#52070778 · 27 Jan 2018, 14:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kobebryant სალამი მეგობარო, როგორც მივხვდი შენ ბევრად უფრო ერკვევი ამ საქმეში ვიდრე მე. მოკლედ რაშია საქმე: შეიძლება თუ არა motorola Droid turbo-ს დაკავშირება Samsung -ის ტელევიზორთან, ისე რომ მობილურის ეკრანზე რაც ხდება, პარალელურად ჩანდეს ტელევიზორის ეკრანზე? მაგალითად მობილურში უშვებ იუთუბის ვიდეოს და პარალელურ რეჟიმში უყურებ ტელევიზორის ეკრანზე??????? ტელევიზორი სმარტი არაა და screen mirroring ფუნქცია მენიუში ვერ ვიპოვე. ალბათ არ აქვს. HDMI გადამყვანის ყიდვა არაა პრობლემა, ოღონდ უცხოურ ფორუმებზე წავიკითხე, რომ გადამყვანთან ერთად ტელეფონს უნდა ჰქონდეს რაღაც MHL ფუნქცია, ეს თურმე Droid turbo-ს არ აქვს. ამის გარეშე მარტო კაბელი არ შველის, როგორც მივხვდი. ეხლა ვფიქრობ miracast dongle -ზე, ოღონდ ეგ არ ვიცი რა ხილია და თუ შეძლებ იქნებ გამარკვიო ძმურად თუ გამომადგება, რა და როგორ. წინასწარ მადლობა.
|