Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Xiaomi/Meizu/OnePlus > OnePlus 5


Posted by: nodarie 21 Jun 2017, 02:00
user posted image
დიზაინი

შეიძლება ითქვას, რომ დიზაინი სმარტფონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე დეტალია, OnePlus-მაც იცის ეს და ყველაზე პოპულარულ iPhone 7 Plus-ის დიზაინს გაუკეთა მოდიფიკაციები, ზომებში უფრო კომპაქტურად შემოგვთავაზა, კორპუსი უფრო გამძლე და მყარი გახადა, ყურსასმენების ჯეკიც დაუმატა და საერთო ჯამში მივიღეთ ბევრად დახვეწილი iPhone 7 Plus-ის დიზაინი OnePlus 5-ს სახით. თუმცა, ეს არ ნიშნავ, რომ დიზაინში იმდენად დიდი სხვაობაა, OnePlus 5 ვაღიაროთ iPhone 7 Plus-ის კლონად, OnePlus 5 დიახ არის განსხვავებული.


OnePlus-ის სმარტფონების ისტორიაში OnePlus 5 არის ყველაზე თხელი ფლაგმანური სმარტფონი და მისი სისქე მხოლოდ 7.25 მილიმეტრია.

კამერა

დიზაინის შემდეგ და შესაძლოა დიზაინზე უფრო მეტადაც, მნიშვნელოვანია კამერის ტექნიკური და პროგრამული მახასიათებლები, რადგან მას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, OnePlus-მა ამაზეც იზრუნა, კამერის ტექნიკურ დეტალებზე Sony-სთან ითანამშრომლა, ხოლო კამერის პროგრამულ მხარეზე თავად DXO-მ იზრუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ OnePlus-მა გამოაცხო შესანიშნავი “კამერაფონი” OnePlus 5-ის სახით.

OnePlus 5-ს ორი მთავარი კამერა აქვს, 20 მეგაპიქსლეიანი F2.6 დიაფრაგმის მქონე Sony IMX350 და 16 მეგაპიქსელიანი F1.7 დიაფრაგმის მქონე Sony IMX398, ამ უკანასკნელს გააჩნია ელექტრონული სტაბილიზაცია და “Dual Pixel” ტექნოლოგიის სუპერ სრაფი ავტოფოკუსი, ხოლო 20 მეგაპიქსელიანი სენსორი ასრულებს ორმაგი ოპტიკური ზუმის ფუნქციას და ასევე გააჩნია 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი.

ორმაგი კამერის დახმარებით გადაღებული ობიექტის უკანა ფონის დაბლურვა შესაძლებელი იქნება შედარებით “ნაზად” ან უფრო ღრმად და ძლიერად.

“Pro Mode” რეჟიმის დახმარებით თქვენ თავს პროფესიონალ გადამღებად იგრძნობთ, აქ თვენ შეხვდებით ISO-ს კონტროლს, ასევე შეგიძლიათ აკონტოროლოთ “სინათლის ჩამკეტი”, გადაიღოთ RAW ფორმატის ფოტოები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რომელსაც ჩვენს მიერ შემოთავაზებულ დეტალურ განხილვაში შემოგთავაზობთ ძალიან მალე….



რაც შეეხება წინა კამერას, აქ გვხდება 16 მეგაპიქსელიანი Sony IMX371-ის სენსორი F2.0 დიაფრაგმით, ელექტრონული სტაბილიზაციით, ფიქსირებული ფოკუსით და სპეციალური “სელფი გადაღების რეჟიმებით.

ეკრანი

ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ეკრანი, აქ ჩვენ გვხდება უკვე დრადიციული FHD რეზოლუციის 5.5 დიუმიანი ტრადიციული 16:9 ფორმატის Optic AMOLED ეკრანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეკრანში ცვლილებები არ არის. OnePlus-მა გაითვალისწინა წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონზე ეკრანთან დაკავშირებით მიღებული შენიშვნები და დაგვპირდა, რომ ამჯერად გვთავაზობს ბევრად მაგარ ეკრანს, შემოთავაზებულია sRGB პიქსელთა განლაგების ტექნოლოგია და DCI-P3 ფერთა აღქმა. აღსაღნიშნავია, რომ აქ არ გვხდება Pen-Tile პიქსელთა განლაგება, როგორიც ახასიათებთ ტრადიციულ AMOLED ან Super AMOLED ეკრანებს და RGB განლაგებით გვხდება პიქსელები, რაც ძალიან კარგი სიახლეა. დამატებულია სპეციალური კითხვის რეჟიმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფერადი ეკრანი აქციოთ შავ-თეთრად.

ბატარეა

OnePlus-ი ახალ DASH ტექნოლოგიის დამტენს წარმოგვიდგენს 3300 მილიამპერიან ბატარეასთან ერთად, რომელიც OnePlus 5-ს უფრო სწრაფად დამუხტავს ვიდრე OnePlus 3T იმუხტებოდა და გაცილებით დიდხანს გაძლებს. OnePlus-ი ირწმუნება, რომ თავისი ახალი ფლაგმანის ბატარეა გაცილებით დიდხანს ძლებს და გაცილებით სრაფად იმუხტება ვიდრე Galaxy S8 და Google Pixel-ი.

ჩიფსეტი და მეხსიერება


OnePlus 5-ში მოთავსებულია ამ დროისთვის ყველაზე მძლავრი 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Qualcomm Snapdragon 835, UFS2.1 ტექნოლოგიის შესანახი მეხსიერება(64 და 128 გიგაბაიტიანი ვერსიებით), LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება(6 და 8 გიგაბაიტიანი ვერსიებით). 2×2 MIMO ანტენა, მუშაობს გლობალურად მსოფლიოს 34 სიხშირეზე(რომელიც საშუალებას მოგცემთ იმგზაუროთ ნებისმიერ ქვეყანაში პრობლემების გარეშე), Bluetooth 5.0, NFC და სხვა წვრილმანი ტექნოლოგიები, რომელიც სტანდარტულია დღეს ფლაგმანურ სმარტფონებში.



აუდიო სისტემა


ამჯერად აქ ვხდებით 3 მიკროფონს ხმის ჩამხშობი ტექნოლოგიით, ერთ დინამიკს, ასევე AANC, Dirac HD და Dirac Power აუდიო ტექნოლოგიებით.

ოპერაციული სისტემა

OnePlus 5 რა თქმა უნდა მუშაობს Android ოპერაციულ სისტემაზე, სადაც შემოთავაზებულია სუფთა და სუპერ სწრაფი მოდიფიკაცია “OxygenOS”, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და სწრაფ სისტემად არის ცნობილი.

წყარო:
https://review.ge/2017/06/oneplus-5-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%90/


Posted by: chechena14 21 Jun 2017, 02:32
3t ბევრად უფრო მელამაზება ვიდრე ეს . და 1-1 ში რო დადო აიფონ 7 უფრო ლამაზია. არც აქეთაა არც იქეთ სადღაც ამ ორი მოდელის შუაშია ვიდზე

Posted by: giorgi8820 21 Jun 2017, 04:17
https://forum.ge/?f=103&showtopic=34957198

ეჰ ეს რა უბედურებააა OnePlus 3 & 3T გაცილებით მირჩევნია ბევრად ვიზუალში. facepalm.gif

Posted by: HTC-エド 21 Jun 2017, 04:27
ამ აიფონის კლონს უნდა ჰქონდეს თემა და HTC U11-ს არა ? facepalm.gif
სასტიკად მახინჯია, ნეტა 1000 ცალზე მეტი არ გაიყიდოს, ყველაზე ცუდი ტელეფონია რაც წელს გამოვიდა, LG G6-იც მირჩევნია ამას, კაი კამერა მაგარი აქვს ძალიან სწრაფიც იქნება და ყველაფერი, მაგრამ რას გავს, ჯერ Iphone 7 Plus-ის დიზაინი მაგრათ არ მევასება და ეს დამახინჯებული Iphone 7 Plus-არის facepalm.gif
Mi6 მირჩევნია ამას მილინჯერ.
ფუ ფუ ფუ ფუ ფუ facepalm.gif facepalm.gif

Posted by: giorgi8820 21 Jun 2017, 04:33
HTC-<3

QUOTE
ამ აიფონის კლონს უნდა ჰქონდეს თემა და HTC U11-ს არა ? 


გახსენი, ბევრ საინტერესო მოდელს არ აქვს ამ კლუბში თემა და გამოვასწოროთ ეგ შეცდომა yes.gif

Posted by: HTC-エド 21 Jun 2017, 04:42
QUOTE (giorgi8820 @ 21 Jun 2017, 04:33 )
HTC-<3

QUOTE
ამ აიფონის კლონს უნდა ჰქონდეს თემა და HTC U11-ს არა ? 


გახსენი, ბევრ საინტერესო მოდელს არ აქვს ამ კლუბში თემა და გამოვასწოროთ ეგ შეცდომა yes.gif

yes.gif :+
up.gif
ხვალე გავხსნი

1-5 უფრო არის ვიდრე Oneplus 5

Posted by: nodarie 21 Jun 2017, 10:19
მე პირიქით, მომეწონა ძაან ეს მოდლეი და განსაკუთრებით კამერის გაუმჯობესება.

Posted by: ml888 21 Jun 2017, 10:29
უყურე მე 1+5 პირდაპირ ჩვენებას მოკლედ არ უვარგოდათ შოუ biggrin.gif
ეკრანზე აღიარეს გავაუმჯობესეთო თქვეს smile.gif
ერთი სიტყვით რო ვთქვა ეხლა 2017 წელია და სულელსაც შეულია ააწყოს თავის სმარტფონი ტოპ პროცესორით, ტოპ კამერით, ვაგონი ოპერატიულით, ნუ დიზაინზე ახლიდან ველოსიპედს ვერ გამოიგონებდნენ. უბრალოდ იმის თქმა მინდა რო მთავარი არი რო ამ ყველაფერს ოპტიმიზაცია ქონდეს და მოხმარებელზე იყოს გათვლილი ეს შეძლო ვანპლასმა მაგრამ ნელ ნელა უმატებს ფასს. თუმცა MI6 თანდათან მაგრა გაიაფდება და მგონი ის უფრო კარგი საყიდელი იქნება ჩემი აზრით. იმიტომ რო დაიწყეს გოგლესავით ამათმაც smile.gif

Posted by: giorgi8820 21 Jun 2017, 10:57
ml888

QUOTE
უყურე მე 1+5 პირდაპირ ჩვენებას მოკლედ არ უვარგოდათ შოუ 


+1

QUOTE
ეკრანზე აღიარეს გავაუმჯობესეთო თქვეს
ერთი სიტყვით რო ვთქვა ეხლა 2017 წელია და სულელსაც შეულია ააწყოს თავის სმარტფონი ტოპ პროცესორით, ტოპ კამერით, ვაგონი ოპერატიულით, ნუ დიზაინზე ახლიდან ველოსიპედს ვერ გამოიგონებდნენ. უბრალოდ იმის თქმა მინდა რო მთავარი არი რო ამ ყველაფერს ოპტიმიზაცია ქონდეს და მოხმარებელზე იყოს გათვლილი ეს შეძლო ვანპლასმა მაგრამ ნელ ნელა უმატებს ფასს. თუმცა MI6 თანდათან მაგრა გაიაფდება და მგონი ის უფრო კარგი საყიდელი იქნება ჩემი აზრით. იმიტომ რო დაიწყეს გოგლესავით ამათმაც


მე მაინც ვთვლი რომ განსაკუთრებით ჩინურ ბრენდებში Xiaomi - საუკეთესო იყოს და არის ახლაც.

OnePlus ში ერთადერთი 3T მომწონდა ყველაფერით და სიამოვნებით ვიყიდდი საუშლებას რომ იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად მარაზმია პირადად ჩემთვის.

facepalm.gif

* * *
წინა მხარე მომეწონა, მაგრამ უკანა საერთოდ არა.

Posted by: ribo 21 Jun 2017, 12:07
ჩემთვის ამ ბრენდმა ჯაიXვა წელს.
რა აქ მოსაწონი ვერ ვიკაიფე.
2 კამერა ბანძი სტაბილიზაციით.
8გბ რამი ერთ ადგილას გაიკეთონ,
მაგას ჯობდა თავისი დიზაინი გაეკეთებინათ და არა ი7+ის უფრო დაბალი ხარისხისკლონი. არც წყალგამძლეობა, უფრო დიდი ბაზელები და მეტი ფასი, არაგც იაფი გამოდის მითუმეტეს ყურსასმენებიც არ აქვს ამ ბრენდს.

რო კითხო ხალხი რასაც ითხოვს იმას ვაკეთებთო და კლონი მოითხოვეს 8გბ რამით? რაგაც მეეჭვება.
კამერია ბამპი რას გავს.
ჩემი აზრით 2 კამერის რეალიზება ჰუავეის აქვს ყველაზე ლამაზად გაკეთებული, განსაკუთრწბით ჰონორ 9ში.

Posted by: Nescafe13 21 Jun 2017, 12:25
ეს უნდა ღირდეს 900-1000 ლარი და მერე იქნება კარგი
3ტ 1400 ლარი ღირს ზუმერში და ეს 1600-1700 მაინც ეღირება
შაომიმ აშკარად უფრო იმსახურებს დნობას ვიდრე ვანპლასი

Posted by: nodarie 21 Jun 2017, 12:33
ribo
ჰუავეის ორი კამერის პონტში საუკეთესო დიზაინი და საუკეთესო კამერა აქვს wink.gif

Posted by: Est 21 Jun 2017, 12:43
ბენჩმარკებს არ ენდოთ, გაყალბებული ა!!!

https://www.xda-developers.com/oneplus-5-benchmark-cheating-reviews/

Posted by: nodarie 21 Jun 2017, 13:18
ბენჩმარკები არის ერთი დიდი კერცხობა, რეალურად ეს სმარტფონი ნამდვილად ყველაზე სწრაფია biggrin.gif

Posted by: giorgi8820 21 Jun 2017, 13:34
ვერ მივხვდი მიდგომას ამ ბრენდისას მითუმეტეს 3T - ს მერე.

იმასაც ვერ მივხვდი რომ ნუ სიტყვაზე iPhone - მა გააკეთა უკანა ორი კამერა ამ ვიზუალით და მეც გავაკეთე ჩემს ბრენდში, მაგრამ ხომ შიეძლება ის გააკეთო რომ ეგ საერთოდ არც შეინიშნებოდეს რომ ანალოგირად არის გაკეთბული, მაგრამ გარდა მაგისა უკან Apple Logo - ნაცვლად აქვს One+ ეგ არის და ეგ user.gif

რავიცი ამ მოდელს ნუ ვინ იყიდის მე პირადად არ ვიცი მითუმეტეს ამას რომ შემოიტანენ აქ 1700 ად მაინც გაყიდიან და რა პრინციპით ან რა მეთოდიკით უნდა ვიყიდო ან უნდა გაიყიდოს ვერ ვხვდები სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.

ოპერატიული კიდე სად გააქციეს რაის 8 GB, ხალხს 3 GB ყელში გვაქვს facepalm.gif

Posted by: Dirty 21 Jun 2017, 14:06
HTC-<3
QUOTE
LG G6-იც მირჩევნია

ამ ტელეფონს რას უწუენბ smile.gif

რაც შეეხება უანფლას 5-ს, მეტს ველოდი. არაფერი განსაკუთრებული ახალი, თუმცა ფასიც არ გაუზრდიათ დიდად 3ტ-დან, ამიტომ ვერაფერს იტყვი, ნორმ...

აი მოტო ზ სერიას დაველოდოთ, ფლეი დიდად არ დამევასა მარა ვნახოთ რა ქინება დალშე...

მოკლედ ს8-ს კონკურენტი არ ეყოლება წელს, თუ აიფონმა არ გამოიბრდღვნა შიგნეულობა

Posted by: HTC-エド 21 Jun 2017, 14:50
Dirty
არაფერს არ ვერჩი, უბრალოთ ის რომ შარშანდელი პროცესორი უყენია და ბიუჯეტური კამერის სენსორი, მაგის მიუხედავათაც კი მირჩევნიათქო,
რა S8-ს კონკურენტი არ ეყოლება, HTC U11 ყველა ასპექტში მაგრად ჩაგრავს !

Posted by: Nescafe13 21 Jun 2017, 18:42
HTC-<3
QUOTE
რა S8-ს კონკურენტი არ ეყოლება, HTC U11 ყველა ასპექტში მაგრად ჩაგრავს !


gsmarena ზე მონაცემებით შევადარე
ჰარდი ერთი აქვთ
ზომაში ს8 ბევრად კომპაქტური და ადვილი გამოსაყენებელი იქნება + უფრო მჩატეა
წინა კამერა უ11 ს 12 მპ აქ ს8ს 8 მარა , ს8 ს შეუძLია გადაიღოს 2კ გადაღებით უ11ს მხოლოდ ფულ ეიჩდი
ს8 ის ერთ-ერთი პლუსი ისაა რომ აქვს 3.5 ჯეკი და დამტენის პორტში არ მოუწევს მომხმარებელს ყურსასმენის შეტენვა
უ11
24-bit/192kHz audio
ს8
32-bit/384kHz audio

კამერის ტესტი

ვიდეო გადაღებით მე ს8 მომეწონა , ფოტო გადაღებით უ11

დანარჩენ რომელ ასპექტში სჯობს ? spy.gif

ვიდეო არ ჩაირთო აგერაა ლინკი

https://www.youtube.com/watch?v=D_gyFDfPUfo

ჩასწორებულია.

Posted by: HTC-エド 21 Jun 2017, 23:53
Nescafe13

OFFTOPIC:
ეხლა ყველაფერს გეტყვი :
სისწრაფით :U11 სჯობს ? კი თანაც ძალიან ბევრათ
ხმა : 32-bit-აქვს S8, მიდი ეხლა აიღე ორივე ხელში და შედარე ხმა, მილიონჯერ სუფთა და უფრო კარგი ბასები თუ არ აქვს, საოცარი ხმა აქვს U11-ს
კამერა : ვიდეო გადაღებითაც U11 ჯობია და სურათის გადაღბითაც, დღეშიც, ღამეშიც, სელფის კამერითაც და სტაბილიზაციითაც, ფერებითაც და დეტალიზაციითაც, 2K-ს სელფის კამერაზე რა აზრიაქვს, ვერ ვხვდები, თუ ეგრეა ინოვაციური U11-ს გვერდეებზე სენსორი აქვს, რომელიც ბევრათ უფრო მაგარია ვიდრე 2K სელფის კამერაზე
ვიზუალი წინა მხრიდან S8 ჯობია, უკანა მხრიდან U11
ელემენტიU11-ის ელემენტი ჯობია S8-ისასაც და S8 Plus-ისასაც, დაახლოებით 30%-ით + უფრო მალე იტენება
ეკრანიორივეს ძალიან მაგარი ეკრანი აქვს, კი S8-ს მაგარი ეკრანი აქვს, თუმცა LCD 5-იც ძალიან კარგია, ამოლედის მირჩევნია LCD მე პირადად, თუმცა არ ვამბობ რომ სჯობია
ფასი U11 უფრო იაფი ღირს !
P.S დღეს არ მეცალა და ხვალე გავხსნი U11-ზე თემას, ყველაზე მეტად ეკუთვნის


Posted by: nodarie 22 Jun 2017, 00:57
სამსუნგის აუდიო სისტემა არის მხოლოდ ციფრები, არააქვს კარგი ხმა და დაიჯერეთ.

Posted by: HTC-エド 22 Jun 2017, 01:18
QUOTE (nodarie @ 22 Jun 2017, 00:57 )
სამსუნგის აუდიო სისტემა არის მხოლოდ ციფრები, არააქვს კარგი ხმა და დაიჯერეთ.

+1 yes.gif

Posted by: giorgi8820 22 Jun 2017, 09:31
S8 და S8+ ორივე გატესტილი მაქვს და Samsung როგორც აქამდე იყო ისევ ისეთად დარჩა აუდიოში და ტეხავს..

Posted by: პითონი 22 Jun 2017, 10:44
აბა სხვა ტელეფონებს არ განვიხილავთო ?


პ.ს


მე მომწონს ვიდზე
დახვეწილია

Posted by: Nescafe13 22 Jun 2017, 12:53
HTC-<3

[OFFTOPIC]
QUOTE
სისწრაფით :U11 სჯობს ? კი თანაც ძალიან ბევრათ

წამის მეასედებით სჯობს , არანაირი მნიშვნელობა აქ მგონი მაგას
QUOTE
ხმა : 32-bit-აქვს S8, მიდი ეხლა აიღე ორივე ხელში და შედარე ხმა, მილიონჯერ სუფთა და უფრო კარგი ბასები თუ არ აქვს, საოცარი ხმა აქვს U11-ს

ს7 ის მერე აშკარად გამოსწორებულია ხმა ს8 შI , უ11 არ მინახავს ჯერ მე რა ხმა აქ და ფურცელზე რაც წერია ის მონაცემები მოვიყვანე მაგალითად yes.gif
QUOTE
კამერა : ვიდეო გადაღებითაც U11 ჯობია და სურათის გადაღბითაც, დღეშიც, ღამეშიც, სელფის კამერითაც და სტაბილიზაციითაც,

ზემოთ რა ვიდეოც დავდე , როდესაც წინა კამერით იღებს და დადის უ11 რანაირად სჯობს ? აშკარად ხტუნაობს კადრი და ს8 ბევრად საკაიფონ იღებს
ასევეა უკანა კამერის დროსაც , ბევრად მაგრად იღებს ს8 სიარულის დროს , ფოტო გადაღებისას ავღნიშნე რომ უ11 უფრო მეტად მომეწონათქო
QUOTE
ეკრანიორივეს ძალიან მაგარი ეკრანი აქვს, კი S8-ს მაგარი ეკრანი აქვს, თუმცა LCD 5-იც ძალიან კარგია, ამოლედის მირჩევნია LCD მე პირადად, თუმცა არ ვამბობ რომ სჯობია

ლსდ მეც მირჩევნია , ეს გემოვნების თემაა უკვე up.gif
QUOTE
ფასი U11 უფრო იაფი ღირს !

ზუმერშI ერთი ფასი აქ ორივეს
QUOTE
ელემენტიU11-ის ელემენტი ჯობია S8-ისასაც და S8 Plus-ისასაც, დაახლოებით 30%-ით + უფრო მალე იტენება

ტესტებით მგონი 7 წუთით მეტი დრო მოანდომა ს8 მ
ელემენტი რამდენს დებს სქრინ ონს ? ჩემი აზრით 30 % ით მეტს ვერ დადებს უ11 , 5 საათს დებს დაახლოებით ს8 აქტიურ რეჟიმში , უ11 მდა დაახლოებით 6:30 მაინც უნდა დადოს თუ 30 % ით სჯობს ს8, რაღაც ძაან მეეჭვება ჰტც ს ეგრე ევაჟკაცა ელემენტში [OFFTOPIC]

Posted by: nodarie 22 Jun 2017, 13:19
U11 მექნება ამ დღეებში, S8+ მაქვს, სონის პრემიუმიც მაქვს, ვისაც გენდომებათ შეგიდარებთ biggrin.gif

ანუ ლაივში biggrin.gif

Posted by: giorgi8820 22 Jun 2017, 13:24
nodarie

QUOTE
U11 მექნება ამ დღეებში, S8+ მაქვს, სონის პრემიუმიც მაქვს, ვისაც გენდომებათ შეგიდარებთ

ანუ ლაივში


ფორუმზე ერთი 4 კაცი რომ შევიკრიბოთ და შენ მოგვცე ხოლმე ტელეფონი ფორუმზეც დავდებთ ტესტს, review.ge ზეც და Androidos.Ge - ზეც.

მაგარი იქნება ძაან სად ჩვენი გატესტილი და სად ვიღაც ყჭ პჭ მომხმარებელის givi.gif

Posted by: Nescafe13 22 Jun 2017, 13:29
giorgi8820
QUOTE
მაგარი იქნება ძაან სად ჩვენი გატესტილი და სად ვიღაც ყჭ პჭ მომხმარებელის


მშვენიერი იდეაა
თან ქართული განხილა არცერთი არაა სრულყოფილი
თუ მაგ პროექტს დაიწყებთ და სრულყოფილად განიხილავთ ძალიან მაგარი იქნება

Posted by: პითონი 22 Jun 2017, 13:38
giorgi8820
ძალიან მაგარი იდეააა!
თუმცა ნოდარის მხრიდან რისკებს შეიცავს

Posted by: giorgi8820 22 Jun 2017, 13:41
პითონი

QUOTE
giorgi8820
ძალიან მაგარი იდეააა!
თუმცა ნოდარის მხრიდან რისკებს შეიცავს


რისკებს რა კი არ გავარდები ტელეფონებით, მიცნობს ნოდარი და არ ექნება ჩემთან პრობლემა დარწმუნებული ვარ.

Nescafe13
QUOTE
მშვენიერი იდეაა
თან ქართული განხილა არცერთი არაა სრულყოფილი
თუ მაგ პროექტს დაიწყებთ და სრულყოფილად განიხილავთ ძალიან მაგარი იქნება


კი იდეები და პროექტები ოხრად მაქვს givi.gif შენ შესაბამისი ტექნიკა თქვი განსახილველად თორე bis.gif

Posted by: პითონი 22 Jun 2017, 14:01
giorgi8820
გავარდნას არ ვგულისხმობ.
დაზიანება მაგალითად.
შემდეგ უნდა მოხდეს ანაზღაურება და ა.შ
რაც დროის და ზედმეტი თავის ტკივილის ამბავია (პირადად ჩემთვის)


თუმცა თუ ახლობლობთ კარგია.
მეც სიამოვნებით ვიქნებოდი ტესტერი.

ზოგადად ძალიან მაგარი აზრია

Posted by: vinchenso 22 Jun 2017, 14:57
ეს წყლისგან დაცვა რა გაუხდათ, კამერა ისეთი იდეალური არ ჩანს როგორსაც მოველოდით, დიზაინს რაც შეეხება სხვათაშორის აიფონს მიბაძა მაგრამ ხელში წესით უფრო კარგად უნდა გეჯდეს....

Posted by: giorgi8820 22 Jun 2017, 14:58
პითონი

QUOTE
giorgi8820
გავარდნას არ ვგულისხმობ.
დაზიანება მაგალითად.
შემდეგ უნდა მოხდეს ანაზღაურება და ა.შ
რაც დროის და ზედმეტი თავის ტკივილის ამბავია (პირადად ჩემთვის)


არ დავაზიანებთ smile.gif

QUOTE
თუმცა თუ ახლობლობთ კარგია.
მეც სიამოვნებით ვიქნებოდი ტესტერი.

ზოგადად ძალიან მაგარი აზრია



ხოდა ნოდარი თუ დაგვთანხმდა იყავი შენც ტესტერი.

Posted by: nodarie 22 Jun 2017, 19:59
გიორგის გალაქსი ს6-ის განხილვის დროს თავზე ვედექი, როგორ იღებდა და თქვენ რა გამოცდილება გაქვთ აბა biggrin.gif საერთოდ ბევრი მთხოვს რევიუ.ჯიზე მაწერინე, ტელეფონი გამატანე და გავაკეთებ ვიდეოებს და ა.შ. , მაგრამ გამოცდილება თუ არ არის და თუ არ დავინახე რეალურად რისი გაკეთება შეგიძლია, ტყუილად სმარტფონებს ვერ მოვაცდენ. wink.gif

ვიდეო განხილვები დავიწყეთ ახლა Review.ge-ზე, Galaxy S8-ის და Huawei P10-ის განხილვები დევს უკვე, მაგრამ ისეთი არ არის როგორიც მინდა რა, მაგისთვის სტუდიას ვაკეთებ ახლა და იქ მოხდება ყველაფრის გადაღება.

ასე, რომ ვისაც სურვილი აქვს განხილვებში მონაწილეობდეს, უნდა ვიცოდე რა შეუძლია biggrin.gif თორემ ეგრე თეორიულად მე სამყაროს შექმნაც შემიძლია wink.gif

რა სად დაიდება დიდი მნიშვნელობა არააქვს, მე კი მაქვს იმდენი შესაძლებლობები, რომ ბომბასავით გავარდეს ნებისმიერი სახის მასალა smile.gif

Posted by: giorgi8820 22 Jun 2017, 22:32


სწრაფი კი არის ეს ოხერი facepalm.gif

Posted by: Dirty 23 Jun 2017, 10:05
HTC-<3
QUOTE
რა S8-ს კონკურენტი არ ეყოლება, HTC U11 ყველა ასპექტში მაგრად ჩაგრავს !


ნუ, ნიკიდან გამომდინარე რომ სუბექტური ხარ გასაგებია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რომელ ასპექტებზეა საუბარი. მართლა ოღონდ...
დიზაინში ხახაში ახტება ს8
ელემენტი უკეთესი აქვს
ეკრანი გაცილებით უკეთესი
კამერა ადინ ხუი აქვთ თითქმის
სისწრაფე ორივე სნეპ 835 არის და ვერავინ ვერ გაარჩევს მაგათში რომელი უფრო სწრაფია და რაღა დარჩა?

რაში ჯობია ჰტც? ხმა? ეგ არის მეათეხარისხოვანი თემა...
რავი, თემა გაოფდა მარა არ შემეძლო არ დამეწერა.
რა დროს ჰტც არის ვაილდფაიერის მერე საინტერესო არაფერი გამოუშვიათ

Posted by: HTC-エド 23 Jun 2017, 19:28

OFFTOPIC:
QUOTE

დიზაინში ხახაში ახტება ს8

ვისთვის როგორ, უკანა მხრიდან U11 ბევრათ ლამაზია
QUOTE
ელემენტი უკეთესი აქვს

ეგ საიდან მოიგონე ბევრათ უკეთ უძლებს U11-ს S8-ზეც და S8 + ზეც
QUOTE
ეკრანი გაცილებით უკეთესი

რატომ აქვს უკეთესი უფრო მალე რომ უჩნდება ბარნი და ლაქები ? ფერებით LCD 5 მირჩევნია მე პირადად
QUOTE
კამერა ადინ ხუი აქვთ თითქმის

U11-ს ბევრათ უკეთესი აქვს
QUOTE
სისწრაფე ორივე სნეპ 835 არის და ვერავინ ვერ გაარჩევს მაგათში რომელი უფრო სწრაფია

ძალიან კარგათაც გაარჩევ, რომ U11 უფრო სწრაფია !
QUOTE
და რაღა დარჩა?

ფასი, ხმა, ხარისხი...
ფასით U11 უფრო იაფი ღირს, ხმით ბევრათ უკეთესია და ხარისხითაც

ხმა ძალიან მნიშვნელოვანია


Posted by: giorgi8820 23 Jun 2017, 23:45
Dirty

QUOTE
კამერა ადინ ხუი აქვთ თითქმის


Warning:
ცენზურა



* * *
https://forum.ge/?showtopic=34957198&st=30&#entry50828790

Warning:
One+ თემაა და HTC & Samsung  თემად ნუ აქცევთ მეგბორებო, დაიცავით ცენზურა და წესები

Posted by: HTC-エド 24 Jun 2017, 13:42

აუ რა სწრაფია ისე biggrin.gif , ყველაზე სწრაფი სმარტფონია

დალშე არაფერი არ მომწონს drug.gif

Posted by: ლაშა117 24 Jun 2017, 15:26
შეიძლება მე ვცდები მაგრამ ამ ტელეფონზე ხომ სტოკი ანდროიდის მსგავსი აყენია?



Posted by: nodarie 24 Jun 2017, 17:38
QUOTE (ლაშა117 @ 24 Jun 2017, 15:26 )
შეიძლება მე ვცდები მაგრამ ამ ტელეფონზე ხომ სტოკი ანდროიდის მსგავსი აყენია?

კი, სტოკი აქვს, მცირე მოდიფიკაციებით.


აი ნახეთ ეს სმარტფონი რა მაგარი პოპულარული იქნება.

სხვათაშორის გოგოებს მოეწონათ, ადრე თუ ბიჭები კითხულობდნენ ვანპლას, ახლა გოგოები მეკითხებიან როდის გექნებაო biggrin.gif

Posted by: matemana 25 Jun 2017, 14:30
კაროჩე ამ ამოლედის ბარნს ხო გადაეკიდნენ რა. რა იყო ჭურში ხომ არ ცხოვრობთ დალოცვილებო. 2017 წელია. სამსუნგის ეკრანები არის მსოფლიოში საუკეთესო. სამსუნგის ამოლედთან ახლოსაც ვერ მივა ჩვენებით ვერცერთი სხვა მობილურის ეკრანი. ან აღიარეთ ეს ან სისულელეებს ნუ წერთ. რო უყურებ და თვალს ვერ წყვეტ აი ეგეთი ეკრანები აქვს სამსუნგს. ნეტაი ეგეთ ეკრანებს კომპებისთვისაც აკეთებდნენ.

ერთ მაღაზიაში კონსულტანტმა ისეთი რკინის არგუმენტი დაახეთქა რომ კინაღამ სიცილით გავიგუდე. სურათებს რო იღებო სამსუნგის ამოლედზეო ეკრანი აფუჭებსო სურათებსო და კომპში რო გადაგაქ გაფუჭებულიაო biggrin.gif

Posted by: ლაშა117 25 Jun 2017, 15:31
QUOTE (nodarie @ 24 Jun 2017, 17:38 )
QUOTE (ლაშა117 @ 24 Jun 2017, 15:26 )
შეიძლება მე ვცდები მაგრამ ამ ტელეფონზე ხომ სტოკი ანდროიდის მსგავსი აყენია?

კი, სტოკი აქვს, მცირე მოდიფიკაციებით.


აი ნახეთ ეს სმარტფონი რა მაგარი პოპულარული იქნება.

სხვათაშორის გოგოებს მოეწონათ, ადრე თუ ბიჭები კითხულობდნენ ვანპლას, ახლა გოგოები მეკითხებიან როდის გექნებაო biggrin.gif

ჰოდა თუ სტოკია მცირე მოდიფიკაციით რატომ ადარებს ხალხი მდიდარი ფუნქციონალით სავსე s8-ს?


მინიმუმ მიახლოებული სისტემები ხომ უნდა იყოს?



Posted by: nodarie 25 Jun 2017, 15:42
ლაშა117
მდიდარი ფუქნციონალი რა აქვს სამსუნგს? რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებ მითხარი biggrin.gif

Posted by: matemana 25 Jun 2017, 16:05
QUOTE (nodarie @ 25 Jun 2017, 15:42 )
ლაშა117
მდიდარი ფუქნციონალი რა აქვს სამსუნგს? რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებ მითხარი biggrin.gif

გული არა გაქვს? უგულო ხარ? გულისცემის სენსორი აქვს სამსუნგს biggrin.gif

Posted by: ribo 26 Jun 2017, 00:15
ყველაზე სწრაფიო და კია ათრია მი6მა


არ მესმის ამ უსახურ სმარტს როგორ ადრით წლის ინოვაციური დიზაინის მქონე ეს8ს და მის ფუნქციურ ინტერფეისს.

ვაფშე ყველაზე უშნო სმარტია წელს რაც გამოვიდა და სისწრაფე 3ტ-საც არ აკლია.
ეს მეორე კამერაც ფეილია, აბა 1.33 ზუმი გინდა გქონია გინდა არა, 2x ზუმი ტყუილი აგმოჩნდა facepalm.gif


Posted by: HTC-エド 26 Jun 2017, 02:49
QUOTE (ribo @ 26 Jun 2017, 00:15 )
ყველაზე სწრაფიო და კია ათრია მი6მა


არ მესმის ამ უსახურ სმარტს როგორ ადრით წლის ინოვაციური დიზაინის მქონე ეს8ს და მის ფუნქციურ ინტერფეისს.

ვაფშე ყველაზე უშნო სმარტია წელს რაც გამოვიდა და სისწრაფე 3ტ-საც არ აკლია.
ეს მეორე კამერაც ფეილია, აბა 1.33 ზუმი გინდა გქონია გინდა არა, 2x ზუმი ტყუილი აგმოჩნდა  facepalm.gif

+1

Posted by: goga18a 26 Jun 2017, 12:33
ფუუუ აიფონს რო გადაააკოპირებ 1-1-ში და კიდე 8გბ რო დაგჭირდება მაგნაირი სმარტის.......

Posted by: ლაშა117 26 Jun 2017, 12:34
nodarie
ბიქსბის გარდა ყველაფერს ვიყენებ ყოველდღე

და აქ ჩემ და შენ გამოყენებაზე არაა საუბარი. რომ არ იყენებდნენ მაგ ფუნქციებს არ გააკეთებდა smile.gif


თემიდან ვუხვევთ მოვრჩეთ

Posted by: matemana 1 Jul 2017, 13:26
კაროჩე ტყუილად არ მითქვამს ამ ბრენდმა ჩემი ნდობა დაკარგა მეთქი. ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს იმას რომ სუფთა სისხლის ჩინური ტელეფონია!!!

რამდენიმე უზერმა აღმოაჩინა ეს პრობლემა
სკროლინგის დროს გამოსახულება იწელება და იკუმშება. ამას jelly ეფექტი დაარქვეს და დაიწყეს გამოკვლევა.


კომპანიამ იასნია ბუნებრივიაო...
oneplus-ს პასუხი

"The OnePlus 5 uses the same level of high-quality components as all OnePlus devices, including the AMOLED display. We’ve received feedback from a small number of users saying that at times they notice a subtle visual effect when scrolling. This is natural and there’s no variance in screens between devices."

მიზეზი შეიძლებოდა VSYNC ყოფილიყო მაგრამ გამოირიცხა და გამოჩნდა ნამდვილი მიზეზი. ეკრანი აყენია უკუღმა facepalm.gif
სწორედ ეს იწვევს ამ პრობლემას.

caught lying
Community members looking into the issue came up with two theories to explain what may be causing the behavior: VSYNC toggling or the display panel’s orientation. The former is a software issue while the latter is hardware related. While the VSYNC toggling theory was quickly dismissed, the OnePlus community seemed to be fixated on the potential that the OnePlus 5’s display panel was oriented upside-down. This claim was made because users began to notice that if the screen is inverted on many other smartphones, those other smartphones may also experience this same jelly-like scrolling effect. The manufacturer didn’t seem to matter – so long as the phone’s screen is inverted, some users could reproduce the issue on their other smartphones.

user posted image
წაიკითხეთ კოდი 180 გრადუსითაა დახრილი ეკრანი. სხვა oneplus-ებში ეგრე არაა.

user posted image

user posted image

Posted by: giorgi8820 1 Jul 2017, 13:47
matemana

ფიზიკურად უკუღმა უყენიათ ტელეფონი? lol.gif lol.gif lol.gif givi.gif

ძააან ღადაობა, ისე სიმართლე რომ ვთქვათ ეს მოდელი ვიზუალით არ მომეწონა ჯერ მარტო drug.gif mad.gif

One+ 3T კი მაგრად მომწონს, მაგრამ გამოასწორებენ დიდი ალბათობით შემდეგ მოდელში.

მე მივესალმები ახალ ბრენდებს და არც მათი წინსვლის წინააღმდეგი ვარ ბევრი აქ მპოსტავი იუზერისგან განასხვავებით, LG,SAMSUNG,SONY - და ბევრი სხვა კიდევ ცარიელ სახელს რომ არიან ამოფარებულები და ისე უბრახუნებენ ფასებს და აშ არც ეგ არის მგონი კარგი და მისაღები და წლები რომ გავიდა უკვე Audio - სისტემაში ბევრი დარჩა ისევ იგივე დონეზე არ ჩამოვთვლი და დავასახელებ თემა Vs ად რომ არ ვაქციო თავად მე, ხოდა შეეშალათ შეეშალათ გამოასწორებენ მერე რა, სასიამოვნო არ არის მითუმეტეს ასეთი შეცდომა, მაგრამ გამოუსწორებელი არაფერია და არც შეუცდომელი არავინ... ადამიანი რომ შეცდომას უშვებს იმას არ ნიშნავს რომ გამოუსწორებელია რამე, ყველას და ყველაფერს ეშველება "მკვდარს" ვერავინ ვერაფერს უშველის.

მე მომწონს ეს ბრენდი პირადად და მათი მონდომება და ვნახოთ რას იზავენ.



Posted by: matemana 1 Jul 2017, 13:57
giorgi8820

გააჩნია გამოსწორებას რას უძახი. ეს ეხლა არის ინჟინრული გადაწყვეტილება. ამის გამოსასწორებლად უნდა გამოუშვან ახალი მოდელი Oneplus 5 F
F fixed-ს პონტში lol.gif სადაც ეკრანს წაღმა ჩადებენ.

ახალი ბრენდების გამოჩენა ყველას უნდა უხაროდეს მაგრამ ყველა ჯერზე როცა რაღაც სისულელეს აკეთებს უკვე აღარ მაინტერესებს ეგეთი ბრენდები მე.

მერე კიდე ის ტეხავს ჩინურ ბრენდებს samsung-ს ან apple-ს ან სხვებს რო ადარებენ. ტყუილად არ ღირს ეგენი უფრო ძვირი. ნუ ამის ფასის s8-ს მარტო ვიზუალი აქვს. მეორეც ის რომ თავად კომპანია გეუნება ზუსტად იგივე ნაწილები უყენიაო. ანუ არაფერს აუმჯობესებენ ჩიპსეტისა და RAM-ს გარდა.

Posted by: giorgi8820 1 Jul 2017, 14:12
matemana

QUOTE
giorgi8820

გააჩნია გამოსწორებას რას უძახი. ეს ეხლა არის ინჟინრული გადაწყვეტილება. ამის გამოსასწორებლად უნდა გამოუშვან ახალი მოდელი Oneplus 5 F
F fixed-ს პონტში  სადაც ეკრანს წაღმა ჩადებენ.


ხო მანდ უკვე ტექნიკური შეცდომაა.

QUOTE
ახალი ბრენდების გამოჩენა ყველას უნდა უხაროდეს მაგრამ ყველა ჯერზე როცა რაღაც სისულელეს აკეთებს უკვე აღარ მაინტერესებს ეგეთი ბრენდები მე.


სხვა ცნობილ ბრენდებსაც დაუშვიათ დამერწმუნე ანალოგიური ან მსგავსი შეცდომები, უბრალოდ ასეთი საჯარო არ გამხდარა.

ყველას კი არა აქ პირადად ამ ფორუმზე ყველა რაღაც კოპებშეკრული უყურებენ არიქა ჩინური ბრენდია და რა ქვია ჯერ და აშ.. კარგით რაა ხალხო facepalm.gif

QUOTE
მერე კიდე ის ტეხავს ჩინურ ბრენდებს samsung-ს ან apple-ს რო ადარებენ. ტყუილად არ ღირს ეგენი უფრო ძვირი. ნუ ამის ფასის s8-ს მარტო ვიზუალი აქვს. მეორეც ის რომ თავად კომპანია გეუნება ზუსტად იგივე ნაწილები უყენიაო. ანუ არაფერს აუმჯობესებენ ჩიპსეტისა და RAM-ს გარდა.


მაგაში გეთანხმები, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ რადგან ჩინურები არიან იგივე ხარისხს ვერ მიაღწევენ თუნდაც სისტემურად უფრო მეტს თუ არა.

ნუ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში Android - ზე მაქვს მე საუბარი, 2 კვირაზე მეტია რაც Xiaomi - ვიყიდე და ჩემი პირადი მოსაზრებით სისტემურად ვერცერთი სხვა ბრენდის ვერ ჯობს როგორც ასეთი.

რაც შეეხება One+ სისტემას ვერ იქნება იმ დონეზე დაცული როგორც Samsung - ის იმიტომ რომ არ აქვთ მაინც შეზღუდვები, კოდს თვითონ წერენ და საკუთარი Oxygen Os - აქვთ, ის კოდი ხო ადამიანის დაწერილია? ვერასდროს შეიქმნება და იქმნება სრულყოფილი დაცული სისტემა, სადაც რამე არ გაიპრება და რომც არ გაიპაროს ყოველთვის დაიწერება ისეთი რაღაც რითაც მოხდება აღნიშნულ შემთხვევაში ამა თუ იმ მოდელში და ბრენდში შეღწევა და აშ... როცა საუბარია Android - ზე სრულყოფილი თავდაცვის სისტემა არ არსებობს არანაირად, რა თქმა უნდა მთლად მოღიავებულიც არ უნდა გქონდეს ყველაფერი, მაგრამ ძააან ცუდი მიდგომაა აქ ამ ფორუმზე ამ ახალი ბრენდების მიმართ, მე მაგრად არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ახლა მე და შენ რომ ავდგეთ და ოფიციალურაად გავაკეთოთ Android Device - ი და ჩვენი Os - დავწეროთ ხელით როგორი მაგარი პროფესიონალებიც არ უნდა ვიყოთ ჩვენი საქმის სრულყოფილი ხომ არ იქნება? შეცდოემბიც ხომ იქნება? Samsung - მა და Apple - მა წლები გამოიარეს და რა გასაკვირია რომ მაღალ დონეზე არიან სისტემურად თუ ისე? მაგრამ მე თუ მკითხავთ Samsung - ი სისტემურ მხარეზე უფრო ფიქრობდა აქამდე ვიდრე ტექნიკურზე და ვიზუალურზე, რაღაც 2 - 3 წელია S6 ის მერე რაც მატერიალებში იგრძნობა უკვე ხარისხი და აწყობის დონეში.



ფაქტი ის არის რომ შენც პირადად ცუდად არ გამიგო, მაგრამ რაღაც ძააან სკეპტიკურად უყურებ ამ ყველაფერს და ჩინურ ბრენდებს მითუმეტეს.


მაქსიმუმ 2 - 3 წელი გავა ისევ და თუ მე და შენ აქ დავპოსტავთ, თავად ნახავ ეს ჩინურები ბრენდები რა დონემდე ავლენ და თუ რას მიაღწევენ.

საუბარია: Oppo,Xiaomi,Huawei,One+,Meizu - და ბევრი სხვა ბრენდი კიდევ.

თუმცა ერთსაც ვიყოდი რომ Xiaomi - დღეს უკვე სისტემურად თუ აგებულების თვასლაზრისით არცერთ ცნობილ ბრენდზე ნაკლები არის თუ უფრო მეტი არა, არამარტო სმარტფონებში არამედ მის პროდუქციაში რაც კი გააჩნია.


OFFTOPIC:
TV, TV Box, Notebook, Router, Audio, Power Bank - თუ რავი რომელი ერთი ჩამოვთვალო, ვიზუალიც და ხარისხიც ძალიან კარგი და დახვეწილი აქვს ამ ბრენდს მე პირადად ძალიან მომწონს და მიყვარს ეს ბრენდი.




Posted by: vinchenso 1 Jul 2017, 15:21
QUOTE (giorgi8820 @ 1 Jul 2017, 13:47 )

მე მივესალმები ახალ ბრენდებს და არც მათი წინსვლის წინააღმდეგი ვარ ბევრი აქ მპოსტავი იუზერისგან განასხვავებით, LG,SAMSUNG,SONY - და ბევრი სხვა კიდევ ცარიელ სახელს რომ არიან ამოფარებულები და ისე უბრახუნებენ ფასებს და აშ არც ეგ არის მგონი კარგი

LG ადგილზე HTC ჩავსვამდი, LG შორსაა ჯერ გამოსწორებასთან, თავისი გაუმართავი სისტემური ინტერფეისი რომ ლაგავს, ეკრანი ისევ ნაგავი აქ არადა ტელევიზორებში OLED მხეცი აქვს, ოპტიმიზაციაა დასახვეწიაა და ბევრი ათასი რამ, ერთადერთ პლიუსი კამერააა sad.gif

Posted by: Nescafe13 1 Jul 2017, 15:33
QUOTE
LG შორსაა ჯერ გამოსწორებასთან, თავისი გაუმართავი სისტემური ინტერფეისი რომ ლაგავს, ეკრანი ისევ ნაგავი აქ


rolleyes.gif

მეორად ტელეფონს როცა ყიდულობს მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში ეგრეა , თითქმის 80 % ან დაკაწრულია ან დაბარნული
აი ახალ ელჯის თუ ცუდი ეკრანი აქ და რავიცი რა ვთქვა
ზოგი იმას წერს გ5 ის ეკრანი ჯობია ს7 ის ეკრანსო , ჩემი აზრით სამსუნგი საუკეთესო ეკრანს ამზადებს და თუკი ელჯის იმის გვერდით მაინც აყენებენ ნაგავი რატოა ?
ვ20 ს თუ ცუდი ეკრანი აქ biggrin.gif

matemana
QUOTE
მერე კიდე ის ტეხავს ჩინურ ბრენდებს samsung-ს ან apple-ს ან სხვებს რო ადარებენ. ტყუილად არ ღირს ეგენი უფრო ძვირი. ნუ ამის ფასის s8-ს მარტო ვიზუალი აქვს. მეორეც ის რომ თავად კომპანია გეუნება ზუსტად იგივე ნაწილები უყენიაო. ანუ არაფერს აუმჯობესებენ ჩიპსეტისა და RAM-ს გარდა.


+++++++

მე იმათი არ მესმის სამსუნგს და ეფლს რომ სხვა სმარტებს ადარებენ . აი ნაღდად ახლოსაც ვერ მივა ვერცერთი

მე ერთი მიზეზის გამო არ ვიყიდი ძვირად ღIრებულ შაომის ,იმის გამო რომ ელჯის დავითრევ იმავე ფასში , ჩემი აზრით ყველაზე საკაიფო ფასი აქ ბრენდებს შორის და ხარისხიც ძალიან კარგი აქ ყველაფერს
იმედია შაომიდან დიზაინერს გაუშვებენ :დ
ონეპლუს 5 ზე რაც დაიწერა კიდე ისედაც არ მევასებოდა ეხლა მითუმეტეს
ოპო 1 იყო კარგი ფასითაც და ყველაფრით
იმის მერე დაუსტვინეს

Posted by: giorgi8820 1 Jul 2017, 15:54
Warning:
Vs თემა არის და იქ არავინ პოსტავს საინტერესოა ამ VS  ამბებს
facepalm.gif

Posted by: სეხნო 1 Aug 2017, 10:32
ვიზუალი sad.gif((

ჩინურმა გენმა იყივლა...

3T-ს მერე რომ ამას გამოუშვებ...

Posted by: nodarie 1 Aug 2017, 10:57
აი ვიზუალურად ლაივში არის ულამაზესი..... 3ტ ამასთან შედარებით არაფერია....

Posted by: Dirty 7 Aug 2017, 17:04
ვინმემ იყიდეთ ეს ტელეფონი? რას იტყვით როგროია?
ელემენტი კამერა დიზაინი სისწრაფე

Posted by: vinchenso 7 Aug 2017, 23:11
QUOTE (Dirty @ 7 Aug 2017, 17:04 )
ვინმემ იყიდეთ ეს ტელეფონი? რას იტყვით როგროია?
ელემენტი კამერა დიზაინი სისწრაფე

ვან პლას 5 ის მომხმარებელი ვიცი, ყიდვიდან 2 კვირის მერე ვნახე რომელიც სრულიად კმაყოფილი იყო.... პროსტა პრონის შოვნა სურდა ყოველი შემთხვევისთვის biggrin.gif

Posted by: nodarie 7 Aug 2017, 23:40
QUOTE (Dirty @ 7 Aug 2017, 17:04 )
ვინმემ იყიდეთ ეს ტელეფონი? რას იტყვით როგროია?
ელემენტი კამერა დიზაინი სისწრაფე

ყველაფერში სუპერია.....................

Posted by: Chtulhu_Phtagn 8 Aug 2017, 14:44
მე ნამდვილად არ შევიძენდი ამ სმარტფონს

Posted by: პითონი 4 Sep 2017, 15:49
არ მოგწონთ?

მე რაც ვნახე ნეტში მომწონს

Posted by: nodarie 4 Sep 2017, 22:39
პითონი
ძაან მაგარი სმარტფონია, ვისაც არ მოსწონს, ძაან მაინტერესებს რა არ მოსწონს, აი დაიჭირონ ჯერ ხელში, სმარტფონი დაფრინავს და კამერაც ძალიან კარგი აქვს.

Posted by: paradise_seeker 21 Sep 2017, 16:52
მე მაქვს და შეყვარებული ვარ, მთელი ცხოვრება IOS-ის მოხმარებიდან ისე smoothly გადმოვედი რომ მგონია რომ ჩემთვის შეიქმნა ეს ტელეფონი <3

უსწრაფესია, google assistance აქვს იმდენად მარტივი და მოქნილი რომ რეალურად ვიყენებ - არ მეზარება კომუნიკაცია სმარტფონთან და ყველაფერს ხმოვანი ბრძანებით ვაკეთებინებ, რაც IOS-ზე შეუძლებელი იყო, ძალიან კომფორტულია და ლამაზი, ძალიან სწრაფად იტენება და კამერა აქვს ისეთი რომ თავი დეივიდ ლაჩაპელი მგონია.


ანდროიდებში ცუდად ვერკვევი, მაგრამ iphone-ებიდან ყველას რომ თავზე ახტება შემიძლია დავიფიცო ))

Posted by: crytek 24 Sep 2017, 15:48
ხალხო ერთი რა მაინტერესებს ზუმერში ორი მოდელი აქვთ ერთი 1500 ღირს და მეორე 1550 იგივე მოდელი გლობალი უწერია
მაღაზიაში მითხრეს გლობალს მაგთის 4.5გ აქვსო და ბილაინის 4გ-ო და 1500-ნს არაო და მხოლოდ A5000 მოდელი აქვთ გამოშვებული და ვტფ ?

Posted by: nodarie 24 Sep 2017, 21:45
crytek
არა, ყოფილა სხვა ვერსიაც, ჩინეთის ბაზრისთვის biggrin.gif ოფიციალურად მხოლოდ A5000 ჩანს biggrin.gif

Posted by: asaf 25 Sep 2017, 13:10
nodarie
სონიზე პოსტებს რატომ აღარ დებ? ასე გაგიცრუა იმედები?

Posted by: nodarie 25 Sep 2017, 16:17
QUOTE (asaf @ 25 Sep 2017, 13:10 )
nodarie
სონიზე პოსტებს რატომ აღარ დებ? ასე გაგიცრუა იმედები?

ამ წელს რაც საინტერესო გამოუშვა დავდე და დანარჩენი ჩემთვისაც უინტერესოა biggrin.gif

Posted by: mayans 28 Sep 2017, 22:11
წყლისგან დაცვა აქვს?ტესტები დევს რომ მუშაობს.
და ეს ეკრანის თემა მოგონილია?

Posted by: Don2 29 Sep 2017, 17:39
nodarie
ჰტცზე მეტად უანპლასი მომეწონა ხელშიyes.gif

Posted by: crytek 29 Sep 2017, 20:00
mayans
არაა მოგონილი მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძობ მაგას, საერთოდ ეკრანი ისეთი დევაისია როგორც გაუკეთებ კალიბრაციას ისე იმუშვებს
თითიდან გამოწოვილი თემაა ჩემი აზრით

Posted by: პითონი 14 Oct 2017, 11:55
ლაივი არ ვიცი მაგრამ ვიდეოში დაფრინავს ტელეფონი რასაც ქვია

ვიდზეც ძალიან მომწონს

Posted by: Artgeo 12 Nov 2017, 20:43
Oneplus 1 მაქვს უკვე 3 წელია, დღემდე მუშაობს უნაკლოდ. უკვე ანდროიდ 7.1.2- ზე. 3T ვიზუალით არ მომეწონა. აი 5 მომწონსავით.
მაგრამ ამ კომპანიასაც მოუვიდა ის, რაც დანარჩენებს. Samsung-ს S2-ის მერე, LG-ის G3-ის მერე, HTC-ს One М8-ის მერე... მაგარ ტელეფონს გამოუშვებენ და ამის შემდეგ დიდად ვერაფერს აკეთებენ. ემატება რამი, პროცესორი და არაფერი სიახლე...

1+1-იც მასეთი იყო, + ფასი ჰქონდა ძალიან მაგარი $350 მივეცი მაშინ 650 ლარი იყო smile.gif)))) ერთი მაგარი ტელეფონი გამოუშვეს და დიდად ვეღარაფერს ცვლიან.

გამოცვლა მინდა ტელეფონის. ხო და მაინც Oneplus პროდუქციისკენ ვიხრები, მითუმეტეს გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ირგვლივ LG, Samsung, Iphone პანტაპუნტით ფუჭდება, ჩემი ტელეფონი უბრალოდ მუშაობს, სტაბილურად კარგად.

უბრალოდ აქ ისეთები დაიწერა... smile.gif))
პ.ს. Apple ის პროდუქციას საერთოდ არ განვიხილავ.

Posted by: HTC-エド 17 Nov 2017, 04:00
ლამაზი გამოუვიდათ 1+5T, მომეწონა


Posted by: Dirty 17 Nov 2017, 10:31
ეკრანზე ძალიან მისასალმებელი ცვლილება
კამერა ამოუცნობი ორმაგი კონფიგურაცია... ეს მეორე კამერა ვითომ ღამის გადღებისთვისო მარა არც ეგ გამოუვა მაღალ დონეზე არც ტელეფოტოა და არც ვაიდ ენგლი მოკლედ კრახი
ელემენტი 5.5 ინჩზე და 6 ინჩზე იგივე დატოვეს - სერიოზულად? აქაც კრახი!!!

დალშე რავი

Posted by: MONADIRE 18 Nov 2017, 16:01
ვიყიდო 5 თუ არა? კამერა კარგი აქვს თუ არა?

Posted by: nodarie 18 Nov 2017, 19:13
MONADIRE
იყიდე, კარგი კამერა აქვს.... მაგრამ ახლა 5T შემოვა და ეგ იყიდე სჯობს wink.gif

Posted by: MONADIRE 19 Nov 2017, 11:03
QUOTE (nodarie @ 18 Nov 2017, 20:13 )
MONADIRE
იყიდე, კარგი კამერა აქვს.... მაგრამ ახლა 5T შემოვა და ეგ იყიდე სჯობს wink.gif

როდის შემოვა და რა ეღირება?


303030303030303030303030

Posted by: Artgeo 6 Dec 2017, 13:52
MONADIRE
ოფიციალურ საიტზე 499 და 549 ღირს 64 იან და 128 იანი შესაბამისად, სტუნდენტური ფასდაკლებით 50$ აკლდება ორივეს,

ვიყიდე და ახალი წლის მერე მექნება bis.gif
ოფიციალურად ზუმერს ექნება, მაგრამ ვადებს და სავარაუდო ფასს ვერ ამბობენ.

Posted by: MONADIRE 30 Dec 2017, 12:52
ვინმემ იყიდეთ 5T? ამართლებს ფასს თუ ძვირია 2000 ლარი ამ ტელეფონზე?

Posted by: nodarie 30 Dec 2017, 12:54
QUOTE (MONADIRE @ 30 Dec 2017, 12:52 )
ვინმემ იყიდეთ 5T? ამართლებს ფასს თუ ძვირია 2000 ლარი ამ ტელეფონზე?

რაც მოვახერხე გატესტვა, ძალიან კარგი სმარტფონია, მაგრამ 1800 ლარი მეძვირება...........................

Posted by: Artgeo 30 Dec 2017, 17:12
nodarie
1900 ლარი ზოგადად ნებისმიერი ტელეფონი მეძვირება.
მაგრამ კარგი ტელეფონია.

Posted by: madridman 18 Jan 2018, 10:52
მეგობრებო გაუმარჯოს.
მოკლედ წლებია იოსის მომხმარებელი ვარ და ვაპირებ გადმოვიდე ანდროიდზე.

აღნიშნული მოდელებიდან მინდა ერთერთი და რომელს მირჩევთ?

Huawei Mate 10 Pro
OnePlus 5T
Samsung Galaxy S8 + / Note 8

OnePlus-ს მირჩევს ბევრი, იმიტო რო სუფთა ანდროიდზე მუშაობსო.
და ობიექტურად რომელს მირჩევდით?

ჩემთვის მთავარია სისტემა მუშაობდეს გამართულად. არ ჭედავდეს თითქმის არასდროს და სწრაფად მუშაობდეს (ოპტიმიზაცია ჰქონდეს იდეალური)

Posted by: nodarie 18 Jan 2018, 11:05
madridman
QUOTE
ჩემთვის მთავარია სისტემა მუშაობდეს გამართულად. არ ჭედავდეს თითქმის არასდროს და სწრაფად მუშაობდეს (ოპტიმიზაცია ჰქონდეს იდეალური)

მაგ მხრივ OnePlus 5T იდეალურია, თუმცა მე Huawei Mate 10 Pro-ს ავიღებდი, ყველაფერი იდეალურად რომ იყოს smile.gif

Posted by: madridman 18 Jan 2018, 11:17
QUOTE (nodarie @ 18 Jan 2018, 11:05 )
madridman
QUOTE
ჩემთვის მთავარია სისტემა მუშაობდეს გამართულად. არ ჭედავდეს თითქმის არასდროს და სწრაფად მუშაობდეს (ოპტიმიზაცია ჰქონდეს იდეალური)

მაგ მხრივ OnePlus 5T იდეალურია, თუმცა მე Huawei Mate 10 Pro-ს ავიღებდი, ყველაფერი იდეალურად რომ იყოს smile.gif

ჰო მაგრამ ჰუავეის ხო სუფთა ანდროიდი არააქვს? როგორც ვიცი

Posted by: Artgeo 20 Jan 2018, 22:53
madridman
OnePlus ზე გექნება უკეთესი კამერები, ყურსასმენის ჯეკი, სუფთა ანდროიდი - ნაკლებ ფასში smile.gif ~

ორი კვირაა ტელეფონი მაქვს, ვინმეს რამე თუ აინტერესებს, აქ ვარ wink.gif

Posted by: Gateways 22 Jan 2018, 10:39
QUOTE
ჰაკერებმა Oneplus ვებსაიტიდან 40 000 საკრედიტო ბარათის მონაცემები მოიპარეს
---------------------------
იანვრის დასაწყისში Oneplus-ის არაერთი მომხმარებელი აცხადებდა, რომ მათი საკრედიტო ბარათებიდან სრულიად გაურკვეველი გადახდები ხორციელდებოდა და ხელს Oneplus-კენ იშვერდნენ.

კომპანია აქამდე უარყოფდა ჰაკერული შეტევის არსებობას და საკუთარ ბრალეულობას მომხმარებელთა თანხების მოპარვის საქმეში. თუმცა Fidus InfoSecurity-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ, იძულებული გახდა 40 000-მდე მომხმარებლის საკრედიტო ბარათის მონაცემების გაჟონვის ამბავი ეღიარებინა.

Fidus InfoSecurity-ის თანახმად Oneplus იყენებდა Magento eCommerce ძველ ვერსიას, რომელიც კრიტიკულ სისუსტეს შეიცავს. აღნიშნული ბაგის გამოყენებით შემტევს შეუძლია სისტემაში ჯავასკრიპტის კოდის გაშვება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაშვებული სკრიპტი cc.php ფაილის კოდს ცვლიდა. ეს კი თავის მხრივ საკრედიტო ბარათის მონაცემების გაჟონვის მიზეზი გახდა.

ცნობისთვის, ზუსტად ეს სისუსტე ცოტა ხნის წინ Blackbarry-ის საიტზე coinhive-ს მაინერის ჩაშენებისთვის გამოიყენეს.



იმედია ვინმე არ მოყევით ამ ამბავში

Posted by: GeoPixar 22 Jan 2018, 17:20
Oneplus5t მაქ და იდეალური სმარტია გულს რომ არაფერზე დაგწყვეტს ისეთი ნამდვილად ღირს თავის ფასი

Posted by: giodanela 9 Feb 2018, 11:38
oneplus 5t ისე გამისწორდა რო რავიცი მანამდე მქონდა note 8 pixel xl 2 და ეს უფრო გამისწორდა

Posted by: GeoPixar 9 Feb 2018, 12:52
ბაზარი არაა სერიოზული ტრუპკაა. დააფდეითედ ორეოზე?

Posted by: giodanela 10 Feb 2018, 00:18
QUOTE (GeoPixar @ 9 Feb 2018, 12:52 )
ბაზარი არაა სერიოზული ტრუპკაა. დააფდეითედ ორეოზე?

კი დავააბდწითე მარა აი რამე განსხვავებუკი ვერაფერი შწვატყვე
* * *
https://photos.app.goo.gl/rmJMbOuZ78srOl2E2

Posted by: Don2 14 Feb 2018, 16:57
ვინმე არ ყიდით?
giodanela

Posted by: giodanela 16 Feb 2018, 10:07
არა მე არ ვყდი იშვიათად რო ვინმე ყიდიდეს ვინც ყიდულობს ისე მოწონს რო აღარ ყიდის

Posted by: _jani_ 23 Feb 2018, 13:55
ვფიქრობ, One plus 5t მინიმუმ ახალი თემის გახსნას იმსახურებს smile.gif




Posted by: GeoPixar 23 Feb 2018, 14:56
ბაზარი არააა მართლაც რომ იმსახურებს

Posted by: Artgeo 25 Aug 2018, 10:53
გატეხილი ეკრანის და გაფუჭებული უსბ პორტის შეცვლა მინდა. ტექნოლაინში 100 ლარამდე მითხრეს. კარგი სერვისი აქვთ? სხვა რამე სანდო სერვისი ხომ არ იცით?

Posted by: saske 28 Aug 2018, 18:33
ვისაც ეს ტელეფონი აქვს მაინტერესებს როგორი კმაყოფილები ხართ ხმის ხარისხის?

Posted by: Artgeo 12 Sep 2018, 23:46
ეკრანი მაქვს გასაყიდად OnePlus 5T, აღარ დამჭირდა, ნაყიდია ალიექსპრესზე, ძალიან მაგარი ხარისხის.

ტექნოლაინში მშვენიერი ბიჭია ხელოსანი (სახელი ჯონი, თუ სწორად მახსოვს)



Posted by: Artgeo 10 Dec 2018, 18:54
VoLTE ჩავრთე ამ მეთოდით https://forum.xda-developers.com/oneplus-5t/how-to/guide-volte-vowifi-german-carriers-t3817542
ძალიან მაგარია

Posted by: bajela 1 Nov 2019, 16:48
QUOTE (Artgeo @ 10 Dec 2018, 18:54 )
VoLTE ჩავრთე ამ მეთოდით https://forum.xda-developers.com/oneplus-5t/how-to/guide-volte-vowifi-german-carriers-t3817542
ძალიან მაგარია

გაუმარჯოს.
რომელი ქვეყნის ვოლთი დააყენე?

Posted by: Artgeo 16 Nov 2019, 15:24
bajela
ინდოეთი მგონი, ორია ნახსენები, ერთზე ჩაირთო

Posted by: sevastopol 25 Nov 2020, 15:34
OnePlus 5 გასაყიდი ფასი რა აქვს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)