თურმე გქონია თავად პასუხი და რაღას მეკითხებოდი.
რისკი რომ არ არის ისეთი საქმე/ინვესტიცია არ არსებობს.
რაც შეეხება ბიტკოინს, ძალიან ძალიან მოკლედ:
-> ბიტკოინს აქვს შესაძლებლობები, რომლითაც აღემატება დედამიწაზე არსებულ ყველაზე "სანდო" ვალუტებსაც კი. იგი არ არის დამოკიდებული ერთი ქვეყნის ან კონტინენტის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სტაბილურობაზე. იგი არ (ვერ) კონტროლდება ვერცერთი უწყების მიერ. იგი არის სრულად ღია და ამავე დროს - სრულად ანონიმური (როცა იცი როგორ მოიხმარო). მას გააჩნია ყველაზე მცირე (მიზერული) საკომისიო ნებისმიერ ტრანზაქციულ სისტემასთან შედარებით (ვიზა/მასტერქარდის ქსელს შევადაროთ მაგალითად).
-> ერთადერთი რაც მის "გარდატეხას", ანუ ასჯერ გაძვირებას სჭირდება, არის -> ხალხის სურვილი. ხალხს
უნდა მოუნდეს რაღაცა რომ მას ფასი დაედოს. ხალხს კი ბიტკოინი ჯერ არ უნდა მასიურად, რადგან მასამ ჯერ
არ იცის მისი სრული შესაძლებლობები.
მასამ ჯერ არ იცის რომ საერთოდ არ სჭირდება ფიზიკური ვალუტა, კრიპტოვალუტას შეუძლია
ყველაფერი გააკეთოს და თან ისე - რომ ტრანზაქციას მესამე პირი (სახელმწიფო/საფინანსო ინსტიტუტები) საერთოდ ვერ აკონტროლებს. გაუნათლებელ მასას ისევ გონია რომ ბიტკოინი ბიძინას მოგონილი "ფინანსური პირამიდაა", როგორც ამავე თემაშიც კი გაიჟღერა. მაგრამ ნელნელა შემოდის სინათლე. ხალხი იაზრებს რომ ბიტკოინი "ბუა" არაა. პოულობს მარტივ გზებს მის საყიდლად და გასანაღდებლად. ბიზნესებიც ნელნელა მოთხოვნიდან გამომდინარე იჩენენ მხარდაჭერას. ეს პროცესი ჯერ ნელია (რაღა ნელი, 1 წელიწადში
ათჯერ(!) გაძვირდა) მაგრამ როცა ამ პროცესის შეუქცევადობაში ბაზარი aka მასა დარწმუნდება, აი მაშინ იქნება "დიდი აფეთქება" და ეს აფეთქება კიდევ წინაა.
-> ელექტრომობილების ინდუსტრიას კი უდეს თავიდან "პადნოჟკები" ნავთობბიზნესების "მამებმა" მაგრამ როცა მისი გავრცელება შეუქცევადი გახდა - თავად ტრანსფორმირდნენ რომ არ დაკარგონ ბაზარი. ანალოგიურად, რაც არ უნდა "რეგულაციები" დაუწესონ, კრიპტოვალუტა მოკლავს ჩვეულებრივ ვალუტას, ადრე თუ გვიან. სამყარო ძალიან შეიცვლება და არ ვიცი ზუსტად რა და როგორ მოხდება მაგრამ ერთი ვიცი - ვადაპტირდებით. და სანამ ეგ მოხდება მანამდე ბიტკოინის ფასი კიდევ მაგრად გაფრინდება.
-> როცა მასა გაიაზრებს მის პლუსებს, და აღმოაჩენს რომ მინუსები პრაქტიკულად არ აქვს, ბიტკოინზე იქნება წარმოუდგენელი მოთხოვნა. ყველაფრისთვის რისთვისაც საბანკო გადარიცხვებს ან პლასტიკურ ბარათებს იყენებენ - ჩაანაცვლებს (ეტაპობრივად, მაგრამ ძალიან სწრაფად) კრიპტოვალუტა.
ბიტკოინის ფასი შეიძლება ხვალ ისევ დაეცეს. მერე ავიდეს, მერე დაეცეს. ეს დროებითია და "მოკლემეტრაჟიანი" ეკონომიკური მოვლენებით არის განპირობებული ძირითადად. მისი ფასი მაშინ გაფრინდება, როცა ხალხი მის გამოყენებას აქტიურად დაიწყებს, როგორც იგივე ელექტრომობილების. და ეს მოხდება მსოფლიოში ძალიან მალე. ნუ ჩხოროწყუში და წნორში ცოტა დააგვიანებს, მაგრამ მაინც...
ვისაც ჭკუა აქვს წაიკითხავს, "განათლდება" (კონკრეტულ სფეროში), და დასკვნას თვითონ გააკეთებს. ვისაც არა - ფორუმელი "ყოვლისმცოდნე" ტაქსისტების რჩევებს მიჰყვება, რომლებისთვისაც ქიუნეტი და ბიტკოინი "ერთი ჩორტია".
P.S.: ეზერეუმს გაცილებით მეტი (ფართო) შესაძლებლობები აქვს მაგრამ ის რომ იგი ხალხს დასჭირდეს - ამას მეტი დრო უნდა. შეიძლება დეკადები. შეიძლება არც.
P.P.S.: კიდევ გეტყოდით რისი აქციები გაფრინდება გარანტირებულად უახლოეს მომავალში, მაგრამ ვინაა მკითხველი