თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)სიმბოლო: ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მცურავი ორი თევზი
მმართველი პლანეტა: ნეპტუნი
სტიქია: წყალი
ჰავა: ტენიანი, თბილი, ოკეანესთან ან ზღვასთან ახლოს
ტემპერამენტი: მელანქოლიკი
ფერები: მწვანე და ცისფერი
ქვა: ამეთვისტო და აქვამარინი
ბედნიერი რიცხვი: 7
თევზები – სამყაროს მოქალაქენი არიან, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ისინი არიან ყველგან და არსად. იშვიათად გრძნობენ თავს სასურველ ადამიანებად, მათ მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა უთხრა, რომ გსურთ მათი ნახვა, მიპატიჟება, სანამ ისინი ამას დაიჯერებენ.
თევზებს ყველა და ყოველი აინტერესებს, მაგრამ ძალიან სპეციფიკურად, მათთვის არ არის არაფერი ნამდვილად ღირებული, მაგრამ არ არსებობს პოტენციურად შინაგანად უფრო მდიდარი ადამიანი, ვიდრე განვითარებული თევზები. მაგრამ ასეთები იშვიათია, ვინაიდან საკუთარ თავზე მუშაობისთვის საჭიროა კონცენტრირება, ძალისხმევა და ნებისყოფა. თევზები სადღაც შუაგზაზე არიან ნულსა და უსასრულობას შორის. ისინი მერყეობენ ცუდსა და დიადს შორის, მონასტერსა და ციხეს შორის, გულუბრყვილო თანხმობიდან – მაზოხისტურ განადგურებამდე, ადამიანური უბედურებისადმი თანაგრძნობიდან – საკუთარი თავის სიცოდვილში ფართხალამდე.
თევზები – საკუთარი თავის და სხვების მსხვერპლნი არიან. ისინი უცოდველი ბავშვები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე ნამდვილი საფრთხის წინაშე და ჩავარდნენ პანიკაში უმნიშვნელო რამის გამო.
შესაძლოა ეს ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ ზოდიაქოს ყველა ნიშანთაგან. თქვენ გსურთ თან წაიყვანოთ ისინი, შეუმსუბუქოთ მათ ტკივილი, დაეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში, ჩაჭიდოთ მათ ხელები, გამოიყვანოთ ბურუსიდან, მაგრამ ისინი იშვიათად გაძლევენ თქვენ ამის გაკეთების საშუალებას. ისინი ეკვრიან თავიანთ ტანჯვებს, რომელსაც თვლიან რეალობად. ჩვეულებრივ მათი `რეალობა იმარჯვებს და ითრევს დამხმარეს გაწბილების უდაბნოში. აი რატომ არიან თევზებს შორის ეგზომ ბევრი ფატალისტი ქალები. მისტიკა და ფანტაზია ჭარბობს მათში ტანსაცმლის შერჩევის დროს, ისინი ნაკლებად ზრუნავენ მოდის მოთხოვნებზე, ჩაცმულობაშიც კი შეუძლიათ გამოიჩინონ დაუდევრობა.
ქალისთვის უფრო ადვილია იყოს თევზები, ვიდრე მაკაცისთვის, იმიტომ, რომ მოთენთილ მეოცნებე, გაუბედავ ქალს საზოგადოება მომხიბვლელად მიიჩნევს და არ უწონებს ამ თვისებებს მამაკაცს.
სიყვარულიიმდენი ვარიაციაა, რამდენიც თევზია ზღვაში. მამაკაცი იცვლება დიაპაზონში დონჟუანიდან, რომელსაც ყველა ქალი სწადია (ზვიგენი სიყვარულის ოკეანეში) ტანჯულ მსხვერპლამდე.
ქალები რომანტიკული, მისტიკური, საბედისწერო ქალიდან რბილ, ერთგულ, თუმცა არც ისე მორჩილ ქალამდე, რომელიც ერთადერთ მამაკაცს ეკუთვნის მთლიანად და სამუდამოდ, თუმცა ის ზედმეტად კარგი ჩან,რომ ეს დავიჯეროთ.
არიან ისეთებიც, ვინც შორიდან ეტრფის თავის ღვთაებას და არავის უმხელს საკუთარ გრძნობებს, მით უფრო ვნების ობიექტს. სიყვარულს საპატიო ადგილი უჭირავს, მათ შეუძლიათ უყვარდეთ ყველაზე მაღალ ექზალტირებულ დონეზე, ან არ უყვარდეთ საერთოდ, დაიყვანონ სიყვარული უმდაბლეს დონემდე ეს შესაძლებელია იყოს სამოთხე ან ჯოჯოხეთი.
არ არსებობს თევზის გულზე უფრო რთული გული ის ფართოა, ამოუცნობი, მიუწვდომელი, როგორც ზღვა. მასში მრავალფეროვანი სწრაფვანი ბინადრობენ. სიყვარული თევზებთან მალულად მოდის და შეუმჩნევლად იზრდება. მათ თავად იშვიათად იციან, თუ სად დაიწყო ის და სად დამთავრდა. მოჩვენებითი ინდიფერენტულობა შინაგანი შებოჭილობით ან საკუთარი თავის ხანგრძლივად შებოჭვის შიშით აიხსნება. დიდხანს შეუძლიათ პლატონური ურთიერთობების შენარჩუნება და კენტად თავიანთი ვნების განცდა, საპასუხო გრძნობაში აშკარა მოთხოვნილების გარეშე, თუმცა ზოგიერთნი ადვილად ეძლევიან ვნებებს, მათი მგრძნობელობა ძლიერი და გადამდებია.
ისინი არ არიან დამპყრობლები, ურჩევნიათ თავად იყვნენ რჩეულნი, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ თქვენ მათ ანიჭებთ უპირატესობას და სხვა არავის. ისინი არ პაექრობენ მეტოქეებთან, უმალ გზიდან ჩამოეცლებიან და მოუსურვებენ ბედნიერებას სხვა ადამიანთან. მძიმე მსხვერპლის გაღება ურჩევნიათ, ვიდრე ეჭვიანობის სცენების მოწყობა. მთავარი სიძნელე არ იცის როგორ დაიწყოს, როგორ შევიდეს ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ არც ის იცის თუ როგორ გაწყვიტოს ეს ურთიერთობები.
ვერ წყვეტენ, მიატოვონ თუ დაბრუნდნენ.
ზოგიერთ მათგანს უყვარდებათ ნაკლიანი ადამიანები, მორალური და ფიზიკური ხეიბრები, რომელთა ხსნას ცდილობენ თავიანთი სიყვარულით, რადგან სიყვარული ბევრი მათგანისთვის დახმარების ტოლფასია, ისინი თავს სასურველ და გამგებიან ადამიანებად უნდა გრძნობდნენ, მათი ბედნიერება ეჭვგარეშე უნდა იყოს და თუ ეს ასეა, არ არსებობს მათზე ერთგული, დამყოლი და მიმტევებელი პარტნიორი. გაკვეთილი თევზებისთვის: უნდა ისწავლონ, რომ დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თევზი მამაკაცი - თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს, შეუძლია ცხოვრებაში ყველაფერიც იყოს და არაფერიც. ყოველივე მის შეუპოვრობასა და შორსმჭვრეტელობაზეა დამოკიდებული. მამაკაცი თევზი სუსტი და დაუცველი არსება ნამდვილად არ გახლავთ, უბრალოდ ზოგიერთი მათგანი ხშირად ოცნებებს ეძლევა და ცხოვრებისეულ შანსებს ხელიდან უშვებს.
აქედან გამომდინარე, თუ თევზმა ოცდახუთი წლის ასაკში არ იცის, რომელ ტალღაში აჯობებს ჩაყვინთვა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი თავის ჭეშმარიტ ადგილს, ოდესმე მაინც იპოვნის ცხოვრებაში.მართალია ემოციური კუთხით, მამაკაც თევზთან მისი ცხოვრების მეგზური ქალი, ძალიან ბედნიერიც შეიძლება იყოს, მაგრამ მოგეხსენებათ მხოლოდ და მხოლოდ ემოციებით შორს ვერ წახვალ და თუ პრაქტიკული პიროვნება ხართ, მომავალზე უტოპიურ ოცნებას, თქვენს თაყვანისმცემელ თევზთან განშორება გიჯობთ.
თუმცა თუ თქვენი რჩეული, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა და უნარი შესწევთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცის ეს ტიპი, ნებისმიერი ქალისთვის აღმოჩენაა და თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ.
თევზი მამაკაცი, არაჩვეულებრივი სულიერი მეგობარი და თანამოაზრეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ახლობლები ხშირად თავიანთ, ყველაზე უსიამოვნო და სამარცხვინო საიდუმლოებებსაც კი ანდობენ ხოლმე. მაგრამ თევზი მისთვის მინდობილ საიდუმლოს, მით უმეტეს, თუ მას ამის შესახებ სთხოვენ, ყოველთვის საიმედოდ შეინახავს.
მართალია ისეც ხდება, რომ მერკურის გავლენის ქვეშ მოყოლილ თევზებს შორის, ნამდვილი ყბედებიც გვხვდებიან, მაგრამ საერთო ჯამში თევზები, საკმაოდ სიტყვაძუნწი და დინჯი ხალხია.
თევზი მამაკაცები ნაკლებად ეჭვიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგრამ თუ ეჭვიანობენ კიდეც, ამას უცხო თვალი ვერასდროს შეამჩნევს (გაიხსენეთ მათი სამსახიბო ნიჭი). მაგრამ, თუ შამჩნიეთ, რომ თქვენს თევზს, მოწყენილობა და პესიმისტური განწყობა ეუფლება, ეცადეთ ყოველგვარი საქმე გადადოთ და როგორმე გაართოთ იგი.კარგი იქნება თუ მასთან ერთად, თეატრში ან გამოფენაზე წახვალთ, ეს თევზ მამაკაცს დადებითი ემოციებით დამუხტავს და ხასიათასაც აუცილებლად გამოუკეთებს. თევზი ქმრის ოცნებებს ყოველთვის ყურადღებით მოეკიდეთ, არ დააფრთხოთ და უტაქტოდ არასოდეს გააკრიტიკოთ იგი, თორემ ამას არ გაპატიებთ.
აჯობებს ქმარს ცხოვრებისეული ამოცანებისა და მიზნების მიღწევაში, თქვენი თანადგომითა და ზრუნვით თუ დაეხმარებით. მერწმუნეთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის, თევზი მამაკაცი ყველაზე დაბნეული და უთავბოლოა. მაგრამ თქვენ ამას ისე უნდა შეხედოთ, როგორც არეულ-დარეულ ჩემოდანს, რომელშიც ყველა ნივთისთვის, საკუთარი ადგილის მიჩენაა აუცილებელი. თუკი თევზ ქმარს ძალების მაქსიმალურ მობილიზებაში დაეხმარებით, იგი მთელი ცხოვრება თქვენი უსაზღვროდ მადლიერი იქნება.ბავშვებისთვის თევზი-მამა ნამდვილი საჩუქარია, იგი სიამოვნებით ეთამაშება პატარებს ათასგვარ თამაშობებს, ასწავლის თავდაყირა დგომას და ხელზე მკითხაობას. არის უსაზღვროდ თბილი და ლიბერალული მშობელი. მერწმუნეთ, უკეთეს მამას თქვენი შვილებისათვის, მართლაც რომ ვერსად იპოვით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თევზი ქალი თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მანდილოსანი, იმდენად ქალური, რბილი და ნაზი არსებაა, რომ მამაკაცები მას, როგორც ფუტკრები ყვავილს ისე ეტანებიან. საკმარისია გამოელაპარაკოთ, უმალვე ყოველგვარი დარდი და პრობლემა გავიწყდებათ. თევზ ქალთან საუბარი უნებლიეთ, შემოდგომის ნესტიან ღამეში, მყუდროდ აგიზგიზებულ ბუხართან გატარებულ საღამოს მოგაგონებთ.
ამ ნაზ არსებას შეუძლია ოსტატურად დაგარწმუნოთ იმაში, რომ არასოდეს, არაფერში დაგავალდებულებთ ან დაგადანაშაულებთ. თუმცა კარგი იქნებოდა, თუ მის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას, მიამიტი ბავშვივის გულუბრყვილობით თუ არ დაიჯერებთ.
მიუხედავად თავისი ანგელოზური და ნაზი გარეგნობისა, თევზი ქალი საკმაოდ მაცდური და ძალზე მოუხელთებელი არსებაა და ხასიათიც მარტის ამინდზე უფრო, ცვალებადი და არამდგრადი აქვს.იგი ძალზე სენტიმენტალურია და შეუძლია ნებისმიერ, პატარა წვრილმანზეც კი, საათობით იტიროს და ივიშვიშოს. ამასთან ისეთი საყვედურიანი მზერით შემოგხადავთ, გეგონებათ მის წინაშე ამ წუთას, უსუსური ბაჭია მოკალით.თევზ ქალებს საერთოდ უყვართ უმწეო, საბრალო ქალის იმიჯის მორგება და ხანდახან ისე ღრმად შედიან როლში, რომ ყოველივე ამის ნიადაგზე, სერიოზული დეპრესიაც კი ემართებათ.
თევზი ქალის უმთავრესი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არასოდეს ცდილობს, მამაკაცს გაუტოლდეს ან საკუთარი საქციელით, ამ უკანასკნელს თავმოყვარეობა შეულახოს.ქალი თევზი თაყვანისმცემელს, სიამოვნებით დართავს ნებას მიართვას სავარძელი, ჩააცვას პალტო, მოუკიდოს სიგარეტზე და ა.შ. გარდა ამისა ამ უკანასკნელს სიამოვნებით და მთელი გულის ყურითაც მოუსმენს. სანაცვლოდ კი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მამაკაცმა იზრუნოს მასზე, გაუფრთხილდეს და ყოველგვარი უსიამოვნებისაგან დაიცვას.
იგი სიამოვნებით დაეყრდნობა ასეთ მამაკაცს მხარზე და ეტყვის, მთელი ცხოვრება შენზე ვოცნებობდიო. ამგვარი აღიარება კი, დამეთანხმებით ნებისმიერი კაცის თავმოყვარეობას უსაშველოდ ეამება.ცოლი თევზი სიამოვნებით დაუთმობს ქმარს პირველობას, მატერიალურ თუ სამეურნეო საკითხებში. მაგრამ თუ მდგომარეობამ აიძულა, მეუღლეს ფინანსური კრიზისის დაძლევაშიც დაეხმარება.ეს მაინც და მაინც იმას როდი ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად სამუშაოს საძებნელად წავა. არა, უბრალოდ სანამ მეუღლეს საქმეები, არცთუ სახარბიელოდ მისდის, ეცდება მადა რამდენადმე დაიოკოს და ვახშამს შამპანურის ნაცვლად, ვაშლის წვენი მიაყოლოს.
ბავშვები თევზ ქალს მთელი გულით უყვარს, მაგრამ მეუღლის წილ სიყვარულს მათზე არასოდეს გადაიტანს. თუმცა ყველაზე სუსტი, ავადმყოფი და შეუხედავი შვილი, განსაკუთრებული და გამორჩეული სიყვარულით ეყვარება.მართალია იგი ბავშვებზე გადაყოლილი დედაა და პატარების გამო, თავის გაწირვაც კი შეუძლია, მაგრამ საკუთარი რბილი და დამყოლი ნატურიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შვილების მტკიცე ნებისყოფის და ძლიერი სულის პიროვნებებად გაზრდა შესძლოს.
წინა თემის ლინკი:
თევზებიწინა თემი ტოპ 10 მპოსტავი:
B-E-R-U
ბარბოსა
woman_
soffo
tamuska
ვივიანა
Elbereth_Gilthoniel
bedo-bedo89
Mari Paranoid
marimari11
This post has been edited by სერაფიტი on 9 Jan 2016, 16:37
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?