Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > Mozilla-ს პროდიქტები


Posted by: Beqa Arabuli 20 Jan 2016, 22:24
მოგესალმებით,

დროა (გვიანიც) უკვე ფაიერფოქსი ქართულად გვქონდეს smile.gif

ამაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინაა დაწყებული, მაგრამ ახლა მიტოვებულია.

რამდენიმე დღის წინ https://pontoon.mozilla.org-ზე ქართული გუნდი შევაქმნევინე და ახლა ყველას შეგვიძლია თარგმნა/შესწორებების შეტანა.

ჯერ-ჯერობით სათარგმნად ხელმისაწვდომია მოზილას ვებ-საიტი და ფაიერფოქს ავრორა.

ინსტრუქცია ბრაუზერის თარგმნაში დახმარების მსურველთათვის:

https://pontoon.mozilla.org-ზე გაიარეთ რეგისტრაცია, https://pontoon.mozilla.org/ka/firefox-aurora/, მენიუდან აირჩიეთ სასურველი რესურსი და დაიწყეთ თარგმნა.

ინსტრუქცია ვებ-საიტის თარგმნაში დახმარების მსურველთათვის:

https://pontoon.mozilla.org-ზე გაიარეთ რეგისტრაცია, https://pontoon.mozilla.org/ka/mozillaorg/, მენიუდან აირჩიეთ სასურველი რესურსი და დაიწყეთ თარგმნა.

მთავარი საიტის დასრულების შემდეგ სათარგმნ რესურსებს დაემატება დამატებებების (add-on) და კიდევ სხვა საიტებიც.

საიტს აქვს გამოსაცდელი ვერსიაც, რომელზეც რამდენიმე წუთში ემატება ახალი თარგმანი და უფრო მარტივს ხდის შეცდომების პოვნას. მისი ნახვა https://www-dev.allizom.org/ka/firefox/desktop/# შეგიძლიათ

Posted by: Accident 20 Jan 2016, 23:16
up.gif გადავხედავ ხვალ.......

Posted by: AUTOCRAT 21 Jan 2016, 02:21
ქართულზე Starting capitalization ერორს მაძლევს drug.gif ეგ უნიკოდს უთხრან mo.gif

Posted by: Beqa Arabuli 21 Jan 2016, 02:53
AUTOCRAT
მეც შემექმნა ეგ პრობლემა თავიდან biggrin.gif

ზედა მარჯვენა კუთხეში მენიუ რომაა Quality Checks გაუთიშე

Posted by: Dinozo 21 Jan 2016, 11:09
Beqa Arabuli
კარგი წამოწყებაა, ასე უფრო მარტივად შეიძლება ხალხი ჩაერთოს გაქართულებაში და დროულად დასრულდეს ეს პროცესი, ვინმეს ნათარგმნის ჩასწორება კი დიდ დროს არ წაიღებს smile.gif

Posted by: Accident 22 Jan 2016, 19:10
გაქართულებულის გადმოწერა აქედან შეიძლება
https://www.mozilla.org/en-US/firefox/developer/all/


ჩამონათვალში არაა, მაგრამ ლინკში ka-ს თუ ჩაუწერთ, ქართულს გადმოწერს
https://download.mozilla.org/?product=firefox-aurora-latest-l10n&os=win&lang=ka





Beqa Arabuli
და ეს ცალკე რატოა? aurora-ს თარგმანი ავტომატურად აქ არ გადმოვა?
https://pontoon.mozilla.org/ka/firefox-beta/





ტერმინებს რაც შეეხება.
"თვალყურს" არ ჯობია "თვალთვალი"?
ან საერთოდ ცალკე, უზმნოდ "თვალყური" არსებობს? "თვალყურის მიდევნება"

"თვალთვალი" კიდევ, არსებობს, მაგალითად "უთვალთვლებს".
ასევე "მიყურადებაც" - "მიაყურადებს". თუმცა, "თვალთვალი" უფრო ახლოსაა internet tracking-თან.


"პრივატული" რომ გადაკეთდეს "დაცულ რეჟიმად". "კონფიცენციალურადაც" შეიძლება, მაგრამ რაღა ქართული იქნება.
ასევე "დახურულ", "სანდო", "პირად რეჟიმში".....


"ბრაუზინგი" კი "გვერდების დათვალიერება", ან "ნახვა".
"ანხორციელებთ" არასწორია, "ახორციელებთ". "ნ" ეკუთვნის "გან" თავსართს - "განხორციელება".


კიდევ სიტყვა "ბლოკავენ" არ მგონია სწორი. ანუ, "დაბლოკვა", ეს "ავ" თემის ნიშანი, არაბუნებრივად ჩანს.
"ბლოკის დადება", "დაბლოკილი", "დასაბლოკი" და ა.შ. შეიძლება.

"შეუნახავი" და "შენახული" მგონი, კონტექსტის გაუთვალისწინებლადაა ნათარგმნი.
უფრო შეეფერება "არ შეინახება" და "შეინახება", ან "არ ინახება/ინახება".

user posted image

Posted by: AUTOCRAT 25 Jan 2016, 18:17
QUOTE
არ ჯობია "თვალთვალი"?

yes.gif
ისე ამ "გაიგეთ მეტის“ მაგივრად ქართულისთვის მშობლიურ „დაწვრილებითს“ რა უჭირს spy.gif
QUOTE
"კონფიცენციალურადაც" შეიძლება, მაგრამ რაღა ქართული იქნება.

„კონფიდენციალურობა“ დიდი ხანია ქართულია და ტექნიკური ტერმინოლოგიაა
QUOTE
"ბრაუზინგი" კი "გვერდების დათვალიერება", ან "ნახვა".

+ „ინტერნეტში ნავიგაცია“, „ინტერნეტის გამოყენება“ და ა.შ. კონტექსტიდან გამომდინარე

Posted by: Accident 25 Jan 2016, 18:32
AUTOCRAT
QUOTE
„კონფიდენციალურობა“ დიდი ხანია ქართულია

რას ნიშნავს ქართულია? ჰა ჰა, საერთაშორისო ტერმინი უწოდო.

გასაგებია რომ გამოიყენება, მაგრამ უფრო ვიწრო სფეროებში და გაქართულებული პროგრამის აზრი, იმათთვის ხელმისაწვდომობაა და თუ ისევ საერთაშორისო ტერმინებით ვესაუბრეთ, რაღა გამოვა.

არის ადგილებე, სადაც მოუხერხებელია და უნდა გამოიყენო, მაგრამ არის ადგილები სადაც შეიძლება ჩაანაცვლო.




QUOTE
ისე ამ "გაიგეთ მეტის“ მაგივრად ქართულისთვის მშობლიურ „დაწვრილებითს“ რა უჭირ

შეიძლება, თუნდაც "ვრცლად". მაგრამ "advanced"-ის დროსაც გამოიყენება.


QUOTE
„ინტერნეტის გამოყენება“ და ა.შ. კონტექსტიდან გამომდინარე

ხო, მასეთებს ვწერ ხოლმე.


Beqa Arabuli
წკაპო
DrAcid
და "ჩანართის" ნაცვლად "დაფა" გამოიყენება?

Posted by: AUTOCRAT 25 Jan 2016, 19:22
Accident
QUOTE
რას ნიშნავს ქართულია? ჰა ჰა, საერთაშორისო ტერმინი უწოდო.

ისეთივე ქართულია როგორიც მონიტორი, კომპიუტერი, ფორუმი, კომენტარი, ტელევიზორი, ტელეფონი, მუსიკა, პური, ჩანგალი, საპონი, ქუჩა, ქანჩა, აბრეშუმი, სიფათი, ყადაღა, თამასუქი და სხვა მრავალი
QUOTE
თუ ისევ საერთაშორისო ტერმინებით ვესაუბრეთ, რაღა გამოვა

ჩვენი ესპერანტო გვექნება bis.gif ვიღაც ხო ამბობდა ქართველების ენაზე ისაუბრებენ ბოლო ჟამსო user.gif ეს ხუმრობით
QUOTE
არის ადგილებე, სადაც მოუხერხებელია და უნდა გამოიყენო, მაგრამ არის ადგილები სადაც შეიძლება ჩაანაცვლო.

up.gif კონტექსტის მომხრე ვარ ყოველთვის

Posted by: Accident 25 Jan 2016, 19:31
AUTOCRAT

ხო, მაგრამ ტელევიზორისგან განსხვავებით
QUOTE
უფრო ვიწრო სფეროებში


ამიტომ მეტად, უფრო განვმარტო.....

Posted by: Beqa Arabuli 25 Jan 2016, 22:17
Accident
ბეტა ენის დამატების შემდეგ შეცდომების გამოსასწორებლადაა. მოლოდ ავრორა უნდა ითარგმნოს.

Hey,

Firefox is now enabled:
https://pontoon.mozilla.org/ka/

Please translate in Aurora branch. Beta is also enabled, but we only
keep it for fixes (once your language is already shipping).

-Matjaž

Posted by: Accident 25 Jan 2016, 22:29
Beqa Arabuli
და aurora-ზე ვეღარ გავასწორებთ?
ანუ, რამდენიმე suggest გამოვაგზვანე, უკვე თარგმნილზეც.


და ეს ყველგან ასე ვწერო ხოლმე?
QUOTE
"ჩანართის" ნაცვლად "დაფა" გამოიყენება?


Posted by: Beqa Arabuli 25 Jan 2016, 22:40
Accident
ენის დამატების შემდეგ ვნახოთ. ზუსტად არც მე ვიცი.

დაფა ძველ მთარგმნელს აქვს დაწერილი. მე ჩანართს ვხმარობ ყოველთვის.

--------

ისე add-on-ზე რას ფიქრობთ? მოდული რაღაც არ მომწონს. თან ზოგგან პლუგ-ინ არის ნათარგმნი მოდულად და რო არ აირიოს ხომ არ ჯობს ადდ-ონისთვის დამატების ან დანამატის გამოყენება? თან შინაარსობრივადაც ზუსტად ეგეთ რაღაცას ნიშნავს.
* * *
ხო და კიდე ერთი რჩევა მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებს.

ეცადეთ http://glossary.isi.ac.ge/index.php/index/2.xhtmlგამოიყენოთ და უპირატესობა 2009 წლის ვერსიას მიანიჭოთ.

მოგვწონს თუ არა თარგმანი, აჯობებს ყველა პროდუქტში ერთი ტერმინოლოგია გამოიყენებოდეს.

Posted by: Accident 25 Jan 2016, 22:45
Beqa Arabuli
ხო, მასე ვწერდი - დამატებები. თუმცა, ზოგად დამატებითი მოდულიც აღვნიშნე, მგონი.

ამ პოსტში ასე ეწერა და რა ვიცი.
https://forum.ge/?showtopic=33830851&view=findpost&p=14959825




QUOTE
ეცადეთ ეს საიტი გამოიყენოთ და უპირატესობა 2009 წლის ვერსიას მიანიჭოთ.

ამათაც ვიყენებ
https://www.microsoft.com/Language/en-US/Search.aspx?slangID=ka-ge
http://www.nplg.gov.ge/dictionary/search.html
http://ena.ge/technical-dictionary
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=23

Posted by: Beqa Arabuli 26 Jan 2016, 16:33
ამჟამად გაკეთებულია ბრაუზერის 61% და ვებ-საიტის 56%.

ბრაუზერის მთავარი კომპონენტები თითქმის დასრულებულია, დარჩენილი 39 პროცენტი თითქმის სულ დეველოპერების ხელსაწყოებშია სათარგმნი.

განსაკუთრებული მადლობა Georgianizator-ს yes.gif

Posted by: AUTOCRAT 26 Jan 2016, 23:43
QUOTE
ისე add-on-ზე რას ფიქრობთ?

QUOTE
დამატებები

+1

Posted by: Dinozo 27 Jan 2016, 17:17
ანდროიდებზეც რომ იყოს კარგი იქნებოდა smile.gif

Posted by: Beqa Arabuli 27 Jan 2016, 18:50
Dinozo
ანდროიდიც შედის გასაქართულებული პროდუქტების რიგში.

მთავარია ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა (დესკტოპ ბრაუზერი და ვებ-საიტი) ისინი მოვრჩეთ და შემდეგ დაამატებენ ყველაფერს.

Posted by: Accident 27 Jan 2016, 21:10
Beqa Arabuli
ერთიანი ტერმინები არ ჩამოვწეროთ? სულ ჭრელადაა ყველაფერი.

ზოგან სინქრონიზაციაა, ზოგან დასინქრონება - გაქართულებისას, მეორე ვარიანტია ხოლმე მიღებული, მსგავსი ტერმინებისთვის.
თან მანდ არის Sync არის ფუნქციის სახელწოდებაც, რომელიც ზოგ ადგილას მგონია შეცდომითაა თარგმნილი.

ასევე, შესათანხმებელია cookes, tags, tabs.
ძველებში იყო "ფუნთუშები", "ნაჭდევები", "ჩანართები". თან ეგენიც არეული ყოფილა თარგმანში, მაგათი გასწორება, შეიძლება?
და ეს "ჩანართები" დავტოვოთ თუ "დაფებად" გადავაკეთოთ?


ასევე, წინა გვერდზე ახსენეს "გაიგეთ მეტი" - "დაწვრილებით" იყოსო. ეგეც განსახილველია.
კიდევ, are you sure - "დარწმუნებული ხართ" - "ნადვილად გსურთ"

"ინსტალაცია - დეინსტალაცია" ჯობს თუ "დაყენება-ამოშლა"

Recovery key - მოხსენიებულია "აღდგენის გასაღები" - ესეც გასარკვევია ასეა სწორი თუ "აღმდგენი".

ასევე there was a problem -ს ვთარგმნი როგორც - "ვერ მოხერხდა", რადგან ტერმინ "პრობლემის" გამოყენებას, ვიცილებ თავიდან, თუმცა ზოგან პრობლემაა ნახსენები.


მოკლედ, ესეთი ბევრი წვრილი სიტყვაა და რამე სტანდარტიზაცია თუ არ გავაკეთეთ, დიდ დომხალს მივიღებთ.

Posted by: Beqa Arabuli 27 Jan 2016, 22:04
Accident
კი, ჩამოსაწერი და შესათანხმებელია ტერმინები. უბრალოდ დიდი აქტივობა არ იყო თემაში და მეც აღარ გავწვალდი. მაგრამ ჩამოვწერ დღეს რა როგორ მიმაჩნია მე სწორად.

ძველი თარგმანის გასწორებასგასწორებას რაც შეეხება კი, შეიძლება.

QUOTE
Recovery key

ამას აღმდგენ გასაღებად ვწერ. აღსადგენი გასაღები ისე ჟღერს თითქოს გასაღებია თვითონ აღსადგენი. აღმდგენი გასაღებით კი მივდები, რომ გასაღებია, რომელიც რაღაცას აღადგენს.

QUOTE
"ინსტალაცია - დეინსტალაცია" ჯობს თუ "დაყენება-ამოშლა"

ინსტალაცია - დეინსტალაცია მიმაჩნია მე სწორად. უკვე საერთაშორისო ტერმინებია და დაყენება - ამოშლის სხვა ტერმინებისთვის "შენახვა" აჯობებს. მაგალითად setup-იც დაყენბა რომ იყოს და install-იც ცოტა გაურკვევლობა იქნება და ჯობია სულ ინსტალაცია გამოვიყენოთ install-ის დროს.

QUOTE
ასევე, წინა გვერდზე ახსენეს "გაიგეთ მეტი" - "დაწვრილებით" იყოსო. ეგეც განსახილველია.

ამასაც იგივენაირად ვუდგები. მგონი აჯობებს თუ learn more შეიტყვეთ მეტი იქნება, დაწვრილებით-ის გამოყენება კი detailed ან რამე მსგავსი ტერმინის დროს შეიძლება.

QUOTE
ასევე there was a problem -ს ვთარგმნი როგორც - "ვერ მოხერხდა", რადგან ტერმინ "პრობლემის" გამოყენებას, ვიცილებ თავიდან, თუმცა ზოგან პრობლემაა ნახსენები.

there was a problem - "დაფიქსირდა შეცდომა" ჯობს. მგონი. ვერ მოხერხდა უფრო unable-სთან ჯდება.

Posted by: Accident 27 Jan 2016, 22:25
Beqa Arabuli
QUOTE
ამას აღმდგენ გასაღებად ვწერ. აღსადგენი გასაღები ისე ჟღერს თითქოს გასაღებია თვითონ აღსადგენი. აღმდგენი გასაღებით კი მივდები, რომ გასაღებია, რომელიც რაღაცას აღადგენს.

"აღსადგენი" არა - "აღდგენის". ანუ, აღდგენისთვის განკუთვნილი, რისი დანიშნულებაც აღდგენაა.
თავიდან, მეც მასე ვწერდი, მაგრამ აქაც რომ შემხვდა - https://www.microsoft.com/Language/en-US/Search.aspx?slangID=ka-ge


QUOTE
ინსტალაცია - დეინსტალაცია მიმაჩნია მე სწორად. უკვე საერთაშორისო ტერმინებია და დაყენება - ამოშლის სხვა ტერმინებისთვის "შენახვა" აჯობებს. მაგალითად setup-იც დაყენბა რომ იყოს და install-იც ცოტა გაურკვევლობა იქნება და ჯობია სულ ინსტალაცია გამოვიყენოთ install-ის დროს.

პარალელურად "გამართვა" შეიძლება გამოვიყენოთ, ასევე option-საც სადაც შესაძლებელია, გამართვას ვწერ ხოლმე, რადგან კიდევ "პარამეტრებია" პრობლემა.

თუმცა, გაურკვევლობას, რა უნდა იწვევდეს? პროგრამის დაყენება უკვე დამკვიდრებული ფრაზაა და სხვა რაში აერევათ?
მთავარია ხომ ისაა, რომ შინაარსი იყოს გასაგები და ქართული.


QUOTE
ამასაც იგივენაირად ვუდგები. მგონი აჯობებს თუ learn more შეიტყვეთ მეტი იქნება

კარგი, მაგას მასე გამოვიყენებ.


QUOTE
there was a problem - "დაფიქსირდა შეცდომა" ჯობს

მაგ, "დაფიქსირების" თავიდან ასაცილებლადაც ვიყენებ. თან "შეცდომა" - Error-საც შეესაბამება ზუსტად და იქ გამოიყენება.

QUOTE
ვერ მოხერხდა უფრო unable-სთან ჯდება.

კი, პირდაპირ მაგის თარგმანია, მაგრამ შინაარსში მგონი კარგად ჯდება ხოლმე. თან, შეცდომისგან განსხვავებით, პრობლემა უფრო ზოგადია და შეიძლება ამოაგდო.
მაგალითად აქ There Was A Problem Accessing Your Account
იმის წერას, რომ პრობლემა იყო ან დაფიქსირდა დაკავშირებისას ფაქტის აღნიშვნა ჯობს - დაკავშირება ან წვდომა ვერ მოხერხდა, ან კავშირი ვერ შედგა

ასევე, Failed-თანაც ვიყენებ ხოლმე, რომელიც რეალურად "ჩაიშალა/ჩაფლავდაა", მაგრამ საბოლოო აზრს, აქაც "მოხერხება" უკეთ გამოხატავს.
Failed to connect to the server - აქაც დაკაშირება ჩაიშალას, ისევ მოხერხდა სჯობს.

Posted by: AUTOCRAT 27 Jan 2016, 23:44
კიდევ ერთი მომენტი
როგორი მიმართვით ვეკონტაქტებით მომხმარებელს — თქვენობით თუ შენობით?
რამდენიმე ადგილას შემხვდა შენობითი, მე ყოველთვის თქვენობითს ვიყენებ, გამოდის აჯაბსანდალი rolleyes.gif

Posted by: Beqa Arabuli 27 Jan 2016, 23:50
AUTOCRAT
მეც ძირითადად თქვენობითვს ვიყენებ, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შენობითს. ალბათ ძველი თარგმანიდანაა შემორჩენილი.
* * *
ტერმინებს რაც შეეხება დავიწყებ და შევთანხმდეთ ძირითადებზე მაინც.

cookie - ფუნთუშა. ვერ ვხდები რატომ უნდა გამოვიყენოთ ქუქი-ჩანაწერი, როცა ფუნთუშის გამოყენება შეიძლება. ინგლისურში cookie არაფრით აღწერს იმ ფაილს, უბრალოდ სიტყვაა გამოყენებული და არ ჯობია ქართულადაც იგივე გავაკეთოთ? როდესაც ბრაუზერში გხვდება გამომცხვარი ფუნთუშა არავის ეგონება.

tab - ჩანართი. უკვე იმდენ ბრაუზერში მაქვს ჩანართად ნათარგმნი, რომ მე ძალიან მივეჩვიე ამ ფრაზას. ხმარებაშიც მემგონი დაფაზე უკეთესია.

tag - ტეგი? ყველა ონლაინ-ლექსიკონში ასე აქვთ ნათარგმნი და არ შევცვალოთ ჩვენც.

install - ინსტალაცია. ესეც იგივე მიზეზის გამო რაც ზემოთ დავწერე.

uninstall - დეინსტალაცია. პ.ს. ინსტალაცია და დეინსტალაცია დიდად არ მომწონს არც მე, მაგრამ ყველგან ესაა გამოყენებული.

sync - სინქრონიზაცია.

are you sure - მე "დარწმუნებული ხართ, რომ"-ს ვიყენებ.

remove - ამოღება/წაშლა. აქ კონტექსტის მიხედვით. თუ მაგალითად do you want to remove this software from your computer წაშლა შეიძლება. მაგრამ remove from list სიიდან ამოღება. ყურადღება უნდა მიექცეს რა ხდება ამ მოქმედების შემდეგ. თუ remove იგივე ფუნქციას ასრულებს რასაც delete შეიძლება წაშლის გამოყენება.

field - ველი.

form - ფორმა. შევასეთ ფორმა.

string - სტრიქონი.

checkbox - თოლია. მე პირდაპირ მოსანიშნი უჯრა უფრო მომწონს მაგრამ როგორც ჩანს უკვე ეს ტერმინია დანერგილი. uncheck - ალბათ თოლიის მოხსნა?

browse - ინტრნეტ-ტერმინოლოგიაში დათვალიერება. თუ თვითონ სისტემას ეხება მაგალითად როდესაც გამოტანილ ველში საქაღალდე უნდა აარჩიო "მოძიება".

browser - ბრაუზერი.

recovery key - აღდგენის გასაღები. არ მინახავს იმ საიტზე მაგრამ რახან ეგრეა ჩვენც ეს გამოვიყენოთ.

setup - დაყენება/გამართვა. კონტექსტის მიხედვით.

learn more - შეიტყვეთ მეტი.

option(s) - პარამეტრ(ებ)ი.

preferences - პარამეტრები. ეს ძალიან არ მომწონს. მაგალითად როდესაც წერია click options and choose preferences ქართულად ძალიან ცუდად გამოდის. "უპირატესობები" ახლა კი ცუდად ჟღერს მაგრამ თავის დროზე რომ დანერგილიყო არაუშავს მგონი ამ ფრაზას.

ახლა რაც გამახსენდა ესაა. დავამატებ მერე კიდე
* * *
Accident
QUOTE
მაგალითად აქ There Was A Problem Accessing Your Account
იმის წერას, რომ პრობლემა იყო ან დაფიქსირდა დაკავშირებისას ფაქტის აღნიშვნა ჯობს - დაკავშირება ან წვდომა ვერ მოხერხდა, ან კავშირი ვერ შედგა


თარგმნა რომ დავიწყე იმ დროიდან მივეჩვიე და ესეთ მომენტებში ვცდილობ თუ ქართულში მსგავსი ტერმინები არსებობს რაც შეიძლება პირდაპირ ვთარგმნო. მაგალითად შეიძლება ორიგინალში There Was A Problem Accessing Your Account-იც იყოს და There Was A Problem Connecting to Your Account-იც და ორივე სხვადასხვა პრობლემაზე მიუთითებდეს. რა თქმა უნდა კონტექსტსაც გააჩნია.

Posted by: Accident 28 Jan 2016, 02:06
Beqa Arabuli
QUOTE
cookie - ფუნთუშა. ვერ ვხდები რატომ უნდა გამოვიყენოთ ქუქი-ჩანაწერი, როცა ფუნთუშის გამოყენება შეიძლება. ინგლისურში cookie არაფრით აღწერს იმ ფაილს, უბრალოდ სიტყვაა გამოყენებული და არ ჯობია ქართულადაც იგივე გავაკეთოთ? როდესაც ბრაუზერში გხვდება გამომცხვარი ფუნთუშა არავის ეგონება.

ამაზე, მეც იმავე აზრის ვარ.
რათქმაუნდა, სასურველია რომ რაღაც უფრო ჭკვიანური უნდა იყოს მოფიქრებული, მაგრამ ამაზე მეცნიერულად არავინ ზრუნავს და იქამდე cookies/ქუქი -ს ისევ პირდაპირი გადმოტანა მირჩევნია. თუ გამოჩნდება რამე უკეთესი, მაშინვე ჩანაცვლდება.



QUOTE
tab - ჩანართი. უკვე იმდენ ბრაუზერში მაქვს ჩანართად ნათარგმნი, რომ მე ძალიან მივეჩვიე ამ ფრაზას. ხმარებაშიც მემგონი დაფაზე უკეთესია.

არ ვიცი. ანუ, გასათვალისწინებელია ასოთა რაოდენობაც და მაგიტომაც მომწონს tab -დაფა. ასევე, "ჩანართი", შეიძლება plugin-ისთვის გამონთავისუფლებულიყო.
თუმცა, კონკრეტული განხილვა მაგ საკითხზე ვერ ვნახე. ამიტომ, ჯერჯერობით იყოს როგორც არის, სანამ ვინმე არ დაასაბუთებს საპირისპიროს.

და plug-in-ისთვის რას ვიყენებ? ლექსიკონშია "დანამატი".
ანუ, addon - დამატება და plug-in დანამატი?


QUOTE
are you sure - მე "დარწმუნებული ხართ, რომ"-ს ვიყენებ.

მანდ "ნამდვილად გსურთს" ვიყენებ, მაგრამ ეგ უფრო ტექსტის სიმარტივისთვის და ვიზუალისთვის.
მგონი, სხვადასხვა ვარიანტები არ უნდა იყოს პრობლემა, რადგან არაა რამე საკვანძო ფრაზა.


QUOTE
tag - ტეგი? ყველა ონლაინ-ლექსიკონში ასე აქვთ ნათარგმნი და არ შევცვალოთ ჩვენც.

ეგ ძველების მიხედვით, ნათარგმნია როგორც "ნაჭდევები", ანუ იარლიყის ქართული ვარიანტი. და მგონი სჯობს დავტოვოთ, ფუნთუშის მსგავსად.


QUOTE
checkbox - თოლია. მე პირდაპირ მოსანიშნი უჯრა უფრო მომწონს მაგრამ როგორც ჩანს უკვე ეს ტერმინია დანერგილი. uncheck - ალბათ თოლიის მოხსნა?

პრინციპში, შეიძლება მოკლედ "მოსანიშნი". ასევე მონიშვნის მოხსნა.


QUOTE
recovery key - აღდგენის გასაღები. არ მინახავს იმ საიტზე მაგრამ რახან ეგრეა ჩვენც ეს გამოვიყენოთ.

ხო, რადგან იყო, მეც მაგიტომ დავტოვე.


QUOTE
preferences - პარამეტრები. ეს ძალიან არ მომწონს. მაგალითად როდესაც წერია click options and choose preferences ქართულად ძალიან ცუდად გამოდის. "უპირატესობები" ახლა კი ცუდად ჟღერს მაგრამ თავის დროზე რომ დანერგილიყო არაუშავს მგონი ამ ფრაზას.

პირველი, ალბათ "გამართვით" შეიძლება მანდ ჩაანაცვლო. სხვა შემთხვევაში, პარამეტრები გვრჩება.



QUOTE
sync - სინქრონიზაცია.

ხო, თუმცა ზმნა სადაც იყო, ყველგან დასინქრონება მიწერია.
ანუ, რომელიღაც თემაში იყო ლაპარაკი, რომ "სინქრონიზირება", "ინსტალირება" და ა.შ. ქართულად "და-" თავსართის საშუალებით და "ირ"-ის ამოღებით გამოეყენებინათ.

QUOTE
uninstall - დეინსტალაცია. პ.ს. ინსტალაცია და დეინსტალაცია დიდად არ მომწონს არც მე, მაგრამ ყველგან ესაა გამოყენებული.

მე ამოშლა მეწერა, მაშინ ჩასასწორებელი გექნება იქ, რაღაცები.
წაშლა/ამოშლა იმიტომაც მომწონს, რომ ასოების რაოდენობასაც ამცირებს. ინსტალაცია/დეინსტალაცია ტექსტს კიდევ უფრო ზრდის.

Posted by: Beqa Arabuli 28 Jan 2016, 05:52
Accident
add-on - დამატება და plug-in - მოდული რომ იყოს?

QUOTE
მანდ "ნამდვილად გსურთს" ვიყენებ, მაგრამ ეგ უფრო ტექსტის სიმარტივისთვის და ვიზუალისთვის.
მგონი, სხვადასხვა ვარიანტები არ უნდა იყოს პრობლემა, რადგან არაა რამე საკვანძო ფრაზა.

+

QUOTE
ეგ ძველების მიხედვით, ნათარგმნია როგორც "ნაჭდევები", ანუ იარლიყის ქართული ვარიანტი. და მგონი სჯობს დავტოვოთ, ფუნთუშის მსგავსად.

აქ არვიცი. ნაჭდევი ჩემთვის ძალიან რთული გასაგებია. აქ რომ არ წამეკითხა და სადმე პროგრამაში მენახა ალბათ ვერც მივხვდებოდი რომ tag იგულისხმება. კიდევ მაგალითად tag this picture-ში რა მოხდება?

QUOTE
პრინციპში, შეიძლება მოკლედ "მოსანიშნი". ასევე მონიშვნის მოხსნა.

ხო შეიძლება ეგეც. ისე თოლია როგორ გამოიყენება ვერ მივხვდი. მონიშნეთ თოლია/მოხსენით თოლია? მოსანიშნი კარგია, მაგრამ check the checkbox ან რამე მსგავსი რომ შეგხვდეს როგორ იქნება?

Posted by: Dinozo 28 Jan 2016, 10:36
Beqa Arabuli
ჰო ვნახე , გვიან დავაკვირდი smile.gif
******
browsing -ზე რას ფიქრობთ? მე მაგრად მჭედავს ეს ტერმინი, ზოგგან ჩვენება ზოგგან ძიება, ეს 2 ტერმინი კიდევ არ ჯდება იმ წინადადებაში და smile.gif

P.S
გასასწორებელი და დასალაგებელია,ბევრი შეცდომაა, ბრაუზინგი მემგონი არ არისკ არგი ვარიანტი, მაგას ჯობია თქვენ უსაფრთხო რეჟიმში (ან რეჟიმის ამოღებითაც) ახორციელებთ თვალიერებას არა? რას იტყვით , ბრაუზინგი და პრივატული ძაან არ არის სასიამოვნო ყურისთვის და თვალისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: AUTOCRAT 28 Jan 2016, 11:38
QUOTE
ნაჭდევები

პროგრამირებაში პირდაპირ "ჭდეები" გამოიყენება. ამ შემთხვევაში კონტექსტის მიხედვით "მონიშვნის" და "ჭდეების" კომბინაციაა საჭირო იმჰო
QUOTE
browsing -ზე რას ფიქრობთ?

ნავიგაცია, თვალიერება

Posted by: Accident 28 Jan 2016, 17:14
Beqa Arabuli
QUOTE
add-on - დამატება და plug-in - მოდული რომ იყოს?

კარგი

QUOTE
აქ არვიცი. ნაჭდევი ჩემთვის ძალიან რთული გასაგებია. აქ რომ არ წამეკითხა და სადმე პროგრამაში მენახა ალბათ ვერც მივხვდებოდი რომ tag იგულისხმება. კიდევ მაგალითად tag this picture-ში რა მოხდება?

და firefox-ში სად გხვდება ეგეთი რამ? აქ, საიტებს ადებ იარლიყებს. ახლა, facebook-სა და მასეთებზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ?
იქ "მონიშვნა" უფრო შეეფერება, როგორც AUTOCRAT-მა დაწერა, აქ კი, რადგან უსულო საგანზეა, ესეც გამოდგება.

QUOTE
ხო შეიძლება ეგეც. ისე თოლია როგორ გამოიყენება ვერ მივხვდი. მონიშნეთ თოლია/მოხსენით თოლია? მოსანიშნი კარგია, მაგრამ check the checkbox ან რამე მსგავსი რომ შეგხვდეს როგორ იქნება?

ხო, ალბათ. ანუ რუსულიდანაა "პწიჩკა" გადმოტანილი და როგორც იქაა, ისე იქნება.
თოლიის დასმაც, ალბათ.

check the checkbox ამ შემთხვევაში, უჯრა შეიძლება გამოვიყენოთ, ან წესით იქნება გამოტოვების საშუალება, კონტექსტის მიხედვით.
ანუ, ქართულში არაა აუცილებელი სიტყვასიტყვით გადმოტანა "მონიშნეთ მოსანიშნი უჯრა"
"მონიშნეთ რაღაც" რომ ამბობ, იგულისხმება რომ მოსანიშნი უჯრაც ახლავს.



Dinozo
ხო, მეწერა ეგეც, პირველ გვერდზე. ჩასასწორებელია....

Posted by: Beqa Arabuli 29 Jan 2016, 09:16
Dinozo
Accident
გასასწორებელს ავრორაში დამატების შემდეგ უნდა მიეხედოს და ბეტასთვის გამზადდეს.

და კიდევ, Dinozo ბეტა არხში გითარგმნია რაღაცეები და არაა საჭირო ეგ, ტყუილად იწვალებ. მანდ რაც თარგმნე ავრორაში უკვე ნათარგმნია. ბრაუზერში ენის დამატების შემდეგ გადმოვა ტექსტი ბეტაში და შესწორებებზე მანდედან იქნება სამუშაო.

Posted by: Dinozo 29 Jan 2016, 10:37
Accident
Beqa Arabuli

გასაგებია , მაშინ გავაგარძელებ საიტის,ანდროიდის და ავრორას თარგმნას ,იმას გავანებებ თავს ))

Posted by: Dinozo 30 Jan 2016, 16:57
===Battery===

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ბატარეა :
Fr. batterie
3. რამდენიმე ერთმანეთთან შეერთებული გალვანური ელემენტი ან აკუმულატორი.
4. მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან შეერთებულ სავსებით ერთნაირ ნაწილებს, ელემენტებს. მაგ., ორთქლით გათბობის ბატარეა.

ელემენტი:
ლათ. elementum
3. ქიმიური ენერგიის ხარჯზე მცირეძალიანი ელექტრული დენის მისაღები ხელსაწყო. მაგ., გალვანური ელემენტი. მშრალი ელემენტი.

P.S მგონი ჯობია ბატარეა გამოვიყენოთ როდესაც საქმე Battery -სთან გვაქვს და არა Element -თან, რას იტყვით? ორივე ერთნაირად გამოიყენება ქართულში, ამას იმიტომ ვწერ რომ არეულად ზოგგან ელემენტი მხვდება და ზოგგან ბატარეა, ამიტომ როგორც წერია იმის მიხედვით ვთარგმნოთ ))

Posted by: Beqa Arabuli 30 Jan 2016, 17:26
Dinozo
კი, ბატარეა ბატარეად უნდა დარჩეს. არც შემხვედრი ეგ.

Posted by: Accident 5 Feb 2016, 02:59
Beqa Arabuli

აქ segoe შრიფტზე options - პარამეტრები არ ეტევა და "გამართვა" არ ჯობია?
დანიშნულებას მაინც აღწერს, სწორად.

user posted image


სინქრონირებულიც შესაცვლელია.


ჩამოტვირთვებზეც, რაღაც ალოგიკურადაა ტერმინები. თარგმნილი კი არის სიტყვები, მაგრამ ერთმანეთთან ვერ დააკავშირებ.
ასევე, მენიუში ძირითადი - მთავარი ხომ არ ჯობს? და "დეტალურადს" - "დამატებითი" ან რამე მსგავსი.

რადგან მაგ "დეტალურში" რეალურად სულ სხვა რაღაცებია, ხოლო "დეტალური" თითქოს წინა პარამეტრებთან უნდა იყოს კავშირში.....

Posted by: Beqa Arabuli 5 Feb 2016, 13:42
Accident
ნელ-ნელა ვასწორებ ეგეთ ტერმინებს. რაც თვის ადგილზე არ ეტევა და რაც თარგმნისას სწორად ითარგმნა, მაგრამ ახლა ირკვევა რომ კონტექსტს არ უხდება.

გადავხედავ რაც დაწერე მაგეებსაც.

QUOTE
ჩამოტვირთვებზეც, რაღაც ალოგიკურადაა ტერმინები. თარგმნილი კი არის სიტყვები, მაგრამ ერთმანეთთან ვერ დააკავშირებ.

ამაში შენს სურათში რომ ჩამოტვირთვებია მაგას გულისხმობ ხომ?

თუ მაგას გულისხმობ ძველი თარგმნიდან იყო ეგ. ახლა "ფაილების შენახვა - " "ფაილების შესანახი მდებარეობა"-თი შეიცვალა და უფრო ჯდება.


----------------------------
თარგმნის ახლანდელი მდგომარეობა:

ანდროიდის ვერსია დასრულებულია.
დესკტოპის ვერსია 74% დასრულებულია.
მოზილას ვებ-საიტი 69% დასრულებულია. დარჩენილია სულ რაღაც 357 ველი
დამატებების ვებ-საიტი ჯერ არაა დაწყებული.

Posted by: Beqa Arabuli 6 Feb 2016, 17:40
გილოცავთ! ანდროიდის პირველი ბილდი დაიდო.

https://ftp.mozilla.org/pub/mobile/nightly/latest-mozilla-aurora-android-api-15-l10n/fennec-46.0a2.ka.android-arm.apk

მართალია, ამჟამად დიდი აურზაურია და გასასწორებელია ბევრი რამ, მაგრამ მაინც სასიხარულო ამბავია biggrin.gif

რამდენიმე სურათი:

პარამეტრების გვერდი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მთავარი მენიუ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


შეცდომა ინტერნეტის უქონლობისას

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


საწყისი გვერდის საიტების მენიუ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


საწყისი გვერდი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Accident 6 Feb 2016, 18:02
Beqa Arabuli
QUOTE
მართალია, ამჟამად დიდი აურზაურია და გასასწორებელია ბევრი რამ, მაგრამ მაინც სასიხარულო ამბავია

რათქმაუნდა, თან ეს გააადვილებს თარგმნას.


QUOTE
შეცდომა ინტერნეტის უქონლობისას

ამ "სერვერს" ვერანაირად ვერ ჩავანაცვლებთ? ზუსტი თარგმანი კი არის, მაგრამ ძალიან არაქართულად ჟღერს.
მაგალითად, "გვერდი ვერ მოიძებნა", "გვერდი ვერ ჩაიტვირთა" ან რამე მსგავსი. მით უმეტეს, რომ ქვემოთ განმარტებულია "თუ ვერცერთ გვერდს ტვირთავთ".

მაგის გარდა, სხვა ბრაუზერებზეც, Page არის Server-ის ნაცვლად და აზრს მოკლებული არ გამოდის.
https://www.google.com/search?q=firefox+page+not+found&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiKxKycpuPKAhVE_ywKHb6dBeQQ_AUICCgC&biw=1366&bih=659#tbm=isch&q=chrome+page+not+found


ქვემოთ კიდევ "ბეჭდვა" არასწორია.
საბეჭდ მანქანაზე კი ერთი იყო, მაგრამ თანამედროვე მოწყობილობებში ცალ-ცალკე მოქმედებებია: Type - ტექსტის აკრეფა. Print - ბეჭდვა.

Posted by: AUTOCRAT 7 Feb 2016, 05:05
სანიშნები არასწორია
სწორია სანიშნები
მხ. რ.: სანიშნი
თავფურცელის ნაცვლად მთავარი გვერდი ჯობია, ფურცელს მანდ რა უნდა
დაფა down1.gif
შეამოწმეთ მისამართი ბეჭდვის შეცდომებზე, როგორიცაა ww.example.com მგონი ასეთი ვარიანტი უფრო ქართული ქართულია
შეამოწმეთ აკრეფილი მისამართის სისწორე. დაშვებული შეცდომის მაგალითია: ww.example.com, www.example.com-ის ნაცვლად
დაასინქრონირეთ ცუდათ ხვდება ყურს/თვალს, რაღაც ცვლილებაა საჭირო. ვათ ებაუთ შეთანხმება?
შესვლები ? rolleyes.gif
სახლი უნდა იყოს მთავარი გვერდი
URL ზოლი არსწორია, უნდა იყოს URL ველი
მოირგეთ თქვენი საძიებო პროვაიდერები ამას ჯობია იყოს მოირგეთ თქვენი საძიებო სისტემები

Posted by: Dinozo 9 Feb 2016, 10:32
კარგი სიახლეა , მე ანდროიდზე უფრო მიხარია ხოლმე ქართული თარგმანი ვიდრე PC-ს ვერსიაზე ,თუმცა ორივე ძალიან მნიშვნელოვანია smile.gif

AUTOCRAT
+ დავამატებდი ამასაც smile.gif

მილიწალი = მწმ
წამი = წმ

მწ არაფერს ნიშნავს
smile.gif

Posted by: Accident 21 Feb 2016, 02:12
Beqa Arabuli
Dinozo
AUTOCRAT

ამ dev tool -ზე ფანტაზია აღარ მყოფნის.

სკრიპტები, დეველოპერი, ფუნქციები, პროცესები, დისპლეი, პროცედურები და ა.შ. გადამაქვს პირდაპირ ინგლისურიდან მაგრამ ყველაფერს მასე ხომ არ ჩავწერ.
თან უმეტესობა არც მესმის. cycle collector რა არის? garbage collector-ის დანიშნულება აქვსო, მაგრამ cycle რას გულისხმობს, თვითონაა ციკლური თუ ციკლებზე მოქმედებს.
callback როგორ იქნება, უკან გამოძახება, უკუ-გამოძახება, რამე მოქმედების დაბრუნება?

ან responsive design ყველგან "მოპასუხე" უწერიათ. სადღაც თავსებადიც ეწერა და მგონი ეგ უკეთ გამოხატავს დანიშნულებას.



QUOTE
დაასინქრონირეთ ცუდათ ხვდება ყურს/თვალს, რაღაც ცვლილებაა საჭირო. ვათ ებაუთ შეთანხმება?

კი, უბრალოდ არსებულ ტექნიკურ ლექსიკონებში, მასეა მოცემული და widnows-შიც მასე აქვთ გამოყენებული.
"შეთანხმება" კიდევ ძალიან ზოგადია და დამაბნეველი იქნება ბევრისთვის, სანამ მიხვდებიან რა დანიშნულება აქვს.

Posted by: AUTOCRAT 21 Feb 2016, 11:47
Accident
QUOTE
დეველოპერი

შემმუშავებელი rolleyes.gif
QUOTE
cycle collector

ციკლური დამგროვებელი/შემკრები rolleyes.gif
QUOTE
მაგრამ cycle რას გულისხმობს, თვითონაა ციკლური თუ ციკლებზე მოქმედებს

Periodically the collector wakes up and examines any suspicious pointers that have been sitting in its buffer for a while. This is the scanning stage of the collector's operation. In this stage the collector repeatedly asks each candidate for a singleton cycle-collection helper class, and if that helper exists, the collector asks the helper to describe the candidate's (owned) children. This way the collector builds a picture of the ownership subgraph reachable from suspicious objects.
თვითონაა ციკლური spy.gif
QUOTE
callback

უკუ-გამოძახება
QUOTE
responsive design თავსებადიც ეწერა და მგონი ეგ უკეთ გამოხატავს დანიშნულებას

yes.gif

Posted by: Accident 27 Feb 2016, 00:45
და bubbling როგორ იქნება, დაბუშტვა, ხუფხუფი, ქაფქაფი თუ ბარბოტაჟი drug.gif

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=srch&d=15&id_srch=966b0f9ddbd10225cc5650db141cf461&il=en&p=1&visualtheme=gw_brand



http://goo.gl/X8IXIe

აქ წერია, რომ event.stopPropagation() აჩერებს bubbling-ს.
ანუ, Propagation-ის გამოყენებაც უნდა შეიძლებოდეს, ე.ი. გავრცელება, განშლა

მაგრამ, capture საპირისპირო მოქმედებაა და რა გამოვა ეგ, შეკუმშვა?

user posted image

Posted by: Beqa Arabuli 27 Feb 2016, 19:37
Accident
მეც გამაწამა დეველოპერის ხელსაწყოებმა. და იქ უწერიათ, რომ თუ რომელიმე ენაზე დეველოპერებისთვის ტერმინოლოგია დანერგილი არ არის სჯობს იგივე დარჩესო და ვიფიქრე ჩვენც ინგლისურად ხომ არ დავტოვოთ? ეგ ისეთი ადგილია, რომ თუ წინასწარ არ იცი რის გაკეთება გსურს, მანდ არ შეხვალ biggrin.gif

Posted by: Accident 27 Feb 2016, 19:54
Beqa Arabuli
ხო, ეგ უნდა მეთქვა ზუსტად, მეც ვნახე ეგ მინაწერი დატოვეთო ინგლისურზე და მაშინ პირდაპირ გადავიტანოთ.

მარტივები რაც იყო child - შვილობილი და ა.შ. უკვე გავრცელებულია და შეიძლება დავტოვოთ თარგმნილი,
მაგრამ Cyclon Garbage Collector-ის გადმოქართულებას, მაშინ როცა არც არავინ ზრუნავს ტერმინოლოგიის შემუშავებაზე, სტანდარტიზაციასა და მის გავრცელებაზე, აზრი არ აქვს.

პირიქით, ხელს შევუშლით ვინც იყენებს, რადგან ინგლისურად Google-ში მაინც ნახავს ინფორმაციას და ქართულად ვერც გაიგებს და ვერც ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოიძიებს.

Posted by: Dinozo 27 Feb 2016, 20:41
Beqa Arabuli
Accident
ტანჯვაა მაგარი , იმდენი უცხო ტერმინია მართლა ჯობია დავტოვოთ ასე , უფრო გავიგებთ აზრს ვიდრე გადაქართულებულზე, არც არაფერი მოხდება ამით, ჩვენ სულხან-საბა არავართ რომ მოვიფიქროთ ახალი ქართული ტერმინები smile.gif

Posted by: Beqa Arabuli 3 Mar 2016, 16:40
კარგი და ნახევარი რომ ქართული იყოს და ნახევარი ინგლისურად სისულელე იქნება. ამიტომ თავიდან ბოლომდე ერთი და იგივე ენაზე უნდა იყოს დევ-თულსი. ხოდა რა ვქნა, შევცვალო ინგლისურით უკვე რაც ნათარგმნია?

Posted by: Accident 3 Mar 2016, 16:46
Beqa Arabuli
უკვე შეგიძლია შეცვლა?


ანუ, ალფა რომ ვნახოთ როგორაა და მერე ბეტაზე შევცვალოთ, მასე არ შეიძლება?

Posted by: Beqa Arabuli 3 Mar 2016, 17:00
Accident
კი, შემიძლია. https://archive.mozilla.org/pub/firefox/nightly/latest-mozilla-aurora-l10n/ ყოველდღე თარგმნები და თუ ნახვაა საჭირო აქედან შეიძლება.

Posted by: Accident 3 Mar 2016, 17:43
Beqa Arabuli

აქ არცერთი არ მომეწონა drug.gif

user posted image


როცა არ იცი, რას თარგმნი, რა ცუდად გამოდის.


"ჩემს" ქართულში მგონი ზედმეტად ჩანს.

"დანიშნულებაც" არ შეეფერება და საჭირო/ხელმისაწვდომიც კი უცხოდ ჩანს.
სხვა გაქართულებულ პროგრამებზე სხვანაირად მახსოვს, რატომღაც.

მომდევო ფანჯარაშიც ზოგი ვრცელი ტექსიც, არაბუნებრივად იკითხება ქართულად.
მოკლედ, ცალკე კიდევ დიდი სამუშაოა, უკვე ნათარგმნის მორგებაზე.

Posted by: Accident 3 Mar 2016, 18:02
Beqa Arabuli
QUOTE
კი, შემიძლია. აქ ნახლდება ყოველდღე თარგმნები და თუ ნახვაა საჭირო აქედან შეიძლება.

ხო ვნახე და კარგი, დააბრუნე ინგლისურზე სრულად Dev tools



p.s. აქ ინსტრუქციაში "შეგდეგ" არის ნახსენები და ღილაკზე "წინ"

user posted image

Posted by: AUTOCRAT 5 Mar 2016, 03:14
QUOTE
user posted image

user posted image

Firefox Developer Edition-ის მალსახმობების შექმნა
  • ამოცანათა პანელზე
  • „სტარტ“ მენიუს საქაღალდეში (“http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=1&t=156469)
  • სამუშაო მაგიდაზე
დააწკაპეთ — დააწკაპუნეთ, დაწკაპუნება, წკაპუნი. სიტყვა „წკაპი“ არ არსებობს ქართულში.
„შეგიძლიათ“ უადგილოა

უცხოური სახელწოდებების და ქართული დაბოლოებების დეფისით დაშორება ვინც დაამკვიდრა იმით არის ჩამოსაკიდი. აპოსტროფი ძალიან მოუხდებოდა yes.gif
სად ეს „Firefox Developer Edition'ის“ და სად ეს „Firefox Developer Edition-ის“

Posted by: Accident 5 Mar 2016, 17:28
AUTOCRAT

QUOTE
დააწკაპეთ — დააწკაპუნეთ, დაწკაპუნება, წკაპუნი. სიტყვა „წკაპი“ არ არსებობს ქართულში.

მაგას მე ვწერ მასე, რადგან სადაა, ხოლო წკაპუნი კიდევ უფრო ზრდის ასოების რაოდენობასაც, რომელიც ისედაც გადაჭარბებულია click-ზე.
თან, სხვა გაქართულებულ პროგრამებში შემიმჩნევია და მაგიტომ ავიღე.

ამ ტერმინებშიც მოცემულია
http://www.nplg.gov.ge/dictionary/search.html

http://i.imgur.com/2EPjOqh.png

სიტყვა როგორ არ არსებობს
QUOTE
მარტივ ფუძეებში შეიძლება გამოვყოთ სახელური და ზმნური ფუძეები. «სახელური ფუძე მხოლოდ საგნობრივი სემანტიკით განსხვავდება ზმნური ფუძისაგან, მათ შორის ფორმალური განსხვავება არ არის» [არაბული 2001, 192]. მარტივი სახელური ფუძეებიდან ქართულში აღსანიშნავია: ტბა, რუ, ზღვა, წყალი, წკაპი, ჭყაპი, შხაპი, შხეფი, ზვავი, ღვიფი, ღვარი, ღვაპი, ლიჭყი, თრთვილი, ყაპყი, წკუმპლი, ღელე, წყარო, წვიმა, თოვლი.


http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000022/L.%20Giglemiani%20%28disertacia%29.pdf

გულისხმობს წვრილ წვეთს, შხეფს.

უბრალოდ, ხმის გამოცემის აღსანიშნავადააა გადაკეთებული, როგორც მაგალითად ჭყაპი და ჭყაპუნი.
თუმცა, ასევე ხმის გამოსაცემად გამოიყენება — წკაპი-წკუპიც.
ასევე, თვითონ მოქმედებასაც აღნიშნავს - წკიპების ყრა http://www.ena.ge/explanatory-online

შესაბამისად, მიხვედრის პრობლემა მგონი არ უნდა იყოს.




QUOTE
უცხოური სახელწოდებების და ქართული დაბოლოებების დეფისით დაშორება ვინც დაამკვიდრა იმით არის ჩამოსაკიდი. აპოსტროფი ძალიან მოუხდებოდა

გემოვნების ამბავია. შესახედავად ალბათ უკეთესია მაგრამ აღსაქმელად მეუშნოვება, რადგან ქართულ/ინგლისური ასოები ირევა ზედმეტად.
ხოლო დეფისი ბოლოსართის მკვეთრად გამოყოფას უზრუნველყოფს.



QUOTE
„სტარტ“ მენიუს საქაღალდეში

ეგ, თვითონ Microsoft-ის ჯგუფს აქვთ გადმოთარგმნილი მასე და ალბათ იქიდანაა აღებული

https://www.microsoft.com/Language/en-US/Search.aspx?slangID=ka-ge

user posted image

Posted by: AUTOCRAT 6 Mar 2016, 15:45
Accident

QUOTE
სიტყვა როგორ არ არსებობს

წკაპი ხმაბაძვითია ამიტომ დეფისით უნდა იწერებოდეს. თუმცა ნუ კაი იყოს როგორც არის თუ გამოიყენება ხშირად.
QUOTE

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...sertacia%29.pdf
გულისხმობს წვრილ წვეთს, შხეფს.

თვითონ ამ „ენათმეცნიერებმაც“ არ იციან ქართული და საერთოდ არც არის სისტემატიზებული სინამდვილეში. მანდ წკაპწკაპი უწერია, სხვა წიგნებში წკაპ-წკაპი წერია (ყურადღება დეფისზე) და ისიცაა დამატებული, რომ ცალკეულად ამ სიტყვების გამოყენება არ შეიძლება რადგან არაფერს ნიშნავს drug.gif
QUOTE
შესახედავად ალბათ უკეთესია
რადგან ქართულ/ინგლისური ასოები ირევა ზედმეტად

ასოებს მარტო შესახედათ ვიყენებ. სალაპარაკოში გინდ ენდაში ეწეროს, გინდ ემდაში მაინც ერთად იკითხება...
QUOTE
Microsoft-ის ჯგუფს აქვთ გადმოთარგმნილი მასე

კაი დაწყებას არაუშავს კიდე, სამუშაო დაფა საიდან მოაფიქრდათ facepalm.gif desk - დაფად გადათარგმნეს? სამუშაო დაფა სად გაიგეს ასეთი რაღაც? დოკუმენტები დაფაზე უდევთ ხოლმე? სამუშაოს დაფაზე აკეთებენ? ნიჭი უნდა მაგასაც ალბათ desktop - სამუშაო დაფად რომ გადათარგმნო...
desktop computer - სადაფო კომპიუტერი ალბათ; desktop operating system - სადაფო ოპერაციული სისტემა; desktop environment - სადაფო გარემო ; desktop publishing - სადაფო გამომცემლობა drug.gif

Posted by: Accident 6 Mar 2016, 19:15
AUTOCRAT
QUOTE
ასოებს მარტო შესახედათ ვიყენებ. სალაპარაკოში გინდ ენდაში ეწეროს, გინდ ემდაში მაინც ერთად იკითხება...

მაგრამ აღსაქმელადაც ხომ იყენებ, ერთია როგორ გამოიყურება რომ გადახედავ, მეორე ამოკითხვისას როგორ გაიგებ.
წაკითხვისას უკეთესად იკვეთება ტექსტი. ვიდრე მიტყუპული ქართული და ინგლისური.
მაგრამ, რომ გადაავლებ თვალს და ტირეები იქცევს ყურადღებას, ეგ ნაკლია.



QUOTE
მანდ წკაპწკაპი უწერია

ტირეთი წესით არც უნდა იწერებოდეს.
წკაპწკაპი შედგება ორი წკაპის გაორმაგებით, ანუ წამწამის და თავთავის მსგავსად.
წკაპაწკუპი კი ბგერა შეცვლილი/დამატებული კომპოზიტია როგორც ჩხარაჩხური, კანტიკუნტი და ეგეც ერთად დაიწერება.

QUOTE
ცალკეულად ამ სიტყვების გამოყენება არ შეიძლება რადგან არაფერს ნიშნავს

მაგ შემთხვევაშიც არ უნდა დეფისი: კაშკაში, ბაჯბაჯი, ნარნარი




QUOTE
desk - დაფად გადათარგმნეს?

ხო, მეც მიფიქრია და ალბათ რუსულის გავლენით დასკა drug.gif სხვა რა უნდა იყოს.....

Posted by: AUTOCRAT 6 Mar 2016, 20:10
Accident
QUOTE
მაგრამ აღსაქმელადაც ხომ იყენებ, ერთია როგორ გამოიყურება რომ გადახედავ, მეორე ამოკითხვისას როგორ გაიგებ.
წაკითხვისას უკეთესად იკვეთება ტექსტი. ვიდრე მიტყუპული ქართული და ინგლისური.

ეგ თვალის მიჩვევის ამბავია. პრინციპში ჩვეულებრივად ვკითხულობ არანაირი პრობლემა არ არის აღქმაში...
გადავხედე ვიკის სხვადასხვა ენებს და როგორც ჩანს პოსტსაბჭოთა სივრცეშია ტირე დამკვიდრებული. სომხები ჩვენ და აზერები ვიყენებთ ტირეს, სხვები ან ატყუპებენ (ჩინელებიც კი, იაპონელები) ან აპოსტროფი აქვთ. მაგალითად აზერბაიჯანული თითქმის იგივე თურქულია, მაგრამ აზერები დეფისს იყენებენ, თურქები აპოსტროფს. აღსანიშნავია რომ ორივე ლათინურზეა smile.gif და კი თურქული ბევრად სადად ჩანს

Posted by: Accident 7 Mar 2016, 02:16
AUTOCRAT

კი, მაგრამ, ქართული ლათინურთან არც ისე მსგავსებაშია, რომ თურქულივით შეესაბამებოდეს და არც ისე განსხვავებულია, რომ ჩინურივით გამოკვეთილი იყოს.


და დანიშნულების მხრივ, თავსართის და ბოლოსართის მისამატებლად, დეფისი უფრო ლოგიკური არაა, ვიდრე აპოსტროფი?

https://en.wikipedia.org/wiki/Hyphen

https://en.wikipedia.org/wiki/Apostrophe

Posted by: AUTOCRAT 7 Mar 2016, 04:16
Accident
QUOTE
და დანიშნულების მხრივ, თავსართის და ბოლოსართის მისამატებლად, დეფისი უფრო ლოგიკური არაა, ვიდრე აპოსტროფი?

Апостроф применяется для отделения русских окончаний и суффиксов от начальной части слова, записанной латиницей (c-moll’ная увертюра, пользоваться E-mail’ом, перевод A. Préchac’а). Сочетание иноалфавитного слова с русским наращением считается нежелательным архаизмом, но в новой (2006 года) редакции «Правил русской орфографии и пунктуации» (одобренной Орфографической комиссией РАН, но официально в действие не вступившей) не указываются какие-либо стилистические ограничения.
QUOTE
კი, მაგრამ, ქართული ლათინურთან არც ისე მსგავსებაშია, რომ თურქულივით შეესაბამებოდეს და არც ისე განსხვავებულია, რომ ჩინურივით გამოკვეთილი იყოს.

user posted image

Posted by: Accident 7 Mar 2016, 09:39
AUTOCRAT
ზემოთ დადებულ ლინკებში ჩანს ეგ?
ანუ, რუსების ინტერპრეტირება გასაგებია, პირველადი დანიშნულება მაინტერესებდა

Posted by: AUTOCRAT 7 Mar 2016, 15:09
Accident
QUOTE
ზემოთ დადებულ ლინკებში ჩანს ეგ?

ბერძნები "ჩაყლაპულ" ხმოვნების აღნიშნავდნენო, და დარჩენები ვისაც როგორ უნდა. ზოგი წინსართებს გამოყოფს, ზოგი ბოლოსართებს, ზოგი კიდევ რას. ისე ქართულშიც არ წარმოვთქვამთ ხშირად და ურიგო არ იქნებოდა (მაგალითად რომ - რო'). ეგ კი არა უმლაუტებიც გვჭირდება. სვანური, ლაზური საერთოდ დიაკრიტიკის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ვის ადარდებს mo.gif

Posted by: Beqa Arabuli 7 Apr 2016, 22:40
ისე კონფიდენციალურობაზე რას ფიქრობთ? სულ პრობლემას ქმნის ასოთა რაოდენობის გამო და არსად არ ეტევეა ნორმალურად.

ხოდა რამე ალტერნატივა ხომ არ გაქვთ privacy-სთვის? პრივატულობა ხომ არა?

და დეფისს რაც შეეხება არც მე მომწონს შესახედავად დეფისით ქართულზე გადაბმული ტერმინები და ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო გამოყენებას.

Posted by: Accident 7 Apr 2016, 23:07
Beqa Arabuli

ასოთა რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ საერთოდ არ მომწონს არცერთი ეგ ტერმინი.

სადაც ლოგიკურად შესაძლებელია, ყოველთვის ვიყენებ "პირადი მონაცემების დაცვას" ან "უსაფრთხოებას".



Posted by: Beqa Arabuli 7 Apr 2016, 23:27
Accident
არც მე მომწონს, მაგრამ ორი უვარგისი სიტყვიდან ნაკლებასოიანი მაინც გამოვიყენოთ.

ხო, ეგენი ჯობს, მაგრამ როდესაც მსგავსი რამ შეუძლებელია კონფიდენციალურობა ან საიტზე დიზაინს ამახინჯებს, ან კიდევ პროგრამაში ელემენტისთვის გამოყოფილ სივრცეში არ ეტევა.

ამ რამდენიმე დღეში ორჯერ შემექმნა ეს პრობლემა და მაგან გამახსენა.

ვივალდის მენიუში პრივატულობით მომიწია შეცვლა.

Posted by: Accident 7 Apr 2016, 23:58
Beqa Arabuli
QUOTE
არც მე მომწონს, მაგრამ ორი უვარგისი სიტყვიდან ნაკლებასოიანი მაინც გამოვიყენოთ.

ხო, კონფიდენციალობას, ისედაც არ ვიყენებდი.

Posted by: Beqa Arabuli 8 Apr 2016, 16:21
ერთი კითხვა მაქვს. მომწერეს, რომ ლოკალიზებისას ქვეყანაზე საძიებო სისტემების მორგებაც საჭიროაო და რა სისტემები მივწერო?

ახლა ესენია:
amazondotcom
bing
eBay
google
twitter
wikipedia-ka
yahoo

მგონი ხალხი უფრო ხშირად რუსულ საიტებს იყენებს იაჰუს და ბინგის ნაცვლად. კიდევ იბეი და ტვიტერიც არაა დიდად პოპულარული.


Posted by: AUTOCRAT 8 Apr 2016, 21:24
QUOTE
რუსულ საიტებს

პრინციპის ამბავია, ეგ ნაგავი არ უნდა იყოს no.gif
Google
Wiki
DuckDuckGo
Ebay

პ.ს. ტვიტერს ფბ-ზე ხშირად ვიყენებ მარა საძიებო სისტემებში მაგას რა უნდა eek.gif

Posted by: Accident 8 Apr 2016, 22:21
Beqa Arabuli
windows 10 -ის edge-ში დაამატეს რატომღაც რუსულის yandex საქართველოსთვის drug.gif

რუსულს არ მგონია ბევრი იყენებდეს, რადგან მაგ edge-ზე ყველა კითხულობდა, როგორ მოვაშოროო, ყველას რეკლამა ეგონა.


ებეის როგორ არ იყენებენ მთელი ერი ელოდებოდა paypal-ს საქართველოსთვის.
ტვიტერს კი იშვიათად იყენებენ შედარებით.

Posted by: Beqa Arabuli 8 Apr 2016, 22:25
AUTOCRAT
up.gif მაგეებს მივწერ. + ამაზონი.

ტვიტერს რაც შეეხება პარტნიორობენ როგორც ჩანს მოზილასთან.

&partner=Firefox&source=desktop-search

Posted by: Dixtosa 10 Apr 2016, 17:27
Beqa Arabuli
QUOTE
amazondotcom
bing
eBay
google
twitter
wikipedia-ka
yahoo

ქივორდებს გულისხმობ ალბათ ხო?
იუთუბი.

Posted by: Accident 10 Apr 2016, 18:05
AUTOCRAT
QUOTE
პ.ს. ტვიტერს ფბ-ზე ხშირად ვიყენებ მარა საძიებო სისტემებში მაგას რა უნდა

Dixtosa
QUOTE
ქივორდებს გულისხმობ ალბათ ხო?



ანუ გვერდზე ხომ აქვს ძებნა, მაგაზეა საუბარი

ცნობილი საიტის ჩამატებაც შეიძლება
youtube, google maps




* * *
Beqa Arabuli
Aurora-ში რაც დარჩენილია უნდა ითარგმონს თუ ინგლისურად რჩება?

P.S. flat equation მითითებული "ბრტყელი განტოლებაო" და ეგ "წრფივს" არ გულისხმობს?
https://en.wikipedia.org/wiki/Flat_%28geometry%29

თუ არადა, "სიბრტყის განტოლება" არ იქნება სწორი?

Posted by: Accident 11 Apr 2016, 14:49
Beqa Arabuli
Aurora-ში რაც დარჩენილია უნდა ითარგმონს თუ ინგლისურად რჩება?

P.S. flat equation მითითებული "ბრტყელი განტოლებაო" და ეგ "წრფივს" არ გულისხმობს?
https://en.wikipedia.org/wiki/Flat_%28geometry%29

თუ არადა, "სიბრტყის განტოლება" არ იქნება სწორი?

Posted by: Beqa Arabuli 11 Apr 2016, 15:41
Accident
ეგ ვერ გადამიწყვეტია. კი დამტანჯა მაგ დარჩენილმა ტექსტმა, მაგრამ DOM-ის ნაწილებია და DOM-ის უმეტესი ტექსტი უკვე ნათარგმნია ამიტომ ამის ინგლისურად დატოვება არ ღირს მგონი.

ფლატს რაც შეეხება არ მიმქცევია ყურადღება ალბათ, შევცვლი წრფივად.

ხო მართლა, საძიებო სისტემებზე რომ დავწერე ეგენი მხოლოდ ანდროიდ ვერსიას ეხება როგორც ჩანს.
და კიდევ, იბეიზე რაღაც პრობლემებია და ბინგი და იაჰუც ძალიან მოთხოვნადი სისტემებია და თუ რამე ლოკალზე პრობლემა არ აქვთ ეგენიც უნდა იყოსო. ბოლოს ამ სიამდე მივედით.

Amazon
Bing
DuckDuckGo
Google
Yahoo
Wikipedia (ka)

Posted by: Accident 11 Apr 2016, 16:04
Beqa Arabuli
რაღაც Accesfu-ში აბრევიატურებია და ერთის კომენტარში ბრაილი იყო ნახსენები და რა არის საერთოდ, რისთვისაა spy.gif
ეგენი ქართულად უნდა იყოს თუ ინგლისურად, ზოგი ისეა, ზოგი ასე.

არც უცხოენოვანი თარგმანების მაგალითებია გამოსადეგი და ვიზუალურად რომ არ ჩანს რა ითარგმნება, ბოლოს საზიზღობა გამოვა.




QUOTE
ეგ ვერ გადამიწყვეტია. კი დამტანჯა მაგ დარჩენილმა ტექსტმა, მაგრამ DOM-ის ნაწილებია და DOM-ის უმეტესი ტექსტი უკვე ნათარგმნია ამიტომ ამის ინგლისურად დატოვება არ ღირს მგონი.

ხო, ისევ document.write და მსაგვსი თემები მხვდება როგორც dev.tool-ში და ვერ გავიგე, ესეც რჩებოდა თუ არა.
* * *






და კიდევ, and more სადაც არის ხოლმე, ქართულად სჯობს "და ა.შ." ან "და სხვა"
ინგლისურში კი ჯდება, მაგრამ ქართულს არ უხდება "და მეტი"

Posted by: Beqa Arabuli 11 Apr 2016, 23:40
Accident
დავფიქრდები დარჩენილ ტექსტზე მეც. თვითონ ფაიერფოქსში ვეცდები ვიპოვო ეგ ტექსტი და მაგის მიხედვით ვიმოქმედოთ.

QUOTE
და კიდევ, and more სადაც არის ხოლმე, ქართულად სჯობს "და ა.შ." ან "და სხვა"

გავითვალისწინებ ამასაც.

------------------------------------------

მოზილა ვიკიზე საჭიროა ქართული გუნდის გვერდის განახლება და ვინც მონაწილეობას იღებთ და ვისაც სურვილი გაქვთ აქ დაწერეთ სახელი/საკონტაქტო ინფორმაცია რომ განვაახლო.

ახლა ასე გამოიყურება ქართული გვერდი: https://wiki.mozilla.org/L10n:Teams:ka
დაახლოებით ასეთი სახე რომ მივცეთ: https://wiki.mozilla.org/L10n:Teams:it

Posted by: Accident 11 Apr 2016, 23:53
Beqa Arabuli
და აქ ჯგუფის შექმნა შეგიძლია? თუ ისევ ძველებს ეკუთვნით

https://support.mozilla.org/en-US/get-involved/l10n


ანუ, დამხმარე სტატიების გაქართულებაც რომ შეიძლებოდეს, სამომავლოდ

Posted by: Beqa Arabuli 12 Apr 2016, 01:21
Accident
კი, შემიძლია. ახლა საერთოდ არაა მანდ ქართული ჯგუფი. თუმცა https://pontoon.mozilla.org/projects/sumo/ უკვე არის პონტუნზე და შეიძლება პირდაპირ მანდ მოთხოვნა.

Posted by: Accident 12 Apr 2016, 01:52
Beqa Arabuli
ხო, მანდაც ყოფილა.

მაგრამ, ასეთი ტექსტები, მაქედან ითარგმნება?

https://support.mozilla.org/en-US/products/firefox/fix-problems

https://support.mozilla.org/en-US/kb/unable-access-secure-https-sites-firefox-43

Posted by: Beqa Arabuli 12 Apr 2016, 02:10
Accident
ახლა ვნახე და მგონი არაა. ალბათ მხოლოდ სამომხმარებლო ინტერფეისი ითარგმნება და შიგთავსი ცალკეა. არაა პრობლემა, შეიძლება გაკეთება მერე.
* * *
თითქმის მზადაა ქართული გუნდი SUMO-ზე. პონტუნზე დაემატა საიტის ინტერფეისი და პირველ რიგში მაგის თარგმნაა საჭირო რომ support.mozilla.org/ka ამუშავდეს. შემდეგ დახმარების გვერდების თარგმნასაც შევძლებთ.

და ვიკიზე დამაჩქარეს და პონტუნზე ვისაც წვლილი ჰქონდა შეტანილი იმის მიხედვით განვაახლე გვერდი: https://wiki.mozilla.org/L10n:Teams:ka

Georgianizator და George თუ სურვილი გაქვთ სახელები დაწერეთ და დავარედაქტირებ გვერდს.

Posted by: Accident 13 Apr 2016, 03:08
Beqa Arabuli
და ამ მიდებ-მოდებაში ბარემ ამაზეც გკითხავ user.gif spellcheck გაკეთება როგორ ხდება, თვითონ ამატებენ უკვე გადაქართულ სიტყვებს თუ ჯგუფმა ცალკე უნდა მიაწოდოს ბაზა?
https://addons.mozilla.org/en-US/firefox/language-tools/

ამ გაქართულებაზეც, ძალიან გამოსადეგი იქნებოდა, რადგან უამრავი შეცდომა იპარება აკრეფისას, მაგრამ მაგით ხომ ვერ დავიწყებდით.

შაქროII -მაც დაანონსა, რომ მუშაობდა
https://forum.ge/?showtopic=33747487&view=findpost&p=46673414

ოფისის spellchecking მომწონს, თუმცა დაცული აქვს სიტყვების ბაზა და ამოღება ალბათ მარტივად არ ხდება (ყოველშემთხვევაში, მე ვერ მოვიძიე).
ანდროიდისთვის მინდოდა, ცერა თითით აკრეფა დამღლელია, მაგრამ ბოლოს ფორუმზე არსებული საკუთარი პოსტებიდან მომიწია გაკეთება.


ena.ge-საც ჰქონდათ 2008 წლის პროექტი ოფისისთივს http://www.ena.ge/software-of-assotiation#tab4
თუმცა, არასდროს გამომიყენებია და არ მიცდია მაგათი სიტყვების ნახვა...

Posted by: Beqa Arabuli 15 Apr 2016, 17:44
Accident
ანუ ქართულ ფაიერფოქს რომ ქართული spellcheck ჰქონდეს? უნდა მიეწოდოთ და ლიცენზირებული უნდა იყოს აქედან რომელიმეთი:

MPL 2.0
MPL 1.1/LGPL 2.1/GPL 2.0 tri-licence (the old Mozilla licence)
Apache 2.0
BSD or MIT-style licences
LGPL
Public domain

შაქროII-ს ხომ არ აქვს ჯერ გამოშვებული? როცა გამოუშვებს მერე შეიძლება დამატების სახით გაკეთება.


ოფისის სპელჩეკერზე ალბათ ვინდოუსის ლიცენზია ვრცელდება და არ მგონია სხვებისთვის გამოყენება შესაძლებელი იყოს.
ენას სპელჩეკერის დაყენება ადრე ვცადე, მაგრამ 2016 წლის ოფისი ვერ აღიქვა და მაგის გარეშე არ გაგრძელდა ინსტალაცია.

Posted by: Accident 15 Apr 2016, 18:26
Beqa Arabuli
QUOTE
შაქროII-ს ხომ არ აქვს ჯერ გამოშვებული?

ალბათ ჯერ არა

QUOTE
ოფისის სპელჩეკერზე ალბათ ვინდოუსის ლიცენზია ვრცელდება და არ მგონია სხვებისთვის გამოყენება შესაძლებელი იყოს.

ანუ, თვითონ ბაზაც microsoft-ის საკუთრებაა და ვინც იმუშავა, სხვაგან გამოყენების უფლება არ ექნებათ?

ისევ ესენი მუშაობენ?

https://forum.ge/?f=39&showtopic=33587089&st=210

https://forum.ge/?f=39&showtopic=33788008&st=15




QUOTE
ენას სპელჩეკერის დაყენება ადრე ვცადე, მაგრამ 2016 წლის ოფისი ვერ აღიქვა და მაგის გარეშე არ გაგრძელდა ინსტალაცია.

ხო, ena.ge-ს იმის მერე აღარ განუახლებიათ. მაგრამ ოფისის ნორმალურია, მიუხედავად იმას, რომ გრამატიკამდე მგონი ვერ მივიდნენ.

Posted by: Beqa Arabuli 15 Apr 2016, 19:23
Accident
არ ვიცი, კარგად ვერ ვერკვევი ლიცენზიებში, მაგრამ თუ ვინდოუსმა ფული გადაუხადა ამ საქმეში, ალბათ გამოყენების უფლებებიც იყიდეს.

QUOTE
ისევ ესენი მუშაობენ?

მე წარმოდგენა არ მაქვს ვინდოუსის გაქართულებაზე ვინ მუშაობს.


Posted by: Accident 18 Apr 2016, 00:09
Beqa Arabuli

ხო კიდევ, ამ მაგალითში

Expected '{' to begin @font-face rule but found '%1$S'.

@font-face წესის დასაწყისში მოსალოდნელი '{'-ს ნაცვლად ნაპოვნია '%1$S'.


ინგლისურში გასაგებია, რომ სისტემა, რობოტი და ა.შ. მესამე პირი მოელოდა რაღაცას და იპოვა რაღაც.
მაგრამ ქართულში ეგ რომ გამოტოვებულია, ვინ ელოდა, ვის მიერ და ა.შ. ეხამუშება ყურს.

"მოსალოდნელ" და "პოვნას", ხომ არ სჯობს ასე დაწერა:
"@font-face წესის დასაწყისში უნდა ყოფილიყო" ან "უნდა იყოს", "უნდა იწყობოდეს', "უნდა ეწეროს" ეს რაღაც, ხოლო "მის ნაცვლად არის" ან "წერია" სხვა რაღაც?

შინაარსი მგონი არ დაზიანდება და ჩვეულებრივ გასაგებია, რომ რაღაც არასწორად აკრიფა პროგრამისტმა, ან დააკლო და ერთის ნაცვლად უნდა ეწეროს მეორე.

Posted by: GoshaD 30 Apr 2016, 00:01
cookies = ფუნთუშები






no.gif

Posted by: Accident 30 Apr 2016, 00:17
goshia

თუ დაიწყება მეცნიერული მუშაობა და შეიქმნება სყრულყოფილად შესაფერისი ტერმინი, მაშინვე ჩანაცვლდება.

იქამდე კიდევ, "Cookies" და "ქუქის", ნებისმიერ შემთხვევაში ჯობს.

Posted by: Beqa Arabuli 3 May 2016, 23:02
Accident
ამ თემას არ ეხება მაგრამ თუ შეგიძლია პირადში შენი სკაიპი მომწერე. რაღაც კითხვა მაქვს კომპიუტერთან დაკავშირებით და სავსე გაქვს პიემი.

Posted by: Accident 3 May 2016, 23:44
Beqa Arabuli
არ მაქვს

აქ რომ "ჩატია" მანდ მომწერე

Posted by: Beqa Arabuli 4 May 2016, 00:26
Accident
არ მიხმარია ეს ჩატი არასდროს :დ ამ თემაში უნდა იყო რო მოგწერო? ახლა 0 კაცი წერია და ვერაფერს ვშვრები

Posted by: Accident 4 May 2016, 00:36
Beqa Arabuli
QUOTE
რ მიხმარია ეს ჩატი არასდროს

არც მე მიმიწერია, მაგრამ მოწერილები მინახავს და მიპასუხია


QUOTE
ამ თემაში უნდა იყო რო მოგწერო

აქ თუ დააჭერ, მგონი საკმარისია წერის დასაწყებად
https://forum.ge/?showtopic=34620675&view=findpost&p=47707218

თუ არადა, ასეც შეიძლებაო
https://forum.ge/?showtopic=34831114&view=findpost&p=46971618

Posted by: Beqa Arabuli 7 May 2016, 18:14
დასრულდა ფაიერფოქსის დესკტოპ ვერსია. ახლა შემოწმების დროა mo.gif

Posted by: Accident 8 May 2016, 01:22
Beqa Arabuli
ანუ Aurora არის ხომ სანახავი?

Posted by: Beqa Arabuli 9 May 2016, 00:57
Accident
ხო, https://archive.mozilla.org/pub/firefox/nightly/latest-mozilla-aurora-l10n/ უნდა გადმოიწეროს ყოველდღიური ვერსია და შემოწმდეს.

Posted by: WP-Rex 10 May 2016, 10:00
goshia
QUOTE
cookies = ფუნთუშები

ფუნთუშები არა ნაზუქები.
სრული მარაზმია.

Posted by: Accident 10 May 2016, 14:31
WP-Rex
QUOTE
სრული მარაზმია.

რას იზამ, მასეთი მარაზმი მოიფიქრეს ამერიკელებმა.
https://www.google.com/search?q=cookie&client=firefox-b-ab&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiOs9r7pc_MAhVGM5oKHf4FD4cQ_AUIBygB&biw=1366&bih=659#


ვიმეორებ, ენათმეცნიერები თუ იმუშავებენ და უფრო დახვეწილ ტერმინს დადებენ, მაშინვე შეიცვლება.
არა მგონია ვინმე, წინააღმდეგი წავიდეს.

იქამდე კი, დარჩება ასე. ვისაც უნდა გამოიყენებს, ვისაც უნდა არა.


Posted by: Beqa Arabuli 28 Jul 2016, 19:55
მეგობრებო ვინმეს თუ გაქვთ ფაიერფოქსის დესკტოპ და ანდროიდ ვერსიების გატესტვის სურვილი ახლაა საუკეთესო დრო.

თვითონ მომწერეს და ძალიან უნდათ ჩვეულებრივ გამოშვებაში ქართული ენის დამატება. ფაიერფოქს 50 გამოვა 6 კვირაში და ქართულის დასამატებლად საჭიროა რაც შეიძლება კარგად გაიტესტოს და რაც შეიძლება მეტი შეცდომა მოვაგვაროთ მანამდე.

თარგმნა ხდება აქ: https://pontoon.mozilla.org/ka/ . ან უფრო რომ გაგიმარტივდეთ საქმე პირდაპირ ამ თემაში დაწერეთ შეცდომები უკვე დარეგისტრირებული ჩავასწორებთ.

https://download.mozilla.org/?product=firefox-aurora-latest-l10n&os=win&lang=ka

Posted by: DrAcid 29 Jul 2016, 09:22
Beqa Arabuli
ყოჩაღ! რა კარგად მიდიხართ smile.gif
ტერმინების ბაზა გაქვთ? სადმე განიხილება?

Posted by: Beqa Arabuli 29 Jul 2016, 17:45
DrAcid
https://www.microsoft.com/Language/en-US/Search.aspx?slangID=ka-ge და http://glossary.isi.ac.ge/index.php-ის ბაზებს ვიყენებთ.

ტერმინების განხილვა-შეთანხმება ამ თემაში ხდება.

Posted by: Accident 1 Aug 2016, 04:21
QUOTE (Beqa Arabuli @ 29 Jul 2016, 17:45 )
DrAcid
https://www.microsoft.com/Language/en-US/Search.aspx?slangID=ka-ge და http://glossary.isi.ac.ge/index.php-ის ბაზებს ვიყენებთ.

+

http://ena.ge/gncc-online2
http://www.nplg.gov.ge/dictionary/search.html (geo_times შრიფტია საჭირო)


dictionary.ge -საც გაუკეთებია უფასო ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონი
http://tech.dict.ge/ka/








QUOTE
პირდაპირ ამ თემაში დაწერეთ შეცდომები


აგერ, ალბომი. სქინებზე, შეცდომებია აღნიშნული
http://imgur.com/a/yJOBz



მანდ, ყველა შეცდომა შეიძლება არ იყოს, ზოგან კონტექსტის გამო, შინაარსის რთულად გაგების გამო მაქვს მითითება გაკეთებული.
ასევე, გამოყენებული ტერმინის გადახედვის მიზნით, ვთვლი, რომ შეიძლება არ უხდებოდეს და ა.შ.

კიდევ, კომპიუტერის, სისტემის ან პროგრამის "გაპიროვნების", "გასულიერების" შემთხვევებიც აღვნიშნე.

ინგლისურში კი მოსულა, მაგრამ ქართულში არ ჩანს ლამაზად და თარგმანშიც მგონი ნაკლებად იყენებენ.


მაგალითად, არაა მისაღები ასეთი დიალოგი:
კომპიუტერი/პროგრამა: "შევინახო ეს გვერდი?"
პასუხი: "კი, შეინახე"

უნდა იყოს:
კომპიუტერი/პროგრამა: "ამ გვერდის შენახვა" ან "გსურთ ამ გვერდის შენახვა?"
პასუხი: OK ან "დიახ"

Posted by: Beqa Arabuli 2 Aug 2016, 01:10
Accident
up.gif

მშვენიერია. მივხედავ.

Posted by: Accident 19 Aug 2016, 12:10
Beqa Arabuli
და აქ რომ არ დავდო სქრინები, თვითონ portoon-ზე, უკვე ნათარგმნზე შეთავაზების გაკეთებისას არ მოგდის რამე შეტყობინება?
რომ პირდაპირ ნახო ჩაასწორო

Posted by: Beqa Arabuli 21 Aug 2016, 03:42
Accident
არა სამწუხაროდ. მხოლოდ ის ეწერება ბოლოს როდის შესრულდა რედაქტირება და მერე ძებნა მომიწევს.

Posted by: Accident 21 Aug 2016, 23:00
Beqa Arabuli

მაშინ ალბუმი
http://imgur.com/a/k7y03

Posted by: WP-Rex 23 Aug 2016, 08:05
Beqa Arabuli
Accident
QUOTE
აგერ, ალბომი. სქინებზე, შეცდომებია აღნიშნული
http://imgur.com/a/yJOBz

მანდვე დაბლა
ხელით ძალიან "გლეხურად" ჟღერს - შერჩევით აჯობებდა
და რეკომენდირებულია - რეკომენდებულიას მაგივრად.

Posted by: Accident 23 Aug 2016, 15:10
WP-Rex
QUOTE
და რეკომენდირებულია - რეკომენდებულიას მაგივრად.


http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=srch&d=3&id_srch=bcc4383a073a67788f5b753db0920ebd&il=en&p=1&visualtheme=gw_brand

ორთოგრაფიულშიც, შეგიძლია შეამოწმო
http://ena.ge/



მაგ საკითხე, მეც დამისვამს კითხვა, და აქ მიპასუხეს
https://forum.ge/?showtopic=34413177&view=findpost&p=32342188
სხვა დროსაც განუხილავთ
https://forum.ge/?amp;showtopic=33922603&view=findpost&p=12236297



აგერ, მაგალითები
QUOTE

ზოდადად "ირ" ნაწილაკი, უსაფუძვლოდა არის შემოჭრილი გერმანულ-რუსულიდან.

და წესით, საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს, რადგან ლათინურში არ გვხვდება:
რეკომენდაცია - რეკომენდება (და არა რეკომენდირება): რეკომენდებული
იმპროვიზაცია - იმპროვიზება (და არა იმპროვიზირება): იმპროვიზებული
იდეალიზაცია - იდეალიზება (და არა იდეალიზირება): იდეალიზებული
სტაბილიზაცია - სტაბილიზება (და არა სტაბილიზირება): სტაბილიზებული
ცივილიზაცია - ცივილიზება (და არა ცივილიზირება): ცივილიზებული


თუმცა, უმეტესად, შეუძლებელია თავის არიდება:
ოკუპაცია - ოკუპირება: ოკუპირებული
ევაკუაცია - ევაკუირება: ევაკუირებული
აპრობაცია - აპრობირება: აპრობირებული
არგუმენტაცია - არგუმენტირება: არგუმენტირებული და ა.შ.


მაგრამ, იმ სიტყვების შემთხვევაში, რომლებსაც ქართული თავსართი ერგება, შეიძლება და სასურველია "ირ"-ის აცილება.
მაგალითად:


არქივირება - დაარქივება (დაარქივირება არა, ოღონდ)
პროგრამირება - დაპროგრამება (არა დაპროგრამირება)
რეკლამირება - დარეკლამება (არა დარეკელამირება)
ინსტალაცია - დაინსტალება (არა დაინსტალირება)


ამასთან, მაინც არის გამონაკლისები
ფიქსირება, დაფიქსირება......







Beqa Arabuli
ხო, კიდევ დათვალიერება, სადაც შესაძლებელია, სჯობს "საიტების ან გვერდის მონახულებით" ჩანაცვლდეს.
"browsing"-ს ვგულისხმობ.

ასევე, "სანიშნეებში გვერდის დამატება" სადღაც შემხვდა რომ იყო "ჩანიშვნა". კარგი ვარიანტია, მაგრმა ყველან არ იყო მგონი.

Posted by: Beqa Arabuli 13 Sep 2016, 06:14
გავასწორე თითქმის ყველაფერი.

მგონი მოესწრება შემდეგ ვერსიამდე.

Posted by: Accident 13 Sep 2016, 15:04
Beqa Arabuli
ხო, მაგრამ კიდევ არის რაღაცები, რის ნახვასაც ვერ ვასწრებ ხოლმე.
ანუ, ერთხელ რომ ჩნდება, რაღაც კონკრეტული ფანჯარა, რომელიც სხვა დროს აღარ ვარდება და ვეღარ ვპოულობ.

pontoon-ს რომ ჰქონდოდა უკეთესი სისტემა, კარგი იქნებოდა

Posted by: Beqa Arabuli 13 Sep 2016, 15:20
Accident
კი, ეგეთები სავარაუდოდ ბევრი იქნება. მაგრამ მთავარია ძირითადი გასწორდეს და დანარჩენზე ალბათ ჩვეულებრივ ვერსიას მეტი ხალხი გამოიყენებს და უფრო მარტივად გასწორდება მომავალში,

ვითომ ალფათან ბეტაში გადადის თარგმნა yes.gif

Posted by: Beqa Arabuli 30 Sep 2016, 10:06
დასასრულს უახლოვდება შეცდომების გასწორება. ამ ვერსიაში ვერ მოესწრო და შემდეგში დაემატება ქართული.

მანამდე ერთი კითხვა მაქვს.

ახლა message, notification და report ამ სამ სიტყვაზე ყველგან 'შეტყობინებაა' გამოყენებული და გაურკვევლობის აცილების მიზნით ვცდილობ განვაცალკევო.

message - შეტყობინება
notification - ცნობება ან უწყება
report - მოხსენება, ანგარიშგება.

თქვენ რას ფიქრობთ? რომელი როგორ უნდა ითარგმნოს?

Posted by: Accident 30 Sep 2016, 23:26
Beqa Arabuli
რაც დაწერე, ეგენი შეესაბამება ზუსტად.



თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი მეორეს ჩანაცვლება, რატო უნდა იყოს გაურკვეველი?


საქმე ისაა, რომ Report-ის სახე არის სწორედ შეტყობინება.
user posted image


ასევე, notification-იც წარმოადგენს ერთგვარ შეტყობინებას. ინგლისურშიც, ასე აღიქვამენ.
მაგალითად, ამის სათაურში
http://www.sevenforums.com/tutorials/11442-notifications-enable-disable-message-balloons.html



თუმცა, თუ ტექსტში რამდენიმე მნიშვნელობის ერთობლიობაა, რა თქმა უნდა სჯობს მაგ შესაბამისობების გამოყენება.

notifies you of a new message - "გატყობინებს ახალი შეტყობინების შესახებ", არ იქნება ლამაზი.
"გაცნობებს, ახალი შეტყობინების შესახებ", უკეთესია....
* * *




ეს გვერდები კიდევ, საერთოდ არ იკითხება.
https://www.mozilla.org/ka/firefox/new/?utm_medium=referral&utm_source=firefox-com

მაგათ, ცალ-ცალკე ჩაჯდომა თუ უშველის მხოლოდ.
თორემ, ზეპირად თარგმნისას, სულ სხვა შინაარსი ჯდება.

არადა, ბევრი გვერდია, შესაბამისად სამუშაოც.


და Privacy Policy -ის ძალიან კარგად არ შეესაბამება "დებულება"?
სუფთა ქართული ტერმინია.
ყველგან პოლიტიკა მხვდება. მანდ კიდევ, საერთოდ "უწყებადაა" ნათარგმნი.

აი, Privacy-ზე კი არის პრობლემა. ქართულად "პირადი მონაცემები (დაცვა/უსაფრთხოება)" გამოდის, რაც ლამის წინადადებაა.
თუმცა, სადაც შესაძლებელია, ანუ დიდ ტექსტებში და არა პატარა მენიუ/ღილაკებზე, "პრივატულობა/კონფიდენციალურობას" მაინც აჯობებს.

Posted by: AUTOCRAT 3 Oct 2016, 03:54
Beqa Arabuli
message მესიჯია, არანაირი შეტყობინება. "შეტყობინება" აზრობრივადაც კი არ არის ახლოს message-თან. 
notification - შეტყობინება, ზუსტად ასახავს არსს
report - გააჩნია რა კონტექსტშია, ჩივილით დაწყებული მოხსენებით დამთავრებული ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მოხსენება ცოტა სხვა კონტექსტის სიტყვაა და სხვა შეფერილობა აქვს. ამიტომ ჩივილად ვთარგმნი ხოლმე
Accident
QUOTE
Privacy Policy

გაგიკვირდება და აკადემიურად "პრაივესი პოლიტიკაა" punch.gif
(ფრაივესისაც იყენებენ მაგრამ არასწორია ინგლისურ-ქართული ტრანსლიტერაციის წესიდან გამომდინარე)
პრაივესის აღმნიშვნელი სისტყვა არ მოგვეპოვება და ახლოსაც კი არ ვართ (პირველი ღამის ზეწარს რო გაფენის ტრადიცია რომ ექნება ერს რა privacy შეიძლება იყოს იქ) ამ ტერმინთან. აბა თუ გამოიცნობ რომელ ენაში ასევე არ არის "პრაივესის" მნიშვნელობის სიტყვა? biggrin.gif

Posted by: Accident 3 Oct 2016, 04:36
AUTOCRAT
QUOTE
message მესიჯია, არანაირი შეტყობინება. "შეტყობინება" აზრობრივადაც კი არ არის ახლოს message-თან. 

და რატომ ვითომ?

mes·sage ˈmesij/
noun
noun: message; plural noun: messages

1.
a verbal, written, or recorded communication sent to or left for a recipient who cannot be contacted directly.
"if I'm not there, leave a message on the voice mail"
synonyms: communication, piece of information, news, note, memorandum, memo, email, letter, missive, report, bulletin, communiqué, dispatch
"are there any messages for me?"


შეტყობინება (შეტყობინებისა) სახელი შეატყობინებს ზმნის მოქმედებისა, _ ცნობება, გაგებინება, თქმა, გადაცემა (ამბისა).




ასევე, ზემოთ დავდე ლინკი, სადაც ამერიკელებს, ცნობილ საერთაშორისო ფორუმზე, Notification Area-ში ამოგდებული Notification აღნიშნული აქვთ message-ად.

ანუ, თუ ამერიკელებისთვის, message/notification "აძინ ჩორტია", ჩვენ რატომ უდნა განვიხილოთ, აზრობრივად "არანაირია" თუ "კირანაირი"?
უფრო სწორად, მისი თარგმანში დაშვება, რატო უნდა ავიკრძალოთ?

ჩვენ ამ ტერმინებს ვთარგმნით არა ლექსიკონში ჩასაწერად, არამედ გამოსაყენებლად.
რომის პაპზე მეტად კათოლიკეების პონტია?



QUOTE
გაგიკვირდება და აკადემიურად "პრაივესი პოლიტიკაა"

არ გამიკვირდება, არ გვაქვს ტერმინები, საქმეს არავინ აკეთებს და რა თქმ აუნდა, ბევრი სიტყვა, პირდაპირ გადმოტანილი გვაქვს.


QUOTE
თუ გამოიცნობ რომელ ენაში ასევე არ არის "პრაივესის" მნიშვნელობის სიტყვა?

неприкосновенность частной жизни

Posted by: Accident 10 Jun 2017, 18:47
QUOTE (Beqa Arabuli @ 28 Jul 2016, 19:55 )
მეგობრებო ვინმეს თუ გაქვთ ფაიერფოქსის დესკტოპ და ანდროიდ ვერსიების გატესტვის სურვილი ახლაა საუკეთესო დრო.

თვითონ მომწერეს და ძალიან უნდათ ჩვეულებრივ გამოშვებაში ქართული ენის დამატება. ფაიერფოქს 50 გამოვა 6 კვირაში და ქართულის დასამატებლად საჭიროა რაც შეიძლება კარგად გაიტესტოს და რაც შეიძლება მეტი შეცდომა მოვაგვაროთ მანამდე.

თარგმნა ხდება აქ: https://pontoon.mozilla.org/ka/ . ან უფრო  რომ გაგიმარტივდეთ საქმე პირდაპირ ამ თემაში დაწერეთ შეცდომები უკვე დარეგისტრირებული ჩავასწორებთ.

https://download.mozilla.org/?product=firefox-aurora-latest-l10n&os=win&lang=ka

მთავარი სიახლეები გამოგვიტოვებია drug.gif




2016 წლის 16 ნოემბერს, Firefox 51 Beta-ში დაემატა ქართული ენა
https://www.mozilla.org/en-US/firefox/51.0beta/releasenotes/


2017 წლის 24 იანვარს კი, Firefox 51-ის საბოლოო ვერსიაშიც გამოჩნდა
https://www.mozilla.org/en-US/firefox/51.0/releasenotes/





user posted image










ქართული Firefox-ის გადმოწერა შეიძლება ოფიციალური საიტის გაქართულებული გვერდიდან

https://www.mozilla.org/ka/firefox/new/

გამშვები ფაილი 200 კილობაიტია და ინტერნეტის საშუალებით ავტომატურად ჩამოტვირთავს საინსტალაციოს.




ხოლო სრული (offline) საინსტალაციოს გადმოწერა შეიძლება ენების გვერდიდან.

https://www.mozilla.org/en-US/firefox/all/

42+ მეგაბაიტია და ინტერნეტის გარეშეც დაყენდება




ასევე შეიძლება ცალკე Language Pack-ის დაყენება Addon-ის სახით

https://addons.mozilla.org/ka/firefox/language-tools/

ენების გადართვა ხდება about:config-იდან.

intl.locale.matchOS უნდა იყოს False
general.useragent.locale კი უნდა მიეთითოს ka - ქართულის შემთხვევაში, ხოლო en-US - ინგლისურის შემთხვევაში.
გადატვირთვის შემდეგ, ენა შეიცვლება.

https://support.mozilla.org/en-US/kb/use-firefox-interface-other-languages-language-pack



ასევე, შესაძლებელია მართლწერის შესამოწმებელი ლექსიკონის დამატებაც, ოღონდ ჯერჯერობით არაოფიციალურია

ლექსიკონიც და დაყენების ინსტრუქციაც, ამ ბმულზეა მოცემული https://github.com/gamag/ka_GE.spell




შეცდომები ბევრია, როგორც გრამატიკული, ასევე არასწორად აკრეფის და არამართებული კონტექსტის გამო.
ვისაც ეხალისება, შეუძლია ამ თემაში დაწეროს, რა ხარვეზსაც გადააწყდება.

Posted by: decembre 14 Jun 2017, 12:11
cookies - ფუნთუშები? ძველ ოპერაშიც ასე იყო. ჯობდა ინგლისურად დაეტოვებინათ smile.gif

Posted by: Accident 14 Jun 2017, 12:37
დიახ. იყო ამაზე საუბარი წინა გვერდზე და იმის წინებზეც

Posted by: Accident 18 Aug 2017, 18:14
AUTOCRAT
ამ გვერდზე, რაღაც რუკა უდევთ, სადაც იუჟნაია ასეწია და აფხაზეთი, აშკარად სახლემწიფო საზღვრით არის გამოყოფილი და სოხუმსაც რუსული სახელწოდება ადევს.
https://www.mozilla.org/en-US/contact/spaces/

წყაროდ © Mapbox © OpenStreetMap აქვთ მითითებული, მაგრამ OSM-ზე არაა მასე.

იქვე აქვს improve this map და მივწერე Google/Wiki წყაროებითურთ, ორივე საკითხზე, მაგრამ რაღაც რეაგირება არ აქვთ და თუ შეგიძლია, შენც მიწერე.
იქნებ მე ვერ გავაგებინე, ან ეცოტავათ.


Posted by: HitStudio 18 Aug 2017, 18:18
QUOTE
დროა (გვიანიც) უკვე ფაიერფოქსი ქართულად გვქონდეს

არ წავიდა ფაიერფოქსის დრო ?

Posted by: Accident 18 Aug 2017, 18:25
HitStudio
არ არის ეს თემა მაგის განსახილველად და ბრაუზერების შესაჯიბრებლად.
პროგრამებშია ცალკე თემები Firefox-ზეც, Chrome-ზეც, Opera-ზეც და ა.შ.

Posted by: matemana 18 Aug 2017, 23:49
ბიჭებო იქნებ აქ იცოდეთ. სადმე არ არის ტექნიკური ლექსიკონი შემუშავებული უცხოური პროგრამების სათარგმნად? უცხოურ პროგრამებში რა ფირმაც არ უნდა უშვებდეს ერთიდაიმავე ფუნქციონალს ერთიდაიგივე სახელი აქვს ხოლმე, ანუ შეთანხმებულები არიან. ქართულში სანამ რამის გადაქართულებას დაიწყებდნენ წესით ასეთ დასკვნამდე უნდა მისულიყვნენ რომ შეემუშავებინათ ქართული ტექნიკური ლექსიკონი, რათა წინასწარ შეთანხმებულად მომხდარიყო ამა თუ იმ პროგრამისა თუ OS-ს გადმოქართულება.

SFOS-ს გადმოქართულებაზე ვფიქრობდი და რამდენიმე ფორუმზე დავწერე ჩემ მიერ გახსნილ თემებში ამ ოპერაციული სისტემის შესახებ, (ქართული კლავიატურა კი გავაკეთე ამ ოპერაციული სისტემისთვის და rpm საინსტალაციო პაკეტიც დავდე მის third party მარკეტზე) მაგრამ ჯერ ერთი რომ არავის არ აინტერესებს და მეორეც მარტომაც რომ დავიწყო გამოვა რომ ჩემ გემოზე გადმოვაქართულებ. უაზრობაა ბევრი რამე ქართულდება და ყველა სხვადასხვანაერად რო აქართულებს ერთიდაიმავე ფუნქციას/სიტყვას ცოტა არ იყოს ტეხავს.

Posted by: AUTOCRAT 19 Aug 2017, 03:12
Accident
იმფრუვიდანაც მივწერე, დავრეგისტრირდი და იქედანაც დავუტოვე ფიდბექი.
არ გაასწორებენ ორ იმდენს მივწერ და საგარეო სამინისტროსაც დავაყოლებ vik.gif

matemana
QUOTE
სადმე არ არის ტექნიკური ლექსიკონი შემუშავებული უცხოური პროგრამების სათარგმნად?

არა.
ერთადერთი Microsoft-ს აქვს თავისი https://www.microsoft.com/Language/en-US/Default.aspx რომელსაც რაღაც ზებუნებრივმა ძალამ ქართულიც დაუმატა.
QUOTE
უცხოურ პროგრამებში რა ფირმაც არ უნდა უშვებდეს ერთიდაიმავე ფუნქციონალს ერთიდაიგივე სახელი აქვს ხოლმე, ანუ შეთანხმებულები არიან.

ქართულისთვის ყველაზე რთულია ტერმინოლოგიური ბარიერი. ერთიანი კონცეფცია და აზრი არ არსებობს. ენათმეცნიერები არ არსებობენ. ენათმეცნიერების ინსტიტუტზე ჯვარი დალპა უკვე. ხალხის უმრავლესობა არ მფლობს საკუთარ ენას, არც მორფოლოგიას, არც სინტაქსს და არც ორთოგრაფიას. არ არსებობს პროფესიონალური ლიტერატურა. რაც არსებობს (სტუ/თსუ) რუსულის Copy/Paste-ა თავისი კალკებით, ბარბარიზმებით, აზრობრივი დარღვევით და ა.შ. ამიტომ ერთიანი შეთანხმებული სქემა არ არსებობს ქართულისთვის, ღია, ჯერჯერობით.
QUOTE
ქართულში სანამ რამის გადაქართულებას დაიწყებდნენ

მილიონში ერთ პროგრამას აქვს ქართული ენა. ისიც ჩვენნაირი ენთუზიასტების წყალობით ძირითადად.

Posted by: Accident 19 Aug 2017, 04:35
matemana
QUOTE
სადმე არ არის ტექნიკური ლექსიკონი შემუშავებული უცხოური პროგრამების სათარგმნად?

რა თქმა უნდა - არა.

მიზეზი წინა პოსტში ახსენეს - ენათმენციერება არ გვაქვს. ყველა საქმეს კი სჭირდება პროფესიონალები.
შეიძლება რამე "კრეატიული" დააბრეხვო, მაგრამ მარტო მოხლისეები ვერ შექმნიან ნორმალურ ტერმინოლოგიას.

თუმცა, ჩვენთან ის პროლემაა, რომ მოხალისეებიც არ გვყავს, და ვინც გვყავს, ისიც მუდმივმოქმედი არაა.
რამდენი წელში, ერთი ჯგუფი საქმეს თავს ანებებს, მერე ახალი მოდის და ა.შ.



ლექსიკონები და ცალკეული ბაზები არის, მაგრამ ოფიციალურად შეთანხმებული, შემუშავებული და დადგენილი, არა.

microsoft პროდუქტებში გამოყენებული ტერმინები აქ არის.
https://www.microsoft.com/language/en-us/Search.aspx?sString=calibrate&langID=ka-ge

microsoft პროდუქტების + openoffice-ის აქ.
http://glossary.isi.ac.ge/index.php/viewpage/6.xhtml

აქაურ იუზერსაც უდევს ბლოგზე wordpress-ის გაქართულებისას გამოყენებული ბაზა
https://giomjava.com/ka_ge/glossary/glossary-cs/
https://giomjava.com/ka_ge/glossary/glossary-ee/

კიდევ არის ცალკე კომპიუტერული ტერმინების მცირე ლექსიკონიც, term.ge-იდან 2001 წლის (std კოდირების ფონტი უნდა)
http://www.nplg.gov.ge/dictionary/search.html

ხოლო, Mozilla-ს პროდუქტები pontoon-ზეა.
https://pontoon.mozilla.org/ka/



კიდევ არის ზოგადი ლექსიკონები
http://techdict.ge/
http://ena.ge/gncc-online2
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?q=&d=0&search=Search&srch%5Badv%5D=all&srch%5Bby%5D=d&srch%5Bin%5D=-1&a=srch
http://gtu.ge/Arch-Dictionary/
https://drive.google.com/folderview?id=0BwCMyTECcJPnX2VFTHk2ajE3Mlk&usp=sharing



AUTOCRAT
ხო, ალბათ ერთმა რომ მიწერა დაიკიდეს. ვიფიქრე იქნებ ინგლისური ვერ გავაგებინე, მაგრამ ორი წინადადება მეწერა და ბმულები მედო, რომ ნდომოდათ გაიგებდნენ.

Posted by: AUTOCRAT 19 Aug 2017, 17:28
Accident
Mapbox-მა ჩვენი ბრალი არ არის OSM იძლევა მასეთ მონაცემებსო.
https://api.mapbox.com/styles/v1/mapbox/streets-v10.html?fresh=true&title=true&access_token=pk.eyJ1IjoiZGFuc3dpY2siLCJhIjoiY2l1dTUzcmgxMDJ0djJ0b2VhY2sxNXBiMyJ9.25Qs4HNEkHubd4_Awbd8Og#6.51/42.468/43.034 მოაყოლეს, დასამტკიცებლად რომ თავიანთ მხარეს მხოლოდ წყვეტილია.

QUOTE
Thank you for using Mapbox! The political boundaries you're seeing are derived from OpenStreetMap. Dashed lines in Mapbox Streets are used to indicate disputed boundaries. OpenStreetMap data, including that of international boundaries, puts a priority on capturing the actual situation on the ground rather than the policies of the UN or any particular government. The custom map style on this page does not account for this disputed borders property (see this default Mapbox style for an example that does display dashed lines in the are you've pointed out) and, unfortunately, is not a style that Mapbox has control over. I would recommend reaching out to the maintainers of this page to request that they update their style to account for disputed borders.

For more how-to guides and information, check out our Help page.

Best,
Dan Swick


OSM კი რუსების კნტროლ ქვეშაა. ერთერთი ხელხელძღვანელი ილია ზაიცევი maps.me-ს კურირებს რომელიც mail.ru group-ის საკუთრებაა.

ცოტა ხნის წინ ერთმა ქართველმა დაარედაქტირა სამაჩაბლოს და აფხაზეთის ადმინისტრაციული სახელები მაგრამ გააუქმეს და რუსული Ткварчал და Ленингор-ები დააწერეს.

ყოველ შემთხვევაში მე მივწერ OSM-ს ყველა ხერხით და შენც მისწერე
QUOTE
ალბათ ერთმა რომ მიწერა დაიკიდეს

Posted by: Accident 19 Aug 2017, 18:07
AUTOCRAT
ხო, ეგეც ვიფიქრე, მაგრამ OSM-ზე რომ ვნახე, იქ მაინც სხვანაირი საზღვარია, სახელმწიფო საზღვრებისგან განსხვავებული.
და ოდნავ დაშორებისას საერთოდ ქრება, Google-შიც კი აღარაა მასე.
თან ყარაბაღიც ზუსტად ასევეა გამოყოფილი, როგორც ჩვენი. მაგ mapbox-ზე კი, სულ სხვანაირად იყო, ამიტომ მაგათ დავაბრალე.


OSM-ზე მეც მქონდა ეგ სურვილი მაგრამ როგორც ჩანს, რუსები არიან საქმეში
https://forum.ge/?showtopic=34326348&view=findpost&p=45477133


Posted by: administratorr 23 Aug 2017, 19:50
მუზილას რაღა პროდუქტები აქვს?
გუგლი ჯობია ბევრად

Posted by: Accident 23 Aug 2017, 23:53
ძალიან თუ გინდა Mozilla-ს და Google-ს შედარება, არის WWW და პროგრამების განყოფილება.
გაქართულებაში, ვის აინტერესებს რა რას ჯობია?! ვინმე გაიძულებს თარგმნეო და თავს იმართლებ?!

თუ პოსტების მატება გინდა, პოლიტიკა და ქ/მ გამოიყენე, იმდენი პოსტი იწერება იქ წამში და ისეთი მარგალიტები, ვერაფერს შეატყობენ, მაინც.

Posted by: decembre 21 Dec 2018, 17:52
რატო ჩაკვდა აქ ყველაფერი sleep.gif







.
...

.

Posted by: Tengiz@@ 5 Feb 2019, 17:55
_______________________________________________

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)