მოგესალმებით...
მშენებლობასთან და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ყველა დაგეგმილ პროექტს სჭირდება დრო განხილვისთვის.
ეს იქნება გეგმარებითი, ტექნიკური, ვიზუალური თუ სხვა ნახაზები და გამოთვლები.
რაიმეს კეთების სურვილიც რომ გვქონდეს კარანტინის გამო სარემონტო მასალის შეძენა შეზღუდულია, ან შეუძლებელია საერთოდ.
და თუ ვინმეს უნდა ნაკლები შეცდომებით და მეტი დადებითი შედეგით განახორციელოს სამომავლო პროექტები, შეგვიძლია გავუწიოთ მომსახურეობა.
დავამუშაოთ რამდენიმე მოსაზრება, შევუთანხმოთ ტექნიკური მხარე და ვიზუალურს, გავუწიოთ რეკომენდაცია საჭირო მასალების გამოყენებაზე.
მომსახურეობა მოიცავს:
გეგმარებითი ნახაზი- ცარიელი ფართის შიდა კედლებით დატიხვრა, ან არსებული კედლების განლაგების შეცვლა.
ტექნიკური ნახაზი- წყალმომარაგება, ვენტილაცია, გათბობა, კოდიცირება, გაზიფიკაცია
ელექტროობისა და განათების ნახაზები
და უამრავ სხვა წვრილმანებს.
თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ ამ სფეროსთან დაკავშირებით, გაგიწევთ დახმარებას.