kira001 2008 წლიდან პლუტონი თხის რქაშია და 15 წელი გრძელდება ერთ ზოდიაქოში მოძრაობაო ..
ენერგეტიკულად ვგრძნობ , ენერგიას შიგნით ანუ და პლუტონის ტრნზიტი რასაც ააქტიურებს/იწვევს ..
ბევრი თხის რქები მაქვს რუკაში, მეხუთე სახლებშია .. ანუ მეხუთე სახლში გადის ტრანზიტს , მზესთან სრული შეერთებით ამჯერად ..
ნეპტუნი, მერკური , ვენერა - გავლილი აქვს ( სრული შეერთების თვალსაზრისით )
ეს სტატია ვიპოვე, შენ რომ პლუტონზე დაწერე , იმ დღეს.. მაშინ დავიწყე და გასაგრძელებელი მაქვს. თუ ვინმეს გამოადგება, აქ არის
http://www.iastro.ru/astrology/pluto-sun-part-1.htmhttp://www.iastro.ru/astrology/pluto-sun-part-2.htmსაკმად კარგი სტატიაა
ეს ქართული საიტიდან
"აღსანიშნავია, რომ ეს ასპექტი ყველას ცხოვრებაში არ ხდება. ის საკმაოდ ხანგრძლივია და დიდი და რადიკალური ცვლილებებისკენ მიგვანიშნებს. ეს ძირითადად ის შემთვევაა, როცა ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებები საკუტარი ნებით კი არა, არამედ გლობალური მოვლენების შედეგად ხდება და ეს უკვე ადამიანზე დამოკიდებულები საითკენ წაიყვანს თავის ცხოვრებას და როგორ გამოიყენებს ამ იშვიათ ასპექტს."
"ზოგადად, როცა პლუტონი ასპექტს უკეთებს ნათალურ მზეს, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ეგოს ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ უბიძგებს. ამ დროს შეიძლება გააცნობიეროთ საკუთარი ძალაუფლება, რომელსაც ფლობთ ან უბრალოდ მისწრაფება ძალაუფლებისკენ. გექნებათ შეგრძნება, რომ ყურადღების ცენტრში ხართ ყველა მოვლენა თქვენს გარშემო ხდება, ათასი თვალი გიყურებთ და ამიტომ ყოველთვის შეეცდებით ჩრდლიში გასვლას,რაც არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან შეიძლება თქვენსგან განტევების ვაცი გამოიყვანონ: თუ თქვენ ამ პერიოდში მნიშვნელოვან საკითხებში და პრობლემების გადაჭრაში გადაწყვიტავთ დათმოთ პოზიციები, შედეგეად მიიღებთ დევნას და შევიწროვებას.
საკუთარი ეგოს ღრმად შეცნობის ძლიერი მისწრაფება და სურვილი გამოიკვლიოთ მისი მოთხოვნილებები შეიძლება დაგეხმაროთ მიღებული ზღვა ინფორმაციის დახარისხებაში, რომელიც ამ ასპექტის მოქმედების პერიოდში შემოდის თქვენს ცხოვრებაში.
პლუტონის ზემომედების დროს თქვენ შეიძლება განიცადოთ, როგორც აღმაფრენები, ასევე სიღრმეები: ერთის მხრივ, მოიპოვოთ აღიარება და ძალაუფლების შეგრძნება, მეორეს მხრივ, შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ თქვენ გმართავენ სხვები.
ამ პერიოდში კარგი იქნება ცხოვრებისეული მოვლენების ანალიზი, რადგან პოზიტიური გამოცდილება და დამიკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ (რაც შინაგანად გაქვთ) მიგითითებთ იმ ფუნდანეტური საკითხებისკენ, რომელზეც შეგიძლიათ დააფუძნოთ ცვლილებები, ხოლო საკიტხები რომლეთა მიმართ ნეგატიურად და პესიმისტურად ხართ განწყობილი, მოითხოვს ცვლილებებს ან ლიკვიდაციას."
"ახლა განვიხილოთ კონკრეტულად თხის რქაში ეს ასპექტი. ფაქტურად შეუძლებელია ადამიანი მოემზადოს პლუტონის სტუმრობისთვის ნათალში. მზესთან ასპექტირება ეს დაახლოებით აფეთქების ძალის ტოლია, უმეტეს შემთხვევაში მას დადებითი განმუხტვა მოჰყვება ხოლმე. მაგრამ მაინც ვინც გაფრთხილებუულია, ის შეიარაღებულია.
თხის რქებო- თავიდან პლუტონის შეერთებას თქვენს მზესთან მოყვება უსიამოვნებები და სტრესი, ექსტრემალური ცხოვრებისეული სიტუაციები. ეს თავიდან მოკლე პერიოდი გაგრძელდება, მანამ სანამ მოძლიერდებით მორალურად და მიიღებთ იმ უზარმაზ იმპულს პლუტონისგან, რომელსაც საკუტარი თავის გამოვლენისკენ მიმართავთ.."
"ზოგადად, ნებისმიერი პლუტონის ტრანზიტი ნათალურ პლანეტებთან ეს არის მითითება იმ სფეროსკენ, სადაც ბევრი „ნაგავია“ თავმოყრილი და გაწმენდას და განახლებას საჭიროებს. თუ დროულად არ დაიწყებთ „ნაგვის“ გატანას სახლიდა, თავიდან, სულიდან, სამსახურიდან მაშინ პლუტონი აუცილებად დაგვსჯის. ყველასთვის საერთო რეკომენდაცია იქნება, ჩამოიშოროთ ძველი უვარგისი სიტუაციები, ნივთები, ადამიანები და თამამადად გადახვიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე.
* N.G.- © GA201319"
This post has been edited by teoj on 24 Mar 2018, 10:12