forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აღმ. საქართველოს მთიანეთი, ფხოვი, წანარები...
mtiuli...
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 301
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16

გამოგზავნილია: 6 Apr 2017, 18:49  #50310150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფხოვი: მოიცავდა დღევანდელ ფშავს, ხევსურეთს და თუშეთს. პირველად ფხოვი მოხსენიებულია მე-7 საუკუნეში, სავარაუდოდ მე-13 საუკუნიდან უკვე იშლება ფშავად, ხევსურეთად და თუშეთად. (თუშეთი სადაოა, ან ფხოვი იყო ან დიდოეთი, რადგან ერთმანეთს ემეზობლებოდნენ და მათ შორის თუშეთია).
ფხოველთა შთამომავლები არიან თუშები, ხევსურები და ფშაველები.

წანარები: წანარეთი მოიცავდა დღევანდელ ხევს და სავარაუდოდ მთიულეთსაც. წანარები პირველად ჩნდებიან არაბობის ხანიდან, არაბულ წყაროებში მთლიანად კახეთი მოხსენიებულია წანარეთად,მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს არაბებთან ბრძოლაში და კახეთის სამეფოს ჩამოყალიბებაში.
კახეთის სამეფოს შემდეგ წანართა ხსენება აღარაა.
ვინ იყვნენ წანარები სადავოა.

ფშავ-ხევსურ-თუშები გასაგებია, მაგრამ საინტერესოა მთიულების და მოხევეების შემთხვევა,
კილო ფხოვური აქვთ, ადგილმდებაობა წანარების,მაგალითად მე გუდამაყრელი ვარ და ვიცი რო წინაპარი ხევრურეთიდან გადმოვიდა
Kakha.G
IN GOD WE TRUST


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4112
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 6 Apr 2017, 23:36  #50311940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mtiuli...
თუშეთი არასდროს არ ყოფილა ფხოვის ნაწილი
წანარები ვარდან დიდის მიხედვით ქართულად ლაპარაკობდნენ
რაც შეეხება მოხევდების ოსურ სახელს სონე ეს ნიშნავს სიონელს მიგახსენებთ სიონი ოდესმე ხევის ცენტრი იყო შესაბამისად ყველა ეს სონების საძოვრები სონების მთები სონების წყაროები ჩ.ოსეთში 19ს. მოხევე მწყემსების ნაკვალევია და არა მითიური ჩ.კავკასიელი სვანების არსებობის დასტური


--------------------
Pissiing outdoor it's modern man's one of the last true pleasure
mtiuli...
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 301
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16

გამოგზავნილია: 7 Apr 2017, 00:16  #50312291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha.G
თუ არა ფხოვი, მაშინ დიდოეთის უნდა ყოფილიყო თუშეთი, ალბათ ოდესმე ცხოვრობდნენ კიდეც დიდოელები, თუმცა 7-13 საუკუნეში, ანუ ფხოვის არსებობის მანძილზე აშკარად ქართველები ცხოვრობენ,
წანარებზე არ ვიცი რა ვთქვა. ბევრი ვაინახებად მიიჩნევს
Kakha.G
IN GOD WE TRUST


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4112
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 7 Apr 2017, 00:25  #50312362      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mtiuli...
ტუსკები თუ არ ვცდები პლინიუს თუ სტრაბონს ყავს მოხსენიებული დიდურების მეზობლად
წანარების სახელი აშკარად ქართველურია
ვახუშტი ხევს დვალეთის ნაწილად თვლის რომელიც განიმკვიდრეს მეფეთა ქართლისათა
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24293
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 7 Apr 2017, 18:28  #50317426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mtiuli...
წანარებით მეც დავინტერესდი ადრე ერთხელ.
ქართველთა აფხაზთა და ჩერქეზთა შერიგება (post #25499573)

სხვათა შორის, ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონში პირდაპირ წერია:

ქართული ტომი, ცხოვრობდა დარიალის ხეობაში (დღევანდელი ყაზბეგის რაიონი)
http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=46&t=89

არის სტატია იბერიანას ბლოგზე:

წანარნი
https://iberiana.wordpress.com/about/tsanarni/

ყაზბეგის რაიონი ისტორიულად ცნობილია ხევის სახელწოდებით, ხოლო ადრინდელ შუა საუკუნეებში მოიხსენებოდა როგორც წანარეთი.

ანტიკური, ქართული, სომხური და არაბული წყაროების მონაცემების მიხედვით, წანართა ტომის სამოსახლო ადგილად ცენტრალური კავკასიონი, დარიალის ხეობის რაიონია საგულვებელი. აქედან (ე.ი. საკუთრივ წანარეთიდან) ეს მთიელი წანარები უტევენ ბარს, სამხრეთს და იქვემდებარებენ მას.

„რანთა და კახთა სამეფოს“ შემადგენლობაში შემავალი ეთნიკურ ჯგუფებს შორის წანარებს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირათ. უფრო მეტიც, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღიარებული ზოგიერთი ავტორის მიერ, VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში თვით კახეთის სამთავროს ჩამოყალიბება წანართა მოთავეობით ხდება და, ამასთანავე, წანარების მიერ არაბებთან წარმოებული ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად იმავე ხანებში უნდა განთავისუფლებულიყო იგი ამ უკანასკნელთა უღლისაგან. და რადგანაც „რანთა და კახთა სამეფოს“ ჩამოყალიბების საწყის ეტაპს სწორედ წანარებს და მათ ჰეგემონობას უკავშირებენ, ბუნებრივია, წანართა ეთნიკური ვინაობის გარკვევა ერთ-ერთი უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხი ხდება ქართულ ისტორიოგრაფიაში.
...

* * *
Kakha.G
QUOTE
ვარდან დიდის

სხვათა შორის, ბლოგზე დადებულ სტატიას ისტორიკოსი გოჩა ჯაფარიძე გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, სერიოზული მეცნიერი გახლავთ.

პატივცემული ავტორი, ვგონებ, ბატონი ტარიელ ფუტკარაძე, ყურადღებას აჩერებს XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ვარდან დიდის „მსოფლიო ისტორიაში“ წანართა შესახებ დაცულ ერთ ცნობაზე, რომელსაც, მისი აზრით, გარკვეული ღირებულება უნდა ჰქონდეს წანართა ეთნოგენეზის საკითხის გასარკველად. მით უფრო, რომ წანართა წარმოშობით დაინტერესებული ავტორები რატომღაც მხედველობის გარეშე ტოვებენ ვარდანის ამ ცნობას და არ განიხილავენ მას წანართა ეთნიკური ისტორიისათვის. ეს ცნობაა:

„ზოგიერთი ვინმე კაცნი ხალდებისა გამოსულნი თავიანთი სამშობლოდან, მოვიდნენ გარდმანში და მიმართეს გარდმანის იშხანს – „დაგვითმე ჩვენ ნაწილი იმ ჯვრისა, რომელიც ირაკლისაგან გაქვს მიღებული, ხოლო ჩვენ მივიღებთ ქრისტეს რჯულს და გავხდებით შენი მსახურნი“. ეს კიდევაც აღსრულებულ იქნა. ბაღდადის ამირამ, შეიტყო რა ეს ამბავი, დაემუქრა მათ, და ისინი შეშინებულნი გაემართნენ კავკასიის მთის ძირას. ქრისტეს შემწეობით, რომელიც მათ ირწმუნეს, ისინი დაეპატრონენ მთელს იქაურ მეზობელ მხარეებს, ისე რომ ერთი მათგანი, სახელად დავითი, შეუკავშირდა რა ძოროგეტის მეფეს, სამეფო ტახტზეც კი ავიდა. ამ (ხალდებმა) თავიანთ მხარეს უწოდეს წანარქი იმ საფუძველზე, რომ მასში მათ შეიცნეს თავიანთი პირვანდელი ადგილსაცხოვრისი და რადგანაც ისინი (ე.ი. ხალდები) ლაპარაკობდნენ ქართული ენით, ამიტომ გარდმანის იშხანმა მოიწვია მათთვის ქორეპისკოპოსი.

აქ მოტანილი პასაჟი ემინის რუსული თარგმანიდან მოდის (გვ. 126): мужи халдейские, вышедшие из своего отечества, пришли в Гардман и сказали гардманскому князю — “Уступи нам часть Креста, данного тебе Ираклием, а мы примем христианскую веру и станем твоими слугами;” что и исполнилось. Эмир багдадский, узнав об этом, стал грозить им; и они, устрашенные, удалились к подошве Кавказских гор. При помощи Христа, в Которого они уверовали, завладели они всеми (окрестными) областями, так что один из них, по имени Давид, вступивший в свойство с царем дцоро-гетским, вступил даже на престол. Эти Халдеи назвали свою область Тцанарк’ на том основании, что в ней они узнали первое свое местожительство. И так как они говорили на иверийском языке, то гардманский князь пригласил для них, хорепископа.
თავად ემინს ეჭვი ეპარებოდა თარგმნის სისწორეში: “И так как они говорили на иверийском языке, то гардманский князь пригласил для них хорепископа”; — вот это место у нашего автора: ***, которое заключает в себе грамматические неправильности, в следствие чего происходит и неясность смысла. Мы перевели его на угад, стараясь впрочем, по разумению нашему, уловить мысль автора.

ე. კვაჭანტირაძისა და ნ. შოშიაშვილის თარგმანი უკვე განსხვავებულია. მოვიტანთ მხოლოდ ბოლო წინადადებებს: ”ერთი მათგანი, სახელად დავითი, გამეფდა და დაესიძა ძოროგეტის მეფეს. მათ თემს ეწოდა წანარეთი, იმის გამო, რომ მათ აქ შეიცნეს თავიანთი სამკვიდრებელი ადგილი. გარდმანის მთავარმა დაუდგინა მათ ქორეპისკოპოსი ქართული ენის მიხედვით”.
ასევეა ვარდანის ორ ინგლისურ (ბედროსიანის და თომსონის) თარგმანში: One of them named Dawit’ who had marriage relations with the king of Dzoroyget, even became king. They called that district Tsanark’ because they recognized [tsananel] it as the place of their habitation; while the prince of Gardman called them k’orepiskopok’ [suffragan bishops] in the Georgan language.

ვარდანის ცნობა, როგორც ვხედავთ, არ იძლევა წანართა ეთნოგენეზზე მსჯელობის საშუალებას . ამის გამო პირადად მე აღარ გავამახვილე მაზე ყურადღება, თუმცა სხვა მკვლევარები მას იყენებენ.არაბულ წყაროებში წანარების შესახებ და წანართა ვეინახური წარმომავლობის კრიტიკის თაობაზე იხ. ჩემი სტატია: წანართა შესახებ. თსუ შრომები,328, 1999, გვ.29-41.
აქვე აღვნიშნავთ, რომ დღეს ჩეჩნეთ ინგუშეთში თითქმის გაბატონებული საზოგადოებრივი აზრით, წანარები ვეინახები იყვნენ. თუ არა ვეინახებს, აბა ვის შეეძლო ბუღა თურქის 120-ათასიანი ლაშქრის დამარცხება (?!). ცოტაც და კახეთზე განაცხადებენ პრეტენზიას. ამის თაობაზე ცალკე წერილის დაწერა მომიწევს.


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
Kakha.G
IN GOD WE TRUST


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4112
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 00:00  #50319648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
[b]Geronti[/მე
კარგით რა რაის მოალბანელო კახეთი?კახები მკვიდრი ქართული ტომია რომელსაც ალბანელებთან არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონდა და საერთოდ კახეთი ქართლს გამოეყო და არა ალბანეთს
ვარდანის ბუნდოვან ცნობაში ის მაინც ჩანს რომ წანარები ქართულად ლაპარაკობენ რადგან ღვთისმეტ9ყველების გარდამანის იშხანი (ეს ქართული გარდაბანი არაა არამედ შამქორი) ქართულს მათ არ დაუნიშნავდა ცხადია სხვა საქმეა რომ ცნობა ლეგენდარულია
წანარები რომ ნახები ყოფილიყვნენ მათ ელემენტარულად წანარები არ ერქმეოდათ
mtiuli...
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 301
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 01:28  #50320117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha.G
დიდი ალბათობით ქართველები იყვნენ. და საერთოდ რატო არაა არც ერთი კუთხე, რომელზეც
ყველა ისტორიკოსი თანხმდება რო ოდითგანვე ქართულია?! დას საქართველოს პირველი მკვიდრი ადიღები (მათ შორის მგონი შენც ამ აზრზე ხარ), აღმ საქართველო ნახ-დაღესტნელების ან ალბანელების (მითუმეტეს კახეთი).
მოკლედ რაც 100%-ია ისაა, რომ დას საქართველო მინ 4000 წელი ქართველურია (სვანური სად გამოეყოფოდა საერთოქართველურს თუარა დას.საქ-ში. დას საქართველო იმდენად იზოლირებულია რო ლოგიკურია აქ ჩამოყალიბებულიყო ქართველური ენა.
რაც შეეხება კახეთში ალბანელების ცხოვრებას, ეჭვს აჩენს ტოპონიმები, რომლებიც სავარაუდოდ ალბანურია, ასევე ერიახების ხსენება ქვ ქართლი ან კახეთში.
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24293
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 13:19  #50321772      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha.G
QUOTE
არგით რა რაის მოალბანელო კახეთი

მართლა და რაის მოალბანელო კახეთი.
QUOTE
კახები მკვიდრი ქართული ტომია რომელსაც ალბანელებთან არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონდა და საერთოდ კახეთი ქართლს

აშკარად სხვისთვის მისაწერი გამოგექცა ჩემკენ.
QUOTE
წანარები რომ ნახები ყოფილიყვნენ მათ ელემენტარულად წანარები არ ერქმეოდათ

კაცი ამბობს, ჩაჩნეთ-ინგუშეთში თითქმის გაბატონებული აზრია მათი ვაინახობა და ეს პრობლემა არისო და მე რა ღია კარს მიმტვრევ.
კარგი, აღარ მოგწერ, ჩანს საუბარი შენთვის არ მოსულა, მხოლოდ საკამათოდ შემოდიხარ.

This post has been edited by Geronti on 8 Apr 2017, 13:23
Kakha.G
IN GOD WE TRUST


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4112
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 22:57  #50325784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
ნუ მოგერიდევათ მოწერა მე აქ იმის აღნიშვნა მინდიდა რომ კახეთი სხვაა და ჰერეთი სხვა
ჩ.კავკასიელი ფოლკხისტირიკისები რას ფიქრობენ ამაზე არ მაიბტერესებს
mtiuli...
ქართლი ესაა პროტოქართული ერთობის სამშობლო
mtiuli...
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 301
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16

გამოგზავნილია: 9 Apr 2017, 01:21  #50327016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha.G
სრულად მაინც არ მიპასუხე
ioannis
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 284
წევრი No.: 230844
რეგისტრ.: 7-April 17

გამოგზავნილია: 9 Apr 2017, 13:32  #50328816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
..............................................................................................................
Kakha.G
IN GOD WE TRUST


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4112
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 9 Apr 2017, 22:57  #50332862      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mtiuli...
ერთი აზრი არ არსებობს ქართული ისტორიოგრაფიის დაბალი დონის გამო
ურარტების ერიახი ლენინაკანი დღევანდელი გიუმრის მიდამოებში იყო
რაც შეეხება თუშებს ვახტანგ გორგასლამდე ის ქართლში არ შედიოდა
ამას ვახუშტიც ადასტურებს.იყვნენ თუშნი წილნი ლეკოსისანი გარნა მეფეთა ქართლისათა განიმკვიდრეს იგინი
ანუ თუშები დიდოების მონათესავე ტომი იყო
მაგრამ ლეკები თუშებს მოსოხებს უწოდებენ რაც თუშეთში მესხური ტომების მიგრაციას ადასტურებს

This post has been edited by Kakha.G on 9 Apr 2017, 23:19
kanian_U



******
ჯგუფი: Members
წერილები: 6763
წევრი No.: 118391
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 24 May 2017, 15:18  #50626857      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მცხეთა მთიანეთში ამდენი იმერული გვარი საიდან მოხვდა?
ან სომხები.
kanian_U



******
ჯგუფი: Members
წერილები: 6763
წევრი No.: 118391
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 28 May 2017, 16:12  #50651103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (kanian_U @ 24 May 2017, 15:18 )
მცხეთა მთიანეთში ამდენი იმერული გვარი საიდან მოხვდა?
ან სომხები.

????????????????????????????????????????????????????????
mtiuli...
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 301
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16

გამოგზავნილია: 29 May 2017, 01:21  #50654622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აღმ საქართველო ერეკლეს დროს დაცარიელებული იყო, ცოტა იყო ქართველთა პროცენტული წილი, ამ დროს დასავლეთში ჭარბი მოსახლეობა იყო, თუმცა ბატონყმობის დროს გადასახლება შეზღუდული იყო, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ დასავლეთიდან ჭარბი მოსახლეობა თანდათან გადმოდის აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კახეთში და მესხეთში.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0209 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]