#57591803 · 3 Mar 2021, 21:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სავარძელი აშკარად ცარიელია და ცოტა ხნით ჩამოვჯდები
QUOTE | . ვინ ან რა შეიძლება ყოფილიყავი წინა ცხოვრებაში ? |
მეკობრე. მინიმუმ მეზღვაური. მექნებოდა ცალი ფეხი, ან ცალი თვალი, ან ცალ-ცალი ფეხი და თვალი, რომ დაღამდებოდა გავილეშებოდი რომით და მთვარეს სერენადებს ვუმღერდი.
QUOTE | როგორ გაიხსენებ ბავშვობას ? |
„ეჰ, კარგი იყო, ოხერი...“
QUOTE | რას შეადარებდი შენი ცხოვრების გზას ? |
,,ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია, რომლისგანაც მინდა გამოვფხიზლდე".
QUOTE | სად არის შენი მომავალი ? |
რთული კითხვაა. ეგ რომ ვიცოდე, აწმყო რთულიც არ იქნებოდა.
QUOTE | რომელი ფერები ჭარბობს შენს გარშემო-ცხოვრებაში ? |
ლურჯი და ყვითელი.
QUOTE | რა გასხვავებაა ვირტუალურ და რელურ შენს შორის ? |
ბევრი არაფერი. აქ უფრო მეტს ვატლიკინებ ენას და ვტინგიცებ.
QUOTE | თავისუფლებას სად გრძნობ ყველაზე მძაფრად? |
ისეთი კითხვაა, რომ დაფიქრდები და უნდა უპასუხო - სადღაც მთის წვერვალზე, თოვლიან ქუდებს შორის ... მაგრამ არამც და არამც. საწოლში ალბათ, არა?
QUOTE | რა არის შენეული წარმატების განსაზღვრება ? |
წარმატება ალბათ ისაა, როდესაც იცი რა გინდა და ამ გზაზე დგახარ, და არ აქვს მნიშვნელობა გახვალ თუ არა ბოლოში. მთავარია რომ იცოდი და რომ მიდიოდი.
QUOTE | რითი ხარ სხვებისგან გასხვავებული? |
ყველაფრით. + ჭამის შემდეგ თითებს არ ვილოკავ.
QUOTE | ცხოვრებაში ყველაზე მეტად რომელ კითხვაზე გაინტერესებს პასუხი ? |
,,რატომ?"
QUOTE | რომელი უფრო იცი- რა გინდა თუ რა არ გინდა ?
|
ალბათ თანაბრად, იმიტომ რომ ეგ ორი ერთიდაიგივეა. რაღაცის სურვილი პარალელურად იმასაც ნიშნავს რომ მისი საწინააღმდეგო არ გსურს.
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი
|