Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > უსათაურო > მე შენ მიყვარხარ |
Posted by: მართვის თეორია 17 Feb 2019, 11:32 | ||
შემთხვევით გადავაწყდი ამ ვიდეოს გავიხსენოთ ჩვენს გვერდით მოსიარულე გენიოსები რომლებიც ვერ დავაფასეთ დროულად და ვერ ვუპატრონეთ პრინციპში, შეიძლება ასეც იყო საჭირო არ სჭირდებათ ჩვენი დაფასება. ისინი ჯიუტად აკეთებენ იმას, რისიც სწამთ და სჯერათ - მშიერს, მწყურვალს, გაყინულს თუ მიუსაფარს... იმიტომაც არიან გენიოსები ნოდარ დუმბაძეს დავუყენებდი გვერდით გოდერძის ერთი სიცოცხლის და სიყვარულის აპოლოგეტი იყო, მეორე სიკვდილის პლიუსი და მინუსი
ორივე უდიდესი სევდის მატარებლები იყვნენ... მიუხედავად ამისა, თავიანთი არსებობით და შემოქმედებით, უბადრუკ მოკვდავთ ცხოვრებას გვილამაზებდნენ და გვილამაზებენ... ერთი გულით წავიდა, მეორე თავისი ნებით... იმედია ძალიან არ დაგგრუზეთ... თუ რამე - მომიტევეთ |
Posted by: robin 17 Feb 2019, 11:40 |
მხოლოდ ათწლეულების შემდეგ აღმოაჩენენ და დამსახურებულ პატივს მიაგებენ ის შემოქმედებას. |
Posted by: muammar_caddafi 17 Feb 2019, 13:19 | ||
ათწლეულების შემდეგ ქართველები კიდევ გეგულებათ ამ მიწაზე? ყოველ შემთხვევაში გოდერძი ჩოხელის დამფასებლები? მე - არა. ნოდარ დუმბაძე კარგი მწერალი იყო, მაგრამ გოდერძი ჩოხელისდარი მაინც - არა. ვიდეო უნიჭო კაცის გაკეთებულია. იგი ისე შორსაა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებისგან, როგორც ჩვენ - სატურნისგან. ან ეს უნიჭო ვინ არის, ტექსტს რომ კითხულობს, გეგონება ბომონდის ჭორებს ყვებოდეს. |
Posted by: მართვის თეორია 17 Feb 2019, 14:15 | ||||||
muammar_caddafi
ნება მიბოძეთ - არ დაგეთანხმოთ ეს უბრალო სატელევიზიო სიუჟეტია, ჩვენ დროს ჩანახატს ეძახდნენ ხოლმე... უკეთესი გეგულება სადმე?!
ჩვენ მოდერს რა პონტში ეხები ჩესტზე, იგი მუდამ ჩვენს გვერდითაა
"- მე ხომ ვიყავი შენხელა?! შენც ხომ გახდები ჩემხელა?! ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს ვის მეტი ბალანი და ბუნდღა აქვს თავზე?" -ე, იფიქრე ამაზე........................ "მარადისობის კანონის" ბოლო აბზაცს ნუ მომაყოლებ "დიდოსტატის მარჯვენის" ბოლოსი არ იყოს, მგონია რომ მთელი "მარადისობის კანონი" მაგ აბზაცისთვის დაწერა. |
Posted by: zamzumi 17 Feb 2019, 15:32 | ||
ბუნებრივად იყო მასეთი, ყოველგვარი პოზიორობის გარეშე. სადღაც წავიკითხე - "მე ვხედავ მზე" -ში ტანსაცმელი რომ წაიღეს სოსომ და ხატიამ სიმინდზე გადასაცვლელედ, იმ პერსონაჟის პროტოტიპმა სინამდვილეში ბავშვები გაძარცვაო. რამხელა სულიერი ძალაა საჭირო, რომ ამბავი ასე შეაბრუნო და მკითხველი ადამიანის გაუტანლობაზე კი არა აატირო, არამედ სიკეთის მაგალითით გაახარო. |
Posted by: ASIA 17 Feb 2019, 16:26 | ||||
zamzumi
ჩვენ ტელევიზიონშიკებსაც იქნებ ვინმემ ჩააგონოს - რააააას გვგრუაზვეეეეენ . . . თანაკლასელები ვისხედით და უცებ ერთერთი ძალიან დასევდიანდა და ისეთი რამ თქვა, ახლაც მაჟრიალებს - ჩვენშორის რომელიღაც ძალიან მეცოდება, იმიტომ რომ აქ მსხდომთაგან ყველას მიგვაცილებს სამარის კართან და ძალიან მინდა, რომ ის მე არ ვიყოო . . . პირველი წავიდა ... სევდა ... დიახ. მართვის თეორია
არააა - პლუსი და პლუსი. სიკვდილის აპოლოგეტიკა ბევრად უფრო რთული და ბევრად უფრო სარისკო და ბევრად უფრო შეიძლება საჭიროც . . . ჩოხელმა გარისკა და ... სიკვდილი კი არადა გარდაცვალება გარდაუვალია და ასე მძიმედ ალბათ არ უნდა ვუდგებოდეთ . . . ჩოხელი თვითონ დაამძიმა თავისივე ნაწერებმა ... სიკვდილის მიმართ გაურკვევლობა ინტერესში გადაეზარდა მგონი. ძაან მაგარი იქნებოდა ღიმილით ეწერა ამ ყველაფერზე და ახლაც რომ გვიღიმოდეს, მიუხედავად იმისა რომ ძაააალიან რთულია . .. |
Posted by: მართვის თეორია 17 Feb 2019, 17:22 | ||||||
zamzumi
მაიცა, სოსოია და ხატია ბავშვები თვითონ იყვნენ და მაგათმა იქით გაძარცვეს ვინმე? რაღაც ვერ გავიგე სწორად, ალბათ ჩემი სიგნაჩასი არ იყოს, ბევრი კონიაკის რახუნმა იცის, ეტყობა ASIA
ეგ სიკვდილია, ჩემო კეთილო ისევე, როგორც მინუსი და მინუსი
ერთ ინტერვიუში გოდერძის ჰკითხეს - შენი მეუღლე რას აკეთებსო? - ნინო? ნინო ჩემს დარდებს უძლებს... დალშე, თუ კონიაკის მარაგები მეყო - გავშლი უფრო........... თუარადა, თქვენი თავი მიმყოფოს ღმერთმა კარგად.... მე და გალაქტიონ მთვარაძე დაგელოდებით დაღლამდე |
Posted by: levani169 17 Feb 2019, 17:23 | ||
აი ესაა ჭეშმარიტი სიყვარული. |
Posted by: merkuriela 17 Feb 2019, 17:24 |
რა ხდება გამაგებინე .. სამარის ქვაზე სწერია: ვიყავ, ვიცხოვრე, წამოვე. -ძვირფასო! გამეხმაურე ერთი მითხარი, ხმა მომე. იმქვეყნად, სადაც შენა ხარ ვარდზე ბულბული თუ გალობს? ან ჩვენებური ატამი, ანდა ქლიავი თუ ხარობს. თუ შვენობთ ველებს შროშანი, ან რომელიმე ყვავილი, თუ ისმის ირმის ყვირილი, ან ღაძით ჭოტის ჩხავილი. თუ მოჩქეფს მდინარეები არაგვისფერი კალმახით, თუ აზიდულან ზეცამდე მთები ჩვენსავით ჭარმაგი. ან სიყვარული თუ აკრთობთ გოგონებს პირმცინარეთა, თუ გესახება ეგ მხარე ჩვენსავით ლამაზ მხარედა? ან შიში თუა? კაცის კვლა? ქურდობა? გაუტანლობა? ან იქნებ მანდაც არბევენ ქართველთა ჩამომავლობას? არ გენატრება, მითხარი ისევ ჩვენს მხარეს წამოსვლა, დაჯდომა შობის სუფრაზე კახური ღვინის ჩამოსხმა. -ჩანს შეგაწყინე, ხმას არ მცემ, არაუშავრა, რა მოხდა. გოდერძი ჩოხელი |
Posted by: zamzumi 17 Feb 2019, 17:32 | ||||
მართვის თეორია
ეტყობა! პროტოტიპმა გაძარცვა ბავშვები. პროტოტიპი - მოქმედი პირი ანუ ქვემდებარე. გაძარცვა- ზმნა ბავშვები - პირდაპირი დამატება. ანუ ბავშვები გამოდიან გაძარცულები (და არა მძარცველები) levani169
|
Posted by: მართვის თეორია 17 Feb 2019, 17:52 | ||||
zamzumi
ორი ასო გამოგრჩება წინადადებაში და ყირაზე დგება ყველაფერი გევიგევი ახლა, ბაბილო ბიძიას პროტოტიპმა გაძარცვა ბაღნები არ გამიგია ეგ ისტორია |
Posted by: merkuriela 17 Feb 2019, 17:54 |
გოდერძი ჩოხელი ხომ არაფრად არ ღირს .. ხომ არაფრად არ ღირს წუთისოფლის ბრუნვა, მაინც რაღაცას ისეთს ჩაგვჩურჩულებს ქარი, უცებ გაყუჩდება გულში დიდი ურვა, თითქოს გვავიწყდება ახლობელი მკვდარიც, სადღაციდან დაჰკრავს სიხარულის ზარი და აღარც კი გვახსოვს სოფლის ავი ბრუნვა. |
Posted by: მართვის თეორია 17 Feb 2019, 17:57 | ||
levani169
ჯიგარი ხარ, ძია ისიდორე სვანურად - მი სი მალატ ხი ლევონ შამო, სომხური ვარიანტიც დადე რამ გაგვყო სვანები და სომხები |
Posted by: David_Gale 17 Feb 2019, 18:02 |
ეს გამახსენდა....................................... |
Posted by: მართვის თეორია 17 Feb 2019, 22:23 |
ამ თემასთან შეიძლება ასი წელი არაა გარტყმაში, მაგრამ სათაურს ძალიან უხდება........... ასეთი წუთებისთვის ღირს ცხოვრება...... სიძის რეაქციას შეხედეთ |
Posted by: dega 17 Feb 2019, 22:29 |
მართვის თეორია შენ მგონი ინდურ სერიალებსაც დაუწყებ მალე ყურებას |
Posted by: zamzumi 17 Feb 2019, 22:38 | ||
მართვის თეორია
ორივე ძალოან საყვარელია. P.S. ზემოთ თქვენი პრეტენზია სავსებით სამართლიანია (კონიაკი არაფერ შუაშია ) ხელახლა გადავიკითხე და პერსონაჟის სახელი რომ არ მეწერა (აღარ მახსოვდა) - ბაბილო ბიძია, ამიტომ მართლაც გაუგებრად გამოსულა. სორი |
Posted by: მართვის თეორია 17 Feb 2019, 22:39 | ||
არაა გამორიცხული...... ბოლომდე უყურე, აბდალო? თუ გიყვარს, ბოლომდე უნდა გიყვარდეს გედივით.......... ნოდარას და გოდერძის გედი აერთიანებთ... გედი, კაკრაზ სიყვარულის და სიკვდილის სიმბოლოა ერთად........... |
Posted by: მართვის თეორია 18 Feb 2019, 05:00 | ||
მორჩა კვირა და თემაც მორჩაა... ალბათ მეც... ვერ გაგზავნილი პმ-ის ბოლო ფრაზები
ადრიანას კეთილებიც, ჩემი უკეთესია |
Posted by: dega 20 Feb 2019, 22:40 |
აეეეეეეეეეეეეეე |
Posted by: la reine 21 Feb 2019, 00:24 |
ვსო. .............................................. |
Posted by: erfiro 18 Sep 2019, 00:05 |
დღეს უკვე 18 სექტემბერია... ერთი წელი გავიდა ზუსტად... |