Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული მუსიკა > ალუდა ქეთელაური


Posted by: reggaeboby 19 Jun 2012, 00:18
ალუდა ქეთელაური


ძალიან გთხოვთ!!! გავაზიაროთ ვისაც რა მოეპოვება ამ უნიჭიერესი მომღელის გარშემო.
საინტერესოა ლექსები და სუფრაზე ნამღერი, სამოყვარულო კამერით გადაღებული, ან სრული კონცერტები.

ამ თემას კი მისი ხსოვნის ვიდეოთი გავხსნი, რათა ის მარად გვახსოვდეს, როგორც უნიჭიერესი ფოლკლორისტი:
-
-
-
-
http://www.youtube.com/embed/VCtMlvuG4SQ

-
-
-
-

Posted by: FROM GEORGIA 19 Jun 2012, 17:11
კარგი თემაა up.gif ეს კაცი უკვდავი უნდა იყოს ჩვენში, მე სიკვდილის შემდეგ გავიცანი და გული ძალიან მტკივა რომ აღარ არის ამქვეყნად და ცოცხლად ვეღარ მოვუსმენ, მაგრამ მისი ნამღერის ფართო აფიშირება უნდა მოხდეს რომ ბევრმა გაგოს რა ფენომენალური ხმისა და ნიჭის ადამიანი იყო

Posted by: Blaugrana_Ika 19 Jun 2012, 18:50
FROM GEORGIA
QUOTE
მე სიკვდილის შემდეგ გავიცანი და გული ძალიან მტკივა რომ აღარ არის



ძალიან, ძალიან ბევრია დღეს ასეთი და ამაზე მწყდება გული sad.gif ცუდია, უფრო ფართოდ რო ვერ გამოავლინა თავისი თავი

ძალიან ბევრი რამე ჰქონდა გასაკეთებელი.. 24 წელი არაფერი არაა.. თამამად ვიტყვი, რომ ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამდა მხოლოდ.

Posted by: FROM GEORGIA 19 Jun 2012, 20:41
იქნება ალბომი გაკეთდეს რა თუ იქნება შესაძლებელი,ძაან მაგარი იქნება

Posted by: Sali666 19 Jun 2012, 20:45
სანამ მოკვდებოდა მანამდე რატო არ გაუხსენით თემა? user.gif

Posted by: minerva25 19 Jun 2012, 21:27
კიდე ვერ ვიჯერებ რომ ცოცხალი აღარაა cry.gif ძალიან მტკივა.... მას შემდეგ რაც პირველად მოვუსმინე დაუსრულებლად შემეძლო მოსმენა, არც კი მახსოვს რამდენი ხანია გასული მას შემდეგ sad.gif საქართველოს ნოსტალგია რომ შემომაწვებოდა სულ მის სიმღერებს ვუსმენდი-ხევსურეთში ყოფნისას კი გუდანის ჯვარი მემღერებოდა .... მის სახელს არ დავიწყება უნდა sad.gif ხევსურეთი კიდე უფრო დააცარიელა მისმა გარდაცვალებამ sad.gif

http://www.youtube.com/watch?v=gY24H7wEBQA

Posted by: FROM GEORGIA 21 Jun 2012, 11:34
ძალიან სევდიანი ხმა აქვს და ეს მისი ნამღერი უზომოდ სევდიანია, ფუი ამის დედაც ეს უნდა მომკვდარიყო და აქ დარჩენილი ვითომ ვარსკვლავები ყურს აუპატიურებდნენ ყოველდღე?! mad.gif




ესეც მაგრა სწორებს საქართველო!!!!!!!!!!!!!!!!!

აუ მაგრა მინდა ამის დისკი მანქანაში რომ მოვუსმინო, ვერსად ვერ დავითრევ? ან არის საერთოდ?

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 12:10
FROM GEORGIA
დისკი არ ვიცი, მარა MP3-ში მაქვს ალუდას ყველა სიმღერა, რაც სადღეისოდ მოიპოვება. თუ გინდა, მოგაწვდი და შენით ჩაწერე ცარიელ დისკზე..

Posted by: Anfield13 21 Jun 2012, 12:20
სამწუხაროდ ალუდას სიმღერები გაქრა Youtube-დან ადრე გაცილებით მეტი იყო ეხლა აღარ არის. არ ვიცი რატომ წაშალეს მაგრამ ამ ბიჭს ვერავინ წაშლინ ჩვენი გულებიდან მაგარი ადამიანი იყო როგორც მეუბნებიან პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ძმაკაცებისგან ვიცი. 40-ზე ვაპირებ წასვლას გული დამწყვიტა ნამდვილად.გაანათლოს ღმერთმა მისი სული.
MP3 ვერსიები მაქვს ოღონდ Youtube-დან მაქვს გადმოწერილი

Posted by: lorea 21 Jun 2012, 12:36
მე მაქვს ჩემი გადაღებული ვიდეოები, ოღონდ ძველ კომპიუტერში და აუცილებლად დავდებ როგორც კი მოვახერხებ ..........

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 13:23
Anfield13
QUOTE
ალუდას სიმღერები გაქრა Youtube-დან ადრე გაცილებით მეტი იყო ეხლა აღარ არის. არ ვიცი რატომ წაშალეს



ალუდამ წააშლევინა.. რატომღაც არ უყვარდა მანდ რომ იდო..

lorea
აუცილებლად დადე. ხალხმა აუცილებლად უნდა გაიცნოს ალუდა, ახლა მაინც. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

Posted by: Anfield13 21 Jun 2012, 13:58
Blaugrana_Ika
QUOTE
ალუდამ წააშლევინა.. რატომღაც არ უყვარდა მანდ რომ იდო..

ხო მანდ ვუსმენდი სულ უცებ გააქრეს sad.gif
MP3 ვერსიები ვისაც გაქვთ დადეთ მე დავდებ ეხლა რაც მაქვს ოღონდ Convert-ით მაქვს გაკეთებული
აი ეს 4 სიმღერა მომეპოვება, სამწუხაროდ მეტი არ მაქვს. ვისაც გაქვთ დადევით მე მაგრად მინდა
http://allshares.ge/download.php?id=61B8679547

Posted by: lorea 21 Jun 2012, 14:02
-----------------------------------------------------------------

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 14:07
Anfield13
user.gif

დავწერ ახლა მე რომელი MP3-ებიც მაქვს


არ გიყვარდი, ჩემთვის რაღად მღეროდიო

ჭიუხებში მოვძებნიდი თავშესაფარს

მაყვალა

შატილის ცასავით

პატარა მარი

არაგველები

მაგწონს არხვატი

როდისმე

საქართველო

თამარა

მეხუთე სეზონი - გუდანის ჯვარი

მეხუთე სეზონი - ზეცას შახენეო

მეხუთე სეზონი - ბინდი ჩამოწვა არხოტის თავზე

მეხუთე სეზონი - გრძნობების სახლი

მეხუთე სეზონი - რა დამაბერებს

Posted by: Anfield13 21 Jun 2012, 14:13
QUOTE (Blaugrana_Ika @ 21 Jun 2012, 14:07 )
Anfield13
user.gif

დავწერ ახლა მე რომელი MP3-ებიც მაქვს


არ გიყვარდი, ჩემთვის რაღად მღეროდიო

ჭიუხებში მოვძებნიდი თავშესაფარს

მაყვალა

შატილის ცასავით

პატარა მარი

არაგველები

მაგწონს არხვატი

როდისმე

საქართველო

თამარა

მეხუთე სეზონი - გუდანის ჯვარი

მეხუთე სეზონი - ზეცას შახენეო

მეხუთე სეზონი - ბინდი ჩამოწვა არხოტის თავზე

მეხუთე სეზონი - გრძნობების სახლი

მეხუთე სეზონი - რა დამაბერებს

დადე კაცურად რა ამდენი არც მომისმენია მაგრად მინდა

Posted by: FROM GEORGIA 21 Jun 2012, 14:15
QUOTE
მე მაქვს ჩემი გადაღებული ვიდეოები, ოღონდ ძველ კომპიუტერში და აუცილებლად დავდებ როგორც კი მოვახერხებ

დადე რა ყველამ გაიგოს რა ხმა და ნიჭი დაიკარგა, რაც მეტი ითქმევა და დაიდება ალუდაზე უფრო მეტი გაიგებს მის შესახებ,უბედურებაა ასეთი კაცი გვყავდა და არავინ მის შესახებ არ იცოდა მისი ახლობლებისა და მეგობრების გარდა

Posted by: Anfield13 21 Jun 2012, 14:19
QUOTE
დადე რა ყველამ გაიგოს რა ხმა და ნიჭი დაიკარგა, რაც მეტი ითქმევა და დაიდება ალუდაზე უფრო მეტი გაიგებს მის შესახებ,უბედურებაა ასეთი კაცი გვყავდა და არავინ მის შესახებ არ იცოდა მისი ახლობლებისა და მეგობრების გარდა

გეთანხმები ვისაც რა გაქვთ დადევით ასეთი ნიჭი არ უნდა იკარგებოდეს sad.gif

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 14:20
user posted image

არ გიყვარდი, ჩემთვის რაღად მღეროდიო

ჭიუხებში მოვძებნიდი თავშესაფარს

მაყვალა

შატილის ცასავით

პატარა მარი

არაგველები

მაგწონს არხვატი

როდისმე

საქართველო

თამარა

მეხუთე სეზონი - გუდანის ჯვარი

მეხუთე სეზონი - ზეცას შახენეო

მეხუთე სეზონი - ბინდი ჩამოწვა არხოტის თავზე

მეხუთე სეზონი - გრძნობების სახლი

მეხუთე სეზონი - რა დამაბერებს



გადმოწერა: http://allshares.ge/download.php?id=7A4C370C70

Posted by: FROM GEORGIA 21 Jun 2012, 14:21
Blaugrana_Ika
QUOTE
არ გიყვარდი, ჩემთვის რაღად მღეროდიო

ჭიუხებში მოვძებნიდი თავშესაფარს

მაყვალა

შატილის ცასავით

პატარა მარი

არაგველები

მაგწონს არხვატი

როდისმე

საქართველო

თამარა

მეხუთე სეზონი - გუდანის ჯვარი

მეხუთე სეზონი - ზეცას შახენეო

მეხუთე სეზონი - ბინდი ჩამოწვა არხოტის თავზე

მეხუთე სეზონი - გრძნობების სახლი

მეხუთე სეზონი - რა დამაბერებს

up.gif ჯიგარი ხარ!

Posted by: Anfield13 21 Jun 2012, 14:23
Blaugrana_Ika
გაიხარე მადლობა

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 14:28
FROM GEORGIA
Anfield13
smile.gif

იმედია, ამ სიას კიდევ შევმატებთ სხვა სიმღერებსაც

Posted by: FROM GEORGIA 21 Jun 2012, 14:41
Blaugrana_Ika
QUOTE
იმედია, ამ სიას კიდევ შევმატებთ სხვა სიმღერებსაც

იმედია

Posted by: Anfield13 21 Jun 2012, 14:49
Blaugrana_Ika
QUOTE
იმედია, ამ სიას კიდევ შევმატებთ სხვა სიმღერებსაც

ნეტავ მოიძებნებოდეს დიდი სურვილი მაქვს .
ეხლა ვუსმენ და აკიდან ნახევარზე მეტი არ მაქვს მოსმენილი და "არ გიყვარდი და რა დამაბერებს" აი ამ ორმა სიმღერამ იმენა მაგარი გავლენა იქონია, საოცარი ნიჭის პატრონი იყო და არ უფასდებოდა, რატომ უნდა მიდიოდეს ასეთი ადამიანი, რატომ არ უნდა იყოს ალბომი ჩაწერილი ასეთი მუსიკა, ხმა რაზე რაზე. მე მართლა გული მწყდება ალუდაზე ისე როგორც ბევრს.
არაფერი არ დაგაბერებს უკვდავი ხარ ხალხისთვის იქ გაგიმარჯოს სადაც ხარ.
მადლობა მუსიკებისთვის კიდევ ერთხელ.
დადეთ ხალხო კიდევ რაიმე ჩანაწერები თუ გაქვთ

Posted by: minerva25 21 Jun 2012, 14:55
Blaugrana_Ika

ლინკი არ იხსნება sad.gif

მისი ლექსების, ჩანახატების და ა.შ შეგროვებაც კარგი იქნება ..

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 14:57
minerva25
ჩემთან იხსნება.. რავი, ავტვირთო სხვაგანაც?


გადაწერეს სხვებმაც და..

Posted by: Anfield13 21 Jun 2012, 14:59
მუშა ლინკია მე გადმოვიწერე ეხლაც შევამოწმე და იწერს,ეტყობა ბრაუზერის აქვს რამე პრობლემა user.gif

Posted by: lorea 21 Jun 2012, 15:03
Blaugrana_Ika
შენ რაც დადე ეგ სიმღერები მაქვს მეც თითქმის, ოღონდ ჩემი გადაღებულებია. უმეტესობა სახლში სუფრაზე ნამღერებია და მაინც დავდო?


Posted by: Anfield13 21 Jun 2012, 15:06
lorea
ვიდეოები,რომ დადო არ აჯობებს? user.gif

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 15:06
lorea
ვიდეოიანად თუ დადებ, მთლად კარგი smile.gif


იცით ალბათ ლექსი, "ბავშვები კაფეში". ალუდას გაკვეთილზე ამ ლექსზე ესეს დაწერა მოსთხოვეს, ამან ლექსად დაწერა:

. . .მე გული მტკივა ყველა იმ ბავშვზე,
ვინც ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეს
.ზოგჯერ ნაკლებად ვფიქრობთ ჩვენ სხვაზე
ის კი - სევდაში ატარებს წამებს. .
. და სადღაც ქუჩის ვიწრო კუთხეში
დგას მარტო, ობლად საწყალი ბავშვი . . .
პურის ნატეხი უჭირავს ხელში
სხვეის ბავშვებს კი - სძინიათ სახლში
.სავსეა დარდით თვალები მისი
და სითბოს ეძებს ყველაში, ყველგან . . .
ყველას არ უყვარს შვილები სხვისი,
მით განსხვავდება ის ყველა ჩვენგან.
ფიქრობს და ხვდება, რომ ის სხვა არის
და თავის ადგილს ქუჩაში ხედავს,
ფიქრობს და გულზე უჩნდება ბზარი
ის ხომ ვერავის ეძახის დედას!
ის უკვე ყველას უყურებს ზიზღით,
რადგან ჩვენ თვითონ ვექცევით ასე,
ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთადერთ მიზნით,
რომ ფულით გვქონდეს მუთაქა სავსე . . .
და გვავიწყდება, რომ ყველა ბავშვი,
რომ ყველას შვილი შვილია ღმერთის!. .
წამო, პატარავ, წაგიყვან სახლში,
არ შემიძლია მოთმენა მეტის!


user posted image

წითელი ზედით

Posted by: lorea 21 Jun 2012, 15:08
Anfield13
Blaugrana_Ika

სახლშია გადაღებული და მაგიტო ვამბობ უხერხული ხო არ იქნებატქო .........

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 15:17
lorea
დადე, დადე. სახლში გადაღებულია უმრავლესობა ისედაც...


user posted image


მასწავლებლები: ერთხელ, ალუდამ ღამე გაგვათენებინა, გული გადაგვიშალა და მეორე დღეს ღამენათევებს მოგვიწია გაკვეთილების ჩატარება, მან კი ლექსით მოგვიბოდიშა.


ახლა გიამბობთ ამბავსა
ერთი ხევსური ბიჭის,
გამოყენება არ იცის,
ღვთისგან ბოძებულ ნიჭის! . .

ამბობენ სასმელს ხშირად სომს,
არ აკონტროლებს ენასა,
ცუდ ახალგაზრდას ყველა გმობს
და იმახსოვრებს წყენასა.

ეს მე ვარ ხევსური ბიჭი,
მთვრალმა დავკარგე გონია,
საწყენად არას ვიძახდი,
სათქმელ არ მომიგონია.

ყველაფერს გარჩევა უნდა:
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
სიტყვებსაც აწონვა უნდა,
რომ სხვამ არ მაიწყინოსა.. .

დავღონდი, გულმა იტირა,
ცრემლებ თავისით დიოდა,
ვხვდებოდი, რასაც ვამბობდი,
კარგად არ გამომდიოდა. . .

ვხვდებოდი, ძალიან ვწუხდი,
ჩემს თავზე ვიბოღმებოდი,
ტუჩზე ღიმილი მეკერა,
მაგრამ დარდისგან ვკვდებოდი.

არ ვიცი, მე თქვენს წინაშე,
როგორ ვიხადო ბრალია,
გინდა კიდევაც დამადეთ,
ვერმოუხდელი ვალია.

სასმელმა გამათამამა
და ამირივა ტვინია
ალბათ ფიქრობდით ჩემზედა
ალუდაა თუ ნინია.. .

არ მინდა ცუდის კეთება
გული არა მაქ ცუდია,
თქვენც მომიტევეთ, სასმელში
სიტყვებ გამამდის მრუდია.

არც არვის თავს არ ვაცოდებ,
მაგრამ მაქვს სინანულია,
წყენით გავსებულ გულისა
დაცლა ცოტათი რთულია.. .

ეს წყენა განა თქვენზეა,
ჩემზე მეშლება ნერვები,
ხანდახან ალბათ ცუდიც ვარ
დამეთანხმებით ბევრები.

შენდობას ვითხოვ ყველასგან,
გულში მაქვს ბევრი ნაღველი,
მინდა დავწერო ბოლომდე,
რომ აღარ დამრჩეს სათქმელი.

მე თქვენ გულწრფელად მიყვარხართ,
გული სავსე მაქვს თქვენითა,
სიყვარულს ნუ ჩამიკეტავთ,
ერთი უბრალო წყენითა.

მე ერთი ვიცი, ბოლომდე
მექნება თქვენი იმედი!. .
ჩემთვის პატარაც ბევრია
თქვენ არ გეგონოთ მცირედი.

გამოღმა გამომიყვანეთ,
მატარებთ თქვენი მხრებითა,
სიკვდილთან როცა ვომობდი,
და ვაბიჯებდი ფეხითა.

ყველაფერს სწავლა სჭირდება,
მოქცევას, დაფასებასა,
ღმერთმა ეს მადლი გაჩუქათ
მე არ დაგიწყებთ ქებასა.

უბრალოდ მადლი მინდა ვთქვა,
დიდება მაღალ ღმერთისა,
მართლა ჩვენა ვართ შემქმნელი
ჩვენივ საკუთარ ბედისა.

სიტყვები არ მითავდება,
ფურცელიმც გათავდებისა,
თქვენ მოფერებით აღვსილი
გულიც ნუ მამიკვდებისა!

კიდევ მოგიხდით ბოდიშსა,
სატირლად გული მერევა,
სიყვარულია ამ ლექსში,
სევდა არ გამოერევა.

არ ვიცი, კიდევ დავწერო?
ალბათ მომივა ბევრია,
ღმერთის მეგობარს, ვიცი, რომ
ვერ მოერევა მტერია.

თქვენი თვალების სიწმინდე,
უმანკოება გრძნობაში,
ბევრჯერ მინახავ ჩუმ ცრემლი
ამ ლამაზ მეგობრობაში.

ახლა კი, მგონი ვამთავრებ,
თქვენ იყვას მწყალობელია,
ეგეთები ხართ, გენაცვლეთ,
როგორც ვაჟაის შველია!

ერთობა ყველას ჯობია,
თანამოაზრეც კარგია,
ცხოვრებას ისე მიჰყვებით,
არ არის დასაკარგია.

იქნებ ეს ლექსიც არ ლექსობს,
არაფრად არა ვარგია,
მე ჩემ სათქმელი გითხარით,
და მოვიშორე ბარგია!

16/12/2009 ა. ქეთელაური
* * *
user posted image

ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს
ვერ ვცემ საკადრის,მწიფე პასუხებს;
სანამ ვცოცხლობ და სანამ ვარსებობ,
სანამ სიკვდილი დამანამუსებს...

სანამ სიცოცხლე ჯერ კიდე მინდა
და სანამ ფასობს ქვეყნად მანდილი;
მინდა გრძნობები უფრო ხალასი!...
მინდა გრძნობები უფრო ნამდვილი!

მინდა რომ თქვენი თვალების სირმით
შემკული ზეცა მეფაროს თავზე
და სიკვდილამდე თუკი მივედი -
მინდა რომ ჩემი ცხოვრების გზაზე --

მინდა რომ ამ ჩემს სავალ ბილიკებს...
მოტივად გაჰყვეს თვალები თქვენი;
თქვენ შეიძლება მაძაგებთ,მაგრამ
ეს ხოტბა არის თქვენდამი ჩემი!!!

/ალუდა ქეთელაური/

Posted by: FROM GEORGIA 21 Jun 2012, 15:32
lorea
QUOTE
სახლშია გადაღებული და მაგიტო ვამბობ უხერხული ხო არ იქნებატქო .........

კაი რა დადე რა მოხდა მერე რომ სახლშია გადაღებული პლზ
* * *
QUOTE
.მე გული მტკივა ყველა იმ ბავშვზე,
ვინც ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეს
.ზოგჯერ ნაკლებად ვფიქრობთ ჩვენ სხვაზე
ის კი - სევდაში ატარებს წამებს. .
. და სადღაც ქუჩის ვიწრო კუთხეში
დგას მარტო, ობლად საწყალი ბავშვი . . .
პურის ნატეხი უჭირავს ხელში
სხვეის ბავშვებს კი - სძინიათ სახლში
.სავსეა დარდით თვალები მისი
და სითბოს ეძებს ყველაში, ყველგან . . .
ყველას არ უყვარს შვილები სხვისი,
მით განსხვავდება ის ყველა ჩვენგან.
ფიქრობს და ხვდება, რომ ის სხვა არის
და თავის ადგილს ქუჩაში ხედავს,
ფიქრობს და გულზე უჩნდება ბზარი
ის ხომ ვერავის ეძახის დედას!
ის უკვე ყველას უყურებს ზიზღით,
რადგან ჩვენ თვითონ ვექცევით ასე,
ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთადერთ მიზნით,
რომ ფულით გვქონდეს მუთაქა სავსე . . .
და გვავიწყდება, რომ ყველა ბავშვი,
რომ ყველას შვილი შვილია ღმერთის!. .
წამო, პატარავ, წაგიყვან სახლში,
არ შემიძლია მოთმენა მეტის!

კარგი ლექსია და რა გაკვეთილზეა ეგ დაწერილი ვერ გავიგე როცა სკოლაში სწავლობდა?

Posted by: Anfield13 21 Jun 2012, 15:42
lorea
მე რაც ძმა აქამდე ნანახი სულ სახლში ან ბუნებაშია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა user.gif

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 15:55


ამ სიმღერის MP3-ის გადმოსაწერი ლინკი (იმ სიაში არ მქონდა): http://allshares.ge/download.php?id=58C0AF0047

Posted by: minerva25 21 Jun 2012, 15:57
Blaugrana_Ika
საქართველოში არ ვიმყოფები და შეიძლება მაგიტომ?...

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 16:06
minerva25
ალბათ...

ავტვირთე უცხოურზეც

http://www.filesonic.com/file/ZVEa66l

ნახე აბა..

Posted by: minerva25 21 Jun 2012, 16:42
Blaugrana_Ika

დამიწერა რომ დაშეარება აკრძალულია ამ საიტზე. მხოლოდ ფაილების დამდებს აქვს ჩამოტვირთვის უფლება sad.gif

Posted by: Blaugrana_Ika 21 Jun 2012, 16:56
minerva25
გიშველი რამეს, საღამომდე smile.gif

http://www.filefactory.com/file/th2qyynauer/n/Aluda_Qetelauri.rar

ეს ნახე აბა

ქვევით ჩამოწიე და მარცხნივაა დაუნლოადი

Posted by: მაიტო 21 Jun 2012, 19:17
ალუდა ჩემი სკოლელი იყო

სულ მღეროდა ხოლმე

ფრენბურთის თამაშის დროსაც კი sad.gif

ლექსებსაც თუ წერდა, არ ვიცოდი

უფრო სხვანაირი, ,,მდიდარი" ადამიანი ყოფილა, ვიდრე მეგონა sad.gif

Posted by: FROM GEORGIA 21 Jun 2012, 20:12
ესეც კარგია !!!!!!!!!!!!!!რა იქნებოდა ერთი ნორმალური ალბომი გაეკეთებინათ ამ კაცისათვის, არადა ეკუთვნის




ეს კი უძლიერესია

Posted by: MrsT 21 Jun 2012, 22:50
საშინლად ვარ სხვას ვეღარაფერს ვუსმენ,მისი ხმის გაგება მინდა sad.gif ყველაზე საშინელი კი ისაა რომ ნამდვილი მიზეზიც კი ვერ გავიგე როგორ გარდაიცვალა ..მარტო ჭორები sad.gif

Posted by: minerva25 21 Jun 2012, 23:04
Blaugrana_Ika

დიდი მადლობა-როგორც იქნა ჩამოვტვირთე.

Posted by: PILOTI 21 Jun 2012, 23:57
http://khevsureti.ge/?p=1544

http://khevsureti.ge/?p=1544

Posted by: FROM GEORGIA 22 Jun 2012, 10:41
ასე ყველა სიმღერა მომწონებოდეს ერთი მომღერლის ჯერ არ ყოფილა,ისეთი შთაბეჭდილება მაქვს ალუდას ყველაზე საზიზღარი სიმღერა რომ ემღერა მაინც სასიამობნოთ მოსასმენი იქნებოდა

Posted by: Anfield13 22 Jun 2012, 11:51
FROM GEORGIA
QUOTE
ასე ყველა სიმღერა მომწონებოდეს ერთი მომღერლის ჯერ არ ყოფილა,ისეთი შთაბეჭდილება მაქვს ალუდას ყველაზე საზიზღარი სიმღერა რომ ემღერა მაინც სასიამობნოთ მოსასმენი იქნებოდა

გეთანხმები, ყველა სიმღერა კარგი მოსასმენია

Posted by: FROM GEORGIA 22 Jun 2012, 12:11
Mrs T
QUOTE
ყველაზე საშინელი კი ისაა რომ ნამდვილი მიზეზიც კი ვერ გავიგე როგორ გარდაიცვალა ..მარტო ჭორები

მაგას რა აზრი აქვს ჩემო კარგო, გარდაიცვალა და მორჩა sad.gif

Posted by: reggaeboby 22 Jun 2012, 13:07
ეს საერთოდ უძლერესი ვიდეოა

http://www.youtube.com/watch?v=pXo6pYU0HMU&list=UUDqFqAuGoUcaFxLU8x8voQQ&index=1&feature=plcp

Posted by: Franc 22 Jun 2012, 13:12
როდის გარდაიცვალა რა დაემართა?sad.gif

Posted by: dima z3stafan 22 Jun 2012, 13:27
http://www.youtube.com/watch?v=PPakwJQzVzw&feature=related

აქ რო ბიჭია,თეთრები აცვია,დათოა ტყეშელაშვილი . ჩემი ახლობელია,ზესტაფონნელი ბიჭია და ალუდას უახლოესი ძმაკაცი იყო,ხშირად ჩამოყავდა ხოლმე აქ და რჩებოდა ხოლმე ამასთან და მანდედან ვიცოდი მეც ალუდა .

ახლა რო გარდაიცვალა განადგურებულია აქ მთელი ოჯახი sad.gif

მეც შეხვდი ერთხელ დათოს და ალუდას ქუჩაში და ახლაც თვალწინ მიდგას sad.gif

ნათელში იყოს .

user.gif

Posted by: Alice_In_Wonderland 22 Jun 2012, 13:48
QUOTE (»»Ş»A»L»i»A»» @ 19 Jun 2012, 20:45 )
სანამ მოკვდებოდა მანამდე რატო არ გაუხსენით თემა?  user.gif

http://forum.ge/?showtopic=34139412&hl=

: ))


ვეღარ ვუსმენ მის სიმღერებს
და მგონი ვეღარასდროს მოვუსმენ ..

Posted by: FROM GEORGIA 22 Jun 2012, 13:57
Alice_In_Wonderland
QUOTE
ვეღარ ვუსმენ მის სიმღერებს
და მგონი ვეღარასდროს მოვუსმენ ..


მის სიმღერებს ვეღარ ვუსმენ კი არა, სხვის სიმღერებს ვეღარ ვუსმენ რაც მაგას მოვუსმინე sad.gif

Posted by: minerva25 22 Jun 2012, 14:01
მე კი მაზოხისტი ვარ-ვუსმენ და თან საშინლად მტკივა cry.gif

Posted by: FROM GEORGIA 22 Jun 2012, 14:14
არადა ერთი კაი ხეირიანი ჩანაწერი არაა მაგისი, მარტო სამოყვარულო ვიდეოებიაა, აფსუს

Posted by: Kate789 22 Jun 2012, 14:21
რამდენი წლის იყო, რომ გარდაიცვალა?
რისგან გარდაიცვალა???

Posted by: FROM GEORGIA 22 Jun 2012, 14:28
Kate789
QUOTE
რამდენი წლის იყო, რომ გარდაიცვალა?

24 წლის

Posted by: Sali666 22 Jun 2012, 14:37
Alice_In_Wonderland
ფაქტია რო სანამ მოკვდებოდა ამდენი ფანი არ ყოლია და აი ამას ვერ ვიტან რა facepalm.gif მოკვდა და თავი გაიგიჟეს vis.gif
უკვე ყველა განყოფილებაში მეხუთე თემას უხსნიან facepalm.gif

Posted by: Blaugrana_Ika 22 Jun 2012, 15:08
»»Ş»A»L»i»A»»
ვინც მოდის გამო ყვირის დღეს ალუდას, ეგ მართლა არაა მოსაწონი მარა

პირადად ჩემს გარშემო ოთხმა კაცმა მაინც გაიგო (სიკვდილის შემდეგ) ჩერეზ ჩემიდან და გულით შეიყვარეს, მგონი ამაში ცუდი არაფერია.


Posted by: Hug 22 Jun 2012, 15:28
უცხო ადამიანის გარდაცვალება ასე მწყენოდეს არ მახსოვს
აი უზომოდ მტკივა
დიდი ხანია ვუსმენ და სულ მეგონა რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა
განსაკუთრებული ხმა ქონდა
ძალიან მწყდება გული რომ მეხუთე სეზონის ვერცერთ კონცერტდ ვერ დავესწარი
უფრო კარგი ხარისხის ჩანაწერები რო მოიპოვებოდეს კარგი იქნებოდა

ალუდას რამოდენიმე ლექსი გავრცელდა მარტო, მგონია რომ უფრო მეტი ქენება დაწერილი და არ შეუძლიათ მის მეგობრებს რომ დადონ?

Posted by: Alice_In_Wonderland 22 Jun 2012, 15:37
FROM GEORGIA

სულ ვუსმენდი სანამ დაიღუპებოდა
ახლა ვეღარ

»»Ş»A»L»i»A»»
შეიძლება ბევრმა მართლა ეხლა გაიგო მის შესახებ, მოეწონათ და გაიგიჟეს თავი
ეგ არაფერი 2kiss.gif

Posted by: datobaxutashvili 22 Jun 2012, 15:41
QUOTE
რისგან გარდაიცვალა???

მართლა მაგარი ადამიანი წავიდა წამალს რო იკეთებდა არასწორედ გაუკეთებია

Posted by: Blaugrana_Ika 22 Jun 2012, 15:49
datobaxutashvili
QUOTE
მართლა მაგარი ადამიანი წავიდა წამალს რო იკეთებდა არასწორედ გაუკეთებია


არ იყო ალუდა წამლის კაცი! ვერ დავიჯერებ მაგას. ბოლოს სიგარეტსაც დაანება თავი და სასმელსაც. რა ეტყობა წამალდამოკიდებულის, გინდა აზროვნებით, გინდა ფიზიკურად?

Posted by: PILOTI 22 Jun 2012, 15:51
Alice_In_Wonderland
QUOTE
ვეღარ ვუსმენ მის სიმღერებს


უბანში რო გამოვდივარ სულ მგონია რო ჩვენთაა sad.gif

Posted by: OstatO_Chuu 22 Jun 2012, 16:58
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული sad.gif(((... კაი ადამიანი იყო smile.gif

Posted by: FROM GEORGIA 22 Jun 2012, 17:09
»»Ş»A»L»i»A»»
QUOTE
ფაქტია რო სანამ მოკვდებოდა ამდენი ფანი არ ყოლია და აი ამას ვერ ვიტან რა facepalm.gif მოკვდა და თავი გაიგიჟეს

მე პირადად არ ვიცნობდი და არც გამეგო მის შესახებ,რომ გარდაიცვალა დაიწერა ნიუსებში და არც ვიცოდი თანამედროვეობის ალუდა ქეთელაური თუ არსებობდა, დამაინტერსა ვინ იყო,მოვუსმინე და ახლა სხვას ვეღარ ვუსმენ ისე მომეწონა, მისი სიკვდილი კი უზომოდ განვიცადე, აი ისე ახლობელი რომ მოგიკვდება და გტკივა ,ძალიან მწყდება გული რომ ასეთი ფოლკლორისტი და ხმა დავკარგეთ,ისევე როგორც თეო და ალუდა ორივე გენიოსებად მიმაჩნია

Posted by: datobaxutashvili 22 Jun 2012, 17:12
QUOTE
არ იყო ალუდა წამლის კაცი! ვერ დავიჯერებ მაგას. ბოლოს სიგარეტსაც დაანება თავი და სასმელსაც. რა ეტყობა წამალდამოკიდებულის, გინდა აზროვნებით, გინდა ფიზიკურად?

ჩემი დეიდაშვილის კლასელი იყო და უბნელი და მაგასთან ვინც იყვნენ სანა გარდაიცვლებოდა მაგათგან ვიცი

Posted by: minerva25 22 Jun 2012, 17:15
QUOTE
არ იყო ალუდა წამლის კაცი! ვერ დავიჯერებ მაგას. ბოლოს სიგარეტსაც დაანება თავი და სასმელსაც. რა ეტყობა წამალდამოკიდებულის, გინდა აზროვნებით, გინდა ფიზიკურად?



ნამდვილად... მახსოვს სტატუსი ქონდა ცხოვრება გაცილებით მშვენიერია სიგარეტისა და ალკოჰოლის გარეშეო. მეც ვერ დავიჯერებ ;( თუნდაც ნარკოტიკით დაღუპულიყო-დამოკიდებუ არ იქნებოდა. ადამიანის სულში რა ხდება არავინ იცის... ვერც ვერასოდეს გავიგებთ.... sad.gif ძალიან გთხოვთ ეს თემაც არ გადააქციოთ ნარკოტიკების
წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიად. აქ მხოლოდ მის შემოქმედებაზე და მოგონებებზე დავწერთ...

Posted by: Blaugrana_Ika 22 Jun 2012, 19:54
datobaxutashvili
პირადად ვიცნობდი ალუდას და მაქედან გამომდინარე ძალიან მიჭირს მაგის დაჯერება, ძალიან..



ივანეს ჩანაწწერი ალუდაზე..
------------------------
დილით ძილ ბურანში დედის ხმა ჩამესმა ყურებში... ადექით უკვე ცხრა ხდება! ძალიან მეზარება ადგომა! რამდენიმეჯერ გავამეორებინე იგივე დედას, შემდეგ მოვიმიზეზე თვის ტკივილი, მერე მუცლის, საბოლოოდ კი დედამ საბანი გადამხადა და ჭიქით წყალი შემასხა!..
აუ!!! რას შვრები დედი ვა! აღარ მასვენებთ რა!
ივანე არ გრცხვენია ცხრა ხდება უკვე ყველა კლასშია და შენ კი გძინავს! მერე რა მე ხომ ყველა არა ვარ! მოეშვი სისულელეებს, დროზე ჩიცვი და შენც გადი თუ არ გინდა კიდევ შეგასხა წყალი! ამის გაგონება იყო რომ წამში გავჩნდი კლასში! _ვა ახალი!? ჩემს ადგილას ბოლოში გრძელთმიანი ბიჭი იჯდა არ დავკვირვებივარ თითქოს არც მაინტერესებდა წინა მერხზე ჩამოვჯექი.
მასწავლებელმა სახარების კითხვა დაიწყო ყველანი დავდუმდით...
საერთოდ მინდა გითხრათ ჩვენი კლასია და არა სკოლა და საერთოდ ყველა სასწავლებლისგან განსხვავდება ძალზედ, ძალიან! რაც შეეხება გრძელთმიანს თავიდან სახეზე მაგარი როჟა მეჩვენა. ჰოი რაც დაიწყო კითხვა მასწავლებელმა სახარების, იმის მერე გრძელთმიანიც არ გაჩერებულა! ბოლოს გრძელთმიანის და მასწავლებლის კამათსღა ვუსმენდი. რაღაცნაირად შემშურდა კიდეც მისი მაგრამ არ ვიმჩნევდი...
მორჩა პირველი გაკვეთილი.... ბავშვები გაცვივდნენ გარეთ დავრჩით მხოლოდ სამნი, ჩემი ძმაკაცი დათა და ეს ახალი.
მაშინღა შევუტრიალდი და რაღაცნაირად გონება ჩემკენ მოვამართვინე და შევეკითხე:
_ რა გქვია?
_ალუდა! _ხელი გამომიწოდა და მითხრა: შენ ძმაო?
_მე ივანე!
_სასიამოვნოა ძალიან! კარგი ბიჭი ჩანხარ ძმაო! ჭკვიანიც და შენ თუ გინდა შეიძლება კარგი მეგობრებიც გავხდეთ! სიგარეტს ნუ მოწევ! არც გინებები იყოს თუ კაცი ხარ! ვიყოთ სიყვარულით ყველასთან დაკავშირებული! მე მაგალითად რაც აქ ჩამოვედი სულ სხვანაირად ვხედავ უკვე სამყაროს! გირჩევნია შენც აღარ იცუღლუტო და ბევრ რამეზე სერიოზულად დაფიქრდე!..
ცოტა არ იყოს ავფორიაქდი! პირდაპირ მაჯახათქო გულში!
ვუყურებდი მის მომღიმარ და ქათქათ კბილებს და რაღაცნაირად სულ არ მეცინებოდა!. ერთი, მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი და რანდენი მომაყარა გაუჩერებლად!..
ერთი კი არის ამის შემდეგ სიგარეტს აღარ გავკარებულვარ!...
სულ დამავიწყდა მერეღა გავიგე პატარა შეხედულება კი ჰქონდა მაგრამ ოცდაორისა ყოფილა.. უცნაურადაც წავიდა ვერავინ გაიგო საით. მე კი რაღაც რაღაცეებზე დამაფიქრა და!
საინტერესოა, რამდენი წელი გავიდა და სულ ვფიქრობ ჩემთვის ხომ არ მოვიდა, ღმერთის გამოგზავნილი ანგელოზი ხომ არ იყო თქო! ეს იმიტომ რომ ალუდა ქეთელაური იყო! სახელიც და გვარიც გმირისა ჰქონდა გმირისა რომელიც ვაჟკაცურად წავიდა ამ ქვეყნიდან...

Posted by: reggaeboby 22 Jun 2012, 20:11
ეს ვიდეო ნამდვილად პირველად ვნახე და ძალიან მაგარიააააააა, ნახეთ ყველამ

http://www.youtube.com/watch?v=pOmqtGD_5yc

Posted by: FROM GEORGIA 22 Jun 2012, 20:11
ახლა ვფიქრობ ნეტა სულ არ მენახა და არ მომესმინა მეთქი,ისე ამაფორიაქა და დამასევდიანა ამ კაცის სიკვდილმა და მისმა სიმღერებმა

Posted by: minerva25 22 Jun 2012, 20:11
Blaugrana_Ika
QUOTE
ივანეს ჩანაწწერი ალუდაზე..
------------------------
დილით ძილ ბურანში დედის ხმა ჩამესმა ყურებში... ადექით უკვე ცხრა ხდება! ძალიან მეზარება ადგომა! რამდენიმეჯერ გავამეორებინე იგივე დედას, შემდეგ მოვიმიზეზე თვის ტკივილი, მერე მუცლის, საბოლოოდ კი დედამ საბანი გადამხადა და ჭიქით წყალი შემასხა!..
აუ!!! რას შვრები დედი ვა! აღარ მასვენებთ რა!
ივანე არ გრცხვენია ცხრა ხდება უკვე ყველა კლასშია და შენ კი გძინავს! მერე რა მე ხომ ყველა არა ვარ! მოეშვი სისულელეებს, დროზე ჩიცვი და შენც გადი თუ არ გინდა კიდევ შეგასხა წყალი! ამის გაგონება იყო რომ წამში გავჩნდი კლასში! _ვა ახალი!? ჩემს ადგილას ბოლოში გრძელთმიანი ბიჭი იჯდა არ დავკვირვებივარ თითქოს არც მაინტერესებდა წინა მერხზე ჩამოვჯექი.
მასწავლებელმა სახარების კითხვა დაიწყო ყველანი დავდუმდით...
საერთოდ მინდა გითხრათ ჩვენი კლასია და არა სკოლა და საერთოდ ყველა სასწავლებლისგან განსხვავდება ძალზედ, ძალიან! რაც შეეხება გრძელთმიანს თავიდან სახეზე მაგარი როჟა მეჩვენა. ჰოი რაც დაიწყო კითხვა მასწავლებელმა სახარების, იმის მერე გრძელთმიანიც არ გაჩერებულა! ბოლოს გრძელთმიანის და მასწავლებლის კამათსღა ვუსმენდი. რაღაცნაირად შემშურდა კიდეც მისი მაგრამ არ ვიმჩნევდი...
მორჩა პირველი გაკვეთილი.... ბავშვები გაცვივდნენ გარეთ დავრჩით მხოლოდ სამნი, ჩემი ძმაკაცი დათა და ეს ახალი.
მაშინღა შევუტრიალდი და რაღაცნაირად გონება ჩემკენ მოვამართვინე და შევეკითხე:
_ რა გქვია?
_ალუდა! _ხელი გამომიწოდა და მითხრა: შენ ძმაო?
_მე ივანე!
_სასიამოვნოა ძალიან! კარგი ბიჭი ჩანხარ ძმაო! ჭკვიანიც და შენ თუ გინდა შეიძლება კარგი მეგობრებიც გავხდეთ! სიგარეტს ნუ მოწევ! არც გინებები იყოს თუ კაცი ხარ! ვიყოთ სიყვარულით ყველასთან დაკავშირებული! მე მაგალითად რაც აქ ჩამოვედი სულ სხვანაირად ვხედავ უკვე სამყაროს! გირჩევნია შენც აღარ იცუღლუტო და ბევრ რამეზე სერიოზულად დაფიქრდე!..
ცოტა არ იყოს ავფორიაქდი! პირდაპირ მაჯახათქო გულში!
ვუყურებდი მის მომღიმარ და ქათქათ კბილებს და რაღაცნაირად სულ არ მეცინებოდა!. ერთი, მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი და რანდენი მომაყარა გაუჩერებლად!..
ერთი კი არის ამის შემდეგ სიგარეტს აღარ გავკარებულვარ!...
სულ დამავიწყდა მერეღა გავიგე პატარა შეხედულება კი ჰქონდა მაგრამ ოცდაორისა ყოფილა.. უცნაურადაც წავიდა ვერავინ გაიგო საით. მე კი რაღაც რაღაცეებზე დამაფიქრა და!
საინტერესოა, რამდენი წელი გავიდა და სულ ვფიქრობ ჩემთვის ხომ არ მოვიდა, ღმერთის გამოგზავნილი ანგელოზი ხომ არ იყო თქო! ეს იმიტომ რომ ალუდა ქეთელაური იყო! სახელიც და გვარიც გმირისა ჰქონდა გმირისა რომელიც ვაჟკაცურად წავიდა ამ ქვეყნიდან...



sad.gif

ვერ გავიგე ეგ რა სკოლაა? სად არის ეგ სკოლა? სხვებმაც დაწერეს სკოლა "თემი" ქვია მაგრამ რა ტიპის სკოლაა ვერ მივხვდი...

Posted by: Blaugrana_Ika 22 Jun 2012, 22:05
minerva25
სოფლებში როგორცაა ხოლმე ხო იცი, ძირითად საგნებს რომ სწავლობენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები. ალბათ, ეგეთ რამეზეა საუბარი.


QUOTE
სიგარეტს ნუ მოწევ! არც გინებები იყოს თუ კაცი ხარ! ვიყოთ სიყვარულით ყველასთან დაკავშირებული! მე მაგალითად რაც აქ ჩამოვედი სულ სხვანაირად ვხედავ უკვე სამყაროს! გირჩევნია შენც აღარ იცუღლუტო და ბევრ რამეზე სერიოზულად დაფიქრდე!..



აი ამის მთქმელი კაცი მომკალით და არა რა... რა წამალი!

Posted by: Anfield13 22 Jun 2012, 23:30
reggaeboby
წეღან მოვიგონეთ ალუდა მე და ჩემმა ძმაკაცმა და აი ეს ვიდეო მართლა არ მინახია ხვალე უნდა ვაყურებინო რა სულიკვეთებით მღერის ტო სად არის სად წავიდა ასეთი გემრიელი ადამიანი

Posted by: Alice_In_Wonderland 23 Jun 2012, 00:20
PILOT777
QUOTE
უბანში რო გამოვდივარ სულ მგონია რო ჩვენთაა


კარგი რა sad.gif

პანაშვიდზე გვინდოდა მე და მაიკოს წასვლა, მაგრამ უფრო ცუდად გავხდებოდით და აღარ წავედით sad.gif

Posted by: Blaugrana_Ika 23 Jun 2012, 01:27
ვახ, ალუდ, რა ძალა გქონია რა.. არც მეგონა ასე თუ იმოქმედებდა ჩემზე..




უნამუსო ვიყო, ცრემლი მაწვება...

Posted by: minerva25 23 Jun 2012, 10:39
ცოდოა ცოდო სიკვდილისთვის... ეს სიმღერა ჩემზეც ძალიან მძიმედ მოქმედეს-საკუთარ სიკვდილზე სიმღერაც კი მოასწრო .....

Posted by: Kate789 23 Jun 2012, 16:04
QUOTE
24 წლის

QUOTE
წამალს რო იკეთებდა არასწორედ გაუკეთებია

წამლის არასწორად გაკეთება რას ნიშნავს???

Posted by: Blaugrana_Ika 23 Jun 2012, 20:53
Kate789
QUOTE
წამლის არასწორად გაკეთება რას ნიშნავს???


ყველა ადგილში არ შეიძლება წამლის გაკეთება. ტოჩკები აქ მაგას, რომელიც ნებისმიერმა ნარკომანმა იცის და მაგიტომაც კიდევ უფრო აარ მჯერა ალუდაზე მაგის.

Posted by: minerva25 23 Jun 2012, 20:58
ისევ მაგ თემას რატო უბრუნდებით? ეს მუსიკის განყოფილებაა. და თან მოასვენეთ მიცვალებული sad.gif რას დაგაკებთ ან შეგმატებთ ალუდას ნარკომანობა? რატო სიამოვნებს ხალხს სხვის უბედურებაზე დაუსრულებელი ლაპარაკი? ....

Posted by: Kate789 23 Jun 2012, 21:52
Blaugrana_Ika
აააა, ეგ არ ვიცოდი.
კარგი,
მაშIნ სხვა რა ვერსია არსებობს, გარდა ნარკოტიკისა???

Posted by: dima z3stafan 23 Jun 2012, 22:35
Blaugrana_Ika
შენ საიდან იცნობდი? sad.gif

მე არვიცნობდი,მაგრამ მთაში გაზრდილი კაცი მაინც სხვანაირი ბუნებისაა + სხვებისგან ვიცი რო მისაბაძი და კაი ვაჟკაცი იყო .

ცხოვრებისეულია მომენტია შეიძლება,გიბიძგოს ამ დამპალმა ცხოვრებამ და მართლა გადაწყვიტა გასინჯვა,რას იზამ,მაგრამ წამალმა მოკლაო და ნარკუშა იყოო და ასეთი ხმების გავარდნა ვის რა ში აწყობს ვერ ვხდები . საზიზღრობააა..

Posted by: Blaugrana_Ika 23 Jun 2012, 22:48
Kate789
ვერსია არა, ჭორებს უფრო დავარქმევდი...

dima z3stafan
1-2 საერთო ძმაკაცი გვყავდა და იშვიათად მაგრამ მაინც მქონდა შეხება ალუდასთან




2:40-დან.. რა ბედნიერია, უხარია სიცოცხლე..

არ მესმის რა, ან რა თვითმკვლელობაზეა საუბარი, ან რა წამალზე..

მარა ოჯახის წევრები "ოფიციალურ" კომენტარს რომ არ აკეთებენ ეგ მიკლავს გულს


მე მაქვს მაინც ჩემი აზრი, რომელიც წამალზე გაცილებით რეალურად მიმაჩნია..

QUOTE
მთაში გაზრდილი კაცი


ტრადიციების ამბავი მგონია. ან თავმოყვარეობის შელახვის და..

არ ვიცი, არ ვიცი...

Posted by: minerva25 23 Jun 2012, 23:48
უბედური შემთხვევა იყო sad.gif ეს ვიდეო რომ ვნახე კიდევ უფრო დამენანა sad.gif როგორი ლაღია...

Posted by: PILOTI 24 Jun 2012, 00:26
კარგით რააა mad.gif ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ ყოფილა და საიდან იგონებთ არასწორ ვერსიებს

ალუდა თავის საქმეში ძალიან მაგარი იყო და სულ ესე დარჩება ჩემთვის

სიკვდილის მიზეზს გაარკვევენ ექსპერტები

ნუ დაუჯერებთ ჭორებს და ათას ვერსიას

Posted by: dima z3stafan 24 Jun 2012, 00:39
PILOT777
როდის იქნება მაგ ესპერტების დასკვნა?


მაინც ასეთი ხელოვანი ადამიანი,ყველა სხვანაირია,სულ სხვა ხედვა აქვს ცხოვრების და ვერ გავუგებთ ყველა რათქმაუნდა.

სიმღერას რო მოეშვა და პოეზიას და ლიტერატურას რო გადახედო იგივე ქართულს ბევრია ეგეთი . განსაკუთრებით რომანტიკოსები .

ძნელია გაუგო მას,თუ მისნაირი არ ხარ .

იგივე ალუდას პერსონაჟი ვაჟასთან .

ინდივიდია და ვსო .


Posted by: PILOTI 24 Jun 2012, 00:46
dima z3stafan

1 თვეში იტყვიან ექსპერტები საბოლოო პასუხს

Posted by: minerva25 24 Jun 2012, 00:51
ალუდას ბევრ რამეში ვერ გაუგებენ ჩვეულებრივი მოკვდავები... ის გამორჩეული იყო და საცოდავები არიან ისინი ვინც უკირკიტებს იქნებ რამე გაიგონ. ამით მხოლოდ საკუთარ უგუნურებას უსვამენ ხაზს....

"ერთი ადამიანი არ შემხვედრია ისეთი, ვინც ისეთად მიმიღებდა ბოლომდე, როგორიც ვარ. ყველა ცდილობს შენში რაღაც შეცვალოს და თავისნაირი გაგხადოს. მე კიდე ჩემნაირი ვარ და რა ვქნა, არაფრის გულისთვის და ვერავის გულისთვის ვერ შევიცვლები..."

/ალუდა ქეთელაური/

ახლა მაინც შეიგნეთ რომ ის ის იყო....


“უთხარით ყველას, რომ ცხოვრობდა ქართველი ბიჭი ალუდა, ზუსტად მაშინ როდესაც ჩვენ ვცხოვრობდით. უთხარით, რომ ასეთები იშვიათად იბადებიან. უთხარით ყველა შლეგს და უბირს სხვისკენ რომ გაურბის გული და გონება, რომ საქართველოში ბიჭი ცხოვრობდა. ვაჟი ცხოვრობდა ქეთელაური! ალუდა ქეთელაური! იამაყეთ მისით, უთხარით ყველას, ვისაც კი ალუდას სამშობლოს ზეცა დაჰყურებს! უთხარით უბრალოდ ყველას! ყველას ვისთანაც კი სიტყვა გეთქმით და ასე ვაჩვენოთ ჩვენ დაბრამვებულ ხალხს ფშაველი ვაჟას ხევსურმა ალუდამ 24 წლით ხორცი შეისხა და ჩვენთან, ჩვენს დროში იცხოვრა!”


ალუდა, ჩემო ძვირფასო (რა კარგი სიტყვა ყოფილა), გადავწყიტე, რომ გესაუბრო, "ზეცაში" თუ "ფეისბუქში", ჯერ ამასაც ვერ ვხვდები!.. მაინც არ გვძინავს და ტკივილი და ცრემლი გვახრჩობს ყველას!.. ასე როგორ გაგვიმეტე, შენ ნამდვილად იცოდი, როგორ გვიყვარდი და გვეიმედებოდი ყველას, როგორ ვამაყობდით შენი ნიჭითა და მეგობრობით და როგორ ველოდით შენს "ტრიუმფს"!.. ვეღარ მოიცადე!.. მოცდა ძალიან გიჭირდა... სულ სადღაც გეჩქარებოდა და თან ძალიან!.. ტიპიური (სწორი ფორმაა ტიპური, ჩვენ ხომ ხშირად ვასწორებდით გრამატიკულ შეცდომებს და ვიცინოდით, ახლა მე დაუშევებ უამრავს) რომანტიკოსი ხარ-თქო, გეუბნებოდი და არ გსიამოვნებდა, გინდოდა, რომ თავისი იდეალი დედამიწაზევე ეპოვნა ადამიანს და არა ზეცაში! . . . რელიგია მხოლოდ ზეცაში რატომ გვპირდება ყველაფერს, დედამიწაზევე რატომ არ შეიძლება ამქვეყნიური სამოთხის შექმნაო. არადა, გიჭირდა დედამიწაზე ცხოვრება, იმიტომ, რომ ხშირად ზეცისკენ იყურებოდი და იმ იდუმალებასა და სიხარულს აქ ეძებდი. აივსებოდი ოპტიმიზმით, ყველაფერს შევძლებთ და გავაკეთებთო, მერე ისევ მალე მოიწყენდი და იმედს კარგავდი . . . .რომანტიკოსობას მაინც უარყოფდი. ტყე და ტყეში გაქცევაც მათსავით გიყვარდა და იქ უფრო მთის კაცს ან "მაუგლს" (ხუმრობით) ემსგავსებოდი. ჩვენ რომ არ გხედავდით, ალბათ იქაც ისევ რომანტიკოსად იქცეოდი, იმდენი ლამაზი ხის ტოტი თუ სხვა რამ ჩამოგქონდა . . . რამდენს ვწუხდით და ვდარდობდით შენზე, როცა ისე კარგად არ იყავი, როოგრც გვინდოდა, მაინც ვერ დაგეხმარეთ და ვერაფერი გიშველეთ! (ბოლოს), თორემ, ისე, ალბათ, რაღაცით გეხმარებოდით . . . ერთად ვიცხოვროთ და ძალიან ბედნიერები ვიქნებითო, ხშირად იხვეწებოდი, ერთ ქოხს ავაშენებ და მეტი არაფერი მინდაო! სამომავლოდ გინდოდა შენ შვილებს ჩვენს შექმნილ სკოლაში ესწავლათ და შენც სიმღერა გესწავლებინა იმ სკოლაში. გვაპატიე, რომ ვეღარ შევძელით ეს ერთად ცხოვრება! იქნებ ეს გადაგვარჩენდა ყველას, ჩვენც, შენც, დიტოსაც! (ალბათ ისიც ჩვენთან იქნებოდა) გახსოვს, როგორ ტიროდი, გია "მასწს" ყველაზე ძვირფასი მეგობარი მოუკვდაო, ახლა შენც ხომ ასე მოგვიკვდი, ამაზე არ ფიქრობ?! . . ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "სიკვდილი" არ არსებობს, მაგრამ შენც ხომ ტიროდი? ნეტარი ავგუსტინეს ვუსმენდი შენს გვერძე და მივხვდი რომ ასე უნდა გელაპარაკოთ, თორემ შეგვჭამა დარდმა და სინანულმა, რატომ ვერ გადაგარჩინეთ! . . შენი "რომანტიკოსობის" მიუხედავად, ჩვენ ცოცხალი და განხორციელებული გაგვიხარდებოდი. იმდენი რამ გინდოდა და გეგმავდი . . . სამომავლოდ გეგმავდი და გვჯეროდა რომ განახორციელებდი . . .გვჯეროდა რომ ვაჟას პოემებზე ოპერას დაწერდი (შენ გვპირდებოდი), ცნობილი ფსიქოლოგი გახდებოდი, და შეიძლება პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსიც! (ეს ჩემი სურვილი იყო), რადგან ყოველთვის მაოცებდი შენი ნიჭითა და შესაძლებლობებით . . .რასაც მე გასწავლიდი, ჩემზე უკეთესად იგებდი და უღრმავდებოდი! სულ რომანტიკოსობას რომ გაყვედრი, დამავიწყდა შენი განსაკუთრებული გატაცება მითოლოგიით. ზურაბ კიკნაძის ყველა წიგნი თუ ნაშრომი თითქმის ზეპირად იცოდი და ხევსურულ რჯულს და ადათ-წესებსაც ზურასეული ინტერპრეტაციით შეხედე . . .(გახსოვს შენ და შავლეგო უცხო სიტყვებს რომ იწერდით და ძალიან ხალისობდი შავლეგოზე). ბოლოს "ვეფხისტყაოსანს" "ჩავუღრმავდით" და იმ არქაიზმებსაც ჩემზე უკეთ იმახსოვრებდი . . . მაინც ვერაფერი მივიყვანეთ ბოლომდე, თუმცა არსებობს ეს ბოლო?! ახლა ისევ "გაკვეთილზე" მგონიხარ და ისე გესაუბრები. უამრავი სათქმელი მაქვს და აზრებს ვერ ვალაგებ . . . მაინც როგორ გაგვიმეტე? . . . არ შემიძლია, არ გისაყვედურო და სულ გისაყვედურებ! . . . ჩვენ როგორც შეგვეძლო, გეხმარებოდით, მეტი ჩვენც ვერ შევძელით! . . მეც ოთარაანთ ქვრივივით ამაყი ვარ და თუ მას ღმერთის შეწუხება არ უნდოდა, მე ადამიანებისთვის რაიმეს თხოვნა მეძნელება ყველაზე მეტად! .. ალბათ არ ღირდა ამის თქმა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ შენს გამო ყველას შჶვღაღადებდი, ვუშველოთ ამ ნიჭიერ ადამიანს, რომ თავისი წილი "ბედნიერება" იპოვოს, თორემ ძალიან უჭირს ამ ბედნიერების გარეშე-თქო. მისმენდნენ, მაგრამ მათაც მეტტი ვერ შეძლეს და შენც არ უნდა დაგწყდეს გული, შენ უნდა გეცხოვრა შენს მაგივრად, სხვა მაინც სხვაა! . . .ეს უცხოელი ნიჭიერი ადამიანებიც ხომ მუდმივად აღფრთოვანებულნი იყვნენ შენით და ვბრაზობდი, ცოტა მეტად გამოუწოდონ ხელი, მარტო აღფრთოვანება რას შველის-თქო. ჩვენ მაინც ვფიქრობდით, რომ შენ უნდა გებრძოლა, გებრძოლა უფრო ვაჟკაცურად და ბოლომდე, თუმცა ალბათ ძალიან დაიღალე და მეტი აღარ შეგეძლო! ამას ვერ მივხვდით და ყველაზე მეტად ამიტომ მტკივა გული . .. ბოლო სამი კვირა სადღაც გაუჩინარდი და აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარით და არც გვაცალე! . . .როგორ ვერ მოვუფრთხილდით ასეთ ნიჭიერ კაცსო, - გვაყვედრიან, შენ უნდა მოფრთხილებოდი შენს ნიჭსა და სიცოცხლეს უფრო მეტად, თუმცა, ამ შენი ნაადრევი სიკვდილითაც უკვდავყავი ყველაფერი, რისი გაკეთებაც მოასწარი. ლამის მთელი საქართველო ისმენს შენ სიმღერებს და უამრავი ადამიანი წუხს შენი ნაადრევი სიკვდილის გამო. ყველა შჶნი სიმღერა და ნათქვამი სიტყვა ახლა ჩვენთვის ძვირფასია, თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რამდენად მეტი შეგეძლო და გინდოდა! სულ გამხნევებდით, შენს სიმღერებს უცხო ადამიანები (მომღერლები) მღერიან და მოსწონთო, მაგრამ შენ ბევრად დიდი ამბიციები გქონდა. ("ამბიცია" ხშირად კარგია და ხშირად ცუდი) ამ შემთხვევაში შენი ამბიციები შეესაბამებოდა შენს შესაძლებლობებს, თუმცა დაგეზარა, ან ვეღარ შეძელი. გვინდა რაღაც გამართლებაც მოვუძებნოთ შენს ნაადრევ გარდაცვალებას, გარდა იმისა, რომ ბევრის ყურადღება მიიქციე და ბევრიც დაამწუხრე და ვიფიქრეთ, რომ როგორც განსაკუთრებულსა და გამორჩეულს რაღაც დიდი გღრღნიდა და გაწვალებდა შიგნიდან, ძალიან გაიტანჯე და ახლა მოისვენე. საკმაოდ ბანალური დასკვნაა და უფრო ორიგინალურად ვერაფერს ვფიქრობთ. მეშინია, შემთხვევით "ყალბად" არაფერი გამომივიდეს, რადგან შენი ყველაზე სალანძღავი სიტყვა "სიყალბე" იყო. მუსიკაში არ ვიცი, ნოტების სწავლა არ გეხალისებოდა, მაგრამ მშვენივრად იგრძნობდი, დარწმუნებული ვარ, ყალბ ნოტებს, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებში ამას ძალიან მძაფრად გრძნობდი. შენთვითონაც არ იყავი ყოველთვის მაგრამ ყალბი არასოდეს. რასაც ახლა გწერ, ამ ყველაფერზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, ისედაც იცი, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ახლა ამ წერილით (თუკი ვინმე წაიკითხავს), სხვებმაც მინდ ადაინახონ შენი სიღრმე, რომელსაც ატარებდი და საყვედურებსაც იმიტომ ვერ ავარიდე თავი, რომ მინდა გულწრფელი ვიყო, რამდენადაც შევძლებ, იმიტომ, რომ შენ აფასებდი ამ გრძნობას. მინდოდა კიდევ შენი მუსიკალური ნიჭისა და შესაძლებლობების გარდა ჩემი გადასახედიდან დანახული შენი ღრმა პიროვნული თვისებებიც გამომეაშკარავებინა. იყო კი საჭირო?! ახლა ყველას ყველაფერი გვეპატიება. ვათვალიერებთ შენს ფოტოებს, ვუსმენთ სიმღერებს, ვტირით და უკვე ყველას ძალიან გვენატრები, ძალიან, ძალიან გაგვიჭირდება უშენოდ! . . სამაგიეროდ, შენ ალბათ მანდ მაინც იპოვნი იმ სიხარულსა და ბედნიერებას, რომელსაც აქ ეძებდი და ვერ პოულობდი. გახსოვს, ხშირად ჰერმან ჰესეზე გელაპარაკებოდი, "ტრამალის მგელი" წაიკითხე-თქო. რამდენი რამ ვერ წაიკითხე და გული მწყდება, ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, თუმცა რამდენი რამ წაიკითხე კიდეც! . .იმ "ტრამალის მგელში" ერთი უცნაური ქალი, რომელიც თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს მწერალს, (თავიდან ცეკვას ასწავლის), ესაუბრება საიქიოზე, რომ ყველას ყველაფერი იქ დაგვხვდება, თუ რამ კეთილი და კარგი გვიფიქრია, გვიგრძვნია და გაგვხარებია! . . ყველაფერი თურმე ზეცაშია დავანებული და შენახული . . . ასევე დაგხვდება შენ შენი მოცარტი და მე ჩემი წმინდანებიო, - ეუბნება ის ქალი. მჯერა, რომ შენსც ყველა და ყველაფერი მანდ დაგხვდება, მოცარტიც, ვაჟაც, დიტოც, და ბევრი სხვაც და ყველა ის სიხარული, რაც აქ გქონდა და ის რაც ჩვენ არ ვიცით და მანდ გექნება! მე როდესაც მიცვალებულებს ვიხსენებ, ყოველთვის იმ დიდი ადამიანებსაც ვიხსენებ ხოლმე, ვინც მარადისობა სხვანაირად დამანახა და მჯერა იმ დიდი ჰარმონიის, ერთობისა და სიხარულის, რაც მარადისობაშია. მჯერა, რომ მანდ ნამდვილად არ იქნება გარჩევა მართლმადიდებლის, პროტესტანტის, ბუდისტის დ.ა.შ. ვაჟამ ეს მშვენივრად იცოდა, გახსოვს? . . . "ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი,
ჩვენას ვსცხონდებით, სხვას ყველას
კუპრში მიელის ქშენანი!
ამის თქმით ვწარამარაობთ . . .
ღვთისშვილთ უკეთესთ იციან . . ."
უბრალოდ, ამ ჰარმონიასა და სიხარულს შენ ჩვენზე ადრე ნახავ!

/შორენა ჭინჭარაული/

ადამიანი ვინც ჩვენზე კარგად იცნობდა ალუდას....

Posted by: dxm1 24 Jun 2012, 01:15
ერთი 5 წუთიანი რეპორტაჟი არ ეკუთვნოდა ალუდას ქართულ სატელევიზიო სივრცეში??! ხალხის დაქლიავებას ემსახურებიან და ასეთი ტალანტი რომ დავკარგეთ ფეისბუქიდან შეიტყო ხალხმაsad.gif სამაგიეროდ ბიჭოლამ ვის მოწოვა და კესარიამ სად გაიხადა ხომ ვიცით?! ეგაა მთავარი კაცო... ვარსკვლავებად წოდებული მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები მერამდენედ გათხოვდნენ ეგეც ხომ უნდა ვიცოდეთ?! ალუდას და თეოს მსგავსი ტალანტი კიდევ ბევრია საქართველოში საბედნიეროდ! ეს ხალხი უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული და არა ათასი ჯურის უჯიშო "ვარსკვლავი" sad.gif ალუდას სიმღერებს სანთლით ვეძებდი ყველგან. ბოლო 2 წელია სულ მას ვუსმენდი და ახლაც არ მჯერა, რომ ცოცხალი არააsad.gif ერთი სტუდიური ჩანაწერიც არ დარჩაsad.gif

Posted by: minerva25 24 Jun 2012, 01:25
dxm1
არასოდეს წარმომედგინა რეალ ტვ-ის მადლობელი თუ ვიქნებოდი-მარტო მათ დაუთმეს პირდაპირი ეთერი sad.gif მანამდე youtube-ზე ვეძებდი მის ახალ სიმღერებს და ტელევიზორში რომ ვნახე ძალიან გამიხარდა-იმედი მქონდა რომ უფრო და უფრო მეტს მიაღწევდა... მიხაროდა რომ მუსიკალურად კიდევ უფრო გაზრდილი იყო და წინ უფრო მეტი ელოდა... ხალხო როგორ გცალიათ იმისთვის რომ უკირკიტოთ მისი სიკვდილის მიზეზს- ვისაც ალუდა ტკივა ეს იმხელა სიმწარეა სხვაზე ვერაფერზე იფიქრებს....

Posted by: _siyvarulovna_ 24 Jun 2012, 01:41
რა იცით ეს, რისგნ მოკვდა რამ მოკლა როგორ სად ვისათან... ა.შ. ა.შ. კარგით რა... თქვენ გაინტერესებთ და სხვას ეს ამბავი ტკივა ... ააღარ აქვს არსებით მნიშვნელობა რა მოუვიდა, წამალმა მოკლა თუ გულმა... მთავარი ისაა რომ ცოცხალი აღარაა, ისწავლეთ თქვენს ინგტერესზე წინ სხვისი ტკივილის დაყენება....

მკლავს იმაზე ფიქრი რომ ასეთ ახალგაზრდა ადამიანი აღარაა ჩვენს შორის, ნიჭსაც რომ დავანებოთ თავი, ჯერ მარტო რა ვაჟკაცი დავკარგეთ sad.gif რა ნიჭიერი და როგორი... სიტყვები არ მყოფნის sad.gif

გული მტკივა ვუსმენ მის სიმღერებს და სევდა მიტევს, დანაშაულის გრძნობა მკლავს,არ ვიცი მე რა შუაში ვარ მაგრამ მაინც... განვიცდი უსაშველოდ, ყველა მისიანის ტკივილი მაწუხებს და გულს მტკენს sad.gif

არ ვიცნნობდი... მხოლოდ მის შემოქმედებას ვიცნობდი ... sad.gif


ადამიანი გარდაიცვალა და ახლა ცხონდა, ახლა აღიარა ყველმ და შეიყვარა... ესეც ბევრს ნიშნავს, მთავარია არ დავივიწყოთ მისი შემოქმედება და ჩვენ შევძლებთ რომ ეს ადამიანი სამუდამოდ ვაცოცხლოთ თუნდაც ჩვენს გულებში <3

ღმერთმა გაანათლოს და გაუნათოს სამოთხისკენ სავალი გზა <3

უფალს ებარებოდე ალუდა ქეთელაურო!!!



Posted by: FROM GEORGIA 24 Jun 2012, 09:47
არ მაინტერსებს რით გარდაიცვალა ალუდა,ჩემში ის უკვდავია, გული მწყდება მხოლოდ იმაზე რომ მისი ნორმალური ჩანაწერი არ დაგვრჩა,ვეღარ მოვუსმენთ მის ცოცხლად ნამღერს და ვეღარ გაიცნობს მას მსოფლიო რისი შანსიც მისი დიდი ტალანტიდან გამომდინარე ნამდვილად იყო,უბედურებაა ასეთი ადამიანი გვყოლოდა და ის მხოლოდ სიკვდილის სემდეგ გავეცნო

Posted by: Blaugrana_Ika 24 Jun 2012, 12:46
მედიასაშუალებებთან დაკავშირებით მეც მაქვს პრეტენზია.. ტელევიზიაში მგონი გარდაცვალების ფაქტიც არ უხსენებიათ, რამე რეპორტაჟზე საუბარი ზედმეტია

დაახლოებით 1 კვირის წინ დამიკავშირდა "სარკის" ჟურნალისტი, სტატიას ვამზადებთ და კომენტარს ხომ არ გააკეთებდიო, ან რამეს ხომ არ გაიხსენებდიო

არ ვიცი, მოამზადეს თუ არა. მგონი ოთხშაბათობით გამოდის.. ნახეთ ვინმემ?

Levani Qetelauro
დაახლოებით 5-6 წლის წინ მე და ჩემი ძმა ალუდა მეგობრის დაბადების დღეზე მოვხვდით დუშეთში, ვილექსეთ, ვიმღერეთ, მოკლედ კარგად ვიმხიარულეთ.. კარგად შეზარხოშებულები დავიშალეთ და სადაც უნდა გამოგვევლო ზუსტად პოლიციის შენობის წინ გამოდიოდა ის ქუჩა. ჩემი ძმა გაჩერდა და ხმამაღლა შეეხმიანა მთელს პოლიციას: ძვირფასო პოლიციელებო ეს სიმღერა თქვენ გეძღვნებათო.... ვისაც გაქვთ მოსმენილი მგელზე და ძაღლზე სიმღერა, ეგ სიმღერა უმღერა, ალუდ რას აკეთებ ვეუბნები ხან ხელებს ვაფარებ ხან მიმყავს მაგრამ ორი კუბლეტი მაინც უმღერა... იმ ღამემ ჩაიარა მშვიდად, მაგრამ მეორე დღეს პოლიცია მოვიდა ჩვენთან და პოლიციის შენობაში გადაგვიყვანა ორივე... მიზეზზე გაგეცინებათ: პოლიციის შენობის წინ სახლი გატყდაო სათამაშო დათუნიაა მოპარულიო და თქვენ ხომ არ იყავითო..smile.gif არადა მათთვის მიძღვნილი მგელზე და ძაღლზე სიმღერა ვერ მოენელებინათ..

Posted by: mokheve 24 Jun 2012, 18:01
QUOTE
წავიდა წამალს რო იკეთებდა არასწორედ გაუკეთებია

ტყუილია

Posted by: Alcoholic 24 Jun 2012, 18:12
რა დაადგინა ექსპერტიზამ ? წამალიო მართალია ?

Posted by: FROM GEORGIA 24 Jun 2012, 18:21
მეგობრებო ძალიან გთხოვთ აქ ამ ტემაში მხოლოდ მაგ კაცის შემოქმედებაზე ვლაპარაკობთ და საჭირო არაა ექსპერტიზის დასკვნებისა და მისი სიკვდილის მიზეზების განხილვა, თუ რამეს ახალს დადებთ მისი შემოქმედების შესახებ დიდი მადლობა თუ არადა სხვა თემა გახსენით მაგალითად პოლიტიკის განყოფილებაში იქ ნაგვის ქექვის ბევრი მსურველი გამოჩნდება,უკაცრავად თუ გადავამლაშე

Posted by: Blaugrana_Ika 24 Jun 2012, 18:50
FROM GEORGIA
QUOTE
მეგობრებო ძალიან გთხოვთ აქ ამ ტემაში მხოლოდ მაგ კაცის შემოქმედებაზე ვლაპარაკობთ და საჭირო არაა ექსპერტიზის დასკვნებისა და მისი სიკვდილის მიზეზების განხილვა, თუ რამეს ახალს დადებთ მისი შემოქმედების შესახებ დიდი მადლობა თუ არადა სხვა თემა გახსენით მაგალითად პოლიტიკის განყოფილებაში იქ ნაგვის ქექვის ბევრი მსურველი გამოჩნდება,უკაცრავად თუ გადავამლაშე


up.gif

გეთანხმები.

Posted by: Alcoholic 24 Jun 2012, 22:20
FROM GEORGIA

რატო ? მომღერალი მარტო მისი შემოქმედებაა ?

Posted by: gvangvalo 24 Jun 2012, 23:41
ალუდა ქეთელაურის ხსოვნას

შენ დგეხარ, სადაც ქარებია (სხეულის მიღმა)
და გულთან მტკივა კიდევ ერთი ცრემლები უფლის...
და შენი წასვლა (ახლა უკვე გარდაცვლილ) ციდან
მზის გადაკარგვას, ვარსკვლავების დაღუპვას უდრის...

მტკივა და... მათოვს მზის სხივები, ეშვება ნისლი.
შენ თვალებიდან ვაჟკაცობას, გაზაფხულს ჰბადებ
და მოხუც მთებში ახალგაზრდა არწივად ისმი...
და იბრძვი, როგორც ქართველები იბრძოდნენ ადრე.

დგეხარ. ბგერებად ეფინები კლდეებს... ზეცაში
მიდიხარ, მაგრამ კი არ კვდები, მიდიხარ ღმერთთან...
...მოინანიებ ყველა ცოდვას უფლის წინაშე
და მოხვალ თოვლთან, წვიმენთან და სხივებთან ერთად.

შენ დგეხარ სადაც ქარებია (სხეულის მიღმა)
გათოშილ ხელებს სულით ითბობ კოცონის ნაცვლად
და ახლა (ალბათ ისე, როგორც არასდროს) გცივა,
მღერი და ფიქრობ, რომ ეს ბედიც სწორია რადგან

უფალმა ასე გადაწყვიტა. წახვედი... მთებთან
დგეხარ და ნისლებს ბოლო ტკივილს უმღერი ჩუმად,
რომ დაეძინოთ ტკბილი ძილით და შენი წასვლა
რომ არ ეტკინოთ... ისე როგორც მე მტკივა გულთან...

Posted by: FROM GEORGIA 25 Jun 2012, 10:02
ალკოჰოლიკი
QUOTE
რატო ? მომღერალი მარტო მისი შემოქმედებაა ?

არა მეგობარო აქ განვიხილავთ მხოლოდ ამ ადამიანის შემოქმედებას და არა სხვა რამეს და თუ შეგვიძლია დამატებით დავდოთ მისი სიმღერები რაც აქამდე არ გვინახავს დიდი მადლობა სხვა შემთხვევაში...........................

Posted by: sallyBourbon 25 Jun 2012, 10:08
QUOTE (dxm1 @ 24 Jun 2012, 01:15 )
ერთი 5 წუთიანი რეპორტაჟი არ ეკუთვნოდა ალუდას ქართულ სატელევიზიო სივრცეში??! ხალხის დაქლიავებას ემსახურებიან და ასეთი ტალანტი რომ დავკარგეთ ფეისბუქიდან შეიტყო ხალხმაsad.gif სამაგიეროდ ბიჭოლამ ვის მოწოვა და კესარიამ სად გაიხადა ხომ ვიცით?! ეგაა მთავარი კაცო... ვარსკვლავებად წოდებული მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები მერამდენედ გათხოვდნენ ეგეც ხომ უნდა ვიცოდეთ?! ალუდას და თეოს მსგავსი ტალანტი კიდევ ბევრია საქართველოში საბედნიეროდ! ეს ხალხი უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული და არა ათასი ჯურის უჯიშო "ვარსკვლავი" sad.gif ალუდას სიმღერებს სანთლით ვეძებდი ყველგან. ბოლო 2 წელია სულ მას ვუსმენდი და ახლაც არ მჯერა, რომ ცოცხალი არააsad.gif ერთი სტუდიური ჩანაწერიც არ დარჩაsad.gif

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif


ყელში არიან ეს ბოზბიზნესის ზნედაცემული ხალხი ..


უნიჭობით და უაზრობით ტვინს ურეცხავენ ხალხს..


მე პირადაად 7 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს ..




Posted by: MrsT 25 Jun 2012, 12:02
რეალ ტივიზე რომ იყვნენ სტუმრად..მაგ გადაცემის მთლიანი ვერსია თუ აქვს ვინმეს ატვირთეთ რა სადმე

Posted by: reggaeboby 25 Jun 2012, 12:59
http://www.youtube.com/watch?v=pXo6pYU0HMU <---- Aluda VS Violino. ძალიან მაგარი ვიდეოა

Posted by: FROM GEORGIA 25 Jun 2012, 12:59
QUOTE
რეალ ტივიზე რომ იყვნენ სტუმრად..მაგ გადაცემის მთლიანი ვერსია თუ აქვს ვინმეს ატვირთეთ რა სადმე

კარგი იქნება, ან როდის იყო ზუსტი თარიგი რომ ვიცოდთ შეიძლება მაივიდეოზე არქივიდან ამოვიღოთ

Posted by: Ramashkaa 25 Jun 2012, 13:41
ალუდაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: dima z3stafan 25 Jun 2012, 13:44
http://www.youtube.com/watch?v=DbzmbY8rauk&feature=related

ძალიან მაგარია ეს.

რა ტკბილი ხმა ქონდა sad.gif

რო ვუსმენ ლამის ცრემლები წამომივიდეს,თვალები მეცრემლება .


ისე ამ სიმღერაში - აპარეკა - ადამიანის სახელია მთაში?

და შახენეო დიალექტიზმია რაიმე?

Posted by: FROM GEORGIA 25 Jun 2012, 13:51
dima z3stafan
QUOTE
და შახენეო დიალექტიზმია რაიმე?

ჰო მე მგონი ზეცას შეხედეო აპარეკა ამას ნიშნავს

Posted by: Ramashkaa 25 Jun 2012, 14:05
რა კაციიი წავიდააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: dima z3stafan 25 Jun 2012, 14:07
http://www.myvideo.ge/?video_id=1542177

რამხელააა ჯიგრიიით და გულითთთთთთთ მღერისსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს sad.gif(((((((((((აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: Blaugrana_Ika 25 Jun 2012, 14:31
dima z3stafan
QUOTE
აპარეკა - ადამიანის სახელია მთაში?


კი, ხევსურეთში ბევრს ჰქვია..

QUOTE
შახენეო


შეხედეა იგივე..


ვაფშე მაგარი ტექსტია მანდ. სწორფრობა საინტერესო ტრადიცია იყოsmile.gif

Posted by: tavadze 25 Jun 2012, 14:38
dima z3stafan
QUOTE
ისე ამ სიმღერაში - აპარეკა - ადამიანის სახელია მთაში?

კი, ხევსურული სახელია და ადრე ძაან გავრცელებულიც იყო. ახლა - ნაკლებად. ახლა ერთი აპარეკა ჭინჭარაული ვიცი შატილში, ძალიან კარგი ადამიანია.

QUOTE
და შახენეო დიალექტიზმია რაიმე?

ეგეც ხევსურულია და "ზეცას შეხედეო, აპარეკავ", ამას ნიშნავს. თვითონ ეგ ლექსი გიორგი არაბულისაა, ეგეც მაგარი ბიჭია ბარისახოდან.
ბარისახოელებს მეორე გიორგი არაბულიც ჰყავთ პოეტი - ორივე დაახლოებით ერთი ასაკისაა და კარგი ლექსების პატრონები.
პ.ს. დაუწერიათ უკვე ჩემამდე, ბოლო გვერდი გვიან შევნიშნე... user.gif

Posted by: Alcoholic 25 Jun 2012, 14:50
FROM GEORGIA

კარგი , გასაგებია .

Posted by: Blaugrana_Ika 25 Jun 2012, 14:52
http://www.facebook.com/photo.php?v=229930097127343&set=vb.409093045801166&type=2&theater

თუ არ გიხსნით, დაალაიქეთ და ისე ნახეთ..

ძალიან მაგარ სადღეგრძელოსაც ამბობს ბოლოს.


ეს მეორეც:

http://www.myvideo.ge/?video_id=17461


რა დამაბერებს

Posted by: Alice_In_Wonderland 25 Jun 2012, 15:29
როგორ ველოდებოდი ხვალ ხევსურულ საღამოზე მზიურში : ((

Posted by: Anfield13 26 Jun 2012, 01:20
აუ ვისაც შეგიძლიათ "მეხუთე სეზონი - რა დამაბერებს " ალუდას შესრულებით რა თქმა უნდა, იქნებ სრული ტექსტი დამიწეროთ გთხოვთ რა

Posted by: mcenare-99 26 Jun 2012, 12:12
dima z3stafan
QUOTE
ისე ამ სიმღერაში - აპარეკა - ადამიანის სახელია მთაში?

და შახენეო დიალექტიზმია რაიმე?

yes.gif
ძალიან განსხვავებული დიალექტი გვაქ სხვადასხვა სიტყვებითურთ sa.gif kar.gif bis.gif

Posted by: Blaugrana_Ika 26 Jun 2012, 13:14
mcenare-99
QUOTE
განსხვავებული დიალექტი



love.gif

მაგრად მიყვარს..

Posted by: mcenare-99 26 Jun 2012, 14:15
“ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”

”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”

”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”

”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”

ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,

”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”

ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.

სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.

ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…”

სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)

”… რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და…” -

შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,…
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.
გიორგი არაბული

Posted by: Blaugrana_Ika 26 Jun 2012, 16:22
QUOTE
გიორგი არაბული


გიო რამდენი წლისაა? როგორც ვიცი, 3-4 წლის წინანდელი მაინცაა ეს ლექსი.. საღოლ...


ლევან ქეთელაური, ალუდას ძმა:

12 საათამდე მეღვიძა ცოტა ინტერეტითაც ვიხალისე, დაწოლის დროც მომივიდა და შუქები ჩავაქრე, დასაძინებლად წავედი.. არც მქონდა ჩაძინებული რომ ლევან, ლევან, ლევან, ძახილი შემომესმა. მაგრად გავბრაზდი, ვიფიქრე შუქები ხომ არ ანთია და რა გააჭირეს ამათ საქმე, ჩავიცვი შუქები ავანთე და გამოვედი გარეთ, გამოვედი გარეთ და ორი პოლიციელი დგას, ორივეს ვიცნობ, შემოდით შიგნით, ვეუბნები მე... ვინები ხართ სახლში მეუბნება ერთერთი, ოჯახის წევრები ვართ, უთხარი მე..... ჯერ ჩემ ნომერს მთხოვდა, რაღაც ვერ ისვენებდნენ. მერე პირდაპირ არც აცია არც აცხელა ამ ერთერთმა მითხრა "ცუდი ამბავი კი არისო მაგრამ შენი ძმა გარდაცვლილი იპოვეს მცხეთაშიო"............. მთლიანად დავიშალე და კარებს მივეყუდე.. ამ ერთერთმა ხელი შემაშველა იფიქრა დაეცემაო ამ საცოდავმა, მაგრამ არ იცოდნენ რა ქვის გული მაქვს.. შემდეგ იყო ის ცრემლიც რაც ქვაკაცებს იშვიათად ემართებათ.. პირდაპირ პროზექტურაში წავედით ჯერ არ ვიჯერებდი, გამომძიებელს ვკითხე რომ როგორ დაადგინეთ რომ ჩემი ძმა იყო, პირადობა ჰქონდა მეთქი თან? არა არ ჰქონდაო მაგრამ ვის სახლშიც იყო იმან იცოდაო.. ცოტა თითქოს გამიხარდა რაღაც იმედის ნაპერძკალს ვეჭიდებოდი.. შემდეგ შიგნითაც შევედით და ძეწარი რომ გადავხადე, ხელის გულები მოვხვიე ცივ ლოყებზე და მაშინ უკვე........


==============================


ალუდა მარშუტკაში ხმამაღლობდა ,როგორც სჩვეოდა. ერთ ქალს არ მოეწონა და ალუდას ეკითხება, დამცინავი ტონით: სადაური ხარ შვილოო? ალუდაც მიუხვდა და ეუბნება: "მჩაგვრელიაანთ კარელი ყვრიმალაანთ ჯემალა ვარო" მეტი აღარაფერი უკითხია იმ ქალს...smile.gif

/ლევან ქეთელაური/

Posted by: minerva25 26 Jun 2012, 17:20
cry.gif კიდე ვერ დამიჯერებია ამ ადამიანის სიკვდილი ....

Posted by: Hug 26 Jun 2012, 21:08
QUOTE
ლევან ქეთელაური, ალუდას ძმა:

12 საათამდე მეღვიძა ცოტა ინტერეტითაც ვიხალისე, დაწოლის დროც მომივიდა და შუქები ჩავაქრე, დასაძინებლად წავედი.. არც მქონდა ჩაძინებული რომ ლევან, ლევან, ლევან, ძახილი შემომესმა. მაგრად გავბრაზდი, ვიფიქრე შუქები ხომ არ ანთია და რა გააჭირეს ამათ საქმე, ჩავიცვი შუქები ავანთე და გამოვედი გარეთ, გამოვედი გარეთ და ორი პოლიციელი დგას, ორივეს ვიცნობ, შემოდით შიგნით, ვეუბნები მე... ვინები ხართ სახლში მეუბნება ერთერთი, ოჯახის წევრები ვართ, უთხარი მე..... ჯერ ჩემ ნომერს მთხოვდა, რაღაც ვერ ისვენებდნენ. მერე პირდაპირ არც აცია არც აცხელა ამ ერთერთმა მითხრა "ცუდი ამბავი კი არისო მაგრამ შენი ძმა გარდაცვლილი იპოვეს მცხეთაშიო"............. მთლიანად დავიშალე და კარებს მივეყუდე.. ამ ერთერთმა ხელი შემაშველა იფიქრა დაეცემაო ამ საცოდავმა, მაგრამ არ იცოდნენ რა ქვის გული მაქვს.. შემდეგ იყო ის ცრემლიც რაც ქვაკაცებს იშვიათად ემართებათ.. პირდაპირ პროზექტურაში წავედით ჯერ არ ვიჯერებდი, გამომძიებელს ვკითხე რომ როგორ დაადგინეთ რომ ჩემი ძმა იყო, პირადობა ჰქონდა მეთქი თან? არა არ ჰქონდაო მაგრამ ვის სახლშიც იყო იმან იცოდაო.. ცოტა თითქოს გამიხარდა რაღაც იმედის ნაპერძკალს ვეჭიდებოდი.. შემდეგ შიგნითაც შევედით და ძეწარი რომ გადავხადე, ხელის გულები მოვხვიე ცივ ლოყებზე და მაშინ უკვე........



რამხელა ტკივილია sad.gif((((((((
ღმერთმა ყველას აშოროს


მეორე ძმაც ხო ყავს ალუდას?
მეხუთე სეზონის სტუდიური ჩანაწერები არსებობსო და მართალია?

Posted by: Blaugrana_Ika 27 Jun 2012, 06:57



ყველაზე ყველაზე მაგარი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!




Hug
QUOTE
მეხუთე სეზონის სტუდიური ჩანაწერები არსებობსო და მართალია?


როგორც ვიცი, მაისში მუშაობდნენ მაგაზე..
* * *



კიდევ მაგარიsmile.gif

რა ალალია..


როგორ ვერ მიხედეს ამ ჯგუფს..

Posted by: FROM GEORGIA 27 Jun 2012, 20:17
Blaugrana_Ika
QUOTE
ყველაზე ყველაზე მაგარი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

up.gif


მაგარი იქნება სტუდიური ჩანაწერები ტუ იქნება

Posted by: reggaeboby 28 Jun 2012, 13:42
QUOTE (FROM GEORGIA @ 27 Jun 2012, 20:17 )
Blaugrana_Ika
QUOTE
ყველაზე ყველაზე მაგარი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

up.gif


მაგარი იქნება სტუდიური ჩანაწერები ტუ იქნება

გეთანხმები, მე მაგრად გამიხარდება და ალბათ კიდევ ბევრს ვისაც სურს ამ ბიჭის სახელი უფრო ცნობილი გახდეს და გარჩეს. თუმცა ამის გარეშეც მან დიდი კვალი უკვე დატოვა smile.gif)

Posted by: Blaugrana_Ika 28 Jun 2012, 15:05
ჩვენს უბანში ძალიან ბევრი ბავშვები არიან, ზაფხულის თვეები იყო და ალუდაც სახლში იყო ამ დროს, ერთხელაც ალუდამ შეკრიბა ეს ბავშვები და დაიბარა მეორე დილით 8 საათისთვის, ჩვენი სახლის წინ, შეკრებილიყვნენ და ალუდა გაეღვიძებინათ, რომ, ბავშვები ევარჯიშებინა.. უფრო სწორად ჯერ ერთ ბავშვს დაავალა ყელაზე ადრე ადგომა და ყველა ბავშვის გაღვიძება, ეს მორიგეობით იყო..
დილით ბავშვების ხმაურმა გააღვიძა ალუდა, მეც გადავიხედე და ასე ათამდე ბავშია ჩვენი სახლის წინ შეკრებილი და ალუდა გაიძახიან, თან როგორი ტემპით: ერთი რომ დაიძახებს შემდეგ მეორე და ასე მიყოლებით ყველა ეძახდა ალუდას, ალუდაც ადგა და გავიდა ბავშვებთან... მისალმება ასეთი იყო: გამარჯობათ ჯარისკაცებო, მიესალმა ალუდა, გაუმარჯოს.. დაიძახა ყველამ ერთად, ესეც ალუდამ ასწავლა. პირველ რიგში სიმაღლის მიხედვით აწყობდა ბავშვებს და ჯარისკაცები დაარქვა, რის ჯარისკაცები იქნებით თუ კოდური სახელები არ გერქმევათო ეუბნება ალუდა... ეს იყო ყველაზე სახალისო, ბავშვებს კოდური სახელები დაარქვა მაგრამ, სახელებს თვითონ ბავშვები ირჩევდნენ თავისი სურვილით.. სახელები იყო ასეთი: ვარდისფერი ბაჭია, თეთრი გედი, ეს გოგონებისთვის. ბიჭებისთვის: მრისხანე კობრა, აჩრდილთან მებრძოლი, არწივის კლანჭი და ერთი ბავშვია ჭამა უყვარს ძალიან, მან სახელად მჟავე კიტრი დაირქვა... შემდეგ ყველა თავისი კოდური სახელით ესალმებოდა ალუდას.. ვარჯიშები ჰქონდათ ასეთი: ძუნძულით სირბილი 50 მეტრზე, აჯიმანიები სამიდან ხუთამდე, მოთელვები და ა.შ.. ალუდას ჟურნალიც ჰქონდა სადაც ბავშვებს ნიშნებს და შენიშვნებს უწერდა, ალუდა მასწავლებელს ეძახდნენ ბავშვები... ბავშვები ამ ყველაფერს იმდენად სერიოზულად ეკიდებოდნენ რომ დილის ვარჯიშს არცერთი ბავშვი არ აცდენდა. ალუდა კი ამ ყველაფრით ძალიან მაგრად ხალისობდა, ეს რაღაც ისეთი იყო ამაღლებული და სახალისო...............

/ლევან ქეთელაური/

Posted by: Blaugrana_Ika 29 Jun 2012, 17:38
მ ინდა ამოვთქვა გულის ნადები
ა რ ვიცი ჩემ თავს ახლა რა ხდება
რ ატომ დაჰქრიან ჩემში ლანდები
ი მედი როდის დაიბადება.

ვ ათენებ ღამეს მთვარეულივით
გ არინდებულა სამყაროც თითქოს.
ი რთვება დილა ციური სხივით
ჟ რჟოლავს ტუჩები და კოცნას ითხოვ.
დ იდებულია ეს ყველაფერი
ე რთად მინდა რომ ვიფრინოთ ცაში
ბ ავშობის ფერებს ერთვის სხვა ფერი
ი ღვიძებს ვიღაც გრძნობების ქარში.

შ ენზე გავგიჟი რა მოხდა მერე?
ე რთხელ ხომ მაინც გიჟდება ყველა.
ნ ამდვილად ვიცი რომ დამიჯერებ
ზ ედმეტად ვდარდობ, ზედმეტად ვღელავ
ე ს გრძნობა არის და ნუ გათელავ.

/ალუდა ქეთელაური/


Posted by: Blaugrana_Ika 29 Jun 2012, 17:42
აქ გაგიჟებულს ფიქრთა მორევში,
სევდის ტალღებმა გადამიარა,
მე სიყვარული მინდოდა მხოლოდ,
ვინმესგან რამე შველა კი არა.
დაგეძებ უხმოდ, სად ხარ არ ვიცი,
და რითმებს ვიჭერ ჩემგან გარფრენილს,
მე მთებს, მწვერვალებს ვეალერსები
და შენ კი ალბათ მისდევ ქვაფენილს.
აქ, მთის ფერდობზე, ჩამოწვა მთვარე,
და სიმყუდროვეს არღვევს არაგვი,
მინდა რომ ვინმეს მოვუყვე შენზე
ხმის გამცემი კი არ მყავს არავინ.
მიყვარხარ ქალავ, რით ვერ გაიგე
ამ ლექსებს გიძღვნი სანთლად დანთებულს
გამეღვიძება შუა ღამეში
მე შენზე ფიქრით გაუგონთებულს.

/ალუდა ქეთელაური/
08.21.2010.


Posted by: MrsT 29 Jun 2012, 18:51
ვინ იყო ნეტავ ის გოგო ? sad.gif(((((((

Posted by: minerva25 30 Jun 2012, 01:04
cry.gif მარიზე სიმღერაც ალუდას დაწერილია?

Posted by: Blaugrana_Ika 30 Jun 2012, 16:18
Levani Qetelauro
ერთხელ ალუდა და მისი ხევსური მეგობარი თბილისში დადიოდნენ გვიან ღამით ფეხით, პატრულმა საეჭვოდ მიიჩნია და გააჩერა საბუთები მოსთხოვა.. საბუთები რომ არ ჰქონდათ ვინაობა ჰკითხა... ალუდას მეგობარი ეუბნება უშიშა მქვიაო.... ვა ეგ რა სახელიაო, რა გვარი ხარო? ლიქოკელიო უთხრა უშიშამ.. შემდეგ ალუდას კითხეს, შენ რა გქვიაო? მე ალუდა ვარო.... ეხლა უყურე თუ არა თქვას ქეთელაური ვარო, ეუბნება ერთი პატრული მეორეს, ხო ქეთელაური ვარო, უთხრა ალუდამ.. უყურე როგორ გვეღადავებიანო.. პატრულმა, შემდეგ აღარ ვიცი...

smile.gif)

ჩემი აზრით ძალიან საამაყოა ეს სახელი და გვარი..


minerva25
მგონი, ავტორით არ მინახავს ყოველ შემთხვევაში

Posted by: akkai 30 Jun 2012, 19:10
ჯგუფი ბანი;

მომღერლის ხსოვნას მიეძღვნა ეს სიმღერა



Posted by: MrsT 30 Jun 2012, 23:50
akkai
მაგარი ხმა აქვს სოლისტს და ბევრს მიაღწევენ ასე მგონია wink.gif

Posted by: DW/Evans/Zildjian 4 Jul 2012, 10:46
Blaugrana_Ika
QUOTE
ერთხელ ალუდა და მისი ხევსური მეგობარი თბილისში დადიოდნენ გვიან ღამით ფეხით, პატრულმა საეჭვოდ მიიჩნია და გააჩერა საბუთები მოსთხოვა.. საბუთები რომ არ ჰქონდათ ვინაობა ჰკითხა... ალუდას მეგობარი ეუბნება უშიშა მქვიაო.... ვა ეგ რა სახელიაო, რა გვარი ხარო? ლიქოკელიო უთხრა უშიშამ.. შემდეგ ალუდას კითხეს, შენ რა გქვიაო? მე ალუდა ვარო.... ეხლა უყურე თუ არა თქვას ქეთელაური ვარო, ეუბნება ერთი პატრული მეორეს, ხო ქეთელაური ვარო, უთხრა ალუდამ.. უყურე როგორ გვეღადავებიანო.. პატრულმა, შემდეგ აღარ ვიცი...


შემდეგ განყოფილებაში წაიყვანეს ალუდაც და უშიშაც და სანამ ძმებმა არ მიუტანეს პირადობები არ დაიჯერეს რო მართლა ალუდა ქეთელაური და უშიშა ლიქოკელი იყვნენ biggrin.gif

Posted by: Blaugrana_Ika 5 Jul 2012, 12:13
DW/Evans/Zildjian
QUOTE
შემდეგ განყოფილებაში წაიყვანეს ალუდაც და უშიშაც და სანამ ძმებმა არ მიუტანეს პირადობები არ დაიჯერეს რო მართლა ალუდა ქეთელაური და უშიშა ლიქოკელი იყვნენ biggrin.gif



smile.gif))))


კიდევ რამის გახსენება ხომ არ შეგიძლია? smile.gif)
* * *
ალუდა რომ წავიდოდა სკოლაში, გზდაგზა ხან ვინ გააჩერებდა, ხან კაკალს აგროვებდა, ხან უბნის ახალგაზრდებს რამეს უმღერებდა და ამ მიზეზების გამო იგვიანებდა ხშირად. მასწავლებელმა რომ შეამჩნია უკვე, ალუდას ამდენი დაგვიანება, ჰკითხა ალუდას: რატომ იგვიანებ ამდენსო? მასწავლებელო რო წამოვალ ხოლმე სახლიდან და უბანს გამოვცდებიო, ძაღლი მომდევს ხოლმეო და მაგიტომ მაგვიანდებაო.... მერე შე კაი კაცო ძაღლი თუ გამოგიდგება ხომ უფრო სწრაფად უნდა მოხვიდეო... არა მასწავლებელო ქვემოდან მომდევსო და სახლისკენ გავრბივარო და მაგიტომ მაგვიანდებაო... უპასუხა ალუდამ..

Posted by: Blaugrana_Ika 9 Jul 2012, 23:13


ჩამაშენთმათფერდა ღამე,
სულში მეჩხირების მტრებულ,
ეს მაკლავისღა ვაჰმე
შენ თავს დანატრებულს!
ძილას თმები აქვის შენფერები,
ღამევ მინდა რომ ჩაგეკონო
ძილაის ეშხით გეფერები
ღამეო უგონო არ გეგონო...
არიქათ მამგვარეთ იაბო,
ნატერფალ დარჩების სილაზე,
დაიცა ღამეო გიამბო,
როშკიონ ძილაზე.
ძილა მზის სხივია მწვერვალებზე,
ვაჟების გულებს უგებს კაკანათებს,
ძილა თვითონ არის ბრწყნვალე მზე,
ერთ რო გაგიღიმას, გაგანათებს.
ნუ დამემდურები , ჰოდა
ძილაზე ფიქრები სად გაგიშვებს,
ძილა ისეთია სხვა გონ გქონდას
ერთ-ორ გაგიღიმოს, გაგანათებს.


რატომ აღარ აქტიურობთ, გადაიარა ტალღამ? smile.gif)

Posted by: datobaxutashvili 11 Jul 2012, 13:01
QUOTE
რატომ აღარ აქტიურობთ, გადაიარა ტალღამ? )

ტალღას არ გადაუვლია
ისე ყველაზე ძაან რომელი სიმღერა მოგწონს ?
პირადად მე ბინდი ჩამოწვა არხოტის მთაზე

Posted by: Angelozi 11 Jul 2012, 18:29
ალუდას ბევრი მეგობარი ჰყავდა და მისი ხსოვნისთვის მიძღვნილი საღამო რომ გაიმართოს ძალიან კარგი იქნება...

Posted by: DW/Evans/Zildjian 12 Jul 2012, 17:05
Blaugrana_Ika
QUOTE
კიდევ რამის გახსენება ხომ არ შეგიძლია?

რეპეტიციებზე იგვიანებდა ხოლმე და მაგაზე ვეჩხუბებოდით სულ)) ან ძაან უნდა დაეგვიანა ან ძაან ადრე უნდა მოსულიყო, ვისხედით ხოლმე მე და ალუდა და ვსაუბრობდით სანამ დანარჩენები მოვიდოდნენ.. დამშვიდობებისას გულიანად გეტყოდა გაკოცე გულში ჩემო ძმაოო და გაბრუნდებოდა ხოლმე

Posted by: Andriuxa 13 Jul 2012, 00:59
მაგრად მეწყინა რო გავიგე, 2009 ში მოვისმინე პირველად ამის ნამღერი და ბევრჯერ მეც წამიმღერია

საწყალი, ნათელში იყოს sad.gif

Posted by: his_girl 13 Jul 2012, 01:11
საკონტრ5ოლო რო მქოდნა სად ეგდო ეს დებილი თემა? smile.gif))))))) ნეჩევო 9იანი მაინც მივიღე : )

Posted by: DW/Evans/Zildjian 13 Jul 2012, 13:36
his_girl

ვერ მივხვდი რას ამბობ, წესიერად მოიხსენიე ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცის საპატივსაცემო თემა!

Posted by: Blaugrana_Ika 13 Jul 2012, 14:16
DW/Evans/Zildjian
QUOTE
რეპეტიციებზე იგვიანებდა ხოლმე და მაგაზე ვეჩხუბებოდით სულ)) ან ძაან უნდა დაეგვიანა ან ძაან ადრე უნდა მოსულიყო, ვისხედით ხოლმე მე და ალუდა და ვსაუბრობდით სანამ დანარჩენები მოვიდოდნენ.. დამშვიდობებისას გულიანად გეტყოდა გაკოცე გულში ჩემო ძმაოო და გაბრუნდებოდა ხოლმე



QUOTE
გაკოცე გულში


ეს ფრაზა ძალიან უყვარდა მგონიsmile.gif მერამდენეჯერ მესმის მის ისტორიებში

არ ვიცი მოვყევი თუ არა, ხევსურულ ქორწილში ვიღაცასთან შელაპარაკება რომ მოსვლია ალუდას

ამას უთქვამს, გაჩერდი თორე იცი რას გიზამო. იმან რას მიზამ რასო. რას გიზამ და მაგრად ჩაგეხუტები და გულში გაკოცებო smile.gif) გაგრძელებულა ქეიფი smile.gif

Posted by: danpali 13 Jul 2012, 15:50
მაიტო
QUOTE
ალუდა ჩემი სკოლელი იყო

სულ მღეროდა ხოლმე

ფრენბურთის თამაშის დროსაც კი 

ლექსებსაც თუ წერდა, არ ვიცოდი

უფრო სხვანაირი, ,,მდიდარი" ადამიანი ყოფილა, ვიდრე მეგონა

115ში სწავლობდი? უი უი რუხაძის სადამრიგებლოდან რომლები ხართ აბა ამ თემაში. კაიშაური თუ გახსოვთ? user.gif
ისე ალუდა ბავშვობის მერე არ მინახია. როცა გამაცნეს ძალიან მხიარული და საყვარელი ბავშვი იყო. ჩემ ყოფილ კლასში გადმოვიდა კაკრას იმ წელს როცა მე გადავედი. :/

Posted by: Blaugrana_Ika 15 Jul 2012, 11:32
user posted image

19 წლის ალუდა, გელა დაიაურთან ერთად

Posted by: MrsT 21 Jul 2012, 20:19
გუშინ 40 დღე გავიდა sad.gif





...............

Posted by: minerva25 22 Jul 2012, 14:28
QUOTE
გუშინ 40 დღე გავიდა

sad.gif

Posted by: PILOTI 23 Jul 2012, 11:54
DW/Evans/Zildjian
QUOTE
რეპეტიციებზე იგვიანებდა ხოლმე

"მეხუთე სეზონი"? - ჯგუფის წევრი ხარ?


Posted by: Blaugrana_Ika 24 Jul 2012, 11:35
DW/Evans/Zildjian
ისე მართლა, მეხუთე სეზონში ხარ? იშლება ჯგუფი? თუ დაიშალა უკვე? user.gif თქვენს ადგილზე, ალუდას ხსოვნისთვის გავაგრძელებდი ყველაფერს..



Posted by: FROM GEORGIA 26 Jul 2012, 11:05
კიდევ დადეთ რა რამე ალუდას სიმღერებიდან sad.gif

Posted by: DW/Evans/Zildjian 27 Jul 2012, 14:21
PILOT777
QUOTE
"მეხუთე სეზონი"? - ჯგუფის წევრი ხარ?

Blaugrana_Ika
QUOTE
ისე მართლა, მეხუთე სეზონში ხარ? იშლება ჯგუფი? თუ დაიშალა უკვე?

კი, ჯგუფის წევრი ვარ, არ დავშლილვართ, უბრალოდ დროებით შევაჩერეთ რეპეტიციები, სექტემბრიდან აღვადგენთ ყველაფერს და ალუდას სულსაც ვასიამოვნებთ smile.gif

Posted by: FROM GEORGIA 27 Jul 2012, 18:03
DW/Evans/Zildjian
QUOTE
კი, ჯგუფის წევრი ვარ, არ დავშლილვართ, უბრალოდ დროებით შევაჩერეთ რეპეტიციები, სექტემბრიდან აღვადგენთ ყველაფერს და ალუდას სულსაც ვასიამოვნებთ

up.gif

Posted by: reggaeboby 28 Jul 2012, 10:01
დადეთ რა კიდევ ალუდას სიმღერები smile.gif

Posted by: PILOTI 29 Jul 2012, 00:19
DW/Evans/Zildjian
QUOTE
სექტემბრიდან აღვადგენთ ყველაფერს და ალუდას სულსაც ვასიამოვნებთ


ძალიან კარგი up.gif

Posted by: minerva25 29 Jul 2012, 09:44
QUOTE
კი, ჯგუფის წევრი ვარ, არ დავშლილვართ, უბრალოდ დროებით შევაჩერეთ რეპეტიციები, სექტემბრიდან აღვადგენთ ყველაფერს და ალუდას სულსაც ვასიამოვნებთ


smile.gif ძალიან მიხარია , წარმატებებს გისურვებთ ! გუშინ არტ გენზე ვიყავი , ჩვენებურებმა ერთერთ სიმღერა გარდაცვლილ ფოლკლორის მომღერლებს მიუძღვნეს, მათ შორის ალუდასაც და დაამატა- არტ გენს ყოველთვის ესწრებოდაო sad.gif

Posted by: Blaugrana_Ika 30 Jul 2012, 20:48
http://www.facebook.com/photo.php?v=127778584031399

რა მაგარი კაცია ნახეთ love.gif

ცეკვაც თუ იცოდა, არ ვიცოდიsmile.gif)

QUOTE
DW/Evans/Zildjian



მგონი, შენც უნდა იყო ამ ვიდეოში

Posted by: DW/Evans/Zildjian 31 Jul 2012, 10:32
Blaugrana_Ika

არა მანდ არ ვარ მე. ჩემთან ერთად მხოლოდ ერთი კონცერტია ჩაწერილი https://www.youtube.com/watch?v=Wa1uuOG8CBA&feature=endscreen&NR=1 https://www.youtube.com/watch?v=fhRsE5fUh2w&feature=related

Posted by: Blaugrana_Ika 31 Jul 2012, 12:56


ლექსი smile.gif

Posted by: dima z3stafan 1 Aug 2012, 11:44
http://www.youtube.com/watch?v=Oe98Kc52C8U&feature=related

ეს არვიცოდიი.

ძაან მაგარიაა ეს .

Blaugrana_Ika
ექსპერტიზის პასუხი იყო? რაო რა თქვეს PM-ში მომწერე .


Posted by: wuma 1 Aug 2012, 14:29
ალუდა!
შენი შატილი გამუქდა...
ალუდა!
გუდანის ჯვარს
ყმები გაუწყდა...
ალუდა...
შენ რომ მზე მოგქონდა, გახუნდა!
ალუდა....
ქნარს ყველა სიმი გაუცვდა...
ბგერები გაცუდდა...
აშის გზაც გამრუდდა...
ალუდა!
მიწას ღიმილმზიან ვაჟ გულში რად უნდა!
ალუდა...
ხმა მჟღერი, მნუსხველი,
დამუნჯდა?
თვალები... ბრჭყვიალა... ცის სარკე...
ჩაყუჩდა?
გულს რომ სიხარული ბოლომდე ჩაუწყდა,
ტკივილს გაყუჩება რომ ჯიუტად არ უნდა,
ეგ ხომ ისედაც იცი...
ალუდა..
...........................................................................
... ჯონათანს უეცრად გაფრენა მაუნდა!
ადგა და გაფრინდა...
ალუდა

http://www.radikal.ru

Posted by: DW/Evans/Zildjian 4 Aug 2012, 11:47
ჯგუფის მსმენელებს მინდა გკითხოთ რამდენად მოუხდა დასარტყამი ინსტრუმენტი/დრამი ჯგუფს?

Posted by: wuma 4 Aug 2012, 13:15
DW/Evans/Zildjian
not bad

ალუდას ხსოვნის საღამოს გაკეთებას არ აპირებთ?
კი არა და ალბათ აპირებთ

Posted by: RIIP 4 Aug 2012, 13:19
ძალიან მეწყინა რო გავიგე sad.gif ხშირად ვხედავდი ხოლმე, ვერც წარმოვიდგენდი ესეთი რამე თუ მოხდებოდა, არ მეგონა ესეთი ცნობილი თუ იყო.


წამპალი უბანია ეს ზემო ვაკე sad.gif

Posted by: Blaugrana_Ika 4 Aug 2012, 14:05
DW/Evans/Zildjian
QUOTE
ჯგუფის მსმენელებს მინდა გკითხოთ რამდენად მოუხდა დასარტყამი ინსტრუმენტი/დრამი ჯგუფს?


კი, მოუხდა მაგრამ ცოტა ისეთია რა როგორ ვთქვა. მთის არაა დრამი რა smile.gif)



wuma
QUOTE
ალუდას ხსოვნის საღამოს გაკეთებას არ აპირებთ?


როგორც მე ვიცი, შემოდგომაზე გაკეთდება და ერთჯერადი სახისაც არ იქნება.


RIIP
QUOTE
წამპალი უბანია ეს ზემო ვაკე


sad.gif

Posted by: DW/Evans/Zildjian 6 Aug 2012, 16:28
wuma

ჯერ არა, სექტემბერში აღდგება სავარაუდოდ ჯგუფი და ალბათ ოქტომბრისთვის იქნება კონცერტი

Blaugrana_Ika

QUOTE
მთის არაა დრამი რა

ბას გიტარა ხო რას ამბობ, ხევსურები ბავშვობიდან სლეპავდნენ biggrin.gif

Posted by: Blaugrana_Ika 6 Aug 2012, 16:46
DW/Evans/Zildjian
QUOTE
ოქტომბრისთვის იქნება კონცერტი


სოლისტი?


DW/Evans/Zildjian
QUOTE
ბას გიტარა ხო რას ამბობ, ხევსურები ბავშვობიდან სლეპავდნენ


biggrin.gif ხო, თუნდაც ეგ

ვობშემ რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ პირადად მე მარტო გიტარაზე ნამღერი უფრო მომწონსsmile.gif

Posted by: aravinac 6 Aug 2012, 16:52
„ალუდა ქეთელაური
კაცია დავლათიანი"

აქ, ყველა მბრძანებლის ტახტი დგას,
რომელსაც ვახსოვართ, არ გვტოვებს.
აქ, ყველა ღვთისშვილი დამრჩალა
და ცოდვილთ მიწას პატრონებს,
სიკვდილი ყვითელ ფრინველს ჰგავს,
ბოლო მოუჩანს წითლადა,
ალალად ჩამოიქროლებს,
ჩამოზვავდება ხელადა,
მიწა, კლდე, გინდაც ჭიუხი.
თუ გამჩენ-ღმერთი გაუწყრა,
მეომარს ხმალ გადაუტყდა.
თუ ბერდედების ბუტბუტი,
ქარმა წაიღო, ტიალმა,
ვაჟკაცს შხამადა წამალი
ექცევა, გაატიალებს.
სამზეოს შენი ნამღერი,
დამრჩალა ნანდაურივით.
იქ, იმღერ ხევსურთ კილოზე,
სულეთის ხიდზე გადიხარ.
მთები გუგუნით გყვებიან,
შენს სახელს მოიგონებენ.

Posted by: wuma 6 Aug 2012, 18:00
QUOTE


ვობშემ რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ პირადად მე მარტო გიტარაზე ნამღერი უფრო მომწონსsmile.gif

+1
ან ბალალაიკაზე

Posted by: Blaugrana_Ika 6 Aug 2012, 20:57
wuma
QUOTE
ან ბალალაიკაზე


თუნდაც. მარა ეგ ბალალაიკაა რო? ადრე მითხრა ერთმა, ხევსურული საკრავიაო.

ამაზე ამბობ ხო?




ისე, ბალალაიკას მართლა უფრო წვრილი და განსხვავებული ხმა აქ..

Posted by: wuma 6 Aug 2012, 21:17
Blaugrana_Ika
ხევსურულიოოოო
არა მგონია
უბრალოდ უხდება ძალიან ხევსურულებს , ნუ მე მომწონს

აქ რა კარგია

Posted by: minerva25 6 Aug 2012, 21:35
როგორ აკლდი შატილობას ალუდა .....

ალუდა!
შენი შატილი გამუქდა...
ალუდა!
გუდანის ჯვარს
ყმები გაუწყდა...
ალუდა...
შენ რომ მზე მოგქონდა, გახუნდა!
ალუდა....
ქნარს ყველა სიმი გაუცვდა...
ბგერები გაცუდდა...
აშის გზაც გამრუდდა...
ალუდა!
მიწას ღიმილმზიან ვაჟ გულში რად უნდა!
ალუდა...
ხმა მჟღერი, მნუსხველი,
დამუნჯდა?
თვალები... ბრჭყვიალა... ცის სარკე...
ჩაყუჩდა?
გულს რომ სიხარული ბოლომდე ჩაუწყდა,
ტკივილს გაყუჩება რომ ჯიუტად არ უნდა,
ეგ ხომ ისედაც იცი...
ალუდა..
...........................................................................
... ჯონათანს უეცრად გაფრენა მაუნდა!
ადგა და გაფრინდა...
ალუდა

ნეტა ვინ არის ამ საოცარი ლექსის ავტორი......

Posted by: გოგო მზიდან 6 Aug 2012, 22:21
***
აშში ბინდია... ცა დღეებს ითვლის და
ოქროსფერ მზის ქაფს მოგიტან პეშვებით...
რა ზარიაო, რა გლოვა ისმის და
ქარაფში შენკენ მოწყვეტით ვეშვები.

არ მინდა ეგეთი ოხერი აული,
არც ყელის მოღერა, არც ცისფერ თვალები,
მთლად ჩამომანგრიე, ქეთელაურო,
გული სულ ტყუილად ცდილობს აალებას.

აღარ არის დილა ისევ გამჭვირვალე,
ფუჭი იმედია - ისევ ავივსები...
ადგილი საოცნებო?
- აშის ბილიკები...
ხედი სასურველი?
- შენი დაისები...

მეცოდები?
ხუმრობ!
თქმაც კი სირცხვილია!
გულით მზიანეთელს რა გაქვს შესაცოდი!
...ჩემს თავს ვსაყვედურობ,
ამ ოცდაოთხ წელში რომ ვეღარსად მოგწვდი...

თვალსა და ხელს შუა გამიქერ ცის იქით,
გულმა რა ხანია, „გაფრინდი“ დაგარქვა,
სალბუნად ვიყენებ სიტყვებს გაცრეცილს,
„როდისმე შევხვდებით“...
„ეს ვინ წაგვერთვა“...

შენით გაჟღენთილა სივრცე ნაცრისფერი,
თვალები დაჟინებით ცდილობენ პოვნას და...
გულები მდუმარედ არ წყვეტენ თხოვნას და...
და... არც არაფერი...
სიტყვაც ვეღარ მეთქმის...

მადლობა, რომ იყავ, ხევსურო ჯონათან!


* * *
მუცოს ბეჭებად დაებზარე,
ტკივილს სიმწარეში დაედარე,
ბგერას აფრენაში გაეჯიბრე,
ყოფნას არყოფნით გაემიჯნე,
განუწყვეტელ ფიქრად ამეკიდე,
წამწამებზე მძივად ამეკინძე,
ისეთ დარდად მექეც, რომ მემძიმე,
მომესიზმრე...
მომეფიქრე...
მომეტკინე...


* * *
ერთი თვე და ათი დღეა, სვე-ტიალ
თვალებს, ფიქრებს... სულსაც ვეღარ ვთოკავ!
ვეღარ გზიდავ უღიმილოს, ფერმტვრიანს,
ზურგს გაქცევ და... ისევ შენთან ვბორგავ!

ამიბურდე გულის ცხრაკლიტულები,
აშის მდელოდ მომანდომე ყოფნა.
ყველა ნოტში დაგეძებენ ყურები,
ცაშიც გძებნე, მთაშიც, ბარშიც, სოფლად...

ჩამომექცა სულის მყუდრო კერია,
ვერ ვივარგე დარდის კალაპოტად...
ორმოცი დღე... რა ძალიან ბევრია...
ორმოცი დღე... რა საშინლად ცოტა!


* * *
მიწისფერობის შეგუებისთვის დრო მინდა.
უცნაურია... მეც მიწისფრობა მომინდა.
გამოგარჩიო, ვცდილობ, ბგერების შტორმიდან...
„ჩემ ხევსურეთად“ ვეღარ მაჩნიხარ, მგონი, და
ვეღარ ვახერხებ თავის დაღწევას ომიდან!

როცა გადმოვალ ყოფიერების ბორბლიდან,
შეჩერებული სიცოცხლის მარათონიდან,
ბილიკზე შემხვედრს მაშინვე გიცნობ შორიდან...
გულის ნაპრალებს გადაგვითეთრებს თოვლი და
მუცო ბეჭებით კვლავ გაზაფხულებს მოგვიტანს!


* * *
შენ რომ ერთხელ მომიტანე ბგერები,
იმ ბგერებით ფერად სიზმრებს ვქარგავდი,
გადავღალე ლურჯა ცხენი ჭენებით,
ნასახლარებს მოვეფერე, ცას აცწვდი.

შენ რომ ერთხელ მომიტანე ბგერები,
ის ბგერები თმებით ძნებად შევკარი,
ფეხშიშველმა მოვიარე ველები,
ხალებიან ყაყაჩოებს შევხარი...

შენ რომ ერთხელ მომიტანე ბგერები...
მუცოს იმით ჩავჩურჩულე დარდები,
წინაპრებთან დავაბარე ვედრება,
არხოტს ვანთე თაფლისფერი სანთლები.

ხევისბერმა თუ დამანთო კელაპტრად,
ხატობაზე მაინც მიცნობ... (ხელებით)
საქართველო შემაყვარე ხელახლა
შენი ერთხელ მოტანილი ბგერებით!
...................................................
როცა უცებ გავახილე თვალები,
დამხვდა თაღებჩამოშლილი ცისკარი...
ბგერებით რომ შემაჩვიე სიცოცხლეს,
ახლა რა ვქნა უბგერებოდ, მითხარი?!


* * *
- დაგვაკლდაო!
მთებმა წყრომით დაიხუჭეს თვალები...
- წაგვერთვაო!
შაოსნები ჩურჩულებენ ვაებით...
- აქ იყოო...
ხელმა მიწა გაასწორა წვალებით...
- სად გაქრაო?!
აშის მდელომ აქეთ დამდო ვალები...
- მამხედოსო!
თორღვაის ცხენს დაულეწავს ნალები...
- მავჰკვდებიო...
შავთვალებამ დაიჭრა დალალები...
- წავყვებიო!
ხელებგაწვდილს ჩამოადნა მკლავები...
- დავლაცნათო...
დასეტყვილნი, ჭიქებს სწევენ ვაჟები...
- მიუვაო...
ჯვარ-სახატე მორთეს თაფლის სანთლებით...
- უყვარდაო...
დედა სიმებს აპრიალებს ფერებით..
ჩაქრა, რუხად დაიბინდა
თვალ-ციცინათელები...
...თითო ბგერას ფიანდაზად ვეფინები, ვევლები...
შენ კი, უხმოდ გარინდული,
სულ სხვა სივრცეს ეხები...
ვიცი, აისს ელოდები...
ვიცი, მზესთან შევხვდებით...


* * *
„ა“ ასო გავცვითე შენი ძახილით,
ტკივილს დაგიამებ გაყინულ ხელებით,
სადღაც მოგიცურდა სიცოცხლის მარხილი,
შენ ოღონდ მანიშნე, შორით შეგეხები.

ცა დამივიწროვდა, მიჭირს ამოსუნთქვა,
ნოტების გუგუნში დაგკარგე, მგონია,
ამოვისუნთქე და ჰაერს აჰყოლილხარ...
ზღვა ვერ გადასერა, მომიკვდა თოლია...

შლეგივით დავეძებ ყველგან შენს ნაკვალევს,
ნადირი... ძუ მგელი... ეგ მონაგონია!
იები აყვავდა ჯადოსნურ თითებზე,
თვალებს მიწის ქვეშაც რა ძალა ჰქონიათ?!

ტანთგახდილ სამყაროს დავმარხავ სილაში,
უცხო სახეები... მზეა სისხლისფერი...
როგორ გაგვიცუდდა ბოლო ვირაჟი...
მე - უფრთო ჯონათან,
შენ - ცისიქითელი...

Posted by: DW/Evans/Zildjian 7 Aug 2012, 11:11
Blaugrana_Ika
QUOTE
სოლისტი?

ერთი მოხევე ვნახეთ, ჩახედული ყოფილა მუსიკაში თან თურმე კარგად მღერის და კარგი ხმა აქვს(მე არ მომისმენია). შეიძლება ამ ბიჭმა წაიყვანოს მეორე ხმა

Posted by: gg_king 7 Aug 2012, 19:30
ალუუუდ ; ( ყოველთვის ჩემი საყვარელი მომღერალი იქნება! ; ((( <3

Posted by: wuma 8 Aug 2012, 02:30
QUOTE (minerva25 @ 6 Aug 2012, 21:35 )
როგორ აკლდი შატილობას ალუდა .....


მანდ მოვუსმინე პირველად
ეჰ
ბიჭი ლურჯი გიტარით ...

Posted by: Stroller 8 Aug 2012, 20:23
http://www.myvideo.ge/?video_id=1605089
ამის სრული ტექსტი ხო არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: wuma 10 Aug 2012, 10:05
Stroller
რავი ინტერნეტში ეს ვიპოვე
ისე კი ზოგი როგორ მღერის ზოგი როგორ
ალუდას ნამღერი გაფრინდი პირველად ვნახე


***
ნათქვამი ნათქვამად დამიჩნდა ...
სული გამიიიარა...
ღირსმყოფდი და ღირსმყავი ...
ჩემი სიტყვები მევე მითხარი ...

გაფრინდი ჩემს იქით გზები გაქვს სავალიო და ...

გაფრინდი ამ გულში ჩამოწვა ბურუსი,
გაფრინდი ამ გულში დაღამდა დაბინდდა,
გაფრინდი ჩემს იქით გზები გაქვს სავალი,
გაფრინდი ეს გული მთლიანად წამართვი.

რომ მკითხონ სიბერის მიზეზი რა არის,
მე ვიტყვი რომ გულით სულ არსად იარეს,
ჩემი და ოცნების გულები გაიყო,
გაფრინდა ეს გული მთლიანად წაიღო...

Posted by: Stroller 10 Aug 2012, 14:14
wuma

ალუდა იმ ვიდეოში ცოტა სხვანაირად მღერის !!1 დიდი მადლობა :*

Posted by: Blaugrana_Ika 16 Aug 2012, 23:17


ეს ექსპრომტია, გიო არაბულის ლექსზე



ესეც კარგია..


Posted by: Adza 18 Aug 2012, 16:28
დღეს ვუსმენდი და ეს ლექსი შემომეწერა...


Posted by: Blaugrana_Ika 18 Aug 2012, 23:17
Adza
love.gif

ეგრეა რა, უნდა მოუსმინო. ძაან ღრმა ადამიანი იყო..


ადრე ვისაც ვეუბნებოდი ხოლმე ალუდა ქეთელაურის სახელს, ყველა ღადაობას იწყებდა, ვაჟას პოემაზე მიდიოდნენ ეგრევე და კაროჩე..

დღეს იმათ ალუდას ფოტოები უყენიათ ფეისბუქზეsmile.gif

Posted by: wuma 19 Aug 2012, 14:49
''ეს არის ბოლო სიმრერა რომელიც ერთად დავწერეთ... მთლიანად ექსპრომტია... არ ვიცოდით ტექსტი და ყოველ სიტყვას ერთმანეთს ვუწყობდით... ატვირთვისგან ტავს ვიკავებდი, მინდოდდა კარგად გამესუფთავა და გამეწმინდა,,, თუ ვინმე ამას მოახერხებს კარგი იქნება''
/გიო არაბული/


Posted by: Adza 19 Aug 2012, 15:58
Blaugrana_Ika
ეგეთი ცუდი ლექსია, რომ კომენტარებიდან წაშალეს? user.gif

Posted by: wuma 19 Aug 2012, 17:45
Adza
QUOTE

http://www.radikal.ru


ეს დევს და კიდე იყო რამე?

Posted by: Adza 19 Aug 2012, 18:33
wuma
QUOTE
ეს დევს და კიდე იყო რამე?

rolleyes.gif
რავი, ჩემთან არ ჩანდა...

Posted by: wuma 19 Aug 2012, 18:55
Adza
სურათია და ცოტა გვიან ტვირთავს


***
არც ისე შავი არ არის ზეცა,
რომ არ შეიგრძნო სიცოცხლის სუნთქვა,
ბევრჯერ ქართული აბჯარი მეცვა,
ვერ შევეჩვიე სამოსელს მუქთას..
ბევრჯერ ქარიშხლის გარინდულ ხმაში,
მესმის ბოდიში ჩუმი სიცილის,
ვერ ვხედავ შვებას ვერაფერ მსგავსში
მამშვიდებს მხოლოდ ხმაური წვიმის..
ათასი აზრი მიბორგავს თავში
და ცისარტყელა ეხლა მომინდა
ამოვარდნილი გრძნობების ფერით,
მე დავბრუნდები შენთან ომიდან...

/ალუდა ქეთელაური/

http://www.radikal.ru

Posted by: Adza 19 Aug 2012, 20:12
wuma
QUOTE
სურათია და ცოტა გვიან ტვირთავს

ეგრეც ვიფიქრე...

აქ არ ვამბობ.
ორ ვიდეოზე დავაკომენტარე და იქ აღარ არის

ერთი აქ http://www.youtube.com/watch?v=ReXLs-cwRd8
და მეორე აქ http://www.youtube.com/watch?v=bbp-iD2OItc&feature=related

მარა ახლა ორივეზე არის. წეღან სხვა კომპიდან ვიყავი შემოსული და არ ჩანდა smile.gif))

Posted by: gg_king 19 Aug 2012, 20:14
ალუდ სად წახვედი, ზეცა ისევ ტირის,
სევდას ვეღარ იტევს გული მთის და ცისა,
აღარც მღერიხარ და ჭექაც აღარ ისმის,
მაგრამ ექოდ სუფევს, მღერა მთის კაცისა...

user posted image

Posted by: Blaugrana_Ika 25 Aug 2012, 21:36

Posted by: Mister Fahrenheit 25 Aug 2012, 23:58
ძალიან დასანანია რომ ასეთი ადამიანი დაგვაკლდა..

Posted by: Blaugrana_Ika 29 Aug 2012, 15:22


ეს მეორე

Posted by: Stroller 30 Aug 2012, 01:10
Blaugrana_Ika
რა მაგარი ვიდეოებია !!!1


ჩემი ჯონათანი ცაშია smile.gif)

Posted by: wuma 2 Sep 2012, 09:28
'ადამიანი ზუსტად მაშინ იწყებს დაბერებას,როცა კარგავს
შინაგან ბავშვობას,ხანდახან ბავშვივით უნდა
გაგიხარდეს,ხანდახან ბავშვივით უნდა გატუტუცდე,
ხანდახან ბავშვივით უნდა გეწყინოს და მალე დაგავიწყდეს
,ხანდახან უნდა მოიქცე გიჟურადაც,ესაა ადამიანის ის კომპონენტები,
რომელიც არ აბერებს,უკვდავების წამალია'
ეს სიტყვები პირველი ვიდეოდან love.gif

Posted by: chelbeta 2 Sep 2012, 11:41
http://www.youtube.com/watch?v=fal3ra92_Uc დაუოკებელი სულის ტექსტი მინდა და თუ ვინმეს გასქვთ გეხვეწებით არ დაიზაროთ და დაწერეთ რა

Posted by: Etrange 2 Sep 2012, 11:59
QUOTE (chelbeta @ 2 Sep 2012, 11:41 )
http://www.youtube.com/watch?v=fal3ra92_Uc დაუოკებელი სულის ტექსტი მინდა და თუ ვინმეს გასქვთ გეხვეწებით არ დაიზაროთ და დაწერეთ რა

sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

ნისლიანია სიმღერა

Posted by: Blaugrana_Ika 2 Sep 2012, 16:09
chelbeta
დრო მიდის დრო არ ჩერდება
წლები გადიან სწრაფად
დღეს თუ თებერვალი არის
ხვალე გვექცევა მარტადა

მე არ ვიყავი წყნარი
მე არ ვიცოდი დაღლა
დაუბერავდა ქარი
და აგვიყვანდა (აგვაფრანდდა) მაღლა

ჩვენ გვქონდა გზა და სავალი
მიუწვდომელი სივრცის
ეს დაუოკებელი სული
მაღლა რატომღა იბრძვის
მაღლა რატომღა მიხმობს
მაღლა რატომღა მიწვევს

მე ვზივარ და გიწერს ლექსებს
და ვხედავ ხელებზე(ხევებზე) ნისლებს
ნისლო ჩამოდი დაბლა
თორე დაგდფანტავს ქარი
შენ ხომ არ იცი დაღლა
შენ ხომ არ იცი დარდი

ისედაც დარდით სავსე
მძიმე ნაბადი დაგაქვს
და გრძნობებით სავსე
ვამბობთ ერთ ლამაზ ამბავს

მერე მოვიდა წვიმა
და დაგვისველა ფრთები
წამო ჯონათან ჩქარა თორე
მიწაზე ვკვდებით X2

მაგრამ ვიპოვით ბილიკს
და გავეცლებით მიწას
ჩვენ არ დავიწყვებთ ჩივილს
რადგან თოლია გვიცავს

ჩენ არ დავიწყვებთ ტირილს
ჩვენ არ დაიწყებთ კვნესას
კიდევ ვიმღებებთ დილით
და კიდევ დავწერთ ლექსსაც

მართლა მაგარია. ნეტავ დასცლოდათ, დაეხვეწათ და სიმღერად ექციათ ეს ლექსი

Posted by: chelbeta 2 Sep 2012, 18:07
Blaugrana_Ika
მე მაქვს დიდი სურვილი ალუდას სახელობის ჯგუფი გავაკეთო. სადაც იქნება მისი სიმღერები და არა მარტო მისი. თუ რათქმაუნდა საავტორო უფლებები ამის ნებას მომცემს ჯერ გასარკვევია.. და თუ დადებითად იქნება საქმე ამ სიმღერას სერიოზულად გავაკეთებ.ალუდას ნამღერს ვერრ შეედრება მაგრამ ამით მაინც ვცემ მის განვლილ წლებს პატივს

Posted by: Blaugrana_Ika 2 Sep 2012, 18:11
chelbeta
მშვენიერი იდეაა, რამდენადაც შევძლებ, დაგეხმარები

Posted by: chelbeta 2 Sep 2012, 18:16
გაიხარე..პროსტა გასაკითხია უბრალოდ რომ მისი სიმღერები შევასრულოთ სცენაზე არის თუ არა რამე საფრთხე.

Posted by: Blaugrana_Ika 2 Sep 2012, 18:23
chelbeta
წინა გვერდებს გადახედე, აქაც პოსტავს "მეხუთე სეზონის" ერთი წევრი.

თუ რამეა, ალუდას ძმასაც დაგაკავშირებ

Posted by: chelbeta 2 Sep 2012, 18:43
QUOTE
წინა გვერდებს გადახედე, აქაც პოსტავს "მეხუთე სეზონის" ერთი წევრი.

რომელი ნიკით?
QUOTE
თუ რამეა, ალუდას ძმასაც დაგაკავშირებ

თუ მოვაბი თავი და დარწმუნებული ვარ რრომ ამას გავაკეთებ დაგიკავშირდები შენ პმ-ში და და შენ კიდე მის ძმას დამაკავშირე

Posted by: g_o_g_i_n_a 2 Sep 2012, 18:54
QUOTE (FROM GEORGIA @ 21 Jun 2012, 20:12 )
ესეც კარგია !!!!!!!!!!!!!!რა იქნებოდა ერთი ნორმალური ალბომი გაეკეთებინათ ამ კაცისათვის, არადა ეკუთვნის



ეს კი უძლიერესია

მიკვირს უბრალოდ ასეთები წავლენ ხოლმე უდროოდ
და ჩემნაირი არაფრისმაქნისები ვრჩებით ბოლომდე
მაგარი უსამარათლოა ცხოვრება sad.gif(

Posted by: Blaugrana_Ika 2 Sep 2012, 19:22
chelbeta
QUOTE
რომელი ნიკით?


DW/Evans/Zildjian ამ ნიკით.




Posted by: chelbeta 3 Sep 2012, 00:35
Blaugrana_Ika
ხო ვნახე უკვე..ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის.. აუცილებლად დავილაპარაკებ ბიჭებთან და დიდი იმედი მაქვს რომ რამე გამოვა

Posted by: Blaugrana_Ika 3 Sep 2012, 10:31
chelbeta
წარმატებები, გგულშემტკივრობ აბა smile.gif

Posted by: wuma 9 Sep 2012, 11:12

Posted by: Bobgure 10 Sep 2012, 06:49
კარგი ადამიანი წავიდა მარადისობაში...... ვერაფერს ვერ იტყვი

Posted by: DW/Evans/Zildjian 10 Sep 2012, 11:35
chelbeta

გამაჯობა, მე ვარ მეხუთე სეზონის წევრი, მღერი შენ? იქნებ პირადში მომწერო

ჩვენი კომპოზიციების შესრულება ბევრს უნდა, მაგრამ პრინციპულად არ გვინდა, რომ ჩვენი სიმღერები სხვამ გააკეთოს, ალუდას ჯგუფი მეხუთე სეზონია და ჩვენ უნდა შევასრულოთ, ჯგუფის პასუხი ასეთია, ცუდად არ გაგვიგოთ ოღონდ

Posted by: FROM GEORGIA 11 Sep 2012, 16:34
DW/Evans/Zildjian
ალბომი არ არის თქვენი? ან თუნდაც სდ -ზე,იუთუბიდან გადმოწერილი მაქვს და ძალიან დაბალი ხარისხისაა

Posted by: DW/Evans/Zildjian 11 Sep 2012, 16:58
FROM GEORGIA

არა, ალბომის ჩაწერას ამ თვეში ვგეგმავდით სანამ ალუდა გარდაიცვლებოდა, მაგრამ რადგან რადგან ასე მოხდა ჩვენც შევჩერდით დროებით. სამომავლოდ არ ვიცი როგორ იქნება, გვინდა რომ გამოვუშვათ

Posted by: Basmacha 14 Sep 2012, 12:52
ასეთი ჯიგარი ხალხი არ უნდა იღუპებოდეს! cry.gif

ერთი პატარა ბიჭი მყავს მეზობლად და გამუდმებით ამ სიმღერას ღიღინებს. ბავშვმა გიტარის სწავლაც დაიწყო ისე შეუყვარდა ეს სიმღერა .



Posted by: Blaugrana_Ika 14 Sep 2012, 13:51
წინა გვერდებზე მედო პატარა კოლექციის ლინკი. ახლა კიდევ გავზარდე, ამასწინათ ავტვირთე და დავდებ ლინკს აქაც. 30-მდე ნამღერია

http://allshares.ge/download.php?id=5BD69C2275

Posted by: Blaugrana_Ika 18 Sep 2012, 11:26


love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: chakhna 18 Sep 2012, 22:31
ერს და მთას, რომლის წიაღშიც ესეთი ადამიანი დაიბადა სიკვდილი არ უწერია ! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული !

Posted by: Blaugrana_Ika 20 Sep 2012, 16:07



love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: DW/Evans/Zildjian 21 Sep 2012, 15:41
ვეძებთ სოლისტს, რომელიც აუცილებლად უნდა უკრავდეს აკუსტიკურ გიტარაზე, უნდა ჰქონდეს ჩვენი ჯგუფის შესაფერისი ხმა და უნდა უნდოდეს ამ საქმის კეთება!! პირველ რიგში უნდა იყოს ჩვენი მსმენელი და იცოდეს ჩვენი სიმღერები

Posted by: chakhna 21 Sep 2012, 17:32
DW/Evans/Zildjian
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ალუდას დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ !

Posted by: gg_king 21 Sep 2012, 18:01
DW/Evans/Zildjian
ყველა თქვენი სიმღერა ვიცი... ხმა: ბანი მაქვს (როგორც მეუბნებიან ალუდას ხმას მიმიგავს... საერთოდ ყველა ხევსურს ასეთი ხმა გვაქვს მგონი...). ვუკრავ აკუსტიკურ გიტარაზე : )
მაგრამ ერთი პრობლემა ის არის, რომ აბიტურიენტი ვარ და გადატვირთული მაქვს დღეები. მაგრამ გააჩნია კვირაში რამდენჯერ გაქვთ რეპეტიციები. მე პირადად ძალიან დიდი სურვილი მაქვს. რაც ალუდა გამოჩნდა სულ ვუსმენ, მანამდეც ვიცოდი ალუდაზე. თითქმის ყველა თქვენ სიმღერას ვუკრავ და ვიცი : )
თუ რამეა, ვეცდები, რომ მაქსიმალურად დიდი დრო დავუთმო ჯგუფს...

Posted by: mtis_yoili 21 Sep 2012, 19:45
https://www.facebook.com/AludaQetelauri1
ეს გვერდი ფბ–ზე, მაქსიმალურად ვცდილობ დავდო ვიდეოები, ლექსები და ა.შ და ხალხს გავაცნო ალუდა, ან უკეთ გავაცნო smile.gif)

Posted by: DW/Evans/Zildjian 22 Sep 2012, 00:07
gg_king
PM-ში მოგწერ შენ

მსურველი თუ ხართ კიდევ ვინმე დაპოსტეთ ან მომწერეთ PM-ში.

Posted by: Miralem Pjanić 22 Sep 2012, 11:51
ვერსად ვნახე სრული ვერსია user.gif


Posted by: Blaugrana_Ika 22 Sep 2012, 12:28
Miralem Pjanić
სრულ ვიდეოს ვერც ნახავ, სამწუხაროდ sad.gif

თვითონ ლექსი აგერ:

ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს
ვერ ვცემ საკადრის,მწიფე პასუხებს;
სანამ ვცოცხლობ და სანამ ვარსებობ,
სანამ სიკვდილი დამანამუსებს...

სანამ სიცოცხლე ჯერ კიდე მინდა
და სანამ ფასობს ქვეყნად მანდილი;
მინდა გრძნობები უფრო ხალასი!...
მინდა გრძნობები უფრო ნამდვილი!

მინდა რომ თქვენი თვალების სიღრმით
შემკული ზეცა მეფაროს თავზე
და სიკვდილამდე თუკი მივედი -
მინდა რომ ჩემი ცხოვრების გზაზე --

მინდა რომ ამ ჩემს სავალ ბილიკებს...
მოტივად გაჰყვეს თვალები თქვენი;
თქვენ შეიძლება მაძაგებთ,მაგრამ
ეს ხოტბა არის თქვენდამი ჩემი!!!

/ალუდა ქეთელაური/

Posted by: mtis_yoili 22 Sep 2012, 15:20
Blaugrana_Ika
QUOTE
სრულ ვიდეოს ვერც ნახავ, სამწუხაროდ


ინტერნეტში არ დევს, მაგრამ დიდი შესაძლებლობაა მომავალში იხილოთ სრული ვერსია smile.gif)

Posted by: mtis_yoili 23 Sep 2012, 18:42
გაზაფხულია - პირველი სეზონი...
გიპოვე, დაგთესე, მზით მავსებ, გეჩვევი.
ზაფხული - მეორე,
მეჩემე, მე მგონი,
ფესვად მომეჭიდე, სულ ვეღარ გელევი.
მესამე მოვიდა - მწიფე შემოდგომა,
სავსე იქნებოდი, ბგერებუხვიანი,
მარცვლებად შეგკრებდი, ღვინოდ დაგწურავდი,
წამლად მექნებოდი,
თვალებშუქიანო.
ვცდილობ, აგედევნო... მეოთხე სეზონი...
გზა, თოვლი, ბუხარი, გიტარა, ჩაღიმება...
თითქმის დაგეწიე...
თავზე წამომადგა მეხუთე სეზონი -
შენი გაცილება.

Posted by: Blaugrana_Ika 23 Sep 2012, 23:09
QUOTE
გაზაფხულია - პირველი სეზონი...
გიპოვე, დაგთესე, მზით მავსებ, გეჩვევი.
ზაფხული - მეორე,
მეჩემე, მე მგონი,
ფესვად მომეჭიდე, სულ ვეღარ გელევი.
მესამე მოვიდა - მწიფე შემოდგომა,
სავსე იქნებოდი, ბგერებუხვიანი,
მარცვლებად შეგკრებდი, ღვინოდ დაგწურავდი,
წამლად მექნებოდი,
თვალებშუქიანო.
ვცდილობ, აგედევნო... მეოთხე სეზონი...
გზა, თოვლი, ბუხარი, გიტარა, ჩაღიმება...
თითქმის დაგეწიე...
თავზე წამომადგა მეხუთე სეზონი -
შენი გაცილება.



user.gif user.gif


დღესაც ისევე მტკივა, როგორც 12 ივნისს მეტკინა..

Posted by: Blaugrana_Ika 27 Sep 2012, 18:08
ერთ საღამოს მამიდასთან მაღაზიაში შესულა ახალგაზრდა ბიჭი და რაღაც გარკვეული თანხა უთხოვია. მანქანაში საწვავი გამოგველია და მასესხეთ ფული და ხვალ ან დღესვე დაგიბრუნებთო. მამიდასაც მიუცია, ისეთი თვალები ჰქონდა და ისე მთხოვა უარს ვერ ვეტყოდიო... მასაც თანხის სანაცვლოდ თავისი ტელეფონის ნომერი დაუტოვებია. მოგვიანებით მეც ჩავედი მაღაზიაში და მამიდამ მომიყვა ეს ამბავი, გამოვართვი ტელეფონის ნომერი, დავხედე და გამეცინა. ნომრის ქვეშ მიწერილი ჰქონდა: – ალუდა ქეთელაური. მივუბრუნდი მამიდას და გავეხუმრე, დღეს რაღა არის მამიდა და ხვალ ჩამოფრინდება ალუდა ქეთელაური ციდან და დაგიბრუნებს შენს ვალს მეთქი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მამიდაჩემი დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. იმ დღემ ისე ჩაიარა. დილით კი მამიდამ დამირეკა ჩქარა ჩამოდი მაღაზიაშიო, მეც უცბად ჩავედი შემეშინდა რამე ხომ არ დაემართა თქო. შესვლისთანავე დავინახე უცხო ბიჭი გიტარით ხელში არ დააყოვნა და მაშინვე მითხრა ღიმილით "ციდან ჩამოვფრინდი ვალის დასაბრუნებლად" მერე ერთი– ორი სიმღერაც გვიმღერა და დაგვტოვა ესე გაოცებულები. ავედი სახლში იმდენად მოხიბლული ვიყავი მისით, გადავწყვიტე მასზე ინფორმაცია მომეძებინა და ჩემდა გასაკვირად იმაზე მეტი რამ აღმოჩნდა იქ, ვიდრე ველოდი. მას შემდეგ დავდივარ მის შემოქმედებაზე შეყვარებული...
/Sophy Chumburidze /


* * *
ჯერ ეს ისტორია, მერე სიმღერა))

"მთიდან დაბრუნებულები სახლში დავსხედით და ალუდა იგონებს ექსპრომტად სიმღერას და ყვება იმ ამბებს მოკლედ, რაც ჩენ გადაგვხდა იქ ყოფნისას.
2009 წელი იყო, დიდი ზმათარი სოფელში. ალუდა და მე ცხენის ჩემოსაყვანდ წავედით სოფლიდან მთაში, ცხენი ვერ ვიპოვეთ და იმის გამო რომ საჭმელი აღარ გვქონდა მესამე დღეს წამოვედით,ძალიან გვშიოდა,შიმშლისგან ვეღარც დავდიოდით,გზად რეინჯერების კოტეჯი იყო გამოსავლელი და ალუდას ვუთხარი იქ შევიაროთ, იქნებ რამე გვაჭამონ თან გავშრებით თქო.შევედით კოტეჯში და რას ვხედავთ: ოთახში სითბო, ფეჩი გაღუღუნებული და იქვე პაწია ტაბლაზე გაშლილი არნახული სუფრა და კოტეჯი ცარიელია, არავინ არაა. სიხარულისგან მე და ალუდა ერთმანეთს ვკოცნიდით,დავეტაკეთ საჭმელებს.ჩქარა ჩქარა ვჭამდით.მახსოვს ალუდა როგორ მიდძახდა თან სიცილით კვდებოდა პავიდლა მომაწოდე პურზე უნდა წავისვაო.ჩემითვის პავიდლო იმისთვის პავიდლა იყოო :დ მერე იქვე ერთი ბელტივით ასტრის პაჩკა ვიპოვეთ ჩავიდეთ ჯიბეში,მასპინძელს მადლობა მოუხადეთ და წამოვედით სახლში..."




Posted by: Blaugrana_Ika 30 Sep 2012, 15:03


ბოლოს ბავშვები user.gif user.gif user.gif


Posted by: PILOTI 30 Sep 2012, 15:19
ხევსური ბავშვები love.gif



Posted by: Geo_Anarchy 30 Sep 2012, 20:23
ძალიან მაგარი ვიდეოა სიყავრულზე {{{ სიმღერაც უმაგრესია
http://http://intermedia.ge/vid/113678-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94/
ვინ მღერის ამ სიმღერას ხომ არ იცით???

Posted by: Adza 4 Oct 2012, 10:07
ვააა, ჩემი ლექსი TOP Comments-ში აუტვირთავთ smile.gif))

http://www.youtube.com/watch?v=ReXLs-cwRd8&feature=related

Posted by: Blaugrana_Ika 5 Oct 2012, 23:53

Posted by: reggaeboby 6 Oct 2012, 00:21
კარგები ხართ, კარგი ვიდეოები დევს ამ ბოლოს ისეთი სულ რომ არ მინახავს. მეტი აქტიურობა ხალხოოო

Posted by: Blaugrana_Ika 7 Oct 2012, 14:58


ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოა... "აიმ მთაზედას" რომ მღეროდეს, პირველად ვნახე... ძაან მაგარია

Posted by: reggaeboby 7 Oct 2012, 20:29
ალუდა რომ ლექსს ამბობდა, ბოლოს წინა ვიდეო რომ დევს, გთხოვთ ხელმეორედ ატვირთოთ, წაშლილია!

Posted by: Blaugrana_Ika 8 Oct 2012, 12:00
reggaeboby
სამწუხაროდ, ის ვიდეო მართლა წაიშალა

აი აქ იგივე ლექსს კითხულობს და უფრო მაგრადაც მგონი smile.gif


Posted by: Alice_In_Wonderland 8 Oct 2012, 16:09
http://www.radikal.ru

გავგიჟდი ამ სურათზე love.gif

Posted by: Bobgure 9 Oct 2012, 19:06
ალუდას

შემინდე ძმაო,
მე ვხარჯავდი დღეებს და ფრაზებს,
რატომ მეგონა ეს ცხოვრება იყო მარადი,
ახლა ვზივარ და ეკლით ვითხრი ნაღმერთალ თვალებს,
რომ შემძლებოდა შენს სიკვდილსაც
მოვიპარავდი...

...წახვედი ჩემგან,
უშენობა მათოვს და მაწვიმს,
მარტო მივყვები ზენაქარებს,
თავს ვაღწევ წყვდიადს,
ვიგონებ ერთად გატარებულ,
ზეცისკენ აწვდილს -
დღეებს,
რომელსაც ქვადქცეული ტკივილი ქვია...

შემინდე ძმაო,
ვეგუები და ვამბობ ხვედრი
ალბათ ეს არის,
მარტოს მიწევს მთების დალახვა,
მივყვები ბილიკს და მგონია მომყვები გვერდით,
მაგრამ არ ძალმიძს თვალებდათხრილს შენი დანახვა.

შემინდე ძმაო,
მე ვხარჯავდი სიტყვებს, საათებს,
შემინდე ძმაო,
ეს ცხოვრება არის მარადი -
ვფიქრობიდ დიდიხანს და არასდროს ის არ ამართლებს,
რომ შემძლებოდა შენს სიკვდილსაც
მოვიპარავდი.

/გიორგი არაბული/

.................................................................................. ...................... ......... ...

Posted by: Blaugrana_Ika 9 Oct 2012, 19:10
ზუსტად ვერ ვიხსნებ დროს, დიდი ზამთარი იყო. მე და ალუდა მთაში წავედით.უყვარდა იქ წამოსვლა ყოველთვის.ამბობდა ამ ქოხში თავს ყველაზე მაგრად ვგრძნობ და ჩვენი აქ გატარებული საღამოები ყველაზე კარგი ტკბილი მოგონებააო. აქ ყველაფერი სხვანარია, როცა ყველას და ყველაფერს მოშორებული ხარ უფალთან კი ახლოს ხარო.აქედან დანახულ სიყვარულს გაუამრჯოსო !!.ავიხირეთ და წავედით,დილით რიჟრაჟზე წასულები საღამოს ბინდდებოდა რომ გადავედით, თოვლში ჭირდა სიარული. ალუდა წინ მიდიოდა, მე უკან მის გაკვალულში მივდიოდი.მივედით ჩვენ ქოხში. ალუდამ ბუხარი დააგიზგიზა, ტანსაცმელი გავიშრეთ, სახელდახელოდ უბრალო მაგრამ გულიანი სუფრა გავაწყეთ და დავიწყეთ ქეიფი ,რა თქმა უნდა ბალალაიკაც თან გვქონდა. მთელი ღამე გავიტანეთ ასე საუბარში და სიმღერებში. თითქმის გამთენიას ერთ ხის ნარზე დავწექით ორივე დასაძინებლად. უცებ მომიბრუნდა და მითხრა მოდი ეხლა ავდეგთ და ერთმანეთზე ლექსები დავწეროთ, ერთმანეთი დავახასიათოთ ლექსებადო. დავჯექით და დავიწყეთ წერა, დაახლოებით 5 წუთი ვწერეთ. მერე ავდექით და ერთმანეთს გამოთქმით წავუკითხეთ ეს ლექსები.
ალუდას დაწერილი:

ეხლა დავსხედით საწერლად,
ხევსური, იმერელია,
სიტყვებს ვწონით და ვათანხმეთ
ამბავი ცოტა გრძელია.
ეს ჩვენი ძმობა მსმენელო
ასახსნელადაც ძნელია,
სიტყვები მომდის ღვარცოფით
აზრები მახრჩობს მწველია.
არ ვიცი კიდევ რამდენი
გზები გვაქვს გასავლელია,
ვინ იცის, კიდევ რამდენგან
ვინ იცის, როგორ გველიან.
იცოდე ჩემო ძმობილო
და სადაც უნდა მიცდიდე
შენს და ჩემს საკეთებელსაც
სჯობია ძმობის სიწმინდე.
მერე იტყვიან ამბადა
და გავრცელდება ხალხშია –
ჩვენი კაცობის გვირგვინი
იქ ზევით მაღლა მთაშია.
იქ ზევით, სადღაც მთის იქით,
თუ გინდაც ზემოთ ღრუბლები.
ჩვენ გვიყვარს სივრცის გახსნა და
გადაბიჯება ზღურბლების.
ვამთავრებ წერას ძმობილო
სულ დამეფანტა გონება,
ძმობა და ძმობის სიწმინდე
ეს არის ჩვენი ქონება!!!
ჭანჭლებას...

ჩემი დაწერილი:
ძმობა როცა ვთქვით, იმ წუთიდან შენ ჩემად გგულობ,
მაგ გულიც გერჩის კუშტი ხარ და შეუპოვარი.
არ უღალატებ ძმობის სიტყვას და იერთგულებ
ვიცი ეს ჩემთვის არის დიდი მონაპოვარი.
კაცი კაცს იცნობს, გული – გულს და ეგ სული ამ სულს,
სულის ძმები ვართ, ამ გულშიდაც გაგიჩნდა ბინა
ვიცი არ ვტყუი ჩემი სიტყვა ამ წუთს არ ფლიდობს,
კაცურად ივლი სანამ სული პირში გაქვს მინამ.
და ეს ცხოვრება დიდიც არის და ძალზე მცირეც,
მე ვიცი ძამი ცხოვრებაში წინ წახვალ კიდევ,
შენ შეგიძლია, შენ მას შესძლებ, მასაც გაუსწრებ,
ის არ დაკარგო მისი გწამდესი ისევ და ისევ.
შენ იცი კაცის სიმაღლე და გარჩევა კარგის,
გაქვს სიფხიზლე და ფასი იცი მეგობრის ნაღდის
გონება გიჭრის თვალით ნახულს მაგ გულში მალავ
ეს ჩვენი ძმობა წმინდა იყოს ალალ და ალალ!!!
ჭანჭლებას...

/დავით ტყეშელაშვილი/


user posted image

Posted by: mtis_yoili 9 Oct 2012, 19:24
რა უცებ გადმოგიკოპირებიათ ჩემი გვერდიდან, შემოვედი ავტვირთო თქო და biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Blaugrana_Ika 9 Oct 2012, 19:32
mtis_yoili
smile.gif)

ქოფირაითი დაცულია, ასე რომ... smile.gif


დათოს კარგი და ბევრისთვის რამდენიმე უცნობი ვიდეო უდევს, თუ მოგაწვდის კარგი იქნება smile.gif

Posted by: deadeadea 9 Oct 2012, 19:52

... love.gif

Posted by: mtis_yoili 9 Oct 2012, 20:31
Blaugrana_Ika
რომელი ვიდეოები? ზოგს გამიზნულად არ ვდებ

Posted by: Blaugrana_Ika 10 Oct 2012, 13:42
mtis_yoili
http://www.facebook.com/photo.php?v=514602191900470

ეს მაგალითად smile.gif

Posted by: ანასტასია-Ana 10 Oct 2012, 19:49
უფლება არ მქონდა ეს ყველაფერი არ დამეწერა, აუცილებლად მიხვდებით რატომ... ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე ამ ადამიანთან ინტერვიუ ჩამეწერა, თუმცა არ ვიცი რატომ გადავდე ამდენი ხნით.

მის ხმას, მის შემოქმედებას ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობდი, როდესაც თბილისში "ხევსურული საღამოების" ჩატარება დაიწყეს. სტუდენტი ვიყავი და ყოველ 26 მაისს ჩემს მეგობრებთან ერთად "მზიურს" აუცილებლად ვსტუმრობდი, რომ ხევსურების შესანიშნავი შემოქმედება გამეცნო.

საერთოდ მგონია, რომ მთის ხალხი ნამდვილად გამორჩეულია და მათ შორის კიდევ უფრო გამორჩეული ამ კუთხის... უცნაურია, ყოველთვის მიკვირდა როგორ იბადება ყველა ხევსურში ლექსი, სიმღერა, ხელოვნება...

ალბათ, ხევსურები არ მიწყენენ თუ ვიტყვი, რომ მათ საღამოებზე იყო რამდენიმე განსაკუთრებით გამორჩეული ფიგურა. ყველა მათგანს ბუნებრივია არ დავასახელებ, მაგრამ მათ შორის აუცილებლად იყო ალუდა ქეთელაური...

ამ სახელისა და გვარის ხსენებაზე ყველას ვაჟა გაახსენდება და ალბათ, არც შეცდება... რამდენიმე დღის წინ მის სოციალურ ქსელზე ასეთი ჩანახატი ვნახე: "უთხარით ყველას, რომ ცხოვრობდა ქართველი ბიჭი ალუდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ ვცხოვრობდით. უთხარით, რომ ასეთები იშვიათად იბადებიან. უთხარით ყველა შლეგს და უბირს სხვისკენ რომ გაურბის გული და გონება, რომ საქართველოში ბიჭი ცხოვრობდა. ვაჟი ცხოვრობდა ქეთელაური! ალუდა ქეთელაური! იამაყეთ მისით, უთხარით ყველას, ვისაც კი ალუდას სამშობლოს ზეცა დაჰყურებს! უთხარით უბრალოდ ყველას! ყველას ვისთანაც კი სიტყვა გეთქმით და ასე ვაჩვენოთ ჩვენ დაბრამვებულ ხალხს ფშაველი ვაჟას ხევსურმა ალუდამ 24 წლით ხორცი შეისხა და ჩვენთან, ჩვენს დროში იცხოვრა!"

ეს ალბათ ის ემოციაა, რომელიც ყველა ადამიანში იბადება, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი სიმღერა, ერთხელ მაინც შეხვედრია, თუმცა ასე ლამაზად ყველა ვერ გამოხატავს...

რომ დავუბრუნდე იმას, რითიც დავიწყე... ალუდას გარდაცვალების ამბავი ყველასთვის თავზარდამცემი იყო, თუმცა ჩემთვის ეს მართლაც საოცარი შოკი იყო. მიზეზი კი ისაა, რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერას სწორედ ამ დღეებში ვაპირებდი. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა იმ ადამიანისგან ვისაც მასთან უნდა შევეხვედრებინე: "ალუდა გარდაიცვალა..." პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ეს ხუმრობაა, თუმცა ძალიან მალე დავწრმუნდი, რომ ეს ყველაფერი სამწუხაროდ სიმართლეა...

ნუ ვისაუბრებთ მიზეზებზე, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ის ხომ აღარ არის... ალუდას დღეს დუშეთის მიწას მიაბარებენ, თუმცა ბევრი ადამიანის გულში ის ძალიან დიდხანს იცოცხლებს, ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ვნახე უამრავი ლექსი, ჩანახატი, თბილი სიტყვა მისი მისამართით გაჟღერებული... ერთ-ერთი მათგანი, ხევსურისგან...

"მაჰკვდია ვაჟავ ალუდა,

მთას ნისლებ შამახვევია.

დაგტირის სახევსურეთო

თოლს ცრემლებ გამაგვრევია.

კი მაქცეულხარ მწერელტყვედ,

რახელ გასწირე თავიო,

თუმცა რა ვიცით გულაჩი

რა შამაგეყარ ავიო.

ე მაგ გულჩი ჩაგეკონე,

რახელ მტკივიხარ ბეჩაო,

ხევსურ ქალს ტირილ არ შვენის.

რად ამამღვრიე ბედშაო?

სულ არღუნივით ღრიალებს

გიჟ ას და გახელებული,

ვერ ლაღობს აღარ შაუძლავ

ცრემლ ჰყავის გამეფებული.

ავაჰმე, ქეთელაურო !!!

რად დაიღამე საწუთრო?

თან გაგყვეს გუდანის მადლი,

ღმერთმ ანგელოზად გაკურთხოს!"

ბოლოს, ალუდა საკუთარ თავზე: "ვარ მხიარული უფრო, ცოტა გიჟიც, ცოტა რომანტიკოსიც, მიყვარს სიმართლე და ალალი თვალები. მიყვარს მწვანე ჭიქიდან დალევა ყველაფრის. ცაცხვის ყვავილის სუნი მიყვარს წვიმის შემდეგ, მიწის სუნიც მიყვარს. მწვანე არ ვიცი, გემრიელად ვსვამ უბრალოდ. ნაცრისფერი მიყვარს ისე მაგრად. ყველაფერს ვერ მოგიყვები ასე უცბად.... კითხვა მიყვარს კიდე, უფრო ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ნაწარმოებების. ხო, დამავიწყდა. მზის ამოსვლის და ჩასვლის ყურება მიყვარს მაღალი ადგილიდან, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ მაქვს..."


წყარო: Prime Time News

Posted by: wuma 16 Oct 2012, 23:34
ვაჟაუ შენსა ტრფიალს
აუტანივარ ალუდა...
გონება აღარ მემართვის
გულს უშენობა არ უნდა..
ავიყრი გუდა ნაბადსა
ხევსურეთს გავეშუები,
დაგენახვები აროდეს
შორით გავძღები ყურებით,
მალვით გიცქერდე გისმენდე,
ნიავად გეხუტებოდე,
სადაც შენ წახოლ იქაც-მე
არვისთვის მემეტებოდე....
არღუნის პირას მჯდომარე
აჟღრიალებდე სიმებსა,
ჟრუანტელს მგვრიდეს ეგ ხმაი,
თუ ბედი გამიღიმებსა..
საფიცრად ვიქეც ანატორს,
ქარაფზე ქუჩის ფესვებსა,
შენ სიახლოვეს მამყოფა
გული არ დაიკვნესებსა..
ვიცი არ შეჰფერს ქართველ ქალს,
გულის წადილის გამხელა,
მაგრამ თავადაც არ ვიცი,
ასეთმა რამ გამახელა....
ხოდა მირჩევნის იცოდე,
თუნდაც რომ გეუცნაურო,
უძლურ ვარ სენად შემყრიხარ,
ალუდა ქეთელაურო...
.
თ.რეხვიაშვილი

http://www.radikal.ru

Posted by: Blaugrana_Ika 17 Oct 2012, 09:39



up.gif

Posted by: chakhna 17 Oct 2012, 10:00
იცი მე მოვკვდი <-- ამ სიმღერის ტექსტი დადეთ თუ შეგიძლიათ. წინასწარ მადლობა

Posted by: Blaugrana_Ika 17 Oct 2012, 10:11
chakhna

აგერ ბატონო, მერაბ არაბულის ლექსია smile.gif

დედი,
სახვალიოდ საგძალ გამიმზადე,
უნდა გადავიარ
ჭაუხ ნისლიანი.
კაი,
რაად სდარდობ,
აღარც ბალღი ვარ და
თოვლიც ცოტაღაა,
შავი და ჭიანი.
დედი,
გახსოვს ალბათ,
ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს,
ავჰყევ დეკიანის.
მაინც არ იშლიდი,
მაინც ჩამაცმიე,
პაპის ქალბანნი და
პერანგ ჯვრებიანი.
დედი, გეფიცები,
ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ,
ქარაფს დავეკიდე.
დედი მაპატიე,
სანამ დავენარცხე,
შენზე ვფიქრობდი და
ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი,
მე მოვკვდი და
ესეც მაპატიე,
იცი?!
იმ ხარჯიხვსაც,
შუნი დასტიროდა.
ახლა,
ალბათ მამაც,
ჭიქას აიღებს და
ჩემი მასპინძლობით
იტყვის უდროოთას.
დედი,
ჩემ საფლავზე,
იმ შენ იასამნებს,
უდგათ პერიოდი,
ლურჯად შეფერების...
იცი?!
ყოველღამე შენთან მოვდივარ და
შენ თმაში ჭაღარებს,
ჩუმად ვეფერები...

Posted by: Fixedd 17 Oct 2012, 10:18
QUOTE (Mrs T @ 30 Jun 2012, 23:50 )
akkai
მაგარი ხმა აქვს სოლისტს და ბევრს მიაღწევენ ასე მგონია wink.gif

ლაივში მაქ მოსმენილი მაგათი ნამღერი ნაცების ყრილობებზე დადიან ხოლმე რაჭულს მღერიან მარტო ნორმალურად და მაგას დალშე არაფრად ვარგა მაგათი ნამღერი... ჩემი აზრია რათქმაუნდა


რაც შეეხება ალუდას ცალკე ვერ გამოვყობ რა მომწონს მის ნამღერში მაგრამ ჩემთვის გენიალურია 2 კვირით ადრე წავაწყდი იუტუბზე და მას მერე მოვიწამლე ყველას ვეუბნებოდი ნახეთ და ამ ადამიანმა თუ სახელი არ გაითქვას თავი მომაჭერით მეთქი.... სამწუხაროდ არ დასცალდა

http://www.youtube.com/watch?v=TNguGJGxuKE&feature=g-wl


არ ვიღლები მისი მოსმენით

Posted by: Blaugrana_Ika 17 Oct 2012, 10:21
Fixedd
QUOTE
http://www.youtube.com/watch?v=TNguGJGxuKE&feature=g-wl


სხვათა შორის, ექსპრომტია ეგ სიმღერა smile.gif

ისე, რატომ იყო და როგორ დაემთხვა არ ვიცი, მარა 12 ივნისს (მის გარდაცვალების დღეს, სანამ გავიგებდი ამ ამბავს), რატომღაც ძაან თავი გავიგიჟე და უნივერსიტეტში ყველას ვეუბნებოდი ალუდა ქეთელაური როგორ არ იცითთქო, ნახეთ მოუსმიენთთქო. წარმოდგენა არ ჰქონდათ ვინ იყო, რა ალუდა ქეთელაური ხო არ გაუბერეო, ვაჟას პოემაზე წავიდა ხალხიsmile.gif)

იმ დღეს რომ მივედი სახლში, ჯგუფელმა დამირეკა და შენ რომ ამბობდი ის ალუდა გარდაცვლილაო, რომელიღაც საიტზე წაუკითხავს sad.gif

Posted by: Fixedd 17 Oct 2012, 21:55
მართლა ძალიან მწყდება გული რომ აღარ არსებობს პირადად არ ვიცნობდი და არც გაფანატება მაგასიათებს მაგრამ მისნაირი ხალხი ძალიან გვჭირდება'
ვისაც გინდათ გადაჭარბებულად ჩამითვალეთ მაგრამ ეგრეა....

Posted by: chakhna 20 Oct 2012, 22:26
Blaugrana_Ika
გაიხარე მადლობა !

Posted by: giorguna22 20 Oct 2012, 22:34
რამოდენიმე წლის წინ გავიცანი და ფანდურის ნაცვლად ბალალაიკა რო მოითხოვა მეთქი რა უნდ ამ ბიჭს...მოვუტანეთ და დაგვტოვა გარეტებულები ყველა, დღემდე გული მწყდება რო ვეღარ მოვაბი მეორედ მსგავს სიტუაციას თავი.

რამოდენიმეუხარისხო ჩანაწერი ინტერნეტში ძლივს მოვიძიე და იმას ვუსმენ გზაში ხშირად, ნორმალური ჩანაწერები თუ დარჩა ნეტა ცხონებულის?


მახსოვს "მგელი და ძაღლი" გვიმღერა ერთი სიმღერა -
"შენ სხვის განახრავ ძლებს შეექცევი, მე ხორცი მომწონს თეთრი ვაცისა,
მე მომხვედრია ტყვია მრავალჯერ, მაგრამ არასდროს წიხლი კაცისა"
დღემდე მაქვს მაგ სიმღერის რიტმი და დადებითი აურა გამოყოლილი და კაი ხანს გამყვება კიდევ sad.gif

ისევ ხარისხიან ჩანაწერებს მივადექი, არავის გაქვთ არა?

Posted by: Blaugrana_Ika 20 Oct 2012, 23:13
giorguna22
აი შენ ეგ სიმღერა smile.gif



ესეც იგივე - ბალალაიკაზე ოღონდ





რასაც მღეროდა, 90% ლექსი იყო და გადაკეთებული ჰქონდა თავისებურად smile.gif


ისე, მაგ სიმღერას მგელი და ძაღლი ჰქვია. ერთხელ, მთვრალ ალუდას თავის ძმასთან ერთად უმღერია ეგ პოლიციის შენობასთან biggrin.gif მეორე დღეს დაუბარებიათ და რაღაც ჯიბის ქურდობას ტენიდნენსავითო, ნუ იასნია რაზეც ჰქონდათ ამწვარი, მარა ერთი დღე აყურყუტეს რა smile.gif))

Posted by: wuma 21 Oct 2012, 14:01
როდისმე...

Posted by: Dima Fan 22 Oct 2012, 17:51
wuma
QUOTE
როდისმე...

ჩემ გიტარაზე უკრავს მანდ sad.gif cry.gif

მე ვათხოვე დათოს გიტარა,ალუდა მყავს სტუმრადო,ამ ვიდეოში მარცხნივ ვინც უზის იმას,ზესტაფონელი ბიჭია და მგონი ძმობა შეფიცეეს ერთმანეთს და სულ ჩამოყავდა ხოლმე ალუდა ზესტაფონში და 1-2 ჯერ მეც შემხვდა გზაში აქ რო იყოsad.gif

გუდანის ჯვარი-ამ სიმღერის ტექსტი დადეთ რა თუ ვინმეს გაქვთ yes.gif

Posted by: PILOTI 22 Oct 2012, 19:28


Posted by: Blaugrana_Ika 22 Oct 2012, 23:50
Dima Fan
იცნობ დათო ტყეშელაშვილს?smile.gif) მაგარი კაცია

QUOTE
გუდანის ჯვარი-ამ სიმღერის ტექსტი


გელა დაიაურის ლექსზეა

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
"ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო".
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო...
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
"წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო".
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო .




სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია
ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს...

მისამღერი:
---
არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო
არ დაგიბერდეს ყმანია
შენს კარზედ აუარებლად
საკლავიც მოგვიყვანია

დიდია გუდანის ჯვარი
თანაც ბევრი ყავს ყმანია
მის კარზედ შემოვკრებილვართ
ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია
---

ნეტავ, რა ხმა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაჰბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო.

მისამღერი
|---|

სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.

აქ აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია,
ბეჭებგაბზარული მუცო.

მისამღერი
|---|

გამათიბე ჩემო ცელოო,
ქადას გამოგიცხობენო
ქუჩნი ჩამამცდეს წკმუტუნითაო,
ცხენის ნალებით დატუქსვილნიო.




0:37-ზე დათო რა კაცია biggrin.gif

Posted by: deadeadea 23 Oct 2012, 12:36
QUOTE
გუდანის ჯვარი-ამ სიმღერის ტექსტი

love.gif love.gif love.gif

Posted by: Dima Fan 23 Oct 2012, 17:54
Blaugrana_Ika
QUOTE
იცნობ დათო ტყეშელაშვილს?smile.gif) მაგარი კაცია

კი მეზობელია,თან დათოს და ჩემი ძმის კლასელია,დედამისი ინგლისურის მასწავლებელია და 4 წელი მანდ დავდიოდი,+ მამაჩემი და მამამისი ძმაკაცები არიან biggrin.gif და ა.შ. smile.gif კი დათო მაგარი კაცია,არვიცი როგორ გადაიტანა ალუდას ამბავი,ძაან დეპრესიაში იყო.ეს ამბავი რო მოხდა ვილნიუსში იყო მგონი მაგ დროს და ვერც ჩამოვიდა sad.gif

QUOTE
0:37-ზე დათო რა კაცია biggrin.gif

biggrin.gif ჰო დათოსთანაა სახლში გადაღებული ეგ.


Posted by: PILOTI 24 Oct 2012, 13:19

Posted by: reggaeboby 25 Oct 2012, 23:17
ძალიან მაგარი ვიდეოა, smile.gif) მაგრად მომწონს ალუდას ბუნებრიობააა

Posted by: Blaugrana_Ika 26 Oct 2012, 09:10


ეს მეორე ვიდეოა მაგ დღის smile.gif

Posted by: Jambazi 123 26 Oct 2012, 13:43
QUOTE
0:37-ზე დათო რა კაცია

1:11 ზე როგორ ეუბნება "დამაცდიით" ))))

Posted by: gg_king 29 Oct 2012, 10:50
ალუდასი სულ სხვა იყო, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და ქოვერი რომ არ გამეკეთებინა არ შემეძლო ♥ ♥ ♥


Posted by: wuma 29 Oct 2012, 16:35
gg_king
მოდი ნამღერზე არაფერს ვიტყვი იმიტომ რო ვერც მოვუსმინე

და საავტორო უფლებები დაცულია ?

Posted by: deadeadea 29 Oct 2012, 16:54
QUOTE
მოდი ნამღერზე არაფერს ვიტყვი იმიტომ რო ვერც მოვუსმინე

ცუდი ნამღერი არაა მაგრამ აშკარად ალუდასი ჯობს

Posted by: wuma 29 Oct 2012, 17:30
deadeadea
მე არ მითქვამს ცუდიაოოო
უბრალოდ ვერ მოვუსმინე, გამიჭირდა სხვისი ნამღერის მოსმენა...


Posted by: gg_king 29 Oct 2012, 18:29
wuma
სარეპეტიციოში ციფრულით ჩაწერილ ვიდეოს რა უფლებები სჭირდება? : ) კახის დაწერილი სიმღერაა და ასე იმღერეთ არ არის პრობლემაო, უბრალოდ სცენაზე არ გაიტანოთო. : )
* * *
QUOTE (deadeadea @ 29 Oct 2012, 16:54 )
QUOTE
მოდი ნამღერზე არაფერს ვიტყვი იმიტომ რო ვერც მოვუსმინე

ცუდი ნამღერი არაა მაგრამ აშკარად ალუდასი ჯობს

რა თქმა უნდა ჯობია ალუდასი! : ) ალუდა ალუდა იყო...
თან Bm იდან ჩახლეჩილი ხმით ვერ ავწევდი, ამიტომ დაბალ ხმაშია ნამღერი (Em იდან).

Posted by: DW/Evans/Zildjian 31 Oct 2012, 22:56
QUOTE
ასე იმღერეთ არ არის პრობლემაო, უბრალოდ სცენაზე არ გაიტანოთო. : )


ვეთანხმები ჩემი ბენდის წევრს

Posted by: wuma 3 Nov 2012, 10:10
იყოს ეს ლექსი აქაც

ცასიქითელი თოლია ჯონათანის ვერ(ლექს)ლიბრი

ახლა ძილმკვდარი მთვარე რომ ჩაქრეს,
ღამეს ალბათ სახელს შევუცვლი,
ფიქრები ქარებმა მომტაცეს...
ფიქრისთვის მე ვეღარ მოვიცლი -

ახლა თუ გამაფრენს თოლია,
ზეცისას ჩამოვწყვეტ საყურეს,
მთვარესაც თვალები ჰქონია,
მშორდება და ბრაზით დამყურებს.

"ან ღმერთს გიწოდებენ, ან კიდევ სატანას"
უნდა შეეგუო, ვით ჭირისუფალი.
მრავალი სიყალბის მოგიწევს ატანა...
მაგრამ მთავარია,
ხარ თავისუფალი.

მაშ, თავისუფლება ჯონათან,
სიმართლეს ზეცაზე გავაფენ,
სამყაროს ამ ღამით მოვნათლავ,
სამყაროს შენს სახელს, დავარქმევ.

"მაშ, არავითარი საზღვარი ჯონათან..."
(არც ლექსში).

მე ფრთებით გავივლი ჰაერში,
მივფრინავ, მივყვები მარათონს,
სამყოფლის მზე მიდგას თვალებში.

ახლა,
ძილმომკვდარი მთვარე რომ დაბნელდეს
სამყოფელს შენს სახელს დავარქმევ
ჯონათან.

გიორგი არაბული

http://www.radikal.ru

Posted by: Dima Fan 3 Nov 2012, 14:35
Blaugrana_Ika
ალუდას და ზუმბას ვიდეო როა,თამარა

1:58 იდან რას ამბობს ტექსტს 2:27 მდე?

love.gif

Posted by: Blaugrana_Ika 3 Nov 2012, 15:33
Dima Fan


აქაც 1:10-დან იგივეაsmile.gif

ინგუშური სიმღერაა ეგ, ქართულად გადმოკეთებული. სოსირინა სოყერყელო და ეგენი ინგუშურად თუ ჩეჩნურად თუ რავი მაგათ ენაზე მიაყოლეს რა smile.gif)



ორიგინალის ტექსტი დაახლოებით ასეთია: "so urina ghatamcalo tamara,so surina vijam calo tamara, as ha oila duxa ierna tamara,sha hekilna ieshna vagheh tamara,

Posted by: Dima Fan 3 Nov 2012, 15:54
Blaugrana_Ika
ჯიგარრ .

QUOTE
სოსირინა სოყერყელო

ავიჩემე ეს ორი სიტყვა რატომღაც biggrin.gif

რას უნდა ნიშნავდეს ნეტა smile.gif

ეპითეტებია აშკარად რაღაცა

Posted by: mtis_yoili 3 Nov 2012, 20:06
Dima Fan
QUOTE
QUOTE
სოსირინა სოყერყელო


ავიჩემე ეს ორი სიტყვა რატომღაც

რას უნდა ნიშნავდეს ნეტა

ეპითეტებია აშკარად რაღაცა


ეს სიტყვები არაფერს არ ნიშნავს რეალურად, ჩეჩნური სიმღერაა და ვიღაცამ როგორც გაიგო ისე იმღერა ალბათ და მერე გავრცელდა და გავრცელდა ეგ არასწორი სიტყვები ))))))))))

აი Blaugrana_Ika -მ სწორად დაწერა ბოლოს და კიდევ არის სხვა ვერსიებიც თამარასი



Posted by: Zichi 4 Nov 2012, 17:40
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ბარდას თუ როგორცაა user.gif

მომეწონა მაგრად ეს სიმღერა user.gif

Posted by: crog 4 Nov 2012, 23:57
http://www.youtube.com/watch?v=K7cdTxNLySY&feature=channel&list=UL

Posted by: wuma 5 Nov 2012, 12:09
QUOTE (Zichi @ 4 Nov 2012, 17:40 )
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ბარდას თუ როგორცაა user.gif

მომეწონა მაგრად ეს სიმღერა user.gif

ბარდას არა ფარდას



ზეცას შახენეო აპარეკავ...

"ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,"
"ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!"
"დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით."
"ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!"
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
"ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე."
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,
"კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა..."
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)
"... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და..." -
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,...
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.

გიო არაბული

Posted by: Noodles3 7 Nov 2012, 18:57
ძალიან მაგარი იყო ალუდა. დასანანია ესეთი ადამიანები რომ მიდიან ამ ქვეყნიდან... ძალიან ადრე წავიდა მაგრმა მან მაინც თქვა თავის სათქმელი ქართულ სიმღერაში

ეს ჩემი ძმაკაცის ნამღერი თამარა


Posted by: Dima Fan 9 Nov 2012, 19:17
QUOTE
ეს ჩემი ძმაკაცის ნამღერი თამარა

კარგია .

ესეც ამ ტექსტს მღერის,დადეთ რა თამარას ტექსტი

Posted by: Dima Fan 13 Nov 2012, 12:37
აფხაზურ სატრფიალოს რო მღერის ის ვიდეო არ არის სადმე?

ადრე დადეს ფეისბუქზე sad.gif

თან რო ცეკვავს მერე კიდე .

ან ვინმეს ნამღერი დადეთ ეგ სიმღერა

Posted by: Jambazi 123 14 Nov 2012, 04:58
Dima Fan
http://www.facebook.com/photo.php?v=127778584031399&set=vb.228276437208617&type=3&theater ამაზე ამბობ? ოფიციალურად ინგუშური სიმღერაა.ეს ქართული ვერსია http://www.youtube.com/watch?v=DwJA92BntIo

Posted by: Dima Fan 14 Nov 2012, 12:21
Jambazi 123
აუ შენ გაიხარე/ ხო ეგ მინდოდა.

ეს აფხაზური სატრფიალო საიდან მახსოვდა,კავკასიური ყოფილა love.gif


გაიხარე

Posted by: Dima Fan 15 Nov 2012, 16:25
დღეს ალუდას დაბადების დღეა , 25 წლის გახდებოდააა sad.gif .....,მიწის ქვეშ ფეთქავ . ნათელში იყავი

Posted by: Blaugrana_Ika 15 Nov 2012, 16:59
ხო, იუბილარია დღეს sad.gif

user posted image

Posted by: wuma 15 Nov 2012, 17:48
http://www.radikal.ru

Posted by: Camommilegirl 17 Nov 2012, 15:08
სიჩუმეს დგას მთებში ჩაკარგულ სასაფლაოზე ! შენი ხმა ვეღარ აზანზარებს მთებს ! მაგ დაღმართზე ჩასულს ფეხები უკან მრჩება მაგრამ ვერც ვბრუნდები ! ძნელია შენი ქვაში გაყინული ღიმილის დანახვა ერთდროულად ორი რომ გვიყურებ! მწვანე გაქვს საფლავის ღობე ხომ გიყვარდა მწვანე ფერი ?! და შავი ვარდები! როგორც ამბობდი "მომიტანეთ რა საფლავზე შავი ვარდები!" მოგიტანთ წამოვალთ უკან და დარჩები ისევ მარტო მთებს გაათბობ შენი ღიმილით ერთდროულად ორი საფლავის ქვიდან!
http://www.radikal.ru

Posted by: Blaugrana_Ika 17 Nov 2012, 19:32
ეეჰ რა ფოტოებია sad.gif(


ისე გარდაცვლის პირველ დღეებში ერთი ვიდეო იყო გავრცელებული სულ 2-3 საათით, მერე წაშალეს. ვიღაცას გადაუღია ალუდას დაკრძალვა, გუდანის ჯვარი იყო ჩართული და რა დღეში იყო ხალხი, როგორ ტიროდნენ sad.gif((( უმძიმესი კადრები იყო

Posted by: Dima Fan 20 Nov 2012, 17:00
ეეე,ამ ცხოვრებას რა ვუთხარი sad.gif

user.gif user.gif user.gif user.gif

QUOTE
ისე გარდაცვლის პირველ დღეებში ერთი ვიდეო იყო გავრცელებული სულ 2-3 საათით, მერე წაშალეს. ვიღაცას გადაუღია ალუდას დაკრძალვა, გუდანის ჯვარი იყო ჩართული და რა დღეში იყო ხალხი, როგორ ტიროდნენ sad.gif((( უმძიმესი კადრები იყო

კაია თუ წაიშალა sad.gif თორე უფრო დამეწვებოდა გული ეგ რო მენახა cry.gif

Posted by: DW/Evans/Zildjian 20 Nov 2012, 17:44
Dima Fan
QUOTE
ვიღაცას გადაუღია ალუდას დაკრძალვა, გუდანის ჯვარი იყო ჩართული


გასვენებაში "რა დამაბერებს" დაუკრა კახიმ და გოგოჭურმა იმღერა. უშუალოდ დაკრძალვაზე ჩვენი სიმღერები იყო ჩართული

Posted by: Blaugrana_Ika 20 Nov 2012, 19:38
Dima Fan
QUOTE
კაია თუ წაიშალა


ნამდვილად sad.gif

DW/Evans/Zildjian
user.gif user.gif


გოგოჭური რაღაც აღარ ჩანს, იმედია ხელი არ ჩაუქნევია sad.gif

Posted by: DW/Evans/Zildjian 21 Nov 2012, 00:21
შაბათს ფრიდონ გაზდელიანს(ბას გიტარისტს) ცოლი მოჰყავს!!

Posted by: Camommilegirl 21 Nov 2012, 21:10
DW/Evans/Zildjian
ვულოცავ ფრიდონს !

და ველოდებით მეუხუთე სეზონის დაბრუნებას

Posted by: Blaugrana_Ika 23 Nov 2012, 12:15
ერთხელ ქორწილი იყო მთაში, ხევსურის და ფშაველის... უკვე შეღამებული იყო და მექორწილენიც ყველა თავისთვის მიყუჩებულიყო, თუმცა ქორწილი გრძელდებოდა. უცებ ალუდა მოვიდა, როგორც სჩვეოდა ცხენით და თავისი განუყრელი ბალალაიკით. ჩამოხტა, ნაცნობებს მიესალმა, ერთ-ერთ სუფრასთან კუთხეში დაჯდა და სიმღერა დაიწყო... ზუსტად ერთ წამში, როგორც კი ხალხმა მისი ხმა გაიგო, წამოიშალნენ და მის წინ დიდი წრე გაკეთდა. ყველა გამოცოცხლდა და ალუდას სიმღერით ტკბებოდა. მაგრამ გაგიგიათ ქორწილი აყალმაყალის და ჩხუბის გარეშე? არც ეს ყოფილა გამონაკლისი. მოულოდნელად, მეორე მხარეს ხმაური, ყვირილი ატყდა, შეურაცხყოფა და გაწევ-გამოწევა. ერთი განსაკუთრებით აქტიურობდა. ამ ყვირილზე ალუდა წამოიჭრა და იმ ბიჭს უყვირა:
-იცი რას გიზავ ბიჭო?
-რას მიზავო-? - შეეპასუხა გაბრაზებული.
-არა, იცი რას გიზავ? გაუმეორა ალუდამ .
-რას მიზავ?
-რას გიზავ და გულში ჩაგიხუტებ და ჩაგკოცნი. _ უპასუხა ალუდამ.
ამის თქმა უნდა და სიტუაცია ეგრევე განიმუხტა, ყველა ერთმანეთს გადაეხვია. ალუდამ ისევ სიმღერა განაგრძო და ქორწილი დილამდე გაგრძელდა.




ისევ გართობა ისევ ერთობა
ისევ გიჟური ღამე,
ისევ მომინდა თქვენთან სიმღერა
მოდი ვიმღეროთ რამე,
ისევ წანწალებს ჩვენი ფიქრები
ფიქრებს ფეხებიც ყვება,
თქვენთან ნამყოფი ყოველი წუთი
ჩემში ლამაზად რჩება,
არ გვინდა დარდი არ გვინდა სევდა
ღიმილი უფრო გვშვენის,
ტროპიკულ ტყესაც ყინულად აქცევს
გამოხედვაი შენი...

/ ალუდა ქეთელაური/

Posted by: mtis_yoili 23 Nov 2012, 15:10
გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ძალა დამადლი გეწეოდეთ

Posted by: GreenWestHam 28 Nov 2012, 22:51
მაგწონს არხვატი - ამ სიმღერის ტექსტი ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს?

Posted by: Blaugrana_Ika 29 Nov 2012, 03:56
GreenWestHam
ანა კალანდაძის ლექსია, "შეხვედრა ლუდით დამთვრალ თორღვასთან" თუ არ ვცდები ასე ჰქვია

მაგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ზალო?
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი თორღვაის მზემა.

შავ-ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა.
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე...
ხალხ ცოტა იყო წელს არ მოვიდა მეზღვნე.

რა გედარდებისთ, რა ფიქრები გაქვთ უღვთოს.
ჩემ სალოცავებს სანთელ მე უნა ვუნთო,
მე უნდ ვუცქირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი,
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი...

თუ ვინ გაღონებს ხმალზე ავაგებ ქალო.
რას გეცინების ერთი მოვზიდო ვადა,
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბერუქას. ათენგენაის მადლმა.

ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს,
იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას.
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს,
ბეჩავი არი, ნაღვლიანია ქალო.

ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს.
ცხვარი იქ მიდგა. (თუ ხევში სად არ ჩავრჩი).
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი, ვიცი ასაის წყალში.

გნახე!!!.. მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს...
ნისლები დიან. ქვექური ჯვარის ზალო.
არ კი გეწყინოს, ლუდ მაუბნებდის ამდენს...
ჩემ ათი შვილის გახარებამა ქალო.

Posted by: AraGviani 13 Dec 2012, 11:46
dxm1
QUOTE
ერთი 5 წუთიანი რეპორტაჟი არ ეკუთვნოდა ალუდას ქართულ სატელევიზიო სივრცეში??! ხალხის დაქლიავებას ემსახურებიან და ასეთი ტალანტი რომ დავკარგეთ ფეისბუქიდან შეიტყო ხალხმაsad.gif სამაგიეროდ ბიჭოლამ ვის მოწოვა და კესარიამ სად გაიხადა ხომ ვიცით?! ეგაა მთავარი კაცო... ვარსკვლავებად წოდებული მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები მერამდენედ გათხოვდნენ ეგეც ხომ უნდა ვიცოდეთ?! ალუდას და თეოს მსგავსი ტალანტი კიდევ ბევრია საქართველოში საბედნიეროდ! ეს ხალხი უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული და არა ათასი ჯურის უჯიშო "ვარსკვლავი" sad.gif ალუდას სიმღერებს სანთლით ვეძებდი ყველგან. ბოლო 2 წელია სულ მას ვუსმენდი და ახლაც არ მჯერა, რომ ცოცხალი არააsad.gif ერთი სტუდიური ჩანაწერიც არ დარჩაsad.gif



100%
* * *
tavadze
QUOTE
ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა.

სანათას, იგივე მარიამ ხუცურაულის ლექსიდანაა. ლექსს ქვია "ასკილი".
ამ ლექსზე ძალიან ლამაზი სიმღერა დაწერა თეონა ქუმსიაშვილმა.

Posted by: geopolitik 13 Dec 2012, 18:21
ალუდა ქეთელაური მართლაც რომ უნიჭიერესი ფოლკლორისტია!

Posted by: Blaugrana_Ika 18 Dec 2012, 20:00
ივანეს ჩანაწწერი ალუდაზე..
------------------------
დილით ძილ ბურანში დედის ხმა ჩამესმა ყურებში... ადექით უკვე ცხრა ხდება! ძალიან მეზარება ადგომა! რამდენიმეჯერ გავამეორებინე იგივე დედას, შემდეგ მოვიმიზეზე თვის ტკივილი, მერე მუცლის, საბოლოოდ კი დედამ საბანი გადამხადა და ჭიქით წყალი შემასხა!..
აუ!!! რას შვრები დედი ვა! აღარ მასვენებთ რა!
ივანე არ გრცხვენია ცხრა ხდება უკვე ყველა კლასშია და შენ კი გძინავს! მერე რა მე ხომ ყველა არა ვარ! მოეშვი სისულელეებს, დროზე ჩიცვი და შენც გადი თუ არ გინდა კიდევ შეგასხა წყალი! ამის გაგონება იყო რომ წამში გავჩნდი კლასში! _ვა ახალი!? ჩემს ადგილას ბოლოში გრძელთმიანი ბიჭი იჯდა არ დავკვირვებივარ თითქოს არც მაინტერესებდა წინა მერხზე ჩამოვჯექი.
მასწავლებელმა სახარების კითხვა დაიწყო ყველანი დავდუმდით...
საერთოდ მინდა გითხრათ ჩვენი კლასია და არა სკოლა და საერთოდ ყველა სასწავლებლისგან განსხვავდება ძალზედ, ძალიან! რაც შეეხება გრძელთმიანს თავიდან სახეზე მაგარი როჟა მეჩვენა. ჰოი რაც დაიწყო კითხვა მასწავლებელმა სახარების, იმის მერე გრძელთმიანიც არ გაჩერებულა! ბოლოს გრძელთმიანის და მასწავლებლის კამათსღა ვუსმენდი. რაღაცნაირად შემშურდა კიდეც მისი მაგრამ არ ვიმჩნევდი...
მორჩა პირველი გაკვეთილი.... ბავშვები გაცვივდნენ გარეთ დავრჩით მხოლოდ სამნი, ჩემი ძმაკაცი დათა და ეს ახალი.
მაშინღა შევუტრიალდი და რაღაცნაირად გონება ჩემკენ მოვამართვინე და შევეკითხე:
_ რა გქვია?
_ალუდა! _ხელი გამომიწოდა და მითხრა: შენ ძმაო?
_მე ივანე!
_სასიამოვნოა ძალიან! კარგი ბიჭი ჩანხარ ძმაო! ჭკვიანიც და შენ თუ გინდა შეიძლება კარგი მეგობრებიც გავხდეთ! სიგარეტს ნუ მოწევ! არც გინებები იყოს თუ კაცი ხარ! ვიყოთ სიყვარულით ყველასთან დაკავშირებული! მე მაგალითად რაც აქ ჩამოვედი სულ სხვანაირად ვხედავ უკვე სამყაროს! გირჩევნია შენც აღარ იცუღლუტო და ბევრ რამეზე სერიოზულად დაფიქრდე!..
ცოტა არ იყოს ავფორიაქდი! პირდაპირ მაჯახათქო გულში!
ვუყურებდი მის მომღიმარ და ქათქათ კბილებს და რაღაცნაირად სულ არ მეცინებოდა!. ერთი, მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი და რანდენი მომაყარა გაუჩერებლად!..
ერთი კი არის ამის შემდეგ სიგარეტს აღარ გავკარებულვარ!...
სულ დამავიწყდა მერეღა გავიგე პატარა შეხედულება კი ჰქონდა მაგრამ ოცდაორისა ყოფილა.. უცნაურადაც წავიდა ვერავინ გაიგო საით. მე კი რაღაც რაღაცეებზე დამაფიქრა და!
საინტერესოა, რამდენი წელი გავიდა და სულ ვფიქრობ ჩემთვის ხომ არ მოვიდა, ღმერთის გამოგზავნილი ანგელოზი ხომ არ იყო თქო! ეს იმიტომ რომ ალუდა ქეთელაური იყო! სახელიც და გვარიც გმირისა ჰქონდა გმირისა რომელიც ვაჟკაცურად წავიდა ამ ქვეყნიდან...





Posted by: Ancient divinity 18 Dec 2012, 22:16
რითი გარდაიცვალა ?




30ჩარი..

Posted by: RULETE 18 Dec 2012, 22:21
ეს ვიდეო მევასება ყველაზე მეტად, ძაან მაგარია


Posted by: reggaeboby 19 Dec 2012, 12:38
QUOTE (RULETE @ 18 Dec 2012, 22:21 )
ეს ვიდეო მევასება ყველაზე მეტად, ძაან მაგარია


ძალიან დიდი მადლობა ამ ვიდეოსთვის

Posted by: Blaugrana_Ika 22 Dec 2012, 16:17


ალუდა აპარეკაზე smile.gif

Posted by: RULETE 22 Dec 2012, 16:51

მაგარ ხარისხშია ეს up.gif


Posted by: Blaugrana_Ika 22 Dec 2012, 17:54
RULETE
სიმღერა არ დამიდია, გადაცემიდანაა ნაწყვეტი. არ ჩაგირთავს ალბათ smile.gif

Posted by: RULETE 22 Dec 2012, 18:09
Blaugrana_Ika
QUOTE
სიმღერა არ დამიდია, გადაცემიდანაა ნაწყვეტი. არ ჩაგირთავს ალბათ

no.gif ჩავრთე. შენი პოსტის საპასუხოდ არ დამიდია

Posted by: პითონი 23 Dec 2012, 18:58









Posted by: Blaugrana_Ika 2 Jan 2013, 13:32




Posted by: wuma 3 Jan 2013, 16:06
...

Posted by: Blaugrana_Ika 4 Jan 2013, 20:20

Posted by: Miralem Pjanić 4 Jan 2013, 22:20


..............

Posted by: Blaugrana_Ika 7 Jan 2013, 00:38

Posted by: gg_king 7 Jan 2013, 19:03
გუდანის ჯვარს ვმღერივართ ბიჭები სკოლის ბუფეტში : ) <3


Posted by: Blaugrana_Ika 7 Jan 2013, 19:19
gg_king
ჯიგრულია smile.gif)

მაგის აკორდებს ვეძებ და შეგიძლია დაწერო?

Posted by: gg_king 7 Jan 2013, 19:26
Blaugrana_Ika
ტონალობა როგორი გინდა გააჩნია

Posted by: Blaugrana_Ika 7 Jan 2013, 20:04
gg_king
რავი მაღალი ჯობია მგონი ხო?

ისე, რომელშიც უფრო ადვილია, ის მირჩევნია biggrin.gif

Posted by: gg_king 7 Jan 2013, 20:42
Blaugrana_Ika
ამ ვიდეოში ამ აკორდებით ვუკრავ: Gm Dm F C მის: Dm Gm Dm C Dm
გიტარასაც გააჩნია რომელ ტონალობაში გექნება აწყობილი... მოკლედ ამ აკორდებით ცადე ჯერ : )

Posted by: Blaugrana_Ika 9 Jan 2013, 14:09
gg_king
მადლობა და რიტმსაც თუ მოაყოლებ, გამახარებ smile.gif

Posted by: gg_king 9 Jan 2013, 15:31
Blaugrana_Ika
ეგ არ ვიცი როგორ დავწერო ;დ ;დ ;დ სმენით შეუთავსე...

Posted by: Bobgure 10 Jan 2013, 04:23
ეჰ ალუდ, ალუდ .. როგორ წახვედი ......


Posted by: natuki89 25 Jan 2013, 23:03
sad.gif საოცრად ემოციურად და მთელი გრძნობებით მღერის.. ვერც ერთ სიმღერას ვერ გამოარჩევ, სამწუხაროა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ რომ გავიცანით ბევრმა, აბა ტელევიზიაში ბეგაშვილს და მისთანებს უძღვნიან გადაცემებს და რეპორტაჟებს...

Posted by: xbox 12512 5 Feb 2013, 00:50
ვინმემ ხო არ იცით მინდა გრძნობები უფრო ნამდვილი როა მაგის აკორდები როგორ არის ?
* * *
http://khevsureti.ge/?p=1544 თუ ვინმეს გინდათ ალუდას სიმღერების ნახვა აქ შეგიძლიათ ლამის ყველა სიმღერაა smile.gif)

Posted by: mtis_yoili 19 Feb 2013, 19:41
ჯგუფი "მეხუთე სეზონი" ალუდას წლისთავის შემდეგ აპირებს ალუდას ხსოვნის საპატივცემულოდ საღამოს ჩატარებას. რეპეტიციები უნდა გაიარონ, სრულად და ხარისხიანად რომ ჩატარდეს ამისთვის ესაჭიროებათ ლეპტოპი, რომლის შეძენის სახსრები არ აქვთ. ამისთვის გაიხსნა ანგარიში europe-bet_ზე. ვისაც გსურთ და შეგიძლიათ დახმარება უნდა შეიყვანოთ ეს კოდი: 050224 რომლის შეყვანის შემდგომ დაეწერება: tyupig1 და ჩარიცხავთ თანხას.(დაბლა ფოტოზეც მითითებულია როგორ ჩარიცხოთ, თუ ვინმემ არ იცით)
ამ გვერდს 10.655 მოწონება აქვს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ალუდას და მის შემოქმედებას პატივს ვცემთ. დარწმუნებული ვარ უმეტესობა სიხარულით წავა ამ საღამოზე. თითოეულმა ადამიანმა თუნდაც ერთი ლარი რომ გაიმეტოს ალბათ არაფერი დაგვაკლდება, თან ერთად კარგ საქმეს გავაკეთებთ.

Posted by: natali kalandadze 23 Feb 2013, 20:35
წინა ვიქენდზე ვიყავი ზემოაშეში, ალუდას საფლავზე.... ნახევარი მანქანა დავტოვე მაგრამ ეგეთი ბედნიერი დღე არ მქონია არასდროს მგონი...

მიყვარდა sad.gif

Posted by: LRuby 12 Mar 2013, 14:19
ხარისხი ავუმაღლე როგორც შემეძლო.
მოკლედ ყველაზე კარგი ხარისხია ინტერნეტში აპარეკას. https://soundcloud.com/luka-giorgadze/aluda-qetelauri-zecas

Posted by: LechO-N 15 Mar 2013, 19:23
აუ ეხა ვუსმენ მის სიმღერებს და მაგრად მწყდება გული რო არ ვიცნობდი




დიდებული ადამიანი ყოფილა

Posted by: reggaeboby 28 Mar 2013, 03:02
ალუდა ქეტელაურის ეს ჩანაწერი ჩემთვის აღმოჩენა იყო თავისი ხარისხით და შესრულებით... მადლობა გიო აგლაძეს ვიდეოს ავტორს!

http://www.youtube.com/watch?v=bXFiHu5OhWo

Posted by: Camommilegirl 9 Jun 2013, 19:05
11 ივნისი ახლოვდება და ჯგუფი არ გეგმავს არაფერს?

Posted by: Bobgure 11 Jun 2013, 21:06
რა მალე გავიდა ერთი წელი..

ეჰ ალუდ..

Posted by: tengomanchesteri 9 Jul 2013, 21:01
ტირილი მინდა cry.gif
აუ რა ხმა აქვს


Posted by: kamikadze_teroristi 21 Aug 2013, 09:02
რა დაემართა, რით გარდაიცვალა?
გუშინ წავაწყდი გვერდს ფეისბუქზე და მთელი დღე ვუსმენდი იქ ატვირთულ ვიდეოებს.

Posted by: Paperino 17 Sep 2013, 09:36
რაღაც მომენტებში მთელ ცოის იხევს

Posted by: datunia93 8 Oct 2013, 13:08
ალბათ 7-8 წლის წინ, პატარა ბიჭი იყო მაშIნ, ბევრი განაზვის და თავპატიჟის გარეშე აიღო ხელში ფანდური და "მგელი და ძაღლი" იმღერა განუყრელ ბალალაიკაზე...დღემდე არ ამომდის ყურებიდან ის ხმა - "შენ სხვის განახრავ ძვალს შეექცევი, მე ხორცი მიყვარს თეთრი ვაცისა"


ვინმეს ხო არ გაქვთ შემთხვევით ამ სიმღერის ჩანაწერი?

http://www.youtube.com/watch?v=0YYjtslZkQk ეს სიმღერაა მგონი, ოღონდ ალუდა სხვანაირად მღეროდა

ვნახეეეეეეე smile.gif


http://www.youtube.com/watch?v=CyffnYA6gBk

Posted by: mtis_yoili 8 Oct 2013, 15:23
datunia93

აი კიდევ https://www.facebook.com/photo.php?v=446769058776778&set=vb.409093045801166&type=2&theater

Posted by: datunia93 8 Oct 2013, 16:12
mtis_yoili
მადლობა...ეს უკეთესი ჩანაწერია smile.gif იუთუბის ლინკს თU მომცემ მაგ ჩანაწერისას აჯობებს, გადმოვიწერდი კიდეც

Posted by: პითონი 16 Nov 2013, 16:29
ამ თემას 2 გვერძე რა უნდა?!!!



Posted by: გუგაეონ 16 Nov 2013, 20:08
ყველაზე მეტად მომწონს ეს სიმღერა ალუდასი smile.gif


Posted by: mtis_yoili 16 Nov 2013, 20:33
გუგაეონ
ჩემზე მეტად მაინც ვერ მოგეწონება და ვერ გეყვარება biggrin.gif

Posted by: Bobgure 17 Nov 2013, 01:13
ალუდა ქეთელაურის საღამო გაიმართება 25 ნოემბერს 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

დასწრება თავისუფალია.



https://www.facebook.com/events/1481673165392112/

Posted by: გუგაეონ 18 Nov 2013, 00:52


love.gif

Posted by: Bobgure 24 Nov 2013, 21:27
ალუდა ქეთელაურის საღამო გაიმართება 25 ნოემბერს 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

დასწრება თავისუფალია.



https://www.facebook.com/events/1481673165392112/

Posted by: GEORGIERz 8 Dec 2013, 22:09
https://www.facebook.com/photo.php?v=767285979963748&set=vb.100000470596310&type=2&theater
აი ეს ვისაც არ გაქვთ მოსმენილი smile.gif)
ვახხხ დაიწო ჯიგარიsmile.gif

Posted by: giorgi_ 14 Feb 2014, 18:29
Iსეც მეორე გვერდზეა.

საბოლოოდ რა Gაირკვა რის გამო მოიკლა თAვი ალუდამ

Posted by: N_____ 7 Mar 2014, 13:41
http://www.youtube.com/watch?v=IeYxrAQuzYU ეს განსაკუთრებით კარგია

Posted by: Datvlas_Vin_Gtxovs 29 Apr 2014, 12:04
giorgi_
თავი მოიკლაო ვერ ვიცი, კრაკადილი გაიკეთა, ეგ კიდე კლავს... facepalm.gif

Posted by: giorgi_ 15 May 2014, 22:43
QUOTE
თავი მოიკლაო ვერ ვიცი, კრაკადილი გაიკეთა, ეგ კიდე კლავს...

ეგ რა არის?

ალუდა უნდა იყოს მკვდარი, და სახელებს არ დავასახელებ და ზოგიერთი ნაბიჭვარი კი უნდა გულაობდეს?!

Posted by: mtis_yoili 18 May 2014, 14:17
giorgi_
QUOTE
ალუდა უნდა იყოს მკვდარი, და სახელებს არ დავასახელებ და ზოგიერთი ნაბიჭვარი კი უნდა გულაობდეს?!


გასაგებია რომ გული გტკივა მისი ნაადრევად გარდაცვალების გამო, მაგრამ სხვამ რა დაგიშავა ან რატომ აძლევ საკუთარ თავს უფლებას, რომ ვინმეს სიცოცხლის შეწყვეტაზე ილაპარაკო?

ალუდა პირველ რიგში გულგრილმა მსმენელმა მოკლა, რომლებიც ახლა აფასებენ და იგლეჯენ ვენებს და სიცოცხლეში არაფერს აკეთებდნენ იმისთვის ხელი შეეწყოთ და ინსტრუმენტების ყიდვაში მაინც დახმარებოდნენ ან სარეპეტიციო დარბაზი მოენახათ.

ასე რომ ასეთი ბოროტი საუბარი არ შეიძლება, დროს უკან მაინც ვერ დააბრუნებ.
დარწმუნებული ვარ თვითონ ალუდასაც არ მოეწონებოდა ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ვინმე თუ უვარგისია სიყვარულით და ჰუმანურობით უნდა მოაბრუნო დადებითისკენ. შორს არ წავალ და ვაჟას "ალუდა ქეთელაური" მაინც გაიაზრე. 2kiss.gif

Posted by: giorgi_ 18 May 2014, 20:22
mtis_yoili
მე ვინც ვიგულისხმე იმათ ვერ გამოასწორებ მთლად რომ ყოველ წამს რელიგიაზე ელაპარაკო, ზოგი ისეთი მონსტრია რომ მათ არაფერი გამოასწორებთ
* * *
იმათმა რა დააშავეს ვინც ალუდას და ქაზიმ ქოიუნჯუს სიკვდილის შემდეგ გაიგეს მათი არსებობის შესახებ და მერე მოისმინეს, არ უსმინონ და არ უყვარდეთ.

საწყალი ქაზიმი, როგორ უნდოდა საწყალს სიცოცხლე

Posted by: GunsN 18 Aug 2014, 21:29


love.gif

Posted by: datunia93 18 Aug 2014, 21:45
QUOTE
ალუდა პირველ რიგში გულგრილმა მსმენელმა მოკლა, რომლებიც ახლა აფასებენ და იგლეჯენ ვენებს და სიცოცხლეში არაფერს აკეთებდნენ იმისთვის ხელი შეეწყოთ და ინსტრუმენტების ყიდვაში მაინც დახმარებოდნენ ან სარეპეტიციო დარბაზი მოენახათ.


smile.gif

Posted by: Bobgure 6 Sep 2014, 02:50
არავის არ მოუკლავს ალუდა, არც გულგრილ მსმენელს და არავის..

ალუდა შემთხვევას ემსხვერპლა.. ფაქტია რომ შემთხვევას.. რა და როგორ აღარაა ეს საძიებელი ეხლა..

ალუდა სიცოცხლით სავსე იყო და მას უნდოდა სიცოცხლე, მსმენელიც ბევრი ჰყავდა და ის ხალხიც ვისაც ის ძალიან უყვარდა და უყვარს..

ასე რომ ზედმეტი მგონია აქ გულგრილი მსმენელი და ა.შ დასკვნების გამოტანა.





ეჰ ალუდ ალუდ, გამახსენდები, გისმენ ხოლმე და გული ჩამეწვება ხოლმე რაღაცნაირად....


Posted by: незабудка 12 Sep 2014, 19:28
Bobgure
QUOTE
არავის არ მოუკლავს ალუდა, არც გულგრილ მსმენელს და არავის..

სწორედ გულგრილმა მსმენელმა მოკლა და დღემდე ასეა.

QUOTE
ალუდა შემთხვევას ემსხვერპლა.. ფაქტია რომ შემთხვევას.. რა და როგორ აღარაა ეს საძიებელი ეხლა..

მოდი გენაცვალე რაც არ იცი იმას ნუ ლაპარაკობ. wink.gif რა შემთხვევას ემსხვეპრლა ეს დანამდვილებით ოჯახის წევრებმაც არ იციან და შენ რა იცი ? ახალი ექსპერტიზა დაიდო? facepalm.gif

Posted by: GunsN 13 Sep 2014, 11:50

Posted by: незабудка 21 Sep 2014, 02:30
პატარა <3

user posted image

"წინასწარმეტყველი კი არა ვარ გავიგო იქით რა მელის..."


Posted by: Bobgure 5 Oct 2014, 02:11



თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით,
ორშაბათს 6 ოქტომბერს 18 :00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის 317 აუდიტორიაში გაიმართება „ალუდა ქეთელაურის“ საღამო.

საღამოზე მოწვეული სტუმრები არიან:

ტრიო „მანდილი“
დები გოგოჭურები
თემო არაბული
თორნიკე ნაროზაული
ბექა ბუჯიაშვილი
ალუდას ძმა და მეგობრები

დასწრება თავისუფალია !


https://www.facebook.com/events/1468994076709688/

Posted by: незабудка 8 Oct 2014, 03:01
QUOTE
გაიმართება „ალუდა ქეთელაურის“ საღამო.

საღამო კი არა ქაჯობა იყო სრული..... უპასუხისმგებლობა.. ან ზოგიერთი მონაწილე რა შუაში იყო ალუდასთან? ბიჭებს გული მოუკვდათ ამ ყველაფრის შემხედვარე. ეს ეკადრებოდა ალუდას? გული გახეთქვაზე მაქვს. სავარაუდოდ ნოემბერში ჩატარდება წესიერი და ღირსეული საღამო მის საპატივცემულოდ. user.gif

*
ის ხმა მეძახის.
ხმა კუბოზე, მიწის და ქვების.
*
მიწა შენი თავ-საფარიია,
ხოლო ზეცა – თავ-შესაფარი.


Posted by: незабудка 13 Oct 2014, 10:20
"..წახვედი ჩემგან,
უშენობა მათოვს და მაწვიმს,
მარტო მივყვები ზენაქარებს,
თავს ვაღწევ წყვდიადს,
ვიგონებ ერთად გატარებულ,
ზეცისკენ აწვდილს -
დღეებს,
რომელსაც ქვადქცეული ტკივილი ქვია...

შემინდე ძმაო,
ვეგუები და ვამბობ ხვედრი
ალბათ ეს არის,
მარტოს მიწევს მთების დალახვა,
მივყვები ბილიკს და მგონია მომყვები გვერდით,
მაგრამ არ ძალმიძს თვალებდათხრილს შენი დანახვა."

user posted image

Posted by: незабудка 22 Oct 2014, 17:22
"გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. ისტორიას მოვყვები ასე რამ გამაცინა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ლეგენდად იქცეოდა მალე და მე ერთი სურათითაც კი ვიამაყებდი. ვუკრავდით, ჯერ ახლა რას ვუკრავ და მაგ დღეს პირველად ავიღე ტამტამი ხელში და ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა. დაიწყო სიმღერა და დავიწყე დაკვრა, იმის შიშით რომ გამაჩერებდა, მაგრამ არა. გამომართვა, მანახა როგორ უნდა დამეკვრა, რა რითმით და ისევ დამიბრუნა ტამტამი. რა თქმა უნდა ვერ დავიმახსოვრე და მაინც ჩემებური გავაგრძელე. მორჩა სიმღერას და ვთხოვე შეიძლება შენთან სურათი გადავიღო, ოდესმე ძალიან პოპულარული ბიჭი რომ იქნები, ვიამაყებ მეთქი. გადახვეული ხელი აიღო ჩემი მხრიდან, მაისური აიწია და დამწვარი ბეჭები მანახა, ყველანაირ პოპულარობას ყოველთვის სათიბის ზაგარს ვამჯობინებო, - მითხრა...."
- მარიამი.


user posted image


Posted by: Paperino 26 Oct 2014, 01:29

..........................

Posted by: незабудка 26 Oct 2014, 01:41
user posted image

Posted by: nin777 26 Oct 2014, 16:26
-------------

http://www.youtube.com/watch?v=epWJBrabBMo

Posted by: teona55 3 Nov 2014, 20:10
შენი ხსოვნის ბნელ კუთხეში ისევ დამათენდა,
მაშინ შენ თმებს ბადრი მთვარე ისევ ანათებდა,
მაშინ შენი თმების ქარი ვნებით ამავსებდა,
რა გატირებს ქალო ალბათ შენც რაღაცა გაგახსენდა.
ვიცი მეტყვი - რად არ მოხველ ? რისთვის გელოდეო,
ვიცი მეტყვი - მეტად აღარ შემომხვდეო,
ვიცი მეტყვი - ჩემს ბილიკებს რატომ შემორჩიო?
“არ გიყვარდი ჩემთვის რაღას მღეროდიო”?
შენი ხსოვნის ბნელ კუთხეში დგება შემოდგომა,
ჭადრის ფოთლებს მომაგელვებს კართან როცა მოვალ,
ვიცი მეტყვი - “ ვერ გავძლებ” და ისევ მიმატოვებ
ვიცი მეტყვი - “ვეჩვევიო ასეთ სიმარტოვეს.”
მთებზე უცებ წარიქცევა ნისლი ფერმიხდილი,
და შენსავით უსუსური შეიკავებს ტირილს,
მთებში შენი ეული ხმა მიხმობს ისევ თითქოს,
“არ გიყვარდი ჩემთვის რაღას მღეროდიო.”

sad.gif sad.gif

Posted by: GunsN 5 Nov 2014, 22:02

user.gif

Posted by: nin777 11 Nov 2014, 00:16
user.gif


Posted by: незабудка 11 Nov 2014, 00:18
user posted image

პატარა


Posted by: незабудка 15 Nov 2014, 03:01
“თმიანი დაბადებულა ვაჟა, გრძელი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული. უთქვამთ "ნაწილიანიაო", "ღმერთთან წილნაყარიაო". ასე იყო ალბათ დაწერილი, ხორცით უნდა გვემულიყო. ბოლოს კი, ამქვეყნიური მისიის შესრულების შემეგ, თავისივე პირით უნდა ეთქვა ცოდვილი ქვეყნისათვის: "მე ავიწიე ზეცადაო" და... ამაღლდა."
ეს რომ წავიკითხე ალუდას გიშრისფერი, ხშირი თმა გამახსენდა, მისი განვლილი ცხოვრების გზა, დანატოვარი ჩვენთვის, ჩვენს გულებში, და მისი ზეცად გამგზავრებაც... არ ვიცი ვისთვის უბრალოდ კარგი ადამიანი, ვისთვის ერთგული მეგობარი, ვისთვის ნიჭიერი ახალგაზრდა, მაგრამ ჩემთვის ის ფშაველი ვაჟას ხატება იყო, რომელმაც 1987 წლის 15 ნოემბერს ხორცი შეისხა ხელმეორედ.
როცა პირველად ვნახე ქეთელაური თვალებდახუჭული, თავდავიწყებით მღეროდა:
"რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ..."
მე კი ვიდექი გაოცებული, ვუსმენდი და ვერ გამეგო როგორ შეიძლებოდა ერთდროულად ერთ ადამიანში ამდენი "დასასრული" და დასაწყისი ყოფილიყო...
ვხედავდი სიკვდილ სიცოცხლის გასაყარზე მდგარ უჩვეულო ბიჭს, რომელიც არც მიწას ეკუთვნოდა ბოლომდე და არც ცას და ეს არაჩვეულებრივობა მაკვიევებდა მასში.
განა სასწაული არ იყო სიცოცხლის ნაპერწკლები მის სისხლიან თვალებში?! ან ის სიკეთე რომელიც მასში ვერ ეტეოდა და მთელს ქვეყანას ჰყოფნიდა...
იცით ვინ არის ალუდა?! მზე შემოდგომისა რომელიც არასოდეს ჩაესვენება....
"ყვავილი შემოდგომის" რომელიც არასოდეს დაჭკნება...
მე ვწერდი ამ ტკივილებზე, ეხლა კი სიტყვები დამიმთავრდა და აღარ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ არ შემეძლო თქვენთვის არ მომელოცა ეს დღე, არ შემეძლო არ მეთქვა:

" გილოცავ შეშლილო ნოემბერო, ალუდა დაიბადა....!!!!!! “




27 წლის გახდებოდა... user.gif


მეგობრები... აქედან კიდე ერთი აღარაა...






დღეს დუშეთში ჩატარდება საღამო, ალუდას ხსოვნისადმი მიძვნილი, რომელიც დაიწყება 16:00 სთ-ზე...

Posted by: GunsN 11 Jan 2015, 23:06

ეს ბოლო კონცერტი იყო?

Posted by: giorgi_87 12 Jan 2015, 22:08
მართლა კარგი მომღერალი იყო ნეტავ ცოცხალი ყოფილიყო

Posted by: незабудка 16 Jan 2015, 21:56
GunsN
QUOTE
ეს ბოლო კონცერტი იყო?

კი.

Posted by: maxoooooo 17 Jan 2015, 23:14
ეეეჰ ალუდა. ცოცხალი რომ იყო საერთოდ არ ვიცოდი მის შესახებ მაგრამ რო მოკვდა მერე გავიგე დააა ძალიან შემიყვარდა <3 ზალიან მიყვარს მისი სიმღერები ნამდვილად ნიჭიერი იყო

Posted by: Corvette 15 Mar 2015, 01:36
незабудка
ამის მპ3 თუ გაქვს მომე რა .




Posted by: giorgi_ 28 Mar 2015, 17:54
ალუდა გულგრილმა მსმენელმა მოკლაო რომ იძახით, დღეს ქართული მუსიკა მარტო რესტორანში ცოცხლობს რა დღეშიც ჩავარდნილია ქვეყანა მუსიკაც იმ დღეშია, რა იცოდა მსმენელმა რომ ალუდა მოკვდებოდა, ან რა ვალდებული იყო ის მოესმინა, ეგრე ლექსენი დრაბაზებს ავსებდა ეხლა კი მისი სიმღერა ათიათასიან ნახვას ვერ ასცდა ვერცერთი, რადგნა ხალხს არ აინტერესებს ლექსენმა თავი უნდა მოიკლას? მშვენივრად არის ცოლ-შვილთან ერთად, ალუდასაც უნდა გაეგრძელებინა სიმღერა შეიძლება მგზავრებზე პოპულარული გამხდარიყო, ან საერთოდ რა გახდა ერთი ექსპერტიზა რითი მოკვდა რომ გავიგოთ

Posted by: Otten 1 Oct 2015, 23:29
რის გამო მოიკლა თავი გაირკვა? რა არის მიზეზები?

Posted by: piko-piko 12 Nov 2015, 16:45
მიყვარს მისი ლექსები და ხრინწიანი ხმით ნამღერი მთის სიმღერები ^_^

Posted by: eldiablo 12 Dec 2015, 19:32
სხვა ადგილი ვერ ვნახე სად დამეწერა ამიტო აქ დავწერე თემატურია მაინც...
https://www.youtube.com/watch?v=PD2z1ebkTWs აქ რო პირველი სიმღერაა ამის სტუდიური ვერსია მოიპოვება სადმე???

Posted by: reggaeboby 23 Dec 2015, 00:29
QUOTE (eldiablo @ 12 Dec 2015, 19:32 )
აქ რო პირველი სიმღერაა ამის სტუდიური ვერსია მოიპოვება სადმე???

https://www.facebook.com/beqa.georgia/videos/vb.100001253263368/995043310547435/?type=3&theater

სტუდიური ჩანაწერი არ მსენია რომ იყოს, მაგრამ აბა ამ ლინკზე გადადით იქნებ ეს ვერსია მოგეწონოთ )))
* * *
https://www.facebook.com/beqa.georgia/videos/vb.100001253263368/1102935706424861/?type=3&theater

Posted by: LashaGh 15 Jan 2016, 00:38
QUOTE (незабудка @ 15 Nov 2014, 03:01 )
"რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ..."

რა სიმღერიდანაა??

Posted by: GunsN 18 Apr 2017, 15:21

Posted by: godblessamerica 23 Aug 2017, 05:16
რა მაგრად მღერის,არადა სანამ ცოცხალი იყო არც მყავდა გაგონილი,ეტყობა არ იწვევდნენ ტელევიზიები და რადიოები

Posted by: GunsN 15 Nov 2017, 00:20


დღეს ალუდას დაბადების დღეა sad.gif 30 წლის გახდებოდა

Posted by: ipconfig 3 Mar 2018, 10:46
ეხლახანს გავიგე ამ ადამიანზე. ჩემდა სამწუხაროდ. 4 დღეა უკვე სხვა არაფერი მომისმენია .
ძალიან დიდი ყოფილა!

Posted by: Blaugrana-Ika 10 Apr 2018, 18:12
sad.gif





.....................................................

Posted by: perry 13 Apr 2018, 17:09
...

Posted by: la_za_rus 3 Aug 2023, 15:34
ქეთელაურის აპარეკას მეტი არაფერი ვიცოდი და ისე გააპაპსავეს, მეზიზღებოდა კიდეც რომ მესმოდა, განსაკუთრებით რიო მანდილდა შემაზიზღა!!!
რომ ჩაიარა ისტერიკამ მერე მოვუსმინე და მოვიხიბლე.
ეს დღეები სხვა სიმღერებს ჩავყევი და არ გიფიქრიათ რომ უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული თავისი საკუთარი სტილის მქონე ხელოვანი იყო?
ფოლკ როკი, ფრიკ ფოლკი, ხევსურულ სულში ჩავიდა, აი იმ პერიოდის, ვიკინგებთან რომ ახლოს ვიყავით.
მაგარი ყოფილა. დასანანია რომ აღარა. მსოფლიო დონეზე რომ გაეტანა ხევსურეთი და ხევსურული ფოლკროკი გაასწორებდა.
დარწმუნებული ვარ თვითონაც არ ესმოდა ვინ იყო, იმდენად თვითნაბადი ნიჭიერება და ორიგინალი იყო.

QUOTE
ეს კაცი უკვდავი უნდა იყოს ჩვენში, მე სიკვდილის შემდეგ გავიცანი და გული ძალიან მტკივა რომ აღარ არის ამქვეყნად და ცოცხლად ვეღარ მოვუსმენ, მაგრამ მისი ნამღერის ფართო აფიშირება უნდა მოხდეს რომ ბევრმა გაგოს რა ფენომენალური ხმისა და ნიჭის ადამიანი იყო

სამწუხაროდ მხოლოდ მთვრალი სასტავის გიტარ-ფანდურაზე დარჩა სუფრებზე. თუმცა ამაში ცუდი არაფერია. დასანანია უბრალოდ ასეთი ადამიანი რომ დაიკარგა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)