მაცილი
მაცილი ქართულ მითოლოგიაში გახლავთ საიქიოდან სააქაოს გადმოსული ბოროტი სული, რომლიც აშინებს მგზავრებს და მონადირეებს. ზოგჯერ ააცდენს კიდეც მათ სწორი გზიდან. ის არა მარტო აჯადოებს ადამიანებს ან საქონელს, არამედ შესაძლოა უფრო საზარელი ქმედებებიც ჩაიდინოს, მაგ. მოკლას ბავშვები.
მაცილას სხვადასხვა სახის მიღების და გარდასახვის უნარი გააჩნია. იგი აშინებს და აგიჟებს მათ, ვისაც ამოიჩემებს. ასეთი ლოცვაც არსებობს, რომლითაც ხალხი მიმართავდა ღმერთს - "დასწერე ჯვარი ძღვენს და ულუფას, მაცილს და კაოტს (სენს) ნუ დაადევნებ".
მაცილებზე ნადირობს კოპალა, რომელიც მორიგე ღმერთის ნაჩუქარი კეტით და მშვილდ-ისრით დასდევს და კლავს მათ.
მაცილებს ჰყავთ მთავარი მმართველი, რომელსაც დედად მოიხსენიებენ და რომელიც ზოგჯერ დევების დედად იწოდება. მაცილების დედას სალოცავიც კი აქვს ხევსურეთში, სოფელ როშკაში, სადაც შესაწირავს სწირავენ მის სახელზე, ოღონდ მხოლოდ ქალები აღასრულებენ ამ რიტუალს.
წყარო: MYTH - ლიგა