Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > ქუთაისის "აია"


Posted by: George:) 14 May 2010, 10:41
"აია" დაარსდა 1966 წელს.

ტიტულები:


საბჭოთა კავშირის 3 გზის ჩემპიონი (1987, 1988, 1989)

ერთგზის ვიცე-ჩემპიონი (1984)

ბრინჯაო (1985)

საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1987, 1989)

საქართველოს 3 გზის ჩემპიონი (1990,1991,1995)

ვიცე ჩემპიონი: 1992, 1997

ბრინჯაო: 1993




გუნდის ოფიციალური საიტი: http://www.aia-rugby.ge




ბოლო 10-12 წლის მანძილზე, ფინანსური სიძნელეების გამო, ქუთაისის "აიას" "ვარსკვლავი" ჩაქრა, მაგრამ ბოლო დროს კვლავ შეინიშნება სასიკეთო ძვრები და მიმდინარე ჩემპიონატში, 4 ტურის შემდეგ "აია" ცხრილი სათავეშია "ლოკომოტივთან" ერთად.





წინ ახალი გამარჯვებებისაკენ sa.gif



http://www.radikal.ru














P.S.

ქუთაისის "აიას" გულშემატკივართა საყურადღებოდ

დღეს, 22-ე სკოლაში, გამსახურდიას ქ. 65, გაიმართება გულშემატკივრების შეხვედრა "აიას" მორაგბეებთან.
დასაწყისი 19 საათზე

რაგბის კლუბ "აიას" ადმინისტრაცია

Posted by: crusaders 14 May 2010, 10:43
George:)
QUOTE
ქუთაისის "აია", პატარა ქალაქის დიდი გუნდი

მივესლმები ამ თემის გახსნას

წელს ძაან მაგრათ დაიწყეს


ესე გააგრძელეეეეეეეეეეეეეეეეთ

Posted by: George:) 14 May 2010, 10:50
crusaders

alk.gif


მოდევნო მატჩი:

15. მაისი. ვანი

ლელო-აკადემია



მოგეხსენებათ, დროებით გუნდი ქალაქ ვანში ასპარეზობს

Posted by: crusaders 14 May 2010, 10:53
George:)
alk.gif alk.gif alk.gif
QUOTE
მოგეხსენებათ, დროებით გუნდი ქალაქ ვანში ასპარეზობს

ქუთაისში უშენდებათ სტადიონი?

Posted by: George:) 14 May 2010, 10:55
crusaders

QUOTE
ქუთაისში უშენდებათ სტადიონი?


ქუთაისის ცენტრალური სტადიონი რეკონსტრუქციაშია......მანდ ითამაშებს აია როგორც ვიცი...

დეტალებს გავარკვევ ზუსტად


Posted by: crusaders 14 May 2010, 10:57
George:)
QUOTE
ქუთაისის ცენტრალური სტადიონი რეკონსტრუქციაშია......მანდ ითამაშებს აია როგორც ვიცი...

დეტალებს გავარკვევ ზუსტად

ანუ საერთო სტადიონი რომ შენდება ის
გასაგებია

Posted by: George:) 14 May 2010, 11:08
ლელო - აია 26-30

მატჩი ჩატარდა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

Posted by: huligan 14 May 2010, 22:34
ჩემი აზრით 7 კაცა უნდა მოეგოთ

მარა არ გაუმართლათ

Posted by: Love The Sun 14 May 2010, 22:46
QUOTE (huligan @ 14 May 2010, 22:34 )
ჩემი აზრით 7 კაცა უნდა მოეგოთ

მარა არ გაუმართლათ

7 კაცა ყოჩებმა მოიგო მეორე გუნდით biggrin.gif

Posted by: huligan 14 May 2010, 22:48
Love The Sun

ხოდა მე მინდოდა ამათ მოეგოთ, იმსახურებდნენ კიდეც

Posted by: Love The Sun 14 May 2010, 23:18
huligan
არაა. 7კაცას ტიტულს ვერ შეველეოდი biggrin.gif
tongue.gif

Posted by: Unknown 15 May 2010, 13:32
ლელო-აია მაგარი სურათებია. მონდომება და ჯიგარი აწერიათ სახეებზე მორაგბეებს.
George:)
კარგი თემა შეგიქმნია მაგარი სათაურით, ყოჩაღ. ამ გუნდს დიდი წარსული და ტრადიციები აქვს.
* * *
QUOTE
ლელო-აია მაგარი სურათებია

ჰმმ http://www.aia-rugby.ge/index.php?id=139&lang=geo კი ახლა წავიკითხე
ვერ უნდ ამოიშალონ ეგეთები დღემდე? ჩასცარეს თამაში...

Posted by: crusaders 15 May 2010, 14:26
QUOTE
ლელო-აია მაგარი სურათებია. მონდომება და ჯიგარი აწერიათ სახეებზე მორაგბეებს.

თამაშიც კაი საყურებელი იქნებოდა

Posted by: George:) 15 May 2010, 16:39
აკადემიას უნდა მოვუგოთ ყოველ მიზეზ გარეშე


ვისოლს და ლელოს კი მოვუგეთ, მაგრამ ფლეი-ოფებში რა იქნება კაცმა არ იცის

ისე,მედლის გარეშე არ უნდა დავრჩეთ წესით

Posted by: Unknown 15 May 2010, 18:19
QUOTE
ისე,მედლის გარეშე არ უნდა დავრჩეთ წესით

ღმერთმაც ქნას მასე იყოს. მასე ვფიქრობ მეც, ისე კარგად დაიწყეს სეზონი.

Posted by: Valianti 15 May 2010, 22:38
ვეძებე მაგრამ აიას შემადგენლობა მის ოფიციალურ საიტზე ვერ მოვიძიე, იქნებ აქ დადოთ?

Posted by: George:) 16 May 2010, 09:57
QUOTE
ვეძებე მაგრამ აიას შემადგენლობა მის ოფიციალურ საიტზე ვერ მოვიძიე, იქნებ აქ დადოთ?


ვერც მე ვიშოვე sad.gif არადა მაინტერესებს ყველას დაბადების წლები და ა.შ.

ლელოსთან ასეთი იყო შემადგენლობა :

აია (15-9) ხამაშურიძე, გოშაძე, გოგლიჩიძე, სინაურიძე, ჩხიკვაძე, შარვაშიძე (აშვეთია 67), როხვაძე. (1-8) ნარიაშვილი (ჟვანია 79), სულუხია, ხეჩიკოვი (ლომიძე 20), ძაგნიძე, შალამბერიძე, დეკანოიძე (იობიძე 49), რევიშვილი, თხელიძე (ჩიქვინიძე 57)
2ლ: როხვაძე, ჩხიკვაძე.


6ს,გ: სინაურიძე

განსაკუთრებით სინაურიძის ასაკი მაინტერესებს..მაგრად თამაშობს


ბათუმთა ახლა 4 გარდასახვა და 3 საჯარიმო გაიტანა
* * *

http://www.radikal.ru

საქართველოს ჩემპიონატის მე-6 ტურში ქუთაისის "აიამ" ტრადიციულად რთული მეტოქე "ბათუმი XV" უმძიმესი ბრძოლაში დაამარცხა - 37:27.
ქუთაისელმა მორაგეებმა წლევანდელ გათამაშებაში ხუთიდან ხუთივე თამაში მოიგეს და გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდნენ. მართალია, მთავარ კონკურენტ თბილისის "ლოკომოტივს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, მაგრამ "აიას" წარმატებულ ასპარეზეობას ეს იოტისოდენადაც არ აკნინებს.
"აიამ" სტუმართა გუნდს ოთხი ლელო გაუტანა. ლელოები ირაკლი ჩხიკვაძის, თორნიკე ლომიძის, ვილენ და გელა შალამბერიძეების ანგარიშზეა. ოთხივე ლელო გაგა სინაურიძემ გარდასახა და ზედ სამი საჯარიმოც მიაყოლა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშის დასახელებისას ხმები თორნიკე ლომიძესა და გიორგი როხვაძის შორის გაიყო. "აიას" ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ მაინც როხვაძე იქნა მიჩნეული





როხვაძის სახით მემგონი კაი 9 გვეზრდება

Posted by: crusaders 16 May 2010, 10:58
QUOTE
საქართველოს ჩემპიონატის მე-6 ტურში ქუთაისის "აიამ" ტრადიციულად რთული მეტოქე "ბათუმი XV" უმძიმესი ბრძოლაში დაამარცხა - 37:27. ქუთაისელმა მორაგეებმა წლევანდელ გათამაშებაში ხუთიდან ხუთივე თამაში მოიგეს და გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდნენ. მართალია, მთავარ კონკურენტ თბილისის "ლოკომოტივს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, მაგრამ "აიას" წარმატებულ ასპარეზეობას ეს იოტისოდენადაც არ აკნინებს. "აიამ" სტუმართა გუნდს ოთხი ლელო გაუტანა. ლელოები ირაკლი ჩხიკვაძის, თორნიკე ლომიძის, ვილენ და გელა შალამბერიძეების ანგარიშზეა. ოთხივე ლელო გაგა სინაურიძემ გარდასახა და ზედ სამი საჯარიმოც მიაყოლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშის დასახელებისას ხმები თორნიკე ლომიძესა და გიორგი როხვაძის შორის გაიყო. "აიას" ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ მაინც როხვაძე იქნა მიჩნეული

ვულოცავ აიას

Posted by: Rugby12 16 May 2010, 11:00
QUOTE
როხვაძის სახით მემგონი კაი 9 გვეზრდება

ეგ როხვაძე არ იყო ჩერჩილზე წასული?

Posted by: Datka1964-10-10 16 May 2010, 12:02
Rugby12
QUOTE
ეგ როხვაძე არ იყო ჩერჩილზე წასული?


გეთანხმები, რომ როხვაძეს ჩერჩილზე ვარსკვლავები არ მოუწყვეტია და თანაც მე ,როგორც ვიცი დისციპლინაშიც მოიკოჭლებს, მაგრამ იქნებ გამოსწორების გზაზეა ეგ კაცი....
წინ ქართველებო!!!!!!!!!!!!

Posted by: nikode 16 May 2010, 12:48
QUOTE
გეთანხმები, რომ როხვაძეს ჩერჩილზე ვარსკვლავები არ მოუწყვეტია

რომელმა მოკრიფა ერთი biggrin.gif

Posted by: crusaders 16 May 2010, 13:14
QUOTE
გეთანხმები, რომ როხვაძეს ჩერჩილზე ვარსკვლავები არ მოუწყვეტია

რომელმა მოკრიფა ერთი

ერთადერთი ახალგაზრდა 9 ნომერია რომელზეც იმედს ვამყარებთ იმედია მოუმატებს კიდევ

Posted by: CENTURIONI 16 May 2010, 13:15
QUOTE
რომელმა მოკრიფა ერთი

მწვრთნელმა და კავშირმა ერთად. მააშ ; sad.gif sad.gif no.gif no.gif

Posted by: George:) 16 May 2010, 14:08
Rugby12
QUOTE
ეგ როხვაძე არ იყო ჩერჩილზე წასული?


მერე რა ?

ჩერჩილზე სხვებიც იყვნენ...გადავუსვათ ყველას ხაზი ?

Posted by: Unknown 16 May 2010, 14:43
აუ როგორ მიხარია თუთაისლების ეს წარმატება ამ დროისთვის ჩემპიონატში. მაგარი გახზარებულები იქნებიან მთელი ქალაწის რაგბის გულშემატკივრები და ეგ მისწორდება მაგრად. წელს ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლონ ბოლომდე

Posted by: nikode 16 May 2010, 15:59
QUOTE
თუთაისლების

QUOTE
გახზარებულები

QUOTE
ქალაწის

რა გწირს? lol.gif

Posted by: Unknown 16 May 2010, 19:17
nikode
ამ ბოლო დროს ეგრე მომდის ;-) რავი ვჩქარობდი დაწერას ალბათ biggrin.gif

Posted by: ქაშიბაძე 18 May 2010, 20:55
QUOTE
განსაკუთრებით სინაურიძის ასაკი მაინტერესებს..

19 წლისაა

QUOTE
როხვაძის სახით მემგონი კაი 9 გვეზრდება

უნიჭიერესიაsmile.gif

Posted by: George:) 22 May 2010, 21:31
აიას პირველი მარცხი


ლოკომოტივი-აია 15:9


ლოკომოტივი (15-9) კობერიძე, შიოშვილი, ქავთარაძე, ბერძენიშვილი, ჟამუტაშვილი, კვინიხიძე, ღვინჯილია, (1-8) ნაცარაშვილი, გენებაშვილი, ელოშვილი, ჩიტიძე, ოზგებაშვილი, ნიშნიანიძე (ბერიშვილი 65), ახვლედიანი, მაისურაძე.
4ს,ა: კვინიხიძე



აია (15-9) ხამაშურიძე, გოგლიჩიძე, აშვეთია (გუდავა 70), სინაურიძე (გოშაძე 66), ჩხიკვაძე, შარვაშიძე, როხვაძე (გოგია 68), (1-8) ნარიაშვილი, სხულუხია (გურეშიძე 58), ლომიძე, ძაგნიძე, იობიძე (ცირეკიძე 59), რევიშვილი, შალამბერიძე, თხელიძე.
3ს: სინაურიძე, შარვაშიძე

სინბინი: ხამაშურიძე


მსაჯი: ნ.რობიტაშვილი



საქართველოს ჩემპიონატში დღემდე ორი დაუმარცხებელი გუნდის მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული, უშეღავათო გამოდგა. ვაკეში, ლოკომოტივის სტადიონზე მასპინძელს, თბილისის "ლოკომოტივს" ქუთაისის "აიასთან" მატჩში დიდი ჯაფა დაადდგა, თუმცა მეტოქის დამარცხება მაინც შეძლო - 15:9
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ქუთაისელთა თამაშში ისევ იჩინა თავი შარშანდელმა სენმა. დამრტყმელმა გაგა სინაურიძემ სამი საჯარიმო ვერ გაიტანა, მის ლოკომოტიველ ვიზავის ბობა კვინიხიძეს კი ასპროცენტიანი მაჩვნებელი აქვს.
თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გამარჯვება ორივე გუნდზე ალალი იქნებოდა, თუმცა რკინიგზელებმა სტუმრებზე ნაკლები შეცდომა დაუშვეს და დამსხურებულადაც მოიგეს.
ქუთათურთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საინტერესო, გაშლილი რაგბის თამაშს ცდილობდნენ, მეტოქეს საკმაო თავსატეხს უჩენდნენ, თუმცა "ლოკომოტივმა" დაცვაში, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა. ნათლად გამოჩნდა, რომ "აიას" ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო დერეფანში და ცენტრიდან დაკიდებულ ბურთებზე თამაშის დასახვეწად.
"ლოკომოტივს" წლეულს სათამაშო დისციპლინა გაცილებით უკეთესი აქვს, თუმცა არბიტრმა თბილისელები კამათისთვის ორჯერ მაინც დააჯარიმა. რკინიგზელები გაცილებით ორგანიზებულად, უფრო სოლიდურად გამოიყურებიან. რაც მთავარია, ჰარმონიულადაა შერწყმული შერკინებისა და უკანა ხაზის თამაში.
ერთადერთი რაც ორივე გუნდის ნაკლია, ესაა ხშირი შეცდომები ხელდახელ და რაკში თამაშისას. მორაგბეებს ხშირად უვარდებოდათ ბურთი ხელიდან და არ წინპასების რაოდენობა იყო მცირე. უფრო მეტად ამ კომპონენტში ქუთაისელები სცოდავდნენ, რაც ბუნებრივიცაა, რადგან მეტოქეზე ხშირად ისინი ცდილობდნენ ხელდახელ თამაშს.
ანგარიში "ლოკომოტივმა" პირველივე შეტევისას გახსნა. ცენტრიდან დაკიდებულ ბურთზე "აიამ" ცუდად ითამაშა და ის რკინიგზელთა ნადავლი გახდა. თამაში რაკში გადავიდა, თუმცა
მალევე სტუმართა სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. "ლოკომოტივმა" მოწინააღმდეგის შერკინება დაძრა და ბურთი აართვა. ღია თამაშში კი ქუთაისელები დაჯარიმდნენ და რკინიგზელთა მგეზავმა ბობა კვინიხიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 3:0.
მომდევნო 25 წუთში ბობამ კიდევ ერთი საჯარიმო და ერთიც დიდოსტატურად დარტყმული არეკნი გაიტანა, რაც ლოკომოტიველთა საკმაოდ ხანგრძლივ, მრავალფაზიან შეტევას მოჰყვა. შუალედში გაგა სინაურიძემ ორი საჯარიმოდან მხოლოდ ერთი გაიტანა - 3:9.
ანგარიშში დაწინაურება, უფრო ზუსტად კი, ლელოს გატანა "აიას" 27- წუთზე შეეძლო. რკინიგზელები საკუთარ ოცდაორმეტრიან ზონაში დაჯარიმდნენ. ქუთაისელებმა ჯარიმა აუტში გადაიტანეს. დერეფანი სუფთად ვერ მოიგეს, მაგრამ შეტევის გაგრძელება მაინც მოახერხეს. სტუმრები ლელოს მჭიდროდ მიუახლოვდნენ. მათი მორკინალების შეჩერება "ლოკომოტივმა" წესის დარღვევით შეძლო. ჯარიმა "აიამ" ისევ აუტში გადაიტანა. ამჯერად დერეფანში ბურთი უკეთესად ააგდეს, მაგრამ მერე წინ გაუვარდათ და შეტევაც ჩაიშალა.
ტაიმის ბოლო ათ წუთში გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 12:6 "ლოკომოტივის" სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში ვითარება დიდად არ შეცლილა. სტუმართა მორიგი შეცდომა კვინიხიძემ ისევ გამოიყენა და 49-ე წუთზე საჯარიმოთი თავისიანები ცხრა ქულით დააწინაურა - 15:6. სამ წუთში სინაურიძემ კარის პირდაპირ, ოცდაორი მეტრიდან დაარტყა საჯარიმო და ვერ გაიტანა.
ცხრაქულიანი სხვაობა 75-ე წუთამდე შენარჩუნდა. ქუთაისელთა მორიგი შეტევა მასპინძლებმა ისევ წესის დარღვევით შეაჩერეს და ამჯერად საჯარიმო ახლო მანძილიდან მგეზავმა ლევან შარვაშიძემ გაიტანა - 9:15.
"აიას" მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდა. თამაშის მოსაგებად გარდასახული ლელო კმაროდა, მაგრამ "ლოკომოტივი" არაფრის დათმობას აპირებდა. რკინიგზელებმა მატჩის ბოლო ხუთი წუთი მეტოქის მოედნის ნახევარზე გაატარეს და ყველანაირად ცდილობდნენ, ქუთაისელებისთვის შეტევის წამოწყების საშუალება არ მიეცათ.
ერთ-ერთ ეპიზოდში კვინიხიძემ არეკნით სცადა ცხრაქულიანი სხვაობის აღდგენა, მაგრამ არ გამოუვიდა. აიელების მცდელობა კი, მასპინძელთა ნახევარზე ეთამაშათ და ბოლო წუთებზე შტურმი მოეწყოთ, უშედეგო გამოდგა.






* * *
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: crusaders 23 May 2010, 13:14
QUOTE
აიას პირველი მარცხი

ეგ არფერი ყველაფერი წინ არის

Posted by: Unknown 23 May 2010, 16:23
QUOTE
აიას პირველი მარცხი

კი, ყველაფერი წინაა მარა პირველი ადგილის დაბრუნება უძნელესი იქნება, თამაშით ნაკლები აქვს თან აიას...
აი ეს ბოლო შეხვედრა რომ არ წაეგოთ მაშინ სხვა საქმე იქნებოდა

Posted by: George:) 23 May 2010, 16:40
Unknown

ყველა ლიდერს სახლში ვიღებთ მეორე წრეში

Posted by: Love The Sun 23 May 2010, 18:38
QUOTE (Unknown @ 23 May 2010, 16:23 )
QUOTE
აიას პირველი მარცხი

კი, ყველაფერი წინაა მარა პირველი ადგილის დაბრუნება უძნელესი იქნება, თამაშით ნაკლები აქვს თან აიას...
აი ეს ბოლო შეხვედრა რომ არ წაეგოთ მაშინ სხვა საქმე იქნებოდა

თამაშით მეტი აქვს აიას ლოკომოტივზე და ყოჩებზე smile.gif

Posted by: George:) 26 May 2010, 13:13
მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ

სინაურიძემ აურია რაღაც..იმედია, დასტაბილურდება..


აიამ მძიმედ მოიგო, მაგრამ გალიდერდა

აკადემია-აია 14:18



აკადემია (15-9) ელიზბარაშვილი, ი.დავითაშვილი, წასიძე, მოლოდინაშვილი, გოგინაშვილი, ავლოხაშვილი (ლომსაძე 70), ქოპილაშვილი (1-8) ღამბაშიძე, მეკოკიშვილი, შაშიაშვილი (ჭუაძე 45), ნებულიშვილი, ლომიძე, ნიბლაძე, მაღლაკელიძე (ჩაჩუა 57), გაჩეჩილაძე

ლ: ი.დავითაშვილი. 2ს: მეკოკიშვილი. ა: ელიზბარაშვილი

აია (15-9) სინაურიძე, ვ.შალამბერიძე (გოშაძე 67), ჩხიკვაძე, აშვეთია, ხამაშურიძე, შარვაშიძე. (1-8) ნარიაშვილი, სხულუხია, ლომიძე, იობიძე, გურეშიძე, დიაკონიძე (ცირეკიძე 75), გ.შალამბერიძე, ძაგნიძე

2ლ: სინაურიძე, ჩხიკვაძე. 2ს,გ: შარვაშიძე

სინბინი: გურეშიძე

მსაჯი: მ.ჩაჩუა





ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ქუთაისის "აიამ" მესამე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში თბილისის "აკადემიასთან" კიდევ ერთი უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა, გაჭირვებით მოიგო 18:14 და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.
ძნელი სათქმელია, ტრიუმფალურმა სტარტმა იმოქმედა თუ სხვა რამე მიზეზია, მაგრამ "აიამ " თამაშის ხარისხს უკლო. სტუმრებს ხშირი ტექნიკური წუნი ხელს უშლიდა ხელდახელ ბურთაობაში. ქუთათურები სწრაფად თამაშს ცდილობდნენ, სიჩქარესა და ფაცი-ფუცში კი ბურთი ხელიდან უვარდებოდათ.
წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც "აიამ" მიმდინარე ჩემპიონატში პირველად წააგო, მნიშვნელოვნად გამოსწორებული იყო დერეფანში თამაში. ისევ გაუმრუდდა სამიზნე ქუთაისელთა დამრტყმელს გაგა სინაურიძეს,რომელიც მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ფულბეკად გაამწესა, თვითონ კი გარემარბის პოზიცია დაიკავა.
"აიას" შემადგენლობაში კიდევ ორი ცვლილება იყო. ცხრა ნომერზე გიორგი როხვაძის ნაცვლად ლევან გოგიამ დაიკავა ძირითადში ადგილი. გარემარბი ზურაბ გოგლიჩიძე კი ვილენ შალამბერიძემ შეცვალა.
თითქმის ოპტიმალური შემადგნლობით ითამაშა "აკადემიამ", რომელმაც სტარტზე განცდილი სამი მარცხის შემდე ბოლო ორი შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. აკადემიელთათვის "აიასთან" მატჩს, უწინარესად, სწორედ სატურნირო თვალსაზრისით ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა.
ამიტომ "აკადემიამ" თამაში მეტოქეზე ბევრად აქტიურად, შემართებით დაიწყო და უკვე მეორე წუთზე ლელოს გატანა მოახერხა. აკადემიელთა ფულბეკმა გიორგი ელიზბარაშვილმა საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ქუთაისელთა ნახევარზე მაღალი ბურთი დაჰკიდა, ზედ ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან "აიას" ფულბეკ გაგა სინაურიძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა. თბილისელებმა ხაზი დროულად ასწიეს, ბურთი ხელთ იგდეს და ცხრა ნომერმა გიორგი ქოპილაშვილმა, რომელიც "აკადემიას" შემადგენლობაში საუკეთესო იყო, შეტევა მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გადაიტანა. აქ გარემარბმა ივანე დავითაშვილმა ბურთი ლელოსკენ ფეხით შეიცურა, თვითონვე მიჰყვა, ქუთაისელთა დაბნეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. გარდასახვა შერკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა ვერ გაიტანა - 5:0.
ანგარიშის შემცირება სტუმრებს მალევე შეეძლოთ, მაგრამ ორწუთიანი შუალედით სინაურიძემ ჯერ 30 მეტრიდან ვერ გაიტანა, მერე კი, კიდევ უფრო შორიდან, 45 მეტრიდან დაარტყა არაზუსტად.
სამაგიეროდ, მე-15 წუთზე გიორგი ელიზბარაშვილმა 45 მეტრიდან არეკნით დალაშქრა "აიას" კარი - 8:0. ქუთათურებმა მეტოქეზე ზეწოლა ამის შემდეგღა გააძლიერეს, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლეს. მანამდე კი გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს. ქუთაისელთაგან კარში დარტყმის მისია მგეზავმა ლევან შარვაშიძემ ითავა, "აკადემიას" კი სამი ქულა მეკოკიშვილმა მოუტანა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე სამი წუთი რჩებოდა. "აიამ" მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფნიდან მოლი ააგორა. აკადემიელებმა მისი შეჩერება ზედ ჩათვლის მოედნის ხაზთან შეძლეს. თამაში რაკში გადავიდა. შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი როხვაძემ დროულად შენიშნა მარცხნივ, მოკლე ფრთაზე შეტევაში ჩართული ფულბეკი სინაურიძე, რომელიც ლელოში წამზე უსწრაფესად შეიჭრა. შარვაშიძემ გარდასხვა რთული პოზიციიდან, თითქმის კიდიდან დაარტყა და გაიტანა - 10:11.
მეორე ტაიმი აქტიურად უკვე სტუმრებმა დაიწყეს და 45-ე წუთზე შარვაშიძემ საჯარიმოთი დააწინაურა თავისიანები - 13:11. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარჩენილ დროში მან მასპინძელთა კარის დალაშქვრა ორჯერ უშედეგოდ სცადა. ქუთაისელებმა საერთო ჯამში ოთხი საჯარიმო ვერ გაიტანეს, რაც ცოტა სულაც არ არის.
"აკადემიამ" ანგარიშში დაწინაურება 61-ე წუთზე შეძლო. საჯარიმო ისევ მეკოკიშვილმა გაიტანა. მანამდე კი ელიზბარაშვილმა ორჯერ დაარტყა არეკნი, მაგრამ მიზანი გაუცუდდა.
ხუთ წუთში კი "აიამ" გამარჯვების ლელო გაიტანა. შეტევა საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალფაზიანი გამოვიდა. აკადემიელები ქუთაისელთა იერიშისას სამჯერ დაჯარიმდნენ. "აიამ" ორჯერ ბურთი აუტში გადაიტანა. დერეფნიდან ორივეჯერ მოლი ააგორეს, ორივეჯერ თამაში რაკში გადავიდა. მორკინალების მიძალებით რომ ვერას გახდნენ, ბურთი ხაზზე გაიტანეს, მაგრამ "აკადემიას" დაცვის ხაზის გაჭრა ვერაფრით მოახერხეს.
ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძლებმა თამაშგარეს წესი დაარღვიეს. როხვაძემ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და მარცხნივ, მოკლე ფრთაზე გარემარბ ირაკლი ჩხიკვაძეს გადააწოდა. "ქარიშხალას" შეჩერება აკადემიელებმა ვეღარ შეძლეს. კიდიდან შარვაშიძემ ვერ გარდასახა - 18:14.
ბოლო ათი წუთი "აკადემია" სტუმართა გუნდის ლელოს მისადგომებთან უტევდა. მოლით, რაკიდან მოკლე დარტყმებით, შერკინების მიწოლით, ყველაფერი სცადეს, მაგრამ "აია" საკუთარი ლელოს სადარაჯოზე გაუვალი კედელივით იდგა. როგორც უკვე ვთქვით, ქუთათურებმა ძნელი გამარჯვება მოიპოვეს - 18:14.




* * *
http://www.aia-rugby.ge/index.php?id=104&lang=&video=125&year=2010&month=05&day=24&last=1

ლელო-აიას ვიდეო დაიდო ...

ნახეთ რა ულამაზესი ლელო დაგვიდია jump.gif

Posted by: George:) 2 Jun 2010, 13:28
ნარიაშვილი გადასულა მონპელიეში...გამეხარდა

88-89 წლიანების აია მაგარი გუნდი იყო..ასაკობრივებში გლეჯდნენ ყველაფერს

იქედან ტორაძე ტულუზში წავიდა...ნარიაშვილი მონპელიეში

იმედია გაგრძელება იქნება

Posted by: giorgi77 9 Jun 2010, 11:36
http://www.open.ge/index.php?m=18&art=14195

Posted by: crusaders 9 Jun 2010, 11:40
QUOTE
გლობუსა ქართული, ფრანგული და ქუთაისური რაგბის სამსახურში

აშკარად წაადგებათ ასეთი გამოცდილი მოთამშIს რჩევები ახალგაზრდებს

Posted by: George:) 11 Jun 2010, 15:28
დღეს ჩვენი ჩხიკვაძე სასტავშია შოტლანდიასთან

იმედია როხვაძეც შემოვა

http://www.aia-rugby.ge/index.php?lang=geo&id=107

საიტზე უკვე მთელი შემადგენლობა დევს....ყველანაირი მონაცემებით

Posted by: George:) 12 Jun 2010, 16:30
ჩხიკვაძემ კარგად ითამაშა არა ?


როხვაძემ ერთ მომენტში იჩქარა წინ რო დაარტყა ბურთი,მაგ დროს დრო უნდა გაეყვანა

Posted by: George:) 9 Jul 2010, 18:49
უყურე შენ,რავა ჩაძირეს თემა user.gif


თასის ნახევარფინალებმა ალბათ დაგვანახა,რომ ჯერ საჩემპიონო გუნდი არ ვართ sad.gif


იმედია, მედალს ავიღებთ წელს..რომელს,არ აქვს მნიშვნელობა

Posted by: Unknown 12 Jul 2010, 15:59
Love The Sun
QUOTE
თამაშით მეტი აქვს აიას ლოკომოტივზე და ყოჩებზე

ვახ რა თქმა უნდა მაგას ვგულისხმობდი სწორედ! კონტექსტიდანაც ჩანს რო მართალს ვიძახი, დამიჯერეთ. მექნიკურად შევცდი.

QUOTE
თასის ნახევარფინალებმა ალბათ დაგვანახა,რომ ჯერ საჩემპიონო გუნდი არ ვართ

მე კიდ ეიმედი მქონდ ამაინც რო ფინალშ მოხვდებობდნენ. არ გამოვიდა ასე სამწუხაროდ.

Posted by: George:) 13 Sep 2010, 20:07
ძაან გამახარეს ბიჭებმა

რატომღაც ყველა ელის რომ ჩავარდნა დაეწყება გუნდს და "ყველაფერი თავის ადგილას დადგება".

როგორც ჩანს, ვისოლს ნაღდად ვჯობნით

აი, ლელოსთან გასარკვევია ყველაფერი

Posted by: borjgali1964 13 Sep 2010, 22:24
George:)
არაფერი ჩავარდნა გუნდს არ დაეწყება (ამას ყოჩების გულშემატკივარი გპირდებათ biggrin.gif ). ველაპარაკე აიას ბიჭებს, დღეში ორჯერ ვარჯიშობენ და რკინას კვნეტენ ისეთ ჯანზე არიან... smile.gif
დიდ შრომას შედეგი მუდამ მოსდევს...

Posted by: George:) 14 Sep 2010, 13:48
borjgali1964

მთავარია გუნდს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა

სტადიონი, ბაზა...მერე მართლა წამოვა ქუთაისიდან სანაკრებოდ უძლიერესი თაობა

ახლა ხან ვანში თამაშობენ, ხან თბილისში..სად ვარჯიშობენ კაცმა არ იცის

არ შეიძLება ასე...ეს ბიჭები მეტს იმსახურებენ

Posted by: Datka1964-10-10 14 Sep 2010, 16:02
QUOTE
მთავარია გუნდს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა

სტადიონი, ბაზა...მერე მართლა წამოვა ქუთაისიდან სანაკრებოდ უძლიერესი თაობა

ახლა ხან ვანში თამაშობენ, ხან თბილისში..სად ვარჯიშობენ კაცმა არ იცის

არ შეიძLება ასე...ეს ბიჭები მეტს იმსახურებენ


+1

Posted by: roko-toko 17 Sep 2010, 10:46
ხამაშურიძის “მეორე სუნთქვა”

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=10673&lang=1

Posted by: giorgi77 17 Sep 2010, 11:40
QUOTE
ხამაშურიძის “მეორე სუნთქვა”

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=10673〈=1



up.gif

Posted by: GIABAR 17 Sep 2010, 13:07


გაუმარჯოს ირაკლი ჩხიკვაძეს. ჩემი აზრით, ბოლო 2 წელია საქართველოში საუკეთესოა, სხვა დონეა.


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Sep 2010, 16:01
QUOTE
სხვა დონეა


იმიტო რო ჟენია კლებანოვმა გაზარდა ლიგის ლოკოში

Posted by: MAKARSKA 17 Sep 2010, 17:14
QUOTE
იმიტო რო ჟენია კლებანოვმა გაზარდა ლიგის ლოკოში

იმიტომ, რომ ანტილოპამ გაზარდა რაგბის "აიაში".
P.S. კიდევ ბევრს გაზრდის

Posted by: contepomi12 17 Sep 2010, 17:51
ვინ არის ჟენია კლებანოვი?მაგრამ რუსეთში ვერ არის 13 კაცა იმ დონეზე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Sep 2010, 21:29
იყო დონეზე, მაგრამ მერე სამად დაიყო

კლებანოვი კი საბჭოთა ხანიდან არის ლოკოს მამა =
რაც მე რაგბზე ვწერ (1986 წლიდან)

ლიგურად ბოჭავს ქარიშხალა ეხლაც

Posted by: Love The Sun 17 Sep 2010, 22:18
Lukas & Nikos Mama
+1
ძალიან მაგარი ბიჭია უდავოდ, მაგრამ ყოველ მეორე ბოჭვაზე გასაგდებია=წესიერი მსაჯობით biggrin.gif

Posted by: contepomi12 17 Sep 2010, 23:56
ხო ეჯახება,ეგ არაა ბოჭვა მაგრამ ეტყობა რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერია,სხვა მორაგბეებთან შედარებით ვინც შინაურ ჩემპიონატში თამაშობს და საკმაოდ სწრაფია

Posted by: George:) 19 Sep 2010, 15:10
ეს წაგება რა იყო ახლა spy.gif




ცივი შხაპი sad.gif

პ.ს. ხამაშურიძე ნაკრებში უნდაა დააბრუნონ, ჩემი აზრით

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Sep 2010, 17:36
QUOTE
ხო ეჯახება


ეგ ლიგაში მოსულა! ყოველ ვიქენდზე ბევრჯერ ვხედავთ

Posted by: Unknown 20 Sep 2010, 20:22
QUOTE
მთავარია გუნდს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა

სტადიონი, ბაზა...მერე მართლა წამოვა ქუთაისიდან სანაკრებოდ უძლიერესი თაობა

ახლა ხან ვანში თამაშობენ, ხან თბილისში..სად ვარჯიშობენ კაცმა არ იცის

არ შეიძLება ასე...ეს ბიჭები მეტს იმსახურებენ

ძნელია ამას რამე დაამატო სიტყვებიც კაცმა. ნეტა მალე მოხდებოდეს ეგ ამბები.

Posted by: contepomi12 20 Sep 2010, 22:46
ხო მაგრამ დიდი ხანია რაგბი 13ს აღარ თამაშობს

Posted by: GIABAR 24 Sep 2010, 13:41


რას იტყვით, ეს აკადემიასთან წაგება რაღა იყო. როგორც ჩანს სერიოზული კრიზისია გუნდში და ურთიერთობებიც ვერ არის დალაგებული აშკარად ეტყობა (ვუყურე თამაშს და ჩემი თვალით ვნახე, ზოგმა შეცვლაზე შეცვლაზე უარი თქვა, ზოგმა გამოსვლაზე და ა.შ).
ასე ვერ გავფრინდებით

Posted by: George:) 28 Sep 2010, 20:30
რა ჯანდაბა ხდება...

ახლა ხარებთან წაგება


ფუ რა.....
QUOTE
(ვუყურე თამაშს და ჩემი თვალით ვნახე, ზოგმა შეცვლაზე შეცვლაზე უარი თქვა, ზოგმა გამოსვლაზე და ა.შ).


მაშინ მწვრთნელი ყოფილა გასაშვებიsmile.gif

დისციპლინა უპირველეს ყოვლისა

Posted by: George:) 4 Oct 2010, 23:01
ლელოს რო ორჯერ მოუგებ, ე.ი. ჩემიონობაც შეგიძლია

საღოლ ბიჭებს

..........................

Posted by: Love The Sun 5 Oct 2010, 11:44
QUOTE (George:) @ 4 Oct 2010, 23:01 )
ლელოს რო ორჯერ მოუგებ, ე.ი. ჩემიონობაც შეგიძლია

საღოლ ბიჭებს

..........................

ცოტა ყოჩების ამბავშიც მომეცა იმედი biggrin.gif
მაგათაც ორივე მოუგეს ლელოს (და ორივე წააგეს აიასთან biggrin.gif )...

Posted by: George:) 5 Oct 2010, 22:58
Love The Sun

რაც წავაგეთ, მხოლოდ ერთი გვაქ წაგებული ლიდერებთან

დალშე სულ აუტსაიდერებთან

ალბათ, კონცენტრაციის ნაკლებობაა
* * *
საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ჩემპიონობისათვის ვიბრძვით...საქართველოს ჩემპიონატის დონე კიდე, საკმაოდ ამაღლებულია,რაც შავი ზღვის თასზეც გამოჩნდა


ირაკლი ჩხიკვაძე---------------------23 წლის (დღეს გახდა, ვულოცავ სულითა და გულით )

გიორგი როხვაძე----------------------22 წლის

გაგა სინაურიძე-----------------------20 წლის

ვილენ შალამბერიძე------------------22 წლის

ლევან გოგია ----------------------------21 წლის

ზურაბ გოგლიჩიძე---------------------20 წლის

ზურაბ ძნელაძე------------------------18 წლის

ბაკურ გოშაძე----------------------------23 წლის

დავით გეგეშიძე------------------------19 წლის

ბექა სულუხია ---------------------------22 წლის

გელა შალამბერიძე-----------------------22 წლის

მამუკა ხეჩიკიოვი-------------------------22 წლის

თორნიკე ძაგნიძე--------------------------22 წლის

დავით იობიძე-----------------------------23 წლის

თემურ ჩიქვინიძე-------------------------22 წლის

ირაკლი რევიშვილი------------------------21 წლის

ზურა ჟვანია---------------------------------19 წლის

ლევან თხელიძე----------------------------19 წლის

მერაბ მატკავა--------------------------------19 წლის

გელა დიაკონიძე-----------------------------23 წლის

გიორგი ცირეკიძე---------------------------19 წლის

დავით დახუნდარიძე----------------------22 წლის

თორნიკე ლომიძე---------------------------20 წლის





მემგონი ძაან პერსპექტიული გუნდია, ალბათ დამეთანხმებით smile.gif

აქედან 5-6 მაინც რო გამოადგეს მომავალში საქართველოს ნაკრებს,ეგეც დიდი საქმე იქნება

Posted by: Love The Sun 5 Oct 2010, 23:30
George:)
უპერსპექტიულესი გუნდია უდავოდ! ძალიან მაგარი ბიჭებიც არიან! წარმატებას ვუსურვენ სუყველას+ჩხიკვაძისათვის დაბადებისდღის მილოცვას ვუერთდები smile.gif

Posted by: GIABAR 12 Oct 2010, 11:17


აიამ დღეს უეჭველად უნდა მოიგოს ლოკომოტივთან. პირველი ადგილი გვჭირდება აუცილებლად პლეი-ოფებისთვის

Posted by: crusaders 12 Oct 2010, 12:02
QUOTE
აიამ დღეს უეჭველად უნდა მოიგოს ლოკომოტივთან. პირველი ადგილი გვჭირდება აუცილებლად პლეი-ოფებისთვის

მოიგებს კიდეც ძალიან ძლიერი გუნდია

ისეთია ქუთაისს რომ ეკადრება

Posted by: iverieli 12 Oct 2010, 12:09
წარმატებები აიას. მაგარი ტრადიციების გუნდია და ჩემპიონიც გახდება, ანტილოპამ მაგარი გუნდი დააყენა.

Posted by: crusaders 14 Oct 2010, 11:30
ძალიან მინდა აიამ წელს ფინალი ითამაშოს

ახალგაზრდული გუნდია და ბიჭებისთვის დიდი სტიმული იქნება

Posted by: Unknown 21 Oct 2010, 21:58
QUOTE
ძალიან მინდა აიამ წელს ფინალი ითამაშოს

მეც მთელი გულით მინდა ეგ... ღმერთმაც ქნას
მარა ძნელი იქნება ძალიან

Posted by: GIABAR 8 Nov 2010, 16:42


დიდ პატივს ვცემ ბესო ხამაშურიძეს, როგორც მორაგბეს, მაგრამ როგორც ჩანს დისციპლინა ვერ დაამყარა გუნდში.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Nov 2010, 19:35
ბესიკ-ი ჰქვია, საბუთებშიცა და ცხოვრებაშიც

Posted by: კრაფტ 7 Mar 2011, 18:18
ხარები უნდა გავტეხოთ!

-----------------------------

Posted by: George:) 8 Mar 2011, 14:29
საინტერესოა, ამ სეზონში საშინაო თამაშებს სად გავმართავთ

ისევ ვანი ? sad.gif

Posted by: George:) 12 Mar 2011, 21:24
დღეს გვასახელა ანტილოპამ biggrin.gif

იმედია, მომავალშიც ბევრ ''ანტილოპას'' მივცემთ ნაკრებს



Posted by: Sanko 12 Mar 2011, 22:33
George:)
ანტილოპამ დღესაც გვასახელა და ესპანეთთანაც! და პორტუგალიასთან რო ეგ ყოფილიყო, იქაც უფრო იოლად მოვიგებდით იმ თამაშს!!!

Posted by: ERM0NIA 12 Mar 2011, 23:06
QUOTE
ქუთაისის "აია"


ამ გუნდმა შემაყვარა საერთოდ რაგბი და ერთი პერიოდი თამაშს არ ვმაზავდი!

QUOTE
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1989)


QUOTE
საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1989)


ამ თამაშებს ვესწრებოდი, თასის აღებაც მახსოვს! მაგარი დრო იყო... smile.gif

Posted by: Unknown 12 Mar 2011, 23:46
QUOTE
ამ გუნდმა შემაყვარა საერთოდ რაგბი და ერთი პერიოდი თამაშს არ ვმაზავდი!

ჰმმ ეგრე ვარ მეც! ოღონდ თამაშებს არ ვმაზავდიო, ვერ ვიტყვი სამწუხაროდ...
მაგრამ, რაგბი აიამ რო შემაყვარა, ეს არის 100% სიმართლე. პირველი თამაშიც მახსოვს "მე9-სკოლის" უკან სტადიონზე რო დავესხარი, პატარა კლასებში ვიყავი მამაჩემმა რო წაგვიყვანა და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, დღემდე კარგად მახსოვს ის ეფექტი

Posted by: ERM0NIA 13 Mar 2011, 00:16
Unknown
QUOTE
"მე9-სკოლის" უკან სტადიონზე

"დინამოს" სტადიონი. smile.gif ))

Posted by: Unknown 13 Mar 2011, 02:20
ERM0NIA
ჰო :-)
მანდ კიდე დაბალ კლასებში ფიზკულტურის ამბავში მივყავდით ხანდახან სკოლიდან. ისე მე I საშუალოში ვსწავლობდი მარა ჩვენ ძალიან პატარა ეზო გვქონდა და მაგიტო ალბათ...

Posted by: George:) 3 Apr 2011, 17:22
არ ველოდი ხარებთან ასეთ მოგებას

ნუ, ხარები ნელ-ნელა შევლენ ფორმაში...

ვანში როდემდე უნდა ვითამაშოთ ?
სირცხვილია

ფაქტობრივად, ყველა თამაში გასვლა გვაქ...არადა, ქუთაისში 2 000 კაცამდე ივლიდა სტადიონზე და არ მოაკლდებოდათ მხარდაჭერა

Posted by: Love The Sun 3 Apr 2011, 19:34
QUOTE (Sanko @ 12 Mar 2011, 22:33 )
George:)
ანტილოპამ დღესაც გვასახელა და ესპანეთთანაც! და პორტუგალიასთან რო ეგ ყოფილიყო, იქაც უფრო იოლად მოვიგებდით იმ თამაშს!!!

disagree. smile.gif

---------------------------------

Posted by: dc120mm 3 Apr 2011, 20:20
QUOTE
ნუ, ხარები ნელ-ნელა შევლენ ფორმაში...

მეც მაგის იმედი მაქვს,პალიკომ მოითხრა თამაში არ უნდოდა არცერთს ორი კაცის გარდაო,9 ისთვის რაღაც უნდა მოვიფიქრო და გავაბრაზო რო კარგად ითამაშონო

ბიჭებიც ვნახე და თქვეს მაგარი ხაზი ყავთო

Posted by: George:) 3 Apr 2011, 23:53
dc120mm
QUOTE
მეც მაგის იმედი მაქვს


მე როგორც ვიცი ხარებმა გვიან დაიწყეს მზადება და ყველაზე ცუდ ფორმაში არიან ამ წუთას

ალბათ, სეზონის მსვლელობისას შევლენ ფორმაში

Love The Sun
QUOTE
disagree


რა ნაწილში ? smile.gif

Posted by: K O R A D O 4 Apr 2011, 00:31
QUOTE
ბიჭებიც ვნახე და თქვეს მაგარი ხაზი ყავთო

აიამ ძალიან ამბიციურად დაიწყო წელი- ჯერ იყო და თითქმის შვიდკაცა მოიგო, ახლა კი ხარები პირდაპირ მიწასთან გაასწორა (50:0-ზე სხვას ვერაფერს ვიტყვი) და ძალიან მაინტერესებს აიას შემდგომი თამაშები, მინდა აიას სახით დიდი გუნდი ვიხილოთ კვლავ...ვნახოთ...

Posted by: Andriuxa 4 Apr 2011, 00:47
QUOTE
მინდა აიას სახით დიდი გუნდი ვიხილოთ კვლავ...ვნახოთ...

up.gif

Posted by: George:) 4 Apr 2011, 00:50
ძირითადად 88 წელს დაბადებული ბიჭები ჰყავთ და გამოცდილება არ ეყოთ შარშან

სპორტის ამ სახეობაში 22 წელი მართლა პატარაა...

ეს გუნდი 24-25 წლის რო "გახდება", მერე ევროთასებზე თამაშიც შეიძლება (3-4 კაი ლეგიონერით)

ეს 2010 წლის 5 ოქტომბერს დავწერე და მას მერე ასაკი დიდად არ შეიცვლებოდა biggrin.gif

QUOTE
ირაკლი ჩხიკვაძე---------------------23 წლის (დღეს გახდა, ვულოცავ სულითა და გულით )

გიორგი როხვაძე----------------------22 წლის

გაგა სინაურიძე-----------------------20 წლის

ვილენ შალამბერიძე------------------22 წლის

ლევან გოგია ----------------------------21 წლის

ზურაბ გოგლიჩიძე---------------------20 წლის

ზურაბ ძნელაძე------------------------18 წლის

ბაკურ გოშაძე----------------------------23 წლის

დავით გეგეშიძე------------------------19 წლის

ბექა სულუხია ---------------------------22 წლის

გელა შალამბერიძე-----------------------22 წლის

მამუკა ხეჩიკიოვი-------------------------22 წლის

თორნიკე ძაგნიძე--------------------------22 წლის

დავით იობიძე-----------------------------23 წლის

თემურ ჩიქვინიძე-------------------------22 წლის

ირაკლი რევიშვილი------------------------21 წლის

ზურა ჟვანია---------------------------------19 წლის

ლევან თხელიძე----------------------------19 წლის

მერაბ მატკავა--------------------------------19 წლის

გელა დიაკონიძე-----------------------------23 წლის

გიორგი ცირეკიძე---------------------------19 წლის

დავით დახუნდარიძე----------------------22 წლის

თორნიკე ლომიძე---------------------------20 წლის


Posted by: K O R A D O 4 Apr 2011, 00:52
George:)
QUOTE
ეს გუნდი 24-25 წლის რო "გახდება", მერე ევროთასებზე თამაშიც შეიძლება (3-4 კაი ლეგიონერით)

ღმერთმა გისმინოს!

Posted by: George:) 4 Apr 2011, 01:19
ეს ინტერვიუ არ მქონდა წაკითხული ანტილოპასთან:

- სეზონებს შორის გუნდები ცდილობენ გაძლიერდნენ, ახალი მოთამაშეები დაიმატონ. "აია" წლეულს ქომაგების წინაშე რამდენად განსხვავებული შემადგენლობით წარსდგება?

- ცვლილება ბევრი არ არის. გუნდი დატოვა ცხრა ნიმერმა გიორგი როხვაძემ. მოვიწვიეთ ჩვენივე სკოლის აღზრდილები, რომლებიც შარშან ჭაბუკთა A ლიგაში ასპარეზობდნენ. ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან. თედო ზიბზიბაძის ძმა , გიორგი უკანა ხაზელია, ბექა არაბიძე კი პირველხაზში თამაშობს. თელავიდან ჩამოვიყვანეთ ბიძინა ჯიმშელეიშვილი, რომელსაც კარგი მნაცემები აქვს, მაგრამ ბევრი მუშაობა დასჭირდება გუნდში ადგილი რომ დაიმკვიდროს.
გვყავს კიდევ ერთი ახალწვეული. წარმოშობით ზესტაფონელი ამირან წაქაძე, რომელიც აქამდე ჭიდაობით იყო გატაცებული და რაგბის თამაში ახლახან დაიწყო. მას ფენომენალური მონაცემები აქვს, ძალიან ღონიერია, მონდომებულია, თხემით ტერფამდე სპორტსმენია და ძალიან კარგი იქნება, თუ ქართულ რაგბის კიდევ ერთი მაღალი დონის შერკინების ბურჯი შეემატება.

სად წავიდა როხვაძე ჰო არ იცით ?

http://www.aia-rugby.ge/index.php?id=283&lang=geo

- "აიას" მუდამ აწუხებდა სავარჯიშო და სათამაში მოედნების პრობლემა. რა მდგომარეობაა ამჟამად?

- მოედნების საქმე ცუდადაა. სადაც ვვარჯიშობთ იქ მიწა ბეტონივითაა, თუ მოწვიმს ტალახდება. კვირაში ერთი სრულყოფილი ვარჯიში თუ ჩავატარეთ ისიც კარგია.


sad.gif

Posted by: Love The Sun 4 Apr 2011, 01:25
QUOTE (George:) @ 3 Apr 2011, 23:53 )

Love The Sun
disagree

რა ნაწილში ? smile.gif

ჩემის მოკრძალებული აზრით ანტი აღარაა ნაკრებისთვის ისეთი ძალა როგორიც 4 წლის წინ იყო smile.gif
გამოჩნდა ეგ წელს რამოდენიმე თამაშში.
თუმცა საჭირო კაცი ნამდვილადაა...

Posted by: George:) 4 Apr 2011, 01:33
Love The Sun


რა ვთქვა აბა..პორტებთან არ უთამაშია..რუსეთი ვერ ვნახე

რუმინეთთან მთლიანად გუნდმა ჩააგდო თამაში...ძნელია შეაფასო

ჩემი აზრით, მსოფლიოზე უნდა წავიდეს აუცილებლად

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Apr 2011, 09:27
QUOTE
სად წავიდა როხვაძე ჰო არ იცით ?


იტალიაში, პირად საქმეებზე, მუშაობა უნდა დავიწყოო

Posted by: Q10 4 Apr 2011, 09:59
Lukas & Nikos Mama
QUOTE
იტალიაში, პირად საქმეებზე, მუშაობა უნდა დავიწყოო


ეჰ დამთავრებულია მაგის სარაგბო კარიერა ...

Posted by: George:) 4 Apr 2011, 10:49
Lukas & Nikos Mama
QUOTE
იტალიაში, პირად საქმეებზე, მუშაობა უნდა დავიწყოო


sad.gif

ასეთიი ცუდი ხელფასებია "აია"-ში რომ ხალხი იტალიაში სამუშაოდ მიდის ? sad.gif

მე კიდე რო ოპტიმიზმით შევცქერი ქართული კლუბების მოფულიანებას sad.gif

Posted by: GIABAR 7 Apr 2011, 16:30

კიდევ არ გაკეთდა ქუთაისში რაგბის სტადიონი?, ცუდი ამბავია ისევ ვანში თამაში

Posted by: George:) 10 Apr 2011, 04:33
QUOTE
კიდევ არ გაკეთდა ქუთაისში რაგბის სტადიონი?, ცუდი ამბავია ისევ ვანში თამაში


არა, სამწუხაროდ sad.gif

აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი) 35:0

მომდევნო ტურებში უფრო დავინახავთ გუნდების რეალურ ძალას...ხარებმა ახლახანს დაიწყო მზადება, კატალიზატორად არ გამოდგება smile.gif

Posted by: GIABAR 14 Apr 2011, 14:00
აია თამაშების სტატისტიკას ვინვე აკეთებს ნეტავი? შემადგენლობა როგორი იყო, ქულები ვინ გააკეთა და ა.შ

Posted by: Sanko 15 Apr 2011, 00:30
George:)
და რატო არ მეთანხმები ანტილოპაზე? smile.gif

Posted by: George:) 16 Apr 2011, 15:22
Sanko
QUOTE
და რატო არ მეთანხმები ანტილოპაზე? smile.gif


აღარ მახსოვს...რამეზე არ დაგეთანხმე ? biggrin.gif
* * *
მოვიგეთ 3-21

კარგია...

ახლა მაინტერესებს ფავორიტებთან როგორ ვითამაშებთ


Posted by: Sanko 17 Apr 2011, 23:46
George:)
მაპატიე, შემშლია, შენ კი არა, "ლავ ზე სან" არ დამთანხმებია თურმე რაღაცაზე! smile.gif

Posted by: iverieli 18 Apr 2011, 10:55
აიაში რო გიორგაძე თამაშობს ეს ირაკლი გიორგაძე ხომარაა პატარა გლობუსა?

Posted by: dillinger 18 Apr 2011, 11:30
კი ეგააა,ჩამოიყვანეს საფრანგეთიდან

Posted by: iverieli 18 Apr 2011, 11:36
ძალიან კარგია, ეგეთი გამოცდილი ვეტერანები რომ ითამაშებენ ჩემპიონატის დონეც ამაღლდება თან მომავალი თაობა გამოცდილებას შეიძენს.

Posted by: GIABAR 18 Apr 2011, 16:32


აია წელს საჩემპიონო გუნდია ყველა მონაცემით - თუ შარშანდელივით ბოლოს არ აურიეს

Posted by: George:) 18 Apr 2011, 19:00
იმედია აქვსენტისაც ჩამოიყვანენ


არ ათამაშებენ კასტრში

Posted by: George:) 1 May 2011, 13:24
ესე იგი, აია თბილისში თუ არ თამაშობს, ვერ გაიგებ რა სასტავით ითამაშა ან ქულები ვინ დააგროვა


ვინმეს ჰო არ გაქვთ რამე ინფორმაცია ბოლო თამაშთან დაკავშირებით ?


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 May 2011, 13:40
გიორგი,
კლუბის საითი ხომ აქვთ?
პატრონი კი კავკაზუსი

აიყვანონ რაგბში ჩახედული ქუთათური მწერალ-ადმინი,
მისცენ ინტერნეთიანი ლეფთოფი, პატარა კამერაც
და მოიწყონ საითზე ყველაფერი

Posted by: George:) 1 May 2011, 13:54
Lukas & Nikos Mama
QUOTE
გიორგი, კლუბის საითი ხომ აქვთ? პატრონი კი კავკაზუსი

აიყვანონ რაგბში ჩახედული ქუთათური მწერალ-ადმინი, მისცენ ინტერნეთიანი ლეფთოფი, პატარა კამერაც და მოიწყონ საითზე ყველაფერი


ბატონო ზაალ..საქართველოში ყველა სპორტში ასეთი ტენდეციაა:

აკეთებენ საიტს და მთავრდება ამით sad.gif დიზაინი ჰქონიათ მთავარი და საიტს მოვლა და სულ ''ფორმაში ყოფნა'' რო სჭირდება, ეს არ იციან sad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 May 2011, 14:31
გამონაკლისია სპორტის ოფიციოზის საითი:
სულ ფორმაშია, მაგრამ დიზაინი ბანძი აქვს

Posted by: iverieli 5 May 2011, 17:59
ლოკომოტივი 18:21 აია
საღოლ აიას მაგარ ფორმაშია ჩემპიონობის ერთერტი კანდიდატი დაამარცხა

Posted by: Love The Sun 5 May 2011, 18:54
გილოცავთ გამარჯვებას ქუთ-აიელებო!
მაგარი გუნდი გყავთ წელს - იმედია შარშანდელი გამოცდილება არ დაავიწყდებათ და მეორე ტურშიც ისევე ითამაშებენ!

Posted by: K O R A D O 5 May 2011, 19:00
წელს აიას ჩემპიონობას ველით! გვინდა სიახლე smile.gif


Posted by: George:) 5 May 2011, 22:49
ამ მატჩის ოქმი მაინც არ გვაქ ? sad.gif


.........

Posted by: rugby 4 life 6 May 2011, 10:50
QUOTE
წელს აიას ჩემპიონობას ველით!

კაი იქნება...
თბილისელი კაცი ამ გუნდს ვგულშემატკივრობ!!!
P.S. ჩემი წინაპრები ქუთეისელები იყვნენ... smile.gif

Posted by: Sanko 6 May 2011, 13:56
მეც "აია"-ს ვგულშემატკივრობ ბავშვობიდან! წელს მხოლოდ ჩემპიონობას ველი და ძალიან მინდა რო საქართველოში სარაგბო ცენტრად ისევ ქუთაისი იქცეს. იქ უფრო უყვართ ეს სპორტი და უფრო იციან მისი ფასიც, რაც თაობებშია გამჯდარი, განსაკუთრებით 80-იანი წლებიდან მოყოლებული.

Posted by: rugby 4 life 6 May 2011, 18:11
QUOTE
ძალიან მინდა რო საქართველოში სარაგბო ცენტრად ისევ ქუთაისი იქცეს. იქ უფრო უყვართ ეს სპორტი და უფრო იციან მისი ფასიც, რაც თაობებშია გამჯდარი, განსაკუთრებით 80-იანი წლებიდან მოყოლებული.

+111111111
მეც მინდა... smile.gif

Posted by: Christian Cullen 6 May 2011, 19:03
მე ლელოს ჩემპიონობა მინდა biggrin.gif

ჰო მართლა აია-ლელო ისევ მალთაყვაზე იქნება??? თუ არ დამეზარა მოვაჯდები ფოთის მატარებელს და ჩამოვალ biggrin.gif

Posted by: Q10 6 May 2011, 23:44
Christian Cullen

რო არ გეზარება შენ რა !
ლელო ლელო საქართველო !

Posted by: Nacisti08 7 May 2011, 01:51
საღოლ აია
მასე გააგრძელეთ.

გილოცავთ გულშემატკივრებო.

Posted by: Christian Cullen 7 May 2011, 08:36
Q10


ეხლა ვნახე განრიგი, მაზეგ ყოფილა თამაში, ჰა ჰა აკადემიის საყურებლად თუ წავედი, ისიც იმ შემთხვევაშI თუ 6 საათზე იქნება თამაში, ჩემი ქუჩის მეზობელი ითამაშებ ბოლო-ბოლო და იმას მაინც ვუგულშემატკივრებ biggrin.gif


Posted by: java83 7 May 2011, 13:20
სინაურიძეს 7 ჯარიმა გაუტანია ლოკომოტივისათვის spy.gif

90-იანია თან

ასე გააგრძელე ჭაბუკო sa.gif

Posted by: mokheve 7 May 2011, 19:09
QUOTE
სინაურიძეს

კარგი ბიჭია ძალიან თავის დროზე კაპიტნობდა ვიცი ... მგონი საფრანგეტსჰიც იყო 2 წლის წინ.

Posted by: George:) 10 May 2011, 22:49
გილოცავთ ლელოს დამარცხებას!


ისე, რეგულარულში შარშანაც ასე შთამბეჭდავად ვითამაშეთ....

მთავარია ფლეი-ოფებში რა იქნება

Posted by: tamunak 10 May 2011, 23:02
შევარდენის სტადიონი თბილისში სადაა ხომ არ იცით?

Posted by: VMT 11 May 2011, 08:06
tamunak
შევარდენის მოედანი არის ხმელნიცკის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიასთან, 31-ე ქარხნისკენ. მოედანზე მისვლა შეიძლება ძირითადად ისნიდან ან ორთაჭალიდან.

Posted by: Christian Cullen 11 May 2011, 08:26
tamunak

ანაც კოლმეურნეობის ბაზრიდან გადის 120 ნომერი, გადახვალ თუ არა გზის მეორე მხარეს, იქვე დგას.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 May 2011, 09:29
კოლ მოედნიდან მიდის ყვითელი 55
ისნის მეტროდან მიდის ყვითელი 72 და 40’თეთრა მარშრუტულიც

რუსული ეკლესიის შემდეგ მეორე გაჩერებაა = მძღოლებმაც იციან = სტადიონიო

Posted by: tamunak 11 May 2011, 16:13
VMT
Christian Cullen
Lukas & Nikos Mama

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: George:) 13 Jun 2011, 19:23
ცუდია, რომ ნაკრების თამაშები ჩემპიონატს ემთხვევა

ძაან ზარალდება აია smile.gif

ამ სტადიონს კიდე რა ვერ მოაბეს თავი

http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/14257-mizani-chempinoba-problema-stadioni.html

საინტერესო ინტერვიუა....

ნეტა ბაზა მართლა აშენდება თუ პიარია ? mo.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Jun 2011, 20:06
გიორგი
ძაან უცნაური ქალაქი გაქვთ

არსად არაა ანტი-რაგბული ლობი ეგრე მაგარი, როგორც თქვენთან

ეგრე იყო 60-იან წლებშიც
სანამ 80-იანში არ გამოჩნდა ღვთისნიერი კაცი - რომან ბეჟუაშვილი

Posted by: George:) 16 Jun 2011, 11:04
Lukas & Nikos Mama

რას გულისხმობთ ბატონო ზაალ ?

ადგილობრივი ხელისუფლება უშლის ხელს რაგბის განვითარებას ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jun 2011, 12:01
ხელისუფლება + ავტორიტეტები + ქურდები + მეფულეები (არა’ჯიხურისა) +
იუზა ლოსაბერიძის ეპოქის მოტრფიალე ძირძველი ქუთათურები

@

Posted by: OSTAP 16 Jun 2011, 12:14
ra mxriv zaal batono? martla ar vici eg sakitxi da sakmaod saintereso temaa. !!

Posted by: Love The Sun 16 Jun 2011, 12:17
OSTAP
მე როგორც მივხვდი - "ბურთი მრგვალია და არა ოვალური" -ს მიმწოლ ხალზეა საუბარი smile.gif

Posted by: OSTAP 16 Jun 2011, 12:24
sportuli kuteisistvis tu kide mrgvalia XX saukinis 80-ianebis mere da sagol magat. Megreladzes tavi nu moushalos gmertma biggrin.gif biggrin.gif

Posted by: George:) 16 Jun 2011, 16:48
Lukas & Nikos Mama
QUOTE
ავტორიტეტები + ქურდები ) +


სდღა არიან biggrin.gif წამლად რო გინდოდეს ვერ იშოვი biggrin.gif

QUOTE
ხელისუფლება


შაშიაშვილის ზეობაში რაგბის კი არა, არაფერს არ ახარებდნენ...ბილ გეითსი რო ჩამოსულიყო და ეთქვა კაპიტალი მინდა ჩავდო აქო, დაიჭერდნენ

ახლა არ ვიცი რა ხდება

ყოველ შემთხვევაში, კალათბურთს მიხედეს, აია ჩემპიონობისათვის იბრძვის....ტორპედო გაისად ჩემპიონობისათვის იბრძოლებს

ტრადიციულად ბალახის ჰოკეიც ცოცხლობს biggrin.gif ხელბურთშიც საკმაოდ კაი გუნდი ჰყვავთ...ბრინჯაოს აიღებენ ალბათ

Posted by: George:) 23 Jun 2011, 15:39
http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/legionerebi/14961-zurab-zhvania-stad-fransem-miitsvia.html

ჟვანია მიჰყავს სტად ფრანსეს

დიდი დანაკლისია...იმედია, მეტი დანაკლისი აღარ იქნება, თორე ჩემპიონობისათვის ბრძოლა გაგვიჭირდება mo.gif

Posted by: Monsieur 23 Jun 2011, 15:49
ფაქტია რო სწორედ მიდის მენეჯმენტი ჯერ-ჯერობით

Posted by: dxm1 26 Jun 2011, 23:18
ძალიან დიდი ტრადიციები აქვს აიას. იმედია ძველებურად გაიბრწყინებს

Posted by: iverieli 30 Jun 2011, 21:07
ქუთაისის “აიამ”, უახლოესი მდევარი თბილისის “არმია”, დაძაბულ ბრძოლაში 17:15

ვულოცავ აიას ამ გამარჯვებას,
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=22199&lang=1

Posted by: Love The Sun 30 Jun 2011, 22:21
გილოცავთ არმიის დამარცხებას.
ბაირამას ამბავი კი ძალიან მაგრად გამიტყდა...
ეგ იყო არმიის გული. იმედია იპოვნიან ღირსეულ შემცვლელს და განაგრძობენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

Posted by: dillinger 30 Jun 2011, 23:39
ეუფ ეს რა მოსვლია ბაირამას ცუდი ამბავია

Posted by: mokheve 1 Jul 2011, 00:47
რა მხოდა ბაირამა ვინაა??? ქუთაისურ რაგბში ვერ ვერკვევი მაინცდამაინც დიდად ვერც ლოკოში

Posted by: Love The Sun 1 Jul 2011, 01:05
mokheve
არმიას ყავდა 10ზე smile.gif



--------------------------------------------------------------------------

Posted by: mokheve 1 Jul 2011, 01:09
Love The Sun
და რა მხოდა ცუდი რა მოუვიდა??? დაიმტვრა ტუ ??

Posted by: Christian Cullen 1 Jul 2011, 08:16
როგორ მინდოდა ამ თამაშის ყურება, მაგრამ ეტყობა საქართველოს ჩემპიონატის ტრანსლირებაც ისეთივე პრობლემატურია, როგორიც ჩვენი 6 ერში შეშვება

Posted by: Q10 1 Jul 2011, 09:38
Love The Sun

ლუკა რა მოუვიდა ბაირამას ?
10 ნომერზე ვინმე უნდა იპოვონ სასწრაფოდ თორე ისე ვატყობ მალე მომიწევს მაგ გუნდის ,ჩემდა უნებურად,გულშემატკივრობა
მიზეზი : ალექსა

Posted by: dillinger 1 Jul 2011, 11:10
ჩეჩენა ყავთ მაგრამ დამტვრეულიააა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jul 2011, 11:50
ბაირამა თორმეტზე იდგა = კომისარმა ეგრე მითხრა

Posted by: Q10 1 Jul 2011, 11:51
Lukas & Nikos Mama
QUOTE
ბაირამა თორმეტზე იდგა = კომისარმა ეგრე მითხრა


და რა დაემართა ძია ზაალ ?

Posted by: dillinger 1 Jul 2011, 12:07
ფეხი მოიტეხა მაგრაააო,ეგრევე საავადმყოფოში წაიყვანეს

Posted by: rugby 4 life 1 Jul 2011, 12:08
QUOTE
და რა მხოდა ცუდი რა მოუვიდა??? დაიმტვრა ტუ ??

ფეხი მოუტეხია... sad.gif

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=22199&lang=1

Posted by: mokheve 1 Jul 2011, 12:29
QUOTE
ფეხი მოუტეხია... 

აუუ sad.gif((

QUOTE
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=22199&lang=1

არ წამიკითხავს გუშინ გასაგებია sad.gif((

Posted by: Danke 2 Jul 2011, 01:50
ბაირამა 12 ზე იდგა და ფეხი მოიტეხა , წვივის და გოჯის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, დღეს ოპერაციაც გაუკეთდა , ნორმალურად არის , ცოტა ტკივილები კი აქვს მაგრამ იმედია დაგვიბრუნდება რაც შეიძლება მალე.

10 ზე სულ არ გვიჭირს , ელიზბარა გვყავს და ნუცუბა . ჩეჩენაც ხოდზე მოდის უკვე , ასე რომ "არ ინერვიულოთ "


აიას ვულოცავ , მაგრამ იქ ყველამ დაინახა ვინ რა თამაში ითამაშა და სეზონის ბოლოს ვნახავთ ნამდვილ ჩემპიონს

Posted by: Q10 2 Jul 2011, 10:17
Danke

ბაირამა შემეცოდა
10-ზე ასე თუ ისე ნორმალურად იდგა

ალექსა მართლა გადაიბირეთ , მოხევეზე ვამბობო,თუ ჭორია ?

Posted by: STRONGMAN 2 Jul 2011, 12:05
Danke
QUOTE
ბაირამა 12 ზე იდგა და ფეხი მოიტეხა , წვივის და გოჯის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, დღეს ოპერაციაც გაუკეთდა , ნორმალურად არის , ცოტა ტკივილები კი აქვს მაგრამ იმედია დაგვიბრუნდება რაც შეიძლება მალე.

10 ზე სულ არ გვიჭირს , ელიზბარა გვყავს და ნუცუბა . ჩეჩენაც ხოდზე მოდის უკვე , ასე რომ "არ ინერვიულოთ "


აიას ვულოცავ , მაგრამ იქ ყველამ დაინახა ვინ რა თამაში ითამაშა და სეზონის ბოლოს ვნახავთ ნამდვილ ჩემპიონს

კი მართლა ყველამ დაინახა უსაპნოდ რომ უძვრება უკვე ყველა მსაჯი არმიას smile.gif არმის 8 ნომერმა აშკარად ჩარტყა ხელი კრაინს და 3 მსაჯის გარდა ყველამ შეამჩნია smile.gif მიუხედავად ამისა აი გარანტიას გაძლევ ამ ცხოვრებაში არმია ააიას ვერ მოუგებს biggrin.gif 1 კაცი იყო შეცვლაზე შერკინებიდან სულ და მაინც ვერ მოიგეთ და აწი უფრო თუ წაკგებთ smile.gif

Posted by: crusaders 2 Jul 2011, 12:25
მიხარია აიას წარმატება მასე გააგრძელეთ


Posted by: Danke 2 Jul 2011, 15:12
STRONGMAN
QUOTE
კი მართლა ყველამ დაინახა უსაპნოდ რომ უძვრება უკვე ყველა მსაჯი არმიას  არმის 8 ნომერმა აშკარად ჩარტყა ხელი კრაინს და 3 მსაჯის გარდა ყველამ შეამჩნია  მიუხედავად ამისა აი გარანტიას გაძლევ ამ ცხოვრებაში არმია ააიას ვერ მოუგებს  1 კაცი იყო შეცვლაზე შერკინებიდან სულ და მაინც ვერ მოიგეთ და აწი უფრო თუ წაკგებთ

მსაჯზე შეგნებულად არაფერი ვთქვი . ორივე გვერდითი ქუთაისელი იყო . მიუხედავათ ძალიან ცუდი მსაჯობისა მაინც არ ვაბრალებ მსაჯს წაგებას , უბრალოდ იმ დღეს ქუთაისს გაუმართლა თან ძალიან .
შენ მე ვერაფრის გარანტიას ვერ მომცემ ჩემო კარგო და სანამ მაგ სიტყვებს იტყვი კარგად დაფიქრდი . თამაშის მიმდინარეობას თუ კარგად დააკვირდი და ობიექტურად და რეალურად თუ იმსჯელებ მიხვდები რატომაც გაუმართლა ქუთაისს .



Q10
QUOTE
ბაირამა შემეცოდა
10-ზე ასე თუ ისე ნორმალურად იდგა

ალექსა მართლა გადაიბირეთ , მოხევეზე ვამბობო,თუ ჭორია ?


ბაირამა უკვე კარგად არის და სავარაუდოდ 3 თვეში დაიწყებს ვარჯიშს .

ალექსამ ითამაშა ქუთაისთან და ყვითელიც მიიღო

Posted by: STRONGMAN 2 Jul 2011, 23:42
Danke
რაგბთან თუ რამე კავშირი გაქვს უნდა მიხვდე რომ შერრკინებაში 1 კაცი რომ ყავს გუნდს ზამენა იმას უნა მოუგო smile.gif და მორჩა მანდ ლაპარაკი

Posted by: Q10 2 Jul 2011, 23:47
STRONGMAN

გეთანხმები იმაშI რომ მსაჯები არმიას ხშირ შემთხვევაში უდგებიან ხოლმე და ეს ბუნებრივია
ფული მაგათ აქვთ და


Danke
ალექსას თამაში გამიხარდა
მომიწევს თქვენი გულშემატკივრობა
მარა ლელო მაინც ჩემპიონია

Posted by: Love The Sun 3 Jul 2011, 00:17
ქოქოსა? სად თამაშOბს ახლა? რომელ კლუბშია?

Posted by: Danke 3 Jul 2011, 02:09
STRONGMAN
QUOTE
რაგბთან თუ რამე კავშირი გაქვს უნდა მიხვდე რომ შერრკინებაში 1 კაცი რომ ყავს გუნდს ზამენა იმას უნა მოუგო  და მორჩა მანდ ლაპარაკი

11 ნომერი მე ვიყავი , თითქმის გაწყვეტილი კუნთით ვითამაშე .

შერკინებაში მოგაწექით მეტი რა უნდა ექნა შერკინებას ?

Q10
QUOTE
გეთანხმები იმაშI რომ მსაჯები არმიას ხშირ შემთხვევაში უდგებიან ხოლმე და ეს ბუნებრივია
ფული მაგათ აქვთ და

ლოგიკას ვერ ვხედავ მე შენს ნათქვამში. სად ფული სად მსაჯი , ნაროს ეგ ვინმემ რომ უთხრას მოაჭრის ორივე ფეხს

ფედერაციაში ბევრს. ამ ფორუმზე უმრავლესობას და მსაჯთა მთელ ბრიგადას არმია გულზე რომ არ ეხატებათ ახალი ამბავი არ არის .

QUOTE
ქოქოსა? სად თამაშOბს ახლა? რომელ კლუბშია?

ლელო

Posted by: STRONGMAN 3 Jul 2011, 13:14
Danke
QUOTE
STRONGMANQUOTE
რაგბთან თუ რამე კავშირი გაქვს უნდა მიხვდე რომ შერრკინებაში 1 კაცი რომ ყავს გუნდს ზამენა იმას უნა მოუგოდა მორჩა მანდ ლაპარაკი


11 ნომერი მე ვიყავი , თითქმის გაწყვეტილი კუნთით ვითამაშე .

შერკინებაში მოგაწექით მეტი რა უნდა ექნა შერკინებას ?

მდა..
1.შერკინება მარტო მოწოლა არაა უპირადესობა უნდა შეგექმნათ დასვენებული სხვატკის ხალხის ხარჯზე აუტში მოლში შეტევებში
2. აქ ვინც პოსტავს ბევრი იყო მაგ თამაშზე და იცის ვინ ვის მიაწვა 2 შერკინება მოიგეთ ზუსტად

Posted by: Danke 3 Jul 2011, 14:00
STRONGMAN
QUOTE
მდა..
1.შერკინება მარტო მოწოლა არაა უპირადესობა უნდა შეგექმნათ დასვენებული სხვატკის ხალხის ხარჯზე აუტში მოლში შეტევებში
2. აქ ვინც პოსტავს ბევრი იყო მაგ თამაშზე და იცის ვინ ვის მიაწვა 2 შერკინება მოიგეთ ზუსტად

რისი დანახვაც შენ გინდოდა ალბათ ის დაინახე იმ თამაშზე . უპირატესობა ჩვენ თუ ვერ შევქმენით აბა რატო იცავდა 5-6 ჯერ ჩათვლის მოედანთან თავს აია თან რამდენიმე წუთი. პროსტა ნარომ თვალები დაიბრმავა იმ დღეს

Posted by: Q10 3 Jul 2011, 14:05
Danke
QUOTE
პროსტა ნარომ თვალები დაიბრმავა იმ დღეს


ეტყობა არ იყო დასადები ჯარიმები თორე დადებდა ...
ვითომ რატო უნდა ქონდეს არმიის ჯინი ?

მსაჯს ნუ აბრალებთ წაგებას
ჯერ შეუთამაშებელი გუნდი ხართ და ნელ–ნელა აეწყობით
1 წლის გუნდი ჩემპიონატს ვერ მოიგებს


QUOTE
ბა რატო იცავდა 5-6 ჯერ ჩათვლის მოედანთან თავს აია


ეგ მას არ ნიშნავს რო მოუგეთ შერკინება
მე არ ვყოფილვარ თამაშზე და ვინც იყო იმან დაწეროს

Posted by: STRONGMAN 3 Jul 2011, 14:10
მოკლედ

ასეთი რამე პირველად ვნახე

ხალხო ვინმე არიყავით აქედან თამაშზე ? biggrin.gif რამდენჯერ წააგო შერკინება არმიამ ?

Posted by: Danke 3 Jul 2011, 14:30
Q10
QUOTE
ეტყობა არ იყო დასადები ჯარიმები თორე დადებდა ...
ვითომ რატო უნდა ქონდეს არმიის ჯინი ?

მსაჯს ნუ აბრალებთ წაგებას
ჯერ შეუთამაშებელი გუნდი ხართ და ნელ–ნელა აეწყობით
1 წლის გუნდი ჩემპიონატს ვერ მოიგებს

მოიცა რა ჯიგარო, ერთხელ და ორჯერ არ დაუდია აქამდე ? თუ რისი თქმა გინდა ახლა შენ

"ვითომ რატომ" და ასეთი ლაპარაკი ბავშვობაა და მეტი არაფერი

ჩემი პოსტები წაიკითხე ზემოთ და ნახავ კარგად რომ მსაჯს არ ვაბრალებ წაგებას , წინა პოსტებშიც ვთვი ეგ .

ვინ მოიგებს ჩემპიონატს ეგ შემოდგომაზე გაირკვევა და წინასწარ არაფრისმომცველი პროგნოზები და ჩვენზე ხაზის გადასმა უაზროდ მეჩვენება





QUOTE
ეგ მას არ ნიშნავს რო მოუგეთ შერკინება
მე არ ვყოფილვარ თამაშზე და ვინც იყო იმან დაწეროს


კარგად წაიკითხე რა პასუხი გავეცი.

"უპირატესობა ვერ გააკეთეთო აუტში , მოლში , შეტევებშიო " - ამაზე ვუპასუხე

Posted by: Q10 3 Jul 2011, 15:09
QUOTE
ვინ მოიგებს ჩემპიონატს ეგ შემოდგომაზე გაირკვევა

Danke

პაჟივიომ უვიძიმ

ეგ ჩემი აზრია მხოლოდ და არა პროგნოზი
1 წლის შექმნილი გუნდი ვერ გახდება პირველივე წელს ჩემპიონი


Posted by: Nacisti08 4 Jul 2011, 19:35
რა უნდა მეკითხა.

აიას მაისურის ფერები ძაან გავს "კავკასუს ონლაინის" ლოგოს ფერებს, გავს კიარადა თითქმის ეგაა.
და სპონსორია? თუ საიდან დააჯინეს ეს ფერები ასე?

http://imageshack.us/photo/my-images/803/5465b27dc38f4782a69b741.jpg/

Uploaded with http://imageshack.us



რაცხაა ცოტა შეუფერებელი კია აიასთვის
ტორპედოს ლოგოსი (ცხვრებს რომ გვირგვინი უჭირავთ) არ იყოს.

მწვანე ფორმები რომ ჰქონდათ ოქროსფრით გაწყობილი აი ეგ კაი იყო.

Posted by: N1ka 4 Jul 2011, 20:06
კი კავკასუს ონლაინია სპონოსრი მაიკაზეც აწერიათ ზუსტად ფერების გადაკვეთის წერტილში თუ კარგად დააკვირდებით ჩანს ამ ფოტოზეც

Posted by: dxm1 6 Jul 2011, 00:14
სირცხვილია, რომ აია ფოთში თამაშობს... სტადიონი გაუკეთეთ თქვე ფარჩაკებო გუნდს! შადრევანი და პალმა გაიკეთეთ უკან! უკუღმა რომ აკეთებთ ყველაფერს sa.gif

Posted by: Nacisti08 6 Jul 2011, 01:51
QUOTE
სტადიონი გაუკეთეთ თქვე ფარჩაკებო გუნდს

+1

QUOTE
შადრევანი და პალმა გაიკეთეთ უკან!

+1


პ.ს.
რა კოპწია სტადიონია უნივერსიტეტის უკან ტაბიძის ქუჩაზე.
მაგას რომ ვინმე ხელს შეავლებდეს.
სკამები ორივე მხარესა, დაჟე პირდაპირ რომ ბეტონის სკამებია იქ გადახურული ლოჟასავითაც მოეწყობოდა.
აქეთ ის მწვანე (ბოლოს ეგ ფერი მახსოვს) რკინის სკამები სრულიად საკმარისი იქნებოდა აიას ნამდვილი გულშემატკივრებისთვის.

მახსოვს სკოლიდან გავიპარეთ (მე-9 სკოლა) და მანდ აიელი და უკრაინელი რომელი გუნდი იყო აღარ მახსოვს. ვეტერანი მორაგბეების თამაშს ვუყურეთ

Posted by: Christian Cullen 6 Jul 2011, 08:34
კიდევ ერთხელ გავარტყი ქართულ მაუწყებლობას, მატჩებს რომ არ გვიჩვენებს

Posted by: crystalman 6 Jul 2011, 23:56
დიდი იმედი მაქვს რომ აია ამ ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს,

Posted by: George:) 26 Sep 2011, 00:45
ქუთაისის ''დინამოს'' სტადიონი გააკეთესო

იქ ითამაშებენ აწი

რა დონეზეა გაკეთებული არ ვიცი....თუ ჩავედი, შევივლი აუცილებლად და გადავუღებ სურათებს

თუ ვინმეს მოგეპოვებათ, დადეთ ნუ მოგერიდებათ biggrin.gif

Posted by: QUT7 27 Sep 2011, 05:48
George:)
ეეხ ბავშვობა მაგ სტადიონზე მაქ გატარებული...მშვენიერი სტადიონია კოხტა თუ გააკეთეს კარგია ამ ეტაპისათვის რომ ბიჭებმა ფოთში არ იარონ.....

Posted by: ფალკონე: 7 Oct 2011, 22:00
8 ოქტომბერი
ქუთაისი დინამოს სტადიონი 17 საათი
აია Vs ყოჩები


სააბოლოოდ გადაწყდა რო ქუთაისში დინამოს სტადიონზე ითამაშებენ

მაგრამ ეხლა კითხვა მაქვს mo.gif

კილაძეზე რატომ ვერ ითამაშებენ ?

დავიწყო ხო ვისოლის გინება ? mo.gif

ის ამბავი ვიცი ,რატომაც მოუწიათ თავიდან ფოთში წასვლა ,მაგრამ მაგ სასჯელის ვადა ხო ამოიწურა

და რატო დინამოზე ?



Posted by: Shotiko75 8 Oct 2011, 21:38
http://s004.radikal.ru/i206/1110/fe/a6e40734b0d6.jpg
განახლებული დინამოს სტადიონი

Posted by: java83 13 Oct 2011, 13:40
ფალკონე:
QUOTE
კილაძეზე რატომ ვერ ითამაშებენ ?


მორაგბეები იმსახურებენ საკუთარ სტადიონს მგონი..თან, რაგბი და ფეხბურთი ერთად არ გამოდის..კარგი მინდვრის შენარჩუნება შეუძლებელია

Shotiko75

გაიხარე სურათისათვის

მინდორი ნორმალური ჩანს..ხალხიც ბლომადაა


წელს ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატი აიაა...არმიას მსაჯები თუ არ დაეხმარებიან

Posted by: Love The Sun 13 Oct 2011, 16:14
java83
არაა ეგრე საქმეები რა.
დახმარება რო ნდომებოდათ აკადემიასთან დაეხმარებოდნენ მსაჯები არმიას smile.gif
მე მგონია რომ წელს არმია და აია ერთი დონის გუნდებია, ხოლო მომავალ წელს კი არმია აჯობებს smile.gif

Posted by: ფალკონე: 13 Oct 2011, 16:58
java83
QUOTE
მორაგბეები იმსახურებენ საკუთარ სტადიონს მგონი..თან, რაგბი და ფეხბურთი ერთად არ გამოდის..კარგი მინდვრის შენარჩუნება შეუძლებელია

როგორ არ იმსახურებს
მართლა იმსახურებს
საქმე იმაშია ,რომ დინამოს სტადიონზე უკეთეს იმსახურებს : )


QUOTE
რაგბი და ფეხბურთი ერთად არ გამოდის..კარგი მინდვრის შენარჩუნება შეუძლებელია

ამაში ვერ დაგეთანხმები
საფრანგეთის ბევრ სტადიონზე რაგბის კლუბებიც თამაშობენ და ფეხბურთის : )
ზოგჯერ ფეხბურთს რომ ვუყურებ მკრთალად ,მაგრამ მაინც ეტყობა რაგბისთვის დახაზული ადგილები

Posted by: rugby 4 life 13 Oct 2011, 18:22
ფალკონე:
QUOTE
საქმე იმაშია ,რომ დინამოს სტადიონზე უკეთეს იმსახურებს : )

ამაზე უკეთესი სტადიონი უკვე შენდება ქუთაისში და ეს არის დროებითი სანამ ის აშენდება...
ამბობენ ეს იქნება საუკეთესო სარაგბო სტადიონი (ჯერ ცოტაა, მაგრამ ყვლე რომ დასრულდება რაც გეგმაშია მათ შორის)

Posted by: wrangler7 13 Oct 2011, 19:16
არ წამიკითხავს წინა პოსტები მაგრამ სტადიონი კიდევ არა აქვს ამ გუნდს? ხან ვანში თამაშობენ და ხან სად,დაპირებები იცოცხლე იმდენი აქვთ mad.gif

Posted by: Sanko 14 Oct 2011, 11:51
George:)
ერთი რაღაც კაცო smile.gif
ეს სათაური საბჭოთა კავშირის დროს რო გაგეკეთებინა, კი იქნებოდა ხატოვანი, მაგრამ ეხლა ქუთაისისთვის ცოტა ნიტოა რა! მეორე ქალაქია საქართველოში და სხვებმა რაღა თქვან მაშინ! რა პატარას კომპლექსი ქუთაისელებს, ჩემპიონები უნდა გახდეთ ამ სეზონში! მეც აიას ვგულშემატკივრობ! smile.gif

Posted by: crusaders 14 Oct 2011, 11:57
QUOTE
ჩემპიონები უნდა გახდეთ ამ სეზონში! მეც აიას ვგულშემატკივრობ!

მეც

ყველანაირად მზად არიან ამისთვის + იმსახურებენ

Posted by: ALE-777 14 Oct 2011, 16:41
აიას თამაშების განრიგი იქნებ დაწეროთ ვინმემ : )

Posted by: Danke 14 Oct 2011, 23:14
java83
QUOTE
.არმიას მსაჯები თუ არ დაეხმარებიან

ფლეიოფში ფრანგი მსაჯები იქნებიან და მერე არ მოიგონოთ კიდევ სხვა რამე მიზეზები smile.gif)))
Love The Sun
QUOTE
მე მგონია რომ წელს არმია და აია ერთი დონის გუნდებია, ხოლო მომავალ წელს კი არმია აჯობებს

ჯერ მინიმუმ 4 თამაში გვაქ სათამაშო ამ სეზონში , არმია-აია ოთხჯერ გაიმართება , შესაძლებელია 5-ჯერაც თუ რომელიმე გუნდმა დიდი ნახევარფინალი დათმო და შემდეგ მცირე ნახევარფინალში მოგებულს მოუგო. ამის მერე მივხვდებით ვინ რა დონის გუნდია , ახლა დასკვნები ნაადრევია

Posted by: George:) 15 Oct 2011, 23:44
Sanko
QUOTE
ეს სათაური საბჭოთა კავშირის დროს რო გაგეკეთებინა, კი იქნებოდა ხატოვანი, მაგრამ ეხლა ქუთაისისთვის ცოტა ნიტოა რა!


ქართული საზომებით მართალი ხარ, შეუსაბამოა, მაგრამ აიას მიღწევებს საბჭოთა კავშირში კარგად უხდება


ზუსტი სტატისტიკა არ მიძებნია, მაგრამ ქუთაისი ალბათ ერთ-ერთი (ყველაზე თუ არა) პატარა ქალაქი იქნება, რომელსაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოუგია (გუნდურ სათამაშო სახეობებში)

Posted by: ALE-777 21 Oct 2011, 21:38
გულშემატკივრების მხარდაჭერა გამარჯვების წინაპირობად უნდა იქცეს

user posted image

შაბათს რაგბის გულშემატკივართა ყურადღება ქუთაისისკენ იქნება მიმართული, სადაც, რეგულარული ჩემპიონატის პირველ–მეორე ადგილოსნები ,,აია“ და ,,არმია“ ერთმანეთს ,,მცირე ფინალში“ დაუპირისპირდებიან. ქუთათურებს დიდი ხანია ტიტული არ მოუპოვებიათ და წლეულს წარმატების კარგი შანსი აქვთ. გულშემატკივრები შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან და უნდა ვივარაუდოთ, რომ ქუთაისის ,,დინამოს“ სტადიონზე სრული ანშლაგი იქნება. ,,აიასა“ და ,,არმიას“ პრინციპული დაპირისპირების თაობაზე ქუთაისური გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელს კობა გიორგაძეს ვესაუბრეთ.

–როგორ ემზადებით ,,არმიასთან“ მატჩისთვის?


–ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ,,არმიასთან” საბრძოლველად განსაკუთრებულად ვემზადებით. 1997 წლის შემდეგ ,,აია“ ნახევარფინალში არ ყოფილა. წლეულს ეს შევძელით და უფრო მეტის მიღწევაც გვინდა. ვეცდებით, დიდი ფინალის საგზური შაბათსვე მოვიპოვოთ.

–გუნდში როგორი მდგომარეობაა, დანაკლისი ხომ არ გაქვთ?

–შესაძლოა ირაკლი ჩხიკვაძე გამოგვაკლდეს, რომელსაც კუნთი აქვს დაჭიმული, სხვა ყველა მწყობრშია და მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

–გასულ შაბათს ,,არმიასთან“ ჩემპიონატის ბოლო ტურში დამარცხდით, ალბათ, იმ მატჩში ორივე გუდმა ერთმანეთს ძლიერი მხარეები დაუმალეთ...

–ვერ ვიტყვი, რომ იმ მატჩში მეტოქემ რაიმე დაგვიმალა. არმიელებმა ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს. ისინი რიცხობრივად ჩვენზე მეტი არიან და როტაციის საშუალება აქვთ. ,,აიას“ მათთან შედარებით პატარა სათადარიგოთა სკამი აქვს. ჩვენ მთელ სეზონს 28 მორაგბით ვატარებთ და პრინციპული მატჩის წინ წამყვან მორაგბეებს დასვენების საშუალება მივეცით.

–ალბათ, მეტოქე კარგად გყავთ შესწავლილი. მის დადებით და უარყოფით მხარეებზე რას იტყვით?

–სამწუხაროდ, რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლიაცია არ ხდება, ამიტომ ვიდეოფირების მოპოვება ძალიან რთულია. მეტოქის თამაში შეძლებისდაგვარად შესწავლილი გვაქვს. ,,არმიას“ რამდენიმე თამაშს დავაკვირდით და მისი ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად ვიცით. ყველანაირად ვეცდებით მათი მინუსების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას. კონკრეტულად რას შევთავაზებთ მეტოქეს, ამაზე წინასწარ თქმა არ შემიძლია. ყველაფერს თამაში დაგვანახებს.

–როგორც იქნა ,,აიას“ ქუთაისში თამაშის საშუალება მიეცა. ,,ყოჩებთან“ მატჩში ,,დინამოს“ სტადიონი ბოლომდე იყო გავსებული. ალბათ, მომავალ შეხვედრაშიც ,,აიას“ ერთ–ერთი მთავარი პლუსი გულშემატკივართა მხარდაჭერაც იქნება...

–ძალიან კარგია, რომ ასეთ გადამწყვეტ თამაშს ქუთაისში ვატარებთ. გულშემატკივართა მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა გამარჯვების ერთ–ერთი წინაპირობაც გახდეს. ქუთაისში ამ მატჩს მოუთმენლად ელიან, ,,არმიასაც“ ეყოლება თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და დარწმუნებული ვარ ორივე ტრიბუნა ბოლომდე შეივსება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქომაგი შინ გახარებული გავისტუმროთ.

+__________________________________________________+

დარწმუნებული ვარ სტადიონი შეივსება და ფინალში გავალთ !


იმედია მოვიგებთ !

http://www.aia-rugby.ge/index.php?id=336&lang=geo#up

Posted by: ლ.დანელია 22 Oct 2011, 11:21
უნდა მოვიგოთ დღეს აუცილებლად, გადაივსება სტადიონი ეჭვიც არ მეპარება, დიდი მოლოდინია ამ მატჩისადმი ქუთაისში.

Posted by: Q10 22 Oct 2011, 11:31
დანელია
QUOTE
უნდა მოვიგოთ დღეს აუცილებლად, გადაივსება სტადიონი ეჭვიც არ მეპარება, დიდი მოლოდინია ამ მატჩისადმი ქუთაისში.


აბა თქვენ იცით ქუთათურებო

თუ ლელომაც მოიგო და არმია-ლელო იქნა მცირე ფინალი , აი მერე უკვე აღარ ვიცი ვის მხარეს ვიქნები
ლელოში-ქოქოსააა
არმიაში -ალექსა

Posted by: ლ.დანელია 22 Oct 2011, 11:51
Q10
QUOTE
აბა თქვენ იცით ქუთათურებო


გაიხარეთ 2kiss.gif

რა უნდა გკითხოთ ეხლა, ზუსტად ვერ ამიხსნით ამ ჩემპიონატის სისტემას? ანუ რამდენ მოგებამდეა ეს ნახევარფინალები, ფინალში როგორ გაირკვევა გამარჯვებული და ა.შ.


Posted by: Q10 22 Oct 2011, 12:10
დანელია
QUOTE
გაიხარეთ 

რა უნდა გკითხოთ ეხლა, ზუსტად ვერ ამიხსნით ამ ჩემპიონატის სისტემას? ანუ რამდენ მოგებამდეა ეს ნახევარფინალები, ფინალში როგორ გაირკვევა გამარჯვებული და ა.შ


ავსტრალიური სისტემაა მოკლედ
1-2 ადგილზე გასულები ხვდებიან ერთმანეთს , საიდანაც მოგებული პირდაპირ გადის ფინალში , ხოლო წაგებული , მცირე ფინალში ეთამაშება , 3-4 ადგილზე გასულებს შორის გამარჯვებულს და მოგებული გადის ფინალში

ანუ მოდი ეხლა მაგალითზე გეტყვი ადვილად რო მიხვდე :
აია-არმია , ვთქვათ მოიგო აია -მ , ეგრევე გავა ფინალში
ლელო-ლოკომოტივი მოიგო ლელომ
ლელო შეხვდება არმიას მცირე ფინალში .ამათში მოგებული კი შეხვდება დიდ ფინალში უკვე გასულ აიას


Posted by: ლ.დანელია 22 Oct 2011, 12:15
Q10

უღრმესი მადლობა 2kiss.gif

ესე მარტივად და ზუსტად არავის აუხსნია, ერთმა ისიც კი მითხრა 3 მოგებამდეაო დაპირისპირებაო biggrin.gif

მოგიყვებით თამაშის პერიპეტიებს რომ მოვალ და ფოტომასალაც იქნება ალბათ.

Posted by: Q10 22 Oct 2011, 12:20
დანელია
QUOTE
მოგიყვებით თამაშის პერიპეტიებს რომ მოვალ და ფოტომასალაც იქნება ალბათ.


ფოტოები კარგი იქნება

Posted by: Nacisti08 22 Oct 2011, 17:00
დადეთ რა ანგარიში ძმურად რა ხდება აია არმიის თამაშზე

პირველი ტაიმი დამთავრდებოდა უკვე.

ვერ ვუყურებ ვერსად და არც ვინმე წერს

პირველი არხი და ქართული არხები არ დამიძებნია, თუმცა რა აზრი აქვს მაგათ ივანიშვილი რა ხმაზე გააკუებს ის ურჩევნიათ გააშუქონ ვიდრე ქართული სპორტი

არ ვარ საქართველოში.

Posted by: Wild Thing 22 Oct 2011, 17:59
არ დაველოდე თამაშის დასასრულს, მეორე ტაიმის ბოლოს წამოვედი, ვაგებდით sad.gif

Posted by: ლ.დანელია 22 Oct 2011, 18:05
დამსახურებულად მოიგო არმიამ და ვულოცავ ამ გუნდის ფანებს, ღირსეულად გაიმარჯვეს, ჩვენ კი ბევრი შეცდომების გამო წავაგეთ cry.gif

არაუშავს, ფინალში შევხვდებით ისევ smile.gif

Posted by: ALE-777 29 Oct 2011, 19:00
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: QOMAGI 4 Nov 2011, 23:51
მიდი რა აია!
love.gif
---------------

Posted by: Sanko 4 Nov 2011, 23:56
ძალიან მინდა ხვალ აიამ მოიგოს, ქართული რაგბის სახე აია იყო ყოველთვის პირველ რიგში!!! ანტილოპას ცალკე ვგულშემატკივრობ პირადად! მაგ კაცს ნამდვილად ეკუთვნის ეგ ჩემპიონობა საკომპენსაციოდ!

Posted by: crusaders 5 Nov 2011, 11:25
მეც აიას ვქომაგობ

მიდიტ ქუთათურებო დაიმასახურეთ ჩემპიონობა

Posted by: neitrali 5 Nov 2011, 13:57
გულით ვქომაგობ აიას smile.gif იწყება ჩავუჯდეთ smile.gif

Posted by: Metope 5 Nov 2011, 13:58
jump.gif

...................................................................

Posted by: Santa_papa 5 Nov 2011, 14:14
..............საღოლ აი საღოლ აია ჩემპიონ! smile.gif

Posted by: QUT7 5 Nov 2011, 14:26
მიდით ბიჭებოოოო.......თქვენ გენაცვალეთ ქუთათურებოოოო

Posted by: QKD 5 Nov 2011, 14:33
აია სოლიდურად გამოიყურება. +15 ქულას მოუგებს

Posted by: keen 5 Nov 2011, 14:39
QUOTE
ვქომაგობ აიას

yes.gif

Posted by: ratomac aRa 5 Nov 2011, 15:35
QUOTE
+15 ქულას მოუგებს


biggrin.gif აქეთ არ წააგოს



წარმატებები მომავალი სეზონისათვის smile.gif


Posted by: urabus 5 Nov 2011, 15:56
რაა ხდებაა ანაგარიში??/,..............................................

Posted by: Snookera 5 Nov 2011, 15:59
urabus
წავაგეთ sad.gif
29-22

Posted by: borjgali1964 5 Nov 2011, 16:04
QUOTE (Snookera @ 5 Nov 2011, 15:59 )
urabus
წავაგეთ sad.gif
29-22

არა ძმობილო არ წააგეთ.
ქართულმა რაგმმა მოიგო ზოგადად !!
==
დიდი მადლობა ქუთათურებს და განსაკუთრებულად ანტილოპას. დიდებულ მორაგბეს და კაცურ კაცს !
==
ეგ არაფერი.
ძალიან მაგარი ფინალი იყო.
3-4 ესეთი დონის გუნდები და მნიშვნელოვან ,,სკაჩოკს'' გავაკეთებთ.
გილოცავთ ყველას !

Posted by: urabus 5 Nov 2011, 16:06
ეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ sad.gif((( .............................

Posted by: Corvin von Amber 5 Nov 2011, 16:08
QUOTE
ქართულმა რაგმმა მოიგო ზოგადად !!

მართლაც ასეა.
ამ თამაშის კადრები სიამაყით შეგვიძლია ნებისმიერ დონეზე წარვადგინოთ.
ძალიან კარგად მიდის ქართული რაგბის საქმეები!
P.S. სულ რაღაც ერთ საათში ნორჩი რუსების შეხრამუნებას შევუდგებით smile.gif

Posted by: Sanko 5 Nov 2011, 16:32
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ sad.gif , მაგრამ მაგარი თამაში იყო, ქართული რაგბი წინ მიდის!!!

Posted by: Amadeo 5 Nov 2011, 17:00
სამწუხაროდ,მხოლოდ ტვ-ში ვუყურე და ისიც მეორე ტაიმს,მაგრამ ჩანდა,რომ ძალიან მაღალი დონის რაგბი იყო!

Posted by: ლ.დანელია 5 Nov 2011, 17:16
ეხხხხხხ ეს რა თამაში წავაგეთ sad.gif

არადა ის მეორე ლელო რომ დაგვედო რა იცი რა მოდხებოდა sad.gif სკამი არ გვყავს რაც გამოჩნდა მეორე ტაიმშიsad.gif

დიდი მადლობა ყველა მორაგბეს ამ სეზონისთვის, მიუხედავად აქეთ-იქით მოგზაურობისა მაინც კარგი შედეგი აჩვენეს..


Posted by: imereti 5 Nov 2011, 17:25
დანელია
QUOTE
სკამი არ გვყავს

და მსაჯი biggrin.gif

Posted by: Sanko 5 Nov 2011, 18:02
imereti
QUOTE
და მსაჯი biggrin.gif


არ მინდოდა მსაჯზე დამეწერა, მაგრამ რახან დაწერე, ისე სიმართლე ითქვას, მსაჯმაც შეიტანა თავისი წვლილი აიას მარცხში, თუმცა პირველ რიგში თავო და თავოო, ხომ იცი? smile.gif

Posted by: imereti 5 Nov 2011, 18:07
Sanko
QUOTE
თუმცა პირველ რიგში თავო და თავოო, ხომ იცი?

ცხადია და 16:3-ის მერე გუნდი თავის თავს არ გავდა, თუმცა მსაჯმა იმ უთვალავი ჯარიმიდან, 3-4 მაინც გამოიგონა და რამდენჯერმე აშკარა წინ პასი ვერ დაინახა გვერდითმა...

Posted by: Nacisti08 5 Nov 2011, 18:46
ratomac aRa
QUOTE
+15 ქულას მოუგებს




QUOTE
აქეთ არ წააგოს





რაია დაგვთარსე ძმაო?







აიას წაგება მეწყინა.
სამაგიეროდ პატარა ბორჯღალოსნების წარმატება გამიხარდა.
დიდებულად ჩაატარეს მთელი ტურნირი და ფინალიც შესაბამისი იყო


პ.ს. რუსს ნიღაბი ჩამოვხსენით.
თუ ნიფხავი ჩავხადეთ
მოკლედ როგორცააა რაა

Posted by: ratomac aRa 5 Nov 2011, 23:49
ფინანსების გარეშე გაუჭირდება მომავალ წელს აიას, არმია კიდევ უფრო გაძლიერდება

1 კაი პატრონი დახატავდა ამ გუნდს და პროგრესიც გაგრძელდებოდა

Posted by: მადეირა 6 Nov 2011, 00:14
QUOTE
ძალიან მაგარი ფინალი იყო.3-4 ესეთი დონის გუნდები და მნიშვნელოვან ,,სკაჩოკს'' გავაკეთებთ.

+1

ბოლოს იყო მაგარი, ანტილოპა და ზედ ჩამოკიდებული მთელი არმია smile.gif

Posted by: Nacisti08 6 Nov 2011, 18:09
თამაშს ვერ ვუყურე sad.gif

არ შეუძლება ეგ თამაში იუთუბზე რომ აიტვირთოს?

როგორც U19 თამაში აიტვირთა ისე.

Posted by: Santa_papa 6 Nov 2011, 20:27
არმია მაგარი ბანძი სახელია, ჯარი მაინც იყოს smile.gif ისე ეხლა სად უნდა ითამაშონ რომელ ევროპულ ტურნირზეო??

Posted by: rugby 4 life 6 Nov 2011, 21:08
Santa_papa
QUOTE
ისე ეხლა სად უნდა ითამაშონ რომელ ევროპულ ტურნირზეო??

ჰაინეკენზე ვინ მიგავსუნინებს biggrin.gif და ალბათ ჩელენჯზე გაიქაჩებიან...

მადლობა იაიას წელს არამარტო ფინალის არამედ ჩემპიონანტის გალამაზებისთვის, ქართული რაგბი ქუთაისის და ამ ქალაქის სარაგბო ტრადიციებისა და შევსების გარეშე იგივეა მართლა "ოტელომ დეზდემონა, რომ არ დაახრჩოს"... smile.gif

1) ანდაზა, ამონარიდი ნიაზ მამრიკიშვილის სიტყვებიდან...
smile.gif

Posted by: megiko 11 Nov 2011, 10:42
აია მაგარი გუნდია ჩემი ძმა თამაშობდა, მაგრამ ... დაანება თავი სამწუხაროდ.....

Posted by: vaxushta1 11 Nov 2011, 16:27
დიდი ტრადიციების მატარებელი გუნდი........ ძალიან მინდა აღიდგინონ ძველი დიდება..........

Posted by: xorxevaldano 13 Nov 2011, 14:45
ახალი ზელანდია - კვლავ მსოფლიოს #1 ნაკრებია

Posted by: Nacisti08 13 Nov 2011, 20:35
რა ხდება ხვალისთვის?

აპირებს რომელიმე მაუწყებლობა რომ აჩვენოს პირდაპირი ეთერით აია-არმიას მატჩი?




Posted by: Nacisti08 15 Nov 2011, 00:29
აქ არც არავის შემოუხედავს,

არადა ხალხი აიაზე სხვა თემაში პოსტავს.

Posted by: Nacisti08 20 Nov 2011, 16:20
დღეს თამაში იყო აია-არმია

რა ანგარიშით დამთავრდა არავინ იცის?

მსოფლიოსპორტი არაფერს წერს ჯერ.

Posted by: Santa_papa 20 Nov 2011, 18:00
17-10 მოიგო არმიამ, ისე აიას თამაში უფრო მომეწონა მაგრამ მე 2 ტაიმში დაღლა დაეტყოთ. მომავალ წელს ვიმედოვნებ რომ ჩემპიონი გახდება აია smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Nov 2011, 18:01
ნაცისტო,

რად უნდა მაგინებინო კოლეგები, მაგათი საითიცო ...

მსოფლიო სპორტზე ადრე იწერება კავშირის ტაბლოზე

დროც აწერია 20/11 @ 15.45

http://site.rugby.ge/portal/alias__Georgian-Rugby-Union/lang__ka-GE/tabid__2955/default.aspx

მერამდენედ შეგახსენოთ, ბიძია?

ბაღნებმა კი ფინალი 15:3 მოიგეს

Posted by: Nacisti08 21 Nov 2011, 01:15
Lukas & Nikos Mama
შეგაწუხეთ ხო ერთდაიგივეს კითხვით

მარა რა ვქნა,
მაგ სატიზე ხშირად არ შევდივარ ხოლმე,
აწი სანამ აქ დავსვამდე კითხვას მაგასაც შევამოწმებ.

კიდევ ერთხელ მოგვიტევეთ ბიძია , ბალღებს. smile.gif

Posted by: selavi 21 Nov 2011, 08:55
Lukas & Nikos Mama
სურათები ხო არ მოგეპოვებათ სადმე ფინალის?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Nov 2011, 11:14
Nacisti08
selavi

შიდა პატიმრობა მაქვს მოსჯილი, ბიძიებო

კვირას კაი მზე იყო, მაგრამ სანამ თამაში არ მორჩა,
ველოდი შინ, რომ ეგ ანგარიში დამეწერა

ამასობაში მზეც ჩავიდა და სიცივეში’ღა გევისეირნე

პირიქით იქნებოდა "მსოფლიო სპორტის" კაი-კაცის,
ჩემი ახლობელი ზურას ამბავი

იგი მზესა და გრილ ნიავში იქნებოდა ავჭალაში =
იმასაც მისჯილი აქვს = მერე კი გავარდებოდა შინ,
რომ დროზე დაეწერა გარჩევა

ეგრევე ბადრი კეთილაძე იღებს ფოტოებს,
მაგრამ "მსოფ.სპ" საითი ზედ ვეება ლოგოს ადებს

@ ანუ ანგარიში თავის დროზე კავშირის ტაბლოზე
და გარჩევა + ფოტო დასრულებიდან ორ საათში "მს.სპორტში"

Posted by: rugby 4 life 1 Dec 2011, 12:26
ინტერვიუ ანტილოპასთან... smile.gif
მაგარი კაცი...
http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/23286-besik-khamashuridze-meti-shegvedzlo-magram-ukmayofilo-ar-var.html

Posted by: George:) 8 Dec 2011, 13:10
საინტერესოა შემადგენლობაში რა ცვლილებები იქნება


სამწუხაროა ამდენი წვალება ასე ერთი ხელის მოსმით წყალში რომ ჩაიყარა

იმედია, მომავალ სეზონში კიდევ უფრო სერიოზული კლუბი იქნება



იმ მითიური სუპერ სარაგბო ბაზის მშენებლობა როდოს ოწყება ?

Posted by: GIABAR 20 Apr 2012, 11:51
რა ხდება აიაში. მგონი ნახევარი გუნდი წავიდა. საინტერესოა ვინ ჩაენაცვლათ, თუ მოდის საინტერესო ახალგაზრდობა

Posted by: George:) 25 May 2012, 14:13
ქუთაისში ყველაზე მასშტაბური სარაგბო კომპლექსი აშენდება


http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/32995-quthaisshi-yvelaze-masshtaburi-saragbo-kompleqsi-ashendeba.html


სამუშაოები დაწყებულია უკვე...




user posted image

Posted by: crusaders 25 May 2012, 14:22
ყველაფერი კარგია ძაან მაგრამ


ესე 2 მოედანზე გადანაწილებული 3000 და 3500 კაციანი ტრიბუნები რაღაა

გაეკეთებინათ ცენტრალურისტვის 5500 იანი და მეორესთვის 1000 საკმარისი იქნებოდა

ცენტრალური მოედნისთვის 3000 ცოტაა ქუთაისისთვის

Posted by: davita_1977 25 May 2012, 14:23
ძალიან მაგარია უნდა აშენდეს კიდევ ბევრი რამე ქუტაისში

Posted by: George:) 25 May 2012, 15:32
crusaders

4 მოედანი კეთდება...ალბათ, აქედან ერთი იქნება ყველაზე დიდი. დანარჩენები 3-3 ათასიანები



Posted by: crusaders 25 May 2012, 15:37
George:)
QUOTE
4 მოედანი კეთდება...ალბათ, აქედან ერთი იქნება ყველაზე დიდი. დანარჩენები 3-3 ათასიანები

ცენტრალურზე 3000 იქნებაო წერია

Posted by: George:) 25 May 2012, 15:46
crusaders

დააკოპირე აბა სად წერია biggrin.gif მე ვერ ვნახე და smile.gif))

Posted by: crusaders 25 May 2012, 15:50
B ზე ვნახე ეს ინფო


საქართველოში ყველაზე დიდი სარაგბო კომპლექსი ქუთაისში შენდება

ქუთაისში რაგბის კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მწარმოებლები აცხადებენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სარაგბო კომპლექსი საქართველოში ყველაზე მასშტაბური იქნება. 4 თანამედროვე ტიპის მოედანი, ხელოვნური და ბუნებრივი საფარით, ღია და დახურული ტრიბუნებით, 4 სართულიანი (52 ადგილიანი სასტუმრო - საცურაო აუზით, რაგბის აკადემიის შენობა, თავისი საკონფერენციო დარბაზით, კვების ობიექტებით და ქვიშის მოედნით - ასეთ სახეს მიიღეს ქუთაისში აშენებული სარაგბო კომპლექსი. ქუთაისში, ე. წ. ,,პასილოკის“ ტერიტორიაზე რაგბის კომპლექსის მშენებლობა 2011 წლის ივლისში დაიწყო. პირველი ეტაპის სამუშაოებზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ასოციაცია ,,ატუსი“ ახორციელებს, საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით. ,,პირველ ეტაპზე ორ მოედანს ვაშენებთ თავისი ტრიბუნებით. აქვე მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები და სხვა ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო სათავსოები,“ - ადგილი, სადაც ქუთაისში რაგბის კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ყოფილი ტერიტორიაა. კომპლექსის მშენებლობის გამო, ამჟამად ტერიტორიის მეაღნაგე საქართველოს რაგბის კავშირია. (მეაღნაგე, პირი, რომელიც თითქმის იგივე უფლებებით სარგებლობს, როგორც ტერიტორიისა თუ ნებისმიერი საკუთრების მფლობელი). ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დახურული ტრიბუნის მოსაწყობად ხორცელდება. აღნიშნული ტრიბუნა 3000 მაყურებელზეა გათვლილი. ეს იქნება ტრიბუნა ცენტრალური, ბუნებრივსაფარიანი მოედნისათვის. რომლის მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაწყებულია. კომპლექსის ტერიტორიაზე უკვე აშენებულია საქვაბე და დამხმარე შენობა. ასევე, დაგეგმილია მანქანების სადგომი მოედნების მოწყობა. პირველი ეტაპის ფარგლებში მოხდება კიდევ ერთი ბუნებრივსაფარიანი მოედნის აშენება, თავისი ღია ტრიბუნით. აღნიშნული მოედნების გარდა, სარაგბო კომპლექსში კიდევ ერთი ბუნებრივსაფარიანი და ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოუწყობა. მათივე ღია ტრიბუნებით (2 ტრიბუნა). ღია ტრიბუნები ჯამში 3500 (2000, 1000 და 500) ადამიანზე იქნება გათვლილი. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი რაგბის კომპლექსის პირველი ეტაპის მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულდეს, რომლის შემდეგ კომპლექსის საბოლოო სახის მისაღებად, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება.





ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დახურული ტრიბუნის მოსაწყობად ხორცელდება. აღნიშნული ტრიბუნა 3000 მაყურებელზეა გათვლილი. ეს იქნება ტრიბუნა ცენტრალური, ბუნებრივსაფარიანი მოედნისათვის. რომლის მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაწყებულია


Posted by: Corvin von Amber 25 May 2012, 15:54
რა მაგის პასუხია და 80-იანი წლების მეორე ნახევრის "აიას" თამაშის რაიმე ვიდეო თუ არსებობს სადმე?
თუნდაც უხარისხო, თუნდაც ფრაგნემტალური...

Posted by: George:) 1 Jun 2012, 14:59
http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/33402-besik-khamashuridze-mizans-sheupovrobith-unda-miaghtsio.html


ინტერვიუ ანტილოპასთან

როგორც ჩანს, ქუთაისში ტალანტების ''წარმოება'' განახლდა ისევ.

ინტენსიურად მიდიან უკვე საფრანგეთში. ნარიაშვილი უკვე დიდ რაგბშია...იმედია, არც სხვები შეირცხვენენ თავს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jun 2012, 21:06
Corvin von Amber

არსებობს მარტო
1989 9 ოქტ აია 16:10 ლოკ(მ) მეორე ტაიმი
მაშინდელმა ტელევიზიამ აჩვენა


George:)

sportall.ambebi.ge ადმინი ნეტა რომელ წელშია ჩარჩენილი?
ჯერაც regbi ჰგონია!

ახლა არ მითხრათ, მაგისი შეცვლა ძნელიაო

ნეთი იმით განსხვავდება საფლავის ქვისგან,
რომ 5 წამში სწორდება შეცდომა

@

Posted by: shmagi1990 29 Jun 2012, 13:42
რა მაინტერესებს 22 წლისას რაგბის ტამაში რომ დავიწყო პროპესიონალთა დონეზე შესაცლებელია? გვიანი ხომ არა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2012, 14:29
shmagi1990

მოდი ხულიგანაში, მაღლები გვჭირდება

მერე თავად ნახავ

Posted by: imereti 9 Sep 2012, 10:26
მიაგდეთ ხო მეორე გვერდზე მეორეადგილოსანი გუნდი biggrin.gif

მიდი აია, მიაწექი, ოღონდ რეგულარულს რომ მოიგებ, მერეც ისე გააგრძელე...

Posted by: DIDGORl-GEO 9 Sep 2012, 11:22
crusaders
up.gif up.gif სპონსორი ვინ არის ამ ყველაფრის?

Posted by: mokheve 9 Sep 2012, 18:18
აქაც გილოცავტ აია smile.gif))) ვაჰ მაგრად გამიხარდა რაა

Posted by: Corvin von Amber 9 Sep 2012, 22:14
აიამ არმიას მაინც აჯობა
http://aia-rugby.ge/index.php?id=376&lang=geo

Posted by: Love The Sun 10 Sep 2012, 02:23
mokheve
არ მიყვარს მსაჯებზე წერა, მარა რომ არა მოგონილი ჯარიმები აია უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა...
არმიის მოთამაშეებთან ერთად ვადევნებდი თვალყურს თამაშს და ბოლო ჯარიმაზე ერთ-ერთმა (სახელს არ დავასახელებ) სახეზე ხელი აიფარა და ეს რა მოიგონაო... შერცხვა smile.gif

Posted by: Q10 10 Sep 2012, 09:25
QUOTE
არ მიყვარს მსაჯებზე წერა, მარა რომ არა მოგონილი ჯარიმები აია უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა...
არმიის მოთამაშეებთან ერთად ვადევნებდი თვალყურს თამაშს და ბოლო ჯარიმაზე ერთ-ერთმა (სახელს არ დავასახელებ) სახეზე ხელი აიფარა და ეს რა მოიგონაო... შერცხვ


მაგიტომ დამეკარგა მუღამი ჩემპიონატზე სიარულის smile.gif
რა დრო იყო თამაშს არ ვტოვებდი სათადარიგოზე , მაშინ სხვა იყო , გეხსომება , ნატრიაშვილის დინამო რო დინამოობდა smile.gif
ყველა გუნდს შორის დაძაბული თამაშები იყო , ზაფხულში გაძიერებული ყოჩები მალაღურათი , ლელოში ბელქანია 8 ნომერზე smile.gif

Posted by: Love The Sun 10 Sep 2012, 10:26
Q10
ეჰ...
აია-ზე ლამაზ რაგბს ისე ჩემპიონატში არც ერთი გუნდი არ თამაშობს.
ლამაზს და თანამედროვეს. ჯიგრები არიან რა, საღოლ ანტის!
smile.gif

Posted by: Q10 10 Sep 2012, 11:36
Love The Sun
QUOTE
ეჰ...
აია-ზე ლამაზ რაგბს ისე ჩემპიონატში არც ერთი გუნდი არ თამაშობს.
ლამაზს და თანამედროვეს. ჯიგრები არიან რა, საღოლ ანტის


ლელო-აია იქნება ჩინებული საყურებელი
დიდი ხანია ისე არ შევყრილვართ და შეიძლება წასვლა ერთობლივად

Posted by: mokheve 10 Sep 2012, 15:29
QUOTE
mokheve
არ მიყვარს მსაჯებზე წერა

ჰო მეც ვიტყობ უკვე ხელწერაზე smile.gif))))

QUOTE
ლელო-აია იქნება ჩინებული საყურებელი

უჰ უჰ იცოცხლე smile.gif

QUOTE
დიდი ხანია ისე არ შევყრილვართ და შეიძლება წასვლა ერთობლივად

ვავა მართლაც ისთე მომენატრეთ sad.gif

Posted by: Datka1964-10-10 10 Sep 2012, 16:55
სალამი ყველას!

ჩამოვალ ევროტურნედან და ყველანი წავიდეთ ლელო-აიას თამაშსზე. მეც მამენატრეთ აი....
წინ ქართველებო!!!!!!!!

Posted by: zabzu 16 Sep 2012, 21:55
რა ქნეს გუშინ აიას მორაგბეებმა
არცერთ საიტზე არ წერია არანაირი ინფორმაცია
რა უბედურებაა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Sep 2012, 22:17
zabzu

მერამდენედ ისმება ესეთი არა-ქალაქური კითხვა?

ანგარიში თამაშის დამთავრების თანავე დაიწერა იქ,
სადაც უნდა დაწერილიყო

rugby.ge

მერიის, საარჩევნო, მუსიკალურ, პორნო, მაღაზია საითებზე ეძიეთ?
თუ კავშირის საითის არსებობა აქამდე არ გაგეგონათ?
რატომ გვიტეხთ სახელს თქვენივე უუნარობით?

Posted by: zabzu 17 Sep 2012, 00:37
Lukas & Nikos Mama
რაგბის განყოფილებაში პირველად შემოვდგი ფეხი
თამაშების ანონსი წინა დღეს worldsport-ზე იდება ხოლმე და მეორე დღეს თამაშების შემდეგ უკვე შედეგები
მაგრამ ახლა არ დაწერა ამ საიტმა, არც სპორტალმა და მაგიტომ დავწერე აქ

რა ჩემი ბრალია თუ ნაკლებად გაპიარებულია ეგ საიტი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Sep 2012, 08:50
zabzu

ოოო!

სახელიდან გამომდინარე,
rugby.ge არის ქართული რაგბის საითი
და არამც და არამც worldsport.ge

@

Posted by: iverieli 11 Dec 2012, 12:38
ერთიც არ აქვთ და ოთხი ექნებათ...
2 წელიწადში ქუთაისელი მორაგბეების განკარგულებაში 4 (!) სათამაშო მოედანი იქნება.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=46294&lang=1

მშვენიერია

Posted by: gia-gia-gia 11 Dec 2012, 16:47
QUOTE (Lukas & Nikos Mama @ 17 Sep 2012, 08:50 )
zabzu

ოოო!

სახელიდან გამომდინარე,
rugby.ge არის ქართული რაგბის საითი
და არამც და არამც worldsport.ge

@

გენაცვალე ზაალ! ჯიგარი ხარ! ქართული რაგბის ტვინი და გულ-ღვიძლი ხარ! 2kiss.gif

გეყოფათ რა ხალხო, როდემდე უნდა ვიყოთ დილეტანტები და ამ ვორდსპორტ ჯი სამყაროს ჭიპად მივიჩნიოთ?! facepalm.gif

Posted by: crusaders 12 Dec 2012, 11:36
QUOTE
ერთიც არ აქვთ და ოთხი ექნებათ...
2 წელიწადში ქუთაისელი მორაგბეების განკარგულებაში 4 (!) სათამაშო მოედანი იქნება.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=46294&lang=1

მშვენიერია



იფ იფ იფ ამბავია რა იმედია გავლენ ბოლოში და ქუთაისს კარგი მოედანი ეღირსება





Posted by: STRONGMAN 2 Jan 2013, 04:19
დაიშლება აია მალეეეე ვინმე პატრონი არ ხართ ტელევიზიას მაინც უთხარიტ 4 თვეა ხელფასი არაა . ზოგი რუსეთში გარბის ზოგი ტყაჩირში ვის უშენებენ მოედანს

Posted by: Christian Cullen 2 Jan 2013, 09:13
QUOTE
დაიშლება აია მალეეეე ვინმე პატრონი არ ხართ ტელევიზიას მაინც უთხარიტ 4 თვეა ხელფასი არაა . ზოგი რუსეთში გარბის ზოგი ტყაჩირში ვის უშენებენ მოედანს



ასე რთულადაა საქმე? sad.gif

Posted by: STRONGMAN 2 Jan 2013, 12:15
QUOTE
დაიშლება აია მალეეეე ვინმე პატრონი არ ხართ ტელევიზიას მაინც უთხარიტ 4 თვეა ხელფასი არაა . ზოგი რუსეთში გარბის ზოგი ტყაჩირში ვის უშენებენ მოედანს




ასე რთულადაა საქმე?

კი კარგახანია და გენერალურად ახატია გუნდი ქალაქს ერთ ადგილზე

Posted by: ლ.დანელია 16 Jan 2013, 22:14
http://www.radikal.ru


ზამთრის სიცივე რაია...

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=47915&lang=1&comments=show#comments

Posted by: GI2RGI _///M 19 Feb 2013, 02:45
ეეჰ ჩემი გუნდი sad.gif


აია ვაშა ვაშა ვაშა ვაშა

Posted by: noemegre 19 Feb 2013, 11:03
ki magram Caucasusi agar afinansebs?

Posted by: ლ.დანელია 15 Apr 2013, 00:22
http://www.radikal.ru

14 აპრილი. კვირა. ქუთაისი. „დინამო“. 15:30 საათი. 2000 მაყურებელი

„აია“ (ქუთაისი) – „ლოკომოტივი“ (თბილისი) 35:16 (11:9)


ვიყავი თამაშზე, ადგილები არ იყო დინამოს სტადიონზე.
პირველ ნახევარში თანაბარი თამაში იყო, მეორეში აშკარად ვაჯობეთ მეტოქეს.

ისედაც იცით, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო, ფრუიძის სახით უნიჭიერესი მორაგბე გვეზდება, რასაც ვუყურებ ამ ბიჭს - ყოველ მომდევნო თამაშში უმატებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ლელო იყო.
ძნელაძის თამაშიც მომეწონა 15 ნომერზე.
წარამატებები აიას.

Posted by: QUT7 15 Apr 2013, 15:30
მიდით ბიჭებოოოო............
აია...აია...აია...
ჯერ sa.gif sa.gif sa.gif sa.gif
მერე alk.gif alk.gif alk.gif
გენაცვალეთ ქუთათურებოოოო

Posted by: Lotkinski 16 Apr 2013, 21:10
QUOTE
კი კარგახანია და გენერალურად ახატია გუნდი ქალაქს ერთ ადგილზე



ეგ ძალიან ცუდია რომ უხელფასოდ ყავთ ბიჭები, ყოველთვის ენთუზიაზმზე ვერ ითამაშებ. sad.gif

Posted by: George:) 22 Apr 2013, 02:01
არმაზიც დამარცხებულია....

ერთი ნაბიჯი დარჩა ფინალამდე.


ფინანსური მდგომარეობა ისევ კატასტროფულია ?

Posted by: crusaders 22 Apr 2013, 10:43
QUOTE
ერთი ნაბიჯი დარჩა ფინალამდე.

გამიხარდება აია ლელოს ფინალის ნახვა


Posted by: George:) 15 Jun 2013, 14:22
ქუთაისის "აიას" პირველხაზელმა თორნიკე ლომიძემ ახლახან კონტრაქტი გააფორმა ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ოშთან".

თორნიკე ლომიძე
დაიბადა: 19.03.1990
წონა: 120 კგ
სიმაღლე: 183 სმ

აღარ გვინდა ამდენი შერკინების ხალხი biggrin.gif უკანახაზელებიც წაიყვანეთ ბლიად mad.gif

Posted by: George:) 23 Mar 2014, 23:52
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru




* * *
U18-ის გაფართოებულ შემადგენლობაში ''აიას'' 10 მოთამაშეა.

U20-ში 8 კაცი მიავლინა ''აიამ''.

ბეტონზე ვზრდიდით ნაკრებისთვის ბავშვებს და ამ კომპლექსში კი უნდა გავზარდოთ მსოფლიო რაგბის ვარსკვლავები jump.gif


ისე, ცოტა დიდი რომ იყოს კაი იქნებოდა mo.gif ქუთაისში ჩეხეთთან მოვიდა 20 000 კაცი...ესპანეთი ან პორტუგალია რომ ჩავიდეს ქუთაისში, ახლაც უპრობლემოდ მოვა იგივე რაოდენობა.


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Mar 2014, 00:04
მაგრამ ფხაკაძესა და შკუბულიანს რომ ეწყინებათ? და მიხიჩასაც?

Posted by: imereti 25 Mar 2014, 04:27
აია 1983...
http://www.radikal.ru
ზედა რიგში დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ): სერგო უგრეხელიძე, დათო დანგაძე, ალიკა გრიგალავა, გია წივწივაძე, საშა ნაჭყებია, ბადრი შვანგირაძე (შოკი), ბორია ზივზივაძე, რობერტი ობოლაძე (თომა), ბართლომე ხამაშურიძე (ანტილოპა);

ზემოდაან მეორე რიგში დგანან(მარცხნიდან მარჯვნივ): ავთო გიორგაძე (ძაღლი), გრიგოლ გაბუნია (ბუთხუზა), ნუგზარ ტყაბლაძე (ბარათა), გუნდის ექიმი - რიჟინაშვილი, გუნდის უფროსი მწვრთნელი - შაკო ქურციკიძე, გუნდის უფროსი - ოთარ ალავიძე, თამაზ გიორგობიანი (ჩეკა), ავთო ჩოგოვაძე, მოთამაშე მწვრთნელი-ოლეგ ლიპარტელიანი;

სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ): მიშა ხარშილაძე, ავთო დეისაძე, ოლეგ ჟორჟოლიანი (მურა), თენგიზ ტურძელაძე (ბაჯი), დიმა ფულარია, ამირან შავგულიძე (პიკასო), ვახტანგ შვანგირაძე (ბუკუჩი), ანატოლი შამელაშვილი, მერაბ თევზაძე, ზაზა თხელიძე (ნემეცო).

მუქი შრიფტით გარდაცვლილები არიან, თუ არ ვცდები ნემეცოც sad.gif

1984 წელი
http://www.radikal.ru
შაკო ქურციკიძე...

Posted by: კოქსი 25 Mar 2014, 12:58
George:)
პატარაა მართლა ისრ მგონი არ ღირს ნაკრებს გავაფუჭებიოთ smile.gif

Posted by: gia-gia-gia 25 Mar 2014, 14:14
ვინმე ღვთისმიერმა გააკეთოს სრულყოფილი ფოტორეპორტაჟი ქუთაისის ახალი სარაგბო ცენტრიდან!

ამოდენა ქალაქში ახლა არ თქვათ ფოტოაპარატი გაჭირდაო...

მაინცა და მაინც მე უნდა ჩავიდე ამერიკიდან?

Posted by: donshakal 25 Mar 2014, 14:25
QUOTE (gia-gia-gia @ 25 Mar 2014, 14:14 )
ვინმე ღვთისმიერმა გააკეთოს სრულყოფილი ფოტორეპორტაჟი ქუთაისის ახალი სარაგბო ცენტრიდან!

ამოდენა ქალაქში ახლა არ თქვათ ფოტოაპარატი გაჭირდაო...

მაინცა და მაინც მე უნდა ჩავიდე ამერიკიდან?

http://www.infokutaisi.com/ ამათი ფოტოგრაფი შევნიშნე რუმინეთთან თამაშზე და იქნებ აქ გამოჩნდეს.

Posted by: ampuliko 25 Mar 2014, 19:20
ქუთაისში რაგბზე და ფეხბურთზე ერთი და იგივე კამანდა დადის ?? ანუ ნაკრების თამაში რომ ჩატარდეს რა კატეგორიის ხალხი მივა ??

Posted by: GI2RGI _///M 25 Mar 2014, 19:53
QUOTE
თუ არ ვცდები ნემეცოც


ნემეცოს რა მოკლავს ისევ ხოდზეა smile.gif))

პროსტა კასტილით დადის

Posted by: imereti 25 Mar 2014, 22:04
donshakal
QUOTE
ამათი ფოტოგრაფი შევნიშნე რუმინეთთან თამაშზე და იქნებ აქ გამოჩნდეს.

ფორუმზეც არის...

GI2RGI _///M
QUOTE
ნემეცოს რა მოკლავს ისევ ხოდზეა ))

პროსტა კასტილით დადის

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს...

ეს არ არის ცოცხალი sad.gif ყველაზე მაგარი კაცი...

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: GI2RGI _///M 25 Mar 2014, 23:04
QUOTE
ეს არ არის ცოცხალი  ყველაზე მაგარი კაცი...


უფროსი ბეყე ძალიან ძლიერი იყო, ერთერთი საუკეთესო მსოფლიოში თამამად ვიტყვი, არანაკლებ მაგარი იყო მისი ძმაც უკეთესი თუ არა, მისი ძმა მე მავარჯიშებდა კაი ხანი სანამ საფრანგეთში წავიდოდი

Posted by: imereti 26 Mar 2014, 00:37
GI2RGI _///M
QUOTE
უფროსი ბეყე

მასეთი 15 რომ მოგვცა ნაკრებში, 6 ერის სასტავი შეგვეხვეწება მიგვიღეთ თქვენთანო biggrin.gif

სასწაული ფეხი ქონდა, კრასნოიარსკში 63 მეტრიდან აქვს ტალახში განატანი ჯარიმა... ცხონებული ლიპარტელიანი იყო მაგარი ჭკვიანი იგროკი კიდე...

QUOTE
არანაკლებ მაგარი იყო მისი ძმაც უკეთესი თუ არა

უკეთესი ნამდვილად არა, უფროსი სასწაული იყო, ვერც მივიდოდა იმასთან...

Posted by: Lotkinski 23 Jan 2015, 23:36
http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/74181-quthaisis-qaiasq-mtsvrthneli-chempionatshi-chvenze-dzlieri-aravinaa.html

Posted by: Lotkinski 17 Mar 2016, 10:56
ვულოცავ აიას, გამოუჩნდა პატრონი


17-18 მარტს თბილისს 2015 წლის ყოველწლიური კონკურსის ”მსოფლიოს წლის მეწარმე” გამარჯვებული ბიზნესმენი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბის “მონპელიეს” პრეზიდენტი, მილიარდერი მოედ ალტრადი ეწვევა.

ალტრადი საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატის გაცნობის მიზნით მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სხვადასხვა კომპანიების შესყიდვისა და წარმოების ზრდის საშუალებით, მოედ ალტრადმა საკუთარი ბიზნესი მთელ იმპერიად აქცია. გასულ წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში “ალტრადჯგუფის” შვილობილ კომპანიებში 17 000 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 1.6 მილიარდი ევრო შეადგინა.

68 წლის მილიარდერი მოედ ალტრადი რაგბის დიდი ქომაგია. სწორედ ამიტომ მას სპორტულ სამყაროში “რაგბის ბედუინსაც” უწოდებენ. მისი ვიზიტი საქართველოში, ასევე მნიშვნელოვანია ქართული რაგბის განვითარების მიმართულებითაც. მილიარდერი ბიზნესმენი თავად ფლობს ფრანგული რაგბის ელიტარულ გუნდს “მონპელიე” და ამავე დროს, მისი პრეზიდენტიც არის. თბილისში ვიზიტისას ის გააფორმებს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, როგორც საქართველოს რაგბის კავშირთან, ისე ქუთაისის რაგბის კლუბთან “აია”.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რაგბის აკადემიისა და ქუთაისის კლუბის “აიას” განვითარება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: რაგბის მწვრთნელებისა და მენეჯერების გადამზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების ურთიერთგაცვლა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ე.წ სპარინგ მატჩების ორგანიზება, საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო სახის სემინარები რაგბის მოთამაშეების ცოდნის ამაღლების კუთხით, ტექნიკური დახმარება ფიტნესისა და კვების თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს რაგბის მოთამაშეებსა და ზოგადად, მოცემული სპორტის განვითარებას.

ხვალვე დაგეგმილია ალტრადის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში ბიზნესმენი მოინახულებს მცხეთას და ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

Posted by: GiorgiG83 17 Mar 2016, 11:07
აბა, წარმატებები რიონისპირელებს!
მშვენიალური მაბავია

Posted by: George:) 17 Mar 2016, 20:32
ძალიან კარგია.

ბევრი ნარიაშვილი გაგვეზარდოს მონპელიესთვის gigi.gif

ისე, მონპელიემაც გვათხოვოს ხოლმე მოთამაშეები (სათადარიგოებიდან), თორემ სირცხვილია ''აიას'' ამდენი ხანი ჩემპიონობა რომ არ მოუპოვებია rolleyes.gif
* * *
6 წლის წინანდელი პოსტი givi.gif

https://forum.ge/?showtopic=34114774&view=findpost&p=19942534

რა კარგ ხელზე გამიშვია ნარიაშვილი biggrin.gif

''იმედია, გაგრძელება იქნება''-თქო დავწერე და აჰა გაგრძელება, აქეთ ჩამოვიდა მონპელიე biggrin.gif

Posted by: QUT7 18 Mar 2016, 03:11
Lotkinski
George:)
QUOTE

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რაგბის აკადემიისა და ქუთაისის კლუბის “აიას” განვითარება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: რაგბის მწვრთნელებისა და მენეჯერების გადამზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების ურთიერთგაცვლა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ე.წ სპარინგ მატჩების ორგანიზება, საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო სახის სემინარები რაგბის მოთამაშეების ცოდნის ამაღლების კუთხით, ტექნიკური დახმარება ფიტნესისა და კვების თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს რაგბის მოთამაშეებსა და ზოგადად, მოცემული სპორტის განვითარებას.


ა ბუჯო ამბავი...
სამაღარიჩოდაა საქმე...
აწი ნახეთ რას იზამს ქუთეისი...
2kiss.gif alk.gif sa.gif

Posted by: GiorgiG83 18 Mar 2016, 10:51
აია (და ლელო)
ამ ორმა გუნდმა აჩვენა რომ დიდი აქცენტი საკუთარ გაზრდილ ბავშვებზე აქვს - საფესტივალო ასაკიდან დაწყებული ხოდა შრომაც დაფასდა და ხედვაც რომ სწორი ყოფილა კი დადასტურდა
საფუძველი, მხოლოდ მყარ საფუძველზე შეიძლება კოშკის აშენება... smile.gif

Posted by: George:) 18 Apr 2016, 14:59
უკვე მერანმდენედ ხდება, რომ აია მეორე ტაიმში 10-14 ქულიან და მეტ უპირატესობას ანიავებს

ფიზმომზადება არ ითვლება პრიორიტეტად თუ როგორაა საქმე ?

რა გახდა ერთი საჩემპიონო გუნდის გაკეთება, როცა ამხელა ადგილობრივი რესურსი არსებობს და მაქსიმუმ რამოდენიმე მაღალი დონის მორაგბის მოწვევა გჭირდება ?

ამდენი წელია ერთ ადგილს ტკეპნიან.
ზრდიან მოთამაშეებს და ფლეი-ოფამდე მიდიან.

Posted by: davita_1977 18 Apr 2016, 16:57
საოცარი გუნდია აია ამდენი ნიჭიერი ბიჭი იზრდება და ვერ იყენებენ!!!!!!!!!!!!!!

რახდება ნორმალური მენეჯმენტი როგორ ვერ უნდა ააწყონ?!! ფიზმომზადება ხო საერთოდ რა უბედურებაა!!!
ობშემ რაღაც შესაცვლელია !!!

Posted by: Lafayette 21 Apr 2016, 16:52
საინტერესოა თუ რა ხდება ქუთაისში ...........................
რა ანგარიშია ???????????????????????
* * *
ხო მართლა
შეგახსენებთ, დღეს 16:00 დაგეგმილია "აია" - ''Красный Яр''ის თამაში ......................................................
............................ და სრული საინფორმაციო ვაკუუმი ..............................

* * *
რუსები (როგორც წესი) ყოველთვის უფრო ინფორმირებულები და ოპერატიულად აშუქებენ:
(აგერ - რუსული კლუბის გვერდიდან)

krasniy_yar
Сегодня в 16:00 по местному времени РК Красный Яр сыграет с клубом AIA в городе Кутаиси.
Вашему вниманию основной состав на игру:

1. Сионе Фукофука
2. Валерий Цнобиладзе
3. Кирилл Готовцев
4. Виктор Архип
5. Андрей Гарбузов
6. Акамета Феао
7. Александр Худяков
8. Олег Препелицэ
9. Рушан Ягудин
10. Лаша Малагурадзе
11. Сергей Полежаев
12. Владимир Руденко
13. Евгееий Коломийцев
14. Богдан Федотко
15. Эдди Паэа

....................................
* * *
ვიგებთ ?
ვაგებთ ??
თუ ჩაიშალა ???
...............................................................
* * *
მოიგეს 100 - 0 ..........................................................................

Posted by: ARN1994 21 Apr 2016, 18:38
როგორ დამთავრდა აია-კრასნი იარი?

Posted by: Lafayette 21 Apr 2016, 18:45
QUOTE (ARN1994 @ 21 Apr 2016, 18:38 )
როგორ დამთავრდა აია-კრასნი იარი?

ვერ ხვდები???

რომ მოგვეგო - მხიარული თემა იქნებოდა (ალბათ)

არა რაააა ... (რუსებთან) მოგება კი ვისწავლეთ, წაგება ჟერ არა boli.gif

მოვიგეთ 100 - 0

Posted by: davita_1977 21 Apr 2016, 19:58
??????????????რა 100-0 ასე როგორ წავაგებდით?

Posted by: Raul Tamudo 21 Apr 2016, 20:52
34-20 კრასნი იარის სასარგებლოდ.... როგორც რუსები წერენ, 29-5 ანგარიშის შემდეგ ახალგაზრდები ვათამაშეთო....

პ.ს. კარგი იქნებოდა ლელოსთან ან ლოკომოტივთან გვენახა კრასნი იარი საქმეში (ვიცი, რომ ლელოსთან ერთობლივი ვარჯიში ჰქონდათ და ლელოსაც და ლოკოსაც კვირას მნიშვნელოვანი თამაშის წინ არ აწყობდათ ძალების დახარჯვა)...

მაგრამ ზოგადად - ჩვენი საშინაო რაგბის დონის შესამოწმებლად იქნებოდა კარგი...

Posted by: davita_1977 22 Apr 2016, 13:20
შემადგენლობა ჩვენების საინტერესოა ვინ ითამაშა

Posted by: GiorgiG83 22 Apr 2016, 13:47
http://rugby.worldsport.ge/ge/page/4839_krasni-iarma-aiasac-mougo

კარში არ ვურტყამდით, გასაგებია, ბუნებრივია და მისაღებია მარგამ...
4 ლელოს 4 გარდასახვა ხო მოყვება და 4 დარტყმიდან ყველას რომ ააცელ - ვინც ურტყამდა...
ვერაა მთლად პროფესიონალური მოდგომა

ისე შემადგენლობებიც არ გვაწყენდა

Posted by: GiorgiG83 24 Jun 2016, 19:07
მონპელიე აიას ძმობის ამბავში შემთხვევეით მატარაძე, ბაბუნაშვილი, მოდებაძე რადარზე ხომ არ აენთნენ?

Posted by: George:) 29 Oct 2017, 12:42
https://www.facebook.com/GeorgianRugbysupporters/videos/1085869468216042/?hc_ref=ARTDMBCoZn3_wE1Kw84Lx8-4PxmwHUF6FoMoKT0exhDm_s0IL6A7zSuRT2U1FlNvUT0

მოდებაძის 5 ლელო ბაგრატთან.

საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში, ერთ თამაშში დადებული ლელოების რეკორდია რამდენია ?

Posted by: dc120mm 29 Oct 2017, 14:28
George:)
QUOTE
საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში, ერთ თამაშში დადებული ლელოების რეკორდია რამდენია ?

5 ლელო!

1993 წელს დადო რუსთავის ხარების ამჟამინდელმა მწვრთნელმა მამუკა მინდორაშვილმა smile.gif

Posted by: George:) 30 Oct 2017, 15:27
dc120mm
QUOTE
5 ლელო!

1993 წელს დადო რუსთავის ხარების ამჟამინდელმა მწვრთნელმა მამუკა მინდორაშვილმა


ანუ, თანარეკორდი გვაქვს უკვე smile.gif

Posted by: OSTAP 30 Oct 2017, 15:32
ჟორჟ სალდაძე რამდენი წლის არის? ძალიან მობილური ბურჯია და ძალიან დიდი ძალაა აიასათვის. არ იქნება ურიგო მისი საფრანგეტში გაშვება, თუ ახალგაზრდა არის. ასეთი მობილური ბურჯები ძალიან საჭიროა ჩემი აზრით.

Posted by: jora84 30 Oct 2017, 15:34
OSTAP

94იანია, სვარაუდოდ ჩარჩება აქ ან ჰაჰა რუსეთზე გაიწიოს.

Posted by: OSTAP 30 Oct 2017, 15:37
ხო ეხლა ვნახე, რომ 23 წლის ყოფილა. სამწუხაროდ ესპუარებისთვის დიდი ყოფილა sad.gif sad.gif არა და ძალიან მაგარი ბიჭი ჩანს

Posted by: dc120mm 30 Oct 2017, 15:41
QUOTE
ჟორჟ სალდაძე

სახელი კი აქვს ფრანგული smile.gif

ტიპს ისეთი აღნაგობა აქვს იტყვი თვალი მომცა და მაყურებინაო.

ძალიან არასტაბილური იყო 4-5 წლის წინ და აიას ესპუარებში თამაშობდა,დიდ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებდა!

ეტყობა მოუმატა ეხლა!

Posted by: Gio_G83 30 Oct 2017, 23:36
dc120mm
QUOTE
მოუმატა


QUOTE
ძალიან არასტაბილური იყო 4-5 წლის წინ

და ამიტომ აქაა
გვიან მოეკიდა საქმეს სერიოზულად ძვირფასი დრო გაფლანდა
(სამწუხაროდ არც პირველია და არც უკანასკნელი)

იშაიაად აიას აღზრდილზე არ იტქმოდეს ნიჭიერიაო, მარგამ...

Posted by: dc120mm 31 Oct 2017, 00:31
Gio_G83
მესამე ხაზში უფრო თამაშობდა ხოლმე ადრე მახსოვს!

Posted by: Lotkinski 30 Dec 2017, 19:06
ქუთაისის ‘აიასა’ და საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის დასავლეთ ფილიალის ოთხი მწვრთნელი დეკემბრის შუა რიცხვებში ერთკვირიანი ვიზიტით დამეგობრებული (პარტნიორი) კლუბის, ტოპ 14-ის ლიდერ ‘მონპელიეს’ ბაზაზე იმყოფებოდა.

საქართველოს რაგბის კავშირის, ‘აიასა’ და ‘მონპელიეს’ მფლობელ მოედ ალტრადს შორის თანამშრომლობა შარშან დაიწყო. მაშინ ფრანგული გრანდის მფლობელი საქართველოს ეწვია და სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; წელს სრკ-ს პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ‘აიას’ პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე საფრანგეთში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ და სრკ-ს, ‘აიასა’ და ‘ალტრად ჯგუფს’ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

მის ფარგლებში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (18-წლამდე) ევროპის ჩემპიონატის წინ ‘მონპელიეს’ ბაზაზე 10-დღიანი შეკრება გაიარეს, ხოლო ივნისში ქუთაისს ‘ალტრად ჯგუფისა’ და ‘მონპელიეს’ ფორმაციის ცენტრის (აკადემია) წარმომადგენლები ეწვივნენ. მისმა დირექტორმა ჟან-ფილიპ ლაკოსტმა და ‘მონპელიეს’ განვითარების დირექტორმა ჟან-პოლ გალტიემ ქუთაისში 5 დღე გაატარეს. მაშინ შეთანხმდა, რომ 2017 წლის მიწურულს ‘აიას’ მთავარი მწვრთნელი ბექა ყურაშვილი, ‘აიასა’ და აკადემიის ფიზმომზადების მწვრთნელი დავით ნემსაძე, ვიდეო-ანალიტიკოსი კობა გიორგაძე და აკადემიის მწვრთნელი სერგო ფრუიძე მონპელიეში საპასუხო ვიზიტით ჩავიდოდნენ და დეკემბრის შუა რიცხვებში ზემოთნახსენებმა ოთხმა სპეციალისტმა ერთი კვირა ‘მონპელიეს’ ბაზაზე გაატარა.

ამ პერიოდში გუნდი ჩემპიონთა თასზე ‘გლაზგოსთან’ მატჩისთვის ემზადებოდა და ქუთაისელთა სტუმრობა ფრანგებისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა - ‘მონპელიემ’ მეტოქე 36:26 დაამარცხა, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიბრუნა.

„მწვრთნელის რანგში მონპელიეში პირველად ვიყავი და ამ ვიზიტით უაღრესად კმაყოფილი ვარ. მასპინძლებისგან უზარმაზარ ყურადღებას ვგრძნობდით, ჩვენი სტუმრობის ყოველი წუთი გაწერილი იყო და შინ ინფორმაციულად დახუნძლული დავბრუნდით. ‘მონპელიე’ ‘გლაზგოსთან’ მატჩისთვის ემზადებოდა და ჩვენ ამ პროცესში სრულად ვიყავით ჩართული. ხელი მიგვიწვდებოდა ყველა მონაცემზე, მასპინძლები თავად გამოთქვამდნენ სურვილს, რომ ჩვენთვის ამომწურავი ინფორმაცია მოეწოდებინათ, ვესწრებოდით ყველა კრებას, ვიდეო-ანალიზს და ვარჯიშებისას მინდორზე ვიყავით! როგორც წესი, კლუბები ცდილობენ, რომ გარეშე პირებები შიდა-სამზარეულოში არ ჩაახედონ, აქ კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა“ - კმაყოფილია ბექა ყურაშვილი, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელისგან, ახალ ზელანდიელ ვერნ კოტერისგან უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღო:

„კოტერის საუკეთესო თვისება თავმდაბლობაა. მისგან უდიდეს ყურადღებას ვგრძნობდი. მარტივად შემოვიდა ურთიერთობაში და ყოველი ვარჯიშის შემდეგ გვიხსნიდა დეტალებს, გვეკითხებოდა კიდევ რა გვაინტერესებდა და ძალიან ბევრ დროს გვითმობდა. ასეთი მიდგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო და მისი მადლიერი ვარ. ანალოგიური ხდებოდა ყველა სხვა სპეციალისტის მხრიდან და ფაქტობრივად არ დარჩენილა კითხვა, რომელზეც ამომწურავი ინფორმაცია არ მიგვიღია“.

მეტი მწვრთნელი და სწორი დაგეგმვა

‘მონპელიეს’ მორაგბეები ბაზაზე ყოველ დილით, 8 საათზე იკრიბებიან და 15 საათამდე იქ რჩებიან. ამ პერიოდში მათ უტარდებათ სამედიცინო შემოწმება, ვარჯიშები როგორც მოედანზე, ასევე ძალოსნობის დარბაზში, კრებები და ვიდეო-ანალიზები. რა თქმა უნდა მოთამაშეები იქვე სადილობენ და ისვენებენ.

ბაზაზე გამოკრულია როგორც მთელი კვირის, ასევე დღის განრიგი და ყველა ნაბიჯი დროში ზუსტადაა გაწერილი:

„ის, რაც ‘მონპელიეში’ ვნახეთ, ამ ეტაპზე ჩვენთვის ფუფუნებაა, თუმცა არის რაღაცეები, რისი გამოყენება ახლაც შეგვიძლია. იქ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა დაგეგმვას. ყველაფერი წუთობრივადაა გაწერილი. ასევე დიდი ყურადღება ექცევა შემეცნებით მხარეს. მთელი კვირის განმავლობაში მოთამაშეებს ჰქონდათ უამრავი ვიდეო-განხილვა - მოკლე-მოკლე ეპიზოდების, ოღონდ მაღალი სიხშირით. შესაძლოა ამ ყველაფრის გადმოღება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდეს და გუნდი მთელი დღით ბაზაზე ვერ შევკრიბოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენც მივუახლოვდებით მათ დონეს, რაღაცეებს კი გუნდში ახლაც დავნერგავთ.

„სასიამოვნო იყო იმის ხილვა, რომ ისევე, როგორც ‘აიაში’, ‘მონპელიეშიც’ ვარჯიშების უმეტესობა ბურთით სრულდებოდა. რა თქმა უნდა მათ ტექნიკურ მონაცემებს ვერ შევედრებით, თუმცა ჩვენთან ინფორმაციის ნაკლებობაცაა და ეს ინფორმაცია ამ ერთი კვირის განმავლობაში მივიღეთ. იქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მცირე დეტალებს და ერთი შეხედვით წვრილმან ეპიზოდებს, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ“.

აიელებს მონპელიეში მარტო პირველ გუნდთან არ უმუშავია. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ესპუარების და მომზადების ცენტრის გუნდის მზადების პროცესშიც. გაეცნენ კლუბის სტრუქტურასაც.

ირკვევა, რომ ‘მონპელიეში’ დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 1200-ზე მეტია, რომელთაგან მოთამაშე მხოლოდ 150 კაცია (სამ გუნდში - კაცთა, ესპუარების და მომზადების ცენტრის). კაცთა გუნდს ყავს 12 სპორტული მიმართულების მწვრთნელი, რომელთაგან 4 ფიზმომზადებაზე ზრუნავს. 3-3 ფიზმომზადების მწვრთნელია ესპუართა და მომზადების ცენტრის გუნდში. პირველ გუნდს არასპორტული მიმართულებით ემსახურება 35 სპეციალისტი. გარდა ამისა, არიან სპეციალისტები, რომლებიც გუნდში მხოლოდ კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში მიდიან.

„მთელი კვირის განმავლობაში არა მხოლოდ კაცთა, არამედ ესპუართა და მომზადების ცენტრის გუნდების ყველა მიმართულების სპეციალისტისგან უდიდესი ინფორმაცია მივიღეთ. გვქონდა საუბრები ვერნ კოტერთან, ფიზმომზადების და ვიდეო-ანალიტიკოსების ჯგუფებთან ყველა დონეზე, ესპუარებისა და მომზადების ცენტრის ხელმძღვანელებთან. ყველა მათგანს სპეციალურად ჩვენთვის მომზადებული ქონდა პრეზენტაციები. მოგვაწოდეს პროგრამები, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მზადება სხვადასხვა დონეზე“ - ამბობს დავით ნემსაძე, რომელიც მასპინძლის, ჟან-პოლ გალტიეს განსაკუთრებით ემადლიერება:

„ჩვენი უშუალო მასპინძელი განვითარების ჯგუფის ხელმძღვასნელი ჟან-პოლ გალტიე იყო, რომელსაც ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდა დაგეგმილი. უშუალოდ სპორტული მხარის გარდა, მან წაგვიყვანა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც ტარდება სხვადასხვა დივიზიონის ჩემპიონატები კორიდაში. აქ ხარებს არ კლავენ და მათზე დამაგრებულ ნიშნებს იღებენ. ტურისტული თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. გარდა ამისა, ვიყავით ხმელთაშუა ზღვაზე, სადაც გავეცანით ხამანწკების გამოყვანის პროცესს“.

ძველი მეგობარი და განსაკუთრებული პატივი

ჟან-პოლ გალტიემ ქართველ სტუმრებს ერთი სიურპრიზი მოუმზადა - ბორჯღალოსნების ყოფილი თავკაცი, ქართული რაგბის მეგობარი კლოდ სორელი დაახვედრა. კლოდი ადრე გალტიეს მწვრთნელიც ყოფილა და ერთ-ერთ ვახშამზე, სადაც ოთხი ქართველი, ჟან-პოლი და სორელი იმყოფებოდნენ გალტიესთვის უთქვამს - აქ ხუთი ქართველი ვართ და მხოლოდ შენ ხარ ფრანგიო.

„კლოდი მონპელიესთან ახლოს ცხოვრობს და გალტიემ სპეციალურად ჩვენთან შესახვედრად მოიწვია. ის თბილად იხსენებს საქართველოს, ქართულ რაგბს და ამბობს, რომ მას დიდი მომავალი აქვს. ჩვენ გაწეული ღვაწლისთვის და ასეთი დამოკიდებულებისთვის კლოდს მადლობა გადავუხადეთ“ - გვიყვება ნემსაძე.

სამადლობელი სიტყვები არ დაკლებია და ამ ურთიერთობის მთავარ ინიციატორს მოედ ალტრადს, რომელსაც ქართველები რამდენჯერმე შეხვდნენ. ის ‘მონპელიეს’ ვარჯიშებს ხშირად ესწრება, ქართველ სპეციალისტებთან წინასწარ დაგეგმილი შეხვედრაც გამართა და იმედი გამოთქვა, რომ სრკ-ს, ‘აიასა’ და ‘ალტრად ჯგუფს’ შორის დაწყებული ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„ალტრადი ურთიერთობაში უბრალო ადამიანია და ჩვენს მიმართ განსაკუთრებული სითბო გამოხატა. ‘გლაზგოსთან’ მატჩზე VIP სტუმრებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლოჟა გამოგვიყო, სადავ ეწერა, რომ იმ დღეს ის ‘აიას’ ეკუთვნოდა. თამაშს კლოდმაც ჩვენთან ერთად უყურა. ფრანგები საუკეთესო ღვინით გაგვიმასპინძლდნენ და თამაშის შემდეგ მოთამაშეებსაც შევხვდით“ - ემოციებს ვერ მალავს ნემსაძე.

ურთიერთობების გაგრძელების შემდეგი ნაბიჯი ზაფხულში იგეგმება. საქართველოში, კერძოდ ‘აიას’ ბაზაზე წინასასეზონო ბაზაზე ‘მონპელიეს’ რომელიმე გუნდი გაივლის. ვარიანტი სამია - ესპუარების, მომზადების ცენტრის და ქალთა გუნდი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონია.

ქართული ლეგიონი

‘მონპელიეს’ პირველ გუნდში სამი ბორჯღალოსანი თამაშობს - მიხეილ ნარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და დუდუ ქუბრიაშვილი; კიდევ ორი ესპუარებში ირიცხება - გელა აფრასიძე და უმცროსი ბორჯღალოსანი უჩა ჭეიშვილი, ხოლო მომზადების ცენტრში ლუკა აზარიაშვილი, რომელიც ნემსაძის თქმით ესპუარებში დაწინაურდა და მათთან ერთად ვარჯიშობს. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს აფრასიძე, თუმცა ენის ბარიერის გამო ჯერჯერობით თამაში არ უწევს.

„ნარიაშვილმა, ქუბრიაშვილმა და მიქაუტაძემ სათითაოდ გვიმასპინძლეს და დიდი პატივი გვცეს. მათ მონპელიეში ყველა ცნობს და ძალიან უყვართ. ქუბრიაშვილმა ტრავმა მოიშუშა, უკვე ვარჯიშობს და იანვრიდან მოედანს დაუბრუნდება. აფრასიძე ესპუარებში ირიცხება, თუმცა ყველა ვარჯიშს პირველ გუნდთან ერთად ატარებს. მისი ერთადერთი პრობლემა ენობრივი ბარიერია, თუმცა სწავლობს და იმედია ამ პრობლემას მალე მოაგვარებს. ‘მონპელიეში’ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და 9 ნომრის გარდა მგეზავადაც მოიაზრებენ“ - ლეგიონერების შესახებ გვიყვება ყურაშვილი.

Posted by: Gio_G83 2 May 2018, 14:28
წელს აქ პირველი "პოსტით"...

სანამ აია მეტოქეს ელოდება...

ქართული რაგბის ფლაგმანი და ქართული რაგბის ოქროს წლების უდავოდ გამორჩეული წარმომადგენელი... საკუთარი ხელწერის, სტილის, მდიდარი ტრადიციების და არამხოლოდ კონკრეტული, დიდი მორაგბეების, არამედ მთელი თაობების აღმზრდელი...
ქუთაისის აიას ამგვარად მოხსენიება, შეიძლება მოკრძალებულიც კი გახლდეთ...
კლუბი შორეულ 1967 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან ორიოდ ათეული წელი დასჭირდა საკავშირო პირველობის ისტორიაში სრული ჰეგემონია მოეპოვებინა: 1987, 1988 და 1989 წლებში ოქრო არავისთვის დაუთმია. აიას ტრიუმფალური სვლის დასაწყისის ნიშნები კი ოდნავ ადრე გამოჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ 1984 წელს ვერცხლი და 1985 წელს ბრინჯაო მოიპოვა. ამ მედლებს ქუთათურებმა ორჯერ საკავშირო პირველობის თასიც შემატეს - 1987 და 1990 წელს.
90_იანი წლების გარიჟრაჟზე, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, კვლავაც გაგრძელდა რიონისპირელთა დომინირება: 1990 და 1991 წლებში ქართული ოქროს არავის დაუთმეს, თუმცა შემდგომ იყო ძნელბედობის ხანა, არამხოლოდ აიასთვის ან სპორტისთვის... დღემდე უკანასკნელად და მესამედ აია საქართველოს ჩემპიონი შორეულ 1995 წელს გახდა (ქუთაისელთა აქტივში სამი ბრინჯაო - 1993, 1994, 2013 და სამიც ვერცხლია - 1992, 1997 და 2011).
წლეულს კი რეგულარული გათამაშებისა მოსაგებად მხოლოდ ერთი ლელო დააკლდა. შესარჩევ ფინალშიც სწორედ ის გუნდი დაამარცხა, რომელთან დუელშიც პირველი ადგილი დათმო.
სტატისტიკური მაჩვენებლებიც შთამბეჭდავია: 18_დან 16 მოგებული მატჩი და მხოლოდ ორი მარცხი (ჩემპიონ ჯიქთან და გათამაშების მომგებ ლოკომოტივთან), აღსანიშნავია, რომ გათამაშების პირველ წრეში ქუთაისელებმა ყველა მეტოქე დაამარცხეს. 82 ჯერ დაალელოვეს მეტოქეები და მხოლოდ 39_ი მიიღეს თავად. 535 გატანილი ქულის სანაცვლოდ კი 248 მიიღეს და კონკურენტებთან შედარებით საუკეთესო ბალანსი + 296 დააფიქსირეს.
რიონისპირელთა 82 ლელოდან ყველაზე მეტი მთამა უნივერსალურმა ბექმა, შუამარბმა ზურაბ ძნელაძემ დადო - 17, რომელიც ამ მაჩვენებლით ჩემპიონატში მეორეა. საინტერესო მოვლენა მოხდა 6 ოქტომბერს, მე-6 ტურში, როდესაც აიამ თანაქალაქელ ბაგრატს უმასპინძლა და 67:5 დაამარცხა. ამ მატჩში, სანაკრებო დებიუტამდე ე.წ. „პოკერი“ მიითვალა ფულბექმა მირიან მოდებაძემ. ამ მომენტამდე შიდა ასპარეზზე მოწინააღმდეგისთვის ხუთი ლელოს დადება მხოლოდ ერთხელ გახერხებულა (ეს „რეკორდი“ ლოკომოტივის გარემარბმა გიორგი შკინინმა გააუმჯობესა დადო რა მატჩში ექვსი ლელო).
ტრავმის მიღებამდე დიდი ხანი ლიდერობდა დამრტყმელთა შორის ჩათვლას აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. იგი გახლდათ პირველი ვინც 100 ქულიან ზღვარს გადაცდა და დღემდეც მხოლო ორი დამრტყმელი ასწრებს (მამუკა ნინიძე - ჯიქი/მგეზავი და ირაკლი ყიასაშვილი - ლელო/ფულბექი).
ცალკე აღნიშვნის ღირსია აიას შემადგენლობის საშუალო ასაკი და შეცვლების სიღრმეები. იგივე დამრტყმელის მხრივ მეორე მგეზავად სეზონის პირველ ნაწილში U20 ნაკრების წევრი თედო აბჟანდაძე ირჯებოდა, მისი ირლანდიაში ასვლის შემდეგ კი ხან დავით გობეჯიშვილი, ხანაც 18 წლის ლაშა ლომიძე და ხან ნიკოლოზ ცირეკიძე, თუმცა დამრტყმელთა შორის ბაბუნაშვილის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლი ძნელაძეს მოუგროვდა - 95 ქულის სახით.
ლელოც არაერთ მორაგბეს აღუნიშნავს:
მანაგაძე - 6, აბრამიძე, ირემაძე, მოდებაძე - 5, არეშიძე, ტორაძე - 4, აბჟანდაძე, მ.ბაბუბაშვილი, ერემეიშვილი - 3, ლომიძე, ლოსაბერიძე, წივწივაძე - 2, კიდევ ათამდე მორაგბეა ვინც მოწინააღმდეგის ლელოში მინიმუმ თითოჯერ მაინც შეაღწიეს.
არ შეიძლება არ აღინიშნოს აიას მორაგბეები, მივლენილნი სხვადასხვა ნაკრებში:
ეროვნულში - მირიან მოდებაძე
20 წლამდელებში - გიორგი ახალაძე, ოთარ ძაგნიძე, არსენ მაჩალაძე, თედო აბჟანდაძე
18 წლამდელებში - ვანო კარკაძე, გიორგი თევდორაძე, დავით გობეჯიშვილი, ლაშა ლომიძე, ირაკლი სიმსივე, დავით გასვიანი
7_კაცა ნაკრებში - ზურაბ ძნელაძე, დავით ლოსაბერიძე, ოთარ ძაგნიძე, ხოლო 7_კაცა ასაკობრივ ნაკრებში: თედო აბჟანდაძე, დავით გობეჯიშვილი, ლაშა ლომიძე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, თუმცა შორს წაგვიყვანს საუბარი აიას აღზრდილ მორაგბეებზე, რომლებსაც სხვადასხვა ფორმაციის ნაკრებში უთამაშიათ.

აიას წინ ფინალი ელოდება, დიდი_10_ის „დიდი ფინალი“, სადაც ოქროსთვის ბრძოლაში ლოკომოტივსა და ჯიქს შორის გამარჯვებულს უნდა ერკინოს.
რიონისპირელები რკინიგზელებს წელს სამჯერ შეხვდნენ:
პირველივე ტურში, ჯერ კიდევ 3 სექტემბერს აიამ შინ 20:17 დაამარცხა ლოკომოტივი. გუნდებმა 3-3 ლელო გაცვალეს, თუმცა ბაბუნაშვილის ზუსტად შესრულებულმა ჯარიმამ აიას გამარჯვება მოუტანა. განმეორებითი შეხვედრა მეორე წრეში უკვე 1 დეკემბერს თბილისში შედგა, სადაც მასპინძლებმა 26:23 იმარჯვეს. რკინიგზელთა სამ ლელოს აიამ ორით უპასუხა. ბოლოს, მესამედ მათი გზები ახლახან შესარჩევ ფინალში გადაიკვეთა, სადაც აიამ სტუმრად 20:15 იმარჯვა. ამჯერად აიამ მიითვალა სამი ლელო მეტოქის ორის სანაცვლოდ. არის შესაძლებლობა, რომ მათი გზები უკვე მეოთხედაც გადაიკვეთოს.
აიასა და ჯიქის დაპირისპირება წელს ორჯერ შედგა. რეგულარული გათამაშების მე-5 ტურში, 30 სექტემბერს, აიამ შინ 14:7 სძლია ჯიქს. მართალია გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს, მარგამ ბაბუნაშვილის ფეხჩუბინობამ მასპინძლებს გამარჯვება მოაპოვებინა. განმეორებით მატჩში უკვე მე-14 ტურში, 25 თებერვალს გორელებმა შინ 36:11 სძლიეს რიონისპირელებს. ჯიქთა ოთხ ლელოს აიამ მხოლოდ ერთით უპასუხა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს აიას საკადრო პრობლემებიც საკამოდ ჰქონდა, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა კიდეც აიას სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი.
ბოლო 13 წლის მანძილზე აიამ ქართულ ოქროს მესამედ შეუტია, თუმცა ახლა მიზანთან ალბათ ყველაზე ახლოსაა.
სულ მცირე ვერცხლი და ევროსარბიელი კონტინენტური ფარის სახით უკვე მოპოვებული აქვს.





* * *
დღეს ქუთაისობა ყოვილა - ახლა გავიგე
სიმბოლურად კი გამამოივიდა
არის რაღაც ამაში კი არადა სამყაროში
smile.gif

Posted by: giushki 2 May 2018, 14:57
ქუთეისი, სიმონ ქალაქის დღეს გილოცავთ და წარმატებები დიდ 10-ში smile.gif

Posted by: diazi 3 May 2018, 08:09
giushki
მადლობა smile.gif)

Gio_G83
ევროსარბიელზე რას ვიზავთ ვნახოთ. ჯერ თანხებს თუ მოიძიებენ და მერე პირველ ხაზს თუ გააძლიერებენ?!

Posted by: ferrari1000 3 May 2018, 11:02
QUOTE (diazi @ 3 May 2018, 08:09 )
giushki
მადლობა smile.gif)

Gio_G83
ევროსარბიელზე რას ვიზავთ ვნახოთ. ჯერ თანხებს თუ მოიძიებენ და მერე პირველ ხაზს თუ გააძლიერებენ?!

იმედია რომ მოიძიებენ თანხას და გაძლიერდება აია, თუ არა და გაუჭირდება შილდის თამაში. თუ ვერ მოიძიებს პირველი სამი გუნდი თანხას გავა ისევ ბათუმი ალბათ lol.gif

Posted by: Lotkinski 3 May 2018, 11:04
მგონი ალტრადი უფეშქაშებს შილდის თანხას, აგერ მე და აგერ თქვენ. მთავარია სწორი ფორმა მოინახოს თხოვნის.

Posted by: GioWEED 3 May 2018, 11:34
აგერ დუდუ მოდის მონპელიედან და აიყვანოს აიამ, ვეფხვაძე მოდის ოიონადან, მამუკაშვილი ისედაც საქართველოშია.
1 - ვეფხვაძე
2 - შალვა
3 - დუდუ

როგორი 1 ხაზი გამოდის. გადაღუნავენ მთელ შილდს. ეჭვი მაქვს რუსულ კლუბებსაც გაუფამფალებენ 1ხელ მაინც. აიას 1 ხაზი ჭირდება. დიდი 10ის პირობებში აიას შეუძლია გაძლიერდეს და რამდენად გაძლიერდებიან ვნახავთ. წესით ქუთეისელები ივლიან აიას საშინაო თამაშებზე შილდზე.

აია ლოკო და ჯიქი 3ვე უპირობოდ საუკეთესო გუნდებია, იქვეა ბათუმი და ლელოც, ხარები კიდე ამოუცნობია ან ჯიქებს მოუგებენ ან ბაგრატთან წააგებენ. ვერ გაიგებ

Posted by: George:) 12 Jun 2021, 17:08
აბა, ჩემპიონობა დაიდოს sa.gif

love.gif

Posted by: AVIATORI01 12 Jun 2021, 18:53
მერამდენე თამშია ლომიძე და ძნელაძე არ თამაშობს აიას შემადგენლობაში, რა ჭირთ ამ ბიჭებს?

აიას ულოცავ ჩემპიონობას, მომავალში მეტი წარმატებისთვის მიეღწიოს და ნაკრებს ბევრი და ბევრი მოთამაშე აღუზარდოს

Posted by: levanizg 12 Jun 2021, 19:03
AVIATORI01
ლომიძეს ტრამვა აქ ძნელაძე 15-ზე იდგა დღეს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jun 2021, 19:04
ძნელაძე 15 ნომერი იყო
http://vue.ge/OQMEBI/DATO/2021_0612_D10_X2_AIA-BTM.htm

Posted by: AVIATORI01 12 Jun 2021, 19:04
levanizg
QUOTE
ძნელაძე 15

ძნელაძე საიდან მოვიტანე, მოდებაძე უნდა მეთქვა

Posted by: George:) 12 Jun 2021, 19:07
95-ში ბავშვი ვიყავი. მახსოვს, აიას ჩემპიონობაზე ,,უჰ, დიდი ამბავი“ იყო რეაქცია.

ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ბოლო ჩემპიონობა იყო 2021-მდე :დ

ვულოცავ აიას ყველა გულშემატკივარს love.gif
იმედია, ევროტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობს.

Posted by: levanizg 12 Jun 2021, 19:08
AVIATORI01
100% არ ვიცი მაგრამ მაგას სუ ტრამვები აქ, ალბათ ეხლაც, ლომიძე წყლის შემომტანად დავინახე დღეს.

Posted by: iverieli 12 Jun 2021, 19:09
ვულოცავ აიას და ყველა რაგბის მოყვარულს, აიას ჩემპიონობას

Posted by: jora84 12 Jun 2021, 19:31
levanizg
QUOTE
ლომიძე წყლის შემომტანად დავინახე დღეს.


მაგარი თანამდებობა დაუთრევია biggrin.gif

Posted by: zabzu 12 Jun 2021, 19:58
რამდენი წელი ველოდი ამ დღეს
გილოცავთ ყველას bis.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jun 2021, 21:43
დანახვა რა სათქმელია — თულუხჩებიც წერია ოქმში

Posted by: BigG 12 Jun 2021, 22:19
როგორც წარმოშობით ბაღდათელს, პატივი მაქვს მივულოცო ქუთაისის საზოგადოებას "აია"-ს წარმატება.

Posted by: diazi 13 Jun 2021, 10:51
AVIATORI01
QUOTE
ძნელაძე საიდან მოვიტანე, მოდებაძე უნდა მეთქვა

ტრავმა აქვს მირიანს. ლომიძეც ტრავმირებული იყო და განამწესეს მეთულუხჩედ, ნემსაძე შეცვალა smile.gif
* * *
აია_ს ჩემპიონობას კი დიდი ხანია ველოდი და დადგა ეს დღეც smile.gif
გილოცავთ ყველას ვინც თვლით რომ ეს მოლოცვა თქვენც გეკუთვნით. smile.gif

Posted by: gochela1 22 Apr 2022, 16:59
რა თამაში იყო ხარები-აია 45:38.ასეთი თამაში არ მინახავს არასოდეს დიდ 10-ში.ყოჩაღ ორივე გუნდს.75 წუთზე 38:24 იყო,5 წუთში აიამ ორი გარდასახული ლელო დადო,38:38 ზე კიდევ უტევდა,მაგრამ შეტევაში პასი ჩაუჭრეს და დასრულდა 7 ქულიანი სხვაობით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)