Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ერიხ მარია რემარკი


Posted by: Trulala 9 Jun 2004, 00:20
ამ თემაში რემარკის შემოქმედებაზე ვისაუბროთ, ახლა წავიკითხე ”Zeit zu leben zeit zu sterben" ძლიერი რომანია, თან ისიცაა საკვირველი რომ როგორც წესი რემარკი იმას წერდა რაც განცდილი ჰქონდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომი მას ასეთი კუთხით ნანახი არ ჰქონდა და მაინც დაწერა

Posted by: paradox 9 Jun 2004, 00:26
QUOTE
მეორე მსოფლიო ომი მას ასეთი კუთხით ნანახი არ ჰქონდა და მაინც დაწერა

ნუ გადაეკიდეთ ვინ როგორ დაწერა. ამან ასე დაწერაო, იმან ისე დაწერაო, ვიღაცამ კიდე წყალქვეშ დაწერაო მთელი რომანი.

მთავარია რა დაწერა და არა აქვს მნიშვნელობა გარემოებებს რომელშიც ეგ ყველაფერი დაწერა.

Posted by: humanoidi 9 Jun 2004, 00:32
QUOTE
Zeit zu leben zeit zu sterben


და ეს ქართულად რა არის? პარდონ, უცხო ენებში მაგრად ვხეიბრობ...

Posted by: kvis 9 Jun 2004, 09:46
humanoidi
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა!"

Posted by: Kreator 9 Jun 2004, 10:04
QUOTE
Erich Maria Remark

На Западном Фронте без перемен up.gif
Три Товарища up.gif

Posted by: koba_GOL 9 Jun 2004, 10:32
Kreator
yes.gif

Posted by: PANTALONE 9 Jun 2004, 11:10
მარტიცა 5, ბეჭდების მბრძანებელი 9

Posted by: white 9 Jun 2004, 11:17
Kreator
up.gif მართლა მაგარია yes.gif

Posted by: NAVARA 9 Jun 2004, 11:53
QUOTE
ბეჭდების მბრძანებელი
ვაზელინ კანეც biggrin.gif

Posted by: Trulala 9 Jun 2004, 12:55
PANTALONE
შეეშვი ფლეიმს
Kreator
Der weg Zuruck ანუ დაბრუნებაც ძალიან ძლიერია... შავი ობელისკი? smile.gif

Posted by: Remediosi 9 Jun 2004, 14:13
უმძიმესი მდგომარეობაა.

Posted by: Naomi 9 Jun 2004, 14:14
ბავშვობაში უსაყვარლესი მწერალი იყო. ახლა... ჰმ biggrin.gif

Posted by: malina 9 Jun 2004, 14:17
სამი მეგობარი up.gif

Posted by: sharlot 9 Jun 2004, 14:25
რაც კარგია კარგია, ბავშვობაში იქნება თუ მერე.

ვისაც არ მოსწონს შეუძლია ფეხის თითები ათამაშოს ჩექმაში biggrin.gif

Posted by: Naomi 9 Jun 2004, 14:29
sharlot
QUOTE
ვისაც არ მოსწონს შეუძლია ფეხის თითები ათამაშოს ჩექმაში

კაქი რაა... biggrin.gif
დები ბრონტეების "ზღაპრებიც" მოგწონს?

Posted by: Remediosi 9 Jun 2004, 14:32
QUOTE
ვისაც არ მოსწონს შეუძლია ფეხის თითები ათამაშოს ჩექმაში

საიდან მოგაქვს ეს გამოთქმები.... უცებ ბლინჩიკივით რო დაახეთქე . LOL

QUOTE
რაც კარგია კარგია, ბავშვობაში იქნება თუ მერე.

სხვათაშორის არის წიგნები, რომელიც მხოლოდ ბავშვობაშია კარგი, არა შინაარსის, არამედ ხარისხის გამო.

Posted by: Johnnie Walker 9 Jun 2004, 14:34
რემარკი... ეჰ, კაი დრო იყო..... sad.gif smile.gif
ნეტაი თქვენ, ვინც დღესაც იმ ჰასაკში ხართ: მშურს! smile.gif

Posted by: sharlot 9 Jun 2004, 14:50
QUOTE
დები ბრონტეების "ზღაპრებიც" მოგწონს?

შარლოტა მაგიტომ არ მქვია biggrin.gif

და ყველაფერს თავისი ასაკი აქვს, ის რომ ახლა წითელქუდას არ ვკითხულობ არ ნიშნავს იმას რომ ის ცუდია და აღარ მომწონს.

QUOTE
უცებ ბლინჩიკივით რო დაახეთქე . LOL

ლოლ, ბლინჩიკივით არა, მაჭკატივით biggrin.gif

QUOTE
საიდან მოგაქვს ეს გამოთქმები....

ეგ ტრუს მისამართით იყო. wink.gif biggrin.gif

Posted by: Naomi 9 Jun 2004, 14:51
sharlot
QUOTE
ყველაფერს თავისი ასაკი აქვს, ის რომ ახლა წითელქუდას არ ვკითხულობ არ ნიშნავს იმას რომ ის ცუდია და აღარ მომწონს.

აბა მე რა დავწერე? თუ спор ради спора? wink.gif
QUOTE
ბავშვობაში უსაყვარლესი მწერალი იყო. ახლა... ჰმ


Posted by: rokapi 9 Jun 2004, 15:04
მომეცით ჩექმა:)

Posted by: sharlot 9 Jun 2004, 15:12
Naomi
QUOTE
თუ спор ради спора?

კაი ნაომი, საკუთარ თავზე რატომ იღებ ხოლმე?

rokapi
QUOTE
მომეცით ჩექმა:)

ჯერ თებერვლის მკვდრებს თუ დამარხავ კი biggrin.gif

Posted by: Naomi 9 Jun 2004, 15:14
sharlot
QUOTE
კაი ნაომი, საკუთარ თავზე რატომ იღებ ხოლმე?

რაღა ამის ციტირება გააკეთე? პასუხი ხომ მიიღე? biggrin.gif თუ არალოგიკური იყო? biggrin.gif

Posted by: humanoidi 9 Jun 2004, 15:24
და "ბასანოჩკებში" რომ თითები ვათამაშო, ე.ი. მაინც ბნელი ვარ?

Posted by: sharlot 9 Jun 2004, 15:28
QUOTE
QUOTE
ყველაფერს თავისი ასაკი აქვს, ის რომ ახლა წითელქუდას არ ვკითხულობ არ ნიშნავს იმას რომ ის ცუდია და აღარ მომწონს.

აბა მე რა დავწერე? თუ спор ради спора?
QUOTE
ბავშვობაში უსაყვარლესი მწერალი იყო. ახლა... ჰმ

და მერე მე სადმე დავწერე რომ ჩემი პასუხი ანუ, პირველი ციტატა შენს პოსტში ეწინააღმდეგება შენს პირველ პოსტს ამ თემაში, ანუ მეორე ციტატას შენი ამ პოსტში მოყვანილი ციტატიდან?

ამიტომ ის რომ დები ბრონტეების "ზღაპრები" მომწონს თუ არა ამ თემაში განსახილველი არ იყო.

QUOTE
პასუხი ხომ მიიღე?

პასუხს იღებენ შეკითხვაზე, მე კი ის არ დამისვია wink.gif biggrin.gif
QUOTE
თუ არალოგიკური იყო?

შესაბამისად კითხვის გარეშე მიღებული პასუხი არალოგიკურია არა თვით შინაარსის, არამედ მისი არსაჭიროების გამო wink.gif

Posted by: Naomi 9 Jun 2004, 15:34
sharlot
შარლოტ, სიტყვებს ნუ გამოეკიდები wink.gif პასუხს დავარქმევ, თუ კომენტარს - ერთი ჩორტია.



QUOTE
შესაბამისად კითხვის გარეშე მიღებული პასუხი არალოგიკურია არა თვით შინაარსის, არამედ მისი არსაჭიროების გამო

ოკ, ამიერიდან კომენტარებს არაფერზე დავწერ biggrin.gif მხოლოდ კითხვისნიშნიან პოსტებს გამოვეხმაურო, dear? biggrin.gif

Posted by: sharlot 9 Jun 2004, 16:58
Naomi
არა, უბრალოდ პასუხი ხომ მიიღეო ნუღარ დაწერ wink.gif, თან ლოგიკურიო biggrin.gif (შეგიძლია თქვა კომენტარი გავაკეთეო rolleyes.gif)

Posted by: Naomi 9 Jun 2004, 17:04
sharlot
კარგია, ნება თუ დამრთე vis.gif

Posted by: ლოლიტა 9 Jun 2004, 17:35
remarks ro vkitxulobdi, sul kalvadosis daleva mindoda, arada chveulbrivi vashlis arayia turme...smile.gif
magali idealebi, megobroba , siyvaruli... mne vse eto nrvitsja smile.gif

Posted by: sharlot 9 Jun 2004, 17:41
Naomi
ეს უკვე იმას გავს ვინ ბოლო, თუ გინდა შენ იყავი wink.gif

Posted by: Trulala 9 Jun 2004, 21:12
Naomi
დებ ბრონტეებს რემარკს ადარებ?

მდა რომ არ გააპახაბნოთ ყველაფერი არ შეიზლება ხო?
რა გაქვთ წაკითხული რო? მატრო სამი მეგობარი ხომ არ ჰქონდა მაგას დაწერილი, ისესამი მეგობარი ყველაზე ნაკლებად დამევასა

Posted by: Vika 9 Jun 2004, 21:23
სტრანნო, ბრონტეებს ასე რატომ უყურებთ. კი, დღეისათვის ცოტა მოზგოკრუტებივით წერენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ 19 საუკუნის ლიტერატურაში.

Posted by: Remediosi 10 Jun 2004, 00:15
Trulala
QUOTE
რა გაქვთ წაკითხული რო?

უპირველეს ყოვლისა ტრული, Remarque იწერება. ხოლო შემდეგ ასე 16-17 წლის ასაკამდე ძალიან გულისამაჩუყებლად იკითხება.

და გაპახაბნებას რას ეძახი. აქ თქვაა ვინმემ რემარკს ძუძუები არ ჰქონდაო?

Posted by: tjotushka 10 Jun 2004, 00:51
მე ძალიან მომწონს რემარკი. ესეც გემოვნების საქმეა.

Posted by: djindjidrinji 10 Jun 2004, 01:25
Remediosi

ჰქონდა, მარა მარჯვენა მარცხენაზე პატარა იყო ...

ძუძუების გარდა პარა- ტროიკა მშვენიერი აფორიზმი აქვს.

Posted by: ALEXA 10 Jun 2004, 02:30
ტრულალას ჩექმები მოპარეს?

Posted by: rokapi 10 Jun 2004, 02:32
QUOTE
ტრულალას ჩექმები მოპარეს?

არა, "ბასანოჟკების" პონტში გამოუჭრეს წინ, თითებთან.

Posted by: roo 7 Mar 2005, 00:20
აბა ვინ რას ფიქრობთ?

Posted by: Natia__V 7 Mar 2005, 00:35
3 მეგობარი.... მაგისგან არ მქონდა გამწარებული ბავშვობაში მთელი ზაფხული?

Posted by: Johnnie Walker 7 Mar 2005, 11:05
ჩემი ბავშვობის კერპი....... biggrin.gif

Posted by: Lilith 7 Mar 2005, 11:09
На западном фронте без перемен - კაია რა რემარკი smile.gif ნებისმიერ დროს სიამოვნებით ვკითხულობ smile.gif

Posted by: Misha_Zia 7 Mar 2005, 11:29
QUOTE
На западном фронте без перемен

yes.gif
Жизнь Взаймы. Время жить и время умирать.
ერთადერთი რაც მე რემარკის არ მომწონს, ჭლექზე აქვს გართულება smile.gif

Posted by: Johnnie Walker 7 Mar 2005, 11:37
QUOTE
ჭლექზე აქვს გართულება

მაგ პერიოდის თითქმის ყველა მწერალი (სხვადასხვა ნიჭიერებით) იყენებს მაგ სიმბოლოს, რომელიც ჩეხოვთან იღებს დასაბამს ("Цветы Запоздалые").
ომისშემდგომი დაკნინებისა და დეგრადაციის სიმბოლოა.
თომას მანს სულაც გრანდიოზული რომანის ძირითად სიმბოლოდ აქვს ეგ ჭლექი წარმოსახული ("ჯადოსნური მთა").
რემარკთან - მართალი ხარ, საკმაოდ უმწეო ხერხია.
იმიტომ, რომ რემარკი ერთი თბილი, სასიამოვნო, გულუბრყვილო რეალისტია biggrin.gif

Posted by: BEKO 7 Mar 2005, 11:55
Johnnie Walker

QUOTE
თომას მანს სულაც გრანდიოზული რომანის ძირითად სიმბოლოდ აქვს ეგ ჭლექი წარმოსახული ("ჯადოსნური მთა").


აუფ, ეს რა მოგონებანი ამეშალა, ლამის ჭლექიანობაზე ვოცნებობდი, მადამ შოშას ეშხით!

biggrin.gif

ნუ, პატარა ვიყავი და მგონი მეპატიება))) rolleyes.gif

Posted by: sharlot 7 Mar 2005, 12:29
roo
http://forum.ge/?showtopic=33569918

Posted by: AKO___J 12 Mar 2005, 13:08
სამი მეგობარი ძაან მაგარი წიგნია მაგრად მევასება

Posted by: Solveig 12 Mar 2005, 16:56
QUOTE (paradox @ 12 Mar 2005, 15:38 )
yes.gif ბავშვობაში მეც მომიწია მაგის გერმანულად წაკითხვა, მძიმედ მახსენდება ეგ მომენტი smile.gif

მე ვერ მოვერიე და შევეშვი, ქართულად წავიკითხეsad.gif

კარგია რემარკი, მაგრამ ძალიან მელოდრამატულია. ბავშვობაში ზალიან მიტაცებდა, ახლა-აღარ, "ჟამი სიცოცხლისა..."-ს გარდა. "დასავლეთის ფრონტი" რომ წავიკითხე, ისედაც ავად ვიყავი და კინაღამ გადავყევი საწყალ პაულ ბოიმერს და მის მეგობრებსsad.gif

Posted by: UncaS 12 Mar 2005, 17:35
QUOTE (Natia__V @ 6 Mar 2005, 23:35 )
3 მეგობარი.... მაგისგან არ მქონდა გამწარებული ბავშვობაში მთელი ზაფხული?

gigi.gif

ეგ და ბუდენბროკები yes.gif

Posted by: DogmA 14 Mar 2005, 02:08
უძლიერესი მწერალია!!!! ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი.
სამი მეგობარი ტრიმფალური თაღი ხომ ერთი 100ჯერ მაქ გადაკიტხული gigi.gif up.gif

Posted by: sharlot 23 May 2005, 13:39
QUOTE
არა, "ბასანოჟკების" პონტში გამოუჭრეს წინ, თითებთან.

აჰა, ეს შენ როკაპ

Posted by: roo 23 May 2005, 22:56
QUOTE (Remediosi @ 10 Jun 2004, 01:15 )
ასე 16-17 წლის ასაკამდე ძალიან გულისამაჩუყებლად იკითხება.

რავი მე 21 წლის ასაკშიც საკმაოდ მომწონს , ალბათ ჩავრჩი ბავშობაში

Posted by: Remediosi 23 May 2005, 23:02
roo
QUOTE
რავი მე 21 წლის ასაკშიც საკმაოდ მომწონს , ალბათ ჩავრჩი ბავშობაში

ალბათ. მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. smile.gif

Posted by: roo 23 May 2005, 23:08
QUOTE (Remediosi @ 24 May 2005, 00:02 )
მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. smile.gif

Well i hope So

Posted by: NIXON 23 May 2005, 23:16
ჩემ ფოსტლს ქუსლი წასძვრა და დამიპაჩინკეთ რა? რაო? საპოჟნიკების წლიური სხოდკა არაა? გავედი...

Posted by: karlsoni 23 May 2005, 23:18
აი ასე, ძალიან კარგი, ამასწინათ ფორუმზე შემთხვევით გავიგე, რომ ძველ თემაში რემარკის გარშემო აღმოსავლეთის ფრონტზე ომი ყოფილა გაჩაღებული. გული დამწყდა, ეხლა შანსი მეძლევა მონაწილეობა მივიღო. jump.gif jump.gif

Posted by: humanoidi 23 May 2005, 23:22
უი-უი, სადაა აქანე ფლოსტთაყვანისმცემელთა კლანის შეფი?

Posted by: NIXON 23 May 2005, 23:24
ერთი შეკითხვა გამიჩნდა...თაფლი და კარაქი ხომ შველოდა ტუბერკულოზს, რატომ არ გადაარჩინეს პატი? რა დავარქვათ ამას, ლიტერატურული ჟმოტობა თუ გაუნალებლობა მედიცინაში? თუ მე ვზივარ ტყემალზე და ჭანჭურს ვჭამ? smile.gif

Posted by: roo 23 May 2005, 23:25
"დღეს დროა დადგა ისწავლო დავიწყება და არაფერზე არ იფიქრო"
გენიალურია

Posted by: Natosha 23 May 2005, 23:28
რა მექაჩებოდა ენაზე... არ მიყვარს, ეს მკვდრეთით აღდგენები რა.. თან მკვდარს გააჩნია კიდევ..

Posted by: karlsoni 23 May 2005, 23:35
QUOTE (NIXON @ 23 May 2005, 22:24 )
ერთი შეკითხვა გამიჩნდა...თაფლი და კარაქი ხომ შველოდა ტუბერკულოზს, რატომ არ გადაარჩინეს პატი? რა დავარქვათ ამას, ლიტერატურული ჟმოტობა თუ გაუნალებლობა მედიცინაში? თუ მე ვზივარ ტყემალზე და ჭანჭურს ვჭამ? smile.gif

აბა, პროვოკაციებს შეეშვი, gigi.gif . რემარკმა კი არა თომას მანმა "ჯადოსნური მთა"-ში მთლად საღსალამათი ბიურგერი დაგვიაავადა ჭლექით და გასართობად ასული კაცი სამუდამოდ მთაში დატოვა, რომ არც კარაქიანი პური გახსენებია და არც თაფლი gigi.gif , არა და თომას მანი ამბობდა "სადაც მე ვარ გერმანული კულტურაც იქ არისო."

Posted by: NIXON 23 May 2005, 23:36
karlsoni
აჰ! თომას მანს ნუ მიხსენებ! დღესაც მახსოვს კბილის ტკივილით მოკლული თომას ბუდენბროკი biggrin.gif

Posted by: roo 23 May 2005, 23:37
QUOTE (NIXON @ 24 May 2005, 00:24 )
ერთი შეკითხვა გამიჩნდა...თაფლი და კარაქი ხომ შველოდა ტუბერკულოზს, რატომ არ გადაარჩინეს პატი?

მთლად ეგერც არ იყო საქმე (თანაც ხო გახსოვს დიდი ხანი ქონდა უკვე)

QUOTE
რა დავარქვათ ამას, ლიტერატურული ჟმოტობა


შეიძლება

Posted by: NIXON 23 May 2005, 23:39
რა დისკუსია გამოიწვია მოკლედ ჩემმა ტინგიცობამ biggrin.gif

Posted by: karlsoni 23 May 2005, 23:40
აბა გოეთეს ვერთერმა თვითონ იკრა ტყვია შუბლში და დავტოვოთ გერმანელები მწერლობის გარეშე, მარტო ეშმაკის (მეფისტოფელის) ინაბარა.
P.S.შილერისა და ბრეხტის თავზეც გავიარე gigi.gif

Posted by: JORJ MORISSONI 14 Mar 2006, 20:17
მოკლედ ეს კაცი ჩემი უსაყვარლესი მწერალია. მავანმა და მავანმა მას შეიძლება მას მეორეხარისხოვანი მწერლის სტატუსიც მიანიჭოს, მაგრამ მე მისი სიცოცხლით სავსე ნაწარმოებები ათასსჯერ მირჩევნია ბევრი ვაი მწერლის ჩაჟანგულ და შთაბეჭდილებისმოხდენისსურვილისმქონე ნაწარმოებებს.
ამ ადამიანმა მრავალი გასაჭირი და გადაიტანა მთელი თავისი ვხოვრების მანძილი და მივიდა უდიადეს დასკვნამდე რომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი %ლეობა არის ომი, მნიშვნელობა არა აქვს რა მიზნით.
მოკლედ ვილაპარაკოდ ამ კაცზე, დავდოთ მისი სურათები.
We have to believe

in the future,

in a better

future.

The world wants peace . . .

Posted by: nakash 14 Mar 2006, 20:19
QUOTE
We have to believe

in the future,

in a better

future.

The world wants peace . . .

QUOTE
"SEX, DRUGS, AND ROCK AND ROLL"

givi.gif ასე არ ჯობია? smile.gif

კი კაი მწერალია....მარა რა ვიცი მე მაინდამაინც ვერ ვიკაიფე

Posted by: Gode 14 Mar 2006, 20:32
JORJ MORISSONI
ვაფრენ მაგ მწერალზე smile.gif
ჩემი საყვარელი მწერალია. შედარებები აქვს ხოლმე გენიალური და ისე აღწერს სიტუაციებს, რომ გეგონება იქ ხარ.
ჩემი პირადი აზრით გენიალური მწერალია.

Posted by: NAVARA 14 Mar 2006, 20:35
ჩმორიკი პაციფისტი.

Posted by: JORJ MORISSONI 14 Mar 2006, 20:44
Gode
აბა ყველაფერი თითქოს შენს თვალწინ ხდება.
ნაცისტები იმასაც იძახდნენ რომ ებრაელია და გვარი გადაკეთებული აქვს, ნამდვილი ფვარი კრამერიო. (ანუ უკკნიდან დაწერილი)
არადა ვის აღარ მისცეს ნობელის პრემია შოლოხოვის და სოლჟენიცინის ჩათვლით და ეს კაცი ისე დატოვეს.

Posted by: ummagumma 14 Mar 2006, 21:51
JORJ MORISSONI
smile.gif ისევ შენ თუ გახსნიდი ამ თემას, თორემ .... biggrin.gif მე ძალიან მიყვარს... ზოგადად ვერ ვიტყვი უსაყვარლესი და უგენიალურესი, იმიტომ რომ ბევრი სხვა მაქვს წასაკითხი, მაგრამ რაც აქამდე წამიკითხავს, იმათგან ნამდვილად განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოაზდინა... smile.gif
QUOTE
ისე აღწერს სიტუაციებს, რომ გეგონება იქ ხარ.

yes.gif ტრიუმფალური თაღი რომ დავამთავრე, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ომი იწყება და სერიოზულად 2 დღე ეგ სიტუაცია მესიზმრებოდა.. biggrin.gif

Posted by: JORJ MORISSONI 14 Mar 2006, 21:58
ummagumma
"შავ ობელსკში" ბევრი რამ ავტობიოგრაფიულია.
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" რომ დავამთავრე მინდოდა ყველა დამერწმუნება ომის უაზრობაში.....

Posted by: mcnamara 14 Mar 2006, 22:51
მართლაც რომ ძალიან კარგი მწერალია.
ამას იცნობთ ვინმე: http://forum.ge/?showuser=6690 ?

Posted by: platoni 14 Mar 2006, 23:10
მაგარი მწერალია
მე რაც წამიკითხავს მათ შორის ალბათ უფრო "ტრიუმფალურ თაღს" გამოვყოფდი
თავის დროზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.
ჰუმანიზმის მამაა რემარკი, "ნა ზაპადნამ ფრონტე ბეზ პერემენ" არ მომეწონა. "შავ ობელსკი", "სამი მეგობარი" ძალიან,ძალიან ძლიერია. "თრიუმფალურ თაღს" ალბათ კიდევ ერთხელ წავიკითხავ

QUOTE
არადა ვის აღარ მისცეს ნობელის პრემია შოლოხოვის და სოლჟენიცინის ჩათვლით და ეს კაცი ისე დატოვეს.

ისე მეც სულ ეგ მიკვირდა.......

Posted by: Renix 14 Mar 2006, 23:21
გაიხარეთ, კაი ხალხი ხართ wink.gif
მესიამოვნა ეს თემა (გასაგები მიზეზების გამო smile.gif ) მეც საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება დამრჩა ამ კაცის აზროვნებასა და საერთოდ, მის ნიჭზე.
ჩემი აზრით, რემარკის ერთ-ერთი დიდი პლიუსია რაც შეიძლება რეალობასთან ახლოს გადმოცემული სიუჟეტები, ძალიან ძლიერი და ეფექტური შედარებები (გეთანხმები Gode wink.gif ) და თანაც რაღაც ისეთი, სასაცილოდ გაწერილ-გაბერილი კი არა, არამედ ძალიან მარტივი, ჩემთვის კარგად ნაცნობი და უშუალოდ გასაგები მოვლენების და ფაქტების დახმარებით...

ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება ალბათ (შეიძლება არც) თუ ვიტყვი რომ - გენიალურია, მაგრამ მე მასე ვფიქრობ.

"სამი მეგობარი" რომ წავიკითხე პირველად (ეს დიდი ხნის წინ იყო, ძალიან), ახლაც მახსოვს რა გავლენა მოახდინა ჩემზე... smile.gif

Posted by: JORJ MORISSONI 14 Mar 2006, 23:27
mcnamara
QUOTE
მართლაც რომ ძალიან კარგი მწერალია.
ამას იცნობთ ვინმე: http://forum.ge/?showuser=6690 ?

უკანასკნელი რომანტიკოსი?
---------------------------------------------------------------------
მეც იმას ვიძახი სულ რომ ისეთი უბრალოდ დაწერილი და ღრმა აზროვნებით გაჟღენთილი დიალოგები აქვს, რომ წარმოუდგენელია რა მარტივად აკეთებს ამას ავტორი.
---------------------------------------------------------------------

Posted by: I_am_You_are 14 Mar 2006, 23:29
QUOTE
Erich Maria Remarque, უგენიალურესი მწერალი

"უგენიალურესი" სულ სხვა კატეგორიაა, რემარკს მას ვერ მივაკუთვნებ, მაგრამ კარგ მწერლად ნამდვილად ვთვლი და რა ვიცი, მომწონს... ისეთი მწერალი ნაღდად არაა, რომ წაიკითხო და მერე უკვალოდ მიგავიწყდეს. გარკვეულ ასაკში, მკითხველად ჩამოყალიბების ერთ-ერთ პირველ საფეხურზე (კარგი გაგებით), საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს... + ჰემინგუეი... smile.gif

Posted by: Gode 14 Mar 2006, 23:32
სამ მეგობარზე ჭკუა მეკეტება, ბოლო რომ არის, სულ ბოლო, აი ეს:

"მან სული დალია ღამის უკანასკნელ საათში, როგორც კი განთიადმა იძალა. გაჭირვებით და ტანჯვით კვდებოდა იგი. არავის აღარ შეეძლო მისი შველა. იგი გამწარებული ჩაბღუჯოდა ჩემს ხელს, თუმცა ვეღარ კი მცნობდა.
ვიღაცამ როდისღაც თქვა:
- იგი მოკვდა.
- არა - შევესიტყვე მე. - ჯერ არ მომკვდარა. მას ჯერ კიდევ მაგრად უჭირავს ჩემი ხელი.
სინათლე. აუტანელი, თვალისმომჭრელი სინათლე. ადამიანები. ექიმი. მე ნელ-ნელა ვშლი თითებს. პატის ხელი მოწყვეტილივით ეცემა. სისხლი. სულის შეხუთვით დამახინჯებული სახე. გაყინული, ტანჯული თვალები. ყავისფერი, აბრეშუმისებრი თმა.
- პატ - ვამბობ მე. - პატ!
და მან პირველად არ გამცა პასუხი.

***

- მარტო დარჩენა მინდა, - ვამბობ მე.
- საჭირო არ არის ახლა... - ამბობს ვიღაც.
- არა - ვპასუხობ მე. - წადით, ხელს ნუ ახლებთ.
მერე სისხლი მოვბანე. გავხევდი. თმები დავვარცხნე. ის ცივდებოდა. ჩემს ლოგინში გადავიტანე და საბნები დავახურე. მის გვერდით ვიჯექი, ვერაფერზე ვფიქრობდი. სკამზე ვიჯექი და მას შევყურებდი. ძაღლი შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. ვხედავდი, თუ როგორ იცვლებოდა პატის სახე. არაფერი არ შემეძლო, მხოლოდ ასე გამოფიტული თუ ვიჯდებოდი და მას ვუმზერდი. მერე გათენდა კიდეც და ის უკვე აღარ იყო."

დღემდე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი უძლიერესი და ულაკონურესი დასასრულია ლიტერატურულ ნაწარმოებებში...

"ტრიუმფალური თაღი" საერთოდ ცალკე თემაა. მაგრამ ჩემთან ახლოს მაინც უფრო სამი მეგობარია. ისე ამ გახსენებაზე უნდა წავიკითხო თავიდან ერთიც და მეორეც smile.gif

Posted by: Trulala 14 Mar 2006, 23:35
დაილოცეთ! ვგიჟდები მაგ კაცზე, ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული, ყველაზე მეტად გამოვყოფდი "im western nichts neues", "zeit zu leben zeit zu sterben", "ღამე ლისაბონში" და "ტრიუმფალური თაღი". მაგრამ სხვა ნაწარმოებებიც გენიალურია...
ისე მაგის "drei Kameraden" რუსული აუდიო წიგნი მაქვს და im western nichts neues ფილმი მაქვს 1979 წელს გადაღებული, ოღონდ გერმანულად, თუ გინდათ ფტპზე დავდებ.

Posted by: jemand 14 Mar 2006, 23:41
QUOTE
Erich Maria Remarque,

up.gif up.gif

Posted by: Rider-On-The-Storm 15 Mar 2006, 03:00
ძალიან მიყვარს, ძალიან smile.gif
...................................................

Posted by: ummagumma 15 Mar 2006, 13:17
ისე, მახსოვს თავის დროზე "სამ მეგობარს" რომ ვკითხულობდი, რაღაცეებზე მეცინებოდა კიდეც, ბევრიისეთი რალიყო დაჭერილი, რომმართლა მეცინებოდა... ხოოოდა, ჩემი მეგობარი შემოვიდა ოთახში და მიწასთან გამასწორა, რა არის ამაში სასაცილო, სამი საცოდავი კაცი შიმშილით კვდებაო და შენ კიდევ გეცინებაო... და დავიგრუზე?!.... მე პირიქით მესმის ეს ნაწარმოები.. smile.gif ანუ, რაცარ უნდა იყოს, მაინც არის ბევრი ისეთი რაღაც, რაზეც სიცილი და ღიმილი ღირს... smile.gif

Posted by: Corleone 15 Mar 2006, 16:26
სამი მეგობარი მართლა ძალიან მაგარია. ოდნავ პროგნოზირებადია და ცოტა შესაძლოა გაცვეთილი, მაგრამ მაგარი პერსონაჟებია.

ტრიუმფალურ თაღზე ვერ ვიკაიფე. სასტიკად არ მომწონდა ქალი პერსონაჟი, არადა მასთან დიალოგია წიგნის ნახევარი.

სიტუაციები ყველგან მაგარია. საერთოდ რემარკის შემოქმედების წაკითხვის შემდეგ სერიოზული რისკია გალოთების, იმდენად რომანტიკულად აღწერს სმის პროცესს. smile.gif

Posted by: Rider-On-The-Storm 15 Mar 2006, 16:57
ummagumma
QUOTE
, მაინც არის ბევრი ისეთი რაღაც, რაზეც სიცილი და ღიმილი ღირს...

ნამდვილად smile.gif
მეც ძალიან ბევრ რამეზე ვიცინე. აშკარად ქონდა კაცს იუმორის გრძნობა
Corleone
QUOTE
საერთოდ რემარკის შემოქმედების წაკითხვის შემდეგ სერიოზული რისკია გალოთების, იმდენად რომანტიკულად აღწერს სმის პროცესს. 

გაგიკვირდება და პირველად გეთანხმები აზრში gigi.gif
რემარკის შემდეგ მე და ჩემი ძმაკაცი ნახევარი წელი კალვადოსს ვეძებდით თბილისის სუპერმარკეტებში და როგორც იქნა ვიყიდეთ. ჩვეულებრივი ვაშლის არაყია, 50 ლარი მივეცით, მაგრამ ღირდა smile.gif

Posted by: Corleone 15 Mar 2006, 17:06
Rider-On-The-Storm
QUOTE
რემარკის შემდეგ მე და ჩემი ძმაკაცი ნახევარი წელი კალვადოსს ვეძებდით თბილისის სუპერმარკეტებში და როგორც იქნა ვიყიდეთ. ჩვეულებრივი ვაშლის არაყია, 50 ლარი მივეცით, მაგრამ ღირდა 

აუ სად??? მეც მაგრად გამიჩნდა მაგის დალევის სურვილი. smile.gif ცოტათი მაინც არ აქვს განსხვავებული გემო? ტეკილის მაგვარი?

Posted by: Rider-On-The-Storm 15 Mar 2006, 17:17
Corleone
გუდვილში იყიდება. ორნაირი თან smile.gif
რა თქმა უნდა გომის და ნემიროვის გემო არ აქვს. ბევრად უფრო კარგი დასალევია

Posted by: ummagumma 15 Mar 2006, 18:41
Rider-On-The-Storm
QUOTE
ნახევარი წელი კალვადოსს ვეძებდით თბილისის სუპერმარკეტებში

მაგან მეც ძალიან დამაინეტესა, სადმე თუ შემხვდება, აუცილებლად გავსინჯავ biggrin.gif არადა არამსმელი ვარ... biggrin.gif ანუ მართალია რომ
QUOTE
საერთოდ რემარკის შემოქმედების წაკითხვის შემდეგ სერიოზული რისკია გალოთების, იმდენად რომანტიკულად აღწერს სმის პროცესს.


Posted by: JORJ MORISSONI 15 Mar 2006, 19:00
ჩემი აზრით "სამი მეგობარი" საკმაოდ დამაფიქრებელი ნაწარმოებია. სამივე პერსონაჟის ოტო, რობის, და გოტფრიდის დიალოგებში ჩანს მათი განათლება და ინტელექტი, ისინი სადღაც შუაში არიან გაჭედილები. ( თუ შეიძლება ასე ითქვას). მათ უაზრო ცხოვრების შთანთქმა სურთ არყის, კონიაკის, რომის და აბსენტის მეშვეობით და ნაწილობრივ ახერხებენ კიდევ ამას. ალკოჰოლური სასმელები არასდროს არ ღალატობენ მათ.

P.S. ისე რომი უნდა გავსინჯო ერთი..........................................

Posted by: the_lizard_king 15 Mar 2006, 19:04
ტრიუმფალური თაღი up.gif up.gif yes.gif

Posted by: Kevan 16 Mar 2006, 16:10
და გახსოვთ რემარკის ერთი მმმააგარი ფრაზა: რომ ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიებით და ვალებით...

Posted by: ummagumma 16 Mar 2006, 16:24
რემარკის პერსონაჯები მომწონს ძალიან, ოღონდ ძირითადად კაცი პერსონაჯები biggrin.gif

Posted by: JORJ MORISSONI 16 Mar 2006, 18:27
Kevan
QUOTE
და გახსოვთ რემარკის ერთი მმმააგარი ფრაზა: რომ ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიებით და ვალებით...

მაგაზე გამახსენდა "სამი მეგობარის" ერთ-ერთი პერსონაჟი იძახის, ყველაზე საშინელი ამ ქყეყმად დროა, რადგანც ჩვენ მას შევიგრძნობთ, მაგრამ ვერ ვეუფლებითო......... რა გენიალური სიტყვებია

Posted by: JORJ MORISSONI 15 Apr 2006, 23:24
აბა ამ თემის ჩაძირვა არ შეიძლება.

ვისაუბოთ რემარკზე.

Posted by: karlsoni 16 Apr 2006, 13:57
Corleone
Rider-On-The-Storm
ჟიპიტაური არ დაგილევიათ? spy.gif

Posted by: Trulala 16 Apr 2006, 14:03
ummagumma
QUOTE
ისე, მახსოვს თავის დროზე "სამ მეგობარს" რომ ვკითხულობდი, რაღაცეებზე მეცინებოდა კიდეც, ბევრიისეთი რალიყო დაჭერილი, რომმართლა მეცინებოდა... ხოოოდა, ჩემი მეგობარი შემოვიდა ოთახში და მიწასთან გამასწორა, რა არის ამაში სასაცილო, სამი საცოდავი კაცი შიმშილით კვდებაო და შენ კიდევ გეცინებაო... და დავიგრუზე?!.... მე პირიქით მესმის ეს ნაწარმოები.. smile.gif ანუ, რაცარ უნდა იყოს, მაინც არის ბევრი ისეთი რაღაც, რაზეც სიცილი და ღიმილი ღირს... smile.gif

რემარკის საოცარი თვისებაა ყველანაერი უბედურება და საშინელება იუმორით აღწეროს. ყველა ნაწარმოებშია ეგრე, მითუმეტეს შავი ობელისკი, თითქოს იუმორია, არა და ფონად რამდენი უბედურება ხდება....
Rider-On-The-Storm
QUOTE
რემარკის შემდეგ მე და ჩემი ძმაკაცი ნახევარი წელი კალვადოსს ვეძებდით თბილისის სუპერმარკეტებში და როგორც იქნა ვიყიდეთ. ჩვეულებრივი ვაშლის არაყია, 50 ლარი მივეცით, მაგრამ ღირდა smile.gif

ლოოოოოოოოოოოლ
ისე მეც მაგარი არამსმელი ვარ მაგრამ რემარკის სადღეგრძელოს (უფრო სწორედ ხსოვნის სადღეგრძელოს) კალვადოსით დავლევდი smile.gif

Posted by: Human Rights 16 Apr 2006, 14:10
QUOTE
სამივე პერსონაჟის ოტო, რობის, და გოტფრიდის დიალოგებში ჩანს მათი განათლება და ინტელექტი,


yes.gif ლენცი დღემდე ჩემი საყვარელი პერსონაჟია

Posted by: gvaska 17 Apr 2006, 18:59
Rider-On-The-Storm
QUOTE
Corleone

QUOTE
საერთოდ რემარკის შემოქმედების წაკითხვის შემდეგ სერიოზული რისკია გალოთების, იმდენად რომანტიკულად აღწერს სმის პროცესს. 


გაგიკვირდება და პირველად გეთანხმები აზრში
რემარკის შემდეგ მე და ჩემი ძმაკაცი ნახევარი წელი კალვადოსს ვეძებდით თბილისის სუპერმარკეტებში და როგორც იქნა ვიყიდეთ. ჩვეულებრივი ვაშლის არაყია, 50 ლარი მივეცით, მაგრამ ღირდა 

პირველად და მგონი უკანასკნელად მე-7 კლასში დავლიე არაყი, თანაც მარტომ, ჩუმად - სამი მეგობარი რომ წავიკითხეsmile.gif

Posted by: JORJ MORISSONI 17 Apr 2006, 21:22
gvaska
QUOTE
პირველად და მგონი უკანასკნელად მე-7 კლასში დავლიე არაყი, თანაც მარტომ, ჩუმად - სამი მეგობარი რომ წავიკითხე

2kiss.gif
Human Rights
QUOTE
ლენცი დღემდე ჩემი საყვარელი პერსონაჟია

ჩემიც პოლ ბოიმერთან ერთად.

Posted by: konfuci 17 Apr 2006, 22:37
QUOTE
რემარკის შემდეგ მე და ჩემი ძმაკაცი ნახევარი წელი კალვადოსს ვეძებდით თბილისის სუპერმარკეტებში და როგორც იქნა ვიყიდეთ. ჩვეულებრივი ვაშლის არაყია, 50 ლარი მივეცით, მაგრამ ღირდა 

არადა ამ ფასად 10 წიგნს მაინც იყიდდა კაცი და მერე რა წიგნებს!!!!!!!
ბუნებრივია ვისაც კითხვა უყვარს..... lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: JORJ MORISSONI 17 Apr 2006, 22:55
რამდენი დღის წინ გავიგე, რომ რემარკს "ტრიუმფალურ თაღში" ჟოან მადუ მარლენ დიტრიხის პროტოტიპად გამოუყვანია.

Posted by: JORJ MORISSONI 17 Apr 2006, 23:58
Всякая любовь хочет быть вечной

Posted by: Rider-On-The-Storm 18 Apr 2006, 00:04
konfuci
QUOTE
არადა ამ ფასად 10 წიგნს მაინც იყიდდა კაცი და მერე რა წიგნებს!!!!!!!
ბუნებრივია ვისაც კითხვა უყვარს.....   

ვისაც კითხვა უყვარს იმის ოჯახში ყოველთვის გამოინახება წასაკითხი წიგნი, ამიტომ ეს არ უნდა იყოს პრობლემა თუ უწიგნური წინაპრები არ გყავს wink.gif

Posted by: Charles IX 18 Apr 2006, 00:25
JORJ MORISSONI
QUOTE
არადა ვის აღარ მისცეს ნობელის პრემია შოლოხოვის და სოლჟენიცინის ჩათვლით და ეს კაცი ისე დატოვეს.

სოლჟენიცინის მწერლობას გავკარი და რემარკს კიდევ ნობელის პრემიას ასი წელი არ მივცემდი, ისევე, როგორც შოლოხოვს.
ისე, რემარკს "წყნარი დონის" დონის ნაწარმოები ნამდვილად არ დაუწერია!
ეს მწერალი სადღაც 20 წლის ასაკამდე იყო ჩემთვის ახლობელი, თუმცა გენიოსად არც მაშინ მივიჩნევდი.........
ძალიან ადვილად ხომ არ ვიყენებთ ამ სიტყვა - შეფასებას?! ლიტერატურაში გენიოსი ბევრია, მაგალითად დანტე, სექსპირი, გოეთე, სერვანტესი.... მათ ფრჩხილად კი ღირს მთელი რემარკი??????????????????????
I_am_You_are
QUOTE
მკითხველად ჩამოყალიბების ერთ-ერთ პირველ საფეხურზე (კარგი გაგებით), საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს... + ჰემინგუეი...

up.gif up.gif up.gif ერთი რანგია, თუმცა ერნესტ ბაბუა მაინც ჯობნის...... "მოხუცი და ზღვა" დაწერა!!!!!
---------------------
ახლა გადავიკითხე პოსტი და მივხვდი, ზედმეტად მკაცრი გამომივიდა.
რემარკი ნამდვილად კარგი მწერალია, მაგრამ ზუსტად ისეთი I_am_You_are-მა რომ დაწერა - ანუ მკითხველად ჩამოყალიბებას ძალიან უწყობს ხელს! ტავისთავად ეს უკვე ბევრს ნიშნავს....
თუ ვინმეს უნებურად ვაწყენინე ჩემი უხეში პოსტით, იმედია მაპატიებს!!!

Posted by: sibneleSi mocekvave 18 Apr 2006, 00:37
დავეთანხმები Charles IX-ს და მეც მგონია, რომ
რემარკი გენიოსი ნამდვილად არ არის. ერთი კარგად და მსუბუქად საკითხავი მწერალია, რომელსაც თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს რაღაც ასაკამდე.
16-17 წლის ასაკში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი იყო. შეიძლება ეს სიყვარული ადამიანს ბოლომდე გაყვეს, მაგრამ არც ისე რომ გენიალური და გასაგიჟებელი უწოდო და რემარკის იქით აღარ წახვიდე.
დიდი ბოდიში რემარკის ფანებთან. თქვენი ძალიან კარგად მესმის.
smile.gifერთ დროს მეც ძალიან მიყვარდა სამიმეგობარი, მაგრამ გამიარა gigi.gif

Posted by: JORJ MORISSONI 18 Apr 2006, 00:45
Charles IX

არც შექსპირს და არც გოეთეს არ ვამდაბლებ არანაირად, უბრალოდ ყოველთვის დიდ ავტორიტეტებთან შედარება არ შეიძლება.

გააჩნია საკითხს როგორ მივუდგებით. ეგრე ვირაღაცამ შეიძლება თქვას, რომ "რომეო და ჯულიეტა" ნებისმიერი სამხრეთამერიკული სარეიალის სიუჟეტად გამოდგებოდა. იყო ორი კლანი და მათ შვილებს ერთმანეთი შეუყვარდათ და ა.შ.

Posted by: Charles IX 18 Apr 2006, 01:04
JORJ MORISSONI
QUOTE
არც შექსპირს და არც გოეთეს არ ვამდაბლებ არანაირად, უბრალოდ ყოველთვის დიდ ავტორიტეტებთან შედარება არ შეიძლება.

ეჭვიც არ მეპარება მაგაში. უბრალოდ, როდესა წერ:
QUOTE
Erich Maria Remarque, უგენიალურესი მწერალი

ალბათ უნდა გაითვალისწინო, რომ არათუ უგენიალურესი, უბრალოდ გენიალურიც კი მეტისმეტად ძლიერი ეპითეტია და არათუ რემარკის, ბეეეეეევრი მშვენიერი მწერლისთვისაც კი....
QUOTE
ვირაღაცამ შეიძლება თქვას, რომ "რომეო და ჯულიეტა" ნებისმიერი სამხრეთამერიკული სარეიალის სიუჟეტად გამოდგებოდა.

1. რაღა ყველაზე სუსტ ტრაგედიას მიადექი?
2. თუნდაც იყოს ვენესულელური სერიალის სიუჟეტი - მთავარი სიუჟეტი ხომ არ არის? ნახე, როგორ არის დახატული ხასიათები, განვითარებული ეს მელოდრამატული სიუჟეტი, რა პერსონაჟები არიან... ბოლოს და ბოლოს, შეხედე მერკუციოს!
აი ვინ არის უგენიალურესი მწერალი - თავის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაწარმოებშიც კი ასეთ სახეს ქმნის!!!!!!!!!!!!!!

Posted by: JORJ MORISSONI 18 Apr 2006, 01:09
Charles IX
QUOTE
ალბათ უნდა გაითვალისწინო, რომ არათუ უგენიალურესი, უბრალოდ გენიალურიც კი მეტისმეტად ძლიერი ეპითეტია და არათუ რემარკის, ბეეეეეევრი მშვენიერი მწერლისთვისაც კი....

კარგი, მაგრამ ძალიან რომ მიყვარს. და იცი რატომ ნებისმიერი მკითხველი გულში პოულობს გზას.
QUOTE
განვითარებული ეს მელოდრამატული სიუჟეტი, რა პერსონაჟები არიან... ბოლოს და ბოლოს, შეხედე მერკუციოს!

yes.gif yes.gif
აი ჯერ ორიგინალში ვერ ვქაჩავ, რომ წავიკითხო, მაგრამ რომ წავიკითხავ უფრო დაგეთანხმები.

Posted by: Charles IX 18 Apr 2006, 01:16
JORJ MORISSONI
QUOTE
მაგრამ ძალიან რომ მიყვარს. და იცი რატომ ნებისმიერი მკითხველი გულში პოულობს გზას.

იცი, სიყვარული არ არის გენიალურობის კრიტერიუმი. მე მაგალითად ძალიან მიყვარს რეზო ინანიშვილის მოთხრობები, მაგრამ ამიტომ ხომ არ ვიტყვი, რომ უგენიალურესია???


Posted by: gvaska 18 Apr 2006, 01:19
Charles IX
QUOTE
მე მაგალითად ძალიან მიყვარს რეზო ინანიშვილის მოთხრობები, მაგრამ ამიტომ ხომ არ ვიტყვი, რომ უგენიალურესია???

მეც მიყვარსsmile.gif
გენიალობა არ არის ერთადერთი და აუცილებელი მოთხოვნა - ადამიანურია, ნიჭიერი, საინტერესო, თბილი, ბევრის მომცემი და ასე შემდეგ.... ცოტაა?smile.gif

Posted by: Charles IX 18 Apr 2006, 01:53
gvaska
QUOTE
გენიალობა არ არის ერთადერთი და აუცილებელი მოთხოვნა - ადამიანურია, ნიჭიერი, საინტერესო, თბილი, ბევრის მომცემი და ასე შემდეგ.... ცოტაა?

ნამდვილად არაა ცოტა! პირიქით, ძააააალიან ბევრია!!!!!!!!!
და თან არც არავინ ითხოვს გენიალობას... უბრალოდ, ყველაფერს, რაც გვიყვარს ნუ ვუწოდებთ გენიალობას, Nუ გავაუფასურებთ.......

Posted by: nacarqeqia 18 Apr 2006, 02:49
Charles IX

ეგრე შარლ, არ დაუთმო ფილისტერებს, მაგათ რა იციან ლიტერატურის ფასი - დღეს კოელიო მოწონთ, გუშინ პავიჩისთვის ყელს გამოგჭრიდნენ, ოცი წლის წინ კი მარკესის მზეს ფიცულობდნენ ალბათ და ყველა სხვა რომანი "მარტოობის ასი წლის" მიბაძვა ეგონათ.

მე უფრო წარსულში ვიქექები - სერვანტესი, სერვანტესის მიმდევრები და ასე შემდეგ...

მადლობა ყურადღებისთვის!

Posted by: Doct0rIN 18 Apr 2006, 11:00
gvaska
QUOTE
პირველად და მგონი უკანასკნელად მე-7 კლასში დავლიე არაყი, თანაც მარტომ, ჩუმად - სამი მეგობარი რომ წავიკითხე
ხახააა მეც, მაგრამ სამი მეგობარი კი არა 'ნასესხები სიცოცხლე' რომ წავიკითხე.

Posted by: gvaska 18 Apr 2006, 11:00
nacarqeqia
შენს ვარაუდებს ახლოსაც არ ჩაუვლიათ ჩემთან, ამიტომ არც მწყინსsmile.gif

Doct0rIN
ხომ არ გავიმეოროთ?smile.gif 2kiss.gif

Posted by: Doct0rIN 18 Apr 2006, 11:09
gvaska
მაგის დედაც. კალვადოსს თუ ვერ ვიშოვით არაყი ხომ გვაქვს 2kiss.gif

Posted by: Rider-On-The-Storm 18 Apr 2006, 11:49
Doct0rIN
QUOTE
მაგის დედაც. კალვადოსს თუ ვერ ვიშოვით

გუდვილში იყიდება, იშოვით, იშოვით! biggrin.gif

Posted by: gvaska 18 Apr 2006, 11:51
Rider-On-The-Storm
მესამე იქნები?smile.gif 2kiss.gif

Posted by: Doct0rIN 18 Apr 2006, 12:04
ის გაქცეული მოდერი რომ გვყავს, ნეტა სად არის? არ მოვუხმოთ? gigi.gif
ძაან გავუბერეთ ჩვენ აქ, მაგრამ რემარკის ნებისმიერი ნაწარმოები რომ გადაშალო ყოველ მესამე აბზაცში რაღაცა მაგარს სვამენ. ხოდა ეგრეა რა.
წავედი ეხლა მე და დათქმულ დროზე კალვადოსით ხელში gigi.gif

Posted by: Trulala 18 Apr 2006, 12:07
ისე რემარკის თაყვანისმცემლები ხომ არ შევკრებილიყავით ჭიქა კალვადოსზე? smile.gif

Posted by: Lilith 18 Apr 2006, 12:07
QUOTE
ყოველ მესამე აბზაცში რაღაცა მაგარს სვამენ

რომს სვავენ, რომს love.gif biggrin.gif

Posted by: Rider-On-The-Storm 18 Apr 2006, 13:40
gvaska
QUOTE
მესამე იქნები? 

ვიქნები 2kiss.gif

Posted by: JORJ MORISSONI 18 Apr 2006, 16:58
nacarqeqia
QUOTE
დღეს კოელიო მოწონთ

ესეთი შეურაცჰყოფა არავის მოუყენებია ჩემთვის.
Trulala
QUOTE
ისე რემარკის თაყვანისმცემლები ხომ არ შევკრებილიყავით ჭიქა კალვადოსზე?

yes.gif yes.gif wink.gif
სიამოვნებით.

Posted by: daduka 18 Apr 2006, 17:07
JORJ MORISSONI

სერიოზული მწერალია ჩემთვის....
ბევრი ვერ ამუღამებს, იმიტომ, რომ ცოტა მძიმე წასაკითხია, მაგრამ მე ძალიან მომწონს მისი შემოქმედება smile.gif

Posted by: JORJ MORISSONI 18 Apr 2006, 17:30
daduka
QUOTE
სერიოზული მწერალია ჩემთვის....
ბევრი ვერ ამუღამებს, იმიტომ, რომ ცოტა მძიმე წასაკითხია, მაგრამ მე ძალიან მომწონს მისი შემოქმედება 

2kiss.gif
მე ერთი ამუსუნთქვით წავიკითხე ყველა მისი ნაწარმოები.
და ყოველთვის რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს თითქოს ორიგინალში ვკითხულობ.

Posted by: Trulala 18 Apr 2006, 17:41
JORJ MORISSONI
მეც ეგრე ვარ... გერმანულის სწავლაც იმიტომ დავიწყე რომ ორიგინალში მინდა წავიკითხო რემარკი....ასეთი სურვილი არცერთ მწერალს არ გაუღვიძებია ჩემში, თუმცა უამრავი საყვარელი მწერალი მყავს.

შეხვედრაზე რა აზრის ხართ?

Posted by: JORJ MORISSONI 18 Apr 2006, 17:50
Trulala
QUOTE
შეხვედრაზე რა აზრის ხართ?

ორგანიზებას გაუწევ?
----------------------------------------------------

Posted by: Trulala 18 Apr 2006, 17:53
JORJ MORISSONI
არა! ჩემი ორგანიზებული შეხვედრები ბოლო პერიოდში ცუდად მთავრდება, უფრო სწორად არ დგება, აქედან დასკვნა, ძალიან ცუდო ორგანიზატორი ვარ. ჯობია ვინმემ სხვამ მოაწყოს ორგანიზაცია.

Posted by: sibneleSi mocekvave 18 Apr 2006, 18:12
ვისთვისაც რემარკი გენიალური მწერალი არ არის, მაგრამ უბრალოდ მოსწონთ, იმათთვისაც არის ცოტა კალვადოსი?smile.gif

Posted by: daduka 19 Apr 2006, 12:03
QUOTE
შეხვედრაზე რა აზრის ხართ?



jump.gif

Posted by: JORJ MORISSONI 24 Apr 2006, 01:10
მოდით "ტრიუმფალურ თაღზე" ვიბაზროთ რა.
---------------------------------------------------------

Posted by: daduka 24 Apr 2006, 19:01
JORJ MORISSONI

QUOTE
მოდით "ტრიუმფალურ თაღზე" ვიბაზროთ რა.


"Triumfalnaia arka" რომ წავიკითხე მახსოვს კარგა ხანს შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და სხვა წიგნს ხელი ვერ მოვკიდე smile.gif

Posted by: JORJ MORISSONI 24 Apr 2006, 19:11
daduka
QUOTE
"Triumfalnaia arka" რომ წავიკითხე მახსოვს კარგა ხანს შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და სხვა წიგნს ხელი ვერ მოვკიდე

მეეც yes.gif
კიდევ კარგი რუსულად მქონდა. რაღაც ისეთი ნაწარმოებია, რომ პირდაპირ გაიკვალა გზა გულისკენ.
რამდნიმე ხნის წინ გავიგე, რომ ჟოან მადუ მარლენ დიტრიხის პროტოტიპი ყოფილა.

Posted by: daduka 24 Apr 2006, 19:36
QUOTE
რამდნიმე ხნის წინ გავიგე, რომ ჟოან მადუ მარლენ დიტრიხის პროტოტიპი ყოფილა.


არ ვიცოდი ნამდვილად no.gif

Posted by: roo 24 Apr 2006, 19:42
QUOTE (JORJ MORISSONI @ 24 Apr 2006, 02:10 )
"ტრიუმფალურ თაღზე"

ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერალთაგანია და მიმაჩნია რომ "ჟამი სიკვდილისა და ჟამი სიცოცხლისა" და "სამი მეგობარი" მსოფლიო ლიტერატურის შედევრებია, ტრიუმფალური არკაც მაგრად მომწონს მარა შავ ობელისკზე ნაგავაი არაფერი არ წამიკითხავს, თან მაშინ წავიკითხე როცა რემარკის შეტევა მქონდა და მაგრად ვერ ვიკაიფე მაგ წიგნზე, რაღაც გეგონება სხვა კაციხ დაწერილიაო

Posted by: daduka 24 Apr 2006, 19:50
QUOTE
სამი მეგობარი"


up.gif up.gif up.gif

Posted by: razzmus 24 Apr 2006, 21:08
ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე როდესაც პირველად წავიკითხე "სამი მეგობარი".
დღემდე მახსოვს როგორ მწყდებოდა გული წიგნი რომ დავამთავრე ... + "ტრიუმფალური თაღი" ; ნასესხები სიცოცხლე" ...
ტრიუმფალური თაღის კითხვისას სულ მიჩნდებოდა სურვილი გამესინჯა კალვადოსი ... (თუ არ ვცდები ასე ერქვა სასმელს, ვაშლის იყო) ... მოკლედ გენიალურია მართლა და ძალიან ახლო ჩემთვის smile.gif
მაგარი თემაა smile.gif

Posted by: LOLZ 24 Apr 2006, 22:18
მურმან ლებანიძე
წარწერა რემარკის წიგნზე

დავხურავ წიგნს და
ვიტყვი: არა, არ არის გვიან!
დავხუჭავ თვალს და
წარმოვიდგენ შენს რომანს ასე:
საოცარ ფირმის,
მეგობრობა რომელსაც ჰქვია,
მოჰქრის მანქანა
უდაბური ცხოვრების გზაზე...

კაცობრიობის
თვალშეუდგამ კუპრისფერ ღამეს
ის მოათეთრებს
და მოარღვევს თოვლისფერ ნუშით;
პატარა „კარლს“
წარბშეკრულნი უხსედან სამნი
და დიდ დედოფლად
პატრიცია ჰოლმანი უზით...

მანქანა იგი -
კვლავ იფრენს სტვენით,
მანქანა იგი -
ათასწლეულებს გადაიარს!
წაიკითხეთ და
აღივსეთ რწმენით,
დახურეთ წიგნი და
ხელი მიეცით ადამიანს!

1967


Posted by: JORJ MORISSONI 24 Apr 2006, 23:46
QUOTE
მურმან ლებანიძე
წარწერა რემარკის წიგნზე

დავხურავ წიგნს და
ვიტყვი: არა, არ არის გვიან!
დავხუჭავ თვალს და
წარმოვიდგენ შენს რომანს ასე:
საოცარ ფირმის,
მეგობრობა რომელსაც ჰქვია,
მოჰქრის მანქანა
უდაბური ცხოვრების გზაზე...

კაცობრიობის
თვალშეუდგამ კუპრისფერ ღამეს
ის მოათეთრებს
და მოარღვევს თოვლისფერ ნუშით;
პატარა „კარლს“
წარბშეკრულნი უხსედან სამნი
და დიდ დედოფლად
პატრიცია ჰოლმანი უზით...

მანქანა იგი -
კვლავ იფრენს სტვენით,
მანქანა იგი -
ათასწლეულებს გადაიარს!
წაიკითხეთ და
აღივსეთ რწმენით,
დახურეთ წიგნი და
ხელი მიეცით ადამიანს!

1967

up.gif

Posted by: G13n 25 Apr 2006, 05:01
მეც მომწონს, და-ძმა რემარკები მაინც სხვაა... yes.gif

Posted by: Makulatura 25 Apr 2006, 19:21
QUOTE
ამ ადამიანმა მრავალი გასაჭირი და გადაიტანა მთელი თავისი ვხოვრების მანძილი

JORJ MORISSONI

არა, ამ კრიტერიმით ნუ განსაჯავ ადამიანს, ბევრად უფრო მეტი გასაჭირი გადაიტანა სერვანტესმა
ასე რომ...........

ისე მართალი ხარ ძალიან ძლიერი მწერალი იყო smile.gif

Posted by: JORJ MORISSONI 25 Apr 2006, 19:39
რემარკი თავის ძაღლთან ერთად

Posted by: JORJ MORISSONI 25 Apr 2006, 19:41
რემარკი ნაშებში

Posted by: DrJohnes 26 Apr 2006, 19:32
კაი მჭერალია მე ხემინგუეი მომწონს კიდევ. დაკარგული თაობა და რამე! smile.gif

Posted by: NorwayFun 16 May 2006, 09:55
ხალხნო
თუ გაქვთ რემარკის სამი მეგობარი ვინმეს სახლში ქართულად და თან არ გეზარებათ, პატისთვის ყვავილებს რომ იპარავს შეგიძლიათ ის სცენა ამომიწეროთ? დილას აქეთია ავიკიდე და ვეღარ ვიცილებ თავიდან... უნდა წავიკითხო მარა სამსახურიდან ვერ გავალ რომ ვიყიდო...

Posted by: modus 16 May 2006, 11:35
მართლა ფორუმია რა.ძველი რომის აგორა,ხალხის შეყრის ადგილი biggrin.gif

Posted by: Springchild 16 May 2006, 14:08
როგორც ჩანს, სახლში არავინ არ ვართ... smile.gif

Posted by: cunculika 16 May 2006, 14:43
გერმანულად უფრო უკეთესია,ისე რუსულად არ წაიკითხავდი რამე რომ იყოს?smile.gif

Posted by: NorwayFun 16 May 2006, 15:02
cunculika

რუსულად წავიკითხე, და მერე ქართულად.
გერმანული არ ვიცი....

Posted by: Rocko 16 May 2006, 15:25
NorwayFun
http://www.lib.ru/INPROZ/REMARK/tritovar.txt

Posted by: NorwayFun 16 May 2006, 17:47
Rocko


ქალი რატო არა ხარ შენი......


Казалось, что Готтфрид намерен тут же уйти. Я уже считал себя
спасенным, но вдруг заметил, что Валентин показывает ему на меня. Поделом
мне -- в наказанье за вранье. Лицо Готтфрида, когда он увидел нас, могло бы
послужить великолепным образцом мимики для наблюдательного киноактера. Глаза
его выпучились, как желтки яичницы-глазуньи, и я боялся, что у него
отвалится нижняя челюсть. Жаль, что в баре не было режиссера. Бьюсь об
заклад, он немедленно предложил бы Ленцу ангажемент. Его можно было бы,
например, использовать в фильме, где перед матросом, потерпевшим
кораблекрушение, внезапно из пучины всплывает морской змей.


Posted by: LOLZ 16 May 2006, 18:09
NorwayFun

რა დღეში ხარ შენ აქ vik.gif

Posted by: ტემპერა 16 May 2006, 21:55
cunculika
QUOTE
გერმანულად უფრო უკეთესია,

არა!! ყველას, ზემო ეთიოპიურად ჯობია..

Posted by: Rocko 16 May 2006, 21:59
NorwayFun
QUOTE
ქალი რატო არა ხარ შენი......

Sorry user.gif biggrin.gif

Posted by: PANTALONE 16 May 2006, 22:26
სამი მუშკეტერი არ იყო? რაის მეგობარი?

ტემპერა
ჰაჰაჰაჰა

Posted by: Armonida 17 May 2006, 12:38
NorwayFun
ეკლესიის ბაღზე ამბობ? აქედან მოუწყვიტე ხოლმეო lenci ro eubneba.

Posted by: JORJ MORISSONI 1 Jul 2006, 15:00
ესე უნდა ამ კაცის მივიწყება? vik.gif

Posted by: perfectstranger 1 Jul 2006, 16:49
მაგარი ! გლიჟავს სამი მეგობარი და ტრიუმფალური თაღი

Posted by: F_R_E_Y_A 15 Jul 2006, 23:23
ჩემი აზრით რემარკის ყველა ნაწარმოები ერთმანეთს გავს და მოსაწყენია

Posted by: JORJ MORISSONI 15 Jul 2006, 23:29
F R E Y A
QUOTE
ჩემი აზრით რემარკის ყველა ნაწარმოები ერთმანეთს გავს და მოსაწყენია

რატომ?
ყველგან სხვადასხვა ტიპაჟები ყავს მთავარ გმირებად.

Posted by: F_R_E_Y_A 15 Jul 2006, 23:43
JORJ MORISSONI
თემა ყოველთვის იგივეა და პერსონაჟებსაც სახელებს უცვლის შიგადაშიგsmile.gif შენ წერდი რემარკის ნაწარმოებები სიცოცხლითაა სავსეო.მგონი პირიქით.საერთოდ ცოტა უცნაური ადამიანი ჩანხარ ოდნავ პირქუში...შეიძლება ვცდები...სიცოცხლით სავსეა სელინჯერი დოჩანაშვილი ლინდგრენი ბოლოსდაბოლოს ოღონდ არა რემარკი...რემარკის წიგნებს სისასტიკის და ჭლექის სუნი ასდის

Posted by: JORJ MORISSONI 16 Jul 2006, 00:05
F R E Y A
QUOTE
თემა ყოველთვის იგივეა და პერსონაჟებსაც სახელებს უცვლის შიგადაშიგ შენ წერდი რემარკის ნაწარმოებები სიცოცხლითაა სავსეო.მგონი პირიქით.საერთოდ ცოტა უცნაური ადამიანი ჩანხარ ოდნავ პირქუში...შეიძლება ვცდები...სიცოცხლით სავსეა სელინჯერი დოჩანაშვილი ლინდგრენი ბოლოსდაბოლოს ოღონდ არა რემარკი...რემარკის წიგნებს სისასტიკის და ჭლექის სუნი ასდის

განა პოლ ბოიმერს, რობერტ ლოკამპს ან სხვებს სიცოცხლე არ უნდოდათ?
ძალიანაც უნდოდათ, მაგრამ ბურჟუაზიული სამყარო იმდენად ჩამdzღნერებული იყო, რომ არ შეეძლოთ.
გაიხსენე ერნსტ გრებერი რომ ბრუნდება დროებით სახლში, რა ტკბილად ცხოვრობს, როგორ უნდა ასე გააგრძელოს სიცოცხლე, მაგრამ ომი ამის საშუალებას არ აძლევს.

Posted by: F_R_E_Y_A 16 Jul 2006, 00:17
JORJ MORISSONI
QUOTE
ბურჟუაზიული სამყარო იმდენად ჩამdzღნერებული იყო, რომ არ შეეძლოთ

გრებერს როგორც მახსოვს არ მოსწონდა ტკბილად ბურჟუაზიული წესებით ცხოვრება ამას ძროხის თუ ძროხულ ბედნიერებას ეძახდა და რომ არა ომი არც მოუნდებოდა არასდროს ასე ცხოვრება
საერთოდ იცი რის თქმა მინდა რომ თვითონ რემარკი ვერ ქაჩავს თორემ იდეა გასაგებია ყველას უნდა peace და არა war და ია ზა რა თქმა უნდა
იგივე თემაა დაახლოებით ჰაინრიხ ბიოლის ,,უკაცო სახლში'' , განსხვავება ისაა რომ ბიოლი უფრო დონეა

Posted by: JORJ MORISSONI 16 Jul 2006, 00:26
F R E Y A
QUOTE
იგივე თემაა დაახლოებით ჰაინრიხ ბიოლის ,,უკაცო სახლში'' , განსხვავება ისაა რომ ბიოლი უფრო დონეა

ბიოლიც მაქვს წაკითხული და არც ვიძახი, რომ როგორც მწერალი რემარკი მასზე მაღლა დგას, მაგრამ რემარკი უფრო მიყვარს და რა ვიცი.

Posted by: F_R_E_Y_A 16 Jul 2006, 00:49
JORJ MORISSONI
OK TASTES DIFFER:)
პოეზიაში უკეთესი გემოვნება გაქვს მე ვიტყოდი ძალიან კარგი bis.gif

Posted by: lelamose 17 Jul 2006, 14:09
დღეს აღარ წავიკითხავდი, მაგრამ 15 წლის რომ ვკითხულობდი, მაშინ მომწონდა, მიყვარდა, ვტიროდი და მოვთქვამდი
სამი მეგობარი, ტრიუფალური თაღი, ჟამი სიცოცხლისა და სიკვდილისა, ერთი სიყვარულის ამბავი... მოკლედ კარგი იყო. მაგრამ თავისი ასაკი აქვს... თუმცა ეს საერთოდ არ აკნინებს მას როგორც მწერალს, უბრალოდ უკეთესები, გაცილებით უკეთესები და უარესებიც არსებობენ.
მაგრამ მე მაინც მიყვარს და 15 წლის ჩემს თავს მახსენებს...

Posted by: nacarqeqia 17 Jul 2006, 14:32
გერმანიაში გამოცხადდა საუკეთესო გერმანულენოვანი რომანის ხუთეული:

1. რობერტ მუზილი - უთვისებო კაცი
2. ფრანც კაფკა - პროცესი
3. თომას მანი - ჯადოსნური მთა
4. ალფრესდ დёბლინი - ბერლინ-ალექსანდერპლატცი
5. გიუნტერ გრასი - თუნუქის დოლი

ხუთეულში ვერ მოხვდა ჰერმენ ჰესე

Posted by: Contralto 17 Jul 2006, 14:33
smile.gif რემარკი, ალბათ, ოცეულშიც ვერ მოხვდებოდა... (მე რომ შემედგინა, ალბათ, ასეულშიც ვერა smile.gif

ადრეულ თინეიჯერობაში წასაკითხი მწერალია რა... ნეტარ არიან რემარკში ჩარჩენილები smile.gif
სასამართლოს განაჩენით თუ წამაკითხებ ხელახლა. მიველ, წავიკითხე და წარმატებით დავივიწყე. ქე ვარ უკვე იმ ასაკში, როცა უნდა დაივიწყო...

Posted by: mamasaxlisi 17 Jul 2006, 15:04
QUOTE
ადრეულ თინეიჯერობაში წასაკითხი მწერალია რა

ვსმისლე?

Posted by: Contralto 17 Jul 2006, 15:17
mamasaxlisi
ვ პრიამომ smile.gif

Posted by: sibneleSi mocekvave 17 Jul 2006, 15:26
QUOTE (Contralto @ 17 Jul 2006, 13:33 )


ადრეულ თინეიჯერობაში წასაკითხი მწერალია რა... ნეტარ არიან რემარკში ჩარჩენილები smile.gif

yes.gif


-----------------------

Posted by: mamasaxlisi 17 Jul 2006, 15:28
Contralto
საიდან დაასკვენი? wink.gif

Posted by: Contralto 17 Jul 2006, 15:31
mamasaxlisi
QUOTE
საიდან დაასკვენი?


იქიდან lol.gif

ასაკმა და ბევრმა კითხვამ იცის smile.gif ფრთხილად!!!

Posted by: mamasaxlisi 17 Jul 2006, 15:34
Contralto
უბრალოდ რამეს რომ ამბობ, უნდა დაასაბუთო რატო ფიქრობ ეგრე wink.gif

QUOTE
ასაკმა და ბევრმა კითხვამ იცის

რა იცის ასაკმა და ბევრმა კითხვამ?

Posted by: Contralto 17 Jul 2006, 15:37
mamasaxlisi
QUOTE
უბრალოდ რამეს რომ ამბობ, უნდა დაასაბუთო რატო ფიქრობ ეგრ


საქმე არა მაქვს მეტი, ეგ ვასაბუთო ახლა smile.gif

Posted by: mamasaxlisi 17 Jul 2006, 15:42
Contralto
QUOTE
საქმე არა მაქვს მეტი, ეგ ვასაბუთო ახლა

გეტყობა რომ არ გაქვს და დაასაბუთე ბარემ smile.gif

Posted by: F_R_E_Y_A 17 Jul 2006, 15:45
Contralto
QUOTE
ადრეულ თინეიჯერობაში წასაკითხი მწერალია რა... ნეტარ არიან რემარკში ჩარჩენილები 
სასამართლოს განაჩენით თუ წამაკითხებ ხელახლა. მიველ, წავიკითხე და წარმატებით დავივიწყე. ქე ვარ უკვე იმ ასაკში, როცა უნდა დაივიწყო...

ეგრეა ეგრე yes.gif
განაჩენიც ვეღარ მაიძულებს რემარკის წაკითხვას

Posted by: merry 18 Jul 2006, 14:16
Contralto
QUOTE
ადრეულ თინეიჯერობაში წასაკითხი მწერალია რა... ნეტარ არიან რემარკში ჩარჩენილები

lol.gif yes.gif თავის დროზე ვერ წავიკითხე და ამას წინათ გადავწყვიტე ბედის ცდა - არ გამოდის smile.gif კიდევ ერთი თეთრი ლაქა ჩემს განათელბაში gigi.gif

Posted by: neitraluri 18 Jul 2006, 14:46
რემარკი მართლაც კარგია ოღონდ აბსოლუტურად ვეთანხმები ვინც თქვა:
QUOTE
ადრეულ თინეიჯერობაში წასაკითხი მწერალია რა... ნეტარ არიან რემარკში ჩარჩენილები
, ემოციის დონეზე კი გრჩება პაცეფისტური განწყობა და "წარმავლობის" განცდა

Posted by: Johnnie Walker 19 Jul 2006, 00:55
neitraluri
yes.gif yes.gif ჩემი ბავშვობის საყვარელი მწერალი იყო.... smile.gif

Posted by: karlsoni 19 Jul 2006, 00:58
Johnnie Walker
QUOTE
neitraluri yes.gif yes.gif ჩემი ბავშვობის საყვარელი მწერალი იყო....

მეგონა გადაუვლიდი.
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 19 Jul 2006, 01:54
karlsoni
არა, რატომ.... უბრალოდ, ზრდასრულ ასაკში უკვე ძნელია მაგის წაკითხვა.

ისე, სწორედ ზრდასრულ ასაკში მქონდა პრობლემები ხან ავსტრიელ, ხან შვეიცარიელ და ხანაც გერმანელ მესაზღვრეებთან და სულ რემარკი მახსენდებოდა biggrin.gif
მაგის რომანებში ეგ "საზღვრის პრობლემატიკა" თვალნათლივ ჩანს biggrin.gif

პროსტო "დასავლეთის ფრონტის" და "სამი მეგობრის" შემდეგ დაიშტამპა ეგ კაცი... სულ ერთსა და იგივეს წერდა smile.gif
(ტუბერკულიოზიანი ქალები, უფულო ახლაგაზრდა მამაკაცები, ბოროტი მესაზღვრეები და დიიიიდი სიყვარული biggrin.gif)

მაგრამ ბავშვობაში "დრაი კამარადენ"-ზე ვითიშებოდი smile.gif

Posted by: zveriuga 20 Jul 2006, 14:36
ჩემი ერთერთი უსაყვარლესი მწერალია. რავი თინეიჯერობიდან ვერ გამოვედი? ნუ რას იზამ...
ყველას ვერ მოეწონება. ყველას საკუთარი აზრი აქვს.

საერთოდ მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი ჩემი უსაყვარლესი ისტორიული პერიოდია და ამ პერიოდზე ყველა წიგნი მიყვარს.
მიყვარს რემარკის პერსონაჟები. კაცები smile.gif ქალები არ მიყვარს
მიყვარს იუმორი მის ნაწარმოებში, დიალოგები, ოფიციანტები და ბოზები.
ტრიუმფალურ თაღს რომ ვკითხუოლობდი, კალვადოსი რომ შემხვედრდა სადმე ალბათ გავლოთდებოდი biggrin.gif

სამი მეგობარი უკვე ორჯერ მაქვს წაკითხული და ოტო კესტერი ჩემი ოცნების მამაკაცია biggrin.gif

Posted by: JORJ MORISSONI 20 Jul 2006, 15:15
zveriuga
QUOTE
ჩემი ერთერთი უსაყვარლესი მწერალია. რავი თინეიჯერობიდან ვერ გამოვედი? ნუ რას იზამ...
ყველას ვერ მოეწონება. ყველას საკუთარი აზრი აქვს.
საერთოდ მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი ჩემი უსაყვარლესი ისტორიული პერიოდია და ამ პერიოდზე ყველა წიგნი მიყვარს.
მიყვარს რემარკის პერსონაჟები. კაცები  ქალები არ მიყვარს
მიყვარს იუმორი მის ნაწარმოებში, დიალოგები, ოფიციანტები და ბოზები.
ტრიუმფალურ თაღს რომ ვკითხუოლობდი, კალვადოსი რომ შემხვედრდა სადმე ალბათ გავლოთდებოდი
სამი მეგობარი უკვე ორჯერ მაქვს წაკითხული და ოტო კესტერი ჩემი ოცნების მამაკაცია 

2kiss.gif

Posted by: perfectstranger 21 Jul 2006, 14:28
მაგარია რემარკი ძალიან, სამი მეგობარი და ტრიუმფალური თაღი, მეგობრობაზე მაგარი წიგნია სამი მეგობარი

Posted by: Dave 22 Jul 2006, 00:26
На Западном Фронте Без Перемен - ეს საუკეთესო წამალია იმათთვის, ვისაც ომზე რომანტიკული წარმოდგენები აქვს, რა თქმა უნდა ომში მონაწილეობას თუ არ ჩავთვლით

Posted by: JORJ MORISSONI 22 Jul 2006, 01:00
Dave
QUOTE
На Западном Фронте Без Перемен - ეს საუკეთესო წამალია იმათთვის, ვისაც ომზე რომანტიკული წარმოდგენები აქვს, რა თქმა უნდა ომში მონაწილეობას თუ არ ჩავთვლით

yes.gif
მაგარია ძაან.
პოლ ბოიმერი ერთ-ერთი უსაყვარლესი გმირია.

Posted by: შევარდენი1906 22 Jul 2006, 12:03
არის რამდენიმე წიგნი ჩემთვის რომელსაც ვკთხულობ ყოველთვის და ყველგან და იმ ადგილიდან სადაც გადამეშლება smile.gif

ერთ-ერთი ამ წიგნთაგანი სამი მეგობარია!!!!!!!!!!!!!

Posted by: Oliver 27 Feb 2007, 11:23
Идеальная лавка 1920 სადებიუტო რომანი ქართულად როგორ ვთრგმნო არ ვიცი
დასავლეთის ფრონტი უცვლელია 1929
გზა შინისაკენ 1931
სამი მეგობარი 1938 (წაკითხული მაქვს)
გიყვარდეს მოყვასი შენი 1940
ტრიუმფალური თაღი 1946 (წაკითხული მაქვს)
სიცოცხლის ნაპერწკალი 1952
ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა 1954
შავი ობელისკი 1956
უკანასკნელი სადგური 1956
ზეცას არ ჰყავს ფავორიტები 1961
ლისაბონის ღამე 1962
ჩრდილები სამოთხეში 1971
სიყვარულის ისტორია რომელ წელსაა გამოცემული არ ვიცი. (წაკითხული მაქვს) შენიშვნა: გამომცემლობა გულანმა 1993 წელს გამოსცა lol.gif
Born: June 22, 1898 Osnabrück, Germany Died: September 25, 1970 Locarno, Switzerland

user posted image
ვიმსჯელოთ და უფრო მეტი ვიკითხოთ მართლა გენიოსი მწერალი.

Posted by: iase 27 Feb 2007, 11:29
QUOTE
ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა 1954

QUOTE
ტრიუმფალური თაღი

ეს ორი მაქვს წაკითხული:
რატომღაც ამ პოეტის მუზა ყოველთვის მეორე მსოფლიო ომიაuser.gif
კარგი მწერალია...
კარგი იყო ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა.. მიუხედავად იმისა რომ გერმანელი იყო მაინც შემეცოდა ტყვეებმა რომ მოკლეს.
აქ ერთ რამეზე იყო ხაზი გასმული მტერს რაც არ უნდა სიკეთე გაუკეთო მაინც შენი მტერი იქნება yes.gif

Posted by: ჰერმიონ 27 Feb 2007, 11:44
ზაან მაგარიამ, 3 მეგობარმა ბავშვობა გამილამაზა smile.gif

ვგიჟდები, ყველაფერია შიგნით ჩაქსოვილი- მეგობრობა, სიყვარული, სევდა, სიხარული - ვაააფრენ

კიდევ ტრიუმფალური თაღი მაქვს წაკითხული, ნასესხები სიცოცხლე და ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა - ნუ ამათ 3 მეგობარი მირჩევნია smile.gif

Posted by: zura_2107 27 Feb 2007, 12:07
QUOTE
დასავლეთის ფრონტი უცვლელია 1929

ომი ყველაზე მაგრად გადმოცემული აქვთ ტოლსტოის, სტენდალს და რემარკს აი ამ ნაწარმოებში. ინ მაი ჰამბლ ოფინიონ smile.gif

Posted by: zazabichi 27 Feb 2007, 13:19
ომის საშინელება, მეგობრობა, ერთგულება, უდიდესი სიყვარული და კალვადოსი.

როგორ ამბობს დოქტორ რავიკი... "ქალი ან უნდა მიატოვო ან უნდა გააღმერთო" smile.gif

Posted by: margusha 27 Feb 2007, 13:24
სამი მეგობარი cry.gif
........................................

Posted by: Solveig 27 Feb 2007, 13:27
QUOTE
დასავლეთის ფრონტი უცვლელია 1929
სამი მეგობარი 1938
ტრიუმფალური თაღი 1946
ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა 1954
ზეცას არ ჰყავს ფავორიტები 1961


ესენი მაქვს წაკითხული.

QUOTE
სიყვარულის ისტორია რომელ წელსაა გამოცემული არ ვიცი. (წაკითხული მაქვს) შენიშვნა: გამომცემლობა გულანმა 1993 წელს გამოსცა 


იგივეა, რაც "ზეცას არ ჰყავს ფავორიტები".

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა". დანარჩენები..ჰმმმ...ტრაგიკული სენტიმენტური საკითხავებია, არცთუ ღრმააზროვანი,.
ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.

QUOTE
ამ პოეტის მუზა ყოველთვის მეორე მსოფლიო ომია

სულაც არა, დასავლეთის ფრონტი პირველი მსოფლიო ომის ამბებია, შავი ობელისკი-ვაიმარის რესპუბლიკის..

Posted by: zazabichi 27 Feb 2007, 13:31
ათიოდე წლის წინ, ჟურნალ "ინასტრანნაია ლიტერატურა"-ში წავაწყდი ნაწყვეტს მისი ბოლო, დაუმთავრებელი რომანიდან.
სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს (ზღვა ფიგურირებდა სათაურში). თქვენ ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია?

Posted by: zicke 27 Feb 2007, 22:13
zazabichi

სახელი ზუსტად არც მე ვიცი მარა წიგნი მაქვს ნანახი და იქ არის ორ სხვა ნოველასთან ერთადაა ,რუსსულ ენაზეა და თან საკმაოდ ძველი გამოცემაა

Posted by: ჰერმიონ 27 Feb 2007, 22:43
ვინც მარტოხელაა, მას ვერც მიატოვებენ.. მაგრამ ბოლოს ინგრეოდა ეს ხელოვნური ნაგებობა და ცხოვრება იქცეოდა თავბრუდამხვევ, გულსაკლავ მელოდიად, ველური სევდის კორიანტელად, სურვილებად, გოდებად და იმედებად.. გულით მეწადა თავის დაღწევა ამ უაზრო გაოგნებიდან ,ამ მარადიული არღნის უაზრო ტრიალისან

დანარჩენი კი სულ ერთი იყო..

თან ეს საცოდავი ოცნება ცოტაოდენ სითბოზე...

ოჰ, ნეტავ შეიძლებოდეს ამ ოცნების განხორციელება ხელებში სახის ჩარგვით - თუ ესეც თავის მოტყუებაა, გულგატეხილობა და სიმხდალეა?

მარტოობის გარდა არსებობს კიდევ სხვა რამეც? cry.gif

იყო დრო როდესაც ამ სიტყვებთ ვსულდმულობდი cry.gif

Posted by: აღასპერი 27 Feb 2007, 22:48
QUOTE
სამი მეგობარი 1938

გენიალურია!


QUOTE
რემარკი

http://www.stamp.caucasus.net

Posted by: eloiza 27 Feb 2007, 22:49
QUOTE
ერიხ პაულ (მარია) რემარკი

სამი მეგობარი და ტრიუმფალური თაღი წაკითხული მაქვს, რომ ვთქვა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მწერალია აშკარად მოგატყუებთsmile.gif

Posted by: cannabis 27 Feb 2007, 22:54
QUOTE
დასავლეთის ფრონტი უცვლელია 1929

QUOTE
სამი მეგობარი 1938

QUOTE
ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

QUOTE
გიყვარდეს მოყვასი შენი


ესენი მაქვს წაკითხული, შავ ობელისკს ვეძებდი და ვერ ვიპოვე, სამი მეგობარი ერთ დროს ჩემი სამაგიდო წიგნი იყო user.gif









ლენც შემაფურთხე biggrin.gif
------------------------

Posted by: Charles IX 28 Feb 2007, 01:08
QUOTE
ერიხ პაულ (მარია) რემარკი, გერმანელი გენიოსი

რაცხა ეპითეტების გაზვიადებასთან გვაქვს საქმე.
ერთი ჩვეულებრივი, 20 წლამდე წასაკითხი მწერალია - რა გენიოსი ტო?!

გერმანელ გენიოსებზე თუ ვლაპარაკობთ ჰაინე, გოეთე, შილერი, მანი ვახსენოთ.
რა მოსატანია ამათთან რემარკი?

დაახლოებით ასეთი პონტია -
ქართველი გენიოსები: რუსთველი, ვაჟა, გალაკტიონი .... ნოდარ დუმბაძე biggrin.gif

Posted by: zazabichi 28 Feb 2007, 01:26
Charles IX
QUOTE
ერთი ჩვეულებრივი, 20 წლამდე წასაკითხი მწერალია - რა გენიოსი ტო?!

ძალიან დააკნინე ეხლა.
მოკლედ ჩვენს ფორუმზე ორი უკიდურესობაა. ვიღაცა (რაღაცა) ან უნდა გაზვიადდესდა ან მიწასთან უნდა გასწორდეს.
ჩემთვის რემარკი არის ძალიან კარგი გერმანელი მწერალი ი ვსიო.

Posted by: highway 28 Feb 2007, 01:32
QUOTE (oli @ 27 Feb 2007, 11:23 )

დასავლეთის ფრონტი უცვლელია 1929

სამი მეგობარი 1938

ტრიუმფალური თაღი 1946


მათი ძველი ქართული გამოცემის ყდები მახსოვს, დიდედას და პაპას ქონდათ თავის საოჯახო ბიბლიოთეკაში. ნოსტალგიას მგვრის გახსენება.

Posted by: Tornikee 28 Feb 2007, 01:33
აუუუ მაგრა მიყვარს რემარკი chups.gif

განსაკუთრებით
QUOTE
ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა 1954

smile.gif
თუმცა ისე "დასავლეთის ფრონტზე ცვლილებების გარეშე" რაღაც პონტში უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ უფრო ძველ დროზეა, ანუ პირველი მსოფლიო ომის დროს უბრალო თვალით დანახული ცხოვრება უფრო ნაკლებად ცნობილი თემაა - მეორე მსოფლიო მაინც უფრო ვრცლად შესწავლილი თემაა და კითხვისას "ეს-ესის" და ჰაუპტშტურმფიურერის სახელები რო გხვდება უკვე სტერეოტიპებს წარმოიდგენ ხოლმე, რაც პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით ნაკლებად ხდება.

ძაან გამისწორდა ეხლა ეს თემა რო დავინახე

Posted by: ElGeorgia 28 Feb 2007, 01:35
QUOTE
გერმანელ გენიოსებზე თუ ვლაპარაკობთ ჰაინე, გოეთე, შილერი, მანი ვახსენოთ. რა მოსატანია ამათთან რემარკი?

დაახლოებით ასეთი პონტია -ქართველი გენიოსები: რუსთველი, ვაჟა, გალაკტიონი .... ნოდარ დუმბაძე
'

რახან თანამედროვეა იმიტომ არ ითვლება გენიოსად? თუ ჯერ უნდა დაძველდეს? იყო დრო როცა მის რომანებმა მსოფლმხედველობა შემიცვალეს. არ ვიცი მაგრამ რატომღაც მგონია რომ ზოგიერთი მისი ფრაზები ისეთი ღრმა გრძნობებით არის დაწერილი რომ ფხიზელი ადამიანი ამას ვერ დაწერდა... ყოველთვის მეგონა რომ ასეთ ფრაზებს რემარკი ნასვამი წერდა...

QUOTE
დანარჩენი კი სულ ერთი იყო..

თან ეს საცოდავი ოცნება ცოტაოდენ სითბოზე...

ოჰ, ნეტავ შეიძლებოდეს ამ ოცნების განხორციელება ხელებში სახის ჩარგვით - თუ ესეც თავის მოტყუებაა, გულგატეხილობა და სიმხდალეა?

up.gif

Posted by: zazabichi 28 Feb 2007, 01:36
Tornikee
QUOTE
აუუუ მაგრა მიყვარს მარკესი

რემარკი უნდა გეთქვა ალბათ smile.gif

Posted by: Tornikee 28 Feb 2007, 01:37
QUOTE
მოკლედ ჩვენს ფორუმზე ორი უკიდურესობაა. ვიღაცა (რაღაცა) ან უნდა გაზვიადდესდა ან მიწასთან უნდა გასწორდეს.

ეგ მარტო ფორუმზე კიარა საქართველოშია ეგრე - მეორე ქვეყანა არ ვიცი უკიდურესობები რო ესე უყვარდეს ხალხს


zazabichi
QUOTE
რემარკი უნდა გეთქვა ალბათ

biggrin.gif biggrin.gif ჰო, thanks

Posted by: zazabichi 28 Feb 2007, 01:37
ElGeorgia
QUOTE
ყოველთვის მეგონა რომ ასეთ ფრაზებს რემარკი ნასვამი წერდა...

კალვადოსის ქვეშ.
"ტრეზვენნიკი" ეგრე კარგად ვერ აღწერდა მსუბუქი ბახუსის ქვეშ მყოფი ადამიანის ფიქრებს და განცდებს. smile.gif

Posted by: Charles IX 28 Feb 2007, 02:15
zazabichi
QUOTE
ძალიან დააკნინე ეხლა.

ეგ დაკნინება არაა.

ElGeorgia
QUOTE
რახან თანამედროვეა იმიტომ არ ითვლება გენიოსად? თუ ჯერ უნდა დაძველდეს?

რა შუაშია თანამედროვე?
თომას მანი XVIII საუკუნეა თუ?
უბრალოდ როგორც მწერალი ამათ ფრჩხილად არ ღირს...
QUOTE
იყო დრო როცა მის რომანებმა მსოფლმხედველობა შემიცვალეს

ჩემთვისაც. მაშინ 13-14 წლის ვიყავი... 20 წლის შემდეგ კი უბრალოდ აღარ გამჩენია სურვილი რემარკის გადაკითხვის.
აი იმათი გადაკითხვა კი, ვინც ვახსენე მუდამ მინდა. და ძალიან ხშირადაც ვუბრუნდები ხოლმე.

Posted by: აღასპერი 28 Feb 2007, 03:55
Charles IX
QUOTE
რაცხა ეპითეტების გაზვიადებასთან გვაქვს საქმე.

არაა აუცილებელი ასე მკაცრად მივუდგეთ ყველაფერს, ბევრი რამ არაა გენიალური, მაგრამ იმდენად ძვირფასია, რომ უმაღლეს ეპითეტებსაც არ დაიშურებ მისთვის.....

QUOTE
ბავშვობა გამილამაზა

თუნდაც ამისთვის!...ასეთი ბევრია ჩვენ შორის ალბათ....

Posted by: ElGeorgia 28 Feb 2007, 04:17
QUOTE
თომას მანი XVIII საუკუნეა თუ? უბრალოდ როგორც მწერალი ამათ ფრჩხილად არ ღირს...

თომას მანთან მისი შედარება არ შეიძლება. სულ სხვადასხვა სტილში წერდნენ.
QUOTE
არაა აუცილებელი ასე მკაცრად მივუდგეთ ყველაფერს, ბევრი რამ არაა გენიალური, მაგრამ იმდენად ძვირფასია, რომ უმაღლეს ეპითეტებსაც არ დაიშურებ მისთვის.....

სწორედაც! არ არის აუცილებელი წმინდა ფილოსიფიური ლიტერატურა გქონდეს რომ შედევრი შექმნა. რემარკმა ისე ცხადად აღწერა ჩვეულებრივი ადამიანური ტრაგედია რომ ხანდახან შემშინებია კითხვის დროს ისე გამითავისებია მისი პერსონაჟები.
QUOTE
ჩემთვისაც. მაშინ 13-14 წლის ვიყავი... 20 წლის შემდეგ კი უბრალოდ აღარ გამჩენია სურვილი რემარკის გადაკითხვის.

ბევრიც დაგიკარგავს. 13-14 წლის ბავშვი ყველაფერს ვერ აღიქვამს მისი წიგნებიდან. აქ მარტო მიხვედრაზე არ არის საუბარი, ბევრი ისეთი შეგრძნებაა აღწერილი რომ ამ ასაკის ბავშვი რეალურ ცხოვრებაში კარგა ხანს ვერ გამოცდის.

Posted by: Charles IX 28 Feb 2007, 10:55
ElGeorgia
QUOTE
ბევრიც დაგიკარგავს. 13-14 წლის ბავშვი ყველაფერს ვერ აღიქვამს მისი წიგნებიდან.

13-14 წლიდან 20 წლამდე 6-7 წელია... 20 წლის ადამიანი კი რემარკის წიგნებში ახალს ვეღარაფერს ამოიკითხავს... (რა თქმა უნდა, თუ წიგნს პირველად არ იღებს ხელში)
QUOTE
ჩემთვისაც. მაშინ 13-14 წლის ვიყავი... 20 წლის შემდეგ კი უბრალოდ აღარ გამჩენია სურვილი რემარკის გადაკითხვის.

QUOTE
თომას მანთან მისი შედარება არ შეიძლება. სულ სხვადასხვა სტილში წერდნენ.

მეც მაგას ვამბობ, ოღონდ არა სტილის გამო! რემარკი ზედაპირულია, მანი არა!
aRasperi
QUOTE
ბევრი რამ არაა გენიალური, მაგრამ იმდენად ძვირფასია, რომ უმაღლეს ეპითეტებსაც არ დაიშურებ მისთვის.....

ამიტომაც ვამბობ, რომ ეპითეტების გაზვიადება ხდება.
მე ძალიან მიყვარს რევაზ ლაღიძის მუსიკა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ გენიალურია. რადგან მუსიკაში გენიალური მოცარტია და ბეთჰოვენი...

Posted by: Lilith 28 Feb 2007, 11:06
QUOTE
13-14 წლის

მეც მაგ ასაკში წავიკითხე, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვაკვირდები იმას, რომ ადრე წიგნს ვერ გამაგდებინებდი ხელიდან, ეხლა კი ზაფხულში ერთი თვე თუ ვარ ქალაქ-გარეთ გასული დასასვენებლად მარტო მაშინ ვკითხულობ sad.gif

Posted by: SOUTH AFRICA 28 Feb 2007, 11:08
Charles IX
QUOTE
ქართველი გენიოსები: რუსთველი, ვაჟა, გალაკტიონი .... ნოდარ დუმბაძე 

რატო?რევაზ მიშველაძე?

Posted by: Oliver 28 Feb 2007, 11:47
Solveig
QUOTE
დასავლეთის ფრონტი უცვლელია 1929
სამი მეგობარი 1938
ტრიუმფალური თაღი 1946
ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა 1954
ზეცას არ ჰყავს ფავორიტები 1961



ესენი მაქვს წაკითხული.

ყველა ქართულად? eek.gif მე რაც ვნახე ქართულად ნათარგმნი ყველა წავიკითხე, დანარჩენი უბრალოდ ხელში ვერ ჩავიგდე.
* * *
Charles IX
QUOTE
20 წლის ადამიანი კი რემარკის წიგნებში ახალს ვეღარაფერს ამოიკითხავს...

ისევ და ისევ რემარკის სიტყვებით გიპასუხებ:
"შენ ყოველთვის არ ხარ მართალი, მაშინაც კი, როცა ამას გრძნობ. ამაშია ცხოვრების მშვენიერებაც. გასაგებია?" yes.gif


- მე შენზე ვფიქრობდი.
- როდის?
- სიზმარში!

ბავშვურად მწამდა, რომ ღმერთი მიშველიდა გამოუვალი სიტუაციიდან. (მეც მწამდა, სანამ არ დავიკიდე ღმერთიც და ყველაფერიც რაც მას უკავშირდებოდა- oli yes.gif ).

ცხოვრებიდან მან კულტი შექმნა, ხოლო სიკვდილის შიში ესთეტიკურ ცინიზმად აქცია.

- მინდა, რომ ჩემთან იყო.
- კი მაგრამ მე ხომ შენთან ვარ.
- არა ისე, მე რომ მინდა.

- აქ იჯექი, არ გაიქცე!
- ახლა აღარ გავიქცევი, რატომ ფიქრობს ამაზე ყველა?
- არც ისე ცუდია, თუ ამაზე ფიქრობენ, ესე იგი უნდათ, რომ შენ დარჩე.

Posted by: SOUTH AFRICA 28 Feb 2007, 12:08
oli
ჭკვიანი კაცი ყველაზე სულელური რაღაციდანაც კი კარგ დასკვნებს აკეთებს.აი ჭკვიანური და რთული რაღაციდან რომ გააკეთებენ დასკვნას,ეგ ორჯერ უფრო ჭკვიანური იქნებაsmile.gif

Posted by: აღასპერი 28 Feb 2007, 13:00
Charles IX
QUOTE
ამიტომაც ვამბობ, რომ ეპითეტების გაზვიადება ხდება.
მე ძალიან მიყვარს რევაზ ლაღიძის მუსიკა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ გენიალურია. რადგან მუსიკაში გენიალური მოცარტია და ბეთჰოვენი...

რა ვიცი, რა ვიცი.........

Posted by: ჰერმიონ 28 Feb 2007, 16:03
Charles IX
QUOTE
მე ძალიან მიყვარს რევაზ ლაღიძის მუსიკა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ გენიალურია. რადგან მუსიკაში გენიალური მოცარტია და ბეთჰოვენი...


ვისთვის როგორ wink.gif

Posted by: Charles IX 28 Feb 2007, 20:08
hermione
QUOTE
ვისთვის როგორ

არა!
მიყვარს - სუბიექტურია,
გენიალური კი ობიექტური...
არ შეიძლება რაღაცას გენიალური ვუწუდოთ მხოლოდ იმიტომ რომ გვიყვარს.
გენიალურად ამა თუ იმ ადამიანს კაცობრიობა აღიარებს.

Posted by: JORJ MORISSONI 28 Feb 2007, 20:22
ადრე გავხსენი თუ არ ვცდები ამ კაცზე თემა

http://forum.ge/?f=36&showtopic=33641008&st=105
------------------------------------------------------------------------
zazabichi
QUOTE
ქალი ან უნდა მიატოვო ან უნდა გააღმერთო

და იმას არ ამაბობს კიდევ, სასიყვარულო ურთიერთოდა ადრე თუ გვიან მაინც მთავრდება, ამატომ ყოველთვის შენ უნდა დაასწრო, სანამ მიტოვებული დარჩები. (ზუსტად არ მახსოვს, მარა დედააზრი იგივე აქვს მე მგონი) smile.gif

Posted by: SOUTH AFRICA 28 Feb 2007, 21:00
Charles IX
QUOTE
მიყვარს - სუბიექტურია,
გენიალური კი ობიექტური...
არ შეიძლება რაღაცას გენიალური ვუწუდოთ მხოლოდ იმიტომ რომ გვიყვარს.

რატო რევაზ ინანიშვილს ხო შეიძლება ,რომ გენიალური ვუწოდოთ?

Posted by: ჰერმიონ 28 Feb 2007, 21:45
Charles IX
QUOTE
გენიალურად ამა თუ იმ ადამიანს კაცობრიობა აღიარებს.


სულ არ მაინტერესებს კაცობრიობა ვის რა სახელს დაარქმევს smile.gif

და არც არასოდეს მაინტერესებდა...

მე მას ვუწოდებ გენიალურს და შენ არ ხარ ვალდებული გაიზიარო ჩემი აზრი smile.gif


Posted by: Charles IX 28 Feb 2007, 22:42
SOUTH AFRICA
QUOTE
რატო რევაზ ინანიშვილს ხო შეიძლება ,რომ გენიალური ვუწოდოთ?

საქართველოს მასშტაბით კი!

hermione
QUOTE
სულ არ მაინტერესებს კაცობრიობა ვის რა სახელს დაარქმევს

და არც არასოდეს მაინტერესებდა...

მე მას ვუწოდებ გენიალურს და შენ არ ხარ ვალდებული გაიზიარო ჩემი აზრი

და ხარ სუბიექტური...
ობიექტურად კი რემარკი ისევეა გენიოსი, როგორც მე ვარ საფრანგეთის მონარქი... biggrin.gif

Posted by: SOUTH AFRICA 28 Feb 2007, 22:45
Charles IX
QUOTE
რატო რევაზ ინანიშვილს ხო შეიძლება ,რომ გენიალური ვუწოდოთ?


საქართველოს მასშტაბით კი!

საქართველოს მასშტაბით ერლომ ახვლედიანიც გენიოსია მაშინ და ოტია იოსელიანიც smile.gifფუცუ დგებუაძე-ფულარია გამომრჩა კიდო.

Posted by: ჰერმიონ 28 Feb 2007, 22:45
Charles IX
QUOTE
ობიექტურად კი რემარკი ისევეა გენიოსი, როგორც მე ვარ საფრანგეთის მონარქი..


საფრანდეთის მონარქს ტიტული მემკვიდრეობით გადაეცემა smile.gif შენ შანსი არ გაქვს smile.gif
რემარკს კი მე აღვიქვამ გენიოსად - ისევე როგორც კაფკას, ისევე როგორც ფრიშს, ისევე როგორც მარკესს smile.gif

Posted by: roo 28 Feb 2007, 22:50
სულ რაღაცაზე კამათობთ (ყველა განყოფილებაში).

ჩემი საყვარელი მწერალია.

QUOTE
ერთი ჩვეულებრივი, 20 წლამდე წასაკითხი მწერალია - რა გენიოსი ტო?!


ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი "20 წლამდე წასაკითხი მწერლები"

QUOTE
რახან თანამედროვეა იმიტომ არ ითვლება გენიოსად? თუ ჯერ უნდა დაძველდეს? იყო დრო როცა მის რომანებმა მსოფლმხედველობა შემიცვალეს.

+ 1
ვზაიმნო.
up.gif

Posted by: ჰერმიონ 28 Feb 2007, 22:50
Roo
QUOTE
სულ რაღაცაზე კამათობთ (ყველა განყოფილებაში).


ეგეც მართლაია smile.gif

Posted by: SOUTH AFRICA 28 Feb 2007, 22:56
Roo
QUOTE
სულ რაღაცაზე კამათობთ (ყველა განყოფილებაში).

ფორუმი,სექტა კი არაა,ყველას რომ ერთი აზრი ჰქონდეს biggrin.gif

Posted by: roo 28 Feb 2007, 22:59
QUOTE (SOUTH AFRICA @ 28 Feb 2007, 22:56 )
Roo
QUOTE
სულ რაღაცაზე კამათობთ (ყველა განყოფილებაში).

ფორუმი,სექტა კი არაა,ყველას რომ ერთი აზრი ჰქონდეს biggrin.gif

smile.gif ერთი აზრი არა მარა რავი მეც მიმაჩნია ეგ კაცი გენიოსად და მაგიტომ smile.gif ყოველშემთხვევაში გენიოსი თუ არა ძალიან-ძალიან-ძალიან-ძალიან კარგი მწერალია.

Posted by: zazabichi 1 Mar 2007, 00:01
ბალღებო, მოვაწყოთ ერთი კალვადოს ფართი, რას იტყვით?

Posted by: ElGeorgia 1 Mar 2007, 01:16
QUOTE
ბალღებო, მოვაწყოთ ერთი კალვადოს ფართი, რას იტყვით?

კარგი აზრია smile.gif, მიუხედავად იმისა რომ კალვადოსით ჯერ არ დამთვრალვარ, დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი იქნება biggrin.gif
QUOTE
the amount of alcohol is augmented to about 40%.

http://simple.wikipedia.org/wiki/Calvados_(drink)

Posted by: Charles IX 1 Mar 2007, 01:27
hermione
QUOTE
საფრანდეთის მონარქს ტიტული მემკვიდრეობით გადაეცემა  შენ შანსი არ გაქვს

რაო???
ბოლო-ბოლო შარლი ვარ, მეცხრე! ერთხელ მოვაწყე ბართლომეს ღამე და არ გამამეორებინოთ!!! biggrin.gif
QUOTE
რემარკს კი მე აღვიქვამ გენიოსად - ისევე როგორც კაფკას, ისევე როგორც ფრიშს, ისევე როგორც მარკესს

მიკვირს, ამ მწერლების გვერდით რემარკს როგორ აყენებ!

SOUTH AFRICA
QUOTE
საქართველოს მასშტაბით ერლომ ახვლედიანიც გენიოსია მაშინ და ოტია იოსელიანიც ფუცუ დგებუაძე-ფულარია გამომრჩა კიდო.

არა, არა და არა!!!
რეზო ინანიშვილის დარი მწერალი ქართველებს ერთი ნიკო ლორთქიფანიძე გვყავდა!

Roo
QUOTE
ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი "20 წლამდე წასაკითხი მწერლები"

ნამდვილად!
ოღონდ გენიოსებს ნუ დავარქმევთ...
ძალიან სერიოზული ეპითეტია გენიალური! ძალიან ცოტა იმსახურებს მას!
ნუ გავაუფასურებთ გენიას!!!
აქ ასაკის ფაქტორიც მოქმედებს - 45 წლის გადასახედიდან სულ სხვანაირად მოსჩანს რემარკი, ბევრად ნაკლებად ვიდრე 20 წლის ასაკში.
QUOTE
იყო დრო როცა მის რომანებმა მსოფლმხედველობა შემიცვალეს.

აი აქაა ძაღლის თავი დამარხული. "იყო დრო"... ანუ, რემარკი მაინც ლოკალურია.
გენია კი მუდმივად რაღაც ახალს გაძლევს...
გადაიკითხეთ შექსპირი, სერვანტესი, ჰომეროსი, ფოლკნერი, დოსტოევსკი, ჩეხოვი, მანი, შილერი...

Posted by: ჰერმიონ 1 Mar 2007, 10:17
Charles IX
QUOTE
ბოლო-ბოლო შარლი ვარ, მეცხრე! ერთხელ მოვაწყე ბართლომეს ღამე და არ გამამეორებინოთ!!!


კარგი მაშინ დედოფალი მარგო ვარ მე biggrin.gif

QUOTE
მიკვირს, ამ მწერლების გვერდით რემარკს როგორ აყენებ!


და მე კიდევ მიკვირს რატომ უარყოფ მას smile.gif

რემაკია ბოლობოლო, დენ ბრაუნი ხომ არა biggrin.gif

Posted by: SOUTH AFRICA 1 Mar 2007, 12:47
Charles IX
QUOTE
გადაიკითხეთ შექსპირი, სერვანტესი, ჰომეროსი, ფოლკნერი, დოსტოევსკი, ჩეხოვი, მანი, შილერი...

სწორი რჩევაა ნამდვილად.smile.gif

Posted by: Gode 1 Mar 2007, 13:08
"სამი მეგობარი" ერთ დღეში წავიკითხე, შემდეგი დღე გაბრუებული დავდიოდი.
მანამდე "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" მქონდა წაკითხული, მაგრამ ეტყობა პატარა ვიყავი და არც დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია და არც დიდად მახსოვს.
"ტრიუმფალური თაღი" - გათხოვებული მაქვს რამდენი ხანია, უნდა დავიბრუნო და კიდევ ერთხელ წავიკითხო.

შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია და ვთვლი რომ არაფრით ჩამოუვარდება იგივე ჰერმან ჰესეს და თომას მანს. მეორე საკითხია თუ ვინმეს არ მოსწონს ის სტილი და თვლის რომ ის პრობლემატიკა და ის აზრები რაც რემარკს უწერია 15 წლის მოზარდისთვისაა განკუთვნილი. ბევრს იცნობთ ეგეთ 15 წლის მოზარდს? smile.gif თუ რომ იზრდება ადამიანი აღარც სიყვარულის, აღარც სილამაზის, აღარც "პურის და მიწის" აღქმა აღარ რჩება და აუცილებლად პროფესორის სახით უნდა იჯდეს და ბოდლრეზე იბაასოს სალონური საუბრებისას? smile.gif მე დიდად არ მიყვარს თომას მანი, მაგრამ ეს არანაირად არ აკნინებს მას smile.gif არ მომწონს და მღლის მისი წერის მანერა, მაგრამ არ ვამბობ რომ ის გენიოსი არაა smile.gif

ცუდია თუ მარტივად და საოცრად მძაფრად გადმოცემული აზრები, ადამიანური ბუნების შტრიხები რაც რემარკთან ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, მხოლოდ 15 წლის ადამიანისთვისაა საჭირო და გასაგები და 25, 30, 40 წლის ასაკში ის უკვე "ბავშვობად" smile.gif

მოკლედ კამათი იქეთ იყოს და დღეს წავიკითხავ რაც სახლში მაქვს იმას smile.gif

მაგრამ რატომ უნდა თქვა ადამიანმა, რომ ვიღაც გენიალურია და ეს კი უბრალოდ 15-16 წლის მოზარდზე გათვლილი ნაწარმოების დასასრული:

QUOTE

"მან სული დალია ღამის უკანასკნელ საათში, როგორც კი განთიადმა იძალა. გაჭირვებით და ტანჯვით კვდებოდა იგი. არავის აღარ შეეძლო მისი შველა. იგი გამწარებული ჩაბღუჯოდა ჩემს ხელს, თუმცა ვეღარ კი მცნობდა.
ვიღაცამ როდისღაც თქვა:
- იგი მოკვდა.
- არა - შევესიტყვე მე. - ჯერ არ მომკვდარა. მას ჯერ კიდევ მაგრად უჭირავს ჩემი ხელი.
სინათლე. აუტანელი, თვალისმომჭრელი სინათლე. ადამიანები. ექიმი. მე ნელ-ნელა ვშლი თითებს. პატის ხელი მოწყვეტილივით ეცემა. სისხლი. სულის შეხუთვით დამახინჯებული სახე. გაყინული, ტანჯული თვალები. ყავისფერი, აბრეშუმისებრი თმა.
- პატ - ვამბობ მე. - პატ!
და მან პირველად არ გამცა პასუხი.

***

- მარტო დარჩენა მინდა, - ვამბობ მე.
- საჭირო არ არის ახლა... - ამბობს ვიღაც.
- არა - ვპასუხობ მე. - წადით, ხელს ნუ ახლებთ.
მერე სისხლი მოვბანე. გავხევდი. თმები დავვარცხნე. ის ცივდებოდა. ჩემს ლოგინში გადავიტანე და საბნები დავახურე. მის გვერდით ვიჯექი, ვერაფერზე ვფიქრობდი. სკამზე ვიჯექი და მას შევყურებდი. ძაღლი შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. ვხედავდი, თუ როგორ იცვლებოდა პატის სახე. არაფერი არ შემეძლო, მხოლოდ ასე გამოფიტული თუ ვიჯდებოდი და მას ვუმზერდი. მერე გათენდა კიდეც და ის უკვე აღარ იყო."


ბევრი გაქვთ ასეთი ლაკონური, ემოციური და მრავლისმთქმელი დასასრული წაკითხული? smile.gif ვეჭვობ რომ არც ისე wink.gif

მოკლედ ჩემი პირადი აზრია რომ - გენიოსი მისთვის სრულიად არაა გადაჭარბებული, ზედგამოჭრილია, მეორე საკითხია თუ ვინმეს არ მოსწონს რემარკი და მასზე მეტად შილერი ან კაფკა მოსწონს. კაცია და გუნება, ვისაც რა მოსწონს ის იკითხოს.

Posted by: violet 1 Mar 2007, 13:12
QUOTE
სამი მეგობარი 1938 (

QUOTE
ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

QUOTE
სიყვარულის ისტორია


ესენი მაქვს წაკითხული...

მართლაც გენიალური მწერალია
ჩემთვის უსაყვარლესი........ love.gif

Posted by: ჰერმიონ 1 Mar 2007, 13:13
Gode

პატის სიკვდილი cry.gif

უძალიანმაგრესი დასასრულია
QUOTE
მოკლედ ჩემი პირადი აზრია რომ - გენიოსი მისთვის სრულიად არაა გადაჭარბებული, ზედგამოჭრილია, მეორე საკითხია თუ ვინმეს არ მოსწონს რემარკი და მასზე მეტად შილერი ან კაფკა მოსწონს. კაცია და გუნება, ვისაც რა მოსწონს ის იკითხოს.

მეც მაგს ვამბობ sad.gif

სამ მეგობარში მთელი ცხოვრებაა ასახული
უბადლო მეგობრობა, სიყვარული, სევდა, სიხარული

ისწავლეთ

Posted by: nebiera 1 Mar 2007, 22:10
"ტრიუმფალური თაღი" და "სამი მეგობარი" მაქვს წაკითხული...
მახსოვს ორივე მომეწონა smile.gif

Posted by: Cruel Intentions 1 Mar 2007, 22:27
"სამი მეგობარი" მართლა ძალიან მაგარია..
და "შავი ობელისკი"-ც მომწონს

QUOTE
მართლაც გენიალური მწერალია


Posted by: Oliver 2 Mar 2007, 02:33
ვინმე რომელიმე წიგნს (ქართულად) ვერ მათხოვებთ? პირობას გაძლევთ, რომ მე-9 კლასში გეომეტრიის წიგნი რომ ჩავაბარე სკოლას ისეთს დაგიბრუნებთ (მე სულ ახალი შემხვდა და რომ ჩავაბარე თურმე ალაგ-ალაგ შეტყუპებული ფურცლები გასაჭრელი ჰქონია. ეხლა ამით რისი თქმა მინდა: კარგად მოვუარე givi.gif ).
გავიმეორებ, მაქვს წაკითხული "ერთი სიყვარულის ისტორია", "ტრიუმფალური თაღი" და "სამი მეგობარი". ასე რომ, სხვები მინდა. ჩათვალეთ, რომ უთავმოყვაროდ ვმათხოვრობ... gigi.gif gigi.gif

Posted by: ტემპერა 2 Mar 2007, 02:44
QUOTE
სამი მეგობარი 1938 (

გლეჯს...

Posted by: F_R_E_Y_A 2 Mar 2007, 02:48
QUOTE
ერიხ პაულ (მარია) რემარკი, გერმანელი გენიოსი

ფილოსოფიაში არის კარგი განმარტება რას ნიშნავს იყო გენიოსი და იყო ტალანტი
რემარკი გენიოსი არაა თუმცა არც ცუდი მწერალია
ისე ახლახანს გადმოვიღე 'время жить и время умерать' მეთქი გადავავლებ თვალს და საერთოდ აღარ დამაინტერესა, არადა ბავშვობაში ასე 6-7 წლის წინ მომეწონა მახსოვს
ვიღაცამ დაწერა რემარკი 20წლამდე წასაკითხი მწერალიაო და ეს ალბათ სიმართლესთან ახლოსაა სამწუხაროდ...

Posted by: Oliver 2 Mar 2007, 03:18
QUOTE
ფილოსოფიაში არის კარგი განმარტება

"და ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ ფილოსოფიაში არიან ჭეშმარიტებები, მაგრამ არ არსებობს ჭეშმარიტება".
ალბერ კამიუ. "სიზიფეს მითი" yes.gif

Posted by: F_R_E_Y_A 2 Mar 2007, 03:32
oli
ლოლ კამიუ ჩემთვის თითქმის ავტორიტეტია მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დამარწმუნეsmile.gif

Posted by: SOUTH AFRICA 2 Mar 2007, 09:21
F R E Y A
QUOTE
ლოლ კამიუ ჩემთვის თითქმის ავტორიტეტია

ძირს ავტორიტეტები!

გაანებეთ რა თავი ამ ავტორიტეტებს.

QUOTE
ისე ახლახანს გადმოვიღე 'время жить и время умерать' მეთქი გადავავლებ თვალს და საერთოდ აღარ დამაინტერესა, არადა ბავშვობაში ასე 6-7 წლის წინ მომეწონა მახსოვს

როგორც ეხლა მე "დედოფალ მარგოს" ვერ წამაკითხებ,რომც დამაძალონ რა... gigi.gif

Posted by: blear_witch 2 Mar 2007, 10:03
F R E Y A
QUOTE
ფილოსოფიაში არის კარგი განმარტება რას ნიშნავს იყო გენიოსი და იყო ტალანტი
რემარკი გენიოსი არაა თუმცა არც ცუდი მწერალია
ისე ახლახანს გადმოვიღე 'время жить и время умерать' მეთქი გადავავლებ თვალს და საერთოდ აღარ დამაინტერესა, არადა ბავშვობაში ასე 6-7 წლის წინ მომეწონა მახსოვს
ვიღაცამ დაწერა რემარკი 20წლამდე წასაკითხი მწერალიაო და ეს ალბათ სიმართლესთან ახლოსაა სამწუხაროდ...

აგიაშვილსა ნიკასო, არ ყვარებია პიკასოwink.gif არაა რემარკი ასე ხელწამოსაკრავი 20 წლამდე მწერალი..
რავიცი.. მე 30-ს ვარ და დღემდე ვუბრუნდები ხოლმე სამ მეგობარს..
და დაკარგულს ვუბრუნდები ხოლმე კიდოbiggrin.gif

Posted by: Greta 2 Mar 2007, 14:21
QUOTE
ერიხ პაულ (მარია) რემარკი


ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი. კარგი აზრია, თუ მოვიცლი გადავიკითხავ კიდევ ერთხელ უდიდესი სიამოვნებით.

Posted by: F_R_E_Y_A 2 Mar 2007, 14:36
QUOTE
F R E Y A

QUOTE
ლოლ კამიუ ჩემთვის თითქმის ავტორიტეტია


ძირს ავტორიტეტები!

გაანებეთ რა თავი ამ ავტორიტეტებს.

რას იზამ კამიუს დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ რასაც რემარკზე ვერ ვიტყვი
არ შეიძლება კამიუ წაიკითხო და მერე უცებ რემარკმა დაგაინტერესოს
მაპატიეთ და ცოტა შაბლონურია, თანაც მისი რომანები ძალიან ჰგავს ერთმანეთს

QUOTE
აგიაშვილსა ნიკასო, არ ყვარებია პიკასო არაა რემარკი ასე ხელწამოსაკრავი 20 წლამდე მწერალი..
რავიცი.. მე 30-ს ვარ და დღემდე ვუბრუნდები ხოლმე სამ მეგობარს..

მაგალითად ლინდგრენს შეიძლება დავუბრუნდე იმიტომ რომ მარტივი და გენიალურია მაგრამ რემარკი...
რავიცი რაღაც დამცირებასავით გამომდის, არადა ამ მწერალს მაინც პატივს ვცემ ასე რომ წავედი გავასწარი აქედან...smile.gifჩემი აზრი სუბიექტურია და გულთან ახლოს ნუ მიიტანთ რემარკის თაყვანისმცემლები 2kiss.gif


Posted by: ჰერმიონ 2 Mar 2007, 14:41
blear_witch
QUOTE
აგიაშვილსა ნიკასო, არ ყვარებია პიკასო


ლოლ ზუსტად smile.gif

ლოოოოოოოოოოოოოოლ

Posted by: blear_witch 2 Mar 2007, 15:03
რემარკი კარგი მწერალია და ბასტა.

თუ მაინცდამაინც, გახსენით თემა რითი განსხვავდება გენიალური შემოქმედი ჩვეულებრივი შემოქმედისაგან და იკამათეთ რამდენიც გაგიხარდებათ.. თუმცა თქვენი კამათი რემარკის ერთ ფრაზადაც არ ეღირება და არასოდეს არ მივა იმდენ ადამიანთან ახლოს რამდენიც შეცვალა რემარკმა..
რემარკი უფრო გენიალურია თუ კამიუ და ესეთები კიდო ბრუსლი მოერევა თუ ჯეკი ჩანისავით ჯღერსsmile.gif

Posted by: F_R_E_Y_A 2 Mar 2007, 15:16
QUOTE
რემარკი უფრო გენიალურია თუ კამიუ და ესეთები კიდო ბრუსლი მოერევა თუ ჯეკი ჩანისავით ჯღერს

მართალია, სისულელეა ამაზე მსჯელობა wink.gif
უბრალოდ სათაურში ლაფსუსია გაპარული და კამათიც ამან გამოიწვიაsmile.gif

Posted by: Oliver 2 Mar 2007, 15:24
იცით, ძმებო, რა არის ყველაზე საშინელი ამ ქვეყანაზე? ყველაზე საშინელი, ძმებო, დრო გახლავთ. დრო, წუთიერი ჟამი, რომელსაც ჩვენ განვიცდით და რომელსაც ვერ დავეუფლებით. ჯოჯოხეთის მანქანა! წიკწიკებს, და არარაობის შესახვედრად მიილტვის! შენ შეგიძლია შეაჩერო ზვავი, მაგრამ ამას ვერ შეაჩერებ. ეს ადამიანისთვის აუტანელი რამ არის. ადამიანი ამას ვერ უძლებს და ამიტომ მოიგონა ოცნება - უძველესი და საამო, უიმედო ოცნება მარადიულობის შესახებ.

Posted by: ალუბალა 2 Mar 2007, 15:24
ვახ! ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია რემარკი, კარგა ხანია მაგის წიგნები აღარ წამიკითხავს. "სამი მეგობარი", "ნასესხები სიცოცხლე", "ტრიუმფალური თაღი", "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" - მაგარი ნაწარმოებებია.

Posted by: Oliver 2 Mar 2007, 15:29
მე მის გვერდით ვიდექი, ვისმენდი, ვიცინოდი და თან ვფიქრობდი, რა საშინელებაა გიყვარდეს ქალი და იყო ღარიბი.

Posted by: F_R_E_Y_A 2 Mar 2007, 15:35
QUOTE
მე მის გვერდით ვიდექი, ვისმენდი, ვიცინოდი და თან ვფიქრობდი, რა საშინელებაა გიყვარდეს ქალი და იყო ღარიბი.

რა ქვია ეხლა ამას? mad.gif
ჰაერშია ასაგდები ოლიმპიური ჩემპიონივით...

Posted by: Oliver 2 Mar 2007, 16:04
F R E Y A
QUOTE
რა ქვია ეხლა ამას? ჰაერშია ასაგდები ოლიმპიური ჩემპიონივით...

აბა კარგია, როცა შეყვარებული გყავს და ღარიბი ხარ?

Posted by: F_R_E_Y_A 2 Mar 2007, 16:38
oli
spy.gif გყვარებია ვინმე?
სიღარიბე თავისთავად კარგი როგორ შეიძლება იყოს, მაგრამ სიყვარულთან ეს არანაირ კავშირში არაა
როცა ვინმე გიყვარს მთელი გულით, უანგაროდ, ფულზე და კომფორტზე არ ფიქრობ, კომფორტი იმ ადამიანთან ურთიერტობაა ვინც ასე გიყვარს
მირჩევნია საყვარელ ადამიანთან ბორდიურზე ჩამოვჯდე და მზესუმზირა ვჭამო ვიდრე ჰაი-კლასის რესტორანში ძვირფასი ფრანგული ღვინო მივირთვა ისეთთან ვინც ჩემთვის უცხოა

Posted by: Oliver 2 Mar 2007, 17:04
F R E Y A
ეტყობა, რომ გაუთხოვარი ხარ (ხომ არ ვცდები?) რომ დაოჯახდები, მერე გაგიჩნდება ნორმალური მოთხოვნები.
QUOTE
გყვარებია ვინმე?

დახედე ჩემს სიგნატურას:
QUOTE
I LOVE HER AND NOTHING ELSE MATTERS!!!


QUOTE
მირჩევნია საყვარელ ადამიანთან ბორდიურზე ჩამოვჯდე...

არ გეწყინოს, მაგრამ პატარა ხარ... ცხოვრებამ იცის კარგი მასტერკლასების ჩატარება. ეგენი ჯერ კიდევ წინ გაქვს.

Posted by: F_R_E_Y_A 2 Mar 2007, 17:32
oli
აქ ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზეა ლაპარაკი?smile.gif
QUOTE
ცხოვრებამ იცის კარგი მასტერკლასების ჩატარება. ეგენი ჯერ კიდევ წინ გაქვს.

ხო ჩემთვის ჯერ არ ჩაუტარებია მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ თუ ოჯახი ფულის(ან უფულობის) გამო ინგრევა, მაშინ ტაკ ი ნადო...
ფულზე მაღალი ფასეულობებიც არსებობს...ყოველ შემთხვევაში ჩემთვის პრიორიტეტული არაა რაც სულ არ ნიშნავს იმას რომ ირაციონალური ვარ...

Posted by: zazabichi 2 Mar 2007, 17:44
"აცხოვრე ქალი თუნდაც რამოდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ."

რემარკი რომ ქალის ბუნებას ბევრ სხვა გერმანელ გენიოსზე უკეთ იცნობდა, არ არის ახალი ამბავი.
გავიხსენოთ მისი რომანები სხვადასხვა ცნობილ ქალბატონებთან.


Posted by: ElGeorgia 2 Mar 2007, 17:56
QUOTE
ხო ჩემთვის ჯერ არ ჩაუტარებია მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ თუ ოჯახი ფულის(ან უფულობის) გამო ინგრევა, მაშინ ტაკ ი ნადო...

საყვარელი ქალის გვერდით ყოფნა რომ მატერიალურ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული როდიდან გახდა ახალი ამბავი.
"სიყვარულის კოცონს ცოტა ფულსაც თუ შევუკეთებთ უკეთესად აგიზგიზდება"- თქვა ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა.

Posted by: Gode 2 Mar 2007, 22:09
F R E Y A
რემარკთან რა შუაშია მაგრამ შენ თუ უყვარხარ ვინმეს? smile.gif

ჰოდა რემარკს უნდა ვუმადლოდე მეც და ჩემს ახლო-მახლო მაცხოვრებელი ყვავილების მოყვარულებიც, რომ მაგათ ბაღებს ვაჩანაგებდი ხოლმე smile.gif როცა ფული არ მქონდა, დავძრწოდი აქეთ-იქეთ და ყვავილებს ვიპარავდი, ხანაც ფული მქონდა მაგრამ ყვავილი არ იყო smile.gif რემარკმა მასწავლა ყვავილების ქურდობა smile.gif მაგრამ მერე, მერე იცი რა არის? რა და აი როცა ადამიანი გიყვარს, როცა გინდა ის ბედნიერი იყოს, როცა გინდა მას ყველა სურვილი აუსრულო, რამდენად რომანტიკოსი და მეოცნებეც არ უნდა იყო მაინც გიწევს შეგუება აზრთან რომ ფული გჭირდება smile.gif

შენ გამოგიცდია რა ბედნიერებაა აჩუქო ვინმეს მოპარული ყვავილები? smile.gif არა!
შენ გამოგიცდია რა ბედნიერებაა საკუთარი შრომით მოპოვებული ფულით შენს ადამიანს აჩუქო ისეთი რამ რაც მას ძალიან უნდა, რაზეც ოცნებობს მაგრამ ჩუმად, ისე რომ შენ არ გაიგო? ჩაგიხედავს ამ დროს მისთვის თვალებში და მიმხვდარხარ რომ შენი შრომა, ჯაფა, ღამისთევა, წვალება ამად ღირდა და ყოფილხარ ამ თვალებთან ერთად სამყაროში უბედნიერესი? smile.gif არა!

შენ არ ხარ კაცი და ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს "გიყვარდეს ქალი და იყო ღარიბი" smile.gif შენ მხოლოდ ქალი ხარ, რომელიც "ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო" smile.gif

რათქმაუნდა ფული არ არის ყველაზე მაღალი ღირებულება და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ მთელი ცხოვრება ბორდიურზე ჯდომაც ოდესმე მოსაწყენი გახდება smile.gif

საერთოდ კი რემარკი კი ფილოსოფოსი არაა, რემარკი მწერალია, რომელიც ჩემი აზრით მეოცე საუკუნეში ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც ქონდა ნიჭი იშვიათი სიმძაფრით გადმოეცა ადამიანური განცდები და სხვისი ცხოვრება შენს ცხოვრებად ექცია რამდენიმე საათით ან დღით. არიან ადამიანები ვინც რომანებს საბავშვო გართობად თვლიან და ვისაც უფრო მეტად ფილოსოფიური ლიტერატურა იზიდავთ. მაგრამ შოპენჰაუერი ვერასოდეს ვერ მაგრძნობინებს როგორია მოპარული ვარდის სურნელი ან სასაფლაოს პირას მდგომ სკამზე ჯდომა, ან როგორ ეძებ თვალებით ღამის წყვდიადში კარლის ფარების შუქს, ერთადერთ იმედსა და ხსნას... შოპენჰაუერი ტვინს გაავარჯიშებს კარგად, ჩაგაფიქრებს ცხოვრების რაობაზე, ღირებულებებზე, მაგრამ რომ ჩაფიქრდები პასუხს მაინც რემარკი გაგცემს, მარტივად, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვის რომ ერთადერთი რასაც შენი გადარჩენა შეუძლია სიყვარულია.

ვისაც რა უყვარს ის იკითხოს.

Posted by: tamara:D 2 Mar 2007, 22:17
რემარკის "ნასესხები სიცოცხლე" მაქვს... კარგი წიგნია?? ვაპირებდი წაკითხვას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსგავს თემაზე ორი წიგნი წავიკითხე, დამეზარა..

Posted by: I_am_You_are 2 Mar 2007, 22:55
ვა მერამდენე თემაა რემარკზე.
გვიყვარს ესე იგი....
კაია.
მეც მიყვარ(ს)და.
რომ გზრდის, ისეთი მწერალია, და კითხვას რომ გაყვარებს.
"Arc de Triomphe" - ძაან კაი იყო, მახსოვს, ბუნდოვნად მახსოვს.... smile.gif



tamara:D
QUOTE
რემარკის "ნასესხები სიცოცხლე" მაქვს... კარგი წიგნია?? ვაპირებდი წაკითხვას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსგავს თემაზე ორი წიგნი წავიკითხე, დამეზარა..

რომ გადაგეზარება, წაიკითხე, ღირს. smile.gif

Posted by: Charles IX 3 Mar 2007, 00:52
Gode
QUOTE
შენ გამოგიცდია რა ბედნიერებაა აჩუქო ვინმეს მოპარული ყვავილები?

მე გამომიცდია, და ბევრად დიდი ბედნიერებაა საკუთარი შრომით ნაშოვნი ფულით ნაყიდი ყვავილის ჩუქება! თუნდაც მერე კაპიკი არ დაგრჩეს ჯიბეში...

QUOTE
შენ არ ხარ კაცი და ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს "გიყვარდეს ქალი და იყო ღარიბი"

მე ვარ კაცი და გეუბნები, რომ ეს ფრაზა უბრალოდ სისულელეა!
თუ მიყვარს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ღარიბი ვარ თუ მდიდარი.
მით უმეტეს, თუ მასაც ვუყვარვარ...
რუსებს მშვენიერი გამოთქმა აქვთ С милым рай в шалаше!

QUOTE
ქალი, რომელიც "ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო"

მორიგი სისულელე! შავის და თეთრის გარდა სხვა ფერებიც არსებობს.
იდეალისტური რომანტიზმი კი თინეიჯერობის ასაკშია მხოლოდ კარგი...

QUOTE
რომ ჩაფიქრდები პასუხს მაინც რემარკი გაგცემს, მარტივად, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვის რომ ერთადერთი რასაც შენი გადარჩენა შეუძლია სიყვარულია.

ხოოოო, რემარკამდე ეგ არავის უთქვამს!
თან ბევრად უკეთ...
* * *
I_am_You_are
QUOTE
რომ გზრდის, ისეთი მწერალია, და კითხვას რომ გაყვარებს.

up.gif

Posted by: Solveig 3 Mar 2007, 01:23
QUOTE
შენ გამოგიცდია რა ბედნიერებაა აჩუქო ვინმეს მოპარული ყვავილები?

ბედნიერებაა თუ სირცხვილი?

კლერფე დიდად ბედნიერი არ ჩანს იმ წუთს, როცა გაიგებს, რომ ყვავილები, რომელიც მან ლილიანს მიართვა, თურმე მანამდე ლილიანს გარდაცვლილი მეგობრის კუბოში ჩაუდია. ანუ უნებლიედ კლერფე ქურდობის მონაწილე გახდა..და მ,ასაც რცხვენია.

QUOTE
მე ვარ კაცი და გეუბნები, რომ ეს ფრაზა უბრალოდ სისულელეა!
თუ მიყვარს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ღარიბი ვარ თუ მდიდარი.
მით უმეტეს, თუ მასაც ვუყვარვარ...


ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი. რადგან "მეპრე მხარეზე" ხარ დამოკიდებული და მის სიყვარულში თუ ერთ დღეს მისხალი ეჭვიც არ გეპარება, მერე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. მამაკაცი ყოველთვის დათრგუნულად გრძნობს თავს, როცა უსახსრობის გამო არ ეუძლია საყვარელ ადამიანს ასიამოვნოს რაიმეთი. თავად მომიკრავს ყური, ერთი მართლა პატიოსანი კაცი, რომელსაც გაუჭირდა, ჩიოდა-მე რა კაცი ვარ, ცოლისთვის წესიერი ტანსაცმელი ვერ მიყიდიაო. შეიძლება ქალი არც აგრძნობინებდეს ამას და არც მოითხოვდეს, მაგრამ მაინც ასეა...

QUOTE
რუსებს მშვენიერი გამოთქმა აქვთ С милым рай в шалаше!

ქართველებს-უკეთესი-"მოყვარული ცოლ-ქმარი ცულის ტარზეც დაეტიაო"..

QUOTE
ქალი, რომელიც "ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო"

ეს კი მართლა სისულელეა. არცერთი ქალი (მამაკაცი) არ ღირს იმად, რომ გააღმერთო და ყველა ქალი (მამაკაცი) საცოდავია იმისათვის, რომ მიატოვო.


Posted by: F_R_E_Y_A 3 Mar 2007, 18:38
Gode
QUOTE
რემარკთან რა შუაშია მაგრამ შენ თუ უყვარხარ ვინმეს?

კიwink.gifმაგრამ ეს მართლაც რა შუაშია?
QUOTE
შენ გამოგიცდია რა ბედნიერებაა აჩუქო ვინმეს მოპარული ყვავილები? 

no.gif gigi.gif gigi.gif
QUOTE
არიან ადამიანები ვინც რომანებს საბავშვო გართობად თვლიან და ვისაც უფრო მეტად ფილოსოფიური ლიტერატურა იზიდავთ

მე არ ვარ მათ რიცხვში
და რადგან მეც ვფიქრობ რომ
QUOTE
ერთადერთი რასაც შენი გადარჩენა შეუძლია სიყვარულია.

და რადგან ამის დამწერი ( მე არ ვიცი ვინ არის) რბილად რომ ვთქვათ ორიგინალურობით არ გამოირჩევა, მირჩევნია ეს ფრაზა ისეთ რომანებში ამოვიკითხო, სადაც ეს ორიგინალურად იქნება დაწერილიsmile.gif
ამიტომაც სულით და გულით გეთანხმები
QUOTE
ვისაც რა უყვარს ის იკითხოს.

მე უბრალოდ ჩემი მოკრძალებული აზრი დავაფიქსირე ამ მართლაც არცთუ ურიგო მწერალზე, თუმცა არა გენიოსზე

რა ვქნა მომკალი და არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანმა მარკესს ან დოსტოევსკის გემო გაუგო და მერე რემარკს მიუბრუნდე user.gif

პატივისცემით, რემარკის ყოფილი თაყვანისმცემელი...
2kiss.gif

Charles IX
მიყვარხართ 2kiss.gif

Posted by: Gode 3 Mar 2007, 18:55
F R E Y A
ყველას თავისი ადგილი აქვს და ერთმანეთსი აღრევა და შეჯიბრი "დოსტოევსკი მოერევა თუ რემარკი" ბერს არაფერ კარგს არ მიუთითებს smile.gif

მე კიდევ საერთოდ არ მესმის მარკესი რატომ წერდა წიგნებს და რატომ არ უშვებდა ფრაზების კრებულებს smile.gif არ მესმის და რა ვქნა, ვინმემ რომ გახსნას თემა მარკესზე გენიოსიაო ამბავს ხომ არ ავტეხავ smile.gif გემოვნება რთული და ინდივიდუალური რამაა. wink.gif

Charles IX
მხოლოდ იმის ამოკრება ჩემი ნაწერიდან რაზეც პასუხი მოგეპოვებოდა ერთია, მაგრამ მეორეა რომ იქ კიდევ ეწერა სხვა რაღაცეებიც wink.gif
საერთოდაც აუცლებელი არაა პასუხი გასცე ყველას და ყველაფერს smile.gif თომას მანიც ძალიან კარგია და ზოგადად გერმანელები ერთი მეორეზე უკეთესები არიან, მაგრამ რემარკის ნაწარმოებები სხვა ემოციებს გა განცდებს აღძრავს, შოპენჰაუერის ნააზრევი კი სხვას smile.gif ნუ ვურევთ ერთმანეთში და ნურც ხელის გადაწევაზე შევაჯიბრებთ smile.gif არ გინდა? ნუ წაიკითხავ smile.gif

Posted by: Oliver 3 Mar 2007, 19:17
Gode

QUOTE
შენ არ ხარ კაცი და ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს "გიყვარდეს ქალი და იყო ღარიბი"

Respect!!! ამ სიტყვებისთვის.

იმიტომ, რომ მე ვიცი რასაც ნიშნავს ეს...
* * *
Charles IX
QUOTE
იდეალისტური რომანტიზმი კი თინეიჯერობის ასაკშია მხოლოდ კარგი...

რომანტიზმი ზუსტადაც ისაა, როცა ქალი ფიქრობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ქმარი მდიდარი ეყოლება, თუ ღარიბი.
საქმე საქმეზე როცა მიდგება, მერე უჩნდებათ ხოლმე ნორმალური მოთხოვნები, და აქ გასაკვირი არაფერიც არაა, უნდა გაუჩნდეს და იმიტომ. როცა ასეთი (ნორმალური) მოთხოვნა ჩნდება და მას ვერ უსრულებ საყვარელ ადამიანს სწორედ ესაა საშინელება. მქონდა ასეთი მომენტი ცხოვრებაში და უკანასკნელ ნაძირალად ვიგრძენი თავი, იმიტომ, რომ ვიყავი ღარიბი.
რა არის აქ გაუგებარი? spy.gif

Posted by: Charles IX 3 Mar 2007, 21:55
F R E Y A
QUOTE
მიყვარხართ 

bis.gif
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
Gode
QUOTE
მხოლოდ იმის ამოკრება ჩემი ნაწერიდან რაზეც პასუხი მოგეპოვებოდა ერთია, მაგრამ მეორეა რომ იქ კიდევ ეწერა სხვა რაღაცეებიც

კი ბატონო, ეწერა!
მერე რა?
რემარკის ტექსტებით საუბარს ნამდვილად არ და ვერ დავიწყებ ერთი უმარტივესი მიზეზის გამო - 25 წელიწადზე მეტია არ გამჩენია მისი გადაკითხვის სურვილი, თუმცა მანამდე თქვენზე არანაკლებად მიყვარდა და შეიძლება ითქვას, მისი აპოლოგეტიც ვიყავი...
QUOTE
რემარკის ნაწარმოებები სხვა ემოციებს გა განცდებს აღძრავს, შოპენჰაუერის ნააზრევი კი სხვას

ბანალურია...
QUOTE
ნუ ვურევთ ერთმანეთში და ნურც ხელის გადაწევაზე შევაჯიბრებთ

მეც ზუსტად მაგას ვამბობ - ნუ ვურევთ!
ნუ ვურევთ ეპითეტებს...
თუმცა, გადაჭარბებული შეფასებები ახალგაზრდობის თვისებაა, და ამაში შეიძლება არც არაფერი იყოს ცუდი...
QUOTE
არ გინდა? ნუ წაიკითხავ

აღარც ვკითხულობ...
oli
QUOTE
როცა ასეთი (ნორმალური) მოთხოვნა ჩნდება და მას ვერ უსრულებ საყვარელ ადამიანს სწორედ ესაა საშინელება. მქონდა ასეთი მომენტი ცხოვრებაში და უკანასკნელ ნაძირალად ვიგრძენი თავი, იმიტომ, რომ ვიყავი ღარიბი.
რა არის აქ გაუგებარი?

გაუგებარი არაფერია.
მე თვითონ ძალიან ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა და სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. მაგრამ, როდესაც გიყვარს და უყვარხარ, ყველანაირ პრობლემას დაძლევ და თუნდაც ნორმალური მოთხოვნილების ვერ დაკმაყოფილების გამო ურთიერთობა არ გაგიფუჭდება.
აი სადაც მოთხოვნა ჩნდება, იქ სიყვარული ძალიან ნაკლებად არის - უფრო გამოყენებითი დამოკიდებულების შედეგია მოთხოვნები (თუნდაც ნორმალური), განსაკუთრებით თუ ადამიანმა იცის, რომ მის "პარტნიორს" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება არა აქვს.

Posted by: Gode 3 Mar 2007, 22:11
Charles IX
QUOTE
ბანალურია...

შენთვის შეიძლება ბანალურია, ჩემთვის არა. ეგრეა და რა ვქნა. "ყოფნა არ ყოფნა" ვერანაირად ვერ გადმოსცემს როგორ შემოდის ოთახში ღამით გარედან მთვარის შუქი. იძახე ეხლა ბანალურიაო gigi.gif

QUOTE

მე თვითონ ძალიან ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა და სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. მაგრამ, როდესაც გიყვარს და უყვარხარ, ყველანაირ პრობლემას დაძლევ და თუნდაც ნორმალური მოთხოვნილების ვერ დაკმაყოფილების გამო ურთიერთობა არ გაგიფუჭდება.
აი სადაც მოთხოვნა ჩნდება, იქ სიყვარული ძალიან ნაკლებად არის - უფრო გამოყენებითი დამოკიდებულების შედეგია მოთხოვნები (თუნდაც ნორმალური), განსაკუთრებით თუ ადამიანმა იცის, რომ მის "პარტნიორს" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება არა აქვს.

აქ მოთხოვნებზე არაა ლაპარაკი smile.gif გეთანხმები, როცა მოთხოვნები ჩნდება ეს უკვე ექსპლუატატორობაა, მაგრამ მე ყურადღება გავამახვილე იმ ოცნებაზე და სურვილზე, რომელიც არსად არ თქმულა, მაგრამ თვალებში ამოგიკითხავს და თუნდაც ერთი წამით გიგრძვნია, რომ შენ მას ვერ შეასრულებ. ამ ერთ წამზე უფრო მძიმე არაფერია, როცა ხვდები რომ არ შეგიძლია და არც ყოფნა არ ყოფნა გახსოვს მაშინ და არც ფროიდის მოსაზრებები, იმ მომენტში ხარ შენ და რეალობა რომ შენ ეს არ შეგიძლია. მწარე და მკაცრი ფაქტი და შენ უძლური ხარ. აქ ლაპარაკი იმაზე კი არაა რომ ვიღაცა რაღაცას გთხოვს და შენ ვერ ასრულებ, აქ ლაპარაკი იმაზეა რომ შენ მის ოცნებებს ხვდები, იმიტომ რომ გიყვარს, მაგრამ არ შეგიძლია ეს ოცნებები რეალობად აქციო. ჩემთვის გენიოსია ადამიანი ვინც ამას მძაფრად გადმოსცემს, იმდენად მძაფრად რომ მე განვიცადო, თუმცა ისიც გენიოსია, ვინც ბუხრის პირას თბილად და უდარდელად მჯდომს წიგნით ხელში ჩაგაფიქრებს ადამიანის რაობაზე, ამაოებაზე და ა.შ. wink.gif

ხელოვნებას მოაქვს ემოცია, ემოცია ყველასთვის სხვადასხვაა, მუსიკასთან თუ გავავლებთ პარალელს, მე მიყვარს რთული რიტმები, თვლები, უცნაური და ახალი იდეები და ხშირად მაღიზიანებს 70-იანი წლების მუსიკა, ერთგვარ სიმარტივეს ვხედავ მასში. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ემოციას სწორედ იმით იღებენ და არა ჩახლართული რიტმული მრავალფეროვნებით. ასეა აქაც რას მოაქვს ემოცია, ჩემთვის რემარკს, შენთვის სხვას, ვინც ამ ემოციას სწორად, კარგად და დროულად მოიტანს ისაა შენთვის გენიოსი და არ არის აუცილებელი შენი გენიოსები მთელმა დედამიწამ აღიარონ, ჩვენ ხომ მაინც ყველანი ჩვენს მიკროსამყაროში ვცხოვრობთ და შიგნით ყველაფერი ჩვენებურადაა, გენიოსებიც ჩვენი გვყავს. smile.gif
* * *
Solveig

პარდონ ვერ შევნიშნე თქვენი ნაწერი smile.gif

QUOTE

ბედნიერებაა თუ სირცხვილი?


არავითარ შემთხვევაში არაა სირცხვილი wink.gif

QUOTE

კლერფე დიდად ბედნიერი არ ჩანს იმ წუთს, როცა გაიგებს, რომ ყვავილები, რომელიც მან ლილიანს მიართვა, თურმე მანამდე ლილიანს გარდაცვლილი მეგობრის კუბოში ჩაუდია. ანუ უნებლიედ კლერფე ქურდობის მონაწილე გახდა..და მ,ასაც რცხვენია.

გამარჯობა შენი, მერე ეგ ყვავილი სწორედაც რომ ნაყიდი იყო ყველა წესის და რიგის დაცვით tongue.gif , როცა ყვავილი შენი მოპოვებულია, ის მაინც დარწმუნებით შეგიძLია თქვა რომ სხვისი კუბოდან არაა ამოღებული ან საფლავიდან მოპარული tongue.gif სხვის ეზოშიც გადავმძვრალვარ შუაღამისას და ოთხი საათი მთაზეც მივლია ყვავილების მისაგნებად, როცა ვიცოდი რომ აუცილებლად იქნებოდა მთის მეორე ფერდობზე იები, რომლებიც მე ასე მჭირდებოდა. არც ერთს ვთვლი სირცხვილად და არც მეორეს. აჩუქო ადამიანს ბედნიერება - ვერასოდეს იქნება სირცხვილი wink.gif

Posted by: Charles IX 3 Mar 2007, 23:27
Gode
QUOTE
შენთვის შეიძლება ბანალურია, ჩემთვის არა.

ბანალურია!
მე აი ამ აზრზე ვამბობ ამას:
QUOTE
რემარკის ნაწარმოებები სხვა ემოციებს გა განცდებს აღძრავს, შოპენჰაუერის ნააზრევი კი სხვას

რემარკზე არა...
QUOTE
ასეა აქაც რას მოაქვს ემოცია, ჩემთვის რემარკს, შენთვის სხვას, ვინც ამ ემოციას სწორად, კარგად და დროულად მოიტანს ისაა შენთვის გენიოსი და არ არის აუცილებელი შენი გენიოსები მთელმა დედამიწამ აღიარონ

უბრალოდ, გენიოსი - არის ობიექტური კატეგორია.
არ შეიძლება გიყვარდეს ვინმე და მხოლოდ ამიტომ ამბობდე, რომ გენიოსია...
ასე ბატონო, ვიღაც იტყვის, რომ ემინემია გენიოსი, ვიღაც - რატი ამაღლობელზე, სხვა - ნოდარ დუმბაძეზე. მაგრამ ამით არც ერთი მათგანი არ იქცევა გენიოსად. გენიოსი მხოლოდ საყოველთაოდ აღიარებული შეიძლება იყოს...
ანუ, ცნებების აღრევა ხდება - იმას ვინც გვიყვარს, არ უნდა ვუწოდოთ გენიოსი (მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს)...
თორემ, მე ძალიან მიყვარს ტარიელ ჭანტურია - რომ ვთქვა გენიოსია, მართალი ვიქნები?
QUOTE
სხვის ეზოშიც გადავმძვრალვარ შუაღამისას და ოთხი საათი მთაზეც მივლია ყვავილების მისაგნებად, როცა ვიცოდი რომ აუცილებლად იქნებოდა მთის მეორე ფერდობზე იები, რომლებიც მე ასე მჭირდებოდა. არც ერთს ვთვლი სირცხვილად და არც მეორეს. აჩუქო ადამიანს ბედნიერება - ვერასოდეს იქნება სირცხვილი

ისე, აქლემის და ნემსის ქურდის ამბავი გამახსენდა...
და კიდევ, არ გიფიქრია, რომ ის მოპარული ყვავილი სეიძლება მისი პატრონისთვის ძალიან ძვირფასი იყო და ვიღაცას ამ მოპარული ყვავილით ბედნიერება რომ აჩუქე, სხვა მისი მოპარვით შეიძლება უბედური გახდა? ამ შემთხვევაშიც არ არის სირცხვილი?

Posted by: Solveig 3 Mar 2007, 23:37
QUOTE
აჩუქო ადამიანს ბედნიერება - ვერასოდეს იქნება სირცხვილი

სტოპ, სტოპ..კლერფე უნებლიედ გახდა ამ საშინელების (მიცვალებულის გაქურდვის) მონაწილე და სირცხვილი იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ბანაკები ჰქონდა გამოვლილი, სადაც თვითგადარჩენის ინსტინქტი ხშირად ყველა ადამიანურ გრძნობას და მორალს უხშობს ადამიანს.

აგერ შარლმა დამასწრო უკვე..სხვას მე სუფთა გულით უნდა მივანიჭო ბედნიერება...შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ სატრფო რომ ტყავის ქურთუკს ნატრობდეს, შენ სხვა გოგოს უნდა წაართვა და მას აჩუქო? ამას რა ფასი აქვს, გეკითხები?

ზოგადად ვამბობ, თორმემ იქნებ ვიღაც ქალს კიდეც სიამოვნებს, როცა მისი სატრფო სიყვარულის გულისათვის ასეთ რამეს სჩადის..აგერ ზია ხანუმი საფარ ბეგს ეუბნებოდა-ალმასხიტ ინალიფას ლურჯი ლაფშა უნდა მოიპარო ჩემი გულისათვისო.

ხელმრუდები თავს იმართლებენ ხოლმე-რა ვქნა ძმაო, ოჯახს და ცოლ-შვილს რჩენა ხომ უნდაო. ნაარმალი არავის არაფერი არ შერჩება, არც იმ ცოლ-შვილს..მათ თუ არა, შთამომავლობას მაინც მოეკითხება ხოლმე.

შენ რომ ყვავილს წყვეტ, იქნებ იმ ბაღს ვიღაც თავდადებით უვლის..რატომ გგონია, რომ შენი ბედნიერება (გოგო გაახარო ყვავილებით) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ადამიანისა (ბაღს უვლის და ტკბება თავისი ნაშრომით). ყველას აქვს ბედნიერების უფლაბა, მაგრამ არა სხვისი წყენის ხარჯზე.

ძალიან დიდი მორალის კითხვა გამომივიდა, ბოდიში ყველასთან, მაგრამ რომ დავიწყე-თავი აღარ მივანებე..

Posted by: Gode 3 Mar 2007, 23:40
გავდივარ დისკუსიიდან smile.gif
ლებეძ რაკ და შჩუკას ამბავია, ყველა სხვადასხვა მხარეს მივერეკებით და ყველა მაინც ჩვენს აზრზე დავრჩებით. ასეთი დისკუსიები მაინც ჩანასახშივე განწირულია smile.gif

P.S.
QUOTE

ისე, აქლემის და ნემსის ქურდის ამბავი გამახსენდა...
და კიდევ, არ გიფიქრია, რომ ის მოპარული ყვავილი სეიძლება მისი პატრონისთვის ძალიან ძვირფასი იყო და ვიღაცას ამ მოპარული ყვავილით ბედნიერება რომ აჩუქე, სხვა მისი მოპარვით შეიძლება უბედური გახდა? ამ შემთხვევაშიც არ არის სირცხვილი?

არის რაღაცეები, რაც სტანდარტულ ჩარჩოებში არ ჯდება, და მასზე აფორიზმებით და ანდაზებით ვერ ილაპარაკებ. თუ კანონის მხრიდან მივუდგებით რათქმაუნდა მართალი ხარ, თუ ფილოსოფიურად, მაშინ ყველა ფილოსოფოსს სხვადასხვა აზრი ექნება მაგრამ თუ უბრალოდ გრძნობის მხრიდან მივუდგებით, თუ ამ ყველაფერს შევხდედავთ რომანტიკული მხრიდან მაშინ დასკვნებიც სხვა იქნება wink.gif ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას აქვს უფლება ეს აზრი გამოთქვას, მაგრამ მე ძალიან ბევრი მაქვს გასახსენებელი მიუხედავად ჩემი არც თუ დიდი ასაკისა და არა მარტო სხვისი ეზოდან მოპარული ყვავილების შესახებ smile.gif ბევრი რომ მაქვს გასახსენებელი ამას რომანტიკას ვუმადლი და არა მაღალფარდოვან განჯას ცხოვრების რაობაზე. ზოგჯერ ცხოვრების რაობა სწორედ იმ ერთ ყვავილშია და არა დამტვერილ ფილოსოფიურ ლიტერატურაში, თუმცა იმ ერთ ყვავილსაც დანახვა უნდა და იმ ცხოვრების აზრსაც. ეს ჩემი აზრია და არაა აუცილებელი დაეთანხმოთ.

მადლობა საინტერესო დისკუსიისთვის, თუნდაც ბანალურისთვის. 2kiss.gif

Posted by: Oliver 3 Mar 2007, 23:53
Charles IX
QUOTE
როდესაც გიყვარს და უყვარხარ, ყველანაირ პრობლემას დაძლევ და თუნდაც ნორმალური მოთხოვნილების ვერ დაკმაყოფილების გამო ურთიერთობა არ გაგიფუჭდება.

გააჩნია რამდენჯერ ვერ დააკმაყოფილებ საყვარელი ადამიანის სურვილს... დამეთანხმე, რომ თითოეული შემთხვევა ძალიან მძიმედ მოქმედებს მამაკაცის ფსიქიკაზე.


QUOTE
ზოგჯერ ცხოვრების რაობა სწორედ იმ ერთ ყვავილშია

"გაუგზავნე ყვავილები წერილების გარეშე, მხოლოდ ყვავილები. ისინი ყველაფერს ფარავენ, საფლავებსაც კი".

Solveig
QUOTE
შენ გამოგიცდია რა ბედნიერებაა აჩუქო ვინმეს მოპარული ყვავილები?

ბედნიერებაა თუ სირცხვილი?

"პრინციპები კარგია, მაგრამ ხანდახან მათი დარღვევაა საჭირო, რათა მათგან სიამოვნება მიიღო".

Posted by: F_R_E_Y_A 4 Mar 2007, 01:49
Gode
QUOTE
მე კიდევ საერთოდ არ მესმის მარკესი რატომ წერდა წიგნებს და რატომ არ უშვებდა ფრაზების კრებულებს 

რა ფრაზების კრებულებს კაცო? eek.gif eek.gif სულ გაგიჟდა ეს ხალხი
სად მარკესი და სად ფრაზების კრებული mad.gif
მეჩვენება თუ მყვირალა ფრაზები სხვა მწერლისთვისაა დამახასიათებელი?ჰა?aba.gif
QUOTE
არ მესმის და რა ვქნა, ვინმემ რომ გახსნას თემა მარკესზე გენიოსიაო ამბავს ხომ არ ავტეხავ  გემოვნება რთული და ინდივიდუალური რამაა.

მარკესზე თუ იტყვიან ვერაფერსაც ვერ ატეხავbiggrin.gif
გემოვნება მართლაც რთული რამააsmile.gif
ზოგისთვის ფრანსუაზა საგანია გენიოსი, ზოგისთვის დოსტოევსკი თუმცა
QUOTE
გენიოსი - არის ობიექტური კატეგორია.
არ შეიძლება გიყვარდეს ვინმე და მხოლოდ ამიტომ ამბობდე, რომ გენიოსია...

QUOTE
თომას მანიც ძალიან კარგია

-ც აქ რა შუაში იყო? spy.gif biggrin.gif
QUOTE
ზოგჯერ ცხოვრების რაობა სწორედ იმ ერთ ყვავილშია და არა დამტვერილ ფილოსოფიურ ლიტერატურაში, თუმცა იმ ერთ ყვავილსაც დანახვა უნდა და იმ ცხოვრების აზრსაც. ეს ჩემი აზრია და არაა აუცილებელი დაეთანხმოთ.

შენ ძალიან ემტერები ფილოსოფიურ ლიტერატურასsmile.gifსხვათაშორის შენს აზრს ვეთანხმები, თუმცა ეს ყვავილი ისე უნდა დაგანახონ, როგორც ეს ეკზიუპერიმ გააკეთა, თორემ ვიღაცამ ვიღაცას კუბოში ნადები ყვავილები აჩუქა...გენიალურია ვითომ?smile.gif
ან ეს
QUOTE
"გაუგზავნე ყვავილები წერილების გარეშე, მხოლოდ ყვავილები. ისინი ყველაფერს ფარავენ, საფლავებსაც კი".

რა შეიძლება იყოს ამაზე ბანალური?

Posted by: zazabichi 4 Mar 2007, 02:19
მორჩეს ბაზარი!
თუ ვიღაცა მაინცდამაინც ავტორის დაკნინებით იხშობს ლიბიდოს, სჯობია სხვა მისთვის სასურელ თემაში იპოვოს საკუთარი სულის ძახილი. (ასეთები კი უამრავია, თქვენ წარმოიდგინეთ).

Gode
ვინ ხარ აზრზე არ ვარ. მაგრამ დიდი პატივს გცემ რომ იცოდე.

Posted by: F_R_E_Y_A 4 Mar 2007, 03:00
zazabichi
აბიდნოsad.gifთან ძალიან
ლიბიდო თუ შემაწუხებს როგორმე უკეთეს გამოსავალს ვიპოვი, მაღალ ფასეულობებზე საუბარს კი არ დავიწყებ...

Posted by: Charles IX 4 Mar 2007, 11:09
Gode
QUOTE
თუ ამ ყველაფერს შევხდედავთ რომანტიკული მხრიდან მაშინ დასკვნებიც სხვა იქნება

რომელი მხარიდანაც არ უნდა შეხედო, თუ ერთ ადამიანს ბედნიერებას ანიჭებ სხვისი უბედურების ხარჯზე - ეს უკვე ამორალურია...

oli
QUOTE
გააჩნია რამდენჯერ ვერ დააკმაყოფილებ საყვარელი ადამიანის სურვილს... დამეთანხმე, რომ თითოეული შემთხვევა ძალიან მძიმედ მოქმედებს მამაკაცის ფსიქიკაზე.

დისკომფორტს ნამდვილად იწვევს, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს ასეთი რამ, თუ ნამდვილი სიყვარულია ეს ურთიერთობაზე არანაირ ცუდ გავლენას არ მოახდენს!

Posted by: Solveig 4 Mar 2007, 15:22
zazabichi
QUOTE
მორჩეს ბაზარი!
თუ ვიღაცა მაინცდამაინც ავტორის დაკნინებით იხშობს ლიბიდოს, სჯობია სხვა მისთვის სასურელ თემაში იპოვოს საკუთარი სულის ძახილი. (ასეთები კი უამრავია, თქვენ წარმოიდგინეთ).


მოდერატორი რომ ხარ, ყველაფრის თქმის უფლება კი არ გაქვს. ნაღდად არ ველოდი შენგან ეგეთ სიტყვებს.

აქ ყველა თავის აზრს წერს. შენ თუ მოგწონს რემარკი და გენიად მიიჩნევ-შენი ნებაა, მაგრამ იგივე ნება აქვს სხვასაც-არ ემეტებოდეს მისთვის ეპითეტი "გენიოსი".

ლიბიდოზე კი საერთოდ, უკომენტაროდ.....

Posted by: SOUTH AFRICA 4 Mar 2007, 15:47
Solveig
Charles IX
F R E Y A
კარგით რა.მეც არ მომწონს,რომ საშუალო დონის მწერლებს გენიოსებს ეძახიან.მაგრამ მერე რა?!წავიბურდღუნებ ხოლმე ჩემთვის რაღაცას და ვჩუმდები.აზრი არ აქვს.მართალია გემოვნების ამბავი არაა,ინტელექტის ამბავია უფრო ხშირად.მაგრამ ნამდვილად არიან ადამიანები,რომლებიც არ უჩივიან ინტელექტს,მაგრამ ამოჩემებული ყავთ ე.წ. "საყვარელი" მწერლები.სულ სხვა განზომილებაა.ალბათ გენია,მაგრამ უფრო მათ გემოვნებას რომ აკმაყოფილებს ისეთი.
QUOTE
ჭკვიანი კაცი ყველაზე სულელური რაღაციდანაც კი კარგ დასკვნებს აკეთებს.აი ჭკვიანური და რთული რაღაციდან რომ გააკეთებენ დასკვნას,ეგ ორჯერ უფრო ჭკვიანური იქნება

ვოტ.ამის თქმა მინდა.

Posted by: zazabichi 4 Mar 2007, 19:00
როგორც ჩანს, მომხმარებელთა ერთი ნაწილი თავს ფორუმის (ან სულაც ქვეყნის) ინტელექტუალურ ელიტად მიიჩნევს და ხანდახან ამა თუ იმ მწერალზე ისე საუბრობს როგორც ბოლო პერიოდის ნიცშე ვაგნერზე.
არ არის აუცილებელი იმ მწერლის მკითხველთა რომელიმე ასაკობრივ კატეგორიისთვის მიკუთვნება, როდესაც მას ყველა თაობის მკითხველი ჰყავს.
ჩემი აზრით ამ ფაქტის უკან წიგნების ფურცვლით გამოწვეული ქედმაღლობის მეტი არაფერი არ დგას.

F R E Y A
QUOTE
აბიდნოთან ძალიან
ლიბიდო თუ შემაწუხებს როგორმე უკეთეს გამოსავალს ვიპოვი, მაღალ ფასეულობებზე საუბარს კი არ დავიწყებ...

ბეზ აბიდ, იმიტომ რომ მე ზოგადად განწყობა ვიგულისხმე და არა კონკრეტული ადამიანები.
ამ ფორუმზე უამრავი თემაა, რომლებშიც განხილული საკითხებიც მე გულზე არ მეხატება. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ შევიდე და ადამიანებს რომლებსაც რაღაც მოწონთ, უგემოვნოები ვუწოდო. (ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, იდეა ერთია)
და თუ ჩემს მიერ ამ გაუგებრობის გარკვევის მცდელობის შემდეგ, წყენა მაინც დაგრჩება, არც ბოდიშის მოხდა არ გამიტყდება smile.gif

Posted by: Johnnie Walker 4 Mar 2007, 19:33
მაგრა მიყვარს რემარკი, ბავშვობას მაგონებს სამი მეგობარი და ა.შ.

მაგრამ ამას წინად რომ გადავშალე, უმალვე დავხურე: როგორც ჩანს, ყველა ასაკს თავისი საკითხავი აქვს sad.gif

Posted by: SOUTH AFRICA 4 Mar 2007, 19:48
zazabichi
QUOTE
როგორც ჩანს, მომხმარებელთა ერთი ნაწილი თავს ფორუმის (ან სულაც ქვეყნის) ინტელექტუალურ ელიტად მიიჩნევს

ძალიან დიდი იმედი მაქვს ,რომ ამათში მე არ მიმათვლი(ფორუმზე მაქვს საუბარი,ქვეყნის არა კიდე...biggrin.gif) ჩემი ბოლო პოსტის მერე.

Posted by: F_R_E_Y_A 4 Mar 2007, 20:09
zazabichi
მე ვფიქრობ რომ კამათი უფრო საინტერესოა, ვიდრე რომელიმე მწერლისთვის მხოლოდ დითირამბების გალობა
ვიღაცეებს შეიძლება რემარკი გენიოსად მიაჩნია, მაგრამ ეს ადამიანები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ასე არ ფიქრობს, მითუმეტეს პირადად მე აღვნიშნე რომ არც რემარკის შეურაცხყოფა მინდოდა და არც მისი თაყვანისმცემლების...და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა იმას არ ნიშნავს რომ რამე გაწუხებს, მითუმეტეს ლიბიდო...
ბოდიშის მოხდა ნამდვილად არაა საჭირო, უბრალოდ გამიხარდება თუ სხვა დროს უფრო დელიკატური იქნებიsmile.gif


Posted by: perfectstranger 4 Mar 2007, 20:27
პატრიცი ა მაგარი ქალია , სამ მეგობარში და კიდევ საერთოდ უძლიერესი წიგნია love.gif

Posted by: natashkaa19 4 Mar 2007, 20:30
'სამი მეგობარი" ბავშობაში ჩემი საყვარელი წიგნი იყო..

Posted by: Oliver 4 Mar 2007, 21:29
Charles IX
QUOTE
თუ ნამდვილი სიყვარულია ეს ურთიერთობაზე არანაირ ცუდ გავლენას არ მოახდენს!

აი ესაა სწორედ განსხვავება. შენ ასე მიგაჩნია, მე კი არ გეთანხმები. საერთოდ მე-20 და, მით უმეტეს, 21-ე საუკუნის იდეალიზმის აღარ მწამს. არც რომანტიზმისა სხვათა შორის.

F R E Y A
QUOTE
"გაუგზავნე ყვავილები წერილების გარეშე, მხოლოდ ყვავილები. ისინი ყველაფერს ფარავენ, საფლავებსაც კი".

რა შეიძლება იყოს ამაზე ბანალური?

მერე რა რომ ბანალურია? ჩვენს საუკუნეში "მე შენ მიყვარხარ" ყველაზე ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაინც სასიამოვნო უნდა იყოს მისი მოსმენა.
მე არ ვიცი, არ მომისმენია და ვერაფერს ვიტყვი.

QUOTE
მე ვფიქრობ რომ კამათი უფრო საინტერესოა, ვიდრე რომელიმე მწერლისთვის მხოლოდ დითირამბების გალობა

ვინ ვის უმღერის დითირამბებს? მომწონს ეს მწერალი და ვამბობ, რომ ის გენიოს მწერლად მიმაჩნია. საბოლოო ჯამში ყველაფერი გემოვნების ამბავია და გეხვეწებით, რაც გინდათ ის დაწერეთ და ამ ერთ სიტყვას ნუ გადამაყოლებთ...
Solveig
QUOTE
იგივე ნება აქვს სხვასაც-არ ემეტებოდეს მისთვის ეპითეტი "გენიოსი".


სიტყვა გენიოსი ჩაასწოროს რა მოდერატორმა...

SOUTH AFRICA
QUOTE
ალბათ გენია,მაგრამ უფრო მათ გემოვნებას რომ აკმაყოფილებს ისეთი.

ყველაზე ლამაზი ქალი, ყველაზე მაგარი წიგნი, ყველაზე ჭკვიანი მწერალი...
ყველაფერი გემოვნების ამბავია. რა არა?

Posted by: SOUTH AFRICA 4 Mar 2007, 22:42
oli
QUOTE
ყველაზე ლამაზი ქალი, ყველაზე მაგარი წიგნი, ყველაზე ჭკვიანი მწერალი...
ყველაფერი გემოვნების ამბავია. რა არა?

არა.წიგნი და მწერალი,ვერბალური ესთეტიზმი დაკავშირებულია ინტელექტთანაც,მაგრამ ....მაგრამ რაც,უკვე დავწერე smile.gif

Posted by: I_am_You_are 5 Mar 2007, 00:27
SOUTH AFRICA
QUOTE
მაგრამ ნამდვილად არიან ადამიანები,რომლებიც არ უჩივიან ინტელექტს,მაგრამ ამოჩემებული ყავთ ე.წ. "საყვარელი" მწერლები.სულ სხვა განზომილებაა.ალბათ გენია,მაგრამ უფრო მათ გემოვნებას რომ აკმაყოფილებს ისეთი.

1. ისეთებიც არიან, ძალიან გულით რომ უნდათ ინტელექტს უჩიოდნენ, თუმცა გულის სიღრმეში ეეჭვებათ მისი არსებობა საკუთარ თავში და ამიტომ ყველაფერ იმას, რაც მათი გონებისთვის მისაწვდომი და გასაგებია, უგემოვნობად და დაბალინტელექტუალურად ნათლავენ. ამოჩემება მაგათმა იციან, თუ იციან.... ემანდ ვინმემ ცილი არ დასწამოს, რემარკი ევასებაო ან კიდე, ბოჟე უპასი, ნოდარ დუმბაძე აქვს წაკითხულიო.

2. ე. წ. "საყვარელი" მწერალი ძაან ფართო ცნებაა და მკითხველად ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპზე ზოგჯერ იცვლება, ზოგჯერ კი უბრალოდ მრავალრიცხოვანი ხდება, ანუ 10 წლის წინ თუ გიყვარდა და ეხლაც გიყვარს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ხნის მანძილზე სხვა არავინ/არაფერი შეგყვარებია.

3. გენიოსი ისეთივე შეფარდებითი ეპითეტია, როგორიცაა მაგალითად "კარგი", მაგრამ არა ისეთი სუბიექტური, როგორიცაა "საყვარელი". ამიტომ გენიოსებს გემოვნებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას ნუ დავაბრალებთ. ამის უფლება უბრალოდ საყვარელ მწერლებს დავუტოვოთ.

IMHO, თორემ რაღაც კატეგორიულად გავიჟღერე მგონი. biggrin.gif




oli
QUOTE
ჩვენს საუკუნეში "მე შენ მიყვარხარ" ყველაზე ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაინც სასიამოვნო უნდა იყოს მისი მოსმენა.
მე არ ვიცი, არ მომისმენია და ვერაფერს ვიტყვი.


QUOTE
I LOVE HER AND NOTHING ELSE MATTERS!!!

boli.gif დავსევდიანდი.

Posted by: Oliver 5 Mar 2007, 00:40
SOUTH AFRICA
QUOTE
არა.წიგნი და მწერალი,ვერბალური ესთეტიზმი დაკავშირებულია ინტელექტთანაც,მაგრამ ....მაგრამ რაც,უკვე დავწერე

ვერაფერი გავიგე... მოდით რა, ხალხო, ნუღა გავაგრძელებთ ამ თემაზე კამათს.
I_am_You_are
QUOTE
გენიოსი ისეთივე შეფარდებითი ეპითეტია, როგორიცაა მაგალითად "კარგი"

ასეთ ეპითეტად ჩამითვალეთ. კარგი?

QUOTE
დავსევდიანდი. boli.gif

ბევრი მოწევა მავნებელიაო, გამიგია user.gif

Posted by: I_am_You_are 5 Mar 2007, 00:54
oli
QUOTE
ასეთ ეპითეტად ჩამითვალეთ. კარგი?

კარგი.

QUOTE
ბევრი მოწევა მავნებელიაო, გამიგია

მეც გამიგია. boli.gif

Posted by: SOUTH AFRICA 5 Mar 2007, 08:46
I_am_You_are
QUOTE
ისეთებიც არიან, ძალიან გულით რომ უნდათ ინტელექტს უჩიოდნენ, თუმცა გულის სიღრმეში ეეჭვებათ მისი არსებობა საკუთარ თავში და ამიტომ ყველაფერ იმას, რაც მათი გონებისთვის მისაწვდომი და გასაგებია, უგემოვნობად და დაბალინტელექტუალურად ნათლავენ. ამოჩემება მაგათმა იციან, თუ იციან.... ემანდ ვინმემ ცილი არ დასწამოს, რემარკი ევასებაო ან კიდე, ბოჟე უპასი, ნოდარ დუმბაძე აქვს წაკითხულიო.

ლოლ.იმედი მაქვს უინტელექტოებში მე და შარლი არ გვიგულისხმე biggrin.gif შენ გევასება ნოდარ დუმბაძე?ამისხენი რა არის დასავასებელი და მეც დამევასება,მიუხედავად იმისა,რომ ბავშვობაში მაგის ყველა ნაჯღაბნი წაკითხული მაქვს.
QUOTE
2. ე. წ. "საყვარელი" მწერალი ძაან ფართო ცნებაა და მკითხველად ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპზე ზოგჯერ იცვლება, ზოგჯერ კი უბრალოდ მრავალრიცხოვანი ხდება, ანუ 10 წლის წინ თუ გიყვარდა და ეხლაც გიყვარს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ხნის მანძილზე სხვა არავინ/არაფერი შეგყვარებია.

ამაზე არაა,აქ თქვეს,რომ 10 წლის წინ შეიძლება ინტელექტი ვერ ქაჩავდეს ,შესაფერისი დრო იყოს რამის წასაკითხად და მერე უფრო სერიოზული რამეები გაქაჩო.რო დაუბრუნდები ძველს ,მერე უკვე ვეღარ უჭერ მუღამს .მე ბევრჯერ ვყოფილვარ ეგრე.ბანალური გეჩვენება რა.
http://forum.ge/?showtopic=33713023&view=findpost&p=4830864
ეს არის ამ თემის ავტორის პოსტი,რომელიც ინტელექტისა და მწერლობის კავშირზე კარგად მეტყველებს.

QUOTE
3. გენიოსი ისეთივე შეფარდებითი ეპითეტია, როგორიცაა მაგალითად "კარგი", მაგრამ არა ისეთი სუბიექტური, როგორიცაა "საყვარელი". ამიტომ გენიოსებს გემოვნებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას ნუ დავაბრალებთ. ამის უფლება უბრალოდ საყვარელ მწერლებს დავუტოვოთ.

არაა რა.მოდით,თავი გაანებეთ ამ განმარტებებს თავი.ისევ ჯობია რემარკზე იმსჯელოთ.

Posted by: Twilight 5 Mar 2007, 10:47
ისე, დიმა ბილანი და პინკ ფლოიდიც თუ მუსიკაა, რატომ არ შეიძლება რემარკსაც და თომას მანსაც გენიოსები ვეძახოთ ? biggrin.gif

P.S. ღმერთმა დამიფაროს ბილანი და რემარკი ერთ დონეზე დავაყენო. ბავშვობაში მეც ძალიან მიყვარდა და ახლაც ვთვლი რომ კარგი მწერალია

Posted by: Oliver 5 Mar 2007, 17:02
SOUTH AFRICA
QUOTE
შენ გევასება ნოდარ დუმბაძე?

მე მევასება კი არა, ძალიან მიყვარს.
QUOTE
ბავშვობაში მაგის ყველა ნაჯღაბნი წაკითხული მაქვს.

ესაა სწორედ სუბიექტურობა. ის რასაც შენ ნაჯღაბნს უწოდებ, მე მწერლობას ვარქმევ.
დამიჯერე, არ ღირს იმის ახსნა, თუ რა მოგწონს და რა არა ამა თუ იმ კონკრეტულ მწერალში. სიყვარული და სიმპათიები ყველგან შემთხვევით იბადება. მე რიგ მომენტებში არ მომწონს თომას მანის ზედმეტად გაწელილი მსჯელობები.
და რა, ამის გამო მე უგემოვნო ვარ და ვისაც მოგწონთ გემოვნებიანი ხართ? თქვენი ყველას მსჯელობა სწორედ აქეთკენ მიდის.

Posted by: SOUTH AFRICA 5 Mar 2007, 17:04
oli
QUOTE
თქვენი ყველას მსჯელობა სწორედ აქეთკენ მიდის

შენი მსჯელობა კი იქითკენ მიდის,რომ კონფლიქტი გამოიწვიო.უბრალოდ არ ღირს ამაზე დავა და კონფლიქტი.მოგწონს მოგწონს,ვსიო smile.gif

Posted by: Charles IX 5 Mar 2007, 19:36
oli
QUOTE
და რა, ამის გამო მე უგემოვნო ვარ და ვისაც მოგწონთ გემოვნებიანი ხართ? თქვენი ყველას მსჯელობა სწორედ აქეთკენ მიდის.

ძალიან არასწორად გაგიგია ყველაფერი.
რა შუაშია გემოვნება?
უბრალოდ გადაჭარბებულ ეპითეტზე მქონდა რეაქცია.

Posted by: Oliver 6 Mar 2007, 00:46
Charles IX
QUOTE
რა შუაშია გემოვნება?
უბრალოდ გადაჭარბებულ ეპითეტზე მქონდა რეაქცია.

შუაშია, შუაში.
გადაჭარბებული - დაესმის კითხვა როგორი, ზედსართავი სახელია. ასევე ზედსართავი სახელებია ლამაზი, კარგი, გემოვნებიანი...
მაგას ვამტკიცებ მეც, ყველაფერი გემოვნების საქმეა და შენ კიდევ მიმტკიცებ ხელოვანის შეფასებისას ობიექტური იყავიო. ჩემთვის ხელოვნებაში ყველაფერი სუბიექტურია. მიყვარს? კარგია, არ მიყვარს? ცუდია. პირადად მე დონ კიხოტი წავიკითხე და ღიმილი არ მომსვლია სახეზე, ჩემმა ძმამ წაიკითხა და ისე იცინოდა, ცრემლებიღა მოსდიოდა სახეზე. მან რაღაც დაინახა, მე - ვერა.
შენ მოცარტი გიყვარს, მე მოცარტს გუსტავ მალერი მირჩევნია (მილიონჯერ). ახლა ნუ დამიწყებ მტკიცებას, რომ მოცარტი უფრო აღიარებულია და ამიტომ ჯობია. არ მაინტერესებს (მსუბუქად რომ ვთქვათ) რა არის აღიარებული და რა არა. მირჩევნია და Nothing Else Matters. რემარკი მირჩევნია თომას მანს და Nothing Else Matters!!!
ოკ?

SOUTH AFRICA
QUOTE
შენი მსჯელობა კი იქითკენ მიდის,რომ კონფლიქტი გამოიწვიო.

QUOTE
ძალიან არასწორად გაგიგია ყველაფერი.

yes.gif

Posted by: Charles IX 6 Mar 2007, 01:33
oli
QUOTE
შენ კიდევ მიმტკიცებ ხელოვანის შეფასებისას ობიექტური იყავიო

ასეთი სისულელე ნამდვილად არ მითქვამს - ხელოვანის ობიექტური შეფასება ნონსენსია.
მაგრამ არის განსხვავება ობიექტურ შეფასებასა და გადაჭარბებულ ეპითეტს შორის...
QUOTE
მიყვარს? კარგია, არ მიყვარს? ცუდია

აქ ვერ დაგეთანხმები.
შეიძლება მიყვარდეს, მაგრამ ვიცოდე, რომ ეს არ არის დიდი ხელოვნება; ან არ მიყვარდეს და ვიცოდე, ვგრძნობდე რომ არის დიდი, უფრო დიდი, ვიდრე ის, რაც მე ბევრად უფრო მიყვარს...
მე არ მიყვარს ბახი, უბრალოდ არ არის ჩემი კომპოზიტორი, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის მისი გენიალობა. მიყვარს, თან ძალიან რევაზ ლაღიძე, მაგრამ ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ ის ბახის ერთ ნოტადაც კი შეიძლება არ ღირდეს...
უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი და მოვრჩები, გენიოსი სულ სხვა კატეგორიაა - ობიექტური კატეგორია. სხვა ყველაფერი შეიძლება იყოს სუბიექტური - მიყვარს-არ მიყვარს, კარგია-ცუდია. გენიოსი ყველასთვის გენიოსია.
აი შენ ამბობ, რომ მოცარტს მალერი გირჩევნია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მოცარტს მაინც აღიარებ გენიოსად...
მე არ მესმის ფარდობითობის თეორია, მაგრამ აინშტაინს ვაღიარებ გენიოსად...
ესაა და ეს.
და აქ საკონფლიქტო და საწყენი არაფერი არაა...

Posted by: Oliver 6 Mar 2007, 02:20
Charles IX
QUOTE
გენიოსი ყველასთვის გენიოსია.

არა და არა.
ვერ ვხვდები რატომაა გენიოსი ლიტერატურაში სერვანტესი, მუსიკაში გერშვინი და რა ვქნა? არაა ეგ ხალხი ჩემთვის ავტორიტეტი. ვისთვისაც არიან იყონ მერე, მე საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს? spy.gif
QUOTE
მოცარტს მალერი გირჩევნია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მოცარტს მაინც აღიარებ გენიოსად...

მე არ მითქვამს, რომ მოცარტი არ მიყვარს. უბრალოდ, მალერზე ჭკუა მეკეტება.
user posted image 2kiss.gif
QUOTE
და აქ საკონფლიქტო და საწყენი არაფერი არაა...

რა თქმა უნდა.

მაგრამ ის მაინც ბრუნავს... lol.gif

Posted by: zazabichi 6 Mar 2007, 02:23
მორჩით ეხლა. მემგონი საკმარისი ასპარეზი გქონდათ.
აცალეთ ეხლა იმ იუზერებაც, ვისაც უბრალოდ მოსწონს ეს მწერალი და შიშით ხმას ვერ იღებენ.
ნუ გამხდით იძულებულს რომ ზომები მივიღო!
yes.gif

Posted by: I_am_You_are 6 Mar 2007, 02:35
SOUTH AFRICA
QUOTE
ლოლ.იმედი მაქვს უინტელექტოებში მე და შარლი არ გვიგულისხმე

შარლი ნამდვილად არა.... boli.gif


კაი ხო, კაი, ვხუმრობ. smile.gif არა, რა თქმა უნდა.


QUOTE
ამისხენი რა არის დასავასებელი და მეც დამევასება,მიუხედავად იმისა,რომ ბავშვობაში მაგის ყველა ნაჯღაბნი წაკითხული მაქვს.

დასავასებელი შეიძლება იყოს და შეიძლება არა, тебе решать, მით უმეტეს, წაკითხულიც თუ გაქვს. მაგრამ "ნაჯღაბნად" მოხსენიება ცოტა სხვა რამეზე მეტყველებს, ხოლო თუ რაზე - აღარ დავწერ, გაგიტყდება. biggrin.gif



QUOTE
ამაზე არაა,აქ თქვეს,რომ 10 წლის წინ შეიძლება ინტელექტი ვერ ქაჩავდეს ,შესაფერისი დრო იყოს რამის წასაკითხად და მერე უფრო სერიოზული რამეები გაქაჩო.რო დაუბრუნდები ძველს ,მერე უკვე ვეღარ უჭერ მუღამს .მე ბევრჯერ ვყოფილვარ ეგრე.ბანალური გეჩვენება რა.

ვახ. მგონი შენ ვერ მიმიხვდი, რომ გაქაჩვა, დამუღამება ცოტა სხვა რამე არის, მაგრამ გათავისება - უფრო სხვა. ეხლა მე მაგალითად ასტრიდ ლინდგრენი რომ მიყვარს და ვამუღამებ (რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს), რამენაირად ნიშნავს ეს იმას, რომ მეტს ვერ ვქაჩავ? და კაფკა რომ ეხლა ჩემია, ნიშნავს ეს იმას, რომ რემარკზე ცხვირაბზეკილმა ვისაუბრო, თუკი მისი ნაწარმოებები დიდი ემოციით და თუნდაც - სიყვარულით მაქვს წაკითხული - მერე რა, რომ წლების წინ? და მაგალითად, გრიგოლ რობაქიძეს ძაანაც რომ ვქაჩავ, მაგრამ არ მიყვარს, გადავრჩები??






oli
Charles IX
ისე მთელი ეს აურზაური მგონი ერთადერთმა ეპითეტმა ("გენიოსი")გამოიწვია, რაშიც ეჭვი მაქვს, თემის ავტორმა ცოტა სხვა, მართლა სუბიექტური გაგება ჩადო, რაკიღა ლიტერატურათმცოდნეობის გამოცდას კი არ აბარებს ან ლექციას კი არ კითხულობს, რომ ყველა ეპითეტი და შეფასება გულდასმით აწონ-დაწონოს, არამედ უბრალოდ თავის აღფრთოვანებას გამოთქვამს ავტორის მიმართ. რა ვიცი, ეს ეპითეტი მეც მარტო რემარკის მიმართ კი არა, საერთოდ თითქმის ყოველთვის გადაჭარბებად მიმაჩნია და ყურს და თვალს არასასიამოვნოდ მხვდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფრის მტკიცებასთან არ გვაქვს საქმე - უბრალოდ სუბიექტურ სიმპატიასთან. ამიტომ მე მესმის თემის ავტორის, ასევე მესმის მეფე ბატონის, და საერთოდაც -
:თეთრიმანდილისჩაგდებისსმაილიკი:
smile.gif

Posted by: SOUTH AFRICA 6 Mar 2007, 09:18
I_am_You_are
.
QUOTE
ვახ. მგონი შენ ვერ მიმიხვდი, რომ გაქაჩვა, დამუღამება ცოტა სხვა რამე არის, მაგრამ გათავისება - უფრო სხვა. ეხლა მე მაგალითად ასტრიდ ლინდგრენი რომ მიყვარს და ვამუღამებ (რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს), რამენაირად ნიშნავს ეს იმას, რომ მეტს ვერ ვქაჩავ? და კაფკა რომ ეხლა ჩემია, ნიშნავს ეს იმას, რომ რემარკზე ცხვირაბზეკილმა ვისაუბრო, თუკი მისი ნაწარმოებები დიდი ემოციით და თუნდაც - სიყვარულით მაქვს წაკითხული - მერე რა, რომ წლების წინ? და მაგალითად, გრიგოლ რობაქიძეს ძაანაც რომ ვქაჩავ, მაგრამ არ მიყვარს, გადავრჩები??

ქაჩავ არა ტოროლა.ფორუმზე ყველა გენიოსები ხართ.კაქით რა.ისაუბრეთ ისევ რემარკზე.

Posted by: kaiser Soze 6 Mar 2007, 12:00
გენიოსებს რაც შეეხება ქინქლაძე იყო გენიოსი

Posted by: I_am_You_are 6 Mar 2007, 23:02
SOUTH AFRICA
QUOTE
ქაჩავ არა ტოროლა.ფორუმზე ყველა გენიოსები ხართ.კაქით რა.ისაუბრეთ ისევ რემარკზე

ძაან ძერსკი ხარ, ნუ სად შემიძლია....
კაქათ გეტყობა გაქაჩვის მასშტაბები.

Posted by: Metalliana 17 Feb 2008, 13:19
ჩემი აზრით, Erich Maria Remarque მაგარი მწერალია. უნივერსიტეტში რო ვსწავლობდი წავიკითხე "Drei Kameraden", "Der Weg zurück", "Zeit zu leben, Zeit zu sterben".რემარქის წიგნებს უნდა წაიკითხო, 20 წლის რო ხარ. ალტრუისტია ბიძია ერიხ მარია და ეს მომწონს. ჰო, პაციფისტია, მაგრამ ეს ცუდია? თავისი "დაკარგული" თაობის შვილია, ომი რეალურად ნანახი ჰქონდა და არ მოსწონდა. ამიტომაც მისი წიგნებში იპოვი ასეთ წყნარ მწუხარობას, მაგრამ იმედსაც, რომ არსებობს ცხოვრებაში რაღაც ნათელი და ლამაზი, რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფულს და ერთმანეთის მკვლელობას.

Posted by: lilianna 18 Feb 2008, 13:29
ვგიჟდები ამ მწერალზე.... ჯერ კიდევ 14 წლის ვიტავი მისი "სამი მეგობარი " რომ წავიკითხე და მერე ტVეები ვერ ვკითხულობდი სხვა წიგნს, არაფერი აღარ მომწონდა, "სამ მეგობარს : ვკითხულობდი მხოლოდ smile.gif


Posted by: ჩოლოყა 18 Feb 2008, 13:44
მე მარტო "სამი მეგობარი" მაქვს წაკითხული და ოტო მომწონს მაგრად "მეგობრობის ეტალონია" ჩემთვის ეგ კაცი

Posted by: Nok 18 Feb 2008, 13:47
QUOTE
მე მარტო "სამი მეგობარი" მაქვს წაკითხული

+1

ისე მომეწონა რომ მერე რუსულადაც კი წავიკითხე smile.gif

Posted by: live_less 18 Feb 2008, 13:49
მმმ ჩემი უსაყვარლესი მწერალი love.gif
არავინ არ წერს ასე ლამაზად სიყვარულზე, ლამაზად და უბრალოდ
სულ მინდება რემარკის კითხვის დროს რომის ან კალვადოსის გადაკვრა
მერე ეკლესიის ეზოში ვარდების დაკრეფა
და გვიანობამდე კადილაკით სეირნობა user.gif
სამი მეგობარი, ტრიუმფალური თაღი ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებებია
რობი და პატი love.gif
ესაა ჩემთვის სიყვარული user.gif

Posted by: lilianna 18 Feb 2008, 20:37
QUOTE
რობი და პატი
ესაა ჩემთვის სიყვარული



ჩემთვისაც...
yes.gif 2kiss.gif

Posted by: margusha 18 Feb 2008, 20:42
QUOTE (live_less @ 18 Feb 2008, 13:49 )

არავინ არ წერს ასე ლამაზად სიყვარულზე, ლამაზად და უბრალოდ
სულ მინდება რემარკის კითხვის დროს რომის ან კალვადოსის გადაკვრა
მერე ეკლესიის ეზოში ვარდების დაკრეფა
და გვიანობამდე კადილაკით სეირნობა user.gif

live_less

მაგარია ( : )

Posted by: ჩოლოყა 18 Feb 2008, 21:08
"სამ მეგობარში" ყველაზე მაგარი კაცი არის ოტო.....................

Posted by: live_less 18 Feb 2008, 21:12
margusha
lilianna
2kiss.gif
ჩოლოყა
ყველა თავისებურად კარგია love.gif

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 18 Feb 2008, 22:00
ერთ დებილ ახლობელს ვათხოვე და სხვათაშორის მასაც კი მოეწონა

Posted by: live_less 18 Feb 2008, 22:07
QUOTE
ერთ დებილ ახლობელს ვათხოვე და სხვათაშორის მასაც კი მოეწონა

რა ათხოვე? სამი მეგობარი თუ სხვა ნაწარმოები

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 18 Feb 2008, 22:34
QUOTE (live_less @ 18 Feb 2008, 22:07 )
QUOTE
ერთ დებილ ახლობელს ვათხოვე და სხვათაშორის მასაც კი მოეწონა

რა ათხოვე? სამი მეგობარი თუ სხვა ნაწარმოები

3 მეგობარი. ყდაშემოცვედთილი, ანუ ნახატების გამო ცვეტში არ დაევასა

Posted by: live_less 18 Feb 2008, 22:44
QUOTE
ანუ ნახატების გამო ცვეტში არ დაევასა

ვინ არი ასეთი lol.gif

Posted by: marmed 19 Feb 2008, 01:52
მართლა ლამაზი ენით წერს და მიკვირს როცა არ მოსწონთ, კაცია და გემოვნება, მე რომ წავიკითხე დიდი ხანი ემოციების ქვეშ ვიყავი. smile.gif

Posted by: Ekooo 19 Feb 2008, 10:08
QUOTE
ერიხ მარია რემარკი, უგენიალურესი მწერალი

ამ თემის გახსნა იქნებოდა ახლა?
ისედაც მეტირება
cry.gif

Posted by: mond 19 Feb 2008, 10:33
ნასესხებ სიცოცხლეზეც თქვით რამე smile.gif რემარკი ძლიერია smile.gif მიყვარს smile.gif

Posted by: live_less 19 Feb 2008, 14:39
QUOTE
ნასესხებ სიცოცხლეზეც თქვით რამე

პირადად ჩემზე ნასესხებმა სიცოცხლემ სამი მეგობრის მერე დიდი გავლენა ვერ მოახდინა smile.gif ისეთი შეგრძნება დამრჩა რომ სიუჟეტი გამეორებული იყ
ანუ ჭლექი-ჭლექი
სანატორიუმი-სანატორიუმი
მანქანა-მანქანა
ნუ ის განსხვავებაა რომ კლერფე კვდება და არა ლილიანი
და პატი რობის მაგივრად sad.gif

Posted by: ჩოლოყა 19 Feb 2008, 14:44
ისე ცოტას წაუფანტაზიორებდა როგორც მახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდია და მანქანა 200 კმს ანვითარებდა მემგონი ცოტა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება ეგ ამბავი biggrin.gif

Posted by: live_less 19 Feb 2008, 14:51
ჩოლოყა
არაა ეს დოკუმენტური ჟანრის ნარარმოები, ამხელა ყურადღება რომ ექცეოდეს დეტალებსsmile.gif
თუკი "სამი მეგობრის" კითხვისას მეტმა ვერაფერმა მიიპყრო შენი ყურადღება ძალიან ცუდია smile.gif

Posted by: ჩოლოყა 19 Feb 2008, 14:58
live_less

ხოდა კიდე 30 წლიანი დაძველებული რომის ფული სად ქონდათ ამათ ? თან ამათ biggrin.gif

Posted by: xatunia 19 Feb 2008, 17:43
უმაგრესი მწერალია, საოცად მიყვარს smile.gif

Posted by: taktakuna 19 Feb 2008, 18:53
მაგარი მწერალია,რაც მაგის "სამ მეგობარზე" მაქვს ცრემლები დაფრქვეული...

Posted by: ***tikusa*** 19 Feb 2008, 22:45
გოტფრიდ ლენცი მევასებოდა და პირველად რო წავიკითხე პატის ტიპის ქალი დამევასა და მინდოდა გეთი ვყოფილიყავი, არადა მაშინ დაჟე ძაან ზედმეტი წონა მქონდა და კაფეზე ვოცნებობდი და იქ ჯდომაზე მაგათ მსგავსად და ლესელიძეზე კაფე შევათვალიერე, რომ იქ ვმჯდარიყავი და გაზეთები მეკითხა.

Posted by: MAY_25 19 Feb 2008, 23:00
მემგონი ამ თემაში დავაფიქსირე უკვე ჩემი აზრი ზუსტად არ მახსოვს თან ვეღარ ვიპოვე ჩემი პოსტი და კიდევ ერთხელ დავწერlol.gif
"სამი მეგობარი" ძალიან ადრე მაქვს წაკითხული და უზომოდ მომეწონა! შემდეგ :ტრიუმფალური თაღი" წავიკითხე და მივხვდი რომ რემარკი-ეს ის მწერალია რომელიც მე მჭირდებაlol.gif
მაგრამ "ჟამი სიცოცხლისა ჟამი სიკვდილისა" (მგონი ეგრე ჰქვია ქართულად) ჩემთვის მაინც ყველაზე გენიალურია მისი შემოქმედებიდან.

QUOTE
ნასესხებ სიცოცხლე

ეს ვიყიდე ქართულად და იმდენად საშინეი ნათარგმნი იყო ვერ მივამათავრე sad.gif
და "ლისაბონის ღამეს" ვკითხულობ ახლა, მაგრამ...ისე რა... tongue.gif

აი ლოვ რემარკ love.gif
კალვადოსი სად ვიშოვოო??? ??????help.gif
user.gif
ვსიო წავედი givi.gif

Posted by: live_less 19 Feb 2008, 23:05
QUOTE
პატის ტიპის ქალი დამევასა და მინდოდა გეთი ვყოფილიყავი

მეც მაგრამ არაფერი არ მიწყობდა ხელს
ასე რომ გადავწყვიტე სულიერად ეგეთი ტიპის გავმხდარიყავი biggrin.gif

Posted by: NIII_ 20 Feb 2008, 03:03
"სამი მეგობარი" და "ტრიუმფალური თაღი".....ძალიან მიყვარს love.gif აფორისტული მეტყველების ოსტატია რა... up.gif

Posted by: taktakuna 20 Feb 2008, 13:27
***tikusa***
მეც ვგიჟდებოდი მაგ გმირზეsmile.gif და საერთოდ მართლაც კარგი წიგნია

Posted by: Moreira 20 Feb 2008, 15:32
"სამი მეგობარი" - წიგნმა მასიამოვნა.. ვერ მოწყდები smile.gif
პერსონაჟებსაც ისე გაჩვევს, რომ მერე მიტოვება გენანება
ლენცი 2kiss.gif

Posted by: silentium 20 Feb 2008, 15:35
QUOTE
ერიხ მარია რემარკი, უგენიალურესი მწერალი

ხმ...შავი ობელისკი დავიწყე მომეწონა ,გენიალური ხმამაღალი ნათქვამია )) ისე კი მომეწონა მთავარი გმირის ირონია

Posted by: The fall 20 Feb 2008, 15:41
სამწუხაროდ და მართლაც მარტო "სამი მეგობარი" მაქვს წაკითხული user.gif

Posted by: live_less 20 Feb 2008, 16:22
ახლა ვაპირებ "ლისაბონის ღამის" დაწყებას
ვისაც გაქვთ წაკითხული რას იტყვით? smile.gif

Posted by: Oliver 20 Feb 2008, 18:59
ჩვენ ძალიან ბევრი უბედურება გვქონდა გადატანილი, რომ ერთმანეთისთვის ნუგეში გვეცა.

დაბრმავებული თვალებით გავყურებდი ზეცას, იმ გადარეული მამაზეციერის უსასრულო ციურ სივრცეს, რომელმაც თავის გასართობად გამოიგონა სიცოცხლე და სიკვდილი.

მე მის გვერდით ვიდექი, ვუსმენდი, ვიცინოდი და თან ვფიქრობდი, რა საშინელია გიყვარდეს ქალი და იყო ღარიბი.

user.gif

ჩემი უსაყვარლესი მწერალი. 2kiss.gif

Posted by: kuskusela 20 Feb 2008, 19:04
QUOTE
ერიხ მარია რემარკი, უგენიალურესი მწერალი

+1მაგარია ძაანsad.gif

Posted by: MSN 20 Feb 2008, 19:14
ვაა რა კარგი თემა ვნახეეე!!! რამდენი ხანია პოლიტიკურ თემებს ვათვალიერებდი და გული მიწუხდა, ამდენი გადარეული თუ დადის დუნიაზე მეთქი.
ახლა აქ შემოვიჭყიტე და, გამეხარდა ნამდვილად.
პატარა ბიჭობისას წავიკითხე ,, სამი მეგობარი'' (და მე მგონი ,, ტრიუმფალური თაღი''?) ხო, სამი მეგობარი მთელი ცხოვრება მახსოვს, როგორც პერსონაჟები ასევე სიუჟეტი. თან რაღაც მაგნაირადაც მოეწყო ჩემი ცხოვრება........
მოკლედ კარგი წიგნია.

გაიხარეთ......

Posted by: live_less 20 Feb 2008, 21:31
QUOTE
შავი ობელისკი დავიწყე მომეწონა

არი ქართულად? მე მითხრეს არააო sad.gif

Posted by: Oliver 20 Feb 2008, 23:05
live_less
QUOTE
არი ქართულად?

არის, მარა შოვნით ვერც მე ვიშოვნე და smile.gif

Posted by: ჩოლოყა 20 Feb 2008, 23:21
QUOTE (oli @ 20 Feb 2008, 18:59 )
მე მის გვერდით ვიდექი, ვუსმენდი, ვიცინოდი და თან ვფიქრობდი, რა საშინელია გიყვარდეს ქალი და იყო ღარიბი.

user.gif


cry.gifამ მომენტზე ჭკუა მეკეტება cry.gif

Posted by: MAY_25 21 Feb 2008, 00:36
live_less
QUOTE
ახლა ვაპირებ "ლისაბონის ღამის" დაწყებასვისაც გაქვთ წაკითხული რას იტყვით?

მე ეხლა ვკითხულობ, მაგრამ ისე რა...კარგია, მაგრამ რაც წავიკითხე "ჟამი სიცოცხლისა ჟამი სიკვდილისა" მას მერე ნაკლებად მომწონს user.gif

მე ის მაინტერესებს "shadows of the paradise" ბოლო ნაწარმოებიათუ არ ვცდები და სადღაც წავიკითხე ერთ მომენტში რავიკი ჩნდებაო love.gif
მაინტერესებსსსსსსსსსს!!!!!!!!

Posted by: Oliver 21 Feb 2008, 02:52
QUOTE
შავი ობელისკი

ქარულად ეს წიგნი არავის გაქვთ რომ მათხოვოთ?
პირობას ვიძლევი, რომ აბსოლუტურად უვნებელს ჩავაბარებ პატრონს...

Posted by: live_less 21 Feb 2008, 15:58
QUOTE
რავიკი

მიყვარს ეს კაცი ძალიან love.gif

Posted by: Metalliana 23 Feb 2008, 11:23
QUOTE
შავი ობელისკი

მაგარი წიგნია, დიდი ხნის წინ წავიკიტხე და ძალიან მომეწონა. ეს წიგნი რემარკის წიგნებიდან ყველაზე უფრო მიყვარს smile.gif

Posted by: charlotta 23 Feb 2008, 13:48
QUOTE
,, სამი მეგობარი''

სკოლის დროს, მერვე-მეცხრე კლასში, მაგრა ტეხავდა, წაკითხული თუ არ გქონდა.
ტყუილიც მითქვამს, წაკითხული მაქვს-თქო yes.gif

:აღსარება:

Posted by: Sheltersky 23 Feb 2008, 19:30
სასიამოვნოდსაკითავი წიგნების კატეგორია, რემარკი მიყვარს....

ის როგორ არის? მართალი სიტყვების სათქმელად კაშკაშა სინათლეაო საჭირო.. ..


wink.gif


Posted by: tikoroma 23 Feb 2008, 21:41
გამარჯობათ.
მაგარი თემაა.
რემარკიც ძალიან მაგარია. მართალია, მხოლოდ სამი მეგობარი წამიკითხავს, მაგრამ ერთხელ კი არა, სამ-ოთხჯერ. ძალიან მიყვარს _ რემარკი და ჰემინგუეი. გვანან თემებით

Posted by: Ruglen Holon 7 Apr 2008, 16:28
Kamerad, ich wollte dich nicht tuten. Sprungst
du noch einmal hier hinein, ich tute es nicht, wenn auch du vernunftig
wurest. Aber du warst mir vorher nur ein Gedanke, eine Kombination, die in
meinem Gehirn lebte und einen Entschluß hervorrief - diese Kombination
habe ich erstochen. Jetzt sehe ich erst, daß du ein Mensch bist wie
ich. Ich habe gedacht an deine Handgranaten, an dein Bajonett und deine
Waffen - jetzt sehe ich deine Frau und dein Gesicht und das Gemeinsame.
Vergib mir, Kamerad! Wir sehen es immer zu sput. Warum sagt man uns nicht
immer wieder, daß ihr ebenso arme Hunde seid wie wir, daß eure
Mutter sich ebenso ungstigen wie unsere und daß wir die gleiche Furcht
vor dem Tode haben und das gleiche Sterben und den gleichen Schmerz -.
Vergib mir, Kamerad, wie konntest du mein Feind sein. Wenn wir diese Waffen
und diese Uniform fortwerfen, kunntest du ebenso mein Bruder sein wie Kat
und Albert. Nimm zwanzig Jahre von mir, Kamerad, und stehe auf - nimm mehr,
denn ich weiß nicht, was ich damit beginnen soll

Posted by: რუსთაველი 28 Apr 2008, 21:03
ჩემი აზრით გენიალურია.. ძალიან მიყვარს.. არ მავიწყდება მისი ნაწარმოებების წაკითხვით გამოწვეული პირველი შეგრძნებები..

Posted by: patriciia 28 Apr 2008, 21:39
არიან მწერლები, რომლებმც მენტალურად ევროპაში გადამასახლეს და მათი წყალობითაა ამდენი ხანი თავი რომ არ ჩამოვიკიდე ამ ბნელეთში, მათ შორის ერთ-ერთი რემარკიცაა.

Posted by: Johnnie Walker 28 Apr 2008, 22:14
patriciia
QUOTE
არიან მწერლები, რომლებმც მენტალურად ევროპაში გადამასახლეს და მათი წყალობითაა ამდენი ხანი თავი რომ არ ჩამოვიკიდე ამ ბნელეთში, მათ შორის ერთ-ერთი რემარკიცაა.

biggrin.gif 2kiss.gif
კარგი ხარ, პატრიქს.. smile.gif

რემარკი გადასარევი მწერალია, სულ ვეუბნებოდი ჩემ ბიჭს, წაიკითხე-თქო, ბოლოს რა ქნა, არ ვიცი.

მაგრამ მამაკაცურ სულს ასულდგმულებს, ძმაკაცობაზეც მაგრა წერს და სიყვარულზეც smile.gif

დაკარგული თაობაა, მოკლედ....

Posted by: patriciia 28 Apr 2008, 22:43
Johnnie Walker
QUOTE
კარგი ხარ, პატრიქს..

გახსოვს, პატრიცია ჰოლმანი, შიშველი, მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები რომ ეცვა და მთვარის შუქი დაჰნათოდა....

Posted by: margusha 28 Apr 2008, 22:47
Johnnie Walker
patriciia

კოჟრზე ფეხს ნუ მაჭერთ : )

Posted by: bell 14 Jun 2008, 16:52
ვგიჟდები რემარკზე ჩემი უსაყვარლესი მწერალია, უაზროთ მიყვარს მისი სამი მეგობარი არ ვიცი რამდენჯერ მაქვს წაკითხული, ასევე ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა, ტრიუმფალური თაღი...ყოველთვის აუწერელ სიამოვნებას მანიჭებს მისი სამყარო

Posted by: loza 14 Jun 2008, 23:56
ნწუ.
მწერალი რა - დიდი მწერალი არა, ის.

ერთი და იგივე თემატიკა ყველგან. ეს ლიტერატურა არაა, ეს მასალაა და მეტი არაფერი. მასალას ვერ გასცდა.
ჟურნალისტის დონეა და მეტი არაფერი.

კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებია და ბოლომდე ვეთანხმები.

Posted by: Cruel Intentions 14 Jun 2008, 23:58
შავი ობელისკი მომწონს ყველაზე ძალიან..
რაღაცნაირად სევდიანია
სხვანაირად
და მიყვარს ეგეთები

სამი მეგობარიც კარგია, მაგრამ ძალიან ბანალურია.. თავიდან მართლა მომეწონა, მაგრამ მერე დავფიქრდი და ისე აღარ

Posted by: BoOoOo 15 Jun 2008, 01:27
ომი იქნება
არ იქნება
ან არ იქნება
და იქნება


ასე დავდიოდი სულ
ერთი პერიოდი,
მერე გამიარა
.

Posted by: infra-red3 15 Jun 2008, 01:34
QUOTE
ერიხ მარია რემარკი, უგენიალურესი მწერალი

bis.gif
ბედნიერების ყველაზე მერყევი ნაირსახეობაა სიყვარული vis.gif

Posted by: bell 15 Jun 2008, 20:43
patriciia
QUOTE
გახსოვს, პატრიცია ჰოლმანი, შიშველი, მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები რომ ეცვა და მთვარის შუქი დაჰნათოდა....

პატრიცია... პატის გამო შემიყვარდა ეს სახელი, ახლა სულ სხვანაირათ აღვიქვავ smile.gif

Posted by: infra-red3 25 Jun 2008, 20:34
შეიძლება იეჭვიანო თვით სიყვარულზე.ზურგი რომ გაქცია,მაგრამ არა მის საგანზე bis.gif

Posted by: Kate_Moss 25 Jun 2008, 21:51
რემარკს უყვერდა სამი ქალი და დაწერა ყველაზე გენიალური სამი რომანი
პირველი ცოლი ყავდა მოცეკვავე ახალგაზრდა ქალი რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა. რემარკმა დაწერა "სამი მეგობარი" პატის პერსონაჟით

რემარკი გადასახლდა ამერიკაში, შეუყვარდა მარლენ დიტრიხი,რომელიც ხშირად ცვლიდა მას სხვადასხვა კაცებში (და ქალებში). და დაწერა "ტრიუმფალური თაღი"
ჟოან მადუს პერსონაჟით სადაც ის მრავალ კავალერთან ცხოვრობს და ბოლოს საცოდავად კვდება.

ხანში შესულ რემარკს შეუყვარდა ახალგაზრდა მოცეკვავე ქალი და ბოლო რომანებში გვხვდება სათნო ლამაზი ქალის პერსონაჟები რომლებიც ცოცხლები რჩებიან მაგალითად "ნასესხები სიცოცხლე" სადაც ლილიანს უნდა ყველაფერი მოასწროს რადგან ცოტა დრო აქვს დარჩენილი და ამ დროს რალიში კვდება მისი ჯან-ღონით სავსე მეგობარი კაცი.

ყველა ციტატა ძალიან მაგარი აქვს ამ კაცს! "შავი ობელისკი" არ მაქვს წაკითხული და ფაქტიურად მოსალოცად მაქვს საქმე ლოოლ
ხოდა რემარკს ძალიან უყვარდა სასმელები სიგარები დელიკატესები და განსაკუთრებით ნორმანდიული ვაშლის არაყი სახელად კალვადოსი.. jump.gif

Posted by: chorven:) 26 Jun 2008, 00:34
patriciia
QUOTE
გახსოვს, პატრიცია ჰოლმანი, შიშველი, მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები რომ ეცვა და მთვარის შუქი დაჰნათოდა....

საშინლად ვეჭვიანობდი, ვერ ვიტანდი პატრიციას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად მაინც ოტო კესტერი მიყვარდა lol.gif გოტფრიდის სიკვდილი გახსოვთ?

Posted by: infra-red3 28 Jun 2008, 00:09
ჩვენი სიყვარული დარჩება მარადიულ ცეცხლად..... და არ გადაიქცევა სამზარულოს კერად,სადაც ოჯახურ კერძებს ამზადებენ..................... bis.gif


ამ სიტყვებზე ვაFანატებ bis.gif

Posted by: infra-red3 1 Jul 2008, 14:18
სიყვარულს მეგობრობით არ სცხებენ ჩირქს..........
(ვის გაუგია გამლღვარ ლავაზე პატარა ბოსტნის გაკეთება?)
დასასრული არის დასასრული yes.gif
bis.gif

Posted by: *basasku* 11 Jul 2008, 00:33
'3 მეგობარი' წიგნი რომელმაც ვთვლი რომ მასწავლა ცხოვრება...
საშინლად ცხოვრებისეული ნაწარმოებია sad.gif(((((((

ლენცი რომ მოკლეს კი არ ვტიროდი ვბღაოდი...
მკითხავთან რომ მივა და დიდხანს იცოცხლებო და მე არ მინდა დიდხანს სიცოცხლე დიდხანს ბოროტი ადამიანები ცხოვრობენო და ზუსტად იმ დროს რო ესვრიან...
უძლიერესიაა..
და ოტო კესტერი ყველაზე ყველაზე იდეალური და მამაკაცური..
ვაფანატებ ოტოზე smile.gif))))))))

და 3 მეგობრის დაუვიწყარ კადილაკზე... smile.gif)))))


ბავშვებო ერთი თხოვნა მაქ ფილმი არ იცით სად ვნახო?
ისე მაინტერესებს ტრეილერები კი ვნახე მარა თვითონ ფილმი არსად დევს იქნებ დამეხმაროთ რა ძალიან გთხოვთ )))))))

Posted by: virginiaV 11 Jul 2008, 00:58
რემარკის ქალტა ტიპაჟები ძლიერ სთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე jump.gif

Posted by: MAY_25 11 Jul 2008, 14:39
*basasku*
QUOTE
ბავშვებო ერთი თხოვნა მაქ ფილმი არ იცით სად ვნახო?
ისე მაინტერესებს ტრეილერები კი ვნახე მარა თვითონ ფილმი არსად დევს იქნებ დამეხმაროთ რა ძალიან გთხოვთ )))))))

ქართულ საიტებზე არსად არ დევს no.gif ტორენტიდან უნდა დაქაჩო

Posted by: Marco Materazzi 11 Jul 2008, 14:48
QUOTE (*basasku* @ 11 Jul 2008, 00:33 )
და ოტო კესტერი ყველაზე ყველაზე იდეალური და მამაკაცური..
ვაფანატებ ოტოზე smile.gif))))))))


ჩემი საყვარელი პერსონაჟია ოტო მაგარი კაცია ძაან

ექიმს რო ჩაიყვანს ორ საათში და რობის რო ეუბნება უფრო ადრეც ჩამოვიდოდი ნისლი რო არ ყოფილიყოო love.gif

მოკლედ მაგარი კაცია ოტო კესტერი user.gif

Posted by: *basasku* 11 Jul 2008, 15:24
MAY_25
ხო ვერსად ვერ ვიპოვე mininovaze არაა ... არადა მაგრად მაინტერესებს sad.gif(((

Marco Materazzi
იდეალური პერსონაჟია... უნაკლო...
ოტო კესტერი უმალ თავის მარჯვენას მოიჭრიდა და კადილაკს არ გაყიდდაო რო წერია და ბოლოს რო გაყიდის ... აი მანდ იმდენი ვიტირე...ცხოვრება სასტიკა მოექცა სამ მეგობარს ...
და პატის ((((((((((((((((((((((((

ეხლა ვიპოვე სახლში 'ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა'
კაია?ცუდი არ იქნება სახელი ისეთი აქ ...
დორიანს მოვრჩები და ვიწყებ ეგრევე... user.gif

Posted by: infra-red3 11 Jul 2008, 22:43
როცა უკვე აღარაFერი არსებობს,უბედურება აღარ არის უბედურება,აღარაFერი რჩება რო შეადარო,რჩება მარტო უბედურება......შემდეგ ყველაFერი ჩაივლის და თანდათანგამოცოცხლდები............. bis.gif

Posted by: margusha 11 Jul 2008, 22:53
რა გჭირთ დღეს რაა: ( რა სენტიმეტალურ ნაკვერჩხალზე სხედხართ. : (

Posted by: strixnina 11 Jul 2008, 23:00
margusha
QUOTE
( რა სენტიმეტალურ ნაკვერჩხალზე სხედხართ. : (

რაზეო? biggrin.gif

Posted by: nakash 12 Jul 2008, 01:33
რემარკი.....


მარკერი....


+30 მარკშეიდერი

Posted by: infra-red3 13 Jul 2008, 19:35
სახე!სახე!ვინ კითხულობს ,იაFია თუ Fასდაუდებელი?ყოველივე ეს შეიძლება იკითხო,ვიდრე არ გაბმულხარ,მაგრამ თუ გაები,ვეღარაFერი დაგიხსნის.....
შენ გაკავებ სიყვარული და არა ადამიანი,შემთხვევით რო ატარებს მის სახელს...........
შენ დაბრმავებული ხარ წარმოსახვის თამაშით,განა შეგიძლია მსჯელობა და შეFასება......
"სიყვარულმა არ იცის არც ზომა არც ფასი"

Posted by: infra-red3 17 Jul 2008, 21:01
ამ თემას მე ვაარსებებ ამ ბოლო დროსboli.gif


თითქოს რაღაც ხელის კვრით მერეკება ,სუ მეჩვენება,თითქოს რაღაცას ხელიდან ვუშვებ და აი ვეტანები,ვიწერ მინდა შევაკავო ეს რაღაც.......უეცრად კი აღმოჩნდება რო ყველაFერი ამაო ყპFილა,Fუწი და უსარგებლო....
მაშინ ისევ რარაცისკენ მიმიწევს გული,წინასწარ ვიცი ყველაFერი ისე გათავდება,როგორც ყოველთვის...მარა სხვანაირად არ შემიძლია,რაღაც გაქეზებს,გიბიძგებს,გათამაშებს და გიწერს გარკვეული ხნით შემდეგ კი მიშვებს და ხელახლა გაპარტახებული ვრჩები.....მერე ყველაFერი იწყება თავიდან user.gif

Posted by: chorven:) 17 Jul 2008, 21:14
*basasku*
QUOTE
ეხლა ვიპოვე სახლში 'ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა'
კაია?ცუდი არ იქნება სახელი ისეთი აქ ...

იგივეა, რაც სამი მეგობარი, ეგაა, სამი მეგობარი უკეთესია, ან მე მომწონდა უფრო

Posted by: Ocelot 17 Jul 2008, 21:18
ეს ბოევიკების მოყვარული მწერალია ხო? biggrin.gif ერთი რომანის ბოლოში რაღაც საოცრებები დაიწყო. ასე მეგონა "რემბოს" ვკითხულობდი biggrin.gif დანის ჩექმიდან ამოღებები, ჯიპზე გონკები, პერესტრელკებით და სალტოების კეთებით biggrin.gif და ეს ყველაფერი ძაან მხატვრულად მაღალ დონეზე იყო აღწერილი biggrin.gif ლისაბონის ღამეო თუ რაღაცა ერქვა.

Posted by: infra-red3 17 Jul 2008, 21:30
ეწვიანობა განა არ განუცდია?განა არ გამოსცადა სიყვარულის მთელი არასრულყოFილება,არ გამოსცადა ზველი ტკივილი,ცნობილი ყოველი კაცისტვის?
ეწვიანობა?
ხო არ იწყება იმის შეგნებით,რო ერთი მოყვარული მეორეზე ადრე უნდა მოკვტეს

Posted by: Remarque 21 Jul 2008, 15:43
ვააა ეს რა თემა გავჩითე, აქამდე სად დავბოდიალობდი ნეტა?biggrin.gif

რემარკს სხვა ხიბლი აქვს, როცა ლაით და მხიარულ განწყობაზე წამიკითხავს დავგრუზულვარ, და როცა ცუდ ხასიათზე დამიწყია კითხვა გავუმხიარულებივარ და გულიანად გამღიმებიაbiggrin.gif

zazabichi
QUOTE
ქალი ან უნდა მიატოვო ან უნდა გააღმერთო


ვერ ვკაიფობ ხოლმე ასეთ გამოთქმებზე, მაგრამ აქ იმინნა 10-იანში მოარტყა ბიძია ერიჰმაtongue.gif


შავი ობელისკი და ტღიუმფალური თაღი ძალიან მაგარი ნაწარმოებებია ჩემთვის..რავიკი თან მევასება და თან ნერვებსაც მიშლის, მაგრამ უსერიოზულესი პერსონაჟიაsmile.gif

სამი მეგობარი კი ზღაპრული სამყაროა ძალიან ცუდი დასასრულით და ამაშია მთელი ხიბლი..



რემარკი ფანატი რომანტიკოსი იყო, ჯეროდა სიკეთის, ადამიანების, სილამაზის , მაგრამ ცხოვრებამ ასწავლა რომ ეს ყველაფერი წარმავალია და თავის ნაწარმოებებში ძალიან კარგად ასახა ეს 2kiss.gif


Kate_Moss
QUOTE
რემარკი გადასახლდა ამერიკაში, შეუყვარდა მარლენ დიტრიხი,რომელიც ხშირად ცვლიდა მას სხვადასხვა კაცებში (და ქალებში).

ხოდა აი ამის გამო ვერასოდეს ვიტანდი მარლენ დიტრიხს, ის კი არა კახიანიც აღარ მევასება რაც მარლენი ითამაშა იმის მერე givi.gif


F_R_E_Y_A
QUOTE
არ შეიძლება კამიუ წაიკითხო და მერე უცებ რემარკმა დაგაინტერესოს
მაპატიეთ და ცოტა შაბლონურია, თანაც მისი რომანები ძალიან ჰგავს ერთმანეთს


ძალიან ბევრი პოსტი ვნახე შენი ამ თემაში და სულ ერთიდაიგივე..თუ არ მოგწონს რემარკი და კამიუ გირჩევნია გავხსნათ კამიუზეც თემა და შენც მოისვენებ და მეც biggrin.gif

რაც შეეხება დაინტერესებას, ჩემი პირველი მწერალი მაინ რიდი იყო, მაგრამ სავარაუდოდ შენდა გასაკვირად მერე რემარკმა დამაინტერესა, რემარკის მერე კი აკუტაგავამ, შემდეგ მგონი დოსტოევსკი იყო..რამეს ხედავ ამაში არანორმალურს ? fig.gif

Posted by: F_R_E_Y_A 21 Jul 2008, 17:07
Remarque
შენ კიდევ თუ არ მოგწონს ჩემი პოსტები, სხვების იკითხე smile.gif
QUOTE
რაც შეეხება დაინტერესებას, ჩემი პირველი მწერალი მაინ რიდი იყო, მაგრამ სავარაუდოდ შენდა გასაკვირად მერე რემარკმა დამაინტერესა, რემარკის მერე კი აკუტაგავამ, შემდეგ მგონი დოსტოევსკი იყო..რამეს ხედავ ამაში არანორმალურს ?

biggrin.gif
კანონზომიერი თანმიმდევრობაა, ამას ვწერდი ზუსტად : ))
არანორმალურად ის მიმაჩნია, სხვებს რომ ასწავლი რა პოსტონ და რა არაbiggrin.gif

Posted by: Remarque 21 Jul 2008, 17:57
F_R_E_Y_A
QUOTE
შენ კიდევ თუ არ მოგწონს ჩემი პოსტები, სხვების იკითხე


თვალები ავიხვიო თუ დავიბრამვო თავი?
არანაირად არ გასწავლი რა პოსტო და რა არა, არაა ეს ჩემი საქმე და არც მაინტერესებს..

ამდენი პოსტი გაქვს ამ თემაში და არცერთო ნორმალური ახსნა და მაგიტომ შევიმჩნიე შენი არსებობა ამ თემაში..

რას ერჩი რემარკს მართლა მაინტერესებს ( ოღონდ დაასაბუთე, თუ ნორმალურად ახსნი აგყვები ჯანსაღ კამათში)
და რა აქვს ისეთი კამიუს რაც არ აქვს რემარკს?smile.gif არც ვადარებ, მაგრამ კამიუს მკითხველი არ უნდა ამბობდეს ასეთ რამეებს..გემოვნების საკითხია, მაგრამ იმინნა გემოვნებაზე დავა და გარჩევა მევასება მეbiggrin.gif

Posted by: F_R_E_Y_A 21 Jul 2008, 18:20
Remarque
არაფერს ვერჩი, ჩემო კარგო, კარგი მწერალია, თუმცა უგენიალურესი არაა მეთქი

Posted by: Remarque 21 Jul 2008, 18:28
F_R_E_Y_A
QUOTE
უგენიალურესი


რაღა უნდა გითხრა..მინდა მჯეროდეს რომ კარგად გესმის მაგ სიტყვის მნიშვნელობაbiggrin.gif

Posted by: infra-red3 22 Jul 2008, 01:31
არც ერთი ადამიანი არ შეიძლება გახდეს შენთვის ისე უცხო,როგორც ის ვინც ადრე გიყვარდა...წყდება იდეალუდი ძაფი რაც შენ სიყვარულის საგანს წარმოსახვასტან აკავშირებდა..შენსა და მას შორის ისევ რარაცა გაიელვებს,როგორც მიმქრალი,მოჩვენებითი ვარსკვლავები,მაგრამ ეს მკვტარი შუქია.....
იგი აღელვებს ადამიანს ,მარა არ აღანთებს-გრძნობათა უხილავი დენი უკვე გაწყვეტილია.....

Posted by: Remarque 23 Jul 2008, 20:42
მძირავთ არა? sa.gif sa.gif
სადა ხართ ხალხო?biggrin.gif მორისონ გამოჩნდიsmile.gif

F_R_E_Y_A
თუ გინდა შენც შემოდი, ოღონდ შემოდი tongue.gif

Posted by: chorven:) 23 Jul 2008, 20:46
Remarque


QUOTE
თვალები ავიხვიო თუ დავიბრამვო თავი?

კიი chups.gif

QUOTE
F_R_E_Y_A
თუ გინდა შენც შემოდი, ოღონდ შემოდი 

და ფრეიაც შემოვა

Posted by: Oliver 23 Jul 2008, 20:53
Remarque
QUOTE
რემარკი გადასახლდა ამერიკაში, შეუყვარდა მარლენ დიტრიხი,რომელიც ხშირად ცვლიდა მას სხვადასხვა კაცებში (და ქალებში).

QUOTE
ხოდა აი ამის გამო ვერასოდეს ვიტანდი მარლენ დიტრიხს

biggrin.gif


არ ღირს ამის გამო დიტრიხის შეჯავრება. იმიტომ, რომ თავად რემარკის აღიარებით მაშინ ის უკვე იმპოტენტი იყო. mo.gif

Posted by: Remarque 23 Jul 2008, 21:24
chorven:)
ეფექტური გამოსვლა გქონდა up.gif

Oliver
ეგ როდის აღიარა? არ ვიცოდი და მარცხვენ ახლა biggrin.gif biggrin.gif

მაინც არ მევასება ეგ დიტრიხი (მარლენა) fingal.gif

Posted by: Johnnie Walker 24 Jul 2008, 07:56
QUOTE
მაინც არ მევასება ეგ დიტრიხი (მარლენა) fingal.gif

lol.gif lol.gif lol.gif
კაი იყო, ჩაგეთვალა. gigi.gif დიტრიხის ამბავში.

რემარკი კიდე ბესპონტა მწერალი იყო, ბავშვობაში მევასებოდა, მას მერე ბევრი დრო გავიდა. smile.gif

Posted by: Remarque 24 Jul 2008, 11:11
Johnnie Walker
არ გინდა მითხრა ახლა ვინ გევასება? vis.gif

Posted by: Oliver 24 Jul 2008, 21:48
Remarque
QUOTE
ეგ როდის აღიარა?

ყოველ შემთხვევაში მე მქონდა წაკითხული...
კაი ხანი ვეძებე ახლა და აღმოჩნდა, რომ მარლენ დიტრიხთან დაშორების შემდეგ მას ცოლიც კი მოუყვანია biggrin.gif
ტყუილი აღმოჩნდა. user posted image

Posted by: აღასპერი 24 Jul 2008, 21:58
QUOTE
რემარკი გადასახლდა ამერიკაში, შეუყვარდა მარლენ დიტრიხი,რომელიც ხშირად ცვლიდა მას სხვადასხვა კაცებში (და ქალებში).

ხოდა აი ამის გამო ვერასოდეს ვიტანდი მარლენ დიტრიხს, ის კი არა კახიანიც აღარ მევასება რაც მარლენი ითამაშა იმის მერე

არ ცვლიდა biggrin.gif
ყველა ერთად ჰყავდა tan.gif
მიყვარს love.gif

ორივე mo.gif

Posted by: h e r a 24 Jul 2008, 23:01
QUOTE
არ ცვლიდა


და შენ რა იცი?მართლა მაინტერესებს

Posted by: აღასპერი 25 Jul 2008, 16:20
h e r a
QUOTE
და შენ რა იცი?მართლა მაინტერესებს

ვიცი biggrin.gif
მარლენზე ფილს ვუყურე, ძალიან მაგარ ფილმს tan.gif

Posted by: nosperato 30 Jul 2008, 17:19
რა საოცრად ადვილად იკითხება მისი წიგნები "სამი მეგობარი" წავიკითხე სულ რაღაც 3 დღეში
და მერე დამწყდა გული რომ დამთავრდა user.gif

Posted by: infra-red3 1 Aug 2008, 02:06
nosperato
QUOTE
რა საოცრად ადვილად იკითხება მისი წიგნები "სამი მეგობარი" წავიკითხე სულ რაღაც 3 დღეში

ხო მარტივი ენითაა დაწერილი....ზედმეტი მიეთ-მოეთების გარეშე
bis.gif
ტრიუმFალური თაღი მიყვარს ყველაზე მეტად...............
გაზეპირებულიც კი მაქ ბევრი მანდ გაჟღერებული აზრი bis.gif

Posted by: nosperato 1 Aug 2008, 10:31
infra-red3
QUOTE
ტრიუმFალური თაღი მიყვარს ყველაზე მეტად...............


მეც მინდა მაგ წიგნის წაკითხვა უნდა ვიყიდო თუ ვიშოვე სამ მეგობარზე შემოვიარე მთელი თბილისი user.gif

Posted by: infra-red3 1 Aug 2008, 18:21
nosperato
QUOTE
მეც მინდა მაგ წიგნის წაკითხვა უნდა ვიყიდო თუ ვიშოვე სამ მეგობარზე შემოვიარე მთელი თბილისი 

ხო მეც არ მაქვს,თორე................ user.gif
ჩერეზ დაქალმა მათხოვა bis.gif

Posted by: nosperato 3 Aug 2008, 09:34
infra-red3
გუშინ ვიყიდე
დავიწყე უკვე კითხვა bis.gif

Posted by: infra-red3 3 Aug 2008, 11:57
nosperato
QUOTE
გუშინ ვიყიდე
დავიწყე უკვე კითხვა 

ვააა........
მაგარია bis.gif

Posted by: Marietta 22 Sep 2008, 13:11
nosperato
QUOTE
და მერე დამწყდა გული რომ დამთავრდა user.gif



უნდა გაეფრთხილებინე ვინმეს
user.gif
მეც არავინ შემაწია გასაფრთხილებლად ორი სიტყვა და იმიტომ იყო,დამთავრების შემდეგ იმდენი ხანი იდო ჩემს საწერ მაგიდაზე
user.gif

დღეს ისე მომენატრა
ჩამოვალ თუ არა,ორიგინალს ავიღებ
love.gif

კესტერი-
მამაკაცის იდეალი ჩემთვის
mo.gif

კესტერ


love.gif


Posted by: Nnino 9 Oct 2008, 23:51
QUOTE
კესტერი-
მამაკაცის იდეალი ჩემთვის

მართალი ხარ... ისე, ცხონებული მამაჩემი მიმტკიცებდა, პატზე ყველა (ოტო, ლენცი, ალფონსიც) თავისებურად შეყვარებული იყოო, თქვენ როგორ ფიქრობთ?

Posted by: bachi24 9 Oct 2008, 23:57
მე მაქვს სამი მეგობარი ოღონდ რუსულად,ძალიან მიყვარს,პატრისია მიყვარს და ეგეთი სიყვარული მინდა მეც...
და საერთოდ მარტივი წასაკითხია მაგრამმ ისეთი თბილი და ღრმაა,ჩემთვის...

Posted by: KoShKa 10 Oct 2008, 11:35
ძააალიან მაგარიაა!!!
ტრიუმფალური თაღი რომ წავიკითხე ჩემი თავი შევიცანი ერთერთ პერსონაჟში .... : ) : )


QUOTE
რემარკი გადასახლდა ამერიკაში, შეუყვარდა მარლენ დიტრიხი,რომელიც ხშირად ცვლიდა მას სხვადასხვა კაცებში (და ქალებში).

ალბათ მაქედან წამოვიდა პერსონაჟი ჟოან მადო : ))))

Posted by: queen4 15 Oct 2008, 13:55
მიყვარს love.gif

სამი მეგობარი love.gif

QUOTE
კესტერი- მამაკაცის იდეალი ჩემთვის

+1
კითხვა რომ დავამთავრე დიდი ხანი მივტიროდი, რატომ დამთავრდა-თქო : (

ჟამი სიკვდილისა და ჟამი სიცოცხლისაც მომეწონა user.gif
ეგ იყო პირველი წიგნი, რითაც გავეცანი რემარკის შემოქმედებას..

მერე ნასესხები სიყვარული წავიკითხე user.gif
ყველაზე ნაკლებად ეგ მომეწონა, ალბათ უფრო მეტს ველოდებოდი..

ტრიუმფალური თაღი არ მაქვს წაკითხული სირცხვილ :|

Posted by: infra-red3 16 Oct 2008, 00:44
queen4
QUOTE
ტრიუმფალური თაღი არ მაქვს წაკითხული სირცხვილ :|

მე ეს მევუასება ძაან....გირჩევ წაიკითხო.უმაგრესია bis.gif
KoShKa
QUOTE
ძააალიან მაგარიაა!!!
ტრიუმფალური თაღი რომ წავიკითხე ჩემი თავი შევიცანი ერთერთ პერსონაჟში .... : ) : )

QUOTE
ალბათ მაქედან წამოვიდა პერსონაჟი ჟოან მადო : ))))

ესე ხო არ გინდოდა biggrin.gif

Posted by: Ocelot 17 Jan 2009, 00:58
QUOTE
უგენიალურესი მწერალი

ნუ ეს ეხლა ნამეტანია biggrin.gif პროსტა კაი მწერალია.

დასავლეთის ფრონტი - მომეწონა. კარგად აქვს ასახული ომის ატმოსფერო. მაგრამ ანდრეევის "წითელ სიცილამდე" ბევრი უკლია.
სამი მეგობარი - მაგრაა დაწერილი. ეტყობა რო მისდიოდა აზრები და არ წვალობდა ყოველ ფრაზაზე. ძაან კაი იუმორია, სითბო, სევდა და საკმაოდ ბევრი კაი ფრაზა.
შავი ობელისკი - ეს მიგდია, მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს.


ის მწერალია, რომელიც ყველაფრის გადმოცემას მარტივი ენით ცდილობდა, რაც მისასალმებელია.


და ბოლოს. რაც მეტს ვკითხულობ ჰემინგუეის მით უფრო ვრწმუნდები ერიხას სიმაგრეში biggrin.gif ამ ამერიკელ დახადიაგთან შედარებით ეტყობოდა რო ინტელექტუალურად გაცილებით უფრო განვითარებული იყო biggrin.gif და ბევრად მაგარი გადმოცემის ენა ქონდა.

Posted by: mdaas 17 Jan 2009, 02:17
QUOTE
ერიხ მარია რემარკი

ჩემი წარსული ,აწმყო და მომავალი..

არასოდეს მომბეზრდება...
უზომოდ მიყვარს...

მისი მარტივი ენა,გრძნობების გადმოცემის უნარი, "რემარკი მთავარ გმირში"...და კიდევ უამრავი მიზეზი.. ყველა წიგნი მაქვს წაკითხული რემარკის ( ერთი პერიოდი გაფანატებული ქმონდა biggrin.gif ) და ასე მგონია ძალიან კარგად ვიცნობ ... ნეტა : (

სამი მეგობარი და ტრიუმფალური თაღი love.gif უზომოდ ადვილად წასაკითხი და საკმაოდ ღრმა შინაარსის მატარებელი ნაწარმოებია.. ნუ ტრიუმფალური თაღი ჩემთვის შედევრია..

კალვადოსი,ომი,სიყვარული,სასიკვდილო დაავადებები,ებრაელები-მისი ყოველი წიგნის დამახასიათებელი 'შტრიხებია' მგონი.. დაანახა მსოფლიოს ის ტკივილი,რაც ცხოვრებამ მიაყენა და ომის ყოველი მხარე : (

კრამერ love.gif


Posted by: Snow Crash 17 Jan 2009, 02:34
დასავლეთის ფრონტი-ცვლილებების გარეშე მგონი ყველაზე კარგია. ანუ ფორმის შიგნით ადამიანები ერთნაირები ვართ. კარტოფილის ბლინები!

Posted by: ninuca13 19 Jan 2009, 22:18
"საკვირველია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს" rolleyes.gif


love.gif 2kiss.gif

Posted by: JORJ MORISSONI 20 Jan 2009, 00:13
Snow Crash
QUOTE
დასავლეთის ფრონტი-ცვლილებების გარეშე მგონი ყველაზე კარგია

დასავლეთის ფრონტი უცვლელია smile.gif
ესე ითარგმნება biggrin.gif

Posted by: Solveig 20 Jan 2009, 00:16
QUOTE
და ბოლოს. რაც მეტს ვკითხულობ ჰემინგუეის მით უფრო ვრწმუნდები ერიხას სიმაგრეში  ამ ამერიკელ დახადიაგთან შედარებით ეტყობოდა რო ინტელექტუალურად გაცილებით უფრო განვითარებული იყო  და ბევრად მაგარი გადმოცემის ენა ქონდა.

არადა, რემარკი მაგარი ერთფეროვანია და ჰემინგუეისთან შედარებაც არაა. ჩემი აზრით.

ერთადერთი რომანი, რომელიც მართლა მომწონს და რაღაც სენტიმენტებსაა მოკლებული, არის "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა".



Posted by: Snow Crash 20 Jan 2009, 00:32
JORJ მადლობთ, მე რუსულიდან ვთარგმნე და რაღაც არაბუნებრივი გამოვიდა

Posted by: Ocelot 21 Jan 2009, 01:09
Solveig
QUOTE
არადა, რემარკი მაგარი ერთფეროვანია და ჰემინგუეისთან შედარებაც არაა

როდის აქეთ ისაზღვრება ხელოვანის სიკარგე მრავალფეროვნებით? biggrin.gif მაშინ კუბრიკი N1 რეჟისორი ყოფილა biggrin.gif

ის რო რემარკი გაცილებით მაგარი ენით წერს, ეგეც სადაოა?

Posted by: Snow Crash 21 Jan 2009, 02:57
ისე კუბრიკი კი არის რაღაცით პირველი
სპარტაკი
მექანიკური ფორთოხალი
კოსმოსური ოდისეა 2. რაღაც არ მახოვს
და ფართოდ დახუჭული თვალები.

Posted by: oto kesteri 21 Jan 2009, 04:42
ძალიან მაგარია რემარკი მაგრად მიყვარს და სამი მეგობარი ძალიან მაგარია love.gif

Posted by: Kimberly` 22 Jan 2009, 21:43
QUOTE (queen4 @ 15 Oct 2008, 13:55 )
ჟამი სიკვდილისა და ჟამი სიცოცხლისაც მომეწონა user.gif
ეგ იყო პირველი წიგნი, რითაც გავეცანი რემარკის შემოქმედებას..


ეგ ყველაზე ძალიან მიყვარს smile.gif.როდის წავიკიტხავ ორიგინალში user.gif

QUOTE
და ბოლოს. რაც მეტს ვკითხულობ ჰემინგუეის მით უფრო ვრწმუნდები ერიხას სიმაგრეში  ამ ამერიკელ დახადიაგთან შედარებით ეტყობოდა რო ინტელექტუალურად გაცილებით უფრო განვითარებული იყო  და ბევრად მაგარი გადმოცემის ენა ქონდა.

გეტანხმები yes.gif .თუმცა ფიესტაზე ახლაც სიყვარულის დორბლები მომდის baby.gif

QUOTE
დასავლეთის ფრონტი უცვლელია

ფილმიც მაგარია

Posted by: Marietta 22 Jan 2009, 23:37
"- რა დაგემართა,პატ? - ვკითხე მე
- ძალიან ხმამაღლა ტიკტიკებს - წაიჩურჩულა მან.
- ჩემი საათი?
მან ოდნავ დამიქნია თავი.
- გრიალებსო თითქოს.
საათი მოვიხსენი
მან შეშინებული თვალებით დახედა წამზომის ისარს.
- აქედან მოაშორე.
საათი კედელს მივანარცხე". .

ამ მომენტზე ჟრიალი მქონდა,მახსოვს

ჩემი კესტერი

love.gif

პირველად "ერთი სიყვარულის ისტორია" წავიკითხე.
ბანაკში ვიყავი და ახლაც მახსოვს,როგორ : ))

Posted by: Nnino 23 Jan 2009, 14:30
Marietta
QUOTE
პირველად "ერთი სიყვარულის ისტორია" წავიკითხე. ბანაკში ვიყავი და ახლაც მახსოვს,როგორ : ))


მარიეტა, მაგას ”ნასესხები სიცოცხლე” ჰქვია. მერე, ათას ცხრაას არეულ წლებში გამოქვეყნდა დასახელებით ”ერთი სიყვარულის ისტორია” რატომღაც.

Posted by: oto kesteri 23 Jan 2009, 17:38
QUOTE (Marietta @ 22 Jan 2009, 23:37 )
ჩემი კესტერი

love.gif


შენი კი არა ჩემი user.gif

მაგრად მიყვარს ეგ პერსონაჟი უმაგერსი პერსონაჟია ჩემთვის მეგობარის იდეალია love.gif

Posted by: nakash 23 Jan 2009, 18:21
Ocelot
QUOTE
ის მწერალია, რომელიც ყველაფრის გადმოცემას მარტივი ენით ცდილობდა, რაც მისასალმებელია.

ისადა შეჩემას ხმარობდა საუბარში? boli.gif

ისე კიდე კაცი იყო და ეს ქალის სახელი რატო დაარქვეს ვერ გავიგე რა givi.gif
ეხლა წარმოიდგინე რავარი იქნებოდა კონსტანტინე ელისაბედ გამსახურდია
ან აკაკი მარიკა წერეთელი... biggrin.gif არა რა .. თქვენ კიდე ევროპაო და ისაო და ესაო... გადაგვაგვარებენ მე თქვენ გეუბნებით

Posted by: Marco Materazzi 23 Jan 2009, 18:40
QUOTE (nakash @ 23 Jan 2009, 18:21 )
რავარი იქნებოდა კონსტანტინე ელისაბედ გამსახურდია
ან აკაკი მარიკა წერეთელი...

ანდა

ჭაბუა ქეთევან ამირეჯიბი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Solveig 23 Jan 2009, 20:53
nakash
QUOTE
ისე კიდე კაცი იყო და ეს ქალის სახელი რატო დაარქვეს ვერ გავიგე რა

თვითონ დაირქვა, დედის პატივსაცემად.

ისე ერიხ პაული ერქვა.

QUOTE
რავარი იქნებოდა კონსტანტინე ელისაბედ გამსახურდია
ან აკაკი მარიკა წერეთელი...

იროდიონ ევდოშვილზე რა აზრისა ხარ? smile.gif

Posted by: Marietta 23 Jan 2009, 20:57
oto kesteri

კეეეეესტერზე არ მეკამათო
წლებია,ჩემია user posted image


QUOTE
ჩემთვის მეგობარის იდეალია 


მეგობრის კი არა,მამაკაცის იდეალია ჩემთვის
დიახაც
love.gif

Nnino

ჰოო,მე ამ დასახელებით წავიკითხე და ასეც მოვიხსენიე ახლა
გასაგებია
რატომ,ნეტა

Posted by: chorven:) 23 Jan 2009, 23:38
Marietta
QUOTE
მეგობრის კი არა,მამაკაცის იდეალია ჩემთვის დიახაც

კი, განსაკუთრებით იმას რომ აღწერს, გამოუცდელ პილოტი როგორ დახვრიტა და ტვინი ანთხევინა!
ძალიან მამაკაცურია! givi.gif
პ.ს მეც ძალიან მიყვარდა სამივე, პატრიციას ვერ ვიტანდი მარტო, ვეჭვიანობდი gigi.gif

Posted by: strixnina 23 Jan 2009, 23:43
chorven:)
QUOTE
აღწერს, გამოუცდელ პილოტი როგორ დახვრიტა და ტვინი ანთხევინა!
ძალიან მამაკაცურია! 

მძულს მამაკაცები, მძულს! puke.gif

Posted by: chorven:) 23 Jan 2009, 23:51
strixnina
QUOTE
მძულს მამაკაცები, მძულს! puke.gif

ეჰ, აზრის შესაცვლელად, ლამის ერთი-ორი ქართველი ნაცნობი სამხედროს მაგალითი მოვიყვანე, შედარებისთვის, მაგრამ თავს შევიკავებ
givi.gif

Posted by: strixnina 23 Jan 2009, 23:54
chorven:)
რა გნებავთ, მისტერრრ! fingal.gif

Posted by: chorven:) 23 Jan 2009, 23:58
strixnina
QUOTE
რა გნებავთ, მისტერრრ! fingal.gif

რა გთრგუნავთ, უფროსო? biggrin.gif

Posted by: strixnina 24 Jan 2009, 00:05
chorven:)
მასკულინობა ჟონავს თქვენს პოსტებში biggrin.gif მე რას გამომაპარებთ! ჰმ! მამაკაცები! chups.gif

Posted by: chorven:) 24 Jan 2009, 00:09
strixnina
QUOTE
მასკულინობა ჟონავს თქვენს პოსტებში biggrin.gif მე რას გამომაპარებთ! ჰმ! მამაკაცები! chups.gif

მაიძულებთ, რომ სასო წარვიკვეთო (სწორად გაიგეთ, სასო!!! )

Posted by: l.s.d 24 Jan 2009, 00:10
chorven:)
არ ქნა ეგა biggrin.gif

Posted by: audioslave 24 Jan 2009, 00:11
QUOTE
ერიხ მარია რემარკი

love.gif love.gif love.gif ჩემი უსაყვალესი მწერალია, ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა ულტრაგენიალური წიგნია!!! ელიზაბედი ჩემი ოცნების ქალიlove.gif

Posted by: strixnina 24 Jan 2009, 00:11
chorven:)
ერთად წარვიკვეთოთ cry.gif

Posted by: chorven:) 24 Jan 2009, 00:13
strixnina
QUOTE
ერთად წარვიკვეთოთ cry.gif

არ გინდათ, რად გინდათ

Posted by: strixnina 24 Jan 2009, 00:15
chorven:)
QUOTE
არ გინდათ, რად გინდათ

ჭკუას რომ კაცცი გასწავლის! boli.gif

Posted by: chorven:) 24 Jan 2009, 00:46
strixnina
QUOTE
ჭკუას რომ კაცცი გასწავლის

კაცთმოძულე, აგრესიული ბიძია ხარ შენ!

Posted by: nakash 24 Jan 2009, 01:12
Solveig
QUOTE
იროდიონ ევდოშვილზე რა აზრისა ხარ?

ჰეჰ.. ნუ მაგან გვარი გადაიკეთა სახელი ხომ არა smile.gif...
ნეტა ეგნატე ნინოშვილს რა მოტივები ამოძრავებდა? rolleyes.gif
უიჰ ეგეც იგივე კლინიკური შემთხვევა ყოფილა... გადაირევა კაცი biggrin.gif
ისა კიდე გრიშაშვილიც იგივე პონტია თუ მეხსიერება არ მღალატობს... პროსტა მაგას მამა უფრო ევასებოდა biggrin.gif
რა უბედურებაა ფსევდონიმების მოფიქრების ფანტაზიაც არ ქონდათ ამ ოჯახაშენებულებს?... givi.gif

Posted by: strixnina 24 Jan 2009, 01:26
chorven:)
რადგან არ მიყვარს რემარკი,
უნდა დამძრახონ განა?!
მე, ჩემდატავად, ე მაგის
მკითხველი ვიყავ, სანამ
სადავე ეპყრა ლიგაჩოვს...
დეფიციტობდა ტარა.
ერიხ კესტნერი? კი კაჩო!
ერიხ მარია? არრა!

Posted by: Solveig 24 Jan 2009, 17:15
nakash
QUOTE
ნეტა ეგნატე ნინოშვილს რა მოტივები ამოძრავებდა?

დედით ობოლი იყო და მამიდა ნინომ გაზარდა smile.gif

QUOTE
ისა კიდე გრიშაშვილიც იგივე პონტია თუ მეხსიერება არ მღალატობს... პროსტა მაგას მამა უფრო ევასებოდა

მანდ ის პონტი იყო biggrin.gif რომ იოსებს დედა არ ახსოვდა საერთოდ (თბილისელი სომეხი იყო და არ ვიცი, მის გაჩენას გადაჰყვა, თუ დაბადებიდან ცოტა ხანშივე გარდაიცვალა). მერე ზრდიდა მამა-ხარფუხელი კალატოზი, კარგი მსმელი, მჭამელი და დამრტყმელი biggrin.gif ("იწოდებოდი ცაცია გრიშად, გიყვარდა თურმე ქალი და კრივი"....). 10 თუ 11 წლის იყო იოსები, როცა მამაც გარდაეცვალა და დარჩა ობლად, შეიფარა ერთმა რაჭველმა ხაბაზმა გიორგი ლებანიძემ. ყველასათვის ობოლი იოსები იყო "გრიშას შვილი" და ამიტომაც აირჩია მერე ფსევდონიმად..ისე, სხვა ფსევდონიმებიც ჰქონდა: ი. გრი, გრი-გრი და ა. შ. მაგრამ ამ ფსევდონიმებით ძირითადად, პუბლიცისტობდა იმდროინდელ იუმორისტულ პრესაში biggrin.gif

Posted by: strixnina 24 Jan 2009, 17:49
nakash
QUOTE
რა უბედურებაა ფსევდონიმების მოფიქრების ფანტაზიაც არ ქონდათ ამ ოჯახაშენებულებს?...

მეცხრამეტე საუკუნის პერიოდიკას გადახედე და შეიძლება გახოხდე სუნთქვაშეკრული. მიმიქარავს ფორუმული ნიკები. "ნაბიჭვარიკო" მახსოვს კარგად biggrin.gif

Posted by: ვირჯინია 25 Jan 2009, 18:42
პატის ვეძებ რეალურ ცხოვრებაში,უბრალოდ ძალიან მაინტერესებს, არსებობენ ასეთი ქალები? cry.gif

Posted by: actionscript 25 Jan 2009, 18:48
QUOTE
პატის ვეძებ რეალურ ცხოვრებაში,უბრალოდ ძალიან მაინტერესებს, არსებობენ ასეთი ქალები

არა!
მე ვერ ვიპოვე და რავი user.gif

Posted by: tatuli1989 25 Jan 2009, 18:52
ვირჯინია
actionscript
მე რობის და გოტფრიდს ვეძებდი და ვერ ვიპოვე ჯერჯერობით..
მეგონა მარტო მე არ მწყალობდა ბედი..
თურმე თქვენც ეძებთ..
user.gif

Posted by: Remarque 25 Jan 2009, 18:59
tatuli1989
მოაშორე რა ეგ ავატარი. biggrin.gif

რაღაც ცუდად მოქმედებს yes.gif user.gif

Posted by: ვირჯინია 25 Jan 2009, 19:03
QUOTE
არა! მე ვერ ვიპოვე და რავი user.gif

ჩემთვის ქალის იდეალივითაა, მოკლედ თუ ვიპოვე მე მაინც გოგო ვარ და შენ უფრო გამოგადგება, ხოდა შეგატყობინებ biggrin.gif
QUOTE
მე რობის და გოტფრიდს ვეძებდი და ვერ ვიპოვე ჯერჯერობით.. მეგონა მარტო მე არ მწყალობდა ბედი.. თურმე თქვენც ეძებთ..

მგონი ის დროა კარლის ძებნაზე გადავიდეთ, აი მანდ კი იცოცხლე გაგვეხსნება ბედი user.gif

Posted by: tatuli1989 25 Jan 2009, 19:06
Remarque
მარტო იმიტომ მოვაშორებ რომ რემარკი მიყვარს
tongue.gif user.gif

ვირჯინია
QUOTE
მგონი ის დროა კარლის ძებნაზე გადავიდეთ, აი მანდ კი იცოცხლე გაგვეხსნება ბედი

არა მგონი ისევ რობი და გოტფრიდი სჯობს
user.gif

Posted by: Remarque 25 Jan 2009, 19:09
tatuli1989
QUOTE
მარტო იმიტომ მოვაშორებ რომ რემარკი მიყვარს


რა მნიშვნელობა აქვს რატო მოაშორებ, მთავარია რო მოაშორე gigi.gif

გადამეხადოს სიკეთე chups.gif

Posted by: tatuli1989 25 Jan 2009, 19:13
Remarque
QUOTE
რა მნიშვნელობა აქვს რატო მოაშორებ, მთავარია რო მოაშორე

მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ შენამდე დაახლოებით 5 მა ადამიანმა მთხოვა მაგრამ არ მომიშორებია
gigi.gif

user.gif
QUOTE
გადამეხადოს სიკეთე

gigi.gif

2kiss.gif

Posted by: Remarque 25 Jan 2009, 19:16
QUOTE
მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ შენამდე დაახლოებით 5 მა ადამიანმა მთხოვა მაგრამ არ მომიშორებია


ცხოვრებისეული ვალი დამადე ხო? gigi.gif

ოხ ეს ქალები....

რემარკიც ქალებმა მოკლეს, აბა გაგიგიათ კალვადოსს კაცი მოეკლას? user.gif



Posted by: tatuli1989 25 Jan 2009, 19:25
Remarque
QUOTE
ცხოვრებისეული ვალი დამადე ხო?

user.gif
QUOTE
ოხ ეს ქალები....

user.gif

Posted by: MSN 25 Jan 2009, 19:48
QUOTE (tatuli1989 @ 25 Jan 2009, 18:52 )
ვირჯინია
actionscript
მე რობის და გოტფრიდს ვეძებდი და ვერ ვიპოვე ჯერჯერობით..
მეგონა მარტო მე არ მწყალობდა ბედი..
თურმე თქვენც ეძებთ..
user.gif

თვითონ კაცმა უნდა ეცადო რობი ან გოტფრიდი იყო და აუცილებლად მოგძებნიან ისინი ვისაც ეძებთ.....
2kiss.gif

Posted by: ვირჯინია 25 Jan 2009, 20:16
QUOTE
თვითონ კაცმა უნდა ეცადო რობი ან გოტფრიდი იყო და აუცილებლად მოგძებნიან ისინი ვისაც ეძებთ..... 2kiss.gif

ანუ მე პატი უნდა ვეცადო ვიყო.. user.gif შენ გაგეცინება და მართლა ვცდილობდი ერთი პერიოდი, აშკარად კარგი საშუალებაა შენი თავის გაუმჯობესებისთვის..


მაგრამ მაინც ზედმეტად ფეთქებადი და ამპარტავანი ვარ პატი-ობისთვის smile.gif 2kiss.gif

Posted by: Marietta 25 Jan 2009, 20:58
chorven:)

რას მერჩი?http://www.radikal.ru
კი არა და
ჩემთვისაა კესტერი ასეთი
სიტყვა "იდეალი" არასწორად დავწერე,აშკარად
უარყოფით აქვს რაღაც ამ სიტყვას და მგონი,ზუსტად იმიტომ,რომ კესტერს რაღაც აკლია(ალბათ რეალურად არსებობა და ა.შ.)),ამიტომ ვიღებ.

QUOTE
პატრიციას ვერ ვიტანდი მარტო, ვეჭვიანობდი 


: )))

ისე,ავადმყოფი ქალების როლზე ვფიქრობდი წიგნებში
მმმ

Posted by: რუსთაველი 26 Jan 2009, 10:56
"სამ მეგობარს" ვკითხულობ და ძალიან მომწონს.. smile.gif

Posted by: ვირჯინია 26 Jan 2009, 12:13
რუსთაველი
QUOTE
"სამ მეგობარს" ვკითხულობ და ძალიან მომწონს.. smile.gif

ჯერ სად ხარ , პირამიდასავითაა, ყოველ გვერდზე ხვდები რომ უფრო და უფრო მოგწონს biggrin.gif
ეხ ნეტა მეც პირველად ვკითხულობდე.. rolleyes.gif

Posted by: რუსთაველი 26 Jan 2009, 12:17
ვირჯინია

რაც უფრო მეტჯერ წაიკითხავ, უფრო და უფრო ბევრ რაღაცას აღმოაჩენ smile.gif
წაიკითხე კიდევ..

Posted by: ვირჯინია 26 Jan 2009, 13:12
რუსთაველი
ეგ საერთოდ ნორმალური წიგნების უმეტესობაზე შეიძლება ითქვას ყოველთვის იპოვი რაღაცას , რაც შენი ცხოვრების იმ ეტაპისთვის საჭირო და საინტერესოა, ხოდა რა გასაკვირია ,,სამი მეგობრის" შემთხვევაშიც რომ ეგრე იყოს. იმხელა დადებითი ენერგეტიკა აქვს, წაკითხვისას მგონი ვიტენები biggrin.gif

Posted by: chorven:) 26 Jan 2009, 13:34
Marietta
QUOTE
რას მერჩი?user posted image

არაფერს, მეც მიყვარდა მეთქი, ხომ გითხარი, თან, გოტფრიდის სიკვდილამდე, ყველაზე მეტად (მერე იმ სიკვდილმა ისე იმოქმედა, ლამის გადავყევი biggrin.gif )და რომ დაუკვირდე, არც ისე ბულკი კაცი იყო ეს ოტო, მეტი არაფერი biggrin.gif
ისე, კარგად აღარც მახსოვს, სიმართლე გითხრა, ბებერი დეიდა ვარ მე უკვე user.gif

2kiss.gif

Posted by: tatuli1989 26 Jan 2009, 17:03
MSN
QUOTE
თვითონ კაცმა უნდა ეცადო რობი ან გოტფრიდი იყო და აუცილებლად მოგძებნიან ისინი ვისაც ეძებთ.....

gigi.gif სკაიპში კი მიწერია პატრიცია ჰოლმანი და
user.gif gigi.gif


რუსთაველი

ეგ წიგნი ჩემთვის პირდაპირ კავშირშია შენს თემასთან რატომ დარეგისტრირდი ფორუმშიო user.gif givi.gif
წავიკითხე 2 წლის წინ და ეხლა სიმართლე გითხრა როცა ვშლი ძალიან ბევრი რამე მახსენდება და სულ ვერიდები მაგ წიგნს ..არც ვუყურებ ხშირად..არადა ძალიან მიყვარს
უკვე ჩემი სახლი რომ იყო დაცლილი და მე კიდე წამოსვლა არ მინდოდა ..
ლეიბი რომ არ იყო და იატაკზე მეძინა ღამე ..
პლიტასთან რომ ვიჯექი და ვკითხულობდი..
კიდე ერთი ადამიანი მახსენდება..
კიდე ის მახსენდება როგორ გავუცრუვე იმედები..
კიდე ის მახსენდება რა აჟიტირებული ვიყავი ..
კიდე ის მახსენდება კომპიუტერის დარბაზში რომ ვიჯექი ხოლმე დიდხანს ..
კიდე ის მახსენდება მაგ წიგნს(ბიბლიოთეკის იყო) ყდა რომ ჰქონდა მოხეული და მე კიდე წებო ვიყიდე და დავაწებე
user.gif
ეჰ
user.gif

მერე ყიდვა მინდოდა და დიდხანს დავდიოდი პლეხანოვზე ბუკინისტებში
...
მამაჩემი მეუბნებოდა არ გინდაო სოფელში გვექნებაო..
მართლაც მერე ჩავედი და ჩემი დიდი ბაბუის ნაყიდი ეგ წიგნი ვნახე..


ხო ხო აღარ შეგაწყენ თავს წაიკითხე წაიკითხე
user.gif


chorven:)
givi.gif user.gif პროფაილში რაღაცეები რომ გეწერა ყველაფერი წაგიშლია..

Posted by: chorven:) 26 Jan 2009, 17:30
tatuli1989
QUOTE
givi.gif user.gif პროფაილში რაღაცეები რომ გეწერა ყველაფერი წაგიშლია..

--------------------

რაო?
სად რა მეწერა?

Posted by: tatuli1989 26 Jan 2009, 18:04
chorven:)
ბლოგპოსტის მისამართი და დაბადების თარიღი
user.gif

Posted by: chorven:) 26 Jan 2009, 18:06
tatuli1989
QUOTE
ბლოგპოსტის მისამართი და დაბადების თარიღი user.gif

მე რომ ბლოგი არ მაქვს, საყვარელო smile.gif
ანდრომაც მკითხა, სხვაა ის smile.gif

Posted by: tatuli1989 26 Jan 2009, 18:07
chorven:)
შემეშალა
user.gif

თან ავატარებიც ერთნაირია მგონი და
user.gif

Posted by: chorven:) 26 Jan 2009, 18:10
tatuli1989
QUOTE
თან ავატარებიც ერთნაირია მგონი და user.gif

კაი, არ გამაგიჟო!
ლინკი დადე რა, რა ბლოგია ასეთი, მაინტერესებს, მართლა

Posted by: Levana_brzeni 26 Jan 2009, 18:12
მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები შესრულებულია მონოტონურად და გასაგებად, 'სამი მეგობარი' არაა მხოლოდ ამბის თხორბა. ეგაა კონფეფტუალური ნაწარმოები. იმისთვის რომ ჩახვდე რემარკს, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პაციფისტს, საჭიროა სხვა ეპოქების ავტორებს იყო ჩახვედრილი მანამდე :დ smile.gif

Posted by: tatuli1989 26 Jan 2009, 18:24
chorven:)
მე ვერ ვიპოვე ეგ იუზერი მარა აგე ბლოგპოსტი
gigi.gif
user.gif
http://busuna.blogspot.com/

Posted by: chorven:) 26 Jan 2009, 18:34
tatuli1989
QUOTE
მე ვერ ვიპოვე ეგ იუზერი მარა აგე ბლოგპოსტი gigi.gif user.gif http://busuna.blogspot.com/

რა მშვენიერი მფრინავი ძროხები დაუყენებია, მეც მინდა ეგენი biggrin.gif
მე ნამდვილად არ ვარ smile.gif

Posted by: tatuli1989 26 Jan 2009, 18:36
chorven:)
აწი აღარ შემეშლება
chups.gif

Posted by: Marietta 26 Jan 2009, 22:40
chorven:)

QUOTE
მერე იმ სიკვდილმა ისე იმოქმედა, ლამის გადავყევი 


ზუუუსტად
მაგ სიკვდილმა ორ ნაწილად გამიხლიჩასავით წიგნი.
ოღონდ ცუდი გაგებით - არა

QUOTE
არც ისე ბულკი კაცი იყო ეს ოტო


გოტფრიდის სიკვდილის შემდეგ როგორც მოიქცა,იმაზე ამბობ?

QUOTE
ისე, კარგად აღარც მახსოვს

მეც რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და უნდა მახსოვს,თითქოს
მაგრამ მაინც მიმავიწყდა დეტალები.
ნერვები მეშლება ამაზე, წიგნებიდან ჩემი საყვარელი ადგილებიც რომ მავიწყდება ხოლმე
რაც არ უნდა იყოს,კესტერი სულ მეყვარება. წიგნის კითხვისას ვერ ვხვდებოდი ზუსტად ჩემს დამოკიდებულებას. ბოლოსკენ გავიაზრე,როგორ მივიღე ეგ პერსონაჟი.
გავერთიანდეთ კესტერისტები : ))
user posted image

ჰოო,რობიზე მინდოდა თქმა
თითქოს,ვერაფერი აღმოვუჩინე უარყოფითი ან აღარ მახსოვს კარგად,მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი რობიზე.
ვერ ვხვდები მიზეზს.

tatuli1989
QUOTE
კიდე ის მახსენდება მაგ წიგნს(ბიბლიოთეკის იყო) ყდა რომ ჰქონდა მოხეული და მე კიდე წებო ვიყიდე და დავაწებე


გეენაცვალე : ))

Posted by: chorven:) 4 Feb 2009, 02:23
Marietta
QUOTE
გოტფრიდის სიკვდილის შემდეგ როგორც მოიქცა,იმაზე ამბობ?

გამახსენე, ქუჩაში მოკლა ვინმე? cry.gif აღარ მახსოვს, დავბერდი 2kiss.gif

QUOTE
ისე,ავადმყოფი ქალების როლზე ვფიქრობდი წიგნებში მმმ

strixnina
სტრიხნინ, გესმის ?!
givi.gif

Posted by: Pier-Pablo 4 Feb 2009, 12:47
გარდა იმისა რომ მას აქვს საკმაოდ კარგი ლიტერატურული ნამუშევრები, მას აქვს შესანიშნავი აფორიზმები და გამონათქვამები.

Posted by: shokoladka 4 Feb 2009, 16:53
JORJ MORISSONI
მეც ძალიან მიყვარს, ,,3 მეგობარი" მაგარია

Posted by: infra-red3 19 Feb 2009, 03:09
Marietta
შენ ეს ნახეე?oto kesteri
biggrin.gif

Posted by: Miss tata 19 Feb 2009, 11:31
მე "სამ მეგეობარს" "ტრიუმფალური თაღი მირჩევნია" , და ჩემი აზრით ესაა მისი საუკეთესო ნამუშევარი boli.gif

Posted by: Marietta 19 Feb 2009, 13:28
chorven:)

კესტერმა? შურისძიებაზე ამბობდი,მეგონა

QUOTE
დავბერდი 


შენ რა დაგაბერებს user posted image

infra-red3

ვნახე,ჰოო mo.gif
მაგრამ რა მექნა?! rolleyes.gif

Posted by: irusha 19 Feb 2009, 15:01
მე მის საუკეთესო ნამუშევრად მაინც "სამ მეგობარს" ვთვლი... ჩემი უსაყვარლესი წიგნია... "ტრიუმფალრუი თაღი" გენიალურია, მაგრამ "სამი მეგობარი" რაღაც სულ სხვაა რაა ...

Posted by: infra-red3 19 Feb 2009, 23:46
Marietta
QUOTE
ვნახე,ჰოო 
მაგრამ რა მექნა?! 

მოიცა არ იძახი ჩემი იდეალიაო? ხოდა იმოქმედე!!!!
user posted image

Posted by: Miss tata 20 Feb 2009, 02:14
irusha
QUOTE
მე მის საუკეთესო ნამუშევრად მაინც "სამ მეგობარს" ვთვლი... ჩემი უსაყვარლესი წიგნია... "ტრიუმფალრუი თაღი" გენიალურია, მაგრამ "სამი მეგობარი" რაღაც სულ სხვაა რაა ...

რა თქმა უნდა 'სამი მეგობარი' ძალიან მაგარია , მაგას არც ვუარყოფ, მაგრამ
ტრიუმფალურ თაღში უფრო მეტი საკითხია დასმული user.gif

Posted by: rezo77_77 20 Feb 2009, 10:25
QUOTE (actionscript @ 25 Jan 2009, 18:48 )
QUOTE
პატის ვეძებ რეალურ ცხოვრებაში,უბრალოდ ძალიან მაინტერესებს, არსებობენ ასეთი ქალები

არა!
მე ვერ ვიპოვე და რავი user.gif

გაცილებით უკეთესებიც არსებობენ, ცოტა მეტი ძებნა სჭირდებათ და ეგაა smile.gif

Posted by: xanka 20 Feb 2009, 12:06
ძალიან მიყვარს. "სამი მეგობარი" " ტრიუმფალური თაღი" შემიძლია განმეორებით წავიკითხო.

Posted by: Marietta 20 Feb 2009, 20:26
infra-red3

ჰოო,ვამბობ,მაგრამ mo.gif
რა გარანტია მაქვს,რომ იკესტერებს? : D
ანუ მხოლოდ სახელად აქვს,იქნებ და წიგნის გმირის მეტი არაფერი http://smiles.myweb.ge

Posted by: giorgi@benazy 20 Feb 2009, 20:31
აუ მაგის ჯამი სიცოცხლისა და ჯამი სიკვდილისა დავამტავრე და ეხლა 3 მეგობარს ვიწყებ ოღონდ რუსულადაა sad.gif
ისე ესენიც ძლივს ვიშოვე

Posted by: infra-red3 20 Feb 2009, 23:38
Marietta
QUOTE
რა გარანტია მაქვს,რომ იკესტერებს? : D
ანუ მხოლოდ სახელად აქვს,იქნებ და წიგნის გმირის მეტი არაფერი 

მაგის გარანტია არ გაქვს...მარა თუ არ ცდი.... ვერც გაიგებ biggrin.gif
როცა ნიკად აირჩია ე.ი. ეს გმირი მასაც მოსწონს და მისთვისაც კაი ტიპია...ანუ თავადაც შეეცდება დაემსგავსოს თუ უკვე არ ამოიცნო საკუთარი თავი ოტოში:ფსიქოლოგია:
დაუნიშნე პაემანი bis.gif კიარადა პმ wink.gif

Posted by: alin_alin 20 Feb 2009, 23:59
" ტრიუმფალური თაღი" "სამი მეგობარი" წამიკითხია)))ეხლა ვკითხულობ "на западном фронте без перемен"
"я помню страшные картины в лазарете: отравленные газом, которые еще несколько долгих дней умирают от удушья и рвоты по кусочкам отхаркивая перегоревшие легкие"
თავის ნაწარმოებში რემარკი ჩუმად ლაპარაკობს. იგი არ გასწავლის უბრალოდ გესაუბრება.
он тихо шепчет тебе на ухо...

Posted by: Marietta 21 Feb 2009, 20:08
infra-red3

მოგზავნილო user.gif

QUOTE
თუ უკვე არ ამოიცნო საკუთარი თავი ოტოში


ასეთი არავინ მინახავს ჯერ და ვერც ვნახავ,მგონი mo.gif
პესიმიზმი არაფერ შუაშია
ეგრეა და user.gif

Posted by: trombatore 22 Feb 2009, 13:26
ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას ჩემი აზრითაც გენიალური მწერალია

Posted by: love_u 24 Feb 2009, 02:09
რემარკი ბავშვობას მახსენებს.. კითხვა სერიზულად მისი "სამი მეგობრით" დავიწყე და ალბათ მაგიტომ... დღესაც შემიძლია დავიჭირო ნებისმისერი მისი ნაწარმოები და კიდევ ერთხელ წავიკითხო..

კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ძალიან ვაფასებ ომისადმი მისი დამოკიდებულება... ყველაზე მეტად ომი მძულს მეც... რემარკის წაკითხვის მერე ადამიანს იარაღის აღება კი არა მშვიდობის ქადაგება გინდება...

Posted by: Marietta 14 Mar 2009, 18:56
QUOTE
3 მეგობარს ვიწყებ


რა კარგია mo.gif

"... არ ესმოდა,რომ შეიძლება კაცმა ყოვლად მოულოდნელი,არაჩვეულებრივი რამეები გააკეთოს და ამავდროულად სრულიად უნუგეშო იყოს.პირდაპირ გასაკვირია,რამდენად სულელურია ეს დარდის ეტიკეტი,მკვდარივით გალეშილი რომ გენახე- წესიერება დაცული იქნებოდა. მე კი ჭადრაკს ვთამაშობდი და მერე დასაძინებლად დავწექი,ეს სულაც არ ლაპარაკობს იმაზე,რომ უგულო და უგრძნობელი ვარ.რა არის აქ გაუგებარი.."

ორი სიტყვა მომწონს: "დარდის ეტიკეტი"

Posted by: LadyDay___ 14 Mar 2009, 22:50
QUOTE (alin_alin @ 20 Feb 2009, 23:59 )

თავის ნაწარმოებში რემარკი ჩუმად ლაპარაკობს. იგი არ გასწავლის უბრალოდ გესაუბრება.

+1

მგონი ყველაზე სწორი განსაზღვრებაა smile.gif

Posted by: Cousteau 14 Mar 2009, 22:55
QUOTE (alin_alin @ 20 Feb 2009, 23:59 )
"на западном фронте без перемен"

მაგარი წიგნია ....

QUOTE
ოღონდ რუსულადაა

ქართული არ ვიცი და რუსულად რემარკის ბევრი წიგნია კარგად ნათარგმნი

Posted by: Vivienne 17 Mar 2009, 00:41
Reamarque-ს რომ ვკითხულობ სულ, სულ პარიზში, რომელიმე კუთხის პატარა კაფეში მინდა ვიჯდე ცხელი შოკოლადით...

გამაჟრიალა smile.gif)

Posted by: zazabichi 17 Mar 2009, 01:10
user posted image

Posted by: cataclysm 17 Mar 2009, 01:17
Vivienne
cry.gif cry.gif


ეეჰ.. baby.gif baby.gif ამას წინათ Paris je t'aime-ს ვუყურე (კიდევ ერთხელ) რომელიღაც არხზე..და ცუდად გავხდი baby.gif



მომენატრა რემარკი..ზევით ვიღაცას ეწერა ბავშვობას მაგონებსო..ჰოდა მეც yes.gif yes.gif

Posted by: Vivienne 17 Mar 2009, 01:22
zazabichi
კალვადოსი... ეხხ

cataclysm
smile.gif

Posted by: zazabichi 17 Mar 2009, 01:26
Vivienne

QUOTE
კალვადოსი...


CODE
...Кельнер вернулся с бутылкой, неся её бережно, как запеленатого младенца. Это была грязная бутылка, совсем не похожая на те, которые специально посыпают пылью для туристов, а просто очень грязная бутылка, пролежавшая много лет в подвале. Кельнер осторожно откупорил ее, понюхал пробку и принес две большие рюмки.
- Вот, мсье, - сказал он Равику и налил немного кальвадосу на донышко.
Равик взял рюмку и вдохнул аромат напитка. Затем отпил глоток, откинулся на спинку стула и удовлетворенно кивнул. Кельнер ответил кивком и наполнил обе рюмки на треть.
- Попробуй-ка, - сказал Равик Жоан.
Она тоже пригубила и поставила рюмку на столик. Кельнер наблюдал за ней. Жоан удивленно посмотрела на Равика.
- Такого кальвадоса я никогда не пила, - сказала она и сделала второй глоток. - Его не пьешь, а словно вдыхаешь.
- Вот видите, мадам, - с удовлетворением заявил кельнер. - Это вы очень тонко заметили.
- Равик, - сказала Жоан. - Ты многим рискуешь. После этого кальвадоса я уже не смогу пить другой.
- Ничего, сможешь.
- Но всегда буду мечтать об этом.
- Очень хорошо. Тем самым ты приобщишься к романтике кальвадоса.
- Но другой никогда уже не покажется мне вкусным.
- Напротив, он покажется тебе еще вкуснее. Ты будешь пить один кальвадос и думать о другом. Уже хотя бы поэтому он покажется тебе менее привычным.
Жоан рассмеялась...


Posted by: რუსთაველი 21 Mar 2009, 19:57
QUOTE
ერიხ მარია რემარკი, უგენიალურესი მწერალი


ნამდვილად, ნამდვილად..



ვკითხულობ "სამ მეგობარს" smile.gif

Posted by: Saltimbanque 22 Mar 2009, 14:09
QUOTE
ერიხ მარია რემარკი, უგენიალურესი მწერალი


გენიალურს "უ-" არ მოვაშოროთ? rolleyes.gif

Posted by: Unico 24 Mar 2009, 21:34
ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესო მწერალია ჩემთვის smile.gif


Posted by: kuskusela 29 Mar 2009, 11:45
QUOTE
ერიხ მარია რემარკი, უგენიალურესი მწერალი

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია, ის მართლაც გენიალურია bis.gif

Posted by: actionscript 29 Mar 2009, 17:12
QUOTE
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია, ის მართლაც გენიალურია

+1


Posted by: whin 2 Apr 2009, 02:02
ძალიან საინტერესო მწერალია...სამი მეგობარი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი იყო smile.gif ისე მიყვარდა,რამდენჯერმე მაქვს წაკითხული yes.gif

Posted by: irusha 20 Apr 2009, 15:16
ახლა ვამთავრებ "ნასესხებ სიცოცხლეს" ... "სამ მეგობართან" და "ტრიუმფალურ თაღთან" შედარებით სუსტია... მაგრამ ისე ესეც ძალიან მაგარია... რემარკი მართლაც გენიალურია user posted image

Posted by: north 21 Apr 2009, 20:26
ჩემი აზრით ტრიუმფალური თაღი საუკეთესოა , ძალიან კარგადაა გადმოცემული ომის საშინელება და ის თუ რელიგიურ ფანატიზმს სადამდე მიყავს ადამიანი pop.gif

Posted by: Miss tata 21 Apr 2009, 22:16
north
QUOTE
ჩემი აზრით ტრიუმფალური თაღი საუკეთესოა , ძალიან კარგადაა გადმოცემული ომის საშინელება და ის თუ რელიგიურ ფანატიზმს სადამდე მიყავს ადამიანი pop.gif

+100
გეთანხმები.... ყველას ჯობია yes.gif

Posted by: Pep Guardiola 21 Apr 2009, 22:21
QUOTE
ძალიან საინტერესო მწერალია...სამი მეგობარი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი იყოისე მიყვარდა,რამდენჯერმე მაქვს წაკითხული


მეც მასე ვიყავი yes.gif







Posted by: mixasa 21 Apr 2009, 22:29
[quote]ჩემი აზრით ტრიუმფალური თაღი საუკეთესოა[/quote

გეთანხმები

Posted by: utilizatori 21 Apr 2009, 22:38
[quote][quote]ჩემი აზრით ტრიუმფალური თაღი საუკეთესოა[/quote

გეთანხმები[/quote]

ვიცი ეგ თაღი ნანახი მაქვს
მემგონი ინგრევა ეხლა და საერმონტოა















































biggrin.gif
სამი მეგობარი მიყვარს მე ძალიან

Posted by: Immortal Beloved 26 Apr 2009, 15:36
QUOTE

უგენიალურესი მწერალი

no.gif no.gif no.gif
უგენიალურესი კვადრატში yes.gif

love.gif

Posted by: paranoid 26 Apr 2009, 15:42
QUOTE
უგენიალურესი კვადრატში 

ვადასტურებ smile.gif გეგონება კინოს უყურებ ისე საკაიფოდ წერს. ფილმები არ არის მისი ნაწარმოებების მიხედვით?

Posted by: Immortal Beloved 26 Apr 2009, 17:27
QUOTE (paranoid @ 26 Apr 2009, 15:42 )
QUOTE
უგენიალურესი კვადრატში 

ვადასტურებ smile.gif გეგონება კინოს უყურებ ისე საკაიფოდ წერს. ფილმები არ არის მისი ნაწარმოებების მიხედვით?

ჰმ, როგორ არ არის, აი: http://www.imdb.com/name/nm0718871/

Posted by: paranoid 26 Apr 2009, 20:13
Immortal Beloved
ჯიგარი ხარ. ნოჩ ვლისაბონე გაიჩითა ოღონდ 71შია გადაღებული. მაინც ვნახავ შვარცი რა როჟაა ერთი აბა კინოს მუღამში

Posted by: Immortal Beloved 26 Apr 2009, 22:43
QUOTE (paranoid @ 26 Apr 2009, 20:13 )
Immortal Beloved
ჯიგარი ხარ. ნოჩ ვლისაბონე გაიჩითა ოღონდ 71შია გადაღებული. მაინც ვნახავ შვარცი რა როჟაა ერთი აბა კინოს მუღამში

გაიხარე wink.gif

ტრიმფალურ თაღს ვიწერ ახლა user.gif 5% vik.gif

Posted by: K-A-X-A 2 May 2009, 13:06
რუსთაველი
QUOTE
ვკითხულობ "სამ მეგობარს"

უძააანმაგრესი წიგნია..


მაგრა მიყვარს...

Posted by: Cousteau 2 May 2009, 17:02
All Quiet on the Western Front (2009) (announced) (novel)
აუFF იFო არის რამე ამაზე?


The Road Back (1937) (novel "Der Weg zurück") ამის ლინკი ხო არ გეგულებათ ვინმეს?


Posted by: Spring 11 May 2009, 23:32
თუკი რამე სასემლის სახელი გამიგია, ყველა მისი წიგნებიდან smile.gif

Posted by: LadyDay___ 11 May 2009, 23:57
QUOTE (Spring @ 11 May 2009, 23:32 )
თუკი რამე სასემლის სახელი გამიგია, ყველა მისი წიგნებიდან  smile.gif

+1 boli.gif .................................................................

ბოლო დროს არა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ხშირად ვკითხულობდი ამ ავტორს, განსაკუთრებით "ტრიუმფალური თაღი", "სამი მეგობარი" და "ნასესხები სიცოცხლე" მიყვარს

სამაგიეროდ არ მიყვარს სიტყვა გენიალური help.gif spy.gif user.gif

Posted by: Funet 20 Aug 2009, 12:50
სამი მეგობარიი 3-ჯერ მაკვს წაკითხული და ჯერაც არ მომბეზრებიაა ისე მაგრად მიყვარს,აი უდზლიერესია ნაწარმოებიაა. რემარკი მაგარია,რომანტიკოსიაა მე მგავს რაა სულ, ეგ ოხერიი biggrin.gif

Posted by: xronopi 20 Aug 2009, 16:18
QUOTE (JORJ MORISSONI @ 14 Mar 2006, 20:17 )
მოკლედ ეს კაცი ჩემი უსაყვარლესი მწერალია. მავანმა და მავანმა მას შეიძლება მას მეორეხარისხოვანი მწერლის სტატუსიც მიანიჭოს, მაგრამ მე მისი სიცოცხლით სავსე ნაწარმოებები ათასსჯერ მირჩევნია ბევრი ვაი მწერლის ჩაჟანგულ და შთაბეჭდილებისმოხდენისსურვილისმქონე ნაწარმოებებს.
ამ ადამიანმა მრავალი გასაჭირი და გადაიტანა მთელი თავისი ვხოვრების მანძილი და მივიდა უდიადეს დასკვნამდე რომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი %ლეობა არის ომი, მნიშვნელობა არა აქვს რა მიზნით.
მოკლედ ვილაპარაკოდ ამ კაცზე, დავდოთ მისი სურათები.
We have to believe

in the future,

in a better

future.

The world wants peace . . .

ერთი დღის ბუზი.
როგორც მას გერმანელები უწოდებენ.........
სიღრმე აკლია ბიძიკო, სიღრმე...

Posted by: ORIONI 23 Aug 2009, 18:05
QUOTE
სამი მეგობარიი 3-ჯერ მაკვს წაკითხული და ჯერაც არ მომბეზრებიაა

ყოველ წელს ვკითხულობ ბავშვობიდან, ყოველ წელს ცხოვრებისეულად სხვადახვანაირად ვუყურებ და სხვადასხვანაირად მომწონს. უძლიერესი ნაწარმოები, უძლიერესი გმირებით. ჩემ პირველ მანქანასაც კარლი ერქვა smile.gif

Posted by: ფრენოლოგი 24 Aug 2009, 21:25
სამი მეგობარი < კარგია
ტრიუმფალური თაღი < მე არ მომეწონა

Posted by: ქეთო 24 Aug 2009, 21:46
რემარკის მსგავსად არცერთი ავტორი არ მიყვარს.. ჰო,ეგზიუპერიც მიყვარს, თუმცა მხოლოდ "პატარა პრინცი" მაქვს წაკითხული..რემარკის კი თითქმის ყველაფერი..ერთხელ მოვძებნე თუ რაიმეს მოძებნა შეიძლებოდა..

ძალიან მიყვარს.. "სამი მეგობარი", რა თქმა უნდა, განსაკუთრებით.. smile.gif

Posted by: Funet 25 Aug 2009, 01:06
რემარკს სიღრმე აკლია?? სასაცილოა...

Posted by: lola_keta 25 Aug 2009, 11:06
ვგიჟდები მე ამ კაცზეეეე, აიიი ჭკუა მეკეტება რასაც ქვია რაააა jump.gif jump.gif

ტრიუმფალური თაღი რო წავიკითხე მერე კარგახანი სხვა წიგნს ვეღარ ვკითხულობდი.



პ.ს. სამი მეგობარის ელექტრონული ვერსია არ არსებობს???? მოვკვდი მაგ წიგნის ძებნით და ვერსად ვერ ვნახე user.gif user.gif

Posted by: Oliver 25 Aug 2009, 17:37
პრინციპები კარგია, მაგრამ ხანდახან მათი დარღვევაა საჭირო, რათა მათგან სიამოვნება მიიღო.

lola_keta
მხოლოდ რუსული ვერსია ვიცი sad.gif
http://lib.ru/INPROZ/REMARK/tritovar.txt

Posted by: lola_keta 25 Aug 2009, 18:24
Oliver
ძალიან დიდი დიდი მადლობა მაგრამ რუსულად აზრი არ აქვს ჩემთვის baby.gif baby.gif



Posted by: tinaland 23 Oct 2009, 15:25
ტრიუმფალურმა თაღმა გამაოცა ! ემოციების გარეშე ვერ ვიხსენებ მაგ წიგნის ეპიზოდებს , რავიკზე ვგიჟდები ძალიან ახლოსაა ჩემთან მისი საუბრები user.gif ამ ადამიანთან ერთად ყოფნა მომინდა უბრალოდ დალაპარაკება user.gif

Posted by: შევარდენი1906 12 Dec 2009, 09:34
4 წლის თემაა და ვითომ კიდე არ დევს სადმე სამი მეგობარი ქართულად?
QUOTE
http://www.lib.ru/INPROZ/REMARK/tritovar.txt
აი რუსებს მაშინაც ქონიათ sad.gif

Posted by: natia-ameli 30 Dec 2009, 18:48
ძალიან მიყვარს ''სამი მეგობარი'' love.gif

Posted by: violet 1 Jan 2010, 11:42
love.gif love.gif love.gif
love.gif love.gif love.gif

Posted by: Bruno Dumont 2 Jan 2010, 18:43
xronopi
QUOTE
სიღრმე აკლია ბიძიკო, სიღრმე...

აბა შენს დონეს ვერ ქაჩავს ხო?

Posted by: Miss tata 2 Jan 2010, 18:54
მე მიყვარს ეს კაცი...
ყველაზე ძალიან "ტრიუმფალური თაღი" ..
love.gif ამ ბობენ ეგ წიგნი თავის თავზე დაწერაო.. მართალ არს თუ იცით ? biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 3 Jan 2010, 00:06
Miss tata
QUOTE
მე მიყვარს ეს კაცი...

გაიზარდე
love.gif 2kiss.gif

Posted by: Barklai 3 Jan 2010, 01:12
"სამი მეგობარი" ერთ დღეში წავიკითხე.ზაფხული იყო, მგონი 12 წლის ვიყავი. კითხვა დავამთავრე, ფეხზე ავდექი და გულიც წამივიდა . . .
ჭამა დამავიწყდა იმ დღეს და იმიტომ sad.gif

იმის მერე ჩემ ხელში წიგნის დანახვაზე სახლში სკანდალი იწყებოდა smile.gif)

Posted by: marilis 3 Jan 2010, 02:48
Barklai
QUOTE
"სამი მეგობარი" ერთ დღეში წავიკითხე.ზაფხული იყო

როგორ მიყვარდა ეგ წიგნი, მე კიდევ ზამთარში წავიკითხე და სხვა სეზონზე წარმოუდგენლად მეჩვენება მაგ წიგნის დამუღამება, ისევე როგორც დიკენსის, ზამთარი უხდება

Posted by: minerva 3 Jan 2010, 02:57
Barklai
QUOTE
სამი მეგობარი" ერთ დღეში წავიკითხე.ზაფხული იყო, მგონი 12 წლის ვიყავი. კითხვა დავამთავრე, ფეხზე ავდექი და გულიც წამივიდა . . .


მე დედოფალი მარგო მაქვს მასე წაკითხული, ერთი ამოსუნთქვა-ამოსლუკუნებით user.gif


Posted by: Barklai 4 Jan 2010, 21:55
marilis

QUOTE
როგორ მიყვარდა ეგ წიგნი, მე კიდევ ზამთარში წავიკითხე და სხვა სეზონზე წარმოუდგენლად მეჩვენება მაგ წიგნის დამუღამება, ისევე როგორც დიკენსის, ზამთარი უხდება


minerva

QUOTE
მე დედოფალი მარგო მაქვს მასე წაკითხული, ერთი ამოსუნთქვა-ამოსლუკუნებით


"დედოფალი მარგო" მაქვს სწორედ წაკითხული ზამთარში, ლამპის შუქზე...
წარმოიდგინეთ ბართლომეს ღამეზე კითხულობ ლამპის შუქზე, დაგავიწყდება ცხოვრებაში? smile.gif

Posted by: ashley judd 17 Jan 2010, 22:25
მე დიდიხანია გამოვედი ბავშვობისა და თინეიჯერობის ასაკიდან, მაგრამ რემარკი მაინც გენიალურად მიმაჩნია, რაც მიყვარს ისაა ჩემთვის გენიალური. თუკი მკითხველად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, განა ეს მხოლოდ თვისება არ არის საკმარისი მისი გენიალურად აღიარებისთვის? თუარადა, მათ, ვინც რემარკს საეტაპო მწერლად თვლით, იქნებ ამიხსნათ გენიალობის თქვენეული კრიტერიუმები?
* * *
Gode
QUOTE
შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია და ვთვლი რომ არაფრით ჩამოუვარდება იგივე ჰერმან ჰესეს და თომას მანს. მეორე საკითხია თუ ვინმეს არ მოსწონს ის სტილი და თვლის რომ ის პრობლემატიკა და ის აზრები რაც რემარკს უწერია 15 წლის მოზარდისთვისაა განკუთვნილი. ბევრს იცნობთ ეგეთ 15 წლის მოზარდს?  თუ რომ იზრდება ადამიანი აღარც სიყვარულის, აღარც სილამაზის, აღარც "პურის და მიწის" აღქმა აღარ რჩება და აუცილებლად პროფესორის სახით უნდა იჯდეს და ბოდლრეზე იბაასოს სალონური საუბრებისას?  მე დიდად არ მიყვარს თომას მანი, მაგრამ ეს არანაირად არ აკნინებს მას  არ მომწონს და მღლის მისი წერის მანერა, მაგრამ არ ვამბობ რომ ის გენიოსი არაა 

2kiss.gif
QUOTE
"მან სული დალია ღამის უკანასკნელ საათში, როგორც კი განთიადმა იძალა. გაჭირვებით და ტანჯვით კვდებოდა იგი. არავის აღარ შეეძლო მისი შველა. იგი გამწარებული ჩაბღუჯოდა ჩემს ხელს, თუმცა ვეღარ კი მცნობდა.
ვიღაცამ როდისღაც თქვა:
- იგი მოკვდა.
- არა - შევესიტყვე მე. - ჯერ არ მომკვდარა. მას ჯერ კიდევ მაგრად უჭირავს ჩემი ხელი.
სინათლე. აუტანელი, თვალისმომჭრელი სინათლე. ადამიანები. ექიმი. მე ნელ-ნელა ვშლი თითებს. პატის ხელი მოწყვეტილივით ეცემა. სისხლი. სულის შეხუთვით დამახინჯებული სახე. გაყინული, ტანჯული თვალები. ყავისფერი, აბრეშუმისებრი თმა.
- პატ - ვამბობ მე. - პატ!
და მან პირველად არ გამცა პასუხი.

***

- მარტო დარჩენა მინდა, - ვამბობ მე.
- საჭირო არ არის ახლა... - ამბობს ვიღაც.
- არა - ვპასუხობ მე. - წადით, ხელს ნუ ახლებთ.
მერე სისხლი მოვბანე. გავხევდი. თმები დავვარცხნე. ის ცივდებოდა. ჩემს ლოგინში გადავიტანე და საბნები დავახურე. მის გვერდით ვიჯექი, ვერაფერზე ვფიქრობდი. სკამზე ვიჯექი და მას შევყურებდი. ძაღლი შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. ვხედავდი, თუ როგორ იცვლებოდა პატის სახე. არაფერი არ შემეძლო, მხოლოდ ასე გამოფიტული თუ ვიჯდებოდი და მას ვუმზერდი. მერე გათენდა კიდეც და ის უკვე აღარ იყო."



"მე ვყვირი, მთელი ხმით ვყვირი, მაგრამ თქვენ არ გესმით"
მგონი ასეა ეს ფრაზა, ზუსტად არ მახსოვს.

და კიდევ, წყვილი "სამ მეგობარში" მახსენებს წყვილს "მშვიდობით იარაღში", ან პირიქით.
* * *
ხოდა წავედი ეხლა, ორივე უნდა წავიკითხო ალაგ-ალაგ wink.gif

Posted by: PEDRO 18 Jan 2010, 14:27
მოზრდილობაში წავიკითხე პირველად ,,სამი მეგობარი,, და კარგად მახსოვს რა სითბო და ადამიანის სიყვარული დამიტოვა გულში.

Posted by: oswaldo 24 Jan 2010, 21:14
რემარკი დიდი მწერალი არის ნამდვილად, მაგრამ უგენიალურესი არა.

Posted by: umbr_ella 29 Jan 2010, 00:33
QUOTE
"მან სული დალია ღამის უკანასკნელ საათში, როგორც კი განთიადმა იძალა. გაჭირვებით და ტანჯვით კვდებოდა იგი. არავის აღარ შეეძლო მისი შველა. იგი გამწარებული ჩაბღუჯოდა ჩემს ხელს, თუმცა ვეღარ კი მცნობდა.
ვიღაცამ როდისღაც თქვა:
- იგი მოკვდა.
- არა - შევესიტყვე მე. - ჯერ არ მომკვდარა. მას ჯერ კიდევ მაგრად უჭირავს ჩემი ხელი.
სინათლე. აუტანელი, თვალისმომჭრელი სინათლე. ადამიანები. ექიმი. მე ნელ-ნელა ვშლი თითებს. პატის ხელი მოწყვეტილივით ეცემა. სისხლი. სულის შეხუთვით დამახინჯებული სახე. გაყინული, ტანჯული თვალები. ყავისფერი, აბრეშუმისებრი თმა.
- პატ - ვამბობ მე. - პატ!
და მან პირველად არ გამცა პასუხი.

***

- მარტო დარჩენა მინდა, - ვამბობ მე.
- საჭირო არ არის ახლა... - ამბობს ვიღაც.
- არა - ვპასუხობ მე. - წადით, ხელს ნუ ახლებთ.
მერე სისხლი მოვბანე. გავხევდი. თმები დავვარცხნე. ის ცივდებოდა. ჩემს ლოგინში გადავიტანე და საბნები დავახურე. მის გვერდით ვიჯექი, ვერაფერზე ვფიქრობდი. სკამზე ვიჯექი და მას შევყურებდი. ძაღლი შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. ვხედავდი, თუ როგორ იცვლებოდა პატის სახე. არაფერი არ შემეძლო, მხოლოდ ასე გამოფიტული თუ ვიჯდებოდი და მას ვუმზერდი. მერე გათენდა კიდეც და ის უკვე აღარ იყო."



ეს წუთები ძალიან ახლოსაა ჩემთან... ეს ყველაფერი ზუსტად ასევე მაქვს განცდილი რეალობაში, როგორც ამ წიგნის ბოლო გვერდზეა აღწერილი...
წიგნი მაშინ წავიკითხე, როცა "ისიც" აღარ იყო და მისივე "ანდერძში" წავაწყდი თხოვნას, წამეკითხა და ვერ გეტყვით ამას რა ერქვა... იგი ხელმეორედ მოკვდა ჩემთვის... მაგრამ სამაგიეროდ ბევრს მივხვდი... და Gode დიიიდი მადლობა, ეს სიტყვები რომ დაწერე....

Posted by: ekita 2 Mar 2010, 02:59
QUOTE (zazabichi @ 27 Feb 2007, 13:19 )
ომის საშინელება, მეგობრობა, ერთგულება, უდიდესი სიყვარული და კალვადოსი.

როგორ ამბობს დოქტორ რავიკი... "ქალი ან უნდა მიატოვო ან უნდა გააღმერთო" smile.gif

შეგიძლია ეგ ადგილი მითხრა ზუსტად ნაწარმოებიდან?

ინგლისურად მინდა ამ გამოთქმის ორიგინალი ვერსია და
"ქალი ან უნდა მიატოვო ან უნდა გააღმერთო სხვა ყველაფერი სიყალბეა"

Posted by: marilis 2 Mar 2010, 04:18
Barklai
QUOTE
"დედოფალი მარგო" მაქვს სწორედ წაკითხული ზამთარში, ლამპის შუქზე...

მეტიც,
ვამთავრებდი, დედაჩემმა რომ მაიძულა დასაძინებლად წასვლა და
პატარა, თხელი ნათურის შუქზე დავასრულე კითხვა, რომ არ შეემჩნიათ სინათლე.
ჯერ ისედაც ძლივს ვხედავდი, რა ეწერა, ცრემლები ხომ საერთოდ მიფერხებდნენ კითხვის პროცესს.
ჩემი და წიგნების ბავშობისდროინდელ ინტიმს რომ ვიგონებ, ცვეტაევას ეს სიტყვები მახსენდება ხოლმე- " Настоящее, первое счастье. Не из книг! " სინამდვილის განცდას რომ კარგავ, კარგია, ნეტავ?

Posted by: Nnino 2 Mar 2010, 11:17
არ მახსოვს, ადრეც დავწერე, მგონი. "სამი მეგობარი" განსაკუთრებულად მიყვარს და უამრავჯერ მაქვს წაკითხული. ბოლო სიტყვებზე ავღნავლდებოდი ხოლმე და ისეთი სუნთქვის სპაზმი მემართებოდა, დედაჩემი ისტერიკაში ვარდებოდა, - რამდენჯერ უნდა გამოიტირო ეგ ბოზიო! biggrin.gif არადა, თავის დროზე თვითონ მითხრა, კარგი წიგნია, წაიკითხეო. biggrin.gif

Posted by: PANTALONE 2 Mar 2010, 11:22
ადრე სერიალები რომ არ იყო რემარკი იყო/ ესე მგონია/// smile.gif

კი არ ვამბობ ცუდია მეთქი

ფიქშენია რა/// თუ რაც ქვია

Posted by: Ocelot 2 Mar 2010, 16:05
სამ მეგობარში ბოლოსკენაა მაგარი მომენტი, საათი რო წიკწიკებს.


ბაბუს ნაღდად ჯობია როგორც მწერალი biggrin.gif

Posted by: LadyDay___ 2 Mar 2010, 23:46
QUOTE (violet @ 1 Jan 2010, 11:42 )
love.gif  love.gif  love.gif
love.gif  love.gif  love.gif

სწორედ ასეთი წარმომიდგენია რავიკი smile.gif რა თქმა უნდა, პროტოტიპი თვითონ იყო yes.gif


Posted by: lilliko 17 Mar 2010, 20:56
უმაგრესი მწერალი 2kiss.gif თითქმის ყველაფერი წაკითხული მაქვს მაგრამ მისმა სამმა მეგობარმა ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, ყველა გმირი მიყვარდა განსაკუთრებით ლენცი ოტო და ალფონსი (პატარა დუქანი რომ ქონდა) გახსოვთ? bis.gif bis.gif ისე წელი არ გავა რომ ახლიდან არ წავიკითხო...ისე ვინმეს ხომ არ გაქვთ ელექტრონული ვერსია გერმანულად?

Posted by: Tetia 17 Mar 2010, 22:38
ნეტავ, ახლა კითხულობენ რემარკს? 'სამი მეგობარი" 70-წლების "ბესტსელერი" ნამდვილად იყო...

Posted by: Bruno Dumont 18 Mar 2010, 00:44
Tetia
QUOTE
ნეტავ, ახლა კითხულობენ რემარკს? 'სამი მეგობარი" 70-წლების "ბესტსელერი" ნამდვილად იყო...

ახლა მოდაშია რო რემარკს სიღრმე აკლია დაჟე ისინიც ამბობენ ვისაც არ წაუკითხავს ....

Posted by: ვივიანა 7 Apr 2010, 00:53
3 მეგობარი ძაან მაგარია მართლა.. იმედია კითხულობენ..

Posted by: Solveig 7 Apr 2010, 01:17
ashley judd
QUOTE
იქნებ ამიხსნათ გენიალობის თქვენეული კრიტერიუმები?


რა ვიცი, გენიალურობის მზა რეცეპტი რომ არსებობდეს, რაღა უჭირდათ კრიტიკოსებს biggrin.gif

ის, რის გამოც ვერ დავარქმევ რემარკს გენიალურ მწერალს, არის თემების სიმწირე, ასევე ადამიანთა სახეების ნაკლები მრავალფეროვნება, ხშირად მელოდრამატული სიუჟეტები, ნაკლები წვდომა პერსონაჟების სულიერებაში, ნაკლები მსჯელობა.

არ ვამბობ, ცუდი მწერალია-მეთქი. მოზარდ ასაკში წასაკითხად მშვენიერია "3 მეგობარი", "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "ტრიუმფალური თაღი", "ზეცას არ ჰყავს ფავორიტები" (ქართული თარგმანის მეორე ვარიანტია "ერთი სიყვარულის ისტორია").. რომანი, რომელსაც მართლა გამოვარჩევდი, არის "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"-ჩამოთვლილთაგან ყველაზე უკეთესია.

უნდა წაიკითხო, მაგრამ მის დონეზე არ უნდა დარჩე, ეგ არის და ეგ... smile.gif

Posted by: Ocelot 7 Apr 2010, 01:56
Solveig
QUOTE
ის, რის გამოც ვერ დავარქმევ რემარკს გენიალურ მწერალს, არის თემების სიმწირე, ასევე ადამიანთა სახეების ნაკლები მრავალფეროვნება, ხშირად მელოდრამატული სიუჟეტები, ნაკლები წვდომა პერსონაჟების სულიერებაში, ნაკლები მსჯელობა

არა, ეს შორს ვერ გავფრინდებით boli.gif ამას კიდე რამე უნდა დაამატო, თორე პრინციპში ბაბუს და ბიოლის წიგნებში მაინცდამაინც არ შეინიშნება ეს ყველაფერი biggrin.gif საერთოდ მსჯელობა არც კი მიდის მგონი, სულიერ წვდომაზე ნუ მაცინებ ეხლა biggrin.gif
QUOTE
"3 მეგობარი", "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "ტრიუმფალური თაღი", "ზეცას არ ჰყავს ფავორიტები"

QUOTE
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

შავი ობელისკი არ გცოდნია, ყველაზე რთული და ღრმა.

Posted by: Solveig 7 Apr 2010, 03:26
Ocelot
keh.gif


დაიკერე ენაზე ეს ბაბუ და ბაბუ...ასლანა ან ედო გეყვარებოდა ალბათ თავის დროზე და ვეღარ ელევი მაგ სახელს. აწი ჩემი ციტატების კომენტირებით თავს ნუღა შეიწუხებ, გეთაყვა და ტოპ ათეულების კითხვას, ლიტერატურა იკითხო, სჯობს.

აბა შენ იცი.

Posted by: Ocelot 7 Apr 2010, 19:36
Solveig
არა, არ გამოვა ასე არაფერი. როცა
QUOTE
ნაკლები წვდომა პერსონაჟების სულიერებაში, ნაკლები მსჯელობა

როცა ამას წერ და პარალელურად სტარიკ ი მორეზე გიჟდები, ცოტა მეტი არგუმენტაცია გმართებს boli.gif

Posted by: Indian Summer 8 Apr 2010, 22:25
მივმართავ იმათ, ვინც "აკრიტიკებს" რემარკს - ემოციებზე გსმენიათ რამე?

Posted by: IuHuUuU 9 Apr 2010, 00:12
ტრიუმფალური თაღის ელ. ვერსია არ არის ქართულად ? smile.gif

Posted by: marilis 9 Apr 2010, 00:25
Indian Summer
QUOTE
მივმართავ იმათ, ვინც "აკრიტიკებს" რემარკს - ემოციებზე გსმენიათ რამე?

გვსმენია, მაგრამ დავიცალეთ! smile.gif

Posted by: Indian Summer 9 Apr 2010, 01:11
marilis
მერე ეგ რემარკის "დანაშაული" არაა.

Posted by: marilis 9 Apr 2010, 01:17
Indian Summer
QUOTE
მერე ეგ რემარკის "დანაშაული" არაა.

აბა, ვისია?! boli.gif

Posted by: Indian Summer 9 Apr 2010, 01:21
marilis
გარკვეულწილად მკითხველის ალბათ.
ნუთუ არ შეიძლება ზოგჯერ უბრალოდ წაიკითხო და ისიამოვნო, განიცადო, უბრალოდ იგრძნო ემოცია?
შეუძლებელია სულ "ტვინის საკვები" იკითხოს ადამიანმა. და ის რომ რემარკი "ტვინის საკვები" არაა არ ნიშნავს იმას რომ ის ცუდი მწერალია.

Posted by: Solveig 9 Apr 2010, 01:29
Indian Summer
და, რა ვუყოთ, რომ ზოგიერთი სხვა მწერლის ნაწარმოებები ტვინის საკვებსაც გაძლევს და ემოციებსაც გიღვიძებს?

Posted by: marilis 9 Apr 2010, 01:33
Indian Summer
ნუ უდგები ასე სერიოზულად ამ პოსტებს! smile.gif

Posted by: Indian Summer 9 Apr 2010, 01:49
Solveig
QUOTE
Indian Summer და, რა ვუყოთ, რომ ზოგიერთი სხვა მწერლის ნაწარმოებები ტვინის საკვებსაც გაძლევს და ემოციებსაც გიღვიძებს?

რა უნდა უყოთ, უნდა წაიკითხოთ და იკვებოთ + ისიამოვნოთ. უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არის საჭირო მწერლის ასე გაკრიტიკება თუ მხოლოდ სასიამოვნოს წერს. რაც შეეხება თემების სიმწირეს, რომელიც წინა გვერდზე ახსენეთ, მაგაზე გეთანხმებით, ნამდვილად ერთსა და იმავე თემაზე წერდა, მაგრამ ეგ "თვისება" გარკვეულწილად ყველა შემოქმედს აქვს.
QUOTE
ნაკლები წვდომა პერსონაჟების სულიერებაში, ნაკლები მსჯელობა.

ჩემი აზრით საკმაოდ წვდება პერსონაჟის შინაგან სამყაროს. ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე, რა დონეზეც საჭიროა ასეთ ნაწარმოებებში. მსჯელობაც არაა საჭირო. მკითხველს მეტი საშუალება ეძლევა ფანტაზია გაიხსნას. მსჯელობა მგონი არც მოუხდებოდა ასეთი ტიპის ნაწარმოებს.



marilis
QUOTE
Indian Summer ნუ უდგები ასე სერიოზულად ამ პოსტებს!

გააჩნია სერიოზულად მიდგომაში რა იგულისხმება.

Posted by: Johnnie Walker 9 Apr 2010, 01:51
აქ კიდე რემარკზეა მსჯელობა? smile.gif

და ჰედლაინიდან არ ჩამოდის ერიხა, არა? lol.gif

yawn.gif

Posted by: Indian Summer 9 Apr 2010, 01:56
Johnnie Walker
QUOTE
აქ კიდე რემარკზეა მსჯელობა?

რემარკის თემაში სხვაზე უნდა იყოს მსჯელობა? თუ საერთოდ არ უნდა იყოს? :?

Posted by: tatuli1989 9 Apr 2010, 17:57
QUOTE (Ocelot @ 2 Mar 2010, 16:05 )
სამ მეგობარში ბოლოსკენაა მაგარი მომენტი, საათი რო წიკწიკებს.


ბაბუს ნაღდად ჯობია როგორც მწერალი biggrin.gif

რო მოისვრის და კედელზე მიანარცხებს user.gif

Posted by: Bruno Dumont 9 Apr 2010, 23:45
Johnnie Walker
QUOTE
აქ კიდე რემარკზეა მსჯელობა?

ნუ რა თქმა უნდა შენნაირი ყოვლისმცოდნეებისთვის არაფერს წარმოაგენს ეგ კაცი და
ვისაც მოწწონს და უსიღრმეოოო ლენჩებბო თქვენნნ vik.gif vik.gif

Posted by: babaiaro 10 Apr 2010, 12:17
როცა მწარალი კარგათ იკითხება და მისი ტექსტი ადამიანში გარკვეულ ემოციებს აღძრავს
ესე იგი მაგარი მწერალია.

ყველამ ჯოისივით ხო არ უნდა წეროს.
აუცილებელია ტექსტი 50 ფილოსოფიურ წიაღსვლას შეიცავდეს? smile.gif

Posted by: marilis 10 Apr 2010, 12:51
babaiaro
QUOTE
ყველამ ჯოისივით ხო არ უნდა წეროს.

აქცია მოვაწყოთ თბილისის ქუჩებში, შევაგროვოთ ჯოისის ის ათი ათასივე, თუ რამდენიცაა ეგზემპლარი და დავწვათ! bis.gif

Posted by: babaiaro 10 Apr 2010, 12:54
marilis

რათა იყოს ეგეც რას გიშლის
smile.gif

სარკეს და თბილისელებს არა წვავს არავინ და რაღა ჯეიმსით უნდა დავიწყოთ
ძლივს ავაწყვეთ ნორმალური ურთიერთობა ირლანდიასთან biggrin.gif

Posted by: webdesigner93 10 Apr 2010, 12:56
QUOTE
ერიხ მარია რემარკი, უგენიალურესი მწერალი

love.gif love.gif love.gif

Posted by: goga_g 10 Apr 2010, 13:56
marilis
QUOTE
აქცია მოვაწყოთ თბილისის ქუჩებში, შევაგროვოთ ჯოისის ის ათი ათასივე, თუ რამდენიცაა ეგზემპლარი და დავწვათ!

სამომავლოდ დაგეგმილ გამოცემას რა ეშველება? ბენზინი გამომცემლობას? biggrin.gif

Posted by: marilis 10 Apr 2010, 14:10
goga_g
QUOTE
სამომავლოდ დაგეგმილ გამოცემას რა ეშველება? ბენზინი გამომცემლობას? biggrin.gif

ვინ თარგმნა? bis.gif biggrin.gif

Posted by: goga_g 10 Apr 2010, 14:17
marilis
QUOTE
ვინ თარგმნა?

http://forum.ge/?f=18&showtopic=33663082&st=495
თარგმანი იგივეა... უბრალოდ დაასრულეს,biggrin.gif

Posted by: Ocelot 10 Apr 2010, 14:59
goga_g
QUOTE
თარგმანი იგივეა... უბრალოდ დაასრულეს

დასრულებული იყო, პროსტა წიგნად არ გამოიცა.

Posted by: lady t 10 Apr 2010, 15:08
QUOTE
ახლა მოდაშია რო რემარკს სიღრმე აკლია დაჟე ისინიც ამბობენ ვისაც არ წაუკითხავს ....

+1

შეიძლება არა ყველა ასაკში,მაგრამ გარკვეულ პერიოდში ძალიან სასიამოვნო წასაკითხია რემარკი,უბრალოდ ბევრს კრიტიკა უფრო ხიბლავს,რემარკი მართლაც არის ერთერთი იმ მწერალთაგანი,ვისი ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგაც დიდხანს მიგყვება განცდები და ემოციები,პრინციპში მწწერლის საქმეც ეს არის.
გამოვარჩევდი: "სამი მეგობარი","ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

Posted by: goga_g 10 Apr 2010, 15:25
Ocelot
და თარგმნილ-დასრულებული რო არ ყოფილიყო, შესაბამისად ვერც გამოვიდოდა. A+A=A . არ არის რთული მისახვედრი


მთავარია გამოიცემა.

პ.ს. იმედია ოFFებს შეგვარჩენენ. biggrin.gif

Posted by: zazabichi 10 Apr 2010, 15:52
ჩემი აზრით, ლიტერატურა კრიტიკოსების კი არა, მკითხველის გარშემო ბრუნავს; უბრალო და ნამდვილი მკითხველის, რომელიც ნაწარმოების გმირების დრამას საკუთარივით განიცდის და მაგრად კიდია პოზის გულუბრყვილობა.

თუ არასოდეს გიცხოვრია პარასკევასთან ერთად, გიფიქრია შენი პირველი მანქანისთვის კარლი დაგერქმია ან დარტანიანივით მაგრად გეფარიკავა, ხოლო სამაგიეროდ, ლეოპოლდ ბლუმის და ოდისევსისის ნესტოებს შორის მსგავსებას ხედავ, ან ბოლომდე წაიკითხე ეინ რენდის "ატლანტმა მხრები აიჩეჩა" - ესიეიგი დანიის სამეფოში ყველაფერი რიგზე არაა. smile.gif



user posted image

Posted by: angelika 10 Apr 2010, 16:07
QUOTE
lady t


QUOTE
შეიძლება არა ყველა ასაკში,მაგრამ გარკვეულ პერიოდში ძალიან სასიამოვნო წასაკითხია რემარკი,უბრალოდ ბევრს კრიტიკა უფრო ხიბლავს,რემარკი მართლაც არის ერთერთი იმ მწერალთაგანი,ვისი ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგაც დიდხანს მიგყვება განცდები და ემოციები,პრინციპში მწწერლის საქმეც ეს არის.


+1

თუმცა მგონია რომ ნებისმიერ ასაკში სასიამოვნო იქნიება მისი ნაწარმოებების კითხვა smile.gif

Posted by: Bruno Dumont 12 May 2010, 00:33
იმედზე ვნახე სიდნი პოლაკის ეს ფილმი http://www.imdb.com/title/tt0075774/
რემარკის ზეცას ფავორიტები არ ყავს მიხედვით არის გადაღებულიო და ქართულად არის ეს წიგნი ნათარგმნი?

Posted by: Glorfindel 12 May 2010, 01:07
რამოდენიმე კვირის წინ, 5დღიანი განცხრომა მქონდა ტრიუმფალური თაღის კითხვისას.

დიდებულია ... კიდევ მინდა რემარკი, მაგრამ არ მაქვს მეტი არაფერი.

Posted by: Franca 12 May 2010, 11:56
მესამედ ვკითხულობ ტრიუმფალურ თაღს და ამჯერად გერმანულად......
ვგიჟდები , ძაან მომწონს ...

Posted by: Qlunchxi 12 May 2010, 12:02
ეხლახანს დავამთავრე ტრიუმფალური თაღის წაკითხვა და ძალიან მომეწონა. მშვენვირად აქვს წარმოჩენილი იმ დროინდელი მოვლენები.

Posted by: Marco Materazzi 12 May 2010, 12:07
ჩემი ოცნებაა " სამ მეგობარზე " ფილმი გადაიღონ : )

Posted by: Glorfindel 12 May 2010, 12:09
Qlunchxi
QUOTE
ეხლახანს დავამთავრე ტრიუმფალური თაღის წაკითხვა და ძალიან მომეწონა. მშვენვირად აქვს წარმოჩენილი იმ დროინდელი მოვლენები.


ოქროს ბიბლიოთეკას აგროვებ შენც ? = )

მე ამ სერიის მეოთხე ტომში შემხვდა და იქიდან წავიკითხე.

რავიკი :hero:

Posted by: RINO 12 May 2010, 12:12
QUOTE
ჩემი ოცნებაა " სამ მეგობარზე " ფილმი გადაიღონ : )

მგონი არის ისედაც გადაღებული

ისე სამი მეგობარი მაგარია ამგრამ მე უფრო ტრიუმფალური თაღი მომწონს,ექიმი რავიკი მაგარი პერსონაჟია

Posted by: Marco Materazzi 12 May 2010, 12:19
QUOTE (RINO @ 12 May 2010, 12:12 )
მგონი არის ისედაც გადაღებული

ვაა არ ვიცოდი ერთი უნდა დავძებნო ინტერნეტში : )

-------------

ყოფილა გადაღებული 1938 წელს : )

Erich Lohkamp
http://www.radikal.ru

Otto Koster
http://www.radikal.ru

Patricia 'Pat' Hollmann
http://www.radikal.ru

Gottfried Lenz
http://www.radikal.ru

როგორი ხალხია ? : )



Posted by: nadusa 14 May 2010, 00:10
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა<<<< არც ბიბლიუსში აქვთ და არც პარნასში და სად შეიძლება რომ ვიყიდო

user.gif user.gif

Posted by: natia_m77 21 May 2010, 17:03
Bruno Dumont
ნათარგმნია და "ნასესხები სიცოცხლე" ქვია

Posted by: limpfan 23 May 2010, 15:49
უბრალოდ კარგი მწერალია ჩემი აზრით , მეტი არაფერი

Posted by: Bruno Dumont 23 May 2010, 22:59
natia_m77
მადლობ smile.gif
limpfan
ყლიბერალ მაგარია ერიხი ხო? მარა ეკოს ვერ შეედრება ...
საყვარელი ვერაა თან biggrin.gif

Posted by: S A F O 23 May 2010, 23:29
როგორ მიყვარს love.gif ჩემი მოკრძალებული აზრით ძლიერია და არ მესმის რატომ მიიჩნევს ზოგიერთი მეორეხარისხოვან მწერლად...


boli.gif

Posted by: nadusa 26 May 2010, 01:22
QUOTE
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა<<<< არც ბიბლიუსში აქვთ და არც პარნასში და სად შეიძლება რომ ვიყიდო

არავინ არ იცითთ ???

eek.gif

Posted by: goga_g 26 May 2010, 02:42
QUOTE
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა<<<< არც ბიბლიუსში აქვთ და არც პარნასში და სად შეიძლება რომ ვიყიდო


არავინ არ იცითთ ???

ბიბლიუსების პარნასების, ლიტერატურული კაფეებისა და სხვა მსგავსი "ზავედენიების" გარდა არსებობენ ბუკინისტებიც და შესაბამისად - არსებობს ბუკინისტური მაღაზიებიც, სადაც უამრავი წიგნის მოძებნა შეიძლება.

Posted by: AnnabelLee 26 May 2010, 02:46
Marco Materazzi
QUOTE
ჩემი ოცნებაა " სამ მეგობარზე " ფილმი გადაიღონ : )

ღმერთმა ყველა ოცნება ასე აგიხდინოს smile.gif

Posted by: S A F O 26 May 2010, 03:10
QUOTE
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა<<<< არც ბიბლიუსში აქვთ და არც პარნასში და სად შეიძლება რომ ვიყიდო

არავინ არ იცითთ ???

ბიბლიუსების პარნასების, ლიტერატურული კაფეებისა და სხვა მსგავსი "ზავედენიების" გარდა არსებობენ ბუკინისტებიც და შესაბამისად - არსებობს ბუკინისტური მაღაზიებიც, სადაც უამრავი წიგნის მოძებნა შეიძლება.


კი, კი ბუკინისტებში შეიძლება იყოს... რამდენიმე ბუკინისტს ვიცნობ,, წიგნები მოაქვთ ხოლმე ჩემთვის და შევეკითხები თუ გინდა smile.gif

პ.ს. რა მაგის პასუხია და AnnabelLee-რა კარგი ავატარი გაქვს. smile.gif

Posted by: Bruno Dumont 26 May 2010, 05:16
S A F O
QUOTE
რამდენიმე ბუკინისტს ვიცნობ,, წიგნები მოაქვთ ხოლმე ჩემთვის და შევეკითხები თუ გინდა

ფოლკნერის სახლიც კითხე რა ქართულად თუ აქვთ გადამხდელი ვარ smile.gif

Posted by: Tornikee 26 May 2010, 05:24
კარგი მწერალია, პირველ რიგში ომის სლეობასთან დაკავშირებით ზოგიერთი გულანთებული "მეომრის" ხისთავიანობას რომ აიასნებს, იმიტომ მიყვარს. ჩემთვის რემარკის წიგნი ისეთივე რამეა, როგორც "შინდლერის სია", ან "ირენე სენდლერის მამაცი გული" love.gif
"დრო სიცოცხლისა და დრო სიკვდილისა" მიყვარს ყველაზე ძალიან რემარკის წიგნებიდან.

Posted by: qeti-qetusia 26 May 2010, 10:46
QUOTE
, უგენიალურესი მწერალი



ნამდვილად! ძალიან მიყვარს როგორც მწერალი, თუმცა მისი ცხოვრებით რომ დავინტერესდი ქაოსი დამხვდა..არეულობა და კითხვებიც კი მქონდა:როგორ შეეძლო ასე იდეალურად და დალაგებულად ეწერა ადამიანს ასეთი ქაოტური ცხოვრებიდა...

ერთმა კარგა გამნათლებულმა მითხრა დიდი ადამიანების პირადი ცხოვრებით არ დაინტერესდე იმედი გაგიცრუვდებაო..მართალი ყოფილა...

ხო..რემარკის "სამი მეგობარი" ჩემი უსაყვარლესი წიგნია..

Posted by: nadusa 26 May 2010, 20:36
S A F O
QUOTE
კი, კი ბუკინისტებში შეიძლება იყოს... რამდენიმე ბუკინისტს ვიცნობ,, წიგნები მოაქვთ ხოლმე ჩემთვის და შევეკითხები თუ გინდა

აუ კითხე რა მე მინდა
smile.gif

Posted by: S A F O 26 May 2010, 22:15
Bruno Dumont

nadusa

ვიკითხავ აუცილებლად
smile.gif

Posted by: nadusa 27 May 2010, 20:10
S A F O
QUOTE
ვიკითხავ აუცილებლად

2kiss.gif 2kiss.gif მადლობბ

Posted by: Nathallie; 8 Jun 2010, 23:09
ძალიან ახლობელია ჩემთვის, შეიძლება ესა უბრალოდ ასაკის ბრალია მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის ძალიან ფასეული და ძვირფასია.
უზომოდ მიყვარს და ვაფასებ მის შემოქმედებას

Posted by: iza 9 Jun 2010, 21:44
მიყვარს რემარკი. ეხლა ვკითხულობ DREI KAMERADEN-ს ორიგინალში და ეს რომანი მართლაც გამორჩეულად აქვს დაწერილი love.gif

Posted by: gvelis_wiwila 10 Jun 2010, 08:50
გარკვეულ ასაკში წასაკითხი მწერალია იმჰო. დიდ მწერლობაზე ვერ ქაჩავს, თუმცა სამი მეგობარი რაღაც თავისებური რამანწიკის მატარებელი წიგნია.

დანარჩენი 4 რაც მაქვს წაკითხული ერთმანეთის გადამღერებაა.


კომერციულ ერთი სიტყვით. ჩემი აზრით რა თქმა უნდა.

Posted by: ქეთო 10 Jun 2010, 16:17
ყველაზე ძალიან მიყვარდა სკოლის ასაკში smile.gif

Posted by: tatusia 8 Jul 2010, 18:00
სამი მეგობრის წაკითხვა სად შეიძლება ნეტში?, ქართულ ენაზე

Posted by: Ocelot 8 Jul 2010, 18:47
tatusia
QUOTE
სამი მეგობრის წაკითხვა სად შეიძლება ნეტში?

QUOTE
28 August 1982

მემგონი უკვე დიდი ხარ ეგეთებისთვის biggrin.gif

Posted by: Bruno Dumont 8 Jul 2010, 20:50
QUOTE
სამი მეგობრის წაკითხვა სად შეიძლება ნეტში?

QUOTE
28 August 1982


მემგონი უკვე დიდი ხარ ეგეთებისთვის

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif up.gif

Posted by: Solveig 8 Jul 2010, 21:13
Bruno Dumont
Ocelot
ისე, იქნებ სხვისთვის უნდა, რომ დაესიეთ..

Posted by: tatusia 8 Jul 2010, 23:20
Ocelot
QUOTE
მემგონი უკვე დიდი ხარ ეგეთებისთვის 

ღადო ხარ რა biggrin.gif

ჩემი 15 წლის დედიაშვილი კითხულობს და წიგნს ბოლო 5 გვერდი აქვს დაფლეთილ-დაკარგული, ჰოდა ვერ იშოვა სამეზობლოში. ნეტი გადავაქოთე ვერ ვნახე. ჰოდა დამეხმარონ იქნებ მეთქი...
მეც ვიღაცას ვათხოვე და შეიტყაპუნა, როგორც ხდება ხოლმე...

Solveig
smile.gif
* * *
თუკი საერთოდ არ წაგიკითხავს რა გრეხია 27 წლის ასაკში რო წაიკითხო?
სულ არ წაკითხვას არ ჯობია?

Posted by: Solveig 9 Jul 2010, 02:25
tatusia
გრეხი რატომაა, ბაბუაჩემის ძმა 75 წლის ასაკში კითხულობდა ჟიულ ვერნის წიგნს "80 000 კილომეტრი წყალქვეშ" smile.gif

მაგრამ საქმე სხვა რამეშია..ჩემი აზრით, მაგ წიგნის მოზრდილ ასაკში წაკითხვას აღარანაირი აზრი არ აქვს, რადგან ვეღარაფერს შეგმატებს. დროის გაყვანა ან გართობა თუ გინდა, კი ბატონო...

Posted by: tatusia 9 Jul 2010, 09:46
Solveig
QUOTE
მაგრამ საქმე სხვა რამეშია..ჩემი აზრით, მაგ წიგნის მოზრდილ ასაკში წაკითხვას აღარანაირი აზრი არ აქვს,

არ დაგეთანხმები ალბათ smile.gif
ბევრი წიგნია რომელიც არ წამიკითხავს, და აწი ვაპირებ, ზოგი საბავშვოც კია და ჩემს შვილთან ერთად გავიცნობ პირველად.

ეგ პიროვნებაზეა მე მგონი დამოკიდებული, მე მულტფილმებიც ძალინ მიყვარს და ყოველთვის მაინტერესებს smile.gif

რაც შეეხება შემატებას, ბევრი ისეთი წიგნიც წამიკითავს , რო ბოლოს ნერვები მომშლია რაზე დავკარგე დრო თქო.
თან უფროსების მიერ რეკომენდირებული

ჰოდა არაა ეტყობა არსად სამი მეგობარი ნეტში sad.gif

Posted by: MrHERCULES 10 Jul 2010, 03:44

QUOTE
ჰოდა არაა ეტყობა არსად სამი მეგობარი ნეტში sad.gif


http://www.filestube.com/751127e97decd78603e9,g/Erich-Maria-Remarque-Drei-Kameraden.html


Posted by: Valdemaf 10 Jul 2010, 03:48
QUOTE
რაც შეეხება შემატებას, ბევრი ისეთი წიგნიც წამიკითავს , რო ბოლოს ნერვები მომშლია რაზე დავკარგე დრო თქო.

მურტალი შეგრძნებაა.მაგრამ კითხვა ვისაც ევასება ბევრს აქვს გამოცდილი : )

Posted by: tatusia 10 Jul 2010, 13:19
MrHERCULES
დიდი მადლობა smile.gif

მარა ქართულად ვეძებდი user.gif

Posted by: iza 11 Jul 2010, 17:10
ქართულად ბავშვობაში წავიკითხე და არ ვარგა no.gif ორიგინალში ძალიან კარგია, გერმანულად ვისაც გინდათ, თავისუფლებაზე ვიყიდე მე 10 ლარად, მეტროსთან რომ წიგნებს ყიდიან იქ.

Posted by: MrHERCULES 11 Jul 2010, 17:47

ქართულსაც რა უჭირს, ზოგი ადგილი ნამეტანი სენტიმენტალურადაა გადაწყვეტილი, მარა მთლიანობაში კარგად იკითხება.

ორიგინალი მართლა ძალიან კარგია, ეხლა ვკითხულობ. ძირითადად ყოველდღიური სიტყვებია და მკითხველს გერმანული გრამატიკის ლაბირინტებში ბოდიალი მაინცდამაინც არ მოეთხოვება.


Posted by: gochaj 20 Jul 2010, 19:59
iza
QUOTE
ქართულად ბავშვობაში წავიკითხე და არ ვარგა  ორიგინალში ძალიან კარგია,


MrHERCULES
QUOTE
ორიგინალი მართლა ძალიან კარგია



მერე, ორიგინალში რომ სამი ამხანაგია? ახლა მაინც დაგეწერათ. თავის დროზე ამის თაობაზე დიდი ხმაური იყო.
ზემოთ აღინიშნა, რომ მის შემდეგ რემარკის ყველა ნაწარმოები ერთმანეთის გადამღერებაა.
მაგრამ "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" ხომ ადრე დაწერა და
"დაბრუნებაც"?
მე უკანასკნელში დავინახე გერმანელთა საოცარი უნარი, დაუბრუნდნენ ცხოვრების უწინდელ რიტმს.
ბრუნდებიან ბიჭები ომიდან და ცდილობენ გააგრძელონ სწავლა. ფიქრობენ, რომ როგორც ნაომრებს ანგარიშს გაუწევენ, მაგრამ არა. პროფესორ-მასწავლებლები მოითხოვენ მათგან მაქსიმუმს. ამას ხშირად ვეუბნებოდი ჩემს სტუდენტებს 90-იან წლებში, როცა მათ გაყინულ და უაზრო თვალებს ვუყურებდი. არაფერი აინტერესებდათ. ან რემარკი რა ხილი იყო მათთვის?

Posted by: bakako93 25 Jul 2010, 21:56
ჩემი უსაყვარლესი მწერალია რემარკი.. მისი ნაწარმოებები გენიალურია.. მაგრამ გამოვარჩევდი ორ ნაწარმოებს.. ესენია : "ერთი სიყვარულის ისტორია" და "ტრიუმფალურო თაღი" . აი ამ ორი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ისე ავივსე, როგორც სხვა არც ერთი მწერლის ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ.. love.gif love.gif love.gif

Posted by: MrHERCULES 26 Jul 2010, 01:56
QUOTE (gochaj @ 20 Jul 2010, 19:59 )


მერე, ორიგინალში რომ სამი ამხანაგია? ახლა მაინც დაგეწერათ. თავის დროზე ამის თაობაზე დიდი ხმაური იყო.


კარბელაშვილს უწერია ბოლოსიტყვაში; Kamerad მეგობარსა და ამხანაგს შორის შუალედურიაო, მარა რომანში ჩანს რო ამ ხალხის ურთიერთობა უფრო მეტია ვიდრე ამხანაგობაო, ამიტომაც "სამი მეგობარი" დავარქვიო, თუმცა რუსულ თარგმანში "ტრი ტავარიშა" ქვიაო.

ამ გახსენებაზე, რემარკის პირველი ქართველი მთარგმნელი იყო კონსტანტინე გამსახურდია. "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" კონსტანტინემ თარგმნა.

Posted by: gochaj 26 Jul 2010, 16:10
MrHERCULES
QUOTE
ამ გახსენებაზე, რემარკის პირველი ქართველი მთარგმნელი იყო კონსტანტინე გამსახურდია. "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" კონსტანტინემ თარგმნა



და როგორც ერთხელ თავად თქვა, რემარკს რაღაც-რაღაცეები მაგრად ჩაუსწორა.
ამაზე მიდგნენ კოწიას და აბურთავეს.

Posted by: iza 26 Jul 2010, 22:15
gochaj

QUOTE
და როგორც ერთხელ თავად თქვა, რემარკს რაღაც-რაღაცეები მაგრად ჩაუსწორა.


არა მხოლოდ რემარკს, გოეთესაც კი yes.gif

კონსტანტინე ნამდვილი გენია იყო up.gif

Posted by: levan777888 26 Jul 2010, 22:59
''იმ ვესთენ ნიხთს ნოიეს'' love.gif











Posted by: gochaj 27 Jul 2010, 02:47
iza
QUOTE
კონსტანტინე ნამდვილი გენია იყო



ჩასწორებების რა მოგახსენო, მაგრამ ისე მართლაც გენიოსი იყო.
მაგრად წერდა:
”გლოლეულივით ტუჩები ჰქონდა გვანცას”,
”ხოხობი უნდოდაო დედისიმედს”,
და მხოლოდ ამისთვის: ”ლომს თუნდა ცალთვალას, ვინ შეჰბედავს ელამი ხარო” - ეკუთვნის პირველობა.

Posted by: iza 27 Jul 2010, 11:42
gochaj

გუშინ, ჩემს გერმანულის მასწავლებელს ვუთხარი, რა მოხდება ისე ვიცოდე გერმანული, როგორც კონსტანტინემ იცოდა მეთქი და გადაირია ქალი, შვილო, ის წლების მანძილზე ცხოვრობდა გერმანიაში, წახვალ შენც და დაწყნარდებიო biggrin.gif

QUOTE
”გლოლეულივით ტუჩები ჰქონდა გვანცას”,


თუ ,,გოლეულივით"? rolleyes.gif

Posted by: MrHERCULES 27 Jul 2010, 16:54

გერმანული მართლა კარგად იცოდა. ყველაფერს რო თავი დაანებო, ორი სადოქტორო დისერტაცია აქ დაწერილი გერმანულად (პირველი დაუწუნეს). მაგის გარდა, წიგნებიც გამოსცა გერმანიაში ყოფნის დროს. ერთ-ერთს მგონი ასე ერქვა "Kaukasus im Weltkrieg".

არადა, გერმანიაში რო ჩავიდა, გერმანული თითქმის არ იცოდა. მეგაზეთეს ისიც ვერ უთხრა წესიერად, "გაზეთი მომეო", რითაც ამ უკანასკნელის წყრომა დაიმსახურა : ) გერმანიაში რო ჩამოსულხარ, გერმანული ვეღარ ისწავლეო? რეებს ბურდღუნებო

რემარკის თემა რო არ გავაოფოთ, Im Westen nichts Neues-ის თარგმანი არ მაქ წაკითხული და ხო არ გეგულებათ სადმე?



Posted by: gochaj 27 Jul 2010, 21:23
iza
QUOTE
თუ ,,გოლეულივით


კარგი ტუჩები ორივე კარგია (სხვაც: "შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას"), მაგრამ ცხადია "გოლეული".
მცირე შეცდომები მეპატიება. მე ახლა იმას აღვადგენ, რაც შორეულ წარსულში მაქვს წაკითხული.
დღეს მხატვრულ ლიტერატურას პრაქტიკულად ვეღარ ვკითხულობ.

სხვათა შორის, ბუვიეს "იზა" წაგიკითხავთ?

Posted by: iza 27 Jul 2010, 21:38
gochaj

QUOTE
მცირე შეცდომები მეპატიება


არა არა, მაგის გამო არ მითქვამს. უბრალოდ, ვიფიქრე მე ხომ არ მახსოვდა არასწორად.

მე კიდევ ეს მიყვარს: ,,ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა" war.gif

QUOTE
სხვათა შორის, ბუვიეს "იზა" წაგიკითხავთ?


კი, ბავშვობაში და ძალიან მომეწონა love.gif


Posted by: gochaj 27 Jul 2010, 21:59
iza
QUOTE
კი, ბავშვობაში და ძალიან მომეწონა


ჩვენ ორივენი ბავშვობიდან მოვდივართ

Posted by: Solveig 28 Jul 2010, 01:43
MrHERCULES
QUOTE
Im Westen nichts Neues-ის თარგმანი არ მაქ წაკითხული

კონსტანტინეს არ მოსწონდა რემარკი smile.gif

არ მიაჩნდა ძლიერ მწერლად. რომ ჰკითხეს-რატომ თარგმნე მაშინო? მერე რა რომ ვთარგმნეო biggrin.gif




Posted by: gochaj 28 Jul 2010, 02:05
Solveig
QUOTE
კონსტანტინეს არ მოსწონდა რემარკი


მერე რა, რომ არ მოსწონდა. არც ტოლსტოის უყვარდა შექსპირი. მწერლებისას რას გაიგებ. ყველა "ამბობს, ჩემი ჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი" (მომიტევოს სულმნათმა მისი ციტირება).

Posted by: Solveig 28 Jul 2010, 06:18
gochaj
QUOTE
მერე რა, რომ არ მოსწონდა.

არაფერი, რემარკთან დაკავშირებით გამახსენდა biggrin.gif

Posted by: perfectstranger 28 Jul 2010, 06:27
QUOTE
კონსტანტინეს არ მოსწონდა რემარკი


კონსტანტინეს აპდაიკი მოსწონდა.

Posted by: Solveig 28 Jul 2010, 07:02
QUOTE
აპდაიკი მოსწონდა.

ლიბე ფრაუენ მილჰიც მოსწონდა კიდევ (ღვინო), ნესვი ნაყვარება კიდევ..მარილით...

რა შუაშია აპდაიკი...თემა რემარკზეა, მისი რომანი თარგმნა კონსტანტინემ, მიუხედავად იმისა, რომ რემარკს ძლიერ მწერლად არ მიიჩნევდა..ეს დავწერე უბრალოდ, ისე...და რა აჟიოტაჟი ატყდა?!

Posted by: perfectstranger 28 Jul 2010, 07:15
მე რაღაც ლექსივით რომ აეწყო , მომეწონა

Posted by: gionamura 29 Jul 2010, 23:42
რემარკის შავი ობელისკი ქართულად არის ნათარგმნი თუ იცით?

Posted by: Alice_In_Wonderland 26 Aug 2010, 12:44
ეხლა წავიკითხე "ერთი სიყვარულის ისტორია"



არ მომეწონა...

Posted by: merkantila 26 Aug 2010, 12:52
არი რააა... "ტრიუმფალური თაღი" დამევასა ცოტათი... რავიკის ტიპი... ისე რა დიდი გადამრიე ეგ არი.. ყავასთან და სიგარეტთან წასაკითხია რაა

Posted by: qetuc 29 Aug 2010, 20:38
QUOTE
"ტრიუმფალურო თაღი"

love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: seteri 29 Aug 2010, 20:54
რემარკის პერსონაჟებში ყველაზე კაი ტიპია ვალენტინი, აი ის მემკვიდრეობა რომ მიიღო და ყოველდღე აღნიშნავს

Posted by: John Frusciante 9 Sep 2010, 20:52
რემარკი გენიალურია. კითხულობ და ყველაფერი თვალწინ გიდგას.
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა'" რომ წავიკითხე რამდენიმე დღე სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი.
" რომელიღაც მცენარე , რომელიც სულ იზრდებოდა და იზრდებოდა. ასე იყო უკვე ერთხელაც, მაგრამ აღარ ახსოვდა თუ როდის"
მაგის მერე სხვა ვეღარაფერს წაკითხვა მოვახერხე, სანამ მისი ყველა წიგნი არ წავიკითხე, რისი შოვნაც შევძელი.
მიუხედავად იმ საზიზღარი დროებისა, მისმა პერსონაჟებმა არ დაკარგეს ადამიანური სახე.
ისინი ადამიანები არიან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

"ვიყოტ კეთილნი, თუ კი შეგვიძლია და ვიდრე შეგვიზლია"
"ადამიანი ადამიანითაა"


Posted by: ashley judd 10 Sep 2010, 18:27
მე ვყვირი, მთელი ხმით ვყვირი, მაგრამ თქვენ არ გესმით............

Posted by: matilda123 11 Sep 2010, 16:53
სიყვარულით არ მიყვარს რემარკი, მაგრამ კარგად იკითხება... ახლოს მოდის სულთან...
აქ კიდევ მისეული ფრაზები, ცოტა პესიმისტური, მაგრამ მაინც რეალური -

*ქალი ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო, სხვა გზა არ არსებობს.
*სიყვარულს მეგობრობით არ შელახავენ. დასასრული დასაასრულია.
*არც ერთი ადამიანი არ შეიძლება გახდეს ისე უცხო, როგორც ის, ვინც ოდესღაც გიყვარდა.
*თავისუფალი მხოლოდ ის ადამიანია, ვინც დაკარგა ყველაფერი რისთვისაც სიცოცხლე ღირდა.
*ვინც ცდილობს შეინარჩუნოს- ის კარგავს. ვინც მზადაა ღიმილით გაუშვას- მის შენარჩუნებას ცდილობენ.
*ქალი სიყვარულისას ჭკვიანდება, მამაკაცი-პირიქით.
*სიცოცხლე ზედმეტად ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის.
*სიცოცხლე-ეს დაავადება და სიკვდილი დაბადებიდან იწყება.
*ის ვინც ხშირად იყურება უკან, ადვილად შეიძლება წაბორძიკდეს და დაეცეს.
*საშინელებაა რაღაცის ლოდინი... საშინელებაა როცა აღარაფერს ელი.
*სანამ ადამიანი არ ნებდება, ის თავის ბედზე ძლიერია.
*ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა, ის მხოლოდ ბევრ რამეს შეიძლება მიეჩვიოს.
*რაც უფრო ნაკლებს ზრუნავს ადამიანი თავის სულიერ მდგომარეობაზე, მით მეტად ფასობს იგი.

Posted by: tatuli1989 11 Sep 2010, 18:10
მარტოობა- ცხოვრების მარადიული რეფრენი დასაბამიდან
user posted image

Posted by: tatuli1989 11 Sep 2010, 18:23
user posted image

Posted by: ფრენოლოგი 11 Sep 2010, 20:23
ტრიუმფალური თაღი პირველად რომ წავიკითხე არ მომეწონა...არც დამიმთავრებია ბოლომდე
მაგრამ ახლახანს დავუბრუნდი, მეორედ ...და ასე ვთქვათ "ახლიდან აღმოვაჩინე"
რავიკი შემიყვარდა.
ძალიან რეალურია...და ახლობელი.


QUOTE
*ქალი ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო, სხვა გზა არ არსებობს.
*სიყვარულს მეგობრობით არ შელახავენ. დასასრული დასაასრულია.
*არც ერთი ადამიანი არ შეიძლება გახდეს ისე უცხო, როგორც ის, ვინც ოდესღაც გიყვარდა.
*თავისუფალი მხოლოდ ის ადამიანია, ვინც დაკარგა ყველაფერი რისთვისაც სიცოცხლე ღირდა.
*ვინც ცდილობს შეინარჩუნოს- ის კარგავს. ვინც მზადაა ღიმილით გაუშვას- მის შენარჩუნებას ცდილობენ.
*ქალი სიყვარულისას ჭკვიანდება, მამაკაცი-პირიქით.
*სიცოცხლე ზედმეტად ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის.
*სიცოცხლე-ეს დაავადება და სიკვდილი დაბადებიდან იწყება.
*ის ვინც ხშირად იყურება უკან, ადვილად შეიძლება წაბორძიკდეს და დაეცეს.
*საშინელებაა რაღაცის ლოდინი... საშინელებაა როცა აღარაფერს ელი.
*სანამ ადამიანი არ ნებდება, ის თავის ბედზე ძლიერია.
*ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა, ის მხოლოდ ბევრ რამეს შეიძლება მიეჩვიოს.
*რაც უფრო ნაკლებს ზრუნავს ადამიანი თავის სულიერ მდგომარეობაზე, მით მეტად ფასობს იგი.



ასეთი ამოკრეფილი ფრაზები, წიგნებიდან კი რატომღაც მაღიზიანებს...იიმ მომენტს უხდება სადაც მწერალი წერს იმ პერსონაჟებს უხდებათ , რომლებიც ამბობენ, მაგრამ განზოგადება არ მომწონს...

Posted by: bonnie 11 Sep 2010, 20:34
უი რა კარგია რომ ეს თემა ვიპოვე

რამდენი წლის წინ წავიკითხე მაგრამ ჟოანი და რავიკი ჩემი ერთერთი უსაყვარლესი პერსონაჟები არიან დღემდე .

ტრიუმფალურმა თაღმა მართლა შემძრა love.gif love.gif

გენიალური და ჩემთვის ძალიან საყვარელი მწერალია love.gif love.gif

Posted by: Perfectum 11 Sep 2010, 23:29
"სამი მეგობარი" და "ტრიუმფალური თაღი" ძალიან მომეწონა smile.gif(მეტი არც არაფერი მაქვს წაკითხული)

Posted by: ქიმერა 11 Sep 2010, 23:44

რემარკის "სამი მეგობარი" და "ტრიუმფალური თაღი". კარგი მწერალია, მაგრამ მე დიდად ვერ აღვფრთოვანდი.

Posted by: matilda123 12 Sep 2010, 01:08
QUOTE
ასეთი ამოკრეფილი ფრაზები, წიგნებიდან კი რატომღაც მაღიზიანებს...იიმ მომენტს უხდება სადაც მწერალი წერს იმ პერსონაჟებს უხდებათ , რომლებიც ამბობენ, მაგრამ განზოგადება არ მომწონს...


ნუ წაიკითხავ და არ გაღიზიანდები smile.gif))

Posted by: AlleN 12 Sep 2010, 02:44
თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა "ტრიუმფალური თაღის" ფასი წიგნების მაღაზიებში

Posted by: Miss tata 12 Sep 2010, 10:37
QUOTE

ასეთი ამოკრეფილი ფრაზები, წიგნებიდან კი რატომღაც მაღიზიანებს...იიმ მომენტს უხდება სადაც მწერალი წერს იმ პერსონაჟებს უხდებათ , რომლებიც ამბობენ, მაგრამ განზოგადება არ მომწონს...

+1
ამოგლეჯილი სიბრძნეები ..

მიყვარდა რემარკი.. ალბათ ეხლაც მიყვარს..სამ მეგობარს "თრიუმფალური თაღი" ბევრად მირჩევნია// უფრო საინტერესო პერსნაჟები, და უფრო მეტი თემაა წამოოჭრილი, ასე ვთქვათ უფრო "ფერადი" წიგნია..გემრიელი
პ.ს.
ეკრანიზაცია თუ გინახავთ "ტრიუმალური თაღის?" მე მსახიობებს რომ გადავხედე და ვერც ერთი რომ ვერ მოვარგე ჩემს ტიპაჟს თავი დავანებე

Posted by: ashley judd 12 Sep 2010, 10:42
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"


Posted by: John Frusciante 14 Sep 2010, 00:16
Miss tata
ნანახი მაქვს. დიდად არ მომეწონა. მაგრამ მაინც კარგი იყო.
"სამი მეგობარი" გაცილებით ჯობს, ჩემი აზრით.

დასავლეტის ნახვა მინდა კიდე

Posted by: moonlight 14 Sep 2010, 00:21
QUOTE
"სამი მეგობარი"

უძლიერესია baby.gif

Posted by: pleita 29 Sep 2010, 21:42
არა ეს კაცი ნამდვილი ლოთი იყო ! მუდმივად შეყვარებული ლოთი!! love.gif

Posted by: lars von trier 29 Sep 2010, 21:49
pleita
დრო მოვიდა ლოთობა კარგ ტონად ითვლება ?
არ ვიცოდი.

Posted by: pleita 29 Sep 2010, 21:56
lars von trier
დრო მოვიდა ირონიულ პოსტს რეალური შეფასებისგან ვერ ვანსხვავებთ ??? biggrin.gif

Posted by: lars von trier 29 Sep 2010, 22:30
pleita
ვერა,ვერ ვიაზრებ ასეთ რამეებს,ფსიქიატრულიდან ახლად გამოშვებული რო იყო ასევე იფიქრებდი მგონი.

Posted by: ameliamelia 29 Sep 2010, 23:23
ჩავსხდეთ მანქანაში რემარკის მეგობრებივით და მოვიაროთ პატარ-პატარა რესტორნები, კაფეები თუ რაღაცეები და ვწრუპოთ სულ სულ ცოტა ალკოჰოლი... ოღონდ პირობა დავდოთ, რომ არცერთი არ მოვკვდებით smile.gif))
მახსოვს, ვიდარდე...
უკაცრავად, აბდაუბდად დავწერე...

Posted by: lars von trier 29 Sep 2010, 23:32
ameliamelia
QUOTE
ჩავსხდეთ მანქანაში რემარკის მეგობრებივით და მოვიაროთ პატარ-პატარა რესტორნები, კაფეები თუ რაღაცეები და ვწრუპოთ სულ სულ ცოტა ალკოჰოლი... ოღონდ პირობა დავდოთ, რომ არცერთი არ მოვკვდებით )) მახსოვს, ვიდარდე... უკაცრავად, აბდაუბდად დავწერე...

კარგად დაწერე,დაგავიწყდა ოღონდ სად ცხოვრობ smile.gif .
ერთი კარგი სადღერგძელოცაა ამ სიტუაცეიბშიც,ვინც ჩვენში პირველი დაიღუპება იმას გაუმარჯოს,თავის დროზე გაასწორებს,მერე გატეხავს,ალბათ.
კაცი და გუნებაო,მუხრანს უთქვამს,ალბატ რემარკი აქ იცხოვრებდა,ან შეიძლება ვერც.
მე მინდოდა მაგის სამყაროში ცხოვრება,ცუდიია ?კი ეგაა,კაფეები,სმა,ლოთობა,ადამიანობას არვინ გთხოვს biggrin.gif
ჩემი რა მიდის

Posted by: vaho 29 Sep 2010, 23:33
ისა და, მართლა მოგწონთ თუ ერთმანეთს ეკაიფებით?
ეგეთი მწერლები რუსებს ყველა სოფელში ორი ჰყავდათ, სოფლის თავში და სოფლის ბოლოში...

Posted by: lars von trier 29 Sep 2010, 23:36
vaho
შენი აზროვნება მომწონს,საერთოდ შენი ნაწერი სადაც ვნახე ყველგან კარგად წერ,ფორუმზეა საუბარი.
მომწონს რემარკი,მართლა მომწონს.
ვიკამათოთ თუ გინდა,ამ თემაზე ოღონდ დღეს არა რა.
ერთი ეგაა,კამათი ერთადერთი ფეხბურთზე შემიძლია კარგად,ისიც დინამოს თუ ეხება საქმე.

Posted by: ameliamelia 29 Sep 2010, 23:37
არადა, არაფერი გვიდგას წინ
არც კაფეები გვაკლია, არც მანქანები, არც მეგობრები, არც სასმელი.... smile.gif

Posted by: lars von trier 29 Sep 2010, 23:40
ameliamelia
ფული მაკლია მე პირადად.
შენი არ ვიცი.
სამაგიეროდ სამგორის მუღამი ვიცი,ბევრ რამეს ჯობია ეგ.
არც ერთ ჩემ ძმაკაცს ყავს მანქანა,კაფეში ორჯერ ვარ ნამყოფი სუ.
:თავისშეცოდებისსმაილიკი:

Posted by: ameliamelia 29 Sep 2010, 23:44
lars von trier

აჭარბებ smile.gif)
მთავარია მონდომება smile.gif
არ არის აუცილებელი მანქანა, მაინცდამაინც ბუგატი იყოს
არც ის არის აუცილებელი ისეთი კაფე აირჩიო, სადაც ჭიქა ჩაი 8 ლარი ღირს smile.gif
და მითუმეტეს არ არის აუცილებელი ბევრი ფული იმისათვის, რომ მეგობრებთან ერთად გულიანად იცინო, გაერთო...

Posted by: lars von trier 29 Sep 2010, 23:50
ameliamelia
ნწ,არ ვაჭარბებ,სხვაობაა ,სქესობრივი და ადამიანური,შენ სხვა როჟა ხრ,მე სხვა smile.gif smile.gif smile.gif
ამ სურათით მიხვდები არსს
ვაოფებ ახლა მე smile.gif
http://pix.ge/

Posted by: ameliamelia 29 Sep 2010, 23:54
lars von trier

ყველა ადამიანი ერთნაირია:
აბა დააკვირდი?
ორი ფეხი, ორი ხელი, ორი თვალი, ორი ყური, ერთი ცხვირი, ერთი პირი...
უბრალოდ, ოდნავ განსხვავებული შეფუთვებით smile.gif
მთავარია შეფუთვა გახნსა, მოაცალო ბაფთები და შეგრჩება ხელში ადამიანი - უბრალოდ, ან ქალი, ან კაცი...
აი სულ ეს არის განსხვავება smile.gif
რაღაც აბდაუბდად ვწერ...
კვლავ მომიტევეთ smile.gif

Posted by: lars von trier 29 Sep 2010, 23:57
ameliamelia
ერთადერთი აბდაუბდას წერ იმას რო ცდილობ შემომიტყუო კამათში
არაა ყველა ერთი და იგივე,მე არ ვიცნობ ბევრ გოგოს,რომელიც (ზემოთ დადებულ სურათზეა საუბარი) ამოხოხდებოდა გარაჟზე და დალევდა,ან ვაბშე ჩემნაირ ლოთ გოგოს არ ვიცნობ.
QUOTE
მთავარია შეფუთვა გახნსა, მოაცალო ბაფთები და შეგრჩება ხელში ადამიანი - უბრალ

ეგ ეგრეა.

Posted by: ameliamelia 30 Sep 2010, 00:02
lars von trier

არააა, კამათი არ მიყვარს smile.gif
არც ალკოჰოლი დამილევია არასდროს (არ სჯერათ ხოლმე, მაგრამ ასეა)...
თუმცა, ძალიან კარგად შემიძლია გავუგო იმ ადამიანებს, რომლებიც შენს სუფრას შემოუსხდებიან გარშემო smile.gif
ალბათ შენს თვალში ვტოვებ რაღაც სხვა ტიპის გოგოს შთაბეჭდილებას, ისე კი რიგითი ვარ smile.gif)))


Posted by: marilis_ 30 Sep 2010, 00:05
lars von trier
ლარს, ძვირფასო!
შეხედეთ ცხოვრებას ნათელ ფერებში!
ყველაფერი იქნება, ფულიც იქნება, მანქანიანი მეგობარიც, სიუყარულიც, კონიაკიც და დაჟე გრაპპაც კი იქნება!
bis.gif

Posted by: ameliamelia 30 Sep 2010, 00:07
სამი მეგობარი smile.gif

http://pix.ge/

Posted by: lars von trier 30 Sep 2010, 00:09
ameliamelia
QUOTE
თუმცა, ძალიან კარგად შემიძლია გავუგო იმ ადამიანებს, რომლებიც შენს სუფრას შემოუსხდებიან გარშემოალბათ შენს თვალში ვტოვებ რაღაც სხვა ტიპის გოგოს შთაბეჭდილებას, ისე კი რიგითი ვარ )))

არა,წაკითხული მაქვს შენი ნაწერები.
არ მომწონებია,მაგრამ განსხვავებული ნაღდია.
QUOTE
ალბათ შენს თვალში ვტოვებ რაღაც სხვა ტიპის გოგოს შთაბეჭდილებას, ისე კი რიგითი ვარ )))

არა,იმასაც გეტყვი არ მომწონს შენნაირი ადამიანები(არ ვამბობო რო მე კარგი ვარ და მსგავსი.............ჩემი აზრია),რატო არ მომწონს ეგეც არ ვიცი,შეიძლება მშურს,შეიძლება არა.


QUOTE
თუმცა, ძალიან კარგად შემიძლია გავუგო იმ ადამიანებს, რომლებიც შენს სუფრას შემოუსხდებიან გარშემო

კარგია ეგ,ძალიან კარგი smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
marilis_
თქვენი მეგობარი როგორ არის ?
თქვენ რო მას ცემდით თაყვანს,და ის კიდე აქ მოპოსტავე სირიკოებს ?
:რატიანისწიგნსიმდუღარესმაილიკი:

Posted by: Miss tata 30 Sep 2010, 00:15
რა დღეში ჩაგიგდიათ დიადი რემარკი biggrin.gif

Posted by: marilis_ 30 Sep 2010, 00:19
წავედი, წავედი
vis.gif vis.gif vis.gif

Posted by: ameliamelia 30 Sep 2010, 00:23
lars von trier

წესით ჩემნაირი ტიპის არ უნდა გშურდეს smile.gif
უფრო სხვა მიზეზია ალბათ, რის გამოც არ მოგწონვარ smile.gif))

Posted by: lars von trier 30 Sep 2010, 00:25
ameliamelia
QUOTE
უფრო სხვა მიზეზია ალბათ, რის გამოც არ მოგწონვარ ))

ეგ მიზეზი მგონია მეც smile.gif
მარა თავს ასეც ვერ ვასაზიზღრებ .
marilis_
QUOTE
წავედი, წავედი

არ გამოგივიდათ ხუმრობა ?

Posted by: formula3000 30 Sep 2010, 00:25
ატყოლბთ რომ ატრაკუნებთ?
მე მომწონს რემარკის ე წიგნი
სამი მეგობრი
იმიტო რო ბავშვობას მაგონებს და ვსიო
ნახვამდის 2kiss.gif

Posted by: marilis_ 30 Sep 2010, 00:26
lars von trier
QUOTE
არ გამოგივიდათ ხუმრობა ?

არა

Posted by: ameliamelia 30 Sep 2010, 00:32
QUOTE (lars von trier @ 30 Sep 2010, 00:25 )
ameliamelia
QUOTE
უფრო სხვა მიზეზია ალბათ, რის გამოც არ მოგწონვარ ))

ეგ მიზეზი მგონია მეც smile.gif
მარა თავს ასეც ვერ ვასაზიზღრებ .
marilis_
QUOTE
წავედი, წავედი

არ გამოგივიდათ ხუმრობა ?

მე ცუდი არაფერი მიფიქრია smile.gif))

http://pix.ge/

Posted by: lars von trier 30 Sep 2010, 00:33
marilis_
QUOTE
lars von trierQUOTEარ გამოგივიდათ ხუმრობა ?

არა

არც მე.
ზ.რ

Posted by: ნათია 30 Sep 2010, 12:06
QUOTE
ერიხ მარია რემარკი

love.gif love.gif love.gif love.gif
ტრიუმფალური თაღი
love.gif love.gif love.gif love.gif

არ ვიცი, ვინც წიგნზე "სამი მეგობარი" გიჟდება, ეს იმიტომ რომ "ტრიუმფალური თაღი" მართლა არ აქვთ წაკითხული, თუ იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ ჩემი საყვარელი წიგნია.

QUOTE
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

მინდა

Posted by: vbpower 4 Oct 2010, 15:37
დასავლეთის ფრონტი უცვლელია არის სადმე ინტერნეტში ქართულად?
ბიბლიოთეკიდან მეზარება გამოტანა და...

Posted by: iza 4 Oct 2010, 20:24
QUOTE
დასავლეთის ფრონტი უცვლელია


კონსტანტინეს თარგმანი არის ბრწყინვალე up.gif

Posted by: Perfectum 4 Oct 2010, 21:59
iza
QUOTE
დასავლეთის ფრონტი უცვლელია


კონსტანტინეს თარგმანი არის ბრწყინვალე

როგორ მაინტერესებს.

Posted by: BigCrow 5 Oct 2010, 15:14
QUOTE
დასავლეთის ფრონტი უცვლელია არის სადმე ინტერნეტში ქართულად?

ხზ
მე მაქვს მაგის ძველი, დაფლეთილი ეგზემპლარი biggrin.gif

სამ მეგობარზე გამახსენდა... დათვალა ვინმემ, რამდენი ალკოჰოლი მოიხმარეს მაგ წიგნში? biggrin.gif

Posted by: marilis_ 5 Oct 2010, 15:35
BigCrow
QUOTE
სამ მეგობარზე გამახსენდა... დათვალა ვინმემ, რამდენი ალკოჰოლი მოიხმარეს მაგ წიგნში? biggrin.gif

სამი რამ არ ითვლება: კონიაკი რემარკში, ღომი დათა თუთაშხიაში და ვარსკვლავნი ცაში! yes.gif

Posted by: BigCrow 5 Oct 2010, 15:39
marilis_
QUOTE
ვარსკვლავნი ცაში!

ეგ დათვლილია biggrin.gif

Posted by: marilis_ 5 Oct 2010, 15:44
BigCrow
QUOTE
ეგ დათვლილია biggrin.gif

ვინ დათვალა? biggrin.gif

Posted by: BigCrow 5 Oct 2010, 16:11
marilis_
აგერ ამათმა givi.gif http://www.universetoday.com/24310/how-many-stars-can-you-see/

Posted by: GUDU_PLANT 6 Oct 2010, 22:37
საქართველოში რემარკი მარტო 3 მეგობარის და ტრიუმფალური ტაწის ავტორი ჰქონიათ. აბსოლუტურად გაკვრითაც არ მიდის ლაპარაკი სხვა მის ნაწარმოებზეsmile.gif
აქ არ წამიკითხავს პოსტები და არ ვიცი რა დოზით მიდის მასზე საუბარი და განხილვა smile.gif

Posted by: Miss tata 7 Oct 2010, 00:31
marilis_
QUOTE

სამი რამ არ ითვლება: კონიაკი რემარკში, ღომი დათა თუთაშხიაში და ვარსკვლავნი ცაში!

+1
lol.gif lol.gif

Posted by: Perfectum 7 Oct 2010, 01:29
კონიაკი, ღომი, ვარსკვლავები ცაში, სიგარეტი და ჰემინგუეი ქართველ სამოციანელებში.

Posted by: lars von trier 7 Oct 2010, 01:31
рerfectstranger
შენც არ გევასება ბაბუ smile.gif?
მგონი მარტო მე მიყვარს biggrin.gif

Posted by: Perfectum 7 Oct 2010, 01:34
lars von trier
კი როგორ არ მევასება, მარტო მოხუცი და ზღვა მაქვს წაკითხული .

Posted by: iza 7 Oct 2010, 12:43
GUDU_PLANT

QUOTE
საქართველოში რემარკი მარტო 3 მეგობარის და ტრიუმფალური ტაწის ავტორი ჰქონიათ. აბსოლუტურად გაკვრითაც არ მიდის ლაპარაკი სხვა მის ნაწარმოებზე
აქ არ წამიკითხავს პოსტები და არ ვიცი რა დოზით მიდის მასზე საუბარი და განხილვა


,,Im Westen nichts Neues" up.gif up.gif up.gif

Posted by: Martin Eden 7 Oct 2010, 16:48
რემარკი - ძალიან მიყვარს სულმოუთქმელად წავიკითხე მისი ნაწარმოებებიsmile.gif

"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" და "დასავლეთ ფრონტი უცვლელია". ეს უკანასკნელი კონსტანტინეს ნათარგმნი მაქვს ბუკინისტებში წავაწყდი 3 ლარად.

ისე "სამი მეგობარი", რომ წავიკითხე კინაღამ გავლოთდი : ) )

Posted by: Le fou 8 Oct 2010, 14:27
სამი მეგობრის ეკრანიზაცია არ მინახავს.. და კარგია??? spy.gif

Posted by: iza 8 Oct 2010, 15:22
Martin Eden

QUOTE
"დასავლეთ ფრონტი უცვლელია". ეს უკანასკნელი კონსტანტინეს ნათარგმნი მაქვს ბუკინისტებში წავაწყდი 3 ლარად.


რომელ ბუკინისტებში???

Posted by: Martin Eden 8 Oct 2010, 15:26
iza

რუსეთაველის მეტროდან ფილარმონიისკენ რომ მიდიხარ გადახურული, რომ არის გვირაბივით smile.gif ეხლა მაღაზიებია, მანდ ვიყიდე ბევრი ძველი წიგნი ქონდათ, მე გეუბნები დაახლოებიტ 1.5 წლის ამბავს smile.gif

Posted by: gochaj 10 Oct 2010, 03:22
рerfectstranger
QUOTE
კი როგორ არ მევასება, მარტო მოხუცი და ზღვა მაქვს წაკითხული .


ყველაზე სენტიმეტალური ნაწარმოები ჰემინგუეისა არის "კუნძულები ოკეანეში". ნახეთ.

Posted by: darinna 24 Oct 2010, 16:15
ჩემ სამ ჯგუფელ ბიჭს, რომლებიც წიგნისკენ არც კი იხედებდნენ, დასაწყისისთვის ვურჩიე რემარკის "სამი მეგობარი" წაეკითხათ და აღარც გაჩერებულან ამის შემდეგsmile.gif
მგონი თუნდაც ამიტომ არის რემარკი კარგი მწერალი... ისე მჯობნის მჯობნი არ დაილევა

Posted by: pretty 15 Nov 2010, 15:00
ტრიუმფალურ თაღს ვკითხულობ და ძალიან მომწონს! გელოვანის თარგმანია, სუუუპერ up.gif

აქ ჰემინგუეის რემარკს რატო ადარებენ ვერ ვხვდები! user.gif

Posted by: Ocelot 15 Nov 2010, 16:22
pretty
QUOTE
აქ ჰემინგუეის რემარკს რატო ადარებენ ვერ ვხვდები!

ორივე ტროტუარული ლიტერატურაა, პროსტა რემარკი უფრო ლამაზად წერს.

Posted by: rawerfas 15 Nov 2010, 16:27
Ocelot
QUOTE
ორივე ტროტუარული ლიტერატურაა

ეგ რაღაა???? eek.gif ტროტუარი ბულვარში ხომ არ აგერია? lol.gif პრივეტ, ოციკ wink.gif

Posted by: Le fou 15 Nov 2010, 16:34
QUOTE
აქ ჰემინგუეის რემარკს რატო ადარებენ ვერ ვხვდები! 

სად აქ? rolleyes.gif
QUOTE
ორივე ტროტუარული ლიტერატურაა, პროსტა რემარკი უფრო ლამაზად წერს.


უყურე შენ))

Posted by: Ocelot 15 Nov 2010, 16:37
rawerfas
QUOTE
პრივეტ, ოციკ

შალომ biggrin.gif
QUOTE
ტროტუარი ბულვარში ხომ არ აგერია?

სინონიმია. აი ისეთი წიგნები რა, რო იწყებ და ეგრევე ამთავრებ. მიდის და მიდის. ტრანსპორტშიც კი რო წაიკითხება.

Posted by: iza 15 Nov 2010, 19:13


QUOTE
რო იწყებ და ეგრევე ამთავრებ



-----------------------



























































lol.gif

Posted by: Ocelot 15 Nov 2010, 20:18
iza
რა გაიფიქრე ეხლა შენ? rolleyes.gif არის შენში რაცხა უელბეკური boli.gif

Posted by: pretty 15 Nov 2010, 22:18
Ocelot
QUOTE
ორივე ტროტუარული ლიტერატურაა, პროსტა რემარკი უფრო ლამაზად წერს.

უჰუ ,რემარკი უფრო მხატვრულად წერს, იუმორის ნასახი არ აქვს, მე მხოლოდ ტრიუმფალური თაღით შემოვიფარგლები,რაზეც ვერ იტყვი ჰემინგუეიზე_ იუმორით შემოსილი ტრაგიზმი tongue.gif

Posted by: Pagani 15 Nov 2010, 22:22
QUOTE
ორივე ტროტუარული ლიტერატურაა



მდა..

QUOTE
რემარკი უფრო ლამაზად წერს.



ეგ ჰო

Posted by: pretty 15 Nov 2010, 22:24
QUOTE
ორივე ტროტუარული ლიტერატურაა



მდა..

რა გინდათ, ტროტუარულია ნამდვილად, ნებისმიერ ადგილას წაიკითხავს კაცი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტროტუარიზმი მათ ქულას აკლებს tongue.gif

Posted by: rawerfas 15 Nov 2010, 23:23
ნეტავ რემარკი და ჰემინგუეი თუ იყვნენ იმის აზრზე, რომ ტროტუარიზმის მიმართულების წარმომადგენლები ყოფილან! biggrin.gif
ისე მახსოვს უმბერტო ეკოს ვკითხულობდი პატარა ყვითელ ავტობუსში, როცა სამსახურში მივდიოდი ხოლმე - ეგეც ტროტუარისტი (თუ ავტობუსისტი?wink.gif) ყოფილა ეტყობა biggrin.gif

Posted by: tatuli1989 16 Nov 2010, 21:05
ბოლოს რაც წავიკითხე რემარკის ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა იყო
მართალია 1 დღეში ჩავამთავრე მარა უნდა ვაღიარო რომ ჩემთვის რავიკს სხვა ხიბლი აქვს თავისი კალვადოსებით და რობის და მის ძმაბიჭებს თავისი სითბოთი მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ეს ნაწარმოები ან სამ მეგობარს სჯობს ან ტრიუმფალურ თაღს ეს ისე
მარა სამ უდიდეს ბიბლიოთეკას რემარკის სხვა წიგნი რატომ არ ჰქონდა მაინც ვერ გავიგე ამ სამის გარდა :E

Posted by: pretty 18 Nov 2010, 00:37
ლამაზად წერს ძალიან sad.gif

"უკანასკნელ საათს სახე ისე შეეცვალა,როგორც არ შეცვლია,ალბათ,თავისი ცხოვრების ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში.სიკვდილის წინ დამანჭულს სახეს ნელა ეუფლებოდა სიკვდილის მკაცრი ხატება.ყველაფერი ანაზდეული თანდათან ქრებოდა,კვდომის ნიშნები წარიხოცნენ, და დამახინჯებულ,უფერულ სახეზე უხმაუროდ დამკვიდრდა მარადისობის ნირაბი".

"ტრიუმფალური თაღი" ცოტა გაწელილი იყო,თუმცა საბოლოოდ სასიამოვნო წასაკითხი.

Posted by: senobioliosa 18 Nov 2010, 21:59
ჟოან მადუ მიყვარს მე! biggrin.gif

Posted by: pretty 19 Nov 2010, 01:12
senobioliosa
QUOTE
ჟოან მადუ მიყვარს მე!


რა თავქარიანი პერსონაჟი ყავს!

Posted by: Bacci 19 Nov 2010, 02:27
QUOTE
ჟოან მადუ

QUOTE
რა თავქარიანი

თავქარიანი არა, მარა სიამოვნებით რო გალახავდა კაცი ისეთია : ))))

Posted by: pretty 19 Nov 2010, 22:05
Bacci
QUOTE
თავქარიანი არა, მარა სიამოვნებით რო გალახავდა კაცი ისეთია : ))))

ერთდროულად ათს ხვდებოდა, ზოგიც საშიში იყო, ემუქრებოდა კიდეც მკვლელობით...თან რავიკს სიყვარულს ეფიცებოდა,ხან თავზე დაადგებოდა,ხან დილით შეუმჩნევლად გაიპარებოდა რამდენიმე დღით,ხანდახან კვირითაც. თავქარიანია ააბა რა არის! მაგრამ ეგ პერსონაჟი სალაპარაკოდ არც ღირს, რაღაც ჰოლივუდის პონტია tongue.gif

Posted by: tatuli1989 19 Nov 2010, 22:53
pretty
QUOTE
რა თავქარიანი პერსონაჟი ყავს!

და რავიკის სახით დასტოინი პარტნიორი tongue.gif love.gif

Posted by: gagripsh 21 Nov 2010, 20:59
QUOTE (pretty @ 18 Nov 2010, 00:37 )


"ტრიუმფალური თაღი" ცოტა გაწელილი იყო,თუმცა საბოლოოდ სასიამოვნო წასაკითხი.

გეთანხმები ცოტა მართლაც გაწელილია, მაგრამ რამდენიმე ისეთი მაგარი აზრი ამოვიკითხე მანდ როა რ ვიცი... დედამიწაზე მარტო ერთი არსებაა სპასობნი რომ თავი მოიკლას-ადამიანი. ამას მგონი მოროზოვი ეუბნება რავიკს.

Posted by: Bacci 21 Nov 2010, 21:51
pretty

მადლობა შინაარსი რო გადმოგვეცი, კი არ ვიცოდით რა წერია : )))) LOL

Posted by: Le fou 21 Nov 2010, 22:18
Bacci
QUOTE
მადლობა შინაარსი რო გადმოგვეცი, კი არ ვიცოდით რა წერია : )))) LOL

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Bacci 21 Nov 2010, 22:18
QUOTE
მართლაც გაწელილია

გაწელილი იმათთვისაა, 2 ფურცლიან ნოველებს რო არიან მიჩვეულები ; )gagripsh

Posted by: gagripsh 21 Nov 2010, 22:36
QUOTE (Bacci @ 21 Nov 2010, 21:51 )
pretty

მადლობა შინაარსი რო გადმოგვეცი, კი არ ვიცოდით რა წერია : )))) LOL

მე უბრალოდ ის ვთქვი რაც მომეწონა და თქვენთვის შინარსის გაცნობა არც ყოფილა ჩემი მიზანი!!!

Posted by: Bacci 21 Nov 2010, 22:39
gagripsh

pretty გქვია?

Posted by: gagripsh 21 Nov 2010, 22:41
QUOTE (Bacci @ 21 Nov 2010, 22:18 )
QUOTE
მართლაც გაწელილია

გაწელილი იმათთვისაა, 2 ფურცლიან ნოველებს რო არიან მიჩვეულები ; )gagripsh

უკაცრავად, ჩვენი აზრი რომ გვაქვს, ნუ თქვენამდე ჯერ ბევრი მიკლია სად თქვენ სად მე!!!

Posted by: Moreira 21 Nov 2010, 22:43
დავშოშმინდეთ yes.gif

Posted by: Le fou 21 Nov 2010, 22:44
gagripsh
QUOTE
გეთანხმები ცოტა მართლაც გაწელილია,

მაპატიეთ , მაგრამ ვერც მე დაგეთანხმებით რომ გაწელილია.. მახსოვს ერთი ჩაის მოსმით ჩავყლაპე user.gif

Posted by: pretty 21 Nov 2010, 22:44
Bacci
QUOTE
მადლობა შინაარსი რო გადმოგვეცი, კი არ ვიცოდით რა წერია : )))) LOL

წიგნის უბანძესი მომენტები_ჟოანის თავქარიანობები,რომელიც შენ ასე ძლიერ მოგეწონა. LOL ლოოლ :*

Le fou
QUOTE
მაპატიეთ , მაგრამ ვერც მე დაგეთანხმებით რომ გაწელილია.. მახსოვს ერთი ჩაის მოსმით ჩავყლაპე

მაპატიეთ ჩაგეჭრებით. არ იყო გაწელილი ბატონო. OMG vis.gif

Posted by: Le fou 21 Nov 2010, 22:53
pretty
QUOTE
მაპატიეთ ჩაგეჭრებით. არ იყო გაწელილი ბატონო. OMG

2-ჯერ უფრო მაპატიეთ რომ აზრი გამოვთქვი smile.gif)))) ო.ღ.ჩ biggrin.gif

Posted by: pretty 21 Nov 2010, 22:56
Le fou
QUOTE
2-ჯერ უფრო მაპატიეთ რომ აზრი გამოვთქვი )))) ო.ღ.ჩ 

აზრის გამოსათქმელადაა საყვარელო ეს ფორუმი და არა დასაცინად. ყველას ერთნაირად ვერ მოგვეწონება და ყველა ერთნაირად ვერ აღვიქვამთ, მე პირადად მამთქნარებდა რავიკსა და ჟოანის "აღმაფრენა" დიალოგებზე, ნუ ვერ ვიტან ამ ლავ სთორებს ცოტა ლამაზ და მოსერიოზულო წიგნებში biggrin.gif

მამენტ პლუსი მაგათი სიყვარულის არის ის რომ_ არასტანდარტულია, ერთმანეთის გარეშე მშვენივრად შეუძლიათ და სხვებთან კიდევ უკეთესად,მაგრამ უყვართ ერთმანეთი მაინც. და მაინც გაწელილი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი და ძალზე უინტერესო.

Posted by: Le fou 21 Nov 2010, 22:59
pretty
QUOTE
აზრის გამოსათქმელადაა საყვარელო ეს ფორუმი და არა დასაცინად. ყველას ერთნაირად ვერ მოგვეწონება და ყველა ერთნაირად ვერ აღვიქვამთ, მე პირადად მამთქნარებდა რავიკსა და ჟოანის "აღმაფრენა" დიალოგებზე, ნუ ვერ ვიტან ამ ლავ სთორებს ცოტა ლამაზ და მოსერიოზულო წიგნებში

უკაცრავად და დაცინვა ჩემს რომელ პოსტში დაინახეთ შეგიძლიათ მიმითითოთ?

ჩემთვის თუ არ იყო გაწელილი არ ნიშნავს რომ "ლავ სთორებზე" ვგიჟდები ... ეს ისე smile.gif))))
პ.ს.
რემარკი სერიოზულ მწერლად საერთოდაც არ მიმაჩნია user.gif

Posted by: pretty 21 Nov 2010, 23:02
Le fou
http://forum.ge/?showtopic=33589320&view=findpost&p=22620222

არავის უთქვამს რომ ლავ სთორებზე გიჟდები, მე უბრალოდ აღვნიშნე რა მომენტი იყო ჩემთვის ზედმეტად გაწელილი და ვსო რა biggrin.gif

QUOTE
რემარკი სერიოზულ მწერლად საერთოდაც არ მიმაჩნია 

ვისთვის როგორ. ჩემთვის სასიამოვნო წასაკითხი იყო,ლამაზად წერს,საინტერესოდ აღწერს ოპერაციის დეტალებს,იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი ფრაზაც.საბოლოო ჯამში სრულიად ნორმ.

Posted by: Le fou 21 Nov 2010, 23:06
pretty
და საიდან მოიტანე რომ ეგ სიცილი( და არა "დაცინვა" ) შენ გეხებოდა...?))

მოკლედ არ დამიცინია, გავიცინე..ძალიან განსხვავებული ემოციებია ისე))

ვა რა დღეში გვაქვს ნერვები:\\

Posted by: pretty 21 Nov 2010, 23:11
Le fou
QUOTE
და საიდან მოიტანე რომ ეგ სიცილი( და არა "დაცინვა" ) შენ გეხებოდა...?))

მოკლედ არ დამიცინია, გავიცინე..ძალიან განსხვავებული ემოციებია ისე))

ვა რა დღეში გვაქვს ნერვები:\\

ძაფივით,ძაფივით biggrin.gif

Posted by: Pagani 24 Nov 2010, 23:46
tatuli1989
QUOTE
ვერ ვიტყვი რომ ეს ნაწარმოები ან სამ მეგობარს სჯობს ან ტრიუმფალურ თაღს



მე ვიტყოდი..

ყოველ შემთხვევაში, უფრო მომეწონა smile.gif

Posted by: tatuli1989 27 Nov 2010, 18:32
Pagani
ეგ იმდენად ინდივიდუალურია რომ საერთოდ არ მიმაჩნია საჭიროდ ეგეთ რაღაცეებზე კამათი user.gif gigi.gif

Posted by: Pagani 27 Nov 2010, 22:16
tatuli1989

OK smile.gif givi.gif

Posted by: GUDU_PLANT 28 Nov 2010, 00:19
რემარკის ერთი სიყვარულის ისტორია ვიყიდე 2 ლარად wink.gif ჯერ არ წამიკითხავს.
კარგია თუ იცით smile.gif?

Posted by: Le fou 28 Nov 2010, 00:26
GUDU_PLANT
QUOTE
რემარკის ერთი სიყვარულის ისტორია ვიყიდე 2 ლარად  ჯერ არ წამიკითხავს.
კარგია თუ იცით ?

დარწმუნებული ვარ სხვების მსგავსი იქნება))) 1 წავიკითხე, მეორე, მესამე და მეოთხეზე მივხვდი რომ ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნიდა და მომბეზრდა:\

Posted by: highway 28 Nov 2010, 13:32
QUOTE
ერიხ მარია რემარკი


სკოლაში ტვინი გაბურღეს წაკითხეთ ყველამო, ტრიუმფალური თაღი და 3 მეგობარი. იყო, რა! ჰემინგუეის და ფიცჯერალდის პათოსია.

Posted by: Taro/ 25 Dec 2010, 23:20
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და "სამი მეგობარი" კარგებია?

Posted by: iza 25 Dec 2010, 23:43
QUOTE
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია"


up.gif

თუ კონსტანტინეს თარგმანს იპოვი smile.gif

QUOTE
სამი მეგობარი


კი

Posted by: books 26 Dec 2010, 00:01
QUOTE
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია"





თუ კონსტანტინეს თარგმანს იპოვი


http://labybooks.ge/ გამოდის ეს წიგნი yes.gif

Posted by: iza 26 Dec 2010, 01:25
books

QUOTE
http://labybooks.ge/ გამოდის ეს წიგნი



კონსტანტინეს თარგმანი თუ ვისი?

Posted by: pretty 7 Jan 2011, 01:10
"სამი მეგობარი" ძააალიან სუსტია, მოზარდებს თუ წააკითხავ! თარგმანიც უბანძესი.

Posted by: Nirvana11 8 Jan 2011, 18:38
pretty
QUOTE
"სამი მეგობარი" ძააალიან სუსტია, მოზარდებს თუ წააკითხავ! თარგმანიც უბანძესი.

რატომ არის ..ძააალიან" სუსტი და არა უბრალოდ სუსტი? gigi.gif ორიგინალი გაქვს წაკითხული? ამ რომანში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდია და ვერ დაგეთანხმები მის ,,ძააალიან" სისუსტეში no.gif

Posted by: ვივიანა 8 Jan 2011, 20:15
დღეს დავამთავრე "ტრიუმფალური თაღი"..
"3 მეგობარი"-ც წაკითხული მაქვს..
არც ისე ცუდად მომეჩვენა რომელიმე.. smile.gif
მგონი დრო ტყუილად არ დამიკარგავს

Posted by: hibiscus 8 Jan 2011, 21:03
QUOTE
კონსტანტინეს თარგმანი თუ ვისი?


არა, ახალი თარგმანია, ნატალია ჯანელიძის.

Posted by: pretty 10 Jan 2011, 20:40
Nirvana11
QUOTE
ორიგინალი გაქვს წაკითხული?

QUOTE
თარგმანიც უბანძესი.

პ.ს. ძალიან სუსტია.

Posted by: iza 10 Jan 2011, 21:03
hibiscus


QUOTE
არა, ახალი თარგმანია, ნატალია ჯანელიძის. 


არ ვყიდულობ biggrin.gif

ორიგინალი ნამდვილად მაგარია დასავლეთის ფრონტიც და სამი მეგობარიც. ამ უკანასკნელის სუსტ თარგმანზე დავწერე ადრე რომელიღაც თემაში.

აი კონსტანტინეს თარგმანზე ვისაც მიგიწვდებათ ხელი, ორივე ხელით გირჩევთ წაიკითხოთ up.gif (დასავლეთის ფრონტს ვგულისხმობ).


Posted by: Nirvana11 10 Jan 2011, 22:16
QUOTE
ძალიან სუსტია.

მოკლედ ამ განყოფილებაში რასაც ვაკვირდები თუ რამეზე/ვინმეზე ცუდს დაწერ ამით , ამტკიცებ საკითხისადმი ღრმა/გააზრებულ დამოკიდებულებას. gigi.gif მარტივ შეკითხვას ვსვავ რატომ არის ,,სამი მეგობარი" აღმატებულ ხარისხში სუსტი (ძალიან სუსტი) ?
tom.gif

Posted by: ramazi-rugby 12 Jan 2011, 17:04
"ტრიუმფალურ თაღში" რავიკი ამბობს: "სიყვარულს მეგობრობით არ სცხებენ ჩირქს, დასასრუი არის დასასრული".... მე ძალიან მომწონს...

Posted by: giorguna22 12 Jan 2011, 17:08
ჩემი საყვარელი მწერალი.მაგარი კაცი...ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა კი ყველაზე საყვარეი ნაწარმოები.ეგ.ტრიუმფალური თაღი და სამი მეგობარი მქვს წაკითხული და სხვა მაგის რომანების ელექტრონულ ვერსიას შემიძლია გადავაწყდე ქართულ ენაზე? ან თU არის ნათარგმნი და დაბეჭდილი სხვა რომანები ქართულად?

Posted by: ramazi-rugby 12 Jan 2011, 17:09
კი "ტრიუმფალური თაღი" "სამი მეგობარი" "ნასესხები სიცოცხლე" ეს რაც მე მაქვს წაკითხული და სხვებიც იქნება...

Posted by: giorguna22 12 Jan 2011, 17:11
ანუ ვეძებ დასავლეთის ფრონტ უცვლელია-ს და ნასესხები სიცოცხლე-ს smile.gif ელექტრონულს არ აქვს ის მუღამი ისე ღამე რო კითხულობ "ნაჩნიკის" შუქზე წიგნიდან smile.gif

Posted by: ramazi-rugby 12 Jan 2011, 17:17
ხოო მაგაში გეთანხმები მეც მიყვარს ღამე კითხვა... ფანრითაც მაგარია...

Posted by: pretty 12 Jan 2011, 18:59
Nirvana11
QUOTE
მოკლედ ამ განყოფილებაში რასაც ვაკვირდები თუ რამეზე/ვინმეზე ცუდს დაწერ ამით , ამტკიცებ საკითხისადმი ღრმა/გააზრებულ დამოკიდებულებას.   მარტივ შეკითხვას ვსვავ რატომ არის ,,სამი მეგობარი" აღმატებულ ხარისხში სუსტი (ძალიან სუსტი) ?

ფლუდს მიმართე ხოლმე!!!

დიალოგებია ძალიან სუსტი, შეხედე რობი რა ლამაზია! რა საოცარია უატატატატტა უფუფუფუუ არ მევასება, არადა წიგნის 80% ეგაა. მე რომ მიყვარს, ომისგან ტრავმირებული ხალხის ნაფიქრალების გადმოცემა, ის არაა ამ წიგნში, ხოდა ამიტომაც არის ძალიან სუსტი, პლუს ამას თარგმანია ბანძი, არადა რემარკი ლამაზად წერს და ამ კუთხით მაინც დავაპლუსებდი, მაგრამ არა!!!

დაკმაყოფილდი?

აუცილებელი არაა ყველას ჰკითხო რატო არ მოგეწონა და ბლა ბლა ნი ტო შტო შენებური დასკვნები გამოიტანო.. გამაგიჟებთ! vis.gif

giorguna22
QUOTE
ჩემი საყვარელი მწერალი.მაგარი კაცი...ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

ეგ მინდა წავიკითხო დედანში, იმედია პლეხანოვზე რომ ბიბლიოთეკაა იქ ექნებათ sad.gif

Posted by: Nirvana11 12 Jan 2011, 19:28
pretty
QUOTE
აუცილებელი არაა ყველას ჰკითხო რატო არ მოგეწონა და ბლა ბლა ნი ტო შტო შენებური დასკვნები გამოიტანო.. გამაგიჟებთ!

მოდი განგიმარტავ რა ვიკითხე მე არ მიკითხვას რატომ არ მოგწონთთქო, მე გკითხეთ ,,ძალიან სუსტი" რატომ არისთქო, თქვენი ეს ნააზრევი:

QUOTE
დიალოგებია ძალიან სუსტი, შეხედე რობი რა ლამაზია! რა საოცარია უატატატატტა უფუფუფუუ არ მევასება, არადა წიგნის 80% ეგაა. მე რომ მიყვარს, ომისგან ტრავმირებული ხალხის ნაფიქრალების გადმოცემა, ის არაა ამ წიგნში, ხოდა ამიტომაც არის ძალიან სუსტი, პლუს ამას თარგმანია ბანძი, არადა რემარკი ლამაზად წერს და ამ კუთხით მაინც დავაპლუსებდი, მაგრამ არა!!!

არის პასუხი კითხვაზე ,,რატომ არ მოგწონს?"
ხოლო ,, არ მომწონსა" და ,,ძალიან სუსტიას" შორის არსებითი სხვაობაა მაგალითად საფეხბურთო კლუბ ,,მადრიდის რეალის " თამაში არ მომწონს, მაგრამ არ ვამბობ ,,ძალიან სუსტიათქო" ვამბობ არ მომწონსთქო, თან შეიძლება რაიმეზე თქვა უბრალოდ ,, სუსტია" მაგრამ ,,ძალიან სუსტია" აღმატებული ხარისხია. ჩემს მიერ თქვნთვის დასმულ პირველ შეკითხვას თუ დააკვირდებით სწორედ ეს გკითხეთ



smile.gif
QUOTE
დაკმაყოფილდი?


ადამიანებისგან/ცხოვრებისგან ბევრს ვითხოვ და რთულად ვკმაყოფილდები wink.gif

Posted by: COD 13 Jan 2011, 04:26
pretty
QUOTE
"სამი მეგობარი" ძააალიან სუსტია, მოზარდებს თუ წააკითხავ! თარგმანიც უბანძესი.

რავიცი ძმაკაცმა მითხრა ძაან მაგარიაო...

Posted by: ვივიანა 13 Jan 2011, 12:12
COD
არ არის ცუდი, წაიკიტხე.. ნამდვილად არ ინანებ smile.gif

Posted by: pretty 13 Jan 2011, 22:16
Nirvana11
QUOTE
ადამიანებისგან/ცხოვრებისგან ბევრს ვითხოვ და რთულად ვკმაყოფილდები wink.gif


ამოისუნთქე ბიჭი!

COD
QUOTE
რავიცი ძმაკაცმა მითხრა ძაან მაგარიაო...

ჩემთვის კარგი იყო "ტრიუმფალური თაღი", თარგმანი იყო ძალიან კარგი. ადრე დავპოსტეკიდეც ამ თემაში, მარა ამან ვერ გაქაჩა იმჰო.

Posted by: Nirvana11 14 Jan 2011, 08:15
pretty
QUOTE
ბიჭი!

თქვენი პოსტინგიდან გამომდინარე აშკარად ადე ,,კვატური" გოგონა ხართ smile.gif

Posted by: pretty 15 Jan 2011, 00:13
Nirvana11
QUOTE
თქვენი პოსტინგიდან გამომდინარე აშკარად ადე ,,კვატური" გოგონა ხართ

ჩემი პოსტინგიდან გამომდინარე შეურაცხჰყოფას ადგილი არ ჰქონია. დიდი მადლობა!

Posted by: Pagani 15 Jan 2011, 00:16
სამი მეგობარის ძველი თარგმანი წავიკითხე, არ მომეწონა.. არ ვიცი ახალი არსებობს თუ არა.. იმედია უკეთესი იქნება

აი ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა უძლიერესადაა ნათარგმნი up.gif

Posted by: Nirvana11 15 Jan 2011, 00:35
pretty
QUOTE
ჩემი პოსტინგიდან გამომდინარე შეურაცხჰყოფას ადგილი არ ჰქონია.

QUOTE
ბიჭი!

როცა ადამიანს მიმართავთ ბიჭი/გოგო ეს არის შეურაცხყოფა, ამ სიტყვების მნიშვნელობა თუ არ იცით შემიძლია განგიმარტოთ, ასე რომ დაუმსახურებლად თქვენთვის არაფერი მიკადრებია, 2kiss.gif

Posted by: irusha 3 Feb 2011, 17:23
გუშინ "სამი მეგობარი" ვიპოვე სახლში... როგორ მომნატრებია... user.gif

სულ სხვანაირად ვიგებ ახლა რაღაცეებს... )) და საერთოდ, მივხვდი რომ თითქმის ყველაფერი თავიდან მაქვს წასაკითხი.. yes.gif

Posted by: lankaaa 6 Feb 2011, 21:56
QUOTE
დები ბრონტეების "ზღაპრებიც" მოგწონს?

ეს ზღაპრებია და რემარკი კიდე ცხოვრებისეულ მოთხრობებს წერდა smile.gif

Posted by: GURAM 20 Feb 2011, 20:55
Bacci
http://labybooks.ge/

----------------------------------

Posted by: Julika Stiller-Tschudy 20 Feb 2011, 22:51
QUOTE
ბავშვობაში უსაყვარლესი მწერალი იყო. ახლა... ჰმ biggrin.gif


+1
პირველი კურსის საკითხავი ლიტერატურაა გერმანისტებისთვის. კარგად იკითხება, მარტივი ენა აქვს და არც რთულ თემებზე წერდა: გერმანიის ყოფა-ცხოვრება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და კრიტიკა. აგრეთვე ტუბერკულიოზიანი ქალების სიყვარულზე. ერთი სიტყვით თვითონაც იცით. მის ყველაზე ცნობილ წიგნად ითვლება "Im Westen nichts neues", "არაფერი ახალი დასავლეთში"-თუ "არავითარი სიახლე დასავლეთში" ქართულ თარგმანს არ ვიცნობ.

- რომანტიკოსი ქალებისთვის საკითხავი ლიტერატურაა ჩემი აზრით. (დედაჩემს ძალიან მოსწონს მაგალითად smile.gif )

Posted by: GURAM 21 Feb 2011, 03:48
Julika Stiller-Tschudy
QUOTE
"Im Westen nichts neues", "არაფერი ახალი დასავლეთში"-თუ "არავითარი სიახლე დასავლეთში" ქართულ თარგმანს არ ვიცნობ.

http://forum.ge/?showtopic=33589320&view=findpost&p=24102613

Posted by: eleven 21 Feb 2011, 18:46
ზაფხულში ავიღე რომ წამეკითხა "ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა" მაგრამ ჯერ ისევ გადაუშლელი დევს biggrin.gif

Posted by: seeman 22 Feb 2011, 22:16
QUOTE (Julika Stiller-Tschudy @ 20 Feb 2011, 22:51 )
QUOTE
ბავშვობაში უსაყვარლესი მწერალი იყო. ახლა... ჰმ biggrin.gif


+1
პირველი კურსის საკითხავი ლიტერატურაა გერმანისტებისთვის. კარგად იკითხება, მარტივი ენა აქვს და არც რთულ თემებზე წერდა: გერმანიის ყოფა-ცხოვრება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და კრიტიკა. აგრეთვე ტუბერკულიოზიანი ქალების სიყვარულზე. ერთი სიტყვით თვითონაც იცით. მის ყველაზე ცნობილ წიგნად ითვლება "Im Westen nichts neues", "არაფერი ახალი დასავლეთში"-თუ "არავითარი სიახლე დასავლეთში" ქართულ თარგმანს არ ვიცნობ.

- რომანტიკოსი ქალებისთვის საკითხავი ლიტერატურაა ჩემი აზრით. (დედაჩემს ძალიან მოსწონს მაგალითად smile.gif )


Warning:
ჩასწორებულია

Posted by: Julika Stiller-Tschudy 23 Feb 2011, 23:17
GURAM

მადლობა მითითებისთვის! smile.gif

seeman

ასე აგრესიულად რატომ? (არ გეგონოს მაინტერესებდეს )

QUOTE
არ გეწყინოს მაგრამ ასე პრიმიტიულად თუ კითხულობ შენ ყველა მწერლებს და მერე რეცენზიებს არიგებ lol.gif lol.gif კიდე "პლოხო დელო"


არა რა უნდა მეწყინოს ადამიანისგან, რომელიც უცნობ ადამიანს "პრიმიტიულს" უწოდებს და დასცინის, რა სისულელეა!





Posted by: აღასპერი 23 Feb 2011, 23:52
seeman


ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილება. მეორედ ვორნი იქნება.
მიზეზი იგივე იქნება, მეზობელ განყოფილებაში რის გამოც დაუვორნიხარ.

Posted by: GURAM 24 Feb 2011, 03:49
Julika Stiller-Tschudy
QUOTE
მადლობა მითითებისთვის!

ჩემი თხოვნით მოდერმა წაშალა ის პოსტი, რომლის ლინკიც შენს პასუხად დავდე, ამიტომ ახლა კიდევ გიპასუხებ -
ქართულ თარგმანში ასეა:
დასავლეთის ფრონტი უცვლელია

smile.gif

Posted by: Таrо 24 Feb 2011, 11:42
Julika Stiller-Tschudy
QUOTE
"Im Westen nichts neues", "არაფერი ახალი დასავლეთში"-თუ "არავითარი სიახლე დასავლეთში"

დასავლეთის ფორნტი უცვლელია
На западном фронте без перемен

Posted by: Elcorason 24 Feb 2011, 11:53
QUOTE
დასავლეთის ფორნტი უცვლელია

ჩემი უსაყვარლესი წიგნია. smile.gif კონტსანტინე გამსახურდიას თარგმანიც ძაან მომეწონა. გემრიელად იკითხება.
ისეთი წიგნია არ ვიცი რა... გაგრძნობინებს ომში განცდილ ყველა ემოციას, განცდას, შიშს, უიმედობას და თითქოს მთავარ გმირებთან ერთად წევხარ სანგარში.... თუ ადამიანს აინტერესებს რას განიცდის ადამიანი ომში ეს წიგნი უნდა წაიკითხოს! მაგალითად ჰემინგუეის მშვიდობით იარაღო და for whom bell tolls ომებზეა, მაგრამ ვერ შეედრება დასავლეთის ფრონტს... ეს მხატვრული ნაწარმოები ნებისმიერ დოკუმენტურ პროზაზე მეტადაა ომის რეალობით გაჟღენთილი...რა თქმა იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ავტორი თავად მონაწილეობდა ამ ომში...

Posted by: seeman 24 Feb 2011, 20:58
რემარკი არის უდიდესი მწერალი

დაკარგული თაობის ულამაზესი წარმომადგენელი

ვინც აფასებს ამ მწერალს ვურჩევ "ჰემ" არის ასეთი რომანი ოღონდ მე რუსულად ვნახე ისიც ინტერნეტში და აი უდიდესი რამეა რა

P.S

ხანდახანნ ისეთებს ვკითხულობ რომ თავს ვერ ვიკავებ mad.gif ხოლმე ბლიად.

და ეს "ვორნი" რა ჯანდაბაა ამოაგდეთ კიდე ეგ სიტყვა

როგორც ვხდები "WARNING"-ის შემოკლებული გადაქართულებული (როგორც "ფეშონ ვიიიკ" "პართი" და მსგავსი) ბარბარიზმი-მარაზმია

გაფრთხილება შენიშვნა- რა ოქრო ენა გვაქვს რათ გვინდა ეს ინგლისური "ჩორტ ივო ზნაიტ' წერტილი ჯი



Posted by: iza 24 Feb 2011, 21:17

QUOTE
დასავლეთის ფორნტი უცვლელია

ჩემი უსაყვარლესი წიგნია. smile.gif კონტსანტინე გამსახურდიას თარგმანიც ძაან მომეწონა. გემრიელად იკითხება.


ვგიჟდები ამ ნაწარმოებზე love.gif

Im Westen Nichts Neues - სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც ,,დასავლეთის ფრონტზე ახალი არაფერია"

Posted by: Bacci 24 Feb 2011, 21:34
QUOTE
სიტყვა-სიტყვით

QUOTE
,,დასავლეთის ფრონტზე ახალი არაფერია"

ფრომტს ხო ვერ დამანახებდით?

სიტყვა სიტყვითო რო ამბობ თორე როგორმე ისეც ვიცი როგორ ითარგმნება biggrin.gif

Posted by: iza 24 Feb 2011, 21:36
Bacci

შენ რატომ გაღიზიანებს ასე ჩემი პოსტები? თუ ვერ ხვდები ეს რატომ მიწერია, ჯობია ჩემს პოსტებს გვერდი აუარო. შენი სარკასტულ-გესლიანი გამოთქმები შენთვის შეინახე, მორიელი ვარ ბოლოსდაბოლოს biggrin.gif

ბევრჯერ შემიმჩნევიხარ უკვე ჩემს მიმართ ირონიაში და იმასაც შეამჩნევდი, რომ არ გყვები, თუმცა ნამეტანსაც ნუ იზავ wink.gif

ჰო, კიდევ მე ,,ფრომტი", ,,ლინგვო" და სხვა ლექსიკონები არ მჭირდება გერმანულ ენაში wink.gif (ძალიან იშვიათად რომ დამჭირდეს) ასე რომ როდესაც წარმოდგენა არ გაქვს ვის ეცინიკოსები, თავი შეიკავე war.gif

Posted by: Bacci 24 Feb 2011, 21:42
ეგენი მე მით უმეტეს არ მჭირდება, და შენ ცნობილი დუმქოფFიდან ისედაც ვიცი რო გერმანულში "ბრდღვნი":D

iza

თუ გგონია ყველას ნიკს ვუყურებ , ვისაც ვუკონემტებ, ძაან ცდები biggrin.gif
QUOTE
ჩემი პოსტები?

მით უმეტეს არ დავდევ შენ პოსტებს რო
QUOTE
გაღიზიანებს

გავღიზიანდე biggrin.gif

QUOTE
თუ ვერ ხვდები ეს რატომ მიწერია

ნწ ნწ ნწ, ხედავ შენ? biggrin.gif

QUOTE
მორიელი ვარ ბოლოსდაბოლოს

ფეხსახსრიანებს თავს არ დავაჩაგრინებ biggrin.gif

QUOTE
სარკასტულ-გესლიანი გამოთქმები შენთვის შეინახე

ისე, ძაან უგულისყუროდ ვექცევი, სულ მეფანტება აქეთ იქით :\


რჩევების მიცემა მაინც გეზარებოდეს :
დაოკდე, ნუ იზავ ნამეტანს, ფეხსახსრიანიც შენ უწოდე თავს და მე მით უმეტეს არ ვთვლი თავს (და შენ თუ მთვლი ეგ ალბათ მიხვდებოდი რო დიდად არ მაღელვებს) უმარტივესად.

ასე რომ, ყველას ვისაც არ ეზარება შეუძლია რჩევები აფრქვიოს და არგუმენტებს შეურაწყოფები აყენოს biggrin.gif

Posted by: iza 24 Feb 2011, 21:45
QUOTE
ფეხსახსრიანებს თავს არ დავაჩაგრინებ


უმარტივეს მიკროორგანიზმებთან კამათს ვერ ვიტან! drug.gif

რას დასდევ და რას არა, ეს ისედაც ცხადია და ჯობია დაოკდე!!!

QUOTE
შენ ცნობილი დუმქოფFიდან ისედაც ვიცი რო გერმანულში "ბრდღვნი":D



აი რემარკს თუ წაიკითხავ ოდესმე გერმანულად, მერე მიხვდება შენი ,,დუმქოფი" მაგ სიტყვის მნიშვნელობას givi.gif

Posted by: Bacci 24 Feb 2011, 21:51
QUOTE
აი რემარკს თუ წაიკითხავ ოდესმე გერმანულად, მერე მიხვდება შენი ,,დუმქოფი" მაგ სიტყვის მნიშვნელობას givi.gif

ის მაინც გეკითხა წაკითხული თუ გაქო

მარა აზრი? ფ-ს მერე F უნდა

რაღაც გამოთქმა ვიცოდი,მარა ზემოთ უკვე დავწერე
QUOTE
ასე რომ, ყველას ვისაც არ ეზარება შეუძლია რჩევები აფრქვიოს და არგუმენტებს შეურაწყოფები აყენოს biggrin.gif



ჩემი "დუმქოფი", რაღა მიჭირს biggrin.gif

Posted by: iza 24 Feb 2011, 21:53
QUOTE
მარა აზრი? ფ-ს მერე F უნდა


vis.gif

ორი ,,m"-ით რომ იწერება ეს გამოგრჩააა lol.gif

წადი რა ტოლი ნახე და ბრჭყალებს - ,,-" დახედე ხოლმე წესიერად

QUOTE
შეურაწყოფები


cry.gif

Posted by: irusha 24 Feb 2011, 21:54
http://elar.ge/

Posted by: Bacci 24 Feb 2011, 22:07
წავედი ტოლი ვნახო vis.gif



დაქალების უკანალებით მობლატავეებმა სხვაგან მოაგროვეთ პოსტები პოლიტიკისთვის, თუ შეილება

ან დაც აქ იყოს, უძაღლო ქვეყანაა მაინც biggrin.gif

vis.gif

Posted by: Ania 24 Feb 2011, 22:18
აქ რა ხდება? მმ?
iza
QUOTE
წადი რა ტოლი ნახე და ბრჭყალებს - ,,-" დახედე ხოლმე წესიერად

Bacci
QUOTE
დაქალების უკანალებით მობლატავეებმა სხვაგან მოაგროვეთ პოსტები პოლიტიკისთვის, თუ შეილება

spy.gif

Posted by: Le fou 24 Feb 2011, 22:40
Bacci
QUOTE
დაქალების უკანალებით მობლატავეებმა სხვაგან მოაგროვეთ პოსტები პოლიტიკისთვის, თუ შეილება


წადი შენ ცოტა ხანს დაისვენე და სხვებიც დაასვენე ))
კიდევ გააგრძელებ ეგრე მოქცევას და შემდეგში უფრო ხანგრძლივი ბანი გექნება 2kiss.gif

პ.ს.
მოგროვილი აქვს მაგას უკვე პოსტები და პოლიტიკაში ბუდობს მერამდენე წელია, ტაკ შტო ნუღა ღელავ gigi.gif

Posted by: irusha 24 Feb 2011, 22:50
Bacci

ჰაჰაჰ... )))

ნუ მაიძულებ სიმართლე გითხრა და ვორნი მივიღო... )))

რემარკის თემაში მითუმეტეს... ))

და ერთ განყოფილებაში რომ ვპოსტავ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ იქ პოსტვით უნდა შემოვიფარგლო.. ))
აქვე დახედე ჩემი პოსტების რაოდენობას, კეთილო... )))

Ania

ჩემზე თქვა ეგ.. user.gif

ყურადღებას ნუ მიაქცევ... ეგეთია... რაღაცნაირი... yes.gif

Posted by: Ania 24 Feb 2011, 23:03
Le fou
biggrin.gif
.
.
..
.
.
.
.
..


Posted by: Le fou 24 Feb 2011, 23:08
irusha
კაი გეყოთ ვსიო, ნუღა აოფფებ შენც თორემ მიგაყოლებ biggrin.gif

Posted by: technoid1444 24 Feb 2011, 23:12