http://liberali.ge/blogs/view/4862/skveris...ebi-ver-dzleben30 ივლისი 2012
სკვერი,სადაც ძეგლები ვერ ძლებენ ფეხით ჩავუყევი მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართს, დღემდე ელბაქიძეს, რომ ეძახიან. ხიდისყურთან პატარა ბაღში ცარიელ უბიუსტო კვარცხლბეკს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პატარა ბაღში დაჟინებული მცდელობების მიუხედავად ძეგლები ვერ ძლებენ.
დღესაც უძეგლო კვარცხლბეკს აწერია, რომ აქ დაიდგმება სოფიკო ჭიაურელის ბიუსტიო. თუმცა ეს ქანდაკება ამ კვარცლბეკზე არ დაიგდა. აქ დასადგმელად გამზადებული კომპიზიცია სიონის მიმდებარე ბაღში დადგეს.
კაცმა, რომ თქვას სოფიკო ჭიაურელის ძეგლის ჯავახიშვილის დაღმართის ბაღში დადგმა დიდი მკრეხელობა იქნებოდა, ვინაიდან დღევანდელ ცარიელ პედესტალზე მარი ბროსეს ქანდაკება იდგა.
ქრონოლოგია:
1959 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა
სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი. მოქანდაკე სიხარულიძის მონუმენტი. თუმცა, ძეგლების გადატან-გადმოტანა, არც კომუნისტებისთვის იყო უცხო და მალე ქანდაკება მთაწმინდაზე, ბესიკის ბაღში დადგეს.
1981 წლის დეკემბერში საქართველოში აღინიშნა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შექმნის მე-60 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით 25 დეკემბერს თბილისში ელბაქიძის დაღმართის უსახელო სკვერში საზეიმოდ გაიხსნა მაშინდელი პრესის ენით თუ ვიტყვით "რევოლუციის მგზნებარე რაინდის, ლეგენდარული სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის ხელმძღვანელის"
ფელიქს ძერჟინსკის ძეგლი (მოქანდაკე მელიქიშვილი).
9 წლის შემდეგ ძია ფელიქსის ძეგლმა თბილისის სხვა საბჭოური ქანდაკებების ბედი გაიზიარა.
1994 წელს ჯავახიშვილის დაღმართის უსახელო ბაღში
მარი ბროსეს ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა (მოქანდაკე ჯუნა მიქატაძე).
2004 წელს, 10 წლის თავზე, წელს ბრინჯაოს ძეგლი მოიპარეს. დარჩა მხოლოდ კვარცხლბეკი და სწორედ ამ კვარცხლბეკზე 2010 წელს მიაკრეს დაფა, რომ სოფიკო ჭიაურელის ქანდაკება მაინც და მაინც აქ უნდა დაიდგასო.
ჟურნალისტ სოფიო თოდუას ყოჩაღი საპროტესტო სტატიის შემდეგ კიდევ კარგი ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.
2015 წლის 26 სექტემბერს,
მარი ბროსეს ძეგლის კვარცხლბეკზე, გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი დადგესმერიაში განმარტეს, რომ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი ლორთქიფანიძის ბიუსტი მისივე ოჯახის თხოვნით დაიდგა -
http://tbilisi.gov.ge/news/1546 http://netgazeti.ge/news/44317/29 სექტემბერი 2012
მერიის განმარტებითვე, აღნიშნული ინიციატივის განხორციელებამდე მერია მარი ბროსეს შთამომავალს, დავით ხოშტარიას დაუკავშირდა.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, მზადდება მარი ბროსეს ახალი კვარცხლბეკი და ბიუსტი, რომელიც თბილისში, დედა-ენის ბაღში დაიდგმება.
“ეს ბიუსტი იყო ჯუნა მიქატაძის. როგორ აღმოჩნდა, მის ოჯახში ამ ბიუსტის ყალიბი ინახება. შესაბამისად, მარი ბროსეს ზუსტად ისეთივე ბიუსტი დამზადდება”, – აცხადებენ მერიაში.
19 ივლისი, 2016
„დედა ენის“, ბაღში მარი ბროსეს ბიუსტი დაიდგა
12 წლის წინ მოპარული, ცნობილი ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს ბიუსტი, თბილისის „დედაენის“ ბაღში საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ღონისძიებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს წევრები და მეცნიერებათა აკადემიისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის მიერ შექმნილი მარი ბროსეს ბიუსტი, წლების განმავლობაში თბილისში, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში იდგა. ქანდაკება 2004 წელს მოიპარეს. მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ჯუნა მიქატაძის ოჯახიდან ძეგლის ყალიბი მოიპოვეს და პირვანდელი სახით აღადგინეს.