forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (283) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მიუნხენის ბაიერნი, რეკორდმაისტერის ფან-კლუბი
gege84
☆ ☆ ☆ ☆


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19915
წევრი No.: 19182
რეგისტრ.: 11-April 06

  გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 14:29  #52380750      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი
დაარსების თარიღი: 27 თებერვალი, 1900 წელი
სტადიონი: ალიანს არენა
ფერები: წითელი-თეთრი
მისამართი: ზაბენერ შტრასე 51, მიუნხენი 81547
ტელეფონი: (089) 699310
ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.fcb.de

ისტორია

ადრეული წლები (1900-1965)

მიუნხენში პირველი სპორტული კლუბი 1860 წელს დაარსდა. ის დღესაც არსებობს მიუნხენ 1860-ის სახელით თამაშობს მეორე ბუნდესლიგაში. ბაიერნის დაარსება ბერლინერ ფრანც იონისა და მისი მეგობრების სახელს უკავშირდება. პირველი თამაში ახალმა გუნდმა 1900 წლის 4 აპრილს გამართა MTV79-ის წინააღმდეგ და 7:1 იმარჯვა. მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ტეილორი იყო. კლუბში მაშინ ძირითადად სტუდენტები იყვნენ გაწევრიანებულები.
დებიური საერთაშორისო არენაზე წარუმატებელი გამოდგა - პრაღის დფკ-სთან ბაიერნმა 0:8 წააგო. ამის შემდეგ საკლუბო საწევრო 3 მარკიდან 40-მდე გაიზარდა. ბიუჯეტის გაზრდამ მიუნხენელებს საშუალება მისცა 1903 წელს პირველი ლეგიონერი აეყვანათ. ეს იყო ჰოლანდიელი ვილემ ჰესელინკი. ის პარალელურად მწვრთნელიც გახლდათ. ამის გამო ბაიერნი არაპოპულარული გახდა.
პირველი წარმატებას ბაიერნმა მხოლოდ 1925/26 წლების სეზონში მიაღწია, გაიმარჯვა რა სამხრეთი რეგიონალლიგაში, მაგრამ გერმანიის ჩემპიონისთვის ბრძოლაში მათ ლაიპციგის ფორტუნასთან წააგეს. 2 წლის მერე გუნდმა ისევ მოიგო სამხრეთის პირველობა, მაგრამ ½-ფინალში ისევ დამარცხდა. ამჯერად მომავალ ჩემპიონ ჰამბურგთან - 2:8. ამ გუნდში ბრწყინავდა იოზეფ პიოტინგერი, თავდამსხმელი, ვინც გერმანიის ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა.
პირველი საჩემპიონო ტიტული ბაიერნმა 1932 წელს მოიპოვა, როცა ფინალში ფრანკფურტის აინტრახტი დაამარცხა. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იმჟამად ნახევარმცველი ლუდვიგ გოლდბრუნერი იყო, ამას გარდა გამოირჩეოდნენ ჰარინგერი, ჰოფმანი, ბერგმაიერი, რორი და კრუმი. ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის შმედეგ ბაიერნის პრეზიდენტი ლანდაუერი და მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დომბი ქვეყნიდან გაიქცნენ. წამყვან პოზიციებზე ადოლფ ჰიტლერის საყვარელი კლუბი შალკე 04 გავიდა.
ომის შემდეგ პირველი ტიტული ბაიერნმა 1957 წელს მოიგო - გერმანიის თასის ფინალში დიუსელდორფის ფორტუნა 1:0 დაამარცხა.


ოქროს ხანა (1963-1979)

1963 წელს შექმნილ ბუნდესლიგაში ბაიერნი ვერ მოხვდა. პრეზიდენტმა ვილჰელმ ნოიდეკერმა მწვრთნელად იუგოსლაველი ზლატკო ჩაიკოვსკი მიიწვია, ვინც ერთი წლით ადრე კიოლნს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. გუნდმა ნელ-ნელა დაიწყო ჩამოყალიბება. მასში უკვე ირიცხებოდნენ ფრანც ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი. 1964 წელს ჩაირიცხა გერჰარდ მიულერი. 1965 წელს ბაიერნი ბუნდესლიგაში აღზევდა. მიუნხენელებმა სადებიუტო სეზონში მესამე ადგილი დაიკავეს და გერმანიის თასი მოიგეს. წარმატებული გამოდგა ევროპული დებიუტიც. 1967 წლის 31 მაისს გუნდმა თასების თასის ფინალში რეინჯერსი 1:0 დაამარცხა. პირველი ევროპული გოლი ფრანც როტმა გაიტანა. მალე ჩაიკოვსკის ადგილას მალე მეორე იუგოსლაველი ბრანკო ზებეჩი დაინიშნა.
1969 წელს ბაიერნმა პირველი დუბლი შეასრულა - მოიგო რა ჩემპიონატი და თასი. გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰქონდა. თითქმის მთელი პირველი წრე გუნდმა 11 ფეხბურთელით ჩაატარა. ესენი იყვნენ: მაიერნი, კუპფერშმიდტი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, პუმი, ოლკი, შტარეკი, როტი, ოლჰაუერი, მიულერი, ბრენინგერი. ჩემპიონთა თასზე გუდმა წარუმატებლად ითამაშა და სენტ ეტიენთან გამოვარდა. ახალ მთავარ მწვრთნელად უდო ლატეკი დაინიშნა. ლატეკმა გუნდში ული ჰიონესი და პაულ ბრაიტნერი მიიწვია.


1974 წელი ტრიმფალური აღმოჩნდა. ჩემპიონთა თასის ფინალში ატლეტიკოსთან დამატებითი დროი დაინიშნა, სადაც ესპანელებმა ანგარიში გახსნეს. საფინალო სასტვენამდე 7 წამით ადრე გათანაბრება გეორგ შვარცენბეკმა შეძლო. გადათამაშება მეორე დღეს დაინიშნა, სადაც ბაიერნმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. სწორედ ბაიერნი იყო გერმანიის ყველა დროის უძლიერესი ნაკრების ხერხემალი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფინალში ორივე ბურთი ბაიერნელებმა გაიტანეს - პაულ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა. წარმატებებით გათამამებულმა ფეხბურთელებმა მეორე წელს ბუნდესლიგა სულ დაივიწყეს - შედეგად გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა, მაგრამ ჩემპიონთა თასზე გუნდი მაინც დაუმარცხებელი იყო. ფინალი ლიდსთან 2:0 დასრულდა. ამ დროს გუნდთან დიტმარ კრამერი მუშაობდა. მან 1976 წელსაც შეძლო მიჯრით მესამედ ჩემპიონთა თასის მოგება. გადამწყვეტ მატჩში სენტ ეტიენი 1:0 დაამარცხა (გოლის ავტორი ფრანც როტი), აი, ბუნდესლიგაში კი კიდევ ერთხელ მოეცარა ხელი.


FC ჰოლივუდი (1979-1998)

80-იანები მთლიანად ქაოსის პერიოდი იყო. ბაიერნში ხშირად იცვლებოდნენ წამყვანი თანადებობის პირები, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ გუნდი მაინც მაღა შედეგებს აჩვენებდა. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული პერიოდი უდო ლატეკის დაბრუნებას დაემთხვა. გუნდმა 6-ჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და 3-ჯერ თასი. ბაიერნმა ამ პერიოდში ორჯერ, 1981 და 1987 წლებში ჩემპიონთა თასის ფინალები დათმო, სადაც ჯერ ასტონ ვილასთან დამარცხდა (0:1) მერე პორტუსთან (1:2). 90-იანი წლების საწყისი პერიოდი წარუმატებელი იყო, მაგრამ 1994 წელს გარდატეხა მოხდა. გუნდში პრეზიდენტის რანგში ფრანც ბეკენბაუერი დაბრუნდა. ამავე წელს მოახერხა გუნდმა ბუნდესლიგის მოგება. ბაიერნს სათავეში ჯერ ჯოვანი ტრაპატონი ჩაუდგა, შემდეგ ოტო რეჰაგელი, მაგრამ სახელოვანმა მწვრთნელებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს. 1996 წლის გაზაფხულზე კაიზერფრანცმა თანმდებობიდან დაითხოვა მეფე ოტო, გუნდს თავად ჩაუდგა სათავეში და უეფას თასი მოაგებინა. ამ გუნდში მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინავდა იურგენ კლინსმანი, ვინც 15 გოლის გატანა შეძლო.


აღორძინების ეპოქა 1998-დან დღემდე

1998 წლიდან ბაიერნში ოტმარ ჰიტცფელდის ეპოქა იწყება. 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონის კამპ ნოუზე გუნდმა ყველა დროის ყველაზე დრამატულ ფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წააგო - 1:2.
2001 წელს ბაიერნმა 25-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო მწვერვალზე დაბრუნება. ვალენსიასთან დაძაბულ ფინალში ძირითადი და დამატებითი დროის 1:1-ის დასრულების შემდეგ ოლივერ კანმა ესპანელებს სამი პენალტი აუღო.
2005 და 2006 წლებში ფელიქს მაგათის თავკაცობით გუნდმა ზედიზედ ორჯერ შეასრულა დუბლი, თუმცა ჩემპიონთ ალიგაშ გუნდი წარუმატებლად გამოდიოდა, რის გამოც მაგათს კარისკენ მიუთითეს და ოტმარ ჰიტცფელდი დააბრუნეს. პროფესორმა 2008 წელს ბაიერნი საჩემპიონო ტრიუმფამდე ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მიიყვანა. მიუნხენელებმა თასზეც იმარჯვეს, დაამარცხეს რა დორტმუნდის ბორუსია 3:2. ფინალის გმირი ლუკა ტონი გახდა. იტალიელმა დუბლი შეასრულა.
2008 წელს გუნდში იურგენ კლინსმანი დაინიშნა. ნაკრებში იოახიმ ლიოვის გვერდით წარმატებული მუშაობის შემდეგ მარტოდ დარჩენილმა კლინსიმ სეზონი პირწმინდად ჩააგდო და გაზაფხულზე მის ნაცვლად იუპ ჰაინკესი დაინიშნა. ძალიან არადამაჯერებელი იყო ოლივერ კანის მემკვიდრე მიხაელ რენზინგი, ვის ნაცვლადაც პირველი ნომრობა სეზონის მიწურულს ჰანს იორგ ბუტმა გადაიბარა.
2009 წელს გუნდში ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი დაინიშნა. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რის გამოც ბაიერნმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რეალიდან სასწრაფო წესით არიენ რობენი გადაიბირა. თამაში ერთბშად გამოსწორდა. საბოლოოდ წითლებმა ჩემპიონატიც მოიგეს, გერმანიის თასიც და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ინტერთან პირწმინდად დამარცხდნენ - 0:2.
2010/11 სეზონი ბაიერნმა საშინლად დაიწყო. პირველ 7 ტურში გუნდმა 3 მარცხი იწვნია. სამაგიეროდ, ვადამდე გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა ჩემპიონთა ლიგაში. სეზონის ბოლოს გუნდი მშრალზე დარჩა. დამარცხდა გერმანიის თასის ½-ფინალში შალკესთან, დათმო ბუნდესლიგის ტიტული დორტმუნდთან (მესამე ადგილზე გავიდა) და მოულოდნელად გამოვარდა ლიგის 1/8-ფინალში ინტერთან გასვლაზე1:0-ის მოგების შემდეგ, მით უფრო, რომ შინ გუნდი 2:1-ს იგებდა.
2011/12 წლების სეზონში ბაიერნმა უკვე იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი მშრალი სეზონი ჩაატარა. პირველად ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს გამოეთხოვა უშუალო კონკურენტ დორტმუნდთან ბრძოლაში, მერე იმავე ბორუსიასთან თასის ფინალშიც განადგურდა - 2:5. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბაიერნმა საშინაო სტადიონზე ჩელსისთან 1:1 დაამთავრა, მაგრამ პენალტების სერიაში ვერაფერი მოუხერხა.
სამაგიეროდ 2012/2013 წლების სეზონში, ბაიერნს ბადალი არ ჰყავდა ევროპაში. ჰაინკესის გუნდი წარმოუდგენლად ძლიერად ათამაშდა, სეზონი სტაბილურად განვლო ჩავარდნების გარეშე და აჩვენა სუპერ-შემტევი ფეხბურთი. ბუნდესლიგისა და პოკალის მოგება არავის გაჰკვირვებია, ჩემპიონთა ლიგაზე კი გზად ფინალისკენ "არსენალს", "იუვენტუსს" და განსაკუთრებით "ბარსელონას" უშანსოდ მოუგო. გერმანულ ფინალში, რომელიც უემბლიზე გაიმართა დორტმუნდის "ბორუსიასთან" თანაბარ ბრძოლაში, ბოლო წუთზე არიენ რობენის გოლის წყალობით იმარჯვა და სანუკვარ ტიტულს მეხუთედ დაეუფლა.
2013 წელს გუნდს სათავეში პეპ გუარდიოლა ჩაუდგა, ის გუნდში 3 წელი გაჩერდა და ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო მისი მოღვაწეობა, ყველას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა მისი წარმატებული სეზონის მაგრამ მხოლოდ ლოკალური ტურნირების მოგება შეძლო, ევრო სარბიელზე კი ესპანელი მწვრთნელი სამჯერ დამარცხდა ესპანურ კლუბებთან ჩემპიონთა ლიგის 1/2, საბოლოოდ კი არ ისურვა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ინგლისში გადაბარგდა.
2016 წლის ზაფხულიდან კლუბს სათავეში იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ჩაუდგა, მისი პირველი სეზონი მთლიანობაში წარუმატებელი გამოდგა. მართალია, ბაიერნმა შეძლო ბუნდესლიგის ტიტულის შენარჩუნება, თუმცა ლიგიდან ადრეულ ეტაპზე, 1/4 ფინალიდან გამოვარდა, ხოლო თასის 1/2 ფინალში კი დორტმუნდთან დამარცხდა. ამავე სეზონში გუნდი დატოვეს და პენსიაზე გავიდნენ ბაიერნის ლეგენდა ფილიპ ლამი და ესპანელმა ნახევარმცველი ხაბი ალონსო.
ანჩელოტიმ პოსტი შეინარჩუნა და 2017-18 წლების სეზონშიც ბავარიას ის დამოძღვრავს. გუნდს რამდენიმე ახალწვეული ჰყავს - ჰოფენჰაიმიდან ბაიერნს შეუერთდნენ ნიკლას ზულე და სებასტიან რუდი, მადრიდის რეალიდან - ხამეს როდრიგესი, ხოლო ლიონიდან - კორენტინ ტოლისო. კლუბს ახალი კაპიტანი ეყოლება, მანუელ ნოიერის სახით, ხოლო ვიცე-კაპიტანი თომას მიულერი იქნება.
ანჩელოტი და დიდი იმედგაცრუება: მისმა გუნდში მოსვლამ გულშემატკივრებს და ხელმძღვანელობას დიდი იმედი ჩაუსახა რადგან 3 ჩემპიონთა ლიგის მომგებ მწვრთნელს დიდი გამოცდილება და თამაშის წაკითხვის კარგი უნარი უნდა ქონოდა, მაგრამ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა ანჩელოტი ვადაზე ადრე მოხსნეს მწვრთნელობის კანდიდატურიდან, გარდა საშინელი სეზონის სტარტისა ფეხბურთელებშიც დაკარგული ქონდა ავტორიტეტი და ხელმძღვანელ პირებთანაც, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იგი ვადაზე ადრე დაეთხოვა მწვრთნელის პოსტიდან, ხელმძღვანელობის თხოვნით 6 ოქტომბრინდან გუნდს სათავეში კვლავ ჩაუდგა იუპ ჰაინკესი, მან შეძლო გუნდის ფეხზე დაყენება, მარტის თვეში ბუნდესლიგის 27 ტურში მდევარს 17 ქულით ასწრეს, პოკალზე 1/2 ლევერკუზენის თამაშისთვის ემზადება და ლიგის 1/4 ფინალში სევილიასთვის მზადყოფნას განაგრძობს,

სტადიონი

1925 წლამდე ბაიერნი ე.წ. ქალაქის პირველ ტრიბუნაზე თამაშობდა. ამ წლიდან კი მან და მიუნხენ 1860-მა ქალაქის მინიციპალური არენა იქირავეს. მას ხალხი შეცჰზგერ-ს (მეექვსეს) უწოდებდა. მეორე მსოფლიოს ომის დროს ის პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა. ომის შემდეგ ის ხელახლა აღადგინეს. მასზე 44 ათასი მაყურებელი ეტეოდა.

1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალურად ოლიმპიური სტადიონი აიგო. ბაიერნი ამავე წელს გადაბარგდა ახალ არენაზე. ტავდაპირველად მასზე 79 ათასი გულშემატკივარი ეტეოდა, მაგრამ რიგო რეკონსტრუქციების შემდეგ დღეს მისი ტევადობა 59 ათასამდე დაეცა.

2002 წლის 21 ოქტომბრიდან მიუნხენ 1860-თან ერთად მიუნხენში სუპერთანამედროვე ალიანს არენის მშენებლობა დაიწყო, მშენებლობამ 3 წელს გასტანა და სტადიონზე პირველი თამაში 2005 წლის 31 მაისს გაიმართა მიუნხენის ბაიერნსა და გერმანიის ნაკრებს შორის , სტადიონის ტევადობა 71 000 კაცით განისაზღვრება.
მიუნხენის ბაიერნი არის "ალიანს არენას" ერთადერთი მფლობელი, ხოლო საფეხბურთო კლუბი "მიუნხენ 1860" რომელიც თავდაპირველი მონაწილე იყო სტადიონის მშენებლობაში 2025 წლის 30 ივნისამდე არენდით იქნება


კლუბის ხელმძღვანელობა:
პრეზიდენტი - ული ჰიონესი
საპატიო პრეზიდენტი - ფრანც ბეკენბაუერი
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე - კარლ-ჰაინც რუმენიგე
სპორტული დირექტორი - ჰასან სალიჰამიჯიჩი
ვიცე-პრეზიდენტები - დიტერ მაიერი, ვალტერ მენეკესი

კლუბის პარტნიორები:
მთავარი პარტნიორები: დოიჩე ტელეკომი , ადიდასი, Allianz, Audi
ასევე: The Coca-Cola Company, DHL, goodyear, hamad international airport, Paulaner, Lufthansa, SAP, tipico, giorgio armani, MAN, P and G, philips, adelholzener, aral, bayern3 radio, beatsbydre, bodyandsoul, easports, hublot, nestle Schöller, siemens, thomassabo, veuve-clicquot, HypoVereinsbank, gigaset


კლუბის შემადგენლობა:

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

კლუბის მიღწევები

user posted image

user posted image


ბაიერნის მწვრთნელები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ბაიერნის კაპიტნები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


This post has been edited by gege84 on 19 Mar 2018, 15:32

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
______________________________.jpg


--------------------
ახლანდელი გეოპოლიტიკური კლიმატი აიძულებს ყველა ევროპულ ქვეყნებს, რომ გაერთიანდნენ მაგრამ იტალიელები არა რა მაგათ ვერ ვიტან :D

სანამ ბავშვი ფეხბურთში გაერკვევა მოუყევით 1934, 1938, 1968, 1982, 2006, 1985 წლების შესახებ, რომ მომავლისთვის სწორი ხედვა ჩამოუყალიბდეს :)

SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69103
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 14:32  #52380767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ფიქსირ და წარმატებები
-----------------------------


--------------------
Двічі в одну річку не війдеш
Scoffield
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9885
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 14:59  #52380942      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქს,გატეხა წინა თემის დახურვამაც და წაგებამაც sad.gif მარა არაუშავს.
5unnyday
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4124
წევრი No.: 223457
რეგისტრ.: 1-September 16

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 15:06  #52380984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება და ტიტული გვეზეიმოს აქ jump.gif

საკუთარ თავს ტომას მიულერის ბევრ გოლს ვუსურვებდი.
gege84
☆ ☆ ☆ ☆


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19915
წევრი No.: 19182
რეგისტრ.: 11-April 06

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 15:16  #52381035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბევრი ვიწვალე მარა ძალიან კარგი გამოვიდა, ეხლა ისტორიასაც ჩავასწორებ,

ეს ჩემგან ბაბუა ჰიონესის ფოტო სამახსოვროდ

user posted image
ერთ-ერთი
აქაური


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1882
წევრი No.: 137888
რეგისტრ.: 31-October 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 15:17  #52381041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მარტო მაშინ წავაგებთ როცა ჩვენ მოგვინდება wink.gif
ფიქს
TOTALMAN
ნიკოს იმედად


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25271
წევრი No.: 63996
რეგისტრ.: 9-June 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 15:23  #52381081      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰეთ-თრიკი, ბრატცი

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif


--------------------
25.05.2013.
--
13.07.2014.
--
“I'm so happy, believe me. I'm so happy. Happy new year.”
gege84
☆ ☆ ☆ ☆


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19915
წევრი No.: 19182
რეგისტრ.: 11-April 06

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 15:35  #52381153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ ვიწვალე საკმაოდ სამსახურში ცოტა დრო გამომიჩნდა და ჩავუჯექი,

გადახედეთ და შენიშვნები თუ გექნებათ ჩავასწორებ 4 საათი მაქვს დრო,

ტრიპლის თემა იქნება ეს, ამ თემაშიც არ უნდა წავაგოთ
Bellamy
სოიოს ბოზები გყავთ?


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3316
წევრი No.: 185371
რეგისტრ.: 26-April 14

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 15:39  #52381168      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოიცა, წაგებამდე თემის არდახურვის ბლატები აქაც გვაქვს? biggrin.gif


--------------------
– ქეთი, თუ რამე კითხვებია..
– ხო, ჩამოსულებს რატო აგინა ჯგუფში ჰკითხეო.
– იდი ნახუი. შემდეგი კითხვა.
----------------------
აი 2009-2011 წლებში მესი რო 9 კაცს აჰყავდა, ისე არიან იტალიის ფანები გეგეზე.
gege84
☆ ☆ ☆ ☆


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19915
წევრი No.: 19182
რეგისტრ.: 11-April 06

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 15:49  #52381223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bellamy92
QUOTE
მოიცა, წაგებამდე თემის არდახურვის ბლატები აქაც გვაქვს?

მგონია რომ ბუნდესის რამდენიმე თამაშს დაიკიდებენ პოკალის და ლიგის გამო, თუმცა არც ეგ იქნება პრობლემა
N1ka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1358
წევრი No.: 92017
რეგისტრ.: 23-May 09

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 15:49  #52381224      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეგობრებო, რობენის ტრამვა რამდენად სერიოზულია ? აგერ უკვე 2 თამაში გამოტოვა და დაგვჭირდება ეგ კაცი ჩემპიონთა ლიგაზე უეჭველი. ბოლო გაქცევა უნდა გაიქცეს
SHIT_FACED
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1604
წევრი No.: 67676
რეგისტრ.: 21-July 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 16:03  #52381299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზიულემ მოუმატოს სისწრაფეს, ჰუმელსს ნუ ეძინება, ფოკუსი აკლიათ ამ ჩემისებს ბოლო თამაშებში..
David_Gale
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2753
წევრი No.: 232670
რეგისტრ.: 6-June 17

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 16:05  #52381314      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ ფიქსირ,

როგორც იქნა ახალი თემა
Scoffield
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9885
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 16:12  #52381349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kicker |

- FC Bayern have decided internally not to sell Lewandowski forever.
- Mats Hummels could leave Bayern If they appoint Tuchel after Heynckes.


კიკერის მიმოხილვა.

ლევანა არ იყიდებაო
და ჰუმელსმა შეიძლება დატოვოს ბაიერნი თუ ტუხელს დანიშნავენო (ეს სასაცილოც კია biggrin.gif)



პ.ს პოჩე მოდიიიიიიიის
Deisler
TM&NB


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1906
წევრი No.: 6782
რეგისტრ.: 9-October 04

გამოგზავნილია: 19 Mar 2018, 16:33  #52381454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აბა წარმატებები ჩვენ გუნდს bis.gif bis.gif


--------------------
enjoi ior tutulik's dei © Tornikee
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (283) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0550 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]