forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (84) « პირველი ... 77 78 [79] 80 81 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ზე’რაგბი 2018 = XXIII სეზონი, მეექვსე ზე15
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3342
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 13 May 2018, 15:09  #52703748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქ შეიძლება არანაკლები სარკასტული პოსტიც უნდა ეწოროს, თუ მეტი არა.

პლიუს ლენინის სურათი უნდა იყოს ჩასმული.

უბრალოდ ერთმა ქართველმა დაიბარა, რომ ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო.
თანამედროვე კლასიკოსებმა კიდევ ბევრი მიამატეს, უბრალოდ სულ ბოლოს მიხვდნენ, რომ ენას ძვალი არ აქვს.
* * *
Новая Зеландия поможет островитянам
ვისთვის მითი და ვისთვის რეალობა - ახალი ზელანდია მზადაა გამოყოს 80K, რათა დაეხმაროს კონძულელებს, სუპერ რაგბის ფრანჩაიზის შექმნაში.
პასიფიკ აილენდერები საშინაო მატჩებს გამართავენ: აპინა (სამოა), სუვა (ფიჯი), ოკლენდი (ახალი ზელანდია).

https://rugger.info/news/20087


ყველანაირად გამართლებული გადაწყვეტილება - ყველანაირი სტრატეგიის და ტაქტიკის გათვალისწინებით გაკეთებული უზუსტესი ნაბიჯია ეს.

იმედია ჩვენც წაგვაშველებენ ხელს, საშვილიშვილო საქმე გააკეთდეს იქნებ ჩვენთვისაც.


--------------------
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა-კავკასიონის და დედამიწის ტრიალის.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15210
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 17 May 2018, 23:27  #52735250      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

დროა, შეითვისონო

ზე 15-ის მე-13 რაუნდში ქრუსეიდერზმა რომ საარაკოდ შემოუბრუნა თამაში ვორათაზს,
ოზებმა აღიარეს, მეტი გამჭრიახობა გვმართებსო


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი -- ქვემოთაა! ))

ძირ’ძველსა და მარადიულ, უმაგალითოსა და უნიკალურ სარაგბო ღირებულებებზე ტომები დაწერილა, მაგრამ ადამიანი რომ მაინც ცოდვილია, გაჭირვების ჟამს ივიწყებს კაი’ყმობას და წესთა დარღვევით აბრუნებს ბედის ჩარხს

ტრანს-ტასმანურ რაგბში კივებს ზედიზედ 38 გამარჯვება მიეთვალათ, მაგრამ დახეთ პარადოქსს – ლიდერი, ზელანდიის ქრუსეიდერზი ავსტრალიის ვორათაზთან შინ, 29 წუთის შემდეგ, უშანსოდ * 0:29 აგებდა, და თამაშის ყოველ ასპექტშიც მაგრად ურევდა

უდიდესი ფორა

ვინმეს თავზე უნდა აეღო ხელი და გარდაეტეხა თამაში. ჰოდა, ტრავმის გამო წელს პირველადღა მორაგბე ბურჯმა, ჯო მუდიმ ჩარბენზე იდაყვი ყელში აძგერა მეტოქის პლეი’მეიქერ ქერთლი ბილს და ზურგზე დასცა, რიჩი მოჰუნგა კი წაქცეულს რომ გადაახტა, მუდი ყოჩაღად მიჰყვა, ამოგდებული ბურთი მიიღო და კარში შევარდა

რაც მუდიმ გააკეთა, ეგ თანამედროვე რაგბში წითელი ბარათით ისჯება, მაგრამ ოთხივე მსაჯი კივი იყო და რეპორტაჟიც ზელანდიიდან მოდიოდა. ოზებმაც ალბათ იფიქრეს, ამდენით ვართ წინ და ამ ერთ ლელოს როგორმე ავიტანთო, მაგრამ ქრუსეიდერზი მადაზე მოვიდა, მეტოქეს მარწუხი მოუჭირა, 40 წუთი უტია და ზე’რაგბის 23-წლიანისტორიაში, უდიდესი ფორა გაუბათილა * 31:29

გამეორება მიჩქმალეს

მუდი ტრიბუნალზე დაიბარეს. ბურჯმა დანაშაული აღიარა და ორ თამაშსღა გამოტოვებს. ქრუსეიდერზი ლიდერად დარჩა, მაგრამ ერთი ქულითღა უსწრებს ჰარიქეინზს, ვისაც თამაში მარაგში აქვს

ფანობას უკვირს, ზე’რაგბში მეტწილად მასპინძელი რატომ მსაჯობსო, მახვშები კი ისეც დიდ გულზე არიან, რომ უფალი ო’ქიფი დამდეგ რაუნდშიც გაუძღვება სამეზობლო ჯახს

საოცარია და ინციდენტი ნამატჩევსღა გახმაურდა, რაკი ზელანდიის ტელე’არხმა გამეორება მიჩქმალა. არც ნირ’წამხდარ ბილს დაუწყია ჩხუბი – ზედმეტად "რაგბული გაგების" გამო, მაგრამ გახელდნენ ოზი ექსპერტები, ეგრე ხომ გაჭიანურებული ნავსი ვერასოდეს გატყდებაო

აპელაციის უფლება
http://ovaluri.comxa.com/2014/O9/20_QESTUM.htm

კოლეგათა გულის’ნადები ჯიქურ გააჟღერა სთივენ ჰოილსმა, ესაო და კივები ყალთა’ბანდები არიან და დროა, ჩვენმა გულ’უბრყვილო ბიჭებმაც შეითვისონ მათი ოღრაშული ფანდებიო

და მართლაც, ვორათაზმა ეგეც ვერ მოიფიქრა, რომ უმალ აყალ’მაყალი აეტეხა. მაშინ მთელი ეპიზოდი საჯაროდ გაირჩეოდა ტელე- და სტადიონის ეკრანზეც – მუდი’ს გააძევებდნენ და ლელო გაუქმდებოდა

მეტიც, ოთხი წლის წინ მავანთ აზრი მიაწოდეს "მსოფლიო რაგბს", გუნდს თამაშის დროს აპელაციის უფლება მივცეთო – მაგალითად, ორჯერ შეეძლოს ტელე’ანალიზის მოთხოვნა, თუ მიაჩნია, რომ თემიდა შეცდაო, მაგრამ დაბლინი იმისი ჩიტი არაა, ამაზე დაჰყაბულდეს

აბრაგანებს ხსნიდა

ო’ქიფმა ოზები მეტად აჯარიმა * 19-8; კაცი ორჯერ გაუგდო სინბინში და შერკინების დადედლების გამო, ბოლოს 7’ქულიანიც ჩათვალა
წაგებულებს ბოლო 45 წუთში კარიდან 45 მეტრზე ორჯერ მიეცათ ჯარიმა, მაგრამ ბერნარდ ფოლიმ ვერ ივარგა

კივთა ოთხი ლელოდან სამი მოჰუნგას პასს მოჰყვა, ოზთაგან კი თავი გამოიჩინა გეი’მოძულე იზი ფოლაუმ – მეტოქისა და გუნდელის თითო აბრაგანი მოხსნა და ლელოები გამოაცხო

20-ვე დერეფანი

რაუნდი პარასკევს გაიხსნა კივური დარბით. აფრიკელი იაკო პეიპერი შესვენებაზე უქეიფოდ შეიქნა და მისგან სასტვენი თანა’მსაჯმა გადაიბარა. ბლუზს დაუბრუნდა სონი-ბილ ვილიამსი და საფირმო ოფლოუდი გაახერხა, ჰარიქეინზმა კი თავის მოწოდებაზე 20-ვე (!) დერეფანი მოიგო

სტუმრებმა ათზე ბოდენ ბარეთს დააწყებინეს, ჯორდი კი მერეღა ჩააბეს ბრძოლაში. ძმების კომბინაციას პრემიის მომტანი ლელოც მოჰყვა *36:15, ბლუზის უფროსობამ კი, ჰოჲ საოცრებავ, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ბედოვლათ მწვრთნელს, ტანა უმანგას

კანბერული ანტი-რეკორდი

შაბათს რაგბეთმა 6-მატჩა მარათონი დაიგემოვნა და ავსტრალია კიდევ შერცხვა – რედსი ტოკიოში * 28:63 მოისრა სან’ვულვზთან, ვისაც აქამდე 9-ვე თამაში წაეგო. იაპონელებს 36 ქულა (ლ 5გ 7ჯ) შესძინა მგეზავმა ჰეიდენ პარქერმა, "ტონგელმა გოძილამ", ჰოსეა საუმაკიმ კი ჰეთ’თრიქი რქენით გაასრულა

კანბერაში სტადიონზე 5,283 მოსეირეღა მივიდა, რაც 1999 წლის აქეთ ანტი-რეკორდი ყოფილა. სტუმარ რებელზს ზედიზედ წაეგო ხუთი, მაგრამ 16 ქულით ჩამორჩენილი ბრამბიზს არათუ დაეწია, კიდეც მოუგო ბოლოს’წინა წუთზე, კიდიდან გატანილი ჯარიმით * 27:24

დე’იახერიც დაიმტვრა

პრემია 7 თამაშიდან ერთად’ერთში გაიცა, ნუგეში კი 4-გან დარიგდა. სთორმერზის ზურგი ეს’პი მარე დამიენ მაკ’ქენზის გადაკიდებულმა მოატყუა და ჩიფსმაც ფრიად მოკრძალებულად * 15:9 მოიგო გასვლა

4-მატჩა ზღვისრეთული ტურნე სამი წაგებით დაასრულა ლაიონზმა და თუმც ბალანსი 6-6 გაუხდა, საერთო ცხრილში მაინც მეორეა, ვაისაკე ნაჰოლომ კი კარიერის 37-ე ლელო რომ გაიტანა, კლუბის რეკორდი ჩამოართვა ჯეფ ვილსონს – ჰაილენდერზმა * 39:27 იმარჯვა

ბულზსა და ბოკესაც დაემტვრა მეორე’ხაზელი ლუდ დე’იახერი და შემოდგომამდე იუქმებს. სტუმარი შარქსი მატჩში ერთად’ერთხელ დაწინაურდა * 23:22 @ 52’, მაგრამ უმალ გაიბრწყინა ბულზის ზანგმა ვარსკვლავმა ვორიქ ხელანტმა – ალამთან ოვალი კიდეზე არ გადაუშვა

ჰოდა, შარქსმა სირენის შემდეგ ჯარიმა დაარტყა და ნუგეშსღა დასჯერდა * 39:33 ბულზის სასარგებლოდ


ზე რაგბი 2018

მე-13 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

ფოქსის 50’ რჩეული >> https://acrossthetasman.com/attachment.php?...00&d=1526333909

სტატისტიკის, ჲუთუბისა და თორენთის ბმულები >> საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S5/17_ZE-13.htm



ბლუზ 15:36 ჰარიქეინზ$

2ლ: ლეჯერ ტუჰუნგაფასი; გ ჯ: პეროფეტა –

5ლ: რიქითელი ევანს მილნერ-სქადერ ლაუსი პროქთორ; 4გ ჯ: ბ.ბარეთ

რეფ პეიპერ (აფრ) | ვილიამს (ზელ) 11/05

0:7(7) 3:7(15) 8:7(26) 8:14(33) /
15:14(50) 15:21(55) 15:28(62) 15:31(71) 15:36(79)


სან’ვულვზ 63:28 რედს

შ [ემერი] + 5ლ: ჰეტინხ პარქერ საუმაკი (3 4 5) 5გ 7ჯ: პარქერ –

4ლ: პაენგა-ამოსა ბ.ლუქას სქოთ-იანგ ნდაუნგუნუ; 4გ: ლენს / სბ: პაია’ჰაუა

რეფ სექონდს (აფრ) 12/05

3:0(2) 6:0(7) 6:7(11) 9:7(15) 9:14(22) 12:14(28) 19:14(30) 26:14(35) 29:14(40+) /
32:14(43) 39:14(55) 42:14(61) 42:21(67) 49:21(69შ+სბ) 49:28(74) 56:28(80) 63:28(80+3)


ქრუსეიდერზ 31:29 ვორათაზ$

შ + 4ლ: მუდი თეილორ ტამანი’ვალუ ენორ; 2გ: მოჰუნგა –

4ლ: ქლარქ ნაია’რავორო ფოლაუ რონა; 3გ ჯ: ფოლი / სბ: ფიპს ნაია’რავორო

რეფ ო’ქიფ (ზელ) 12/05

0:5(4) 0:8(13) 0:15(18) 0:22(24) 0:29(29) 7:29(36) 12:29(39) სბ(40+2ვ) 19:29(40+5) /
სბ(53ვ) 24:29(56) 31:29(68შ)


ჰაილენდერზ 39:27 ლაიონზ

5ლ: სოპოანგა ქოლთმენ ლ.ვაითლოქ ნაჰოლო ვოლდენ; 4გ 2ჯ: სოპოანგა –

4ლ: ფორსტერ რ.კუცია (2 3) მ.სკუმან; 2გ ჯ: იანკის

რეფ გარდნერ (ავს) 12/05

7:0(6) 7:3(10) 14:3(15) 19:3(34) 19:10(40) 19:15(40+4) /
26:15(45) 26:20(49) 33:20(65) 33:27(73) 36:27(77) 39:27(80+)


ბრამბიზ$ 24:27 რებელზ

3ლ: ქიუზაქ სიონე ვალეტინი; 3გ ჯ: ჰაურა –

4ლ: ინგლიშ (1 2) მედოქს ს.ტუპოუ; 2გ ჯ: ჰოჯ / სბ: მაფი

რეფ ბერი (ავს) 12/05 (5 283)

0:5(7) 7:5(17) სბ(22რ) 14:5(25) 21:5(32) 21:10(40) /
24:10(56) 24:17(62) 24:24(66) 24:27(79)


სთორმერზ$ 9:15 ჩიფს

3ჯ: ვილემსე 2, მარე –

შ + ლ: ე.ლენართ-ბრაუნ; ჯ: დ.მაკ’ქენზი

რეფ ფრეიზერ (ზელ) 12/05

3:0(15) 3:5(22) შეს(40+4) /
6:5(54) 6:12(65შ) 6:15(75) 9:15(78)


ბულზ 39:33 შარქს$

5ლ: ხელანტ ჯ.კრილ რ.სმიტ კოცე ლ.დე’იახერ; 4გ 2ჯ: პოლარდ / სბ: სნეიმან –

3ლ: ბოშ ჟ.ფერმიულენ ჟლ.დიუ’პრე; 3გ: რ.დიუ’პრე; 4ჯ: ბოშ, რ.დიუ’პრე 3 / სბ: ბოშ ამ

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 12/05

სბ(10შ) 5:0(11) 12:0(16) 12:7(23) 19:7(27) სბ(34ბ) 19:14(35) 22:14(38) 22:17(40+) /
22:20(46) 22:23(52) 29:23(55) 36:23(67) 39:23(69სბ) 39:30(71) 39:33(80+2)


<< უქმობდა ხაგუარეს


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ჯორჯ ბრიჯ (ქრს),
14 ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), 13 ჯესი კრილ (ბულ), 12 ქერთლი ბილ (ვრთ), 11 ჰოსეა საუმაკი (სნვ);
10 ჰეიდენ პარქერ (სნვ), 9 ბრინ ჰოლ (ქრს) /

1 დენ ლენართ-ბრაუნ (ჰლნ), 2 რიქი რიქითელი (ჰრქ), 3 ტრევორ ნიაკანე (ბულ);
4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 გრანტ ჰეტინხ (სნვ);
6 ჟან-ლიუკ დიუ’პრე (შრქ), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 ჯორდან ტაუფუა (ქრს)

სულ: 8 ზელ; 3 აფრ იაპ; 1 ავს


user posted image


სტატ’მოწინავენი

ქულა: 147 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 113 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 110 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ);
103 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 100 ელთონ იანკის (ლნზ); 98 დამიან ვილემსე (სთო); 94 ნიკო სანჩეს (ხგრ);
86 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 78 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 73 ჯექ დებროსინი (რბლ); 63 სთივენ პეროფეტა (ბლუ)

ლელო: 12 ბენ ლემ (ჰრქ); 9 ემილიანო ვოფელი (ხგრ); 8 მანასა მატაელე (ქრს), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);
7 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), აკირა იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), ჰოსეა საუმაკი (სნვ);
6 ჯექ მედოქს (რბლ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), მადოშ ტამბვე (ლნზ), ვორიქ ხელანტ (ბულ);

5 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ლუკანიო ამ (შრქ), ვინს ასო (ჰრქ), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აფივე დიანტი (ლნზ),
რიკო იოანე (ბლუ), ჯონ-ბენ კოცე (ბულ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), სილვენ მაჰუზა (ლნზ), სეფა ნაივალუ (რბლ),
მარნუს სკუმან (ლნზ), ადრიან სტრაუს (ბულ)


მე-14 რაუნდი

საქართველოს დროით

რაზმები >> http://www.planetrugby.com/news/team-track...gby-round-14-3/
სვლაგეზი >> http://ovaluri.comxa.com/2018/S15_2018_ITN.htm

პარ 18/05

ჰრქ.ზელ 11.35 რედ.ავს

შაბ 19/05

სნვ.იაპ 09.15 სთო.აფრ @ ჰონკონგ
ბლუ.ზელ 11.35 ქრს.ზელ
ვრთ.ავს 13.45 ჰლნ.ზელ

შრქ.აფრ 17.05 ჩიფ.ზელ
ლნზ.აფრ 19.15 ბრმ.ავს

კვი 20/05

ხგრ.არგ 01.40 ბულ.აფრ

უქმობს რბლ.ავს



სთრიმები

https://www.vipleague.lc/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9214
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 18 May 2018, 08:53  #52736275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
უფალი ო’ქიფი

lol.gif lol.gif lol.gif
* * *
ლაიონზს კრონიე დაუბრუნდა მარქაფაში და დიანტი ყავს 13 ზე smile.gif

მაქაფის მესამეხაზელი ავჭალაში ნაბურთავები ლენ მასინი smile.gif (6 ნომერზე ითამაშა ჩვენთან)
* * *
ნიაკანე 1 ნომერზე გადაუყვანიტ გქობოკას არ ყოფნაში smile.gif დეიახერი დაიმტვრა,პოლარდი 12 ზე იწყებს smile.gif ალბათ ოდენდალი დაიმტვრა.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15210
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 18 May 2018, 11:38  #52736873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9214
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 18 May 2018, 13:37  #52737592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ო’ქიფი

ამის უნამუსო ტენდეციური დედა ვატირე!!!

და ვინ ეგ დანიშნა კიდე თამაშზე იმისიც!!!

ასეთი განდონები რატომ არიან ეს ზელანდიელი მსაჯები?
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15210
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 18 May 2018, 13:57  #52737732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ხვალ დილით ეს თამაში
სნვ.იაპ 09.15 სთო.აფრ @ ჰონკონგ
აქაა = მონკ’ქოქ-ში

გაარემონტეს და 6,769 კაცი ეტევაო -- მეტი არც უნდათ

user posted image
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4296
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 18 May 2018, 18:00  #52739243      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ასეთი განდონები რატომ არიან ეს ზელანდიელი მსაჯები?

ატარა ზელანდიური სტილისები? smile.gif მემგონი იმ რუმინელს გამოიძახებენ მალე ზელანდიაში biggrin.gif

ეხლა ვნახე და ტონგელ დათვს რეები უკეთებია მაგარი ვინმეა


--------------------
Green and Gold...
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9214
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 18 May 2018, 19:52  #52739776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan ch
QUOTE
მემგონი იმ რუმინელს გამოიძახებენ მალე ზელანდიაში

კი,იორდანესუზე უარესად იმსაჯა ეს ორი თამაში მემგონი smile.gif

QUOTE
ტონგელ დათვს რეები უკეთებია მაგარი ვინმეა

დაგვიყენებს მაგას ავსტრალია ჩვენ აი ნახე!
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4296
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 18 May 2018, 22:39  #52740484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm
QUOTE
დაგვიყენებს მაგას ავსტრალია ჩვენ აი ნახე!

წელს მაგათთან პირველ ხაზში რევოლუცია მოხდება და წესით ეს ახალი თაობა მოვა.


იაპონიამ რატო შეიმცირა სტადიონი? იქ კარგად ესწრებოდა ხალხი რასაც ვუყურებდი


ლელოს ეპიზოდში ბარეტი არ იყო დასასჯელი იმ გვიანი ბოჭვისთვის ?


This post has been edited by Levan ch on 18 May 2018, 22:41
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9214
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 19 May 2018, 08:47  #52741529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan ch
QUOTE
იქ კარგად ესწრებოდა ხალხი რასაც ვუყურებდი

იქ კი smile.gif ჰონკონგში მეტი არ ესწრება smile.gif
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4296
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 19 May 2018, 09:04  #52741557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჰონკონგში

მანდ მგონი არც უთამაშიათ, სინგაპურში იყვნენ ხოლნე და იმხელა სტადიონის 10%იც არ ივსებოდა
* * *
http://www.vipbox.st/rugby/551537/1/sunwol...eam-online.html
harton1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 671
წევრი No.: 230451
რეგისტრ.: 25-March 17

გამოგზავნილია: 19 May 2018, 09:13  #52741574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მერკანტილური მოსაზრებებით სტორმერსისკენ ვარ
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15210
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 19 May 2018, 09:15  #52741582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
საოცარია და ვიპ’ი გამოსწორებულა
http://www.vipbox.st/rugby/551537/2/sunwol...eam-online.html
* * *
წელს 8 საშიანო თამაშიდან:
6 ტოკიოში, თითო - ჰონკონგში და სინგაპურში (აფრიკიდან უფრო ახლოა ორივე)
ჰამაც "სრულიად აზიის" გუნდობას აწვებიან
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4296
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 19 May 2018, 09:19  #52741587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
ჰდ ლინკები აღარ იქნება?
harton1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 671
წევრი No.: 230451
რეგისტრ.: 25-March 17

გამოგზავნილია: 19 May 2018, 09:23  #52741599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ რა იკაცა ლეიდსმა

არ უნდა იყოს ლელო, მაგრამ მაინც

ვაუ

მეგონა, რომ გადადენეს
* * *
რას ელდოებოდა ის უპატრონო?

ნუ პასიც ვერ ვარგოდა, მაგრამ მაინც

This post has been edited by harton1 on 19 May 2018, 09:25
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (84) « პირველი ... 77 78 [79] 80 81 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0515 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]