გამარჯობა.
ადრეც გავხსენი ამ საკითხზე თემა აქ, მაგრამ ცოტა ვიბოდიალე, რადგან კარგად არ ვიყავი საქმეში ჩახედული. ახლა ვესაუბრე ადამიანს, რომელიც გარკვეულია მიწის რეგისტრაციებში და გავარკვიე დეტალები, შემომთავაზა ხერხი და მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, გამოვა თუ არა მიწის რეგისტრაცია ამ გზით.
საქმე დგას ასე, პაპაჩემის მამა ცხოვრობდა სოფელ ორბეთში, ჰქონდა მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთში ედგა სახლი, სადაც რეალურად ცხოვრობდა. 1970 წელს მოხდა გაყრა პაპაჩემის მამასა და პაპაჩემს შორის. ამის დედანი გამოვითხოვე არქივიდან, თუმცა არამგონია ბევრად სასარგებლო იყოს. მოკლედ, ამ დოკუმენტის მიხედვით, იყოფენ რაღაც რაღაცებს ამ ნაკვეთს ტერიტორიაზე, როგორიცაა ქათმები, ძროხები, დოლი და ტიკი, ოთახები, და ა.შ.
. 1975 წელს პაპაჩემის მამა გარდაიცვალა. გაყრის მოწმობა მივაბი 2 გვერდად.
გაყრის მოწმობა პირველი გვერდი:
გაყრის მოწმობა მეორე გვერდი:
თუ კოდუმენტს შეხედავთ, სახელებს დაგიწერთ, ვინ ვინაა:
სიმონ აფციაური - პაპაჩემის მამა
მიხეილ აფციაური - პაპაჩემი
ალექსი აფციაური - პაპაჩემის გარდაცვლილი ძმა, რომლის მემკვიდრეებიც მიწის გადაფორმებას ლამობენ.
ახლა, არის დავა თუ როგორ უნდა გაიყოს ეს ნაკვეთი პაპაჩემსა და თავისი ძმის მემკვიდრეებს შორის, რომელიც გარდაიცვალა. P.S. სხვა და-ძმებიც ჰყავდა პაპაჩემს, თუმცა სხვა არავინ არაფერს ითხოვს.
ახლა კი, წინის წინა პარაგრაფს გავაგრძელებ პაპაჩემის მამის გარდაცვალების შემდეგ. ამის შემდეგ, ამ მიწაზე და სახლში ცხოვრობდა მხოლოდ პაპაჩემი. ის ძმა, რომელიც გარდაიცვალა (ახლა რომ მისი მემკვიდრეები წილს ითხოვენ და დამტკიცება უნდათ), აქ არ ცხოვრობდა. ჯარში წასვლის შემდეგ გადავიდა ქუთაისში, მთელი ცხოვრება იქ გაატარა, ბოლოს ცოტა ხანი ჩამოვიდა პაპაჩემთან, და მალევე გარდაიცვალა. პაპაჩემის ახლახან, წელზე მეტია ეს სახლი დაეწვა, სადაც ცხოვრობდა, და ამჟამად აღარ ცხოვრობს მანდ. სახლიც დაინგრა.
საკადასტრო რუკა:
როგორც რუკაზე ხედავთ, მათ უნდათ იმ დიდი ნაკვეთის გაფორმება სახლითურთ, მემკვიდრეობის საფუძველზე და პაპაჩემს უგდებენ იმ 508 კვ.მ-ს. დაჟე, ზედდებაა, რატოა არ ვიცი, მაგრამ ეგეც არ გამოდის. იუსტიციის სახლში მითხრეს, ზედდების გარეშე რაცაა, ანუ 400 კვ.მ. მაგას გაგიფორმებთო. მაგრამ, ეს ს ი ს უ ლ ე ლ ე ა.
ამ ეტაპზე, საქმე ისეა, რომ ვერც ისინი იფორმებენ და პაპაჩემი ხო საერთოდ.
ესაა მათი საქმე
https://naprweb.reestri.gov.ge/#/view/16185943ჩვენ 508 ზე შევიტანეთ ზედდებიანად და უარი მოვიდა და აი ესაა:
https://naprweb.reestri.gov.ge/#/view/16375329მიღება-ჩაბარების აქტი - გვერდი 1:
მიღება-ჩაბარების აქტი - გვერდი 2:
კიდევ გვაქვს, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩავაბრების აქტი პაპაჩემისა, სადაც მითითებულია, რომ "სახლი, ეზო, ბაღი" პაპაჩემმა ჩაიბარა 400 კვ.მ. თუმცა ამის დედანი არ გვაქვს, მხოლოდ ასლი. კიდევ სხვა ნაკვეთებიც ჩაუბარებია, თუმცა იმათ საერთოდ ვერ იმტკიცებს. ახლა შეტანილი აქვს, მაგრამ არ ვიცი ჯერ. ეს სურათიც მივაბი ამ თემას.
ეროვნული არქივის ცნობა:
მოკლედ, ყველაზე კარგი დოკუმენტი რაც გვაქვს არის ეროვნული არქივის ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ პაპაჩემის კომლს საკომლო წიგნების მიხედვით ეკუთვნის 60 კვ.მ. სახლის ტერიტორია და 2100 კვ.მ. მიწის ფართობი. ამ დოკუმენტსაც მივაბავ
მე რომ ვესაუბრე გარკვეულ პიროვნებას, მითხრა, რომ ამ დოკუმენტის საფუძველზე პაპაჩემს შეუძლია მთლიანი ნაკვეთი აზომოს და გაიფორმოს, მეზობლების და გამგეობის დამოწმების საფუძველზე, რომ ნამდვილად პაპაჩემი ცხოვრობდა ამ მიწაზე ეს ხანები და რომ ახლა სახლი დაეწვა და მაგიტომ აღარ ცხოვრობს მანდ.
მაინტერესებს, შესაძლებელია, თუ არა, რომ პაპაჩემმა მთლიანად გაიფორმის ის ტერიტორია, სადაც ამდენი ხანი ცხოვრობდა ამ დოკუმენტის საშუალებით და საერთოდ რას ფიქრობთ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თუ შესაძლებელია, აუცილებლად ამას ვიზავ. და, კიდევ დეტალებია რაც არ მითქვამს, როგორ მოექცნენ პაპაჩემს იქ. და სრულიად ეთიკური მგონია ამის გაკეთება.
სულ მცირე კი, მზად ვარ ყველა გზას მივმართო, რომ ნახევარი მაინც დაიმტკიცოს!
P.S. არაკანონიერად აშენებენ ამ ტერიტორიაზე სახლს ახლა
.
* * *
წინასწარ დიდი მადლობა, თუ ვინმე გადახედავთ და რაიმე აზრს მომაწვდით!
იყიდება ფეისბუქის პატარა ჯგუფები 5000 დან 20 000 მდე წევრით.
ყველა ჯგუფს ეცვლება სახელი, აუდიტორია ქართველები. დეტალები პმ ში