forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (22) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქუთაისის "აია", პატარა ქალაქის დიდი გუნდი
Valianti
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8997
წევრი No.: 114898
რეგისტრ.: 2-May 10

გამოგზავნილია: 15 May 2010, 22:38  #19624249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვეძებე მაგრამ აიას შემადგენლობა მის ოფიციალურ საიტზე ვერ მოვიძიე, იქნებ აქ დადოთ?
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21103
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

გამოგზავნილია: 16 May 2010, 09:57  #19630232      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვეძებე მაგრამ აიას შემადგენლობა მის ოფიციალურ საიტზე ვერ მოვიძიე, იქნებ აქ დადოთ?


ვერც მე ვიშოვე sad.gif არადა მაინტერესებს ყველას დაბადების წლები და ა.შ.

ლელოსთან ასეთი იყო შემადგენლობა :

აია (15-9) ხამაშურიძე, გოშაძე, გოგლიჩიძე, სინაურიძე, ჩხიკვაძე, შარვაშიძე (აშვეთია 67), როხვაძე. (1-8) ნარიაშვილი (ჟვანია 79), სულუხია, ხეჩიკოვი (ლომიძე 20), ძაგნიძე, შალამბერიძე, დეკანოიძე (იობიძე 49), რევიშვილი, თხელიძე (ჩიქვინიძე 57)
2ლ: როხვაძე, ჩხიკვაძე.


6ს,გ: სინაურიძე

განსაკუთრებით სინაურიძის ასაკი მაინტერესებს..მაგრად თამაშობს


ბათუმთა ახლა 4 გარდასახვა და 3 საჯარიმო გაიტანა
* * *

user posted image

საქართველოს ჩემპიონატის მე-6 ტურში ქუთაისის "აიამ" ტრადიციულად რთული მეტოქე "ბათუმი XV" უმძიმესი ბრძოლაში დაამარცხა - 37:27.
ქუთაისელმა მორაგეებმა წლევანდელ გათამაშებაში ხუთიდან ხუთივე თამაში მოიგეს და გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდნენ. მართალია, მთავარ კონკურენტ თბილისის "ლოკომოტივს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, მაგრამ "აიას" წარმატებულ ასპარეზეობას ეს იოტისოდენადაც არ აკნინებს.
"აიამ" სტუმართა გუნდს ოთხი ლელო გაუტანა. ლელოები ირაკლი ჩხიკვაძის, თორნიკე ლომიძის, ვილენ და გელა შალამბერიძეების ანგარიშზეა. ოთხივე ლელო გაგა სინაურიძემ გარდასახა და ზედ სამი საჯარიმოც მიაყოლა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშის დასახელებისას ხმები თორნიკე ლომიძესა და გიორგი როხვაძის შორის გაიყო. "აიას" ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ მაინც როხვაძე იქნა მიჩნეული





როხვაძის სახით მემგონი კაი 9 გვეზრდება

This post has been edited by George:) on 16 May 2010, 10:05
crusaders
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7589
წევრი No.: 112034
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 16 May 2010, 10:58  #19630699      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საქართველოს ჩემპიონატის მე-6 ტურში ქუთაისის "აიამ" ტრადიციულად რთული მეტოქე "ბათუმი XV" უმძიმესი ბრძოლაში დაამარცხა - 37:27. ქუთაისელმა მორაგეებმა წლევანდელ გათამაშებაში ხუთიდან ხუთივე თამაში მოიგეს და გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდნენ. მართალია, მთავარ კონკურენტ თბილისის "ლოკომოტივს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, მაგრამ "აიას" წარმატებულ ასპარეზეობას ეს იოტისოდენადაც არ აკნინებს. "აიამ" სტუმართა გუნდს ოთხი ლელო გაუტანა. ლელოები ირაკლი ჩხიკვაძის, თორნიკე ლომიძის, ვილენ და გელა შალამბერიძეების ანგარიშზეა. ოთხივე ლელო გაგა სინაურიძემ გარდასახა და ზედ სამი საჯარიმოც მიაყოლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშის დასახელებისას ხმები თორნიკე ლომიძესა და გიორგი როხვაძის შორის გაიყო. "აიას" ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ მაინც როხვაძე იქნა მიჩნეული

ვულოცავ აიას
Rugby12
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1202
წევრი No.: 96992
რეგისტრ.: 1-August 09

გამოგზავნილია: 16 May 2010, 11:00  #19630725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
როხვაძის სახით მემგონი კაი 9 გვეზრდება

ეგ როხვაძე არ იყო ჩერჩილზე წასული?


--------------------
Crouch-Touch-Pause-Engage
Datka1964-10-10
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1589
წევრი No.: 87992
რეგისტრ.: 2-April 09

გამოგზავნილია: 16 May 2010, 12:02  #19631444      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rugby12
QUOTE
ეგ როხვაძე არ იყო ჩერჩილზე წასული?


გეთანხმები, რომ როხვაძეს ჩერჩილზე ვარსკვლავები არ მოუწყვეტია და თანაც მე ,როგორც ვიცი დისციპლინაშიც მოიკოჭლებს, მაგრამ იქნებ გამოსწორების გზაზეა ეგ კაცი....
წინ ქართველებო!!!!!!!!!!!!
nikode
¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1334
წევრი No.: 1852
რეგისტრ.: 25-February 03

გამოგზავნილია: 16 May 2010, 12:48  #19632080      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
გეთანხმები, რომ როხვაძეს ჩერჩილზე ვარსკვლავები არ მოუწყვეტია

რომელმა მოკრიფა ერთი biggrin.gif

This post has been edited by nikode on 16 May 2010, 12:49


--------------------
no pain, no gain
crusaders
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7589
წევრი No.: 112034
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 16 May 2010, 13:14  #19632459      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გეთანხმები, რომ როხვაძეს ჩერჩილზე ვარსკვლავები არ მოუწყვეტია

რომელმა მოკრიფა ერთი

ერთადერთი ახალგაზრდა 9 ნომერია რომელზეც იმედს ვამყარებთ იმედია მოუმატებს კიდევ
CENTURIONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2035
წევრი No.: 70325
რეგისტრ.: 3-September 08

გამოგზავნილია: 16 May 2010, 13:15  #19632474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რომელმა მოკრიფა ერთი

მწვრთნელმა და კავშირმა ერთად. მააშ ; sad.gif sad.gif no.gif no.gif
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21103
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

გამოგზავნილია: 16 May 2010, 14:08  #19633302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rugby12
QUOTE
ეგ როხვაძე არ იყო ჩერჩილზე წასული?


მერე რა ?

ჩერჩილზე სხვებიც იყვნენ...გადავუსვათ ყველას ხაზი ?

This post has been edited by George:) on 16 May 2010, 14:09
Unknown
Unknown Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12161
წევრი No.: 906
რეგისტრ.: 3-May 02

გამოგზავნილია: 16 May 2010, 14:43  #19633823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
აუ როგორ მიხარია თუთაისლების ეს წარმატება ამ დროისთვის ჩემპიონატში. მაგარი გახზარებულები იქნებიან მთელი ქალაწის რაგბის გულშემატკივრები და ეგ მისწორდება მაგრად. წელს ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლონ ბოლომდე
nikode
¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1334
წევრი No.: 1852
რეგისტრ.: 25-February 03

გამოგზავნილია: 16 May 2010, 15:59  #19635107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
თუთაისლების

QUOTE
გახზარებულები

QUOTE
ქალაწის

რა გწირს? lol.gif
Unknown
Unknown Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12161
წევრი No.: 906
რეგისტრ.: 3-May 02

გამოგზავნილია: 16 May 2010, 19:17  #19638118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
nikode
ამ ბოლო დროს ეგრე მომდის ;-) რავი ვჩქარობდი დაწერას ალბათ biggrin.gif
Qash
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32273
წევრი No.: 109373
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 18 May 2010, 20:55  #19676190      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
განსაკუთრებით სინაურიძის ასაკი მაინტერესებს..

19 წლისაა

QUOTE
როხვაძის სახით მემგონი კაი 9 გვეზრდება

უნიჭიერესიაsmile.gif
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21103
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

გამოგზავნილია: 22 May 2010, 21:31  #19750454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აიას პირველი მარცხი


ლოკომოტივი-აია 15:9


ლოკომოტივი (15-9) კობერიძე, შიოშვილი, ქავთარაძე, ბერძენიშვილი, ჟამუტაშვილი, კვინიხიძე, ღვინჯილია, (1-8) ნაცარაშვილი, გენებაშვილი, ელოშვილი, ჩიტიძე, ოზგებაშვილი, ნიშნიანიძე (ბერიშვილი 65), ახვლედიანი, მაისურაძე.
4ს,ა: კვინიხიძე



აია (15-9) ხამაშურიძე, გოგლიჩიძე, აშვეთია (გუდავა 70), სინაურიძე (გოშაძე 66), ჩხიკვაძე, შარვაშიძე, როხვაძე (გოგია 68), (1-8) ნარიაშვილი, სხულუხია (გურეშიძე 58), ლომიძე, ძაგნიძე, იობიძე (ცირეკიძე 59), რევიშვილი, შალამბერიძე, თხელიძე.
3ს: სინაურიძე, შარვაშიძე

სინბინი: ხამაშურიძე


მსაჯი: ნ.რობიტაშვილი



საქართველოს ჩემპიონატში დღემდე ორი დაუმარცხებელი გუნდის მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული, უშეღავათო გამოდგა. ვაკეში, ლოკომოტივის სტადიონზე მასპინძელს, თბილისის "ლოკომოტივს" ქუთაისის "აიასთან" მატჩში დიდი ჯაფა დაადდგა, თუმცა მეტოქის დამარცხება მაინც შეძლო - 15:9
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ქუთაისელთა თამაშში ისევ იჩინა თავი შარშანდელმა სენმა. დამრტყმელმა გაგა სინაურიძემ სამი საჯარიმო ვერ გაიტანა, მის ლოკომოტიველ ვიზავის ბობა კვინიხიძეს კი ასპროცენტიანი მაჩვნებელი აქვს.
თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გამარჯვება ორივე გუნდზე ალალი იქნებოდა, თუმცა რკინიგზელებმა სტუმრებზე ნაკლები შეცდომა დაუშვეს და დამსხურებულადაც მოიგეს.
ქუთათურთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საინტერესო, გაშლილი რაგბის თამაშს ცდილობდნენ, მეტოქეს საკმაო თავსატეხს უჩენდნენ, თუმცა "ლოკომოტივმა" დაცვაში, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა. ნათლად გამოჩნდა, რომ "აიას" ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო დერეფანში და ცენტრიდან დაკიდებულ ბურთებზე თამაშის დასახვეწად.
"ლოკომოტივს" წლეულს სათამაშო დისციპლინა გაცილებით უკეთესი აქვს, თუმცა არბიტრმა თბილისელები კამათისთვის ორჯერ მაინც დააჯარიმა. რკინიგზელები გაცილებით ორგანიზებულად, უფრო სოლიდურად გამოიყურებიან. რაც მთავარია, ჰარმონიულადაა შერწყმული შერკინებისა და უკანა ხაზის თამაში.
ერთადერთი რაც ორივე გუნდის ნაკლია, ესაა ხშირი შეცდომები ხელდახელ და რაკში თამაშისას. მორაგბეებს ხშირად უვარდებოდათ ბურთი ხელიდან და არ წინპასების რაოდენობა იყო მცირე. უფრო მეტად ამ კომპონენტში ქუთაისელები სცოდავდნენ, რაც ბუნებრივიცაა, რადგან მეტოქეზე ხშირად ისინი ცდილობდნენ ხელდახელ თამაშს.
ანგარიში "ლოკომოტივმა" პირველივე შეტევისას გახსნა. ცენტრიდან დაკიდებულ ბურთზე "აიამ" ცუდად ითამაშა და ის რკინიგზელთა ნადავლი გახდა. თამაში რაკში გადავიდა, თუმცა
მალევე სტუმართა სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. "ლოკომოტივმა" მოწინააღმდეგის შერკინება დაძრა და ბურთი აართვა. ღია თამაშში კი ქუთაისელები დაჯარიმდნენ და რკინიგზელთა მგეზავმა ბობა კვინიხიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 3:0.
მომდევნო 25 წუთში ბობამ კიდევ ერთი საჯარიმო და ერთიც დიდოსტატურად დარტყმული არეკნი გაიტანა, რაც ლოკომოტიველთა საკმაოდ ხანგრძლივ, მრავალფაზიან შეტევას მოჰყვა. შუალედში გაგა სინაურიძემ ორი საჯარიმოდან მხოლოდ ერთი გაიტანა - 3:9.
ანგარიშში დაწინაურება, უფრო ზუსტად კი, ლელოს გატანა "აიას" 27- წუთზე შეეძლო. რკინიგზელები საკუთარ ოცდაორმეტრიან ზონაში დაჯარიმდნენ. ქუთაისელებმა ჯარიმა აუტში გადაიტანეს. დერეფანი სუფთად ვერ მოიგეს, მაგრამ შეტევის გაგრძელება მაინც მოახერხეს. სტუმრები ლელოს მჭიდროდ მიუახლოვდნენ. მათი მორკინალების შეჩერება "ლოკომოტივმა" წესის დარღვევით შეძლო. ჯარიმა "აიამ" ისევ აუტში გადაიტანა. ამჯერად დერეფანში ბურთი უკეთესად ააგდეს, მაგრამ მერე წინ გაუვარდათ და შეტევაც ჩაიშალა.
ტაიმის ბოლო ათ წუთში გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 12:6 "ლოკომოტივის" სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში ვითარება დიდად არ შეცლილა. სტუმართა მორიგი შეცდომა კვინიხიძემ ისევ გამოიყენა და 49-ე წუთზე საჯარიმოთი თავისიანები ცხრა ქულით დააწინაურა - 15:6. სამ წუთში სინაურიძემ კარის პირდაპირ, ოცდაორი მეტრიდან დაარტყა საჯარიმო და ვერ გაიტანა.
ცხრაქულიანი სხვაობა 75-ე წუთამდე შენარჩუნდა. ქუთაისელთა მორიგი შეტევა მასპინძლებმა ისევ წესის დარღვევით შეაჩერეს და ამჯერად საჯარიმო ახლო მანძილიდან მგეზავმა ლევან შარვაშიძემ გაიტანა - 9:15.
"აიას" მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდა. თამაშის მოსაგებად გარდასახული ლელო კმაროდა, მაგრამ "ლოკომოტივი" არაფრის დათმობას აპირებდა. რკინიგზელებმა მატჩის ბოლო ხუთი წუთი მეტოქის მოედნის ნახევარზე გაატარეს და ყველანაირად ცდილობდნენ, ქუთაისელებისთვის შეტევის წამოწყების საშუალება არ მიეცათ.
ერთ-ერთ ეპიზოდში კვინიხიძემ არეკნით სცადა ცხრაქულიანი სხვაობის აღდგენა, მაგრამ არ გამოუვიდა. აიელების მცდელობა კი, მასპინძელთა ნახევარზე ეთამაშათ და ბოლო წუთებზე შტურმი მოეწყოთ, უშედეგო გამოდგა.






* * *
user posted image

user posted image


user posted image
user posted image
crusaders
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7589
წევრი No.: 112034
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 23 May 2010, 13:14  #19759448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აიას პირველი მარცხი

ეგ არფერი ყველაფერი წინ არის
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (22) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0203 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]