გო სტრატეგიული სამაგიდო თამაშია ორისთვის, რომლის მთავარი მიზანი მოწინააღმდეგეზე მეტი ტერიტორიის შემოსაზღვრაა. თამაში დაახლოებით 4-5 ათასი წლის წინ გამოიგონეს ძველ ჩინეთში, რომლის შემდგომაც მისი გავრცელება უკვე კორეასა და იაპონიაში მოხდა. მიუხედავად მარტივი წესებისა, გო სათამაშოდ საკმაოდ რთულია და კომბინაციათა განუსაზღვრელ რაოდენობას გულისხმობს. დღესდღეობით ამ თამაშს 200 მილიონამდე ადამიანი თამაშობს. ყოველწლიურად იმართება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, რომელთა საპრიზო ფონდი აღემატება კიდეც ჭადრაკისას. გარდა ამისა, გო ანვითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ხვეწს ინტელექტს, აყალიბებს ხასიათს და აძლიერებს კონცენტრაციის უნარს.
სასიხარული ამბავია, რომ საქართველოში დაარსებულია გო-ს ეროვნული სპორტული ფედერაცია, რომელიც აღიარებულია, როგორც საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე მსოფლიოს მიერ. შარშან მონაწილეობაც მივიღეთ ევროპის პირველობაზე, სადაც ჩვენმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და D კატეგორიიდან C კატეგორიაში გადაინაცვლა(საკმაოდ კარგი მაჩვენებელია საწყის ეტაპზე). აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 27 აგვისტოს ჩავატარეთ პირველი ჩემპიონატი, რომელმაც ყოველწლიური სახე მიიღო. წელს ტურნირი დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს იგეგმება და იმედია მონაწილეობის მსურველები გამოჩნდებით აქედანაც :დ
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივესალმებით ჩვენს ფედერაციაში და დავეხმარებით თამაშის სწავლასა და ათვისებაში. მთავარია სურვილი და მონდომება
აბა გამოჩნდით გო-ს მოყვარულებო :დ
პ.ს ონლაინ შესაძლებელია თამაში. სამომავლოდ ტურნირები ჩატარდება ქართულ ჯგუფში -
https://online-go.com/group/692ფედერაციის ფეისბუქის მისამართი -
https://www.facebook.com/Viswavlotgo