ირაოს რაღაც დეპარტამენტის მენეჯერი დამიკავშირდა, 2 წუთი თუ გაქვთო, კი მეთქი, მკითხა სახლის, ავტომობილის და ჯანმრთელობის დაზღვევებით თუ სარგებლობთო ცალ-ცალკე, გამოკითხვას ატარებდა ალბათ მარა ჩემი ნომერი საიდან ქონდა არ ვიცი, არასდროს ირაოში არ დამირეკავს, მერე ცალ-ცალკე მეკითხებოდა თან ხო არ დაინტერესდებითო დაზღვევითო, ავტომობილზე კი მეთქი ვუთხარი, ამ თემიდან მახსოვდა რამდენიმე დადებითი გამოხმაურება ირაოზე, ხოდა მივწერე მონაცემები და დამითვალა
არდიზე და ალდაგზე ძვირი ფასი მითხრა
ძაან გამიკვირდა , ხო არ გეშლებათ მეთქი, არა ასეაო. ნუ არ ვიცი რატო, ერთადერთი სავარაუდო ახსნა ალბათ იმიტო რო კუპეა და არდი და ალდაგი ასე ძაანაც არ აძვირებენ კუპეს
ამიტო ჯერ-ჯერობით ისევ მხოლოდ პასუხისმგებლობის დაზღვევით სარგებლობას განვაგრძობ და შავი პარასკევის კვირაში გადავამოწმებ ფასებს
ისე არ ვიცი რატო მარა, რო ვუყურებ ტარიფებს აძვირებენ ნელ-ნელა ყველა. მაგალითად პრაიმში მყავდა 2 მანქანა დაზღვეული ადრე და ვადა გაუვიდა 1 წლის წინ, შარშან გაგრძელებაზე საკმაოდ გაზრდილი ფასი რო მითხრეს უარი ვუთხარი, ახლა ამ ზაფხულში ისევ ვკითხე და კიდე გაზრდილი იყო ფასი მგონი..
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!