#51249966 · 1 Sep 2017, 06:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Data_TuTashxia
QUOTE | "ვარგის სამღვდელოებად მიჩნეული ნაწილი" თუ ყავს ქართულ ეკლესიას საერთოდ დღეს? |
წარმოიდგინეთ, რომ ხართ მღვდელმსახური! თქენს ეპისკოპოსს ეუბნებით, რომ მისივე დაქვემდებარებაში მყოფ ამა და ამ სასულიერო პირზე გაქვთ უტყუარი სამხილი უმძიმეს ცოდვაში. ეპისკოპოსი, მაგივრად იმისა, რომ შეშფოთდეს და საქმე გამოიძიოს, ჯერ გეუბნებათ, ,,მერედა, შენ რა გეხება!“, ხოლო როცა ამაზე განუმარტავთ, რომ იმ სასულიერო პირმა ჩემი სულიერი შვილი აცდუნა, ამაზე კითხვით გპასუხობთ: ,,იქნებდა, შენმა სულიერმა შვილმა აცდუნა ის მოძღვარი?“. ამის შემდეგ, ამ ეპისკოპოსს, დასჯის მაგივრად, აწინაურებს რა იგი იმ სასულიერო პირს, ჯერ, ამხილებთ და მერე, განეშორებით თუ ისევ მის დაქვემდებარებაში დარჩებით?
QUOTE | კონკრეტული ფაქტებიდან რომელია მეტად და რომელია ნაკლებად მნიშვნელოვნი[?] |
რახან, ზემოთ, განკითხვის მაგალითად წმ. იოანე ოქროპირისგან დასახელებული მაგალითი მოვიყვანე, ბერს რომ ორი ხელი შესამოსლის ქონის გამო საყვედურობენ, კვლავ შესამოსელზე გავაგრძელებ მსჯელობას: რამდენიმე წლის წინ, ერთმა კარგმა ქართველმა, მღვდელ-მონაზონმა, თავისი სამღვდლო შესამოსლების დროებით შენახვა მთხოვა. დავუბრუნე. კარგა ხნის გასვლის შემდეგ, შემთხვევით, ჩემს სამღვდლო შესამოსლებში უცხო კაბა აღმოვაჩინე. გაირკვა, რომ ისიც იმ ღვთისმსახურისაა. ბუნებრივია, ისიც დავუბრუნე. აი, იქამდე, მას რომ ეთქვა, რომ მამა გიორგიმ ერთი სამოსი მომპარაო, ეს იქნებოდა განკითხვა (უნებური ცილისწამება). თუმცა, თუკი მანვე ჩემს შესახებ იცის ისეთი მნიშვნელოვანი ცოდვა, რაც მღვდელმსახურების უფლებას მაკარგვინებს და არ მამხილებს, მაშინ, თვითონვე იქნება სამხილებელი, ცოდვაზე ხელისდაფარების გამო.
QUOTE | მაცხოვარი როგორ მოიქცა სახარების მიხედვით როდესაც ნახა რომ მამაისის სახლს, ანუ ეკლესიას არასწორი ხალხი დაპატრონეობოდა[?] |
_ ჯერ, ამხილა ისინი და შემდეგ, ტაძრიდან გაყარა (ბოლოს, საერთოდ, ახალი ეკლესია დააარსა).
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 1 Sep 2017, 07:43
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|