ბოდიში გვიანი პასუხისთვის, ვერ მოვახერხე შემოვლა
9 ივნისს, დილით 7ის ნახევარზე დავღვარე წყლები, გავქანდი გაგუაში და საღამოს 8ის ნახევარზე დაიბადა ჩემი ბიჭი, 3.550 კგ.))
ცოტა კი გავწვალდი, რადგან ტკივილები არ მეწყებოდა და დამაჩქარებლის გაკეთება მომიწია რის შემდეგაც გაუსაძლისი ტკივილები დამეწყო და მიუხედავად იმისა, რომ არ ვაპირებდი გაუტკივარების გაკეთებას, ბოლოს მაინც გავიკეთე
ექიმი მყავდა აყვანილი - პაატა მახარაშვილი. ძალიან ყურადღებიანი და თავის საქმის პროფესიონალია. ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ.
ვინმე თუ აპირებთ გაგუაში მშობიარობას და რამე კითხვა თუ გაქვთ, მომწერეთ, გიპასუხებთ.
ყველას გისურვებთ ბედნიერ ორსულობას და იოლ მშობიარობას