გამარჯობათ!
უმაღლესი განათლება არ მაქვს, არ ჩამიბარებია და არც ვაპირებ, ძალით უაზრო საგნებს ვერ ვსწავლობ, გააზრება მჭირდება და გასააზრებლად ინტერესი..
გავლილი მაქვს grena-ში ccna და lpic1 კურსები, სერტიფიკატები საერთაშორისო არ ამიღია.
ამ ეტაპზე ვმუშაობ უკვე 1.5 წელია სილქნეტში, თრაბელის პოზიციაზე. რაც გავლილი მაქვს ნელ-ნელა ვივიწყებ და ვგრძნობ, რომ ვდებილდები ამ პოზიციაზე. ზოგადად ქოლ ცენტრში მუშაობა საშინელებაა... მაგრამ ვერც მივდივარ ამ სამსახურიდან, არ მაქ გარანტია იმისა, რომ სადმე ვნახავ ან უკეთესს, ან არა უარესს მაინც.
ინგლისური ვიცი ნორმალურ დონეზე, რუსული ძირითადი ენაა ჩემი. მინდა ვისწავლო ტექნიკური განხრით, მაგრამ არ ვიცი რომელი სფეროსკენ წავიდე...
ვინც ერკვევით, მირჩიეთ "IT" სფეროში რა შევისწავლო, რომ დავსაქმდე უკეთეს პოზიციაზე.
თავდაპირველად ქსელები შევისწავლე, მერე, რომ ვმუშაობდი უკვე ლინუქსმა დამაინტერესა და გავიარე კურსი, ეხლა გაჭედილი ვარ, თან სამუშაო ადგილის/პოზიციის შეცვლა მინდა, თან არ ვიცი რა ვისწავლო რომ მოთხვნები დავაკმაყოფილო..