forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ელექტროობა, ქსელი, სიგნალიზაცია, კამერები, მყავს ჯგუფი
okupanti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 488
წევრი No.: 123931
რეგისტრ.: 20-November 10

  გამოგზავნილია: 8 Jan 2020, 14:44  #55685016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ მყავს ჯგუფი, ვაკეთებთ ელექტროობას და სუსტ დენებს რაც შეეხება ყველაფერს. გვაქვს ძალიან ბევრი დიდი პროექტი გაკეთებული.

ვაკეთებთ:
ელექტროობას
ქსელს
კორპორატიული WiFi
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებს
სიგნალიზაციას
სახანძროს
დამაფონები და დაშვების კონტროლი
იატაკის გათბობა(დენით)
სხვადასხვა ჭკვიან სისტემებს

მოკლედ თუ რამეში დაგჭირდებით საკონტაქტო 577440553

This post has been edited by okupanti on 8 Jan 2020, 14:45
nutria-113
++


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5264
წევრი No.: 100691
რეგისტრ.: 23-September 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2020, 17:22  #55694989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
okupanti
უზოებს და დიფ რელეებს თუ აყენებთ და რა ფირმასთან მუშაობთ?
ჰაგერი მჭირდებოდა და ვერ ვიპოვე A ტიპის, ალტერნატივა აქ რა გვაქვს კარგი და რა ფასებშია ?


This post has been edited by nutria-113 on 10 Jan 2020, 20:44


--------------------
okupanti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 488
წევრი No.: 123931
რეგისტრ.: 20-November 10

გამოგზავნილია: 12 Jan 2020, 04:05  #55701133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutria-113
კი ვაყენებთ, ელეკოს უნდა ქონდეს წესით, ფასი არ ვიცი
okupanti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 488
წევრი No.: 123931
რეგისტრ.: 20-November 10

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 08:01  #55742471      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutria-113
++


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5264
წევრი No.: 100691
რეგისტრ.: 23-September 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2020, 20:48  #55753911      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
okupanti
QUOTE
კი ვაყენებთ, ელეკოს უნდა ქონდეს წესით, ფასი არ ვიცი

A ტიპის არ გვაქვსო. დანარჩენი ვიშოვე მეტნაკლებად.
თქვენ რა ბრენდებთან მუშაობთ?
შესრულებული სამუშაოს სურათები რომ დადოთ გაყვანილობის, დენისა და მულტიმედია კარადებისაც კარგი იქნებოდა.
okupanti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 488
წევრი No.: 123931
რეგისტრ.: 20-November 10

გამოგზავნილია: 28 Jan 2020, 08:59  #55768808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutria-113
QUOTE
თქვენ რა ბრენდებთან მუშაობთ?

მასალები დამკვეთის სურვილის და ბიუჯეტის მიხედვით, რაც ქართულ ბაზარზე არის, განსაკუთრებული მოთხოვნის შემთხვევაში შეგვიძლია ჩამოტანაც. რაზეც გარანტიას ვერ ვიძლევი ეგეთ მასალაზე და ტექნიკაზე არ ვმუშაობ, რაცარუნდა მოთხოვნა იყოს დამკვეთის მხრიდან.
abes777
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16572
წევრი No.: 109411
რეგისტრ.: 16-January 10

გამოგზავნილია: 2 Feb 2020, 01:09  #55790698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (nutria-113 @ 10 Jan 2020, 17:22 )
okupanti
უზოებს და დიფ რელეებს თუ აყენებთ და რა ფირმასთან მუშაობთ?
ჰაგერი მჭირდებოდა და ვერ ვიპოვე A ტიპის, ალტერნატივა აქ რა გვაქვს კარგი და რა ფასებშია ?

ელიავაზე ლეგრანდის მაღაზიაში იყიდება.

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
20200202_010809.jpg


--------------------
/ / / M
nutria-113
++


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5264
წევრი No.: 100691
რეგისტრ.: 23-September 09

გამოგზავნილია: 2 Feb 2020, 10:58  #55791146      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
abes777
QUOTE
ელიავაზე ლეგრანდის მაღაზიაში იყიდება.

გაიხარე, მოვძებნი აბა.
ეს სახლის კარადაა? როგორი კმაყოფილი ხარ ხელოსნების და რა ფასად მუშაობდნენ ხომ არ გახსოვს.
okupanti
QUOTE
მასალები დამკვეთის სურვილის და ბიუჯეტის მიხედვით, რაც ქართულ ბაზარზე არის

დამკვეთი, როგორც წესი ვერ, ერკვევა ტექნიკურ ნიუანსებში და მაგ დროს რას ურჩევთ/უყენებთ ხოლმე, როცა ამბობს რომ გენდობით, მინდა კარგი და ხარისხიანი და 2 ლარის დაზოგვის ფაქტორი არაა.
ვარ პოტენციური დამკვეთი და მაინტერესებს როგორ მუშაობთ.
შესრულებული სამუშაოს სურთებიც კარგი იქნებოდა
abes777
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16572
წევრი No.: 109411
რეგისტრ.: 16-January 10

გამოგზავნილია: 2 Feb 2020, 19:28  #55793021      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutria-113
ბინისაა. დამთავრებული არაა. კარგად თუ გინდა გააკეთო ასე უნდა იყოს. კოლოფებით არა,ცალცალკე გაჭიმული შნური და სხვა ნიუანსები. წერტილში 25 ლარიც რო გამოგართვან სხვა არ მეგულება მე ვინც ასე გააკეთებს. ნაცნობს გავაკეთებინე. საქმეებს არ იღებს თორე მიგასწავლიდი. მეხუთეგან გავაკეთებინე უკვე და ძველი ნაცნობობის პონტში დამთანხმდა. კონსულტაციას თუ რამე კი გაგიწევს და ეტყვის ხელოსნებს რა როგორ უნდა გააკეთონ თუ დაგჭირდა.

სტანდარტულად წერტილი ღირს 8-12 ლარი. არიან მეტსაც რო აბრახუნებენ. ისეთებიც არიან რო არ იციან წყვეტა ფაზას უნდა ქონდეს თუ 0ს. სად და როგორ.

პ.ს.
საქკაბელის შნურები არ გამოიყენო. ერთწვერიანი შნურები არ გამოიყენო, ტყდება ზოგჯერ. კოლოფებით არ გააკეთებინო. მალიარებს შტეფცელების ადგილი კარგად გადააშპაკლინე რო კარგად მიაჯდეს და ზაზორი არ დაგრჩეს.



This post has been edited by abes777 on 2 Feb 2020, 19:36
okupanti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 488
წევრი No.: 123931
რეგისტრ.: 20-November 10

გამოგზავნილია: 6 Feb 2020, 00:51  #55806892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutria-113
QUOTE
დამკვეთი, როგორც წესი ვერ, ერკვევა ტექნიკურ ნიუანსებში და მაგ დროს რას ურჩევთ/უყენებთ ხოლმე, როცა ამბობს რომ გენდობით, მინდა კარგი და ხარისხიანი და 2 ლარის დაზოგვის ფაქტორი არაა.


schneider, hager, aeg ეს ბრენდებია ძირითადად რის ავტომატებსაც ვაყენებთ, უფრო იშვიათად simens, mitsubishi. სახლის პირობებში ჰაგერს გირჩევდი თუ "2 ლარის" დაზოგვის ფაქტორი არაა.

დაკაბელებას რაც შეეხება ინდივიდუალურად ობიექტიდან გამომდინარე იქმნება პროექტი და შეთანხმების მიხედვით ვაკეთებთ. ზოგადად როცა ჩემი "ნებაა" ყველა ოთახს ცალკე ვსვავ, ასევე ოთახში განათება და როზეტი ცალცალკე. მთავარ ავტომატს ვსვავ 2ს პარალელურად მოხმარების მიხედვით არჩეული ამპერაჟის ავტომატებზე. შესაბამისად ერთ მთავარ ავტომატზე ჯდება სახლი თავისი სანათებით და როზეტებით, მეორე მთავარ ავტომატზე ჯდება ისეთი რაღაცები რომელიც სახლიდან გასვლის დროს არ უნდა გაითიშოს; მაგალითად: მაცივარი, ინტერნეტი, პადიეზდის/ეზოს განათება და ა.შ. სველ წერტილებში გაჟონვის რელეები(თუ სახლში პატარა ბავშვებმა უნდა იცხოვრონ კარგი იქნება თუ გაჟონვის რელეებს სველი წერტილების გარდა სხვაგანაც დავაყენოთ სადაც ბავშვს შეიძლება მიუწვდეს ხელები/თითები). გამწოვებზე ტაიმერიანი ამომრთველები (ჩამრთველიდან გათიშვა რომ დაგვავიწყდეს არ გადახურდეს და არ დაიწვას). მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს როგორც ფუნქციონალის და დაზღვევის, ასევე ეკონომიის მიზნით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხარისხის და უსაფრთხოების დაკლებით. მე რაზეც გარანტიის მიცემა არ შემეძლება იმას ვერ გავაკეთებ.

QUOTE
შესრულებული სამუშაოს სურთებიც კარგი იქნებოდა

სულ მავიწყდება დავდებ როგორც კი მოვახერხებ


abes777
შენ როგორც უდგები საკითხს ეგ არის მომხმარებლის პოზიცია რომელიც ფინანსურ მხარეს არ უყურებს, მთავარია გაკეთდეს კარგად.

სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა... ელექტროობა უყვარს მათემატიკური სიზუსტე. ყველაფერი უნდა გაითვალოს დაწყებული კაბელის კვეთებიდან და ავტომატებიდან - დამთავრებული საკაბელო ტრასების ადგილმდებარეობის განსაზღვრით(რომ მომავალში რაიმე პრობლემა არ შექმნას კედელში კაბელის მდებარეობამ). ერთია კაბელის კვეთის არჩევა და მეორე იმკაბელის გარჩევა რომელს შეუძლია ნამდვილად ის საქმე გააკეთოს რაც ეტიკეტზე აწერია. მაგ მიდგომით ხშირად მეტ ფულს დაგეხარჯება და იმ ხარისხს ან კომფორტს ვერ მიიღებ რაც შეიძლება მაგ თანხაში მიგეღო. ასე მაგალითად:
QUOTE
კოლოფებით არა

კოლოფები კეთდება კაბელის ეკონომიის მიზნით, შენ თუ ზედმეტი ფული გაქვს შეგიძლია ოთახში 5 როზეტი თუ გაქვს 5-ვე წვერი ცალცალკე წაიღო შიტიდან. სანათი და ჩამრთველი ორივე შიტთან მოიყვანო და შიტში ააწყო. მაგრამ თუ კოლოფობით გჭირდება 200 მეტრი, ეგრე დაგჭირდება 800 მეტრი. კიბატონო თითოეული მეტრი ნებისმიერი შემსრულებელისთვის სამუშაოა.
QUOTE
ერთწვერიანი შნურები არ გამოიყენო

ტყუილად უშვებს ქარხანა?
QUOTE
ტყდება ზოგჯერ

ერთი მაინც თუ გაგიტყდა მაგ მწარმოებლის არც მრავალწვერა არ იყიდო.
QUOTE
კოლოფებით არ გააკეთებინო

საერთოდ კოლოფებში რას ვგულისხმობთ? თელასს რომ ერთი წვერი შემოყავს და ავტომატებზე ანაწილებ კოლოფი არ არია? ბარემ სოჩიკიდან წამოვიყვანოთ სათითაოდ ყველა შტეფცელში, თუ არსად გვეჩქარება
abes777
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16572
წევრი No.: 109411
რეგისტრ.: 16-January 10

გამოგზავნილია: 6 Feb 2020, 01:20  #55806964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
okupanti
მე მგონია რო მეტი გადაბმა მეტი პრობლემაა. ელექტროობაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ლოგიკით ასე ვფიქრობ. ამიტომ არ მომწონს კოლოფები.
მართალი ხარ, მომხმარეის თვალით ვუყურებ. ერთწვერიანი იმიტომ არ მომწონს რომ მქონდა შემთხვევა გატყდა. იმავე ფირმის მრავალწვერა არ ვიცი, ძველი კაბელი იყო სხვის მიერ გაყვანილი. ლოგიკურად ვუშვებ რომ მრავალწვერას ეგეთი რამე არ დაემართებოდა.
კაბელების სიმრავლეს რაც შეეხება, 140 წერტილი მაქვს და სულ 980 ლარის კაბელი გამოვიყენე. ამაში შედის 4 კვადრატიანი კაბელებიც კონდინციონერისთვის და სამზარეულოსთვის. იაფიანი არც კაბელი მიყიდია და განა რამდენი დაიზოგებოდა კარობკებით რო გამეკეთებინა.
ტაიმერიანი გამომრთველი არ მომაფიქრდა. ნეტა ეხლა როგორ გადაკეთდება. გამწოვს და კიდევ რას უნდა?

This post has been edited by abes777 on 6 Feb 2020, 01:40
okupanti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 488
წევრი No.: 123931
რეგისტრ.: 20-November 10

გამოგზავნილია: 6 Feb 2020, 10:04  #55807548      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
abes777
QUOTE
მე მგონია რო მეტი გადაბმა მეტი პრობლემაა

გადაბმა პრობლემა არაა თუ ებმევა სპეციალური "კლემნიკით" ან კალით პაიკდება.

კაბელს რაც შეეხება 100% სპილენძი დენის კაბელში თითქმის არ არსებობს, აქვს მინარევები, ზოგს მეტი - ზოგს ნაკლები, მაგრამ კაბელი რომ ტყდება ეს კაბელის ხარისხის პრობლემაა.

QUOTE
კაბელების სიმრავლეს რაც შეეხება, 140 წერტილი მაქვს და სულ 980 ლარის კაბელი გამოვიყენე. ამაში შედის 4 კვადრატიანი კაბელებიც კონდინციონერისთვის და სამზარეულოსთვის. იაფიანი არც კაბელი მიყიდია და განა რამდენი დაიზოგებოდა კარობკებით რო გამეკეთებინა.

ესეიგი კოლოფებით ყოფილა მაინც, რადგან ყველაზე გრუბად რომ გადათვალო: 980/140=7, ანუ წერტილზე 7 ლარის კაბელი არანაირად არ გეყოფა ყველა ინდივიდუალურად თუ ატარე.

4იანი კაბელი თუ მოხმარება არაა სტანდარტულზე დიდი სახლის პირობებში არაახოლმე საჭირო და ტყუილად დებენ. 2.5 იანის მუდმივ დატვირთვაზე სამუშაო დენია დაახლოვებით 5-6 კილოვატი რომ არ გათბეს, ხოლო თუ მუდმივი დატვირთვა არაა 8 კილოვატსაც ჩვეულებრივ ამუშავებს. ხოდა სახლის არცერთი კონდინციონერი არაა ამხელა სიმძლავრის, იგივე კუხნაში რას აერთებ ეგეთს 4იანი კაბელი რომ დაგჭირდა. ან რამდენ ამპერიანი ვავტომატი გიყენია კუხნაში?
abes777
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16572
წევრი No.: 109411
რეგისტრ.: 16-January 10

გამოგზავნილია: 6 Feb 2020, 15:03  #55808718      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
okupanti
კალით დაპაიკება კარგია? მგონია რო არაა საიმედო. ჩამოიღვენთება და პაჟარი...
კოლოფები არაა. თითო შნური მიდის თითო ოთახში და მერე იქიდან ნაწილდება შნურებით. ანუ ყველა შტეფცელზე სათითაოდ არ მიდის შნური.
4იან კაბელზე 24იანი კონდინციონერი მიზის. 80 კვადრატულზე გაანგარიშებული. ჩართვაზე ხო მაგას ბევრი დენი უნდა..
სამზარეულოშიც 4იანია რაზეც დუხოვკა უნდა დაერთდეს. 32იანი ავტომატი.
okupanti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 488
წევრი No.: 123931
რეგისტრ.: 20-November 10

გამოგზავნილია: 6 Feb 2020, 16:31  #55809079      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
abes777
კალის ლღვობის ტემპერატურა არის 230 გრადუსი ცელსიუსი. კაბელი მაგ დონეზე რომ გაცხელდეს იზოლაციას დაკარგავს.

QUOTE
კოლოფები არაა. თითო შნური მიდის თითო ოთახში და მერე იქიდან ნაწილდება შნურებით

კიბატონო, ზუსტად მაგას ქვია კოლოფი, ანუ ერთ ოთახში მიდის კაბელი და მერე ნაწილდება, და წერტილს სადაც ოთახის კაბელები და შიტიდან მოსული კაბელი თავს იყრის ეწოდება კოლოფი. მე ოთახში მიმყავს 2 წვერი კაბელი შიტიდან, ერთი 2.5 იანი შტეფცელებისთვის, მეორე 1.5იანი განათებისთვის, რადგან შტეფცელის პრობლემის დროს ავტომატმა რომ ამოაგდოს შუქი არ ჩაქვრეს ოთახში და პირიქით სანათის გამოცვლის დროს განათების ავტომატს რომ გამორთავ შტეფცელში დენი დაგჩება პერენოსკა რომ დააერთო.

QUOTE
სამზარეულოშიც 4იანია რაზეც დუხოვკა უნდა დაერთდეს. 32იანი ავტომატი.

ხოდა 32იანი ავტომატი 7 კილოვატზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში ამოაგდებს, 7 კილოვატს კიდე 4იანი კაბელი არ ჭირდება. კონდინციონერს მაქს ქონდეს 3.5კვ მოხმარება, გაშვებისას შეიძლება 10იც ქონდეს მაგრამ წამიერად. თანამედროვე ხარისხიან ავტომატებში გაშვების დენი გათვალისწინებულია და ავტომატი ხვდება თვითონ გაშვების დენია თუ მოკლე ჩართვა და ამის გამო წამიერად შეუძლია 3ჯერ მეტი გაატაროს ისე რომ არ ამოაგდოს
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
user posted image
user posted image

* * *
user posted image
..........................................
nutria-113
++


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5264
წევრი No.: 100691
რეგისტრ.: 23-September 09

გამოგზავნილია: 6 Feb 2020, 16:59  #55809210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
okupanti
კარგი კარადებია.
ნომინალებს ვერ ვარჩევ კარგად მაგრამ სავარაუდოდ 16 შტეფსელზე და 10 განათებაზე ხომ?
სულ ბოლო სურათზე გაჟონვის რელები სადაც დგას, მანდ მხოლოდ იმ ერთ ნოლს იყენებ თუ ქვემოთაცაა და არ ჩანს?
მშენებლობისას დაქსელვის სურათებიც თუ გექნება რომ დააგდო რამდენიმე კარგი იქნებოდა.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0311 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]