forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულს, საპროცესო შეთანხმება უფორმდება
Warner Bros.
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18908
წევრი No.: 122503
რეგისტრ.: 14-October 10

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:25  #55743674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

აღნიშნულის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა.

თუ რა პირობებით გაუფორმდა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.


https://www.interpressnews.ge/ka/article/58...xmeba-upormdeba
bridgestone
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5646
წევრი No.: 39391
რეგისტრ.: 3-August 07

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:33  #55743713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს არის ის გ.ჯ. რომელზეც ადრევე იყო საუბარი, მღვდლის შვილი?

თუ მღვდლის შვილი კიდევ სხვა ვინმეა მაგ საქმეში?









--------------------
ნაცები=ქოცებს
chombe
ჟიგართმჟლეტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24884
წევრი No.: 65323
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:35  #55743724      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულს, საპროცესო შეთანხმება უფორმდება

მამამისი კმაყოფილია და სულ ღირსება–ვაჟკაცობას უქებს პრაკურორებს, ჩვენ ვინ გვეკითხება რამეს, მეცამეტე გოჭებივით რო არ ჩავეჩაროთ....


--------------------
si deus nobiscum quis contra nos !

- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ?
- შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)

Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! !
(© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)

გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
kanian_U



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8160
წევრი No.: 118391
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:37  #55743736      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"ზაზა სარალიძე: არ მაინტერესებს ვის რამდენს მიუსჯიან, მთავარია სიმართლე ითქვას"
QUOTE
„მე წლებს არ ვითვლი“, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

„არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან. ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი არ მაინტერესებს. მთავარია, სიმართლე უნდა ითქვას საბოლოო ჯამში“, - უთხრა ზაზა სარალიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ დღეს, 22 იანვარს მედიას აცნობა, რომ მიღწეულია საპროცესო შეთანხმება დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ-ს დაცვის მხარესთან: „ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ასევე, მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა საპროცესო შეთანხმება“.

ნადირაძემ საპროცესო შეთანხმების დეტალები არ დაასახელა იმ მოტივით, რომ საქმის განხილვა დახურულია.

პროკურორმა განცხადება გააკეთა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების, გ.ჯ-ს და გ.ბ-ს საქმის განხილვა.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჯ-მ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ბ-ს კი, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.
cameti13
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8856
წევრი No.: 27426
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:38  #55743742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

აღნიშნულის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა.

აღიარება რაღაში ჭირდება პროკურატურას ,თუ ორ ინსტანციაში ბრალი დაუმტკიცა ?
QUOTE
„მე წლებს არ ვითვლი“, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

ეს თუ არ ითვლის მე ვითვლი. პირადად ჩემ ინტერესებშია და ნებისმიერი მოაზროვნე მშობლის ინტერესებშია . ოპოზიციას ვურჩევ საპროტესტო აქციის დაანონსებას.

This post has been edited by cameti13 on 22 Jan 2020, 14:42


--------------------
no-mind
senpai
хранитель слов


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16339
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:41  #55743758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ზაზა სარალიძე: არ მაინტერესებს ვის რამდენს მიუსჯიან, მთავარია სიმართლე ითქვას"

იმენა კალაძე გახდა ტიპი facepalm.gif
Ryu
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1821
წევრი No.: 231547
რეგისტრ.: 2-May 17

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:42  #55743778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეალურად ვისი გაკეთებულიცაა მაგათ ვერ ეხებიან.... პატრონი ყავთ

ესენი კიდე უნდა დაალპო ციხეში, მარა ქოცისტანია რა....

შემდეგი იმედია ვინმე ბობოლა ქოცის შვილი იქნება, სხვანაირად ვერ სწავლობს ბრძენი ერის ჭკუას


--------------------
ქოცი ხომ ადამიანის მეგობარია, მერე რა რო აპრავებს... нужно понять и закопать живьем

19 ნოემბერი - 600 000 მოვალის ხსენების დღე
Borati
When I die Bury me Upside down So the world Can kiss my ass


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13032
წევრი No.: 153489
რეგისტრ.: 30-August 12

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:43  #55743784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფუ რა არარაობა ყოფილა ეს.
რადენი ადამიანი გამოვიდა ამის გამო ქუჩაში
რა გადაუხადეს ასეთი facepalm.gif


--------------------
რკინის კარს უკან გამოკეტილებს სოსო გვიტყნავდა ყველას კეთილებს...
Божий შვილი ვიყო!
მხოლოდ სომხებს არ ვევასებით, დანარჩენებს ყველას ყ---ე ვკიდივართ!
ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში@ბატონიბიძინი
bridgestone
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5646
წევრი No.: 39391
რეგისტრ.: 3-August 07

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:44  #55743788      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (senpai @ 22 Jan 2020, 14:41 )
QUOTE
ზაზა სარალიძე: არ მაინტერესებს ვის რამდენს მიუსჯიან, მთავარია სიმართლე ითქვას"

იმენა კალაძე გახდა ტიპი facepalm.gif

ჰოდა, თბილისის მერად არა, მაგრამ სამტრედიის მერად კი შეიძლება დანიშნონ არჩევნებამდე.


cameti13
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8856
წევრი No.: 27426
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:45  #55743797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Borati
QUOTE
რადენი ადამიანი გამოვიდა ამის გამო ქუჩაში
რა გადაუხადეს ასეთი

რატომ მხოლოდ მაგის გამო ? მე არ ვყოფილვარ მხოლოდ მაგის გამო . დამნაშავის დასჯა ნებისმიერი ჩვენგანის ინტერესებშია. საკუტარ ინტერესებს ვიცავდი .

This post has been edited by cameti13 on 22 Jan 2020, 14:47
experto
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28064
წევრი No.: 10279
რეგისტრ.: 19-May 05

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:46  #55743807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რადენი ადამიანი გამოვიდა ამის გამო ქუჩაში


user.gif
Z A Z A
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17018
წევრი No.: 165987
რეგისტრ.: 22-April 13

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:47  #55743812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბიჭი მოკლა და საპროცესო უფორმდება, ყველა ვინც მოკლავს საპროცესო უნდა გაუფორმდეს? facepalm.gif

რად გვინდა საერთოდ პატიმრობა გავაუქმოთ და საპროცესო დავტოვოთ. facepalm.gif


--------------------
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo
H-8_Oil
And so it goes


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4637
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:49  #55743828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
შემდეგი იმედია ვინმე ბობოლა ქოცის შვილი იქნება



--------------------
- All moments, past, present and future, always have existed, always will exist
- I am a Tralfamadorian, seeing all time as you might see a stretch of the Rocky Mountains. All time is all time. It does not change. It does not lend itself to warnings or explanations. It simply is.
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9569
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:50  #55743835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი რას აღარ აკეთებენ რა: გინდა მოკალი, გინდა მოიპარე, გინდა გააუპატიურე. თუ ფული გაქვს და პატრონი გყავს; შენია ეს ქვეყანა. გადააჯვი თავზე ვისაც გინდა და რა ფორმითაც გინდა. მკვლელობაზე საპროცესო გარიგება კაცო? თან ჯგუფურად მოკლესო და ერთი ადამიანი შერჩათ ხელში.
დახუროს ვინმემ ეს ქვეყანა.


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
kenj
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1279
წევრი No.: 229557
რეგისტრ.: 27-February 17

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:53  #55743861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (B l a c k J a c k @ 22 Jan 2020, 14:50 )
ესეიგი რას აღარ აკეთებენ რა: გინდა მოკალი, გინდა მოიპარე, გინდა გააუპატიურე. თუ ფული გაქვს და პატრონი გყავს; შენია ეს ქვეყანა. გადააჯვი თავზე ვისაც გინდა და რა ფორმითაც გინდა. მკვლელობაზე საპროცესო გარიგება კაცო?  თან ჯგუფურად მოკლესო და ერთი ადამიანი შერჩათ ხელში.
დახუროს ვინმემ ეს ქვეყანა.

დაკვეთა რაც იყო ''მოსახლეობის'' იმას ასრულებენ yes.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0282 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]