H20ქართულებში აქვთ საქართველოდან ჩამოტანილი სულგუნი.
ნუ საუკეთესო და ძაან მაგარს ვერ ვიტყვი მარა ქართულია ჩამოტანილია და სულგუნია რა
ave Z ზე და E18 ზე რო თურქულია მანდაც აქვთ გუდაც, სულგუნიც.
წინებზე ღვინოში დაკარგებული სულგუნი ვიყიდე, კაი გემრიელი იყო.
ისე ქართულ მაღაზიებში ყველაზე ძვირია ქართული პროდუქტი. პირიქით უნდა იყოს წესით მარა ნუ ქართველების ამბავი ხო იცი...
ელემენტარული ბორჯომი რო შემოიარო ყველგან იყიდება უკვე ამერიკულ სუპერმარკეტებშიც არის და ქართულ მაღაზიაში ღირს ყველაზე ძვირი.
ბარკოდს დააკვირდი ხოლმე 486 თუ არაა პირველი სამი ციფრი ესეიგი არაა ქართული.
შენიღბულია ბევრი პროდუქტი ქართულად ასაღებენ...
ადრე თემაც მქონდა აქ მაგაზე გახსნილი Georgian Village არის ესეთი ფირმა უამრავი მწნილეული და ეგეთები იყიდება მაგათი ბრუკლინში. შეხედავ ჯორჯიან ვილეჯ ქართული დროშები რამე და სადღაც მიმალულში წვრილად აწერია Made in Armenia
მაგრამ არის კიდევ იშვიათად რომ ქართული პროდუქტი სხვაგან გამოშვებული ჯობია საქართველოში დამზადებულს
ერთ-ერთი შემთხვევაა კომპანია Trest-B მაგათი ტყემალი და საწებელი მზადდება ბულგარეთში და რავი მე პირადად მირჩევნია ყველა საქართველოდან შემოსულ ტყემალს და საწებელს.
This post has been edited by thug on 7 Sep 2018, 03:06