გაუმარჯოს ,
ამ რამოდენიმე დღის წინ შევიძინე აიფონი და დავიწყე საუკეთესო VoIP client ის ძებნა აიფონისათვის, მე ამ ტელეფონამდე მქონდა ნოკია E71, როგორც მოგეხსენებათ ნოკიას ერთ ერთი საუკეთესო VoIP client ი აქვს თავისი, სადაც არც Fring და არც Nimbuzz არ გჭირდება უბრალოდ თუ გაქვთ დაკომფიგურებული ახორციელეფთ ზარებს ყოველგვარი რამე პროგრამაში შესვლის გარეშე, ანუ ნომერს რო აკრიფავთ ირჩევ ან Internet Call ან GSM Call. მაიფონის საიტზე ერთადერთი შემოთავაზება იყო Nimbuzz, მაგრამ ცოტა მოვიძიე და ჩამოვქაჩე Acrobits Softphone, ამ პროგრამას აქვს უამრავი დადებითი მხარე, პირველ რიგში შეგიძლია რამოდენიმე ინტერნეტის ნომერი დააყენო, რომლებიჩ გადართვის გარეშე ღებულობენ ზარებს, ანუ დაახლოებით ჩინური ტელეფონის პრინციპით მუშაობს
როცა გირეკავენ ორივე ნომერზე შემოდის ზარი და დარეკვისას ირჩევ შენთვითონ რომელი ნომრიდან გაუშვა. კიდევ შესაძლებელია SIP ღილაკს გვერდიდან ჩაუსვა მენიუში GSM ღილაკიც და ერთ პანელზე გექნება ყველაფერი. კიდევ დამატებული აქვს ლაპარაკის ჩაწერის საშუალება. iPhone მომხმარებლებს ურჩევ დააყენონ და ნამდვილად ისიამოვნებენ.
ერთი კი არის დიდი პრობლემა, ეს ზემოდ აღწერილი პროგრამა ნოკიას VoIP Client ივით თავისით არ ეშვება და რაც ყველაზე ცუდია სხვა რამეს თუ ჩავრთავთ აიფონში ითიშება და ყოველჯეზე ჩართვა ჭირდება
ვიპოვე კიდევ ორი სერიოზული პროგრამა რომლებსაც ბევრად ამ პროგრამაზე მეტი სასარგებლო ფუნქციები აქვთ და არც ითიშებიან, (Cisco Mobile და Cisco Mobile 8) თუ ვინმეს გაქვთ გატესტილი, ან თუ ხმარობთ ამ პროგრამებს იქნებ დამეხმაროდ დაკომფიგურირებაში, ან თუ ვინმე დაინტერესდებით იქნებ თქვენც მოიძიოთ და ვიპოვოდ რამე ვარიანტი ამ პროგების დაკომფიგურირების.
This post has been edited by FutureTechnologies on 13 Jul 2010, 00:59