#53956936 · 20 Dec 2018, 02:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Gio_G83
QUOTE | ფეხბურთში გერმანია და გიბლარტარი ამხანაგურად არ ეჯიბერბიან ერთამენთს - მათი გადაკვეთის შანსი არის რაიმეს ოფიციალური საკვალიფიკაციო ტურნირი რაც რაგბში უბრალოდ არ არსებობს...
|
ჰოდა არც უნდა იარსებოს. წარმოუდგენელია კიბორგი ცუცქირიძე და გიგაშვილი ათამაშო იმათთან,ვისთვისაც რაგბი უბრალოდ გართობაა. ბევრ კარგ სპორტშია დონეებად დაყოფა და ეს ნორმალურია.
QUOTE | და თუ ამ განვითარების მოსურნე გისტუმრებს ხარჯს იმ დათქმით რომ ოღონდ მეთამაშეო?
|
ვინ გისტუმრებს ხარჯს? ან ვინ გადაგიხდის ქვედა ეშელონიდან მგზავრობის ფულს,ოღონდ შენ ჩამოდიო? მაქსიმუმ,თვითონ გვესტუმრონ. და ეხლა თბილისში ვინც ჩამოვიდა თავისი ხარჯით,ყველას სიამოვნებით ვეთამეშეთ,კოლუმბიელებით დაწყებული,უკრაინელებით დამთავრებული QUOTE | ამას სერიოზულად წერ თუ მე მტროლავ?
ევროპული 6 ერის გარდა არის სამხრეთული 4 ერი რომელთა კარი ღიაა, კი არადა არც არსებობს კარი, თუ გინდა შედი და გამოდი |
მემგონი შენ გვტროლავ ან გაგება არ გინდა,რასაც გეუბნები. უმარტივესია, ჩვენს დონემდე უპრობლემოდ ამოხვალ, თუ განვითარდები და თამაშებს მოიგებ,ღიაა ყველა დივიზიონის კარი. სიტყვაზე ისრაელი ჩვენამდე რომ ვერ ამოდის,მაგას ვორდ რაგბის ვერ დააბრალებს.
ექვსი ერი და 4 ერი არის ნაწილობრივ უსამართლო ჩვენნაირი ქვეყნების მიმართ,ქვეყნების,რომლებმაც რაგბში წარმატებას მიაღწიეს,მაგრამ ღარიბები არიან და პატარა ბაზარი აქვთ. ნაწილობრივ იმიტომ,რომ მამენტ ვალდებული არ არიან ფინანსურად წარმატებულ კერძო პროექტში,ღატაკი ქვეყანა ჩაგრთონ და მერე მათი სათრევი გახდე. ზუსტად არავინ იცის რა შედეგი დადგება და რისკი კი მათი გასაწევია.
ესპანეთმა პირველად 1999 წელს ითამაშა მსოფლიოზე,ჩვენზე კარგი პირობები ქონდათ,უკეთესი შიდა ჩემპიონატი,უკეთესი ინფრასტრუქტურა,მეტი ფული, მაღალი კლასის ნატურალიზირებული ფრანგები, მეზობლად სარაგბო გრანდი,თან ყველანაირად სასურველი ადგილი ბრიტანელი და ფრანგი გულშემატკივრისთვის,ტურისტული თვალსაზრისით. ჩვენთან მაგ პერიოდშI ჭაობი,უფულობა,ვარკეთილის მეურნეობის სტადიონი,მდინარეში ბანაობდა ხალხი თამაშIს მერე და ამ დონეზე ავედით. ჰოდა ეხლა დაჯდნენ ესპანელები და იტირონ უსამართლობაზე. მაგათ მაინც არავინ დაამადლიდა 6 ერს,ოდნავ მაინც რომ ევარგათ. ხვათაშორის, იმ მსოფლიოზეც, ძალით გაათრიეს,როცა საქართველოს პორტუგალიაში წაგვაგებინეს მსაჯებმა და ისე მოაწყვეს,რომ ან ესპანეთი,ან პორტუგალია გასულიყო მსოფლიოზე.
ცუდ დღეში ვართ ჩვენ, ჭაობიდან ჯერ ერთა თასზე დავიმკვიდრეთ თავი,მერე ეს ერთა ტასი გადავბუგეთ,მერე კულძულელები და კანადა-ამერიკა მივაყოლეთ და ეხლა უკვე წასასვლელი აღარ გვაქვს,კარებს არავინ გვიღებს. ესპანეთს და გერმანიას სულ გრიალით მიიღებდნენ,ჩვენი ნახევარი მიღწევები რომ ჰქონოდათ.აი ჩვენი პრეტენზიები,ნაღდად სამართლიანია.
მოკლედ,ამათ ჯერ ჩვენ შეგვაწუხონ და მერე მიაწვნენ უელსებს და ინგლისებს. ჩვენი დონის ქვეყნებთან ტესტებს კი აძლევენ და მაგ გუნდებთან თამაშით,ნაღდად განვითარდებიან,ჯერ რა დონეზეც არიან,იმ დონიდან.
|