თუ ეს თემა სხვა განყოფილებას უფრო შეესაბამება, გადაიტანეთ
გარემოს, რომელიც იმ მატერიალურ სხეულს აკრავს, სადაც ჩვენი ცნობიერებაა, ანუ რეალური ჩვენ ვართ გამოკეტილი, სწორედ მისი საშუალებით აღვიქვამთ.
ყველაფერი დაყოფილი გვაქვს პირობითად
კარგი ცუდი
ლამაზი შეუხედავი
სამართლიანი უსამართლო
და ა.შ.
როგორ ფიქრობთ, ასეთი დაყოფა რამეს გვიმარტივებს ?
და თუ კი რას?!
მეორე საკითხია
რომელიც შეიძლება კარგად ვერ გადმოვცე
კომფორტის ზონა, ილუზიები, თუნდაც რამე მწვავე ფისიქკური დარღვევის დროს პიროვნების გაორება, ალტ. რეალობების შექმნა
არის თუ არა რეალურად ხარვეზი?
გასაგებია რომ ეს 'რაღაცის' დასაცავად იქმება, ჩვენივე გონების მიერ
მაგრამ რეალურად ხომ ასე არ არის
მაგ. მაქვს (ძალიან ბანალური) სიგარეტის მოწევის ჩვევა
რეალურად მე ხომ იმიტომ არ ვანებებ თავს სიგარეტს, რომ ამით კომფორტის ზონას დავკარგავ
და ჩემს ცნობიერებას გონია, ამით მე საფრთხე შემექმნება
როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ამ უაზრო წარმოდგენებისგან?
რომელიც თუნდაც გვეუბნება, რომ თუ ჩავიდენ რაღაც X საქციელის, ამით ჩემი ამჟამინდელად ნაცნობი 'მე'ს ნაწილს დავკარგავ
იქნება ეს სიგარეტისთვის თავის დანებება
თუ ჩემი ტვინისთვის 'უღირსი' საქციელი, რომელიც რეალურად არც უღირსია, არც ღირსეული და მევე მივანიჭე მას მნიშვნელობა
ნუ როგორც ერთ ლექსშია:
"მე თვითონა ვარ ობობას ქსელი,
და ამ ქსელშივე გაბმული ბუზი."
ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალია ნაკლები ფიქრი და იმის კეთება რაც გულს უნდა
რადგან გონება გამუდმებით ხრიკებს გვიქმნის და ხელს გვიშლის
* * *
ბავშვები ალბათ იმიტომ არიან უფრო სუფთები, რომ იქით მიდიან, სადაც გულს მიყავთ და არა გონებას
* * *
სამოთხე სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის სურვილი, დაბრუნდეს ბავშვობაში-ო