Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამები > პროგრამა ამადეუსი


Posted by: giamtv 6 Mar 2006, 13:26
მინდა ამადეუსის პროგრამის სწავლა მაგრამ ვერსად ვერ ვიშოვე საინსტალაციო. იქნემ ვინმემ იცით სად შეიძლება ამ პროგრამის შოვნა?

Posted by: TAZ 6 Mar 2006, 13:40
giamtv
Amadeus II 3.8.6

ლინქი:
http://chariot.mac.tucows.com/files/Amadeus.dmg.zip

იმედი იცი, რომ MAC OS-ზე ირთვება მარტო smile.gif

Posted by: giamtv 6 Mar 2006, 13:55
არა არ ვიცოდი... ვინდოუსზე ვერ დავაკენებ?
* * *
ამ ლინკზე დიდი მადლობა TAZ. გამოდის ვისაც ამადეუსი უკენია მაკზე მუშაობენ?

Posted by: TAZ 6 Mar 2006, 14:06
giamtv
QUOTE
ვინდოუსზე ვერ დავაკენებ?

მაგ ვერსიას ვერა. შეიძლება არის ვინდოუსზეც, არ ვიცი.
მე რაც ვნახე, ყველა Mac-ზე იყო

Posted by: giamtv 6 Mar 2006, 14:29
OK დიდი მადლობა პასუხისთვის!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: bel-505 29 Jun 2010, 13:38
ახალი თემის გახსნას, ისევ ძველის ამოქექვა ვამჯობინე.

გთხოვთ გამარკვიოთ, ახლობელს უნდა ტურისტულში დააყენოს ეს პროგრამა და რა ხდება,რა შეიცვალა 2006-ის მერე, ისევ მხოლოდ Mac-ზე მუშაობს? და როგორ უნდა მოიპოვო ლიცენზია პროგრამით სარგებლობისთვის, თუ უბრალოდ დააყენებ და იმუშავებ? რაიმე შეთანხმების ან ხელშეკრულების დადება ხომ არ ხდება ავიაკომპანიებთან?
თუ ვინმეს გქონიათ ამ პროგრამასთან შეხება, გთხოვთ ამიხსნათ.
გმადლობთ.

Posted by: Mr_Plague 29 Jun 2010, 13:45
http://thepiratebay.org/torrent/5190967/Amadeus_Pro_1.45_%5Bk%5D.zip

Posted by: y0Za 29 Jun 2010, 16:41
bel-505
დაელაპარაკე სხვა სააგენტოებს, ამადეუსი არ არის ის პროგრამა რომ უბრალოდ მოინდომო და დააყენო smile.gif

Posted by: AJIKA 29 Jun 2010, 18:56
და რა პროგრამაა საერთოდ? არ ვიცი შეგიძლიათ ამიხსნათ?

Posted by: 3BEPb 29 Jun 2010, 23:33
QUOTE
და რა პროგრამაა საერთოდ? არ ვიცი შეგიძლიათ ამიხსნათ?


ბილეთების დაჯავშნა და ა.შ. ტურისტულებისთვისაა.

ინსტალირდება მაკზეც და ვინდზეც. ინსტალაცია შესაძლებელია მათივე ვებ-გვერდიდან, მაგრამ off რეგისტრაციის გარეშე ვერ გამოიყენებ,

Posted by: qisika 12 Jul 2010, 13:03
ამადეუსის ვიდეო გაკვეთილები ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახო..?

Posted by: Mr_Plague 12 Jul 2010, 13:11
qisika
http://www.youtube.com/results?search_query=amadeus+software&aq=0

Posted by: qisika 13 Jul 2010, 03:08
Mr_Plague
ხო მაგრამ მაქედან ვერ ისწავლი პროგრამას....

Posted by: @smailika@ 15 Jul 2010, 14:18
"ამადეუს" _ მოკლედ ამ პრროგრამის სწავლა მინდა. მაინტერესებს რამდენად რთულია და რა ღირს

Posted by: Xuco_13 15 Jul 2010, 16:38
ეგ პროგრამა მე როგოც ვიცი ტურისტულ კომპანიებს სჭირდება და საკმაოდ ძვირიც ღირს, ჩემ ახლობლებს უნდოდა და როგორც ვიცი არ მახსოვს ზუსტად 200$ დმე მისცეს smile.gif

Posted by: Mama_Basili 15 Jul 2010, 17:24
@smailika@
http://forum.ge/?f=32&showtopic=33639586

Posted by: Janiashvili 15 Jul 2010, 17:30
@smailika@
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი თუ იოჰან ამადეუს ბურჯინსკი?

Posted by: mixeili777 23 Apr 2011, 16:11
გამარჯობათ ყველას იქნებ ვინმემ ამიხსნას ამადეუსი სად შეისწავლება ახლობელს უნდა და არ დაიზაროთ ტქვენი იმედი მაქვს

Posted by: mixeili777 6 May 2011, 13:21
ხალხო რა მაინტერესებს ამადეუსის პროგრამა სად შეიძლება შევისწავლო თავისი სერტიფიკატიტ თუ ვინმემ იცის იქნებ დამეხმაროს მაგრად მცირდება გელოდებიტ ყველს დამეხმარეტ თქვენი იმედი მაქვს

Posted by: tamo7779 24 Jun 2011, 10:33
mixeili777
პროგრამა ამადეუსი, სასტუმრო საქართველოს უკან, მარცხენა მხარეს. ახალაშენებული კორპუსია, რამდენიმე საფეხურია და სადარბაზო. თუ არ გადავიდნენ, აქ არიან.
აქ შეიძლება პროგრამის ყიდვა და გაკვეთილებიც აქვთ - სერთიფიკათიც.

Posted by: makavel1 14 Dec 2011, 15:53
ხალხო რა ჯდება მაგ პროგრამის შესწავლა გამაგებნეთ რა

Posted by: 2fast 6 Feb 2013, 02:28
გამარჯობათ, მოკლედ გეტყვით რა მაინტერესებს მე და დარწმუნებული ვარ არამარტო მე. ესეიგი, ამადეუსის პროგრამის შესწავლა მინდა. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ხდება ამ კურსების გავლა და როგორ. არ ვიცი ღირებულება ამ პროგრამის. ყველა წერს სხვადასხვა ვარიანტს და ვერ გავიგე. უბრალოდ გაგებული მაქვს, რომ პროგრამის ლიცენზია გჭირდება თუ რაგაც ეგეთი და მართალია თუ არა არ ვიცი. იტოგში დამეხმარეთ ვისაც ინფორმაცია გაგაჩნიათ რა : )))))))))))

Posted by: tamuna19802 25 Jan 2014, 23:18
მდააა კაცი შვილმა არ იცის ამ პროგრამის შესახებ არაფერი დავიჯერო?

Posted by: umbr_ella 30 Jan 2014, 18:42
tamuna19802
კი, ვიცი. რა გაინტერესებს smile.gif

makavel1
140$ და ბანკში გადარიცხვისას +15$ smile.gif
2 კვირიანი სწავლებაა. მეორე კვირის ბოლო პარასკევი გამოცდა ონლაინ smile.gif
პასუხს გებულობ ეგრევე wink.gif

Posted by: s@likun@ 26 Apr 2014, 17:55
მაინტერესებს სად შეიძლება ამ პროგრამის სწავლა ზუსტ მისამართს თუ დაწერთ კარგს იზავთ სადღაც ფილარმონიასტან არისო და ზუსტად ხო არ იცით ??

Posted by: Nini_Ninia 18 Mar 2015, 19:32
გამარჯობათ, მოკლედ არანაირი ინფო არ დევს ამადეუსთან დაკავშირებით არსად, თუ მე ვერ ვიპოვნე, იქნებ დამეხმაროთ

umbr_ella

იქნებ მომწერო საკონტაქთო ინფო და სად არის ეს კურსები ზემოთ რომ გაწერე

Posted by: Atreverse 18 May 2015, 17:08
ამადეუსის ოფიციალური წარმომადგენლობა იყო თარხნიშვილზე, სასტუმრო საქართველოს უკან. რამდენიმე თვის წინ გადავიდნენ შარტავაზე, ბიზნეს-ცენტრში. თუ სწორად მახსოვს, მე-7 სართულზე. ყოფილი საბურთალოს ბაზრის მოპირდაპირე მხარეს. თუ კიდევ რამე გაინტერესებთ, მკითხეთ smile.gif

Posted by: italiashka 31 May 2015, 21:13
Atreverse
ლიცეზიის მოპოვება როგორ ხდება და რა ჯდება?
და ლიცენზია ვადიანია თუ უვადო?
ვერ ვნახე ნეტში ინფო სამწუხაროდ

Posted by: Mega Mind 16 Jul 2015, 22:39
ორგანიზაციებისთვის წელიწადში 200$ ჯდება. შარტავაზეა ოფისი და იქ ხდება მხოლოდ

Posted by: K1CK3R 4 Jul 2016, 18:56
ამ პროგრამის შესწავლა სად არის შესაძლებელი და რა ჯდება ?

რა დროა დაახლოებით საჭირო რომ ეს პროგრამა შევისწავლო ?

Posted by: pholasha 2 May 2017, 12:28
Amadeus e-Travel Managemen ამ პროგრამის გადმოწერილი ვერსია არ იმუშავებს უნდა ვიყიდო ?

Posted by: dancing in the moonlight 17 Jul 2017, 17:11
არავის მოგეპოვებათ ამადეუსის პროგრამა :შ?

Posted by: EmiLi 14 Mar 2018, 03:02

ჩვეულებრივი ტურისტული სააგენტო, თუ IATA_სთან (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) არ თანამშრომლობს, ან ამ ასოციაციასთან ასოცირებულ კომპანიას არ გამოიყენებს შუამავლად, ვერაფერში ვერ გამოიყენებს ამ პროგრამას.
ჩვეულებრივ ტურისტულ სააგენტოს აქვს უფლება ამადეუსის პროგრამით მხოლოდ ფასები ნახოს. ყიდვა არ შეუძლია. საშუამავლო კომპანია კი მიანიჭებს უფლებას სისტემაში შევიდეს და მხოლოდ დაჯავშნოს ბილეთი, რომელსაც შემდეგ თავადვე უყიდის და ამ მომსახურებაში ყოველ ყიდვაზე გადაახდევინებს მომსახურების საფასურს.
თუ ამ პროგრამის გამოყენება სრულყოფილად გსურთ, ჯერ გახდით IATA_ს პარტნიორი. მაგრამ ეს, დამწყებ, დაბალბიუჯეტიანი ტურისტული კომპანიებისთვის ფაქტიურად შეუძლებელია. ასეთი ტურისტული კომპანიებისთვის ამადეუსის პროგრამა არის გზა ''გადამყიდველის'' გავლით შეიძინოს ბილეთი მგზავრისთვის, რომელიც გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე მის ტუროპერატორს შეუძლია მოიძიოს ინტერნეტის საშუალებით; მაგრამ IATA_სთან ასოცირებული კომპანიების დადებითი მხარე არის ის რომ ისინი მაქსიმალურად სწრაფ დროში ყიდულობენ, ან ჯავშნიან (თუ კი ავიახაზი ამის საშუალებას იძლევა) თქვენთვის სასურველ ბილეთს. თქვენ კი მხოლოდ მგზავრის მონაცემების გაგზავნა გიწევთ მათთან. ასევე დახმარებას გაგიწევენ რეისების გადადების, ან გაუქმების შემთხვევაში (ავიახაზების მხრიდან), მოგაწვდიან ინფორმაციას ფასდაკლებების შესახებ და ა.შ.
მოკლედ, ამ ასოცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას კომფორტის და ზედმეტი ხარჯის მეტი არაფერი მოაქვს.
ჩემი მოკრძალებული აზრით, დაბალბიუჯეტიანმა ტურისტულმა კომპანიებმა, ჯობია თავად მოიძიოთ ინტერნეტში ბილეთები, მეტს ''მოიგებთ''.

სულ ეს არის თქვენი ''ამადეუსი'', მეტი არც არაფერი user.gif




Posted by: vaska-vaska 30 Mar 2018, 01:27
გავლილი მაქვს პირველი ეტაპის დიპლომიანი მქვია მარა იმდენად რთულია რომ დავიკიდე..

EmiLi
საიდან მოიტანეთ რომ ბილეთების ყიდვა არ შეიძლება?
მთელი რიგი ბრძანებები და ფილტრები აქვს..
აარჩევთ რეისებს შეღავათებს და ძალიან ბევრ რამეს..


pholasha
dancing in the moonlight
პროგრამას შეძენის გარეშე ვერ ნახავთ გადმოსაწერად..

Posted by: EmiLi 6 Apr 2018, 12:19

vaska-vaska

არსად დამიწრია, რომ ბილეთის ყიდვა არ შეიძლება.
წერია, როგორ არის შესაძლებელი ყიდვა.

და ცოდნაზე ნუ შემედავებით. მეც გავლილი მაქვს



Posted by: aladini 27 Aug 2018, 14:27
საქართველოში ვინმე ყიდის მაგ პროგრამის ლიცენზიას?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)