არის, როგორ არ არის, ზოგჯერ უფრო ძნელია და ზოგჯერ უფრო ადვილი
ანუ, ვინაიდან შენ მენეჯერობა გინდა, სჯობია მოიქცე ასე:
იყიდე რამე დანადგარი, რომელიც ნედლეულის მიწოდებისას ავტომატურ ან ნახევრად ავტომატურ რეჟიმში დაამზადებს რამე საჭირო პროდუქციას.
იქირავე ერთი კაცი, ან თვითონვე აითვისე დანადგარი.
მერე გამოიყენე შენი უნარი, და შეეცადე გაყიდო ეს პროდუქცია მომგებიანად.
რა შეიძლება იყიდო 15000-ის ფარგლებში?
აი ეგ ცოტა საფიქრებელია. მაგ ფასში თუ რამე მოგივა, ალბათ აქედან:
სოსისის და ძეხვის საპრესი დანადგარი.
პურის, მაკარონის და სხვა ამგვარი საცხობი დანადგარი
ზოგიერტი ტიპის საქსოვი დანადგარები.
შესაფუთი მასალის მწარმოებელი დანადგარი
რამდენიმე ინდუსტრიული სარეცხი და საშრობი მანქანა
კერამიკული ღუმელი
ლითონის პლაზმური ჭრის აპარატი (დეკორატიული ნივთების გამოსაჭრელად)
ლაზერული გრავირების აპარატი (მგონი $18000 დან იწყება ფასები ამათზე)
და ალბათ კიდე ბევრი რამ, მოიფიქრებ რამეს.
შეეცადე რამე ორიგინალურს მიაგნო.
დანარჩენი შენზეა, როგორც მოიფიქრებ, ისე გამოგივა. მოკლედ, არჩევანი არის.
This post has been edited by user_i on 19 Feb 2007, 23:40