forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აბიტურიენტის გასაჭირი 2 ინფრომატიკის აღზევება
odoakr
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 233403
რეგისტრ.: 29-June 17

გამოგზავნილია: 29 Jun 2017, 13:13  #50863466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ ხალხო ინფორმატიკაზე მინდა ჩაბარება ( ვიცი საკუთარ თავთან მუშაობაა უფრო მნიშმვნელოვანი) და რომელ უნიშია ყველაზე კაი? თავისუფალის გარდა .... კავკასია მაქვს ვარიანტად , მაგრამ რაც აქ წავიკითხე ისევ ავიბენი კარგია თუ არ არის .... კომპეტენტური ადამიანები ხართ და ვიცი კარგს მირჩევთ დდდ user.gif user.gif user.gif vik.gif
Niandra
Stardust


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1132
წევრი No.: 172313
რეგისტრ.: 26-August 13

გამოგზავნილია: 1 Jul 2017, 20:08  #50879958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
odoakr
QUOTE
ვიცი საკუთარ თავთან მუშაობაა უფრო მნიშმვნელოვანი

კარგია, ეს რომ უკვე გააზრებული და გაცნობიერებული გაქვს.
უნივერსიტეტი ამ სფეროში მხოლოდ საბაზისო ცოდნის მოცემასა და მიმართულების ჩვენებაში თუ დაგეხმარება.

რაც შეეხება იმას, თუ სად ჩააბარო, რამდენიმე ვარიანტია, ასე თუ ისე ნორმალური:
თავისუფალი უნივერსიტეტი
სან დიეგო
ჯავახიშვილი
კავკასია

შენსავით აბიტურიენტი ვარ და მე, პირადად, არჩევანი კავკასიის უნივერსიტეტზე გავაკეთე. yes.gif
პირველ რიგში, ისაა აღსანიშნავი, რომ გადასახადი არ არის მაღალი, მხოლოდ 2250 ლარი.
ამასთანავე, ნამდვილად კვალიფიციური და კომპეტენტური ლექტორებისგან მიიღებ ცოდნას. მათ შორის, ზაზა გამზარდაშვილისგან, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტშიც ასწავლის.

+ ახალ შენობაში გადადის მთლიანი უნივერსიტეტი და სათანადო და თანამედროვე ინფრასქტრუქტურით იქნება აღჭურვილი.

თავად პროგრამა რამდენიმე კონცენტრაციას მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი მიმართულებით წახვალ, ალბათ:
1. პროგრამირება
2. Game Development
3. კომპიუტერული ქსელები და სისტემები.

აქ უფრო დეტალურად და დამაკმაყოფილებლადაა ახსნილი ყველაფერი:
http://cu.edu.ge/ka/schoolss/cst/programs-...matics-bachelor


--------------------
The blacker the sun
The darker the dawn
irakli8
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2577
წევრი No.: 125609
რეგისტრ.: 6-January 11

გამოგზავნილია: 2 Jul 2017, 15:25  #50884015      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ თავისუფალში 100%-იანი დაფინანსებით 1800 ლარი გიწევს.
Irakli2013
მურმანიძემ ხელი არ მოაწერა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7948
წევრი No.: 174435
რეგისტრ.: 4-October 13

გამოგზავნილია: 2 Jul 2017, 22:12  #50886455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
odoakr
Niandra

წამოდით კავკასიაში biggrin.gif


--------------------
You see, in this world there's two kinds of people, my friend: those with loaded gun and those who dig. You — dig


Когда у общества нет цветовой дифференциации штанов, то нет цели!

Правительство на другой планете живет…
irakli8
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2577
წევრი No.: 125609
რეგისტრ.: 6-January 11

გამოგზავნილია: 14 Jul 2017, 22:21  #50965901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ ვიცოდი, თურმე კაიხანია 100%-იანით 2300 ლარი უწევს მაკსს, ჩემ დროს 1800 იყო.

This post has been edited by irakli8 on 15 Jul 2017, 00:16
Niandra
Stardust


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1132
წევრი No.: 172313
რეგისტრ.: 26-August 13

გამოგზავნილია: 17 Jul 2017, 17:28  #50981597      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
irakli8
MACS-ის სკოლაში სწავლობდი?
irakli8
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2577
წევრი No.: 125609
რეგისტრ.: 6-January 11

გამოგზავნილია: 17 Jul 2017, 17:56  #50981780      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Niandra
ახლა ვსწავლობ, ოღონდ ინჟინერიაზე. მე როცა ჩავაბარე 1800 გვიწევდა და რომ შეიცვალა ჩვენ იგივე დაგვიტოვეს.
Niandra
Stardust


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1132
წევრი No.: 172313
რეგისტრ.: 26-August 13

გამოგზავნილია: 17 Jul 2017, 22:59  #50983363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
irakli8
QUOTE
ახლა ვსწავლობ

და რაიმე ისეთს გასწავლიან, რასაც, მაგალითად, საქართველოს სხვა უნივერსიტეტში ვერ ისწავლიდი?

თავისუფალი კი ნამდვილად კარგი და მაღალი სტანდარტების მქონე სასწავლებელია, მაგრამ მე მგონია, რომ ხალხს ზედმეტად კარგი და რეალობას მოკლებული წარმოდგენა აქვს მასზე.
ერთგვარ აქსიომად მიიღო ბევრმა ის, რომ ნებისმიერი რამ თავისუფალში გაცილებით უკეთესად და ხარისხიანად ისწავლება, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში. user.gif

ჰოდა მაინტერესებს, რა არის ის, რის გამოც აბიტურიენტისთვის freeuni უნდა იყოს პრიორიტეტი?
irakli8
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2577
წევრი No.: 125609
რეგისტრ.: 6-January 11

გამოგზავნილია: 18 Jul 2017, 00:41  #50983965      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Niandra
უნაკლო ნამდვილად არ არის და სხვა რომელიმე კონკრეტულ უნიზე ვერ ვილაპარაკებ რადგან არ ვიცი,მაგრამ ერთი-ორი სიტყვა შემიძლია გითხრა რა ხდება, ვერც სხვა ფაკულტეტებზე გეტყვი ხდება, მარტო მაკსი, მაკსის ინჟინერია და ფიზიკა ასე თუ ისე ვიცი მე.
პირველ რიგში ხალხი ვინ აბარებს აქ, უმეტესობა კომაროველები არიან ან რამე მსგავსი ძლიერი სკოლიდან, ანუ კონკურენცია მაღალია, სამაგიეროდ ძალიან ჭკვიან ხალხთან ხვდები და შეგიძლია ეგ შენ სასარგებლოდ გამოიყენო.
მერე სწავლება არის ასეთი: დასწრება ლექციებსა და სემინარებზე სავალდებულო არ არის, დასწრებაში ქულა არც ისე ბევრ საგანში იწერება და ისიც მცირე ქულა უკავია (თუ ლაბორატორიული არ არის). ანუ რა საგნებიც არ გაინტერესებს ან რაც კარგად იცი და შენითაც შეგიძლია ისწავლო, არ მიხვალ და ასე თუ ისე დროს დაზოგავ და ნერვებსაც.
შენი კურსის საგნები რაც არის, ყველაფერს სწავლობ ინგლისურ ენაზე ანუ კარგი სახელმძღვანელო გაქვს და წიგნების ყიდვაც არ გიწევს რადგან ყველას ელექტრონული ვერსია გექნება.
მაკსის კურსი მთლიანად გადმოღებულია მიტ, სტენფორდი და მსგავსი უნივერსიტეტებისგან და ზოგჯერ იმათზე უფრო რთული გამოცდებია ხოლმე.
ნუ ინჟინერიაზე შედარებით სუსტი ხალხია, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო რთული კურსია, რადგან მაკსის ბევრი საგნის გავლაც გიწევს და ამას დამატებული უფრო რთული ფიზიკა და კიდევ ბევრი რთული საგანია ჩვენთან.
დასაქმების პერსპექტივას რაც შეეხება,, მაკსსა და ფიზიკაზე, ფაქტობრივად, ეგ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სწავლობ. მაკსელები მე-3 კურსიდანვე ბევრი მუშაობს, ზოგი მე-2-დანაც, ფიზიკაზე ჯერ კიდევ პირველკურსელები იყვნენ უკვე სამეცნიერო სტატიებს რომ აკეთებდნენ (რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად არა), მეორეზე კი ზოგი მაგისტრატურის დონის სტატიებზე მუშაობს და დადიან უცხოეთში ხან კონფერენციებზე, ახლა საზაფხულოდაც არიან რომელიღაც უნიში სასწავლად წასულები.
ნუ ინჟინერია შედარებით ახალი კურსია და წარმატებები დიდად არ ჩანს, კურსი არ გამოუშვია ჯერ. მაგრამ ვიცი რამდენიმე სტარტაპი ჰქონდათ მესამე კურსელებს, ჩემი ჯგუფელებიც იწყებენ სტატიებზე მუშაობას.
მოკლედ, დაახლოებით ასეთია ფრიუნი smile.gif
RayV
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2067
წევრი No.: 205113
რეგისტრ.: 15-July 15

გამოგზავნილია: 18 Jul 2017, 11:46  #50985450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
irakli8
ბარემ მეც გკითხავ.

გამოცდებზე ისეთ ქულებს ვიღებ, რომ კომპ.მეცნიერებებზე მოხვედრის ძალიან პატარა შანსი მაქვს.
ინჟინერიაზე უეჭველი ვხვდები, მაგრამ კურიკულუმი ვნახე და ის საგნები, რომლებსაც მანდ ასწავლიან ნაკლებად მიზიდავს.
ხოდა, შიდა მობილობა ადვილად კეთდება სემესტრის ბოლოს თუ ბევრია ხოლმე მსურველი და გადასვლა გამიჭირდება ?


--------------------
FC Bayern München
Liverpool F.C.
Cleveland Cavaliers

irakli8
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2577
წევრი No.: 125609
რეგისტრ.: 6-January 11

გამოგზავნილია: 18 Jul 2017, 13:19  #50986054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
RayV
პირველივე კურსიდან დაწერ განცხადებას გადასვლაზე, პროგრამირების საგნებს გაივლი პარალელურად, თუ კარგი შედეგები გქონდა გადახვალ.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0172 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]