"მიპატიჟება კინოში" მომეწონა ძალიან, იუმორი აქვს
"მინისტრი მამა ყავს,სანამ გამინისტრდებოდა,რომელიღაც გაუგებარ საწარმოო გაერთიანებაში მოღვაწეობდა.იქა რაღაცის გასაზომი ხელსაწყო გამოიგონა და ჯილდოდ გაუშვეს ალჟირში. იმ ხელსაწყოს ჩვენ სრულიად სამართლიანად "ჩემფეხებუაზრომეტრი" ვუწოდეთ".
"თვალისმომჭრელ შუქში ორი ფორმიანი დავინახე. დედაჩემი მხრებჩამოყრილი იდგა კარადასთან.მამა საცვლებს და კიდევ რაღაცებს დებდა ზურგჩანთაში.
_რა იყო,ომი დაიწყო?_ვიკითხე.
_არა,რეპეტიცია აქვთ,_ღიმილით მიპასუხა მამაჩემმა".
"ამ დამპალ გასტრონომში მარტო ბულგარული სიგარეტები აქვთ.ქალებს უყვართ ბულგარული თამბაქო. თუმცა,ქალებისთვის სულერთია,რას მოწევენ.მთავარია,ხომ ეწევიან...დარწმუნებული არიანრომ ქალი ანთებული სიგარეტით ხელში უფრო ეროტიკულად გამოიყურება.მამა უცხონდათ...განსაკუთრებით მინისტრი მამა".
"_აბა,რა არსებობს?
_სიკვდილი..თუმცა, შეიძლება ეგეც არ არსებობს.
_ახალი ამბავი!სახარებაში პირდაპირ წერია.
_რა შუაშია სახარება?თავისი თავისთვის არავინ კვდება,ადამიანები ერთმანეთს უკვდებიან,მორჩა და გათავდა.
_ეგ ჩასაწერი აფორიზმია,თუმცა კარგად ვერ მივხვდი რას ნიშნავს"
_ბატისტვინა ხარ და იმიტომ".
"ცხოვრება არ არის თეატრი.თეატრი საინტერესოა.იქ ყოველთვის რაღაც ხდება.ცხოვრებაშიც ხდება რაღაცები:ნინცო ლამაზია, ჩვენ კინოში მივდივართ,მე მცემეს,მაგრამ ამ მოვლენებს შორის არავითარი კავშირი არ არის.ცხოვრებას არ აქვს სიუჟეტი_ამიტომ მოსაწყენია".
* * *
ამხელა ფორუმზე ამ კაცის შემოქმედებას არავინ იცნობს?
დუმბაძეს გავს იუმორითა და ტრაგიზმით. ეს კაცი ჩრდილში ცხოვრობს,თავისთვის არის ჩუმად.ლოთებზე,ნარკომანებზე,გამოცარიელებულ თბილისელ ხალხზე წერს, იუმორით აპარებს მკითხველს მთავარ სათქმელს.
"მიპატიჟება კინოში" ,"საოჯახო ქრონიკა"_ პროტესტის გამოხატულებაა,როგორც ქვეყნის მიმართ,ასევე თავად საკუთარი ოჯახის მიმართ. პირველი ნახსენები ყავს ჯინსების თაობის ბიჭები,რომელიც ყველაზე უბედური თაობაა,უსუსურები იყვნენ გალიის ჩიტებივით,მაგრამ ჰქონდათ პლუსო,პროტესტის გრძნობა გააღვიძეს პროგრესულად მოაზროვნე ქართველებში... მეორე მოთხრობა კი ღრმა ფსიქოლოგიურია.
ეეე,ჩემს თავს ვუცვლი აზრებს რა!