#53381873 · 6 Sep 2018, 13:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიწის რეგისტრირებასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები, გადავხედე ამ განყოფილებაში ამავე სახელწოდების თემებს და საკმაოდ მრავლად არის, თუმცა ჩემს შემთხვევას მგონი არცერთი გავდა. მოკლედ ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილას, თბილისთან ახლოს მაქვს სახლი, რომელიც აშენებულია დაახლოებით 30-35 წლის წინ, საბჭოთა პერიოდში,სახლს ასევე აქვს ეზო, მოკლედ აგარაკია, ეს აგაარაკი ოფიციალურ საკუთრებაშია და დარეგისტრირებულია აბსოლიტურად ყველაფერი, არანაირი კითხვები ამასთან დაკავშირებით არ არის, რეესტრშიც არის და ა.შ, ხოდა მოკლედ ამ ეზოს კიდევ აკრავს შემოღობილი ტერიტორია, რომელიც ასევე ჩემს "საკუთრებაშია" სახლის აშენების დღიდან, როგორც დანარჩენი ეზო, მაგრამ არ გამაჩნია არანაირი საბუთი ამის საკუთრების დასადასტურებლად, რაღაც პირადი მიზეზების გამო თავის დროზე ვერ გავიფორმე, ხოდა ახლა ასეთი მიწის რეგისტრირება როგორ ხდება? რა საბუთებია საჭირო? ვის უნდა მივმართო?
--------------------
Avi: Should I call you Bullet? Tooth? Bullet Tooth Tony: You can call me Susan if it makes you happy.
|