იხილეთ:
http://www.boke.ge/forum/?showtopic=11283ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი "ბაგრატიონი 1882" (www.bagrationi.ge) ფოტოკლუბი ბოკეს მხარდაჭერით აცხადებს ფოტო-კონკურსს!
20 თებერვლიდან 10 მარტამდე განათავსეთ საკონკურსო გალერეაში საქართველოში ცქრიალა ღვინოების (შამპანურის) მოხმარების ტრადიციების ამსახველი ფოტოსურათი და მიიღეთ შანსი მოიგოთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთი:
I-ლი ადგილი: 300 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
II-ე ადგილი: 200 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
III-ე ადგილი: 100 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
საკონკურსო გალერეაში განათავსეთ შემდეგი თემატიკის ფოტო:
- შამპანურით ქორწილის აღნიშვნა;
- დაბადების დღის აღნიშვნა შამპანურით;
- საახალწლო ღამეს აუცილებელი სასმელი - შამპანური;
- რომანტიული საღამო... წყვილი... და ცქრიალა ღვინო...
- ბავშვის დაბადების აღნიშვნა შამპანურით;
- ტრადიციული ქეიფი შამპანურით;
- ცქრიალა ღვინო და ხილის დუეტი;
- შამპანური და ტკბილეულობა;
- შამპანური, როგორც აუცილებელი სასმელი სხვადასხვა ღონისძიებაზე და წვეულებაზე;
- როდესაც იმარჯვებ...
- შამპანური პრეზენტაციებზე;
- ფურშეტზე;
- და სხვა ღირსშესანიშნავ მომენტებში შამპანური, როგორც შეუდარებელი სასმელი.
საკონკურსო გალერეაში ფოტოსურათების განთავსება შესაძლებელია, როგორც არსებული ლიმიტების ფარგლებში, ასევე, შეძენილი ლიმიტის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოკლუბი ბოკეს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Photographer, Master, Event Manager, Moderator.
ფოტოსურათების შეფასება შეუძლია შეფასების უფლების მქონე ნებისმიერ წევრს.
10 მარტს, 14:00 საათზე, საიტზე იმ მომენტისათვის მოქმედი შეფასების სისტემის საშუალებით გამოვლინდება სამი გამარჯვებული (ყველაზე რეიტინგული ფოტოსურათის ავტორები), რომლებიც დაჯილდოვდებიან
ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი "ბაგრატიონი 1882"-ს მიერ.
პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე).
აგრეთვე, თუ თქვენმა ფოტომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის წარმოადგენს კონკურსის სპონსორის ინტერესს, შესაძლოა კონკურსის სპონსორმა -
"ბაგრატიონი 1882"-მა ცალკე აწარმოოს თქვენთან მოლაპარაკება.
ფოტოების განთავსება შეგიძლიათ
20 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით სპეციალურ გალერეაში:
ფოტოკონკურსი "ბაგრატიონი"მოიმარჯვეთ ფოტოკამერები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და ისიამოვნეთ ცქრიალა ღვინო "ბაგრატიონით"!
* * *
იხილეთ თემა:
http://www.boke.ge/forum/?showtopic=11198გიყვარს?.. უყვარხარ?.. დააფიქსირე სიყვარულის ყველაზე ლამაზი წამი ბოკეზე ატვირთულ ფოტოში და 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, მიიღე შანსი მოიგო უმაგრესი პრიზებიდან ერთ-ერთი:
მთავარი პრიზი (I-ლი ადგილი): შენ და შენი შეყვარებული
იმოგზაურებთ საჰაერო ბუშტით, ერთად შეხვდებით განთიადს, გადაიღებთ ფოტოებს ფრენისას და
3 ცალ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!
II-ე ადგილი: შენ და შენი შეყვარებული
დასაჩუქრდებით რომანტიული ვახშმით. ამასთან ერთად,
2 ცალ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!
III-ე ადგილი: აჩუქე შენს შეყვარებულს (ან შენს თავს)
ლამაზი და ძალიან ორიგინალური თაიგული, რომელსაც გულის ფორმა ექნება. ამასთან ერთად,
ერთ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!
მოიხიბლეთ?
კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების დღეს მოეწყობა გამოფენა, სადაც წარდგენილი იქნება კონკურსის ყველაზე რეიტინგული 30-ეული.
ფოტოების განთავსება შეგიძლიათ
14 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით სპეციალურ გალერეაში:
ფოტოსიყვარულიპრიზები დააწესეს:
მთავარი პრიზი (I-ლი ადგილი): საჰაერო ბუშტით მოგზაურობა:
ჰაერნაოსნობის პირველი კლუბი -
http://www.balloons.geII-ე ადგილი: რომანტიული ვახშამი "на двоих": "New Art" კაფე
III-ე ადგილი: ყვავილების ორიგინალური თაიგული -
http://www.flowers.ge (აბაშიძის 46)
ფოტოკლუბის პარტნიორი "
ფოტოცენტრი" უზრუნველყოფს პრიზებს I-ლი, მეორე და მესამე ადგილებისთვის:
პენოპლასტზე დაკრული უმაღლესი ხარისხით ფოტოს ბეჭდვა 76cm X 114cm ზომაზე ფართეფორმატიანი საბეჭდი მანქანა
"DURST"-ის მეშვეობით (სულ 6 ფოტოსურათი).
აგრეთვე, "
ფოტოცენტრი" უზრუნველყოფს გამოფენისათვის ყველაზე რეიტინგული ფოტოების ბეჭდვას.
იხილეთ კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი დეტალებიასე, რომ, მოიმარჯვეთ ფოტოკამერები და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და აჩუქეთ თქვენს მეორე ნახევარს დაუვიწყარი დღე!
This post has been edited by Buffered on 22 Feb 2008, 09:41