forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (22) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქუთაისის "აია", პატარა ქალაქის დიდი გუნდი
Unknown
Unknown Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12161
წევრი No.: 906
რეგისტრ.: 3-May 02

გამოგზავნილია: 23 May 2010, 16:23  #19762759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
QUOTE
აიას პირველი მარცხი

კი, ყველაფერი წინაა მარა პირველი ადგილის დაბრუნება უძნელესი იქნება, თამაშით ნაკლები აქვს თან აიას...
აი ეს ბოლო შეხვედრა რომ არ წაეგოთ მაშინ სხვა საქმე იქნებოდა
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21099
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

გამოგზავნილია: 23 May 2010, 16:40  #19763074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Unknown

ყველა ლიდერს სახლში ვიღებთ მეორე წრეში
Love The Sun
Ragganinn'aH


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9679
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 23 May 2010, 18:38  #19765044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Unknown @ 23 May 2010, 16:23 )
QUOTE
აიას პირველი მარცხი

კი, ყველაფერი წინაა მარა პირველი ადგილის დაბრუნება უძნელესი იქნება, თამაშით ნაკლები აქვს თან აიას...
აი ეს ბოლო შეხვედრა რომ არ წაეგოთ მაშინ სხვა საქმე იქნებოდა

თამაშით მეტი აქვს აიას ლოკომოტივზე და ყოჩებზე smile.gif


--------------------
Immigration stole the nation, Mother Russia, Abu Hamza!

"People shouldn't be afraid of their governments. Governments should be afraid of their people." - V

http://lelorugby.blogspot.com/
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21099
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

  გამოგზავნილია: 26 May 2010, 13:13  #19814022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ

სინაურიძემ აურია რაღაც..იმედია, დასტაბილურდება..


აიამ მძიმედ მოიგო, მაგრამ გალიდერდა

აკადემია-აია 14:18



აკადემია (15-9) ელიზბარაშვილი, ი.დავითაშვილი, წასიძე, მოლოდინაშვილი, გოგინაშვილი, ავლოხაშვილი (ლომსაძე 70), ქოპილაშვილი (1-8) ღამბაშიძე, მეკოკიშვილი, შაშიაშვილი (ჭუაძე 45), ნებულიშვილი, ლომიძე, ნიბლაძე, მაღლაკელიძე (ჩაჩუა 57), გაჩეჩილაძე

ლ: ი.დავითაშვილი. 2ს: მეკოკიშვილი. ა: ელიზბარაშვილი

აია (15-9) სინაურიძე, ვ.შალამბერიძე (გოშაძე 67), ჩხიკვაძე, აშვეთია, ხამაშურიძე, შარვაშიძე. (1-8) ნარიაშვილი, სხულუხია, ლომიძე, იობიძე, გურეშიძე, დიაკონიძე (ცირეკიძე 75), გ.შალამბერიძე, ძაგნიძე

2ლ: სინაურიძე, ჩხიკვაძე. 2ს,გ: შარვაშიძე

სინბინი: გურეშიძე

მსაჯი: მ.ჩაჩუა





ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ქუთაისის "აიამ" მესამე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში თბილისის "აკადემიასთან" კიდევ ერთი უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა, გაჭირვებით მოიგო 18:14 და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.
ძნელი სათქმელია, ტრიუმფალურმა სტარტმა იმოქმედა თუ სხვა რამე მიზეზია, მაგრამ "აიამ " თამაშის ხარისხს უკლო. სტუმრებს ხშირი ტექნიკური წუნი ხელს უშლიდა ხელდახელ ბურთაობაში. ქუთათურები სწრაფად თამაშს ცდილობდნენ, სიჩქარესა და ფაცი-ფუცში კი ბურთი ხელიდან უვარდებოდათ.
წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც "აიამ" მიმდინარე ჩემპიონატში პირველად წააგო, მნიშვნელოვნად გამოსწორებული იყო დერეფანში თამაში. ისევ გაუმრუდდა სამიზნე ქუთაისელთა დამრტყმელს გაგა სინაურიძეს,რომელიც მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ფულბეკად გაამწესა, თვითონ კი გარემარბის პოზიცია დაიკავა.
"აიას" შემადგენლობაში კიდევ ორი ცვლილება იყო. ცხრა ნომერზე გიორგი როხვაძის ნაცვლად ლევან გოგიამ დაიკავა ძირითადში ადგილი. გარემარბი ზურაბ გოგლიჩიძე კი ვილენ შალამბერიძემ შეცვალა.
თითქმის ოპტიმალური შემადგნლობით ითამაშა "აკადემიამ", რომელმაც სტარტზე განცდილი სამი მარცხის შემდე ბოლო ორი შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. აკადემიელთათვის "აიასთან" მატჩს, უწინარესად, სწორედ სატურნირო თვალსაზრისით ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა.
ამიტომ "აკადემიამ" თამაში მეტოქეზე ბევრად აქტიურად, შემართებით დაიწყო და უკვე მეორე წუთზე ლელოს გატანა მოახერხა. აკადემიელთა ფულბეკმა გიორგი ელიზბარაშვილმა საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ქუთაისელთა ნახევარზე მაღალი ბურთი დაჰკიდა, ზედ ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან "აიას" ფულბეკ გაგა სინაურიძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა. თბილისელებმა ხაზი დროულად ასწიეს, ბურთი ხელთ იგდეს და ცხრა ნომერმა გიორგი ქოპილაშვილმა, რომელიც "აკადემიას" შემადგენლობაში საუკეთესო იყო, შეტევა მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გადაიტანა. აქ გარემარბმა ივანე დავითაშვილმა ბურთი ლელოსკენ ფეხით შეიცურა, თვითონვე მიჰყვა, ქუთაისელთა დაბნეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. გარდასახვა შერკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა ვერ გაიტანა - 5:0.
ანგარიშის შემცირება სტუმრებს მალევე შეეძლოთ, მაგრამ ორწუთიანი შუალედით სინაურიძემ ჯერ 30 მეტრიდან ვერ გაიტანა, მერე კი, კიდევ უფრო შორიდან, 45 მეტრიდან დაარტყა არაზუსტად.
სამაგიეროდ, მე-15 წუთზე გიორგი ელიზბარაშვილმა 45 მეტრიდან არეკნით დალაშქრა "აიას" კარი - 8:0. ქუთათურებმა მეტოქეზე ზეწოლა ამის შემდეგღა გააძლიერეს, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლეს. მანამდე კი გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს. ქუთაისელთაგან კარში დარტყმის მისია მგეზავმა ლევან შარვაშიძემ ითავა, "აკადემიას" კი სამი ქულა მეკოკიშვილმა მოუტანა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე სამი წუთი რჩებოდა. "აიამ" მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფნიდან მოლი ააგორა. აკადემიელებმა მისი შეჩერება ზედ ჩათვლის მოედნის ხაზთან შეძლეს. თამაში რაკში გადავიდა. შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი როხვაძემ დროულად შენიშნა მარცხნივ, მოკლე ფრთაზე შეტევაში ჩართული ფულბეკი სინაურიძე, რომელიც ლელოში წამზე უსწრაფესად შეიჭრა. შარვაშიძემ გარდასხვა რთული პოზიციიდან, თითქმის კიდიდან დაარტყა და გაიტანა - 10:11.
მეორე ტაიმი აქტიურად უკვე სტუმრებმა დაიწყეს და 45-ე წუთზე შარვაშიძემ საჯარიმოთი დააწინაურა თავისიანები - 13:11. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარჩენილ დროში მან მასპინძელთა კარის დალაშქვრა ორჯერ უშედეგოდ სცადა. ქუთაისელებმა საერთო ჯამში ოთხი საჯარიმო ვერ გაიტანეს, რაც ცოტა სულაც არ არის.
"აკადემიამ" ანგარიშში დაწინაურება 61-ე წუთზე შეძლო. საჯარიმო ისევ მეკოკიშვილმა გაიტანა. მანამდე კი ელიზბარაშვილმა ორჯერ დაარტყა არეკნი, მაგრამ მიზანი გაუცუდდა.
ხუთ წუთში კი "აიამ" გამარჯვების ლელო გაიტანა. შეტევა საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალფაზიანი გამოვიდა. აკადემიელები ქუთაისელთა იერიშისას სამჯერ დაჯარიმდნენ. "აიამ" ორჯერ ბურთი აუტში გადაიტანა. დერეფნიდან ორივეჯერ მოლი ააგორეს, ორივეჯერ თამაში რაკში გადავიდა. მორკინალების მიძალებით რომ ვერას გახდნენ, ბურთი ხაზზე გაიტანეს, მაგრამ "აკადემიას" დაცვის ხაზის გაჭრა ვერაფრით მოახერხეს.
ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძლებმა თამაშგარეს წესი დაარღვიეს. როხვაძემ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და მარცხნივ, მოკლე ფრთაზე გარემარბ ირაკლი ჩხიკვაძეს გადააწოდა. "ქარიშხალას" შეჩერება აკადემიელებმა ვეღარ შეძლეს. კიდიდან შარვაშიძემ ვერ გარდასახა - 18:14.
ბოლო ათი წუთი "აკადემია" სტუმართა გუნდის ლელოს მისადგომებთან უტევდა. მოლით, რაკიდან მოკლე დარტყმებით, შერკინების მიწოლით, ყველაფერი სცადეს, მაგრამ "აია" საკუთარი ლელოს სადარაჯოზე გაუვალი კედელივით იდგა. როგორც უკვე ვთქვით, ქუთათურებმა ძნელი გამარჯვება მოიპოვეს - 18:14.




* * *
http://www.aia-rugby.ge/index.php?id=104&l...5&day=24&last=1

ლელო-აიას ვიდეო დაიდო ...

ნახეთ რა ულამაზესი ლელო დაგვიდია jump.gif

This post has been edited by George:) on 26 May 2010, 13:16
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21099
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

გამოგზავნილია: 2 Jun 2010, 13:28  #19942534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნარიაშვილი გადასულა მონპელიეში...გამეხარდა

88-89 წლიანების აია მაგარი გუნდი იყო..ასაკობრივებში გლეჯდნენ ყველაფერს

იქედან ტორაძე ტულუზში წავიდა...ნარიაშვილი მონპელიეში

იმედია გაგრძელება იქნება
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24837
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 9 Jun 2010, 11:36  #20060902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
crusaders
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7583
წევრი No.: 112034
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 9 Jun 2010, 11:40  #20060945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გლობუსა ქართული, ფრანგული და ქუთაისური რაგბის სამსახურში

აშკარად წაადგებათ ასეთი გამოცდილი მოთამშIს რჩევები ახალგაზრდებს
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21099
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

გამოგზავნილია: 11 Jun 2010, 15:28  #20099314      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს ჩვენი ჩხიკვაძე სასტავშია შოტლანდიასთან

იმედია როხვაძეც შემოვა

http://www.aia-rugby.ge/index.php?lang=geo&id=107

საიტზე უკვე მთელი შემადგენლობა დევს....ყველანაირი მონაცემებით
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21099
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

გამოგზავნილია: 12 Jun 2010, 16:30  #20117714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩხიკვაძემ კარგად ითამაშა არა ?


როხვაძემ ერთ მომენტში იჩქარა წინ რო დაარტყა ბურთი,მაგ დროს დრო უნდა გაეყვანა
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21099
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

გამოგზავნილია: 9 Jul 2010, 18:49  #20597337      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უყურე შენ,რავა ჩაძირეს თემა user.gif


თასის ნახევარფინალებმა ალბათ დაგვანახა,რომ ჯერ საჩემპიონო გუნდი არ ვართ sad.gif


იმედია, მედალს ავიღებთ წელს..რომელს,არ აქვს მნიშვნელობა
Unknown
Unknown Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12161
წევრი No.: 906
რეგისტრ.: 3-May 02

გამოგზავნილია: 12 Jul 2010, 15:59  #20639809      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
Love The Sun
QUOTE
თამაშით მეტი აქვს აიას ლოკომოტივზე და ყოჩებზე

ვახ რა თქმა უნდა მაგას ვგულისხმობდი სწორედ! კონტექსტიდანაც ჩანს რო მართალს ვიძახი, დამიჯერეთ. მექნიკურად შევცდი.

QUOTE
თასის ნახევარფინალებმა ალბათ დაგვანახა,რომ ჯერ საჩემპიონო გუნდი არ ვართ

მე კიდ ეიმედი მქონდ ამაინც რო ფინალშ მოხვდებობდნენ. არ გამოვიდა ასე სამწუხაროდ.

This post has been edited by Unknown on 12 Jul 2010, 16:00
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21099
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

გამოგზავნილია: 13 Sep 2010, 20:07  #21574910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძაან გამახარეს ბიჭებმა

რატომღაც ყველა ელის რომ ჩავარდნა დაეწყება გუნდს და "ყველაფერი თავის ადგილას დადგება".

როგორც ჩანს, ვისოლს ნაღდად ვჯობნით

აი, ლელოსთან გასარკვევია ყველაფერი
borjgali1964
borjgali1964


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16322
წევრი No.: 54504
რეგისტრ.: 27-February 08

გამოგზავნილია: 13 Sep 2010, 22:24  #21577147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
George:)
არაფერი ჩავარდნა გუნდს არ დაეწყება (ამას ყოჩების გულშემატკივარი გპირდებათ biggrin.gif ). ველაპარაკე აიას ბიჭებს, დღეში ორჯერ ვარჯიშობენ და რკინას კვნეტენ ისეთ ჯანზე არიან... smile.gif
დიდ შრომას შედეგი მუდამ მოსდევს...


--------------------
აღსდექ კუმეო !
თუ თვლი,რომ მარია შარაპოვა უფრო ლამაზია,ვიდრე ვენუს ვილიამსი - რუსეთუმე ხარ
წოსიკა დამიბრუნეთ, თქვე ფარჩაკებო!!@მე
George:)
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21099
წევრი No.: 39466
რეგისტრ.: 4-August 07

გამოგზავნილია: 14 Sep 2010, 13:48  #21585279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
borjgali1964

მთავარია გუნდს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა

სტადიონი, ბაზა...მერე მართლა წამოვა ქუთაისიდან სანაკრებოდ უძლიერესი თაობა

ახლა ხან ვანში თამაშობენ, ხან თბილისში..სად ვარჯიშობენ კაცმა არ იცის

არ შეიძLება ასე...ეს ბიჭები მეტს იმსახურებენ
Datka1964-10-10
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1589
წევრი No.: 87992
რეგისტრ.: 2-April 09

გამოგზავნილია: 14 Sep 2010, 16:02  #21587434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მთავარია გუნდს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა

სტადიონი, ბაზა...მერე მართლა წამოვა ქუთაისიდან სანაკრებოდ უძლიერესი თაობა

ახლა ხან ვანში თამაშობენ, ხან თბილისში..სად ვარჯიშობენ კაცმა არ იცის

არ შეიძLება ასე...ეს ბიჭები მეტს იმსახურებენ


+1
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (22) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0236 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]