ჰოო, აეროპორტში ცუდადაა მართლა საქმე..
რეისი: საქართველო ---- + უსასრულობა
წყალი სჯობს არ მოგწყურდეს, თორემ ყიდვის შანსი არაა იქვე. ვერც ღვინოს იყიდი წასაღებად, მაღაზიიდან გამოაყოლო ის სჯობს. მაგრამ რად გინდა, ჩემოდანი კარგად გამძლე რომც იყოს, ისე ისვრიან აქეთ-იქით რომ დამტვრეული ჩაგაქვს ყველაფერი. გგონია ჩამოვედი, სამშობლოსთან განშორებით გამოწვეულ დარდს ქართული "ხვანჭკარათი" გავიქარვებო.. გახსნი ჩემოდანს და ჰოი საოცრებავ! ქუდები, წიგნები, კაბები, ბაფთები... ყველაფერი წითელია! აფსუს წიგნებოოოო, თორემ ტანსაცმელი ერთფერში სჯობს( მანქანაში ერთად შეყრი). ეს კიდევ არაფრად მიგაჩნია უღვინოდაც გაძლებ, მაგრამ უარესი წინ გელოდება! საჭირო ნივთების ძებნას იწყებ, გგონია ფერი იცვალა და იმიტომ ვეღარ ვპოულობო( თავს იმშვიდებ)..ეძებ, ეძებ... უშედეგოდ. ვერც იპოვი! უეჭველად გაწითლებამდე გააყოლა ვიღაცამ ხელს..ეს ნამდვილად იმ პერიოდში ხდებოდა რეგისტრაციაზე პასპორტი რომ გამოგართვეს და "ცხვირი გაავს? გავს, თვალი გავს? გავს" ტესტი გაგატარეს..რას ვიზამთ! მაპატიეთ ამხანაგებო, წელს ქართული სუვენირები არ იქნება!
დრო გადის...
ახლოვდება(საბედნიეროდ) რეისი: + უსასრულობა---- საქართველო
რეისამდე ბევრი რამ თვითონვე უნდა გაითვალისწინო: ცუდ ამინდში არ ღირს ჩამოფრენა, თორემ სახურავი დაჯდომამდე შეიძლება გზაში შეგეგებოს
ისე, ჩვენს აეროპორტში ამინდის გამო კიარა და საგანგებო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი არ წყდება თვითმფრინავების მიღება..(სახურავი მეორედ რომ აეხადა, სწორედ ასე განაცხადა აეროპორტის უფროსმა).
დაფრენის ეფექტი განსაკუთრებით მიყვარს. არსად არ ჯდება თვითმფრინავი ისე, როგორც ჩვენთან. გეგონება მოზაიკაზე დაჯექიო...ბარგის გატანინება ფასი ღირს, ასე რომ გიჯობს ჩემოდანს ბორბლები დაუმონტაჟო წინასწარ... პასპორტის კონტროლის რიგში ლამის იმდენივე ხანს დგახარ, რამდენსაც ფრენას ანდომებ(უნდა გაითვალისწინონ შენიანებმა და ცოტა გვიან გამოვიდნენ სახლიდან). თან ყველაზე გასაბრაზებელი ისაა, რომ მხოლოდ ერთი კონტროლ-განყოფილებაა ღია. დანარჩენების წინ ლენტია გაბმული და ამ ლენტის უკან( მიღმა)მშვიდი სახეებით და გახამებული პერანგებით სხედან აეროპორტის თანამშრომელ-მაკონტროლებლები.
მაშინვე "გამოფენის" ასოციაცია გიჩნდება.. მაგრამ ეს არ უნდა წამოგცდეს არამცდაარამც, იწყენენ!
როგორც იქნა დგება შენი ჯერი, სწრაფად უწვდი პასპორტს და .......უკვე შეგიძლია ჩამოსულად ჩათვალო თავი, ფორიაქი შეწყდა, უკვე "შენს სახლში" ხარ!! მთავარია პასპორტის გაწვდამდე მიხვიდე! - გამარჯობა( გეუბნება კონტროლიორი ქართულად, საოცარი გრძნობაა), - თქვენ დიდი ხანია არ ყოფილხართ სამშობლოში, პასპორტმა მითხრა
ეცინება იმას, გეცინება შენც... რაღაც მშობლიური მალამოდ გხვდება გულზე..უკან გიბრუნებს, ართმევ და გარბიხარ...
მალე აეროპორტზე სულ აღარ იფიქრებ... მხოლოდ შენიანები და ქართული ცა
- შეგიძლია წყალნარევი ღვინო გამიკეთო, ბერძნულად? ოღონდ იცოდე, ვიდრე ასხამ, ჭიქაში ჰაერი არ ჩაგეპაროს..