#58052829 · 25 Jun 2021, 11:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბანკის ძირში ვაყოლებ თხლად დაჭრილ სტაფილოს მწარე წიწაკას, კამას, ეთ ცალ დაფკის ფოთოლს, სურნელოვან და შავ პილპილის მარცვლებს. ბანკებს ვასხავ ადუღებულ წყალს და ვაჩერებ თხუთმეტი წუთი. შემდეგ ამ წყალს გადავასხავ, მერე ვამატებ მარილს, პესოკს, ძმრის ესენციას, ვაყოლებ ლიტრიან ბანკაზე ერთ ტაბლეტი ასპირინი და ვასხავ ისევ მდუღარე წყალს. ვხუფავ და ვფუთავ მეორე დღემდე. ლიტრიან ბანკაზე უნდა თითო სადილის კოვზი მარილი პესოკი, ძმრის ესენცია. გაითვალისწინეთ რამდენ ლიტრიანშიც ხუფავთ იმის მიხედვით დააყარეთ და კიდევ, ასპირინი არ შეიძლებაო, 60 წლის ქალი ვარ და 18 წლიდან ვხუფავ, არასოდეს არანაირი შემთხვევა არ მქონია. გემრიელად მიირთვით საუკეთესო გამოდის, ნაყიდს სჯობია.
|