ასაკი - 21 წლის.
პოზიცია - ჯერ-ჯერობით - მარცხენა გარემარბი.
გუნდი - ნაპოლი (ნეაპოლი, იტალია).
ინდივიდუალური ტიტული - წლის ფეხბურთელი (საქართველო) - 2020.
წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი (რუსეთის პრემიერ-ლიგა) - 2020/21.
რუსეთის თასი (ლოკომოტივის შემადგენლობაში).
იტალიის სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
2022 წლის აპრილის ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ კლუბ ნაპოლისთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩას კარიერა თამამად შეგვიძლია გავყოთ 2 ნაწილად, ნეაპოლამდე და ნეაპოლის შემდეგ.
2022 წელს, ამ ეტაპამდე ხვიჩას საკლუბო და სანაკრებო მიღწევები ასეთია: საკლუბო კარიერა 14 ჩატარებული მატჩი - 7 გოლი, 8 საგოლე გადაცემა, 3 მოპოვებული პენალტი.
სერია ა 10 ჩატარებული მატჩი - 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.
ჩემპიონთა ლიგა4 ჩატარებული მატჩი - 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.
საქართველოს ნაკრები 6 ჩატარებული მატჩი - 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.
2022-2023 წლის სეზონის სტატისტიკა ხვიჩას კარიერის სტატისტიკააღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩას ლიდერობით, ნაპოლი საკუთარ რეკორდებს ამხობს, იქნება ეს მოგებების სერია თუ წაუგებელი სერია. ხვიჩამ არა მხოლოდ ქართველი მაყურებელი დააბრუნა ფეხბურთის საგულშემატკივროდ სტადიონებზე თუ ტელევიზორებთან, არამედ მისი დიდი წვლილიცაა იმაში, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრები უფრო აქტიურად ქომაგობენ საკუთარ გუნდს და სტადიონს ავსებენ.
2022 წლის სექტემბრის ბოლოს, ხვიჩა კვარაცხელია გახდა ყველაზე ღირებული ქართველი ფეხბურთელი და მისმა ფასმა 15 მილიონი ევროდან 35 მილიონ ევრომდე აიწია.
ხვიჩას შესახებ ბევრი იწერება და ბევრი ვიდეო იდება, რასაკვირველია ყველა ინფორმაციას ამ პოსტში ვერ დავდებ, ამიტომ რასაც საჭიროდ თვლით და გამომრჩა - თავად მიამატეთ.
ქვემოთ დავდებ რამდენიმე გამოხმაურებას ხვიჩას თამაშზე. ვეცადე ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, საუკეთესოდ მეთარგმნა, უკმაყოფილოებმა ორიგინალში წაიკითხეთ
>>>
წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთი La Gazzetta dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ,,ხვიჩამ მსოფლიოს თავისი თავი წარუდგინა: ზაფხულში ის მხოლოდ 10 მილიონ დოლარად ჩამოვიდა, მაგრამ ქართველი უკვე შედის სერია ა-ს კაშკაშა ვარსკვლავების რიცხვში. გუშინ, პირველად დიდ სცენაზე, კვარამ კვლავ მოაწყო შოუ და ნახევარი ევროპის ყურადღება მიიპყრო და კომპლიმენტები დაიმსახურა. ვარსკვლავი დაიბადა“ - წერს წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთი La Gazzetta dello Sport.
იტალიის წამყვანმა სპორტულმა გაზეთმა La Gazzetta dello Sport-მა ოთხშაბათს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც შეაქო ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას პროფესიული უნარები, რომელმაც შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა სერია A-ში ნაპოლიში გადასვლის შემდეგ და მის დრიბლინგებს უწოდა
„პოეზია, მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს."გაზეთმა აღნიშნა, რომ ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით გუნდის (რომელიც ამჟამად ლიდერობს ლიგაში) ადრეული სეზონის გამოსვლების სავიზიტო ბარათი უდავოდ ქართველი ნახევარმცველი იყო.
მისი დრიბლინგები პოეზიაა არა მხოლოდ ნაპოლის გულშემატკივრებისთვის, არამედ მათთვის, ვისაც უყვარს ფეხბურთის ესთეტიკა. არაჩვეულებრივია, თუ როგორ მოვიდა ეს ბიჭი - ანგელოზის სახით, 21 წლის ასაკში სხვა სამყაროდან [საფეხბურთო თვალსაზრისით] და მაშინვე დაიწყო სიტუაციის ცვლილება ნაპოლიში, დიდი ჩემპიონების განმაიარაღებელი ბუნებრიობით.
ერთ-ერთი საუკეთესო ფბ პოსტი (ავტორი ნეაპოლელი გულშემატკივარია) კვარაცხელიას შესახებ ნეაპოლში მარადონას მითზე ვიზრდებით. ლეგენდა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ასე იყო და იქნება ყოველთვის.
კარგად მახსოვს, პირველად, როცა ქუჩაში ფეხბურთის თამაში დავიწყე, პატარა ბავშვის მისამართით, რომელიც მუდამ დრიბლინგს ცდილობდა, ასეთი ფრაზა მოვისმინე: “ღმერთო ჩემო, მარადონა!” მაშინ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი მითზე, ამიტომაც ვფიქრობდი, რომ ამ ტერმინით იმ მოთამაშეს მოიხსენიებდნენ, რომელსაც ბურთის სხვისთვის გადაცემა არ სურდა.
ერთ საღამოს, მამას ინტერესით ვკითხე, თუ ზუსტად რას ნიშნავდა სიტყვა “მარადონა”. ყველაფერი ამ დღიდან დაიწყო. ყველაზე ტკბილი ზღაპარი, რაც კი ოდესმე მომისმენია.
ყველა, ვისაც კი დიეგოს პერიოდში უცხოვრია, მას იხსენებს არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელს, არამედ რევოლუციონერს, რომელიც მთელი ხალხის სახელით გამოდოდა. მე კი იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც ამ ისტორიების მხოლოდ მოსმენა შეუძლია და შურით ვივსები.
შურით ვივსები იმ ხალხის მიმართ, რომელიც სიცოცხლის ათ წელსაც კი გაიღებდა, რათა დროში უკან დაბრუნება და იმ დიდებული წლების კიდევ ერთხელ შეგრძნება შეეძლოს. და დამატებით, კიდევ ათ წელს, როგორც იმ 80-იანი წლების თაობამ გააკეთა, ამჯერად კვარაცხელიასთან ერთად.
ქართველი ბიჭი ჩამოსვლისთანავე ცდილობს მთელი ევროპა დაიპყროს, თანაც, სულ რამდენიმე კვირაში. მოედანზე მისი ყოლა ნიშნავს, ეთამაშო მოწინააღმდეგეს არათანაბარ პირობებში, იარაღით. რადგან იგი არ გახლავთ უბრალო ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ დრიბლინგს ასრულებს, როგორც მოველოდით, არამედ ტერფებით “ფეხბურთს ხატავს”. ფეხბურთს, რომელიც ხელოვნებაა, გაჯერებული ბუნებრიობით და თან ისე განსაკუთრებულად, სხვას რომ არავის ძალუძს.
ჩვენ კი ნეაპოლში ისეთი ფეხბურთელების თამაშით ვტკბებოდით, როგორებიც მერტენსი, კავანი, იგუაინი, მერეკი თუ კულიბალი გახლავთ. მაგრამ არა, კვარაცხელია იმ ტკბილი 80-იანი წლების ფეხბურთელებს მაგონებს.
მან კარგად იცის, როგორ უნდა მოერგოს ტაქტიკას გუნდური თამაშისას, მაგრამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღებაც შეუძლია. მე კი აღელვებული ვარ … ისეთი გრძნობა მეუფლება, რომელიც აქამდე არასდროს გამომიცდია. როცა ბურთს იღებს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ალბათ, ძალიან ადრეა, მაგრამ ჩემთვის იგი ყველაზე ძლიერი მოთამაშე ჩანს მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ლურჯი მაისური ჩაუცვამს.
ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც შევძლებთ ჩვენს შვილებს ვუთხრათ, დიახ, მე კვარაცხელიას თამაში მაქვს ნანახი.”
https://www.facebook.com/ilnapulegno.it/pho...00144650235254/გარი ლინეკერი Napoli’s Khvicha Kvaratskhelia is an exciting young player. Saw him against Lazio at the weekend and he was superb. He’s as difficult to play against as it is to spell his name correctly”, Lineker tweeted.
ნაპოლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საუცხოო ახალგაზრდა ფეხბურთელია. უიქენდზე ვნახე ის ლაციოს წინააღმდეგ და ის შესანიშნავი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის და გვარის სწორად დაწერა“, - დაწერა ლინეკერმა ტვიტერზე.
ტიერი ანრიThierry Henry, the former star of the French national team and Arsenal, said Kvaratskhelia was “very technical”, in addition to adding “something special to the team”.
საფრანგეთის ნაკრებისა და არსენალის ყოფილმა ვარსკვლავმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ კვარაცხელია "ძალიან ტექნიკური იყო", და დაამატა, რომ ,,განსაკუთრებულია გუნდში“.
კარლო ანჩელოტი Speaking to Italy’s Rai Sport, Ancelotti, who headed Napoli between 2018-2019, highlighted the team’s impressive start to the season and the qualities of the Georgian midfielder.
Kvaratskhelia the surprise? [Only] for those who didn't know him. We already followed him when I was in Naples. He is a special player”, Ancelotti said.
იტალიურ Rai Sport-თან საუბრისას ანჩელოტიმ, რომელიც ნაპოლის 2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა, ხაზი გაუსვა გუნდის სეზონის შთამბეჭდავ სტარტს და ქართველი ნახევარმცველის თვისებებზე ისაუბრა.
კვარაცხელია სიურპრიზია? [მხოლოდ] მათთვის, ვინც მას არ იცნობდა. ჩვენ მას ვაკვირდებოდით, როცა ნეაპოლში ვიყავი. ის განსაკუთრებული მოთამაშეა", - განაცხადა ანჩელოტიმ.
ვიქტორ ოსიმენი“I am really happy for him, he deserves everything he is getting now. He is just getting started, you guys have seen nothing yet. I believe he has the quality to make us dream this season, he has big confidence and we are here to help support him. You can see he has been decisive for us.”
”მე ნამდვილად ბედნიერი ვარ მის გამო, ის იმსახურებს ყველაფერს, რასაც ახლა იღებს. რაც აქამდე ნახეთ მისი შესრულებით - არაფერია, ის მხოლოდ ახლა იწყებს. მჯერა, რომ მას აქვს განსაკუთრებული უნარი ჩავატაროთ საოცნებო სეზონი, მას აქვს დიდი თავდაჯერებულობა და ჩვენ აქ ვართ მის მხარდასაჭერად. თქვენ ხედავთ, რომ ის გადამწყვეტი იყო ჩვენთვის“.
Tengiz@ Trueman,,I am beginning to doubt that there is a big chance to beat Mkhitaryan" - he said in an interview with Guro.
უკვე ნელ ნელა ეჭვი მეპარება რომ დიდი შანსია მხითარიანს აჯობოს - განაცხადა მან გუროსთან მიცემულ ინტერვიუში.
თემაში იკრძალება ხვიჩას შედარება ნებისმიერ სხვა ფეხბურთელთან, რაც იწვევს უაზრო კამათს და თემის გაოფებას
ნაწილს გვჯერა, რომ ხვიჩას ანალოგი არ ჰყავს, ნაწილი ამ ყველაფერს ამ ეტაპზე (!) სკეპტიკურად უყურებს, ვერ შევთანხმდებით, ამიტომ არ გვინდა დატოლებები
წინა თემის ლინკი
✔ ხვიჩა კვარაცხელია ✔ This post has been edited by Pepper_Crowley on 19 Oct 2022, 00:13