forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (9) « პირველი ... 7 8 [9]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხეზე მუშაობა, დურგლობა, ყველაფერი ხეზე მუშაობის შესახებ
Universe
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5110
წევრი No.: 156377
რეგისტრ.: 24-November 12

გამოგზავნილია: 24 May 2018, 22:49  #52774484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხის კიბეების დამუშავებაზე დამაკვალიანეთ რა, რა როგორ სრულდება, ხელსაწყოები, მასალები და ა.შ.
ზამთარში ნესტს იგროვებს, კედელიც, რომელსაც მიუყვება, ობს იკიდებს, ზაფხულში სიცხისგან შრება. მანსარდაა და თბოიზოლაცია თითქმის არ აქვს.
დიდ ხნიანი ტემპეტატურული ცვლილებების გამო ზედაპირი სულ გახუნდა, დასკდა მოაჯირის ღერძებიც, რაც გამოთბა ახალი ბზარები უჩნდება.
მინდა ჩემით განვაახლო, გამოცდილება არ მაქვს და რამდენად რთული სამუშაოა, რას მირჩევთ?


--------------------
Alles, was wir sind, ist das Ergebnis dessen, was wir gedacht haben.
rommel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 693
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 27 May 2018, 10:53  #52787699      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Universe
როგორმე უნდა მოახერხო, რომ ჰაერმა იტრიალოს. მე მქონდა თითქმის მსგავსი შემთხვევა. პირველი და მეორე სართულის დამაკავშირებელი შიდა კიბის ქვემოთ არის კიდევ ერთი კიბე, რომელიც ჩადის მიწაში ამოჭრილ სარდაფში. ამის გამო ნესტი ჩნდებოდა კიბესთან. ერთი ნახვრეტი კიბესთან გავაკეთე, მეორე დაბლა სარდაფში. წლები გავიდა და მხოლოდ ერთი საფეხური გაიბზარა.

თუ მაგ პრობლემას არ მოაგვარებ დიდი ალბათობით კედელიც გაგიფუჭდება.

ბზარები ხის შპაკლით შეავსე, მთელი ზედაპირი წმინდა შკურკით დაამუშავე და გალაქე.

პ.ს.-სპეციალისტი არ ვარ, უბრალოდ ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ.
NEOMID
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 103
წევრი No.: 241827
რეგისტრ.: 31-March 18

გამოგზავნილია: 27 May 2018, 11:01  #52787729      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ არის უნიკალური სითხე, ჰიდროფობიზატორი ხეზე, რომელიც როცა წაესმევა ხეს დაუმუშავებელ ან დამუშავებულ ხეს. წყლისაგან, ნესტისაგან, კაპილარული შეწოვისაგან. ზედაპირი ხდება წყალგაუმტარი, მაგრამ რაც მთავარია სუნთქავს ხე და არ ეცვლება იერი.
ასევე აღარ უჩნდება სოკო და ბიოლოგიური დაზიანებები.
დაუკავსირდით 595 31 31 65 იოსები კომპანია ნანო2020. ან მიბრძანდით აგლაძის 34 ში.
პროდუქტს ქვია ნანო-ჯა ვუუდ. მუშაობს ნებისმიერი ხის ზედაპირზე.
* * *
როცა დაუკავშირდებით უთხარით,რომ ნეომიდმა მოგაწოდათ მაგათი კორდინატები და აუცილებლივ დაგეხმარებიან.
* * *
ასევე გააცნიათ ხის დამცავი უფერო ბასე-ეკო. რომლის შემდეგ როცა დამუშავდება ხის ზედაპირი, 35 წელიწადი დაცულია ჭიისაგან და ლპობისაგან.
თუ ხეს გააჩნია ჭია ასევე აქვთ პროდუქტი,რომლითაც ნებისმიერ სტადიაში შეიზლება ჭიის განადგურება.
595 31 31 65 იოსები
Universe
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5110
წევრი No.: 156377
რეგისტრ.: 24-November 12

გამოგზავნილია: 29 May 2018, 15:04  #52801313      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rommel
QUOTE
ერთი ნახვრეტი კიბესთან გავაკეთე, მეორე დაბლა სარდაფში.

გარე კედელში, სარკმელივით?
QUOTE
როგორმე უნდა მოახერხო, რომ ჰაერმა იტრიალოს.

ზედა ფანჯარას ვაღებთ დროდადრო, მაგრამ ზამთარში არ შველის. მთელი სახლის სითბო კიბესთან გროვდება და კონდენსირდება. მცენარეების გამოსაზამთრებლად კი კარგი ადგილია.

ვენტილაციის სისტემას არეკლამებდნენ აქ, ადრე ვნახე.
კედლის ზედა ნაწილში მონტაჟდება და ჰაერის ცირკულაციას ახდენს, ნესტი გააქვს, შედეგად ობიც არ წარმოიქმნეობაო.
დამავიწყდა რომ გამეკითხა, რამდენად შეესამამება რეალობაში რეკლამას.
რამე მსგავსი, რაც სითბოს დანაკარგს არ იძლევა, კარგი იქნებოდა. თუ გაქვთ რეკომენდაცია, მოგისმენთ.
ჩვეულებრივი საჰაეროები მგონი გაყინავს კიბის მონაკვეთს და სახლსაც გააციებს.
QUOTE
ბზარები ხის შპაკლით შეავსე

იგივე წებო-ნახერხია?
QUOTE
მთელი ზედაპირი წმინდა შკურკით დაამუშავე და გალაქე.

ლაქის გადასმამდე სხვა არაფერი უნდა? ზეთი ან რამე რა ვიცი...

NEOMID
მაგ სითხით წესით მთლიანად უნდა დამუშავდეს ალბათ ხე. აქ კიდე აწყობილი "შეფუთული" კიბეა, და არ მგონის მხოლოდ ზედაპირის დამუშავებამ შედეგი გაიღოს, ქვედა. დაუმუშავებელი მხარე მაინც აიღებს ნესტს sad.gif
rommel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 693
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 30 May 2018, 10:22  #52806331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Universe

QUOTE
გარე კედელში, სარკმელივით?


კი

QUOTE
ვენტილაციის სისტემას არეკლამებდნენ აქ, ადრე ვნახე.

სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია ამ სისტემის შესახებ.

QUOTE
იგივე წებო-ნახერხია?

არა სპეციალური შპაკლია ხისთვის. ხის სახეობების მიხედვით არის, ფერი რომ კარგად დაემთხვეს. ნახერხი და წებო გაჭირვებაში წავა, ოღონდ ისეთ წებოში უნდა აურიოთ, რომელიც გაშრობის შემდეგ გამჭვირვალე ხდება და ნახერხი უნდა იყოს ფქვილივით.

QUOTE
ლაქის გადასმამდე სხვა არაფერი უნდა? ზეთი ან რამე რა ვიცი...

ეს თქვენზეა დამოკიდებული. არსებობს ხის დასამუშავებელი ზეთები სხვადასხვა ეფექტით. თუ მოგწონთ არსებული ზედაპირი არ გინდათ ეს ზეთი. უბრალოდ გალაქეთ. როგორც წესი 2-3 პირია. პირველი გამჟღენთი, მეორე უკვე აპრიალებს და ბოლო პირის წასმის შემდეგ თმას დაივარცხნით თუ კარგი ხარისხის ლაქია smile.gif
Universe
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5110
წევრი No.: 156377
რეგისტრ.: 24-November 12

გამოგზავნილია: 30 May 2018, 13:27  #52807611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rommel
მადლობა დიდი! smile.gif
rommel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 693
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 30 May 2018, 21:36  #52811100      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Universe
არაფრის. წარმატებები
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) « პირველი ... 7 8 [9]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0245 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]