განყოფილების წესები განყოფილებაში ოდნავ წესრიგის დაცვა საჭიროა,ალბათ მეთანხმებით.საჭიროა შევთანხმდეთ რამდენიმე პუნქტზე,რათა არეულობა და ჩეთი ყველა თემაში არ იყოს და ასტროლოგიით და სხვა პარამეცნიერებებით დაინტერესებულებს არ გაუჭირდეთ გარკვევა.
ფორუმის ზოგადი წესები (
http://forum.ge/rules.html ) მოქმედებს,მაგრამ რადგან სპეციფიკური განყოფილებაა,შემოტანილია რამდენიმე წესი/რჩევა
წესები ყველა თემისთვის1.სანამ ახალ თემას გახსნით,იხილეთ განყოფილების თემების კატალოგი.
2. თემებში იკრძალება ჩეთი
პ.ს. სხვისი შეურაცხყოფა/უცენზურო სიტყვები სიაში არ შემყავს,ზოგადი ფორუმის წესებია
/შემდეგ თუ საჭირო გახდა,სხვა წესები დაემატება/
ასტროლოგიის თემებისთვის:1. თემებში იკრძალება ჩეთი.
პ.ს.ჩეთად არ ითვლება
ა)რომელიმე ზოდიაქოს ნიშნის თემაში მისი განხილვა
ბ)ზოდიაქოს ნიშნის თემის გამდიდრება ფოტო/ვიდეო მასალით.მასალა უნდა ეხებოდეს უშუალოდ მოცემულ ზოდიაქოს ნიშანს. (მაგ: ცნობილი მერწყულები (სია+სურათები) . . . . ესეც მერწყულების სიმბოლო/ასტროლოგიური სურათი) .
გ) თქვენს ზოდიაქოს ნიშანში დაწერეს დახასიათება და ეთანხმებით თუ არა (დასაბუთებით და არა ჩეთი)
დ)თქვენი წარდგენა ''გამარჯობა,მეც /ზოდიაქოს ნიშანი/ ვარ''
2.იკრძალება რომელიმე ზოდიაქოს ნიშნის მიმართ დამცინავი და შეურაცხმყოფელი პოსტები
(მაგ:''აუ,ეს თხის რქები ყველანი კარიერისტები არიან.ფუუუუფ,მეზიზღება კარიერისტები. . . . კირჩხიბები ყველაზე საზიზღრები ხართ,საერთოდ არ უნდა არსებობდეს ეს ნიშანი '')
3. ზოდიაქოს ნიშანზე ახალ თემის I პოსტში აუცილებლად უნდა მიუთითოთ : ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება+წინა თემის ლინკი (თუ ასეთი რამ არსებობს)
4. ასტროლოგიაზე ცალ-ცალკე თემას ნუ გახსნით.ამისთვის არსებობს თემა ''შევისწავლოთ ასტროლოგია" ,სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაიდება
ქვეპუნქტი: თემაში ''შევისწავლოთ ასტროლოგია'' სასურველი არაა საკუთარი პირადი რუქების დადება და ''აბა დამახასიათეთ'' ტიპის პოსტები. რა თქმა უნდა ,ჩეთიც
))
5.პირადი რუქებისთვის არსებობს სპეციალური ცალკე გამოყოფილი თემა >>>
პირადი ჰოროსკოპების ანალიზისხვა თემაში პირადი რუქის დადება და ''აბა,მე როგორ დამახასიათებთ'' ტიპის პოსტები სასურველი არაა
6. მე-4 და მე-5 წესის დარღვევა დაისჯება
---------------------------------
4.15. კონფერენციის ადმინისტრაციისა და მისი ქმედებების საჯარო განხილვა
თუკი ვინმე მოისურვებს განიხილოს საკუთარი ვორნისა თუ ბანის სამართლიან-არასამართლიანობა შეუძლია განიხილოს ეს ფორუმის შესახებში, პირად თემებში
აგერ ლინკიც :
პირადი თემებიამ თემაში იქნება მარტო თემებთან დაკავშირებული რჩევები და შენიშვნები, რათა განყოფილება უფრო დაიხვეწოს და გაიფურჩქნოს
წესი ფორუმის წესებიდან
4.5. ფორუმზე ურთიერთობის ოფიციალური ენა - ეს არის ქართული. იკრძალება სხვა ენების ხმარება, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა უცხოურ ენაზე დაწერილი ამა თუ იმ დოკუმენტების ან მაგალითების ციტირება ხდება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია
ციტატების გადაყვანა ქართულ ენაზე ან თუნდაც მათი მოკლე შინაარსის მოყოლა, გადმოცემა მაინც.თბილისის ფორუმი არის კერძო საკუთრება,რომელსაც საკუთარი წესები გააჩნია.ფაქტიურად ნორმებია,დევიანტები კი ისჯებიან
)
რამდენიმე წესს გაგაცნობთ ფორუმის ზოგადი წესებიდან: