ჩემს ბიჭებს შორის 19 წელია განსხვავება.
უფროსზე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სადილის წინ ბებიაჩემი მე და ჩემს შვილს ერთად გვეკითხებოდა_ხელები დაიბანეთ?
მამაჩემი თავს იკლავდა, რომ გავთხოვდი(გავიპარე ) როცა გაიგო, რომ ბავშვს ველოდები, კიდევ რომ მდომოდა მე თითონ მეყოლებოდაო, რა დროს შენი ბავშვიაო. მე კიდევ ვფიქრობდი, რას ამბობს, ნუთუ ამ ასაკოვან კაცს სექსი აქვს -მეთქი? ამ დროს მამაჩემი 41-ის იყო და მე უკვე ძალიან ასაკში მეგონა.
როცა უმცროსი 12-14 -ის გახდა , მაშინ დაიწყეს ძმებმა მეგობრობა და ახლა ისეთი ურთიერთობა აქვთ,ასაკის განსხვავება საერთოდ არ იგრძნობა.
ბევრჯერ კი გამიგია მათი ლაპარაკი, უფროსი ,რომელზეც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ,უმცროს ეუბნება , შენ ვერ ხვდები,როგორ გაგიმართლა ,რომ ესენი(ჩვენ მშობლები)ახალგაზრდები არ არიან, იმდენს აღარ დარბიან და შენ ბებიებთან არ გტოვებდნენო, მე სულ მენატრებოდაო.
ძალიან განვიცადე, ეს რომ გავიგონე. მართლაც სტუდენტობა ცალკე, ამხანაგები ცალკე, პაეზდკები ცალკე. და ვერ ვხვდებოდი ,რომ ბავშვს თურმე სულ ვენატრებოდი. მეგონა ჩემ მშობლებთან და ჩემ ბებიებთან ძალიან უყვარდა ყოფნა.
უმცროსმა უთხრა, რას ამბობო, ამათ ჩემი არ ესმითო.მობილი უნდოდა ნავაროჩენი და ის პერიოდი იყო, სკოლასთან რომ უფროსი ბიჭები ართმევდნენ და ამითომ უბრალო ვუყიდეთ.მაშინ 12-იყო. მისი კლასელების ახალგაზრდა დედებთან, ერთი ჩემი უფროსის კლასელიც იყო, არანაირი პრობლემა არ მქონია, ყველასთან ვამხანაგობდი და სულ მპატიჟებდნენ. მეც ვცდილობდი ახალგაზრდულად ჩამეცვა ,ისედაც ასეთი სტილი მაქვს და ახლა ჭიპს ვერ გამოვიჩენდი.სასაცილო და ძალიან შეუფერებელი იქნებოდა.
ერთადერთი, უფროსთან უფრო ხალისიანი ვიყავი მეც და ყველა. უმცროსი ისეთ პერიოდში დაიბადა, არა შუქი, არ გაზი, ნავთის ქურები და მილიონი პრობლემა. რაღა ხალისი გვექნებოდა, მაგრამ ასჯერ უფრო ყურადღებიანი მშობლები ვიყავით.ამას უხსნიდა უფროსი, რაზეც თითონ იყო თურმე გულდაწყვეტილი , მე კი მეგონა მშვენიერი დედა ვიყავი. გუდაურში ერთად ვთხილამურობდით, ავტომდრომზე მასზე უფრო მიყვარდა სიარული. თეატრებში დამყავდა.
ეს არც უმცროსს აკლდა, ესაა რომ თხილამურებზე აღარ ვდგებოდი და მანქანაზე, არ ვჯდებოდი. საშინელ ავარია გადარჩენილს ,(მე ვიყავი საჭესთან)ახლაც მეშინია.ახლა , რამდენჯერ მიოცნებია, ნეტავ ისევ პატარები იყვნენ, მე სულ სხვანაირად მოვიქცეოდი. უფროსზე მეტ დროს დავუთმობდი და უმცროს დროს კი არ ვაკლდები, მაგრამ ვეცდებოდი, უფრო ხალისიანი დ ამხიარული ვყოფილიყავი. მაგრამ ძალიან მძიმე იყო90-იანები თუ საყოფაცხოვრებო კუთხით, თუ აფხაზეთის ომი.და მერე ისეთი არეულობა და უბედურებები ამ საძმოების ერთმანეთთან ბრძოლა , კვირა არ გა ვიდოდა, ვინმე ახალგაზრდა ბიჭის, ან ნათესავის ან მეგობრის შვილის დაკრძალვა არ ყოფილიყო. ხალისი კი არა, მოშხამული გქონდა ცხოვრება. მატერიალურადაც როგორი წლები იყო>საშინელი, გახსენებაც არ მინდა.
მესმის გრცხვენოდეს თუ უტაქტო მშობელი გყავს, ამხანაგებთან უხერხულ მდგომარეობაში გაგდებთ. ან უხეშები არიან , ან არ აინტერესებთ თქვენი ამბები და უყურადღებოები არიან და ასაკზე რატომ გაქვთ პრობლემა?
ზოგის პოსტზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ,წინასწრ ეშინიათ და ზედმეტ ტვირთად მიაჩნიათ მშობლები.
თქვენს "ასაკოვან"მშობლებს
გაჩენა, გაზრდა , მოვლა , ავადმყოფობის დროს ღამეების თენება. სკოლაში ტარება და სპორტი იქნება თუ სხვა წრე. ყოველთვის ეხალისებოდათ? ან მათთვის არ იყო რთული? მაგრამ დარწმუნებული ვარ ზედმეტ ტვირთად და ბარგად არასოდეს გთვლიდნენ.გონებაშიც არ მოუვიდოდათ ასეთი აზრი.
* * *
ისე,მილიონერი, თქვენი აზრით ასაკოვანი მშობლები გირჩევნიათ თუ უმუშევარი ,უკაპიკო, სოციალურ დახმარებაზე მყოფი ახალგაზრდა მშობლები?
გულახდილად გამოუ ტყდით თქვენს თავს.მილიონები გადაწონის . რასაც ზოგიერთის პოსტებში ვკითხულობ. არ დავასახელებ, მაგრამ აშკარაა, ვის რა ურჩევნია.თავსაც იმით გაიმართლებთ,რომ ფული საშუალებას მოგცემთ, მათი კომფორტი და ღირსეული სიბერე უზრუნველყოთ .
ახლა მოძალადე, უხეშ მამას და კაპასს , ისტერიულ და მანიპულატორ დედას არ ვგულისხმობ.
This post has been edited by nigo on 14 Apr 2018, 09:11