრო ლამაზი უნდა იყოს. გორგია გაზიდული დამხვდა დღეს. ხალხი ყიდულობს მცენარეებს. ეს მულჩაც 1 ტომარა ქონდათ დარჩენილი ამ ფწრში . აქვთ ოწროაფერში. ღთუმცა ამ დღეებში შემოვიტანთო.

სპირალისებური კიპაროსებიც აქვთ. გაკრეჭილი რომ აქვთ სპირალივით მაგას გულისხმობ ხო ?

Posted by: Master_Nick 11 Jun 2019, 15:42
Maiko Shamugia
კი სპირალურ კიპაროსებს ვგულისხმობდი, შემოდგომაზე დავრგავ მაგეებს, ეხლა უკვე დაგვიანებულია, სიცხეები დაიწყო.

Posted by: Master_Nick 12 Jun 2019, 22:13
აბა ვინ იცის, ტუიას ეს გირჩები რომ ჩავთესო რამე შედეგი იქნება?
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 13 Jun 2019, 00:16
Master_Nick

დააკალმე .



Posted by: ia-viola 17 Jun 2019, 20:59
როგორ ხართ?
ესეც ჩემი გარდენია. გაგიჟდა და გადაირია. ეზიში ისეთი სურნელი დგას, რომ...

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Jun 2019, 09:30
ia-viola
QUOTE
ესეც ჩემი გარდენია. გაგიჟდა და გადაირია. ეზიში ისეთი სურნელი დგას, რომ...

ძაან პრეტენზიული ვინმეა ისე, ყოჩაღ კარგად გამოიყურება ოღონდ ფოთლების დაწმენდა და აი რაღაცეების მოშორება ქოთნიდან არ აწყენდა და პირდაპირ მზის სხივებს მოარიდე ქოთნის გადახურება არ უყვარს

Posted by: ia-viola 18 Jun 2019, 15:57
M-A-S-E-R-A-T-I
შეწამლული მყავს და ფოთლები მაგიტომ აქვს ასე.

ძირი არ მიყვარს მოტიტვლებული რომ აქვს და აი ამის თესლი ჩავუყარე. თუმცა ვფიქრობ ცალკე გადატანას.

user posted image
* * *
ესეც მისი აღმატებულება ჰიბისკუსი. გადაიტანა მრავალნაირი მწერების შემოსევა, შეწამვლები, უამრავი შხამა პრეპარატები და მაინც გაყვავდა

user posted image

Posted by: Maiko Shamugia 19 Jun 2019, 21:45
როგორ ხართ, ჩემიბეგონიები.
user posted image

კრწანისში ნაყიდი თურქულიკალიბრახოა. რომელსაც ძალიან უჭირდა და დავძლიეთ კრიზისი და ავფეთქდით bis.gif

user posted image

ეს მეორე კრწანისის პეტუნია ( თურქული)

user posted image

ეს ბრიკორამაში ნაყიდი. გადარეული bis.gif ასე იცის კვებამ, მგონი მართლა ცოტა ბევრი მომივიდა

user posted image

ყველა ყვავილს საკვები აქვს მიცემული.
* * *
იელის სანერგეში შეკვეთების მიღება დაიწყო. ჩემს დას ვუყიდე 10 ძირი უულამაზესი ვარდი. ოსტინები ( ხვიარა) და ფლორიბუნდები. შეეშვით ძველმოდურ ვარდებს და მიეძალეთ ფლორიბუნდებს და ხვიარებს. ლანშაფტურ დიზაინში საოცრად ლამაზად ჯდება. არ მიყვარდა ვარდები და შეყვარებული ვარ. 6 ძირის შეკვეთა მივეცი, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე შემხვდება. იელი საუკეთესოა. ყოჩაღ მაგათ. დარწმუნებული ხარ რას ყიდულობ არ მოგატყუებენ
* * *
აბა ამათზე როგორ არ უნდა გადაირიო love.gif love.gif ვარდები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შუჩერებლად ყვავილობენ. თუმცა ვამპირები ყოფილან და მათაც უყვართ კვებაო. 21 საუკუნის ვარდებს განუმეორებელი სილამაზე აქვთ.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 20 Jun 2019, 12:13
Maiko Shamugia
ვაააა რა მაგარია bis.gif შენ აღარ ხუმრობ აი.
ამ ქოთნებში სიცხე არ აწუხებს მცენარეებს, თუ არ ადგება მზე?

21- ე საუკუნის ვარდები სუპერ up.gif დავფიქრდები მეც მაგათ შეძენაზე

Posted by: kshaneli 20 Jun 2019, 12:39
QUOTE (Master_Nick @ 12 Jun 2019, 22:13 )
აბა ვინ იცის, ტუიას ეს გირჩები რომ ჩავთესო რამე შედეგი იქნება?
user posted image

ეგ გირჩები არაფერს მოგცემს. დააცადე და გირჩად იქცევა, შიგ თესლებს იკეთებს და აი მაგენი დატესე მერე

Posted by: mzi 20 Jun 2019, 16:10
Maiko Shamugia
თურქულიკალიბრახოა. რომელსაც ძალიან უჭირდა და დავძლიეთ კრიზისი და ავფეთქდი

როგორ გადარიეთ მასწავლეთ, ვერ გავუგე ვერაფერი არ იზრდება

Posted by: Maiko Shamugia 20 Jun 2019, 21:41
Master_Nick
QUOTE
ამ ქოთნებში სიცხე არ აწუხებს მცენარეებს, თუ არ ადგება მზე?


ადგება კი არა იწვის ჩემი აივანი ისეთი სიცხეა. რავი დომინოში ვიყიდე რაღაც გერმანული ქოთნები, რომელსაც ეხატა გადახაზული მზე და ფიფქი. ანუ მიწას არც მზის სუცხეს აკარებს და არც ყინვას. რამდენად ამ ქოთნების დამსახურებაა არ ვიცი, რამოდენიმე ჩვეულებრივ პლასტმასის ქოთანშიც მყავს რომელიც ცოტა მოფარებულშია. ჯერჯერობით ამართლებს ასე.


QUOTE
დავფიქრდები მეც მაგათ შეძენაზე


ძაან მაგრები აქვთ . ფბზე ნახე მაგათი გვერდი და ალბომები დაათვალიერე. ეგრედწოდებული ნამყენი ვარდები არ მომწონს. მაგათ აქვთ ვარდები რომელიც ბუჩქად იზრდება , კედლებზე ადის. თან ისეთი საინტერესო ისტორიები უწერიათ. გადახედე აუცილებლად.


mzi


QUOTE
როგორ გადარიეთ მასწავლეთ, ვერ გავუგე ვერაფერი არ იზრდება


კალიბრახოა გაქვთ? მეც არ მაქვს დიდი გამოცდილება. რაღაც თეორიული ცოდნა მივიღე აივნის მოწყობა რომ გადავწყვიტე. როგორც ზემოთ დავწერე შევიძინე ქოთნები რომელიც მზეს და ყინვას არ უშვებს მიწამდე. ასევე ვინაიდან ქოთანში შეზღუდული აქვს გრუნტის მოცულობა ვიყიდე უნივერსალური მიწა ყვავილებისთვის ტორფის ბაზაზე . და ფენა ფენა ჩავუფინე ვერმიკულიტი. ყვავილის ყიდვის შემდწგ ეგრევე ვრგავ უფრო დიდ ქოთანში რომ ფესვები არ გაუხმეს ნაყიდ ქოთანში . ( როგორც ყოველთვის ფესვებით გადავსებულია მაღააზის ქოთნის მცენარე და შველას გთხოვს. გადარგვის შემდეგ არაფერს ვაძლევ თავიდან საფუძვლიანად მოვრწყავ და ერთი 3-4 დღე არ ვეკარები. თუ ძალიან სიცხეა გრუნტი შეუმოწმეთ მაინც რომ არ გამოშრეს. 1 კვირის შემეგ მივეცი HB 101 2 წვეთი 1 ლიტრ წყალში. მგონი ფერტიკა ამისთვის არ დამისხამს. აღარ მახსოვს უნდა ჩავიწერო ხოლმე რას რას ვასხავ. სასუქებზე ექსპერიმენტებს ვატარებ ჯერ. ახლა მირიკალ გროუ დავასხი. ზრდაში მინდა წავიდეს, ვნახოთ რას იზამს . ესაა ჩემი გამოცდილება ჯერ smile.gif

Posted by: Universe 20 Jun 2019, 22:10
Maiko Shamugia
QUOTE
ჩემიბეგონიები

ზამთრისთვის იღეთ ბოლქვებს მიწიდან თუ ქოთანში ტოვებთ?

წელს დავრგე. ცოტა დაგვინებით და ჯერ არ უყვავილია.
შეფუთვაზე ეწერა ბოლქვები მშრალად, უმიწოდ გამოაზამთრეთო. გავითვალისწინო თუ არაა საჭირო?

Posted by: Maiko Shamugia 20 Jun 2019, 22:33
user posted image

ესენი ჩამომივიდა გამოწერილი. ამ HB 101 აქებენ. აქ ვიყიდე მაგრამ ხელით ქონდა მიწერილი კალმით და ვერ გაიგებ რა გამოგადგება. ამიტომ გადავწყვიტე გამომეწერა. ასევე ახლა ვცდი მირიკალ გროუს. ძაან კარგი რევიუები აქვს მაგასაც და დიდ იმედებს ვამყარებ .
* * *
Universe
QUOTE
ზამთრისთვის იღეთ ბოლქვებს მიწიდან თუ ქოთანში ტოვებთ?


ესენი გორგიაში ვიყიდე წელს. ამის ნახევრები იყვნენ. მზე არ უყვართო და ჩრდილში მყავდა თავიდან, მერე მარკიზით ვუჩრდილავდი და ახლა ისე შეეჩვიენ მზეს არაფერი სჭირდებათ. ფერტიკა ლუქსი დავასხი 2 ჯერ , სადღაც კვირაში ეთხელ. და ახლა 2 კვირა არაფერი მიმიცია. გადაირიენ. დღეს დავასხი მირიკალ გროუ. ზამთარში ოთახში უნდა შეიტანოო, ყინვას ვერ უძლებენ. დანარჩენის ყველაფრის გარეთ დატოვებას ვაპირებ. პენოპლასტზე დავდგამ ქოთნებს და ბუშტებიანი ცელოფანი რომაა მეტრობით იყიდება მაგას შემოვახვევ ქოთნებს გარედან . ერთი როდედენდრონი მყავს და რაღაც სათბურივით კონსტრუქცია შეიძლება მოვაწყო ხის ჯოხებით და ცელიფანს გადავაფარებ. ასეთი გეგმები მაქვს smile.gif

Posted by: Universe 23 Jun 2019, 13:09
Maiko Shamugia
ანუ არ სჭირდება ქოთნიდან ამოღება ბოლქვებს. გასაგებია. მადლობა smile.gif


შემთხვევთ, ხომ არ იცით, ეს რა მცენარეა?
user posted image
ერთი მეუბნება ყვავილიაო, მეორემ ფხალიაო biggrin.gif

Posted by: Maiko Shamugia 23 Jun 2019, 13:37
Universe
რეჰანს ( ბაზილიკი) გავს. user posted image

Posted by: Universe 23 Jun 2019, 13:45
Maiko Shamugia
ჰო, წააგავს. ოღონდ რეჰანზე დიდია და სუნიც სხვა აქვს, ჭარხლის ფოთლის მსგავსი უფრო.
* * *
იჭმევა თუ არა მაგის გაგება მინდა. მოამზადეო და არ დაიწამლონ user.gif
* * *
ვიპივე. ჯიჯლაყა იგივე ამარანტი რქმევია.

Posted by: Master_Nick 23 Jun 2019, 17:56
ცოტაც და ჩემი ლავანდებიც აყვავდება bis.gif
user posted image
user posted image

Posted by: sophka 23 Jun 2019, 21:05
Master_Nick

რამდენია, რა ლამაზიაა. აი, ლავანდებზე ვგიჟდები.
ყვავილები, საშეები, ეთერზეთები, ნამცხვრებში, ყველანაირად ვითვისებ.

ჩემი-შენი :დ არ აპირებს მგონი ან უგვიანდება თუ რა.
ქოთნის ბრალია ვითომ? თუ გადარგული როა
არადა, კარგადაა, გაიზარდა კიდეც ცოტა.
user posted image

ის მეორე ჯიში, მე რომელიც მქონდა პაწუკები, ივნისის დასაწყისისდან ყვავიან არადა.

Posted by: Master_Nick 23 Jun 2019, 21:54
sophka
ქოთნიდან მიწაში უნდა გადაიტანო, უჭირს ქოთნებში ყვავილობა, ჩემთან ეზოში სხვა მხარეს, ზუსტად შენხელა ბუჩქების მეორე რიგი მაქვს და ყველა აყვავდება ახლო მომავალში. 2-3 წელიწადში ეგ შენი ბუჩქი ჩემს ფოტოზე რასაც ხედავ მაგხელა უნდა გახდეს, შესაბამისი კრეჭვისა და საკვების მიცემის პირობებში.

ეს სხვა ჯიშია, ფერიც უფრო ვერცხილსფერი აქვს და ბევრად გრაციოზულიაsmile.gif

Posted by: sophka 23 Jun 2019, 22:53
Master_Nick
მეცოდება ქოთანში, თან მენანება აივნიდან გატანა smile.gif
კი, შემოდგომას გადავრგავ მიწაში.
იმედს ვიტოვებ, რომ აყვავდება.
ხო ეს ძალიან სხვანაირია, ვერცხლისფერი, დიდფოთლება. ინგლისელი არისტოკრატია და



Posted by: Maiko Shamugia 24 Jun 2019, 02:35
Master_Nick
როგორ ჯანმრთელად გამოიყურებიან. რამდენი წლისები არიან ? ჩემი აყვავდა ქოთანში , წელს მოვიყვანე.

user posted image

ეს ჩემი დისთვის საჩუქრები. შაბათს ჩავიტან და დავრგავ. ფლორატოში შევიძინე გაპრანჭული ხოსტები და გეიხერები. ხოსტებზე ფასდაკლებები აქვთ. ჩრდილიანი ადგილისთვის, ჩემი აზრით გადასარევი გადაწყვეტილებაა. ისედაც ერთი ხოსტა მაინც უნდა გყავდეს ბაღში smile.gif კლიმატისი დამავიწყდა რომ მომეკითხა. და დავამთავრებ მგონი ჩემი დის ბაღის შევსებას. ყოველ შემთხვევაში წლევანდელ გეგმას.
user posted image
* * *
Universe


QUOTE
ვიპივე. ჯიჯლაყა იგივე ამარანტი რქმევია.


უი ვიცი, მინახავს. თუ იჭმეოდა არც კი ვიცოდი. რამდენი სასარგებლო თვისებები ქჰონია. გავითვალისწინებ smile.gif

Posted by: guriaaa 24 Jun 2019, 08:56
რა ყვავილი მისცა
რა მცენარეა სახელი მაინც მითხარით

user posted image

user posted image

Posted by: Maiko Shamugia 24 Jun 2019, 09:20
guriaaa

ჰიპეასტრუმი (ამარილისი) ,,RED LION,,

Posted by: Master_Nick 24 Jun 2019, 10:15
Maiko Shamugia
ოთხი წლის ბუჩქებია, ლავანდის ზრდის მთავარი სტიმულატორი აგრესიული გასხვლაა, არ უნდა დაგენანოს.

Posted by: ASIA 25 Jun 2019, 15:03
QUOTE
არადა, კარგადაა, გაიზარდა კიდეც ცოტა.


ის მეორე ჯიში, მე რომელიც მქონდა პაწუკები, ივნისის დასაწყისისდან ყვავიან არადა.


ეს როზმარინი არ არის???

Posted by: Maiko Shamugia 25 Jun 2019, 15:06
რა ლამაზად აქვს შერჩეული მცენარეები up.gif და როგორი გემოვნებით



არ ხსნის მგონი ასე, ლინქს ვაგდებ დამატებით

https://www.youtube.com/watch?v=W4enKFSKjcQ
* * *
3.15 ზე რა მცენარე ჩანს მარცხნივ ფუმფულა მაღალი ხესავით რომაა ხომ არ იცით ???

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Jun 2019, 23:29
Maiko Shamugia
QUOTE
3.15 ზე რა მცენარე ჩანს მარცხნივ ფუმფულა მაღალი ხესავით რომაა ხომ არ იცით ???

სახელი არ მახსოვს მაგრამ შავიზღვისპირეთში ციხისძირში ახალი ავტობანის გასწვრივ ყველგანაა სარეველა მცენარეა თბილისში არ მინახავს მაგრამ ძალიან სწრაფად მრავლდება და ედება ყველაფერს

Posted by: Universe 25 Jun 2019, 23:55
Maiko Shamugia
ესა? https://en.m.wikipedia.org/wiki/Cortaderia_selloana
თბილისშიც შეხვდები წყლისპირა ადგილებში

Posted by: Maiko Shamugia 26 Jun 2019, 07:49
M-A-S-E-R-A-T-I
Universe
დეკორატიული ზლაკების სახეობა მისკანტუსიო ამბობს. ახლა ჩავუჯექი, მაგრამ რომელი სახეობაა ვერ ვნახე

სქრინები ამოვიღე ვიდეოდან.

user posted image

user posted image

ამას მივამსგავსე, მაგრამ მგონი სხვაა

user posted image
* * *
ან ესაა .

https://videosadovod.ru/mobile/watch.php?vid=31e0fe1f0

აქ სადმე შეგხვედრიათ? ის რაც გზებზეა უშველებელი იზრდება. რაღაც მინიატურული მინდა მაქსიმუმ მეტრომდე რომ გაიზარფოს ან ცოტა მეტი. კიდევ რაღაც კურდღლის კუდებს ეძახიან, დეკორატიული ბალახია. ან რამე ასეთი გაწეწილი არაფერი გინახავთ აქეთ?

https://videosadovod.ru/mobile/watch.php?vid=31e0fe1f0

Posted by: Universe 26 Jun 2019, 11:19
Maiko Shamugia
biggrin.gif
ამბობს სახელს თურმე. გუშინ ხმა გათიშული მქონდა )) мискантус
სურათებში რომ დაძებნო აარჩევ და კონკრეტულ სახელსაც იპოვი
* * *
https://www.google.com/search?q=lampenputzergras&client=ms-android-samsung-ss&hl=de&prmd=imnv&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwikjeGp4IbjAhVwl4sKHd5uCoYQ_AUIBygB&biw=360&bih=616&dpr=2


https://www.google.com/search?q=diamant+reitgras&client=ms-android-samsung-ss&hl=de&prmd=imnv&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwj8yObQ4IbjAhVABBAIHalZDhUQ_AUIBygB&biw=360&bih=520


https://www.google.com/search?q=calamagrostis+brachytricha&client=ms-android-samsung-ss&hl=de&prmd=imnv&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjxlOLm4IbjAhVRxIsKHV8UChkQ_AUIBygB&biw=360&bih=520&dpr=2


ესეც რა ლამაზია <3
https://www.google.com/search?q=Blauschwingel&tbm=isch&hl=de&client=ms-android-samsung-ss&prmd=imnv&hl=de&ved=2ahUKEwi30sun4YbjAhVFs4sKHevyC94QBXoECAEQJA&biw=360&bih=520

Posted by: ia-viola 26 Jun 2019, 20:51
ჩვენც მოვედიით
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 26 Jun 2019, 23:13
Universe
ბოლო მაქვს. ზღარბივით რომაა ბუჩქი. გორგიაში ვიყიდე. აუ დღეს გამოვიწერე რაღაც ზლაკების თესლები იბეიდან. თუ ჩამოვიდა და არ გამიჩერეს.
ესენი. პეტუნიას თესლი კი ჩამოვიდა და იქნებ ესენიც ჩამოვიდნენ.


user posted image

user posted image

ia-viola

სულ ყვავის შენი ორანჟერია. მეც გავრისკო ერთი ქოთანი ვარდის აივანზე ? : )) ლედი შალლოტ-ს ვფიქრობ. ან ოსტინის რომელიმე მხვიარას თან თავს ვიკავებ . ჯერ ეს ზამთარი გადავაგორო, თუ არ დამეღუპნენ აივანზე მცენარეები ჩამოვყალიბდები საბოლოოდ.

Posted by: ia-viola 2 Jul 2019, 19:54
ვარდები, მათ შორის ჯუჯები.სულ გარეთ მყავს მე. ზამთარს გადასარევად იტანენ. ასე, რომ მოაშენე.Maiko Shamugia



Posted by: Master_Nick 3 Jul 2019, 11:32
ჩემი ვერცხლისფერი წელს განსაკუთრებით ფორმაშია, ამხელა ნაყარი არასდროს არ ჰქონია.
user posted image

Posted by: kotcio 3 Jul 2019, 11:49
Master_Nick
ულამაზესია yes.gif yes.gif

Posted by: Universe 4 Jul 2019, 02:35
QUOTE
ბოლო მაქვს. ზღარბივით რომაა ბუჩქი.

მართლა ცისფერი მწვანეა? ნალა როგორ გყავს, არ ერჩის ყვავილებს? love.gif Maiko Shamugia


QUOTE
Master_Nick
ულამაზესია

ნამდვილად. თან უჩვეულოა, ხშირად ვერ შეხვდები ვერცხლისფერ ნაძვებს. ალბათ ამიტომ ჯადოსნურს გავს smile.gif

Posted by: holden kolpildi 4 Jul 2019, 12:14
QUOTE (Master_Nick @ 3 Jul 2019, 11:32 )
ჩემი ვერცხლისფერი წელს განსაკუთრებით ფორმაშია, ამხელა ნაყარი არასდროს არ ჰქონია.
user posted image

ვაიმე რა სილამაზეა love.gif love.gif love.gif

Posted by: kotcio 4 Jul 2019, 16:40
ფერი ხომ სასწაულია და ფორმა კიდევ უმაგრესი

Posted by: ia-viola 5 Jul 2019, 16:10
Master_Nick
მართლა ძალიან ლამაზია. ვაუუუ
* * *
ჩემი ვარდიკოები ახლა და ამჟანად

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 5 Jul 2019, 17:15
ia-viola
შენი დაკალმული ნაძვები რას შვება? თუ მაგ მეთოდმა იმუშავა, გავამრავლოთ ჩემგან სადონორედ ეს გამოვიყენოთ wink.gif
user posted image

Posted by: ia-viola 5 Jul 2019, 17:24
Master_Nick აი ახლა ვუღებდი ფოტოებს, რომ დაპოსტე კიდეც.

აბა მოვაწყოთ კონსილიუმი, რას ფიქრობთ? ზოგი სულ გახმა და ესენი ყოჩაღად არიან. გადავწყვიტე მოვხადო ხუფები.


user posted image

user posted image

მაგარი იქნება ძალიან. თან შენნაირი ნაძვი არც მინახავს არსად.

Posted by: Master_Nick 5 Jul 2019, 17:38
ia-viola
ძირში ფესვები თუ გამოიტანა მაშინ გაიხარა და ეგ არის. ნუ გამხმარს აღარაფერი ეშველება.

Posted by: ia-viola 5 Jul 2019, 17:56
Master_Nick
ხოო მარა. ფესვები ჯეღ არ ჩანს.
რაც გახმა, გახმა. ესები არიან.
ფესვი ჯერ ადრე, ფესვაკები კი ექნებათ.

წელს შარშან დაკალმებული ვარდი ამოვდღლიზე და გავაფუჭე. ძალუან სუსტი ფესვი ქონდა და ვერ გადარჩა. შეცდომებზე ვშწავლობ. გაზაფხულამდე ამათი ხელუსმომკიდე არ ვარ. მოძლიერდნენ ჯერ
* * *
Master_Nick
შენი ნაძვუკა თავის გაიზარდა ასე ლამაზად თუ სხლავ?

Posted by: Master_Nick 5 Jul 2019, 19:13
ia-viola
არა არ გამისხლია, თავისით გაიზარდა ასეთი. შეადარე ეხლა რამხელა ზრდა აქვს. ეს შემოდგომის სურათია. საიდუმლოს გასწავლი თუ კარგად გაახარებ კალმებს
lol.gif
user posted image

Posted by: ia-viola 5 Jul 2019, 19:56
Master_Nick

ხეზე ასვლასაც ვისწავლი.

Posted by: Master_Nick 6 Jul 2019, 20:11
ia-viola
ჩემი ჰორტეც აყვავილდა bis.gif სტარტი კარგი აქვს, რას იტყვი? ლურჯი ფერი მოემატება?
user posted image

ეს სპირეა ასე გვიან არასოდეს აყვავებულა, რატომ დააგვიანდა ვერ გავიგე.
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jul 2019, 01:32
რას აწვალებთ აღმოსავლეთში ამ ჰორტებზიებს რა დაგიშავათ))) დღეს გარდენიაში ვიყავი იქაც ნაძალადევად ყვავილობს biggrin.gif

Posted by: ia-viola 7 Jul 2019, 13:18
Master_Nick
ჩემმა დაიყვავილა უკვე. კი აქვს ყვავილები, მარა კულმინაციამ გადაირია უკვე. ისე ამ შემოდგომით უნდა გადავრგო. დაუპატარავდა ქოთანი.
გარდენიამაც მასე ქნა. უბრალოდ ორ კვირაში გადაიყვავილა. ახლა ფოთლები ამოაქვს და ტოტებს აძლიერებს



M-A-S-E-R-A-T-I
რატო ვაწვალებთ. ნახე რა მაგრად გამოიყურება. მეტი რას შვრება მანდ? wink.gif biggrin.gif

user posted image
user posted image

* * *
Master_Nick
ისე სპირეა არ ვიცი, მარა ჩემთან ბროწეულმა დაიგვიანა. ახლა ყვავის.

Posted by: Master_Nick 7 Jul 2019, 16:02
ia-viola
რამდენ ხანში დაიყვავილა ჰორტემ?

Liatris Spicata - წელს პირველი წელი აქვს.user posted image

კავკასიური სოჭები მოღონიერდნენ.
user posted image

ტუიებმა ასეთი რაოდენობით გირჩები პირველად მოისხეს 3 წლის მანძილზე.
user posted image

ლავანდა მალე დაიყვავილებს
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jul 2019, 16:17
ia-viola
QUOTE
რატო ვაწვალებთ. ნახე რა მაგრად გამოიყურება. მეტი რას შვრება მანდ? 

აბა როგორ გითხრა აქ მაგ ზომის ბუჩქს გაცილებით მუქი დიდი ფოთლები და ბევრად უფრო დიდი ყვავილები აქვს.

სოჭის გვერდით ბამბუკი ცუდი იდეაა სულ მოივლის მაქაურობას და დაჩაგრავს ყველაფერს ირგვლივ რაც არ უნდა ჭრა ფესვებით დაიხლართება და მიწსქვეშ დაახრჩობს

Posted by: ia-viola 7 Jul 2019, 17:06
M-A-S-E-R-A-T-I
ხო ვიცი. კლიმატი და გარემო პირობები რომ თავისას შვრება ფაქტია.

ისე სანამ ყვავილებს გამოიტანდა გაცილებით გადაბუჩქული იყო, მერე რომ გაყვავდა, ფოთლები დაცვივდა, ახლა ყვავილობას ამთავებს და ფოთლლები წამოუვიდა ისევ.
დიდ ქოთAნში გადავიტან და უფრო კარგი გოგო გახდება. wink.gif

Master_Nick
მაისის ბოლოს გაყვავადა, კოკრები უფრო ადრე და ახლაც ყვავის. ფაქტია თბილისის მზე არ უყვარს.

აუ რა ლამაზებია. როგორ არის გადაპენტილი. smile.gif
რა დაუსხი ამისთანა გინდ ამათ გინდ იმას? wink.gif

Posted by: Master_Nick 7 Jul 2019, 21:13
M-A-S-E-R-A-T-I
სოჭი დროებით მაქვს მანდ და შემოდგომაზე ახალ ტერასაზე უნდა გადავრგა. ბამბუკზე მინდა გკითხო, ფესვების ამბავი ვიცი, გამრავლებასაც ველოდებოდი მაგრამ მხოლოდ 2 ღერი ამოიყარა. ამიტომ გადავწყვიტე ირგვლივ მცენარეებით შევსება. წრეზე რომ შემოვჭრა სიღრმეზე და ხის ჯებირებით გავმიჯნო დანარჩენი მცენარეებისგან არ გამოვა ეგ ამბავი?

ia-viola
მე ჩემი ფავორიტი სასუქი მაქვს იარა მილა კომპლექსი და მისი შედეგია ეს ყველაფერი. ეს კუთხე იცი? ახალი იდეები მაქვს საშემოდგომოდ დინამიური ტერასები უნდა გავაკეთო.
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jul 2019, 21:35
Master_Nick
QUOTE
სოჭი დროებით მაქვს მანდ და შემოდგომაზე ახალ ტერასაზე უნდა გადავრგა. ბამბუკზე მინდა გკითხო, ფესვების ამბავი ვიცი, გამრავლებასაც ველოდებოდი მაგრამ მხოლოდ 2 ღერი ამოიყარა. ამიტომ გადავწყვიტე ირგვლივ მცენარეებით შევსება. წრეზე რომ შემოვჭრა სიღრმეზე და ხის ჯებირებით გავმიჯნო დანარჩენი მცენარეებისგან არ გამოვა ეგ ამბავი

biggrin.gif
როცა კარგად მოიდგამს ფესვსს ასე 3-4 წლამდე შეიძლება ბეტონის ჯებირებითაც ვერ დააკავო, სოფელში სახლის გვერდით ჰქონდა ბაბუაჩემს გაშენებული, სახლი ძველი იყო მაგრამ იატაკი მთლიანად მობეტონებული მოკლედ სადღაც ბზარი იპოვა და სამზარეულოში შუა ოთახში ამოყო თავი მართალია ის ცოტა სხვა ჯიშია აი სულ დიდი რომ იზრდება ხესავით, ეგ რაც გაქვს შედარებით პატარა იზრდება, მაგრამ ეგეც კარგი ვირიშვილი ვინმეა მოედება ირგვლივ ყველაფერს დროთა განმავლობაში.

Posted by: Master_Nick 7 Jul 2019, 21:46
M-A-S-E-R-A-T-I
ვა რას ამბობ? აბა რა უნდა მოუხერხო? მე ჯებირების იმედი მქონდა, კლიმატის და სიმშრალის გამო კარგადაც ვერ იზრდება, რომ შეევსო ეგ ადგილი დავანებებდი თავს მაგრამ ვერც გამრავლდა. ისე ფესვები რომ ვნახე საცერივით არის მოდებული, ამოჭრაც საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა.
რას მირჩევ ამოვიღო საერთოდ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jul 2019, 22:02
Master_Nick
QUOTE
ვა რას ამბობ? აბა რა უნდა მოუხერხო? მე ჯებირების იმედი მქონდა, კლიმატის და სიმშრალის გამო კარგადაც ვერ იზრდება, რომ შეევსო ეგ ადგილი დავანებებდი თავს მაგრამ ვერც გამრავლდა. ისე ფესვები რომ ვნახე საცერივით არის მოდებული, ამოჭრაც საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა.
რას მირჩევ ამოვიღო საერთოდ?

წყალს ადრე თუ გვიან მისწვდება, ჯერ ახალი დარგულია ფესვები მაღლა აქვს და ამიტომ არი ეგრე მაგრამ დროთა განმავლობაშ მიაღწევს და მერე ძალიან გაგიჭირდება გაკონტროლება, შენ ადგილზე ისეთ ადგილზე ჩავრგავდი სადაც ირგვლივ სიღრმეზეა ბეტონი და თავისუფლად ვერ შეძლებს გამრავლებას მაგრამ მეორესმხრივ ბეტონი ხურდება და სიცხე და სიმშრალე მაგათ არ უყვართ, თუ 4-5 წლის პერსპექტივა არ გაშფოთებს მერე შეგიძლია მინი ექსკავატორი დაიქირავო და ზედმეტები მოთხარო)

Posted by: Master_Nick 8 Jul 2019, 08:26
M-A-S-E-R-A-T-I
დიდ ქოთანში რომ ჩავრგო და ეს ქოთანი მიწაში დავფლა? ქოთნიდან სადღა წავა და ირგვლივაც სხვა მცენარეებს მიურგავ. მე მგონი ქოთნის იდეა კარგია.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jul 2019, 09:00
Master_Nick
QUOTE
დიდ ქოთანში რომ ჩავრგო და ეს ქოთანი მიწაში დავფლა? ქოთნიდან სადღა წავა და ირგვლივაც სხვა მცენარეებს მიურგავ. მე მგონი ქოთნის იდეა კარგია.

არა ასე მიწა გამოხმება, და ვერ იხარებს ისე რო ლამაზი იყოს მაგათთვის მთავარია ტენი, ქოთნის ყოველ ჯერზე მორწყვა თუ არ გაგიჭირდება შეგიძლია ქოთანშიც ჩარგო. თუ ვაკეში მოხვდე დააკვირდი ფალიაშვილზე ხელმარცხნივ სალონის წინ მთელი ტყე გაიზარდა რამოდენიმე ძირით

Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 09:41
Universe
QUOTE
მართლა ცისფერი მწვანეა? ნალა როგორ გყავს, არ ერჩის ყვავილებს?


კი მოცისფროა. ყავისფერები ქონდათ შაბათს გორგიაში, მეთქი გახმათქო და ამფერიაო .
user posted image

ნალამ დიდიი მადლობა მოკითხვისთვის, თქვენ როგორ ბრძანდებითოო
love.gif აივანი აითვისა, არ გადიოდა და რაც მოვაწყე მცენარეებით დასასვენებლად გადის ხოლმე smile.gif)

user posted image




* * *
ეს ჩემი შაბათ-კვირის ნაშრომი. რაღაცეები შევმატეთ ბაღს.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: E madame 8 Jul 2019, 09:55
user posted image

მოკლედ ეს სილამაზე მყავს ოჯახში ვიყიდე და არც ის ვიცი რა ქვია და არც რაიმე განსხვავებული მოვლა თუ სჭირდება რავი ზოგს მზე უყვარს ზოგს პირიქით და რა ჰქვია და როგორ უნდა მოვუარო?

Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 09:58
user posted image

ეს ალპური მიქსბორდერის მასალა. მარჯვნივ ყინვაგამძლე სუკულენტებია. ცოტა ვღელავ, მაგრამ რაღაც უნდა გამოვიდეს .

user posted image
* * *
ესეც ერთი

user posted image
* * *
ეს უცნაური კალანხოე

user posted image

Posted by: ia-viola 8 Jul 2019, 10:20
E madame
ეს არის ოქსალისი, იგივე კლისიცა და იგივე მჟაუნა.
ძალიან უყვარს წვიმის წყალი და ბუნების წიაღზე მინდობა. ლამაზი ვინმეა. ამას გარდა არსებიბს კიდევ ორი ჯიში. ზუსტად ეგეთი მწვანე ფერის და ამ ორი ფერის ნაზავი: მწვანე ფერის, შუაში შვინდისფერით. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.


Maiko Shamugia
ძალიან ლამაზებია. ნალამ აშკარად იცის როდის და სად უნდა გავიდეს. wink.gif არ ერჩის ყვავილებს? მაგ: ამოთხრა და მერე მაგ ადგილას ჩაწოლა და ეგეთები. wink.gif
არა რა, ვარდები აკლია მანდაურობას. wink.gif

Posted by: E madame 8 Jul 2019, 10:23
ia-viola მადლობა და წყალი რა ინტენსივობით დავუსხა?

Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 10:42
ia-viola
QUOTE
მაგ: ამოთხრა და მერე მაგ ადგილას ჩაწოლა და ეგეთები.
არა რა, ვარდები აკლია მანდაურობას. 


ამოთხრები და ჩაწოლები არ იცის. მცენარეების ფოთლებს ჭამს, მაგრამ ყველას არა. მაგალითად ხოსტები და გეიხერა გადაჭამა სანამ წავიღებდი აგარაკზე. ამათ არ ერჩის. ვარდებზე მეც ვფიქრობ და ნუ ამტეხე smile.gif) ისე ერთი ჯუჯა ვარდი მაჩუქეს ადრე და ნალამ ფოთლიან ყვავილიანად შეჭამა. ეგეც საფიქრალია ვარდებთან დაკავშირებით. გემრიელია ეტყობა აშკარად. ახლა კალიებით ერთობა სხვა არაფერი ეგულება. გადის, შემოიყვანს და ცხვირწინ დამიდებს. აღარც კლავს და ჩემი წივილ-კივილია. ერთი-2 შეჭამა და მოიბეზრა. ახლა ცოცხლად მომართმევს ხოლმე და ჭკუიდან გადავყავარ. smile.gif)


* * *
Master_Nick


ტუიებს როგორ უვლი? ჩვენსას წიწვებს რომ გადაუწევ ღეროსთან შეუყვითლდა წიწვები. ცირკონით შევწამლე და დაველოდები შედეგს. მერე ეპინით შევწამლავ. შენები გაბრდღვიალებულები არიან. მე წელს დავრგე და ცოტა უჭირთ ეტყობა. ხშირად რწყავ? ჩემები ყოველდღე რწყავდნენ და ახლა შეუჩერეს მაგ სიყვითლის გამო.
* * *
ჩემი გადარეულები აივანზე დღეს

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 8 Jul 2019, 12:55
Maiko Shamugia
მე ერთ სასუქს ვხმარობ და ეგ არის და ეგ, (იარა მილა კომპლექსი)მეტი არაფერი. ყოველდღე მორწყვა თუ ძალიან არ ცხელა ბევრია. კვირაში 3 ჯერ მეტად მე არ ვრწყავ, ისე ტუიას ძალიან უყვარს წყალი.

ეს ღამის განათებები ბრიკორამაში იყიდე? კმაყოფილი ხარ?
ქვის ღობე მომეწონა, ახალი გაკეთებულია?

Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 13:36
Master_Nick

გასაგებია. ხომ მეც ვნახე დღეში 2 ჯერ შეასხურეთ სიცხეებში წყალიო ამბობდნენ. ამ ცირკონზე და ეპინზე ერთი ამბობდა იუთუბიზე მაღაზიაში ვყიდულობ ჩამოწერილ მცენარეებს ნახევრად გამხმარსო და იმისთანა აბიბინებული ყავდა ბაღში თვითონ. ერთი კვირა ერთს ვასხურებ, მეორე კვირას მეორესო. ხო და შევასხურე და ვნახოთ აბა რას იზამს.


QUOTE
(იარა მილა კომპლექსი)მეტი არაფერი


ამას სად ყიდულობ და როგორ ხმარობ?


QUOTE
ეს ღამის განათებები ბრიკორამაში იყიდე? კმაყოფილი ხარ?


არა , გორგიაში. ბრიკორამაში ძვირი ვარიანტები აქვთ. დეკორატიული ფუნქციაა აქვს განათებით რომ გითხრა ძლიერად ვერ ანათებს , მაგრამ ციცინათელებივით არიან და სილამაზე აქვს. ღამის 3-4 საათამდე ძლებენ. ძააან მარტივი კონსტრუქციაა აქვს . პლასტმასისაა .2 ლარამდე მივეცი თითოში.


QUOTE
ქვის ღობე მომეწონა, ახალი გაკეთებულია?


კი , წელს გაკეთებული. მოვაჭრევინე ბეტონი ფორმაზე და შემოვულაგეთ ქვები. ლამაზია , ღობეც ქვისაა და ჩემი აზრით მიდის სტილში.

Posted by: kotcio 8 Jul 2019, 14:56
Maiko Shamugia
ლამაზი ღობეა ძალიან.
ძვირი ჯდება?

Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 15:42
kotcio
QUOTE
ძვირი ჯდება?


აა ღობე ? მე ბორდიურს ვგულისხმობდი. ღობე ასე ვიყიდეთ სახლი. გამზადებული იყო. ვერ გეტყვი ზუსტად რა ჯდება კვადრატული

Posted by: ia-viola 8 Jul 2019, 16:00
E madame
ნიადაგი ტენიანი მოსწონს. ფოტლების დანამვაც უყვარს. მე წვიმის წყალს ვინახავ და იმითაც ვრწყსვ ხოლმე.

Maiko Shamugia
ნანადირევი რომ მოაქვს და გიხიარებს, ეგ დიდი პატივია შენთვის. ჩემსას ხვლიკებიც მოყავდა, თაგვრბიც და რავი. რასაც იხელთებდა, ერთხელ ისეთი ვიჩინა მოიტანა, პიპინიასი არ იყოს ნერწყვი მომადგა.
მოიფიქრე და ერტი ჯუჯა ვარდი, ვარდისფერი ჩემზე იყოს. ჩემი დაკალმებულია თან. მოკლედ, მოიფიქრე და...

Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 16:14
ia-viola
QUOTE
მოიფიქრე და ერტი ჯუჯა ვარდი, ვარდისფერი ჩემზე იყოს. ჩემი დაკალმებულია თან. მოკლედ, მოიფიქრე და...


კაი ვიფიქრებ მე მაგაზე <3 მადლობა შემოთავაზებისთვის დიდიი. love.gif

Posted by: kotcio 8 Jul 2019, 18:45
Maiko Shamugia
მადლობა, გასაგებია. yes.gif

Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 19:15
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
რას აწვალებთ აღმოსავლეთში ამ ჰორტებზიებს რა დაგიშავათ))) დღეს გარდენიაში ვიყავი იქაც ნაძალადევად ყვავილობს 

აბა რა ვქნათ, ჩვენც რომ გვინდა გორტენზიები ?! biggrin.gif

Posted by: Master_Nick 8 Jul 2019, 21:21
QUOTE (Maiko Shamugia @ 8 Jul 2019, 13:36 )
QUOTE
(იარა მილა კომპლექსი)მეტი არაფერი


ამას სად ყიდულობ და როგორ ხმარობ?



,,აგროსფეროს" მაღაზიათა ქსელში ვიყიდე ერთი ტომარა და იმის მერე მეორე წელია რაც ამ სასუქს ვხმარობ.
წელიწადში 2 ჯერ, შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვაყრი შემობარულ მიწაში, სულ ეს არის.

Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 22:00
Master_Nick

გასაგებია. ნპკ 8-24-24 უფრო ზაფხულის მკვებავს გავს. ბუტონიზაციის პერიოდს მოუხდება. ( ფოსფორი და კალიუმი ყვავილობის პერიოდს უხდება) გაზაფხულზე აზოტი რომ უფრო მეტი ქონდეს, უკეთესად წამოვა მცენარე ჩემი მწირე განათლებით smile.gif შეიძლება ვცდები კიდეც. და შემოდგომაზე ძილის პერიოდის წინ ასეთი აღგმზნები უნდაო ? ეგ მოხმარების წესი ზედ აწერია ?

user posted image

* * *
სხვადასხვა ნპკ თი ყოფილა ამ ბრენდის სასუქი. 8-24-24 მინდვრის კულტურებისთვისაა. კარგი იმითაა რომ ქლორის მიმართ მგრძნობიარე მცენარეებს არ აზიანებს. საბოლოო ჯამში არ ჩანს ცუდი.შენ რომელი ნპკ ათი ხმარობ ?

user posted image

Posted by: Master_Nick 8 Jul 2019, 23:18
Maiko Shamugia
მე იარა მილა კომპლექსს ვხმარობ, ამ სასუქს პოლონელების სანერგეში , აგრომაქს დეკორში" მივაგენი სართიჭალაში, ეგენი აქტიურად იყენებენ დეკორატიული მცენარეებისთვის და მანდვე მირჩიეს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jul 2019, 09:43
Maiko Shamugia
იმერეთშიახოლმე ეგეთი ღობეები გამახსენა ბავშვობა mo.gif

სუკუები რატომ გყავს ასე დასჯილი? მითუმეტეს ყინვაგამძლეები ერთიან დიდ ქოთანში რამე კაი კომპოზიცია გაუკეთე, ქოთანიც კი არაა საჭირო რამე ჩაღრმავებულ ქვაში უკეთესია პენზაში წყალს რომ ატარებდეს კარგად

QUOTE
აბა რა ვქნათ, ჩვენც რომ გვინდა გორტენზიები ?! 

გინდათ და გყავთ კიდეც ცოტა მეტი წყალი მიასხით უკეთ იქნებიან

Posted by: Maiko Shamugia 9 Jul 2019, 10:50
M-A-S-E-R-A-T-I


QUOTE
სუკუები რატომ გყავს ასე დასჯილი? მითუმეტეს ყინვაგამძლეები ერთიან დიდ ქოთანში რამე კაი კომპოზიცია გაუკეთე,


კი მასე ვაპირებ. ახალი ჩატანილებია ეს და მივალაგე დროებით. ყინვაგამძლეებისგან ალპური მაღლობის გაკეთებას ვაპირებ, მეტრა ნახევარი ნახევარ მეტრზე მინი მაღლობი იქნება . იდეებს და რჩევებს მივიღებ დიდი სიამოვნებით. ტვინი გასკდა ფიქრით. biggrin.gif როგორი ქვები გამოვიყენო, სად დავძებნო ქვები, ფორმა როგორი მივცე , ჯიბეები როგორ მოვაწყო მცენარის დასარგავად, რა მცენარეები დავამატო კომპოზიციაში და ასე შემდეგ ....

არაყინვაგამძლეებისგან საზაფხულო კომპოზიციას გავაკეთებ დაბალ და განიერ ქოთანში. ეს ადვილია .

მერე გაგიზიარებთ რაც გამოვა .
* * *
აი აქ მინდა მოვაწყო ზომები 1.75 /0.65 ზე

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jul 2019, 22:51
Maiko Shamugia
QUOTE
კი მასე ვაპირებ. ახალი ჩატანილებია ეს და მივალაგე დროებით. ყინვაგამძლეებისგან ალპური მაღლობის გაკეთებას ვაპირებ, მეტრა ნახევარი ნახევარ მეტრზე მინი მაღლობი იქნება . იდეებს და რჩევებს მივიღებ დიდი სიამოვნებით. ტვინი გასკდა ფიქრით.  როგორი ქვები გამოვიყენო, სად დავძებნო ქვები, ფორმა როგორი მივცე , ჯიბეები როგორ მოვაწყო მცენარის დასარგავად, რა მცენარეები დავამატო კომპოზიციაში და ასე შემდეგ ....

არაყინვაგამძლეებისგან საზაფხულო კომპოზიციას გავაკეთებ დაბალ და განიერ ქოთანში. ეს ადვილია .

მერე გაგიზიარებთ რაც გამოვა .
* * *
აი აქ მინდა მოვაწყო ზომები 1.75 /0.65 ზე



არ მიყვარს ქოთნები მითუმეტეს როდესაც ეზო გაქვს და მთელი წელი გარეთაა მცენარე რა საჭიროებაა ქოთანში იყოს? ამას გარდა არაპრაქტიკულიაცაა ყოველ ჯერზე მორწყვას მიწასთან უშუალო კონტაქტში მეტად შეინარჩუნებს ტენს

პატარა "ველური" ყორე შეგიძლია გააკეთო რომელიც ორგანულად შეერწყმება ფონს ბრტყელი ოდნავ მოგრძო ქვებით, საერთო სურათისგან ძალიან რომ არ გამოირჩეოდეს, თუ თბილისში ხარ გარდენიას ესტუმრე მიუხედავად ჩემი ანტიპატიისა მესაკუთრის მიმართ საკმაოდ გემოვნებით აქვს სუკუები ჩარგული შეგიძლია იდეები აიღო და რამოდენიმე სუკუც წამოაყოლო სედუმებთან ერთად

წავჯღაბნე ფეინთში მარა კონტურებით იმედი მაქვს მიგახვედრებ რას ვგულისხმობ

user posted image

ასეთი ქვები საკმაოდ გავრცელებულია ჩვენში სადმე თბილისის ზღვისკენ შეგიძლია აიღო (ჩუმად))
user posted image


Posted by: Maiko Shamugia 10 Jul 2019, 01:00
M-A-S-E-R-A-T-I

ვაიჰ დიდი მადლობა. ცოტა იმედი მომეცა . გარდენია სულ არ გამხსენებია. ნამყოფიც არ ვარ. აუცილებლად უნდა ვესტუმრო. ხვალ თუ მოვახერხე წავალ. ისიშორესაა ეგ დალოცვილი არ მოგაფიქრდება რომ წახვიდე . ფორმაც ძაან ლამაზი შემომთავაზე. შესაფერისი ქვები თუ მოვიძიე კარგი იქნება და ტერასები გამომივიდა. სილით აწყობენ ჩონჩხს , იუთუბიში რასაც ვუყურე. მარა ქვა როგორ დაიჭერს ჯერ ვერ წარმომიდგენია.

Posted by: ia-viola 10 Jul 2019, 10:10
დამამეგობრეთ ვინმემ სუკულენტებთან და სედუმეებთან. facepalm.gif
როგორ მომწონს და ვერ დავუმუღამე რა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jul 2019, 10:19
Maiko Shamugia
QUOTE
ვაიჰ დიდი მადლობა. ცოტა იმედი მომეცა . გარდენია სულ არ გამხსენებია. ნამყოფიც არ ვარ. აუცილებლად უნდა ვესტუმრო. ხვალ თუ მოვახერხე წავალ. ისიშორესაა ეგ დალოცვილი არ მოგაფიქრდება რომ წახვიდე . ფორმაც ძაან ლამაზი შემომთავაზე. შესაფერისი ქვები თუ მოვიძიე კარგი იქნება და ტერასები გამომივიდა. სილით აწყობენ ჩონჩხს , იუთუბიში რასაც ვუყურე. მარა ქვა როგორ დაიჭერს ჯერ ვერ წარმომიდგენია.

რთული არაფერია მაგრამ კაი მაგარი შრომა კი დასჭირდება ქვეშ ცენტრში დიდი პემზის ქვები დააწყვე ზემოდან მიწა დააყარე მაქსიმალურად ფხვიერი და ირგვლივ ეს ქვები ტერასულად, სუკუები ზედ უნდა მიამაგრო ფაქტიურად ჩარგვა აუცილებლად ჰორიზონტალური მდგომარეობა არაა აუცილებელი მერე თვითონ დაამუღამებენ გარემოს მიხედვით მიამატე ამას სედუმები და ჯამში ულამაზესი კუთხე გამოვა მოკლედ მიხვდები ზურასთან როგორც კი ახვალ რასაც ვგულისხმობ

ia-viola
QUOTE
როგორ მომწონს და ვერ დავუმუღამე რა.

მოინდომე და დაგეხმარები biggrin.gif

Posted by: Maiko Shamugia 10 Jul 2019, 13:48
ia-viola
QUOTE
დამამეგობრეთ ვინმემ სუკულენტებთან და სედუმეებთან. 
როგორ მომწონს და ვერ დავუმუღამე რა.


ერთი დაბალი და განიერი ქოთანი აიღე და კომპოზიცია გააკეთე. მოგეწონება . ამდენ ყვავილებში კი უნდა გქონდეს სუკულენტების პატარა კუთხე. იმსახურებენ ! მერე მეორე მოგინდება და ასე. რაც მაქვს მოგცემ შვილებს. ქვის ვარდები რომაა ფოთლით ხარობს. დააგდებ მშრალად და პატარა შვილი და ფესვი გამოაქვს თავისით. (რომლებსაც ყავს. თუ არა და რომ მოისხამენ მერე) თუ მოინდომებ.

წავედი დღეს გარდენიაში. სურათებს გადავუღებ რაც მომეწონება

Posted by: sophka 10 Jul 2019, 14:58
თქვენი ფოტოების ყურება თერაპიაა ერთგვარი...
ეზოები და ბაღები <3

ia-viola
მეც მყავს აი ასეთია,
user posted image
მოგცემ ერთ გრძელ ტოტს და ჩარგე ეგრევე, გაიხარებს.
ჯერ ყვავილი არ მინახავს, მაგრამ იმედია ექნება:დ

შენმა მოცემულმა თესლებმა ყველამ ამოყო თავი, გაიახარა კიდეც, უბრალოდ მეორედ რომ ჩავთესე ცოტა გვიანი იყო და ალბათ აგვისტოში იყვავილებენ :*
წინა აშკარად მტრედებმა დამიქელეს და შეჭამეს.

აი, ჯუჯა ვარდმა გამიშრო სიცოცხლე, ხან რა ემართება ხან რა. რასაც მაგას ვმკურნალობ biggrin.gif
მაგრამ სულ ყვავილობს და მახარებს.
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 10 Jul 2019, 17:34
მოვიდა იდეებიის წყარო

user posted image
user posted image

user posted image

user posted image
* * *
user posted imageკიდევ სხვები
user posted image
user posted image
user posted image


user posted image

user posted image

user posted image
* * *
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
* * *
ძაან ლამაზი იყო. ფოტოებიდან ვერ გადმოიცემა სილამაზე
* * *
თემქაზე ძველი პურის ქარხნის ტერიროიაზე ყოფილა კერამიკული საამქრო . იქ შეგიძლია აიღო კერამიკული ჭურჭელიო

* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
ეს კი ჩემი დღევანდელი შენაძენი გარდენიაში. (ორის გარდა)

user posted image

ასე თუ ისე მგონი ჩამოვყალიბდი
* * *
ეს შტამზესავით კაქტუსი ყინვაგამძლეა ნეტა ?? დამავიწყდა მეკითხა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jul 2019, 21:15
Maiko Shamugia

QUOTE
ეს შტამზესავით კაქტუსი ყინვაგამძლეა ნეტა ?? დამავიწყდა მეკითხა


არა არაა ყინვაგამძლე არც ეგ და არც პირველ რიგში რომ ადრომისკუსია, არც ეგ აონეუმი (უკან ყველაზე მაღალი რომ არი) შეგიძლია ყველა მათგანი დატოვო პირველ ყინვებამდე გარეთ გადახურულში სადაც ცივი წვიმა არ მოხვდება მაგრამ პირველივე ყინვებისას შეიტანე სახლში

Posted by: Maiko Shamugia 10 Jul 2019, 21:33
ესენი ხო ??

user posted image
* * *
როგორ ყველას სახელები იცი ?! ჩემთვის ჩინურია

biggrin.gif
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
დიდი მადლობა საუკეთესო რჩევებისთვის love.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jul 2019, 22:22
Maiko Shamugia
QUOTE
ესენი ხო ??

კი მაგათ ვგულისხმობ

QUOTE
როგორ ყველას სახელები იცი ?! ჩემთვის ჩინურია

ყველას არა მაგრამ ბევრი ვიცი

გირჩევდი ამ ფეიჯს თავისი სახელებით, სახეობებით და რჩევებით მოვლასთან დაკავშირებით https://www.facebook.com/worldofsucculents/

Posted by: Maiko Shamugia 11 Jul 2019, 08:15
M-A-S-E-R-A-T-I
კარგი გვეედია . გუშინ გვიანობამდე შევყევი .

Posted by: ia-viola 11 Jul 2019, 10:01
sophka
აუ მინდაა. რა ლამაზია <3

პორტულაკებმა წელს ჩემთანაც ვერ გაიხარეს. sad.gif რომ ამოვიდხნენ და თავი ამოყვეს, მეზობლის კატა შემოიპარა ღამით, ზედ მოისაქმა და სულ გააფუჭა. sad.gif დამპალი. მერე ეზოში აქა-იქა იყო ამოსული, ხელახლა გადმოვრგე და ძლივს გავახარე. სიმწრით ყვავის ახლა. sad.gif

დაგიფასა მერე ვარდიკომ. ჩემებიც სუკ ყვავიან. გაუჩერებლივ.

Posted by: sophka 11 Jul 2019, 10:50
ia-viola
ხოდა, მოგაწვდი ამ დღეებში :*

user posted image
ეს მეორე პირი რომ დავთესე ისაა, გამოხშირვა და გადარგვა უნდა, მაგრამ მეცოდებიან პატარებია ჯერ.
იქნებ იყვავილონ აგვისტოში.


Posted by: ia-viola 11 Jul 2019, 11:30
sophka

არ გამოხშირო, მაინც იყვავილებს. ისე ეგენი ტოტებითაც ხარობს. რომ წაათეხო და დურთო მიწაში, თუ სინესტეს არ მოაკლებ, გაგახარებს. კი, მოასწრბს გგაყვავებას, თუ ყინვა არ დაეცა და სიცივე, გვიანობამდე ყვავის.

ის კვირა ქალაქიდან გავდივარ, 4-5 დღით და დანარცენი აქ ვარ. wink.gif

Posted by: sophka 11 Jul 2019, 12:02
ia-viola
კარგი ეგრე ვიზამ, დავტოვებ, მადლობა :*


Posted by: Maiko Shamugia 11 Jul 2019, 13:11
ia-viola
ესენი გადაგირგე თუ მოგწონს. სანამ აგარაკზე წავიღებ მოვაცალე შვილები, ყველა ფესვიანია, სედუმის გარდა. მაგას ტოტი შევატეხე და ჩავარჭე. გაიხარებს ეგეც.. 20 ის მერე ვიქნები თბილისში და შევხმიანდეთ თუ მოიფიქრებ.

user posted image

Posted by: holden kolpildi 11 Jul 2019, 13:23
user posted image

დილით გაშლილი დამხვდა love.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jul 2019, 19:29
ia-viola
QUOTE
რომ წაათეხო და დურთო მიწაში,

გურულ? biggrin.gif

Maiko Shamugia
დამავიწყდა მეკითხა ზურასთან რა ღირდა ის სუკუები?

QUOTE
სედუმის გარდა. მაგას ტოტი შევატეხე და ჩავარჭე. გაიხარებს ეგეც.. 20 ის მერე ვიქნები თბილისში და შევხმიანდეთ თუ მოიფიქრებ.

სედუმი არაა ეგ Portulacaria arfa ა ხესავით იზრდება და ტოტით ხარობს მართალია მაგრამ არც ისე მარტივად როგორც დანარჩენი სუკუები

Posted by: Master_Nick 11 Jul 2019, 21:22
holden kolpildi
რა მაგარია bis.gif კაქტუსია?

Posted by: holden kolpildi 11 Jul 2019, 22:45
Master_Nick
დიახ კაქტუსია
დაბალი პუტკუნა კაქტუსები როა
წელს პირველად იყვაილა

Posted by: Maiko Shamugia 12 Jul 2019, 00:30

M-A-S-E-R-A-T-I

ყველა ღირდა 5-5 ლარი. შავ ვარდში გადავიხადე მხოლოდ 10. საკმაოდ ნორმალური ფასები ქონდათ.

* * *
QUOTE
ხესავით იზრდება


უი რას ამბობ. დავსერჩე ახლა smile.gif ისეთი რბილი ღეროები აქვს , ეს თუ გამსხვილდება და არ ვიცი .

Posted by: ia-viola 12 Jul 2019, 19:24
M-A-S-E-R-A-T-I
პაპა მყავდა და რატაც სიტყვევს ვურევ ხოლმე ისე, რომ არც კი ვიცი რომ გურულია. biggrin.gif

Maiko Shamugia
უღრმესი მადლობა. მეც მაგ დროისთვის ვიქნები თბილისში.
ოღონდ დამარიგე, რომ არ გავაჩანაგო და კარგად გაიხაროს.
მანამდე შენ ვარდი მოიფიქრე. შემოდგომით რომ ავაჭერი, დავაკალმე და წელს გაყვავდა უკვე. ნახე რა გოგოა.

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Jul 2019, 23:12
Maiko Shamugia
QUOTE
ყველა ღირდა 5-5 ლარი. შავ ვარდში გადავიხადე მხოლოდ 10. საკმაოდ ნორმალური ფასები ქონდათ.

რაც კარგი ფასია რამდენადაც ესენი სხვა სანერგეებში 1 ძირი ღრს 5 ლარი აქ კი რამოდენიმეცალია ერთად

ia-viola
QUOTE
პაპა მყავდა და რატაც სიტყვევს ვურევ ხოლმე ისე, რომ არც კი ვიცი რომ გურულია. 

გურული ბაბუ(!))

საბურთალოს ტერიტორიაზე ხომ ვერ მირჩევთ კარგი მიწა სად შეიძება შევიძნო?

Posted by: ia-viola 13 Jul 2019, 11:43
sophka

უკვე დავაბინავე
user posted image

M-A-S-E-R-A-T-I
იმდენი კუთხის ნარევი ვარ, არეული მაქვს ერთმანეთში გურულ-იმერულ-რაჭულ-ქართლურ-მთიულური დიალექტი. biggrin.gif

ახლა დამაკვალიანეთ სუკულენტებზე. სხვების მომწონს, მარა მე არ გამომდის.
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
ადრე ერთ ქალს ქონდა ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მარა სველი იყო მიწა. მიუხედავად იმისა, რომ 50 თეთრად ყიდიდა, მაინც ძვირი გამოდიპდა. ისე ძალიან კარგი ნიადაგი იყო, მინერავების გარეშე.

Posted by: Master_Nick 13 Jul 2019, 12:02
ia-viola
სეკუებზე წელს პირველი მცდელობა მქონდა და კი წამოიზარდნენ კარგად, ნაყარიც გამოიტანა ერთმა.
user posted image

Posted by: ia-viola 13 Jul 2019, 12:19
Master_Nick
შენ საერთოდ ღია გრუნტში გქონიაა. smile.gif ლამაზია.
ისე რა მაგარია, ეზოში საინტერესო კომპოზიციებს მოაწყობდი.

Posted by: Master_Nick 13 Jul 2019, 12:31
ia-viola
კი მე ღია გრუნტში მაქვს, ესენი ისანში ვიყიდე საცდელად, პატარები იყვნენ და კარგად წამოიზარდნენ.
ჰორტემ აიწყვიტა, ვეღარ ვაჩერებ lol.gif

Posted by: ia-viola 13 Jul 2019, 12:42
Master_Nick
ხოო, ცემიც მეორე წრეზე წავიდა და თან ახალი ფოთლები ამოაქვს. თან პატარა ქოთანშია. გადარგვა ჭირდება და ამ გაგანია ყვავილობისას როგორ გადავრგო, თან ამ სიცხეში.
ის ნაძვის ნერგები ისევ ისე არიან. რავი რა. უკვე სამი თვე ხდება და აქამდე ხომ გახმებოდა, გახმობა რომ სდომებოდა?

Posted by: Maiko Shamugia 13 Jul 2019, 16:33
გავაკეთე ჩემი ველური კუთხე . მცენარეები რომ წამოიზრდება იმედი მაქვს გალამაზდება mo.gif

user posted image

გუშინ რიკოთის პერევალიდან ვათრიე ლოდები და კლდის ნაშალი smile.gif)

QUOTE
კი მე ღია გრუნტში მაქვს, ესენი ისანში ვიყიდე საცდელად,
. მაგ სახეობას მოუწევს სახლში შეტანა ზამთარში, თორემ გაიყინებიან.


b]M-A-S-E-R-A-T-I[/b]

QUOTE
კარგი ფასია რამდენადაც ესენი სხვა სანერგეებში 1 ძირი ღრს 5 ლარი აქ კი რამოდენიმეცალია ერთად

კი მეც მომეწონა ფასები. ხელზე ვიყიდე ვითომ იაფად ამის ნახევრები და ზოგში 10 ლარი გადამახდევინეს.

ia-viola


QUOTE
შენ ვარდი მოიფიქრე. შემოდგომით რომ ავაჭერი, დავაკალმე და წელს გაყვავდა უკვე. ნახე რა გოგოა.

მადლობაა. აივანზე თუ არა აგარაკზე გავზრდი შენს სახელზე 2kiss.gif

Posted by: ia-viola 13 Jul 2019, 17:06
Maiko Shamugia
აუუ მაიკო, ძალიან ლამაზია. ღირდა წვალებად. საშინლად მომწონს.

QUOTE
მადლობაა. აივანზე თუ არა აგარაკზე გავზრდი შენს სახელზე

რა მადლობა, კაი რა. ყველგან გაძლებს. wink.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jul 2019, 17:09
Maiko Shamugia

QUOTE
გუშინ რიკოთის პერევალიდან ვათრიე ლოდები და კლდის ნაშალი )


წვალებად აშკარად ღირდა ძალიან მაგარია ყოჩაღ jump.gif jump.gif jump.gif პ.ს აენიუმი ხომ დავწერე ყინვაგამძლე არაათქო biggrin.gif არც მწველი სხივები უყვარს ისე, სურიკატი რა ტიპია givi.gif

სულ ქვევით სადაც ბეტონს უერთდება ჯერ ქვები შემოალაგე და მათ შორის წვრილი ფერადი სედუმები ჩარგე რომ წვიმამ არ ჩამორეცხოს ზემოდან მიწა და ღორღი

Posted by: Master_Nick 13 Jul 2019, 17:29
Maiko Shamugia
ძალიან მაგარია, ყოჩაღ და ველოდებით შემდეგ კუთხეს, არ გაჩერდე!

Posted by: ia-viola 13 Jul 2019, 18:36
ჩემი მხეცები. გადავყავარ ჭკუიდან. მაისიდან მოყოლებული არ გაჩერებუკან.
user posted image

ჩემ ქრიზანთემას კიდევ დრო და ჟამი აერია.
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 13 Jul 2019, 18:38
IA-VIOLA
M-A-S-E-R-A-T-I
MASTER_NICK
ვაიმე როგორ გამეხარდა რომ მოგეწონათ. ვნერვიულობდი mo.gif მადლობებიი love.gif

M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
პ.ს აენიუმი ხომ დავწერე ყინვაგამძლე არაათქო  არც მწველი სხივები უყვარს ისე, სურიკატი რა ტიპია 


ეგ სურიკატი არის ქოთნის ჩასადები და ეგ აენიუმი ქოთნით დევს შიგნით. ზემოდან უბრალოდ კლდის ნათალი აქვს მოყრილი რომ შემენიღბა. მზეს თუ ვერ უძლებს ეგ არ ვიცოდი, მაშინ სხვა კაქტუსით მომიწევს ჩანაცვლება.


QUOTE
სულ ქვევით სადაც ბეტონს უერთდება ჯერ ქვები შემოალაგე და მათ შორის წვრილი ფერადი სედუმები ჩარგე რომ წვიმამ არ ჩამორეცხოს ზემოდან მიწა და ღორღი



ქვემოთ ქვები აქვს შემოლაგებული კი, კლდის ნაშალითაა შევსებული მერე. მცენარეები არ მეყო, იმდენი დასჭირდა . სადღაც 15 ქოთანი მქონდა , მაგრამ კიდევ ბევრი შეიძლებოდა. შევხედავ აბა, თუ მაინც არ დაკავდა მოურგავ სედუმებს. ზემოთ ჩავრგე ნაპრალებში სედუმები.
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
შენი რჩევები რომ არა , ასეთი არ გამოვიდოდა. ძალიან დამეხმარე რჩევებით, ოღონდ მართლა და მერე გამეხსნა გონება smile.gif
* * *
ia-viola

ლამაზუკები.
love.gif love.gif love.gif

Posted by: Master_Nick 13 Jul 2019, 20:15
დღეს ბამბუკის შებოჭვის ოპერაცია წამოვიწყე და ეს რა ვნახე facepalm.gif ფესვთა სისტემა ჰქონია სრული ობობას ქსელი.
user posted image
გადავაბარგე დიდ ქოთანში.

Posted by: sophka 13 Jul 2019, 20:36
Maiko Shamugia
რა ძალიან ლამაზი ეზო-ბაღნარი გაქვს.
თან რა კარგი ხელი გქონია))იდეები...


ia-viola
კოხტად მიგისკუპებია ქოთანში უკვე.
შენი ვარდები <3

Master_Nick
ნიკაა, როგორ ხარ?
ისვენებ წალკოტში ხომ?


საღამო მშვიდობისა, ხალხნო.



Posted by: Master_Nick 13 Jul 2019, 20:51
sophka
კარგად სოფო, შენ როგორ ხარ?
შაბათ კვირას ვახერხებ დასვენებას wink.gif

Posted by: sophka 13 Jul 2019, 22:19
Master_Nick
არამიშავს. უჰ, კარგია დასვენება))

ბალახია, მაგრამ რა საყვარლად ამოყო თავი და გაყვავილდა კიდეც...
პაწაწუნა...

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Jul 2019, 09:35

Maiko Shamugia
QUOTE
ქვემოთ ქვები აქვს შემოლაგებული კი, კლდის ნაშალითაა შევსებული მერე. მცენარეები არ მეყო, იმდენი დასჭირდა . სადღაც 15 ქოთანი მქონდა , მაგრამ კიდევ ბევრი შეიძლებოდა. შევხედავ აბა, თუ მაინც არ დაკავდა მოურგავ სედუმებს. ზემოთ ჩავრგე ნაპრალებში სედუმები.

შაბათობით ისანის მეტროს გვერდით ბაღში ყვავილების ბაზარი იმართებახოლმე ასე პირველ საათამდე არიანხოლმე გამოაქვთ იქ სედუმებიც და სხვადასხვა სუკუები შედარებით დაბალ ფასებში შემოგვიერთდი ოჯახში biggrin.gif https://www.facebook.com/groups/844709555605825/ აქ გაცვლაც მოსულა და ჩუქებაც შენი კომპოზიცია ბევრს გააოცებს აქ

QUOTE
შენი რჩევები რომ არა , ასეთი არ გამოვიდოდა. ძალიან დამეხმარე რჩევებით, ოღონდ მართლა და მერე გამეხსნა გონება 

love.gif

Master_Nick
QUOTE
დღეს ბამბუკის შებოჭვის ოპერაცია წამოვიწყე და ეს რა ვნახე  ფესვთა სისტემა ჰქონია სრული ობობას ქსელი.

ისე ქოთნისთვის ცოდვაა მაინც შეეცადე მაქსიმალური ზომისა მოუძებნო რამე user.gif

Posted by: Master_Nick 14 Jul 2019, 22:18
M-A-S-E-R-A-T-I
გადავაბარგე უკვე საკმაოდ ტევად ქოთანში, თუმცა ადრე რომ მქონოდა ინფო ბამბუკის ფესვთა სისტემაზე, მაგას ეზოს არ გავაკარებდი.
წვრილი საცერივით ფესვების სისტემა რაც შევძელი ამოვჭერი, მაგრამ დარჩა კიდევ რაღაც ნაწილები და ეგენი ისევ გამრავლდება?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jul 2019, 00:34
Master_Nick
QUOTE
გადავაბარგე უკვე საკმაოდ ტევად ქოთანში, თუმცა ადრე რომ მქონოდა ინფო ბამბუკის ფესვთა სისტემაზე, მაგას ეზოს არ გავაკარებდი.
წვრილი საცერივით ფესვების სისტემა რაც შევძელი ამოვჭერი, მაგრამ დარჩა კიდევ რაღაც ნაწილები და ეგენი ისევ გამრავლდება?

ფესვები არა მხოლოდ ყლორტები ფესვზე ოდნავ მსხვილია წაწვეტებული თავით მაგრამ საეჭვოა ამას ჯერ ჰქონოდა ნებისმიერ შემთხვევაში დააკვირდი

Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 07:40
M-A-S-E-R-A-T-I
კი ჰქონდა ეგეთი მსხვილი ფესვებიც და ჩავჭერი, წაჭრილი ნაწილები მიწაში დარჩა და გაიზრდება ვითომ? ორმო ჯერ ისევ ღიაა.
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 08:51
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
შემოგვიერთდი ოჯახში

შემოგიერთდით bis.gif bis.gif bis.gif

ჩემი ახალი კომპოზიციები

user posted image
user posted image

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jul 2019, 10:13

Master_Nick
QUOTE
კი ჰქონდა ეგეთი მსხვილი ფესვებიც და ჩავჭერი, წაჭრილი ნაწილები მიწაში დარჩა და გაიზრდება ვითომ? ორმო ჯერ ისევ ღიაა.

აჰა ხომ ვამბობდი დაუწყია უკვე ოკუპაცია ჩუმად biggrin.gif ესეთივე უფესვო ყლორტები ჩამრჩა ქოთანში და დაფესვიანდა, რავიცი რა გითხრა უმჯობესია ალბათ ამოიღო მაინც ყველა და არ ჩატოვო

Maiko Shamugia
QUOTE
ჩემი ახალი კომპოზიციები
მგონი დიზაინერობა უნდა სცადო კაი ხედვა გაქვს, ეხლა აქ სათითაოდ ვერ გეტყვი რომელი რას გადაჩაგრავს ზრდის პერიოდში თავად დააკვირდები რა რომელის გვერდით არ უნდა იყოს, ისე ეხლა შეიძლება თვალს უხარია მაგრამ სამომავლოს რომ იცოდე სუკუებს ყვავილებს აცლიან ხოლმე ასე მცენარე უფრო ძლიერია და ეფექტური და მთელს ენერგიას ფოთლებს და გამრავლებას ახმარს

Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 12:22
M-A-S-E-R-A-T-I

QUOTE
მგონი დიზაინერობა უნდა სცადო კაი ხედვა გაქვს, ეხლა აქ სათითაოდ ვერ გეტყვი რომელი რას გადაჩაგრავს ზრდის პერიოდში თავად დააკვირდები რა რომელის გვერდით არ უნდა იყოს, ისე ეხლა შეიძლება თვალს უხარია მაგრამ სამომავლოს რომ იცოდე სუკუებს ყვავილებს აცლიან ხოლმე ასე მცენარე უფრო ძლიერია და ეფექტური და მთელს ენერგიას ფოთლებს და გამრავლებას ახმარს

love.gif
ხო, მაგას ვერ ვხვდები ჯერ რომელი რომელს დაჩაგრავს smile.gif . პირველ და მეორე ფოტოზე დიდი ვარდები რომაა თვითონ ქონდა დიდები გაზრდილი სათბურში ულამაზესები იყვნენ. ესენი ჯერ პატარებია და ვხვდები რომ უნდა გაიზარდნონ smile.gif ანუ შევაცალო ყვავილი ? მენანება . ცოტა ხნით ვაცლი და გადავაჭრი. idea.gif

Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 12:36
M-A-S-E-R-A-T-I
ოკ მადლობა. საკმაოდ სიღრმეებშია წასული არამგონია ეგენი სრულად ამოვიღო, მაინც მგონია რომ რახან ჩავჭერი და კვება შეუწყდა ვეღარ განვითარდება. კიდევ კარგი დროზე მივასწარი.

Maiko Shamugia
ვახ, ვახ რა მაგარი კომპოზიციები აგიწყვია, შენ აღარ ხუმრობ აი up.gif

Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 12:59
Master_Nick
QUOTE
ჰორტემ აიწყვიტა, ვეღარ ვაჩერებ 


ჩემი მართალია ჯერ პატარაა, მაგრამ თავს არ ირცხვენს

user posted image

* * *
ეს განწყობისთვის, ჩემი ბაღის მეგობრები smile.gif)

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 14:03
Maiko Shamugia
ამ ცხოველების სტატუეტკებს სად ყიდულობ?

შენი ჰორტე ვარდისფერი ყოფილა, ჩემი ცისფერ მოვარდისფროა
user posted image
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 15:30
Master_Nick
QUOTE
შენი ჰორტე ვარდისფერი ყოფილა, ჩემი ცისფერ მოვარდისფროა

ლამაზი ცისფერი გაშლილა. ჩემი ნახევარი ცისფერი იყო ნახევარი ვარდისფერი. ასეა თვეზე მეტია გაშლილი და ცოტა გადახუნდა ყვავილი. ვეებერთელა ყვავილის გუნდები აქვს, მე ვფიქრობ ჯიშია მასეთი.

QUOTE
ამ ცხოველების სტატუეტკებს სად ყიდულობ?

დომინოში

Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 20:10
Maiko Shamugia
დომინოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, არის სიახლეები?

Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 20:17
Master_Nick
QUOTE
დომინოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, არის სიახლეები?

გარეთა ბაღში ვერ ვასწრებ ხოლმე . 7 საათამდეა და სამსახურის მერე დაკეტილი მხვდება. შიდა ბაღში ისეთი არაფერი განსაკუთრებული. ბაღის ტბორი მინდოდა პატარა და შიდა ბაღში არ გვაქს და გარეთ შეიძლება ქონდეთო. ერთ შაბათ კვირას მომიწევს წასვლა სანახავად.

Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 20:21
Maiko Shamugia
ტბორები გარე სანერგეში აქვთ კი, აპირებ მაგის გაკეთებას? მე მინდოდა მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე, მუდმივ საცხოვრებლად რომ გადავალ აგარაკზე მერე გავაკეთებ, თევზებით მინდა.
9 საათამდეა გარე სანერგე მე როგორც ვიცი

Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 20:28
Master_Nick
QUOTE
9 საათამდეა გარე სანერგე მე როგორც ვიცი

ვითომ? 7 მდე მახსოვს მე არა მგონია 9 მდე იყოს. გადავამოწმო...

QUOTE
აპირებ მაგის გაკეთებას?


კი მიდა . ყველაზე პატარა ზომა რომელიც აქვთ, დიდი ადგილი არ გვაქვს. 2-3 თევზს აიტანს ჩემიც ალბათ.

Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 20:35
Maiko Shamugia
ზაფხულის პერიოდში 9 მდე მუშაობენ კი.

Posted by: Kikunaa 16 Jul 2019, 21:59
http://radikal.ru/fp/7389ska066mjr

ეს რა ყვავილია ხომ არ იცით? თეთრიც არის ასეთი.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jul 2019, 09:45
Kikunaa
ეგ არი ბუგენვილია

Posted by: Maiko Shamugia 18 Jul 2019, 08:26
M-A-S-E-R-A-T-I
რას დამღუპე, რას მერჩოდი რომ გამაწევრიანე სუკულენტების ჯგუფში. 3 დღეა ეჩევერიებს დავდევ ფერისა და ფორმის მიხედვით. გამოვწერეთ ჩინეთიდან და ამაზონიდან ეჩევერიები. რა ჩამოვა ადგილამდე ღმერთმა იცის smile.gif)

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Jul 2019, 12:57
Maiko Shamugia
QUOTE
რას დამღუპე, რას მერჩოდი რომ გამაწევრიანე სუკულენტების ჯგუფში. 3 დღეა ეჩევერიებს დავდევ ფერისა და ფორმის მიხედვით. გამოვწერეთ ჩინეთიდან და ამაზონიდან ეჩევერიები. რა ჩამოვა ადგილამდე ღმერთმა იცის )


ცოტა იჩქარე მგონი კარგი იყო ჯერ ადგილობრივებზე დაგეგროვებინა გამოცდილება მაგრამ ჩამოვა და თუ შევძელი დაგეხმარები მაქსიმალურად თუ არა ჯგუფში ვინმე აუცილებლად აგიხსნის წესებს

Posted by: Maiko Shamugia 18 Jul 2019, 19:21
M-A-S-E-R-A-T-I
ჯანა რომაა ჯგუფში ეგ მიწერს . და ნაწილი მე გამოვწერე. მე ესენი და ჟანა მიმიმატებს თავისებს .
https://www.amazon.com/gp/product/B07QN9SS7R/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o01_s00?ie=UTF8&psc=1
აბა ამას რომ შეხედავ არ გადაირევი

bis.gif bis.gif

user posted image





* * *
რამდენნაირი ფერი ყოფილა ეს დალოცვილები

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Jul 2019, 01:14
Maiko Shamugia
QUOTE
რამდენნაირი ფერი ყოფილა ეს დალოცვილები

ინსტაგრამზე არ მიგიგნია ჯერ ჯუფები, აი ფერები იქ არი))

Posted by: ia-viola 21 Jul 2019, 11:25
ვაიმეე, ეს სუკულენტები რა ყოფილააა. bis.gif

Posted by: Maiko Shamugia 23 Jul 2019, 09:39
ჩემი ნაქები პეტუნიები , 1/3 ჩამხმარი დამხვდა რომ დავბრუნდი. ასე გადავჭერი გაბრაზებულმა sad.gif სავარაუდოდ სათანადოდ არ რწყავდნენ. იმედი მაქვს ამოიყრის ახალ თაობას

user posted image

user posted image
* * *
ჩემი ნაქები პეტუნიები , 1/3 ჩამხმარი დამხვდა რომ დავბრუნდი. ასე გადავჭერი გაბრაზებულმა sad.gif სავარაუდოდ სათანადოდ არ რწყავდნენ. იმედი მაქვს ამოიყრის ახალ თაობას

user posted image

user posted image
* * *
ჩემი ნაქები პეტუნიები , 1/3 ჩამხმარი დამხვდა რომ დავბრუნდი. ასე გადავჭერი გაბრაზებულმა sad.gif სავარაუდოდ სათანადოდ არ რწყავდნენ. იმედი მაქვს ამოიყრის ახალ თაობას

user posted image

user posted image

Posted by: Maiko Shamugia 24 Jul 2019, 15:07
რატო განმეორდა ეს პოსტები თავისით ვერ მივხვდი aba.gif

Posted by: Master_Nick 24 Jul 2019, 22:01
QUOTE (ia-viola @ 21 Jul 2019, 11:25 )
ვაიმეე, ეს სუკულენტები რა ყოფილააა. bis.gif

შენ როგორ არ გაქვს სეკუები კი მიკვირს ისე, ამდენი ვარდები და მცენარეები გყავს და ერთი სეკუების კუთხე კი უნდა გქონდეს იაsmile.gif

Posted by: sophka 24 Jul 2019, 23:12
ჰეი ჰეი)) როგორ ხართ?

წინა კვირას,
ყვავილების საყიდლად წავედი და როზმარინი, ორეგანო და ბაზილიკის ნერგები ვიყიდე გარდენიაში biggrin.gif biggrin.gif

user posted image

ბაზილიკის ხათრით პიცას გამოვაცხობ :დ



Posted by: ia-viola 25 Jul 2019, 08:12
Master_Nick
ეგ მეც მიკვირს. biggrin.gif მარა მგონია რომ ვერ დავუმუღამე და კარგად ვერ ვუვლი

user posted image

ესეც ჩემი ჩინელი
user posted image

sophka
ბაზილიკოს დანახვაზე მეც პიცა გამახსენდა biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Jul 2019, 09:14
Maiko Shamugia
QUOTE
ჩემი ნაქები პეტუნიები , 1/3 ჩამხმარი დამხვდა რომ დავბრუნდი. ასე გადავჭერი გაბრაზებულმა

ძალა რომ მისცე ცოტა ახალი მიწა მიახმარე კარგად რომ გამოშრება მიწა ამოიღე და ძირში რამოდენიმე სანტიმეტრი მაინც ჩაუმატე ფსკერზე და ცოტაც ზემოდან აუცილებლად ამოიყრის

ia-viola
QUOTE
ეგ მეც მიკვირს.  მარა მგონია რომ ვერ დავუმუღამე და კარგად ვერ ვუვლი

ან შეიძLება ზედმეტად კარგად უვლი, არ უყვართ მაგათ მიწის სინოყიერე და მითუმეტეს ხშირი მორწყვა როცა გამოშრება მიწა მორწყე მაშინ ისიც ძალიან ცოტა და მაგათი ქოთნის ქვეშ თეფში არ უნდა გქონდეს

Posted by: ia-viola 25 Jul 2019, 10:29
M-A-S-E-R-A-T-I
გადავიყვან მაგათ ცოტა უკანა პლანზე.
ხოო, თეფშები არ უდევთ და არც მაქვს მაგათთვის.

არადა, სიმწრით შეგროვებული წვიმის წყლით ვრწყავდი. არ უნდათ და იყვნენ მასე.
სად ვუშოვო ახლა მაგათ ხრიოკი ნიადაგი. მდაჰ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Jul 2019, 11:54
ia-viola
QUOTE
არადა, სიმწრით შეგროვებული წვიმის წყლით ვრწყავდი. არ უნდათ და იყვნენ მასე.

biggrin.gif თბილისში მართალია ძაან ქლორიანი წყალია მაგრამ არაა ასეთი უკიდურესობები საჭირო დამდგარი წყალიც საკმარისია

QUOTE
სად ვუშოვო ახლა მაგათ ხრიოკი ნიადაგი. მდაჰ.

არაა საჭირო ხრიოკი შეიძინე გორგიაში პალმის ქერქი მწვანე ცელოფნის ტომრებშია 4 ლ მგონი ასე ღირს ერთი წილი გადამწვარი ნაკელი ერთი ჩვეულებრივი კარგი მიწა ერთი წილი აგროპერლიტი გადაურიე კარგად ერთმანეთში და ეგ არი მიწა უნდა იყოს რბილი და ჰაერს ატარებდეს კარგად არ უნდა იზეპებოდეს, ცეოლითსაც თუ დაამატებ მთლად კარგი მაგრამ შენი კოლექცია არაა ისეთი რომ ასე გაათამამო რამე უკეთესი რომ გეყოლება მერე შეგიძია გაიხარჯო ესენი უამისოდაც უპრობლემოდ ხარობენ

Posted by: sophka 25 Jul 2019, 12:29
ia-viola
ჩინური ვარდი რა საყვარელია. love.gif


M-A-S-E-R-A-T-I
ეს აგროპერლიტი ყველა მცენარისთვის გამოდგება? მიწაში რომ ავურიო.

Posted by: Maiko Shamugia 25 Jul 2019, 18:21
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ძალა რომ მისცე ცოტა ახალი მიწა მიახმარე კარგად რომ გამოშრება მიწა ამოიღე და ძირში რამოდენიმე სანტიმეტრი მაინც ჩაუმატე ფსკერზე და ცოტაც ზემოდან აუცილებლად ამოიყრის

დღეს აზოტიანი საკვები დავასხი. შემდეგ მორწყვაზე თუ მოვახერხე ვიზამ smile.gif

ia-viola

შენი ტელ მომწერე ფლიიზ smile.gif


პ.ს. ჩემი წლევანდელი ლავანდის მოსავალი
bis.gif bis.gif


user posted image
* * *
QUOTE
პალმის ქერქი მწვანე ცელოფნის ტომრებშია 4 ლ მგონი ასე ღირს ერთი წილი გადამწვარი ნაკელი ერთი ჩვეულებრივი კარგი მიწა ერთი წილი აგროპერლიტი გადაურიე კარგად ერთმანეთში და ეგ არი მიწა უნდა იყოს რბილი და ჰაერს ატარებდეს კარგად არ უნდა იზეპებოდეს, ცეოლითსაც თუ დაამატებ მთლად კარგი მაგრამ შენი კოლექცია არაა ისეთი რომ ასე გაათამამო რამე უკეთესი რომ გეყოლება მერე შეგიძია გაიხარჯო ესენი უამისოდაც უპრობლემოდ ხარობენ



ეს მეც არ ვიცოდი. მე ქართული მიწა რომაა ბოლო დროს გამოჩნდა მაღაზიებში. გორგია, დომინო... იმას ვყიდულობ სუკულენტებისთვის და ქვიშას ვურევ. ძაან მოსწონთ . ცოტა ძვირი კია ის მიწა, მაგრამ კაქტუსებს არ სჭირდებათ ბევრი მიწა და შეიძლება ყიდვა.

სუკულენტები გამიჩერეს ამერიკაში არ აგზავნიან . მომიშალეს ნერვები, სხვა გზით გამოვაგზავნითო გადამზიდავმა , 2-3 კვირა დააგვიანდებაო , მაგრამ რა ჩამოვა ღმერთმა იცის.
* * *

ჩემი კაქტუსები დღეს და ორი თვის წინ

user posted image

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Jul 2019, 12:19
sophka
QUOTE
ეს აგროპერლიტი ყველა მცენარისთვის გამოდგება? მიწაში რომ ავურიო.

ქოთანში პერლიტის დანიშნულებაა ზედმეტი ტენის შეკავება როდესაც ის ზედმეტია და გამოდევნა როდესაც მიწა შრება თუ ამის საჭიროება არ აქვს მცენარეს მაშინ არაა აუცილებელი თუმცა მე ყველგან ვიყენებ მაინც

Maiko Shamugia
QUOTE
ჩემი კაქტუსები დღეს და ორი თვის წინ

ესენი ესე ახლო ახლოს კი არი ცოდვა, ეს ეხივერიები დიდი იზრდება თან და აი ეს კაქტუსებიც კარგად ცალკე ქოთანში გრძნობენ თავს თუმცა ნება თქვენია როგორც მოგწონს, ის ეზოს კომპოზიცია როგორაა? ეხლა ზუსრასთანაც რაღაც მსგავსი გაუკეთებიათ ალბათ თქვენგან აიღეს იდეა biggrin.gif


user posted image

Posted by: sophka 26 Jul 2019, 13:03
M-A-S-E-R-A-T-I
მაშინ მეც როცა გადავრგავ დავუმატებ, მადლობა.

კი შეუცვლია. მომეწონა, თუმცა ადრე უფრო სივრცე იყო მაგ ადგილას.
ზურასთან))




Posted by: Maiko Shamugia 26 Jul 2019, 13:37
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ესენი ესე ახლო ახლოს კი არი ცოდვა, ეს ეხივერიები დიდი იზრდება თან და აი ეს კაქტუსებიც კარგად ცალკე ქოთანში გრძნობენ თავს თუმცა ნება თქვენია როგორც მოგწონს, ის ეზოს კომპოზიცია როგორაა? ეხლა ზუსრასთანაც რაღაც მსგავსი გაუკეთებიათ ალბათ თქვენგან აიღეს იდეა 


აბა ეჩევერიაებისგან პატარა კომპოზიციებს რომ ადგენენ სხვა ჯიშებია??? აკადემიურად ახლა ვსწავლობ ამათ facepalm.gif სანამ გაქაჩავენ იყოს და გადავრგავ მერე. წამოვედი მე და რომ ვკითხულობ ცოტა მოიჩიტნენო სუკულენტები. აგვისტოს შუა რიცხვებში მოვხვდები და გადავურებ ფოტოებს . აბა აბა ზურა სულ ჩემს იდეებს ელოდება biggrin.gif biggrin.gif რამხელა ფართზე მოუწყიათ up.gif საინტერესოა გავივლი.

Posted by: Calvados_La_Monnerie 26 Jul 2019, 16:59
QUOTE (Maiko Shamugia @ 23 Jul 2019, 09:39 )
ჩემი ნაქები პეტუნიები , 1/3 ჩამხმარი დამხვდა რომ დავბრუნდი. ასე გადავჭერი გაბრაზებულმა sad.gif სავარაუდოდ სათანადოდ არ რწყავდნენ. იმედი მაქვს ამოიყრის ახალ თაობას

user posted image

user posted image
* * *
ჩემი ნაქები პეტუნიები , 1/3 ჩამხმარი დამხვდა რომ დავბრუნდი. ასე გადავჭერი გაბრაზებულმა sad.gif სავარაუდოდ სათანადოდ არ რწყავდნენ. იმედი მაქვს ამოიყრის ახალ თაობას

user posted image

user posted image
* * *
ჩემი ნაქები პეტუნიები , 1/3 ჩამხმარი დამხვდა რომ დავბრუნდი. ასე გადავჭერი გაბრაზებულმა sad.gif სავარაუდოდ სათანადოდ არ რწყავდნენ. იმედი მაქვს ამოიყრის ახალ თაობას

user posted image

user posted image

ჩარჭობილი რომ არის რა ფუნქცია აქვს? fig.gif fig.gif fig.gif

Posted by: Maiko Shamugia 26 Jul 2019, 18:18
Calvados_La_Monnerie
QUOTE
ჩარჭობილი რომ არის რა ფუნქცია აქვს?   



წვეთოვანი სისტემაა მორწყვის
biggrin.gif

Posted by: ia-viola 26 Jul 2019, 20:27
Maiko Shamugia
უკვე დავაბინავე და უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის.

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Maiko Shamugia 26 Jul 2019, 22:49
ia-viola

გახარებაში 2kiss.gif ყოჩაღი ხარ. შენებიც კარგად გრძნობენ თავს . ახლა ვფიქრობ ვარდი ნალასგან როგორ დავიცვა smile.gif)

user posted image


Posted by: ia-viola 26 Jul 2019, 23:10
Maiko Shamugia
ნალი არის პიროვნება. love.gif

აივანზე შეიძლება ისეთ ადგილას, სადაც ნალი არ კადრულობს ასვლას. wink.gif

Posted by: Maiko Shamugia 26 Jul 2019, 23:30
ia-viola
ეგ მეც ვიფიქრე. ამ შაბათ კვირას აივანს ჩავკეტავ და ჩრდილში მეყოლებიან ქვემოთ. მერე გადავდგავ აივნის დაკიდულ თაროზე მაგრამ იქ მზეა და გაუძლებენ ხო ??

Posted by: ia-viola 27 Jul 2019, 10:42
Maiko Shamugia
კი ხო.
ეგრე, ჩემებსაც ადგათ ხოლმე მზე, გარკვეული პერიოდი.


Posted by: Master_Nick 27 Jul 2019, 16:28
ჩემი ჰორტენზია აღარ ხუმრობს.
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Jul 2019, 20:51
Maiko Shamugia
QUOTE
აბა ეჩევერიაებისგან პატარა კომპოზიციებს რომ ადგენენ სხვა ჯიშებია??? აკადემიურად ახლა ვსწავლობ ამათ

ეს კომპოზიციები დროებითია სულ 1-2თვე მაქისიმუმ, არის ჯიშები რომლებსაც რგავენ ახლო ახლო არანაირი პრობლემა არაა ამაში თავისუფლად ეგუებიან ერთმანეთს მაგრამ კაქტუსებს პირველ რიგშI არ უყვართ მეზობლები და მის ირგვლივ რაც გაქვთ ეჩIვერიები იმათაც ასევე შორიშორს შეგიძლია ჩარგო ერთმანეთი რომ არ დაჩაგრონ, დროთა განმავლობაში გაერკვევი ვინ რომელია თუ ჩაუღრმავდები თემას და სწორად ჩარგავ, მე ვაკეთებ ხოლმე კომპოზიციებს მაგრამ გაცილებით დიდ ქოთნებში

Master_Nick
QUOTE
ჩემი ჰორტენზია აღარ ხუმრობს.

ძალიან მომწონს ფოთლების ზომა და ფერი, წყალი არ მიაკლო რა გააჯერე მიწა მორწყვისას

Posted by: Master_Nick 28 Jul 2019, 17:49
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 27 Jul 2019, 20:51 )
Master_Nick
QUOTE
ჩემი ჰორტენზია აღარ ხუმრობს.

ძალიან მომწონს ფოთლების ზომა და ფერი, წყალი არ მიაკლო რა გააჯერე მიწა მორწყვისას

კი მივყვები შენს რეკომენდაციებს, ასეთ შედეგს ჩემთან ნამდვილად არ ველოდი, გაკვირვებული ვარ. ძირებში მულჩაც დაუყარეთ და ეგეც ეხმარება. მზეს ნაკლებად ვაკარებთ.
შარშან ისეთ საცოდავ მდგომარეობაში იყო, რომ გადაგდებას ვაპირებდი facepalm.gif

Posted by: sophka 29 Jul 2019, 20:06
ამ ერთმა პაწაწუნა ვარდმა გაიგიჟა თავი:დ
ორი კოკორი ერთ ღეროზე))

user posted image

ვფიქრობ, ვარდები უნდა მოვამრავლო აივანზე:დ სენი შემეყარა:დ

Posted by: kotcio 30 Jul 2019, 11:11
sophka
ვარდები მეც ვცადე აივანზე მაგრამ ვერაფერი გამომივიდა sad.gif

Posted by: Maiko Shamugia 30 Jul 2019, 14:05
სუკულენტები ხევსურეთიდან. გალამაზდებიან სულს რომ მოითქვამენ

user posted image

Posted by: ia-viola 30 Jul 2019, 18:28
Maiko Shamugia
უნდა მეკითხა, როგორ მოიარე თქო ხევსურეთი და. ..
კარგად მოგივლია. გახარებაში.

sophka
ჯერ სად ხარ. ეგრე იცის.

Posted by: kotcio 30 Jul 2019, 19:01
Maiko Shamugia
ეხლაც ძალიან ლამაზები არიან

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Jul 2019, 19:14
Maiko Shamugia
QUOTE
სუკულენტები ხევსურეთიდან. გალამაზდებიან სულს რომ მოითქვამენ

კარგებია ყვავილები გენანება მაგრამ თუ შეაჭრი უფრო მოღონიერდებიან ეხლა ახალგადარგულზე კიდე ყვავილის შენარჩნებისთვის ბევრი ენერგია დასჭირდებათ

Posted by: sophka 30 Jul 2019, 22:58
Maiko Shamugia
რა ლამაზებია მართლა, ყვავილებიანი განსაკუთრებით მომწონს.



ia-viola
აუ, კი, ძალიან თან biggrin.gif
ჩემი და ჩხუბობს აივანზე ვეღარ გავდივარ რამდენი რამე გაქვსოbiggrin.gif
იმერეთში მივდივარ აგვისტოში, ცოტა ხნით და ეზოში უამრავი ვარდი გვაქვს.
რომ დავაკალმო? გამომივა ნეტავ რამე? ქოთნებში მინდა ვცადო და წამოვიღო აქ.
ბებია და მამიდა სულ ასე ამრავლებდნენ არადა.


* * *
M-A-S-E-R-A-T-I
ნიკორაში ვნახე მიწა პერლიტიანი და ორგანული სასუქებით. ახლა შემოუტანიათ.
2კგ 3,5 ლ ღირდა თუ კარგად დავინახე:დ

Posted by: ia-viola 30 Jul 2019, 23:45
sophka
სდვილია. გამოგივა აუცილებლად.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jul 2019, 09:42
sophka
QUOTE
ნიკორაში ვნახე მიწა პერლიტიანი და ორგანული სასუქებით. ახლა შემოუტანიათ.

შაბათობით ისანში ყიდიან კარგ მიწას ყურძნის ხინწკა ნაკელი და კარგი მიწააა შეზავებული ერთად ცოტა დაუმატე პერლიტი და უკეთესს ვერაფერს იყიდი

Posted by: Maiko Shamugia 31 Jul 2019, 17:15
ia-viola
QUOTE
უნდა მეკითხა, როგორ მოიარე თქო ხევსურეთი და. ..

აუ ძაან მაგარი იყო . ვისიამოვნე . საოცარი ბუნება გვაქვს. აღარ მინდა არაფრის კეთება, დასვენება მჭირდება თურმე . smile.gif

ეს ჩემები ამაზონიდან ჩამობრძანდნენ mo.gif love.gif

user posted image
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ყვავილები გენანება მაგრამ თუ შეაჭრი უფრო მოღონიერდებიან

აუ შენ რა სადისტი ხარ :დდ. smile.gif) ცოტა ხანს ვუყურებ და გადავჭრი smile.gif)


Posted by: ia-viola 31 Jul 2019, 20:05
Maiko Shamugia
სილამაზეები არიან.

კი ხო. მართლა ლამაზი სამშობლო გვაქვს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Aug 2019, 14:06
Maiko Shamugia
QUOTE
აუ შენ რა სადისტი ხარ :დდ. ) ცოტა ხანს ვუყურებ და გადავჭრი  )

lol.gif მამაჩემიც იგივეს მეუბნება, დავბრუნდი ბათუმში და რაც ვთხოვე შეჭერითქო მოვუტყუებივარ _ ვერ შევძელი მაგათი მოჭრაო biggrin.gif

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: sophka 1 Aug 2019, 21:42
M-A-S-E-R-A-T-I
ვაიმეე, რა სილამაზეები არიან, ამ ყვავილების წაჭრა იქნება? ))
სუკულენტები გყვარებია ძალიან.

გმადლოობ, სასარგებლო და ამომწურავი რჩევებისთვის.

Posted by: Maiko Shamugia 1 Aug 2019, 22:08
M-A-S-E-R-A-T-I
გოლიათები და ლამაზები . ჩემებიც ამხელები უნდა გაიზარდნონ ??? popcorn.gif

Posted by: kotcio 2 Aug 2019, 15:38
M-A-S-E-R-A-T-I
რამდენ დღეში ერთხელ რწყავთ და საერთოდ როგორ უვლით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Aug 2019, 13:26
sophka
QUOTE
სუკულენტები გყვარებია ძალიან.

იმ ტემპერატურულ რეჟმში ოპტიმალური მცენარეებია



Maiko Shamugia
QUOTE
გოლიათები და ლამაზები . ჩემებიც ამხელები უნდა გაიზარდნონ ??? 


გაიზრდებიან აუცილებლად yes.gif

kotcio
QUOTE
რამდენ დღეში ერთხელ რწყავთ და საერთოდ როგორ უვლით?


2-3 დღეში ერთხელ აი როგორც ვატყობ რომ ტემპერატურა ძალია მაღალია მიწა გამოშრა ეგრევე ვრწყავ ხოლმე მოვლას რაც შეეხება მთავარია კარგად შეარჩიო გრუნტი დაიცვა მავნებლებისგან შეაცალო გამხმარი ფოთლები და ეგ არი სულ მეტს არაფერს ვუკეთებ

Posted by: Kikunaa 3 Aug 2019, 19:23
M-A-S-E-R-A-T-I

ეგ არი ბუგენვილია

მადლობა
ხომ არ იცი, აქ სადმე შემიძლია შევიძინო? ჩვენთან ეზოში გაიხარებს ნეტა?

Posted by: Master_Nick 3 Aug 2019, 20:57
M-A-S-E-R-A-T-I
სეკუებს შეწამვლას თუ უკეთებ? დაავადებების მიმართ როგორი გამძლეობა აქვთ ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Aug 2019, 02:38
Kikunaa
QUOTE
ხომ არ იცი, აქ სადმე შემიძლია შევიძინო? ჩვენთან ეზოში გაიხარებს ნეტა?

ბათუმში ხარობს სხვაგან არა

Master_Nick
QUOTE
სეკუებს შეწამვლას თუ უკეთებ? დაავადებების მიმართ როგორი გამძლეობა აქვთ ?

ესენი ამ მიზეზითაც შევარჩიე ძალიან გამძლეები არიან იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მავნებლები ჰყავთ, რათქმაუნდა არ უნდა მიიყვანო იმ მდგომარეობამდე რომ გაანადურონ ხშირად უნდა შეამოწმო დაათვალიერო ფოთლები ძIრები პირველ რიგში როდესაც ახალი სუკუ მოგყავს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ ხარ დაზღვეული და მაინც ემართებათ და ზოგი სოკო თუ მავნებელი მწერი არც არასდროს ქრება მთლიანად ამ შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით მკურნალობ თვეში ერთხელ დაავადების მიხედვით_სამთოსთან შეგირჩევენ ინდივიდუალურად პრეპარატს. ვიყენებ აქტარას, კარატესდა კიდევ რაღაცეებს სახელი არ მახსოვს ეხლა დიდიხანია არ გამომიყენებია

Posted by: sophka 4 Aug 2019, 22:59
ჰორტენზია პანკისის ხეობაში, ხადორში.
ძალიან ყოჩაღად და ლამაზად ყვავის, კი გამიკვირდა))
ფაქტი სახეზეა))

user posted image


Posted by: kotcio 5 Aug 2019, 16:56
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა, მე ძალიან იშვიათად ვრწყავდი, ეხლა მივაშველებ

Posted by: sophka 5 Aug 2019, 18:38
ia-viola
ვიო, პორტულაკებიდან თესლი როდის და როგორ ავიღო?
ძალიან კარგად არიან, ყვავიან, თან რა გვიან დავთესე მეორე პირი.



kotcio
აუ, ვარდებზე გამომრჩა პოსტი, მეგონა გიპასუხე.
ჩემებიც აივანზე არიან, ჯუჯა ვარდებია.
ძალიან გამოუცდელმა და უცოდინარმა ვუპატრონე კარგად:დ
უნდათ შეწამლვა, ძალიან ადვილად ავადდებიან სოკოვანი ინფექციებით და მწერებიც ესევა. მზიანი აივანია ესეც მეხმარება მე))
სულ ყურადღება და ზრუნვა biggrin.gif მაგრამ გიფასებენ შრომას.


Posted by: kotcio 6 Aug 2019, 11:24
sophka
აივანი ჩემიც მზიანია, ერთხელ კი შევწამლე მაგრამ ვერ უშველა. სოკოც ქონდა, ლაქები ფოთლებზე

Posted by: ia-viola 6 Aug 2019, 22:32
სამსახურიდან მესტიაში მომიწია გადაბარგება, ხოდა რამდენიმე ჩემი გახარებული ვარდის ძირი წავიღე. ხოდა ერთი ძირი სულ შემიჭამა ძროხამ და მიწიდანაც ამომიგდო. ხელახლა კი ჩავრგე, მარტო ღეროა პატარა ფესვაკით. გადარჩენის შანსი არ არის ხო?
* * *
sophka
დაინახავ. რომ დაიყვავილებს, თესლი სკდება და თვითონაც ჩაიპნევა და შემდეგ წელს თავისით ამოვა.

წელს ხუჭუჭა პორტულაკი მაჩუქეს თითო ძირი ფერებით. მაგუს თესლუც ჩემზეა რომ იცოდე.

Posted by: sophka 7 Aug 2019, 13:15
kotcio
ერთი შრწამლვა არ ჰყიფნით, თან უნდა დააცალო დაზიანრბული ფოთლები და ტოტებიც შეაჭრა,მოაცილო. რაც მე ეგ ვწამლე და ველოლიავე :დ


ia-viola
აუ, რა მაგარია მესტია, დიდი ხნით გიწევს მანდ ყოფნა?
გაიხარებს როგორ არა, თუ ძალიან არ დაზიანდა, თან შენ ხელში. ღმერთი ხარ მაგათთვის :*
მადლობაა, დავაკვირდები და ავიღებ მეც თესლს.

ესეც შენი მოცემული თესლია, კარგად გაიხარა, თან აპირებს ყვავილობას უკვე,
ესეც გვიან დათესილია
user posted image


* * *
user posted image


Posted by: ia-viola 7 Aug 2019, 20:15
sophka
უი რა კარგად არიან love.gif
ლამაზად გამოიყურებიან.


ორი თვით ვარ, მარა შუალედებში მომიწევს ჩამოსვლა. აუ მართლა მაგარია. სვანეთმა დამატყვევა. ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია,მარა ეს სრული შოკია.

Posted by: sophka 7 Aug 2019, 22:55
ia-viola
აუ, კიი... საოცარია სვანეთი, მეც ძალიან მიყვარს, მთა ყველაზე მეტად მიყვარს.
თუშეთიც საოცარია. აი, მეორე შოკი მანდ მქონდა ))

კარგი დასვენება და ნაყოფიერი სამუშაო დღეები.

Posted by: kanavaro 21 Aug 2019, 17:09
QUOTE
შაბათობით ისანში ყიდიან კარგ მიწას ყურძნის ხინწკა ნაკელი და კარგი მიწააა შეზავებული ერთად ცოტა დაუმატე პერლიტი და უკეთესს ვერაფერს იყიდი


ხომ ვერ მეტყვით ისანში სად კონკრეტულად და მიახლოებით ფასი რა არის?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Aug 2019, 18:59
kanavaro
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით ისანში სად კონკრეტულად და მიახლოებით ფასი რა არის?

50 თ კილო მეტროსთან როგორც ამოხვალთ მხოლოდ შაბათობითაა ეს ბაზარი და შესაბამისად ადვილად იპოვით ბოლოსდაბოლოს მოიკითხავთ

Posted by: Unico 23 Aug 2019, 17:45
მოკლედ, M-A-S-E-R-A-T-I, ისეთ ჯგუფში გამაწევრიანე, დეკემბერა ხო მქონდა, აწი ალოეც მყავს :დდდდდ

ერთი კაკტუსებზე ჯერ ვერ ვრისკავ, ავიღებ ცოდნას და ვიყიდი. user.gif ხო უნდა ვიცოდე როგორი ქოთანი უნდა, სად უნდა როგორ უნდა, კაი პოსტები იდება იმ ჯგუფში, ხანდახან ვსერჩავ და ვკითხულობ, დროის მოცალეობიდან გამომდინარე

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Aug 2019, 10:46
Unico
QUOTE
მოკლედ, M-A-S-E-R-A-T-I, ისეთ ჯგუფში გამაწევრიანე, დეკემბერა ხო მქონდა, აწი ალოეც მყავს :დდდდდ

იმ ქარიან კუთხეზე მოიფიქრე რამე კაქტუსების მე არაფერი მესმის და არც მინდად მესმოდეს rolleyes.gif

Posted by: ia-viola 24 Aug 2019, 23:00
ასე დამხვდა მეესტიდან ჩამოსულს. წელს უკვე მერამდენე წრეზე წავიდა.
ჩემი ეკლიანი

user posted image

Posted by: Master_Nick 25 Aug 2019, 12:11
ia-viola
ია როგორ ხარ? ეს რა მცენარეა ხომ არ იცი?
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Aug 2019, 23:55
Master_Nick
კასტორკაა თესლი შხამიანია გემოს ნუ გუსინჯავ სულ 2 ცალია საკმარისი, თუ პატარა გყავს სულ ნუ გააჩერებ ეზოში

Posted by: Master_Nick 26 Aug 2019, 00:21
M-A-S-E-R-A-T-I
ვა ეს რა მითხარი, ადგილობრივმა მომცა მაგის თესლები და ისე ამოვიდა არც სახელი ვიცოდი და არც დანიშნულება. მოუწევს ეზოდან გაძევება.

Posted by: kotcio 26 Aug 2019, 14:03
M-A-S-E-R-A-T-I
ესეთი საშიშია კასტორკა? აბა ზეთი რომ სამკურნალოა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Aug 2019, 14:38
kotcio
QUOTE
ესეთი საშიშია კასტორკა? აბა ზეთი რომ სამკურნალოა

ეგრე გველის შხამიც სამკურნალოა მთავარი დოზებია და ის თუ სად და როგორ გამოიყენებ ამას სამკურნალოდ rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Master_Nick 26 Aug 2019, 20:18
M-A-S-E-R-A-T-I
ისე ლამაზი ყვავილები კი ჰქონია. მენანება განადგურება. ეზოში გაჩერება საშიში იმ ვარიანტშია რომ ბავშვებმა თესლი არ შეჭამონ?
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Aug 2019, 12:00
Master_Nick
QUOTE
ისე ლამაზი ყვავილები კი ჰქონია. მენანება განადგურება. ეზოში გაჩერება საშიში იმ ვარიანტშია რომ ბავშვებმა თესლი არ შეჭამონ?

გააჩნია რამდენის არიან ბავშვები თუ გააფრთხილებ და დაიხსომებენ მართლა ცოდვაა ამის განადგურება ძალიან ლამაზია და თან მხოლოდ თესლია ამის მავნე არც შეხებისას ავნებთ და არც სურნელს აფრქვევს რამე ტოქსიკურს

Posted by: Master_Nick 27 Aug 2019, 12:53
M-A-S-E-R-A-T-I
ოკ, შევინარჩუნებ მაშინ, ამის ყვავილები რომ ვნახე შევიცვალე აზრი, თან არ ყოფილა ტოქსიკურიც.
ეს ეხლა წელს ვეღარ მოასწრებს ხომ ყვავილობას?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Aug 2019, 08:42
Master_Nick
QUOTE
ოკ, შევინარჩუნებ მაშინ, ამის ყვავილები რომ ვნახე შევიცვალე აზრი, თან არ ყოფილა ტოქსიკურიც.
ეს ეხლა წელს ვეღარ მოასწრებს ხომ ყვავილობას?


ბათუმში ჩემთან 2 წლამდე გაძლო მანდ არ ვიცი როგორ გაუძლებს ყინვებს

Posted by: garnier 28 Aug 2019, 19:00
გამარჯობა,
ვერმიკულიტს სად ვიყიდი ხომ ვერ მეტყვით?


დომინოში ვიპოვე გუგლში რომ დავსერჩე მაგრამ სადმე უფრო ახლოს თუ იქნება კაი იქნება რა
სადმე უფრო ახლოს თუ იქნება ვაკე/საბურთალოში მთლად უკეთესი
ჯანდაბას დიდუბეშიც იყოს, მეტროსთან მაინც არის lol.gif

Posted by: NankA2203 28 Aug 2019, 20:19
მეგობრებო გამარჯობა, ჩემი ბარაქის ხეს ფოთლები დაეხვრიტა. რამოდენიმე. რისი ბრალი იქნებბა და რა ვუშველო იქქნებ მირჩიოთ, ერთი ვერსიაა ლოქორა მაგრაამ არ ვიცი რით ვუშველო

Posted by: Master_Nick 30 Aug 2019, 22:21
აგარაკზე ჩამოვედი და ჩემი ნალოლიავები juniperus squamata blue star ძალიან შეცვლილები დამხვდნენ, ძირებში (სადაც მულჩა მაქვს დაყრილი) სავსეა ჭიებით და ბუგრებით, ასეთი რამ არ მინახია აგერ უკვე 4 წელია რაც ეს მცენარე მყავს. რასაც დავაკვირდი მულჩაში იბუდებენ ეს პარაზიტები და სიფრთხილეა საჭირო, ხვალ მივადგები წამლებით.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Aug 2019, 15:26
NankA2203
QUOTE
მეგობრებო გამარჯობა, ჩემი ბარაქის ხეს ფოთლები დაეხვრიტა. რამოდენიმე. რისი ბრალი იქნებბა და რა ვუშველო იქქნებ მირჩიოთ, ერთი ვერსიაა ლოქორა მაგრაამ არ ვიცი რით ვუშველო

არი ესეთი ბზიკი რომელიც ფოთლებს ჭრის და ბუდეში ეზიდება მაგრამ ჩვეულებრივ ამ სისქის ფოთლებს არ ეკარებახოლმე, ლოქორია ძირებში მოძებნეთ ქოთნის ქვეშ ან ახლომახლო სადაც დღის სიცხეს აფარებს თავს ღამის დადგომამდე

Master_Nick
QUOTE
აგარაკზე ჩამოვედი და ჩემი ნალოლიავები juniperus squamata blue star ძალიან შეცვლილები დამხვდნენ, ძირებში (სადაც მულჩა მაქვს დაყრილი) სავსეა ჭიებით და ბუგრებით, ასეთი რამ არ მინახია აგერ უკვე 4 წელია რაც ეს მცენარე მყავს. რასაც დავაკვირდი მულჩაში იბუდებენ ეს პარაზიტები და სიფრთხილეა საჭირო, ხვალ მივადგები წამლებით.

ამ მულჩას ფუქცია საერთოდ არ ვიცი რაში მდგომარეობს მგონი დეკორატიულია და ესეც გემოვნების ამბავია, ბუნებრივია დაიბუდებს მასალა მშრალი და თბილი გარემოა მგონი სოკოც კი არ ეკარება დაამის გამო ღირს მცენარის დაღუპვა?

Posted by: NankA2203 4 Sep 2019, 15:32
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა გამოხმაურებისთვის, შეწამვლა უნდა თქვენის აზრით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Sep 2019, 15:37
NankA2203
QUOTE
მადლობა გამოხმაურებისთვის, შეწამვლა უნდა თქვენის აზრით?

არა არ უნდა შეწამვლა და ქიმიკატები

Posted by: NankA2203 4 Sep 2019, 16:46
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა დიდი

Posted by: coldbreeze 7 Sep 2019, 03:56
მეგობრებო, ლამაზი ფორმის ზრდასტული ირმის რქის ყიდვა მინდა. ხომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება ვიყიდო?


რამდენიმე სანერგეში/მაღაზიაში ვიყავი. ზოგს აქვს და არაპრეზენტაბელურად გამოიყურება. ზოგის დიდად არ მომწონს ფორმა და ძალიან ძვირს აფასებენ...

ამ სანერგეების გარდა სხვა კიდე რომელი იცით: "საქართველოს ნერგები", "მწვანე სახლი", ე.წ. თურქების სანერგე აღმაშენებელის ხეივანზე, "გეობოტანიკი", ფორდის ცენტრთან აღმაშენებლის ხეივანზე, "გარდენია".

რაც ჩამოვწერე, ვერცერთგან ვერ ვიყიდე.

ასეთი ან ლამაზი ფუჩქის ფორმის მინდა. უფრო მეტად ხის ფორმის. ქვემოთ სურათებს დავდებ. იქნებ იცოდეთ კიდე სხვა სანერგე.

მადლობა წინასწარ.

user posted image
user posted image

Posted by: Poppysmic 7 Sep 2019, 13:26
გამარჯობა, სახლში თუ გაგიხარებით ვინმეს ავოკადო??

ჩემი გაიზარდა საკმაოდ მაღალი და ფოთლებიც ბლომად ამოიყარა, მაგრამ ახალი ფოთლების ამოსლის შემდეგ ძველები უხმებოდა და ცვიოდა. რომ ვიკითხეთ გვითხრეს ფოთოლსა და ფოთოლს შორის გადაჭერითო და გვერდზე წაიღებს ტოტებსო, მაგრამ სანამ ახალი ფოთლების გაზრდას დაველოდეთ რომ გადაგვეჭრა ძველებიც გახმა და პატარა კვირტებიც ჩამოცვივდა sad.gif მაინც გადავჭერი, მაგრამ დგას ახლა ასე ცარიელი ტოტიsad.gif ხომ არ იცით რა უშველის ?? "მოსავალს" არ ვდარდობ ხე მაინც მინდოდა ამეყვავებინა smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Sep 2019, 14:45
Poppysmic
QUOTE
ჩემი გაიზარდა საკმაოდ მაღალი და ფოთლებიც ბლომად ამოიყარა, მაგრამ ახალი ფოთლების ამოსლის შემდეგ ძველები უხმებოდა და ცვიოდა. რომ ვიკითხეთ გვითხრეს ფოთოლსა და ფოთოლს შორის გადაჭერითო და გვერდზე წაიღებს ტოტებსო, მაგრამ სანამ ახალი ფოთლების გაზრდას დაველოდეთ რომ გადაგვეჭრა ძველებიც გახმა და პატარა კვირტებიც ჩამოცვივდა  მაინც გადავჭერი, მაგრამ დგას ახლა ასე ცარიელი ტოტი ხომ არ იცით რა უშველის ?? "მოსავალს" არ ვდარდობ ხე მაინც მინდოდა ამეყვავებინა

არ უნდა გადაგეჭრათ დიდი ალბათობით დაავადებული იყო მავნებლებით ოთახში მშრალ ჰავაზე ხშირად ავადდება ავოკადო წებოვანი ტკიპით, საჭიროებს ტენიან ნაყოფიერ მიწას ფოთლების ჩამობანვას ზაფხულში შეგიძლიათ საერთოდ აივანზე იყოლიოთ თუ ზედმეტად ქარიანი და პირდაპირი მზის სხივები არ დაწვავს, მოსავლის ლოდინს იდელურ პირობებშიც არ აქვს აზრი ქოთანში ეს საკმაოდ დიდი ხეა და ნაყოფს ოთახში დამტვერვის გარეშე არ გაიკეთებს

Posted by: Poppysmic 8 Sep 2019, 03:04
M-A-S-E-R-A-T-I
მოსავალზე ვიხუმრე smile.gif))) არაფერი წებოვნება არ ჰქონია ფოთლებს, და მთელი დღე ფანჯარა ღია ოთახში მიდევს. სანამ გახმებოდა რაღაცა ვიტამინები გაგვაკეთებინეს და მაგან მემგონი სულ დაალპო. ასე მგონია რო ფესვი ჩაულპა და ლპობა წავიდა მიწაში..

Posted by: E madame 8 Sep 2019, 09:44
user posted image
წვიმს და ბედნიერია ამის ყვავილები ისე გამიხარდა user.gif
უბრალოდ ხანდახან ფოთლები აქვს ნახევრად მოწყვეტილ დაფლეთილი და რისი ბრალია რამე პარაზიტის? მართალია ჩემმა ძაღლმა ორი ქოთანი ყვავილი გადამიძოვა სანამ ისწავლიდა რომ ძროხა არ არის ძაღლია და ყვავილები არ უნდა ძოვოს , ეხლა აღარ ეკარება ყვავილებს და მისი ნახელავი არ არის ნამდვიკად ვიცი.

Posted by: Master_Nick 8 Sep 2019, 15:51
coldbreeze
ეგეთი ზრდასრული ფორმის გამზადებულ ირმის რქას თბილისში ვერ იყიდით. ნახეთ აგრომაქს დეკორის სანერგეში სართიჭალაში იქნებ ჰქონდეთ, თუმცა ეჭვი მეპარება.
რასაც იყიდით შემდეგ გასხვლისა და კორექციის შედეგად შეიძლება მიიღოთ სასურველი ფორმა.


* * *
E madame
რა მცენარეა? ძალიან მაგარი ფერი აქვს, შემოდგომაზე სცვივა ეს ფოთოლი?

Posted by: coldbreeze 8 Sep 2019, 23:41
Master_Nick

დიდი მადლობა! ეს სანერგე არ ვიცოდი.

ზრდასრულები მაქვს ნანახი, მაგრამ იმდენად ცუდი ფორმა ქონდათ - არ ღირდა ყიდვად. ვიცი, რომ ნელა იზრდება და ამ ამიტომ პატარის ყიდვა არ მინდა.

ფეისბუკზე აგრომაქსის ფოტოები ვნახე. მართლა ისეთი დიდია, როგორც ეს სურათებში ჩანს?

ულამაზესი კალუნები ქონიათ. ესეც მათი ფოტოები:

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 8 Sep 2019, 23:51
coldbreeze
აქაურებს ფორმები არ უვარგათ გეთანხმებით, მეც მინდოდა ყიდვა მაგრამ გადავიფიქრე ამ მიზეზის გამო.

აგრომაქსის ფოტოები რეალურია კი, ადგილზე თუ ჩახვალთ დაიკარგებითsmile.gif სერიოზული სანერგეა - პოლონელების მიერ გაკეთებული

Posted by: coldbreeze 9 Sep 2019, 00:03
Master_Nick


ისტ პოინტის შემდეგ უნდა იყოს წესით, ხო? ადვილი მისაგნებია?

ერთი მინდა კარგი ფორმის ვიყიდო და მეორე-პატარა. ჩემით მოვსინჯავდი ფორმის მიცემას.

Posted by: Master_Nick 9 Sep 2019, 00:07
coldbreeze
სართიჭალაშია ეგ სანერგე, კახეთის გზაზე უნდა გახვიდეთ, საგარეჯომდე სოფელ სართიჭალაში გზაზე მარცხნივ ,,ბიუ ბიუ"ის ქარხნის გვერდით მდებარეობსsmile.gif მანამდე ტელეფონზე დაუკავშირიდით და ვაიბერით განახებენ ნერგებს, ტყუილად რომ არ ჩახვიდეთ.

Posted by: coldbreeze 9 Sep 2019, 00:33
Master_Nick

აგზავნიან ესე ტელეფონზე სურათებს?

ისე ფასები როგორი აქვთ სხვებთან შედარებით?

Posted by: Master_Nick 9 Sep 2019, 11:20
coldbreeze
კი რამოდენიმეჯერ გადმომიგზავნეს.

ფასები ყველაზე დაბალი, მაქედან მარაგდება თბილისის სანერგეების 80%. დომინოში, გორგიაში და სხვა ადგილებზე მაქედან მოაქვთ მცენარეები. სანამ ამ სანერგეს მივაგენი ორმაგი თანხები მაქვს გადახდილი facepalm.gif

გამწვანება კრწანისშიც, გორგასლის ქუჩაზე საკმაოდ კარგი არჩევანი აქვთ, მანდაც ნახეთ

Posted by: coldbreeze 9 Sep 2019, 19:55
Master_Nick

მადლობა. გორგასლის ქუჩაზე "მწვანე სახლი" იგულისხმეთ?

ეს სანერგე აგრომაქსთან ახლოსაა. აქაც ხო არ ყოფილხართ? https://www.facebook.com/sanerge/

Posted by: Master_Nick 9 Sep 2019, 22:06
coldbreeze
დიახ, ,,მწვანე სახლი" ვიგულისხმე

ამ მეორე სანერგეში არ ვყოფილვარ, მინდოდა წასვლა მაგარმ ვეღარ მოვახერხე.

Posted by: E madame 11 Sep 2019, 09:55
Master_Nick
Oxalis triangularis მეც ფერის და ფოთლების უჩვეულო ფორმის გამო მომეწონა და ვიყიდე ძალიან მიყვარს ეს ფერი. მწვანეც ყოფილა ზუსტად ესეთი. არ ვიცი შემოდგოაზე სცვივა თუ არა. რამდენი წვიმის წყალი მოხვდება იმდენი ახალი ფოთოლი გამოაქვს ისე მოსწონს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ყვავილები რამოდენიმე დღეა რაც გამოიტანა და ისეთი გახარებული ვარ jump.gif

Posted by: Master_Nick 11 Sep 2019, 14:21
E madame
ოკ, სად შეიძენე? თუ ღია გრუნტის მცენარეა მეც ვიყიდიდი.

Posted by: E madame 11 Sep 2019, 17:04
Master_Nick
ვარკეთილის მეტროში biggrin.gif biggrin.gif მეტროდან რომ გამოვედი ვიღაც ქალი იჯდა იქვე და ფერი რომ დავინახე და ფოთლები დამიძახა მიყიდეო biggrin.gif 3 ლარი თუ რაღაც ესე მივეცი. ბევრგან მინახავს რავი სადაც ყვავილები იყიდება ხოლმე.

Posted by: Master_Nick 11 Sep 2019, 22:08
E madame
up.gif კარგად გიყიდიაsmile.gif

Posted by: Master_Nick 13 Sep 2019, 15:36
შეწამვლის შედეგი, ერთი ერთი მცენარის ძირებში, მულჩაში დამალული პარაზიტები. მულჩირებას დადებითი მხარეების პარალელურად, ნეგატიური მხარეც აქვს, ადვილად იბუდებენ და მრავლდებიან მწერები.
user posted image

Posted by: Harrison Stafford 13 Sep 2019, 17:05
ერთი კითხვა მაქვს

ე.წ ფულის ხის(კრასულა) გადარგვისას პატარა ჭია ქონდა მიწაში

ჩვეულებრივი მიწის ჭიები რომ არის

და არის საგანგაშო უნდა რამის დასხმა თუ დავანებო თავი ?

Posted by: Master_Nick 13 Sep 2019, 17:24
Harrison Stafford
დაანებე თავი

Posted by: პაპა 13 Sep 2019, 18:54
user posted image

ეს რა მცენარეა მეგობრებო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Sep 2019, 23:26
პაპა
QUOTE
ეს რა მცენარეა მეგობრებო?

ასპიდისტრა (Aspidistra)

Posted by: პაპა 16 Sep 2019, 18:10
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 13 Sep 2019, 23:26 )
პაპა
QUOTE
ეს რა მცენარეა მეგობრებო?

ასპიდისტრა (Aspidistra)

მადლობა wink.gif

სად შეიძლება რომ ვიყიდო?

Posted by: sophka 17 Sep 2019, 22:19
ჰეი, ჰეი)) როგორ ხართ?


ia-viola
შენ რომ თესლები მომეცი, როგორ გაიხარეს და ყვავიან ნახე <3
user posted image

user posted image

აი, პორტულაკებზე ვგიჟდები რა. სასწაული ვიღაცები არიან ))
user posted image



Posted by: Master_Nick 22 Sep 2019, 17:18
M-A-S-E-R-A-T-I
ჩემმა კასტორკამ ყვავილი გამოიტანა. თუ იცი ზამთარში უნდა შევფუთო ?
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Sep 2019, 19:25
Master_Nick
QUOTE
ჩემმა კასტორკამ ყვავილი გამოიტანა. თუ იცი ზამთარში უნდა შევფუთო ?

წესით ეგ 2 წლიანიახოლმე მაგრამ თქვენს კლიმატში როგორ გაძლებს ვერ გეტყვი ყვავილი დაგვიანებულია ნაყოფს აღარ გაიკეთებს მაინც

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)