#60374056 · 16 May 2023, 17:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მგონი სწორ ასგილას ვხსნი თემას. მოკლედ 2020 წლის მარტში ავიღე სესხი 23000 ლარი, გავაერთიანე რამდენიმე საკრედიტო ბარათი სამომხმარებლოში. 1,5 წელი ვიხდიდი 900 ლარს ანუ ჯამში მაქვს 14000 ლარამდე გადახდილი. მაგის მერე ვეღარ ვსხერხებდი გადახდას და გუშინ მომივიდა მესიჯი ფინბიუროში გადავიდა სესხი და დღეს მირეკავენ. 35000 ლარი დამითვალეს. 21000 ძირი, 7500 ჯარიმა, დანარჩენი პროცენტი. ერთიანი გადახდის 23000 ლარში გაგიკეთებთო, ეტაპობრივით 12 თვეზე 26000 ლარიო. რადგან მინდა ამ პრობლემის მოგვარება, არ ვაპირებ ჯერჯერობით სასამართლოებში გადატანას და დამალვას, მაგრამ თანხაც ძალიან დიდია.
რა მაინტერესებს, თუ გქონიათ გამოცდილება, რამდენად წამომყოლები იქნებიან ჩემს პირობებზე და რამდენად შეამცირებენ? რაზე შემიძლია ვედავო და ვიკამათო?
|