Creatureჩვეულებრივი სატელეფონო საუბრის გატარებას კომპრესიის გარეშე მინიმუმ 64 კილობიტი სჭირდება, VoIP-ს შემთხვევაში 64-დან 80 კილობიტამდე წამში სიჩქარეა საჭირო საუბრის ხარისხი რომ კარგი იყოს. როგორც
crash-მა თქვა, ეს სიჩქარე სჭირდება G711 კოდეკს, რომელიც კომპრესიის გარეშეა და შესაბამისად საუბრის საუკეთესო ჯღერადობას უზრუნველყოფს.
რაღა თქმა უნდა შესაძლებელია სხვა, დაბალი სიჩქარეების მომთხოვნი კოდეკების გამოყენებაც, რომლებიც კომპრესიას აკეთბენ, თუმცა ასეთი ეკონომია თითქმის პროპორციულად აისახება საუბრის ხარისხზე და პროცესორის დატვირთვაზე. ასეთი კოდეკები უმეტესად გამოიყენება softphone-ბზე, voip ტელეფონები და ადაპტერები კი უმეტესად მხოლოდ უფასო g711 კოდეკის მხრდაჭერას უზრუნველყოფენ რამდენიმე კომერციულ კოდეკთან ერთად. ამასთან, კოდეკები, რომლებიც კომპრესიას იყენებენ, გაცილებით მომთხოვნები არიან სერვერის, კომპიუტერის და/ან ადაპტერის/ტელეფონის პროცესორების მიმართ.
* * *
დამატებითი ინფორმაციის მოძიება ასეც შეიძლება:
http://www.google.ge/search?hl=ka&q=voip+c...ება&meta= This post has been edited by georgy on 30 Apr 2009, 11:32