Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > General Discussion > ექსტრემალური ატრაქციონები |
Posted by: Dface 20 Aug 2007, 19:43 |
მოკლედ პირველად ვიყავი პარკ "ციცინათელაში" ჩოლოქთან რომაა და ის გრძნობა ეხლაც თან დამყვება უმაგრესი რამ იყო. კამიკაძემ გაასწორა, გორკებმა, ლიფტმა და შიშის სახლთან რომ უზარმაზარი ატრაქციონია "TOP SWING"-ი. ერთადერთი გული მწყდება Booster-ზე ვერ მოვახერხე დაჯდომა არ მუშაობდა და ვფიქრობ ყველაზე მაგარი იქნებოდა... ძალიან დიდი თხოვნა მაქ ვისაც რამე ინფო გაგაჩნიათ "ციცინათელა"-ზე ან მთაწმინდაზე რომ პარკი შენდება იქნებ დაწეროთ რამე. თუ სურათებს დადებთ ძალიან გამახარებთ ! |
Posted by: Tunes 20 Aug 2007, 19:52 |
აუ მე მაგარი მევასება პარკ ციცნათელა,კი Booster-ი ყველაზე მაგარია და შარშან წელს ვიჯექი,ამ წელს რატომღაც არ მუშაოდა,იმ რაღაცაზე იჯექი,ჩაქუჩები რომ არის 3 ცალი უკანა მხარეს(კრესლას ქვემოდან) პროჯეკტორები რომაა და ძალიან მაგრად რომ ანთებს,ხომ იცი რომელზე გეუბნები? ისეც გიჯური ბუსტერისნაირი და 3 ლარი ღირს Dface აუ კიდევ მინდა ციცინათელაში,შენ? |
Posted by: Mg835 20 Aug 2007, 21:22 |
სად არი ეს ციცინათელა ვერ გავიგე? რაღაც მაგარი ადგილი ჩანს... ისე აქუა პარკიც არაა ცუდი (ექსტრემალობის რა გითხრათ მარა) და ბარემ მაგის ფასებიც დაწერეთ... |
Posted by: Dface 20 Aug 2007, 22:52 |
nesge ამერიკული გორკების გვერდზე რომ იყო? სამი რაღაც რო ტრიალებს... მაგაზე ვიჯექი მარა სხვები უფრო მომეწონა, შეიძლება უკვე მიჩვეული ვიყავი და იმდენად ვერ ვიკაიფე. იასნია კიდე მინდა !! მაგარ ნიხვატკაში ვარ, თბილისში რომ იყოს ყოველ კვირა ვივლიდი. Mg835 თბილისში არაა, ქობულეთში რომ შედიხარ ჩოლოქის ხიდამდეა, ძალიან დიდი პარკია. აკვაპარკზე სადღაც იყო ტოპიკი ცალკე, 50 ლარი ღირს შესვლა მთელი დღით ხალხო სურათები დაყარეთ თუ გაქვთ რა... |
Posted by: Excellent. 21 Aug 2007, 00:38 |
4 სურათე მაქვს ეხლა 25ში მივდივარ ზღვაზე და ბევრ სურათს ჩამოვიტან არ შეიმჩნიოთ,შოკში ვარ |
Posted by: Excellent. 21 Aug 2007, 00:44 |
რა მაგარი იყო გორკებიიიიიი......... ია ია ია |
Posted by: Excellent. 21 Aug 2007, 00:47 |
აი ეს ატრაქციონი მაგარი გიჟი რაღაც იყო იმენა |
Posted by: libani 21 Aug 2007, 03:17 | ||
აუ მოშნად მაგარია რა მართლა |
Posted by: Dface 21 Aug 2007, 05:03 |
-ExcelleNt- აი მაგ ბოლო სურათზე რომაა ეგ დამევასა მეც ყველაზე მაგრად |
Posted by: paranoidis_dzma 21 Aug 2007, 05:52 |
მე ამაზე ვიჯექი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი და ყველაზე სწრაფია, ეს იყო რაღაც ძაააალიან მაგარი სიამოვნება http://video.yahoo.com/video/play?vid=852190&fr=yfp-t-501 http://www.sixflags.com/greatAdventure/rides/Kingdaka.aspx http://www.bigzach.com/images/KingdaKa.wmv რატომღაც იუთუბს არ ხსნის იქაა ბევრი ვიდეობი |
Posted by: druncha 21 Aug 2007, 07:43 |
paranoidis_dzma ძალიან მაგარია. ეგ რომ გაჩერდა და გადმოვედი, ჩემი მფარველი ანგელოზი მერე მოფრინდა ენაამოგდებული. ნახევარი საათი ჰაერის უკმარისობა მჭირდა. |
Posted by: paranoidis_dzma 21 Aug 2007, 08:04 |
druncha დაგეწია როგორც იქნა ? |
Posted by: druncha 21 Aug 2007, 08:35 | ||
paranoidis_dzma
რომ გავიხსენებ და ვიძახი, კიდევ უნდა წავიდე-თქო, მაგინებს ჩემდათავად იქ წამომსვლელისო |
Posted by: paranoidis_dzma 21 Aug 2007, 08:36 |
druncha რიგებს რა ვუთხარი თორემ კიდევ ვიკატავებდი |
Posted by: LoRnaDoON 21 Aug 2007, 09:33 | ||
ძაან მაგარი არიის |
Posted by: Dface 21 Aug 2007, 13:12 |
paranoidis_dzma ჯერსიში ცხოვრობ? მართლა მაგარი რაღაც ჩანს მაგრამ სრულ ბრუნს არ აკეთებს მგონი და ეგ ტეხავს... ეგ სწრაფია და მაღალი მაგრამ მე რატომღაც მირჩევნია უამრავ სხვადასხვა წრეზე შედიოდეს. |
Posted by: tini 21 Aug 2007, 14:24 |
აუ ეხლაც თავბრუ მეხვევა, რომ მახსენდება ძალიან მაგარი ატრაქციონებია მაგრამ ეს რიგები ნერვებს მიშლის რა. 2 საათი ვიდექით ხოლმე რიგებში, მერე დაცვის კაცებს ჩავუბრატდით და გვტოვებდნენ მეორე კრუგზეც მაგრამ ის გიტარასავით რო არის რო აბზრიალებს წაღმა-უკუღმა საშიში კოშკის გვერდით მაგ კარუსელმა მართლა გამთიშა, 3ჯერ ვიჯექი ზედიზედ და რო ჩამოვედი, კარგი 1 საათი თავბრუ მეხვეოდა, ძლივს მოვედი გონზე ძალიან მაგარია... |
Posted by: Dface 21 Aug 2007, 15:07 |
Booster-ზე რომელი იჯექით ყველაზე მაგარი ყოფილა და შედარება მაინტერესებს Top Swing ჯობია თუ Booster-ი. და რა გრძნობაა.. ძალიან ხო არ ახვევს თავბრუს |
Posted by: ^keto^ 21 Aug 2007, 15:19 |
ჩოლოქის ციცინათელას გახსნიდან 1 კვირაში გლდანში რომ გახსნეს ატრაქციონები, იგივეა ზუსტადო და ხომ არ იცით ვინმემ, მართალია ნეტავ? შარშან სექტემბერში ვიყავი ზღვაზე და მხოლოდ ბავშვების ატრაქციენებიღა მუშაობდა, ექსტრემალურებისკენ მშენებლობა მიდიოდა და ვერ დავჯექი, წელს კიდევ საერთოდ ვერ გავდივარ ქალაქიდან, არადა როგორ მინდაა Dface მთაწმინდის პარკზე თბილისის განყოფილებაში ერთი დიდი თემაა და იქ იპოვი სასურველ ინფოს |
Posted by: Dface 21 Aug 2007, 16:00 |
^keto^ არ არის იგივე გლდანში ბევრად დაბალი დონის და მარტივი ატრაქციონებია, ციცინათელაში კი დასრულდა მშენებლობა და 38მდე ატრაქციონი მოქმედებს მათ შორის ექსტრემალურებიც. მადლობა მთაწმინდის პარკის ინფოს რომ მიმასწავლე... აი ციცინათელაზე მე დაგიწერთ! ვიპოვე ინფო ----- საქართველოს ზღვისპირეთში ევროპის მასშტაბითაც კი უნიკალური პარკი და გასართობი ცენტრი ამუშავდა ****************************************************** შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ უნიკალურ ბუნებრივ გარემოში შეიქმნა გამორჩეული ინფრასტრუქტურის დასვენებისა და გართობის ცენტრი, რომელიც ევროპისთვისაც კი უნიკალურია. ამ პარკის განაშენიანების, მშენებლობისა და ატრაქციონების შესაძენი თანხები გაიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ”, რომელმაც უკვე კეთილმოწყობილი და ამუშავებული ატრაქციონები საჩუქრად გადასცა სახელმწიფოს. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ატრაქციონებითა და სხვა გასართობი საშუალებებით სარგებლობა უფასო უნდა ყოფილიყო. ყველანაირ ხარჯს, რაც პარკისა და მასზე დამაგრებული ტექნიკური საშუალებების მოვლას, სახელფასო თუ სხვა დანახარჯებს დასჭირდებოდა, კვლავაც ფონდი დააფინანსებდა დამატებითი სუბსიდირების სახით. პარკის ექსპლუატაციის შარშანდელმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ატრაქციონებით სარგებლობის უფასო სისტემამ, შეიძლება ითქვას, ქაოსური სიტუაცია შექმნა და ისეთი რიგები წარმოშვა, რომლის მოწესრიგება არცთუ იოლი აღმოჩნდა (მაგალითად, ბავშვები კარუსელებიდან არ ჩამოდიოდნენ, ატრაქციონებით ერთი და იგივე ხალხი სარგებლობდა). სწორედ ამიტომ, "ციცინათელას” ადმინისტრაციამ და ფონდის გამგეობამ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ახალ საკურორტო სეზონზე ატრაქციონებითა თუ სხვა გასართობი საშუალებებით სარგებლობისთვის დაწესებულიყო მინიმალური ოპტიმალური გადასახადი, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, სახელფასო და ელექტროენერგიის დანახარჯს მაინც აანაზღაურებდა. ამით პარკის მომსახურე პერსონალს, მარტივად რომ ვთქვათ, მუშაობის საშუალებაც მიეცემოდა. ამ გადაწყვეტილებით პარკის ადმინისტრაცია რომ არანაირ მოგებას არ გეგმავდა, ამაში სახარჯთაღრიცხვო ციფრები, პარკის ექსპლუატაციის უკვე არსებული სტატისტიკური მონაცემები და მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებები დაგვჭირდება. და კიდევ - აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ დასვენებისა და გართობის ცენტრი "ციცინათელა” საკურორტო ზონაში მდებარეობს და მისი ექსპლუატაციაც სეზონურია. საქართველოში, მოგეხსენებათ, საზღვაო-საკურორტო სეზონი 1-ლი ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, ანუ სამი თვის განმავლობაში. თუ აქაურ კლიმატურ პირობებსაც გავითვალისწინებთ და წვიმიან დღეებს გამოვაკლებთ, მაქსიმუმ 75-80 აქტიური დღე დარჩება. ჩვენი გაანგარიშებების დროს ეს ციფრიც უთუოდ გამოგვადგება, რადგან ამ 75-80 დღის შემოსავალი მთელ წელიწადზე უნდა გადანაწილდეს. პარკში 220 თანამშრომელია დასაქმებული, რომელთა საერთო სახელფასო ფონდი საკურორტო სეზონზე დაახლოებით 500 ათასამდე ლარია, ხოლო პასიურ, ანუ პარკის კონსერვაციის პერიოდში თითოეული თანამშრომელი ხელფასის მხოლოდ 33 პროცენტს მიიღებს. პარკის ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს კვალიფიციური და პროფესიონალური ტექნიკური პერსონალი, რათა ყოველი სეზონის დასაწყისში გამოცდილი კადრები გამუდმებით საძებნელი არ ჰყავდეს. მაშასადამე, "ციცინათელას” თანამშრომელთა ყოველწლიური სახელფასო ფონდი 1 370 000 ლარია. ელექტროენერგიისა თუ სხვა კომუნალური ხარჯებისთვის ყოველთვიურად 40 ათასი ლარია საჭირო, წელიწადში, შესაბამისად - 500 000-ზე მეტი ლარი. პარკის ტერიტორიაზე განთავსებული უნიკალური მოწყობილობა-დანადგარების, ატრაქციონებისა და შენობების წლიური საამორტიზაციო ანარიცხები 6 740 000-ს ლარს შეადგენს. ამ თანხების ამოღება, რაც ჩვეულებრივ ხმარდება ხოლმე ინფრასტრუქტურის განახლებას, წარმოუდგენელია და არც არის დაგეგმილი. თუკი რომელიმე დანადგარი ან ატრაქციონი მწყობრიდან გამოვა, მისი შეცვლა პარკის ექსპლუატაციიდან მიღებული თანხებით კი არ მოხდება, არამედ ისევ და ისევ სახელმწიფო სუბსიდირებით ან ქველმოქმედების გზით. "ციცინათელას” ადმინისტრაციამ თავის თავზე აიღო (იტვირთა) ნებისმიერი ქალაქისა თუ რეგიონისთვის ძნელად მოსაგვარებელი პრობლემის გადაწყვეტაც, რაც, ერთი შეხედვით, სცდება პარკის პროფილს, მისი ხელმძღვანელობის მუშაობის არეალსა და დანიშნულებას. ეს გახლავთ ოზურგეთის ცენტრის, მიმდებარე 16 სოფლისა და მდინარე სუფსიდან მდინარე ჩოლოქამდე ზღვის სანაპირო ზოლის (დაახლოებით 16 კილომეტრი) დასუფთავება, რაც წელიწადში 800 000 ლარი დაჯდება. ამას დავუმატოთ საამისოდ აუცილებელი მექანიზმებისა და უკვე აშენებული ნაგავსაყრელის მოწყობის ხარჯები. მარტივი არითმეტიკით, ამ საქმიანობისთვის წელიწადში საშუალოდ 1 200 000 ლარია საჭირო. ახლა კი იმ "არასახარბიელო ინფორმაციაზეც” გავამახვილოთ ყურადღება, რამაც ჟურნალისტები ააღელვა - ეს არის ატრაქციონებით სარგებლობის ტარიფები, თითქოს მათი ფასი 3-დან 10 ლარამდეა. სინამდვილეში კი რა ხდება? პარკის ტერიტორიაზე 38 ატრაქციონი და სხვადასხვა სახის გასართობი ოთახი თუ კარუსელი არსებობს. ამ 38-იდან 9 ერთეულზე, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ კარუსელებზე, ბილეთის ფასი 50 თეთრია. ძირითადად მოზრდილთათვის განკუთვნილ 15 ატრაქციონზე გადასახადი ერთი ლარია, თუმცა პატარებისთვის აქაც შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს და მათთვის ბილეთის ფასი ისევ 50 თეთრია. 7 შედარებით უფრო რთული ატრაქციონით სარგებლობისას 2 ლარია გადასახდელი, ხოლო ექსტრემალურად წოდებულ 4 კარუსელზე, რომლებზეც ხარჯები მეტია, შესაბამისად - 3 ლარი. ერთადერთია კარტინგი, ანუ ავტორბოლა, რომლის საფასური 4 ლარია. დასკვნა ერთია: პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ ატრაქციონებზე, მასზე უკვე დახარჯული და მისი სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის აუცილებელი თანხების გათვალისწინებით, მართლაც რომ სიმბოლური ტარიფები მოქმედებს. და, რაც მთავარია, ეს არის ისეთი ტარიფები, რომლის გადახდაც შესაძლებელია (საქართველოს ტერიტორიაზე ასეთივე ტიპის ატრაქციონების სხვადასხვა პარკში ბევრად მეტია გადასახადი). "ციცინათელას” ტერიტორიაზე განთავსებულია ბოულინგის დარბაზი. აქ ერთი საათი 30 ლარი ღირს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ უახლესი დანადგარებით მოწყობილ ბოულინგ-ცენტრში ერთ ბილიკზე ერთბაშად 4 მოთამაშეს შეუძლია თამაში, თანხა ნაწილდება და თითოეულს მხოლოდ 7,5 ლარი აქვს გადასახდელი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ "ციცინათელაში” ბოულინგდარბაზით სარგებლობა, თუნდაც დედაქალაქში არსებულ ბოულინგცენტრის ტარიფებთან შედარებით, გაცილებით იაფია. პარკის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა; უფასოა აგრეთვე 2500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომით სარგებლობა. შემოთავაზებული რეალური ხარჯების მონაცემებმა გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ რამდენი თანხა სჭირდება ამ პარკის შენახვა-ექსპლუატაციას. ახლა კი უკვე შეგვიძლია მოვიყვანოთ სტატისტიკური მონაცემებიც, სეზონის დაწყებიდან, ანუ 1 ივლისიდან, სამაგალითოდ აღებული პერიოდის განმავლობაში, რა რაოდენობის შემოსავალი მიიღო პარკმა. 11 დღეში სულ 44 ათასი ლარის ბილეთი გაიყიდა. დაახლოებით 20 დღის შემდეგ, როგორც კი შემოსავალი 100 ათასს მიაღწევს, გადასახდელი იქნება დღგ - შემოსული თანხის 18 პროცენტი. ახლანდელი მონაცემებით, შემოსავალმა მიმდინარე დანახარჯის მხოლოდ 67 პროცენტი აანაზღაურა, არადა, გახსოვთ ალბათ, დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ აქტიურმა სეზონმა, ანუ დაახლოებით 80-მა დღემ წელიწადის დარჩენილ პასიურ პერიოდშიც უნდა უზრუნველყოს პარკის მოვლა-პატრონობა. მოყვანილი ციფრები თუ სტატისტიკური მონაცემები საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ კიდევ ერთი დასკვნა: ახლანდელი მონაცემებით, "ციცინათელა” დოტაციური ორგანიზაციაა. ასეთ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მისი სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის რჩება ერთადერთი გზა - დოტაცია, ანუ დახმარებების ჩვეული გზით მოძებნა. სამომავლოდ კი, თუკი ატრაქციონების პარკის ფუნქციონირება ისეთ მასშტაბებს შეიძენს და ისეთი დატვირთვით ამუშავდება, რომ მოგებასაც მოიტანს, ეს მოგება, ბუნებრივია, მოხმარდება არა პარკის თანამშრომელთა თუ რომელიმე ჩინოვნიკის ხელფასებს, არამედ გურიის რეგიონის განვითარებას. გურიის მხარეში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია |
Posted by: ^keto^ 21 Aug 2007, 16:05 | ||
ეჰ, მომიწევს მომავალ წლამდე დაცდა |
Posted by: Tunes 21 Aug 2007, 16:29 | ||
Dface BOOSTER-ი ძალიან მაგარია და მაგას არ ერთი არ ჯობია,ის ამერიკული გორკები ExpreSS რაზე არ მუშაობდა ნეტავ?რომელ რიცხვეებში იყავი მანდ? TOP SWING-ზე შარშან წელს ვიჯექი,არც ისე მომეწონა,ის ჩაქუჩები ჯობია ამერიკულ გორგებტან რომაა ახალოს,შენ გიკატავია ამერიკულ გორკებზე? * * *
გავიქცეთ ქობულეთში 3 დღით? ბინა სადგურთან ახლოს 6 ლარად,იქედან პირველ მარშუტკაზე დავჯდეთ და ვიაროთ ყოველდღე * * * ExcelleNt- პირველ სურათზე რომელია? რაღაც ვერ მივხდი |
Posted by: paranoidis_dzma 21 Aug 2007, 16:53 |
Dface არა, PAელი ვარ, ნაგრამ ახლოა |
Posted by: სკაინეტა 21 Aug 2007, 16:59 |
Posted by: Dface 21 Aug 2007, 17:03 | ||
Express-ზე ვიჯექი სადღაც 8 აგვისტო იყო და მუშაობდა, სიმართლე გითხრა ისე სწრაფად დადის გააზრებაც ვერ მოვასწარი, პირველი პავაროტი ძაან მაგარი იყო, მაგრამ წამიერია რა...
კაი აზრია მაგრამ სამსახური არ მაძლევს მაგის საშვალებას თუ მოვიცალე ბაზარი არაა.. |
Posted by: Tunes 21 Aug 2007, 17:06 |
`Skynet` ეს ფოტო როდის არის გადაღებული?მე რომ ვიყავი მანდ არ მუშაობდა ის გორკები |
Posted by: Dface 21 Aug 2007, 17:13 |
nesge ეგ არაა პარკ ციცინათელაში გადაღებული |
Posted by: Tunes 21 Aug 2007, 17:14 | ||
Dface მეც მაგ დღეებში მანდ ვიყავი,საღამოს 9-დან 11-მდე,უფრო გვიან ხომ არ რთავდნენ გორკებს?
პარასკევი ერთი დღე აიღე ოტპუსკი,დილის მატარებელზე ან მარშუტკაზე დავჯდეთ,ხოდა საღამოს მანდ ვიქნებით,3 დღე მანდ ვიქნებით და კვირას საღამოს მარშუკით წავიდეთ,პრონციპში ღამის მატარებელი უფრო გვაწყობს,ორშაბათს დილით უკვე თბილისში იქნები,მაგრამ არა მგონია ბილეთებს ვიშოვით,წესით 5 დღით ადრე შოულობენ,ისე 27-სი 15 ლარიანი იქნბება ღამის მატარებელი. Dface ხო იმ სურათზე გამიკვირდა,ისე კი გავს მაგრად პარკ ციცინათელას |
Posted by: Dface 21 Aug 2007, 17:29 |
შაბათსაც ვმუშაობ მოკლედ თუ წასვლა მოვახერხე დაგიპიემებ |
Posted by: ZGMURTLI2 21 Aug 2007, 21:38 |
აე! აქ ხალხს რა გაუფანატებია ამ ატრაქციონებზე. ნუ ყველაფერი რასაც აქ წერენ და მიშა ამბობს დასაჯერებელი კი არაა, რა ყველაზე დიდი და საუკეთესო ატრაქციონი შავ ზღვაზეო და რაღაცეები ერთი შეხედვითაც ჩანს რა კუკუობაც იქნება ეგენი ჩინური ჩხლართობები რაღაცა, ის ბუსტერი თუ კუკუა როა მაგიტომაცაა გაჩერებული რო გაფუჭდა უკვე ერტყობა და სხვა ატრაქციონებსაც მალე ეგ მოელის. კაით რა გადით რა ევროპაში დავიჯერო ამაზე უკეთესი არაა???? |
Posted by: Tunes 21 Aug 2007, 22:07 |
ესეც Booster-ი,ოგონდ სახელი აქვს შეცვლილი ეს კი ტანგო Dface ამაზე გეუბნებოდი |
Posted by: Dface 21 Aug 2007, 22:20 |
nesge კი მივხვდი რაზეც მეუბნებოდი მაგაზეც ვიჯექი მაგრამ მომეჩვენა რომ ძალიან ნელა ტრიალებდა |
Posted by: სკაინეტა 22 Aug 2007, 16:00 | ||
nesge
ეგ ფოტო საქართველოში არარის გადაღებული |
Posted by: Dface 22 Aug 2007, 16:24 |
ესეიგი ბუსტერზე 4-4 კაცი ჯდება თითო მხრიდან არა? და თითო მხარე ცალცალკე ტრიალებს ინერციით? |
Posted by: Tunes 22 Aug 2007, 16:38 | ||
კი,კი თითო მხარე დანომრილია,ისე პირველი მხარე-ზე კატაობა უფრო ასწორებს,როცა მარცხენა ნაწილზე ზიხარ,ანუ თავით ჯერ ქვემოთ მიდიხარ,ვინც მარჯვნივ ზის ის 2 კაცი კი ზურგით მიდიან,ხოლო მე-2 მხარეზე,პირიკით ის 2 კაცი რომელიც მარჯვნივ ზიან თავით ქვემოთ მიდიან,ხოლო ვინც მარცხვნივ ზის ზურთით... მაგრამ მაინც პირველი მხარე ჯობია,რადგან ჯერ იმას ავსებენ ხოლმე 4 კაცი ჩახდება და მერე ზემოთ აგიწევს და უნდა ელოდო ზევით სანამ მე-2 მხარეს ქვევით აავსებენ.... და მაგ ლოდინის დროს შეგიძლია ზევით სიგარეტი მოწიო,ან ვინც გვერძე გიზის გაიცნო,თუ მარტო დაჯექი რა თქმა უნდა აუ როგორ მინდა ბუსტერზე |
Posted by: Dface 23 Aug 2007, 13:00 |
სურათები დადეთ ხალხო... . |
Posted by: ფიორენტინო 23 Aug 2007, 13:20 | ||
ქობულეთში ტო? |
Posted by: PINKY 23 Aug 2007, 13:22 |
აიაიაიაიიაიაიაიაიააააა.... მანდერთრაგასაზე ვიჯეკყ.. დამერე Fისყ დავდე.. არასდროსაგარაFერზედავჯდებოდყ.. ვაყ ვაყ.. |
Posted by: Dface 23 Aug 2007, 17:54 |
ფიორენტინო ქობულეთში არა... "ციცინათელაში" რომელიც ქობულეთთანაა |
Posted by: vinchenz@ 23 Aug 2007, 18:32 |
აჰა თქვენ ატრაქციონი............................................................... პორტა ვენტურა |
Posted by: WolfSpell 23 Aug 2007, 18:34 |
ავოეეე მომენატრა! |
Posted by: Remarque 23 Aug 2007, 18:38 |
აქამდე მარტო ნავი გვქონდა ზოოპარკში..კარგია ასეთ რამეებს მაინც რომ აკეთებენ, ადრენალინს მაინც გამოვყოფთ ცოტას |
Posted by: WolfSpell 23 Aug 2007, 18:42 | ||
Remarque
ვითომ ჩვენი გაკეთებული სანდოა? |
Posted by: Remarque 23 Aug 2007, 18:46 |
სანდო რომ არაა იმიტომაცაა ადრენალინი ჭარბად |
Posted by: WolfSpell 23 Aug 2007, 18:48 |
Remarque არ მინდა მასეთი ადრენალინი თუ ძმა ხარ როგორ ტეხავს ატრაქციონზე რომ გაწირავ სიცოცხლეს |
Posted by: Remarque 23 Aug 2007, 18:51 |
ჰო რა ადრენალინი მაგ დროს გამოიყოფა ჭარბად, მაგრამ ამათ მგონი მეტისმეტი მოსდით: ისე, მგონი ჩოლოქზე ჯერ არ ყოფილა რამე მაგდაგვარი შემთხვევა არა? |
Posted by: Jgenti` 23 Aug 2007, 20:55 |
ააა მე მანდ ვიყავი გახსნაზე, იმ ყველაზე მაღალ ატრაქციონზე დავჯექი და ვინც კაბინაში ზის,კონდუქტორი თუ,,მოკლედ, ჩვენზე იღებდა პრაქტიკას, ყველა კნოპკას ერთად აჭერდა და ტესტავდა, - უუპს ეს არა და რაღაც |
Posted by: Dface 23 Aug 2007, 22:57 |
მალე სექტემბრის პირველ ნახევარში მთაწმინდის ატრაქციონებიც ამოქმედდება და მერე კი ვიხალისებ ნამდვილად |
Posted by: Abnormalia 23 Aug 2007, 23:01 | ||||
მე როგორც ვიცი სულ იტალიელების დამონტაჟებულია ეგენი... |
Posted by: bee-mine 24 Aug 2007, 08:09 |
-ExcelleNt- მაგ ატრაქციონს დეჟავუ ხომ არ ერქვა? მე ვიჯექი და გავს რაღაცით.. მაგარი უჟასი იყო, პროცესში დაჟე ვერ ყვირიხარ ისეთი სიჩქარით მიქრის |
Posted by: avenged7fold 24 Aug 2007, 08:17 | ||
პ.ს. სასტიკად მეშინის |
Posted by: შევარდენი1906 24 Aug 2007, 08:21 |
ესეც ეშმაკის ბორბალი ერთ შაბათ-კვირას სპეციალურად ციცინათელისთვის ვაპირებ წასვლას!!!! თან სექტემბერში დიდი რიგები იმედია აღარ იქნება მსურველები შემომიერთდით |
Posted by: WolfSpell 24 Aug 2007, 12:35 | ||
Abnormalia
დამონტაჟება ერთია და maintenance-ს ჩვენები იღებენ საკუთარ თავზე? |
Posted by: SloN 24 Aug 2007, 12:38 | ||
მაგის მსგავსი ხოა ციცინათელაში... იმაზე ვიჯექი... ხოდა ეხლა მაგ სურათს რომ შევხედე ის დრო გაამხსენდა.. ფეხებში გამაჟჟრიალა აუ რა მაგარი იყო. ეგ რა იქნება ვაბშე ის,50 მეტრია და ეგ მგონი 300 მეტრამდე ქაჩავს აუუ ფეხებში მივლის რაღაც |
Posted by: Dface 26 Aug 2007, 18:20 |
SloN ხო ციცინათელაში პატარა ზომისაა და რაიმე რეაქციასაც ვერ ასწრებ სურათები დადე ხალხო... დავიჯერო აქედან ესე ცოტა ხალხია ნამყოფი? |
Posted by: Remarque 28 Aug 2007, 08:38 |
ნამყოფი შეიძლება ბევრია, მაგრამ სურათების დროა მაგ დროს? |
Posted by: Dface 28 Aug 2007, 23:32 |
Remarque მართალი ხარ მაგრამ იქნებ ვინმემ მოახერხა თქო გადაღება |
Posted by: ჩილი 29 Aug 2007, 00:19 |
ორკაციანი 'ბურთი' როა და ცაში მოულოდნელად ვარდება და მერე ინერციით რომ მოძრაობს აქეთ იქით და შენ რომ კივი, კივი სანამ ხმა არ აღმოგხდება, მანდ ვიჯექი... და კიდე roller coaster, ე/წ/ ამერიკული მთები, მეორე წრეზე ცემს თავს ვაგინებდი ხმამაღლა მეორედ რაღამ დამსვა მეთქი.. :D |
Posted by: Mesaplave 29 Aug 2007, 01:43 |
იმედია მთაწმინდაზე მაგარი რამე გაიხსნება და არა ისეთი გასართობი პარკი ბორჯომში როა მაგარიაო და უბანძესი გორკებ 2 წლის ბავშვ რომ გაუსწორდება ვნახოთ ვნახოთ მაგრამ ამდენი ხანია აკეთებენ რამე მაგარი უნდა იყოს და საინტერესოა ჩვენთვის თU გახსნიან ამას ანუ ნორმალური ფასები |
Posted by: SloN 29 Aug 2007, 09:48 |
ციცინათელას თუ აჯობებს მტაწმინდისპარკი,საკაიფო იქნება : ) |
Posted by: Kim_R 29 Aug 2007, 12:26 |
ამ რამოდენიმე დღის წინ ვიყავი ციცინათელაში, ძალიან მაგარი იყო! ტეხავს რომ შორია, თორე მართლა სულ ვივლიდი, თუ იცით მთაწმინდაზეც მსგავსი რამ იქნება? თუ კიდე უკეთესი? |
Posted by: bacila 29 Aug 2007, 13:18 |
ექსპრესზე ვერ დავჯექი და ბუსტერზე, არადა ბუსტერზე მაგრა მინდოდა უამრავი ხალხი იყო ამ შაბათს, აი ძალიან ბევრი.................. პარკი მომეწონა, ანუ საქართველოში ასეთი ატრაქციონები გამიკვირდა, მართალი გითხრათ, არ მოველოდი არ მომეწონა ძალიან ძალიან მოკლე პროგრამები, ისეთ მეგა დროფზე ვარ ნაჯდომი, ეს რა იყო??? აი ბუსტერზე არსად არ ვმჯდარვარ და ძალიან დამწყდა გული რაც შეეხება ადრენალინს.......... სად იყო ვერ გავიგე, გზა აებნა ალბათ არა, სასიამოვნო კი იყო, მაგრამ გული არც კი ამჩქარებია, ერთადერთი სომხები (და არამარტო) რომ ურიგოდ ეტენებოდნენ, მაგაზე ვბრაზობდი და ვჩხუბობდი ხო, ზოოპარკის გემი "ციცინათელას" ყველა ატრაქციონზე სახიფათოა და მანდ მართლა გამოიყოფა ადრენალინი უბრალოდ, იმდენად დაუცველი ხარ, იმდენად, რომ ვაი დედაააააააააააა |
Posted by: Nuna 29 Aug 2007, 13:29 | ||
ვაა, ჩემი დეიდაშვილი სად გაიჩითა.... რა პატარაა ეს forum.ge რა:D |
Posted by: sunny830 29 Aug 2007, 13:39 | ||
ეს ციცინათელაშია გადაღებული? ასეთ ატრაქციონზე მე მოსკოვში ვიჯექი, ძაან მაგარია! სამწუხაროდ წელს ციცინატელაში ვერ მოვხვდი შარშან გაცილებით ცოტა ატრაქციონები იყო და თან უსაშველოდ გრძელი რიგები. უფასო იყო და ხალხი თავ-პირს ამტვრევდა ერთმანეთს |
Posted by: Dface 29 Aug 2007, 14:05 |
sunny830 ეგ არაა ციცინათელას როლერ კოსტერი, მაგრამ არც იქაა ნაკლები |
Posted by: vinchenz@ 29 Aug 2007, 16:43 |
Nuna ფირუზაა შენი დეიდაშვილი თუ მე? |
Posted by: Remarque 29 Aug 2007, 17:22 |
მთაწმინდაზე რაღაც სერიოზული დვიჟენიებია ..თუ არ ვცდები სათხილამურო ტრასების იმიტაციაც იქნებაო..დაველოდოთ რა იქნება |
Posted by: DogmA 29 Aug 2007, 17:51 |
http://www.youtube.com/watch?v=HzS-OdWVpHo&mode=related&search=http://www.youtube.com/watch?v=HzS-OdWVpHo&mode=related&search= ეს ნახეთ დედა რას კაიფობს შვილზე |
Posted by: lasalexx 29 Aug 2007, 22:10 |
წინა კვირას ვიყავი ციცინათელაში, მაგრამ ექსპრესი არ მუშაობდა. თუ იცით გაფუჭდა ასე მალე? |
Posted by: Nuna 29 Aug 2007, 23:02 |
vinchenz@ ფირუზაა ფირუზა და გამოვშტერდი სურათი რომ დავინახე) |
Posted by: mustafa_ibrahim 30 Aug 2007, 10:01 |
ბუსტერი ყველაზე ექსტრემალურია . |
Posted by: gi2gi 30 Aug 2007, 10:29 |
პირველად ნახეს ჩემმა მეგობრებმა როგორ კივიან კომპიუტერშიკები ციცინათელა რულზზზზზზზ |
Posted by: Dface 31 Aug 2007, 12:55 |
ბევრად მაგარი პარკი გველოდება მთაწმინდაზე |
Posted by: Flasher 31 Aug 2007, 14:31 |
3 კვირის წინ ისეთ მაგარ ატრაქციონზე ვიჯექი რომ მაგაზე მაგარი რაღაც ვერ წარმომიდგენია... |
Posted by: Hahnne 31 Aug 2007, 15:01 |
grrrrrrrrrrrr.....ვგიჟდები ექსტრემალურ ატრაქციონებზეეეეე კამიკაძე წავა რა...თუ პირველადვე პარკშიშესვლისთანავე მანდ დაჯექი ადრენალინი არის... მაგრამ სხვა უფრო მაგრების მერე, ვეღარ ქაჩავს Crazy Dance (ანკარაში ეგრე ერქვა ) არის ყველაზე მაგარი რაზეც ვმჯდარვარ : სწრაფი ეშმაკის ბორბალი + შენი სკამი ყველა მიმართულებით ტრიალებს ისე სწრაფად, რომ გგონია კისრიდან თავი მოგწყდება |
Posted by: bato-bato 31 Aug 2007, 23:23 | ||
lasalexx
დატესტეს არც ბუსტერი არ მუშაობდა პარიზში 4 კაციანი კაპსულა მომწყდარა თუ რაღაც ეგეAთი და ყველა მომკვდარა და მაგიტომ იყო გაჩერებული ისე რამ გაგაგიჟათ, მაგაზე როგორ გინდათ დაჯდომა გული დამეფლითებოდა ჰაერში ისე პარკი კარგადაა გაკეთებული, მაგრამ მომეწონა სუსუფთავეა და წესრიგი, საღოლ მიშა ატრაქციონებიც კარგია ბევრი, ერთი ამ საშინელებათა ოთახის აზრს ვერ ჩავწვდი ვიჯექი გაოგნებული მაგრამ ვარდნა როა, მასეთი არცერტი 3ჯერ ვიჯექი უმაგრესია, მაგრამ ცოტა ხანს გრძელდება ძალიან და კარტინგია კიდე უმაგრესი, პროსტა ცოტა ძვირია ნეტა მთაწმინდაზე თუ იქნება კარტინგი და კიდე რა მაინტერესებს მზიურში რო იყო, კიდევ არის? |
Posted by: katamarani 1 Sep 2007, 11:50 |
ციცინათელაში ვიყავი და....მაგდენს ნაღდად არ ველოდი : ) კამიკაძე კაი იყო....შიშის სახლიოს გვერდით რომ რაღაცა იყო მაგარი....და ლიფტი უსერიოზულესი... ამბობენ მაგ ლიფფტებს ოთხს დადგამენ მთაწმინდაზეო.... მაგარი იქნება |
Posted by: Breaky 1 Sep 2007, 12:05 |
მე აი ამაზე "ვიკატავე" რამდენიმე წლის წინ ხოდა კივილის თავიც არ მქონდა, ძლიან მაგარია. იმედია აქაც იქნება მსგავსები. ციცინათელაში არ ვყოფილვარ, მაგრამ მთაწმინდის გახსნას მოუთმენლად ველოდები. |
Posted by: Dface 1 Sep 2007, 18:58 |
ესენიც კაი რამეები ჩანს http://youtube.com/watch?v=86AaTV7o4wo http://youtube.com/watch?v=kesXX6rK8tg მეორეს მსგავსი ციცინათელაშიც არის და ძალიან მაგარია Le1i ესეთზე რაზე იჯექი კაცო.. ჩვენც გვითხარი |
Posted by: Mighty 1 Sep 2007, 19:05 |
აუ ბოოსტერი ძალიან ცუდია მანდ არც დავჯდები ! :| katamarani მაგას ლიფტი ქვია თუ შენ მოიგონე ისე ეგ ყველაზე მაგარია... თან წამიერი როა უფრო ასწორებს |
Posted by: likerstin 1 Sep 2007, 20:17 |
გერმანიაში იყო რამოდენიმე წლის წინ ასეთი შემთხვევა ბურთით გასროლა რომააა..თუ იცით მოკლეთ უდიდეს სიმაღლეზე ვარდები ხოდა ეტყობა პერსონალმა გოგონა ვერ "დააბა" სათანადოდ ხოდა ავარდა თუ არა ბურთი საწყალი გოგონა გამოფრინდა ბურთიდან და ღმერთმა უწყის სად იპოვეს მისი სხეულის დაშლილი ნაწილები. ეს ატრაქციონი მას მერე აკრძალეს თუმცა ბოლო წლებია ისევ დაუშვეს ფესტებზე. ერთხელ ვიჯექი ბურთში უუმმმაგრესია თუმცა რაც მე შიში ვჭამე... ჩემს ემოციებს კი იღებდნენ და ლაივში ხედავდა ხალხი ქვემოთ.. კიდევ კაი იმ ბოვშვის ამბავი მოგვიანებით გავიგე..თორემ ნამდვილად არ გავრისკავდი. |
Posted by: Drakula 1 Sep 2007, 20:24 |
ისა, ხალხო, ჩამოვრჩი ცხოვრებას... ციცინათელა სად არის ტერიტორიულად? |
Posted by: Kim_R 1 Sep 2007, 20:37 | ||
ჩოლოქის ხიდთანაა ქობულეთი სადაც იწყება |
Posted by: Drakula 1 Sep 2007, 20:49 |
Kim_R აჰა, გასაგებია... ხალხო, შეგიძლიათ დაწვრილებით გამაცნოთ ამ სიამოვნების საფასური? შესვლა რა ღირს და ა.შ. |
Posted by: Kim_R 1 Sep 2007, 20:52 |
Drakula შესვლა არაფერი და ატრაქციონები ღირს ბავშვების 50 თეთრი-1 ლარი, დიდების 2, 3 ლარი, კარტინგი მგონი უფრო ძვირია, თუ არ მეშლება 5 ლარი (ზუსტად არ მახსოვს) |
Posted by: Drakula 1 Sep 2007, 20:54 |
Kim_R გაიხარე, დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. : ) |
Posted by: katamarani 1 Sep 2007, 23:15 | ||
Mighty
მგონი მე მოვიგონე Drakula შესვალ აარფერი....სალაროში ყიდულობა ბილეთს და დადიხარ სანამ გეყოფა...მერე რომ გაგითავდება კიდე ყიდულობ....10 ვიყიდე და ბოლომდე ვერ დავხარჯე 4 ბილეთზე(ლარზე) მეტი არაფერი არ ღირს...ბოულინგის გარდა.... |
Posted by: Flasher 2 Sep 2007, 11:30 | ||
Dface
აბა როგორ აგიხსნათ წარმოიდგინეთ დიდი რკინა დაკიდებული ვერტიკალურად და ზედ ჩამოკიდებული ბურთი, ეს რკინა 360 გრადუსით ტრიალებს და ამავე დროს ის ბურთიც ცალკე, შენ იმ ბურთში ზიხარ და ისეთ შეგრძნება გაქვს რომ თითქოს თავით მიწაში ერჭობი |
Posted by: oxx. 2 Sep 2007, 11:58 |
Le1i Buster - ზე იძახი? ხოო.... ეგ მაგარია ძაან... მარა მე ის წითელიც დამევასა : ) EXPRES -მა ვაბშე დაგლიჯა |
Posted by: tamunia_tamunia 2 Sep 2007, 12:37 | ||
Leva.
აუ მანდ ვერ დავჯექი გული მისკდებოდა რომ ვუყურებდი დანარჩენზე ყველაზე ვიჯექი , მუაგარი იყო |
Posted by: oxx. 2 Sep 2007, 12:41 | ||
tamunia_tamunia ჩემი აზრით.. ყველაზე ექსტრემალური ის წითელი იყო... რომ ვუყურებდი ხალხი კიოდა მეთქი რა აწივლებთ,ხოდა რომ დავჯექი მერე მივხვდი რატომ კიოდნენ
|
Posted by: tamunia_tamunia 2 Sep 2007, 12:45 | ||
Leva.
რომელზე ამბობ (სახელები არ ვიცი ) მრგვალი რომ იყო და ტრიალებდა? თუ მაგაზე ამბობ სულაც არ იყო საშიში |
Posted by: oxx. 2 Sep 2007, 12:48 | ||||
tamunia_tamunia
აჰა..
მე ბუსტერზე მაგრა დამევასა ბუსტერზე ვერ დაჯექი ? ყველაზე მაგარი შეგრძნება EXPRES -ზე იყო |
Posted by: tamunia_tamunia 2 Sep 2007, 12:50 | ||||
Leva.
არა მანდ შანსი არ იყო
მართლა მაგარი იყო |
Posted by: Flasher 2 Sep 2007, 13:22 | ||
Leva.
არ ვიცი რა ჰქვია, საქართველოში არ მინახია ეგეთი რაღაც. თავიდან რომ შევხედე ვიფიქრე ვერ დავჯდები მეთქი, მარა მერე გოგო დაჯდა და გამიტყდა |
Posted by: katamarani 2 Sep 2007, 14:16 | ||
Le1i
ეგ ძალიან მაგარი იყო..... |
Posted by: oxx. 2 Sep 2007, 14:40 | ||||
ლელუკ |
Posted by: Greenie 2 Sep 2007, 14:42 |
oh yeah!! ძალიან ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნება იყო.... აბსოლუტურად ყველა ექსტრემალურ ატრაქციონზე ვიჯექი, თან 2-2-ჯერ... ყველაზე მეტად Booster-მა გაასწორა!! უძლიერესი შეგრძნება იყო!! შიშის ოთახი კიდე მაგრად ტეხავდა... მეგონა, რომ შევიდოდი, ნამდვილი ადამიანები შემაშინებდნენ & ეს თოჯინები რომ დავინახე, სიცილი ამიტყდა |
Posted by: system32 2 Sep 2007, 15:15 | ||
მე მაქ ციცინათელაში გადაღებული სურათები და პატარა ვიდეოები მობილით ეხლახანს ჩამოვედი და ცოტა აზზე რო მოვალ ავტვირთავ სადმე წითლად რო ანათებდა(ტოპ სვინგი მგონი) და მაღლიდან რო ვარდები ეგენი მაგრები იყო დანარჩენებზე რეაქცია იმდენი არ მქონდა და მე რო ვიყავი ბუსტერი არ მუშაობდა ამ დღეებში მთაწმინდაზე ავალ დავსმოტრავ ერთი რა ხდება მარა გული მიგრძნობს ჯერ აქაც მარტო ბავშვებისთვის გაიხსნება და სერიოზულებს მერე გახსნიან როგორც ქობულეთშI * * * bato-bato
შენ დაჯექი მანქანაზე (სასურველია BMW) რომელსაც ძრავი 3.0 ან მეტი ექნება და ეგ კარტინგი ძეტსკი სადი იქნება მაგის მერე |
Posted by: Webdesigner 2 Sep 2007, 15:22 | ||
system32
:ნერწყვიგადამცასმაილიკი: |
Posted by: Flasher 2 Sep 2007, 16:19 | ||
Leva.
|
Posted by: oxx. 2 Sep 2007, 16:45 |
Le1i Warn Log |
Posted by: Flasher 2 Sep 2007, 16:46 | ||
Leva.
+20? |
Posted by: Webdesigner 2 Sep 2007, 16:48 | ||
არა მადლობთ... რომ მომინდება გეტყვით |
Posted by: Flasher 2 Sep 2007, 16:55 | ||
Webdesigner
თუ რამეა აქ ვარ |
Posted by: Webdesigner 2 Sep 2007, 16:57 | ||
ოქეი............ მინდა 100 % |
Posted by: bato-bato 2 Sep 2007, 23:24 | ||
system32
სხვათაშორის პირველად მანდ ვიფიქრე რამხელა სიამოვნება უნდა იყოსთქო რამე კარგი მანქანით სწრაფი სიარული ხოდა აწი ეგ ოცნებაც მაქვს |
Posted by: Dface 3 Sep 2007, 16:34 |
2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ჩინეთში ააგეს უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი, რომელიც 208 მეტრია სიმაღლეში, შედგება 48 ოვალური ტიპის კაფსულისაგან. თითო კაფსულა იტევს 40 კაცამდე. დიზაინით ძალიან ლამაზია ! ექსტრემალური არამგონია იყოს, მაგრამ ჩემი აზრით მაინც აქ უნდა დამეწერა. |
Posted by: bato-bato 3 Sep 2007, 16:35 |
Dface საშინლად მეშინია ეშმაკის ბორბლების, მაგრამ მაგაზე მაინც დავჯდებოდი |
Posted by: Dface 3 Sep 2007, 17:09 |
bato-bato რატომ გეშინია მერე მარტივი ატრაქციონია საჰაერო რომანტიული გასეირნებისთვის, არც ბზრიალებს და არც თავდაყირა გაყენებს ეტყობა სიმაღლის შიში გაქვს.. |
Posted by: bato-bato 3 Sep 2007, 19:53 |
Dface სიმაღლის შიში არ მაქვს, ბოლო სართულზე ვარ გაზრდილი მეტალის უზარმაზარი ხროვაა და ასე მგონია რო გავინძრე გადაყირავდება ციცინათელაში როა მაინც დავჯექი და წამით არ გავნძრეულვარ არადა ხალხი რა დღეში იყო , არც გადმომიხედია თან ასე მგონია შუქი უნდა ჩაქვრეს ისე ეგეც მაგარი უნდა იყოს, მაგრამ დახურული კაპსულები ტეხავს |
Posted by: Kim_R 3 Sep 2007, 20:40 |
ბათუმშია კაი ბორბალი, განსაკუთრებით ღამე რო გადმოხედავ ქალაქს |
Posted by: oxx. 3 Sep 2007, 23:16 |
ხოდა... ციცინათელაში რომაა ყვითელი იმის მსგავსი როღონდ უფრო მაღალი : ) |
Posted by: system32 3 Sep 2007, 23:27 | ||
bato-bato
გაკატავებ თუ ძაან გინდა ჩემი მანქანით BMW 530i |
Posted by: katamarani 4 Sep 2007, 00:03 |
Leva. და ეს სადაა??? . |
Posted by: bato-bato 4 Sep 2007, 00:08 | ||
system32
კატაობა არ მინდა ტარება მინდა და ჩემი მინდა Leva. ეგ სადაა გადღებული? არ მითხრა ბომბორაშიოოოოოa მანდ ვიცხოვრებ, მაგ კარუსელზე |
Posted by: oxx. 4 Sep 2007, 00:17 |
bato-bato katamarani მთაწმინდაზეა გადაღებული ნახეთ ეს თემა http://forum.ge/?f=51&showtopic=33710703&st=405 |
Posted by: katamarani 4 Sep 2007, 13:15 |
Leva. ვააა იმაზე მაღალია....მაგარია.... თან ოთხი იქნებაო... |
Posted by: lashuka 4 Sep 2007, 13:44 |
მე ვიკავი ციცინათელაში ეხლა და ვერაფერზე ვერ დავჯექი. |
Posted by: dianalo 4 Sep 2007, 14:38 |
ახლა სურათებს გადავხედე და გამახსენდა ჩემი თავი გორკებზე, იმდენად მაგარი იყო რომ აღარ ვიცი მაგ გრძნობას რა ქვია.შიშითაც მაგრად შემეშინდა, მეგონა ცუდად გავხდებოდი და ამოტრიალების პროცესში თვალები დავხუჭე.ძალიან შემეშინდა და იმ დღეს მკვდარივით დამეძინა,დილით ძლივს ავდექი და გავედი პლიაჟზე. |
Posted by: Natalia23 10 Sep 2007, 20:32 | ||
მანდ მეც ვიყავი, კამიკაძეზეც ვიჯექი და ძალიან შეშინებული ჩამოვედი ლაითად რომ ვთქვათ ბუსტერი ჩემ დროსაც არ მუშაობდა |
Posted by: Dface 10 Sep 2007, 22:26 |
Natalia23 ალბათ ერთ დროს მოგვიწია ყოფნა კამიკაძე პირველად რომ ჯდები მაშინაა რომ ცახცახებ მეორე და მესამე ჯერზე ეჩვევი და არაფეი აღარაა, მითუმეტეს სხვა ატრაქციონების მერე... |
Posted by: სატირა 10 Sep 2007, 22:30 | ||
4-ჯერ ვიჯექი
-ზე ერთ წასვლაზე, ადრენალინი ვღეჭე... კამიკაძემაც გაასწორა!!! კიდე დინოზავრებშიც ვიარე მანქანით... ცხენებზე არ დამსვეს... |
Posted by: Deamanu 10 Sep 2007, 22:40 |
booster ვერ მაგდებდნენ მაგ პარკიდან,ღამე თან არანორმალურად მიყვარს და მთელი დღე შემიძლია გავატარო ატრაქციონებზე . . . |
Posted by: Artgeo 11 Sep 2007, 09:11 | ||
გლდანშიც არი |
Posted by: invisible 11 Sep 2007, 09:24 |
http://vegasclick.com/vegas/las-vegas-roller-coasters.html 5-ჯერ მაინც ვმჯდარვარ. პირველად რომ ვიჯექი ამეზე მეტად დაშინებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. |
Posted by: David_Gilmouridze 11 Sep 2007, 09:42 |
მე რაღაც ვერ ვიკაიფე დიდად განსხვავებული აზრისთვის და ორიგინალობისთვის არ ვამბობ. მართლა დიდი არაფერი. ლიფტი ძალიან მოკლე იყო. აი ხანგრძლივი რო იყოს, ანუ მაღალი, მაგარი იქნებოდა _ მუცელში რომ გრძნობ თითქოს შიგთავსი ირევა ერთმანეთში და გული ზემოთ ამოდის... და მთლად მაგხელადან არა, მარა ბევრიც არ უკლია, თავისუფალი ვარდნით რო ვხტები წყალში კამიკაძეს არა უშავდა, წინ თუ დაჯდებოდი და ბოლომდე თუ მოდუნდებოდი. ამერიკული ბორცვები კიდევ არ ფუნქციონირებდა მაშინ |
Posted by: kvaqsi 11 Sep 2007, 11:33 |
BOOSTER ძაან მაგარიააა,აუუუუ, წითელსაც არა უშავს კოშკთან მაგრამ : "BOOSTERისტებო ყველა ქვეყნისა შეერთდით" |
Posted by: sharla IX 11 Sep 2007, 12:04 |
აუ მეც სიამოვნებით დავჯდებოდი მაგ ატრაქციონებზე ყოველგვარი შიშის და კანკალის გარეშე .. მარა გამომივა როო? |
Posted by: Dface 11 Sep 2007, 12:50 |
ნეტა მთაწმინდაზე თუ დადგამენ ბუსტერს? |
Posted by: mrgizmo 11 Sep 2007, 14:22 |
მთაწმინდაზე ვიყავი ერთი-ორი დღის წინ, ჯერ არაფერი მუშაობს ექსტრემალური ზონიდან, ისე კი კარგი რაღაცეები იქნება მოკლედ რაც ვიცი გეტყვით, ექსტრემალურ ატრაქციონებს კომპანიების სახელები ჰქვია ბატონმა ბადრიმ ჯერ კიდევ მანდედან დაიწყო ფულის კეთება ერთია "სნიკერს ექსტრიმი" რაღც დიიიდი შურდული დგას ხრამის პირას, ჩაგსვამენ შიგნით კაააარგად მიგაბამენ და გისვრიან მეორე: "ბორჯომის კამიკაძე" ნუ ეს ალბათ გასაგებია, გარკვეული ხალხი ჩანხართ უბრალოდ ზომებში და სიმაღლეში იქნება განსხვავება. მესამე: სახელი აღარ მახსოვს რაღაც ტალღა მგონი, პირობითად "აივაზოვსკის მეცხრე ტალღა" ვუწოდოთ. მეოთხე: უი ეხლა მივხვდი რომ აღარ მახსოვს კიდევ რეებია, თუ გამახსენდა რამე, კიდევ დავწერ |
Posted by: David_Gilmouridze 11 Sep 2007, 14:24 |
mrgizmo და ეს ყველაფერი როდისთვის იქნება ეგეც ხო არ იცი? |
Posted by: xuchucha 11 Sep 2007, 14:39 |
"ციცინათელაში" ძალიან ვისიამოვნე. ვიკვირე, ვიცივლე, ვიჩხავლე. კიდე მინდოდა, მარა მეორედ რო დაჯდებოდი, უკვე ის ეფექტი აღარ ქონდა. ერთი ორზე ისე ვერ მოვასწარი და გული მწყდება მაგრად. რიგში დგომა ჭკუიდან მშლიდა. იცით, რა მიკვირს? თბილისში ნავზე რო ვჯდებოდი, მერე გულის რევის შეგძნება მქონდა და ამათზე კიდე არანაირად. აუ, კიდე მინდა გულის ფრიალები, ადრენალინები, წივილ-კივილები... ვიდეოს რო ვუყურებ ხოლმე, მარტო ხმას რომ უსმინო, იფიქრებ, ხოცვა-ჟლეტის სცენებია გადაღებული, ისეთი საშინელი ხმები ისმის მთაწმინდის ატრაქციონების გახსნას ველოდები გულის ფანცქალით. |
Posted by: mrgizmo 11 Sep 2007, 14:51 | ||
რავი, თვის ბოლოსო გვპირდებიან ვნახოთ აბა. |
Posted by: Dface 12 Sep 2007, 18:00 |
მთაწმინდაზე რაღაც კატაპულტას მოვკარი თვალი და ეგ რა პონტია? გისვრის და პრიზემლენიე როგორ ხდება? |
Posted by: oxx. 12 Sep 2007, 18:10 | ||||
მგონი სამჯერ თუ ოთხჯერ მაღალი იქნება ეხლა მთაწმინდაზე
ხო... ეხლაც მახსოვს ის გრზნობა |
Posted by: Dface 12 Sep 2007, 22:52 |
კატაპულტაზე რას იტყვით? ვინმეს რამე ლინკი არ აქვს როგორ გამოიყურება და რას აკეთებს ეგ ატრაქციონი? |
Posted by: სატირა 12 Sep 2007, 23:12 |
Posted by: mrgizmo 12 Sep 2007, 23:48 |
კატაპულტას ალბათ შენ იმას ეძახი რასაც მე რამოდენიმე პოსტის წინ შურდული ვუწოდე არა? თუ კი, მაშინ დაგამშვიდებ და გეტყვი რომ არსად არ გისვრიან ნუ ეხლა შენ თუ ძალიან მოინდომებ და შეიხსნი ტროსებს რითიც გამაგრებენ "გაფრინდები" |
Posted by: oxx. 13 Sep 2007, 00:00 |
mrgizmo სად გისვრიან კაცო ? სურათი არავის გაქვთ მაგ ატრაქციონის?! |
Posted by: Kim_R 13 Sep 2007, 08:43 |
სურათი არა, აი აქ ვიდეოა: http://rutube.ru/tracks/72132.html?v=45942f34e25c6645af018a057a714fd8 |
Posted by: oxx. 13 Sep 2007, 10:23 | ||
გაიხარე... აუუ ბოშყო რა მაგარიააააააააააააააა |
Posted by: OtsnebisQali 13 Sep 2007, 10:27 | ||
Dface
აუ სასწაულია, განსაკუთრებით ბუსთერი |
Posted by: OtsnebisQali 13 Sep 2007, 10:38 |
ესეც სვინგ-ზე, გაჩერების შემდეგ - ეს ვიღაც შეშინებული ყმაწვილი რა სახით ზის |
Posted by: Dface 13 Sep 2007, 13:00 |
OtsnebisQali ბუუუუსთერიიი ჰეჰ... ისეთი სახე გაქვს თითქოს გული გისკდება და ფოტოსთვის ბედნიერ სახეს ხატავ (შუთკა) ეჰ ნარკოტიკივითაა რა ერთხელ დაჯდები და კიდევ და კიდევ გინდა ... |
Posted by: OtsnebisQali 13 Sep 2007, 14:17 |
Dface არა რა გული მისკდება, რომ დაიძრა და ხელი გავუშვი , გაჩერებამდე არც მომიკიდია საკეტისათვის. აი ჩემს მეგობარს ვერაფრით გავაშვებინე |
Posted by: gio0989 3 Aug 2009, 01:02 |
ბუსტერზე ვიჯექი გუშინწინ და რაღაც სასწაულია რა, თუმცა ნაჭამი წავედი და მეორედღეს ცუდად ვიყავი. ყველაზე საშინელება ბუსტერია |
Posted by: Bettoro 3 Aug 2009, 01:20 |
აქ რაც გამოვცადე ციცინათელა იმასთან შედარებით თამაშია |
Posted by: sofi-18 3 Aug 2009, 19:54 |
არ გამახსენოოოთ ვაიმეეე, რამის მოვკვდი... მე შემთხვევით მოვხვდი ექსტრმზე და არ ველოდი... და რამის გავაფრინე. მეგონა ვკვდებოდი ნუ ეს მაღლიდან დაქანება არის საშინელება!!! ამ დროის თვალწინ გიტრიალებს ყველაფერი საშინელება თუ რამე განგიცდია, და საბოლოოდ კარგავ შიშის გრძნობას!!! მაგარია!!! |
Posted by: WOO 3 Aug 2009, 20:09 |
მანდ საშინელებათა სახში სევედი დზლივს გამოვედი და ბუსტერი კიარა ახლობელი იყო პატარა ბავსვი და იმაზე დაუვუჯექი ჭია რო დადის ისიც კაი ჩქარა დადიოდა დაღმართზე და ეგეთ დიდ რაგაცეებზე არ ვმდჯარვარ. კიდე კარტინგზე ვიჯექი კაიიყო ოღონდ რული ზანზარებდა რო გადმოვედი ვზანზარებდი მეც კიდე გამახსენდა გიგანტური სასრიალო როა მაგაზე ვიჯექი მარა დებილობაა. თან რო ამოყირავდე დაგენძრევა |
Posted by: hibridi55 5 Aug 2009, 04:55 |
WOW .კაია ეს თემა რო ვნახე.საერთოდ მიყვარს ატრაქციონები და რო გაიხსნა ჩაქვში იქიდან არ გამოვსულვარ მთელი ზაფხული...ყველა მიცნობდა და იმდენჯერ ვიჯექი რო ლიფთის გარდა გრძნობა არაფერზე მქონდა. ახლა ნიუ ჯერსიში ვარ და შაბათს ვიყავი პენსილვანიის შტატში dorney parkში.ეგეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია . როგორც კი მივედით პირველივე რიგში დავჯექი და გაგიჟდა ვისთან ერთადაც ვიყავი თავიდანა ქ ძალით მსვამდნენო. ძალიან ბევრი და ძალიან ამგარი ატრაქციონებია ერთია არის 200ფუტიდან ეშვები თან სამჯერ ანუ სამი მთა არის და 75 მილია სიჩქარე ვეცი ეგრევე და გინდ დაიჯერეთ გინდ არა დაახლოებით საათ ნახევარი მაგაზე ვიჯექი ანუ რიგში დგომიანად გაგიჟდა სასტავი.რა ვქნა მაგრად მევასება მაგარ სიამოვნებას ვიღებ სურათებს იღებენ და მერე ყიდულობ და ისეთი სახეები მაქვს რო რავი აგერ სურათებიც რო ნახოთ რა მაგარია ეს დაწყევლილი ამერიკა http://www.eaglewaysnewyork.com/Dorney%20Park.jpg http://www.eaglewaysnewyork.com/6.jpg http://www.rasslers.us/assets/images/dorney_park_3.jpg http://www.gregscoasterphotos.com/images/dp/sfdrop.jpg http://images.google.com/imgres?imgurl=http://www.gregscoasterphotos.com/images/dp/sfdrop.jpg&imgrefurl=http://www.gregscoasterphotos.com/dp.asp&usg=__Bevz2zHTUEvLw2Z_4gBRLLrE4rQ=&h=760&w=530&sz=88&hl=en&start=8&um=1&tbnid=uydxoj_ONprC0M:&tbnh=142&tbnw=99&prev=/images%3Fq%3Ddorney%2Bpark%26hl%3Den%26rls%3Dcom.microsoft:en-US%26sa%3DN%26um%3D1 http://www.rasslers.us/assets/images/dorney_park_2.jpg http://www.ultimaterollercoaster.com/coasters/history/1960_1970/img/dp_lazer.jpg http://media-cdn.tripadvisor.com/media/photo-s/01/1d/f2/b1/dorney-park.jpg http://eastcoastcoastercraze.com/myPictures/TLNfull3.jpg http://eastcoastcoastercraze.com/myPictures/TLNfull3.jpg აუუ კიდე მომინდააააა ერთადერთი ამ პარკს რაც უტეხავას არის ის რომ გადატენილია ზანგებით, რომლებიც იქცევიან პახაბნად პროსტა და ზიზღს იწვევენ იმენა. თან არიან ბინძურები , წყალში ვერ შეხვალ ეგენი თუ არიან . |
Posted by: SweeTy-Flower 5 Aug 2009, 11:39 |
sofi-18 არც ისე საშინელებაა მე როცა ვიჯეQი იმ დროს ადრინალინს ვიღებდი და ვერ ვგრძნობდი შიშს მაგრამ მეორედ რო მივედი ვერაფერზე ვერ დავჯექი დაჯე იმ ჭიაყელის შემეშინდა ჰოდა მადლობა თAვისუფალ ვარდნას !!! |
Posted by: metriko 10 Aug 2009, 17:49 |
ხოო... ეხლა ვიყავი რამდენიმე დღის წინ ციცნეთელაში.. მართლა ძაან მაგარი იყო.. აი კამიკაძეზე და ექსპრესზე ვერ გავბედე დაჯდომა თორე.. ისე ძაან მაგარია იყო.. ხო კიდე ნამეტანი დამევასა საშინელებათა ოთახი.. იქიდან რო გამოვედი კიდე მინდოდა შესვლა მარა ვინ გაგიშვა.. მოკლედ ძალიან მაგარია ციცინათელა.. კაროჩე სრულწლოვანი რო გავხდები ყველაფერ საშინელებაზე უნდა დავჯდე.. ისე შარშანწინ რო ვიყავი მანდ მაშინ სდღაც 11-12 წლის ვიყავი და პირველივე რაზეც დავჯექი იყო მაგარი საშინელება და იქიდან რო ჩამოვედი მთვრალი კაცებივით რვიანებს ვხაზავდი და ძლივს მივაღწიე კაფემდე ნაბეღლავი რო მეყიდა. |
Posted by: journalist 2 Jan 2011, 18:28 |
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია საიდან მოდის ატრაქციონები, როგორი იყო უძველესი ატრაქციონები, როგორ განვითარდნენ, რაიმე მითები თუ არის ამ თემაზე? |
Posted by: myname_myname 2 Jan 2011, 21:13 |
აუ მთაწმინდაზე ვნახე დღეს აშენებენ რაღაც დიდს მალე იქნება უკვე ისეთI პირი უჩანს ვიიმე ერთი სული მაქ როდის გახსნიან საქართველოში რაცაა ყველა გავსინჯე მარა არ მყოფნის |
Posted by: Dface 3 Jan 2011, 11:24 |
myname_myname ამაზე იძახი? http://forum.ge/?showtopic=33951224&view=findpost&p=23201922 |
Posted by: myname_myname 3 Jan 2011, 13:38 | ||
Dface
ხო რამაგარია |
Posted by: di_onise 3 Jan 2011, 13:54 |
ეგ რა არის, მაიმუნობაა (( აი ნამდვილი როლერ ქოსთერი http://www.coastergallery.com/japan/N09.html ისრით გადადით შემდეგი სურათების სანახავად |
Posted by: nulovani_tolerantobaa 3 Jan 2011, 15:04 | ||
რა მაგარია |
Posted by: Ronyy 8 Jan 2011, 17:27 |
საქართველოში ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონი კატაპულტა იყო მთაწმინდაზე და ეგეც მიხურეს |
Posted by: laluchebi 8 Jan 2011, 17:34 |
საქართველოში არა მგონია მაგარი ექსტრიმის ატრაქციონი იყოს, აი უკრაინაში, ბელორუსში და თურქეთში კი იცოცხლე! |
Posted by: bonnie 8 Jan 2011, 17:38 |
საქართველოში ერთადერთი ექსტრემალური ატრაქციონი რაც გვაქვს ბუსტერია ქობულეთში საკაიფოა )) ეჰ რა იქნება გააკეთონ რამე .... |
Posted by: Remarque 8 Jan 2011, 17:43 |
48 მეტრიანი eclipse(maximum) ამაზე მაგარი ატრაქციონი იმინნა არ არსებობს იმჰო |
Posted by: VenoMGag 8 Jan 2011, 17:44 |
აუ ჰამბურGში ვიჯექი ამერიკულ გორკებზე წვიმაში თან. ჩემს მეტი არავინ არ დაჯდა რა და გამიკვირდა და რო დაიცყო მოძრაობა ჯერ ნალე მიდიოდა თან ვსველდებოდი და უცებ რომ მიაწვა წვეთები სახეში ისე მხვდებოდა მაგრა მტკიოდა და ვყივოროდი რა მაგარია თქო ხელები ჰაერში ავწიე კინაღამ წამეცალა ისევ ჩამოვწიე და გავაგრძელე რა მაგარიას ძახილი. ძააააააააააან მაგარი იყო ძალიან . |
Posted by: 0m1ko 8 Jan 2011, 21:56 |
ჰეჰე... სგ სგ |
Posted by: mais 16 Jul 2012, 16:56 |
ვინმემ თუ იცით "ციცინათელა" მუშაობს???? |
Posted by: ninukaaaa4 16 Jul 2012, 18:47 |
mais არა დააყადაყა ჩვენმა ძვირფასმა პრეზიდენტმა :puke: |
Posted by: Dr Dre 16 Jul 2012, 23:58 | ||
mais
მუშაობს, გუშინ ვიყავი. |
Posted by: ვეგა 19 Jul 2012, 00:54 | ||
მართლა მაგარია მაგაზე ვარ მგონი ნაჯდომი ბელგიაში |
Posted by: loveway 19 Jul 2012, 13:51 | ||
Dr Dre
მინიმუმ რამდნეი ლარი უნდა მქონდე სკაკ მინიმუმ 5 ატრაქციონით რომ მვისიამოვნო? |
Posted by: akkai 19 Jul 2012, 14:02 |
ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, სხვა ექსტრემალურ ნახტომებს აღარ ვაღიარებ: http://intermedia.ge/vid/76570-ბეი |
Posted by: g_o_g_i_n_a 19 Jul 2012, 14:06 | ||||
ერთი შეყვარებული დაგიჯდჯება ეგ ყველაფერი |
Posted by: Dr Dre 23 Jul 2012, 19:11 | ||
loveway
35-40 ლარი გეყოფა ალბათ ) |
Posted by: sade 30 Jul 2012, 13:24 |
ერთი კვირის წინ ვიყავი ციცინათელაში.. ბუსტერთან ვიდექი და ვუყურებდი კაი ხანი...ლამის გული წამივიდა მარტო ყურების გამო და რომ დავმჯდარიყავი სავარადაუდოდ მოვკვდებოდი ))))))) საოცრებაა მართლა..კააააი გულის პატრონი უნდა იყო ....))) |
Posted by: benito777 31 Jul 2012, 12:44 | ||
ეს მეც ძალიან მომეწონა უბრალოდ ყველა კუნთი მტკიოდა ბოლოს დაძაბულობისგან |
Posted by: totia 31 Jul 2012, 13:16 |
sade მთავარია დაიჯერო რომ აქაურების გაკეთებული არაა,დალშე მაგარია |