Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > რეინოს სინდრომი


Posted by: kalina 15 Oct 2006, 12:14
ძალიან მაინტერესებს, თუ მოგეპოვებათ ინფორმაცია, დაპოსტეთ ყველაფერი, რაც რეინოსინდრომს ეხება.

Posted by: liluu 15 Oct 2006, 12:32
kalina
რეინოს სინდრომის დროს ადგილი აქვს პერიფერიულ სისხლძარღოვან სპაზმა, რაც კლინიკურად ვლინდება კანის გათეთრებით და/ან ციანოზით, ხელის და ფეხის თითების დაბუჟებით სიცივის ან ნერვული სტრესის შედეგად.

Posted by: tikusha 15 Oct 2006, 18:23
liluu
ყინვაში ზამთარში ხელის თითები მისივდება, მიწითლდება და როგორც კი სითბო მოხვდება ეგრევე მეფხანება

როგორ ფიქრობ აქვს ამას საერთო რეინოს სინდრომთან??


Posted by: kalina 16 Oct 2006, 02:21
QUOTE

ყინვაში ზამთარში ხელის თითები მისივდება, მიწითლდება და როგორც კი სითბო მოხვდება ეგრევე მეფხანება

როგორ ფიქრობ აქვს ამას საერთო რეინოს სინდრომთან??


აუცილებლად მიაკითხე ექიმს, მე ანალოგიური სიმპტომები მქონდა და რეინო აღმომაჩნდა. ნუ შეგეშინდება, მაგრამ უყურადღებოდაც არ დატოვო. დამიჯერე.

Posted by: @@@@ 16 Oct 2006, 09:57
ჰმ, ეგაა რეინოს სინდრომი? მე მეგონე მეყიენბა და იმის ბრალიათქო rolleyes.gif

Posted by: kalina 16 Oct 2006, 15:13
QUOTE
ჰმ, ეგაა რეინოს სინდრომი? მე მეგონე მეყიენბა და იმის ბრალიათქო 

საერთოდ სიცივეს უკავშირდება. თუ ისეთი ასაკის ხარ, რომ სკოლის წლებში გაყინულ მერხზე, გაყინულ საკლასო ოთახში მოგიწია ჯდომა, ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ კანდიდატი ხარ

Posted by: @@@@ 16 Oct 2006, 16:07
kalina
და რა მომივა რო არ ვიმკურნალო?

Posted by: Deamanu 16 Oct 2006, 16:36
მე მითხრეს რომ მჭირდა,უფრო სწორად სულ სხვა რამე მჭირდა,ექიმი დიაგნოზს ვერ სვამდა და კითხვებს მაყრიდა იმის შესახებ რომ დაედგინა აუცილებლად რეინოს სინდრომი მჭირდა თუ არა,იმდენი იმეორა: 'ხელები გეყინება?' 'უხელთათმანოდ დადიხარ,ხო?'
მიკაკუნა მუხლებზე ჩაქუჩი.......

ბოლოს დაასკვნა რომ 2 წინდით ,3 ხელთათმანით,შალის ქუდით უნდა მევლო,ბორში უნდა მქონოდა მენიუში პირველი და სია ჩამოწერა სითბოს შემანარჩუნებელი წამლების.....

მე ჩემსას კი ვაწვებოდი,ჩემზე უთბილესი ხელები ზამთარში არავის აქვს და იქეთ ვუთბობ მეგობრებს ხელებს-თქო.....

ვინ დაგიჯერა........

მეღიმება იმ ქალზე,აზრზე არ იყო არაფრის და რეინოს სინდრომს მტენიდა ,ამ დროს კისრის მალების რაღაც მჭირს....

drug.gif

Posted by: kalina 16 Oct 2006, 18:45
[quote
და რა მომივა რო არ ვიმკურნალო? [/quote]
სისხლძარღვების პრობლემაა. სუფთა ვიზუალურადაც არაა ლამაზი არანორმალური ფერის ხელები(მე მქონდა). მერე ლოყები უაზროდ გიხურდება, რომც გციოდეს, შეიმჩნევა მცირე შეშუპება. მოკლედ, წადი ექიმთან. რეინო არ კლავს, მაგრამ არც არაფერში გჭირდება. ისე, შეგიძლია პროფილაქტიკის მიზნით "ვობენზიმი" მიიღო, ფერმენტია და ჯანმრთელი ადამიანებიც სვამენ, მაგრამ მაინც ექიმთან გაიარე კონსულტაცია.

Posted by: Archer 16 Oct 2006, 19:06
kalina
რა სპეციალობის ექიმთან უნდა მივიდე?

Posted by: kalina 16 Oct 2006, 20:51
QUOTE
kalina
რა სპეციალობის ექიმთან უნდა მივიდე?

მე დავდიოდი რკინიგზელთა საავადმყოფო რომაა დიღომში, იქ არის ერთი კარგი ექიმი, მერე გადავამოწმე, რუსეთში მაგის დანიშნულება და დიაგნოზი გამართლდა . თუ არ ვცდები, ნანა ტატიშვილია, რევმატოლოგი . მეოთხე სართულზე(ეს კი ზუსტად მახსოვს)

Posted by: tikusha 16 Oct 2006, 22:07
QUOTE (kalina @ 16 Oct 2006, 03:21 )
QUOTE

ყინვაში ზამთარში ხელის თითები მისივდება, მიწითლდება და როგორც კი სითბო მოხვდება ეგრევე მეფხანება

როგორ ფიქრობ აქვს ამას საერთო რეინოს სინდრომთან??


აუცილებლად მიაკითხე ექიმს, მე ანალოგიური სიმპტომები მქონდა და რეინო აღმომაჩნდა. ნუ შეგეშინდება, მაგრამ უყურადღებოდაც არ დატოვო. დამიჯერე.

რის ექიმს მივაკითხო??? რა უბედურებაა ეს რეინოს სინდრომი ამიხსნის ვინმე??
* * *
რევმატიულია??? ზამთარში ხელები სულ გაყინული მაქვს და ეს ცუდია??

Posted by: kalina 16 Oct 2006, 22:16
QUOTE

რის ექიმს მივაკითხო??? რა უბედურებაა ეს რეინოს სინდრომი ამიხსნის ვინმე??
* * *
რევმატიულია??? ზამთარში ხელები სულ გაყინული მაქვს და ეს ცუდია??




მარტო გაყინულ ხელებზე არ არის, ფერს იცვლის და სიცივიდან სითბოში რომ ხვდები, ქავილი გეწყება. ზოგჯერ თითების შესიებასაც აქვს ადგილი.

Posted by: tikusha 17 Oct 2006, 08:52
ზუსტად ეგეთი სიმპტომები მაქვს, მისივდება

ბოლობოლო რის ექიმს უნდა მივაკითხო???

Posted by: lexomd 17 Oct 2006, 09:26
ანგიოლოგს უნდა მიაკითხო, რკინიგზის საავადმყოფო, 2-ე სართული, ან ბაია, ან მამუკა ბოკუჩავა

Posted by: @@@@ 17 Oct 2006, 11:23
რამდენს გვქონია ეს რეინოს სინდრომი და არ გვცოდნია.
ბოლობოლო, რევმატოლოგს მივაკითხოთ თუ ანგიოლოგს?

Posted by: Aksynia 17 Oct 2006, 16:10
მე ვიყავი ადრე ექიმთან ზუსტად მაგ საკითხზე, მარა ვერაფერი დამამშვიდებელი ვერ მითხრა, ანუ ალერგიაა სიცივეზეო და + სისხლძარღვების შევიწროვება, მაქსიმალურად მოერიდე ცივ წყალს და ზოგადად სიცივესო. მის მერე ძალიან ვუფრთხილდები ხელებს, და მინდა გითხრათ რო ნაკლებად მისივდება.

Posted by: kalina 17 Oct 2006, 17:09
QUOTE
რამდენს გვქონია ეს რეინოს სინდრომი და არ გვცოდნია.
ბოლობოლო, რევმატოლოგს მივაკითხოთ თუ ანგიოლოგს?



რევმატოლოგს!

Posted by: tikusha 17 Oct 2006, 20:34
kalina
შენ იმკურნალე???


Posted by: kalina 17 Oct 2006, 21:20
QUOTE
kalina
შენ იმკურნალე???



კი, ვიმკურნალე, მაგრამ მკურნალობის შემდეგ კონტროლი უნდა(და გაფრთხილება) ყოველ 6 თვეში ელიე უჯრედებია რაღაც და მაგის ანალიზი უნდა გაიკეთო.

Posted by: tikusha 18 Oct 2006, 12:23
kalina
რა მეთოდებით მკურნალობდი??

Posted by: kalina 18 Oct 2006, 14:55
QUOTE
kalina
რა მეთოდებით მკურნალობდი??



წამლებით

Posted by: Archer 18 Oct 2006, 20:35
kalina
ელიე უჯრედები რა არის?

Posted by: kalina 18 Oct 2006, 23:12
QUOTE
kalina
ელიე უჯრედები რა არის?



მაგდენი კი არ ვიცი, რაღაც უჯრედებია, რომლის მომატებაც რეინოსთან პირდაპირ კავშირშია.

Posted by: lexomd 19 Oct 2006, 15:53
რეინოს სინდრომი ან დაავადება რთული სადიაგნოსტიკოა, ხშირად დიაგნოზი არასწორად ისმება, სპეციალისტია საჭირო. რევმატიულია, თუ ეს სინდრომია, რომელიც თან ახლავს, ვთქვათ, სკლეროდერმიას, მაგრამ სადიაგნოსტიკოდ საჭიროა სპეციფიური გამოკვლევები.

http://medarticle47.moslek.ru/articles/35104.htm

Posted by: kalina 19 Oct 2006, 18:31
QUOTE
რეინოს სინდრომი ან დაავადება რთული სადიაგნოსტიკოა, ხშირად დიაგნოზი არასწორად ისმება, სპეციალისტია საჭირო. რევმატიულია, თუ ეს სინდრომია, რომელიც თან ახლავს, ვთქვათ, სკლეროდერმიას, მაგრამ სადიაგნოსტიკოდ საჭიროა სპეციფიური გამოკვლევები



უღრმესი მადლობა ინფორმაციისთვის, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას bis.gif

Posted by: Solveig 24 Oct 2006, 01:13
QUOTE (Archer @ 18 Oct 2006, 19:35 )
kalina
ელიე უჯრედები რა არის?

LE უჯრედებს გულისხმობს ალბათ. ეს არის ნეიტროფილები, რომლებიც "ჭამენ" საკუთარ ლიმფოციტებს. მათი გამოჩენა არა რეინოს სინდრომის, არამედ სისტემური წითელი მგლურას მაჩვენებელია.

Posted by: leqsomania 24 Oct 2006, 09:06
LE უჯრედები ლუპუს ერითროციტებია

Posted by: kalina 25 Oct 2006, 20:28
QUOTE
LE უჯრედებს გულისხმობს ალბათ. ეს არის ნეიტროფილები, რომლებიც "ჭამენ" საკუთარ ლიმფოციტებს. მათი გამოჩენა არა რეინოს სინდრომის, არამედ სისტემური წითელი მგლურას მაჩვენებელია.

ეს რაღა უბედურებაა???? ისეთი სახელი აქვს, გამაჟრიალა!

Posted by: leqsomania 25 Oct 2006, 22:49
`LE` eriTrocitebi, autoimunurad dazianebuli

Posted by: kalina 8 Dec 2006, 02:32
ადრე გავხსენი თემა რეინოსინდრომზე , როგორც აღმოჩნდა გაყინული და ფერშეცვლილი ხელების პრობლემა ბევრს აწუხებს. ზამთარში ეს განსაკუთრებით აქტუალურია. ლინკებს მთხოვდნენ და არ მქონდა. ახლა ვიპოვე რაღაცეები და ვისაც აინტერესებს, ინებეთ. გაყინული ხელები შეიძლება სულაც არ იყოს რეინოს ბრალი, ამ ლინკების დახმარებით იმას მაინც გაარკვევთ, გჭირთ თუ არა რეინო სინდრომი. გისურვებთ ჯანმრთელობას.
http://www.ladoni.ru/consult/list/5/22.html
www.x-medicine.com/ru/online/home_medicine/98.html

Posted by: კორდელია 25 Dec 2006, 04:10
kalina
QUOTE
გაყინული და ფერშეცვლილი ხელების პრობლემა ბევრს აწუხებს. ზამთარში ეს განსაკუთრებით აქტუალურია

ჩემს ძმას ზაფხულში გაეყინა უცებ ერთ-ერთი ხელის ერთ-ერთი თითი... რაღაც გათეთრდა,არ გალურჯებულა.. იმის შემდეგ 2-3-ჯერ დაემართა (სხვადასხვა თითზე).
რისი ბრალია?

Posted by: მგელი ტოტია 25 Dec 2006, 07:51
კონკრეტულად დაწერეთ რა შველის გაყინულ ხელებს.......................

Posted by: tamara81 25 Dec 2006, 12:33
მე ხელები და ფეხები ზამთარ-ზაფხულ გაყინული მაქვს. არ მცივა ხოლმე, მაგრამ მაინც... ნეტა რისი ბრალი უნდა იყოს? rolleyes.gif

Posted by: Tasso 31 Mar 2007, 15:27
გარდა იმისა რომ აუარებელი რაღაც-რაღაცეები მჭირს (რაზეც გერმანელი ეკიმები მეუბნებიან ეს ნორმალურიაო), ყველაპერ ამას დაემატა ამ ბოლო თვეს რომ ხელები მილურჯდება... რაღაცნაირი მუქი იასამნისფერი ხდება... ძირითადაად როცა თავს "რაღაცნაირად" ცუდად ვგრძნობ. ანუ: თითქოს ორიენტაცისს გრძნობას ვკარგავ, თავბრუ მეხვევასავიტ და ვითენთები. ზუსტად ვერც ავხსნი რა მემართება ამ დროს მაგრამ რაღაცნაირი შიში ამიტაცებს ხოლმე და ასე მგონია დღეს ჩემი ბოლო დღეა.
ხელები ტემპერატურის მიუხედავად მილურჯდება და კიდევ ლოყები, მაგრამ მთლიანად არა, მარტო შუა ნაწილი. რა უნდა იყოს ერთხელ ასე რომ მომივიდა გზაში ვიყავი ჩემს შვილტან ერთად, შემეშინდა აქ რამე არ დამემარტოს თქო და ეგრევე ექიმთან გავვარდი... ანალიზები რომ ამიღეს ყველაფერი წესრიგში იყო: პულსი,წნევა,გლუკოზა,ტემფერატურა. ალბატ ცოტა წყალი დალიეო დღესო, არადა 2 ლიტრა წყალი მქონდა დალეული უკვე(ტან შუადღე იყო ჯერ). შიგადაშიგ თითქოს გული მაწუხებს ხოლმე და ძარღვები მტკივასავით(ისეთი გრზნობაა ტიტქოს სისხლი არ მოძრაობს) ეს ყველაფერი რომ დავუხასიატე ექიმს: კარდიოგრამა გადასარევი გაქვსო და ვენები ხელით გამისინჯა და ვერანაირ ტრომბოზის ან რაიმე ეგეთის მსგავსს ვერ ვადგენო. ნუთუ მართლა არაფერი მჭირს და ასე ცუდად ყოპნა 28 წლის ასაკში ნორმალურია? არ არსებობს! მოძრაობითაც, ბევრს დავდივარ მაგრამ სამწუხაროდ ვარჯიშს იშვიათად ტუ ვახერხებ ეს ორი წელია მაგრამ სწორედ ეს ორი წელია რაც უარესდება ჩემი მდგომარეობა... ნუტუ არ ვარჯიშმა 2 წელიწადში უკვე ასეთი კატასტროფალური შედეგები შეიზლება გამოიღოს? არვიცი... არვიცი... სასოწარკვეტილებაში ჩავვარდი უკვე ამ ყველაგრის გამო sad.gif

ჰო კიდევ ორი წელია (ანუ რაც ვიმშობიარე) ციებ-ცხელებები მჭირს. ძირითადად ზამტარში. ჯერ: მეცხელა მაგრა და მერე უცბად ვიყინები... ამზე ჯერ ტავისით გაგივლისო ნორმალურიაო. მერე ძლივს როგორც იქნა სისXლი ამიღეს, ჰორმონები წესრიგშიაო. ხელების გალურჯება კი ახლახანს დამეწყო.

Posted by: donvaso 31 Mar 2007, 15:42
რეინოს სინდრომი ხომ არ არის?..............

Posted by: Tasso 31 Mar 2007, 15:47
რეინოს სინდრომი რა არის? ვეზებე გუგლში და ვერ ვპოულობ.

Posted by: Solveig 31 Mar 2007, 17:00
მე მგონი რეინოა სწორედ..

---------------

Posted by: Prankster 31 Mar 2007, 19:13
Tasso
Welcome to the club...
ეგ რეინოს სინდრომის ნიშნებია sad.gif

Posted by: donvaso 31 Mar 2007, 21:53
QUOTE
რეინოს სინდრომი რა არის?

ამ დროს ძვლები იზრდება უაზროდ და აწვება სისხლძარღვებს, რომლებიც შესაბამისად ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას და იწვევს ძალიან ბევრ სიმპტომთა ერთობლიობას (სინდრომს).მაგ: ორივე ხელს თუ აწევ მაღლა და თავს შეაბრუნებ მარჯვნივ ან მარცხნივ ამ დროს უნდა შეამოწმო პულსი მაჯაზე, რომელიმე მხარეზე თუ გაქრა პულსაცია ე.ი. ეს რეინოა....
მთლად მე ნუ დამიჯერებ....
ისე ორნაირია ეს რეინო.........

Posted by: Tasso 31 Mar 2007, 23:27
donvaso

გმადლობ, ლინკს ხომ ვერ მომაწვდიდი? აქედან ვერაფერს ვპოულობ.

Posted by: Natuka NGN 31 Mar 2007, 23:45
Tasso
არ ვიცი რა არის რეინოს სინდრომი და სხვა, მაგრამ ახსენე - 2 წელია არ ვვარჯიშობ და ეს ორი წელია დამეწყო ეს საშიონელებაო. უცნაურია, მე იოგა ვიყავი, რომ დავანებე ტავი ინტენიოსურ ვარჯიშს ანალოგიური დამეწყო. თუ ინტენსიურად ვარჯიშობდი და რადიკალურად შეწყვიტე, რასაც ამბობ, სრულიად გასაგებია ჩემთვის. მგონი არაფერი წამლები არ გჭირდება, ისებ დაიწყე ვარჯიშჰი, 20 წუთი მაინც დრეში. დავდივარო - სიარული არაფერს შველის. ვარჯიშის დროს სრულიად სხვაგვარად იტვირთება სხეუილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფიზიკური დატვირთვის დროს.
QUOTE
მაგრამ რაღაცნაირი შიში ამიტაცებს ხოლმე და ასე მგონია დღეს ჩემი ბოლო დღეა.

ნევროზის ნიშნებს ჰგავს. ეტყობა მშიშარაც ხარ და ძალიან უგდებ ყურს ნებისმიერ ჩივილს.
ასე რომ, მთელი ეს შენი პრობლემები არა მგონია ავადმყოფობა იყოს.
მხოლოდ ახლა ვნახე PM და ხვალ აუცილებლად გიპასუხებ. ეს დრეები ძალიან დაკავებული ვიყავი smile.gif
არ ვიცი შენი ცხოვრებსი წესი, მაგრამ მოიწესრიგე ძილი, დაისვენე უფრო მეტი, იკვენე წესიერად, ივარჯიშე და ხელების დაბუჟებები და სხვა რამეები გაგივლის.
უბრალოდ, გაცილებით ნათელი ფერებთ შეხედე ცხოვრებას და ისწავლე თავის ხელში აყვანა და ყველაფერი კარგად იქნება.
2kiss.gif

Posted by: donvaso 1 Apr 2007, 11:36
QUOTE
გმადლობ, ლინკს ხომ ვერ მომაწვდიდი? აქედან ვერაფერს ვპოულობ. 

გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს.......
არა, ლინკი ნამდვილად არაფერი ვიცი, ეს პირადი გამოცდილებიდან რაც ვიცოდი ეგ იყო და ეგ......

Posted by: totia 1 Apr 2007, 13:05
donvaso
რეინო 28 წლის ასაკში საკმაოდ იშვიათია! თან წინაპირობების გარეშე არამგონია! რაც შეეხება ვარჯიშისთცის თავის დანებება ეგაც საეჭვოა რადგან ამ დროს შეიძლება გულის მხრივ იყოს პრობლემები ან კიდევ ოსტეოქონდროზის გამო ხერხემლის არტერიების შევიწროვება (
QUOTE
ორიენტაცისს გრძნობას ვკარგავ, თავბრუ მეხვევასავიტ და ვითენთები
) !!
ჩემი აზრით მაინც მშობიარობის შემდგომი პრობლემა უნდა ეძებო!!!
აკროციანოზი, სისუსტე, ცხელება ყოველივე რაღაც ტოქსიური ფონისკენაც მიუთითებს!!!
თუმც ჩემი აზრია ეს და არა ჭეშმარიტება smile.gif

Posted by: donvaso 1 Apr 2007, 13:10
QUOTE
რეინო 28 წლის ასაკში საკმაოდ იშვიათია!

ვერანაირად ვერ დაგეთანხმები. 2 შემთხვევა ვიცი გაცილებით ადრე ვიდრე 28 წელი....

Posted by: totia 1 Apr 2007, 13:12
donvaso
აქტიურ ხალხში!!!!! წინაპირობების გარეშე?

Posted by: donvaso 1 Apr 2007, 13:40
ერთ დღეში იცი ალბათ რომ ძვალი არ იზრდება, შესაბამისად წინაპირობა საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ გამოხატული სხავადასხავა სიმპტომოკომპლექსით.....
თუმცა ყველა დაავადება ინდივიდუალურია.....

Posted by: donvaso 1 Apr 2007, 14:13
რეინოს სინდრომი მოიცავს
რეინოს:
-ავადმყოფობა
-განგრენა
-ფენომენი(მეორადი).
უხშირესად გვხდება ქალებში(ჩემი ნაცნობი ორევე ქალია), დაზიანება სიმეტრიულია და წარმოადგენს ანგიოტროფონეკროზს კაპილარების დაზიანებით

Posted by: Tasso 1 Apr 2007, 16:07
totia
QUOTE
ჩემი აზრით მაინც მშობიარობის შემდგომი პრობლემა უნდა ეძებო!!!
აკროციანოზი, სისუსტე, ცხელება ყოველივე რაღაც ტოქსიური ფონისკენაც მიუთითებს!!!


მეც უფრო მაგ ეჭვებში ვარ... ხელების გალურჯება ახლაღა დამეცყო. ერთი თვის წინ. 3 დღის წინ ერთი ინფორმაცია აღმოვაჩინე და ახლა ვაპირებ ამ მხრივ გამოვიძიო. საქმე რაშია რომ სრულიად შემტხვეევით გადავაწყდი ინფორმაციას კბილის პლომბებზე ამალგამისაგან. ჰოდა ეს ამალგანის პლომბები ტურმე ორგანიზმს წამლავს რაოდენ ვერცხლისწყლის ნაჯერს შეიცავს. ეს გერმანიაში დაახლ. ამ5-6წლის განმავლობაში გავრცელდა მაგრამ საქმე რაშია რომ ჩემი ნაბ. კბილის ექიმი ამ პლომბებს სიგელებივით არიგებს. მე 10 პლომბა მაქვს ამალგამის და ახლა მინდა ტესტი გავაკეთებინო იქნებ აქედანაც მოდის. ვფიქრობ რომ ალბათ ყველაფერი არა მაგრამ ნაწილი მაინც.
* * *
ტოტია, ოსტეოქონდროზით შეიზლება მართალი იყო. მაგარი ფრობლემები მაქვს ხერხემალზე. სკოლიოზი დამიდგინეს მაგრამ გამოწერილი ვარჯისები და მასაჟები არ მშველის სამწუხაროდ.

Posted by: totia 1 Apr 2007, 20:34
QUOTE
ტოტია

თოთია smile.gif
არამგონია შენი დანტისტი იყოს დასახვრეტი smile.gif
წარმატებები დიაგნოსტიკაში!!!!!! ნევროზსაც მიხედე smile.gif

Posted by: Natuka NGN 1 Apr 2007, 21:04
totia
QUOTE
ნევროზსაც მიხედე

ეს მგონი ზემოთა პოსტში ძალიან ფაქიზად დავწერე. სრული ნევროზის ნიშნებია, რომელიც ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. და ფსიქოლოგიური ტიპი - იპოქონდრიკი.
Tasso
ჩემო კარგო, ასე მძაფრად ნუ ჩაიციკლები საკუთარ ავადმყოფობებზე, შეძლება გაგაგიჟოს. დარწმუნებული ვარ, გარკვეული ფიზიოლოგიური მიზეზებიც იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი გამძაფრებული იქნება ნევროზული და ფსიქოლოგიური პრობლემებით.
დააკვირდი, იქნებ ეს ბოლო ორი წელია ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა დაგაწვა? ან იმაზე მეტად გადაიღალე და დაიძაბე ვიდრე ადრე? იქნებ რაიმე ფსიქოლოგიური დაუკმაყოფილებლობა გაქვს და ა.შ.
ყველაზე მთავარი - უპირველესი მკურნალკი საკუთარი თავისა შენ უნდა იყო!!!
საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვი - რაც უფრო ყურს ვუგდებ თავის ტკივილს და ვფიქრობ მასზე და იმაზე რატომ მტკივათქო, კი არ მივლის, მიათმაგდება. თუ იგნორში გავუშვებ ცოტა ხნით, შეიძლება წამლის გარეშეც გამიაროს.
გაილამაზე ცხოვრება და ბევრი პრობლემა მოგიგვარდება.

Posted by: totia 1 Apr 2007, 23:12
Natuka NGN
QUOTE
totia

QUOTE
ნევროზსაც მიხედე


ეს მგონი ზემოთა პოსტში ძალიან ფაქიზად დავწერე


ამაზე დაგეთანხმე ! მეტი რა ვქნა smile.gif ?
QUOTE
ყველაზე მთავარი - უპირველესი მკურნალკი საკუთარი თავისა შენ უნდა იყო!!!

ესეც მართალია ოღონდ თვითმკურნალობაში არ უნდა აურიო ადამიანმა !!!!

Posted by: Tasso 2 Apr 2007, 00:23
Natuka NGN

ასე შორიდან ადვილია ასე ფლოსკელებით, ლაპარაკი... ფსიქიკა სრულ წესრიგში მაქვს გარწმუნებ... ხოლო რაც თვითგანკურვნას შეეხება მართლაც ასეა... მაგრამ უნდა იცოდე რა გჭირს რომ საწინააღმდეგოდ იმუშავო. თავს ნაღდად არ ვიგდებ არიქა ეს მჭირს და ეს როგორც შენ დაასკვენი.. პირიქით სულ საქმეში ვარ ჩართული რომ ამაზე არ ვიფიქრო ხოლო რაწამს დასვენებას დავაპირებ ეგრევე მეწყება ყველაფერი ერთდროულად. და ფაქტია რომ 2 წლის წინ სრულიად ჯანმრთელმა ვიმშობიარე და იმის მერე დაიწყო და დღითიგღე უარესდება ჩემი მდგომარეობა. ფსიქიკა და ორგანიზმი ურთიერთდამოკიდებულებაშია ერთმანეთთან და როდესაც ერთერთს უჭირს მეორე გამცნობს ამას. ერთადერთი რაშიც დაგეთანხმები.. ნაწილობრივ რომ სასოწარკვეტილებაში ვარ და ეს შეიზლება მართლაც მიმწვავებს ყველაფერს... მაგრამ საქმე იმაშია რომ ვგრზნობ რომ რაღაცა არაა წესრიგში ჩემს ორგანიზმში და არცერთმა ექიმმა არ მიგდო წესიერად ყური. მაგალითად რამოდენიმეჯერ სისხლი ვარწყიე... ეგ ნორმალურიაო, ეტყობა ნერვოზული კუჭი გაქვსო ამ დიაგნოზს მისვავს ყველანაირი გამოკვლევის გარეშე. როგორც იქნა გამოვავერინე ზონდი აგმომაჩნდა ჰელიობაქტერიები. მერე ვიმკურნალე და და მორჩა ეს რწყევები. ღვიზლი მაწუხებს და თან რაღაც ანალიზის მაჩვენებელი ძალზე მომატებულია ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. არადა მშობიარობის მერე, უხვი პორციებით ანტიბიოტიკებით მიმკურნალეს საავადმყოფოში და მგონი ამის მერე ეტირა ჩემს ღვიძლს ყოფა. ჰოდა შენ რომ მირჩევ, ეს ყველაფერი დავივიწყო და თავისით რომ არ განიკურნოს ჩემს შვილს შენ მოუვლი? ჩემმა ორგანიზმმა უკვე ბევრჯერ გადამარჩინა, მაგრამ როგორც ყველაფერს, ასევე ორგანიზმის ამ თვისებასაც თავისი ლიმიტი აქვს და მაგის მეშინია.
მაგრამ როგორც ჩანს, როცა ეს საკუთარ თავს არ ეხება ადვილია ყველაფერი ნერვებს გადააბრალო.



totia
QUOTE
არამგონია შენი დანტისტი იყოს დასახვრეტი smile.gif
იმედია
sad.gif მაგრამ სამწუხაროდ, ირგვლივ და სამეგობროში მოპოვებული ინფორმაციის შედეგად (სამწუხაროD ცოტა არ იყოს გვიან) ამ პლომბებს ექიმთა უმეტესობა აღარ სვავს რადგან როგორც საეჭვოდ და შხამიანად ითვლება (ამ თეორიას უმეთესობა აღიარებს და ღაც კათეგორია რომელსაც ასევე ჩემი დანტისტი მიეკუთვნება არა ) მაგრამ ამის დამკიცება შესაძლებელია სისხლია ანალიზით. რომელსაც აუცილებლად ჩავიტარებ. ასე რომ: პოჯელაი მნე უდაჩი.

Posted by: F_R_E_Y_A 2 Apr 2007, 01:36
ისე ცოტა რომ შემცივდება ხელები მეც მილურჯდება, ხანდახან სისუსტესაც ვგრძნობ, და მეგონა ეს ნორმალური იყო user.gif რაღა ვქნა რამე მჭირს? fingal.gif

Posted by: Tasso 2 Apr 2007, 03:23
F R E Y A

ჰო რავი, ხომ ხედავ ვის როგორ smile.gif მე აქამდე არასოდეს გამლურჯებია და ეს ნორმალური მეგონა

Posted by: totia 2 Apr 2007, 20:54
Tasso
დღეს ჩემ მეგობარს სიმპტომები ჩამოვუთვალე და მრტ-ს სარგებლობაზე ვკითხე ! (კაკ რაზ მაგას აკეთებს თოდუაში და თანაც ვილიზიის წრის მომარაგების დარღვევებზე დაიცვა ხარისხი ახლახანს ) ამ ეტაპზე თუ კიდევ გრძელდება თავბრუსხვევები სისუსტე და ა.შ. ჯობია თავის ტვინის დოპლეროგრაფია გაიკეთოსო ამაში შედის ხერხემლის არტერიების გამოკვლევაც სადღაც 60 ლარი ჯდება !!! ოსტეოქონდროზის გამორიცხვის პონტში ! ( თოდუაში რკინიგზის საავადმყოფოსთან რომ არის)
ეს ისე ზოგადი ცნობისთვის!!!

Posted by: Raycher 2 Apr 2007, 21:44
მეც მილურჯდება ხელის გულები...

მაგრამ გუნება-განწყობილება არ მეცვლება და არ მგონია რომ დღეს ბოლო დღეა..მაგრამ ზუსტად მასე მუქი იასამნისფერი მიხდება sad.gif


არა ისე პრინციპში რაღაცამ ხომ უნდა მოგკლას არა... boli.gif

Posted by: revolucioneri 2 Apr 2007, 22:00
QUOTE (Tasso @ 31 Mar 2007, 15:27 )
გარდა იმისა რომ აუარებელი რაღაც-რაღაცეები მჭირს (რაზეც გერმანელი ეკიმები მეუბნებიან ეს ნორმალურიაო), ყველაპერ ამას დაემატა ამ ბოლო თვეს რომ ხელები მილურჯდება... რაღაცნაირი მუქი იასამნისფერი ხდება... ძირითადაად როცა თავს "რაღაცნაირად" ცუდად ვგრძნობ. ანუ: თითქოს ორიენტაცისს გრძნობას ვკარგავ, თავბრუ მეხვევასავიტ და ვითენთები. ზუსტად ვერც ავხსნი რა მემართება ამ დროს მაგრამ რაღაცნაირი შიში ამიტაცებს ხოლმე და ასე მგონია დღეს ჩემი ბოლო დღეა.
ხელები ტემპერატურის მიუხედავად მილურჯდება და კიდევ ლოყები, მაგრამ მთლიანად არა, მარტო შუა ნაწილი. რა უნდა იყოს ერთხელ ასე რომ მომივიდა გზაში ვიყავი ჩემს შვილტან ერთად, შემეშინდა აქ რამე არ დამემარტოს თქო და ეგრევე ექიმთან გავვარდი... ანალიზები რომ ამიღეს ყველაფერი წესრიგში იყო: პულსი,წნევა,გლუკოზა,ტემფერატურა. ალბატ ცოტა წყალი დალიეო დღესო, არადა 2 ლიტრა წყალი მქონდა დალეული უკვე(ტან შუადღე იყო ჯერ). შიგადაშიგ თითქოს გული მაწუხებს ხოლმე და ძარღვები მტკივასავით(ისეთი გრზნობაა ტიტქოს სისხლი არ მოძრაობს) ეს ყველაფერი რომ დავუხასიატე ექიმს: კარდიოგრამა გადასარევი გაქვსო და ვენები ხელით გამისინჯა და ვერანაირ ტრომბოზის ან რაიმე ეგეთის მსგავსს ვერ ვადგენო. ნუთუ მართლა არაფერი მჭირს და ასე ცუდად ყოპნა 28 წლის ასაკში ნორმალურია? არ არსებობს! მოძრაობითაც, ბევრს დავდივარ მაგრამ სამწუხაროდ ვარჯიშს იშვიათად ტუ ვახერხებ ეს ორი წელია მაგრამ სწორედ ეს ორი წელია რაც უარესდება ჩემი მდგომარეობა... ნუტუ არ ვარჯიშმა 2 წელიწადში უკვე ასეთი კატასტროფალური შედეგები შეიზლება გამოიღოს? არვიცი... არვიცი... სასოწარკვეტილებაში ჩავვარდი უკვე ამ ყველაგრის გამო sad.gif

ჰო კიდევ ორი წელია (ანუ რაც ვიმშობიარე) ციებ-ცხელებები მჭირს. ძირითადად ზამტარში. ჯერ: მეცხელა მაგრა და მერე უცბად ვიყინები... ამზე ჯერ ტავისით გაგივლისო ნორმალურიაო. მერე ძლივს როგორც იქნა სისXლი ამიღეს, ჰორმონები წესრიგშიაო. ხელების გალურჯება კი ახლახანს დამეწყო.

წადი იყიდე კამბუჩა და დალიე, იყიდება ნებისმიერ ნატურალურ მაღაზიასი, შენ ტუ ეგ ძალიან მალე არ შეგიწყდეს, ტავად ნახავ! yes.gif
* * *
რაიო, ამალგამი გაქვს და ტან 10 ცალი?! ეე, ეგ ცუდ რამეებს შვრება ზაან!!! იცი ეგ რა არის? ვერცხლისწყალი! რამდენი ხანია გაქვს? დროზე მიხედე მაგას სანამ უარესი მოგივა, ამალგამზე ატასი ინფორმაციაა ზუსტად რა ნიშნები აქვს, დააგოგლე, მე მაგან მომიღო ბოლო!

Posted by: Tasso 3 Apr 2007, 02:07
revolucioneri
QUOTE
რაიო, ამალგამი გაქვს და ტან 10 ცალი?! ეე, ეგ ცუდ რამეებს შვრება ზაან!!! იცი ეგ რა არის? ვერცხლისწყალი! რამდენი ხანია გაქვს? დროზე მიხედე მაგას სანამ უარესი მოგივა, ამალგამზე ატასი ინფორმაციაა ზუსტად რა ნიშნები აქვს, დააგოგლე, მე მაგან მომიღო ბოლო!



გმადლობ, რჩევისათვის. ჰო სულ ეს დღეებია შემტხვევით გავიგე რა საძიანოა. შემი ექიმი აფანატებს ამალგამზე და გულუხვად დამასაჩუქრა ამ შხამიტ. ახლა ვმუშაობ მოშორებაზე მაგრამ არც ისე ადვილია. სწორედ დღეს გავარკვიე: ამოღებამდე უნდა ჩაიტარო შხამების გამომყვანი კურსი და მერე მოშორების მერეც. თან ისეთი ექიმი უნდა ნახო, ყანყრატოს დაფარვით რომ ამოიღოს პლომბები, რომ არაფერი ჩავიდეს და ასეტები ცოტა არიან.... ძირითადად ყველა ისე იღებს, დაუფარავად. შენ ამოიღე? და საიდან გქონდა ეს პლომბები ალბათ გერმანიაში გაიკეთე? თუ საქართველოშიც არის?

QUOTE
წადი იყიდე კამბუჩა და დალიე, იყიდება ნებისმიერ ნატურალურ მაღაზიასი, შენ ტუ ეგ ძალიან მალე არ შეგიწყდეს, ტავად ნახავ! yes.gif

ესტ ტოვარიშჩ კაპიტან 2kiss.gif ასე ვიზამ.
* * *
totia

გმმადლობ, გაკითხვისათვის. სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ. აქ კი ასეთ პროცედურას ვერ გავაკეთებინებ თუ ამას ექიმი საჩიროდ არ ჩათვლის(სხვანაირად დაძღვევა არ იხდის) და მე თვითონ ჯერ სხვა ანალიზებს დაველოდები და იქამდე იქნებ ჩამოვიდე კიდევაც.
QUOTE
დოპლეროგრაფია

ეს ტომოგრაფიასავით არის? ზიანი ხომ არ მოაქვს?
* * *
QUOTE
ხერხემლის არტერიების გამოკვლევაც


მშიბიარობისას გამაყუჩებელი (PDA)გამიკეთეს ხერხემალში რომლის შედეგად საშინელი გარტულებები მქონდა.... და ციებცხელებებიც მას მერე დამეწყო... მარ მერე 2ჯერ ვიწექი ისევ საავადმყოფოში. შესაძლებელია რომ რაიმე არტერია დაეზიანათ ნემსის დასმით?

Posted by: totia 3 Apr 2007, 21:31
QUOTE
ეს ტომოგრაფიასავით არის? ზიანი ხომ არ მოაქვს?
* * *
არა უფრო ექოსკოპიაა ფერადი smile.gif

QUOTE
ხერხემლის არტერიების გამოკვლევაც



მშიბიარობისას გამაყუჩებელი (PDA)გამიკეთეს ხერხემალში რომლის შედეგად საშინელი გარტულებები მქონდა.... და ციებცხელებებიც მას მერე დამეწყო... მარ მერე 2ჯერ ვიწექი ისევ საავადმყოფოში. შესაძლებელია რომ რაიმე არტერია დაეზიანათ ნემსის დასმით?


არა არტერიას ვერ დააზიანებდნენ მარა იოდით თუ დაამუშავეს ( რაც საკმაოდ საეჭვოა) ჩხვლეტის ადგილი შეიძლება რაღაც ამდაგვარი პრობლემები გაგჩენოდა!

ნამდვილად პერიდურა იყო ? სპინალურში ხომ არ გადასულან? თუმცა საქართველოს დვიჟენიიდან გამოვდივარ biggrin.gif

Posted by: avicena 25 Oct 2007, 18:02
ტიკუშა ნუ ნერვიულობ მე ბევრი პაციენტები მყავს რეინოს სინდრომით და ყველა საღ სალამათია. ეს არ არის დაავადება რომელიც სიცოცხლისათვის საშიშია თუ ჩემი უწინდელი რჩევა ყურადღებით წაიკითხე და ყველაფერს ისე გააკეთებ წამლების ჩათვლით რაც გირჩიე არაფერი სხვა არ გცირდება. რეინოს ქირურგიულად არ მკურნალობენ, ეს სპაზმია და კიდევ ერთხელ სჭირდება კალციუმის არხის ბლოკატორები. მაგალითად: ვერაპამილი. ამლოდიპინი, ნიფედიპინი, დილთიაზემი პატარა დოზით დღეში ერთხელ. ეს რევმატოლოგიური დაავადება და შეიზლებ დაკავშირებული იქნას სხვა ისეთ დაავადებებთან როგორიცაა სკლეროდერმა : ყლაპვის მოშლა, კანის კოლაგენის გასქელება და ელასტიურობის დაკარგვა, ქონდოკაცინოზი, და რეინო ერთად. დაუჯერე დათოს თორემ ორ დღეში შვებულებაში აღარ ვიქნები და ასე ხშირად რჩევას ვეღარ მოგცემ, ფინანსური ანაზღაურების გარეშე(: შეგიძლია ნახო რევმატოლოგი(ოგონდ არა პროფანი) რომ დიაგნოზი დასვას ლაბორატორიით და ფიზიკალური დათვარიელებით. ამის გარდა ყველაზე დიდი საშიშროება რაც შეიზლება გელოდეს ეს არის კიდურის მოყინვა და ამპუტაცია, ამიტომ ზამტარში ტეპლიე ვარიშკი ი ნოსკი თუ გუდაური ან ბაკურიანი, მოკლედ სითბო ყველაზე დიდი მკურნალი. აი ასე ჩემო თიკო. თუ ხელები გისივდება ეს სხვა რამე შეიძლება იყოს მაგალითად რევმატოლოგიური ართრითი. ამის დიაგნოზსაც გასინჯვა და ლაბორატორია, შესაღლოა ხელების რენტგენოგრამა დასჩრირდეს.
თუ კიდე რამე დაგჩირდეს არ მოგერიდოს. საუკეთესო სურვილებით.
დათო

Posted by: donvaso 25 Oct 2007, 20:42
და რეინოს ფენომენს "ორმხრივი გულმკერდის გამოსვლის სინდრომ"-ს რატომ გამორიცხავთ????????

Posted by: avicena 26 Oct 2007, 03:55
ვასო მე არაფერს არ გამოვრიცხავ უბრალოდ სამედიცინო პრაქტიკაში რაც ხშირი არის უფრო ჯერ იმას ეზებ და მკურნალობ, რამდენი პაციენტი გინახიათ თქვენ ორმხრივი გამოსვლის სინდრომით და რამდენი გაგიშვიათ საოპერაციო მაგიდაზე? მე არც ერთი, სამაგიოროდ ჩემს სამედიცინო პრაქტიცაში ერთი 15 კაცი მაინც მყავს ზემოთ ხსენებული სიმპტომებით რომელსზც რეინოს დაავადება აქვთ და სიმპტომატურად ვმკურნალობ. გარდა ამისა გამოსვლის სინდრომი პოზიციიის შეცვლასთან ალბათ უფრო არის დაკავშირებული ვიდრე გარემოს ტემპერატურის ვარიაციასთან .თან ამ სინდრომს ნევროლოგიური გართულებებიც ახლავს როგორიცაა ხელების დაბუჟება. ასე რომ ჩემის აზრით ეს სინდრომი გამორიცხული არ არის მაგრამ ნაკლებად დასაშვებია(:
* * *
გამორიცხული არ არის რომ რაიმე მიზეზის გამო საქართველოში ეს პრობლემა უფრპ ხშირია ვიდრე დასავლეთში ამიტომ თუ რაიმე სხვა ინფორმაცია გაგაჩნიათ მოგვაწოდეთ და დიდად მოხარული დაგჩებით

Posted by: donvaso 26 Oct 2007, 10:45
avicena
რა სპეციალობის ბრძანდებით კონკრეტულად???????

Posted by: avicena 26 Oct 2007, 19:12
მრავალი კითხვის ნიშანი რა ემოციის გამოხატულება განსაკუთრებული ინტერესის თუ უკმაყოFილების(: კონკრეტულადაც და აბსტრაქტულადაც ტერეპევტი ვარ ანუ ინტერნისტი

Posted by: donvaso 26 Oct 2007, 19:16
QUOTE
მრავალი კითხვის ნიშანი რა ემოციის გამოხატულება განსაკუთრებული ინტერესის თუ უკმაყოFილების(: კონკრეტულადაც და აბსტრაქტულადაც ტერეპევტი ვარ ანუ ინტერნისტი

ფორუმის წესების თანახმად ვცდილობ 30 ნიშნი გამომივიდეს თორემ ისე არ იპოსტება smile.gif smile.gif

Posted by: avicena 26 Oct 2007, 19:23
აა ახლა გასაგებია(: მე არ ვარ ასე გამოცდილი, ახალი წევრი ვარ

Posted by: bato-bato 11 Nov 2008, 01:56
kalina
QUOTE
საერთოდ სიცივეს უკავშირდება. თუ ისეთი ასაკის ხარ, რომ სკოლის წლებში გაყინულ მერხზე, გაყინულ საკლასო ოთახში მოგიწია ჯდომა, ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ კანდიდატი ხარ


მე სკოლაში დამემართა ანუ
აი იმ დროს მომიწია გათბობები რომ ახალი გათიშული იყო : ((
ყოველ წელს ოდნავ აცივდება თუ არა ეგრევე მისივდება, მილურჯდებ-მიწითლდება, სითბოში მექავება, თითებს ისე ვეღარ ვამოძრავებ-ხოლმე
საშინლად მთრგუნავს : ((
ე.ი. რეინის სინდრომი მაქვს? sad.gif(
და განკურნება შესაძლებელია? თუ უიმედო ვარ : (((?

Posted by: Romina 11 Nov 2008, 10:50
ამ თემაში ცოტა ერთმანეთშია არეული ზამთარში თითების მოყინვა და რეინოს სინდრომი (ან დაავადება). სიცივეში ყველას ეყინება და უწითლდება თითები და მერე ეწვის wink.gif რეინოს სინდრომის დროს კი უფრო ასეთი გამოვლინებაა: უფრო ხშირად სიცივეში, თუმცა შეიძლება სითბოშიც ვითარდება ხელის ან ფეხის თითების, იშვიათად ცხვირის წვერის და ყურის ნიჟარების გაფერმკრთალება, უფრო სწორად გათეთრება (ამიტომ ამ სიმპტომს "მკვდარი თითის" სიმპტომს უწოდებენ), თითი ცივია და მგრძნობელობა თითქმის მთლიანად დაკარგული. ამის შემდეგ გათეთრება შეიძლება შეცვალოს სილურჯემ და აღინიშნოს ძლიერი ტკივილიც.
უამრავი მიზეზი არსებობს,რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეინოს დაავადება და სინდრომი: კოლაგენოზები, სვადასხვა ეტიოლოგიის არტერიიტები, დამატებითი ნეკნის არსებობა, ვეგეტატიური ცენტრების დისფუნქცია და ა.შ.
რეინოს სინდრომი ხშირად არის კოლაგენოზების, ყველაზე ხშირად სკლეროდერმიის და სისტემური წითელი მგლურას ადრეული გამოვლინება, ამიტომაც იყო ამ თემაში აღნიშნული LE უჯრედები (რომლებიც მგლურას ერთ-ერთი მარკერია) თუმცა რეინოს სინდრომის დროს სხვა უამრავ მარკერზე კეთდება ანალიზი.
ვისაც გაქვთ ასეთი სიმპტომი ჯობია პირველ რიგში რევმატოლოგთან მიხვიდეთ. სამწუხაროდ ზოგჯერ ბევრი ძვირადღირებული ანალიზის და გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო რეინოს მიზეზის დასადგენად sad.gif ზოგჯერ კი საერთოდ ვერ დგინდება მიზეზი.
QUOTE
საერთოდ სიცივეს უკავშირდება. თუ ისეთი ასაკის ხარ, რომ სკოლის წლებში გაყინულ მერხზე, გაყინულ საკლასო ოთახში მოგიწია ჯდომა, ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ კანდიდატი ხარ

no.gif ეგ არაფერ შუაში არ არის.

Posted by: krasusi_92 27 Dec 2010, 22:37
ზუსტად ეგ სინდრომი მჩირს და დამტანჯა ნორმალურად ვერც ვარჯიშობ და ვერც საკრავს ვკიდებ ხელს ბლიად, რამე წამალი არსებობს მითხრით რა?

Posted by: chipmunck 10 Jan 2011, 23:35

რეინოს დაავადება რატომ ეკუთვნის ტრამვატოლოგებს არ მესმის ეს ხომ პერიფერიული არტერიების დაავადებებშია გაერთიანებული და შესაბამისად ანგიოლოგს უნდა ეკუთვნოდეს, რავიცი რავიცი...
ისე უნდა ვუმკურნალოთ არა შედეგს არამედ მიზეზს!
რეინოს დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზები ხანგრძლივი გაციება, თითების ქრონიკული ტრავმატიზაცია, ზოგიერთი ენდოკრინული ორგანოს ფუნქციის დარღვევა: ფარისებრი ჯირკვალი და სასქესო ჯირკვალი; მძიმე ფსიქიკური დაზიანებები.

ისე დღევანდელიდან გამომდინარე ხშირია ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების დაავადებები და იქნებადა ჯერ ეს გამოგეკვლიათ და მერე მიგეხედათ რეინოსთვის. როცა მოიწესრიგებთ ფარისებრ და სასქესო ჯირკვლის ჰორმონებს მერე რეინოზე მკურნალობა შეიძლება არც კი დაგჭირდეთ.

ოხ ეს მედიცინა, დიდი იდუმალი სამყაროა biggrin.gif

Posted by: ToyotaMR2 11 Jan 2011, 12:18
krasusi_92

პლაქსარინი ზუსტად არ მახსოვს ასე ერქვა მგონი და ბენევრონის 10 ამპულა დამინიშნა რევმატოლოგმა და გამიარა

Posted by: Keti-Ket 19 Mar 2011, 22:19
მედიკამენტების გარდა, რაიმე სხვა საშუალება არ არსებობს რეინოს სამკურნალოდ?

მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები ითვალისწინებს სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებას, რამდენადაც გავიგე, არადა სისხლძარღვთა გაფართოება ხომ მიგრენის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზია.


პირველად და მეორეულ სინდრომს შორის, რამე სხვაობაა?


Posted by: K_rati 20 Mar 2011, 21:00
Keti-Ket
რეინოს დაავადება,ანუ პირველადი რეინო არის იდიოპათური,ანუ მისი განვითარების მიზეზი უცნობია და არ არის დაკავშირებული სხვა დაავადებებთან.

რეინოს სინდრომი,ანუ მეორეული რეინო ვითარდება სხვადასხვა დაავადებების ფონზე,ძირითადად შემაერთებელ ქსოვილოვანი დაავადებების დროს(სკლეროდერმა, დერმატომიოზიტი,ელერ-დანლოსის სინდრომი,რევმატოიდული ართრიტი,შოგრენის სინდრომი და ა.შ)

მაქსიმალურად უნდა მოხდეს მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან აცილება,(მაგ. სიცივის დროს ხელთათმანების,ქუდის ტარება). ასევე უნდა შეიზღუდოს ის ფაქტორები რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების შევიწროებას(კოფეინი,სიგარეტი).
მედიკამენტებიდან გამოიყენება სისხლძარღვების გამაფართოებლები როგორც თქვენ აღნიშნეთ,რომელთა ერთერთი გვერდითი ეფექტი თავის ტკივილია,მაგრამ არა მიგრეინის ტიპის და სიმძიმის,რაც შესაბამისად არ ზღუდავს მათ გამოყენებას ამ მიზნით.

Posted by: Keti-Ket 20 Mar 2011, 21:07
K_rati
QUOTE
მედიკამენტებიდან გამოიყენება სისხლძარღვების გამაფართოებლები როგორც თქვენ აღნიშნეთ,რომელთა ერთერთი გვერდითი ეფექტი თავის ტკივილია,მაგრამ არა მიგრეინის ტიპის და სიმძიმის

ნევროპათოლოგმა უკვე დამიდგინა მიგრენი, რომლის შეტევების მოსახსნელადაც რელპაქსი დამინიშნა, რომლის ეფექტიც, როგორც წავიკითხე, საძილე არტერიების შევიწროებით მიიღწევა.
ანუ ერთი მედიკამენტი თუ ავიწროებს სისხლძარღვებს, მეორე აფართოებს (ჩემი დილეტანტური შეფასებით biggrin.gif ) და რა ეფექტი მიიღწევა მაშინ?


მადლობა პასუხისთვისsmile.gif

Posted by: K_rati 20 Mar 2011, 22:22
Keti-Ket
არაფრისsmile.gif
თქვენ რეინოს მკურნალობის კურსსაც გადიხართ? სხვათაშორის ძალიან საინტერესოა და სწორიც თქვენი "დილეტანტური" შეხედულება smile.gif ამ ორი პრობლემის თანხვედრა იშვიათია და მათი მკურნალობა შეუთავსებლობაში მოდის ერთმანეთთან,რაც ართულებს მკურნალობის ტიპის შერჩევას. პრიორიტეტი მაინც მიგრეინის მკურნალობას უნდა მიენიჭოს და რეინოს რაც შეეხება კონსერვატიული მეთოდები უნდა ცადოთ(სიცივის და სხვა მაპროვოცირებელი აგენტების შეძლებისდაგვარად თავიდან აცილება და შემსუბუქება)

Posted by: Keti-Ket 20 Mar 2011, 22:57
QUOTE
თქვენ რეინოს მკურნალობის კურსსაც გადიხართ?

არა, არ ვმკურნალობ სწორედ ზემოხსენებული მიზეზის გამო.


QUOTE
პრიორიტეტი მაინც მიგრეინის მკურნალობას უნდა მიენიჭოს

ნამდვილად. ნეტავ ეგ საშინელი თავის ტკივილები მომეშორებინა და სულ აღარ გამახსენდებოდა რეინო biggrin.gif

ადრე დიდად არც ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ, ამ ბოლო დროს, შემაწუხასავით მუდმივად ლურჯი და ცივი ხელებით სიარულმა, თან ვიზუალურადაც არ არის ლამაზი

Posted by: KN_AR 26 Mar 2011, 03:13
QUOTE
რეინოს სინდრომის დროს ადგილი აქვს პერიფერიულ სისხლძარღოვან სპაზმა, რაც კლინიკურად ვლინდება კანის გათეთრებით და/ან ციანოზით, ხელის და ფეხის თითების დაბუჟებით სიცივის ან ნერვული სტრესის შედეგად.

ხალხოოო................ მე მგონი ეგ მჭირს.... :| ეს ნასლედსტვენია? დედაჩემსთიკუშამ დაწერა უსივდება ხელის თითები ზამთარშ და შეიძება გამომყოლოდა მეც ეგ სინდრომი? :| და ვქნა სად მივიდე????? ყველაფერი რაც სიმპტომებშ წერია ამეღნიშნება თუ როგორც არის რა.

tikusha
QUOTE
ყინვაში ზამთარში ხელის თითები მისივდება, მიწითლდება და როგორც კი სითბო მოხვდება ეგრევე მეფხანება

როგორ ფიქრობ აქვს ამას საერთო რეინოს სინდრომთან??


Posted by: marto 31 Aug 2011, 22:32
საშინელება მჭირს
ყველაფერი მტკივა, საერთოდ სულ გაყინული მქონდა ხელ-ფეხი ხოლმე, მაგრამ ეხლა მთლიან ტანზე მცივა და ამ ზაფხულსჰი ჯემპრით, ჟაკეტით და პლედშემოხვეული ვზივარ. sad.gif თან ისე მტკივა კუნთები თუ სახსრები უკვე ვეღარც ვიგებ რა მტკივა კუნთი თუ სახსარი.
ადრე ეს თერაპევტს რომ შევჩივლე(ოღონდ მაშინ უბრალოდ ხელფეხი რომ ცივი მქონდა ხოლმე ეგ სიმტოპი იყო მარტო) ვობენზიმი დამინიშნა.

ეხლა მივაგენი ამ თემას ვფიქრობ ვისთან მივიდე ანგიოლოგთან თუ რევმატოლოგთან.

მგონია ხოლმე რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღეა-ისე ცუდად ვგრძნობ თავს.
თავიდან დაწყებული ფეხის თითებით დამთავრებული ყველაფერი მტკივა და ასე ჩაცმული თბილ საბანს რომ ვიფარებ ამ ზაფხულში მსიამოვნებს.

დეპერსია რომ მაქვს ამის ბრალია თუ პირიქით დეპრესიის ბრალია ეს? საიდან დავიწყო მკურნალობა და რომელს დავაბრალო?
+რეფლუქსიც მაქვს ნაღველზე თუ კუჭზე და სულ გული მერევა ყველაფერზე.

ვინმემ რამე მირჩიეთsad.gif((((((((((((

Posted by: ToyotaMR2 1 Sep 2011, 16:41
marto

ბ ჯგუფის ვიტამინები (ინესტომი)


მე მიშველა თითქოს და სხვა არ ვიცი

Posted by: marto 1 Sep 2011, 21:21
გმადლობ sad.gif((((((((((((((((((((((((((((

Posted by: gsx 7 Feb 2015, 17:13
ბავშვობაში ხშირად მილურჯდებოდა სიცივის დროს ხელები,სიცხის დროს კი მიწითლდებოდა.არაერთხელ მიმიყვანა დედამ სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან
,მაგრამ დიაგნოზს ვერავინ სვამდა.ზოგი ამბობდა ნაზი კანი აქვს და სისხლდზარღვები ტემპერატურაზე რეაგირებენო,ზოგიც კიდევ რევმატულ დაავადებებს მიაწერდნენ,არადა ანალიზებში რევმატიზმი არ ჩანდა.მერე კარგახანს ყურადღება აღარ მიმიქცევია.2 დღის წინ საოცრად გამილურჯდა ხელები და ცხვირის მიდამოშიც ციანოზი შევნიშნე.იმდენად შევშინდი,რომ სასწრაფო დახმარება გამოვიძახე.მაგრამ ექიმმა დამამშვიდა,რომ ეს არის რეინოს სინდრომი და ანგიოლოგს მაინც გაესინჯეო.არ არის საშიში და არ ინერვიულოო.ინტერნეტში მოვიძიე ამ სინდრომის შესახებ ინფორმაცია,მაგრამ მაინც მაქვს შიში,რადგან ამას წინათ ოთახში თერმომეტრი გამიტყდა,რა თქმა უნდა მაშინვე გავანიავე სახლი,შევაგროვე ვერცხლისწყალი,გადავაგდე და სველი წესით დავასუფთავე ოთახიც,მაგრამ მაინც მაქვს შიში,ხომ არ დარჩა სადმე ვერცხლისწყალი-თქო.რამდენი ხანი სჭირდება ვერცხლისწყლის აორთქლებას?სანამ ექიმთან გამოკვლევას ჩავიტარებ,მანამდე ათასი კითხვა მიჩნდება.........

Posted by: Solveig 7 Feb 2015, 17:40
gsx


ვერცხლისწყალი არაფერ შუაში არაა რეინოსთან.

Posted by: Terapevti-Pertaia 8 Feb 2015, 13:40
ექიმის გარეშე ნუ დასვამთ დიაზნოზს, იგივე სიმპტომები სხვა პრობლემამაც შეიძლება გამოიწვიოს

Posted by: medicine2016 11 May 2016, 20:20
რომელი ანალიზებით დგინდება. ვისთანაა ვიზიტი საჭირო

Posted by: Natuka NGN 11 May 2016, 22:49
medicine2016
ანგიოლოგთან, საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. ოღონდ ამას ექიმი ადგეს ზუსტად რომელი სწირდება პაციენტს

Posted by: medicine2016 12 May 2016, 13:29
QUOTE (Natuka NGN @ 11 May 2016, 22:49 )
medicine2016
ანგიოლოგთან, საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. ოღონდ ამას ექიმი ადგეს ზუსტად რომელი სწირდება პაციენტს

გარეგნული ნიშNებით ვერ მიხვდები?
მაგალითად ხელზე სპაზმური ტკივილით ფრჩხილის თითების ფერით
ადრე მითხრა ბავშვობაში ექიმმა რეინოს სინდრომი აქო და იქნებ ეხლა გამიმწვავდა

Posted by: ნენი 19 Apr 2017, 19:56
QUOTE (revolucioneri @ 2 Apr 2007, 22:00 )

რაიო, ამალგამი გაქვს და ტან 10 ცალი?! ეე, ეგ ცუდ რამეებს შვრება ზაან!!! იცი ეგ რა არის? ვერცხლისწყალი! რამდენი ხანია გაქვს? დროზე მიხედე მაგას სანამ უარესი მოგივა, ამალგამზე ატასი ინფორმაციაა ზუსტად რა ნიშნები აქვს, დააგოგლე, მე მაგან მომიღო ბოლო!

მე მაქვს ამალგამი, ასევე გერმანიაში გაკეთებული, მაგრამ ერთი. უკვე 10 წელზე მეტია, 4წლის წინ დამეწყო პირის ღრუში საშინელი პრობლემები და ახლა ენაზე წყვრილად დაყრილი დამრჩა. შესაძლებელია, რომ ამას გამოეწვია? ერთი პლომბი ასეთ შხამს გამოყოფს? არადა ეგ ეჭვი კი გამიჩნდა, მაგრამ იმდენმა ექიმმა ჩამხედა პირში და არავის უთქვამს ეს რა არისო sad.gif
* * *
QUOTE (avicena @ 25 Oct 2007, 18:02 )
ტიკუშა ნუ ნერვიულობ მე ბევრი პაციენტები მყავს რეინოს სინდრომით და ყველა საღ სალამათია. ეს არ არის დაავადება რომელიც სიცოცხლისათვის საშიშია თუ ჩემი უწინდელი რჩევა ყურადღებით წაიკითხე და ყველაფერს ისე გააკეთებ წამლების ჩათვლით რაც გირჩიე არაფერი სხვა არ გცირდება. რეინოს ქირურგიულად არ მკურნალობენ, ეს სპაზმია და კიდევ ერთხელ სჭირდება კალციუმის არხის ბლოკატორები. მაგალითად: ვერაპამილი. ამლოდიპინი, ნიფედიპინი, დილთიაზემი პატარა დოზით დღეში ერთხელ. ეს რევმატოლოგიური დაავადება და შეიზლებ დაკავშირებული იქნას სხვა ისეთ დაავადებებთან როგორიცაა სკლეროდერმა : ყლაპვის მოშლა, კანის კოლაგენის გასქელება და ელასტიურობის დაკარგვა, ქონდოკაცინოზი, და რეინო ერთად. დაუჯერე დათოს თორემ ორ დღეში შვებულებაში აღარ ვიქნები და ასე ხშირად რჩევას ვეღარ მოგცემ, ფინანსური ანაზღაურების გარეშე(: შეგიძლია ნახო რევმატოლოგი(ოგონდ არა პროფანი) რომ დიაგნოზი დასვას ლაბორატორიით და ფიზიკალური დათვარიელებით.

3თვის წინ, მომენტალურად შევატყვე, რომ ცერა თითის ბალიშები მტკიოდა, მობილურზე ხშირად ვწერ ტექსტებს და ჯერ მეგონა, რომ მისი ბრალი იყო, მერე სხვა თითებზეც გადამივიდა, ხელის მტევნის ფერი მეცვლება, უმეტესად წითელია, თითის ბალიშები უცნაურად მომეპრუჭნა და დაზოლილი გახდა. ექიმ რევმატოლოგთან ვიყავი და მითხრა რომ სისხლის მიმოქცევის ბრალიაო, თავიდან ტრენტალს ვსვამდი და არ მიშველა, ახლა ანგიოფლუქსი მაქვს დანიშნული და არც ეს არ მშველის, უკვე მესამე კვირაა ვსვამ. ეგებ მირჩიოთ ვისთან (კონკრეტული ექიმი მინდა, ვინც გამოცდილია ამ საკითხში) მივიდე. მადლობა წინასწარ

Posted by: Kikunaa 21 Dec 2019, 20:13
ეშველა ვინმეს ამ რეინოს სინდრომზე?
ვინმემ იმკურნალა და აქვს შედეგი?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)