forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> წყალქვეშა დრონი (რობოტი), ხელნაკეთი წყალქვეშა დრონი
smailo551
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 53
წევრი No.: 246631
რეგისტრ.: 13-November 18

გამოგზავნილია: 2 Apr 2019, 16:54  #54455456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით, დიდი ხანია ვიწვი წყალქვეშა დრონის შექმნის სურვილით. მქონდა მცდელობა, გავაკეთე ძალიან პატარა დრონი, რომელმაც არ გაამართლა. სავარაუდოდ მასის და ცუდი ფორმის პროპელერების (მფრინავი დრონის პროპელერები) გამო არ მიცურავდა და ერთ ადგილას ტრიალებდა. დღეის მდგომარეობით გავაკეთე უფრო მოზრდილი ფორმის, შევუკვეთე ძლიერი ძრავი, კარგი ფორმის პროპელერები მაგრამ აღმოჩნდა, რომ მანქანის აკულმატორი 40 მეტრ სიგრძის კაბელში ძრავს ვერ აწოდებდა 12ვოლტის სიმძრავრით ენერგიას, ამის გამო პროექტი დროებით შევაჩერე.

იქნებ ვინმე არის მსურველი, ერთად ვიმუშავოთ და გავაკეთოთ ერთი კარგი დრონი.

პ.ს. ფოტოებს მოგვიანებით დავურთავ პოსტს.

საინტერესო ლინკები:
1. რუსულად: https://robotics.ua/build_robot/simple_robo...y_pvx_rov_drone
2. ინგლისურად: https://www.instructables.com/id/ROV/user posted imageuser posted image

This post has been edited by smailo551 on 2 Apr 2019, 16:56
RedShark
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3938
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 2 Apr 2019, 17:36  #54455612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
smailo551
QUOTE
აღმოჩნდა, რომ მანქანის აკულმატორი 40 მეტრ სიგრძის კაბელში ძრავს ვერ აწოდებდა 12ვოლტის სიმძრავრით ენერგიას, ამის გამო პროექტი დროებით შევაჩერე.

გაერდან რატომ აწვდი ძაბვას?
ბორტზევე დააყენე ბატარეები ჰერმეტული ნაკვეთურით, როგორც მაგალითად ამას აქვს:



This post has been edited by RedShark on 2 Apr 2019, 17:37


--------------------
If the radiance of a thousand suns were to burst into the sky, that would be like
the splendor of the Mighty One - I am become Death, the shatterer of Worlds...
smailo551
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 53
წევრი No.: 246631
რეგისტრ.: 13-November 18

გამოგზავნილია: 2 Apr 2019, 17:47  #54455664      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (RedShark @ 2 Apr 2019, 17:36 )
smailo551
QUOTE
აღმოჩნდა, რომ მანქანის აკულმატორი 40 მეტრ სიგრძის კაბელში ძრავს ვერ აწოდებდა 12ვოლტის სიმძრავრით ენერგიას, ამის გამო პროექტი დროებით შევაჩერე.

გაერდან რატომ აწვდი ძაბვას?
ბორტზევე დააყენე ბატარეები ჰერმეტული ნაკვეთურით, როგორც მაგალითად ამას აქვს:


ნამდვილად, ეგრეა საჭირო, თუმცა როცა ვაკეთებდი მაშინ არ ვიცოდი ამის შესახებ.
ეხლა ბატარიები უნდა გამოვიწერო, ალიექსპრესიდან 15 დოლარის ფარგლებში არის 6000 მაჰ. 3 ცალის აღებას ვაპირებ თითო პროპელერისთვის, ბიუჯეტი როცა მექნება საკმარისი გამოვიწერ და გავაგრძელებ მუშაობას .

გარდა ამისა ბორტზე დაყენებისას პრობლემაა ჰერმეტიულად შეკვრა, შემდეგ კი ბატარეების დასატენად ხელახლა გახსნა და ისევ შეკვრა. ყოველ ჯერზე ამის ორგანიზება ცოტა პრობლემური იქნება მაგრამ სანამ შევუკვეთავ და მუშაობას გავაგრძელებ რამეს მოვიფიქრებ.. ან იქნებ აქაც მირჩიონ რაიმე პრაქტიკული და გამოსაყენებელი.

მადლობა გამოხმაურებისთვის და სწორი რჩევისთვის. ეს ვიდეო არ მქონდა ნანახი და ძალიან გამომადგება შემდეგში.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0163 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]