forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლიცენზიის თემა, რაში დაგვეხმარება ლიცენზია?
G1oba1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 923
წევრი No.: 222955
რეგისტრ.: 19-August 16

გამოგზავნილია: 9 Jan 2018, 00:04  #51965338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ გილოცავთ შობა-ახალწელს გისურვებთ ყოველივე კარგს...

მოკლედ არასდროს ისეთი პროექტი არ გამიკეთებია სადაც ლიცენზია დამჭირვებია.
და ახლა მგონი ის დროა რომ ვიცოდე ამის შესახებ.
მაინტერესებს როგორ უნდა დავადო ჩემს კოდს ლიცენზია და საერთოდ რა საჭიროა ეს? რაში დამეხმარება?

რა არის აპაჩი ლიცენზია GNU და ასე შემდეგ..??
help me
sergo_bero
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5322
წევრი No.: 7145
რეგისტრ.: 7-November 04

გამოგზავნილია: 9 Jan 2018, 14:12  #51967359      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
G1oba1

QUOTE
რაში დაგვეხმარება ლიცენზია?

იძლევი შენი კოდის გამოყენების საშუალებას ლიცენზირების ფარგლებში, რა უფლებასაც მისცემ ( გავრცელება, კომერციული სახით გამოყენება ... ა.შ. ), მხოლოდ იმ ფარგლებში შეეძლებათ სხვებს გამოყენება. ერთგვარი სამართლებლივი ბერკეტია.

ასევე, როდესაც სხვის კოდს იყენებ, უნდა გადახედო რა ლიცენზირებით არის, შეიძლება ზოგი გავალდებულებდეს შენი კოდის გასაჯაროებას, რაც შენ არ გაწყობდეს ...

აქ შეგიძლია ნახო რომელი რას ნიშნავს და რაში გამოიყენება > https://tldrlegal.com


--------------------
https://ogres.ge/
G1oba1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 923
წევრი No.: 222955
რეგისტრ.: 19-August 16

გამოგზავნილია: 9 Jan 2018, 17:15  #51968406      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sergo_bero
ეგ გასაგებია მაგრამ აი ის ვერ გავიგე სხვის დაწერილ ლიცენზიას რატო იყენებენ მაგალითად apache 2 თუ რაღაც
ხომ შეილება თვითონ დაწეროს თავის კოდზე რომ არ შეილება გამოყენება და ვსო
sergo_bero
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5322
წევრი No.: 7145
რეგისტრ.: 7-November 04

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 01:00  #51971186      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
G1oba1
სფეროში მიღებული სტანდარტებია ეგ ლიცენზიები, თითქმის ყველა შემთხვევისთვის არსებობს უკვე ცნობილი ლიცენზია, ახალის გამოგონება არ არის ხოლმე საჭირო. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ეგეც შეიძლება.

ყველას რომ საკუთარი/განსხვავებული ლიცენზია ჰქონდეს და ყოველი ფაილის დამატებისას მისი გარჩევა თუ გახდა საჭირო, პროგრამისტობა კი არა იურისტობა იქნებოდა smile.gif
G1oba1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 923
წევრი No.: 222955
რეგისტრ.: 19-August 16

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 02:15  #51971545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sergo_bero
კიდევ ერთი შეკითხვა
როგორ უნდა გამოვიყენო ეს ლიცენზია ? ესე უბრალოდ დავაკოპირო ლიცენზია და დავადო ჩემს კოდს?
ვის ლიცენზიასაც ვიყენებ მასთან რამე ხელშეკრულებას ხომ არ ვდებ? ან რეგისტრაცია ან რამე?

მადლობა გამოხმაურებისთვის

This post has been edited by G1oba1 on 10 Jan 2018, 02:21
sergo_bero
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5322
წევრი No.: 7145
რეგისტრ.: 7-November 04

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 02:39  #51971631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
G1oba1
QUOTE
როგორ უნდა გამოვიყენო ეს ლიცენზია ? ესე უბრალოდ დავაკოპირო ლიცენზია და დავადო ჩემს კოდს?

პროექტის აღწერაში უნდა იყოს მითითებული ლიცენზია, ან ფაილებში გააჩნია პროექტს.
ზოგადად, სადმე ისეთ ადგილას, სანამ ვინმე გამოყენებას შეძლებს აუცილებლად რომ მოუწიოს ნახვა, მერე რომ არ თქვას არ ვიყავი ინფორმირებულიო smile.gif


QUOTE
ვის ლიცენზიასაც ვიყენებ მასთან რამე ხელშეკრულებას ხომ არ ვდებ? ან რეგისტრაცია ან რამე?

ლიცენზიის ტიპს გააჩნია, ზოგი ამის ვალდებულებას იძლევა, ზოგი კი ყველანაირ პირობებში გამოყენების უფლებას იძლევა. გადახედე ზედა პოსტში დადებულ ლინქს უფრო კარგად.

G1oba1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 923
წევრი No.: 222955
რეგისტრ.: 19-August 16

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 13:52  #51985334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sergo_bero
დიდი მადლობა პასუხებისთვის


თემა როგორ დავხურო არ ვიცი .
zgarb7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2974
წევრი No.: 186741
რეგისტრ.: 27-May 14

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 15:38  #51985984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
G1oba1
არ დახურო იყოს.

ქართულად მაინტერესებს ეს ლიცენზიები რას მოითხოვენ: GNU License და MIT License

MIT License მაგალითად თუ რამე კომპონენტს იყენებ რომელიც ამ ლიცენზიისა შენი პროქეტიც აუცილებლად ოფენ სორსი უნდა გახადო? თორე დაარღვევ ლიცენზიას?
ასევე GNU-ზეც ეგრეა? თუ შეგიძლია თავისუფლად გამოიყენო და კომერციული პროექტი იყოს შენი მაგრამ იყენებდეს ამ ლიცენზიის კომპონენტებს
ჭელიძე
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 144546
რეგისტრ.: 15-March 12

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 16:51  #51986496      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესო მასალა

http://it-issoeasy.blogspot.com/2017/10/open-source.html
zgarb7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2974
წევრი No.: 186741
რეგისტრ.: 27-May 14

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 17:19  #51986659      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჭელიძე
მაინც ვერ გავიგე. GNU კომპონენტი რო გამოვიყენო ჩემს კოდში ან პროქეტში რა უნდა ვქნა სადაც ამ პროექტს წარვადგენ ყველგან ვიყვირო უნდა რო ეს კომპონენტი მაქ გამოყენებული და ის ოპენ სორსია და აი მაგის კოდი თქო?
Ostrakoni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 137
წევრი No.: 119407
რეგისტრ.: 9-August 10

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 14:57  #51996426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zgarb7 მოგესალმებით. რამდენადაც ვიცი, თუ, შენი პროექტი, რომელიც იყენებს *ამ ლიცენზიას, მხოლოდ ყვირილის სახით მიეწოდება მომხმარებელს, მაშინ უნდა იყვირო, მაგრამ თუ, მაგალითად, აკეთებ პროგრამულ უზრუნველყოფას, მაშინ სალიცენზიო შეთანხმებაში (აი იმაში არავინ რომ არ კითხულობს) მიაწერო, რომ იყენებ ოუფენსორს ბიბლიოთეკას და მიუთითო ლინკი სორსზე, საიდანაც მომხმარებელი, სურვილის შემთხვევაში, (ვინ ოხერი) ჩამოწერს სორსს.
That's it.
(ამ ლიცენზიასაც გააჩნია. ზოგი არც გთხოვს მაგას, მაგალითად MIT ლიცენზია.)

This post has been edited by Ostrakoni on 14 Jan 2018, 15:18
zgarb7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2974
წევრი No.: 186741
რეგისტრ.: 27-May 14

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 15:26  #51996575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ostrakoni
მაგარი უაზრობაა მე თუ მკითხავ. თუ ოპენ სორუსია და უფასოა რატო უნდა ვიყვირო რომ ეგ მაქ გამოყენებული. პირიქით უნდა იყოს ისე რომ თავისუფლად შეიძლებოდეს გამოყენება.
sergo_bero
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5322
წევრი No.: 7145
რეგისტრ.: 7-November 04

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 18:05  #51997368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
zgarb7
გამოყენება შეგიძლია, მაგრამ ზოგს გარკვეული პირობები აქვს.
მაგალითად: რაიმე ცვლილებას თუ შეიტან, ან რამეს გაასწორებ ამ გამოყენებულ კოდში, უნდა გააზიარო, რომ სხვებმაც იხეირონ.

This post has been edited by sergo_bero on 14 Jan 2018, 18:12
G1oba1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 923
წევრი No.: 222955
რეგისტრ.: 19-August 16

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 21:09  #51998425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჭელიძე
2kiss.gif

კარგი იყო

This post has been edited by G1oba1 on 14 Jan 2018, 21:10
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0122 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]